iverielihttp://matiane.qaflan.net/Years/1992.htmბალტიელებმა სამაგიერო მწარედ გადაგვიხადეს ორი თვის თავზე, შვიდკაცაში და
სახალისო რაგბის პირველ მსოფლიო თასზე გავიდნენ.
ტურნირი ირბ-მა ჩაატარა მოსკოვში იმად, რომ საბჭოეთი ჯერ კიდევ დაშლამდე დაპატიჟა
1993 წლის აპრილს, ედინბურგში, 24-გუნდა ფინალზე, მერე კი,
ყველა (!) სხვა სპორტული ფედერაციისგან განსხვავებით, დაადგინა, რომ
სამართალ-მემკვიდრედ აპრიორი რუსეთი კი არ ეცნო,
არამედ პრივილეგია შეჯიბრში გაეთამაშებინა.
ირბ-მა მოსკოვს ნეიტრალური მსაჯებიც მიავლინა.
ქართული შვიდკაცა დუგლას კავთელაშვილმა შეკრიბა და ავარჯიშა,
მაგრამ ბიჭთა წრთობით მაინც უკმაყოფილო იყო.
ჩვენებმა ვერც თამაშის სპეციფიკას აუღეს ალღო და ანგარიშის გახსნის მიუხედავად,
ლატვიასთან დაშვებული სამი შეცდომა მაგდენ ლელოდვე დაუჯდათ,
შემდეგ მატჩში კი ბალტიელებმა სამი ყაზახით გაძლიერებულ რუსეთსაც იღბლად მოუგეს და
ბოლო შებმაზე შეზარხოშებულები გავიდნენ, რაღაი შოტლანდიის საგზური უკვე ჯიბეში ედოთ.
ნაკრების მომზადება "ვაკის შვიდკაცის" მიზანთა მიზნად რომ გამოცხადდა,
ექვსი გუნდის შეჯიბრი არა-ტრადიციულად, ერთ წრედ, უფინალებოდ მოეწყო,
რის გამოც კლუბებში საუკეთესო, "შევარდენი" სიმბოლურად თუღაა იმ წლის ჩემპიონი
>>> შვიდკაცის I მსოფლიო თასის შესარჩევი
კვი 20/09 მოსკოვი. ფილი
მსაჯები: რულანდსი (ბელგია, რორი (გერმანია)
საქართველო 5:20 ლატვია
ლიტვა 0:15 რუსეთი
საქართველო 19:0 ლიტვა
რუსეთი 10:12 ლატვია
საქართველო 5:21 რუსეთი
ლატვია 0:12 ლიტვა
1#ლატვია 2-1 ^პირადით!
2#რუსეთი 2-1
3#საქართველო 1-2
4#ლიტვა 1-2
საქ: გ.გიუნაშვილი ჯაფარაშვილი$ლ რეხვიაშვილი$ლ იობიძე ნ.ძაგნიძე$2გ ა.ხვედელიძე ძოწენიძე$2ლ *
გეგელია ზ.ლიპარტელიანი ტყაბლაძე ე.ძაგნიძე ნ.მგელაძე$ლ; მწ) დუგლას კავთელაშვილი
:::