Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > რაცია


Posted by: POISON 12 Aug 2016, 03:08
გამარჯობათ, ვინც ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ,ამათგან რომელი იმუშავებს საქართველოში და თუ არის ნებართვა საჭირო.დიდი მადლობა წინასწარ.

https://www.amazon.com/BaoFeng-UV-5R-Dual-Radio-Black/dp/B007H4VT7A/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1470956057&sr=8-5&keywords=portable+ham+radio&refinements=p_72%3A2661618011

https://www.amazon.com/Baofeng-136-174-400-480-Dual-Band-Transceiver/dp/B009MAKWC0/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1470956057&sr=8-3&keywords=portable+ham+radio&refinements=p_72%3A2661618011

https://www.amazon.com/BaoFeng-UV-5R-Dual-Band-136-174-400-480/dp/B0097252UK/ref=sr_1_15?ie=UTF8&qid=1470956741&sr=8-15&keywords=portable+ham+radio&refinements=p_72%3A2661618011

Posted by: A_N_R_I 13 Feb 2017, 17:47
მუშაობით ყველა იმუშავებს მაგრამ ყველაზე ნებართვაა საჭირო ასე რომ აზრი არ აქვს.
მაგით ეთერში რომ გახვიდე 5000 ლარიანი ჯარიმაა.

თან გამოწერასთან შედარებით 15 ლარიანი სხვაობით აქაც შეგიძლია იყიდო. რაცია.გე

Posted by: kokitosa 14 Dec 2017, 14:46
A_N_R_I
15 ლარიანი სხვაობით არა, ებაიზე ვიყიდე და ერთი ცალი ტრანსპორტირებით 65 ლარი დაჯდა. როცა რაცია.გე ზე 130 ზე მეტი ღირს.
https://www.amazon.com/BaoFeng-UV-5R-Dual-Radio-Black/dp/B007H4VT7A/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1470956057&sr=8-5&keywords=portable+ham+radio&refinements=p_72%3A2661618011

მარა აი გამოყენების შეზღუდვებზე მეც მაინტერესებს და ვერსად ვიპოვე რეგულირება, ვერც gncc.ge ზე.
რამე რესურსი ხომ არ იცი?

Posted by: ZSU-23-4 14 Dec 2017, 15:02
PMR და FRS/GMRS დიაპაზონები შეგიძლიათ გამოიყენოთ და ამაზე არავინ მოგედავებათ!

Posted by: giurza1011 6 Jan 2018, 13:25
რაციებში ვინც ერკვევით შემეხმიანეთ რა პროგრამირებაში მინდა დახმარება 400-470 mgz მუშაობს ჩემი რაციები და თითქმის ყველა სიხშირეზე შეწუხებული ვარ სხვები მერთვებიან ხოლმე, რომელ სიხშირეზე დავაპროგრამო ? ან საერთოდ სიხშირის გამოყენებაზე ნებართვა სად შემიძლია აივიღო? რეალურად მჭირდება ? ინტერესდება ამით რომელიმე სამსახური ? მადლობა წინასწარ user posted image
* * *
QUOTE (POISON @ 12 Aug 2016, 03:08 )
გამარჯობათ, ვინც ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ,ამათგან რომელი იმუშავებს საქართველოში და თუ არის ნებართვა საჭირო.დიდი მადლობა წინასწარ.

მუშაობით ყველა იმუშავებს თან საკმაოდ ეფექტურად გააჩნია შენ რისთვის გინდა და რომელი უფრო გამოგადგება ზოგადად რაც უფრო მაღალ ვატიანს იყიდი მითუკეთესი მე baofeng 888s გამოვიწერე და ქალაქში ორ კილომეტზრე გარკვევით ისმოდა ხმა (უფრო შორს არ გამიტესტავს ) ახლა uv 82hp ვუმუღამებ მგონი ბევრად უკეთესი იქნება

Posted by: Niku7a 8 Jan 2018, 10:34
A_N_R_I
ZSU-23-4
საკანონმდებლო ნორმაზე შეგიძლიათ მიმითითოთ, რითაც რეგულირდება სიხშირეები და სანქციები? smile.gif

Posted by: ZSU-23-4 8 Jan 2018, 11:36
Niku7a
QUOTE
A_N_R_I
ZSU-23-4
საკანონმდებლო ნორმაზე შეგიძლიათ მიმითითოთ, რითაც რეგულირდება სიხშირეები და სანქციები?


