Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ბოლოს წავიკითხე


Posted by: Ras_al_Ghul 28 Jul 2017, 23:07
გავხსნათ ბარემ ახალი თემაც smile.gif

user posted image

წინა თემის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემის ლინკი: https://forum.ge/?f=18&showtopic=34860728

Posted by: MasterJC 29 Jul 2017, 00:22
ფიქსირ

პირველი კანონი - თვით მახვილი
კარგი იყო

Posted by: Stalker563 29 Jul 2017, 01:03


ამბერის 9 პრინცი

როჯერ ზელაზნის, ფენტეზი ვისაც მოგწონთ გირჩევთ, ათტომეულის დასაწყისია, ძაან საკაიფოა

Posted by: Ezekia 29 Jul 2017, 01:03
ბოლოს წავიკითხე "ხორუმი ქართული ცეკვაა " და დიდად ვერ მოვიხიბლე mo.gif


Posted by: Divergent 29 Jul 2017, 03:13
The rest falls away by Colleen Gleason

არ იყო ცუდი მარა ძალიან ჩვეულებრივი თემა იყო უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა.
მარა არ მომეწონა ერთი კეთილი ვამპირი რომ არ გაიჩითა, ყველა ურჩხულად ყავდა გამოყვანილი.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: natonato88 29 Jul 2017, 04:00
ტოპ მპოსტავებს თუ გადავხედავთ, ტოპ ავტორებიც შეგვიძლია დავასახელოთ. ამ შემთხვევაში, ალბათ, აგათა კრისტი იქნებოდა უკონკურენტო biggrin.gif user.gif

Posted by: John-obi 29 Jul 2017, 15:27
ბარემ დავფიქსირდები და ენდი უირის "მარსელი" დავამთავრე დღეს. 4/5

რაღაც მომენტებში ცოტა არ იყოს დამღალა ამდენმა ტერმინებმა (ყოჩაღ ავტორს, ეტყობა რომ ბევრი აქვს ნამუშევარი წიგნზე), მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო.

Posted by: Sergi_Roberto 30 Jul 2017, 03:52
შმიდტის ულისე ბაღდადიდან
30 ბაღდადელი ულისე

Posted by: Krusty_the_Clown 31 Jul 2017, 15:09
მიხეილ ბულგაკოვი - "ეშმაკეულნი"
ყოვლისმომცველი მწერალია.

Posted by: Krusty_the_Clown 6 Aug 2017, 21:40
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

სტივენ კინგი - "მაიმუნი"

პირველი შეხება იყო კინგთან, არ მეგონა ასე ჩამათრევლად თუ წერდა, რაღა "უჟასები" გინახავს კინოში და რაღა ეს წაგიკითხავს, ერთი ამოსუნთქვით.

Posted by: kalekalebind 6 Aug 2017, 21:42
არკადიუშ ვოიტაშინსკის "ჭექა-ქუხილის შემდეგ"


თუ არ ვიცი ქართულად როგორ იქნება ზუსტი თარგმანი


არაა ცუდი წიგნი მაგრამ ცოტა გაწელილი და ზედმეტად გადატვირთული ალაგ-ალაგ...

Posted by: მამაო ენუქი 6 Aug 2017, 21:46
პოლ კრუის სიგიჟესთან მებრძოლი კაცი და ერთი კვირა ჰალუცინაციები მქონდა pop.gif

Posted by: MITIATO 6 Aug 2017, 23:56
ხალიდ ჰოსეინი-ფრანით მორბენალი


ძალიან ადამიანური ისტორია. up.gif

Posted by: Krusty_the_Clown 7 Aug 2017, 00:29
MITIATO
ხომ არის ჰასანის მხრივ ერთგულების და მეგობრობის ეტალონის მაგალითი?

Posted by: Nika303 7 Aug 2017, 14:16
გოგონა მატარებელში bis.gif

30 რეიჩელი

Posted by: MITIATO 7 Aug 2017, 22:00
Krusty_the_Clown
QUOTE
ხომ არის ჰასანის მხრივ ერთგულების და მეგობრობის ეტალონის მაგალითი?


კი, ცოტა ზედმეტიც კი მოსდის, ჩემი აზრით. mo.gif

Posted by: Eeescadaaa 9 Aug 2017, 20:30

ჰამსუნი - მისტერიები

მართალია ვერაფერი გავუგე ბატონს
დიდი ხანი მინდოდა წაკითხვა

საბოლოოდ ძალიან მომეწონა


Posted by: AnneSh 12 Aug 2017, 12:31
ტორესა მოსის "სიბრძნე სიცრუისა"
აი რაღაცნაირი იყო
ზუსტად არასდროს ვიცი რაღაცნაირში რას ვგულისხმობ , მაგრამ მომეწონა. :დ
ისე უკეთესს ველოდი
წაკითხვა ღირს up.gif

Posted by: Caddie 12 Aug 2017, 16:37
"თაგვებსა და ადამიანებზე". ურთიერთსასინააღმდეგო განცდა დამრჩა. თან გავბრაზდი, მეწყინა, თან ვიფიქრე, სხვანაირი დასასრული ვერ იქნებოდა. მინდოდა, ლენის აეხდინა ოცნება და მართლა ჰყოლოდა მილიონი ფერადი კურდღელი, მათთვის მოევლო, მოფერებოდა ფუმფულა ბეწვზე და გამოეკვება, მაგრამ ასე ვერ მოხდებოდა და ისევ ჯორჯის მიერ დახატულ ოცნებაში თუ იპოვიდა აღტაცებას და ბედნიერებას. თავიდან ჯორჯიც გავამტყუნე, მაგრამ ახლა მგონია, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ მოუყვა რანჩოზე, კურდღლებზე და პატარა სახლზე, კიდევ ერთხელ გააბედნიერა ლენი და ამით დაასრულა. ბევრს ალბათ სხვაგვარი შთაბეჭდილება დარჩა..

ახლა სხვა წიგნებს ვიყიდი და სექტემბრამდე მათაც წავიკითხავ love.gif user.gif

"ჯორჯი არ მიმატოვებს" user.gif

Posted by: natia_natia9 13 Aug 2017, 04:12
გოლდინგის ბუზთა ბატონი წავიკითხე ბოლოს. ძალიან კარგია. ახლა ლიოსას ქალაქი და ძაღლებს ვკითხულობ.

Posted by: natonato88 13 Aug 2017, 14:54
ხეების სუნი აქვს Caddie-ს yes.gif



natia_natia9
ბუზთა ბატონი მართლა კარგია smile.gif

Posted by: *kamikaze* 13 Aug 2017, 16:23
ალბერტო მორავიას 'ზიზღი" ხომ არ იცით სად შემიძლია ვიყიდო?

Posted by: Nika303 13 Aug 2017, 19:09
კარამიანები
პირველი ნაწილი

თუ არ ჩავთვლით ჩემთვის რამდენიმე მოსაწყენ დიალოგს, მშვენიერი საკითხავია up.gif

Posted by: MITIATO 14 Aug 2017, 13:38
არტურო პერეს-რევერტე_დიუმას კლუბი

კარგი იყო.
ახლა ფილმს უნდა ვუყურო თავიდან.

Posted by: senpai 16 Aug 2017, 10:51
Евгений Замятин - Мы როგორც მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას 1984-ზე. თან თუ გავითვალისწინებთ რომ 29 წლით ადრეა დაწერილი.

ანტიუტოპიებიდან
1) ოლდოს ჰაქსლი - საოცარი ახალი სამწარო დაიწერა 1932 წელს და პირველია ჩემთვის
2)Евгений Замятин - Мы დაიწერა 1920 წელს და მეორეა ჩემთვის
მერე მოდის
3) 451° ფარენჰეიტით რომელიც ყველაზე გვიან დაიწერა და ბოლოს ვასახელებ
4)1984, რომელიც 1949 წელს გამოიცა და ყველაზე გაპიარებულია რატომღაც, არადა ყველაზე ნაკლები მომცა ამ ოთხი ნაწარმოებიდან.

Posted by: RiVAi 16 Aug 2017, 22:06
შარშან დაწყებული სამოსელი პირველი დავამთავრე biggrin.gif

ზედ მოპასანის ლამაზი მეგობარი დავაყოლე
ადვილად იკითხებოდა

Posted by: natia_natia9 17 Aug 2017, 01:11
RiVAi
RiVAi
როგორ მოგეწონა სამოსელი პირველი?

Posted by: RiVAi 17 Aug 2017, 11:56
natia_natia9
კარგი იყო chups.gif
ქართულ ლიტერატურაში ერთერთი საუკეთესო ნაწარმოებია
ძაან მაგარი სტილითაა დაწერილი

Posted by: ValenTine_Kelly 17 Aug 2017, 14:02
senpai
84 კი მომწონს, მაგრამ ჰაქსლიცა და ბრედბერიც ბევრად მერჩივნა მეც ყოველთვის.

მეორე არ წამიკითხავს

Posted by: natonato88 17 Aug 2017, 16:11
senpai
"Anybody can be virtuous now. You can carry at least half your morality about in a bottle. Christianity without tears-that's what soma is."


