მოგესალმებით.
დღეს, საღამოს 8 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება ციურიხის უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის I კურსის სტუდენტის - გიორგი იულდაშევის სოლო-კონცერტი.პროგრამაშია:
I განყოფილება:
* სკარლატი - სონატა Fis-moll, K25; სონატა D-moll, K141
* ბახი - ტოკატა E-moll
* ბეთჰოვენი - 32 ვარიაცია C-moll
* დებიუსი - პრელუდია N6, I რვეულიდან; "სიხარულის კუნძული"
II განყოფილება:
* შუმანი - კარნავალი თხზ. 9 დასწრება თავისუფალია.
კონცერტს მართავს კონსერვატორიის სტუდენტური თვითმართველობა და ეძღვნება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის. კონცერტი საქველმოქმედოა. თუ ვინმეს დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შეგიძლიათ შემოწირულობის სახით დატოვოთ თანხა ამისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში.