Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > ADOBE Illustrator [FAQ]


Posted by: G_Design_Ge 11 Mar 2011, 20:05
იყოს ეს თემაც.

პირველი შეკითხვით მე დავიწყებ.

რატომღაც ფონტებთან ვერ ვმუშაობ ილუსტრატორში.

ანუ პრობლემა რაშია. მაგალითად მინდა რაიმე წარწერას შევურჩიო ფონტი.
ვწერ სიტყვას, მოვნიშნავ, ვხსნი Character ფანჯარას და კლავიატურაზე "ზევით-ქვევით" ისრებზე დაჭერით ვარჩევ ფონტს. წარწერაც ლაივში იცვლება შესაბამისი ფონტით. მაგრამ რამოდენიმე ფონტს გაივლის და უცებ ხტება ბოლოში. ანუ უამრავი ფონტი გამოტოვა. ცალ-ცალკე უნდა კლიკო ყველა და მოუხერხებელია ძალიან. რისი ბრალი უნდა იყოს?

Posted by: ირაკლო 12 Mar 2011, 01:00
G_Design_Ge
სქროლის დატრიალება სცადე.
ილუსტრატორი არ ვიცი მაგრამ ფოტოშოპში უპრობლემოდ შვება სათითაოდ

Posted by: G_Design_Ge 12 Mar 2011, 01:08
ირაკლო

კი, შოპი შვება ვიცი. სქროლითაც იგივეს შვება. ვერაფერი ვერ გავიგე.

Posted by: Quest_3D 18 Mar 2011, 17:28


რა უპერატესობა აქვს ამ პროგრამას მსგავს პროგრამებთან ან სერთოდ რა პროგრამის კონკურენტია????

რა შეუძლია საერთოდ ახლა ამის სწავლა არ დამაწყებინოთ biggrin.gif
* * *



html ფაილად არ გადაჰყავს ამასაც

ან ხომ არ იცით html ვიზუალურად როგორ უნდა გადავიყვანო word-ის ფაილი?
* * *
ვორდს ჰქონია თვითონ რა დამემართა biggrin.gif

Posted by: 3NK1 19 Mar 2011, 16:51
გადმოსაწერი ლინკი შეგიძლიათ ვინმემ დადოთ? smile.gif

Posted by: 2poster 19 Mar 2011, 17:10
G_Design_Ge
user posted image
მე ასე მაქ... პრობლემებს არ მიქმნის... სქროლითაც ვაკეთებ და ისრებითაც...
Quest_3D
როგორც ქორელი ისეთია ოღონდ უფრო მაგარი ეფექტებით...
ამას ვიყენებ მე ილუსტრაციებისთვის, სარეკლამო ბილბორდებისთვის, სავიზიტო ბარათის დიზაინებში და ა.შ.
რაც ბეჭდვაში არის გამოსადეგი...
ანუ ვექტორში აკეთებ რა...
3NK1
http://allshares.ge/download.php?id=05359CCB15

ყველაზე კარგი პროგრამაა!

Posted by: Quest_3D 19 Mar 2011, 22:00
2poster
QUOTE
როგორც ქორელი ისეთია ოღონდ უფრო მაგარი ეფექტებით...
ამას ვიყენებ მე ილუსტრაციებისთვის, სარეკლამო ბილბორდებისთვის, სავიზიტო ბარათის დიზაინებში და ა.შ.
რაც ბეჭდვაში არის გამოსადეგი...
ანუ ვექტორში აკეთებ რა...


კი 1 წუთი ჩავრთე გუშინ და მაგრად მომეწონა დგეს უკვე გავარჩევ

Posted by: MERLIN7 30 Mar 2011, 15:21



გაქვთ ვინმეს ნამუშევრები ამ პროგრმაში?

