სპიკერი BBC-ის პოპულარული სატელევიზიო პროექტია, რომელმაც 2009 წელს ბრიტანეთის ახალგაზრდა ორატორი - დანქან ჰარისონი აღმოაჩინა. დანქანი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ბრიტანელ თინეიჯერს შორის, რომელთაც საკუთარი ორატორული უნარი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისა და პროფესიონალი ჟიურის წინაშე გამოსცადეს.
ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველ თინეიჯერებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდება.
ასე რომ, თუ ხარ 13-დან 17 წლამდე და თვლი, რომ გაქვს სათქმელი და მზად ხარ ის საჯაროდ წარმოსთქვა, მიიღე მონაწილეობა პირველი არხის ახალ სატელევიზიო შოუში “სპიკერი”. ყურადღებით გაეცანი, შეავსე და გამოაგზავნე სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ლინკზე.
http://www.1tv.ge/speaker/ApplicationForm.aspxშევსებული აპლიკაცია, ასევე, შესაძლებელია მოგვაწოდო შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 68; საზოგადოებრივი მაუწყებელი
ვებ-გვერდი
http://www.1tv.ge/speaker/ეს ლოგო
თქვენს რას ფიქრობთ?
არ მაქვს ნანახი ჯერ ვიდეოები უნდა ვუყურო, მე მინდა გასვლა
რჩევებს მოვისმენ