"Slowly, very slowly, like two unhurried compass needles, the feet turned towards the right; north, north-east, east, south-east, south, south-south-west; then paused, and, after a few seconds, turned as unhurriedly back towards the left. South-south-west, south, south-east, east.… "


user.gif ეს ორი არასდროს მავიწყდება, განსაკუთრებით მეორე მთელ წიგნად ღირდა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენიმე წლის წინ

Posted by: lilja 18 Aug 2017, 22:40
ნუ მოკლავ ჯაფარას up.gif

RiVAi
:დ ადრე დავიწყე ჯერაც არ დამისრულებია sad.gif


Posted by: Solveig 19 Aug 2017, 01:01
მილან კუნდერას "შეუცნობელი".

მხოლოდ, ვერ გავიგე, რატომ ჰქვია ასე ქართულ თარგმანში. ორიგინალში L'ignorance არის..

Posted by: natia_natia9 19 Aug 2017, 02:00
ლიოსას ქალაქი და ძაღლები წავიკითხე ბოლოს და ძალიან მაგარია!! ახლა ოუკერის იისფერს ვკითხულობ : )))

Posted by: Lowlander 19 Aug 2017, 10:20
ქარიშხლიან უღელტეხილს ვკითხულობ ახლა, პალიტრას გამოცემას და თარგმანი არ მომეწონა.

დაბეჭდვამდე არავინ ამოწმებს თარგმანის ხარისხს? sad.gif

ინტერნეტში ვნახე 2008 წლის გამოცემა, მშვენივრად იკითხებოდა.

Posted by: sanantonio7 19 Aug 2017, 15:07
ლიოსას - ცუდი გოგოს ოინები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს ავტორი, მომეჩვენა, რომ კოელიოს ჟანრს ვკითხულობდი. (თუმცა კოელიოსგან განსხვავებით ბევრ აქტუალურ თემას შეეხო)

Posted by: senpai 19 Aug 2017, 19:34
ValenTine_Kelly
QUOTE
მეორე არ წამიკითხავს

გირჩევ წაიკითხო, თუ შეძლებ ორიგინალში. ქართულად არც იქნება ალბათ. მემგონი პირველი წიგნია მაგ თემაზე დაწერილი და საკმაოდ ძლიერიც.

natonato88
QUOTE
განსაკუთრებით მეორე მთელ წიგნად ღირდა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენიმე წლის წინ

yes.gif
მაგარია, თან ორიგინალში თუ წაიკითხე. რუსულად წავიკითხე მე და ძალიან მომეწონა.


Solveig
QUOTE
მილან კუნდერას "შეუცნობელი".

მოგეწონა ? როგორია სხვებთან შედარებით ? მაქვს სიაში და ვფიქრობდი ეხლა წამეკითხა თუ გადამედო.

Posted by: Joiner 19 Aug 2017, 22:37
senpai
QUOTE
გირჩევ წაიკითხო, თუ შეძლებ ორიგინალში. ქართულად არც იქნება ალბათ.

შემოდგომისთვის აპირებს ოჩო გამოშვებას.

ჰაქსლის წიგნს კარგა ხანია რაც დავსდევ, მაგრამ სულ ამოწურული მხვდება.

Posted by: ValenTine_Kelly 19 Aug 2017, 22:45
senpai
QUOTE
გირჩევ წაიკითხო, თუ შეძლებ ორიგინალში.

დავძებნი, დავინტერესდი ძალიან.


Joiner
QUOTE
ჰაქსლის წიგნს კარგა ხანია რაც დავსდევ, მაგრამ სულ ამოწურული მხვდება.

რომელიღაც ბიბლუსში მოვკარი თვალი. მგონი, ჩემსკენ. როცა მოვხვდები, ვნახავ, თუ გინდა.

Posted by: chantal 19 Aug 2017, 23:39
სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია რაც აქამდე წამიკითხავს

Posted by: Caddie 20 Aug 2017, 01:27
QUOTE
სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით"


ბიბლიური სიმბოლოები არის წიგნში? გადავეკიდე, სადაც არის, იმის წაკითხვა ჯერ არ მინდა drug.gif

Posted by: chantal 20 Aug 2017, 01:44
QUOTE
ბიბლიური სიმბოლოები არის წიგნში? გადავეკიდე, სადაც არის, იმის წაკითხვა ჯერ არ მინდა


არის

Posted by: Joiner 20 Aug 2017, 06:07
ValenTine_Kelly
QUOTE
რომელიღაც ბიბლუსში მოვკარი თვალი. მგონი, ჩემსკენ. როცა მოვხვდები, ვნახავ, თუ გინდა.

მადლობელი დაგრჩები. smile.gif

QUOTE
ბოლოს წავიკითხე

Expanseს მეორე წიგნი caliban's war up.gif

Posted by: Emris 20 Aug 2017, 06:14
დიმიტრი გლუხოვსკი - მეტრო 2035. საოცარია smile.gif ამისი წინა ნაწილებითაც მოხიბლული ვარ.საკმაოდ ჩამთრევია.

Posted by: John-obi 20 Aug 2017, 16:09
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


ტენესი უილიამსი - ტრამვაი, სახელად სურვილი.

იმის გამო, რომ პირველი პიესა იყო, რომელიც წავიკითხე - მაინცდამაინც არ გავგიჟებულვარ, მაგრამ მაინც კარგი იყო.

Posted by: Basiani1202 20 Aug 2017, 16:11
ბასკური პოეზია .

Posted by: giojavaxa 20 Aug 2017, 16:57
პლატონი - სახელმწიფო
ევრიპიდე - მედეა

Posted by: Solveig 21 Aug 2017, 00:05
senpai
QUOTE
მოგეწონა ? როგორია სხვებთან შედარებით ?

სხვებში რას გულისხმობ, გააჩნია.


QUOTE
მოგეწონა

არა უშავდა..

კუნდერასათვის ჩვეული თემებია განხილული-მძიმე ცხოვრება კომუნისტურ ჩეხეთში, მანდედან დასავლეთში ემიგრირებული ადამიანების 2 სამყაროს შორის გამოკიდება, გაუცხოება წარსულთან და დაბრუნების მტკივნეულობა, წარსულის შეცდომები, რომლებიც ადამიანის გონებაში სამუდამო კვალს ტოვებენ..

Posted by: senpai 21 Aug 2017, 00:41
Solveig
QUOTE
სხვებში რას გულისხმობ, გააჩნია.

Вальс на прощание, Невыносимая легкость бытия და Книга смеха и забвения შედარებით.


Posted by: Siddhartha 21 Aug 2017, 00:49
ქარის სახელი
ბრძენკაცის შიში 1
ახლა ვკითხულობ -ბრძენკაცის შიში 2-ს

Posted by: Eeescadaaa 21 Aug 2017, 01:43

სანდერსონი - უკანასკენელი იმპერია love.gif

სფელინგში შეცდომები biggrin.gif user.gif

Posted by: Solveig 21 Aug 2017, 09:57
senpai
მაგ სამიდან ბოლო არ მაქვს წაკითხული და მეორე-იმდენად დიდი ხნის წინ წავიკითხე (10წ) რომ, აღარ მახსოვა კარგად.

გამოსათხოვარი ვალსი მახსოვს, რომ სიმსუბუქეზე მეტად მომეწონა. "შეუცნობელი" დაახლოებით იგივეა (ცოტათი ნაკლები) და, უფრო მტკივნეული დასასრული აქვს.

Posted by: George Best :) 21 Aug 2017, 11:36
სხვისი არ ვიცი,მარა კუნდერასი რაც წამიკითხავს,ყველა ძაან ერთნაირია,რა ცუდია კომუნიზმი და რას უშვება ადამიანებს,ბლა ბლა ბლა
ბლომად მაქვს წაკითხული თან,მოთხრობები და ორი რომანი

ოღონდ ეს არ ითვლება
QUOTE
Невыносимая легкость бытия

ეს სასწაულად მაგარი რამეა,შეიძლება მაგიტო ვერ ვკაიფობ სხვებით

Posted by: senpai 21 Aug 2017, 12:27
ეხლა დავიწყე პელევინის - Ананасная вода для прекрасной дамы ჯერჯერობით, ნოსტალგიის ტონები ჩანს წარსულზე. რელიგიის, პოლიტიკის და სოციალური სატირა.


Solveig
გასაგებია, გადავდებ შემდეგი წლისთვის.

George Best smile.gif
გეთანხმები. მეც ყველაზე მეტად ეგ მომწონს ჯერჯერობით. აქებენ კიდე ბოლო რომანს, ეხლახანს გამოიცა ჩვენთანაც http://laterna.ge/?cat=38&show=19034&lang=geo#.WZqZKTfTS71


Posted by: execution 21 Aug 2017, 12:54
QUOTE (Siddhartha @ 21 Aug 2017, 00:49 )
ქარის სახელი
ბრძენკაცის შიში 1
ახლა ვკითხულობ -ბრძენკაცის შიში 2-ს

სახელები არეული გაქვს
მეფის მკვლელის ქრონიკები ქვია მაგ წიგნების სერიას
ქარის სახელი არის პირველი წიგნი
ბრძენკაცის შიში მეორე
ბრძენკაცის შიში 2 არ არის , ნეთთუ


პ.ს.
Asimov - Foundation

Posted by: natia_natia9 21 Aug 2017, 12:59
QUOTE (execution @ 21 Aug 2017, 12:54 )
ქარის სახელი არის პირველი წიგნი
ბრძენკაცის შიში მეორე
ბრძენკაცის შიში 2 არ არის , ნეთთუ


მეორე ნაწილი 2 წიგნადაა გამოსული

Posted by: execution 21 Aug 2017, 15:03
natia_natia9
გასაგებია, თარგმანი გაყოფილი თუ იყო არ ვიცოდი.
ორიგინალში მთლიანადაა.

