Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > მოპედი ანუ ხელშეუხებელი ხულიგანი.


Posted by: არისტოტელე999 2 Sep 2019, 16:35
ყველა, ვინც ამ ქალაქში გადაადგილდება მანქანით ალბათ, ერთხელ მაინც შეუმჩნევია მოპედების უზნეო, უკანონო და გაუმართლებელი ქცევა.

მოპედის მძღოლები ხშირად, გადიან წითელზე, ჰკვეთენ რა ხაზსაც უნდათ იმას, ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან იქ სადაც ფეხითმოსიარულეთა ადგილია.
არღვევენ ყველა საგზაო წესს პასუხს არავინ სთხოვს.

პოლიციის წინ გადიან წითელ შუქნიშანზე, პოლიციის წინ დაჰქრიან ბორდიურზე და პოლიციას რეაქცია არ აქვს.

მაგრამ მე მაქვს რეაქცია! ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, ამას არც მალავენ, კამერებიან შუქნიშნებზეც გადიან ასე და მაინც ჰკიდიათ.
მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მე ვაჩერებ წითელზე, მე ვუთმობ ზებრაზე ადამიანს, მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და პასუხს არავინ სთხოვს.

ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა მოსახლეობის, 2020 წელი მოდის და მოპედზე ყველა გიჟს, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაჯდეს.
რა მოპედი არ არის საფრთხის შემცველი? ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ? ამ სიჩქარით რომ ბავშვს დაეჯახოს რა მოხდება? ან თუნდაც ზრდასრულს, მინიმუმ ძვლების მოტეხილობა ხომ არის გარანტირებული?

ამის პრევენცია შეგვიძლია დღესვე თუ გავხდით მართვის მოწმობას სავალდებულოს მოპედისთვისაც, მაგრამ არა! უნდა გავწელოთ, უნდა გავწელოთ, უნდა გავიდეს წლები. უნდა დაიმტვრეს ბევრი, უნდა იტკინოს ბევრმა, უნდა დაველოდოთ წლები და ამის შემდეგ მივიღებთ ამ საშინლად აუცილებელ კანონს. facepalm.gif

საბოლოოდ მაინც ხალხამდე დავდივართ, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, დაჰქრიან მოპედები ბორდიურებზე და ჰკიდიათ, ფიქრობენ რომ ნორმალურია, არ ბრაზდებიან, არ იღებენ ხმას.
გერმანიაში ველოსიპედის ზოლში რომ ფეხით გახვიდე, გადაგივლიან ველოსიპედით და მართლებიც იქნებიან, იქ ვინმემ მოპედით ბორდიურზე რომ იაროს, ხალხი გააჩერებს, გამოიძახებს პოლიციას და დააჯარიმებენ, ამასთან ერთად კარგადაც მიალანძღავენ.

ვიცი აზრი არ აქვს არც ამ თემას, მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მინდოდა მეთქვა კიდევ ერთხელ.


Posted by: tozi777 2 Sep 2019, 16:41
QUOTE (არისტოტელე999 @ 2 Sep 2019, 16:35 )

გერმანიაში

drug.gif drug.gif drug.gif

...........................................................................

Posted by: Link 2 Sep 2019, 16:45
QUOTE
აზრი არ აქვს არც ამ თემას, მაინც არაფერი შეიცვლება

QUOTE
უნდა დაველოდოთ წლები და ამის შემდეგ მივიღებთ ამ საშინლად აუცილებელ კანონს

ან მიიღებენ, ან არ მიიღებენ : ))

ცოტა უფრო ისეთი თემებია საჭირო, რაც მნიშვნელოვანია რა... პოლიწიკანები და მათი საბავშვო ბაღის ინტრიგები : ))

არ ჰკიდიათ ახლა შენი აზრით რამდენს აჩეხავენ ქუჩაში, რამდენი დაიღუპება ავარიაში,
რამდენი მოპედის მძღოლი გადაუვლის ბავშვს, რამდენი მოკვდება განკურვნადი დაავადებისგან და ასე smile.gif

Posted by: Dface 2 Sep 2019, 16:54
ველოსიპედზეც ხომ არ შემოვიღოთ მართვის მოწმობა? facepalm.gif არანაკლებ სახიფათოა ბავშვებს რომ დაეჯახონ yes.gif

ან საერთოდ ფეხით მოსიარულე ადამიანებზეც ხომ არ დავაწესოთ? ზოგი ისე გადარბის არასწორ და არასათანადო დროს გზებზე და უამრავ საავარიო სიტუაციებს ქმნიან რაც ხშირ შემთხვევებში უბედური შემთხვევებით მთავრდება rolleyes.gif


პ.ს. ისე კი ყველანაირ შეხედულებას აქვს არსებობის უფლება. მადლობა რომ შენი აზრი დაწერე love.gif

Posted by: Phenem 2 Sep 2019, 16:58
მართლა ტვინი გაღუნეს ამ მოპედიანმა ხულიგნებმა რა. საიდან გამოგიხტება ან სად ჩაგიხტება, მარტო ეშმაკი თუ გაიგებს. საგზაო მოძრაობის წესები არ ეხებოდეთ თითქოს


Dface
მოტორიზებული ტრანსპორტი და ველოსიპედი ერთია ?
ამასთანავე, ველოსიპედისტები ბევრად წესიერად დადიან გზებზე ! შეიძლება ითქვას - ყველაზე კულტურულადაც !

Posted by: bouma 2 Sep 2019, 17:02
არისტოტელე999

გარდა მაგისა რაც შენ ჩამოთვალე ყურებში ყურსასმენები აქვთ გარჭობილი, რომ აიკლო სიგნალით რეაგირება არ აქვთ.

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:02
Phenem
QUOTE
მოტორიზებული ტრანსპორტი და ველოსიპედი ერთია ?

ესეც მოტორიზებული ტრანსპორტია yes.gif givi.gif

user posted image

და ესეც lol.gif

user posted image

Posted by: babsi 2 Sep 2019, 17:04
QUOTE
რა მოპედი არ არის საფრთხის შემცველი? ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ? ამ სიჩქარით რომ ბავშვს დაეჯახოს რა მოხდება? ან თუნდაც ზრდასრულს, მინიმუმ ძვლების მოტეხილობა ხომ არის გარანტირებული?

კარგი შენიშვნაა და დროული, თუმცა ჩვენთან ხომ მიღებულია სანამ დაღუპული და დასახიჩრებული არ მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას მანამდე ყველა ჩუმადაა
კანონმდებლებს ვისაც ეხება სად სცალიათ ჯერ პირადულს იგვარებენ

Posted by: sandroia 2 Sep 2019, 17:05
კამერები დაამონტაჟეს და 50% ჩართული არაა
რაის მოპედებზე კანონები


Posted by: sandro82 2 Sep 2019, 17:07
ვის ვაგინო მითხარი და ვაგინებ !
ისე რაც 12 საათის მერე გინება მოხვედრიათ ჩემგან მაგათ იმდენი ბიუჯეტს ფული რა!
ისე ძაან მაგარი სურვილი მიჩნდება ხოლმე დავეწიო და უკნიდან ოდნავ წავარტყა ხოლმე.
ალბათ ერთი ორჯერ გავაკეთებ კიდეც. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:08
sandro82
შური და ბოღმა? თუ სხვა რამ? givi.gif

Posted by: Phenem 2 Sep 2019, 17:09
Dface
QUOTE
ესეც მოტორიზებული ტრანსპორტია

QUOTE
და ესეც

კი, შიდაწვის ძრავი აქვთ ორივეს yes.gif facepalm.gif





Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:11
Phenem
QUOTE
კი, შიდაწვის ძრავი აქვთ ორივეს  faceplam:

სადმე ახსენე შიდა წვის ძრავი და გამომრჩა? lol.gif

ისე ამას ელექტრო ძრავი აქვს yes.gif
user posted image

Posted by: Phenem 2 Sep 2019, 17:12
Dface
მიმხვედრმა გაიგო რაც ვახსენე
შენ თუ სირაქლემას პოზაში გინდა ყოფნა, არავინ გიშლის : ))

რა მოპედი გყავს ისე, ეკონომიურია ? ნაწილები ხო არ ჭირს user.gif

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:14
QUOTE
p.s. რა მოპედი გყავს ? 

არ მყავს მოპედი... ვერ გამოიცანი no.gif შენი არ ვიცი და აქ ბევრი იცნობს ჩემს ლიბერტარიანულ ხედვებს და ზოგადად "რეგულაციების" სიყვარულს love.gif

Posted by: AraGviani 2 Sep 2019, 17:15
ქართველებს გაერთიანება მხოლოდ წესრიგის წინააღმდეგ შეუძლიათ. რაც გინდა ის უქენი, საიდანაც გინდა, როგორც გინდა, რამდენი ხანიც გინდა, ოღონდ არ აიძულო წესებს დაემორჩილონ და არ იკანონოს კანონმა. როგორც კი ეცდები წესრიგი დაამყარო, ყველა ერთად დადგება და გადაგივლის.
ასე რომ ვისაც წესრიგი უნდა, დაუბერეთ სხვა ქვეყანაში. აქ არასოდეს არ იქნება წესრიგი.

Posted by: RINO8 2 Sep 2019, 17:16
დედის დედაში უნდა გასთხარო აქლემის წიხლით ეგ მოპედი მაგის ტროტუარზე მოგონკავე პატრონებს და მერე მოისვენებენ, ტროტუარზეც რომ შიშით წინ და უკან უნდა იყურო მაგ ხლეების გამო

Posted by: TracerAI 2 Sep 2019, 17:17
QUOTE (Dface @ 2 Sep 2019, 16:54 )
ველოსიპედზეც ხომ არ შემოვიღოთ მართვის მოწმობა? facepalm.gif არანაკლებ სახიფათოა ბავშვებს რომ დაეჯახონ yes.gif

ან საერთოდ ფეხით მოსიარულე ადამიანებზეც ხომ არ დავაწესოთ? ზოგი ისე გადარბის არასწორ და არასათანადო დროს გზებზე და უამრავ საავარიო სიტუაციებს ქმნიან რაც ხშირ შემთხვევებში უბედური შემთხვევებით მთავრდება rolleyes.gif


პ.ს. ისე კი ყველანაირ შეხედულებას აქვს არსებობის უფლება. მადლობა რომ შენი აზრი დაწერე love.gif

ანუ წითელზე და ტროტუარზე უნდა იარონ?

თუ გინდა მზის ენერგიაზე ჰქონდეს ძრავა და თუ გინდა 2 კმ/სთ-ით იაროს.

Posted by: RINO8 2 Sep 2019, 17:18
QUOTE
ბევრი იცნობს ჩემს ლიბერტარიანულ ხედვებს და ზოგადად "რეგულაციების" სიყვარულს 
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

წითელზე მანქანის გადსვლისთვის ჯარიმაც გავაუქმოთ, რეგულაციაა ეგეც

Posted by: SPLIYVI 2 Sep 2019, 17:18
გლოვოს და ვოლტის მატაციკლისტები მგონი ყველაზე ექსტრემალები არიან

Posted by: piuniki123456 2 Sep 2019, 17:19
QUOTE
ყველა, ვინც ამ ქალაქში გადაადგილდება მანქანით ალბათ, ერთხელ მაინც შეუმჩნევია მოპედების უზნეო, უკანონო და გაუმართლებელი ქცევა.


კი ნამდვილად. მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიდრე ავტომობილის მძღოლებისგან.

Posted by: არისტოტელე999 2 Sep 2019, 17:20
QUOTE
ქართველებს გაერთიანება მხოლოდ წესრიგის წინააღმდეგ შეუძლიათ.


სამწუხაროდ სიმართლეა


ვინც მოპედს და ველოსიპედს ერთMანეთს ადარებთ გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

მოპედის წონა:150-300 კილო
ველოსიპედის წონა 7-15კილო

ამავდროულად, შუმახერა მოპედისტი რომ ჩაგივლის წინ, ბოლის ჩასუნთქვამ ოგიწევთ.

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:20
QUOTE
ტროტუარზე მოგონკავე პატრონებს და მერე მოისვენებენ, ტროტუარზეც რომ შიშით წინ და უკან უნდა იყურო

ეს პრობლემა პირველ რიგში მთავრობის მოსაგვარებელია... ყველგან არ არის გამოყოფილი ველო ბილიკები... ჯერ მხოლოდ პეკინია განვითარებული მაგ მხრივ user.gif უბრალო ხალხს რას თხოვთ? user.gif

Posted by: MAX_G 2 Sep 2019, 17:22
QUOTE
ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან

ამის უფლება აქვთ, როგორც ველოსიპედებს

ზოგადად ეს პრობლემა მისახედია კი ნამდვილად, შეგნების ამბავია მანდ უფრო მოსაგვარებელი ვიდრე რეგულაციების საჭიროება

Posted by: kurozu84 2 Sep 2019, 17:22
მალე აეკრძალებათ თავისუფლად თარეში
დამშვიდდით wink.gif

კანონი შემოდის!

Posted by: gsm999 2 Sep 2019, 17:23
ხოდა ერთ-ერთი მათგანი ლამის გამოვასალმე სიცოცხლეს, თამარ მეფის ხიდზე შუაში მოუნდა დატრიალება პროწივზე ისე რო არც გამოუხედავს, სასწაულად გადარჩა ბოლო მომენტში, ტვინში სისხლი ლამის ჩამექცა სანამ გავაჩერე ბოლო მომენტამდე დარწმუნებული ვიყავი რო გავიტანდი, სუ კვდარი და ცოცხალი ამოვუტრიალე რო გადმოვედი იჯდა შეშინებული ჩაჯმული ბავშვივით ხმასაც ვერ იღებდა, თან ყურსასმენები ეკეთა და ალბათ სიგნალის ხმააც მაგიტომ არესმოდა, თვითონაც მიხვდა რო ბეწვზე გადარჩა, აი ეგეთ სირს გაიტან და მერე მე უნდა გამიშვან ციხეში, რათქმაუნდა საჭიროა მართვის მოწმობა მაგათთვისაც,ჩვეულებრივი მოტოციკლეტია რომელიც დადის 80-100 ით, ველოსიპედიო რომ ამბობთ კიდე ველოსიპედით არშეიძლება კანონით ტრასაზე სიარული და ვინც დადის კიდე მე არშემხვედრია არსად მგსგავსი რამე გაეკეთებინოს ველოსაპედით როგორებსაც მოპედები აკეთებენ!

