Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > სხეულის ენა


Posted by: salomedvali 8 May 2008, 12:34
ამბობენ რომ ადამიანის ესა თუ ის მიმიკა,ქცევა,სხეულის ნაკვთის ფორმა განსაზღვრავს მის ხასიათს, თვისებებს, განწყობას, სულიერ მდგომარეობას...
მაგალითად თუ ადამიანი ხელის ჩამორთმევისას თავის ხელს მეორე ადამიანის ხელის ზემოდან აქცევს(დააცერავებს) მაბობენ რომ მას ეს ადამიანი თავისზე დაბლამდგომად მიაჩნია

თუ ადამიანი სიცილისას პირზე ხელს იფარებს ე.ი. მორცხვია

წინ წამოწეული ნიკაპი მტკიცე ნებისყოფის ნიშანია...


თუ ვინმემ კიდევ იცით რომელი ქცევა რას ნიშნავს გთხოვთ დაწერეთ.ძალიან მჭირდება


ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს ხელში კალამი მეწირა და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი spy.gif

Posted by: Cecy Elliott 8 May 2008, 12:49
salomedvali
QUOTE
ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?


ეგ მართალია ! დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა მაგის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია, რომც იცოდე სიტყვაზე ხელი ასე არ უნდა ატრიალოო, კონკრეტულ მომენტში მაინც ისე მოიქცევი, რადგან ესაა შენი ხასიათის მახასიათებელი და ასე უცებ ვერ შეცვლი... ისე რაც უფრო მშვიდად იქნები მით უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოახდენ... smile.gif და გაიღიმებ კიდეც.. smile.gif თუ შეგიძილა კონტროლი არ უნდა ინერვიულო... \
წარმატებები.. smile.gif

Posted by: salomedvali 8 May 2008, 13:08
sesi-eliot
QUOTE
რომც იცოდე სიტყვაზე ხელი ასე არ უნდა ატრიალოო, კონკრეტულ მომენტში მაინც ისე მოიქცევი, რადგან ესაა შენი ხასიათის მახასიათებელი და ასე უცებ ვერ შეცვლი

ეგ მართალია მაგრამ ვთქვათ 10 ასეთი ჩვევა რომ გაქვს ხომ შეიძლება 1 მაინც მოიშორო ან ზოგი შეანელო, ანუ როგორ ვთქვა ძაან გამოხატულად რომ არ გემჩნეოდეს

ან არ იცით ხერხი რომელიც არ აგანერვიულებს? საერთოდ როცა ნერვიულობ რაც არ უდნა ნამეცდინები იყო გინდა ქცევებში გინნდა სხვა რამეში, ეგრევე გავიწყდება...
თან ხმა მეხრინწება კიდე რაღაცნაირად, გეგონება ყელში აქვს წაჭერილიო
რა უბედურებაა რა...

QUOTE
წარმატებები.. 

მადლობა. შენც smile.gif

Posted by: ეგრი 8 May 2008, 13:36
salomedvali
QUOTE
წინ წამოწეული ნიკაპი მტკიცე ნებისყოფის ნიშანია...

ეს სხეულის ენა არაა.
sesi-eliot
QUOTE
ეგ მართალია ! დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა მაგის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია, რომც იცოდე სიტყვაზე ხელი ასე არ უნდა ატრიალოო, კონკრეტულ მომენტში მაინც ისე მოიქცევი, რადგან ესაა შენი ხასიათის მახასიათებელი და ასე უცებ ვერ შეცვლი...

სპეცსამსახურების თანამშრომლებს ასწავლიან და ავარჯიშებენ სხეულის ენის სწორად გამოყენებაში და წაკითხვაში.

საუბრისას თვალის არიდება და შუბლზე, ცხვირზე და ყურზე ხელის მიდება ან მოსმა ითვლება ტყუილის მანიშნებლად.
მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ითვლება მოსაუბრის იდეების მიუღებლობის ნიშნად. ანუ:
თუ ამგვარ პოზაში მყოფ ადამიანს ესაუბრები და საუბრის რაღაც მომენტიდან ხელები გაშალა - გამოდის მიიღო შენი აზრები.
თუ საუბარი იმავე პოზაში დაასრულა და დაგეთანხმა, უახლოეს მომავალში (ვთქვათ მეორე დღეს ტელეფონით) უარს გეტყვის.


Posted by: salomedvali 8 May 2008, 13:43
ეგრი
QUOTE
ეს სხეულის ენა არაა.

ვიცი მაგრამ ამ თემას მივაბი.აბა იმაზე ცალკე ხომ არ გავხსნიდი

საუბრისას კალმის ხელში ჭერა(ეძიკას ქონდა ეგ ჩვევა) მაღალი ინტელექტის ნიშანიაო.

კიდევ თითები ერთად რომ გაქვს შეკრული(ხინკლის ფორმა რომ აქვს ხელის მტევანს biggrin.gif) და საუბრისას "იქნევ" მსმენელს დადებითად განაწყობ შენდამიო

თუ საჩვენებელი თითი გაქვს გაშლილი("ციც"- ო რა ამ პონტში) და ისე იქნევ, პირიქით არ მისწონს მსმენელს.

თუ თავი ხელზე დააყრდენი ე.ი. დაღლილი ხარ, ან შენტვის უინტერესო საუბარს უსმენ...
* * *
QUOTE
საუბრისას თვალის არიდება და შუბლზე, ცხვირზე და ყურზე ხელის მიდება ან მოსმა ითვლება ტყუილის მანიშნებლად.

ტყუილი ისე თვალებში ჩაშტერებით მითქვამს და არც არსად მიმიდია ხელი რო რავი biggrin.gif

მაგრამ სხვა რამეზე შემეტყობოდა ალბათ და სპეციალისტი მაინც მიხვდებოდა smile.gif

QUOTE
მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ითვლება მოსაუბრის იდეების მიუღებლობის ნიშნად. ანუ:

ალბათ იმას გულისხმობ ხელების ჩაფსკვნა რომ ვიცით ერთმანეთზე არა?ერთი მტევანი მეორე ხელის მკლავს რომ ეხება და მორე მტევანი მეორე ხელის იდაყვთან რომაა ჩაკეცილი biggrin.gif


Posted by: sidhartha 8 May 2008, 14:43
salomedvali
QUOTE
ამბობენ რომ ადამიანის ესა თუ ის მიმიკა,ქცევა,სხეულის ნაკვთის ფორმა განსაზღვრავს მის ხასიათს, თვისებებს, განწყობას, სულიერ მდგომარეობას...

ასახავს ჩემი აზრით და არა განსაზღვრავს...
smile.gif

Posted by: revolucioneri 8 May 2008, 15:08
QUOTE (salomedvali @ 8 May 2008, 12:34 )
ამბობენ რომ ადამიანის ესა თუ ის მიმიკა,ქცევა,სხეულის ნაკვთის ფორმა განსაზღვრავს მის ხასიათს, თვისებებს, განწყობას, სულიერ მდგომარეობას...
მაგალითად თუ ადამიანი ხელის ჩამორთმევისას თავის ხელს მეორე ადამიანის ხელის ზემოდან აქცევს(დააცერავებს) მაბობენ რომ მას ეს ადამიანი თავისზე დაბლამდგომად მიაჩნია

თუ ადამიანი სიცილისას პირზე ხელს იფარებს ე.ი. მორცხვია

წინ წამოწეული ნიკაპი მტკიცე ნებისყოფის ნიშანია...


თუ ვინმემ კიდევ იცით რომელი ქცევა რას ნიშნავს გთხოვთ დაწერეთ.ძალიან მჭირდება


ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს ხელში კალამი მეწირა და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი spy.gif

salomedvali

body language
http://www.google.com/search?q=body+language

დიახ, გასაუბრებაზე დიდად აკვირდებიან სოლისიტორის საუბარ/მიმიკა/ ქცევებს, აქ ისწავლით როგორ უნდა მოიქცეთ.

Body Language Do's and Don'ts

Your heart feels ready to leap out of your chest. Beads of sweat build on your forehead. Your mind is racing.

It's not a full-blown interrogation -- although it may feel like it -- it's just a job interview. While it's no secret that job interviews can be nerve-racking, a lot of job candidates spend a significant amount of time worrying about what they will say during their interview, only to blow it all with their body language. The old adage, "It's not what you say, it's how you say it," still holds meaning, even if you're not talking. You need to effectively communicate your professionalism both verbally and nonverbally.

Because watching your nonverbal cues, delivering concise answers and expressing your enthusiasm at once can be difficult when you're nervous, here's a guide to walk you through it:

Have them at "hello"

Before you walk into the interview, it's assumed that you will have done the following: prepared yourself by reading up on the company and recent company news; practiced what you'll say to some of the more common interview questions; and followed the "what to wear on your interview" advice. So you're ready, right?

Some hiring managers claim they can spot a possible candidate for a job within 30 seconds or less, and while a lot of that has to do with the way you look, it's also in your body language. Don't walk in pulling up your pantyhose or readjusting your tie; pull yourself together before you stand up to greet the hiring manager or enter their office. Avoid a "dead fish" handshake and confidently -- but not too firmly -- grasp your interviewer's hand and make eye contact while saying hello.