Posted by: giojavaxa 21 Aug 2017, 18:25
ევრიპიდე - იფიგენია ავლისში

იფიგენიამ თავისი სახელმწიფოებრივი აზროვნებით ნესტან -დარეჯანი გამახსენა

Posted by: sunny_flower 23 Aug 2017, 15:06
ჩემი დის წიგნებში გადავაწყდი ფლეილისტის საიდუმლოს

წასაკითხად ცუდი არ იყო მაგრამ თინეიჯერული წიგნია რა რაღაცა თინეიჯერული ზაიობებით, ცუდი არ იყო, ერთი საღამო კარგად გამაყვანინა

რამე კარგ წიგნს ვეძებ ახლა, დამაფიქრებელს

ზეიდი სმითის თეთრ კბილებს ვკითხულობ, თითქოს მომწონს მაგრამ აი რაღაც ვერ მიაქვს რა, ეტყობა არ ვარ სამაგისო განწყობაზე

Posted by: kaiser Soze 23 Aug 2017, 18:41
ჯერ მესამედზე ვარ, მაგრამ იმდენად მოიტანა რომ არ შემიძლია არ გავაზიარო. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნონ-ფიქშენი რაც წამიკითხავს:
user posted image

ნეირობიოლოგიის და ფსიქოლოგიის ჰიბრიდი, რომელიც პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას: თუ რა განაპირობებს ჩვენს ქცევებს, და ეს ყველაფერი გასაგები, არგუმენტირებული, სხარტი და იუმორნარევი პროზით.

ვისაც ფსიქოლოგია აინტერესებს, ან ტვინის მუშაობის ანცი ბანცი, მასთ რიდ არის. გონებას რო გაგინათებს, ისეთი წიგნია.

Posted by: GIORGI XXL 24 Aug 2017, 02:47
kaiser Soze
საიდან გადმოვიწერო?

Posted by: Alice_ 24 Aug 2017, 04:06
რევერტე, "დიუმას კლუბი"
კარგი იყო, განსაკუთრებით 'სამ მუშკეტერზე' როცა ლაპარაკობენ და პერსონაჟებზე, მაგრამ ფინალი ისეთი ვერ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი.

Posted by: sunny_flower 24 Aug 2017, 12:07
kaiser Soze


დამაინტერესა, სად იშოვე ეს წიგნი?

Posted by: kaiser Soze 24 Aug 2017, 12:08
GIORGI XXL
მე აუდიბლიდან ვუსმენ.
კინდლ/იბუქში სადღაც ესე 15-20$ ღირს. ყველაზე იაფი ბუქ დეპოზიტორიზეა, ასე 10 ევრო.

Posted by: GIORGI XXL 24 Aug 2017, 13:40
kaiser Soze
თავისუფალად არის ბევრგან, მაგრამ ყველგან პდფ ფაილით დევს. 6"-ზე წასაკითხად ეპუბ, მობი და ა.შ გადაყვანის შემდეგ სტრიქონის სტრუქტურა ცოტა იცვლება
ისე კალიბრას ბოლო ვერსია მობი-ში შედარებით კარეგად აკონვერტირებს
დავაკოპირე მაგრამ მოგვიანებით წავიკითხავ

Posted by: senpai 28 Aug 2017, 23:37
წავაწყდი მარკესის სიას, სადაც უწერია რომელმა წიგნებმა მოახდინა შთაბეჭდილება ცხოვრების მანძილზე და აღმოჩნდა რომ მხოლოდ ორი არ მქონია წაკითხული, Хаксли-ის Контрапункт და Фолкнер-ის Дикие пальмы. ასე რომ ეხლა ვიწყებ ჰაქსლის წაკითხვას, ფოლკნერის მაგ ნაწარმოების შოვნა ვერ შევძელი ჯერჯერობით.

Posted by: George Best :) 29 Aug 2017, 00:06
senpai
QUOTE
Фолкнер-ის Дикие пальмы

არც გამიგია საერთოდ
დადე აბა სია დამაინტერესა

Posted by: senpai 29 Aug 2017, 10:18
George Best smile.gif
QUOTE
არც გამიგია საერთოდ

არადა თვითონ უწერია ბევრი რამე რაც გაუგებარი იყო ფოლკნერში ჩემთვისო, მანდ აღმოვაჩინე და გასაგები გახდაო. biggrin.gif

ესეთია სრული სია.
«Превращение» Франца Кафки.
«Волшебная гора» Томаса Манна
«Человек в железной маске» Александра Дюма
«Шум и ярость» Уильяма Фолкнера
«Когда я умирала» Уильяма Фолкнера
«Дикие пальмы» Уильяма Фолкнера.
«Алеф» и другие произведения Хорхе Луиса Борхеса
«Сборник рассказов» Эрнеста Хемингуэя
«Контрапункт» Олдоса Хаксли
«Царь Эдип» Софокла.
«Дом о семи фронтонах» Натаниэля Готорна.
«Хижина дяди Тома» Гарриеты Бичер-Стоу
«Моби Дик» Германа Мелвилла
«Сыновья и любовники» Дэвида Герберта Лоренса
«Тысяча и одна ночь».
«О мышах и людях» Джона Стейнбека
«Гроздья гнева» Джона Стейнбека
«Табачная дорога» Эрскина Колдуэлла
«Рассказы» Кэтрин Мэнсфилд
«Манхэттен» Джона Доса Пасосса
«Миссис Дэллоуэй» Вирджинии Вулф.
«Орландо» Вирджинии Вулф
«Портрет Дженни» Роберта Натана
«Улисс» Джеймса Джойса.

Posted by: Alice_ 29 Aug 2017, 11:36
კანინგემის 'საათები.'
კარგი იყო, მაგრამ მგონი, სჯობდა, ორიგინალში წამეკითხა.
რაღაც მომენტებში ემოციური კავშირი მეკარგებოდა ქალებთან. mo.gif



Posted by: Heart_of_Darkness 29 Aug 2017, 23:35
QUOTE (senpai @ 29 Aug 2017, 10:18 )
ესეთია სრული სია.

ცოტა არ იყოს სუსტი სიაა.

Posted by: Homo Erotikus 29 Aug 2017, 23:46
სტივენ კინგის ნაშუაღამევის ოთხი წუთის პირველი ტომი.
არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, უფრო ტექნიკურ სცენარს გავს ფილმისთვის.

Posted by: senpai 30 Aug 2017, 00:09
Heart_of_Darkness
QUOTE
ცოტა არ იყოს სუსტი სიაა.

მაგეებმა მოახდინა გავლენა მარკესზე და სუსტია თუ ძლიერია ეგაა რაცაა.

ესეთ დროს სულ მაინტერესებს ხოლმე თვითონ რას თვლი ძლიერად. ამდენის ჩამოწერა არ გინდა, ერთი 5-იც მეყოფა წარმოდგენის შესაქმნელად.

Posted by: George Best :) 30 Aug 2017, 00:18
senpai
QUOTE
მაგეებმა მოახდინა გავლენა მარკესზე და სუსტია თუ ძლიერია ეგაა რაცაა.

მწერლები რას ლაპარაკობენ ცოტა ისეთია რა
აი ფოლკნერის საუბრები ხო წაგიკითხავს,სტუდენტებს რო ებაზრება
მიდი და უსმინე,მე კი ძაან მომწონს,მარა ბოდიალობს biggrin.gif
ხუთი წიგნი აქვს მაგის მიხედვით სუ წაკითხული,გჯერა მაგის biggrin.gif?

Posted by: Heart_of_Darkness 30 Aug 2017, 00:36
QUOTE (senpai @ 30 Aug 2017, 00:09 )
ესეთ დროს სულ მაინტერესებს ხოლმე თვითონ რას თვლი ძლიერად. ამდენის ჩამოწერა არ გინდა, ერთი 5-იც მეყოფა წარმოდგენის შესაქმნელად.

ბინდის ტრილოგიის მკითხველი ვარ biggrin.gif

წარმოდგენები ქმნიან რეალობას... არ მინდა კონკრეტული სიის ჩამოწერით ყალბი წარმოდგენა შეგიქმნა ჩემს გემოვნებაზე,
მაინც ლიტერატურა დროის, გემოვნების და თანაგანცდის სპეციფიკურ ნაზავად მიმაჩნია. 5 წიგნი არაა საკმარისი და ალბათ, არც 10 smile.gif

უბრალოდ, სიას რომ გადავხედე ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა.
მაგ. როგორც ჰაქსლის მოყვარულს არ მიმაჩნია, ,,კონტრაპუნქტი", მაინცდმაინც, ძლიერ ნაწარმოებად.
სტაინბეკიც თვალს ცუდად ხვდება.
საერთოდ, ბევრი მსგავსი სია მაქვს ნანახი და სულ მიჩნდება ხოლმე კითხვა, ეკუთვნის თუ არა ეს ან სხვა სია მარკესს, ბროდსკის და ა.შ.
ცოტა ეჭვს იწვევს საშუალო დონის ნაწარმოები, ,,დიდ შთაბეჭდილებას" რომ ახდენს იმ მწერალზე, რომელიც გაცილებით უკეთ წერს,
ვიდრე თავად ამ საშუალო დონის ნაწარმოების ავტორი.
თუმცა, შთაბეჭდილებებია და რას გაუგებ.

