Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კლიმაქსი


Posted by: tat 1 Feb 2008, 16:06
გაგეცინებათ და არაფერი არ ვიცი ამის შესახებsmile.gif არადა ადრე თუ გვიან ყველას გველის cry.gif help.gif არადა ეხლა ნაცნობზე მიტხრეს რომ ფანჯრიდან ხტებოდა მაგის გამოო, ეხლა უძლიერესი წამლებით მკურნალობენ ნერვულ სისტემას............მოკლედ ინფოები დადეთ რა- და რჩევები ...........................მეზობლის დეიდას ან ქვისლის ბიძას სჭირდა და ტარაკანა შეჭამა-ისტორიები საჭირო არაა vik.gif

Posted by: okulone 1 Feb 2008, 16:09
კლიმაქტერული პერიოდია როცა რეპროდუქციული ფუნქცია მუშაობას წყვეტს, და ამის გამო ორგანიზმში ძლიერი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს! ....................................................


Posted by: tat 1 Feb 2008, 16:46
okulone
QUOTE
კლიმაქტერული პერიოდია როცა რეპროდუქციული ფუნქცია მუშაობას წყვეტს, და ამის გამო ორგანიზმში ძლიერი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს! ....................................................

ეგ ვიციტ ბატონო ამ პლანეტაზე ვცხოვრობთsmile.gif
როდის უნდა მიმარტოს ქალმა(კაცმა) ექიმს, რა ექიმს , სხვა პრევენცია რომ არ "გააფრინო"?

Posted by: daduka 1 Feb 2008, 17:08
QUOTE
ქალმა(კაცმა)


კაცი რა შუაშია კლიმაქსთან? spy.gif

Posted by: Jack Black 1 Feb 2008, 17:42
tat
კლიმაქსი და გაფრენაც რა შუაშია ვერ გავიგე
არავის არ გაუფრენია ჯერ კლიმაქსის გამო.
შეიძლება სხვა რამე მიზეზებიც იყო ტვინში და მაგიტომ გარეკა ზოგმა
კლიმაქსი ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა ქალებში როგორც თუნდაც მენსტრუაცია
და 99% ნორმალურად უმკლავდება ამ პრობლემას

Posted by: tat 1 Feb 2008, 18:14
daduka
QUOTE
კაცი რა შუაშია კლიმაქსთან?

მაიცა კაცებს არ ემარტებათ?smile.gif მარტლა არ დავფიქრებულვარ მაგაზე.ამ წლების წინ ახლობელ ოჯახში კაცმა ტავი მოიკლა და შვილმა კლიმაქსი ქონდა და აურიაო..........Jack Black
QUOTE
კლიმაქსი და გაფრენაც რა შუაშია ვერ გავიგე
არავის არ გაუფრენია ჯერ კლიმაქსის გამო.

უი რას ამბობ-რამდენიც გინდა გარშემო სულ მაგაზეა ლაპარაკი..........მოკლედ აზრზე არ ვარ ამ კლიმაქსზე და ვინმე ექიმმა გამარკვიოს რა
QUOTE
რეპროდუქციული ფუნქცია მუშაობას წყვეტს, და ამის გამო ორგანიზმში ძლიერი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს! ....................................................

ამის გარდა არაფერი ვიცოდი და ისევ ამას წერტ.დანარჩენი რეპლიკებიაsmile.gif

Posted by: ATENA PALAD 1 Feb 2008, 18:28
tat
კლიმაქტერული პერიოდი საერთოდ გრძელდება დაახლოებით 8-10 წელი და რამდენიმე სტადია ახასიათებს
ძირითადი ნიშნებია: სისხლის მოწოლა სახეზე,ოფლიანობა,თავის ტკივილი,სწრაფი დაღლილობა,უძილობა,მოუსვენრობა,გულისცემის და წნევის ცვალებადობა სწრაფად,ასევე სექსუალური ფუნქციის დაქვეითება.ზოგჯერ შარდის შეუკავებლობაც
საQჭიროა ამ დროს გამოკვლევები პირველ რიგში გინეკოლოგის კონსულტაცია,მამოგრამა,სისხლის საერთო ანალიზი,ასევე ჰორმონებზე ანალიზი
მკურნალობა ტარდება ჰორმონებით

Posted by: mtvareuli 2 Feb 2008, 02:32
tat
QUOTE
მოკლედ ინფოები დადეთ

http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/000894.htm

Posted by: okulone 2 Feb 2008, 15:17
tat
daduka


კაცსაც აქვს კლიმაქსი და ქალსაც და
QUOTE
კაცმა ტავი მოიკლა
არა ერთი შემთხვევაა სუიციდისა სწორედ კლიმაქტერულ პერიოდში!









