forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (33) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Ludwig van Beethoven, 1770 - 1827
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 12:40  #6728421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუსიკისთვის ეს კაცი იგივეა, რაც გოეთეა ლიტერატურისთვის და ჰეგელი - ფილოსოფიისთვის. შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ გვერდს ვერ აუვლი. არა იმიტომ, რომ "განათლებულმა ადამიანმა ეს უნდა იცოდე", არამედ იმიტომ, რომ --- იმიტომ. yes.gif


აქ გთავაზობთ მისი გვიანდელი, მესამე პერიოდის სიმებიან კვარტეტებს.


კვარტეტი # 12 ოპ. 127: http://bin.ge/file/72442/op--127.rar.html
კვარტეტი # 13 ოპ. 130: http://bin.ge/file/72315/op--130.rar.html
კვარტეტი # 14 ოპ. 131: http://bin.ge/file/72446/op--131.rar.html
კვარტეტი # 15 ოპ. 132: http://bin.ge/file/72447/op--132.rar.html
კვარტეტი # 16 ოპ. 135: http://bin.ge/file/72436/op--135.rar.html
დიდი ფუგა ოპ. 133 (თავდაპირველად, ოპ. 130-ის ფინალი):
http://bin.ge/file/72455/06-String-Quartet...inale-.mp3.html

Lasalle Quartet



user posted image

This post has been edited by Pathetikos on 21 Sep 2007, 12:41


--------------------
Patricia : " Quelle est votre plus grande ambition dans la vie ? "
Le romancier Parvulesco : " Devenir immortel…et puis mourir. "
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 20:00  #6733076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pathetikos
ჰეგელმა დიდი-დიდი ბრამსობა გაქაჩოს gigi.gif
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 20:39  #6733362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WAGNERITE
eek.gif vik.gif no.gif


რა ვიცი, ჩემთვის ბეთჰოვენი პირდაპირ კონტექსტში ზის გერმანული იდეალიზმის - მთელი იმ დროინდელი ფილოსოფიის და ლიტერატურის. smile.gif
ბრამსი ნეოკანტიანელობაა. gigi.gif

შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ მე პირადად ბეთჰოვენთან იგივე ტიპის პრობლემა მაქვს, რაც ჰეგელთან. user.gif
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 20:50  #6733441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pathetikos
QUOTE
ბრამსი ნეოკანტიანელობაა.

ზუსტად. მაშინ ბეთჰოვენი კანტი გამოდის.

ისე, ჰეგელთან არ მიკვირს, და ბეთჰოვენთან რა პრობლემა უნდა გქონდეს?
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 21:00  #6733528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მეკიდე მგონია რო ადრეული ბეთჰოვენი ჰეგელი ან კანტია, გვიანდელი კიდე ფიხტე და შელინგი biggrin.gif ბრამსი მაქს ვებერია, ანდა სულაც მარქსი biggrin.gif.


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 21:03  #6733553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WAGNERITE
QUOTE
ზუსტად. მაშინ ბეთჰოვენი კანტი გამოდის.

ბეთჰოვენი კანტ-ფიხტე-შელინგ-ჰეგელია. yes.gif
ჰოლდერლინი არა. no.gif

QUOTE
ისე, ჰეგელთან არ მიკვირს, და ბეთჰოვენთან რა პრობლემა უნდა გქონდეს?

ხშირად ვუსმენ, "მესმის" მისი მუსიკის, მაგრამ თითქოს ისეთი სახის აბსტრაქტულობაა მასში, რომ ბოლომდე არასოდეს შემიძლია მისი "მისაკუთრება". ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს ჰეგელთან: გიხსნის იმას, რაც საყოველთაოდ ჭეშმარიტია, რაც ყველასთვის საერთოა, ხვდები, რომ რასაც გიხსნის, შენიცაა, მაგრამ ის, რაც ამ საყოველთაობას შენსას ხდის, მასთან არ არის ახსნილი. smile.gif
gabarzgaleba
QUOTE
ბრამსი მაქს ვებერია, ანდა სულაც მარქსი .