და შენ შეგიძლია მიმითითო, საკანონმდებლო ნორმაზე სადაც FRS/GMRS და CB დიაპაზონის გარდა ნებადართულია მუშაობა? smile.gif

Posted by: Niku7a 8 Jan 2018, 11:49
ZSU-23-4
QUOTE
და შენ შეგიძლია მიმითითო, საკანონმდებლო ნორმაზე სადაც FRS/GMRS და CB დიაპაზონის გარდა ნებადართულია მუშაობა?

ხოდა არ ვიცი, მაგიტომ ვკითხულობ, რითი რეგულირდებათქო
ნიშნის მოგებით კი არ დამიწერია user.gif

Posted by: ZSU-23-4 8 Jan 2018, 12:12
Niku7a

GNCC-ში გავდიოდი რაღაც გარკვეულ ტესტირებას და იქ იყო, რომ აკრძალულია ყველანაირი უნებართვო გადამცემი საშუალების გამოყენება, გარდა FRS/GMRS და CB დიაპაზონისა

Posted by: Niku7a 9 Jan 2018, 11:30
ZSU-23-4
დღეს მივწერე GNCC-ს და ამ დადგენილების ლინკი ჩამიგდეს
http://gncc.ge/ge/legal-acts/commission/resolutions/2017-1-.page
ხოდა რო გავხსენი იმდენი სიხშირეები და უბედურებები წერია
რა გავიგო მანდ? givi.gif
კონკრეტული პასუხი არ გამცეს

Posted by: 4l2m 10 Jan 2018, 00:02
Niku7a
QUOTE
საკანონმდებლო ნორმაზე შეგიძლიათ მიმითითოთ, რითაც რეგულირდება სიხშირეები და სანქციები?

რადიოსიხშირული სპექტრი მოიცავს სიხშირეებს 10 ჰერციდან 240 გეგაჰერცამდე, რომელიც რეგულირდება კომუნიკაციების კომისიის დადგენილებებით, გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით და ეს ყველაფერი ეფუძნება ITU-ს რეგლამენტით და შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასთან.
შენ თუ კონკრეტული საკითხი გაინტერესებს, მაშინ წერილობით უნდა მიმმართო კომისიას და ისინი ასევე წერილობით გაგცემენ პასუხს. ეს არაა ძნელი გზა
giurza1011
QUOTE
რაციებში ვინც ერკვევით შემეხმიანეთ რა პროგრამირებაში მინდა დახმარება 400-470 mgz მუშაობს ჩემი რაციები და თითქმის ყველა სიხშირეზე შეწუხებული ვარ სხვები მერთვებიან ხოლმე, რომელ სიხშირეზე დავაპროგრამო ?

ყველა სიხშირე ან უკვე არის გადანაწილებული და ან მომავალში გაიცემა მაძიებელზე და თვითნებურად ნებისმიერი სიხშირის აღება არც შენ გაწყობს, რადგან ადვილი შესაძლებელია რომ მეპატრონე ჩაერთოს მასზედ და თან კანონმდებლობაც კრძალავს ამას.
მაგალითად 430-და 440 მეგაჰერცი გამოყოფილია რადიომოყვარულებისთვის და ამ სიხშირეებზე რადიომოყვარულების გარდა ნებართვის გაცემა ეკრძალება საქართველოს კომუნიკაციების კომისიასაც კი

Posted by: Niku7a 10 Jan 2018, 10:37
4l2m
რამდენ მეგაჰერციანი რაციაბი შემიძლია შევიძინო?
მაქსიმალურად ხარიხიანი, შორ დისტანციაზე რომ იჭერდეს
რომ არ გავიშარო smile.gif

Posted by: 4l2m 11 Jan 2018, 22:28
Niku7a
QUOTE
რამდენ მეგაჰერციანი რაციაბი შემიძლია შევიძინო?

