დღეს მოვრჩი. სპეციალურად არ ვითამაშე აქამდე, ველოდებოდი Phantom Liberty-ს გამოსვლას, რომ ბარემ ერთიანად მეთამაშა ყველაფერი. ზუსტად თვენახევარი მოვანდომე ყველა gig-ის, ძირითადი სიუჟეტის, საიდ კვესტების უმრავლესობისა და Phantom Liberty-ს დასრულებას.
Cyberpunk 2077-მა ორმაგი შთაბეჭდილება დამიტოვა: აღფრთოვანება და (პატარა) იმედგაცრუება.
პირველ რიგში აღფრთოვანების საგანზე მინდა ვისაუბრო: თამაშს ერთ-ერთი საუკეთესო სიუჟეტი აქვს რაც კი ზოგადად თამაშებში ან ფილმებში მინახავს. ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია სიუჟეტი, ესეთი ინოვაციური და ახლებური რამ კაი ხანია არსად მინახავს. ბრავო! ნამდვილი სუფთა ჰაერის ნაკადივით იყო ამ ამბისთვის თვალის მიდევნება (იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიურ დეტალებში ბოლომდე ვერ გავერკვიე) ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ამავე დროს უაღრესად სევდიანი ამბავია მოყოლილი. ჯონი სილვერჰენდი hands down ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ქარიზმატული პერსონაჟია თამაშების ინდუსტრიაში. კეანუს ერთ-ერთი საუკეთესო როლია ნამდვილად.
გეიმფლეიც ძალიან მომეწონა, იარაღების სიმრავლე და მრავალფეროვნება ნამდვილად თვალშისაცემია, მანქანების დიზაინიც და მართვაც ძალიან კარგად არის რეალიზებული, თითქმის GTA-ს დონეზეც კი. ისე საოცარია, რომ თამაშში საერთოდ არ იყო საფრენი აპარატები, ასეთ ფუტურისტულ გარემოში ცოტა უცნაურია, რომ მფრინავი მანქანები არ იყო
რაც შეეხება იმედგაცრუებას: Night City დიდად არ მომეწონა, ანუ მისი დიზაინი და სტილი არაა საჩემო, ზოგადად ბევრჯერ მითქვამს, რომ ფენტეზი სეთინგი ყველაზე მეტად მიყვარს, თუმცა ფუტურისტული გარემოც შეიძლება მომეწონოს, მაგრამ ნუ Night City-ს დიზაინმა "ვერ მოიტანა" რა. თორე ცალკე აღებული პერსონაჟების სახეები, ანიმაციები და ა.შ. ძალიან მაგარი და დონე იყო. თუმცა ეს უფრო გემოვნების ამბავია და უბრალოდ ჩემს გემოვნებაში არ ჩაჯდა ეს დიზაინი. ასე რომ ეს არაა რეალურად სერიოზული შენიშვნა.
უფრო სერიოზული შენიშვნა ისევ და ისევ Level cap-ის არსებობის გამო მაქვს. მე-60 ლეველს მანამდე მივაღწიე სანამ მთავარ სიუჟეტს მოვრჩებოდი ან Phantom Liberty-ს დავიწყებდი, ასე რომ ბოლო ათი დღე ამის გამო თამაშს ცოტა მუღამი დააკლდა, უბრალოდ სიუჟეტის დასასრულებლად ვთამაშობდი და არა ახალი სქილების გასახსნელად და ატრიბუტების დასამატებლად.
ისე უნდა ითქვას, რომ ეს ნაკლებადაა როლური თამაში, ანუ ამ სქილების გახსნით და ატრიბუტების გაზრდით დიდ "მოძლიერებას" ან წინსვლას ვერ ვგრძნობდი. Cyberpunk 2077-ი უფრო fififififfiirst person shooter-ია როლური თამაშის ელემენტებით და არა სრულყოფილი RPG (ყოველ შემთხვევაში სტანდარტულ სირთულეზე ასეა, მაღალ სირთულეზე არ მითამაშია).
მოკლედ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი შეფასებაა 8.5/10-დან.
This post has been edited by Gioma771 on 16 Dec 2023, 21:08