Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > საქართველოში მედიცინა არ არსებობს

Posted by: dylan 1 Feb 2024, 02:17
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.
სტომატოლოგები, ტრავმატოლოგები და ზოგჯერ ქირურგები თუ რამეს მოარჩენენ. ფილტვების ანთება საბჭოთა მედიცინის წყალობით ადვილად მოსარჩენია. (ახლახან მეც მომარჩინეს ფილტვების ანთებისგან საბჭოთა სამედიცინო სკოლის ექიმებმა. დიდი მადლობა მათ).
რაც "დამოუკიდებელი" ქვეყანა გავხდით, ის საბჭოთა მედიცინაც მოკვდა და რომ სჭირდებოდეს, კალაძე ნეიროქირურგის დიპლომს იშოვნის 1 დღეში და მერი რომ არ იყოს და პაციენტი მიადგეს, 134 წმალს გამოუწერდა, გადაამისამართებდა მასთან შეკრულ აფთიაქისკენ.
ეს წამლები კი ცალ-ცალკე ხომ უამრავ უკუჩვენებებს შეიცავენ და ცოდნის გარეშე ნაშოვნი "დიპლომიანი" ექიმები საერთოდ აზრზე არ არიან ამდენი წამალი ადამიანის ორგანიზმში ერთმანეთთან რა მასშტაბების ომს გააჩაღებენ და რა დროში ჩააკაპუტებენ ავადმყოფს.
ბორენკამ კი თავისი მილიარდები მხოლოდ იმ საქმეებში ჩააბლანდა, რასაც მოგება მხოლოდ პირადად მისთვის მოაქვს და არა ყველასთვის.
ამიტომ, ზოგი კრედიტით, ზოგი ნაქურდალი ფულით და ზოგიც კეთილ ადამიანთა შეგროვებული თანხით თურქეთში გარბის სიცოცხლის გადასარჩენად.
აეშენებინა ჩვენს მილიარდერს სტამბულის მსგავსად მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში, სადაც ფულსაც გამოიმუშავებდა და ჩვენს მოსახლეობას სტამბულში მკურნალობის, იქ გამგზავრების, სასტუმროს ხარჯების თანხები მაინც დაეზოგებოდა. თან სტამბულის მსგავსად ეს სმედიცინო ცენტრი რეგიონალურ ჰაბადაც იქცეოდა და დიდი ფული შემოვიდოდა მეზობელი ქვეყნებიდან როგორც ცენტრში, ასევე სასტუმროებში, კვების ობიექტებში...

Posted by: xx3xx 1 Feb 2024, 02:36
1 სისტემაა, ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე მაგრამ
დრო
სწრაფად გადის
სამყარო ვითარდება
ევულუცია
ჯუნგლის კანონით ხელმძვანელობს
სუსტებს განსაცდელი ელით
იე
სუსტებს განსაცდელი ელით
იო
იგი ბუნების კანონია
და ამას ვერ გაპატიებს
უბრალოდ გაქრები
ისე თითქოს
არც არასდროს ყოფილხარ
შენს ადგილს კი
სხვა დაიკავებს
bis.gif

Posted by: furuckssia 1 Feb 2024, 02:41
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

no.gif
ნათელმხილველთან, ეკლესიის ეზოში მამლის გაშვებით, ექიმთან მისვლით, განკურნების ერთნაირი შანსია.

Posted by: dylan 1 Feb 2024, 02:43
xx3xx
QUOTE
სამყარო ვითარდება
ევულუცია

ქართული მედიცინა არ არის ჩართული ამ განვითარებაში თუ ბოიკოტს უცხადებს დასავლურს?

Posted by: pato-7 1 Feb 2024, 02:55
dylan
როგორ არ არის ჩართული ქართული მედიცინა ევოლუციაში, 2000-იანების დასაწყისში სტენტირება ვერ კეთდებოდა აქ, ეხლა ყველგან მარტივად ხდება, იგივე ითქმის უმეტეს პროცედურებზე. სამედიცინო პროგრესის ფეხდაფეხ აყოლას ჭირდება დიდი ფული, რაც არ გვაქვს.

სამედიცინო განათლების კულტურა უდიდესი პრობლემაა ასევე, ძალიან შორს დგას დასავლურისგან, პირადი გამოცდილებით ვამბობ. ზუსტად საბჭოთა სისტემის დაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლების ნარჩენებია ეგეც, საბჭოთა საქართველოს დიადი მედიცინის მითის ნუ გჯერავთ biggrin.gif

Posted by: ayeti 1 Feb 2024, 02:56
კადრების გადინების ბრალია. ნიჭიერი, მშრომელი ახალგაზრდა ცდილობს ამერიკა-ევროპაში დასაქმდეს. 8 წლიანი თავდაუზოგავი სწავლის და შრომის შემდეგ უმცროსი ექიმის 800 ლარიან ხელფასზე იყოს ყაბულს? ამიტომ აქ რჩებიან ყალთაბანდები და ნაკლებად ნიჭიერები. პლიუს ამას ექიმობა ყველაზე კლანური დარგი იყო ოდითგანვე. დინასტიებია ექიმების, რომლებიც თავისიანის დაწინაურებას უწყობენ ხელს, მიუხედავად ამ თავისიანის შესაძლებლობებისა, უცხო ნიჭიერ ახალგაზრდას კი, უკეთეს შემთხვევაში, არ ეხმარებიან.

Posted by: dylan 1 Feb 2024, 02:59
pato-7
QUOTE
dylan
როგორ არ არის ჩართული ქართული მედიცინა ევოლუციაში, 2000-იანების დასაწყისში სტენტირება ვერ კეთდება აქ, ეხლა ყველგან მარტივად კეთდება

ეს პასუხი xx3xx - ისთვის უნდა გაგეცა.

სტენდირებას 90-იანებში აკეთებდნენ სომხეთში.

Posted by: Christian Cullen 1 Feb 2024, 04:47
მედიცინა, დარგი რომელიც გადაჯაჭვულია ეკონომიკაზე, ინჟინერიაზე, ერის საერთო განათლების დონეზე და რატომ უნდა იყოს განვითარბეული?

Posted by: UMTS 1 Feb 2024, 08:45
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

რა არსებობს რო?

Posted by: ცქიფო 1 Feb 2024, 09:07
ayeti
QUOTE
კადრების გადინების ბრალია. ნიჭიერი, მშრომელი ახალგაზრდა ცდილობს ამერიკა-ევროპაში დასაქმდეს. 8 წლიანი თავდაუზოგავი სწავლის და შრომის შემდეგ უმცროსი ექიმის 800 ლარიან ხელფასზე იყოს ყაბულს? ამიტომ აქ რჩებიან ყალთაბანდები და ნაკლებად ნიჭიერები. პლიუს ამას ექიმობა ყველაზე კლანური დარგი იყო ოდითგანვე. დინასტიებია ექიმების, რომლებიც თავისიანის დაწინაურებას უწყობენ ხელს, მიუხედავად ამ თავისიანის შესაძლებლობებისა, უცხო ნიჭიერ ახალგაზრდას კი, უკეთეს შემთხვევაში, არ ეხმარებიან

+1
წესიერ ხელოსანს ვერ იშოვი და ექიმი მით უმეტეს. სანამდე ეკონომიკურად არ ამოვიქაჩებით და ტვინების გადინება არ შეწყდება, არ გვეშველება. თორემ ტოტალური ჩააწყობა რომ იყო სამედიცინოზე ეგ მოიშალა. წესით უკეთესი თაობა უნდა მოდიოდეს.

Posted by: idallgo 1 Feb 2024, 09:21
ნუ ჯამში მედიცინა ტრაკშია...

თუმცა არის დარგები რომლებიც ძლიერ ტრაკშია, სადღაც სწორი ნაწლავის სიღრმეში და არის დარგები რომლებიც ნაკლებ ტრაკშია და გამოძრომას ცდილობენ, სადღაც ანუსის დონეზე მაგალითად. biggrin.gif

ნუ ეს ხუმრობად ... smile.gif

მაგრამ. ონკოლოგიაში, ონკო-ჰემატოლოგიაში ბევრად ცუდადაა საქმე (დიაგნოზსაც კი ვერ სვამენ სწორად) ვიდრე მაგალითად კარდიოლოგიაში ან უროლოგიაში (როგორც ზემოთ აღნიშნეს ცალკეული პროცედურები, რომლებიც თითო-ოროლა იყო საქართველოში, ახლა ბევრი კეთდება ამ დარგებში).

