#56655873 · 7 Aug 2020, 04:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ! მაქვს სურვილი რომ ჩემს მიერ მოგროვილი თანხა ჩავდო კარგ და ხარისხიან სკანერში, აპარატში, რომელიც ახდენს ავტომობილის დიაგნოსტიკას, კონკრეტული პროგრამის დაბლოკვას ან წაშლას, კილომეტრაჟის დაწევას და etc.
ვიცი რომ ასეთი აპარატები ყველანაირ ფასებშია, 10 000 ევროც ღირს და 20 000 ევროც მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს. 1000€-1500€ მაქვს.
როგორც მივხვდი შემიძლია ვიყიდო უკვე დაპროგრამებული პლანშეტი მაგრამ შემიძლია ასევე ჩემს მაკბუქზე დავაყენო პროგრამა (რაც უკვე დავაყენე), უბრალოდ ამ პროგრამას დაჭირდება დამატებით პროგრამა ავტომობილის კონკრეტულ მარკაზე მაგალითად პეჟოზე რაც ღირს 100€-მდე და სიტყვაზე რომ ვიყიდო ეს პეჟო (ციტროენის) პროგრამა, ჩვეულებრივად სისტემიდან გავაქრობ პრობლემას ? ანუ პრობლემას არ ეშველება, უბრალოდ ბორტ კომპიუტერზე არ აჩვენოს პრობლემა და რა თქმა უნდა არც ტექნიკური დათვალიერების დროს არ უნდა აჩვენოს.
რას მირჩევდით ? დამაკვალიანეთ თუ ვინმე ერკვევით.
მხოლოდ დიაგნოსტიკა არ მაინტერესებს, ჩემთვის საინტერესოა სისტემიდან კონკრეტული პრობლემის დაბლოკვა ან წაშლა. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ გამიწევთ დახმარებას ან გამიზიარებთ გამოცდილებას.
This post has been edited by რუსთაველი on 7 Aug 2020, 04:21
|