#57908988 · 16 May 2021, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
andamat3
QUOTE | ავტომატებით სირბილი, ცემა-ტყეპა, ტელეფონების და კამერების მტვრევა, ხალხის არმიშვება საარჩევნო უბნებში, შემდეგ კიდევ ენმ-ს საარჩევნო შტაბზე თავდასხმა და გადაწვა, მაგაზე მეტი ფაქტები რა უნდა ყოფილიყო |
მიუხედავად ამ ყველაფრისა მელიამ ხომ მოუგო პირველ ტურში ყაველაშვილს თუ კობიაშვილს? მეორე ტურშიც ხომ უფრო მეტი ალბათობით მოუგებდა, როდესაც სხვა ოპოების ხმებიც დაემატებოდა და დასავლეთიც და ადგილობრივებიც უფრო დეტალურად დააკვირდებოდნენ ყველაფერს?
ანუ მე გელაპარაკები პრაქტიკულად დამდგარ შედეგზე: ოცნების 17 დეპუტატი 17-იდან, შენ კიდევ მელაპარაკები თეორიულ შესაძლებლობაზე. მაგ 17-იდან 5-ც რომ აეღოთ, დღეს უკეთეს მდგომარეობაში არ იქნებოდნენ?
ტერა
QUOTE | მეორე ტურში მონაწილეობით, ოპო ვერცერთ მანდატს ვერ მიიღებდა (რადგან ოპო ელექტორატის სერიოზული ნაწილმა ხელი ჩაიქნია), სამაგიეროდ ქოცპარაზიტები იბობოქრებდნენ "შემდგარ" და "ლეგიტიმურ" არჩევნებზე. |
კაი, ახლა, ტერა ძალიან წყნარად შეძლებდა ოპოზიცია, რომ მეორე ტური ნახევრად-ბოიკოტის რეჟიმში ჩაეტარებინა და მედიაც მოახერხებდა სწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას. QUOTE | მერე ჩვენმა დამოუკიდებელმა სასამართლომ ეგ ფაქტები ერთ დიდ პაპკაში აკინძა, ყველა ოპოელი ერთად შეკრიბა და ყველა ერთად გაუშვა სამ ასოზე. |
აი, ზემოთ რაც დაწერა ჰუზერმა, ეგენი შეკრიბა? უმეტესობა ფაქტები მაგ პაპკაში დათვლას შეეხებოდა, რომელიც ადვილად გააპრავეს (შეცდომას დააბრალეს). რაც ვერ პრავდებოდა, ხელახალი დანიშნეს.
QUOTE | მოდი პირდაპირი ტექსტით ვისაუბროთ: ქოცების შიდა ძალებით დამარცხების შანსი არის ნულის ტოლი. ერთადერთი ხერხი იყო დასავლეთის ჩარევა. |
მერე მაგას არ ვამბობ მეც, ბიჯო?! სანამ დასავლეთი ჭოჭმანობდა, შეიძლებოდა ბოიკოტის გაგრძელება. როგორც კი გამოჩნდა, რომ უპრავებდნენ ოცნებას, ეგრევე უნდა შეეცვალათ სტრატეგია. ამის მაგივრად ჯიუტად პირველ ჩვენებას მიაწვნენ - სულ ბიძინას მოსყიდულები უძახეს ჰარცელს და დეგნანს, მერე ბაიდენი მოვა და ეგ დაგვიპადერჟკებსო, მერე მიშელის იმედი ჰქონდათ და ამასობაში დაიკარგა საჭირო მომენტი. QUOTE | და, რამე რომ იყოს, ის მითიური 5-6 კაცი არაფერს ცვლის |
კომისიებზე შენს დაწერილს მოჰყვა ჩემი კომენტარი. თუ კომისიას იწონებ (რაც სწორია), სრულად უნდა გამოიყენო პარლამენტის შესაძლებლობები: 6 კაცი ფრაქციაა უკვე. ტრიბუნა კიდევ მარტო ადგილობრივი კი არ არის, გარეთაც შეეძლებოდათ თავისი აზრის გატანა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ აზრს - დასავლეთის მიერ არჩევნების გაპრავების შემდეგ, მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინათ მათივე მხარდაჭერა ზუსტად იმ "წაყალბების" აქტორზე აპელირებით და მაქსიმუმი დაეთრიათ. ამის ნაცვლად ზვიადძიძიგურიზაცია ჩაატარეს ტიპებმა, სამტრედიაში რკინიგზას გადაკეტვით ეკონომიკურ ბოიკოტს რომ უტარებდა სსრკ-ს. ნაკლები ემოციები და მეტი პრაგმატიზმია საჭირო, პატივცემულო.
--------------------
Ubi concordia, ibi victoria
|