Posted by: მამაო ენუქი 1 Feb 2024, 09:27
საცოდავი ინდუსები კიდე აქ ჩამოდიან სასწავლებლად, აზზე ხარ ისინი საერთოდ რა ტრაკში არიან sad.gif

Posted by: diapragma 1 Feb 2024, 09:45
UMTS
QUOTE

QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

რა არსებობს რო?

ცქიფო
QUOTE
წესიერ ხელოსანს ვერ იშოვი

რას ამბობთ, მშენებელ ინჟინრებს ხომ ყურებიდან გადმოსდით ტვინი. ხელოსნების აღმზრდელები ობიექტზე, განათლებული ინჟინრები იყვნენ და არა პროფტექნიკური სასწავლებლები.

Posted by: Niku7a 1 Feb 2024, 09:51
ისე ფიცი მაგათაც აქვთ დადებული yes.gif

ჰიპოკრატეს

Posted by: Interman 1 Feb 2024, 09:53
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.
სტომატოლოგები, ტრავმატოლოგები და ზოგჯერ ქირურგები თუ რამეს მოარჩენენ. ფილტვების ანთება საბჭოთა მედიცინის წყალობით ადვილად მოსარჩენია. (ახლახან მეც მომარჩინეს ფილტვების ანთებისგან საბჭოთა სამედიცინო სკოლის ექიმებმა. დიდი მადლობა მათ).
რაც "დამოუკიდებელი" ქვეყანა გავხდით, ის საბჭოთა მედიცინაც მოკვდა

მორიგი სავიშვიშო თემა საბჭოთა კავშირის სიკარგეზე და დამოუკიდებელი საქართველოს სიფარჩაკეზე.

Posted by: dylan 1 Feb 2024, 10:06
Interman
QUOTE
მორიგი სავიშვიშო თემა საბჭოთა კავშირის სიკარგეზე და დამოუკიდებელი საქართველოს სიფარჩაკეზე.

სავიშვიშო ის კი არ არის, საბჭოთა მედიცინას რომ არ ვუბრუნდებით, არამედ ის, რომ 30 წელიწადში დასავლური, განვითარებული მედიცინიდან ვერაფერი რომ ვისწავლეთ.

ჰო, და კიდევ ის, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ არ შეუძლია მრავალ "პადვინუტ" იუზერს.

ივიშვიშეეე...

Posted by: gige 1 Feb 2024, 10:16
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

კი, სერგეენკომ გადააქცია ქსელურ მარკეტინგად.
ასევ შევარდნაძის დროს ყველა საბავშო ბაღში რო იყო სამედიცინო გახსნილი, დღეს იქ ნასწავლ დოხტორებს უჭირავთ სკალპელიfacepalm.gif

Posted by: dylan 1 Feb 2024, 10:26
მამაო ენუქი
QUOTE
საცოდავი ინდუსები კიდე აქ ჩამოდიან სასწავლებლად, აზზე ხარ ისინი საერთოდ რა ტრაკში არიან

საინტერესოა - ბორენკას ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტია თუ რაც ჰქვია, იქ რამდენი სტუდენტი ჰყავთ ან საერთოდ ჰყავთ?
ან სწავლების რა სტანდარტები?

Posted by: Blunt 1 Feb 2024, 10:27
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

რაღაც კატეგორიებში არის წინსვლა

თუმცა ერთეულებია და მასას არ ყოფნის.

თან 90% თბილისში თავმოყრილი.

ახლობელს ქუსლის,საშინელი ტკივილები აქვს 1 წელია და იმდენი ფული ჩაყარა და არანაირი შედეგი.

ჯერ მარტო 4 წყვილი ორთოპედიული ფეხსაცმელები აყიდიეს.მაღაზიას გახნის მალე.

Posted by: მამაო ენუქი 1 Feb 2024, 10:28
dylan
ეგ საერთოდ ფუნქციონირებს ? boli.gif

Posted by: არწივი9 2 Feb 2024, 21:50
QUOTE (მამაო ენუქი @ 1 Feb 2024, 08:27 )
საცოდავი ინდუსები კიდე აქ ჩამოდიან სასწავლებლად, აზზე ხარ ისინი საერთოდ რა ტრაკში არიან sad.gif

ინდოეთი და მისი განათლება კიდევ უფრო ტრაკშია yes.gif lol.gif old.gif

Posted by: dylan 2 Feb 2024, 22:09
სტამბულში ნამკურნალევ ადამიანებთან მქონია შეხება.
დიდი ინვესტიციაა ჩადებული.
მეტწილად დასვლეთიდან, ამერიკიდან, თვით ავსტრალიიდან ჩამოსული ექიმები ჰყავთ დასაქმებული ულტრათანმედროვე აპარატურით და დიდი ხელფასებით.
ძალზე დიდი ცენტრი ყოფილა და მუდამ დატვირთული.

ჩვენს მილიარდერს რა თქმა უნდა შეეძლო და შეუძლია მსგავსის მოწყობა, მაგრამ მუქთა და ნაქურდალი ფულით გამდიდრებულებს არ გააჩნიათ ამგვარი ინტერესები.
თეზს მოიწყობს და თითქმის უფასო ელექტრო ენერგიით და გადასახადებისგან სრულად განთავისუფლებული "ფულის საჭრელებით" იშოვნის ბიძკოინებს.

ასე არ სჯობია?

Posted by: GeorgeSurgeon 2 Feb 2024, 22:14
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს, დიპლომები ცოდნის გარეშე...

არსებულ გარემოში რაც არსებობს ისიც ძალიან მიკვირს smile.gif)) მოვა დრო და ექიმი სანთლით იქნება საძებნელი. ექიმების ახალი თაობა საზღვარგარეთ მიდის. არსებული კადრებისთვის განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში მდიდრდებიან ერთეულები. ექიმების უმრავლესობას არსებობისთვის უწევს ბრძოლა...ჩვენთანაც არის დარგები, რომელიც ძალიან კარგად არის განვითარებული, მაგრამ ეს არ ასახავს საერთო სურათს. ხალხიც მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ...

Posted by: SaamI 2 Feb 2024, 22:43
QUOTE
 საქართველოში მედიცინა არ არსებობს, დიპლომები ცოდნის გარეშე...

სანამ ხალხი ფულს და ფულის მქონე თღლითებს ირჩევს, მანამ მედიცინაც ტრაკში იქნება და ყველა სხვა პროფესიაც.
* * *
dylan
QUOTE
საინტერესოა - ბორენკას ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტია თუ რაც ჰქვია, იქ რამდენი სტუდენტი ჰყავთ ან საერთოდ ჰყავთ?
ან სწავლების რა სტანდარტები?

როგორც მოსალოდნელი ოყო, თბილისში გამორბიან სტუდენტები.

Posted by: dega 2 Feb 2024, 22:54
სსრკ-ს დროს აბიტურიენტების უმეტესობას მშობლები ძალით აბარებინებდნენ სამედიცინოზე...
მოხვედრა იმდენად რთული იყო რომ ფულის და ქრთამის გარეშე ერთეულები აბარებდნენ......
ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდესო
ინერციით გაგრძელდა 90 იანებშიაც,,
ამის შემდეგ ნელნელა გამოჩნდა სხვა პროფესიებიც, რომლებიც კომუნისტების დროს
დაუფასებელი იყო და შემდეგ დაფასდა....
ეგაა და ეგ,,,,,,

Posted by: PFU 3 Feb 2024, 01:07
QUOTE (dylan @ 1 Feb 2024, 09:26 )
მამაო ენუქი
QUOTE
საცოდავი ინდუსები კიდე აქ ჩამოდიან სასწავლებლად, აზზე ხარ ისინი საერთოდ რა ტრაკში არიან

საინტერესოა - ბორენკას ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტია თუ რაც ჰქვია, იქ რამდენი სტუდენტი ჰყავთ ან საერთოდ ჰყავთ?
ან სწავლების რა სტანდარტები?

ეგ 'ტექნოლოგიური უნივერსიტეტია' და მედიცინის ფაკულტეტი არ გახსნილა მანდ ჯერ...