Posted by: noid 1 Apr 2011, 14:56
იქნებ ვინმემი იცოდეთ , დაკოპირებული ყინულები თანაბრად როგორ გავაყოლო მთავარ ყინულს?

user posted image
* * *
ისე რომ ყინულის ბოლოები ეხებოდეს , მთავარი ყინულის ზედაპირს თანაბრად

Posted by: zviozvio 3 Jun 2011, 19:46
ADOBE Illustrator CS
ინგლისურენოვანი მუშა ვერსია საიდან გადმოვწერო, 30 დღეში ვადა რომ არ გასდიოდეს, ანუ მუშა რომ იყოს
ან კეიგენი რომ მოყვებოდეს

Posted by: inteleqtman 3 Jun 2011, 19:59
zviozvio


სერთოდ პირველ რიგში ეძებე ხოლმე აქ თუ რამეს ეძებ:

www.simsim.ge თუ იპოვი იმას რაც შენ გინდა უეჭველი მუშა იქნება ხოლმე, და მგონი აქვთ ეგ პროგრამაც

http://www.simsim.ge/programs.php?id=132 მარა cs3 ყოფილა მოკლედ ითხოვე მაგავე საიტზე და მოგეცემა

Posted by: MaxMara 3 Jun 2011, 22:38
MERLIN7
მე მაქვს )) http://www.shutterstock.com/cat.mhtml?gallery_id=687631

Posted by: kamikadze_teroristi 7 Jun 2011, 15:55
ილუსტრატორში სკროლზე როგორ დავაყენო zoom-ი?

Posted by: revaza28 1 Jul 2011, 19:16
რამე ობჯეკტი რო მაქ გაკეთებული პირდაპირ ცენტრში როგორ დავაგდო?

Posted by: tseuq 14 Feb 2012, 18:55



http://www.adobe.com/products/illustrator.html

Adobe offers powerful tools for creative people in every area from web design to video production. Previously we reviewed what’s new there in Adobe CS5.5 Design Premium and Web Premium. Now let us take a look at what video professionals will get with Adobe CS5.5 Production Premium which is already available for preorder. (more…)

Posted by: guka_kamla96 9 May 2012, 16:02
ცს5-ის კეიგენი ან კრეკი ან რამე არ გაქვთ?

Posted by: NATELIBNELSHI 4 Sep 2012, 17:18

http://wwwimages.adobe.com/www.adobe.com/content/dam/Adobe/en/features/illustrator/cs6/images/708x510/il-overview-708x510.jpg

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: martlmadidebeliqristiani 21 Nov 2012, 17:56
http://koikoikoi.com/2012/01/bastardo/

http://martlamdidebeli.wordpress.com

Posted by: არწივი9 13 Mar 2013, 18:43
ADOBE Illustrator-ში თუ კეთდება ასეთი რამ:
QUOTE
ესე იგი რისი გაკეთება მინდა და რატომღაც არ გამომდის. აი მაქვს მწვანე/ნებისმიერი ფერის რგოლი რომელიც მინდა რომ იყოს ამ რგოლის შიდა და გარე კიდეებზე გამჭვირვალე და მათ შორის კი გაუმჭვირვალე, CorelDRAW-ში ეს ვცადე რადიალური Transparency-ით მაგრამ არაფრით არ გამომივიდა ისე როგორც მე მინდა:
http://postimage.org/
ანუ მე მინდა რომ გამჭვირვალეობის მაჩვენებელი ყენდებოდეს ამ ღერძის რამდენიმე ადგილას და მე მაგ მაჩვენებლებს მექანიკურად გადავაადგილებ რგოლის შიდა და გარე კიდეებზე, ეს როგორ გავაკეთო?
http://postimage.org/

?

Posted by: PXAKO 13 Mar 2013, 19:06
G_Design_Ge
ეგ პრობლემა მაქ რაც არმ პროგრამას ვხმარობ იმ დღიდან მაგრამ მივეჩვიე... სიმართლე გითხრა არც დამიწყია მაგის გამოსწორება.. biggrin.gif

Posted by: Garnison 20 Mar 2013, 01:04
მუშა ლინკი დადეთ რა sad.gif ცს 6 ის თუ ვინმესგაქვთ

Posted by: en-vip 3 Apr 2013, 20:34
არ გირჩევთ CS6 თითქმის არაპერი არაა გამოსცორებული ცინა ვერსიასთან შედარებით ავრ კითხის მომრგვალებას აკეთებს და ვერც თექსტან მუშაობს ნორმალურად