Shake your hand, watch yourself

If you are rocking back in your chair, shaking your foot, drumming your fingers or scratching your... anything, you're going to look like your going to look the type of future employee who wouldn't be able to stay focused, if even for a few minutes. It's a not a game of charades, it's a job interview. Here's what to do (and not do):

Don't:


Rub the back of your head or neck. Even if you really do just have a cramp in your neck, these gestures make you look disinterested.
Rub or touch your nose. This suggests that you're not being completely honest, and it's gross.
Sit with your armed folded across your chest. You'll appear unfriendly and disengaged.
Cross your legs and idly shake one over the other. It's distracting and shows how uncomfortable you are.
Lean your body towards the door. You'll appear ready to make a mad dash for the door.
Slouch back in your seat. This will make you appear disinterested and unprepared.
Stare back blankly. This is a look people naturally adapt when they are trying to distance themselves.

Do:


Sit up straight, and lean slightly forward in your chair. In addition to projecting interest and engagement in the interaction, aligning your body's position to that of the interviewer's shows admiration and agreement.
Show your enthusiasm by keeping an interested expression. Nod and make positive gestures in moderation to avoid looking like a bobblehead.
Establish a comfortable amount of personal space between you and the interviewer. Invading personal space (anything more than 20 inches) could make the interviewer feel uncomfortable and take the focus away from your conversation.
Limit your application of colognes and perfumes. Invading aromas can arouse allergies. Being the candidate that gave the interviewer a headache isn't going to do anything in your favor.
If you have more than one person interviewing you at once, make sure you briefly address both people with your gaze (without looking like a tennis spectator) and return your attention to the person who has asked you a question.
Interruptions can happen. If they do, refrain from staring at your interviewer while they address their immediate business and motion your willingness to leave if they need privacy.
Stand up and smile even if you are on a phone interview. Standing increases your level of alertness and allows you to become more engaged in the conversation.

Say Goodbye Gracefully

After a few well-thought-out questions and answers with your interviewer, it's almost over, but don't lose your cool just yet. Make sure your goodbye handshake is just as confident now as it was going in. Keep that going while you walk through the office building, into the elevator and onto the street. Once safely in your car, a cab or some other measurable safe distance from the scene of your interview, it's safe to let go. You may have aced it, but the last thing you want is some elaborate end-zone dance type of routine killing all your hard work at the last moment.

Posted by: salomedvali 8 May 2008, 15:32
sidhartha
QUOTE
ასახავს ჩემი აზრით და არა განსაზღვრავს...


ნაკვთის ფორმა განსაზღვრავს, ქცევა ასახავს
აქ 2 თემაა გაერთიანებული(თუ მეტი არა კიდე) და სიტვები აირია , მართალია smile.gif
მაგრამ ყველა სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით პლიზ...
ხომ მიხვდით რაზეცაა ლაპარაკი
ხოდა ისაუბრეთ თუ იცით რამე ამ თემების შესახებ

(არ გეწყინოს ოკ? wink.gif)

Posted by: @LILI@ 8 May 2008, 18:58
salomedvali
QUOTE
ან არ იცით ხერხი რომელიც არ აგანერვიულებს? საერთოდ როცა ნერვიულობ რაც არ უდნა ნამეცდინები იყო გინდა ქცევებში გინნდა სხვა რამეში, ეგრევე გავიწყდება...
თან ხმა მეხრინწება კიდე რაღაცნაირად, გეგონება ყელში აქვს წაჭერილიო
რა უბედურებაა რა...

ყველაზე ცუდი ისაა, როცა ზედმეტად აშინებ თავს, ვიდრე საჭიროა. გასაუბრებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ და მთავარი ისაა, რომ თავდაჯერებული იყო და არ აჩვენო თანამოსაუბრეს, რომ გეშინია, ყველანაირი ფეხების მოძრაობა და ხელების ზედმეტი ქნევა, დაძაბულობაზე მოუთითებს. გასაუბრების წინ იფიქრე ყოველთვის, რომ იმაზე უარესი არ იქნება, რაც არის უკვე, არაფერი გაფუჭდება, თუ არ გაკეთდება. ხშირად გაიღიმე,მაგრამ ძალიან მხიარული ნუ იქნები), ეცადე შენი საუკეთესო მხარეები წარმოაჩინო. ამ დროს გარკვეული შიში ყველას აქვს, მაგრამ ის უფრო იგებს, ვისაც საქვეყნოდ არ გამოაქვს.

Posted by: salomedvali 9 May 2008, 11:33
@LILI@
QUOTE
ყველანაირი ფეხების მოძრაობა და ხელების ზედმეტი ქნევა, დაძაბულობაზე მოუთითებს

ხო?
მე მეგონა რომ დაძაბული ადამიანი უფრო უძრავი და გაშეშებულია

მოკლედ 1 ჭიქა საფერავი დავლიოთ გასაუბრების წინ და არანაირი პრობლემა biggrin.gif

Posted by: @LILI@ 9 May 2008, 11:58
salomedvali
QUOTE
მოკლედ 1 ჭიქა საფერავი დავლიოთ გასაუბრების წინ და არანაირი პრობლემა 

ვისაც ზედმეტად ეშინია გასაუბრების არ აწყენდა ერთი ჭიქა, მაგრამ ალკოჰოლის სუნი რომ ასდიოდეს ეს კარგს არაფერს მოუტანს. უკეთესია გასაუბრების წინა დღეს კარგად დაისვენო, კარგად განეწყო და მეორე დღეს ისე მიხვიდე. დადებით აურას უნდა უქმნიდე მოსაუბრეს. yes.gif

* * *
QUOTE
მე მეგონა რომ დაძაბული ადამიანი უფრო უძრავი და გაშეშებულია

ვინ როგორ ამჟღავნებს დაძაბულობას გააჩნია. გაშეშებულია ზოგი, ზოგი ფეხებს არ აჩერებს, ზოგი ხელებს, ზოგს რაღაც უჭირავს ხელში და განუწყვეტლივ ათამაშებს, ზოგს წითელი ლაქები უჩნდება სახეზე და ყელზე, ზოგი ოფლიანდება... მოკლედ, მთავარია თავი დაიმშვიდო.

Posted by: TETISA 13 May 2008, 19:31
არსებობს ჩაკეტილი და გაშლილი პოზები. მაგალითად, ხელების გადაჯვარედინება, მტევნების ჩაკიდება, ან ფეხის ფეხზე გადაება, ტერფების გადადება, და ა.შ. ანუ ესაა პოზები, როცა ადამიანი თავს გრძნობს დაძაბულად და თადვდაცვის გამომხატველ მდგომარეობებად ითვლება.
ეს ნებისმიერ შემთხვევაში, გასაუბრება იქნება თუ სხვა შემთხვევა, მოსაუბრის მიერ არ აღიქმება დადებითად და ტოვებს ნეგატიურ შთაბეჭდილებას. აბა წარმოიდგინეთ, ვიღაც ადამიანი გაიცანით და ის თქვენგან თავს იცავს. ნუ არც ისე სასიამოვნოა რა

Posted by: სხვანაირა 13 May 2008, 20:49
კარგია რამეაა Body Language-ი, მე ძალიან მადგება smile.gif

QUOTE
ეს სხეულის ენა არაა.

ჰო, ეგ Face reading-ია.

Posted by: Genie 14 May 2008, 02:28
QUOTE
საუბრისას კალმის ხელში ჭერა(ეძიკას ქონდა ეგ ჩვევა) მაღალი ინტელექტის ნიშანიაო.


მე ასე გადაჭრითარ ვიტყოდი. გააჩნია, როგორ გიჭირავს ის კალამი: თუ უბრალოდ ხელში გიკავია და არაფერს არ აკეთებ - შეიძლება, მაგრამ ხელში კალმით თამაში ხშირად ნერვიულობის, აღელვების ნიშანია.

QUOTE
.ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?

ალბათ საამისოდ არცერთი "მზა რეცეპტი" არ არსებობს - ყველას სჯობია, ადამიანმა ბუნებრივობა და სიმშვიდე (!) შეინარჩუნოს (ყალბი, წინა დღეს ნასწავლი მანერები თვალშისაცემია): უნდა იფიქრო, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ესაუბრები, რომლებიც კი ბატონო ამ მომენტში შენს ბედს წყვეტენ, მაგრამ მაინც ღმერთები მაინც არ არიან.
თავდაჯერებულობა (რა თქმა უნდა საფუძვლიანი), სიმშვიდე და ბუნებრიობა - აი ის, რაც გჭირდება. smile.gif

თვალებში ყურება აუცილებელია, მაგრამ უნდა გაფრთხილდე რომ მიშტერებაში არ გადაიზარდოს wink.gif

სმენის დროს კარგია თუ მაგალითად თავის დაქნევით მიანიშნებ მოსაუბრეს იმაზე რომ შენ მას ყურადღებით უსმენ და გესმის რასაც გულისხმობს.

Posted by: salomedvali 19 May 2008, 15:12
ნუთუ ესეთი უინტერესო თემაა?