ელოდებიან ამაჩქარებლებს და მერე დაიწყებენ გახსნას და ამუშავებას... თუმცა, ეგ ვერ იქნება მულტიპროფილური ცენტრი. ან/და სრულფასოვანი სამედიცინო ფაკულტეტი. ათწლეულებია საჭირო (მილიარდებთან ერთად) მაგის ასაწყობად და კომპეტენციების და ტრადიციების შესაძენად... იგივე თურქეთშიც, რამდენი ხანი მოუნდნენ...
* * *
ayeti
QUOTE
პლიუს ამას ექიმობა ყველაზე კლანური დარგი იყო ოდითგანვე. დინასტიებია ექიმების, რომლებიც თავისიანის დაწინაურებას უწყობენ ხელს

ესაა ჯანდაცვის სისტემის ძირითადი პრობლემა... მედიცინა ქცეულია ერთეულების მაღალშემოსავლიან, სარფიან ბიზნესად...

Posted by: GIORGI XXL 3 Feb 2024, 01:12
ქართველი ექიმის სახეს აქვს დამახასიეთებელი შტრიხები; უნდა იყოს უფრო მსახიობი ვიდრე ექიმი - სამსახიობო ტექნიკის გამოყენებით დამაჯერებლად უნდა შექმნას კარგი ექიმის იმიჯი. თუ რამე არ იცის, ეს არასდიდებით არ უნდა გაამჟღავნოს! ზურგს უკან უნდა დასცინოს თავის კოლეგებს. კოლეგას არ უნდა ჰკითხოს ის რაც თვითონ არ იცის. თუ კოლეგა შეკითხვას დაუსვამს ეს ფაქტი ზურგს უკან უნდა გაუბაზროს როგორც უცოდინრობის ნიშანი. "ავადმყოფი ლოგინში უნდა მოიტყნას" ეს გამოთქმა ქართველი ექიმების პირმშოა. ზედმეტი გამოკვლევები შესახებ ყველამ კარგად იცით, ასევე აურაცხელი წამლების გამოწერა და აფთიაქებიდან ატკატები.
დანარჩენი თქვენ დაუმატეთ

Posted by: არწივი9 3 Feb 2024, 12:01
dylan
QUOTE
დიდი ინვესტიციაა ჩადებული.

რამდენი მაინც?

PFU
QUOTE
ათწლეულებია საჭირო (მილიარდებთან ერთად) მაგის ასაწყობად და კომპეტენციების და ტრადიციების შესაძენად... იგივე თურქეთშიც, რამდენი ხანი მოუნდნენ...

მთლად მილიარდებია საჭრო? spy.gif

Posted by: goldenfish 3 Feb 2024, 12:38
QUOTE (dylan @ 1 Feb 2024, 02:17 )
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.
სტომატოლოგები, ტრავმატოლოგები და ზოგჯერ ქირურგები თუ რამეს მოარჩენენ. ფილტვების ანთება საბჭოთა მედიცინის წყალობით ადვილად მოსარჩენია. (ახლახან მეც მომარჩინეს ფილტვების ანთებისგან საბჭოთა სამედიცინო სკოლის ექიმებმა. დიდი მადლობა მათ).
რაც "დამოუკიდებელი" ქვეყანა გავხდით, ის საბჭოთა მედიცინაც მოკვდა და რომ სჭირდებოდეს, კალაძე ნეიროქირურგის დიპლომს იშოვნის 1 დღეში და მერი რომ არ იყოს და პაციენტი მიადგეს, 134 წმალს გამოუწერდა, გადაამისამართებდა მასთან შეკრულ აფთიაქისკენ.
ეს წამლები კი ცალ-ცალკე ხომ უამრავ უკუჩვენებებს შეიცავენ და ცოდნის გარეშე ნაშოვნი "დიპლომიანი" ექიმები საერთოდ აზრზე არ არიან ამდენი წამალი ადამიანის ორგანიზმში ერთმანეთთან რა მასშტაბების ომს გააჩაღებენ და რა დროში ჩააკაპუტებენ ავადმყოფს.
ბორენკამ კი თავისი მილიარდები მხოლოდ იმ საქმეებში ჩააბლანდა, რასაც მოგება მხოლოდ პირადად მისთვის მოაქვს და არა ყველასთვის.
ამიტომ, ზოგი კრედიტით, ზოგი ნაქურდალი ფულით და ზოგიც კეთილ ადამიანთა შეგროვებული თანხით თურქეთში გარბის სიცოცხლის გადასარჩენად.
აეშენებინა ჩვენს მილიარდერს სტამბულის მსგავსად მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში, სადაც ფულსაც გამოიმუშავებდა და ჩვენს მოსახლეობას სტამბულში მკურნალობის, იქ გამგზავრების, სასტუმროს ხარჯების თანხები მაინც დაეზოგებოდა. თან სტამბულის მსგავსად ეს სმედიცინო ცენტრი რეგიონალურ ჰაბადაც იქცეოდა და დიდი ფული შემოვიდოდა მეზობელი ქვეყნებიდან როგორც ცენტრში, ასევე სასტუმროებში, კვების ობიექტებში...

ზუსტად მაგ აზრზე ვიყავი, სანამ თავად არ მოვხვდი სასწრაფოთი ერთ-ერთ მრავალპროფილურ დაწესებულებაში ქავთარაძეზე (სახელს არ დავასახელებ, რეკლამად რომ არ ჩაითვალოს); ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი მოწესრიგებული, სუფთა და პროფესიონალებით (ექიმებიც და ექთნებიც) დაკომპლექტებული სტაციონარი იქნებოდა საქართველოში.
როგორც ამბობენ, ზუსტად ბ.ბ-ს კლინიკაა (შეიძლება არაზუსტია ინორმაცია) და რეგიონიდანაც ყავს უამრავი პაციენტი.
რეგულარულად ჩამოყავთ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ტრენინგზე თუ საკონსულტაციოდ.
პირადად ჩემს მკურნალობის (ოპერაცია+რეაბილიტაცია) კურსს პარალელურად ვამოწმებდი გერმანელ პროფილის ექიმთან (ახლობელი მუშაობს გერმანიის კლინიკაში) და ზუსტად ემთხვეოდა ამ კლინიკის და გერმანელების გაიდები.

Posted by: dylan 3 Feb 2024, 12:49
არწივი9
QUOTE
dylan
QUOTE
დიდი ინვესტიციაა ჩადებული.

რამდენი მაინც?

მე მხოლოდ იქ ნამყოფთა შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობ და ასეთ დეტალებთან საიდან მიმიწვდება ხელი.

ალბათ 1 მილიარდი კარგად დაძრავდა საქმეს და მერე საქმე თავად გადადის აქტივობაში. (ვარაუდი)

Posted by: tozi777 3 Feb 2024, 12:49
QUOTE (ayeti @ 1 Feb 2024, 02:56 )
კადრების გადინების ბრალია. ნიჭიერი, მშრომელი ახალგაზრდა ცდილობს ამერიკა-ევროპაში დასაქმდეს. 8 წლიანი თავდაუზოგავი სწავლის და შრომის შემდეგ უმცროსი ექიმის 800 ლარიან ხელფასზე იყოს ყაბულს?

yes.gif

ნაწილობრივ მასეცაა.

ჩემი ბიძაშვილები, 30 წლამდე ახალგაზრდები, გერმანიაში დასაქმდნენ ერთი გინეკოლოგია, მეორე ქირურგია.

აქ რომ დაეწყოთ მშაობა, ნაბოზვარი ბიზესმენი მილიონერი საავადმყოფოს მეპატრონისთვის უნდა ექიცინათ კუდი თეთრების გადმოსაგდებად.

არ გაძღა ამათი მუცელი.

ახლა წუწუნი მოსცხეს, ექთნებს ვეღარ ვშოულობთო.

400 ლარზე ამუშავებდნენ ექთნებს ეს საქონლები, გაიქცნენ ეგ ექთნები საზღვარგარეთ და ახლა ატეხეს წკმუტუნი.

10 მილიონის ნაცვლად 5 რომ დარჩენოდათ წელიწადში, მოგვარებული ექნებოდათ საკადრო პრობლემები, მაგრამ შეეცი და ღორია ქართველი ღორზესმენი . facepalm.gif

Posted by: melqis-melqis 3 Feb 2024, 12:58
QUOTE
ჩემი ბიძაშვილები, 30 წლამდე ახალგაზრდები, გერმანიაში დასაქმდნენ ერთი გინეკოლოგია, მეორე ქირურგია.

აქ რომ დაეწყოთ მშაობა, ნაბოზვარი ბიზმესმენი მილიონერი საავადმყოფოს მეპატრონისთვის უნდა ექიცინათ კუდი თეთრების გადმოსაგდებად.

არ გაძღა ამათი მუცელი.

ახლა წუწუნი მოსცხეს, ექთნებს ვეღარ ვშოულობთო.