ჯერ უნდა მიხვიდე კომუნიკაციების კომისიაში, უნდა დაწერო განცხადება, მიიღო სიხშირეების გამოყენების ნებართვა და ამ ნებართვაში ეწერება თუ რა სიხშირეებია შენთვის გამოყოფილი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიძინო რაციები
QUOTE
მაქსიმალურად ხარისხიანი

ხარისხან რაციებს უშვებს მოტოროლა, ქენვუდი, აიქომი და იაესუ. სხვებს ხელი არ მოკიდო
QUOTE
შორ დისტანციაზე რომ იჭერდეს
რომ არ გავიშარო

ორ რაციას შორის კავშირის დამყარებას განსაზღვრავს რელიეფი, ანტენის სახე, რაციის მდებაროება ანუ სიმაღლე და რაციის გამომავალი სიმძლავრე. უნდა გაითვალისწინო, რომ ულტრამოკლე ტალღები ფაქტიურად არ ირეკლება, ანუ ეს ტალღები ვრცელდება პირდაპირ მხედველობის არეალში, ხოლო ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ ორი რაცია იმყოფება პირდაპირი მხედველობის არეში, მაშინ რადიოკავშირის დამყარება შესაძლებელია ასეულობით კილომეტრზეც კი, მაგრამ თბილისის შემთხვევაში კი კავშირის მანძილი ძლიერ არის შემცირებული, რადგან ქალაქი არ არის ვაკე აგდილას გაშენებული და მას ისრგვლივ უამრავი გორა და მთა არის

Posted by: Niku7a 11 Jan 2018, 22:57
4l2m
დიდი მადლობა smile.gif
















+

Posted by: ნიკა 28 Jan 2018, 00:27
FRS/GMRS ამერიკული სტანდარტია და იდეაში ჩვენთან აკრძალულია, თუმცა სამოყვარულო რაციების 99% ამ დიაპაზონის შემოდის და თვალს ხუჭავენ. ევროპული ანალოგები არის PMR446 და LPD. თუმცა ამ დიაპაზონების ევროპული რაციები ბევრად ჩამოუვარდება მუშაობის სიშორით ამერიკულ FRS/GMRS რაციებს, რაგდან 0.5 ვატებიანია, ხოლო ამერიკულები 5 ვატამდეა.

Posted by: _LegenDa_ 28 Jan 2018, 23:04
POISON
არრაა პრობლემა smile.gif

Posted by: 4l2m 29 Jan 2018, 21:49
ნიკა
QUOTE
FRS/GMRS ამერიკული სტანდარტია და იდეაში ჩვენთან აკრძალულია, თუმცა სამოყვარულო რაციების 99% ამ დიაპაზონის შემოდის და თვალს ხუჭავენ.

ქვეყანაში რაიმე მოწყობილობის შეტანა არ უნდა იკრძალებოდეს, უნდა აიკრძალოს ამ აპარატურის გამოყენება იმ სიხშირეებზე, რომლის გამოყენების უფლება არ გაქვს

Posted by: vaeli 31 May 2018, 17:07
გამარჯობა, baofeng uv5re მაქვს, რეპიტერზე რომ გავდივარ, კი ხსნის რეპიტერს, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ, იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: 4l2m 4 Sep 2018, 02:33
vaeli
QUOTE
გამარჯობა, baofeng uv5re მაქვს, რეპიტერზე რომ გავდივარ, კი ხსნის რეპიტერს, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ, იქნებ დამეხმაროთ?

ორივე რაცია შედის რეპიტერში?