QUOTE
თვალებში ყურება აუცილებელია, მაგრამ უნდა გაფრთხილდე რომ მიშტერებაში არ გადაიზარდოს

ჩემს ერთ ჯგუფელს ქონდა ესეთი ჩვევა მოსაუბრეს არასდროს უყურებდა თვალებში
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...მაგრამ სულ ტყუოდა? რავიცი რავიცი

Posted by: mtvareuli 19 May 2008, 18:19
მე მაქვს ერთი პატარა წიგნი ამაზე

QUOTE
სხეულის ენა


საინტერესოა yes.gif

Posted by: chichilaki 15 Sep 2009, 01:27
სხეულის უენობა თუ გაინტერესებთ,მაშინ პუტინის გამოსვლებს უყურეთ, ტიპს ნაკვთი არ უტოკდება სახეზე, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ ასეთი დაყენებული მიმიკები ბევრს შეშურდეს

Posted by: TikoK 16 Sep 2009, 20:24
QUOTE (ეგრი @ 8 May 2008, 13:36 )
საუბრისას თვალის არიდება და შუბლზე, ცხვირზე და ყურზე ხელის მიდება ან მოსმა ითვლება ტყუილის მანიშნებლად.

ასე ვიქცევი ხოლმე როცა ვნერვიულობ და არა მაშინ როცა ვიტყუები.

Posted by: Jgenti` 17 Sep 2009, 08:32
QUOTE
მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ითვლება მოსაუბრის იდეების მიუღებლობის ნიშნად

ან სიტუაციის.. და კიდე რაღაც 2 ვარიანტია, ესეთ პოზაში თავაწეული და თავდახრილი სხვადასხვა მნიშვნელობით

მემაინტერესებს სტარიჩოკების 99% რატომ დადის ესეთი პახოდკით user.gif

იყო ვერსია რომ ზონაზე მიეჩვივნენ gigi.gif
ხოალბათ უბრალოდ ნელი ნაბიჯების დროს ჯიბეების გარდა ყველაზე კარგი ადგილია ხელების წასაღებად

ბადი ლენგვიჯს თავისი ვერსია აქვს ვერ გავიგე უბრალოდ დონთ დრაუ მი რას ნიშნავს. არ ჩამითრიო?

Posted by: Quest-3D 17 Sep 2009, 10:11
მეც არ მიმიღეს ერთხელ სამსახურშI არადა მეც მაგრად მჭირდებოდა და იმათაც მაგრა ჭირდებოდათ.

ფსიქოლოგი გამესაუბრა ბოოს დამიწუნა ამბიციური აღმოვჩნდი biggrin.gif:D:D:D:D:D

რო შევედი ითახში საგნები იმდენად დეგენერატულად ელაგა (სპეციალურად) აუცილებლად უნდა მიეპყრო ადამიანის ყურადღება, მარჯვნივ სხვა სტილის მარცხნივ სხვა სტილის (აშკარად დაწვავ რო მაგარი ტრუხა ფსიქოლოგია)

გავიხედე გვერდით რეაქცია მაინტერესებდა მისი და დაიწყო ჩემზე დაკვირვება შევამჩნიე.

______________________________________


დამახსოვრე როცა სამსახურში არ მიგიღებენნ იმის გამო რო ფსიქოლოგიურად დაგიწუნებენ, ან უბრალოდ არ ხარ საქმის პროფესიონალი ანკიდევ იმათთან არც ღირს მისვლა თუ შენს პროფესიონალიზმს ვერ აფასებენ.


_________________________________________


ფსიქოლოგიურ ილეთებზ ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება.

და მაინც მინდა ვთქვა რომ ადამიანურ ქცევებში რატო ეძებთ შედეგებს? როცა მიზეზია საპოვნელი თავში.

ადამიანი რაიმე ჯესტით პატივს არ გცემთ და ამას ქცევებით ხვდებით და იმას აღარ ფიქრობთ რატო მოხდა ასე? პირველ რიგში შინაარსი და მოტივია მთAვარი.

=========================================


დაკვირვებული ადამიანი შეხედავს ადამიანს სახეზე და მხოლოდ მის აზრებს და ჩანაფიქრს კიარა მიხვდება, არამედ ამ ადამიანის მიერ დანახული სხვა ადამიანის ჩანაფიქრებსაც წაიკითხავს.


______________________________________


ფსიქოლოგია ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სფეროა.


_______________________


QUOTE
სხეულის უენობა თუ გაინტერესებთ,მაშინ პუტინის გამოსვლებს უყურეთ, ტიპს ნაკვთი არ უტოკდება სახეზე, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ ასეთი დაყენებული მიმიკები ბევრს შეშურდეს


პირველრიგში ისაა გასათვალისწინებელი რომ ეგ პუტინკა შეიძლება მხოლოდდამხოლოდ მსახიობი მარიონეტკაა რომელსაც არავითარი მნიშვნელოვანი ემოციური ინფორმაცია არ გაჩნია და რომელმაც უემოციობა უნდა გაითამაშოს. და მეორეც თუ კარგათ დააკვირდებით მისი არაფრის მთქმელი ვითომ ინტრიგული სახის ქვეშ არის, ტვინ გამოცლილი თავის ქცევებით კმაყოფილი ლაწირაკია, რომელსაც ალბათ კარნახობენკიდეც როგორ უნდა მოიქცეს.

________________________________



QUOTE
ჩემს ერთ ჯგუფელს ქონდა ესეთი ჩვევა მოსაუბრეს არასდროს უყურებდა თვალებში
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...მაგრამ სულ ტყუოდა? რავიცი რავიცი



biggrin.gif:D:D მე არასდროს ვტყუი მაგრამ თვალებში ყურებაზე არც მევ გიჟდები biggrin.gif

ისევ დაისევ შინაარსს უნდა ვუსმინოთ და ჩვენით განვსაზღვროთ ტყუის თუ არა, თორემ რამდენსაც ტყუილის თქმა მოუნდება იმდენი რო თვალებით ვერ შევამჩნიოთ ეგ ცუდათ იქნება საქმე.

Posted by: VanessaMae 18 Sep 2009, 18:34
mtvareuli


რა ქვია ამ წიგნს ....

და თუ ვიშოვი ლიტერატურას საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით?

Posted by: Frоnt National 22 Sep 2009, 10:48
უყურეთ ადოლფ ჰიტლერის გამოსვლას და მიხვდებით რა არის სხეულის ენა...


Posted by: T_b_i_l_i_s_o 22 Sep 2009, 11:16
ზაან მაგრა უჩერს ხელებს
სიხარული/ სიბრაზე ტუ მხოლოდ ნერვიულობა?

user posted image

user posted image

Posted by: imbalance 24 Sep 2009, 03:41
QUOTE
სხეულის უენობა თუ გაინტერესებთ,მაშინ პუტინის გამოსვლებს უყურეთ, ტიპს ნაკვთი არ უტოკდება სახეზე, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ ასეთი დაყენებული მიმიკები ბევრს შეშურდეს


ეფესბეში ნამუშევარ კაცს აბა როგორი გამომეტყველება ექნება. თუ სიარულის მანერაზე დააკვირდებით პუტინს, შეამჩნევთ რომ ერთ ხელს არ იქნევს, ესეც სპეცსამსახურებიდან გამოყოლილი ჩვევაა, რომელიც ყველა მაგ სფეროში ნამსახურებ ადამიანს აქვს რატომღაც.

Posted by: HestaPo 24 Sep 2009, 14:41
T_b_i_l_i_s_o
ხელი რომ არ გაექცეს მოსათათუნებლად მეორეთი იჭერს gigi.gif

Posted by: YOVLISMCODNE 25 Sep 2009, 18:36
საინტერესოა სხეულის ენა . არის თუ არა რაიმე წიგნი ინტერნეტში ელექტრონული რომ მოვიპოვო ამ თემაზე?!

Posted by: qeti-qetusia 25 Sep 2009, 18:45
body lenguage- გასაუბრებას რაც შეეხება არავითარი ზედმეტი მოძრაობა: კალმის ღეჭვა და ა.შ.არ შეიძლება ხელების და პეხების გადაჯვარედინება , უნდა უყორო გამსაუბრებელს თვალებში. დიდი ყურადღება ექცევა საუბრის მანერას-ხმის ტემბრს,გამოთქმას.....ძალიან ბევრი ნიუანსია, მაგრამ ყველაზე რჩევა თუ გინდა თავი გამსაუბრებლის ადგილას წარმოიდგინე, ანუ შენ როგორ ადამიანს აირჩევდი smile.gif

Posted by: kavkazski_lev 25 Sep 2009, 20:59
ეგრი
QUOTE
მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ითვლება მოსაუბრის იდეების მიუღებლობის ნიშნად. ანუ:


ჟირინოვსკი მახსენდება! მე მაგის...

Posted by: lopette 25 Sep 2009, 23:24
ვისაც გაინტერესებთ ე.წ. სხეულის ენა, ადამიანის ქცევის ახსნა, ყველას გირჩევთ ალან პიზის "სხეულის ენა" ასეთი სათაურით წიგნს.. რუსულადაც შემხვდა რამდენიმეგან..

