ეგ ყოფით დონეზეა. საზოგადოებრივი დონეზე კი ძირითადად მიუღებლობაა.
აქ რომელიმე მხარეს ვერ გამოვყოფ, ყველანი ქართველები ვართ.
ჩვენთან ოპონირება არ იციან, მტრობა უპირატესია.
პოლიტიკას შევეშვათ და ხელოვნება ავიღოთ - კრიტიკა ფაქტობრივად არ გვაქვს, იმიტომ რომ კრიტიკას ვერც ვიტანთ და არც ვიცით. გამკრიტიკებელი პიროვნებაზე გადადის და გაკრიტიკებულიც მტრად იღებს.
პიროვნებაზე იმიტომ გადადის, რომ მისი დაჩმორებაც უნდა, რადგან ამპარტავნების ჭია ღრღნის (არადა, ხელოვნების დარგების განვითარებისთვის კრიტიკა აუცილებელია).
არჩევნებს ვერ ვატარებთ, გზებზე სიკვდილიანობა მაღალია, საწარმოო ტრამვებშიც ლიდერებში ვართ და - საბრალო ველურები არათუ სხვის, საკუთარ სიცოცხლესაც კი არ უფრთხილდებიან.
ევროკავშირ-ნატო კი არა, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: „რაც უნდა დიდი კულტურული წარსულის მქონე ერი იყო, კულტურას ყოველდღიურად თუ არ ქმნი, არ ავითარებ, აუცილებლად უკან დაგიგორდება, თან გზადაგზა უკვე შექმნილსაც გადათელავს“.
გადათელა და ეგაა.
ერთმანეთის აუტანლობა ძირითადი პრობლემაა და ის უარესია, ვიდრე თუნდაც ყველაზე დიდი აშკარა მტრები, ვიდრე რუსეთის იმპერია, შავი გაგება თუ კიდევ სხვა რამ.
ისტორიულად ეს ანადგურებდა და უკან ხევდა ქვეყანას და დღესაც იგივე ხდება.
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, უსაფრთხოება გინდა, ხელოვნება, პოლიტიკა თუ ეს ფორუმი... რომელ პოლიტიკურ მხარესაც გინდა მოუსმინო, მტრობის უაზრო კერპს ყველაფერი ეწირება. ვერც ერთი ძალა ვერ იტყვის, რომ ამ მახინჯ წესზე მაღლა დადგა. მათგან გამომდინარე, იუზერების დიდი ნაწილისგანაც იმავეს ვხედავთ.
...
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი შესრულდა... შთამბეჭდავი იყო აშშ-ს საელჩოს მიმართვა და ქართულად წაკითხული კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი. სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და მხოლოდ წინა წლებისათვის დამახასიათებელი საპორტოკოლო ღონისძიებებით შემოიფარგლა.
რუსული ოკუპაციის 100 წლისთავის დღე უნდა ქცეულიყო პოლიტიკურ მანიფესტად, რომ ჩვენს ტკივილს მსოფლიო გამოხმაურებოდა. შესადარებლად გეტყვით, რომ 26 თებერვალს, ყირიმის ანექსიის მე-7 წლისთავს პირადად პრეზიდენტი ბაიდენი გამოეხმაურა. ამ გამოსვლებში საქართველოს არ ხსენებულა. ოკუაციის 100 წლისთავი არ არის უბრალო თარიღი, მაგრამ თუკი ჩვენ გავაუბრალოებთ, სხვას ყურადღებას ვერ მოვთხოვთ.
...
ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს.
...
დღევანდელი დღე იმ შეცდომათა ჯაჭვის ლოგიკური შედეგია, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ჯიუტად და მონდომებით ვუშვებთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის საფრთხეზე და რომ ამას დამანგრეველი შედეგები ექნება ქვეყნისათვის. საუბედუროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს საფრთხე დღეს მაინც გათავისებულია.
საოცარია, რომ ჩვენივე, თუნდაც უახლესი, ისტორიიდან უმარტივესი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ -
არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი მეორის მოსპობაზე იყოს აგებული. ეს დამღუპველი პარადიგმა საზოგადოებასაც ითრევს და მივდივართ ჯგუფებად დახლეჩილ მოსახლეობამდე, რომლებიც ერთმანეთთან საბრძოლველად იწევენ. იქამდე მივედით, რომ რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას, „სტრატეგიული მოთმინებით“ ველაპარაკებით, ხოლო ჩვენივე თანამოქალაქეს მტერს ვუწოდებთ.
...
აკვირდები პარტნიორების კრიტიკაზე ჩვენს რეაგირებას და ვხედავ, რომ მართლაც არ გვესმის რამდენად ვზარალდებით. არ გვესმის რომ უკვე დავზარალდით, უკვე ვვნებთ ეროვნულ ინტერესს. ჩვენ კი იმაზე ვმსჯელობთ, სანქციებს დაგვიწესებენ თუ არა.
...
დღეს მოვლენები ნულოვანი შედეგის (zero sum) პარადიგმით ვითარდება, როდესაც ნებისმიერი კომპრომისი სისუსტედ და წაგებად აღიქმება. ასეთი მიდგომით შეთანხმება არ მიიღწევა.
დღეს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი რეალობას აცდენილია - ხელისუფლებას 2012 წელი ჰგონია, ოპოზიციის ნაწილს კი -2003. ასეთ კოგნიტურ დისონანსში რაციონალური გადაწყვეტილება ვერ მოიძებნება.
...
- ჩვენ იმდენად ვართ გართულნი ერთმანეთთან კინკლაობით, რომ მეტოქეს ძალისხმევაც აღარ სჭირდება. ფართოდ გვაქვს გაღებული კარი რუსული რბილი ძალისა და მისი ეკონომიკური ზეგავლენის ზრდისათვის. ყველაფერთან ერთად სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაც სანქციების დაწესება-არ დაწესების რეჟიმში გადავიტანეთ.
ფაქტიურად, ჩვენი ხელით ვახორციელებთ ოკუპანტის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...imaval-titaniks This post has been edited by griankali on 2 Mar 2021, 16:41