Tbilisi Open Air 2020 – 26, 27, 28 ივნისი Lisi Wonderland
3 დღე, 4 სცენა, 70-ზე მეტი არტისტი.
საწყის ეტაპზე, 17 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტი .
ფასი - 125 ლარი.
ამ პერიოდში, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
თუკი აბონემენტს 7 აპრილის ჩათვლით შეიძენთ, თქვენ ავტომატურად მოგეცემათ უნიკალური შანსი, მიიღოთ ჩვენს გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგოთ Tbilisi Open Air-ის 10-წლიანი საშვი. სულ გამოვლინდება 50 გამარჯვებული. გათამაშების წესებს დეტალურად 8 აპრილს გაგაცნობთ.
აბონემენტები იყიდება ონლაინ: www.tkt.ge/openair, ასევე ფილარმონიის სალაროებში.
8 აპრილს მოიმატებს აბონემენტის ფასი და დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა.
10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად თან უნდა ახლდეთ სრულწლოვანი პირი.
ყველა ბილეთი და აბონემენტი დაცულია უნიკალური QR-კოდით. გთხოვთ, თქვენი ბილეთი და QR-კოდი კონფიდენციალურად შეინახოთ.
იმისთვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან.
ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი/აბონემენტი ტერიტორიის შესასვლელში გადაცვალოთ ,სამაჯურში. გაითვალისწინეთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
-----------------
LINE UP 2020
26 ივნისი, პარასკევი
MAIN STAGE
LP || BEDFORD FALLS || THE BEARFOX || THE BAMBIR || NEWCOMER 2020
EYESTAGE
KONSTANTIN || CHLOÉ || SEVDA || BERO
GARDEN STAGEACE
ACE VENTURA || ANCIENT OM || ACIDWAVE || OBRI & ZEN || MARCUSS || ADDITIVV || MANOAH
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
APRILEE & BACHO SVANIDZE || SABINA CHANTOURIA || ZUKA
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
AFTERNOON VERSION || MOVEMENT THEATRE BAN || ZURA RAMISHVILI TRIO
27 ივნისი, შაბათი
MAIN STAGE
APPARAT (live) || SHE WANTS REVENGE || KITE || KILLAGES || წერილი
EYESTAGE
ROBAG WRUHME || JENNIFER CARDINI || MAP.ACHE || TOMMA
GARDEN STAGE
FUNGUS FUNK || GASPARD || OOGWAY || KATANA || ZHANNA || ELLARGE
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
OUTSIDER || LUA || TORNIKE GAGOSVHILI || SALOMERTSIA
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
YOUNG GEORGIAN LOLITAZ || NASH ALBERT|| EREKLE GETSADZE AKA SYNTHSAIBOT || GUJA MARDINI QUARTET
28 ივნისი, კვირა
MAIN STAGE
POLO & PAN || მწვანე ოთახი || EKO & VINDA FOLIO || MOLCHAT DOMA || THE BLACK MARROWS
EYESTAGE
PETRE INSPIRESCU || BARAC || GIO SHENGELIA || VAKO T
GARDEN STAGE
SASHI || PACK || STULTITIA || KASSRA || DIMITREE || INFEST || LYCANDROP
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
LADY HEROINE || SEXY BYCICLE || GROUNDED PEOPLE || NEWCOMER 2020
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
LOUDSPEAKERS || PAPUNA SHARIKADZE / KHONDZI & FRIENDS || LUKA DGEBUADZE QUARTET
-----------------
იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და ერთად მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ არტისტებს Lisi Wonderland-ში.
რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები.
შეიძინეთ აბონემენტი თამამად, რადგან ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში TKT.GE და Tbilisi Open Air შემოგთავაზებთ არჩევანს: თქვენ შეძლებთ ან სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.
This post has been edited by gvelis_wiwila on 17 Mar 2020, 14:26
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)