პრინციპში ბედით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო.
მაქვს ოჯახი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ.
მაქვს სამსახური, ისე რა, მაგრამ ხომ მაქვს, ზოგს ესეც არ აქვს, ძილს არ ვუჩივი, კარგად მძინავს, ყოველ შემთხვევაში ღამე მინიმუმ 7 საათი მძინავს.
მაინც დილით დაღლილი ვიღვიძებ, სულ მეძინება, სულ გაღიზიანებული ვარ და ჩხუბის ხასიათზე ვდგები. ხშირად ტირილი მინდება. მეც არ ვიცი რა მინდა.
რა არის ეს? ნევროზი? დამამშვიდებელს არფერს არ ვსვამ.
თუმცა ნაღვლის ბუშტი წესრიგში არა მაქვს, ზოგჯერ მიფეთქავს და იშვიათად მტკივა ხოლმე, ცუდი გემო ნა ყვითელი ენა ჩემი მუდმივი თანამგზავრია. ჰო, კანის სიმშრალე მაქვს და ასევე თმები მცვივა, იმიტომ რომ ჩიყვი მაქვს და ეუთიროქსს ვსვამ 0.5 აბს ყოველდღე.
დავიღალე ამ ყველაფრით. არა და ენერგია უფრო მეტად მჭირდება ვიდრე აქამდე. მაპატიეთ რომ გეწუწუნებით, მაგრამ თუ შეგიძლიათ და თუ რჩევებით დამეხმარებით მადლობელი ვიქნები, უზომოდ.
მოდერატორო, ისიც არ ვიცი რომელ თემაში დავპოსტო, ამიტომ ზოგადად ვსვამ შეკითხვას, თუ წესებს ვარღვევ, დამიხურეთ თემა. და მე ისევ მარტო დავრჩები ჩემს გაურკვეველ დარდთან ერთად.
და მაინც თქვენი რჩევის იმედი მაქვს .
მადლობა.