Posted by: senpai 30 Aug 2017, 09:51
George Best smile.gif
მესმის რასაც ამბობ, მარა იმასაც არ უშვებ რომ ამ სიიდან კარგი რაღაცეების ამოკრეფა შეიძლება ? biggrin.gif ეგეთI ცუდი წიგნებია ? (რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით)

Heart_of_Darkness
QUOTE
არ მინდა კონკრეტული სიის ჩამოწერით ყალბი წარმოდგენა შეგიქმნა ჩემს გემოვნებაზე,

გასაგებია მაგრამ როცა კონკრეტულ მწერლების და ნაწარმოების სიას იწუნებ ხო უნდა გქონდეს რამე უკეთესი წარმოდგენილი. ამიტომ შეგეკითხე, საინტერესოა ხოლმე ვისთვის რა არის უფრო წონიანი.

მოდი მე დავასახელებ ხუთ მწერალს და შენ თქვი როგორები არიან.

Селин, Майринк, Стайрон, Брох და Кёппен.

Posted by: natonato88 30 Aug 2017, 19:35
senpai
QUOTE
ესეთ დროს სულ მაინტერესებს ხოლმე თვითონ რას თვლი ძლიერად. ამდენის ჩამოწერა არ გინდა, ერთი 5-იც მეყოფა წარმოდგენის შესაქმნელად.

სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ- ჯოზეფ კონრადს თვლის ძლიერად, შესაბამისად, მეტის ჩამოთვლა არცაა საჭირო- ხუთივეს ყოფნის love.gif


თუ არა და ოკ.

Posted by: seeman 30 Aug 2017, 20:09
QUOTE
ესეთია სრული სია.
«Превращение» Франца Кафки.
«Волшебная гора» Томаса Манна
«Человек в железной маске» Александра Дюма
«Шум и ярость» Уильяма Фолкнера
«Когда я умирала» Уильяма Фолкнера
«Дикие пальмы» Уильяма Фолкнера.
«Алеф» и другие произведения Хорхе Луиса Борхеса
«Сборник рассказов» Эрнеста Хемингуэя
«Контрапункт» Олдоса Хаксли
«Царь Эдип» Софокла.
«Дом о семи фронтонах» Натаниэля Готорна.
«Хижина дяди Тома» Гарриеты Бичер-Стоу
«Моби Дик» Германа Мелвилла
«Сыновья и любовники» Дэвида Герберта Лоренса
«Тысяча и одна ночь».
«О мышах и людях» Джона Стейнбека
«Гроздья гнева» Джона Стейнбека
«Табачная дорога» Эрскина Колдуэлла
«Рассказы» Кэтрин Мэнсфилд
«Манхэттен» Джона Доса Пасосса
«Миссис Дэллоуэй» Вирджинии Вулф.
«Орландо» Вирджинии Вулф
«Портрет Дженни» Роберта Натана
«Улисс» Джеймса Джойса.



ისე მართლა ცოტა საეჭვო სიაა იმ გაგებით რომ თუნდაც ხუან რულფო არაა. ფოლკნერიდან პირადად მე "აგვისტოს ნათელი" მიმაჩნია მარკესთან ყველაზე ახლოს მყოფად

ხო პრუსტიც უნდა იყოს წესით. სადღაც წავკითხე პრუსტის დაკარგულმა დრომ და კაფკას მეტამორფოზამ თავის დროზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინაო ახალგაზდა გაბოზე

Posted by: Heart_of_Darkness 30 Aug 2017, 23:53
senpai
Кёппен - არ მაქვს წაკითხული.
Брох- ,,ვირგილიუსის სიკვდილის" წაკითხვას ვგეგმავ ბოლო ორი წელია და ჯერ ვერ შევიქმენი შესაბამისი განწყობა.
ბროხის ,,მთვარეულები" წავიკითხე და რაღაც მონაკვეთები ძალიან მომეწონა.
მერე გავიგე, რომ ის მონაკვეთები, რომელიც მომეწონა ,,უდანაშაულოებიდან" ყოფილა.
Стайрон- ,,სოფის არჩევნის" წაკითხვის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. არ მოველოდი ასეთ ხარისხიან პროზას.
,,გოლემი" ჩემს ფავორიტებშია. ცოტა ხნის წინ ,,ვალპურგიის ღამე" წავიკითხე და ესეც ძალიან მომეწონა.
Селин- მოგზაურობა კომენტარს არ საჭიროებს. თუმცა ქართულად რომ ვცადე წაკითხვა, მდარე თარგმანი აღმოჩნდა.

თუმცა არმგონია, რომ ეს კომენტარებით ჩემზე, როგორც მკითხველზე, წარმოდგენის შეიქმნაში დაგეხმარება :)

natonato88
QUOTE (natonato88 @ 30 Aug 2017, 19:35 )
სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ- ჯოზეფ კონრადს თვლის ძლიერად

სახელიდან გამომდინარე მსჯელობა არ ღირს.
კონრადი ბოლოს 15 წლის ასაკში მაქვს წაკითხული.
მაინცდამაინც ძლიერ მწერლად არ ვთვლი, უბრალოდ ამ წიგნთან პირადი ისტორია მაკავშირებს :)

Posted by: George Best :) 30 Aug 2017, 23:58
senpai
QUOTE
მესმის რასაც ამბობ, მარა იმასაც არ უშვებ რომ ამ სიიდან კარგი რაღაცეების ამოკრეფა შეიძლება ?  ეგეთI ცუდი წიგნებია ? (რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით)

რატო კაცო,ძაანაც კარგებია-მანი,ფოლკნერი,მელვილი,კოლდუელი,კაფკა,დიუმა... უმეტესობა მეც მომწონს biggrin.gif ზოგი სასტიკად არა ოღონდ biggrin.gif

QUOTE
ჯოზეფ კონრად

ძაან მაინტერესებს ეს
ფოლკნერი,ჰემინგუეი და ეგენი გიჟდებოდნენ თუ სწორად მახოვს
ფესტზე ვიყიდე რაღაც მაგისი,დიოგენემ გამოცა

Posted by: senpai 31 Aug 2017, 00:30
აუდიოწიგნს ვუსმენ ჰორორის ჟანრში Клайв Баркер - Восставший из ада ძალიან კარგი გახმოვანებაა მუსიკის თანხლებით, მაგარი ატმოსფერო შემიქმნა, ფილმს აჯობა როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება ხოლმე.




Heart_of_Darkness
QUOTE
Кёппен - არ მაქვს წაკითხული.

გირჩევ წაიკითხო, თუ მოგწონს ბიოლის პროზა. მაგაზე მაღლა დგას ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ ბიოლი მსოფლიომ გაიცნო, ეს კიდე ძალიან ცოტა ადამიანს აქვს წაკითხული.
QUOTE
Брох- ,,ვირგილიუსის სიკვდილის" წაკითხვას ვგეგმავ ბოლო ორი წელია და ჯერ ვერ შევიქმენი შესაბამისი განწყობა.

ყველას ჯობია. მე პირველი ლუნაწიკი წავიკითხე და მომეწონა, მარა ამან გადააჭარბა მოლოდინს.

QUOTE
რომ ეს კომენტარებით ჩემზე, როგორც მკითხველზე, წარმოდგენის შეიქმნაში დაგეხმარება

ტყუილად არაგგონია biggrin.gif თავიდანვე ესე რომ დაგეწყო უფრო სხვანაირ მწერლებს ჩამოვწერდი biggrin.gif მაგალითად Метьюрин-ს, რომელიც თავის დროსთან შედარებით ძალიან მაგრად წერდა. ამ ფორუმიდან აღმოვაჩინე რამდენიმე კარგი მწერალი და მეთქი იქნებ კიდე აღმოვაჩინო. იმიტომ მინდოდა გამეგო შენთვის საყვარელი/ძლიერი მწერლების სია.

George Best smile.gif
QUOTE
ჯოზეფ კონრად

ძაან მაინტერესებს ეს

რატომღაც მოზარდულ კატეგორიაში გაატარეს ჩვენთან, მე არ ვთვლი ეგეთ ასაკობრივ მწერლად.


