ყველაფერს რასაც მიუთითებ ვერ შეამოწმებენ უცებ. მარტივად შესამოწმებელი ინფორმაცია არის იმ ტიპის ინფორმაცია რაც დიგიტალურად ინახება, მაგალითად შენგენში შესვლისას/გამოსვლისას პასპორტი რომ სკანერდება, სადმე ვიზის/უვიზო რეჟიმის წესები თუ დაარღვიე, ლტოლვილობაზე თუ გააკეთე აპლიკაცია, სადმე კანონი თუ დაარღვიე და დაჯარიმდი და ა.შ. თუ ავტომატური შემოწმებით არ დაასკვნეს რომ საფრთხეს წარმოადგენ, უვიზო რეჟიმის დარღვევის მაღალი შანსი გაქვს ან ლტოლვილობისთვის მიდიხარ, სავარაუდოდ მოგცემენ დასტურს. თუ რამის დამატებით შემოწმება მოუნდათ, მოგთხოვენ დოკუმენტებს ან ინტერვიუს დაგინიშნავენ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ იქნება რამდენიმე წუთში, მაგრამ ალბათ დამსაქმებლის დადასტურებაზე დიდად არ იდარდებენ. მარა ზოგადად არაფერზე არ უნდა მოიტყუო, იმიტომ რა ინფორმაციასაც მიუთითებ შეინახება და მომავალში გინდაც სხვა შენგენის/ევროკავშირის ქვეყანაში აღმოჩნდეს ტყუილი გაგიუქმებენ და მერე საერთოდ აღარ მოგცემენ სავარაუდოდ.
ზოგადად შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მესაზღვრე, მაგრამ ETIAS იმათ ვისაც სავარაუდოდ არ შეუშვებდნენ გაუმარტივებს საქმეს და ტყუილა არ იმგზავრებენ. როგორც საიტზე უწერიათ: "However, just because you have the ETIAS does not necessarily guarantee you entry into the EU countries. This is at the discretion of the border authorities."
წყარო:
https://www.schengenvisainfo.com/etias/
მიმაგრებული სურათი