Posted by: joop23 27 Apr 2013, 17:57
მასალა ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში (EPS). და ფერი უნდა იყოს CMYK!!!! რას ნიშნავს

Posted by: XKR 3 Apr 2015, 22:59
შემდეგი პრობლემა შემექმნა Adobe Illustrator CS6

ვექტორი რატო პიქსელდება? sad.gif

რა მოვუხერხო?

user posted image

user posted image

Posted by: tranka 4 Apr 2015, 15:40
kamikadze_teroristi

სქროლზე ვერ დააყენებ. alt + სქროლზე მუშაობს

joop23
QUOTE
მასალა ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში (EPS). და ფერი უნდა იყოს CMYK!!!! რას ნიშნავს


ვექტორული ნიშნავს იმას, რომ გამოსახულებას იმახსოვრებს არა პიქსელებით, არამედ ინფორმაციას, ფორმულებით, კოორდინატებით. რა ზომაც არ უნდა იყოს,ხარისხს არ დაკარგავს.
CMYK ფერითი გამის შესახებ შეგიძლია დაგუგლო, თუმცა მოკლედ გეტყვი, რომ ესაა ფერების მოდელი, რომელიც მუშაობს Cyan (ლურჯ–მწვანეს ნაზავი), Magenta (თბილი იისფერი), Yellow და Key ანუ შავი ფერი, ამ ფერთა კომბინაციით მიიღება ყველა დანარჩენი ფერი. გრაფიკულ დიზაინში ამ ფერებით მუშაობენ ძირითადად, რადგან სხვადასხვა პროდუქტზე დატანა ნამუშევრის ამ მოდელით ხდება, მაგალითად მაისურზე, სავიზიტო ბარათზე და ა.შ.

XKR
QUOTE
ვექტორი რატო პიქსელდება?


შანსი არაა. უბრალოდ მგონია, მონიტორს არ ყოფნის პიქსელები, რომ იდეალურად გამოსახოს. მაი არაფერი. სურათში აღარ იქნება ეგ პრობლემა
დახრილობა აქვს ისეთი, რომ მანდ იდეალურ სწორ ხაზს ვერ გაავლებს მონიტორი
* * *
MERLIN7

ახალი დაწყებული მაქვს, მაგრამ მაქვს რაღაცები
noid
QUOTE
იქნებ ვინმემი იცოდეთ , დაკოპირებული ყინულები თანაბრად როგორ გავაყოლო მთავარ ყინულს?


ხელით თუ გინდა, წვერს მოკიდე direct selection tool ით და მიიტანე ზღვართან და მიიერთებს თავისით, როცა დაამთხვევ.
blend tool ით უფრო რთულია

Posted by: Accident 4 Apr 2015, 21:02
trank
როდინდელ კითხვებს პასუხობ spy.gif

Posted by: tranka 4 Apr 2015, 22:22
Accident

biggrin.gif არც შემიხედავს biggrin.gif

მაგრამ პასუხგაუცემელი იყო wink.gif

Posted by: odiusi 23 Jun 2015, 12:04
ილლუსტრატორი

<3



ძაან ჩაკარგული იყო თემა
არ შეიძლება ასე



ამოვქაჩოთ

Posted by: Accident 23 Jun 2015, 13:17
odiusi
QUOTE
ამოვქაჩოთ

ხო, მაგრამ მასეთ ამოწევას რა აზრი აქვს, თემაზე თუ არ იქნება ლაპარაკი......

Posted by: ARMINDA 23 Jun 2015, 17:53
ეხლა ვსწავლობ და ბევრი კითხვა გამიჩნდება ალბატsmile.gif

Posted by: Salome ♥ 4 Jul 2015, 19:51
ამ ფოტოშოპის მუშა ლინკი დამილინკეთ რა.