Posted by: mtvareuli 2 Feb 2008, 17:27
QUOTE
http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/000894.htm

მგონი ამის წაკითხვას არავინ აპირებს, ამიტომ გადმოვაქართულებ...
QUOTE
ადრე თუ გვიან ყველას გველის

mo.gif

მენოპაუზა

განსაზღვრება და მიზეზები

მენოპაუზა არის გარდამავალი პერიოდი ქალის ცხოვრებაში, როდესაც მისი საკვერცხეები წყვეტენ კვერცხუჯრედების პროდუქციას, ორგანიზმში გამომუშავდება ნაკლები რაოდენობით ესტროგენი და პროგესტერონი, ხოლო მენსტრუაცია ხდება იშვიათი ან სრულიად წყდება

მენოპაუზა არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც თავს იჩენს ძირითადად 45-55 წლის ასაკში.
პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალს უკვე აღარ შეუძლია დაფეხმძიმება.

მენოპაუზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს განაპირობებს ესტროგენის და პროგესტერონის დონის ცვლილება ორგანიზმში. საკვერცხეების ფუნქციიის შესუსტებასთან ერთად, მათ მიერ ამ ჰორმონების გამომუშავებაც ქვეითდება, რაზეც ორგანიზმი შესაბამისად პასუხობს, თუმცა სიმპტომები ინდივიდუალურია და სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის (მსუბუქი, საშუალო ან მწვავე).

ზოგიერთ ქალს მენსტრუაცია უცებ უწყდება, მაგრამ უფრო ხშირად ეს ნელნელა ხდება. ამ დროს შეიძლება ციკლებს შორის დრო უფრო გახანგრძლივდეს ან შემოკლდეს. ეს არარეგულარული პერიოდები შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე, სანამ სრულიად არ შეწყდება.

ესტროგენის თანდათანობითი კლება ორგანიზმს საშუალებას აძლევს ნელნელა შეეგუოს ჰორმონულ ცვლილებებს, ხოლო როცა მისი დონე უცებ ეცემა (მაგალითად საკვერცხეების ქირურგიულად მოშორების შემდეგ), სიმპტომები უფრო მწვავე იქნება.

ჰორმონული დონის კლება იწვევს ცვლილებებს ქალის მთელ რეპროდუქციულ სისტემაში. საშო მოკლდება, მისი კედლები ხდება უფრო თხელი და ნაკლებ ელასტიური, სეკრეტი უფრო წყლიანი ხდება. გარეთა სასქესო ქსოვილიც იკლებს ზომაში (ბაგეების ატროფია).

სიმპტომები:

პოტენციურ სიმპტომებს მიეკუთვნება:

* წამოხურება, სახის და ზოგადად კანის ალეწვა (ალები)
* ღამით ოფლიანობა
* უძილობა
* ხასიათის ცვალებადობა (ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია)
* არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები
* პერიოდებს შორის მცირე სისხლდენა
* საშოს სიმშრალე და ტკივილი სქესობრივი აქტისას
* სექსისადმი შემცირებული ლტოლვა
* საშოს ინფექციები
* საშარდე გზების ინფექციები

გახანგრძლივებულ სიმპტომებს მიეკუთვნება:

* ძვლების განლევა და შესაძლო ოსტეოპოროზი
* ქოლესტეროლის დონის ცვლილება და გულის დაავადებათა მომატებული რისკი

Posted by: mtvareuli 2 Feb 2008, 18:32
გამოკვლევები და ანალიზები

შეიძლება გაკეთდეს სისხლისა და შარდის ანალიზები, რათა გაიზომოს ჰორმონების დონე ორგანიზმში. ამით შეიძლება გამოვავლინოთ ახლოსაა თუ არა ქალი მენოპაუზასთან ან უკვე დაეწყო თუ არა. ანალიზი შეიძლება გაკეთდეს შემდეგ ჰორმონებზე:

* ესტრადიოლი
* ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH)
* მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)

მენჯის გამოკვლევამ შეიძლება აჩვენოს საშოს ცვლილებები, გამოწვეული ესტროგენის დონის კლებით. შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს გამოკვლევა ძვლების სიმკვრივის დასადგენად, რათა ინახოს, არის თუ არა მასში ოსტეოპოროზული ცვლილებები.