დასურათებულია და აღწერილია დეტალურად ყველა მიმიკა.. გარდა ამისა საუბრისას დასაცავი ზონები და ეტიკეტის სხვა ნორმები. . .

user posted image

Posted by: chxira 26 Sep 2009, 18:25
ამ საკითხზე, ჟესტების ენაზე, არის ფსიქოლოგიის განყოფილებაში საკმაოდ საინტერესო თემა.

ისე კი
ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ამბობდა ხოლმე
ადამიანი თუ ცალ ხელზე დაყრდნობილი გისმენს ე.ი. 30% დებილიაო, ხოლო თუ ორივე იდაყვზე დაყრდნობილი გისმენს, მაშინ 100%-თ დებილიაო. biggrin.gif
30+30 რომ სამოცია კარგად იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს სინერგიულ მოვლენად თვლიდა biggrin.gif

Posted by: nikala1 28 Sep 2009, 02:43
http://lookinart.blogspot.com/2009/09/perspectives.html

Posted by: Sopho* 7 Oct 2009, 10:52
QUOTE (salomedvali @ 8 May 2008, 12:34 )
ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე  ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ  გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს  ხელში  კალამი მეწირა  და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი spy.gif

მიმიკას, რა თქმა უნდა, აკვირდებიან, ანუ ნერვიული წიკები თუ გაქვს.

შენ რაც აღნიშნე, ეგ ბუნებრივი მომენტია და არავის არ გაუკვირდებოდა.

ხელები მაგ დროს (თუ ზიხარ) ფეხებზე დაიწყვე, არ გადააჯვარედინო (ანუ აჩვენე, რომ გახსნილი ხარ). ფეხი ფეხზე არ გადაიდო, ტერფები უბრალოდ გადააჯვარედინე და ვსიო, -ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იქნება.

"ბჟუტურს" დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველ რიგში აინტერესებთ როგორი ადამიანი ხარ (თუ მუშაობის გამოცდილება არ გაქვს) ან როგორი პროფესიონალი ხარ (თუ მუშაობის გამოცდილება გაქვს).


პ.ს. ერთს დავამატებ: სკამის ზურგს ნუ მიეყუდები, სწორად დაჯექი, შეგიძლია ოდნავ მათკენ გადაიხარო.


Posted by: semiteli 17 Oct 2009, 19:16
თავზე ქუდი დახურული ისე რომ თვალებს საკმაოდ ფარავდეს და მთელ შუბლს მაინც
მეტყველებს მრავალ გადატანილ წყენაზე

Posted by: YOVLISMCODNE 18 Oct 2009, 22:03
ვინმეს შეუძლია რაიმე წიგნის ლინკი მომაწოდოს სხეულის ენაზე?!

Posted by: lgogokhia 28 Oct 2009, 00:28
ლინკები მიკროექსპრესიებზე.. მე ვარ სერიოზულად დაინტერესებული..

http://www.humintell.com/
http://www.paulekman.com/
http://www.mettonline.com/
http://www.psychologytoday.com/blog/deception
http://www.eurekalert.org/pub_releases/2004-10/ama-lad100804.php
http://www.gladwell.com/2002/2002_08_05_a_face.htm
http://www.eyesforlies.com/

Posted by: gast 28 Oct 2009, 19:12
salomedvali
QUOTE
ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს ხელში კალამი მეწირა და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი 

ხო აბა მანდ გასაუბრებაზე სულ ისეტები სხედან ეგენი იციან სულ biggrin.gif

Posted by: buburatino 28 Oct 2009, 23:16
თვალს რომ არიდებთ და სადღაც გაღმა იყურები ეგ არის შიშიც,ასე რომ ასე ერთმნიშვნელოვნად ძნელია.მაგასაც კარგად ცოდნა უნდა რომ სწორად გამოიყენო როგორც ყველაფერს

Posted by: odZela =] 4 Nov 2009, 02:46
lopette
მაგ წიგნის ინგლისურ ან რუსულ ვარიანტს ხო ვერ დადებდი??
თუ იშოვება უფასოდ რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: zugdideli 6 Nov 2009, 01:49
odZela =]
QUOTE
მაგ წიგნის ინგლისურ ან რუსულ ვარიანტს ხო ვერ დადებდი?? თუ იშოვება უფასოდ რა თქმა უნდა

არაა აუცილებელი ინგლისურად და რუსულად თავის მტვრევა, საჯარო ბიბლიოთეკაშია ქართულად - მიხვალ და წაიკითხავ უფასოდ. wink.gif

Posted by: M-MAISA 6 Nov 2009, 23:25
ფსიქოლოგიის სწავლა გინდათ წიგნებით?

და სამსახურში რომ მიხვალთ რაც მეტი ფსიქოლოგია იცით მით უფრო მეტი შანსია მიგიღონ?

შენ თუ კარგი ხარ რატო უნდა გეშინოდეს საკუთარი თავის დამლვის, და მეორეც სანამ ეგ წიგნები საერთOდ აზრად მოგივიდოდათ ისინი უკვე პროფესიონალებ იყვნენ.

თუმცა საქართველოში ფსიქოლოგიის დონე არის -რაღაცეები

Posted by: odZela =] 7 Nov 2009, 00:23
M-MAISA
smile.gif)smile.gif) არა სიმართლე დაწერე smile.gif
მე მარტო იმიტომ მინდა რომ აი ტყუილის ნიშნები შევისწავლო და დავამუღამო :>:>
zugdideli
QUOTE
არაა აუცილებელი ინგლისურად და რუსულად თავის მტვრევა, საჯარო ბიბლიოთეკაშია ქართულად - მიხვალ და წაიკითხავ უფასოდ.

და უეჭველი იცი რომ არის?? და რომელში მთავარის ბიბლიოთეკის რომელ განყოფილებაში?

Posted by: Paranormal 7 Nov 2009, 16:00
ჩემი რჩევით პირველ რიგში თავდაჯერებულობას აქცევენ ყურადღებას, გეშიანია თუ არა. ანუ მზად ხარ თუ არა იმ საქმისთვის. სახის მიმიკები ხელების და ფეხების ქნევები ასევე ნერვიულობის დამამტკიცებელი საბუთია. მაგალითად ზოგი ბევრს ლაპარაკობს და თავს აჩვენებს თითქოს ამ დროს არ ნერვიულობს და გამოცდილია.. პირიქით. რაც უფრო მეტს ლაპარაკობ და მეტად აჟიტირებული ხარ მით უფრო ვლინდება შენი უაროფითი მხარეები.

Posted by: Bettoro 8 Nov 2009, 03:39
წიგნები რომ გადმოვწერო ინგლისურად ან რუსულად "ბოდი ლენგვიჯზე" ლინკები ხომ არ გაქვთ?

Posted by: zugdideli 13 Nov 2009, 23:46
odZela =]
QUOTE
და უეჭველი იცი რომ არის?? და რომელში მთავარის ბიბლიოთეკის რომელ განყოფილებაში?


კი smile.gif "დაჟე" ხელში მეჭირა და ვკითხულობდი biggrin.gif თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - მგონი ასე ქვია სრულად. თავისუფლებაზეა ეროვნული მუზეუმის უკან. ესეც კოდი:


პიზი, ალან
სხეულის მოძრაობის ენა ანუ როგორ წავიკითხოთ სხვათა აზრები მათი ჟესტებით / [თარგმანი: ნინო გვასალია, გიორგი ბეგაძე ; რედ.: რუსუდან ლორთქიფანიძე] - თბ., 2004 - 180გვ. : სურ. ; 20სმ. - ISBN 99940-0-005-5 : [ფ.ა.][MFN: 21603]

UDC: 159.925.2
K 244.764/3 - საერთო ფონდი
K 244.765/3 - საერთო ფონდი
K 257.315/3 - საერთო ფონდი
K 257.316/3 - საერთო ფონდი
F 84.823/3 - ხელუხლებელი ფონდი



Posted by: pretty 15 Nov 2009, 21:48
QUOTE
გასაუბრებაზე იმდღეს ხელში კალამი მეწირა და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი spy.gif

იმდენჯერ ვიყავი გასაუბრებაზე, ბოლოს მაგრა დავამუღამე ქცევები, მიმიკები, ჟესტები, გაამართლა კიდეც givi.gif

Posted by: ZENbacaligo 16 Nov 2009, 17:06
salomedvali
TETISA
@LILI@

სხვათაშორის საქართველოში ამ სხეულის ენას რაღაც ძალიან ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ, არადა რეალურად, სხეულის ენა შესაძლოა იყოს რაღაც რაღაცეების ინდიაკტორი, მაგრამ ბევრი რაღაც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად აქვს (მაგალითად ლაპარაკისას ტუ ნიკაპზე ვიკიდებ ხელს შეიძლება სხვანაირად აღითქვას)

საქართველოში ეიჩარ მენეჯერებიც კი რაღაც ესეთ უაზრობებს სწავლობენ და რატომღაც კარგი ჰრ მენეჯერად ის ითვლება ინტერვიუზე კაცი რომ თავს მარცხნივ ატრიალებს რას ნიშნავსsmile.gif და ინტერვიუთი და ამ რაღა მიმიკების ცოდნით შემოფარგლავენ მთელ ამ მეცნიერებას, რაც არასწორია.