Posted by: TracerAI 2 Sep 2019, 17:23
QUOTE (Dface @ 2 Sep 2019, 17:20 )
QUOTE
ტროტუარზე მოგონკავე პატრონებს და მერე მოისვენებენ, ტროტუარზეც რომ შიშით წინ და უკან უნდა იყურო

ეს პრობლემა პირველ რიგში მთავრობის მოსაგვარებელია... ყველგან არ არის გამოყოფილი ველო ბილიკები... ჯერ მხოლოდ პეკინია განვითარებული მაგ მხრივ user.gif უბრალო ხალხს რას თხოვთ? user.gif

წითელზე არ უნდა გაიარო და არ უნდა ახვიდე ფეხითმოსიარულეთა გზაზე.

Posted by: senpai 2 Sep 2019, 17:24
ეს პიცის დამტარებელი, უზრდელი, დაუბანელი, წვერიანი ტიპები არიან ყველაზე საზიზღარი ხალხი. ფეხებზე კიდიათ ყველაფერი.



Posted by: mouravi 2 Sep 2019, 17:26
მე ეს
user posted image

და

ეს

user posted image


მომწონს

Posted by: Phenem 2 Sep 2019, 17:26
Dface
QUOTE
შენი არ ვიცი და აქ ბევრი იცნობს ჩემს ლიბერტარიანულ ხედვებს და ზოგადად "რეგულაციების" სიყვარულს

ოჰ, თავის წარდგენაც ასეთი უნდა biggrin.gif

სხვებისგან გამორჩეულობა თუ გინდა მაინც და მაინც, გირჩევდი სხვა რამეზე გააკეთო აქცენტი. მაგალითად ინტელექტზე, განათლებაზე, თუნდაც სპორტზე, მუსიკაზე და ა.შ.. რავიცი, რამდენი სფეროა სადაც თავის გამოჩენა შეუძლია ადამიანს smile.gif

და არა თემიდან ამოვარნილ კამათზე, სიტყვებზე გამოკიდებებზე და უაზრო მეამბოხეობაზე smile.gif

Posted by: MONTY 2 Sep 2019, 17:29
ტროტუარებს უნდა დაემატოს 2 ზოლი და მანდ უნდა იყოს ველო/მოპედები/კვადროებისთვის დაშვებული
ტროტუარები მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს მანქანებისგან

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:31
Phenem
ნწ ნწ givi.gif

Posted by: BLOODRED 2 Sep 2019, 17:31
მოპედისტებს დაანებეთ თავი. ეგ დამრღვევები არიან არასრულწოვნები და გლოვოს სერვისის ხალხი

Posted by: ElGeorgia 2 Sep 2019, 17:35
კანონი როგორც ვიცი ძალიან მალე ამოქმედდება, მოპედებს ნომრები ენიჭებათ და პასუხიც მოეთხოვებათ დარღვევებზე.

Posted by: IOSKAMAN 2 Sep 2019, 17:35
Dface
QUOTE
ესეც მოტორიზებული ტრანსპორტია


ლოგიკა არაა შენი ძლიერი მხარე

მოტორიზირებული ნეტა რა გგონია?

ან მოტორი რა არის შენი აზრით?

Posted by: trendygirl.me 2 Sep 2019, 17:36
Dface

რაღაც საეჭვოდ უმიზნებ ქერა მალალეტკებს biggrin.gif ნაბოკოვი წაკითხული გაქვს? tongue.gif

Posted by: AraGviani 2 Sep 2019, 17:45
QUOTE
ეს პრობლემა პირველ რიგში მთავრობის მოსაგვარებელია... ყველგან არ არის გამოყოფილი ველო ბილიკები... ჯერ მხოლოდ პეკინია განვითარებული მაგ მხრივ  უბრალო ხალხს რას თხოვთ?


ველოსიპედები ძალიან ცოტანი დადიან და ამ ცოტადან გაცილებით ცოტა მოძრაობს ტროტუარზე. იმდენად ცოტა, რომ მეეჭვება ხალხს აწუხებდნენ და მით უმეტეს მძღოლებს. და მძღოლებიდან ვინმეს თუ ველოსიპედი აღიზიანებს, კეთილი ინებეთ და აიტანეთ იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით თქვენს და ჩვენს შვილებს ველოსიპედები არ წამლავენ და არც სათამაშო ადგილებს ართმევენ ეზოებში! wink.gif

ვინც ველოსიპედს ტრანსპორტად ვიყენებთ, უმეტესად ვმოძრაობთ გზაზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში.
ისე, საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით ველოსიპედს აქვს უფლება ტროტუარზე გადაადგილდეს, ოღონდ თუ ქვეითები არიან, არაუმეტეს 5კმ/სთ სიჩქარისა და თუ ქვეითები არ არიან, არაუმეტეს 25 კმ/სთ სიჩქარისა.

პრობლემა იმაში არაა სად რა იქნება ნებადართული და მოპედით იქნები, ველოთი, მანქანით თუ ფეხით. პრობლემა არის ერთმანეთის ელემენტარული უპატივისცემლობა და საერთოდ საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრი, რაც საბოლოოდ იმ "საკუთარ თავსაც" ვნებს.

არ სჭირდება მცირე კუბატურის მოპედს პრავა, არც მძღოლები უშლიან მოპედს და ველოსიპედს მანქანებს შორის გაძვრომას, ქვეითებსაც კი, როცა დარღვევით გადადიან გზაზე, თუ ასწრებ და ამჩნევ, ატარებ და გზას უთმობ მძღოლი. კაცის მოსაკლავად ან დასაზიანებლად ხომ არავინ არ უჯდება საჭეს? wink.gif უბრალოდ ცოტა მეტი ფიქრია საჭირო და ყოველთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა და მშვენივრად დავეტევოდით ყველანი.
წითელზე რომ არ უნდა გაიარო ან გადაურბინო და შენი თავის გარდა სხვაც არ უნდა ჩააგდო საფრთხეში, ამას არ უნდა სჭირდებოდეს განმარტება და ლაპარაკი. ამას ველობილიკების ქსელი ან მოპედებისთვის გამოყოფილი ზოლი არ უშველის. უნდა მიაჯ-მოაჯარიმოს კანონმა და მიტისკოს იმიტომ, რომ ისედაც იციან რომ არ შეიძლება წითელზე გავლა რაკი არღვევენ, ესეიგი ღირსებიც არიან მკაცრად დასაჯო ფეხებიანიც და ბორბლებიანიც;

გზა რომ არ უნდა ჩაუჭრა შენს უკან ან გვერდზე მომავალს არც მანქანით, არც მოპედით, არც ველოსიპედით და მანევრის დაწყებამდე უნდა ანიშნო ან მოხვევის მაჩვენებლებით, ან ხელით (ვისაც რა აქვს), არც ამას უნდა სჭირდებოდეს შეხსენება და მკაცრი ჯარიმების გარდა არაფერი უშველის. ადამიანს ძალიან ძვირი უნდა უჯდებოდეს დარღვევა და ცოტა დაარღვევს. დღეს ნებისმიერი ტრანსპორტის მძღოლების უმეტესობა თითქმის არასოდეს არ იყენებს მოხვევის მანიშნებლებს (პავაროტნიკებს).

ცხვირწინ რომ არ უნდა დაუმუხრუჭო უცებ და შენს უკან მომავალ მთელ კოლონას რომ არ უნდა შეუქმნა საავარიო სიტუაცია....
მოძრაობის საპირისპიროდ რომ არ უნდა იარო გზის სავალ ნაწილზე (ბევრი ველო და მოპედი დადის) და კიდევ რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო... საერთოდ უკუღმაა აქ ყველაფერი და იმიტომაც მივდივართ თაობებით უკუღმა. sad.gif
ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ბუნებრივი არაა. ადამიანის შექმნილია და თავისი წესები აქვს. ამ წესებს სულ სულ ადრეული ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლიდეთ და დაცვასაც ვთხოვდეთ თუ გვინდა ჩვენმა შთამომავლობამ მაინც იგრძნოს თავი ადამიანად, მაგრამ სირზე არ გვკიდია შთამომავლობა? ბუტაფორია და ქარიტყანიობაა შვილების სიყვარულზე მჯიღის ცემა გულზე. ადამიანს რაც მართლა აწუხებს, იმას აგვარებს. რაც მართლა უნდა, ის აქვს კიდევაც და ეს ყოველთვის, ყოველთვის ასეა!

Posted by: Dface 2 Sep 2019, 17:46
IOSKAMAN

QUOTE
მოტორიზირებული ნეტა რა გგონია?

ან მოტორი რა არის შენი აზრით?

ეს თუ მოტორი არ გგონია მაშინ შენ ყოფილხარ მწყრალად ლოგიკასთან lol.gif

user posted image

trendygirl.me
QUOTE
რაღაც საეჭვოდ უმიზნებ ქერა მალალეტკებს  ნაბოკოვი წაკითხული გაქვს?

ხუმრობაზე დადიოდი ალბათ, მშვენიერი ხუმრობები გაქვს user.gif love.gif

Posted by: IOSKAMAN 2 Sep 2019, 17:55
Dface

და სად არის ეგ მეორე სურათზე?

ბარემ სკეიტბორდიც დადე და მოტორიანიაო თქვი

ეგეც რომ არ იყოს, რომელი მათგანი დაქრის მთავარ საავტომობილო გზაზე? და რომელი ჭრის გზებს?

Posted by: kurozu84 2 Sep 2019, 17:57
QUOTE
კანონი როგორც ვიცი ძალიან მალე ამოქმედდება, მოპედებს ნომრები ენიჭებათ და პასუხიც მოეთხოვებათ დარღვევებზე.

კი ბატონო
და ასევე პრავის გამოპცდებიც შემოდის
ერხევათ რა მოპედისტებს

Posted by: iosebovich 2 Sep 2019, 18:00
kurozu84
კარგი ძალიან.
რამდენჯერმე კინაღამ გაგვიტანა ტროტუარზე ამოსულმა .. უთავხედესი ნაროდი და თან რას გვანან კაცო, ტურტლიანი წვირიანი და ჭუჭყიანი სასტავი. ამათ მოტანილ საჭმელს როგორ ჭამთ კაცო ...

Posted by: G1oba1 2 Sep 2019, 18:01
ხალხი ძლივს მოპედებზე გადაჯდა და აქაც პრავის შემოღება მოუნდათ


Posted by: gvelis_wiwila 2 Sep 2019, 18:02
ჰო იასნია ცუდად გზაზე გადამსვლელი ქვეითიც უნდა დააჯარიმო და ###სავით რომ გამოხტებიან უზებრო ადგილას და საავარიო სიტუაციას ქმნიან ეგენიც. ამას რად უნდა ბევრი ლაყაფი? ან რომელ ქვეყანაშია სხვანაირად რეგულაციები?

მოპედზე აღარაფერს ვამბობ, ტრასაზე და ავტობანზე რა ტრანსპორტმაც არ უნდა შექმნას საავარიო სიტუაცია, უნდა მიარჭო ჯარიმა.


ბებიმათისამ, იმას ###ზე კიდია, გადმოუხვევს და ვერ მოასწრებ დატორმუზებას და მერე შენი და შენი ოჯახის კისერზეა იმის "ხულიგანობა"

Posted by: არისტოტელე999 2 Sep 2019, 18:16
kurozu84
QUOTE
მალე აეკრძალებათ თავისუფლად თარეში
დამშვიდდით 

კანონი შემოდის!


დაწერე აბა თარიღი როდის შემოდის.
კონკრეტული თარიღი დადე და ვნახოთ შემოიღებენ თუ არა.

მე არ მჯერა რომ შემოიღებენ
ან შემოიღებენ 2021-2022-ში რაც უბრალოდ მარაზმია!

პ.ს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ველოსიპედით გადაადგილდება და გვიფრთხილდება ყველას smile.gif

Posted by: pattern 2 Sep 2019, 18:28
ხავიერს მისცეს ასსამოცი დოლარი ტიკეტი.
წითელზე გავიდა ველოთი მანჰეტენზე.
თან აჭანჭყარეს.

Posted by: Dface 2 Sep 2019, 18:40
IOSKAMAN
QUOTE
და სად არის ეგ მეორე სურათზე?

ბორბალში

QUOTE
ბარემ სკეიტბორდიც დადე და მოტორიანიაო თქვი

არაა პრობლემა, ესენიც საკმაოდ შუსტრად მოძრაობენ givi.gif
user posted image

Posted by: საშა88 2 Sep 2019, 19:10
გადახედეთ მოპედების ყიდვა გაყიდვის ქართულ ჯგუფებს FB ზე და ნახავთ რა კატეგორიაც ზის ზედ . უმეტესობა არასრულწლოვანია . 10 ლარიან ჩაფხუტს მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ რომ პატრულმა 100 ლარიანი ჯარიმა არ დაუწეროს იმას რაზე უნდა ელაპარაკო . პირდაპირ ჯგუფებში იგინებიან პატრულზე რომ ნასვამობაზე წერენ ჯარიმებს რამოდენიმე ადამიანს უდევვს ორი ქვითარი 150 ლარიანი . რათქმაუნდა არიან წესიერი მოპედის მძღოლებიც მაგრამ ძალიან მცირეა მათი რიცხვი. ეს საკურიერო მოპედები კიდე სხვა თავის ტკივილია

საქართველო


Posted by: giorgevich23 2 Sep 2019, 21:44
როგორც ვიცი აპირებენ ახლო მომავალში მოპედებზე პრავის დაწესებას,ჩაწვება მოპედების ბიზნესი.