მკურნალობა

მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია. მას არ ჭირდება მკურნალობა თუ სიმპტომები არ არის ძალიან შემაწუხებელი.

იმის გადასაწყვეტად, მიიღოთ თუ არა ჰორმონები სიმპტომების შესამსუბუქებლად, აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ერთად გააანალიზოთ მისი პლიუსები და მინუსები და შემდეგ გადაწყვიტეთ. ყურადღებით მოეკიდეთ სხვა, არაჰორმონალურ საშუალებებსაც.

საშვილოსნოს არსებობის პირობებში, ესტროგენთან ერთად აუცილებელია პროგესტერონის მიღებაც, რათა თავიდან იქნეს აცილებული ენდომეტრიუმის კიბოს განვითარება.

ჰორმონული თერაპია

წლების განმავლობაში ჰორმონული თერაპია იყო მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის მთავარი გზა. მრავალ ექიმს ჯეროდა, რომ ეს კარგი იყო არამარტო სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ გულისა და ძვლების დაავადებათა რისკის შესამცირებლადაც, თუმცა, ფართომასშტაბიანი კვლევის - "ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივის" შედეგებმა ცხადყო, რომ ეს რეკომენდაციები გადახედვას საჭიროებდნენ.

ეს მნიშვნელოვანი კვლევა შეწყდა დროზე ადრე, ვინაიდან ჯანმრთელობის რისკებმა გადააჭარბა მის სარგებელს. ქალებს, რომლებიც იღებდნენ ჰორმონებს, აღენიშნებოდათ მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა მათში გაიზარდა ძუძუს კიბოს, გულის შეტევის, სისხლის შედედებისა და სხვა რისკები.

თუ სიმპტომები მწვავეა, შეიძლება მაინც დაინიშნოს ჰორმონული თერაპია შედარებით მოკლე ხნით (2-4წელი)

ესტროგენის თერაპიის რისკების შესამცირებლად რეკომენდირებულია:
* ესტროგენის უფრო ნაკლები დოზით, ან სხვა ფორმით მიღება(მაგალითად, ტაბლეტის ნაცვლად ვაგინალური მაზის სახით)
* მენჯისა და საშოს გამონადენის ხშირი, რეგულარული გამოკვლევა.
* მკერდის ხშირი, რეგულარული გამოკვლევა, მამოგრამა.

ჰორმონული თერაპიის ალტერნატივები:

* მსუბუქად და ფენა-ფენა ჩაცმა
* კოფეინისგან, ალკოჰოლისგან და ცხარე საჭმელებისგან თავის შეკავება
* ნელა, ღრმად სუნთქვა როდესაც წამოხურება იყწება (წუთში 6-ჯერ)
* აკუპუნქტურა
* რელაქსაციური თერაპია, მაგალითად იოგა, ტაი-ჩი ან მედიტაცია.
* სოიის პროდუქტების მიღება
* კეგელის ვარჯიშების ყოველდღიური შესრულება, მენჯისა და საშოს კუნთების გასამაგრებლად.
* სექსუალური აქტივობის შენარჩუნება
* სქესობრივი აქტისას წყალზე დამზადებული ლუბრიკანტების გამოყენება.

გარდა ამისა, არსებობს წამლები, რომლებიც დაგეხმარებათ ხასიათის ცვალებადობის, ალების და სხვა სიმპტომების შესამცირებლად, მაგალითად მცირე დოზით ანტიდეპრესანტები, ზოგიერტი წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევისას და ა.შ.

როდის მივმართოთ ექიმს

* თუ თქვენ აღგენიშნებათ სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის
* თუ თქვენ გქონდათ მინიმუმ 12 ერთმანეთის მომდევნო თვე მენსტრუაციის გარეშე, ხოლო შემდეგ კვლავ დაიწყო სისხლდენა.