Posted by: meocneberealisti 28 Nov 2009, 02:34
QUOTE
თვალს რომ არიდებთ და სადღაც გაღმა იყურები ეგ არის შიშიც,ასე რომ ასე ერთმნიშვნელოვნად ძნელია.მაგასაც კარგად ცოდნა უნდა რომ სწორად გამოიყენო როგორც ყველაფერს

ხოლო თუ ძალიან მიაშტერდი -ადამიანს შეაწუხებ... ყველაფერში ზომიერებაა საჭირო...

Posted by: zurieli 10 Dec 2009, 18:24
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, არ შეიძლება რაიმე დარწმუნებით თქვა, არის რამოდენიმე მიმიკური ჟესტიკულაცია რაც მეორდება, მაგალითად, ვინც გამართულად და დიდრონი ნაბიჯებით დადის არ შეიძლება მასზე თქვა რომ ის თავდაჯერებულია, ზოგი ამ დროს აგრესიას გამოხატავს საკუთარი ნაბიჯებით,
ეს თემა რაღაც არაა აქტიური მგონი ხო?

Posted by: ellena 11 Dec 2009, 05:54
QUOTE (salomedvali @ 8 May 2008, 12:34 )


ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე  ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ  გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს  ხელში  კალამი მეწირა  და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი spy.gif

ამაზე პასუხი გვეცოდინება, თუ გვეტყვი აგიყვანეს თუ არა სამსახურში lol.gif

Posted by: zurieli 14 Dec 2009, 16:51
QUOTE
ამაზე პასუხი გვეცოდინება, თუ გვეტყვი აგიყვანეს თუ არა სამსახურში 

კარგი დასკვნააbiggrin.gif

Posted by: akaki_aka 28 Dec 2009, 19:55
ადამიანი საუბრისას ზედა მარჯვენა კუთხეში თუ იხედება სიმართლეს ლაპარაკობს , ზედა მარცხენა კუთხეში თუ იხედება ტყუილს.

Posted by: domina333 28 Dec 2009, 20:03
akaki_aka
QUOTE
ადამიანი საუბრისას ზედა მარჯვენა კუთხეში თუ იხედება სიმართლეს ლაპარაკობს , ზედა მარცხენა კუთხეში თუ იხედება ტყუილს.


მგონი პირიქითაა,ადამიანის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო , ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი და ტყუილის დროს, მარჯვნივ იხედება / გაუცნობიერებლად ხდება ასე/
* * *
კიდევ, ვერ ისვენებს, თითებს აწვალებს, თავს იქექავს, ცხვირზე იკიდებს ხელს და ა.შ. wink.gif

Posted by: karavele 29 Dec 2009, 17:22
თუ დაკვირვებიხართ, უინსტონ ჩერჩილი ხალხსი მასას მუდამ აწეული ხელით და გაშლილი ხელის მტევნით და თითებით ესალმებოდა. . .
ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აფრთხობდა სატანას კარზე მომდგარს და უარყოფით ენერგიას უკან აქცევდა.


ნაგულისმებია "გიტლერომანია"
* * *
საკმარისია ადამიანთან რამოდენიმე წუთი ურთიერთობა. ნებისმიერი მოძრაობა, ჟესტი, დაუფიქრებელი სიტყვა, შეიძლება გახდეს თქვენი სიცრუის მაჩვენებელი.

საჭიროა მხოლოდ იცოდე თუ როგორ დაინახო ეს.

Posted by: Stacy 3 Jan 2010, 18:18
QUOTE
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...მაგრამ სულ ტყუოდა? რავიცი რავიცი

ყოველთვის არ ამართლებს არავერბალური კომუნიკაცია war.gif

Posted by: თაიკო 15 Jan 2010, 15:55
QUOTE (zurieli @ 10 Dec 2009, 18:24 )
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,

ალბათ კონკრეტული ადამიანის ჟესტიკულაცია უნდა შევისწავლოთ ,
ეს უფრო ჭკვიანური იქნება smile.gif

Posted by: iraro 16 Jan 2010, 23:50
როდესაც საუბრისას საკუთარ ცხვირს ეხება იტყუება

Posted by: tamo_tsiko 21 Jan 2010, 00:10
მაგი კი არ ვიცოდი ეხლა დავაკვირდები ხოლმე 0_O

Posted by: Vinum Sabbati 22 Jan 2010, 11:41
მოგესამლებით: )
მაიკ კაროს წიგნი ხომ არ გექნებათ რუსულ ენაზე?

Posted by: artcritic 22 Jan 2010, 20:34
მშიშარა ადამიანები თვალებში ვერ უყურებენ სხვა ადამიანებს, მათ ურჩევნიათ პირის მოძრაობებს დააკირდნენ.

ყველა სახელმწიფოს მეთაურს ასწავლიან ჟესტების ენას, სხვადასხვა ჯესტებით, თუნდაც ხელის ჩამორთმევის თავისებურებით ისინი ერთმანეთს უპირატესობას ან მეგობრობას უმტკიცებენ

Posted by: giogege 2 Feb 2010, 19:07
QUOTE (karavele @ 29 Dec 2009, 17:22 )
თუ დაკვირვებიხართ, უინსტონ ჩერჩილი ხალხსი მასას მუდამ აწეული ხელით და გაშლილი ხელის მტევნით და თითებით ესალმებოდა. . .
ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აფრთხობდა სატანას კარზე მომდგარს და უარყოფით ენერგიას უკან აქცევდა.

აწეული ხელი წინამძღოლი ლიდერი იყო და მოწოდების ნიშანია გაშლილი ხელის მტევანი გულ ღიაობას ნიშნავს.

Posted by: Grlfona 2 Feb 2010, 19:15
QUOTE
თუ დაკვირვებიხართ, უინსტონ ჩერჩილი ხალხსი მასას მუდამ აწეული ხელით და გაშლილი ხელის მტევნით და თითებით ესალმებოდა. . .
ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აფრთხობდა სატანას კარზე მომდგარს და უარყოფით ენერგიას უკან აქცევდა.

ჩერჩილზე გამახსენდა smile.gif როცა ხვდებოდნენ ხოლმე ჩერჩილი, ლევრენტი ბერია და სტალინი ხოლმე სტალინი სულ ბოლოს შემოდიოდა და ესენი ყოველთვის დგებოდნენ შემოსვლისთანავე და ერთხელაც თქვეს რო მოდი რო შემოვა არ ავდგეთ ვინ არისო რო ყოველ შემოსვლაზე ვდგებითო და შეთანხმდნენ რო არ უნდა ამდგარიყვნენ და შემდეგ სტალინი შემოვიდა თუ არა ორივე ეგრევე წამოხტნენ smile.gif

ეს მაგალითი მოვიყვანე იმიტომ რომ შენ ქცევებს და მიმიკებს რაც გაქვს ჩაბეჭდილი ყოველთვის ვერ გააკონტროლებ smile.gif

Posted by: giogege 2 Feb 2010, 19:24
Gr1fonaa
ხო ეგ ცნობილი ფაქტია პუტინმა ბუშს გაუჩAლიჩა ეგრე ხელი როცა ჩამოართვეს ზევიდან მოექცა პუტინის ხელი ბუშმა მარცხენა ხელი ზევიდან დაუთათუნაა.

და კიდევ ერთი შევარდნაძესაც მაგარი ქარიზმა ქონდა ადამიანებთან კონტაქტის ადვილად შედიოდა ადამიანის ფსიქოლოგიაში ერთXელაც ტეტჩერს კითXა კამერებთან სახლში როგორ ხართო. ნუ კი გააკრიტიკეს მაგრამ მაინც + იუსია რაა.

Posted by: isterichka777 8 Feb 2010, 17:07
salomedvali

QUOTE
ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?

ეგ რა მითხარით, აწი ეგ უნდა დავამუღამო smile.gif

Posted by: Princess-coco 11 Feb 2010, 15:44
ზოგ ადამიანს მაგარი იდიოტნი მიმიკები აქვს ხოლმე არ მევასება. მაგალითად ზოგი ხელებს აქნევს ისე ლამის მე მომხვდეს lol.gif
ზოგი კი სიტყვის თქმისას ტუჩებს აწკლაპუნებს. ეგ მიმიკა ყველაზე მეტად მეზიზღებაააა

Posted by: giogege 12 Feb 2010, 19:59
ხელების ქნევაზე არის სტანდარტი არ უნდა გადაცდინო წელს დაბლა და მხრებს მაღლა

Posted by: qetqat 16 Feb 2010, 00:42
QUOTE
ჩემს ერთ ჯგუფელს ქონდა ესეთი ჩვევა მოსაუბრეს არასდროს უყურებდა თვალებში
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...მაგრამ სულ ტყუოდა? რავიცი რავიცი

მე თუ მკითხავთ ეგ უფრო მორცხვობის ბრალია.პირადად მე ჩვევად მაქვს გადადებული ფეხის მუდმივი ქნევა,არადა საკმაოდ მშვიდი ვარ,მერე ერთ-ერთი ექიმისგან მოვისმინე რომ ამას მოუსვენარი ფეხების სინდრომი ქვია და ეპილეფსიის წამლებით მკურნალობენ.ამბობენ ,როდესაც თვალის გუგები აქვს ადამიანს გაფართოებული საუბრის დროს, იტყუებაო ,მაგარამ ასევე ექიმის გნმარტება ამის შესახებ ის არის რომ :გაფარტოებული ტვალის გუგები ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი სიმპტომიაო,ასე რომ ყოველთვის ნუ მივენდობით გარეგან ეფექტს თუ დეფექტს.