400 ლარზე ამუშავებდნენ ექთნებს ეს საქონლები, გაიქცნენ ეგ ექთნები საზღვარგარეთ და ახლა ატეხეს წკმუტუნი.

ყველაფერი რაც დაწერე ეგრეა, ვერ გაძღენ კლინიკიების ერთუჯრედიანი მეპატრონეები, აქედან თუ არ გაიქეცი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, შენს ცოდნას და ნიჭს დააფსავს ნაბოზარი ერთუჯრედიანი კლინიკის მეპატრონე, არ შემდგარი ექიმი გაბოროტებუბული დირექტორი ნიჭიერ ექიმს ცელს გამოუსმევს ყვერებში ყოველ ნაბიჯზე.

Posted by: არწივი9 3 Feb 2024, 13:18
dylan
QUOTE
ალბათ 1 მილიარდი კარგად დაძრავდა საქმეს

ცოტა მეძვირება

tozi777
QUOTE
აქ რომ დაეწყოთ მშაობა, ნაბოზვარი ბიზმესმენი მილიონერი საავადმყოფოს მეპატრონისთვის უნდა ექიცინათ კუდი თეთრების გადმოსაგდებად.

melqis-melqis
QUOTE
ყველაფერი რაც დაწერე ეგრეა, ვერ გაძღენ კლინიკიების ერთუჯრედიანი მეპატრონეები, აქედან თუ არ გაიქეცი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, შენს ცოდნას და ნიჭს დააფსავს ნაბოზარი ერთუჯრედიანი კლინიკის მეპატრონე, არ შემდგარი ექიმი გაბოროტებუბული დირექტორი ნიჭიერ ექიმს ცელს გამოუსმევს ყვერებში ყოველ ნაბიჯზე.

ერთი კლინიკა მაინც უნდა დაარსდეს/შეიქმნას სადაც სულ სხვანაირი სიტუაცია იქნება war.gif

Posted by: GEORGEXIII 3 Feb 2024, 13:26
1. დიდიხანი გიწევს სწავლა.
2. ამ დიდხნიანი სწავლისას გამოშავებენ 300ლარად.
3. მუშაობ 2-3 კლინიკაში ერთად თავი რომ გაიტანო.

მეტი დაფასებაა საჭირო. ხელფასების მომატება და ცოდნის დონეც აიწევს.

Posted by: idallgo 3 Feb 2024, 13:51
საკმაოდ დიდი უთანასწორობაა ხელფასებში. არიან ექიმები, რომლებიც რამოდენიმე კლინიკაში მუშაობენ ვიწრო სპეციალიზაციაში და საშუალო გაქანების ბიზნესმენზე მეტს შოულობენ. და არიან ექიმები განსკუთრებით სასწრაფო-ემერჯენსი ან პირველადი ჯანდაცვის სფეროში სადაც რამოდენიმე ადგილას თუ არ იმუშავა, ოჯახს ვერ შეინახავს.

მაგალითად ტიპი ვიცი, მარტო ცხვირის ძგიდის, ნიჟარების და სინუსების ოპერაციებს აკეთებს, რამოდენიმე კლინიკაშია დასაქმებული (არ არის კლინიკის მფლობელი ან რაიმე ტოპ მენეჯმენტში) და თვეში მინიმუმ 50 000 ლარს აკეთებს... აგერ ბიჭიკო ცალუღელაშვილი (მეტსახელად ბულიონა) 80 წელს გადაცდა მაგრამ იმდენ ოპერაციას აკეთებს, ორ მაგდენს შოულობს თვეში biggrin.gif

მეორეს მხრივ ემერჯენსის-რეანიმაციის ექიმს 16-18 ლარი აქვს საათში საშუალოდ და ფაქტიურად ყოველ მეორე დღეს უნდა იმორიგევოს რომ რაღაც გამოუვიდეს

Posted by: tintoreto 3 Feb 2024, 14:51
dylan
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს, დიპლომები ცოდნის გარეშე...

yes.gif

ვინც კარგი იყო წავიდა ქვეყნიდან , ვინც კი დარჩა , მისი ნახვა და გამარჯობის თქმა 70-100 ლარი ღირს

Posted by: PFU 3 Feb 2024, 16:10
არწივი9
QUOTE
მთლად მილიარდებია საჭრო?

ეგერ, გერმანიაში, ერთ-ერთ მიწაზე ახალი მულტიფუნქციური ჰოსპიტლის აშენებას აპირებენ 560 საწოლზე თავისი საოპერაციოებით და ა.შ. და 1მლრდ ევროა გამოყოფილი პირველი ეტაპისთვის (ოთხი ეტაპია სულ) საწყის ბიუჯეტად, თუმცა ვარაუდობენ რომ მინიმუმ გასამმაგდება ხარჯები მშენებლობის პროცესში... სავარაუდოდ 10 წლის შემდეგ იქნება მზად პირველი ეტაპი... ექიმების გაზრდა და ხელფასები ცალკეა...

Posted by: არწივი9 3 Feb 2024, 16:41
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 15:10 )

ეს გერმანიაში კაი და დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყანაში როგორი სიტუაციაა? იქაც ასე ძნელი და ძვირია მედიცინის განვითარება?

Posted by: PFU 3 Feb 2024, 21:42
QUOTE (არწივი9 @ 3 Feb 2024, 15:41 )

აქ ქუთაისზეა საუბარი. სადაც თითქმის ნულიდანაა ყველაფერი დასაწყები, მათ შორის შესაბამისი კადრების თვალსაზრისითაც...

KIU, რასაც ამბობენ, მილიარდამდე დაჯდაო... მანდ მედიცინა ძირითადად იქნება ონკოლოგია, ანუ სხივური (ადრონული) თერაპია, თავისი კვლევებით და სწავლებებითაც, ალბათ. ამის გარდა მედიცინის უამრავი სხვა დარგია...

Posted by: არწივი9 3 Feb 2024, 23:43
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 20:42 )

არა, მე ვიგულისხმე პატარა და განვითარებული ევროპული ქვეყნები, მაგალითად დანია, ბელგია და ეგეთები smile.gif იქ ხომ არის მედიცინა მაღალ დონეზე? იქაც ასე ძვირი ჯდება? ალბათ უკეთესი იქნება ასეთი ქვეყნების მიბაძვა war.gif

Posted by: laxxa 4 Feb 2024, 16:19
სულ მარტივია კარგი განათლებული ექიმი თუ ხარ რომელსაც შეგიძლია სწორი დიაგნოზის დასმა ,გახსენი პატარა მისაღები კონსუტაცია 20 ლარი ,დღეში 10 კაცი რომ გასინჯო და სწორი რჩევა და დასკვნა მისცე ხომ არის 200 ლარი .მაგრამ სადაა საქართველოში წესიერი განათლებული ექიმი სანთლითაა საძებნელი . სწორ დიაგნოზს ვერ სვავენ ჯამრთელ კაცს დაგავაანტყოფობენ ,ამაზე მეტი ცოდვა რაუნდა იყოს მარა საქართველოა ყველას კიდიან კაცს მოკლავენ და მერე იმას აპრავებენ ანუ ამართლებენ სხვებიც მერე წავლიან ქრისტიანები ვართო და პირჯვარს გადაიწერენ . ქვეყანაში გვაქვს გაბრიელის ზეთი და მის მქადაგებლებს უნდა აეკრძალოს საერთოდ წამლის ყიდვა .

Posted by: PFU 4 Feb 2024, 21:18
QUOTE (laxxa @ 4 Feb 2024, 15:19 )
სულ მარტივია კარგი განათლებული ექიმი თუ ხარ რომელსაც შეგიძლია სწორი დიაგნოზის დასმა ,გახსენი პატარა მისაღები კონსუტაცია 20 ლარი ,დღეში 10 კაცი რომ გასინჯო და სწორი რჩევა და დასკვნა მისცე ხომ არის 200 ლარი .მაგრამ სადაა საქართველოში წესიერი განათლებული ექიმი სანთლითაა საძებნელი . სწორ დიაგნოზს ვერ სვავენ ჯამრთელ კაცს დაგავაანტყოფობენ ,ამაზე მეტი ცოდვა რაუნდა იყოს მარა საქართველოა ყველას კიდიან კაცს მოკლავენ და მერე იმას აპრავებენ ანუ ამართლებენ სხვებიც მერე წავლიან ქრისტიანები ვართო და პირჯვარს გადაიწერენ . ქვეყანაში გვაქვს გაბრიელის ზეთი და მის მქადაგებლებს უნდა აეკრძალოს საერთოდ წამლის ყიდვა .

