გასულ პარასკევს ვიყავი სამხარაულში, გადავიხადე 40 ლარი და მეორე სართულზე ავედი შარდის ჩასაბარებლად, ვიღაც ტიპმა რეგისტრაციაში გამატარა და მერე მოსაშარდად წავედით ოთახში სადაც ანალიზი ბარდება, ამ ტიპმა პლასტიკატის ჭიქა მომცა და მეუბნება: ეგ ჭიქა მარცხენა ხელში დაიჭირე და ჩემი თანდასწრებით მოშარდეო, ერთი კი ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, თითქოს კლაპანი გადაიკეტაო, გაიარე სითხეები დალიე და მოდიო მითხრა.
კოკაკოლა დავლიე ბლომად და ერთ საათში ისევ ავედი, შარდის ბუშტი გასკდომაზე მქონდა მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა რადგან თავზე რო მადგა ის ტიპი მაკომპლექსებდა, ცოტა იქით გადი, ან კარები მომიხურე არ შემიძლია მეთქი ეგრე, მაგრამ ცოცხალი თავით არ დამტოვა მარტო. წამოვედი გინებით და სამი დღის მერე კიდევ მივედი მაგრამ ამჯერად ქალი დამხვდა და იმასთან ხო საერთოდ არაფერი გამომივიდოდა, ეტყობა მორიგეობენ ეგ ჩემისები და სამუშაოც საამაყო აქვთ.
* * *
მანდ მიმსვლელი აღარა ვარ, კიდევ არის ქავთარაძეზე მსგავსი ექსპერტიზა თუ იცით? ან სხვაგან სადმე,
საქართველოს ბანკში ვიწყებ მუშაობას სამ წლიანი უმუშევრობის მერე და თუ მაგ ცნობის გარეშე ისევ უმუშევარი დავრჩი დედას ვუტირებ მაგათ.