Posted by: toi toto 23 Feb 2010, 15:55
ვინმემ ყრუ-მუნჯთა ენა იცით? ანუ ხელებით სიტყვების ან ასოების წარმოთქმა როგორ უნდა? ან სად გავიგო.

Posted by: Ichi-Ban 26 Feb 2010, 01:14
თუ ქალი გვერდით მოგიჯდა და ფეხი შენი მიმართულებით გადაიდო ე.ი. დააინეტერესე

კაცს თუ ქალი მოეწონა წარბების თამაშზე ეტყობა ან კიდე დგომაზე ეს დგომა როგორ ავხსნა ეხლა ცოტა ძნელია, მაგრამ შევეცდები...
დაახლოებით ასე: დგომის დროს ერთი ფეხი ცოთატი წინ, რომაა წაწეული, და ამ ფეხის წვერი თუ შენთან მოსაუბრე (ან შენთან მდგომ) ქალისკენაა მიმართული დაინტერესების გამომხატველია.

Posted by: <<დოლორეს>> 3 May 2010, 16:10
ეგრი
QUOTE
სპეცსამსახურების თანამშრომლებს ასწავლიან და ავარჯიშებენ სხეულის ენის სწორად გამოყენებაში და წაკითხვაში.

საუბრისას თვალის არიდება და შუბლზე, ცხვირზე და ყურზე ხელის მიდება ან მოსმა ითვლება ტყუილის მანიშნებლად

ეუF შეცვალა ამან კრიმინალისტიკაში მიმიკების ამოცნობის სტილი biggrin.gif
ეგ გენაცვალე ჯოკერის თამაშის დროს გამოყენებული ჟესტებში გეშლება შენ biggrin.gif

ალბათ ამისი თქმა გინდოდა,მზერის მიმართულება სავარაუდო პასუხის მოლოდინში.
მარჯვნივ ,,გაქნეული'' მზერა დასმულ კიტხვაზე პასუხის გაცემამდე ნიშნავს,რომ ადამიანი სიმართლის ტქმას აპირებს.
მარცხნივ ,,გაქნეული'' მზერა კი მეტყველებს დასაკითხი სუბიექტის მოსალოდნელი პასუხის სიცრუეზე.


და მსგავსი უამრავი მიმიკური ემოცია და ჟესტიკულაცია ამხელს ადამიანის შინაგან განწყობას.




Princess-coco
QUOTE
ზოგი კი სიტყვის თქმისას ტუჩებს აწკლაპუნებს. ეგ მიმიკა ყველაზე მეტად მეზიზღებაააა

ეგ ან დაავადებული კბილების გამო აკვიატებული ჩვევაა,ან პროთეზი უკეთია.პროთეზს კიდე მრავალი წლის ხმარების მერეც ვერ ეგუებიან wink.gif

Posted by: ეგრი 3 May 2010, 18:21
<<დოლორეს>>
კრიმინალისტი ხარ?

Posted by: semiteli 13 May 2010, 01:36
ხელების მტვრევას ამბობენ კალიუმ ბრომატუმი მკურნალობსაოოო

Posted by: AdsByGoogle 13 May 2010, 02:03
ბოდილენგვიჯი user posted image

მაგარი რამეა... თუ იცი, ცხოვრებაში გამოგადგება smile.gif

ქალს დაკერავ ბოლო ბოლო ადვილად biggrin.gif

Posted by: teonala 13 May 2010, 21:05
toi toto
http://en.wikipedia.org/wiki/Fingerspelling

ან დაგუგლე და სხვადასხვა საიტებს ამოგიგდებს

http://img508.imageshack.us/i/fingeralphabet.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: Queeestion 23 May 2010, 20:29
QUOTE (salomedvali @ 8 May 2008, 12:34 )
ამბობენ რომ  ადამიანის ესა თუ ის მიმიკა,ქცევა,სხეულის ნაკვთის ფორმა განსაზღვრავს მის ხასიათს, თვისებებს, განწყობას, სულიერ მდგომარეობას...
<...>
თუ ვინმემ კიდევ იცით  რომელი ქცევა რას ნიშნავს გთხოვთ დაწერეთ.ძალიან მჭირდება

არსებობს "სხეულის ენა"? smile.gif
თანაც, საყოველთაო?
ნებისმიერი ცოცხალი ენა კულტუროსანია
კულტურა კი მუდამ დასაზღვრული

Posted by: DNS 27 May 2010, 00:28
QUOTE (salomedvali @ 19 May 2008, 15:12 )
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...

ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული.მზერის არიდება ზოგჯერ სიმორცხვის ნიშანია და არა სიცრუის smile.gif

Posted by: iloH 29 May 2010, 20:13
QUOTE (DNS @ 27 May 2010, 00:28 )
QUOTE (salomedvali @ 19 May 2008, 15:12 )
ამბობენ როცა ტყუის ადამიანი მაშინ გადააქვს საუბრისას მზერა სხვაგანო ...

ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული.მზერის არიდება ზოგჯერ სიმორცხვის ნიშანია და არა სიცრუის smile.gif

გეთანხმები. ესე ნამდვილად ვერ განსაზღვრავ ადამიანი იტყუება თუ არა.


Posted by: pattern 31 May 2010, 04:19
წავიდა ის დრო ,როცა ადამიანები ერთმანრთს თვალებში შესცქეროდნენ.
სამწუხაროდ.
უთხარით ამ ბავშვს,რომ ---ადამიანთა დიდი ნაწილი იტყუება შიგ თვალებში!

Posted by: veshapa 15 Jun 2010, 21:00
მე მაგალითად თვალებში როცა არ ვუკურებ მოსაუბრეს, მაშინ უფრო ყურადღებით ვუსმენ.

Posted by: rozoma 5 Jul 2010, 14:55
რა თქმა უნდა ყველაფერს ზუსტად ვერ განსაზღვრავ, თუმცა მაინც არსებობს თითქმის ყველასთვის საერთო ნიშნები
ზიზღის, ტყუილის, სიყვარულის გამომხატველი...

და თუ ადამიანი კარგად გაიცანი რაღად გინდა მისი ჟესტიკულაციის შესწავლა? : ))
ბოდი ლენგვიჯი გამოგადგება მაშინ როცა ადამიანს არ იცნობ, პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად

Posted by: cinikosi1 12 Jul 2010, 21:21
QUOTE
ხო და კიდევ, ამბობენ რომ სამსახურის ძებნისას გასაუბრებებზე ყველაზე მეტად შენს მიმიკებს და ქცევებს აკვირდებიან და არა იმას თუ რეებს "ბჟუტურობ"...ხოდა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ?
მე მაგალითად გასაუბრებაზე იმდღეს ხელში კალამი მეწირა და ისე ვათამაშე,მერე შემრცხვა მეთქი ხალხი რა იფიქრებდამეთქი


უმარტივესი და სასაცილო მეთოდია, არამარტო გასაუბრებებზე, ყოველდღიურ ამაყ ხალხთან ურთიერთობებშიც მაგრად ქაჩავს>>>>>>
ესეიგი უნდა წარმოიგინო შენ წინ მჯდომს ყველაზე სასაცილო კიარა უფრო უხერხულ სიტუაციაში რომ შეუსწრებ, როგორი სახე ექნება, მაგალითად უნიტაზზე მჯდომს>>> ამას რომ წარმოიდგენ, მისი ''დიადი ავტორიტეტი'' რაღაც დოზით დაიწევს შენს თვალში და კონტაქტსაც უფრო უშუალოდ დაამყარებ. გათავისუფლდები შებოჭილობისგან. შეიძლება უკვე მას გაუჩნდეს შენდამი მოწიწების გრძნობა... smile.gif

Posted by: CAPTAIN 13 Jul 2010, 16:49
ამ ბოლო დროს დავუმუღამე ძალიან სახის მიმიკებს, ბევრ რამეს ვხვდები მაგ: ხანდახან პირდაპირ ვეუბნები ხოლმე ასე რომ ქენი რაღაცას მატყუებ თქო, და უცებ ეგრევე შეცბებიან ხოლმე და ტუჩზე იკბენენ ხოლმე ან რამე მაგდაგვარი და უკვე თითქმის 90% მიმართლებს მაგ საქმეში. და ვინმეს თუ გაქვთ რაიმე წიგნი ან რამე რაც შეეხება ადამიანის მიმიკას, (სასურველია დასურათებული) ინტერნეტში, მომეცით ლინკი ძალიან გთხოვთ. ქართულ ან რუსულ ენებზე, ინგლისური არ ვიცი სამწუხაროდ... smile.gif

Posted by: TETISA 15 Jul 2010, 02:27
დღეს სეამჩნიეთ ნანუკას შოუში პრეზიდენტისგან ინტერვიუს რომ იღებდა, ერთი მომენტი იყო, როცა თვალში მომხვდა მისი სხეული ენა.
საუბრობდნენ ბათუმში რომელიღაც ნაგეგბოს აშენების მიზანზე. ამან თქვა რაღაც კეთილშობილური, იმიტომ დავიწყეთ ამის შენება რომ ესა და ესაო... და ცხვირზე მიიდო ხელი. მერე კი ნიკაბზე ედო, უფრო სწორედ, ნიკაბი ედო ხელზე. და თითიც გაანძრია, როცა ამაზე ჩაეკითხა ჟურნალისტი რაღაცას.
საუბრის დეტალები არ მახსოვს.