Posted by: tranka 6 Jul 2015, 07:49
Salome ♥

ილუსტრატორზე ამბობ?
ილუსტრატორი და ფოტოშოპი ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან.
http://boni.ge/programs/33996-adobe-illustrator-cc-v1710-rus-eng-update-2.html



Posted by: ARMINDA 6 Jul 2015, 18:26
პრინტისთვის რომელი ჯობია ,ფოტოშოპი თუ ილუსტრატორი?
მაგ:წიგნის ყდა,ფლაერი,მაისური და ა.შ.

Posted by: Accident 6 Jul 2015, 21:49
ARMINDA
მაგისთვის არსებობს დამატებითი პროგრამა, Adobe Indesign
https://www.google.com/search?q=adobe+indesign&ie=utf-8&oe=utf-8

რაც შეეხება Photoshop-ს, ეგ ძირითადად გამოიყენება რასტრულ სურათებთან სამუშაოდ.
ანუ, ჩვეულებრივ, რეალურ ფოტოებთან, რომელიც მაგალითად, ფოტო-აპარატითაა გადაღებული, ან სკანირებული და ა.შ.

ხოლო Illustrator კი, ორიენტირებულია ვექტორულ გრაფიკაზე.
ანუ პროგრამაში ხელით შექმნილი ლოგოები, ფიგურები და ა.შ.


უფრო დაწვრილებით
http://ncp.ge/ge/damatebiti-tsnobebi-ganmartebebi/rastruli-suratebis-shedgena-847?resid=24

https://www.google.com/search?q=%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98&ie=utf-8&oe=utf-8

Posted by: ARMINDA 7 Jul 2015, 11:01
Accident
და მაგ. მაისური ინდისაინში გაკეთდება?
ეგ ხო უფრო ჟურნალ/ფლაერ/წიგნებისთვის არის?

Posted by: Accident 7 Jul 2015, 16:22
ARMINDA
ხო, მაისურს რად უნდა ინდიზაინი.
თუ ახლა, რაღაც საოცარს ხატავ მაისურზე, შეიძლება ყველა პროგრამა ერთად გამოიყენო.......

Posted by: RaInN 7 Jul 2015, 23:48
სადმე არ არის ამ პროგრამის მუშა ვერსია რო თან ათასი რუსული კეიგენის და ვირუსები გადმოწერა არ ჭირდებოდეს? ყიდვის გარდა smile.gif

Posted by: tranka 7 Jul 2015, 23:52
RaInN

არის ქართულ საიტებზე smile.gif
illustrator cc დასერჩე
amtlib.dll უნდა შეცვალო და ეგაა
მგონი მოყვება

Posted by: ARMINDA 30 Jul 2015, 23:25
მოკლედ პრობლემა მაქვს
ილუსტრატორში გაკეთებულ აიქონს აფთერ ეფექტში და ფოტოშოპში რომ ვუცვლი ზომას,პიქსელური ხდება და როგორ გამვასწორო?

Posted by: ARMINDA 1 Dec 2015, 10:19
როდესაც jpeg ფორმატში ვინახავ ილუსტრატორის ფაილს,ხარისხს კარგავდს და რისი ბრალია?
რაიმე უნდა მოვნიშნო?

Posted by: Accident 1 Dec 2015, 20:40
ARMINDA
გადახედე, ამათ
https://www.google.com/search?q=illustrator+save+as+jpeg&ie=utf-8&oe=utf-8#q=illustrator+save+as+jpeg+high+quality



Posted by: tranka 1 Dec 2015, 20:49
ARMINDA

დოკუმენტს როცა ინახავ ან ქმნი
იქ უნდა მიუთითო გაფართოება.
ppi რაც ნიშნავს pixel per inch
ანუ ერთ ინჩში რამდენ პიქსელს დაატევს
ნუ ჩვენს სისტემაში სანტიმეტრში
რაც მეტ პიქსელს ჩაატევ ერთ სანტიმეტრში, მით უფრო ხარისხიანი გამოვა ხო ლოგიკურად?
ეს რაც შეეხება დეტალიზაციის ხარისხს

jpeg ფორმატი ფერებითაც განსხვავდება სხვა ფორმატებისგან
ანუ შედარებით დაბალი ხარისხია და აქედან გამომდინარე მოცულობაშიც მცირეა
მაშინ როცა
tif, gif ან png ფორმატები გაცილებით დიდია, რადგან მეტი "შესაძლებლობები" აქვთ

