#52850368 · 5 Jun 2018, 10:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგერ გაჩერდა მეტრო... ვისაც რა უგორავდა იმითია ყველა ქალაქში გამოსული... ავტობუსებში ვერ ახვალ... მარშუტკებზე არც უნდა იოცნებო.... მეტროს სადგურებთან ხალხი ლამის ღერძულა ხაზამდეა გამოშლილი... მიწისქვეშეთის მგზავრთა სიმრავლემ ქუჩები წალეკა... მერიას დათმობა არ სურს... მთავრობას ყველაფერი ერთბაშად მოაწვა – ჯერ ენგურზე ავარია, მერე "ნარკო–მიტინგი", მერე შვილმვდარი მამების მიტინგი, ახლა ეს მეტრო.... რა იქნება ხვალ? ოცნების მთავრობას რაღაც ძალა სერიოზულად ანჯღრევს... ახლა გამოჩნდება ვინ რისი მაქნისია მთავრობაში...
ერთი რამ ნათელია, რომ სატრანსპორტო რესურსი ქალაქს აქვს და ეს რესურსი არ არის გამოყენებული. თბილისის ზღვა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ქალაქის ცენტრად და არა პერიფერიად იგეგმებოდა. იქ არაფერი ესაქმება რკინიგზას. განაშენიანებაც თბილისის ზღვის გარშემო იყო დაგეგმილი, რომლის ნაწილიც თემქა–გლდან–მუხიანისა და ვაზისუბან–ვარკეთილ–ჰუალინგის სახით უკვე განხორციელებულია. შუაში "არაშენდა" თბილისის ზღვის უბანია. სწორედ ამ გეგმის ხერხემალის თაობაზე ვწერ ახლა, რომელიც უკვე კარგა ხანია "დაამუღამეს" თბილისელმა მძღოლებმა. მარშუტკის მძღოლებს კი კოშმარად ევლინებათ ამ სატრანსპორტო რკალის ამოქმედება, რადგან მგზავრების დაყაჩაღების ბიზნესს კარგავენ. დაყაჩაღებაა როდესაც მგზავრს 15 წუთიანი მგზავრობის ნაცვლად 55 წუთიან "საექსკურსიო ტურს" სთავაზობ ი მთელი ქალაქის გავლის იძულებით. საუბარი მაქვს ვარკეთილიდან–თემქის მიმართულებით მგზავრობაზე. კონკრეტული #110 ავტობუსის მარშრუტი მოძრაობს გადასასვლელი ხიდიდან მახათას მთის მიმართულებით. ერთი გაჩერებაა დარჩენილი, რომ ჩავიდეს იქვე ვაზისუბნის 2ა მიკროში #25 და #19 ავტობუსების გაჩერებაზე და ვაგზლიდან მგზავრები ვაზისუბანშიც მოახვედროს, საიდანაც უკვე #25 და #19 ავტობუსები გააგრძელებინებდნენ გზას მგზავრებს ვარკეთილ–სამგორის მიმართულებით. იყო მცდელობაც, მაგრამ მარშუტკის მძღოლებმა ფიზიკური დაპირისპირებით აღკვეთეს ეს მცდელობა.
როდემდე უნდა მართონ ქალაქი ალოგიკურმა "მეწველებმა", რომლებსაც სატრანსპორტო ქაოსში ლომის წილი მიუძღვით? აჰა, და გაჩერდა მეტრო.. მოკვდეს ქალაქი? რკინიგზაზე ვაგზალი–აეროპორტის შემადგენლობა მაინც დანიშნულიყო სამგორი–დიდუბის მარშრუტზე პიკის საათებში მაინც?
ვინ რას ფიქრობთ ამ თემაზე, ძალიან მაინტერესებს....
This post has been edited by Liosurg on 5 Jun 2018, 10:09
--------------------
WWW.BAZROBA.INFO - everything for YOU in the electronic world
|