თანამედროვე მედიცინაში დიაგნოზი 'ფონ ე იდოსკოპით' აღარ ისმება... ოხრად კლინიკურ-ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევებია საჭირო, რაც მედიცინის ცალკეულ დარგს ცალკე თავისი აქვს და ასევე ცალკე სპეციალობებიცაა... ერთი ექიმი კო არა ექიმთა ერთი ჯგუფიც კი ვერ წვდება ზოგჯერ ამ ყველაფერს და უწევთ შესაბამისი ექსპერტების ჩართვა საქმეში...

Posted by: anamaria77 4 Feb 2024, 21:34
Აქ ცუდად არ უნდა გახდე .

Posted by: იბერი. 4 Feb 2024, 21:58
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს, დიპლომები ცოდნის გარეშე...

რა არსებობს მედიცინა რომ არსებობდეს sad.gif

Posted by: GIORGI XXL 4 Feb 2024, 22:19
ექიმი გასაგებია რომ არ არსებობს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ არც ექიმის შრომის კარგი დამფასებელი არსებოს ამ ქუეყანასა ზედა

Posted by: neo> 4 Feb 2024, 22:44
ბიჯო, რაღაც ხო არსებობს, რის მერეც გბეზრდებადა აღარ მისტირი ის 37 მანეთი და ქაღალდში გახვეული კარაქით ქუჩაში ტანტალს?

პ.ს. სტომატოლოგიაზე დავწერ: ჩვენთან რო არიან სპეციალისტები, კავკასიაში ვერ მიიღებ ეგეთ მომსახურებას. დნარჩენი არ ვიცი რა ხდება. რაც ვიცი იმას ვწერ. 20 ლარად კბილის დაბჟენაზე არ ვლააპრაკობ, საშუალო სეგმენტი რო აიღო, მე მგონია ერთადერთი სფეროა რის გამოც ევროპელები (და ამერიკელები ) ჩამოდიან (ვინც იცის) და აქ "იკეთებენ" კბილებს. რეკომენდაციებით, ვიღაცამ ვიღაცას ურჩია და ა.შ.)

Posted by: ბლანჩო 4 Feb 2024, 23:31
ისე მართლა სხვაგან არ მინახავს როგორც რო საქართველოში რომ 3-4 წამალს გიწერენ biggrin.gif ეს ამდენჯერ დღეში ის იმდენჯერ დღეში... ბულშით არტისტები მე მოვკვდე

და კიდე იმას დააკვირდით როგორი ტიპის წამლების რეკლამა მიდის - ღვიძლის დაცვა, იმუნიტეტის ამაღლება, გრიპთან ბრძოლა, კუჭ-ნაწლავის რეგულირება, გულის გაჯანსაღება ... lol.gif

ტრუხა რო ვერც მიედავები ვერაფერზე smile.gif სასაცილოა სატირალი მომენტები რო არ მოყვებოდეს მედიცინის ასეთ უდაბლეს დონეს..

Posted by: PFU 5 Feb 2024, 00:04
QUOTE (არწივი9 @ 3 Feb 2024, 22:43 )
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 20:42 )
QUOTE (არწივი9 @ 3 Feb 2024, 15:41 )
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 15:10 )
არწივი9
QUOTE
მთლად მილიარდებია საჭრო?

ეგერ, გერმანიაში, ერთ-ერთ მიწაზე ახალი მულტიფუნქციური ჰოსპიტლის აშენებას აპირებენ 560 საწოლზე თავისი საოპერაციოებით და ა.შ. და 1მლრდ ევროა გამოყოფილი პირველი ეტაპისთვის (ოთხი ეტაპია სულ) საწყის ბიუჯეტად, თუმცა ვარაუდობენ რომ მინიმუმ გასამმაგდება ხარჯები მშენებლობის პროცესში... სავარაუდოდ 10 წლის შემდეგ იქნება მზად პირველი ეტაპი... ექიმების გაზრდა და ხელფასები ცალკეა...

ეს გერმანიაში კაი და დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყანაში როგორი სიტუაციაა? იქაც ასე ძნელი და ძვირია მედიცინის განვითარება?

აქ ქუთაისზეა საუბარი. სადაც თითქმის ნულიდანაა ყველაფერი დასაწყები, მათ შორის შესაბამისი კადრების თვალსაზრისითაც...

KIU, რასაც ამბობენ, მილიარდამდე დაჯდაო... მანდ მედიცინა ძირითადად იქნება ონკოლოგია, ანუ სხივური (ადრონული) თერაპია, თავისი კვლევებით და სწავლებებითაც, ალბათ. ამის გარდა მედიცინის უამრავი სხვა დარგია...

არა, მე ვიგულისხმე პატარა და განვითარებული ევროპული ქვეყნები, მაგალითად დანია, ბელგია და ეგეთები smile.gif იქ ხომ არის მედიცინა მაღალ დონეზე? იქაც ასე ძვირი ჯდება? ალბათ უკეთესი იქნება ასეთი ქვეყნების მიბაძვა war.gif

არც იქაა იაფი...

ეგენი ზომით არიან პატარა, თორემ ხარჯები და ფასები გერმანიის მსგავსი აქვთ... ზოგჯერ უფრო ძვირიც...

Posted by: DON PEDRO SANGRE 5 Feb 2024, 01:10
ზედმეტად ადრამატიზებთ. მედიცინის არაერთი დარგია დღეს მაღალ დონეზე და არამარტო თბილისში. ქუთაისში და ბათუმშიც არაერთი კარგი კლინიკაა და კვალიფიციური ექიმები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით.

Posted by: melqis-melqis 5 Feb 2024, 21:46
იმ ექიმის დედა მო..ან კალკიან ქაღალდზე რომ დაუწერს პაციენტს დანიშნულებას, გამგები გაიგებს.
ლიცენზია უნდა ჩამოერთვას ყველა ექიმს ვინც ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან გარიგებაშია.

Posted by: არწივი9 6 Feb 2024, 16:14
QUOTE (PFU @ 4 Feb 2024, 23:04 )
QUOTE (არწივი9 @ 3 Feb 2024, 22:43 )
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 20:42 )
QUOTE (არწივი9 @ 3 Feb 2024, 15:41 )
QUOTE (PFU @ 3 Feb 2024, 15:10 )
არწივი9
QUOTE
მთლად მილიარდებია საჭრო?

ეგერ, გერმანიაში, ერთ-ერთ მიწაზე ახალი მულტიფუნქციური ჰოსპიტლის აშენებას აპირებენ 560 საწოლზე თავისი საოპერაციოებით და ა.შ. და 1მლრდ ევროა გამოყოფილი პირველი ეტაპისთვის (ოთხი ეტაპია სულ) საწყის ბიუჯეტად, თუმცა ვარაუდობენ რომ მინიმუმ გასამმაგდება ხარჯები მშენებლობის პროცესში... სავარაუდოდ 10 წლის შემდეგ იქნება მზად პირველი ეტაპი... ექიმების გაზრდა და ხელფასები ცალკეა...

ეს გერმანიაში კაი და დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყანაში როგორი სიტუაციაა? იქაც ასე ძნელი და ძვირია მედიცინის განვითარება?

აქ ქუთაისზეა საუბარი. სადაც თითქმის ნულიდანაა ყველაფერი დასაწყები, მათ შორის შესაბამისი კადრების თვალსაზრისითაც...

KIU, რასაც ამბობენ, მილიარდამდე დაჯდაო... მანდ მედიცინა ძირითადად იქნება ონკოლოგია, ანუ სხივური (ადრონული) თერაპია, თავისი კვლევებით და სწავლებებითაც, ალბათ. ამის გარდა მედიცინის უამრავი სხვა დარგია...

არა, მე ვიგულისხმე პატარა და განვითარებული ევროპული ქვეყნები, მაგალითად დანია, ბელგია და ეგეთები smile.gif იქ ხომ არის მედიცინა მაღალ დონეზე? იქაც ასე ძვირი ჯდება? ალბათ უკეთესი იქნება ასეთი ქვეყნების მიბაძვა war.gif

არც იქაა იაფი...

ეგენი ზომით არიან პატარა, თორემ ხარჯები და ფასები გერმანიის მსგავსი აქვთ... ზოგჯერ უფრო ძვირიც...