სტანდარტულია ყველაზე მაღალი 300 ppi (ნახავ ამ ველს შექმნისას)
თუმცა შეგიძლია, მეტიც მიუთითო 300-ზე
ეს იმას შეცვლის, რომ საგრძნობლად ზრდის ზომას სურათის, რაც მეტს მიუთითებ
და თან შედარებით სუსტი კომპიუტერით ამხელა ზომის image ფაილებთან ჭირს მუშაობა
ჩემი მაგალითად კვდება, სულს ღაფავს sad.gif

Posted by: Accident 1 Dec 2015, 21:57
trank
QUOTE
jpeg ფორმატი ფერებითაც განსხვავდება სხვა ფორმატებისგან

QUOTE
tif, gif ან png ფორმატები გაცილებით დიდია, რადგან მეტი "შესაძლებლობები" აქვთ

და GIF გაცილებით მცირე რაოდენობის ფერები არ აქვს? მაგას მაინც ხო ჯობია jpg.


QUOTE
სტანდარტულია ყველაზე მაღალი 300 ppi (ნახავ ამ ველს შექმნისას)
თუმცა შეგიძლია, მეტიც მიუთითო 300-ზე
ეს იმას შეცვლის, რომ საგრძნობლად ზრდის ზომას სურათის, რაც მეტს მიუთითებ
და თან შედარებით სუსტი კომპიუტერით ამხელა ზომის image ფაილებთან ჭირს მუშაობა

მარტო ppi რას იზამს, პიქსელების რაოდენობაა მთავარი

Posted by: tranka 2 Dec 2015, 15:22
Accident

ფერებით ხო ჯეიპეგი ჯობია, მარა შესაძლებლობებით? biggrin.gif

QUOTE
მარტო ppi რას იზამს, პიქსელების რაოდენობაა მთავარი

ანუ ეკრანს გააჩნია ხო?
თუმცა ბეჭდვისას ეგ ხო აღარაა უკვე მთავარი?

Posted by: Accident 3 Dec 2015, 01:00
trank
QUOTE
ანუ ეკრანს გააჩნია ხო?
თუმცა ბეჭდვისას ეგ ხო აღარაა უკვე მთავარი?

პირიქით spy.gif


ანუ, ფაილის ზომის ცვლილებას MB-ებში, განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ პიქსელების დამატება ან მოკლება.
რასაც ჰქვია Resample (და არა Resize, რასაც შეცდომით უწოდებენ).

ე.ი. 8 მეგაპიქსელიანი სურათი, უფრო მეტს "იწონის", ვიდრე 5 მეგაპიქსელიანი.
(რათქმაუნდა, მსგავსი სურათების შემთხვევას ვგულისხმობ და არა როცა, ერთზე ქალაქის ხედია, ხოლო მეორეზე მხოლოდ თეთრი ფონი)


რაც შეეხება PPI-ის, ეგ განსაზღვრავს მხოლოდ პიქსელებს შორის დაშორებას.
ანუ, პიქსელებს თუ შეამჭიდროვებ, სურათის სიგრძე/სიგანე მოიკლებს, თუ გაფანტავ, სიგრძე/სიგანეც გაიშლება.

შესაბამისად მაგის შეცვლა, არანაირად არ შეცვლის ზომას MB-ებში, რადგან პიქსელების რაოდენობა, არ იცვლება.
PPI-ის გაზრდით, არც ფაილი "დამძიმდება" და არც პროგრამა ან სისტემა, არ შენელდება, მისი დამუშავებისას.

(თუმცა, photoshop-ს აქვს მოსანიშნი Resample და მაგ შემთხვევაში, სიგრძე/სიგანის შენარჩუნებას შეეცდება, ანუ უკვე პიქსელებს დაამატებს ან მოაკლებს რაც შესაბამისად ზომასაც შეცვლის MB-ებში).

