დაინტერესებული იყვნენ ამ მდებარეობით და...
იუპიტერი თევზებში:
გამოირჩევიან გრძნობების სიღრმით, სიკეთით, განსაკუთრებით თანაგრძნობით და ემპათიით. უანგაროდ ეხმარებიან გაჭირვებულებს და უუნაროებს ( მიდრეკილება ფილანტროპიისკენ). მზად არიან თავიანთი შეხედულებების გამო თავი გასწირონ. ხელოვნების დიდი სიყვარული, ინტუიცია. კაცთმოყვარე და ჰუმანური ადამიანები არიან. როგორც წესი არაჩვეულებრივად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზაციას კაცობრიობის დახმარებაში. ზრუნავენ დაჩაგრულებზე. განვითარებული აქვთ ფსიქოლოგიური მგრძნობელობა.
თვითშთაგონების დიდ შესაძლებლობას ფლობენ და ასევე შეუძლიათ იმოქმედონ სხვებზეც.
თავიანთი მეგობრების და ახლობლების მიმართ გამოირჩევიან პატივისცემით და დიდი სიყვარულით, ასეთივე გრძნობები აკავშირებთ ბუნების და ცხოველების მიმართ.
წარმატებებს აღწევთ კოლექტიურ საქმიანობაში. ამ მდებარეობის გავლენით ადამიანებს ენიჭებათ მაღალი იდეალები, სიბრძნე, წარმოსახვის უნარი.
წარმატებით გამოიმუშავებენ ფულს ისეთ საქმიანობაში, რაც ცხოველებთან არის დაკავშირებული
იუპიტერი თევზებში პატივმოყვარეობით აჯილდოვებს ადამიანს, ოღოდ ხშირად უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია.
იზიდავენ წარმატებას მომხიბვლელობის და ადამიანებში პოპულარობის ხარჯზე.
იზიდავთ ასტროლოგია, ოკულტიზმი, ფსიქოთერაპია, ხალხური მედიცინა, შამანიზმი. ყველა ამ სფეროში შეუძლიათ დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
ახალგაზრდობაში იზიდავთ ტურიზმი, მოგზაურობა, "კემპინგები"... სოლიდურ ასაკში - კულტურული ღონისძიებები: გამოფენები, თეატრები, კლასიკური მუსიკის კონცერტები.
თუ იუპიტერის ასეთი მდებარეობა ცუდად არ არის ასპექტირებული, მაშინ ადამიანი გულწრფელი, პატიოსანი, ღირსეული და სულგრძელი პიროვნებაა. მასში განვითარებულია სამართლიანობის გრძნობა...
პ.ს. ნუ ფულьების და ოქროს კოშკების მომტანი არაა ეს მდებარეობა... მაგრამ წარმოიდგინე რა იქნებოდი ყველა ამ თვისების გარეშე.
You’re dining with a psychopathic murderer.