Posted by: AnneSh 31 Aug 2017, 00:32
რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინო"
ძააან საყვარლობაა
მიკვირს აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული
საინტერესო ისტორიები იყო
ზოგადად მომწონს ბრედბერის სტილი
უცნაური და ლამაზი აღწერები
არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო : ( კიდევ წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით user.gif

Posted by: El_Chapo 31 Aug 2017, 02:08
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

საერეცხი მანქანის ინსტრუქცია drug.gif facepalm.gif

Posted by: Makulatura 31 Aug 2017, 03:26
"იისფერი ყვავილები" - ელის უოკერი


:ჰარდკორი:

Posted by: Moby-Dick 31 Aug 2017, 12:38
QUOTE (seeman @ 30 Aug 2017, 20:09 )
QUOTE
ესეთია სრული სია.
«Превращение» Франца Кафки.
«Волшебная гора» Томаса Манна
«Человек в железной маске» Александра Дюма
«Шум и ярость» Уильяма Фолкнера
«Когда я умирала» Уильяма Фолкнера
«Дикие пальмы» Уильяма Фолкнера.
«Алеф» и другие произведения Хорхе Луиса Борхеса
«Сборник рассказов» Эрнеста Хемингуэя
«Контрапункт» Олдоса Хаксли
«Царь Эдип» Софокла.
«Дом о семи фронтонах» Натаниэля Готорна.
«Хижина дяди Тома» Гарриеты Бичер-Стоу
«Моби Дик» Германа Мелвилла
«Сыновья и любовники» Дэвида Герберта Лоренса
«Тысяча и одна ночь».
«О мышах и людях» Джона Стейнбека
«Гроздья гнева» Джона Стейнбека
«Табачная дорога» Эрскина Колдуэлла
«Рассказы» Кэтрин Мэнсфилд
«Манхэттен» Джона Доса Пасосса
«Миссис Дэллоуэй» Вирджинии Вулф.
«Орландо» Вирджинии Вулф
«Портрет Дженни» Роберта Натана
«Улисс» Джеймса Джойса.



ისე მართლა ცოტა საეჭვო სიაა იმ გაგებით რომ თუნდაც ხუან რულფო არაა. ფოლკნერიდან პირადად მე "აგვისტოს ნათელი" მიმაჩნია მარკესთან ყველაზე ახლოს მყოფად

ხო პრუსტიც უნდა იყოს წესით. სადღაც წავკითხე პრუსტის დაკარგულმა დრომ და კაფკას მეტამორფოზამ თავის დროზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინაო ახალგაზდა გაბოზე

ქართულადაც არის გამოცემული მარკესის ბიოგრაფია
პოეზიიდან პროზაზე კაფკას მეტამორფოზის გავლენით გადაერთო და მწერლობისკენაც მაგან უბიძგაო მკვლევარები როგორც ამბობენ.
ამერიკელ მწერალ უილიამ კენედის აუღია ინტერვიუ და ზეგავლენაზე რო კითხა მარკესს, განსაკუთრებით უილიამ ფოლკნერი და გრემ გრინი გამოარჩია. გრინი ამ სიაში საერთოდ არ არის
ტვინს ხშირად უტყნავდნენ ეტყობა და რაც უცბად გაახსენდებოდა იმას ასახელებდა რა biggrin.gif


Posted by: natonato88 31 Aug 2017, 23:18
Heart_of_Darkness
15 წლის ასაკში წასაკითხი არამგონია იყოს
ოკ, თუუ ბედ ფორ იუ

Posted by: Heart_of_Darkness 1 Sep 2017, 01:09
QUOTE (natonato88 @ 31 Aug 2017, 23:18 )

15 წლის ასაკში წასაკითხი არამგონია იყოს

natonato88
ვერ დაგეთანხმები, ისეთი სიღრმეები არ იყო, რასაც 15 წლის ასაკში ვერ ჩავწვდებოდი.
თან გააჩნია რამდენი წლიდან კითხულობ და რას.chups.gif

senpai
მელმოტი წიგნად ხომ არ გეგულება სადმე? საუკუნეა ვეძებ. მხოლოდ ელ.ვერსიები მაქვს.

Moby-Dick
არ მიყვარს გრემ გრინი. ნეტა, რა მხრივ გამოარჩია?

P.s. მე იმ მარკესიის სიის არ მწამს, სადაც პარამო არ არის ნახსენები.
თან სტეინბეკიც არ მიყვარს, გამორჩეულად. Overrated.

Posted by: Eeescadaaa 1 Sep 2017, 01:17

Brandon Sanderson - The Well of Ascension love.gif love.gif

Posted by: senpai 1 Sep 2017, 02:27
Heart_of_Darkness
QUOTE
მელმოტი წიგნად ხომ არ გეგულება სადმე? საუკუნეა ვეძებ. მხოლოდ ელ.ვერსიები მაქვს.

კი, ბუკინისტები არის მარჯანიშვილზე და მანდ ქონდათ 12 ლარად.



Posted by: karlsoni 1 Sep 2017, 05:07
ჰარუკი მურაკამი - ცხვარკაცას შობის დღესასწაული
村上・春樹 - 羊男のクリスマス

მშვენიერი საბავშვო წიგნია. . . .
სიძნელით საშუალოზე დაბალი დონის საკითხავი. smile.gif

Posted by: natonato88 1 Sep 2017, 08:21
Heart_of_Darkness
შინაარსის ჩაწვდომაზე არაა, სხვა რამ ვიგულისხმე, თუმცა აშკარად ყოველთვის მეზარება ფორუმზე ავხსნა რა როგორ , არ ვთვლი რომ ღირს დროის ხარჯვად biggrin.gif fig.gif
ამიტომ გითხარი ოკ თქო მალევე smile.gif

Posted by: zaza861 1 Sep 2017, 21:58
ორჰან ფამუქი შავი წიგნი

არა უშავს უკეთესებიც წამიკითხავს

Posted by: Moby-Dick 1 Sep 2017, 23:04
Heart_of_Darkness
QUOTE
არ მიყვარს გრემ გრინი. ნეტა, რა მხრივ გამოარჩია?

არ ვიცი, ეგ პატარა მონაკვეთი იყო ინტერვიუდან.
გრინის წიგნები მე საერთოდ არ ვიცი.
პატრიარქის შემოდგომაში მთავარი პერსონაჟის აღწერისას ჩანს გრინის გავლენაო. დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული.
თან მეგობრობდნენ და შეიძლება მაგის ხათრითაც დაასახელა

Posted by: GIORGI XXL 1 Sep 2017, 23:30
QUOTE
გრემ გრინი
ამისი ნაწარმოებებიდან (და არა კალენდარულად smile.gif ) ყველაზე ბოლოს წავიკითხე The Tenth Man
ფილმიც არსებობს. საკმაოდ შთამბეჭდავია

Posted by: Heart_of_Darkness 1 Sep 2017, 23:49
natonato88
შინაარსის წვდომას არც მე ვგულისხმობ,
უბრალოდ, 10 წლის ასაკში შეიძლება ჩემზე შთაბეჭდილება ,,ბიძია თომას ქოხმა" მოახდინოს,
15 წლის ასაკში ,,წყვდიადის გულმა", 30 წლის ასაკში კი ,,დაკარგული დროის ძიებამ"
და ეს ნორმალურია, რადგან ასაკთან ერთად ჩემ მიერ სამყაროს და რეალობის აღქმა იცვლება
და უფრო რთული ხდება ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა.

Posted by: MITIATO 2 Sep 2017, 20:54
ხალიდ ჰოსეინი-მთებმა მთებს უთხრეს

საოცრად ემოციურ და ადამიანურ ისტორიებს წერს ეს კაცი.
სულ სხვა თვალით დამანახა ავღანეთი.

Posted by: MITIATO 4 Sep 2017, 14:07
ნიკ ქეივი-ბანი მანროს აღსასრული

რომ ვთქვა მომეწონა და დიდად ვისიამოვნე წაკითხვით-მეთქი, ტყუილი იქნება.
არ აღმოჩნდა ის, რასაც ველოდი.
წავალ, ისევ მის სიმღერებს მოვუსმენ, სჯობია. user.gif

Posted by: GIORGI XXL 5 Sep 2017, 18:19
დოკინზის The God Delusion და ეს მაშინ როდესაც სულ არ მაღელვებს ეს თემა biggrin.gif წავიკითხე ავტორის და მოსალოდნელი ვოკაბულარის ხათრით.
ზედ მივაკალი Thomas Jefferson The Art of Power. Jon Meacham-ის. და ისევ დოკინზის გამო - ბევრჯერ ახსენა biggrin.gif Meacham-ი კი ავარჩიე როგორც ყველაზე უკეთესი 5 რჩეულ ბიოგრაფში
ვისაც ღმერთი/რელიგია იგივე ჭრილში გაინტერესებთ წაიკითხეთ Александр Новиков-ის Апгрейд обезьяны, უფრო ულმობელი და უბოდიშო ავტორია. წასაკითხადაც უფრო მეტი ინტერესით იკითხება

Posted by: Eeescadaaa 5 Sep 2017, 21:23

Brandon Sanderson - The Hero Of Ages love.gif love.gif

ძალიან კარგი ტრილოგია საბოლოოდ chups.gif chups.gif

Posted by: MITIATO 6 Sep 2017, 10:15
მარკ ჰედონი-რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

ძალიან საინტერესოდ და გასაგებად წერს, თუ რა ხდება აუტისტი ადამიანის გონებაში.
წიგნში თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ მთელი გულით ვგულშემატკივრობდი კრისტოფერს, სანამ თავისი ქალაქიდან ლონდონში მიდიოდა.
კარგი იყო.


