მოკლედ, ერთი კარგი და კეთილი საქმისთვის ვაგროვებთ ხმებს და თბილისელებს გთხოვთ არ დაიზაროთ, გადადით ლინკზე და ხმა მიეცით ამ საშვილიშვილო საქმეს
იქნებ მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა
https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/1283ჯანმრთელი თბილისი თბილისელებსმოგეხსენებათ, რომ მერიის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის თბილისელების ჯანმრთელობის დაცვა, რისთვისაც ძალიან ბევრი კარგი პროექტი ჩატარდა და ტარდება ეკოლოგიური განვითარების კუთხით, მაგრამ ჩემი აზრით არანაკლებ ზიანს იწვევენ კანონდამრღვევი საკვები ობიექტები, რომლებიც არ იცავენ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ჩემი აზრით სავალდებულოა ამ პრობლემის რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოგვარება.
ძირითადი მიზეზი თუ რატომაც არღვევენ კომპანიები კანონს, არის კანონმდებლობის მიერ შექმნილი მშვიდი გარემო მათდამი, რაც გამოიხატება მიზერულ ჯარიმებში. კომპანია, რომელიც ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე გაკეთებული "ეკონომიით" თვის განმავლობაში ზოგავს 5 000 ლარს(პირობითად), არ უშინდება ამ დარღვევის აღმოჩენას, რადგან დაჯარიმდება 500, 1 000 ან 1 500 ლარით.
პრობლემის მოგვარების გზა ამ შემთხვევაში არის ორი მნიშვნელოვანი დეტალის გაერთიანება, რაც მჯერა რომ აუცილებლად კარგ შედეგამდე მიგვიყვანს და საკვები ობიექტების მიმართ ნდობას გაზრდის საზოგადოებაში.
1) სურსათის უვნებლობის სააგენტომ ყოველთვიურად უნდა ჩაატაროს სავალდებულო შემოწმება აბსოლიტურად ყველა საკვებ ობიექტსა და საწარმოში.
2) ჯარიმები კანონდარღვევებზე უნდა გაიზარდოს 5-10-ჯერ(უნდა გადაიხედოს და განისაზღვროს კანონდარღვევის სიმძიდან გამომდინარე).
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს ფუნქციონირების უფლება მანამ, სანამ სრულად არ აღმოფხვრის ყველა არსებულ პრობლემას.
This post has been edited by spichuka on 20 Mar 2018, 02:41