Posted by: TopGear 2 Sep 2019, 21:54
საშინლად დადიან, უბრალოდ საშინლად. ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი მარაზმამდე მიდის

Posted by: iviko18 2 Sep 2019, 22:19
რეგულაციები არ მიზიდავს, მაგრამ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუნათლებელი, შეუგნებელი და ველურია, დროის მცირე მონაკვეთში მინიმალური წესრიგის დასამყარებლად ყველაზე ეფექტიანი გზაა.

Posted by: nipponcaucasus 2 Sep 2019, 22:21
სულ თავზე რომ გადაი*ვას ასე ვთქვათ მოპედმა არა მგონია მეტი ზიანი მიაყენოს ქალაქს ან ფეხით მოსიარულეს ვიდრე ამას მანქანის მძღოლი აკეთებს.
თქვენ ტრაქტორებს მიხედეთ და ჩააყენეთ ბარდიურებიდან.

100სს აიან სკუტერზე რო ილაპარაკებს 2.0იანის ან 4.7იანის კაცი, მარტო შუქნიშანზე დაძვრის მომენტში რო 2 ვედრო საჟას ტოვებს და წამლავს ქალაქს იმენა არასწორია.

Posted by: G1oba1 2 Sep 2019, 22:23
TopGear
QUOTE
საშინლად დადიან, უბრალოდ საშინლად. ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი მარაზმამდე მიდის

პრავიანი მძღოლები ხო რასამბობ ყველა წესის დაცვით დადის

Posted by: David_Gale 2 Sep 2019, 22:26
ბარდიულებზეც დარბიან უკვე ღორის შვილები, დღეს კინაღამ გადმოვიღე ერთი თავგასიებული

Posted by: ბეჟანბეჟანი 2 Sep 2019, 23:03
QUOTE (არისტოტელე999)
ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს,

მოპედის მართვის ტარების უფლება არ არსებობს. ველოსიპედივითაა. გადააჯექი და წადი. ერთადერთი წესია - არავინ დააზიანო.
ამრიგად, მათ ვერც დააჯარიმებ.

Posted by: არისტოტელე999 15 Oct 2019, 20:50
ჰა სადაა მართვის მოწმობა მაგათთვის?

mad.gif

რა არის როგორ არაფერზე არ გაქვთ პრეტენზია, ბავშვებს მაინც არ დაატარებთ მაგ ბორდიურებზე და ესენი რომ 100+ კილოიანი მოპედით მოქრიან საფრთხეს ვერ ხვდებით?


Posted by: PAINKILLER 15 Oct 2019, 21:00
QUOTE (არისტოტელე999 @ 15 Oct 2019, 20:50 )
ჰა სადაა მართვის მოწმობა მაგათთვის?

mad.gif

რა არის როგორ არაფერზე არ გაქვთ პრეტენზია, ბავშვებს მაინც არ დაატარებთ მაგ ბორდიურებზე და ესენი რომ 100+ კილოიანი მოპედით მოქრიან საფრთხეს ვერ ხვდებით?

როგორც ვიცი იანვრიდან უნდა მიიღონ ეგ კანონი, ანუ მოპედებისთვის და სკუტერებისთვის ცალკე კატეგორია იქნება მართვის მოწმობის



Posted by: brutal_88 15 Oct 2019, 21:49
მოპედისტების უზნეობა რა მოსატანია ავტომოყვარულები უზნეობასთან.
ისე კი ორივე კატეგორია მისაჯირყვნია.

Posted by: otokarcobra 15 Oct 2019, 21:52
QUOTE (არისტოტელე999 @ 2 Sep 2019, 16:35 )
ყველა, ვინც ამ ქალაქში გადაადგილდება მანქანით ალბათ, ერთხელ მაინც შეუმჩნევია მოპედების უზნეო, უკანონო და გაუმართლებელი ქცევა.

მოპედის მძღოლები ხშირად, გადიან წითელზე, ჰკვეთენ რა ხაზსაც უნდათ იმას, ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან იქ სადაც ფეხითმოსიარულეთა ადგილია.
არღვევენ ყველა საგზაო წესს პასუხს არავინ სთხოვს.

პოლიციის წინ გადიან წითელ შუქნიშანზე, პოლიციის წინ დაჰქრიან ბორდიურზე და პოლიციას რეაქცია არ აქვს.

მაგრამ მე მაქვს რეაქცია! ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, ამას არც მალავენ, კამერებიან შუქნიშნებზეც გადიან ასე და მაინც ჰკიდიათ.
მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მე ვაჩერებ წითელზე, მე ვუთმობ ზებრაზე ადამიანს, მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და პასუხს არავინ სთხოვს.

ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა მოსახლეობის, 2020 წელი მოდის და მოპედზე ყველა გიჟს, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაჯდეს.
რა მოპედი არ არის საფრთხის შემცველი? ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ? ამ სიჩქარით რომ ბავშვს დაეჯახოს რა მოხდება? ან თუნდაც ზრდასრულს, მინიმუმ ძვლების მოტეხილობა ხომ არის გარანტირებული?

ამის პრევენცია შეგვიძლია დღესვე თუ გავხდით მართვის მოწმობას სავალდებულოს მოპედისთვისაც, მაგრამ არა! უნდა გავწელოთ, უნდა გავწელოთ, უნდა გავიდეს წლები. უნდა დაიმტვრეს ბევრი, უნდა იტკინოს ბევრმა, უნდა დაველოდოთ წლები და ამის შემდეგ მივიღებთ ამ საშინლად აუცილებელ კანონს. facepalm.gif

საბოლოოდ მაინც ხალხამდე დავდივართ, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, დაჰქრიან მოპედები ბორდიურებზე და ჰკიდიათ, ფიქრობენ რომ ნორმალურია, არ ბრაზდებიან, არ იღებენ ხმას.
გერმანიაში ველოსიპედის ზოლში რომ ფეხით გახვიდე, გადაგივლიან ველოსიპედით და მართლებიც იქნებიან, იქ ვინმემ მოპედით ბორდიურზე რომ იაროს, ხალხი გააჩერებს, გამოიძახებს პოლიციას და დააჯარიმებენ, ამასთან ერთად კარგადაც მიალანძღავენ.

ვიცი აზრი არ აქვს არც ამ თემას, მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მინდოდა მეთქვა კიდევ ერთხელ.

100%

ყველაფერში გეთნახმები!

დედა აქვთ მოსატყნავი ვინც ეგრე არღვევს და 90% ეგრე არღვევს. წითელზე არ ჩერდება არც ერთი მოპედის მძღოლი

Posted by: FJ70 15 Oct 2019, 21:52
ერთი მასეთი ხულიგანი, ჩემ თვალწინ გაიტანა ტაქსისტმა სანაპიროზე

შემეცოდა






Posted by: არისტოტელე999 15 Oct 2019, 21:52
QUOTE
როგორც ვიცი იანვრიდან უნდა მიიღონ ეგ კანონი, ანუ მოპედებისთვის და სკუტერებისთვის ცალკე კატეგორია იქნება მართვის მოწმობის


ლიჟბი ნომრები ჰქონდეთ და თეორიული გამოცდა მაინც ჩააბარებინონ.

წესით აქამდე უნდა ექნათ, მაგრამ გადადეს
2020-ში არჩევნებია და კიდევ გადადებენ ალბათ რავი

Posted by: PAINKILLER 15 Oct 2019, 21:54
QUOTE
წითელზე არ ჩერდება არც ერთი მოპედის მძღოლი



არც წითელზე ჩერდებიან და ზოგჯერ პროწივზეც დადიან (ანუ უბრალოდ ღერძულა ხაზის იქით კი არა, საერთოდ მეორე მხარეს, პირველი ზოლის სიახლოვეს), ისე კი ძირითადად ორმაგ ღერძულა ხაზია მაგათი "ტრასა"

Posted by: night-blue 15 Oct 2019, 21:54
ისე რაც დავაკვირდი, კურიერებიდან 80% სოფლელია.


რა დედის ტყვნა ჭირს ამ ქალაქს წადით ბიჭო თბილისიდან რა ვერ გაიგეთ არ გვევასებით. facepalm.gif


ბევრი ძმაკაცი მყავს მეც მაგრამ ისენი მასე არ იქცევიან როგორც ეგენი sad.gif

აქანე იქანე ისმის ყველგან.


ვაფშე ვიჩხუბოთ არ გინდათ? ტბილისი vs ხაშური მაგალითად


დაგამტვრევთ ძვლებში რინგზე ოღონდ vik.gif

Warning:
ბანი

Posted by: PAINKILLER 15 Oct 2019, 21:56
QUOTE
ისე რაც დავაკვირდი, კურიერებიდან 80% სოფლელია.


რა დედის ტყვნა ჭირს ამ ქალაქს წადით ბიჭო თბილისიდან რა ვერ გაიგეთ არ გვევასებით.


night-blue


აბა თბილისელები არ კადრულობენ კურიერობას და ვიღაცამ ხომ უნდა მიიტანოს "ტავარი" ?






Posted by: David_Gale 15 Oct 2019, 22:06


მოპედზე სულ ეს მახსენდება,

მე მაპატიეთ

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: FJ70 15 Oct 2019, 22:12
QUOTE
ისე რაც დავაკვირდი, კურიერებიდან 80% სოფლელია.


აქ ადვილი ფულის ტილაობა ურჩევნიათ,

ალბათ ეხლა სოფელში, პატარა ბიზნესის ამოქოქვით უფრო იშოვის ადამიანი ფულს ვიდრე აქ ჩამოსვლითა და მასეთი
ტილაობით

Posted by: bridgestone 15 Oct 2019, 22:13
QUOTE (არისტოტელე999 @ 2 Sep 2019, 16:35 )

მაგრამ მე მაქვს რეაქცია! ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, ამას არც მალავენ, კამერებიან შუქნიშნებზეც გადიან ასე და მაინც ჰკიდიათ.
მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მე ვაჩერებ წითელზე, მე ვუთმობ ზებრაზე ადამიანს, მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და პასუხს არავინ სთხოვს.

ნეგატივზე ყურადღების გამახვილება ამ ქალაქში მოძრაობის დროს არ შეიძლება, ხიფათს გადაგყრის.

იმოძრავე ისე, რომ ვინმეს ეგეთს არ დაეჯახო.

ეგეთი იდიოტები კი ადრე თუ გვიან თვითონ დასჯიან თავის თავს.



Posted by: night-blue 15 Oct 2019, 22:13
QUOTE (PAINKILLER @ 15 Oct 2019, 21:56 )
QUOTE
ისე რაც დავაკვირდი, კურიერებიდან 80% სოფლელია.


რა დედის ტყვნა ჭირს ამ ქალაქს წადით ბიჭო თბილისიდან რა ვერ გაიგეთ არ გვევასებით.


night-blue


აბა თბილისელები არ კადრულობენ კურიერობას და ვიღაცამ ხომ უნდა მიიტანოს "ტავარი" ?

სხვა რამეს ვწერ ვერ მიხვდი?


იცი რამდენი მეგობარო და ძმაკაცი მყავს სოფლიდან:? თუნდაც თბილისში რომ ცხოვრობენ.

მაგრამ ისენი არიან წესიერები, ზრდილობიანები, არ ეშლებათ არსად მოქცევა, ნაგავს გარეთ არ ყრიან, არ იგინებიან, გოგოს რო დაინახავენ ### ამოგდებული არ მისდევენ და ა.შ


ხოდა მე ისეთ კატეგორიაზე მაქვს გართულება ვინც ზუსტად მასე იქცევა ცუდად ანუ. ცუდად მოიქცეს თავის სოფელში აქ თუ ჩამოვიდა მოიქცეს ისე როგორც ყველა ნორმალურ და წესიერ ადამიანს შეეფერება.


Posted by: jmm75 16 Oct 2019, 05:55
არისტოტელე999
QUOTE
ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან იქ სადაც ფეხითმოსიარულეთა ადგილია.

QUOTE
პოლიციის წინ დაჰქრიან ბორდიურზე

QUOTE
მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით

QUOTE
ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ

QUOTE
დაჰქრიან მოპედები ბორდიურებზე და ჰკიდიათ

QUOTE
იქ ვინმემ მოპედით ბორდიურზე რომ იაროს, ხალხი გააჩერებს

ტროტუარი ჰქვია მაგას, ტროტუარი.
ბორდიური კი ტროტუარის და სავალი ნაწილის გამყოფია.
დანარჩენში გეთანხმებით.

Posted by: diapragma 16 Oct 2019, 10:31
ყველაფერი, მაგრამ მოძრავი მანქანის წინ რომ ჩაგიხტება, რა უნდა ქნა. ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება. რას მერჩის, რა უნდა.

Posted by: n-i-c-k 16 Oct 2019, 10:38
QUOTE
ისე რაც დავაკვირდი, კურიერებიდან 80% სოფლელია


1500-2000 ლარს შოულობენ და სოფელში რა უნდა გააკეთოს ისეთი რომ ეგ ფული აიღოს ...

ჩაწერის ინსტიტუტია გასაახლებელი smile.gif

ერთ მწვანეს არ დაელოდა ... ყველგან წითელზე გავიდა

user posted image
user posted image
user posted image

სკუტერით როცა დავდივარ და შუქნიშანთან ვდგევარ .. გამომხედავენ კურიერები ხოლმე ისეთი გაკვირვებული სახით და გაღიმებულები გადიან წითელზე smile.gif

მგონი არც იციან რომ სკუტერის მძღოლებსაც წესებს დაცვა ევალებათ smile.gif

Posted by: Trump 16 Oct 2019, 10:39
ძალიან ტვინს ტYნავენ და უნამუსოები არიან
მაგალითად, საბურთალოზე როა შაურმების გამზირი იქ სულ ტროტუარეზე დაჰქრიან.
გეგონება ძალიან გვინდა, ეტლის ბავშვებმა მათი გამონაბოლქვი ისუნთქონ.