Posted by: N1K4 27 Oct 2018, 16:31
მოგესალმებით.
ვინმემ ხომ არ იცით ხელის რაციების დიაგნოსტირება/შეკეთება სად ხდება?

მოდელი Midland GXT-1050 -ია.

2 რაცია ერთსადაიმავე სიხშირეზე ვერ უკავშირდება ერთმანეთს, თუგინდ გვერდიგვერდ იდოს რაციები.
სავარაუდოდ ერთერთ მათგანს აქვს პრობლემა...

Posted by: sh.grigalashvili 26 Feb 2020, 17:29
ესეიგი დავრეკე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ვიკითხე რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს რაცია რომ არ დაჭირდეს ნებართვა, გადამამისამართეს სამ სხვადასხვა ოპერატორთან არცერთმა არ იცოდა , მერე ბოლოს ერთმა მითხრა ეგრე არაა ვატებით და სიხშირეებით სულაც არ განისაზღვრება ნებართვა დაგჭირდება თუ არაო მაილი მითხარი და იქ მოგწერთო დაწვრილებით ინფორმაციასო , თუმცა როგორც თქვენ მოგწერეს ისე მე biggrin.gif მეთვითონაც გავაგზავნე წერილი მაგრამ არავინ მიპასუხა

Posted by: ZSU-23-4 26 Feb 2020, 17:33
sh.grigalashvili
QUOTE
ესეიგი დავრეკე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ვიკითხე რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს რაცია რომ არ დაჭირდეს ნებართვა, გადამამისამართეს სამ სხვადასხვა ოპერატორთან არცერთმა არ იცოდა , მერე ბოლოს ერთმა მითხრა ეგრე არაა ვატებით და სიხშირეებით სულაც არ განისაზღვრება ნებართვა დაგჭირდება თუ არაო მაილი მითხარი და იქ მოგწერთო დაწვრილებით ინფორმაციასო , თუმცა როგორც თქვენ მოგწერეს ისე მე biggrin.gif მეთვითონაც გავაგზავნე წერილი მაგრამ არავინ მიპასუხა


მერე ფორუმი რისთვის ვართ?

მხოლოდ PMR დიაპაზონის რაციები, 446 მეგაჰერც სიხშირეზე არ საჭიროებს ლიცენზია/ნებართვას.

Posted by: 4l2m 4 Mar 2020, 19:43
sh.grigalashvili
QUOTE
ესეიგი დავრეკე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ვიკითხე რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს რაცია რომ არ დაჭირდეს ნებართვა

ნებართვაა არაა საჭირო მხოლოდ ე.წ. სამოქალაქო დიაპზანოზე (СB - Citizen Band), რომლის სიხშირეებია 27 მეგაჰერციდან 28 მეგაჰერცამდე, ხოლო სხვა ნებისმიერ სიხშირეზე საჭიროა ნებართვა;
QUOTE
მერე ბოლოს ერთმა მითხრა ეგრე არაა ვატებით და სიხშირეებით სულაც არ განისაზღვრება ნებართვა