კაი ახლა, წვერებით მიმგვანებამდეც ნუ დავალთ. biggrin.gif
მაქვს ვებერი ვაგნერის "მაისტერზინგერებია". რაის ბრამსი biggrin.gif
Gode
ასტეროიდი ბ612


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 21:04  #6733562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, 1770 - 1827


QUOTE

ჰეგელმა დიდი-დიდი ბრამსობა გაქაჩოს


QUOTE

რა ვიცი, ჩემთვის ბეთჰოვენი პირდაპირ კონტექსტში ზის გერმანული იდეალიზმის - მთელი იმ დროინდელი ფილოსოფიის და ლიტერატურის.
ბრამსი ნეოკანტიანელობაა.


QUOTE

ზუსტად. მაშინ ბეთჰოვენი კანტი გამოდის.


QUOTE

მეკიდე მგონია რო ადრეული ბეთჰოვენი ჰეგელი ან კანტია, გვიანდელი კიდე ფიხტე და შელინგი  ბრამსი მაქს ვებერია, ანდა სულაც მარქსი


არადა ბავშვობიდან კომპოზიტორი მეგონა....


--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
dachi23
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 359
წევრი No.: 18941
რეგისტრ.: 4-April 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 21:32  #6733776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი ყველაზე საყვარელი კომპოზიტორია! ის იგივეა მუსიკაში რაც პოეზიაში გალაკტიონია საქართველოში!
მაგრამ ამავე დროს საშინლად ძნელია დასაკრავად!!!!!!!! გავწამდი 32 სონატაზე სანამ ვისწავლე!
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 22:19  #6734258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა, არა, ხალხო, არა !!!!!
ბეთჰოვენი არის პირდაპირ - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.
არავითარი ფილოსოფოსი (ისე, კანტს კი სწავლობდა!).

ხელოვნება (მუსიკა მით უფრო) ბევრად უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ლოგიკური კატეგორიები, შილერის მოსწრებული ნათქვამისა არ იყოს - "...Dichter ist der einzige wahre Mensch und der beste Philosoph ist ein Karrikatur gegen ihn."

ბეთჰოვენს იგივე ადგილი უჭირავს მუსიკაში, რაც გოეთეს - სიტყვისხელოვნებაში და ნატურვისენშაფტში.
ლუდვიგა არის ცენტრი, ლოღოსი, მზე, "სიტყვა" (მარტო მეცხრეს სიმბოლიზმი რად ღირს!!!).

ესაა ჩემი უსაყვარლესი კომპონისტი - პროსტო ახლა მოვედი სამსახურიდან და მეზარება მეტის წერა, თორემ დავარტყამდი კარგ ფორტრაგს...
ხოდა პათეტიკოსმა თემის გახსნა დამასწრო... biggrin.gif
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 22:28  #6734368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza
QUOTE
ბეთჰოვენი არის პირდაპირ - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.
არავითარი ფილოსოფოსი (ისე, კანტს კი სწავლობდა!).

ხელოვნება (მუსიკა მით უფრო) ბევრად უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ლოგიკური კატეგორიები, შილერის მოსწრებული ნათქვამისა არ იყოს - "...Dichter ist der einzige wahre Mensch und der beste Philosoph ist ein Karrikatur gegen ihn."

მთავარია ფილოსოფია არ გავიგოთ როგორც უბრალოდ "ლოგიკური კატეგორიები". და დამერწმუნე, შილერი მაგას რომ ამბობდა, სინამდვილეში ბევრად მეტს უმადლიდა იმ კარიკატურებს, ვიდრე შეიძლება მაგ ფრაზიდან ჩანდეს. (პროფესიულმა თავმოყვარეობამ გამოიღვიძა ჩემში gigi.gif )

ლუდვიგი კი, კანტსაც სწავლობდა და ფიხტესაც, როგორც ვიცი.
სრულიად ჩართული იყო თავისი დროის სააზროვნო და ლიტერატურულ სიახლეებში.
რა ვიცი, არ მინდა ხოლმე მთელ პერიოდზე განზოგადება, მაგრამ როგორც ერთი საინტერესო თეორია ამბობს, რომ, მაგალითად, თომა აკვინელის თეოლოგიის და გოთური ტაძრების სტრუქტურა ერთნაირია, ისევე როგორც, მაგალითად, ბაროკოს მუსიკის და ბაროკული ბაღების, ისევე მიმაჩნია, რომ ბეთჰოვენი იგივე სტრუქტურის მატარებელია, რაც გერმანული იდეალიზმის ლიტერატურა და ფილოსოფია.
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 22:34  #6734424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა "მხატვრული" არაა ფილოფოფია.
თავიდან უმადლოდა, სანამ გოეთემ არ დააძლევინა კანტიანიზმი და ამი გამო "ერთადერთ ჭეშმარიტ ბერძენს" უწოდებდა ლაიპციგის მაისტერს.
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2007, 22:54  #6734642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza
QUOTE
აბა "მხატვრული" არაა ფილოფოფია.

