#52627105 · 1 May 2018, 00:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
likaka
QUOTE | რას ფიქრობთ, საჭიროა კი სრული იზოლაცია და მხოლოდ საკუთარი თავით ტკბობა, მარტოობის ხარისხის გასაზრდელად? მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღ ადამიანთან ურთიერთობა არ ქმნის დისკომფორტს, ასეთ დროს არა თუ თავს კარგავ, პირიქით იზრდები და ვითარდები. არც კი ვიცი მენტალური განვითარების რა საფეხურზე ვიქნებოდი, რომ არა ის ადამიანები, რომლებმაც მე ''გამზარდეს", ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მარტო ხარ უფრო თავისუფალი ხარ, ვფიქრობთ, რადგან ჩვენს რეალობაში იშვიათია ისეთი გარემოს პოვნა, სადაც ადამიანები ერთმანეთის სულში არ იქექებიან და ყოველი მათგანი იცავს გარკვეულ დისტანციას ურთიერთობის ყველა საფეხურზე. პრობლემაა ურთიერთობების გაგებაში და აღქმაში, რატომღაც ბევრ ჰქონია, რომ რაც უფრო მეტ ბერკეტს მოიპოვებს სხვის ''სამართავად" გაცილებით ძლიერი იქნება სიყვარულიც და მეგობრობაც, რაც საბოლოოდ პრობლემას ქმნის |
აქ რაც დაწერე ამ პრობლების საფუძველი ქვემოთა
QUOTE | მეც ვყოფილვარ არაადექვატური, მუდმივად მინდოდა ამა თუ იმ ადამიანის გარშემო ყოფნა , ერთი მხრივ ვიცოდი რომ ეს არ შეიძლებოდა, მეორე მხრივ კი ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც სხვებში არ მომწონდა.
|
პრობლემის გადაჭრა კიდევ მარტივია: გააკეთე ის, რაც სხვებში მოგწონს და საკუთარი თავისთვის ისურვებდი.
QUOTE | ყველაფერი ლაგდება, როცა საკუთარ თავს უბრუნდები და თავით ფეხებამდე ვნების მორევში არ ეშვები, როცა სხვას აცდი შენს გარეშე ცხოვრებას |
გადაეშვი და იცურე თუ თავის წყლებში ამის უფლებას გაძლევენ ან როდესაც გაძლევენ...
|