პრევენცია

მენოპაუზა არის ქალის განვითარების ბუნებრივი ეტაპი და მისი თავიდან აცილება არც არის საჭირო, თუმცა არსებობს გზები, რითიც შეძლებთ შეამციროთ ან სრულიად გააქტოთ მისი თანამდევი ზოგიერთი სიმპტომი (მათ შორის ოსტეოპოროზი და გულის დაავადებებიც).
* არ მოწიოთ სიგარეტი! მან შეიძლება გამოიყვიოს ნაადრევი მენოპაუზა.
* ივარჯიშეთ რეგულარულად, რათა გაიძლიეროთ ძვლოვანი სისტემა.
* მიიღეთ კალციუმი და ვიტამინი D
* დაიცავით დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით.
* მუდმივად აკონტროლეთ თქვენი ძვლების მდგომარეობა, სისხლის წნევა, ქოლესტეროლის შემცველობა სისხლში და სხვა რისკ-ფაქტორები.

Posted by: mtvareuli 2 Feb 2008, 19:15
და ბოლოს, ნახევრად ხუმრობით biggrin.gif

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

და ა.შ http://www.mark2777.freeserve.co.uk/menopause1.html

Posted by: DrJohnes 2 Feb 2008, 20:41
mtvareuli

შესანიშნავი, ამომწურავი ინფოა up.gif


მე რამდენიმე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადრება კლიმაქსთან დაკავშირებით. ფსიქიატრიაში ცალკეა გამოყოფილი კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ფსიქიური აშლილობები. კერძოდ:
ასთენოვეგეტატიური სინდრომი. ის გამოიხატება ადვილად დაღლაში, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეიტებაში. ამას ემატება ყველასათვის ცნობილი ვეგეტატიური გამოვლინებები, როგორებიცაა ალები, შეხურება, გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ა. შ. ასევე ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია მადის ცვალებადობა და ძილის დარღვევები, ზოგჯერ კოშმარული სიზმრების თანხლებით.
ემოციური აშლილობები. ახასიათებს გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა. შესაძლოა მკვეთრი და არამოტივირებული გადასვლა შფოთვისა და გაღიზიანებადობის მდგომარეობიდან ექზალტაციისკენ. არც თუ იშვიათია ღრმა, სუბიექტური დეპრესია.
სენესტოპათიურ-იპოქონდრიული დარღვევები. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია სხვადსხვა უსიამო შეგრძნების (ჩხვლეთა, გაბუჟება, წვა) აღმოცენება, რომლებიც ხშირად იცვლიან ლოკალიზებას. ამას თან ერთვის პაციენტის გადაჭარვბებული და ხანდახან დაუსაბუტებელი შიში ან შფოთვა საკუთარი ჯანრთელობისადმი.
ისტეროიდული აშლილობები ვლინდება სპაზმებით ყელში, შინაგანი კანკალით, სისუსტის შეგრძნებით და სხეულის ნაწილების დაბუჟება-დამძიმებით. ასევე ხმის ჩაწყვეტით ღელვის დროს. ყოველივე ამას თან ახლავს ადვილად წყენა, კაპრიზულობა, ეგოცენტრიზმი, ქცევის თეატრალურობა და ტირილის შეტევები.

აქვე მინდა დავამატო, რომ კლიმაქსური პერიოდი გამოირჩევა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური არამედ ასევე ფსიქოლოგიური კრიზისით. კლიმაქსის დროს ქვეიტდება ჯანმრთელობის ხარისხი, სექსუალურობა ითრგუნება, ქალლი ატყობს, რომ ფიზიკურად უკვე იმდენი არ შეუძლია, რამდენიც ადრე შეეძლო. ეს ყველაფერი მას აფიქრებს სიბერესა და სიკვდილზე, რაც რასაკვირველია იწვევს მასში შფოთვასდ ან დეპრესიას. განსაკუთრებულასდ მძიმედ გადააქვთ დაბერების პროცესი მათ, ვინც ცხოვრების განმავლობაში ვერ მოახერხა საკუთარი თავის სათანადო რეალიზება, ვერ მიაღწია იმას რაც სურდა ცხოვრებაში. მათთვის კლიმაქტერული პეიოდი იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის პირიოდი ხდება ხოლმე. სწორედ ასეთი ფსიქოლოგიუერი თავისებურებებით აიხსნება თვითმკვლელობების სიხშირე კლიმაქტერულ ასაკში, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.