დიდი ჯარიმები და სველი კუტას პრინციპია საჭირო მაგათთვის.

Posted by: ბერმუხა 16 Oct 2019, 10:52
რა ხდება ტეხასმოტრის ფულები აღარ ყოფნით ? ვერ გაძღნენ ? ეხლა მოპედრეფრმა უნდა "დანერგონ" facepalm.gif

ჯერ ელემენტარულად ზოლებში მოძრაობა ისწავლეთ, ელემენტარული კულტურა გამოაჩინეთ და მერე აკრიტიკეთ მოპედები.
ბიჯო თქვენ ის მძღოლები არ ხართ 4 ზოლიან გზაზე 6 ზოლად რომ მოძრაობთ ? "პავაროტნიკს" ჩართავს ადამიანი და რიგიდან რიგში რომ არავინ გადაუშვებს ?
თუ ის მძღოლები არ ხართ ტროუარით რომ ცდილობთ სადღაც გაძრომას, ყოველ დღე გიყურებთ და მხოლოდ უარესობისკენ მიდის საქმე.
აღმაშენებელზე ყოველთვის უკიდურეს მარჯვენა ზოლში ვმოძრაობ, ბეემვეს ცენტრთან კიდევ ერთი დამატებითი 20 მეტრის ზოლი ჩნდება, ცენტრში შესვლა/გმოსვლა რომ უფრო მოსახერხებელი იყოს.
ყოველ დღე ვაკვირდები როგორ გამოძვრება ძირითადი რიგიდან ჯიგიტი და ცდილობს ამ 20 მეტრიანი მონაკვეთის გამოყენებით ვიღაცას "გადაასწროს", მერე ისევ უკან შეიტენოს რიგში.
ჰოდა აი ეს ნაროდი რა პონტში ითხოვთ სხვის "დარეგულირებას" , იქნებ ჯერ საკუთარ თავებს მიხედოთ.

Posted by: AraGviani 16 Oct 2019, 10:54
არისტოტელე999
თქვენ შეიძლება არ დადიხართ მანქანით ტროტუარზე, მაგრამ ბევრი მძღოლი დადის და დგას კიდევაც. გაიხედეთ ფანჯარაში... wink.gif
ისე კი მოპედის ადგილას ჩასვით მანქანის მძღოლი, ველოსიპედისტი, ქვეითი, ყველაფერი და ყველა რაც დადის და მოძრაობს რიგრიგობით ან გნებავთ ერთად და ჰოი საოცრებავ! - იგივე სიმართლე იქნება, რაც მოპედებზე დაწერეთ.
მორალი: ქვეყანაში ქაოსია. უმეტესობა არ იცავს წესრიგს, კანონი ყველას ფეხებზე ჰკიდია და სამრათალიც შერჩევითია. ეს არის და ეს. კონკრეტულად მოპედის მძღოლებს კი არ უნდა ვებრძოლოთ და ვტისკოთ, ამ ბალაგანში წესრიგის დამყარება და კანონის ამოქმედება უნდა მოვითხოვოთ.

"ზაკონ ვერ მასდრეკს ვაშკაცსა,
ზაკონ რა ჩემი ### არი" <-- აი ეს გაგება უნდა გადატყდეს ხერხემალში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზაა წესრიგის დამყარება ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ყველას გვეტკინება თავიდან და არავის არ უნდა.

Posted by: არისტოტელე999 16 Oct 2019, 12:14
jmm75
QUOTE
ტროტუარი ჰქვია მაგას, ტროტუარი.


მართალი ხარ up.gif



AraGviani
QUOTE
ისე კი მოპედის ადგილას ჩასვით მანქანის მძღოლი, ველოსიპედისტი, ქვეითი, ყველაფერი და ყველა რაც დადის და მოძრაობს რიგრიგობით ან გნებავთ ერთად და ჰოი საოცრებავ! - იგივე სიმართლე იქნება, რაც მოპედებზე დაწერეთ.


არ არის ეგრე, მანქანებს ნომერი აქვთ, წითელზე იშვიათად გადიან საკმაოდ და თუ გავა იმის შანსიც არის რომ ჯარიმა მიუვა, ხაზებსაც რომ გადაჰკვეთს შეიძლება ჯარიმა მოუვიდეს, ანუ გეთანხმები რომ არც მანქანები ისჯებიან საკმარისად, მაგრამ იქ რაღაც ბერკეტი მაინც არსებობს, როცა მოპედებზე არაფერი შეგიძლია.

QUOTE
კონკრეტულად მოპედის მძღოლებს კი არ უნდა ვებრძოლოთ და ვტისკოთ

ვინც გასაკიცხია, ყველა უნდა გავკიცხოთ, კანონებიც მორალიდან მოდის ნაწილობრივად.
ჩვენ მოპედების უზნეო ქცევას ნორმალურს ვუწოდებთ, მაშინ არც კანონი შემოვა.

QUOTE
ჯერ ელემენტარულად ზოლებში მოძრაობა ისწავლეთ, ელემენტარული კულტურა გამოაჩინეთ და მერე აკრიტიკეთ მოპედები.


ბევრს არაფერს ვითხოვთ, მართვის მოწმობა მოეთხოვოთ და ნომრები ჰქონდეთ

Posted by: ROBERY 16 Oct 2019, 12:24
QUOTE
1500-2000 ლარს შოულობენ

yes.gif

QUOTE
ჩაწერის ინსტიტუტია გასაახლებელი

პირდაპირ მასე არ გამოვა, მაგრამ რაღაცა მოსაფიქრებელია.


Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 12:31
QUOTE
ბევრს არაფერს ვითხოვთ, მართვის მოწმობა მოეთხოვოთ და ნომრები ჰქონდეთ


ექნებათ მალე

Posted by: webdesigner93 16 Oct 2019, 12:36
უნდა ქონდეთ აუცილებლად სარეგისტრაციო ნომრები რათა მოხდეს მათი დაჯარიმება ქალაქში არსებული პოლიციის საკონტროლო კამერებით. ამათ გამო მეც ყველა აგრესიულად მიყურებს, არადა პატიოსანი ბაიკერი ვარ ყველა წესის დაცვით. როცა კარგი ამინდია მანქანით სიარულს მოტოციკლი მირჩევნია, მაგრამ მოპედისტების გამო აგრესიით მიდგება ყველა მეც sad.gif

რატო უნდა დადიოდნენ ასე თავხედად და რატო უნდა იყოს პატრული მათ მიმართ ურეაქციო არ მესმის.

Posted by: mixasa 16 Oct 2019, 12:41
მეგობარს შესახვევში დაეჯახა ბასლაინზე საწინააღმდეგო(!) მიმართულებით მოძრავი მოპედი,
მოკლედ 1500 ლარიანი ჯარიმა აკიდეს , კაცი შოკში იყო საერთოდ რა დარღვეზეა ლაპარაკი.

Posted by: badriany 16 Oct 2019, 12:44
ძალიან უწესოდ დადიან და ძალიან სახიფათოები არიან.
აუცილებელია დარეგულირება.

Posted by: Trump 16 Oct 2019, 13:03
mixasa
QUOTE
მოკლედ 1500 ლარიანი ჯარიმა აკიდეს , კაცი შოკში იყო საერთოდ რა დარღვეზეა ლაპარაკი.



ვის აკიდეს 1500 ლარიანი?

Posted by: The DoctoR 16 Oct 2019, 13:38
პათოსში გეთანხმებით, მაგრამ როგორც მახსოვს მოპედზე არ ვრცელდება მოძრაობის წესები და რას ვერჩით იმ "პატიოსან" ხალხს?! smile.gif

Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 13:52
QUOTE (The DoctoR @ 16 Oct 2019, 13:38 )
პათოსში გეთანხმებით, მაგრამ როგორც მახსოვს მოპედზე არ ვრცელდება მოძრაობის წესები და რას ვერჩით იმ "პატიოსან" ხალხს?! smile.gif

ხოდა უნდა გავრცელდეს, ანუ ტროტუარებზე ვეღარ ივლიან და მართვის მოწმობაც მოეთხოვებათ

Posted by: AraGviani 16 Oct 2019, 15:29
The DoctoR
QUOTE
პათოსში გეთანხმებით, მაგრამ როგორც მახსოვს მოპედზე არ ვრცელდება მოძრაობის წესები და რას ვერჩით იმ "პატიოსან" ხალხს?!


ვინ თქვა არ ვრცელდებაო? მართვის მოწმობა არ სჭირდება, თორემ მოძრაობის წესების დაცვა სჭირდება ყველა სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის მოპედსაც კუბატურის მიუხედავად, ველოსიპედსაც - ეს ორივე სატრანსპორტო საშუალებაა და ქვეითსაც. უბრალოდ პოლიტიკური ნებაა ისეთი, რომ დარღვევებს თავად პოლიცია უწყობს ხელს და ამიტომაც დაპარპაშებს ვისაც როგორ უნდა ისე, დასახიჩრებამდე ან სამარემდე.

ისე, გადაიკითხეთ ერთხელ მაინც საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რა. ყველას გვჭირდება. ბუზებივით ვერავინ დაფრინავს ჯერჯერობით და გზაზე საჭიროა.

Posted by: W-G1 16 Oct 2019, 15:41
არც მოპედს აგდებენ რამედ მანქანის მძღოლები, ორმხრივია უპატივცემულობა.

მოპედზე მოწმობა და ველოსიპედზწც ბარემ, 60 კმ/სთ ველოსიპედმაც შეიძლება აკრიფოს. ამდენ მანქანას მოპედებით სიარული აჯობებდა.

Posted by: არისტოტელე999 16 Oct 2019, 15:46
QUOTE
უბრალოდ პოლიტიკური ნებაა ისეთი, რომ დარღვევებს თავად პოლიცია უწყობს ხელს და ამიტომაც დაპარპაშებს ვისაც როგორ უნდა ისე, დასახიჩრებამდე ან სამარემდე.

+10



ზუსტად რატომღაც ასეთი პოლიტიკაა რომ ყველას ყველაფრის უფლება უნდა მისცე







QUOTE
მოპედზე მოწმობა და ველოსიპედზწც ბარემ,





შედარება ამათი არ შეიძლება
ველოსიპედის წონა 10 კილოა მოპედის 100 კილო+ველოსიპედი მწვანე ტრანსპორტია,ჩუმია, არ ბოლავს.


Posted by: Chilled 16 Oct 2019, 15:53
QUOTE (არისტოტელე999 @ 2 Sep 2019, 16:35 )
ყველა, ვინც ამ ქალაქში გადაადგილდება მანქანით ალბათ, ერთხელ მაინც შეუმჩნევია მოპედების უზნეო, უკანონო და გაუმართლებელი ქცევა.

მოპედის მძღოლები ხშირად, გადიან წითელზე, ჰკვეთენ რა ხაზსაც უნდათ იმას, ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან იქ სადაც ფეხითმოსიარულეთა ადგილია.
არღვევენ ყველა საგზაო წესს პასუხს არავინ სთხოვს.

პოლიციის წინ გადიან წითელ შუქნიშანზე, პოლიციის წინ დაჰქრიან ბორდიურზე და პოლიციას რეაქცია არ აქვს.

მაგრამ მე მაქვს რეაქცია! ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, ამას არც მალავენ, კამერებიან შუქნიშნებზეც გადიან ასე და მაინც ჰკიდიათ.
მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მე ვაჩერებ წითელზე, მე ვუთმობ ზებრაზე ადამიანს, მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და პასუხს არავინ სთხოვს.

ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა მოსახლეობის, 2020 წელი მოდის და მოპედზე ყველა გიჟს, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაჯდეს.
რა მოპედი არ არის საფრთხის შემცველი? ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ? ამ სიჩქარით რომ ბავშვს დაეჯახოს რა მოხდება? ან თუნდაც ზრდასრულს, მინიმუმ ძვლების მოტეხილობა ხომ არის გარანტირებული?

ამის პრევენცია შეგვიძლია დღესვე თუ გავხდით მართვის მოწმობას სავალდებულოს მოპედისთვისაც, მაგრამ არა! უნდა გავწელოთ, უნდა გავწელოთ, უნდა გავიდეს წლები. უნდა დაიმტვრეს ბევრი, უნდა იტკინოს ბევრმა, უნდა დაველოდოთ წლები და ამის შემდეგ მივიღებთ ამ საშინლად აუცილებელ კანონს. facepalm.gif

საბოლოოდ მაინც ხალხამდე დავდივართ, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, დაჰქრიან მოპედები ბორდიურებზე და ჰკიდიათ, ფიქრობენ რომ ნორმალურია, არ ბრაზდებიან, არ იღებენ ხმას.
გერმანიაში ველოსიპედის ზოლში რომ ფეხით გახვიდე, გადაგივლიან ველოსიპედით და მართლებიც იქნებიან, იქ ვინმემ მოპედით ბორდიურზე რომ იაროს, ხალხი გააჩერებს, გამოიძახებს პოლიციას და დააჯარიმებენ, ამასთან ერთად კარგადაც მიალანძღავენ.

ვიცი აზრი არ აქვს არც ამ თემას, მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მინდოდა მეთქვა კიდევ ერთხელ.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია გლოვოს და ვოლტის თავხედობა


არაფერი მაგათთვის არ არის, ვინმე აიკრავს და მძღოლს დააბრალებენ

Posted by: iRadonn 16 Oct 2019, 15:55
მე მოპედების ხმაური მაწუხებს ძალიან.

Posted by: The DoctoR 16 Oct 2019, 17:23
QUOTE (AraGviani)
ვინ თქვა არ ვრცელდებაო?