Posted by: Eeescadaaa 7 Sep 2017, 01:18

სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას

sad.gif sad.gif

Posted by: iverieli 7 Sep 2017, 09:50
ნაბოკოვის "მოპატიჟება სიკვდილით დასჯაზე". მშვენიერ old.gif up.gif

Posted by: Arien 8 Sep 2017, 16:27
სვეტლანა ალექსიევიჩის "სექენდ ჰენდის დრო" , ობიექტური და ძალიან ემოციურია.ერთდროულად გძულს ადამიანები და გტკივა...ჩვენი ამბებია,ახალგაზრდები წაიკითხავდნენ,კარგი იქნებოდა.
დაფნა დიუ მორიეს "რებეკა" - მომეწონა,საინტერესო ურთიერთობები,ინტრიგა,აურა... მერე ჰიჩკოკის ფილმიც ვნახე love.gif biggrin.gif
აჰმეთ უმითის "ეძღვნება სტამბოლს" -როგორც დეტექტვი ისე რა,ბევრს წერს სტამბოლზე,ისტორიაზე,ცოტა პათეტიკურია,ცოტა გულუბრყვილოც და რაღაცნაირად სწორი.მესიმპათიურა ავტორი.
თურქების კითხვა უნდა გავაგრძელო,ფამუქის "მდუმარე სახლი" ვიყიდე და მაინტერესებს როგორ მომეწონება.

Posted by: MITIATO 10 Sep 2017, 19:55
ხალიდ ჰოსეინი_ათასი მოელვარე მზე



up.gif

Posted by: RiVAi 11 Sep 2017, 12:28
ნუ მოკლავ ჯაფარას წავიკითხე
ძალიან კარგი იუმორნარევი სტილი ჰქონია ჰარპერ ლის




QUOTE
სტრუგაცკები

love.gif

Posted by: Eeescadaaa 13 Sep 2017, 16:48

N. K. Jemisin - The Fifth Season love.gif love.gif

საინტერესო ფანტასტიკაა
და მსოფლიოც ძალიან კარგი აქვს შექმნილი up.gif up.gif

Posted by: Homo Erotikus 13 Sep 2017, 19:33
ფუკოს ქანქარა.

მომეწონა ძალიან.

Posted by: kvangel 14 Sep 2017, 10:22
ფუკოს ქანქარა

არ მომეწონა, მარაზმია სრული

თუმცა, ეკოს ეტყობა, რომ მაინც მწერალია. მისი სხვა რამეები არ მაქვს წაკითხული

Posted by: fexburtistelefoni 14 Sep 2017, 10:23
რეზო ჭეიშვილის მუსიკა ქარში წავიკითხე, მომეწონა, კარგია...

ახლა ვაცის ნადიმი მაქვს დაწყებული

Posted by: ♥მარიამი♥ 14 Sep 2017, 18:14
კინგის სიზმართმჭერი
და გაიწელა რატომღაც


Posted by: Arien 15 Sep 2017, 23:16
აზიმოვის "დასაბამი" - ძალიან კარგია love.gif
გაგრძელებები უნდა მოვძებნო.

გილიან ფლინის "ბნელი ადგილები" - საინტერესო დეტექტივა,ფილმიც არის და ეგეც კარგია

Posted by: MITIATO 16 Sep 2017, 01:39
კნუტ ჰამსუნი-მისტერიები

"მე სრულიად უცხო ვარ, ამ სამყაროში მართლა უცხო ვარ, ღმერთის ჩანაფიქრი...რა ვიცი, რაც გინდათ ის მიწოდეთ..."

weep.gif


Posted by: GIORGI XXL 16 Sep 2017, 02:16
შემეცნებით ლიტერატურას მიაწექით smile.gif
განსაკუთრებით იმ წყაროებს ინტელექტუალური ტრამპლინით რომ მატერიალურ კეთილდღეობაში მოგისვრით!

Posted by: RiVAi 16 Sep 2017, 14:20
QUOTE
აზიმოვის "დასაბამი" - ძალიან კარგია  love.gif

აზიმოვის ყველა ნამუშევარი კარგია love.gif

Posted by: natonato88 16 Sep 2017, 23:56
QUOTE (GIORGI XXL @ 16 Sep 2017, 02:16 )
შემეცნებით ლიტერატურას მიაწექით smile.gif
განსაკუთრებით იმ წყაროებს ინტელექტუალური ტრამპლინით რომ მატერიალურ კეთილდღეობაში მოგისვრით!

გვირჩიე აბა რამდენიმე smile.gif

Posted by: GIORGI XXL 17 Sep 2017, 01:05
natonato88
QUOTE
გვირჩიე აბა რამდენიმე

ყველა პროფესიულ სფეროში არის ფავორიტი წიგნები. სამეცნიერო პოპულარულიც და სუფთა სამეცნიეროც.
თუ სუფთა სამეცნიეროს წაიკითხავ სამეცნიერო პოპულარული თითქოს საჭირო აღარ უნდა იყოს, მაგრამ სამეცნიერო პოპულარულში მეცნიერი ავტორები მეტ თავისუფლებას გრძნობენ და მაქსიმალურად იხსნებიან smile.gif
აქ შეგიძლია აარჩიო შენი სასურველი წიგნი
https://www.geekwrapped.com/posts/the-50-best-science-books

Posted by: _Moxuci_ 17 Sep 2017, 01:23
kvangel
QUOTE
ეკოს ეტყობა, რომ მაინც მწერალია. მისი სხვა რამეები არ მაქვს წაკითხული

"პრაღის სასაფლაო" კარგია

"ვარდის სახელი" ძალიან კარგი.

Posted by: დავიდ ვილია 17 Sep 2017, 02:37
მთვარის სპეკალი

//////////////////////////////

Posted by: kavalashvili 18 Sep 2017, 21:50
უილიამ გიბსონის "Neuromancer"
ქართულად არაა როგორც ვიცი, ვისაც sci-fi გაინტერესებთ, მოგეწონებათ.

Posted by: MITIATO 19 Sep 2017, 10:16
ნილ გეიმანი_ვარსკვლავის მტვერი

მშვენიერი ზღაპარია დიდებისათვის.




Posted by: 4L3X 19 Sep 2017, 12:45
QUOTE (kavalashvili @ 18 Sep 2017, 21:50 )
უილიამ გიბსონის "Neuromancer"
ქართულად არაა როგორც ვიცი, ვისაც sci-fi გაინტერესებთ, მოგეწონებათ.

აქვე ანტირეკლამას გავუკეთებ. მაგაზე საზიზღრობა ცხოვრებაში არ წამიკითხვას ოღონც მართლა, ბოლომდე ვერც წავიკითხე.

Posted by: HurricaneKat. 19 Sep 2017, 12:52
QUOTE (GIORGI XXL @ 17 Sep 2017, 01:05 )

https://www.geekwrapped.com/posts/the-50-best-science-books

მართლა საინტერესო სიაა მაგრამ მეეჭვება თეორიებმა კოსმოსზე სადმე მომისროლოს user.gif

QUOTE
ინტელექტუალური ტრამპლინით რომ მატერიალურ კეთილდღეობაში მოგისვრით!

Posted by: GIORGI XXL 19 Sep 2017, 13:34
HurricaneKat.
აუცილებელი არ არის კოსმოსის თემა. მრავალი მსგავსი საიტი არსებობს და ინტერესების მიხედვით შეიძლება არჩევა.
...მე მაქვს მაგალითად კონკრეტული წიგნი რომელმაც ... ბევრი ფული მაშოვნინა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 19 Sep 2017, 13:49
QUOTE (GIORGI XXL @ 19 Sep 2017, 13:34 )

აუცილებელი არ არის კოსმოსის თემა. მრავალი მსგავსი საიტი არსებობს და ინტერესების მიხედვით შეიძლება არჩევა.

მაინტერესებს კოსმოსო მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიხედო დოლარებს ვერ დავინახავ user.gif

QUOTE
...მე მაქვს მაგალითად კონკრეტული წიგნი რომელმაც ... ბევრი ფული მაშოვნინა biggrin.gif
\
გაგვიზიარე

Posted by: GIORGI XXL 19 Sep 2017, 14:51
HurricaneKat.
QUOTE
გაგვიზიარე

ჩემი პროფესია უნივერსალური არ არის biggrin.gif
იგივე წიგნი შეიძლება სხვისთვის არაფრის მთქმელი იყოს.

Posted by: HurricaneKat. 19 Sep 2017, 15:02
QUOTE
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!

Posted by: SpringtimeOfYouth 19 Sep 2017, 15:57
კეჟერაძეები გადავიკითხე

დოჩანაშვილის იუმორი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: chantal 19 Sep 2017, 21:38
ქალაქი და ძაღლები. კარგია ისევე როგორც ლიოსას სხვა ნაწარმოებები

Posted by: natia_natia9 19 Sep 2017, 23:30
chantal
chantal
როგორ მიყვარს "ქალაქი და ძაღლები" <3

Posted by: godblessamerica 19 Sep 2017, 23:44
კაფკას პროცესს ვუსმენ,ამერიკაში ვმუშაობ მუშად, მოსაწყენი ფიზიკური სამუშაო მაქვს, და აუდიო წიგნებს ვუსმენ მუშაობისას,ასე უფრო კარგად და საინტერესოდ გადის დრო,ვიდრე მუსიკის მოსმენით

Posted by: kavalashvili 20 Sep 2017, 00:30
QUOTE (4L3X @ 19 Sep 2017, 12:45 )
QUOTE (kavalashvili @ 18 Sep 2017, 21:50 )
უილიამ გიბსონის "Neuromancer"
ქართულად არაა როგორც ვიცი, ვისაც sci-fi გაინტერესებთ, მოგეწონებათ.