Posted by: kopa 4 Feb 2008, 02:30
Jack Black
QUOTE
კლიმაქსი და გაფრენაც რა შუაშია ვერ გავიგე
არავის არ გაუფრენია ჯერ კლიმაქსის გამო.
შეიძლება სხვა რამე მიზეზებიც იყო ტვინში და მაგიტომ გარეკა ზოგმა
კლიმაქსი ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა ქალებში როგორც თუნდაც მენსტრუაცია
და 99% ნორმალურად უმკლავდება ამ პრობლემას

ცუდად გცოდნია!
* * *
QUOTE
აქვე მინდა დავამატო, რომ კლიმაქსური პერიოდი გამოირჩევა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური არამედ ასევე ფსიქოლოგიური კრიზისით. კლიმაქსის დროს ქვეიტდება ჯანმრთელობის ხარისხი, სექსუალურობა ითრგუნება, ქალლი ატყობს, რომ ფიზიკურად უკვე იმდენი არ შეუძლია, რამდენიც ადრე შეეძლო. ეს ყველაფერი მას აფიქრებს სიბერესა და სიკვდილზე, რაც რასაკვირველია იწვევს მასში შფოთვასდ ან დეპრესიას. განსაკუთრებულასდ მძიმედ გადააქვთ დაბერების პროცესი მათ, ვინც ცხოვრების განმავლობაში ვერ მოახერხა საკუთარი თავის სათანადო რეალიზება, ვერ მიაღწია იმას რაც სურდა ცხოვრებაში. მათთვის კლიმაქტერული პეიოდი იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის პირიოდი ხდება ხოლმე. სწორედ ასეთი ფსიქოლოგიუერი თავისებურებებით აიხსნება თვითმკვლელობების სიხშირე კლიმაქტერულ ასაკში, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.


yes.gif yes.gif

Posted by: mtvareuli 4 Feb 2008, 13:25
DrJohnes
QUOTE
შესანიშნავი, ამომწურავი ინფოა

გმადლობთ შევსებისათვის smile.gif

ისე იმ სტატიაში არაფერი ეწერა კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც მემგონი ასევე მნიშვნელოვანია.... ყველა ზემოთჩამოთვლილ სიკეთესთან( biggrin.gif ) ერთად, ჰორმონულმა დისბალანსმა და ესტროგენის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე ხარისხით მამაკაცის ტიპის თმიანობა.... ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას, რომ თავზე გამელოტდებით, სახეზე კი წვერ-ულვაში ამოგივათ, მაგრამ დროთა განმავლობაში თმები შეიძლება გარკვეულწილად შეთხელდეს და სახის თმიანობამაც ოდნავ მოიმატოს.... mo.gif თუმცა ესეც, ისევე როგორც ყველა სხვა სიმპტომი, ინდივიდუალურია და მისი გამოვლენის ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული... ზოგს შეიძლება არც შეეტყოს არაფერი

tat
QUOTE
ადრე თუ გვიან ყველას გველის

ჩემი ნაწერის თვითონვე შემეშინდა... mo.gif

Posted by: 098 18 Jul 2010, 02:18
QUOTE (ATENA PALAD @ 1 Feb 2008, 18:28 )
tat
კლიმაქტერული პერიოდი საერთოდ გრძელდება დაახლოებით 8-10 წელი და რამდენიმე სტადია ახასიათებს
ძირითადი ნიშნებია: სისხლის მოწოლა სახეზე,ოფლიანობა,თავის ტკივილი,სწრაფი დაღლილობა,უძილობა,მოუსვენრობა,გულისცემის და წნევის ცვალებადობა სწრაფად,ასევე სექსუალური ფუნქციის დაქვეითება.ზოგჯერ შარდის შეუკავებლობაც
საQჭიროა ამ დროს გამოკვლევები პირველ რიგში გინეკოლოგის კონსულტაცია,მამოგრამა,სისხლის საერთო ანალიზი,ასევე ჰორმონებზე ანალიზი
მკურნალობა ტარდება ჰორმონებით

მაგ პროცესის შეჩერება/შებრუნება შესაძლებელია???

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)