მართვის მოწმობის ტესტებში არაერთი შეკითხვაა, როდესაც "ვისზე არ ვრცელდება ეს საგზაო ნიშანი", პასუხია რომ მოპედზე არ ვრცელდება.
იქნებ ვცდები.
ყოველ შემთხვევაში, რაცაა ეგ არის საზიზღრობა და როგორც უნდა ისეა გამოსასწორებელი

Posted by: ikaveru 16 Oct 2019, 17:44
Phenem
Dface
ნუ კინკლაობთ biggrin.gif


ყველა, ვინც საერთო მოხმარების გზებზე დადის, როგორც მინიმუმ, უნდა ერკვეოდეს იმ გზებზე არსებულ მოძრაობის წესებში და იცავდეს მათ...

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მისი ტრანსპორტი შიდა წვის ძრავით იმოძრავებს, ელექტრო მოტორით, თუ ღვთიური მადლით...


ვისაც ჯერა, რომ 30 კმ/სთ სიჩქრით მოპედით, ველიკით, მოტოციკლით და სკუტერით სხვადასხვანაირად იმტვრევა ხალხი, მოდი ცდები ჩაატარონ საკუთარ თავზე და მიხვდებიან, რომ ასფალტიც და კედელიც თანაბრად მყარია ყველა შემთხვევაში და საკუთარი ტყავი კიდე თანაბრად ხეხვადი biggrin.gif

Posted by: ბერმუხა 16 Oct 2019, 17:52
აბა რაზე შეთანხმდით ? ველოსიპედზეც მინდა მართვის მოწმობა facepalm.gif

მოკლედ თქვენი საშველი არაა lol.gif lol.gif

უსაფრთხო სექსის ტრეინინგზე და შესაბამის სერთიფიკატზე რას იტყვით ? ეს სფეროც დასარეგულირებელია.

Posted by: silver_ranger 16 Oct 2019, 19:56
მე თვითონ ვმოძრაობ სკუტერით, როგორც კი სარკეში დავლანდავ რომ უკან სხვა მოპედი ან სკუტერი მიახლოვდება, ეგრევე ვიძაბები, ნომრიანების არ მეშინია, უნომროა საშინელება, ერთმა ნამას პატრონმა სარკეზე სარკე გამკრა. ეგ ნამები ვაბშე 100 კუბზე მეტიანებია და საბუთებში 50 უწერიათ, მე ვიჭყლიტე თავი, პრავა ავიღე და ესენი ამ სწრაფი მოპედებით ასით დადიან, არც ნომერი უყენიათ და მოძრაობის წესებიც ფეხებზე ჰკიდიათ. ყველაზე ცუდად გლოვოს და ვოლტის კურიერები მოძრაობენ, ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდიათ, ორ ბორბლიანი შარები არიან.
* * *
sandro82
QUOTE
ვის ვაგინო მითხარი და ვაგინებ !
ისე რაც 12 საათის მერე გინება მოხვედრიათ ჩემგან მაგათ იმდენი ბიუჯეტს ფული რა!
ისე ძაან მაგარი სურვილი მიჩნდება ხოლმე დავეწიო და უკნიდან ოდნავ წავარტყა ხოლმე.
ალბათ ერთი ორჯერ გავაკეთებ კიდეც. 

არ ქნა არ გირჩევ, ერთხელ გააკეთებ, ორჯერ და დაგიმახსოვრებენ, გაგიქროლებენ გვერდზე და მოგიმტვრევენ სარკეს, ან პოლის ლურსმანს გაუსვავენ მანქანას, შენ კიდე ნერვებს ნერვებად მოიშლი და ვერც დაიჭერ, იმიტომ რომ ქალაქში მოპედის დევნა ეგაა ეძებო თივაში ნემსი
* * *
[
არისტოტელე999
სკუტერით ვმოძრაობ, 125 კუბიანით, ნომერიც აყენია და პრავაც მაქვს, ზედმიწევნით ვცდილობ წესების დაცვას მარა.. მძღოლები მოძრაობენ საშინლად, ისე მოუხვევენ მოსახვევში პავაროტნიკს არ იხმარენ, ზოლიდან ზოლში გადასვლისას არ ხმარობენ, ვიღაც უპასუხისმგებლო მძღოლის მიერ გაჩერებულ მანქანას რომ მოერიდნონ მიმავლები რეზკად იღებენ რულს მარცხნივ და გვერდით ზოლში მიმავლებს საფრთხეს უქმნიან, იცი რატო მიეჩვივნენ დაბალი კუბატურის მოპედები მარჯვენა ზოლის მაგივრად შუა და მარცხენა ზოლში მოძრაობას? იმიტომ რომ ტაქსი და მარშუტკა ნებისმიერ ხელის აწევისას რეზკად უჭრის გზას და შანსია რომ ზედ შეასკდეს. ტაქსის, მარშუტკის მძღოლები და ქალები, ესენი არიან პირველი დამრღვევები

Posted by: kush 16 Oct 2019, 21:23
გლოვო, მენიუ და ვოლტის კურიერები ტრაკზე იხევიან 5-10 წუთოს გამო მალე მიიტანონ საჭმელი, არა და ამ 5 წუთის გამო უკვე სიცოცხლეებია შეწირული! ტიპები ერთმანეთს ეჯიბრებიან 35 წუთში მოგიტანთ ჩვენო, მერე მეორე ღლე გამოხტება და დააპიარებს 25 წუტში მოგიტან შეკვეთასო, ერთმანეთზე მეგაღლეობებს აბრახებენ და კურიერებს ტისკავენ მერე მალე მიიტანე შეჩემაო! biggrin.gif

მაგათ თავიანთი უფროსობა სთხოვს ზოგს კი სიღორე ომ რაც შეიძLება მეტი გასვლა მოასწრონ! ხო და ესეთი მოსიარულე შარებისთვის აუცილებელია რომ რამე სტანდარტზე დაჯდნენ , შეეზღუდოთ ყველგან და ყველანაირი მანევრის კეტება და სასწრაფოდ არის ეს წესი გასაკეთებელი, ამას არც ნომერი სჭირდება და არც ეხლა ტეხასმოტრები და ეგეთ სირობას მოიფიქრებენ მთავრობიდან და რეალურ ხიფათს მაინც არ შეეხებიან!

1) უნდა აიკრძალოს ბარდიულზე სიარული მოპედით!
2) უადგილო მანევრებზე უნდა მოხდეს მათი დაჯარიმება!


მაგრამ ხო ვიცი რომ ესენი უბრალოდ ტეხასმოტრებს მოსთხოვენ და ბიუჯეტის შევსებას დაიწყებენ და არა საქმის სწორედ კეთებას!!! ხიხოს ნახირისგან რას უნდა მოველოდოდთ?!! მერე იტყვიან აგერ ხო გავაკეთეთ რეგულაციაო biggrin.gif biggrin.gif როგორც ტაქსებზე ამბობენ 2000 ლარიანმა ოპელებმა გადააკრეს თეთრი ფურები და უსაფრთხო ტაქსით მოძრაობა დავაწესეთო biggrin.gif biggrin.gif თეთრი კლიონკა თუ უსაფრთხოდ ატარებს და სუფთად მგზავს აი მეგასირობასაც მოგონება ხო გინდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 17 Oct 2019, 00:42
QUOTE
1) უნდა აიკრძალოს ბარდიულზე სიარული მოპედით!


ბარდიული არა ჰქვია მაგას , თან რასაც "ბარდიულს" ეძახი მაგაზე ვირტუოზი უნდა იყო რომ მთელი გზა იარო biggrin.gif

ბორდიური ჰქვია საერთოდ smile.gif

user posted image


QUOTE
2) უადგილო მანევრებზე უნდა მოხდეს მათი დაჯარიმება!


როგორც ავტომობილებს აჯარიმებენ , ისევე სკუტერებსაც აჯარიმებენ ... პატრულს გააჩნია ...

მართვის მოწმობის არ საჭიროება არ ნიშნავს წესების არ მოთხოვნას ...

აგერ ქვეითი რომ გადადის უადგილო ადგილას , იმასაც ეკუთვნის 10 ლარიანი , მაგრამ წერს პატრული ?? ხშირად ანელებს და გზასაც უთმობს ..





Posted by: არისტოტელე999 17 Oct 2019, 12:36
silver_ranger

QUOTE
მე თვითონ ვმოძრაობ სკუტერით, როგორც კი სარკეში დავლანდავ რომ უკან სხვა მოპედი ან სკუტერი მიახლოვდება, ეგრევე ვიძაბები, ნომრიანების არ მეშინია, უნომროა საშინელება, ერთმა ნამას პატრონმა სარკეზე სარკე გამკრა. ეგ ნამები ვაბშე 100 კუბზე მეტიანებია და საბუთებში 50 უწერიათ, მე ვიჭყლიტე თავი, პრავა ავიღე და ესენი ამ სწრაფი მოპედებით ასით დადიან, არც ნომერი უყენიათ და მოძრაობის წესებიც ფეხებზე ჰკიდიათ


ზუსტად

შენს მიმართაც უსამართლობაა, მოიქეცი ადამიანურად, როგორც წესია ისე, ჩააბარე გამოცდა და ამ დროს იჩაგრები, სხვა იღებს იმავეს რაც შენ მიიღე ბევრად ნაკლები ძალისხმევით, მაიუმონიბით და უნამუსობით.

ნუ მანქანის მძღოლებიც რომ ამაზრზენები არიან ეგ სხვა თემაა, მაგრამ ნომერი მაინც აქვთ და რავი წითელზეც ბევრად იშვიათად გადიან ვიდრე ხულიგანი მოპედის მძღოლები.

Posted by: Internet_Contraband 17 Oct 2019, 12:55
რავი მე არ მაწუხებს დიდად, თვითონ თუ არ ეშინიათ მე რაა რო? მანქანაში ბევრად უსაფრთხოდ ვარ ვიდრე 100 გრამიანი მოპედი რომელიც ბორბლებში მიძვრება

Posted by: Dface 17 Oct 2019, 20:28
QUOTE
რავი მე არ მაწუხებს დიდად, თვითონ თუ არ ეშინიათ მე რაა რო? მანქანაში ბევრად უსაფრთხოდ ვარ ვიდრე 100 გრამიანი მოპედი რომელიც ბორბლებში მიძვრება

აი 100%იანი რა lol.gif up.gif

მეტი საქმე არ აქვს ხალხს... დღე და ღამ იმაზე ფიქრობენ ვის რა აუკრძალონ facepalm.gif

სკუტერმა შეაუწუხა user.gif არა ნუ არიან ესეთებიც... მსგავის ლოგიკის დროს შურიც თავისას შვება, ანუ იმას იმის უფლება თუ აქვს მე რატომ არ მაქვს, მაშინ იმასაც ჩამოვართვათ, ავუკრძალოთ, სარზე გავსვათ facepalm.gif

Posted by: _Burzum 17 Oct 2019, 21:11
Dface
QUOTE
ველოსიპედზეც ხომ არ შემოვიღოთ მართვის მოწმობა?  არანაკლებ სახიფათოა ბავშვებს რომ დაეჯახონ

შენ იცინე და ისრაელში მიიღეს ეგ კანონი 1-2 თვის წინ შემოვიდა თეორიის გამოცდა ველოზე და სამოკატზე biggrin.gif
და თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა და ველოსიპედით რაიმეს დაარღვევ, ქულები გეწერება ჩვეულებრივად მართვის მოწმობაზე, თითქოს მანქანით დაარღვიე.

Posted by: Dface 17 Oct 2019, 21:19
_Burzum
აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ user.gif

"ცოტა შეაყოფინეს" თეორიაა, რაც პრაქტიკაში მშვენივრად მუშაობს... ამ დროს ხალხს ჰგონია რომ მთავრობა ჩვენზე ზრუნავს mo.gif თანაც გულწრფელად ჰგონიათ ვერ შეედავები...

Posted by: RINO8 17 Oct 2019, 21:28
დღეს ტროტუარზე დამიაბგონა გლოვოს სირიკომ. მოვუკითხე კეთილები მაგრამ ვითომც არ გაუგია, სხვა თავპირს დაალეწავს შემდეგში და ღირსიც იქნება, თან სხვა ლიხაჩებისთვის სამაგალითოც.
* * *
და ვინც ამ ტროტუარზე მოგონკავეებს აპრავებთ, დადეთ აბა ფაქტები ევროპის რომელ ქალაქში დადიან ტროტუარზე მოპედები.

Posted by: Dface 17 Oct 2019, 21:52
RINO8
QUOTE
და ვინც ამ ტროტუარზე მოგონკავეებს აპრავებთ, დადეთ აბა ფაქტები ევროპის რომელ ქალაქში დადიან ტროტუარზე მოპედები.

იმ "ევროპულ ქალაქებში" საგზაო ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია და ასევე ცალკე გზებია გამოყოფილი და ტროტუარებზე ასვლა არც სჭირდებათ. თუმცა ევროპული ქალაქებში რახან რაღაცაა მზოლოდ ამის გამო აქაც იყოს ძალიან დაბალი დონის ლოგიკაა რადგან უამრავ ფაქტორს არ ითვალისწინებს. მაგრამ ყველაფრის ამის გათვალისწიონებითაც (ეს ჩემი აზრია მაგრამ მაინც) დარწმუნებული ვარ იქაც იქნებიან ტროტუარის დამპყრობლები... და რახან ამას პირადად მე ვერ ვხედავ არ ნიშნავს რომ არ არიან.

Posted by: RINO8 17 Oct 2019, 22:10
QUOTE (Dface)
იმ "ევროპულ ქალაქებში" საგზაო ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია და ასევე ცალკე გზებია გამოყოფილი და ტროტუარებზე ასვლა არც სჭირდებათ.

ანუ რადგან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არაა ტროტუარზე გონკაობის უფლება აქვთ? მანქანებმაც იარონ მაგ
ლოგიკით ტროტუარზე, თუ საგზაო ტრასა არაა მოწესრიგებული

QUOTE (Dface)
იქაც იქნებიან ტროტუარის დამპყრობლები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 5 ქალაქში ვარ ნამყოფი და არცერთგან არ შემიმჩნევია მოპედით ვინმეს ჩაექროლოს ფეხით მოსიარულესთვის.