რაც შეეხება ეკრანს, იმის გამო, რომ ფიქსირებული რაოდენობის პიქსელები და შესაბამისად PPI აქვს, სურათს ვიზუალურად, ვერანაირ ცვლილებას ვერ შეატყობ.
ანუ, კომპიუტერის მონიტორს თუ აქვს 72 PPI -ის ეკრანი, ანუ პიქსელები განლაგებული მაგ სიხშირით, ყველა სურათს გაჩვენებს 72 PPI-ში.
გინდა 300 PPI დაუყენე სურათს, გინდა 30 000 PPI.

განსხვავება, სხვადასხვა ეკრანზე შეგიძლია შეამჩნიო.
მაგალითად, 24 ინჩიანი დიაგონალის, 1080P ეკრანზე, სურათები, windows-ის იკონკები და ა.შ. უფრო პატარად მოჩანს (და ხარისხიანად), ვიდრე იმავე დიაგონალის 720P ეკრანზე.
რადგან, 1080P ეკრანს, უფრო მეტი პიქსელი აქვს და შესაბამისად იმავე ფართობზე უფრო მჭიდროდ განლაგებულია, ვიდრე 720P-ის შემთხვევაში, სადაც გაშლილადაა.



ასე, რომ PPI-ის ცვლილება გამოჩნდება, ზუსტად ბეჭდვის დროს.
თუ შეამცირებ სიმჭიდროვეს, ქაღალდზე უფრო მეტად გაიშლება (და ახლოდან უხარისხოდ გამოჩნდება).
ხოლო, თუ გაზრდი სიმჭიდროვეს, სიგრძე/სიგანე შეუმცირდება, მაგრამ მკვეთრი იქნება.

ანუ, თუ სახლისთვის, ალბომში ჩასაკრავად ან კედელზე ჩამოსაკიდად გინდა, რათქმაუნდა უფრო მჭიდროს და პატარას დაბეჭდავ, ვიდრე ქუჩაში, ბანერზე გასაკრავად, რომელსაც შორიდან უყურებ და შეიძლება არც შეეტყოს დაშორების სიდიდე და უხარისხობა.

ამას ჰქვია რეალურად Resize.

user posted image

Posted by: tranka 3 Dec 2015, 17:54
Accident

bis.gif
ძლივს არ გავიგე user.gif

Posted by: ტემპერა 16 Jan 2016, 21:43
ვინმემ დამეხმარეთ რა
სასწრაფოდ მჭირდება ილუსტრატორის პლაგინი widthscribe 2

Posted by: ტემპერა 17 Jan 2016, 11:05
არის აქ ვინმე სულიერი??
=-------------------------------------------------------

Posted by: JorJe 1 Apr 2016, 11:44
გამარჯობა

ვაცხადებთ კონკურსს ლოგოს შექმნაზე ( პრიზი 1200 გელა)

დაწვრილებითი ინფორმაცია ლინკზე:
http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=141659

Posted by: BB42 7 Feb 2017, 14:24
გადმოსაწერი ლინკი ხომ არ გაქვთ კეთილო ადამიანებო?

Posted by: D A V I T A 7 Feb 2017, 17:12
http://tfile.co/forum/viewtopic.php?t=775072

მუშაა

Posted by: UFolk 11 Mar 2017, 00:19
ბრატცი ამ პროგრამას საიდან იწერთ? ვირუსები რეკლამები და ბრაუზერ დამატებები რო არ ჩატენოს ყველგან.
ანუ სუფთა თუ იცით და პირადად გაქვთ დატესტილი და იცით რო სუფთაა ისეთი მითხარით რა მადლობა წინასწარ

Posted by: Mr_Gigi 11 Mar 2017, 02:19
UFolk
Adobe -ს ოფიციალური საიტიდან გადმოწერე Creative Cloud და მაგით მერე ილუსტრატორი. თრაიალ ვერსიას რომ დააყენებ პმ მომწერე და ქრექს მოგცემ, უფასოდ გექნება სამუდამოდ

Posted by: GIGAbite 11 Mar 2017, 12:58
ხალხო გამარჯობათ, მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, რამე ფაილს რო ვაწყობ და მჭირდება სურათებით გაფორემბა, შემქვს ჩვეულებრივად ლინკით მაგრამ ფაილი იზრდება ზომაში ძალიან რამე ხერხი იქენბ მირჩიოთ როგორ დავაპატარაო

Posted by: C17H19NO3 26 Mar 2017, 03:27
GIGAbite
ცოტა კარგად უნდა ახსნა.. ფაილის ზომა ყოველთვის გაიზრდება როცა რამეს დაამატებ..