Posted by: FsdasD 15 Jul 2010, 02:34

ალან პიზის:იაზიკ წელადვიჟენიი მაქვს,საიდან არ ვიცი მაგრამ ძალიან საინტერესოა,თითქმის მთლიანად მოიცავს ყველაფერს,რაც ეს წავიკითხე იმის მერე უფრო ბევრ რამეს ვაკვირდები ადამიანის მოძრაობებში.

Posted by: kavkazmonitor 17 Jul 2010, 12:33
ხომ არ იცით, არის თუ არა ალან პიზის წიგნების ქართული თარგმანი?

Posted by: rozoma 18 Jul 2010, 01:33
kavkazmonitor
QUOTE
ხომ არ იცით, არის თუ არა ალან პიზის წიგნების ქართული თარგმანი?

არის, ზუსტად ვიცი

Posted by: kavkazmonitor 18 Jul 2010, 19:15
QUOTE (rozoma @ 18 Jul 2010, 01:33 )
kavkazmonitor
QUOTE
ხომ არ იცით, არის თუ არა ალან პიზის წიგნების ქართული თარგმანი?

არის, ზუსტად ვიცი

დიდი ხნის წინ მიყიდია რუსლ ენაზე ამ ავტორის რამოდენიმე წიგნი..თუმცა ქართულ ვერსიას ამ წიგნისა არ შევხვედრივარ.

Posted by: rozoma 18 Jul 2010, 22:17
kavkazmonitor
1 თვის წინ ჩემი ჯგუფელი დადიოდა საჯაროში, პრეზენტაციას აკეთებდა ბოდილენგვიჯზე და ქართულად ნახა ალანი


თუ არ მოგვატყუა, იქნება ბიბლიოთეკ\აში

Posted by: მანუელა 21 Jul 2010, 01:25
როცა ადამიანს თვალებში არ უყურებ ლაპარაკის დროს, სულაც არ ნიშნავს რომ ატყუებ sad.gif
ძალიან ბევრი ვიცი შიგ თვალებში რომ გიყურებს და უნამუსოდ იყტუება!!!
მე, მაგალითად, როცა ვინმეს ველაპარაკები და ამ დროს რაიმეს ვიხსენებ, თვალი უნებურად გამირბის რომელიმე შორეული წერტილისაკენ. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვინმეს რამეს ვატყუებ...

Posted by: matusala_5 26 Aug 2010, 23:17
როცა ადამიანი საუბრისას ქვევით იყურება ამ დროს არაა გულწრფელი , როცა პირიქით ზემოთ გულწრფელია(მგონი მარჯვნივ და მარცხცივ ხედვასაც თავისი დახასიათება აქვს)
არამარტო თვალებმა,ხელების მოძრაობამ ,ხმის ინტონაციამ,სუნთქვის ტემბრმა და ა.შ შეიძლება გაყიდოს ადამიანის ფარული განცდა

Posted by: sometimes I 24 Oct 2011, 16:56
ძალიან მაინტერესებს იქნებ არსებობდეს ალან პიზის "სხეულის ენა " ქართული თარგმანი ... სამწუხაროდ უცხო ენაზე ვერ წავიკითხავ .... ან სხვა რამე წიგნი მირჩიოთ ამგვარი ... .

Posted by: Natuka NGN 24 Oct 2011, 16:59
sometimes I
რაცმე ვიცი არ არსებობდა და თუ თარგმნეს, არ ვიცი

Posted by: leribaraba77 29 Oct 2011, 21:07
სხეულის ენა მაგარი საინტერესო რაგაცაა. ადამიანის თითოეული მიმიკა რაგაცას ნი|შნავს. მაგის შემსწავლელი კურსები არსებოობს?

Posted by: sne II der 30 Oct 2011, 17:23
აუ მართლა რა ძალიან საინტერესოა

Posted by: bes-ka88 31 Oct 2011, 11:52
QUOTE
მაგის შემსწავლელი კურსები არსებოობს?


მაგას ფსიქოლოგიის კურსებში ასწავლიან სამედიცინოში (ვითომ ასწავლიან) და რეალურად კონკრეტულად მაგისა არ ვიცი, მე თვითონ ვაკვირდები ხოლმე და რაღაც რაღაცეებს ვხვდები, მაგრამ რამდენად სწორე არ ვიცი biggrin.gif

Posted by: jebala 1 Nov 2011, 14:22
ეგრი
QUOTE
სპეცსამსახურების თანამშრომლებს ასწავლიან და ავარჯიშებენ სხეულის ენის სწორად გამოყენებაში და წაკითხვაში.

საუბრისას თვალის არიდება და შუბლზე, ცხვირზე და ყურზე ხელის მიდება ან მოსმა ითვლება ტყუილის მანიშნებლად.
მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ითვლება მოსაუბრის იდეების მიუღებლობის ნიშნად. ანუ:
თუ ამგვარ პოზაში მყოფ ადამიანს ესაუბრები და საუბრის რაღაც მომენტიდან ხელები გაშალა - გამოდის მიიღო შენი აზრები.
თუ საუბარი იმავე პოზაში დაასრულა და დაგეთანხმა, უახლოეს მომავალში (ვთქვათ მეორე დღეს ტელეფონით) უარს გეტყვის.

სპეცსამსახურები რა შუაშია? smile.gif ნებისმიერმა გამოცდილმა იურისტმა თუ პროკურორმა იცის როცა ადამიანი საუბროს და გახსნების მიზნით თავი მარცხნივ გადაცია ე.ი. იტყუება და დრო გაყავს თუ მარჯვნივ ე.ი. მართლა ცდილობს გაიხსენოს smile.gif იგივე საუბროს დროს თვალის გუგის მკვეთრი გადიდება ან შემცირება ტყუილის ნიშანია smile.gif

Posted by: ეგრი 1 Nov 2011, 16:03
jebala
QUOTE
სპეცსამსახურები რა შუაშია? smile.gif ნებისმიერმა გამოცდილმა იურისტმა თუ პროკურორმა იცის როცა ადამიანი საუბროს და გახსნების მიზნით თავი მარცხნივ გადაცია ე.ი. იტყუება და დრო გაყავს თუ მარჯვნივ ე.ი. მართლა ცდილობს გაიხსენოს smile.gif იგივე საუბროს დროს თვალის გუგის მკვეთრი გადიდება ან შემცირება ტყუილის ნიშანია

სპეცსამსახურები იმ შუაშია, რომ მათ უფრო მეტი იციან, ვიდრე ნებისმიერმა თუნდაც გამოცდილმა იურისტმა,
თორემ აქ რაც დაიწერა ეგ უკვე ყველამ ვიცით. smile.gif

Posted by: lukachooo 2 Nov 2011, 17:25
ეგრი
QUOTE
სპეცსამსახურები იმ შუაშია, რომ მათ უფრო მეტი იციან, ვიდრე ნებისმიერმა თუნდაც გამოცდილმა იურისტმა,
თორემ აქ რაც დაიწერა ეგ უკვე ყველამ ვიცით. 

+1 გეთანხმები სრულიად smile.gif

Posted by: lasha inasaridze 6 Nov 2011, 16:55
ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ვინც თვალებში გიყურებს და მაინც იტყუება

Posted by: shoko123 13 Nov 2011, 15:36
ამის სპეციალისტები არიან. რუსეთში არებობს ფიმა რომელსაც ბევრი მსხვილი საწარმოს ხემძღვანელები და ბევრი ბიზნესმენი აკითხავს. შეხვედრებზე მიყვებათ იქიდან ორი ან სამი ადამიანი და მოლაპარაკებას ესწრებიან ისინი ზუსტად ხვდებიან როდის იტყუებიან, როდის ტავს იკავებენ, მოწონთ თუ არა შემოთავაზება. კაროჩე დასაწყისისთვის ფსიქოლოგიაში ისწავლება და დზაან მაგარია და დვილი.