თვითონ ფაქტი რამხელა აბსურდია დაუკვირდით აბა.

ხო, მოპედები კი არა ველოსიპედით (!) რომ ტროტუარზე გაიარო ინგლისში 30 ფუნტიან ჯარიმას გამოგიწერენ. და ამის მერე მოპედის დასაშვებობა საერთოდ ექვემდებარება განხილვას?
The offence of riding a bike on the pavement is punishable by an on-the-spot fine, a fixed penalty notice of £30
https://www.slatergordon.co.uk/media-centre/blog/2018/03/is-it-illegal-to-ride-your-bicycle-on-the-pavement/

user posted image
* * *
საფრანგეთში 135 ევროა ჯარიმა ელექტრო სკუტერით თუ ტროტუარზე გაივლი.

Electric scooters are a popular way to get around in France, but the country’s transport minister has announced that it will be illegal to ride electric scooters on pavements from September 2019. Anyone scooting along the pavement after that date will face a fine of €135 (about $150, £120, AU$220). Electric scooters will still be legal to ride on the road, or in cycle lanes.

https://www.bbc.com/news/world-europe-49248614
* * *
მადრიდში მხოლოდ გზაზე და მაქსიმუმ 30კმ/სთ სიჩაქრით შეგიძლია სკუტერით მოძრაობა
In Madrid, the city requires scooter-users to operate only in roads with no more than one lane per way, while imposing a maximum speed limit of 30 kilometers per hour (18 mph).

გავაგრძელო?
* * *
https://www.euronews.com/2019/06/17/as-deaths-put-e-scooters-in-the-spotlight-what-are-european-countries-doing-to-keep-citize

Posted by: Dface 17 Oct 2019, 22:36
RINO8
თუ არ გსურს ნუ გააგრძელებ, რას მეკითხბი?... საერთოდ არც მითხოვია...
რადგან მე არ მიმაჩნია ეგ მიდგომა სწორი და რას ცდილობ? გადამაფიქრებინო? შენ გაგიმარჯოს შენს გზაზე თუ შენი აზრი სწორი გგონია user.gif

ეგ არის ადამიანის დამონება ჩემს ენაზე და ასე იქნება მუდამ... და სულ არ აქვს მნიშვნელობა "მონობა" როგორ განვითარებულ ქვეყანაში იქნება დაკანონებული.

Posted by: Trump 18 Oct 2019, 11:24
აგერ 5 წუთის წინ შევარდა მანქანის ქვეშ ლოკომოტივის სტადიონთან მოპედი, ბასლეინზე მოდიოდა ბიჭი..

Posted by: silver_ranger 18 Oct 2019, 16:57
Internet_Contraband
QUOTE
რავი მე არ მაწუხებს დიდად, თვითონ თუ არ ეშინიათ მე რაა რო? მანქანაში ბევრად უსაფრთხოდ ვარ ვიდრე 100 გრამიანი მოპედი რომელიც ბორბლებში მიძვრება

მთლად მასეც არაა საქმე, მე მაგალითად პრიუსი დავლეწე 50 კუბიანი სკუტერით, თამარმეფეზე წითელზე ვიდექი და მარეგულირებმა მოძრაობის დაწყება გვანიშნა, სკუტერი ფიცხია, სანამ მანქანა დაიძვრება ის უკვე წინაა გასული, ხოდა დეზერტირებიდან გამოფრენილმა პრიუსმა მხია მთელი ძალით, შიგ ორი დებილი გოგო იჯდა, იმ დებილებმა შუქნიშანს დაუჯერეს და მარეგულირებელის ნიშანი დაიკიდეს, წივილი გავიგე და დარტყმა, გამიმართლა იმიტომ რომ მეც მოძრაობაში ვიყავი, დამარტყა და თან გავედი კიდეც წინ, ისეთი ლეწვის ხმა იყო მეთქი პიპეც, პლასტმასების ნამტვრევები გაიშალა, ვიდწქი და მეშინოდა სკუტერისთვის გვერდიდან შეხედვის, ვფიქრობდი გვერდი წაღწბული იქნება-მეთქი, ეს ყველაფერი ხდება მარეგულირებლის თვალწინ, ვდგევარ და ვილოდები თუ მოსასვლელია მოვიდეს-მეთქი, გოგოებმა რო დაინახეს რომ გადავრჩი, ესევე მოტყდნენ, გავხედე ჩემს სკუტერს და ნაფხაჭნიც არა აქვს, სამაგიეროდ პრიუსი იყო კარგად ალეწილი, მარეგულირებელმა ორივე დაგვიკიდა, გააგრძელა თავისი საქმე. მანქანის სკუტერზე ან მოტოციკლზე დატაკება უდრის კაი დიდ ძაღლს ან ძროხას რომ დაეჯახო, დედას უფეთქრბს მანქანას, ლეწავს. ნუ მანქანასაც გააჩნია, დუგებიან ჯიპებზე არ ვამბობ smile.gif

Posted by: ukimerioni-61 18 Oct 2019, 20:58
ნახალოვკაში დადიანზე დღეს სკუტერი დაეჯახა ქალს, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ ქალის ბრალი იყოო ...

Posted by: Internet_Contraband 18 Oct 2019, 23:35
silver_ranger
ზოგადად ადამიანის დაზიანებაზე ვსაუბრობდი, მაგის მეშინია თორე მანქანა/მოპედის დაზიანებას რამეს მოუხერხებ.

აი მოპედებზე დაღუპვის იმდენი ვიდეო მაქვს ნანახი რომ მე პირადად ვერასდროს გადავწონი მაგის რისკებს იმ ეკონომიით რაც მანქანასთან შედარებით მომცემდა.

Posted by: meruemi 19 Oct 2019, 00:48
QUOTE (Dface @ 17 Oct 2019, 22:36 )
RINO8
თუ არ გსურს ნუ გააგრძელებ, რას მეკითხბი?... საერთოდ არც მითხოვია...
რადგან მე არ მიმაჩნია ეგ მიდგომა სწორი და რას ცდილობ? გადამაფიქრებინო? შენ გაგიმარჯოს შენს გზაზე თუ შენი აზრი სწორი გგონია user.gif

ეგ არის ადამიანის დამონება ჩემს ენაზე და ასე იქნება მუდამ... და სულ არ აქვს მნიშვნელობა "მონობა" როგორ განვითარებულ ქვეყანაში იქნება დაკანონებული.

რას ნიშნავს დამონება? ძალიან არა ადექვატურები ხართ გირჩელები.
ისეიგი უააგთხოების ნორმების შემოღება, და ამ ნორმების დაცვის მოთხოვნა მონობაა?
კაი მაგ ტროტუატზე მოსიარე მოპედისტმა ადმაია ი რომ დაამტვრიოს მერე რას იტყვი? აა დაზარალებულს ეტყვია, რას იზამძმაო ხო არ დავამონებთ ხალხს, აწი ქუჩაში რო გოხვალ შენც დაიზურე ჩაფხუტი. თორე მონობას ხო არ დავამა ონე თო

Posted by: Dface 19 Oct 2019, 02:13
meruemi
ალბათ შენ ხარ მართალი და მე მტყუანი, კიდევ უფრო მეტად დაკვირვებით დავფიქრდები user.gif მადლობა რომ სხვა კუთხით დამანახე სიტუაცია...

Posted by: ikaveru 19 Oct 2019, 08:22
ნუ კინკლაობთ ხალხო, არ არის ამდენი კამათი საჭირო....

ზოგადი აქსიომაა, თუ გადიხარ საერთო მოხმარების გზებზე (სადაც მოძრაობის კონკრეტული წესები არსებობს), მინიმუმ ის წესები უნდა იცოდე, თორე აბსოლუტურად არაადეკვატური თეთრი ყვავი გაიჩითები...

და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რითი იმოძრავებ მაგ დროს... ელექტრო ჰოვერბორდით, თუ 2 მისაბმელიანი ტრაილერით...

თუ მოძრაობის სხვა წევრისგან ვითხოვთ პატივისცემას, კეთილი ვინებოთ და ჩვენც ვცეთ პატივი მათ... და მოდი, ყველამ საკუთარი თავით დავიწყოთ, თორე "იმაიროყამს" ლოგიკით წელიწადში 800 კაცი მიდის მიქელასთან დაუგეგმავი ვიზიტით...


და ისიც უნდა ესმოდეს "შეგნებულ" ადამიანს, რომ მისი პირადი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც თავისი "თავისუფლებით" სხვისი თავისუფლების შეზღუდვას და ვინმესთვის საშიშროების მიყენებას იწყებს....

Posted by: RINO8 19 Oct 2019, 10:35
meruemi

შეეშვი აზრი არ აქვს. როდესაც ერთ მხარეს დევს ფაქტები და არგუმენტირებული დასაბუთება, ხოლო მეორე მხარეს ბრტყელ ბრტყელი "დამონებაა ძმაო ეგ, ჩვენ თავისუფლება გვინდა" ფრაზები, ვერანაირ საღ აზრს ვერ დაიჭერ და მანდ უნდა შეწყვიტო პოლემიკა
* * *
ესე იგი განვითარებულ ქვეყნებში ველოსიპედით და სკუტერით ტრუტუარზე მოძრაობისთვის ჯარიმებია, ჩვენთან კი მოპედით მოძრაობა უნდა იყოს ნორმა, თორემ მონები ვიქნებით ისე.


https://forum.ge/?showtopic=35113771&view=findpost&p=55378431

Posted by: ბერმუხა 19 Oct 2019, 12:29
RINO8
QUOTE
ესე იგი განვითარებულ ქვეყნებში ველოსიპედით და სკუტერით ტრუტუარზე მოძრაობისთვის ჯარიმებია, ჩვენთან კი მოპედით მოძრაობა უნდა იყოს ნორმა, თორემ მონები ვიქნებით ისე.


ვინ თქვა რომ აქ არ უნდა ჯარიმდებოდნენ ?

meruemi
QUOTE
ისეიგი უააგთხოების ნორმების შემოღება, და ამ ნორმების დაცვის მოთხოვნა მონობაა?
კაი მაგ ტროტუატზე მოსიარე მოპედისტმა ადმაია ი რომ დაამტვრიოს მერე რას იტყვი? აა დაზარალებულს ეტყვია, რას იზამძმაო ხო არ დავამონებთ ხალხს, აწი ქუჩაში რო გოხვალ შენც დაიზურე ჩაფხუტი. თორე მონობას ხო არ დავამა ონე თო



თემა წავიდა სხვა მიმართულებით, არავინ კამათობს რომ მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყველა უნდა დაჯარმდეს მძღოლიც, მოპედიც და ქვეითიც.
საინტერესო ეხლა ვინ ან რა უშლის ხელს პატრულს რომ მოპედისტებს ჯარიმები დაუწეროს ? მართვის მოწმობის არქონა ? თუ გირჩი ?

თემი ავტორი მოითხოვდა "დარეგულირებას" ანუ 50 კუბი და ნაკლები მოცულობის ან ელექტროსკუტერებზე მართვის მოწმობის მოთხოვნას.
იმ მოტივით რომ დაუსჯელები არიანო ... რაც მტკნარი ტყუილია და თუ არავინ სჯის ეგ პატრულს მოკითხეთ.

საუბარია იმაზე რომ ყველგან და ყველაფერში სახელმწიფომ თავისი ნეხვიანი ცხვირი არ უნდა ჩაყოს .
დარღვევა სულ სხვა თემაა .... არც ფეხით მოსიარულეს აქვს მართვის მოწმობა, არც ვალდებულება აქვს ? არ ჯარიმდება ?
მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში რომ რაღაც ტრანსპორტის მართვას არ ჭირდება მართვის მოწმობა.

Posted by: BLOODRED 19 Oct 2019, 18:26
ნებისმიერ ტრანსპორტზე გარდა ველოსიპედისა საჭიროა ნომრები.
გინდა 50 კუბიანი იყოს და გინდა 5 ლიტრიანი.

Posted by: RINO8 19 Oct 2019, 19:17
ბერმუხა
QUOTE
ვინ თქვა რომ აქ არ უნდა ჯარიმდებოდნენ ?

გადახედე ბოლო 2 გვერდს

ფაქტები დავდე რომ ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში არის სანქცია ველოსიპედისთვის და ელექტრო სკუტერისთვის თუ ისინი ტრუტუარზე გაბედავენ მოძრაობას. მოპედი, მოტო და ა.შ მსგავსი ტიპის საშუალებებისთვის ვერ ვნახე იგივე კანონი, ალბათ იმიტომ რომ ისეთივე აბსურდია, როგორც საფეხმავლო ტროტუარებზე მანქანების მოძრაობა რომ კანონის ჩანაწერის დონეზე აკრძალო facepalm.gif

ხოდა გეკითხებით დანარჩენებს, ჩვენთან რომ ველოსიპედიც, სკუტერიც და მოპედიც რომ ტროტუარებზე დაგონკაობენ, მაგათი დაჯარიმება მონობა და თავისუფლების შეზღუდვაა? ანუ ნორმაა როგორც გადაადგილდებიან? იმენნა მაგათთვის შეიძლება?

Posted by: Dface 19 Oct 2019, 19:22
BLOODRED
QUOTE
ნებისმიერ ტრანსპორტზე გარდა ველოსიპედისა საჭიროა ნომრები.

ესეც ველოსიპედია, ანვითარებს 96კმ/სთ სიჩქარეს და ერთი დატენვით გადის 160 კილომეტრს.

user posted image

Posted by: cheguevarra 19 Oct 2019, 19:25
ერთსა და იმავე ადგილას ან არ უნდა რეგულირდებოდეს არცერთი ტრანსპორტის მოძრაობა, ან უნდა რეგულირდებოდეს ყველა.. არ უნდა ამის გააზრებას დიდი ინტელექტი..