გასაგებია
ანუ ქვეყნის ზომისგან დამოუკიდებლად ასე 1 მილიარდი უნდა მედიცინის თანამედროვე დონემდე აწევას old.gif

Posted by: bleu_marine 20 Feb 2024, 19:03
QUOTE
საქართველოში მედიცინა

არის ჩაჯვის ქარხანა

user posted image

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 09:50
რამდენი ფაქტია რო მოკლეს რასაც ქვია ადამიანი რომელსაც დიდი ალბათობის უცხოეთში ტაბლეტებით უშველიდნენ

Posted by: Bachia888 21 Mar 2024, 10:30
Axali ambavi ............................

Posted by: Tamuna181994 6 Apr 2024, 15:02
მედიცინა კი არა რო არ მოგკლან მადლობელი უნდა იყო, პოსტ ოპერაციულად ენტეროკოკები შემყარეს და პროთეუსი კათეტერიზაციით, ან რა ჯანდაბად მჭირდებოდა კათეტერი და მერე ჩვენმა სახელგანთქმულმა უროლოგმა თითქმის 3 კვირა სულ სხვა მოგონილ რაღაცაზე მიმკურნალა როცა აღმავალი ინფექცია მქონდა, მომკლეს, შემიკლეს დამმართეს ნერვოზი, ტფუი, ყველას დავიჭერდი სიამოვნებით

Posted by: Keyser 12 Apr 2024, 18:32
QUOTE
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.

100%

Posted by: Anna Ricci 15 Apr 2024, 14:52
99% კი გეთანხმებით, მაგრამ მაინც

არსებობს ,არსებობს!!

აქ არის ამაზე მსჯელობა

Posted by: Saturnus 15 Apr 2024, 21:01
QUOTE (Anna Ricci @ 15 Apr 2024, 14:52 )
99% კი გეთანხმებით, მაგრამ მაინც

არსებობს ,არსებობს!!

აქ არის ამაზე მსჯელობა

რატო ავრცელებ ამ შარლატანიზმს? ჰომეოპათია მედიცინა არ არის. შეუშვით მაგ ალტერნატიულ თავებში.

Posted by: Anna Ricci 16 Apr 2024, 18:06
Saturnus
ყველა ექიმის, ვინც მონაწილეობს სესიაში გავლილი აქვს კი შარლატანობის პერიოდი, როდესაც ფარმაკოთერაპიით ცდილობდნენ ხალხის მკურნალობას.

მაგრამ მიატოვენ ეს .

და ახლა აქვთ 30 წლიანი და მეტი გამოცდილება რეალური მკურნალობის.
ხალხზე მართლა დახმარების ამბულატორიული პროფილის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას.
სწორს ამბობს თამაზ ფირცხალავა, ჰომეოპათიას ალტერნატივა არააქვს არაჰოსპიტალურ სფეროში. დღეს ბევრი ექიმი ინტერესდება ჰომეოპათიით, ჰომოტოქსიკოლოგიით, სწავლობენ მას და იწყებენ გამოყენებას. ამას ჩამორჩენილები ვერ შეცლით უკვე ვერასოდეს.დღეს თუ არა ხვალ მოუწევს სახელმწიფოს მოუსმინოს ამ ხალხს. გაითვალისწინოს მათი გამოცდილება, მოსაზრებები.დაეხმაროს პრობლემების გადალახვაში, ჩასტაროს კვლევები და რაც დაამტკიცებს თერაპიულ ეფექტს, დანერგოს ფართოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.ამის გარეშე წარმოუდგენელია პროფილაქტიკური მედიცინა, რეაბილიტაციაც და მრავალპროფილური ამბულატორიული მკურნალობა.

Posted by: Saturnus 16 Apr 2024, 18:29
Anna Ricci
QUOTE
როდესაც ფარმაკოთერაპიით ცდილობდნენ ხალხის მკურნალობას.

მაგაზე არ შევთანხმდით რომ რამე როცა გაგიჭირდებათ ეგრევე ნამდვილ წამლებს იყენებთ და ეგ თქვენი მაგიური წყლები ვერ გშველით?

QUOTE
სწორს ამბობს თამაზ ფირცხალავა, ჰომეოპათიას ალტერნატივა არააქვს არაჰოსპიტალურ სფეროში.

სწორი კი არა უნამუსო ტყუილია. ეგრე რო იყოს აფთიაქში გავყიდიდით მაგ სისულელე წყლებს და ზემოდან რა წამლებიც გვაქვს ყველაფერს გავაზავებდით და ქარხნები ტონობით არ აწარმოებდნენ.

QUOTE
დღეს ბევრი ექიმი ინტერესდება ჰომეოპათიით, ჰომოტოქსიკოლოგიით, სწავლობენ მას და იწყებენ გამოყენებას

მარტო მაგათი განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს ეგ

QUOTE
ამას ჩამორჩენილები ვერ შეცლით უკვე ვერასოდეს.დღეს თუ არა ხვალ მოუწევს სახელმწიფოს მოუსმინოს ამ ხალხს. გაითვალისწინოს მათი გამოცდილება, მოსაზრებები.დაეხმაროს პრობლემების გადალახვაში, ჩასტაროს კვლევები და რაც დაამტკიცებს თერაპიულ ეფექტს, დანერგოს ფართოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.ამის გარეშე წარმოუდგენელია პროფილაქტიკური მედიცინა, რეაბილიტაციაც და მრავალპროფილური ამბულატორიული მკურნალობა.

იოცნებეთ შარლატანებმა lol.gif საკმარისად არის ყველანაირი კვლევა ჩატარებული და დამტკიცებულია რომ არ მუშაობს ეგ ექიმბაშობა.

Posted by: Anna Ricci 16 Apr 2024, 22:21
Saturnus
QUOTE
რამე როცა გაგიჭირდებათ ეგრევე ნამდვილ წამლებს იყენებთ და ეგ თქვენი მაგიური წყლები ვერ გშველით?

ჰომეოპათია არის ბიორეგულაციის მეთოდი. ფარმაკოლოგია - ეთიოლოგიური(ანტიბიოტიკები) ან და უმეტესად სიმპტომატიური(პათოგენეტიკური) მკურნალობა. ცხადია ბიორეგულაციის უპირატესობაა ჯერ მკურნალობის ტაქტიკაში და 90 თუ არა 80% პათოლოგიების ინკურნება ამით. იქ სადა არ იძლევა ბიორეგულაცია დამაყმაყოფილებელ შედეგს , ვიყენებთ რა თქმა უნდა ანტიბიოტიკებს ან სიმტომატიურ მკურნალობას . თუ ჩვენი კომპეტენციაა ჩვენ ვნიშნავთ ან ვაგზავნით სათანადო სპეციალისტთან. მაგრამ ამის საჭიროებაა 10% შემთხვევაში საერთოდ და იმ კონტიგენტ პაციენტებში, ვინც ჩვენ მოგვმართავს პრაქტიკულად 1% შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს ? 1 თუნდაც 10 ჯობია? ან ამას ბოლომდე მიყავს განკურნება. ცხადია არა .და თუ შენ ამას ვერ ხვდები, რაზე ვწერ - დაიწყე გადატვირთვა განათლების, სინდისის, ცნობიერების.

QUOTE
უნამუსო ტყუილია.

სპინოზა ვერა და ვერ გასწავლე . საკუთარ თავზე წერ მაგას, ვინაიდან ,ვიზეც ამბობ -მას სულ არ იცნობ . შენ თავს კი -დაბადებიდან

QUOTE
მაგათი განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს

უფ შენ რა განათლება გაქვს ასეთი. დაგვიდე ერთი.
სესიაში მონაწილეობენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრები

ევროპაში, სადაც ასე მივისწრაფვით, ჰომეოპათიას ექიმები იწყებენ ძირითადათ 60 წლის შემდეგ. სტატისტიკას გადახედე. როდესაც პენსიაზე გადიან და კონვენციური მედიცინის პრაქტიკა გავლილი აქვთ. მათ შორის დოქტორის ხარისხებიც აქვთ და აკადემიის წევრებიც არიან. ალტ.ნობელის პრემიის ლაურიატები და მეცნიერები.

თუ შენ სტატისტიკას არ ენდობი და ლაყბობა გირჩევნია მტკიცებულებების გარეშე და თან უტვინოდ და უნამუსოდ

QUOTE
საკმარისად არის ყველანაირი კვლევა ჩატარებული და დამტკიცებულია რომ არ მუშაობს ეგ ექიმბაშობა.