Posted by: lilu777 9 Jul 2017, 17:03
ვინმემ მომეცით რა ლინკი ილუსტრატორის მარტივად გასაგები გაკვეთილების დამწყებისთვის
მადლობა 2kiss.gif

Posted by: lilu777 15 Jul 2017, 01:38
ლინკი მინდა ილუსტრატორი 2015 ინგლისურად გთხოვთ ? smile.gif

Posted by: Accident 16 Jul 2017, 00:48
lilu777
https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5160082
http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=978374
http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=919623


utorrent დაყენება არის მაქედან გადმოსაწერად საჭირო, ოღონდ დაყენებისას, რეკლამებს ამატებს და უნდა მოუხსნა მონიშვნა
რომელსაც კრეკი ან კეიგენი მოყვება, ექნება აქტივაციის ინსტრუქცია, რომელსაც რეპაკი აწერია, ის თავად გაიაქტიურებს თავს.

Posted by: lilu777 16 Jul 2017, 01:17
Accident

მადლობა. თუ არ დაიზარებ იცი რა მაინტერესებს ოფიციალური საიტებიდან რატომ არ იწერენ ხოლმე? გამოწერილი კომპი მაქვს და წესით ორიგინალი ვინდოუსი უნდა იყოს. რატომღაც ბევრს ირონია აქვს ფრაზა ,,ორიგინალ ვინდოუსზე" და ვერ გავიგე მოკლედ ნორმალურად smile.gif

Posted by: Accident 16 Jul 2017, 02:20
lilu777
QUOTE
იცი რა მაინტერესებს ოფიციალური საიტებიდან რატომ არ იწერენ ხოლმე?

ფასიანია, რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, ტორენტზე კიდევ უფასოდ დევს.

ოფიციალურიდან გადმოწერაც არაა პრობლემა აქ დევს ლინკი - https://helpx.adobe.com/creative-cloud/kb/creative-cloud-apps-download.html?redirect=arvato
ამ თემაშიცაა მოცემული, კიდევ გზა და კრეკიც - https://forum.ge/?showtopic=34035822&view=findpost&p=49930706

ანუ, კრეკი ან აქტივატორი, მაინცაა საჭირო, თორემ რამდენიმე დღეში დაიბლოკება...





QUOTE
გამოწერილი კომპი მაქვს და წესით ორიგინალი ვინდოუსი უნდა იყოს. რატომღაც ბევრს ირონია აქვს ფრაზა ,,ორიგინალ ვინდოუსზე"

ეტყობა იმიტომ, რომ ტორენტზეც ორიგინალები ვრცელდება.

ვისაც აქვს microsoft-თან ხელშეკრულება, ეგეთი მილიონობითაა მსოფლიოში, ორიგინალი ISO-ს მიღების მერე, დებენ ინტერნეტში, ტორენტებზე.
ასევე, თავად microsoft.com-ზეც არის ლინკები, საიდანაც შეიძლება გადმოწერა და მაქედან ვრცელდება.


თანაც, ორი ფაილის იდენტობა მოწმდება ჰეშებით - ჰეში არის კოდი, რომელიც გენერირდება სპეციალური ალგორითმით და ყველა ფაილს აქვს უნიკალური.

microsoft-იც აქვეყნებს ხოლმე ჰეშებს და ყველას შეუძლია, ტორენტზე დადებული ISO-ს ჰეში შეადაროს ორიგინალს - თუ ემთხვევა, ე.ი. მათ შორის, ერთი ბაიტიც არაა განსხვავება - სრულიად იდენტურებია.