Posted by: zuka1305 16 Nov 2011, 17:22
ლაპარაკისას თვალი რო ქვევით გარბის ეგ ტყუილის ნიშანია გენაცვალე!!!!! ძალიან ადვილი მისახვედრია მინდა გითხრა!!!! rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: ASIA 3 Dec 2011, 20:07
ადამიანებში თითქმის არასოდეს ვცდები და არანაირი სხეულის ენა არ მჭირდება. მინდა გითხრათ ერთხელ ვიყავი გასაუბრებაზე და ძალიან მაღიზიანებდა იმის შეგრძნება, რომ ჩემს ყოველ მოძრაობას აკვირდებოდნენ და თითქმის რობოტი თითქმის რობოტად აღგიქვამს. პროფესია მნიშვნელოვანია - ფიზიკოსები, მათემატიკოსები და ზოგადად ტექნიკური სპეციალობები - ანგარიშგასაწევნი, არ ჩამქოლოთ და 'ჰუმანიტარები' არ მიმაჩნია ანგარიშგასაწევ ხალხად - მათ უბრალოდ ვერ ისწავლეს ფიზიკა-მატემატიკა ... ხო! პროფესიის შემდეგ კომუნიკაბელურობაა საინტერესო და 'ინფორმატიული' და ეგ არის ... რობოტებს ეძებენ რობოტები! დიახთ!

Warning:
ქართული ასოებით წერე ხოლმე

Posted by: LOLZ 3 Dec 2011, 23:10
ეს ვიდეო დაგეხმარებათ ზოგიერთი ჟესტის მნიშვნელობის გაგებაში smile.gif


Posted by: ASIA 4 Dec 2011, 00:50
mobilurit vxlafortob...... 3030303030

Posted by: Ninikemo Origami 20 Dec 2011, 20:04
smile.gif მართლაც რა ვიცი, რა ვიცი smile.gif მეც შევხედრივარ მასეთ ადამიანს და მიკვირს მასეთი ადამიანების, თანაც ჩემთვის ძალიან ახლობელია ის ადამიანი smile.gif)))

Posted by: datofris 14 Jun 2012, 21:09
jebala
QUOTE

სპეცსამსახურები რა შუაშია?  ნებისმიერმა გამოცდილმა იურისტმა თუ პროკურორმა იცის როცა ადამიანი საუბროს და გახსნების მიზნით თავი მარცხნივ გადაცია ე.ი. იტყუება და დრო გაყავს თუ მარჯვნივ ე.ი. მართლა ცდილობს გაიხსენოს  იგივე საუბროს დროს თვალის გუგის მკვეთრი გადიდება ან შემცირება ტყუილის ნიშანია

მხოლოდ ერთ ჟესტსა თუ მიმიკაზე არ უნდა დაასკვნა რომ ადამიანი გატყუებთ ან რაიმე ემოცია მაგალითად
კისრის ფხანას შეიძლება ადამიანის მერყეობაზე და არასანდოობაზე მიანიშნებდეს, ან ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას დაავიწყდა შხაპის მიღება.
კაცებს შორის მშვიდი ხელის ჩამორთმევა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ერთერთი მათგანი ბევრად უფრო სუსტია.
ქალები, როგორც წესი, მოკლედ ქვედა ბოლოების ტარებისას დაჯდომისას აუცილებლად იდებენ ფეხს ფეხზე. ეს ფეხის გადაჯვარედინება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავდაცვით პოზიციას იჭერენ, მაშინ როცა ჭარბწონიან ადამიანებს ფეხების გადაჯვარედინება საერთოდ არ შეუძლიათ.
შენ ადამიანებს რაღაც დოზით მაინც უნდა იცნობდე, უნდა იცოდე მათი ჩვეულება, ჟესტები, ხასიათი და ემოციების გამოხატვა. უნდა ნახო როგორ იქცევა ის ჩვეულებრივ სიტუაციაში და როგორ იქცევა ის სხვადასხვა სიტუაციებში რომ გქონდეს შედარების საშუალება, კარგად ცოდნაა საჭირო და მიმიკებისა და ჟესტების ერთმანეთან დაკავშირება, რომ შეძლო სხეულის ენის წაკითხვა.
QUOTE
იგივე საუბროს დროს თვალის გუგის მკვეთრი გადიდება ან შემცირება ტყუილის ნიშანია

არა მარტო ტყულზე დიდდება და მცირდება თვალის გუგის ზომა smile.gif

Posted by: TiaTia 27 Jun 2012, 00:02
salomedvali
QUOTE
თუ ადამიანი სიცილისას პირზე ხელს იფარებს ე.ი. მორცხვია


ხან ვიფარებ ხან არა, ხან მორცხვი ვარ ხან არა? spy.gif

Posted by: namu550d 7 May 2014, 00:31
ვინმე ხომ არ იცით სხეულის ენის სპეციალისტი?

Posted by: mikheil001 21 Nov 2016, 22:41
სხეულის ენის შესახებ რაიმე წიგნი არ იცით რომ დამილინკოთ.? რამე სერიოზული ოღონდ...

Posted by: Jolliness 27 Nov 2016, 12:21
ერთი კარგი წიგნია სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება, გიორგი გიორგაშვილის დაწერილი. კარგი წიგნია სხვათაშორის კარგად არის აღწერილი სხეულის ენა. წაიკითხე ბევრ ახალს გაიგებ. ძვირიც არ ღირს 7 ლარი გადავიხადე. პრაქტიკაშიც შეძლებ გამოყენებას კიდე ვიდეოებიც არის იუთუბზე თუ კარგად იცი ინგლისური თედ რომ არის არხი მანდ ნახავ, მანდაც ძალიან კარგად ააქვთ აღწერილი. დანარჩენი კიდე შენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს პრაქტიკაზე. ოღონდ ამ ყველაფერს დაკვირვება უნდა, მარტო ცოდნა არ არის ყოველთვის უნდა აკვირდებოდე სხვებსაც და საკუთარ თავსაც.

Posted by: muraa88 18 Dec 2016, 09:57
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Pac. 13 Mar 2018, 14:36
რამე კარგ წიგნს ვეძებ სხეულის ენაზე , ხო ვერ მირჩევთ ?
მირჩევნია ვიყიდო მაღაზიაში მაგრამ არც ელექტრონულ ვერსიაზე ვიტყოდი უარს )

Posted by: whiteman7 26 Nov 2019, 18:41
QUOTE
 სხეულის ენა

ჟესტები გამოიყენება მხოლოდ დიდ ,,წრეებში'' ნაცნობებში, ელიტაში, და ასე შემდეგ

ყოველდღიურ ურთიერთობაში კი შეიძლება სულაც არ ამართლებდეს

მაგალითად ნიკაპზე ხელის სმა ნიშნავს რომ ადამიანი იტყუება. მე ვაკეთებ ხოლმე ხშირად თუმცა სულაც არ ვიტყუები

პ.ს. ჟესტების დიდად არ მჯერა. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა ხელები გადაჯვარედინოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს იმას რომ მოსმენა არ უნდა


Posted by: ჰერმიონაა 5 Dec 2019, 15:23
სხეულის ენა და მინიშნებები კი არა, ზოგს პირში რა ენაც აქვს იმასაც ვერ ატრიალებს.

lol.gif

Posted by: Katana_ 3 Jan 2020, 10:58
სხეულის ენია თუ იცი კარგად, ძალიან გამოგადგება ყოველდღიურ და სასიყვარულო ურთიერთობებში

Posted by: 27DE 3 Jan 2020, 11:04
მეტროში ერთ ბანერს დავაკვირდი, ვითომ წარმატებული ტიპი ცუდ პოზაში იდგა. ხოდა ვინ დაიჯერებს იმ კომპანიის რეკლამას? biggrin.gif

Posted by: Anna Ricci 20 Jul 2020, 18:30
1- წარმოიდგინე რომ ცირკში მიდიხარ
და ხდები ძაან ცნობილ და მხიარულ ჯანბაზებს
2 - ოღონდ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდე ამ ცირკზე (სამსახურზე, ორგანიზაციაზე)
3 - ხელი ჩამოართვა თუ არის საშუალება , დაჯდე არა პირდაპირ მთლად, ოდნავ გვერდზე აირჩიოთ სკამი
და დაამყაროთ თვალით კონტაქტი ,გაიღიმე
3-არ ხარხარებთ მთლად მაგრამ მხიარულად საუბრობთ და ყველა თემაზე .ოღონდ მოკლედ ,ლაკონურად. ითხოვედ დრო მოსაფიქრებლად თუ რთული კითხვებია და დასვით თავადაც კითხვები, რათა დაადგინოთ უფრო ზუსტად რას ითხოვენ თქვენგან .
4 დასასრულში მადლობა გადაუხადეთ და
სიყვარულის ნიშნებიც გამოხატეთ .ისევ თვალებით
ნამეტანი არ იცინოთ, მაგრამ გაერთეთ 2kiss.gif

Posted by: ghost19 23 Jul 2020, 00:23
https://biblusi.ge/products/book/sxeulis-ena/

ალან პიზის სხეულის ენა წაიკითხეთ, კარგად არის აღწერილი ყველაფერი. ოც ლარამდე თანხას თუ გაიმეტებთ, ბევრად მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)