არ მოვერიდები და ასეთ პასუხს მხოლოდ უვიცი გაგცემდა. სამში რომ არიან. გვარი უნდა გეკითხა.
ეთერი არცერთი ქვეყნის საკუთრება არაა და ის რეგულირდება საერთაშორისო კანონმდებლობით. ეთერი დაყოფილია რადიოსიხშირული ზოლით და მკაცრად არის განსაზღვრული სად რომელ სიხშირულ ზოლში ვის რა სახის რადიოსადგურს აქვს მუშაობის უფლება. ყველა ქვეყანა ვალდებულია დაემორჩილოს ამ საერთაშორისო კანონებს და საკუთარ ქვეყანაში ამ კანონდებლობის შესაბამსისად გასცეს კონკრეტული სიხშირეზე ნებართვა. მაგალითად სამაუწყებლოს დიაპაზონზე ვერ გასცემს სანავიგაციო ნებართვას და პირიქით სანავიგაციო დიაპაზონზე ვერ გაიცემა სამაუწყებლო თუ სხვა სახის რადიოსადგურზე ნებართვა.
როდესაც მომხმარებელი იღებს მიზნობრივ ნებართვას (მაგალითად ტაქსების კომპანია), ეს ნებართვა გაიცემა იმ სიხშირეთა დაიაპაზონზე, რომელიც გამოყოფილია ჟენევის რეგლამენტის ტანახმად და ამ კონკრეტულ ნებართვაში წერია სიმძლავრე, გამოსხივების სახე და სხვა ყველა ტექნიკური პარამეტრი, რომელიც უნდა გამოიყეოს რადიოსადგურმა;
* * *
Niku7a
QUOTE
საკანონმდებლო ნორმაზე შეგიძლიათ მიმითითოთ, რითაც რეგულირდება სიხშირეები და სანქციები?

აი მაგალითად სამაუწყებლო ამით რეგულირდება
http://gncc.ge/ge/regulation/broadcasting/mauwyeblobis-sferoshi-avtorizacia/mauwyeblobis-sferoshi-saqmianobis-avtorizacia

ასევე ნახე აქ
http://gncc.ge/ge/regulation/eleqtronuli-komunikaciebi/authorization-of-activities-in-the-electronic-communications-sector

როდდესაც სიხშირის გამოყენება მოგენიჭებათ გადასახდელი იქნება თანხა, რომელიც გამოითვლება აქ
http://geo.gncc.ge/liccalc/calc.aspx

Posted by: QomeTa11 11 Mar 2020, 14:30
https://www.communicom.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/


მოტოროლას წარმომადგენლობაა საქართველოში საიტზევ უდევთ პროდუქცია და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ smile.gif დაგეხმარებიან

Posted by: 4l2m 8 Jun 2020, 09:04
ZSU-23-4
QUOTE
მხოლოდ PMR დიაპაზონის რაციები, 446 მეგაჰერც სიხშირეზე არ საჭიროებს ლიცენზია/ნებართვას.


"იმ შემთხვევებისა თუ რადიოსადგური არის PMR (446,000-446,100 მჰც) ან LPD (433,075-434,750 მჰც) დიაპაზონის და მისი გადამცემის სიმძლავრე არ აღემატება 0,5 ვატს და თქვენ ხართ რადიომოყვარული და გაქვთ მონიჭებული საერთაშორისო სახმობი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას და აიღოთ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომლის ღირებულება 1 სიხშირეზე 1000 ლარს შეადგენს 1 წლის განმავლობაში."
* * *
P. S. ხშირად ონლაინ საიტებიდან იწერენ ან საქართველოში იძენენ ულიცენზიო რადიოსადგურებს (Free Licence/Non-Licence) გთხოვთ გადაამოწმოთ, რომელ დიაპაზონში მუშაობენ ეს რადიოსადგურები, თუ უწერიათ FRS/GMRS დიაპაზონი იცოდეთ ეს დიაპაზონები საქართველოში არ არის ნებადართული.

Posted by: mamo 19 Jul 2020, 09:50
დიდი ხანია არ შემოვსულვარ ფორუმზე, ვატყობ ჩემი დახმარება დასჭირდება ვისმეს, ვეცდები ხშირად შემოვიდე და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ.

Posted by: rniko 11 Oct 2021, 12:39
გამარჯობა მეგობრებო, ამ რაციების გამოყენებაზე დავჯარიმდები საქართველოში ?

https://www.amazon.com/dp/B07V43LWCH?psc=1&ref=ppx_yo2_dt_b_product_details

FRS- დიაპაზონში მუშაობს როგორც ცავიკითხე 462-467Mhz.

Posted by: ZSU-23-4 16 Oct 2021, 08:46
rniko
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო, ამ რაციების გამოყენებაზე დავჯარიმდები საქართველოში ?

https://www.amazon.com/dp/B07V43LWCH?psc=1&...product_details

FRS- დიაპაზონში მუშაობს როგორც ცავიკითხე 462-467Mhz.


