Vangogaმე მშვილდისარი მინდოდა და მინდა გითხრა, რომ ყველა კომპანიამ უარი მითხრა გამოწერაზე, თუმცა აი ვნახე ყველაზე იაფიანი ნაგავი სათამაშო მშვილდისარი და მაინც გამოვიწერე და ჩამოვიდა..
მგონი არ ღირს გარისკვა
ჯერ გაარკვიე მცოდნე ხალხთან ისე არ გამოიწერო, თორე ჩარჩება საბაჟოზე
აი კანონი მაგაზე და გადახედე :
მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება 23 +
1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:
ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს;
გ 1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) ტირი ს , სასროლეთი ს, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვ ის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.
1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ, შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის ;
გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებ ს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის;
დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა .
3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით გაცემული ნებართვის საფუძველზე.
3 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
32 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირ ებ ი ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია . აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლები თ სხვა პირისათვის გადაცემა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:
ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას:
ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას:
ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე;
ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.გ) სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი;
გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამ ავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით (გარდა მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული , სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.
10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლელულიანი ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.
12. ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.
და რაც შეეხება ტარებას და ნადირობას,
შენი იარაღი არის ცივი სასროლი იარაღი :
მუხლი 7. სანადირო იარაღი +
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და
ცივი სასროლი იარაღი;ე) სანადირო პნევმატური იარაღი.
მგონი ამას მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ ჭირდება..
მოკლედ რო გითხრა დარეკე მომსახურების სააგენტოში და იქ იკითხე ყველაფერი
This post has been edited by emmasnow on 23 Feb 2018, 12:01