აქვე ანტირეკლამას გავუკეთებ. მაგაზე საზიზღრობა ცხოვრებაში არ წამიკითხვას ოღონც მართლა, ბოლომდე ვერც წავიკითხე.

ზოგადად მოგწონს cyberpunk, როგორც ჟანრი?

Posted by: 4L3X 22 Sep 2017, 09:58
kavalashvili
QUOTE (kavalashvili @ 20 Sep 2017, 00:30 )
ზოგადად მოგწონს cyberpunk, როგორც ჟანრი?

კინოებში კი. ლიტერატურაში ეგ წიგნი იყო ჩემი გაცნობა კიბერპანკთან და ისე უკმაყოფილო დავრჩი რომ მაგ ქვეჟანრზე ხელი ჩავიქნიე.

Posted by: senpai 22 Sep 2017, 22:33
Робер Мерль - За стеклом. ფაქტიურად დოკუმენტური მასალაა 60-იანი წლების ფრანგ სტუდენტების ცხოვრებაზე, როგორ ატარებდნენ დროს, რას აპროტესტებდნენ და ზოგადად რა ხდებოდა იმ დროინდელ საზოგადოებაში.

Posted by: don gajetino 23 Sep 2017, 01:54
The firm წავიკითხე ინგლისურად , კარგი იყო yes.gif

Posted by: MITIATO 27 Sep 2017, 22:54
ჯონ მაქსველ კუტზეე_იესოს ბავშვობა

ძალიან უცნაური და ძალიან კარგი წიგნია.
up.gif

Posted by: Heart_of_Darkness 28 Sep 2017, 16:55
ამ კვირას, ეტვუდის კვირეული მოვიწყე,
,,მხევლის წიგნი" გადავკითხე და უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა აღწერილმა,
თითქოს დღევანდელობასთან პარალელების გავლება მოახერხა ჩემმა ქვეცნობიერმა,
თან კითხვისას, ლაიტმოტივად გამსდევდა ჩემი ერთი ახლობლის მონაყოლი, გინეკოლოგი რომ ყოველ ვიზიტზე ახსენებს,
ერთი მისია გაქვთ ქალებს შესასრულებელი და თქვენს ორგანიზმს სულ არ უფრთხილდებით,
რა უმსგავსობაა, ფასეული რესურსის ასე არ გამოყენებაო facepalm.gif

ეტვუდის კითხვისას, მინდა, ხოლმე, მისი წიგნები დიდი რაოდენობით შევიძინო და ჩემს ყველა ნაცნობს, 12-დან ზემოთ, ჩამოვურიგო,
რომ წაიკითხონ და, ცოტათი მაინც, პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ იმ ხალხისდამი, ვინც ქალებს მოსიარულე საშვილოსნოებად აღიქვამს.


ეტვუდი ერთგან წერდა, რომ ტრამპის არჩევით, ,,მხევლის წიგნის" გაყიდვების რაოდენობამ იმატა...
წელს, სერიალის გადაღებაც დაუწყიათ,
თუ არ დამეზარა სერიალსაც ჩავუჯდები, თუმცა იმდენად არ მიყვარს ეკრანიზაციები, ცოტა საეჭვოა მოვახერხო.

Posted by: Voldemor 28 Sep 2017, 17:13
QUOTE
ქალაქი და ძაღლები. კარგია



QUOTE
როგორ მიყვარს "ქალაქი და ძაღლები" <3



+1

Posted by: Florbelle 29 Sep 2017, 13:55
მერი შელის "ფრანკენშტეინი".ეგეთი ცუდი წიგნი/გაზეთი/კალენდარი/სარეკლამო ბროშურა/ხბოს ტყავი... ცხოვრებაში არ წამიკითხავს
იმენა ძალით წავიკითხე თამამად რომ მეთქვა წავიკითხე მეთქი,რატომაა ესე გაპიარებული ვერ ვხვდები

საკმაოდ ბევრი ქართული წიგნი მაქვს წაკითხული (მკვლელობა მარლბოროს კოლოფზე,მონანიება,ჯიბგირი და სიყვარულის თავშესაფარი და ა.შ.) ისეთები რა ქვეყანაში 10-15 კაცს რო ექნება ალბათ მარტო biggrin.gif ყველა ჯობია იმას
პიარი რამხელა რამეა ისე და კიდე ის თუ რომელ ქვეყანაში დაიბადები up.gif

Posted by: HurricaneKat. 29 Sep 2017, 14:00
QUOTE
პიარი რამხელა რამეა ისე და კიდე ის თუ რომელ ქვეყანაში დაიბადებ


+ ეპოქა

Posted by: Corvette 29 Sep 2017, 23:26
"გახლეჩილი აპრილი"

საინტერესოა . კარგად იკითხება - რამდენიმე საათში .

Posted by: George Best :) 30 Sep 2017, 01:56
რა პიარი,რა სუსტი,რეებს წერთ მე-18 საუკუნის დასაწწყისში,ბრიტანეთში დაწერა,თან ქალმა მწერალმა
მიდი და გაიხსენე მაქამდე მსგავსი ნაწარმოები,ტიპი ადგა და მწერლობაში საერთოდ სხვა რაღაც შექმნა

დროს და ადგილს რო თავი გაანებო,ისეც მშვენიერი ნაწარმოებია,თავისი სიღრმეებით

21-ე საუკუნეში 2017 წელს ადვილია საუბარი,იმ ამბიდანაა მარტინი რომ ჯობია ტოლკიენს,უფრო დახვეწილი სიუჟეტით smile.gif))))

დავიდ ვილია
ზოგ-ზოგიერთ დიქტატორ მოდერს ამდენი ვორნი რო არ დაედო,გაცილებით კომფორტულად დავპოსტავდი

Posted by: დავიდ ვილია 30 Sep 2017, 02:01
რანაირადაა გაპიარებული ლეგენდა ნაწარმოებია |თავიდან ბოლომდე :დ

ისე უმრავლესობას ფრანკეშტაინი ბოროტი რო გონია :დ


Posted by: senpai 30 Sep 2017, 12:07
მურაკამის - 1Q84-ის პირველი წიგნი. ვერ წამოიღო ისე როგორც სხვა მისმა რომანებმა, არადა თითქოს წინანდელი ყველა ელემენტი იყო წიგნში: ცოტა კლასიკური მუსიკა, ცოტა გემრიელი საჭმელი, ცოტაზე მეტი სექსი, განსჯა ცხოვრებაზე, ცოტა მარტოობა, გარიყულობა. ცოტა ის არარეალურის განცდები, რითიც აბიჯებ ხოლმე მის სამყაროში თავს და გინდა იცხოვრო, დაინახო და განიცადო იგივე. იყო ეს ყველაფერი ცალ=ცალეკ და ზოგიერთი ძალიან მცირე დოზებით, მარა ამათი გაერთიანება ვერ გამოდგა წარმატებული ჩემი აზრით.

შედარებით ახალი რომანი კი არის, მარა მეგონა უფრო დახვეწილად დაწერდა, არადა უფრო მსუბუქი გამოუვიდა(ცუდი გაგებით), თან ნაკლებად ემოციური იყო.

Posted by: Florbelle 30 Sep 2017, 14:44
პერსონაჟი თვითონ კაი ბაზარი არაა,მანამდე არ მოსვლია თავში აზრად არავის (არადა ეგეც ტყუილი მგონია პონტი არაა მაგ თემას ვინმე არ შეხებოდა მანამდე)
მარა რომანზე ვიძახი თვითონ,როგორ ვთქვა,ზედმეტად ემოციურად წერს biggrin.gif რავი მე არ მისწორდება ამ სულიერ მდგომარეობებზე 2-3 აბზაცის კითხვა ყოველ თავში,ან შეიძლება თარგმანი მაქ ცუდი ხზ.Story არაა ცუდი მთელ მუღამს უკარგავს უბრალოდ ეგ

ტოლკიენის ცერა თითის ფრჩხილი>მარტინზე,ეგენი სად ვახსენე ვაბშე :დ

Posted by: Solveig 30 Sep 2017, 20:01
QUOTE
პიარი რამხელა რამეა ისე და კიდე ის თუ რომელ ქვეყანაში დაიბადები




QUOTE
+ ეპოქა

+ქმარი biggrin.gif

მაგრამ

QUOTE
რა პიარი,რა სუსტი,რეებს წერთ მე-18 საუკუნის დასაწწყისში,ბრიტანეთში დაწერა,თან ქალმა მწერალმა
მიდი და გაიხსენე მაქამდე მსგავსი ნაწარმოები,ტიპი ადგა და მწერლობაში საერთოდ სხვა რაღაც შექმნა

ამაშიცაა საქმე.