ძალიანაც მხატვრულია ფილოფოფია. rolleyes.gif
და საერთოდაც, რატომაა "მხატვრულობა" უფრო მეტი ჭეშმარიტების იდენტური, და "წმინდა ლოგიკურობა" - ერთგვარი სიმშრალის?
QUOTE
თავიდან უმადლოდა, სანამ გოეთემ არ დააძლევინა კანტიანიზმი და ამი გამო "ერთადერთ ჭეშმარიტ ბერძენს" უწოდებდა ლაიპციგის მაისტერს.

გოეთემ მაგას, მე მგონი, საერთოდ საკუთარი აზრის ფლობის უნარი დააძლევინა. yes.gif
გოეთემ ბევრი "ცუდი" რამე ქნა, საერთოდ. ქურდად რომ დაჯდა და რომ არ აჭაჭანებდა არავის, შილერის და კიდევ ერთი-ორის გარდა (მაგალითად, ჰაინრიხ ფოსი, ჰომეროსის მთარგმნელი). თვითკმვლელობამდე და განადგურებამდე მიიყვანა უამრავი რომანტიკოსი. ჰოლდერლინზე საერთოდ Heiterkeitsanfall ჭირდა ხოლმე. ისევ შილერი უბეჭდავდა ამ უბედურს რაღაცეებს.
და, რაც მთავარია, გოეთე თვითინსცენირების გენიოსი იყო, ისევე როგორც ვაგნერი.
ბეთჰოვენი, მე მგონი, სრულებით მოკლებული იყო გოეთესნაირ იუპიტერულ პოზებს.

და, ვაბშემც, ბეთჰოვენი, ბარძგალას თქმისა არ იყოს, შელინგს უფრო ჰგავს, იმიტომ რომ შელინგს (განსხვავებით გ ვ ი ა ნ დ ე ლ ი ჰეგელისგან) ხელოვნება უფრო მაღალ საფეხურად მიაჩნდა, ვიდრე ფილოსოფია.
ძალიან მაინტერესებს, ინტერნეტში თუ არსებობს ბეთჰოვენის ჩანაწერები, მათი ნაწილი მაინც. ვიცი, რომ ხშირად ინიშნავდა თავის მუსიკალურ თუ ფილოსოფიურ მოსაზრებებს. smile.gif

Zarathustra
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 364
წევრი No.: 36672
რეგისტრ.: 17-June 07

გამოგზავნილია: 22 Sep 2007, 11:20  #6737465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
და საერთოდაც, რატომაა "მხატვრულობა" უფრო მეტი ჭეშმარიტების იდენტური, და "წმინდა ლოგიკურობა" - ერთგვარი სიმშრალის?

biggrin.gif რომ იცოდე, რა კითხვას სვამ... ეგ ალბათ შემოქმედს უნდა ჰკითხო, რატომ, ასე მარტივად ასახსნელი არაა.


"ისე მომბეზრდა მე ეს მშრალი და პედანტი ტონი,
რომ ლამისაა დავიბრუნო ეშმაკის როლი"

This post has been edited by Zarathustra on 22 Sep 2007, 11:21
humanoidi
ერმონიული


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37668
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 22 Sep 2007, 23:12  #6742969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pathetikos
QUOTE
მესამე პერიოდის სიმებიან კვარტეტებს.

up.gif მადლობა. smile.gif
ანუ ეს იმ პერიოდისაა, როცა უკვე ყრუ იყო. .)


--------------------
No alarms and no surprises, please...
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 22 Sep 2007, 23:13  #6742980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
humanoidi
QUOTE
ნუ ეს იმ პერიოდისაა, როცა უკვე ყრუ იყო. .)


რატომ, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა???


(რას ვერჩოდი, რა მინდოდა - დავწერე, ყრუ კი არამ ყლე იყო მეთქი და ახლა გადავაკეთე)

რავი, მაინც, პათეტიკოს არ ეწყინოს მეთქი, პატარა ბიჭია და გაფუჭდება

This post has been edited by Fitzcarraldo on 22 Sep 2007, 23:16


--------------------
mediocrities everywhere...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]