ყველანაირი არა, გაყალბებული მხოლოდ .

ძაანაც კარგად იცი, რომ უამრავი კვლევაა, რომლებიც ადასტურებს ჰომეოპათიის ეფექტიურობას . მარტო ამ სესიაში მონაწილე ექიმებს აქვთ ბევრი ჩატარებული. მაგრამ შენი კომპეტენცია მაგას ვერ გაწვდება და არც დამოუკიდებელი არა ხარ ვიღაცეების დაფიანსებებიდან. ისე როგორ ავხნათ ამდენ დროს რომ უთმობ ფორუმ.გეს და არახუნებ ამდენ ( მე ჩემგან არ ვწერ -შენსას ვიმეორებ შეფასებებს) ზღაპრებს, ტყვილებს, სიცრუეს.
მიტომაც არის მერე საზოგადოება გულაცრუებულია და ხსნის ამგვარ თემებს , რომლებშიდა ამჟამად ზიხარ და ლუკმა პურიოს გამო ილზძღები.ეს არარის ერთეულების აზრი. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრია. იმ ექიმების აზრია, რომლებიც დაეუფლენ უფრო ეფექტიურ მკურნალობის მეთოდებს და საშუალებებს და ყმაყოფილი არიან თავიანთი ყოველდღიური შედეგებით , განკურნებული ხალხის ყურებით, რასაც აღნიშნავს ქეთევანი სესიის დასწყისშივე, ეს ობიექტური რეალობაა და ამას აწი ვეღარ გადაფარავთ სიცრუის აგიტაციებით და ლანძღვით. თქვენ თვენ თავს ლანძღავთ და ამცირებთ. ჩვენ კი გვეცოდებით და პაცინტათ უფრო აღითქვამთ , ვიდრე ვინმეს დამრიგებლად თუ მლანძღველათ.

Posted by: Saturnus 16 Apr 2024, 22:55
Anna Ricci
QUOTE
ჰომეოპათია არის ბიორეგულაციის მეთოდი.

მტკიცებულება 0. მოეშვი ტყუილებს!

QUOTE
სპინოზა ვერა და ვერ გასწავლე . საკუთარ თავზე წერ მაგას, ვინაიდან ,ვიზეც ამბობ -მას სულ არ იცნობ . შენ თავს კი -დაბადებიდან

ხოდა მეც ათასჯერ გაიგემეორებ, "იიი მე არა შენ თავზე წერ" არგუმენტი არ არის. არ გაქვს მტკიცებულება იმის რასაც წერ, შესაბამისად ხარ მატყუარა და შარლატანი.

QUOTE
ალტ.ნობელის პრემიის ლაურიატები და მეცნიერები.

და ამას ეძახი მერე არგუმენტს? lol.gif მაგ რაღაცის ლაურეატები რო არიან მაგიტოა განათლებაში რო პრობლემა აქვთ და სინამდვილეში კლოუნები არიან. ატერნატიული ნობელი აუღიათ თურმე lol.gif facepalm.gif ალტერნატიულ ბენზინს ისხამენ მანქანაში და ალტერნატიულ კომპუტერებს იყენებენ? ანესთეზია რო დაჭირდებათ ალტერნატიულ ანესთეტიკებს იკეთებენ და ინფექცია რო აქვთ ალტერნატიულ ანტიბიოტიკებს სვამენ? ასე როგორ უნდა დაკარგოს ადამიანმა სირცხვილის გრძნობა drug.gif

QUOTE
თუ შენ სტატისტიკას არ ენდობი და ლაყბობა გირჩევნია მტკიცებულებების გარეშე და თან უტვინოდ და უნამუსოდ

რა სტატისტიკას? სულელი რო ბევრია ამ პანეტაზე?

QUOTE
ყველანაირი არა, გაყალბებული მხოლოდ .
ძაანაც კარგად იცი, რომ უამრავი კვლევაა, რომლებიც ადასტურებს ჰომეოპათიის ეფექტიურობას . მარტო ამ სესიაში მონაწილე ექიმებს აქვთ ბევრი ჩატარებული. მაგრამ შენი კომპეტენცია მაგას ვერ გაწვდება და არც დამოუკიდებელი არა ხარ ვიღაცეების დაფიანსებებიდან. ისე როგორ ავხნათ ამდენ დროს რომ უთმობ ფორუმ.გეს და არახუნებ ამდენ ( მე არ ვწერ -შენსას ვიმეორებ) ზღაპრებს, ტყვილებს, სიცრუეს.
მიტომაც არის მერე საზოგადოება გულაცრუებული და ხსნის ამგვარ თემებს , რომლებშიდა ამჟამად ზიხარ და ლუკმა პურიოს გამო ილზძღები.

და დიდი კონსპირაციაა ესეიგი მაგას ამბობ? რეალური ექიმები და ფარმაცევტები დიდ შეთქმულებაში არიან? რაში აწყობთ ეგ? ფარმა კომპანია რომელიც მილიონებს ხარჯავს რაღაც წამლის დამზადებაზე, უფრო მეტ მოგებას არ ნახავს მინიმალური დოზები წყალში რომ აზავოს და ეგ წყალი გაყიდოს? მაგიტო ხართ შარლატანები ზუსტად. ელემენტარულ ლოგიკაშიც ვერ ჯდებით.

Posted by: Anna Ricci 16 Apr 2024, 23:05
Saturnus
QUOTE
სულელი რო ბევრია

ამიტომაა მერე ჰომეოპათიის უარმყოფელი მეტი

https://www.svoboda.org/a/1851124.html რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?

ნუ ჯამბაზობ. სასაცილო არაა .გვეცოდები

Posted by: Saturnus 16 Apr 2024, 23:10
Anna Ricci

QUOTE
ამიტომაა მერე ჰომეოპათიის უარმყოფელი მეტი

ტვინი ვისაც აქვს თავში მეცნიერებას და კვლევებს დაუჯერებს თუ ვიღაცის მონაყოლს და საკუთარ პლაცებოს? შესაბამისად პირიქით არის ეგ. ვისაც განათლება აკლია ეგ ებმება მარტო თქვენს მახეში.

QUOTE
https://www.svoboda.org/a/1851124.html რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?

თემას არ ეხება შესაბამისად მკიდია

QUOTE
ნუ ჯამბაზობ. სასაცილო არაა .გვეცოდები

შეურაცხყოფებს არჩევ და მაგით გგონია უფრო მაგარი გამოჩნდები? lol.gif შენნაირი ექიმბაში რომ ცუდ რამეს მეუბნება (ბნელი სარდაფიდან თან lol.gif ) ეგ ნიშნავს რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ და შანსია ვიღაცამ ჩემი პოსტი წაიკითხოს და თქვენნაირ შარლატანებში ფული არ გადაყაროს, შესაბამისად, დიდი მადლობა love.gif

პ.ს. რა არ არის სასაცილო? მე კარგად ვერთობი თქვენი ტანჯვა-წამებით lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 17 Apr 2024, 08:17
QUOTE (dylan @ 1 Feb 2024, 02:17 )
საქართველოში მედიცინა არ არსებობს.
სტომატოლოგები, ტრავმატოლოგები და ზოგჯერ  ქირურგები თუ რამეს მოარჩენენ. ფილტვების ანთება საბჭოთა მედიცინის წყალობით ადვილად მოსარჩენია. (ახლახან მეც მომარჩინეს ფილტვების ანთებისგან საბჭოთა სამედიცინო სკოლის ექიმებმა. დიდი მადლობა მათ).
რაც "დამოუკიდებელი" ქვეყანა გავხდით, ის საბჭოთა მედიცინაც მოკვდა და რომ სჭირდებოდეს, კალაძე ნეიროქირურგის დიპლომს იშოვნის 1 დღეში და მერი რომ არ იყოს და პაციენტი მიადგეს, 134 წმალს გამოუწერდა, გადაამისამართებდა მასთან შეკრულ აფთიაქისკენ.
ეს წამლები კი ცალ-ცალკე ხომ უამრავ უკუჩვენებებს შეიცავენ და ცოდნის გარეშე ნაშოვნი "დიპლომიანი" ექიმები საერთოდ აზრზე არ არიან ამდენი წამალი ადამიანის ორგანიზმში ერთმანეთთან რა მასშტაბების ომს გააჩაღებენ და რა დროში ჩააკაპუტებენ ავადმყოფს.
ბორენკამ კი თავისი მილიარდები მხოლოდ იმ საქმეებში ჩააბლანდა, რასაც მოგება მხოლოდ პირადად მისთვის მოაქვს და არა ყველასთვის.
ამიტომ, ზოგი კრედიტით, ზოგი ნაქურდალი ფულით და ზოგიც კეთილ ადამიანთა შეგროვებული თანხით თურქეთში გარბის სიცოცხლის გადასარჩენად.
აეშენებინა ჩვენს მილიარდერს სტამბულის მსგავსად მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში, სადაც ფულსაც გამოიმუშავებდა და ჩვენს მოსახლეობას სტამბულში მკურნალობის, იქ გამგზავრების, სასტუმროს ხარჯების თანხები მაინც დაეზოგებოდა. თან სტამბულის მსგავსად ეს სმედიცინო ცენტრი რეგიონალურ ჰაბადაც იქცეოდა და დიდი ფული შემოვიდოდა მეზობელი ქვეყნებიდან როგორც ცენტრში, ასევე სასტუმროებში, კვების ობიექტებში...