და ტრანსპორტის ხმის დარეგულირებას რატომ არავინ მოითხოვთ? დავიჯერო გსიამოვნებთ, საღამოს დასვენებისას/ფილმის ყურებისას , ბავშვის დაძინებისას.. რომ ჩამოაგრიხინებენ ეს დედა#####ულები მოტოციკლეტებს და გლუშიწელგამოხეულ მანქანებს, არავის გიჩნდებათ სურვილი, გადმოიღოთ ეს ნაბოზარი და თავი ტრაკს დაუმგვანოთ? ამწუთას ჩამოიარა რაღაცა ისეთმა საშინელებამ, რომ მეშვიდე სართულზე მიხურულ ფანჯარაში გამაძაგძაგა..

Posted by: Dface 19 Oct 2019, 19:34
ძალიან მაინტერესებს რამხელა აბსურდამდე მივა ეს თემა...

Posted by: n-i-c-k 19 Oct 2019, 19:59
QUOTE
ძალიან მაინტერესებს რამხელა აბსურდამდე მივა ეს თემა


biggrin.gif


Posted by: არისტოტელე999 29 Oct 2019, 19:17
ფუ რა გულისამრეობა ხდება ქალაქში

---------



ეს ნახეთ
ტიპები სარკეებს უმტვრევენ ხალხს

არა რა საჭიროა მართვის მოწმობა მოპედზე facepalm.gif


Posted by: ikaveru 29 Oct 2019, 20:00
არისტოტელე999

აი მაგ 2 ვიდეოში იმდენს არღვევენ თვითონ, უნდა აიღო და ეგ სკუტერ-მოპედები გაუკეთო ერთ ადგილას....


თან როგორი ვაჟკაცური ფრაზები აქვთ, ეტყობათ რა მაგრებიც არიან "კანონების დდშვც... აუ, დაიცა, პოლიცია მოდის, მოატრიალე" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: არისტოტელე999 13 Dec 2019, 18:22
აპ

_________________


ჭავჭავაძეზე ტროტუარზე ორი მოპედი გონკაობდა

მაგარია, კანონი რომ არ გაქვს, პოლიცია უყურებს და მაგრად კიდია


Posted by: levani169 13 Dec 2019, 18:33
არისტოტელე999
QUOTE

ჭავჭავაძეზე ტროტუარზე ორი მოპედი გონკაობდა

შეგვჭამეს სოფლელებმა!

Posted by: არისტოტელე999 13 Dec 2019, 18:34
QUOTE
შეგვჭამეს სოფლელებმა!


ასეთი კომპლექსა ხალხი როგორთ ხართ/არიან სოფლელები?

Posted by: სნუპ დოგი 28 Dec 2019, 18:35
1. ველოსიპედზე არაა საჭირო მართვის მოწმობა. რადგან გზაზე არ დადიან ან თუ დადიან იცავენ წესებს. ტროტუარზე თუ დადის ველოსიპედი არის 10 კილო ჰაჰა მაქსიმუმ 25. ველოსიპედს რანაირად შეუძლია 160 ის განვითარება? პედლები უნდა ატრიალო? დდდ

2.სკუტერზე საჭიროა პრავა 50 cc ზე ყველაფერს რო თავი დაანებო სკუტერის მძღოლისთვის არის კარგი, რადგან სკუტერის მოპარვა შემცირდება. ნომრები ექნება და პატრონის სახელზე იქნება. თან მოპარვასაც აზრი აღარ ექნება იმიტომ რომ მომპარავი ვეღარ ჩააბარებს სკუტერს მყიდველთან თუ ხელოსნებთან პირადობას მოთხოვს და ტექ პასპორტს.

3. მანქანის მძღოლები ხართ იმენა ძმები <3 სულ გზას მითმობთ,ანელებთ, მოტოს რომ ხედავთ, მკვეთრად წევთ მანქანას, ფარებს აქრობთ რო ჩაგიართ მოტო. რასაც დავაკვირდი კარგად დადიხართ <3

სკუტერის მძღოლებმა კიდე ჩუმად იყავით რა მანქანის მძოღლმა რაცარუნდა დააშავოს სკუტერმა წითელზე არ უნდა გაიაროს! და ტროტუარზე არ უნდა მოდიოდეს 30+ სიჩქარით.

ზემოთ მართალი დაწერეს მანქანის მძოლი არ ზიანდება, ზიანდება სკუტერის მძღოლი. ასე რომ სიფრთხილე სკუტერის მძღოლებს გმართებთ.
მოტოს მძღოლები არ არღვევენ წესებს იმდენად რამდენადაც სკუტერის მძღოლები.

Posted by: არისტოტელე999 1 Jan 2020, 11:57
სნუპ დოგი

+1

p.s.
QUOTE
3. მანქანის მძღოლები ხართ იმენა ძმები <3 სულ გზას მითმობთ,ანელებთ, მოტოს რომ ხედავთ, მკვეთრად წევთ მანქანას, ფარებს აქრობთ რო ჩაგიართ მოტო. რასაც დავაკვირდი კარგად დადიხართ <3


მოტოს მძღოლს მანქანის მძღოლზე კარგი ეთქვას პირველად მესმის biggrin.gif





იმედია ამ წელს შემოიღებენ მართვის მოწმობას მოპედებისათვისაც.

Posted by: after11years 1 Jan 2020, 13:00
შობა-ახალ-წლებს გილოცავთ...

მშვიდობიანად გევლოთ 2020-ში smile.gif

Posted by: არისტოტელე999 3 Jan 2020, 00:35
ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XXIV დანართით გათვალისწინებული „მართვის მოწმობების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის 2006/126/EC დირექტივის მე-4−მე-7 მუხლებისა და II და III დანართების დებულებების შესრულება. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (მსგავსად მოქმედი წესისა), ხოლო პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. გამოცდის ჩაბარების დროს პირი ჩაითვლება მძღოლად.
კანონპროექტით დგინდება სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს და ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს.
„A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ხოლო 18 წლამდე პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ „AM” (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ორეტაპიანად გარდაქმნა და ახალი მეორე ეტაპის დამატება იწვევს სააგენტოს მომსახურების სფეროს გაფართოებას და, შესაბამისად, ახალი საფასურის დადგენას. ამასთანავე, ხდება როგორც ავტომატური, ისე მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გათანაბრება და სხვა საფასურების განსაზღვრა.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან იზრდება 1 კალენდარულ წლამდე.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის შედეგების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადა ნაცვლად 1 სამუშაო დღისა, იქნება 3 სამუშაო დღე.
საკანონმდებლო პაკეტი სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურებებთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ დაჩქარებულ და ახალ მომსახურებებს.

Posted by: darlan 4 Jan 2020, 21:02
QUOTE
მოპედი ანუ ხელშეუხებელი ხულიგანი.


ვაჟაზე სამედიცინოსთან ვაგინე WOLT-ის მძღოლს წინასაახალწოდ, ტროტურაზე უკნიდან მომადგა და დამისიგნალა.

Posted by: Richi049 4 Jan 2020, 21:07
ხელშეუხებელი ხულიგანია მართლა. საბერძნეთშიც ასე იყო, შემოიყარა უსაზღვრო რაოდენობით და ამის შემდეგ გახშირდა მოპედით ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულებები. მოპედი ყველა ერთმანეთს გავს, კასკის დახმარებით იდენთიფიკაცია ძნელია და გაუდიოდა სალონიკს და ათენს მოპედებიდან სროლა))) ბევრმა გამოუძიებელმა საქმემ მოითხოვა ამ მოპედების აღრიცხვა. დღეს ყველას ნომერი აქვს და ჭირდება მართვის მოწმობა. ასე რომ მოვა მაგის დროც ჩვენთან და არც ისე გვიანაა ეგ დრო..

Posted by: არისტოტელე999 30 Jan 2020, 18:01
აპ თემას!
პრობლემა ისევ არის!
პრობლემა ისევ დიდია!


Richi049
QUOTE
დღეს ყველას ნომერი აქვს და ჭირდება მართვის მოწმობა. ასე რომ მოვა მაგის დროც ჩვენთან და არც ისე გვიანაა ეგ დრო..


ასოცირების ხელშეკრულებაში გვიწერია რომ უნდა მოეთხოვებოდეთ მაგათაც მართვის მოწმობა და მარტალია მოვა ეგ დრო, მაგრამ რატომ წელავენ?
რა არის ინდოეთია რომ მოპედებით სადაც უნდათ იქ იარონ? ტროტუარზე დაქრიან ტიპები თან ნაგლად გისიგნალებენ გადადიო, მაგათ ჭკუა არ აქვთ და კანონით უნდა დარეგულირდეს.

იმედი მაქვს 2020 წელს შეიცვლება რამე

Posted by: kalisto 30 Jan 2020, 19:34
არისტოტელე999
3 წლიან ლიშენიაზე ვარ, ერთი წელი გავიდა უკვე. მოპედზე ვფიქრობდი და დაბალკუბატურიან მოპედებზე პრავები იქნებაო მაგან გამაჩერა. ეხლახანს დავრეკე შსს ცხელ ხაზზე და ჯერ არ იქნებაო, უნდა ვიყიდო მოპედი, ცუდად არ ვივლი, მეც არ მომწონს ქაჯებივით რომ დაჰქრიან.

Posted by: wrangler7 30 Jan 2020, 21:30
kalisto
სანამ მაგ კანონს მიიღებენ,კი გაგივა ლიშენიის დრო biggrin.gif

Posted by: kalisto 30 Jan 2020, 21:40
QUOTE (wrangler7 @ 30 Jan 2020, 21:30 )
kalisto
სანამ მაგ კანონს მიიღებენ,კი გაგივა ლიშენიის დრო biggrin.gif

მეც მაგის იმედი მაქვს. ორთვლიანი ტრანსპორტი არ მიზიდავს ზოგადად, უბრალოდ მართლა მჭირდება.

Posted by: არისტოტელე999 4 Feb 2020, 18:53
kalisto
QUOTE
3 წლიან ლიშენიაზე ვარ, ერთი წელი გავიდა უკვე. მოპედზე ვფიქრობდი და დაბალკუბატურიან მოპედებზე პრავები იქნებაო მაგან გამაჩერა. ეხლახანს დავრეკე შსს ცხელ ხაზზე და ჯერ არ იქნებაო, უნდა ვიყიდო მოპედი, ცუდად არ ვივლი, მეც არ მომწონს ქაჯებივით რომ დაჰქრიან.


biggrin.gif
ამ წელს შემოიღებენ გული მიგრძნობს ან მაქსიმუმ 2021-ში

აი ნახე:

"ამავდროულად, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს."

https://www.newposts.ge/?l=G&id=223586-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98&fbclid=IwAR0tTJggnDu7cSBZGPNz5sFc7Qexydqdnm4mo4i6kINZN3aAJg-XKQRg9JQ

Posted by: kalisto 4 Feb 2020, 19:34
არისტოტელე999
ჯერჯერობით არ მიდის მაგაზე ოფიციალური საუბარი. სამჯერ დავრეკე შსს_ში და მიპასუხეს რომ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ ამ თემაზე და შემიძლია ვმართო მოპედი , ოღონდ ფხიზელმა biggrin.gif

პ.ს ისე, ერში ქაჯები მრავლობს და რა მნიშვნელობა აქვს ხალხი ვირზე იჯდება, მანქანაზე თუ მოპედზე?

Posted by: არისტოტელე999 4 Feb 2020, 19:35
kalisto

QUOTE
ჯერჯერობით არ მიდის მაგაზე ოფიციალური საუბარი. სამჯერ დავრეკე შსს_ში და მიპასუხეს რომ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ ამ თემაზე და შემიძლია ვმართო მოპედი , ოღონდ ფხიზელმა


დამიჯერე 2020-ში შემოვა ეგ კანონი ან მაქსიმუმ 2021-ში

ასოცირების ხელშეკრულებაშია და სხვა გზა არ აქვთ.

Posted by: kalisto 4 Feb 2020, 19:45
არისტოტელე999
შემოვიდეს მერე მეგობარო. თუ ხალხს კულტურა არ აქვს არაფერი შეიცვლება.
მინუს ქულებმა, ჭკვიანმა ამერებმა და უკონტაქტო პატრულმა უშველა რამე ამ ხალხს? იგივე იქნება მოპედებზეც.

Posted by: არისტოტელე999 4 Feb 2020, 20:04
kalisto

QUOTE
შემოვიდეს მერე მეგობარო. თუ ხალხს კულტურა არ აქვს არაფერი შეიცვლება.
მინუს ქულებმა, ჭკვიანმა ამერებმა და უკონტაქტო პატრულმა უშველა რამე ამ ხალხს? იგივე იქნება მოპედებზეც.


ტროტუარზე ვეღარ ივლიან
წითელზე ვეღარ გავლენ

თუნდაც ამის გამო ღირს.

Posted by: ქართლოსი 10 Feb 2020, 01:11
პრავები თუ შემოიღეს მოპედებზე ცოტა მოწესრიგდება ალბათ.

Posted by: არისტოტელე999 10 Mar 2020, 14:15
ესეც მორიგი თვე და ისევ არაფერი შეცვლილა


ქართლოსი
QUOTE
პრავები თუ შემოიღეს მოპედებზე ცოტა მოწესრიგდება ალბათ.


კი მაგ შემთხვევაში ნამდვილად მოწესრიგდება

Posted by: n-i-c-k 22 Mar 2020, 17:55
არისტოტელე999

მინიმუმ შემოდგომამდე აღარაფერი იქნება ...

ნუ კიდევ ვიმეოერებ 50ცც მდე პრავა მარაზმია, აღარავინ იყიდის - პირდაპირ 110-125 ცც ზე გადაჯდებიან. 110-125 იანებს ისედაც უნდა პრავა ...

რეგისტრაცია კი ვფიქრობ აუცილებელია...

Posted by: არისტოტელე999 9 Apr 2020, 17:40
n-i-c-k
QUOTE
მინიმუმ შემოდგომამდე აღარაფერი იქნება ...

