ძალიან
* * *
ესეც ჩემი პასკის რეცეპტი
750 რძე
10 პატარა კვერცხი (დაახლოვებით 65 გრ ნაჭუჭიანად)
2.250 უმაღლესი ხარისხის ფქვილი
500 კარაქი
200 მაღალ პროცენტიანი ნაღები
800 შაქარი
800 ქიშმიში
100 ფორთოხლის ცუკატი
30 მარილი
5 ჩ.კ თაფლი
50 საფუარი (თუ მშრალ საფუარს იყენებთ ამის ერთი მესამედი ნუ 20 გრ მაინც)
2 ლიმონის კანი და 1 ლიმონის წვენი
100 გრ რომი,კონიაკი...
შაფრანი 0,15.ასე ეწერა ჩემს ბოთლს რომ ვიყიდე.ეს ნამდვილი შაფრანია წვრილი ღეროები რომაა ის
მე სუნელებს ვწონი და ისე ვუშვები.ასე ყოველთვის ერთი გემო აქვს.არც მეტი არც ნაკლები
1,2 გრ მუსკატის კაკალი.0,5 ჩ.კ
10 ც კარდამონი
1,2 გრ მიხაკი ან 0.5 ჩ.კ
1.2 დარიჩინი ან 0,5 ჩ.კ
1,2 ვანილი ან 0,5 ჩ.კ
მე მადაგასკარის ვანილის ექსტრაქტი გამოვიყენე და პასტა.1 1/2 ჩ.კ ან 1 ვანილის ღერი შეგიძლიათ უქნათ
ამ ვანილს თუ გამოიყენებთ კრისტალი ვანილის დოზა შეამცირეთ
ანუ მე ასე ვამზადებ 24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას
1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.
სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ.ვაცლი კანს ლიმონს(მარტო ყვითელ მხარეს.თეთრი არაფერში გვჭირდება სიმწარეს აძლევს) და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში.
ვწურავ 1 ლიმონს
პატარა შუშის ბანკაში ვასხავ ლიმონის წვენს,სადღაც 70 გრ რომს,დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს,ვანილს, შაფრანის გარდა.მოვუჭერ კარგად თავზე რეზბიან საცობს .დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს
შაფრანს ვნაყავ +0.5 ჩ.კ შაქარი და ცოტა ადუღებული წყალი.თავზე ვაფარებ და ვფუთავ
კარგად გარეცხილ (ცხელ წყალში) და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს+ ფორთოხლის ცუკატები.ვაფარებ თავზე ჰერმეტულად.ამასაც დრო და დრო ვურევ ხოლმე
2 დღე. საღამოს სადღაც 7 საათზე ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს.მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს.(თუ ხელით ზილავთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან) ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს,შაფრანს,ნაღებს, მარილს.დროჟს ფქვილში ვურევ და ისე ვამატებ ცომს.ყველაფერს კარგად მოვურევ და ბოლოს შევაზელ კარდაგ დარბილებულ კარაქს.ცომს ვაჩერებ ნახ. საათი მაინც და მერე ვიწყებ ზელას.მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური.ცომს დაახლოვებით 4ზე ვყოფ და ნაწილ ნაწილ ვამუშავებ .მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ ეგეც წავა.მარტო მოზელვის რეჟიმი.ტემპერატურა არ უნდა.მე სადღაც თუთო ნაწილს 20 წთ მოვუნდი.კარგად რომ მოზელილიყო. შემდეგ ვგდავ მთელი ღამე გასაფუებლად.არც სითბოში არაფერი.ნუ საყინულეშიც ნუ იქნება.
.ოთახში თუ თბილა საკმარისია.
3 დღე. დილით ჩავზილავ ცომს ზეთიანი ხელით.ვაჩერებ 1 საათი და მერე ვურევ ქიშმიშს.რომელსაც აქვს გარეული 1-2 ს.კ ზეთი და ფქვილი.ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს.ისევ ვაჩერებ ნახ. საათს
ვიღებ ცომის და ვწონი.დიდი ქაღალდის ყალიბებში 900 გრ და პატარებში 500.ჩემები კილოიანი და ნახევარ კილოიანი ყალიბებიბია.სანამ ყალიბში ჩავდებ მომოვაგუნდავებ როგორც ხაჭაპურის ცომს ვუშვებით ისე,ვაჩერებ სადღაც 10 წთ.სამუშაო მაგიდა ცოტა ზეთმოსმული მაქვს.ფქვილს არ ვხმარობ.მერე ისევ კარგად მოვაგუნგავებ. ცომის გვერდებს ვკეცავ ამოვაბრუნებ და კარგად მრგვალ ფორმას ვაძლევ.როგორც პურს ისე .თავი უნდა ქონდეს მოჭიმული და ასე ვდებ ყალიბებში.ოდნავ თბილ ღუმელში(თუ თერმომეტრი გაქვთ 30 º მეტი არ უნდა იყოს) ჯამით ვდებ ადუღებულ წყალს და ისე ვაწყობ ყალიბებს.ასე სინოტივეს ვაძლევთ ცომს და ხელს ვუწყობთ უკეთესად რომ გაფუვდეს.თანაც თავზე არ გაშრება.ჩემები ძალიან სწრაფად გაფუვდნენ .სადღეც 3 საათში უკვე მზად იყო.
ღუმელს ვახურებ 150-160 გრადუსზე ჰაერის ფუნქციით. ღუმელის ძირზე ვდებ პატარა ჯამით ადუღებულ წყალს ცხობის პირველ 20 წუთს. მერე ვიღებ და ვაგრძელებ ცხობას.დიდ ყალიბს უნდა 50 წთ და პატარას 40. თუ საზომი თერმომეტრი გაქვთ 94º მაინც უნდა იყოს პასკის გულის ტემპერატურა.
P.S პასკებს მთლიან გათქვეფილ კვერცხს ვუსმევ.
* * *
ამ ცომიდან გამომივიდა 4 დიდი და 5 პატარა პასკა
En la vida todos tenemos un secreto inconfesable, un arrepentimiento irreversible, un sueño inalcanzable y un amor inolvidable.