FRS ამერიკის სტანდარტისთვისაა. ევროპის სტანდარტი არის PMR. თუ ყიდვაა, ბარემ PMR იყიდე

Posted by: 4l2m 14 Dec 2021, 20:36
rniko
QUOTE
ამ რაციების გამოყენებაზე დავჯარიმდები საქართველოში ?

მიაკითხე კომუნიკაციების კომისიას და იქ ყველა წვრილმანში გაგარკვევენ

Posted by: 2kS1N 25 Jul 2023, 18:01
ეუF რა ჯანდაბა ვუყო ეხლა ამ რაციებს ამერიკულ სიხშირეებზე რომ მუშაობს? givi.gif

Posted by: INKVISITOR 25 Jul 2023, 22:47
2kS1N
QUOTE
ეუF რა ჯანდაბა ვუყო ეხლა ამ რაციებს ამერიკულ სიხშირეებზე რომ მუშაობს?

თუ თანამედროვეა, სავარაუდოდ უნდა გადააპროგრამო, თუ ამის მხარდაჭერა აქვს.
თუ ძველია, თეორიაში ისიც შესაძლებელია გადააკეთო, მაგრამ პრაქტიკაში გააჩნია რა კომპენენტებზეა აწყობილი და რამდენად შეიძლება მათი შეცვლა.
თუ ვერა, მაშინ უნდა დადო თაროზე და უყურო. smile.gif


Posted by: 2kS1N 26 Jul 2023, 03:32
INKVISITOR
მაგარი რაციებია კენვუდის nxp1300auk

შეიძლება გადაპროგრამება რაღაც ლიცენზიის ყიდვა უნდა მაგრამ იმას ვერ ვხვდები ევროპულ სიხშირეებზე თუ გადავა

ამ რაციას 450-470მჰზ უწერია სპეციფიკაციებში და როგორც ვნახე 446მჰზ არის აქ დაშვებული და გადავა საერთოდ?

ან ისე როგორ გაიგებს ვინმე რო იყენებ? ან რას მეტყვიან ჯარიმაა? არც ვიცოდი თან საერთოდ აკრძალული რო იყო

Posted by: INKVISITOR 26 Jul 2023, 14:09
2kS1N
QUOTE
შეიძლება გადაპროგრამება რაღაც ლიცენზიის ყიდვა უნდა მაგრამ იმას ვერ ვხვდები ევროპულ სიხშირეებზე თუ გადავა
ამ რაციას 450-470მჰზ უწერია სპეციფიკაციებში და როგორც ვნახე 446მჰზ არის აქ დაშვებული და გადავა საერთოდ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამ რაციის საინჟინრო დოკუმენტაციაა შესასწავლი, რომელიც შეიძლება არც კი იყოს ფართო წვდომაში.
მოძებნე ინტერნეტში ფორუმებზე, შეიძლება ვინმეს უკვე აქვს გადაკეთებული.
QUOTE
ან ისე როგორ გაიგებს ვინმე რო იყენებ?

როგორ და ეთერის მონიტორინგით და შემდგომი პელენგაციით. თუ დაჭირდათ რა თქმა უნდა.
QUOTE
ან რას მეტყვიან ჯარიმაა? არც ვიცოდი თან საერთოდ აკრძალული რო იყო

სიხშირის არალეგალური გამოყენება ნებისმიერ ვარიანტში კანონსაწინაღმდეგო ქმედებაა და მარტო ჩვენთან კი არა,
ნებისმიერ მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყანაში.



Posted by: 2kS1N 26 Jul 2023, 15:17
INKVISITOR
biggrin.gif biggrin.gif მოკლედ თაროზე შემოვდებ

სადმე ტყეში და მთაში თუ გამოიყენებ რა სადაც არავინ აკონტროლებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)