ნუ კიდევ ვიმეოერებ 50ცც მდე პრავა მარაზმია, აღარავინ იყიდის - პირდაპირ 110-125 ცც ზე გადაჯდებიან. 110-125 იანებს ისედაც უნდა პრავა ...

რეგისტრაცია კი ვფიქრობ აუცილებელია...


ჰო ახლა უკვე შემოდგომაზეც არა მგონია იყოს რამე

ჩემი აზრით 50ცც-მდეც უნდა იყოს მართვის მოწმობა საჭირო, მაგრამ მხოლოდ ნომერი რომ ჰქონდეთ ეგეც მაწყობს.
ანუ წითელზე რომ გავლენ და ფარს რომ მოგიტეხავენ მერე კამერებით დაიჭირონ რა
ახლა ბევრი 100ცც+ დადის და კიდია მაინც, იმიტომ რომ იტყვიან 50ცც არისო

Posted by: n-i-c-k 9 Apr 2020, 18:03
არისტოტელე999

ივნისს- ივლისამდე ჯერ კარანტინი იქნება biggrin.gif

გაგამწარეს სავარაუდოთ biggrin.gif

ნომერი საკმარისი უნდა იყოს, და წესით გაფორმებაც მანქანის ფასი არ უნდა იყოს და რუსთავში არ უნდა გაგაგზავნონ biggrin.gif თან ავტობანზე კანონით იკრძალება მაგით გასვლა...

პრავა თუ შემოიღეს ყველა უფრო დიდი მოცულობის ტრანსპორტზე გადავა

Posted by: Lamorac 9 Apr 2020, 18:26
დღეს კანდელაკზე დაარტყეს მოპედს
როგორაა ნეტა sad.gif

Posted by: არისტოტელე999 9 Apr 2020, 18:38
n-i-c-k

QUOTE
ივნისს- ივლისამდე ჯერ კარანტინი იქნება
გაგამწარეს სავარაუდოთ


ჰო მეც ეგრე მგონია
კი გამამწარეს
ჭავჭავაძეზე ფეხით რომ დავდივარ, სულ შიში მაქვს რომ უკნიდან მიახლოვდება და შეიძლება დამეჯახოს
ტროტუარზე ვეღარ მივლია რა ადამიანურად და მანქანითაც რომ დავდივარ ვჭედავ როცა წითელზე გადიან
მინდა რომ ავაკაპოტო მაგის გამო

ჰო ნომერი მინდა მინიმუმ, მაგრამ მე მომხრე ვარ რომ მართვის მოწმობაც აიღონ და ასაკობრივი ზღვარიც იყოს, არ უნდა იჯდეს 14-15 წლის ბავშვი მოპედზე და არ უნდა დაქროდეს
მე ვიცი რა დაყლეებულიც ვიყავი მაგ ასაკში და ველოსიპედით როგორ დავდიოდი, მოპედი რომ მყოლოდა საერთოდ იდიოტობებს ვიზამდი და არც ესენი მგონია რომ განსხვავდებოდნენ ჩემგან, ამიტომაც ეგეც აუცილებელია.


Posted by: benito777 16 Apr 2020, 22:40
QUOTE
მოპედი ანუ ხელშეუხებელი ხულიგანი.


21 აპრილამდე გადაადგილების ძირითადი საშუალება up.gif biggrin.gif

Posted by: yobo 24 Apr 2020, 16:17
მოპედს ხომ არ ყიდით ვინმე???
ძან საჭირო ტრანსპორტი გახდა

Posted by: არისტოტელე999 7 May 2020, 16:47
მაისიც მოვიდა და ჯერ არაფერი ისმის...

Posted by: wrangler7 8 May 2020, 05:31
არჩევნებამდე არაფერი იქნება, არჩევნების წინ წამგებიანია ასეთი თემების წამოწევა ხელისუფლებისთვის

Posted by: NGelashvili 8 May 2020, 20:10
მეგობრებო რადგან მოპედებზე არის ჯგუფი ყველაზე შესაფერისი ეს ვნახე კითხვის დასასმელად smile.gif ელექტრო სკუტერები რომ შემოუყვანეს თუ სკუტერია საერტოდ არც ვიცი რა ქვია რამდენად არის უსაფრთხოო?? ბევრს ვხედავ ახლა ქალაქში და თქვენი აზრიც მაინტერესებს smile.gif

Posted by: არისტოტელე999 8 May 2020, 21:03
NGelashvili

QUOTE
მეგობრებო რადგან მოპედებზე არის ჯგუფი ყველაზე შესაფერისი ეს ვნახე კითხვის დასასმელად  ელექტრო სკუტერები რომ შემოუყვანეს თუ სკუტერია საერტოდ არც ვიცი რა ქვია რამდენად არის უსაფრთხოო?? ბევრს ვხედავ ახლა ქალაქში და თქვენი აზრიც მაინტერესებს


უსაფრთხო ვისთვის?
ველოსიპედს რა საფრთხეც აქვს იგივე აქვს დაახლოებით.

wrangler7
QUOTE
არჩევნებამდე არაფერი იქნება, არჩევნების წინ წამგებიანია ასეთი თემების წამოწევა ხელისუფლებისთვის


რა თქმა უნდა
მერეც არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ რა იცი რა ხდება...

Posted by: NGelashvili 9 May 2020, 18:39
არისტოტელე999
რადგან სიჩქარის აკრეფვა მარტივად არი შესაძლებელი და თბილისში არცთუისე მოწესრიგებულია სპეციალური გზებიი მაგის მეშინია. ჩემ 16 წლის ძმას უნდა და რამდენად სანდოაა ვფიქრობ, დიდად ფრთხილი არ არი და მაგიტომ smile.gif))

Posted by: არისტოტელე999 9 May 2020, 22:56
NGelashvili

biggrin.gif
როგორც ვტქვი ველოსიპედის საფრთხე აქვს დაახლოებით, ფეხითაც შეგიძლია წაიმტვრიო კისერი.
ჩაფხუტს თუ გაიკეთებს რისკი საგრძნობლად შემცირდება.
ისე კი 22 ლარი ღირს საათი და მგონი ბევრჯერ მაინც ვერ იკატავებს biggrin.gif

Posted by: Tobuldar 10 May 2020, 01:03
ვალდებულება რათქმაუნდა პირველ რიგში, მაგრამ ამის გარეშეც შუქნიშნებზე გაჩერება მსიამოვნებს პირიქით. biggrin.gif
მიყვარს ჩემ ტექნიკას რომ ათვალიერებენ )))))

Posted by: NGelashvili 11 May 2020, 21:04
არისტოტელე999
QUOTE
ისე კი 22 ლარი ღირს საათი და მგონი ბევრჯერ მაინც ვერ იკატავებს

მეც მაგით ვიმშვიდებთ თავს smile.gif)) ფეხით წამტვრევაზეც გეთანხმებითsmile.gif
QUOTE
როგორც ვტქვი ველოსიპედის საფრთხე აქვს დაახლოებით

მადლობა გავითვალისწინებთ

Posted by: არისტოტელე999 1 Jun 2020, 15:07
აპ

ივნისია და ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა

Posted by: kalisto 2 Jun 2020, 20:20
არისტოტელე999
ყიდვა მინდა მოპედის და თავს ვიკავებ. კიდევ დავრეკე შსს ცხელ ხაზზე და მითხრეს რომ ჯერჯერობით არაფერზე არ მიდის საუბარი. როდესაც ამ კანონის მიიღებენ, მერე ერთი წელი ვადას მისცემენ რომ ყველა მოპედი "გაპრავიანდეს". ამ კორონას დროს კიდევ არავის სცხელა მაგისთვის.
ალბათ, სანამ ეს პრობლემა მოგვარდება ლიშენიაც გამივა.

Posted by: არისტოტელე999 3 Jun 2020, 00:19
kalisto

მართალია
2020 წელს შანსი არაა მოხდეს
2021-შიც შეიძლება
ოღონდ ბოლოსკენ
მაგრამ მე მაინც 2022 წელს ვივარაუდებ biggrin.gif

Posted by: არისტოტელე999 19 Jul 2020, 21:30
აპ

------------------------------------------------

არის ცვლილება?

Posted by: DarK 20 Jul 2020, 08:10
ჰმ რა საინტერესო თემაა. მანქანის მძღოლები ანგელოზებად მოგეჩვენება ამ თემის წაკითხვის შემდეგ...

მე დავდივარ მოპედით, წითელზე ვაჩერებ, ტროტუარზე არ ავდივარ და პავაროტნიკებს ვხმარობ ზოლიდან ზოლზე გადასვლისას.

და აი რამოდენიმე საინტერესო ფაქტი:
1) 2-ჯერ კინაღამ გამიტანა მარშრუტკის მძღოლმა (პავაროტნიკის არ ჩართვის გამო) და 2-ჯერ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა (იგივე მიზეზით). ამ შემთხვევების მერე, მანქანებს აღარ ვუსწრებ თუ უსაფრთხო ტერიტორია არაა.

2) წითელზე ვიდექი გაგარინზე, პატრული მედგა გვერდით, გამომხედა თვალებში და მეუბნება - "მოპედი გაიარე". მეც გავიარე რადგან პატრულმა მომცა მწვანე.

ახლა იმათთვის ვინც დაწერილის ინტერპრეტაციას ვერ ახდენს:
1) მოპედის მძღოლები რომ ხშირად არღვევენ ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მოდი ნუ გამოვიყვანთ მანქანის მძღოლებს ანგელოზებად. ისეთი შეუგნებელი ფალოსი ზის ხშირად საჭესთან რომ პრავის მიმცემს აგინებ. ამიტომ პრავა ბევრს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა რომ წითელზე აღარ გაივლიან. რაც მამენტ, პატრულს რომ უნდოდეს დააჯარიმებს 10 ლარით როგორც წითელზე გადამსვლელ ქვეითს (მინახავს ასეთი შემთხვევაც).

2) პატრულს თუ არ აქვს ბრძანება მიცემული, რომ დასაჯოს წითელზე გასული (ან სხვა საგზაო წესის დამრღვევი) მოპედისტი, რატომ გგონიათ, რომ ეს მოპედისტის ბრალია? biggrin.gif მოპედისტები კი არა, მკვლელობაზე დასჯის კანონი რომ გააუქმო, მალევე ანარქია აიწევა. ამიტომ, მოპედის მძღოლებს კი ნუ აგინებთ ფორუმზე, ჯობია მასიურ პეტიციას მოაბათ თავი და შეადგინოთ ადეკვატური მოთხოვნა თუ ასე ძალიან გაწუხებთ მოპედისტები (რაც ძალიან მეეჭვება).

Posted by: არისტოტელე999 4 Aug 2020, 14:12
აგვისტოა და ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა

DarK
მანქანის მძღოლები რაც არიან ვიცით, მაგრამ მათ ნომრები მაინც აქვთ და წითელზე რომ გავა ჯარიმა მიუვა და აღარ იზამს
მოპედზე არავითარი მექანიზმი არ არსებობს

Posted by: Wisemаn* 4 Aug 2020, 15:09
DarK
მანქანის მძღოლები ანგელოზებად არავის გამოყავს, 50%- ერთი მეორეზე ### მძღოლია და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასასვლელად რამდენიმე დედის გინება უეჭველი დაგჭირდება გზაზე, მაგრამ
აი ეს მაგრამ არის მთავარი, რაღაცა სისულელის გაკეთებით, მანქანის მძღოლი 100 დან 99% შემთხვევაში სიცოცხლეს არ იგდებს საფრთხეში, არც თავისას და არც სხვისას.
მანქანის მძღოლმა იცის რო რაღაცას რო დაარღვევს ჯარიმა მოუვა, კამერიდან ან პატრული გაუკეთებს ჯარიმას + ქულას დააკლებს
მაგრამ მოპედის მძღოლებს ეგ ყველაფერი კიდიათ, არც ჯარიმა მისდით და არც მართვის მოწმობას ემუქქრება რამეს და გაჯმული აქვთ თავზე 95%-ს.
რათქქმაუნდა ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ მთავრობა რახან ###ა არ ნიშნავს რომ დანარჩენებიც YLეები უნდა იყვნენ და საკუთარის გარდა სხვისი სიცოცხლეეც საფრთხეში ჩააგდონ.

QUOTE
მე დავდივარ მოპედით, წითელზე ვაჩერებ, ტროტუარზე არ ავდივარ და პავაროტნიკებს ვხმარობ ზოლიდან ზოლზე გადასვლისას.

რესფექთი ამის გამო, პავაროტნიკებს მანქანის მძღოლების 80%-იც არ ხმარობს ზოლის შეცვლისას. მაგაზეც ჯარიმაა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პატრული მოგსდეს უკნიდან და კამერა დაგაფიქსირებს, მაგრამ შენნაირი მოპედის მძღოლი სამწუხაროდ საერთო რაოდენობის 5% ზე მეტი არ იქნება.

Posted by: არისტოტელე999 26 Oct 2021, 16:40
QUOTE
მართალია
2020 წელს შანსი არაა მოხდეს
2021-შიც შეიძლება
ოღონდ ბოლოსკენ
მაგრამ მე მაინც 2022 წელს ვივარაუდებ


ამაშიც მაგარი რო ვარ რა
2020-ში უკვე ვიცოდი როდის იზამდნენ love.gif
საღოლ ძველო მე

Posted by: არისტოტელე999 5 Feb 2022, 21:49
1 თვეზე ნაკლები რჩება ხელშეუხებელი ხულიგნების მოსარჯულებლად love.gif

3 წელი გავიდა ამ თემიდან, მაგრამ ასეც ვიცოდი რომ 2022-მდე არაფერს გააკეთებდნენ

Posted by: Aspie 11 Nov 2022, 18:10
ფეხით სიარულისას ძალიან დისკომფორტს მიქმნიან. თითქოს არც იყურებიან სად მიდიან..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)