forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტომობლების გაქირავება სატაქსაოდ, მანქანის დღიურად გაქირავება საკომპანიებზე და ფიზიკურპირებზე
getinformation
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 163395
რეგისტრ.: 12-March 13

გამოგზავნილია: 10 Jun 2019, 00:56  #54786320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ მგონი მსგავსი თემა არაა გახსნილი, ყოველ შემთხვევაში ვეძებე და ვერ ვიპოვნე. საქმე ეხება მანქანების ჩამოყვანას და გაქირავებას არა ტურისტებზე არამედ ფიზიკურ პირებზე რომლებიც იტაქსავებენ, ან მიქირავება ტაქსოკომპანიებზე. ვისაც გაქვთ მსგავსი გამოცდილება მაინტერესებს რა ხარჯებთანაა დაკავშირებული რა პირობებით ქირავდება მანქანები ასეთ შემთხვევაში, დაზღვევა რა ჯდება, რომელი კომპანია აზღვევს და რომელს აქვს უკეთესი პირობები. ცვეთის ხარჯი ვისზე მოდის დამქირავებელზე თუ გამქირავებლზე თუ მანქანა საბოლოო შესყიდვით დამქირავებელს რჩება? ხელშეკრულება რა სახის შეიძლება იყოს და რა დეტალების ცოდაა აუცილებელი? საერთოდ ღირს თუ არა ეს საქმე?

ვისაც გაქვთ ამ საქმესთან შეხება ძალინ გთხოვთ არ დაიზაროთ გამოცდილების გაზიარება
აპოლდა
ამაზონელი


****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 981
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 10 Jun 2019, 15:09  #54788381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
getinformation


იყო იანდექს ტაქსზე ტემა, თუმცა საკმაოდ ჩაიძირა, ამიტომ დავტოვოთ ეს თემა. ესეიგი, მე რაც ვიცი, ჩემი მამიდაშვილი მუშAობს მაგ პრინციპით და ძლაინ კმაყოფილია. კიდევ უნდა მანქანის დამატება და ბანკის ვალსაც არ ერიდება, იმდენად მოსწონს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილი ბიჭია. კარგი პროცესია ქონდა, მუშAობდა კიდეც, მაგრამ გადაწყვიტა, ამ საქმით დაკავებულიყო, ფინანსურ ამბავში. როგორც თვითონ ამბობს 100 ლარი რჩება საშუალოდ უპრობლემოდ დღეში, თუ თავად ზის რულთან. თუკი აქირავებენ, 50 ლარს არიცხინებენ მძღოლს დღიურად.
რისკია ავარია - მანქანა დაზღვეული უნდა იყოს + ძალიან სწრაფი ცვეთა მანქანის - ნატაქსავებ მანქანას ფასი უვარდება. როგორც ვიცი მძღოლის პოვნა ძალიან ჭირს, ხშირია გადაგდებები და უნდა სდიო ყოველ დღე, თანხა რომ ჩარიცხოს.
იქნებ ქონდეს ვინმეს გამოცდილება - უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია ამ საქმიანობით, უმუშევარია - იქნებ სეზონზე მცირედი შემოსავალი გაუჩნდეთ ადამინებს.


--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !

donrobita
ქიზიყელი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6770
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 09:35  #54792014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (აპოლდა @ 10 Jun 2019, 15:09 )
getinformation


იყო იანდექს ტაქსზე ტემა, თუმცა საკმაოდ ჩაიძირა, ამიტომ დავტოვოთ ეს თემა. ესეიგი, მე რაც ვიცი, ჩემი მამიდაშვილი მუშAობს მაგ პრინციპით და ძლაინ კმაყოფილია. კიდევ უნდა მანქანის დამატება და ბანკის ვალსაც არ ერიდება, იმდენად მოსწონს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილი ბიჭია. კარგი პროცესია ქონდა,  მუშAობდა კიდეც, მაგრამ გადაწყვიტა, ამ საქმით დაკავებულიყო, ფინანსურ ამბავში. როგორც თვითონ ამბობს 100 ლარი რჩება საშუალოდ უპრობლემოდ დღეში, თუ თავად ზის რულთან. თუკი აქირავებენ, 50 ლარს არიცხინებენ მძღოლს დღიურად.
რისკია ავარია - მანქანა დაზღვეული უნდა იყოს + ძალიან სწრაფი ცვეთა მანქანის   - ნატაქსავებ მანქანას ფასი უვარდება. როგორც ვიცი მძღოლის პოვნა ძალიან ჭირს, ხშირია გადაგდებები და უნდა სდიო ყოველ დღე, თანხა რომ ჩარიცხოს.
იქნებ ქონდეს ვინმეს გამოცდილება - უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია ამ საქმიანობით, უმუშევარია - იქნებ სეზონზე მცირედი შემოსავალი გაუჩნდეთ ადამინებს.