შეიძლება აქტივატორი იყოს პრობლემა, მაგრამ უმეტესობა აქტივატორებისა, სისტემაში არანაირ ცვლილებას არ აკეთებს, რადგან თავად microsoft-ის მიერ მოფიქრებულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ასე რომ არც ეგ იძლევა სხვაობას.

გამოდის რომ, ორიგინალსა და ტორენტზე დადებულს შორის (საუბარია, ავტორიტეტულ და სანდო ტორენტ საიტებზე) განსხვავება საერთოდ არაა გარდა ერთისა - კანონიერება.
იმას ვისაც ნაყიდი აქვს, კანონთან და სინდისთან მართალია, ხოლო ვისაც არა - უკანონობას სჩადის.

Posted by: lilu777 22 Jul 2017, 00:38
რატომ არავინ არასდროს არ პოსტავს აქ? მოკლედ გადმოვწერე ფოტოშოფი 2017 და რაღაც თულსები თითქოს არაა. შეიძლება ასე იყოს ? itunes დან უნდა გადმოვწერო? ვინდოუს 10 მაქვს

Posted by: Accident 22 Jul 2017, 02:23
lilu777
QUOTE
რაღაც თულსები თითქოს არაა

კონკრეტულად რა?


Posted by: Divergent 24 Jul 2017, 20:59
ილუსტრატორში დავხაზე ნახაზი, და როცა მინდა ამობეჭდვა pdf- ში და tif-შიც ვცადე შენახვა, მარა ორივეგან დამიპატარავა ზომები. ანუ ფიგურა მაქვს განსაზღვრული ზომის, მაგალითად 10 სანტიემტრი, კომპში რო გავზომე, და ამობეჭდვისას ერთი ორი მილიმეტრი აკლდება ან ემატება. თან სიეთი ნახაზია ზუსტად მჭირდება მილიმეტრებით სიზუსტე და საგონებელში ვარ ჩავარდნილი mad.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 26 Jul 2017, 17:02
Divergent
ამოპრინტერების პრობლემას გავს და არა ილუსტრატორის
fit to page ნახე აბა ჩართული არ იყოს პრინტერში

Posted by: tati-tatia-tatuli 8 Nov 2017, 13:58
Adobe Illustrator CC - შემსწავლელი კურსი ინდიგოში.
https://www.facebook.com/events/305124679965870/

Posted by: lilu777 20 Nov 2017, 01:43
Accident

2017 წლის ილუსტრატორი მაქვს, რათქმაუნდა არალიცენირებული biggrin.gif ფონტები მინდა და უფასოდ არის სადმე? იქნებ იცოდე?

Posted by: SHAKRA 4 Feb 2018, 12:52
ჩემი ნამუშევარი, ოღონდ მობილურ აპით და სენსორის პასტის დახმარებით..

Posted by: FairiesWearBoots 25 Apr 2018, 17:08
გამარჯობათ, 2016, 2017, ან 2018-ის პორტატული ილუსტრატორი მინდა და ვინმეს ხომ არ გეგულებათ გადმოსაწერად?

Posted by: chelbeta 20 Apr 2022, 20:41
გამარჯობა. ეს თემა ვნახე მარტო მთლიან ფორუმზე. ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე სახის კონსპექტი ამ პროგრამის. სადაც ეწერება რა სად არის და სად უნდა ვეძებო? მადლობა წინასწარ

Posted by: slip 28 Apr 2022, 14:35
იუტუბზე შედი ) )

Posted by: aprilsilver 22 Sep 2022, 17:40
სადმე უფასოდ გადმოვწერ adobe illustrator-ს? ან რამე მსგავსს პროგრამას?
ხატვა მინდა მაგრამ ხატვის ნიჭი არ მაქვს

Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 10:58
adobe illustrator ში ანიმაციები რომ ააწყო რომლებიც მოძრაობს ხელი ფეხი თვალები და აშ.. შეიძლება გაყიდვა და თემები?
* * *
ამ თოფიქში ბევრად მეტ პოსტს მოველოდი როგორი მიძინებული ყოფილა ))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)