ვეთანხმები თემის სათაურს, მაგრამ რაც შეეხება წინადადებას,იდეა კარგია , მაგრამ არამგონია ოლიგარქს ამხელა ტვინი ქონდეს. მას სულ სხვა და საპირისპირო ქონდა განხორციელებული.გერმანიადი და ავსტრიაში კლინიკების მფლობელები ქართველი ებრაელები არიან. ცხადია შეკრული ბიძინადთან.თუ საერთოდ მისი ფულით არ მოქმედებენ.უამრავ წართველს აფინანსებდა ამ კლინიკებში სამკურნალოდ.რუსული მილიარდერის გათეთრება ხდებოდა ჩემი აზრით.მოგება მაინც ამათ ჯიბეშია, ვითომ ხალხსაც ეხმარებიან .მრავალ მიზანს ერთდროულად ემსახურება, მაგრამ არა მთავარს, რაც უფრო ეფექტიური, ეკონომიური და პერსპექტიულია.ფულის გათეთრებას არ ემსახურება მაგენი და რა ხეირი?
* * *
Saturnus
კლოუნი და ჯამბაზი შენი დაწერილია თავიდან, იცი რომელ თემაში.შარლატანი და სიცრუეც. შენ ცდილობ შეურცყოფით მოახდინო ზეგავლენა არაგათვითცნობიერებულ მკითხველზე.ანნამ მხოლოდ ის გითხრა, რომ თავად ხარ ეს ყველაფერი, რასაც სხვაზე გგონია რომ წერ. სინამდვილეში წერ მასზე, ვისაც უკვეთ იცნობ და დაბადებიდან აკვირდები.
დროა ფსიქოლოგიას ოდნავ მაინც პატივი სცე. და ფილოსოფიას, სპინოზას.კერძოდ .რასაც ის წერს პეტრეზე და პავლეზე. შეეშვა ჯამბაზობას და თუ მართლა არგუმენტირებული დიალოგი გინდა, დასერიოზულდე ჯერ უნდა. რამდენჯერ უნდა გითხრან, ჩვენ არ გვეგონა, როდესაც ვინმე ილანძღება, იგინება თუ სხვის დამცირებას და შეურაცყოფას ცდილობს .ის თავის თავს შეურაცყოფს. გველოდება და დაცლოცავთ ხოლმე. ან უმკურნალებთ.

Posted by: Anna Ricci 17 Apr 2024, 08:52
მეც მაგას ვცდილობ აუხნა.

დასერიოზულდეს, შეეშვას თვითგმობას,თვითლუსტრაციას.
საერთოდ არ მაინტერესებს არავის შეურაცყოფა ან დამცირება.
უფლის წინაშე ეს არ არის სწორი საქციელი.
რასაც სხვას უკეთებ -შენ თავს უკეტებ. მეცოდება და მინდა ისწავლოს ღირსეული თავის დაჭერა.
ესაა და ეს .

მაპატიეთ თუ რამე ზედმეტი ვთქვი

Posted by: Saturnus 17 Apr 2024, 12:07
Tornike Alashvili

QUOTE
კლოუნი და ჯამბაზი შენი დაწერილია თავიდან, იცი რომელ თემაში.შარლატანი და სიცრუეც. შენ ცდილობ შეურცყოფით მოახდინო ზეგავლენა არაგათვითცნობიერებულ მკითხველზე.ანნამ მხოლოდ ის გითხრა, რომ თავად ხარ ეს ყველაფერი, რასაც სხვაზე გგონია რომ წერ. სინამდვილეში წერ მასზე, ვისაც უკვეთ იცნობ და დაბადებიდან აკვირდები.
დროა ფსიქოლოგიას ოდნავ მაინც პატივი სცე. და ფილოსოფიას, სპინოზას.კერძოდ .რასაც ის წერს პეტრეზე და პავლეზე. შეეშვა ჯამბაზობას და თუ მართლა არგუმენტირებული დიალოგი გინდა, დასერიოზულდე ჯერ უნდა. რამდენჯერ უნდა გითხრან, ჩვენ არ გვეგონა, როდესაც ვინმე ილანძღება, იგინება თუ სხვის დამცირებას და შეურაცყოფას ცდილობს .ის თავის თავს შეურაცყოფს. გველოდება და დაცლოცავთ ხოლმე. ან უმკურნალებთ.

მაგ სპინოზას მეტი არავინ იცით თქვენ?? რატო იმეორებთ ესე ყოველ პოსტში facepalm.gif გადასარევად წერია სიმართლე, "იიი მე არა , შენ ხარ რასაც წერ" არგუმენტი არ არის. რამის თავი თუ გაქვთ დადეთ მტკიცებულებები მაგ თქვენი შარლატანიზმის. სანამ მაგას არ იზამთ, ხართ ექიმბაშები რომლებიც ტყულს ავრცელებთ.

Anna Ricci
QUOTE
მეც მაგას ვცდილობ აუხნა.

ქართული ენის გრამატიკის სწავლით დაიწყე შენ, სანამ უფრო სერიოზულ თემებზე გადახვალ smile.gif

პ.ს. რელიგიის განყში აღარ მიხსნით თემებს? გახსენით და დაიმალეთ მერე ისევ, როგორც ყოველთვის lol.gif lol.gif popcorn.gif

Posted by: Anna Ricci 17 Apr 2024, 13:23
Saturnus
აღდგომის მარხვაა.
ჩვენთვის ეს ძააან მნიშვნელოვანი პერიოდია.
ქრისტე აღსდგა და ყველა ველით ასევე აღდგომას
მიწიურსაც და იმქვეყნიურსაც.
ვისაც არ გჯერათ ქრისტეს აღდგომის
აზრი არააქვს თქვენზე ძვირფასი დროს ხარჯვას .
გიშველოთ უფალმა,

მაგრამ თუ ხელი არ გაანძრიეთ
-ისე რა გიშველით war.gif

მოდი აღდგომამდე დაისვენე უბრალოდ და ესეც სიკეთეა

Posted by: Saturnus 17 Apr 2024, 14:39
Anna Ricci
QUOTE
აღდგომის მარხვაა.
ჩვენთვის ეს ძააან მნიშვნელოვანი პერიოდია.
ქრისტე აღსდგა და ყველა ველით ასევე აღდგომას
მიწიურსაც და იმქვეყნიურსაც.
ვისაც არ გჯერათ ქრისტეს აღდგომის
აზრი არააქვს თქვენზე ძვირფასი დროს ხარჯვას .
გიშველოთ უფალმა,
მაგრამ თუ ხელი არ გაანძრიეთ
-ისე რა გიშველით
მოდი აღდგომამდე დაისვენე უბრალოდ და ესეც სიკეთეა

მე არ მეხება ეგ თქვენი ჯადოსნური დღეები. რამე მტკიცებულება დადეთ, თუარადა მოეშვით ტყუილებს და შარლატანიზმის ქადაგებას. უმარტივესად არის საქმე.

Posted by: Anna Ricci 17 Apr 2024, 14:44
Saturnus
მტკიცებულება გვაქვს იმის, რომ ვინც რასაც წერს - თავის თავზე წერს ან ამბობს .

მაგრამ ამაზე ფსიქოლოგიის ან ფილოსოფიის თემაში ვისაუბროთ.

ორივე მხრიდან გვაქვს მტკიცებულებები .
ფილოსოფიურიც.ფსიქოლოგიურიც .

შემიძლია ფილოსოფიაში გავხსნა თემა და იქ ორივე განვიხილოთ.

https://forum.ge/?act=ST&f=118&t=35281416

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)