მე ვაქირავებ იაფად, მაგრამ მძღოლია პატიოსანი

მანქანის დაზღვევის და გაკეთების ფულს მე ვიხდი

სრული პაკეტი დაზღვევის

დღეში 30 ლარი. 10 დღეში 1ხელ მირიცხავს 300 ლარს. ერთი დღე არ დაუგვიანია. მანქამნასაც უვლის. ვინც 50 ში აქირავებს ის ძნელად იშოვის პატიოსან მძოლს.

ეს საშუალოდ 80-100 შოულობს და სუფთად 50 ზე მეტი მიაქვს სახლში. მეც კმაყოფილივარ და მძღოლიც

ეხლა სეზონია და 100 ზე ნაკლებს არ შოულობს. იანვარ თებევალში 60-70 აკეთებდა და მაშინაც დაუგვიანებლად მიხდიდა 30 ლარს.
მე რასაც ვითვლი თვეში 600-650 მაქვს სუფთა. დაზღვევა 80, ზეთი 70. ეს ორი უეჭველი ხარჯი მაქვს და კიდე რაც დასჭირდება იმასაც მე ვაკეთებ

იანდექსით გაქირავებას არ გირჩევთ, დედას #####ნავენ მანქანას. თქვენ თვითონვე აარჩიოთ მძღოლი ჯობია

This post has been edited by donrobita on 11 Jun 2019, 09:40


--------------------
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი
getinformation
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 163395
რეგისტრ.: 12-March 13

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 00:33  #54796161      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
donrobita - მანქანას საბლოო შესყიდვით აქირავებ თუ უბრალოდ დღეში 30 და მანქანაც შენ გრჩება? დღეს ვეკითხებოდი იანდექსის მძღოლს პირობებს, პრიუსში 50 ლარს უხდიდა დღეში კომპანიას + საწვავის ხარჯი+კვება ხომ უნდა, სახლში წასაღები არაფერი მრჩებაო იხვეწებდა იქნება ვინმე იცი მანქანას რო აქირავებდესო. თან მაგათი მანქანით თუ ხარ გზაზე ვერ აგყავს თურმე მგზავრი უეჭველი მარტო გამოძახებებზე უნდა იარო , ბარათით გადახდას ვერ იტანენ კიდე საკომისიო გვეჭრება მაგაშიო. თვეში 600 - 650 გრჩება ყველა ხარჯის გამოკლებით? პრიუსი რომ ჩამოიყვანო 4500$ მაინც ხომ ჯდება, დღევანდელი კურსით 2.75 რომ ავიღოთ 12 400 ლარი გამოდის და 2 წელიწადში იღებ ამ ფულს 650 ლარს თუ დათვლი თვეში, მოგებას ვერ მივხვდი სადაა? 2 წლის მერე ეს მანქანა რა მდგომარეობაში იქნება ესეც ხომ გასათვალისწინებელია? კალკულაციას არასწორად ხო არ ვაკეთებ აბა მოიწერე ძმურად
donrobita
ქიზიყელი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6770
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 02:53  #54796426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
getinformation
აბა ისე მარტივი რომ იყოს როგორც გარედან ჩანს რა უნდა იყიდა 3 ცალი პრიუსი და გადაიდო ფეხი ფეხზე.

მანქანა ჩემია. მიხდის სუფთად ქირას 30 ლარს დღეში. არცერთი თვის წლის შემდეგ მისი არ გახდება.

მე ვიხდი დაზღვევას 80 ლარი, ზეთი 70 ლარი. ესენი ყოველთვე უეჭველი მაქვს და პლუს რაც გაფუჭდება თავისით. საბურავები, კალოდკები, ხადავოი მე ვცვლი ყველაფერს. ამიტომაც საშუალოდ ხარჯი 300 ლარი მაქვს

სამაგიეროდ მყავს პატიოსანი მძღოლი. მანქანას უვლის და დროულად მიხდის ქირას. არ მეშინია რო კატალიზატორს მომპარავს ან რავი არ დამიშლის სადმე ჩუმად მანქანას. იცის რომ დაზღვეულია ძარცვაზე და ვანდალიზმზე და პასუხი სისხლის სამართლებრივად მოეთხოვება. მეც წყნარად ვარ და მძღოლიც.

შენ თუ გინდა 50 ში გააქირავე, მაგრამ გაგიჭირდება ამხელა თანხაზე კარგი მძღოლის შოვნა. აგერ ეს ჩემი 8 თვეა მიხდის უკვე სტაბილურად და კიდე 4 თვე მაინც მეყოლებაო. მერე ვაგროვებ ფულს და მე თვითონ დავითრევ ლიზინგითო. მანამდე იხდის პატიოსნად

ნუ ეხლა მანქანას ფასი დაუვარდება კანეშნა. თვეში 5კ მილს გადის. 2 წელში 120კ მილს.რო გაივლის იმას აღარც ელემენტები ევარგება და არც ხადავოი, მაგრამ 2 თვის ქირით მაგეებს გაასწორებ და ისევ ჰაიდა გააქირავა.

იანდექსით გაქირავების დროს დარწმუნებული ვარ მანქანას არავინ მიაქცევს ყურადღებას. ჯობია ნაკლები გიხადონ და მანქანას მიხედონ ვიდრე მაგათთან როა ისე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0205 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]