(ოღონდ, ერთი შესწორება-მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაიწერა "ფრანკენშტაინი".)

ჯეინ ეარიც დღეს რაღაც მთქნარებისმომგვრელ მელოდრამად აღიქმება, მაგრამ როცა დაიწერა, იმხანად მართლა რევოლუციის მომხდენი იყო.

Posted by: POKERISBLUFF 30 Sep 2017, 20:07
QUOTE (George Best :) @ 30 Sep 2017, 02:56 )
რა პიარი,რა სუსტი,რეებს წერთ მე-18 საუკუნის დასაწწყისში,ბრიტანეთში დაწერა,თან ქალმა მწერალმა
მიდი და გაიხსენე მაქამდე მსგავსი ნაწარმოები,ტიპი ადგა და მწერლობაში საერთოდ სხვა რაღაც შექმნა

დროს და ადგილს რო თავი გაანებო,ისეც მშვენიერი ნაწარმოებია,თავისი სიღრმეებით

21-ე საუკუნეში 2017 წელს ადვილია საუბარი,იმ ამბიდანაა მარტინი რომ ჯობია ტოლკიენს,უფრო დახვეწილი სიუჟეტით smile.gif))))


+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++


Posted by: George Best :) 1 Oct 2017, 02:18
1800-იან წლებზე ვფიქრობდი და ინსტიქტურად დავწერე მე-18 საუკუნე :დ

Posted by: MasterJC 1 Oct 2017, 13:08
QUOTE
რა პიარი,რა სუსტი,რეებს წერთ მე-18 საუკუნის დასაწწყისში,ბრიტანეთში დაწერა,თან ქალმა მწერალმა
მიდი და გაიხსენე მაქამდე მსგავსი ნაწარმოები,ტიპი ადგა და მწერლობაში საერთოდ სხვა რაღაც შექმნა

დროს და ადგილს რო თავი გაანებო,ისეც მშვენიერი ნაწარმოებია,თავისი სიღრმეებით

21-ე საუკუნეში 2017 წელს ადვილია საუბარი,იმ ამბიდანაა მარტინი რომ ჯობია ტოლკიენს,უფრო დახვეწილი სიუჟეტით smile.gif))))

+1
ნამდვილად


მარტო ის რად ღირს
რომ ეხლანდელი გადასახედიდან ":ბანძი" დრაულა და ფრანკენშტეინი ჟანრის ბიბლიებად იქცნენ
და მანამდე მსგავსი ამ არავის დაუწერია

Posted by: Homo Erotikus 1 Oct 2017, 20:51
ფოლკნერის დროშები მტვერში.
კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.

Posted by: AstraG 1 Oct 2017, 21:09
ალბერ კამიუს შავ ჭირს ვკითხულობ.
ვინ მირჩია ეს წიგნი, რა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ ბოლომდე რომ წავიკითხავ ალბათ მივხვდები biggrin.gif

Posted by: გათახსირებული 4 Oct 2017, 18:41
მარკესის "პატრიაქის შემოდგომა" ერთ-ერთი იმ წიგნების კატოგორიას მივაკუთნე,რომლის წაკითხვა მეორედ აღარ მომინდება!


Posted by: Homo Erotikus 4 Oct 2017, 23:55
გათახსირებული
QUOTE
მარკესის "პატრიაქის შემოდგომა" ერთ-ერთი იმ წიგნების კატოგორიას მივაკუთნე,რომლის წაკითხვა მეორედ აღარ მომინდება!

არადა როგორი გენიალურია. დიქტატორის სიკვდილი ექვსი სხვადასხვა მონათხრობით დანახული. ერთიდაიგივე ფაქტი სხვადასხვანაირად გადმოცემული. დაუვიწყარი ფრაზებით: ეკლესია ყოველთვის იმის მხარესაა ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ...

Posted by: senpai 5 Oct 2017, 00:18
Генри Миллер - Время убийц თავის სტილში აქვს განხილული არტურ რემბოს ცხოვრება და შემოქმედება, 10 წელი წერდა და ძალიან საინტერესო რაღაც გამოუვიდა. ნეტა ბევრი რამე ითარგმნოს მილერის sad.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Oct 2017, 10:58
QUOTE
არადა როგორი გენიალურია. დიქტატორის სიკვდილი ექვსი სხვადასხვა მონათხრობით დანახული. ერთიდაიგივე ფაქტი სხვადასხვანაირად გადმოცემული. დაუვიწყარი ფრაზებით: ეკლესია ყოველთვის იმის მხარესაა ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ...


ეტყობა ახალი არაფერი უთქვამს ამ ადამიანისთვის
yes.gif

Posted by: obscoral 5 Oct 2017, 11:08
დოსტოევსკი - იდიოტი .


Posted by: seeman 5 Oct 2017, 13:37
senpai

ელექტრონული წიგნი გაქვს თუ სადმე იყიდე აქ თბილისში ?

Posted by: გათახსირებული 5 Oct 2017, 15:14
lol.gif obscoral
QUOTE
დოსტოევსკი - იდიოტი .

love.gif უძლიერესი წიგნია. ძაან დონე და ძაან ღრმად აფათურებს ხეელებს დოსტოევსკი ადამიანის შინაგან სამყაროში.
ტიპს დედა #####ენს და მართლა იდოტი გახდა...არადა ერთი შეეხედვით საკმაოდ განათლებული ტიპია,მაგრამ ქალებმა და საზოგადოებამ ღრმად ჩაუდესlol.gif lol.gif lol.gif 2kiss.gif facepalm.gif

Posted by: obscoral 5 Oct 2017, 18:37
გათახსირებული
რა იყო სასაცილო?
ვიღაცის ალტერი ხარ ალბათ შენ user.gif

QUOTE
ძაან ღრმად აფათურებს ხეელებს დოსტოევსკი ადამიანის შინაგან სამყაროში.

როგორც ყოველთვის, სხვანაირად არც შეუძლია
მაგიტომაც არ გვიყვარს?

QUOTE
ტიპს დედა #####ენს და მართლა იდოტი გახდა...არადა ერთი შეეხედვით საკმაოდ განათლებული ტიპია,მაგრამ ქალებმა და საზოგადოებამ ღრმად ჩაუდეს

ისეთი ორი ქალი (ნუ, ერთი ქალი და ერთი გოგო) ბევრ საღად მოაზროვნეს გადაიყვანს ჭკუიდან, არათუ ისედაც აჟიტირებულს

---
წესების ფარგლებში რომ დავრჩეთ, უფრო ადრე;
დანაშაული და სასჯელი

Posted by: senpai 5 Oct 2017, 19:23
seeman
ფიზიკურად მგონი არცაა ჩვენთან ეგ წიგნი, ყოველშემთხვევაში ვეძებდი და არ იყო არსად, უახლესი გამოცემა არის 2005 წლის და მაგის მერე ჭირს შოვნა.

Posted by: seeman 5 Oct 2017, 20:18
QUOTE (senpai @ 5 Oct 2017, 19:23 )
seeman
ფიზიკურად მგონი არცაა ჩვენთან ეგ წიგნი, ყოველშემთხვევაში ვეძებდი და არ იყო არსად, უახლესი გამოცემა არის 2005 წლის და მაგის მერე ჭირს შოვნა.

ხო იმიტომ გკითხე

მეც არსად მინახია

Posted by: გათახსირებული 5 Oct 2017, 20:42
obscoral
QUOTE
რა იყო სასაცილო?
ვიღაცის ალტერი ხარ ალბათ შენ

rolleyes.gif არადა მეგონა ალტერნი იკმინებოდა ხოლმე და არა იცინოდა. ეხ ტყუილში მიცხოვრიაuser.gif

ძაან სასაცილო პასუხი იყო ალტერნი რომ ვარ იმით დასკვენი ,რომ სმაილები დავწერე ?!
ჯანდაბას. ნუ გამოვეკიდებით ერთმნაეთს სიტყვებზე! უბრალოდ სხვანირად რომ არ იფიქრო გეტყვი,რომ უბრალოდ ეგრე ვწერ...ახალ სტილს რა იყო და ტრენდს ვამკვიდრებ!!!!

"დანაშაული და სასჯელი " love.gif ბედნიერი კაცი ხარ ძმაო,ბედნიერი! ძაან მაგარი წიგნები წაგიკითხავს. ეხლა "ძმები კარააზოვები " ,თუ არ გაქვს წაკითხული,რათქმა უნდა.

Posted by: obscoral 5 Oct 2017, 21:00
გათახსირებული
QUOTE
ალტერნი რომ ვარ იმით დასკვენი ,რომ სმაილები დავწერე ?!

არ დამისკვნია, ვივარაუდე
ვინც გაგიხარდება ის იყავი, რა სტილითაც გინდა იმით წერე up.gif

QUOTE
ძმები კარააზოვები

ბოლოსთვის მოვიტოვე
ოქროს ტაძარს მოვრჩები და ჩავუჯდები

---
თემას დავუბრუნდეთ:

ალბერ კამიუ - უცხო <3

Posted by: fexburtistelefoni 5 Oct 2017, 21:51
რეზო ჭეიშვილის მუსიკა ქარში და გადავედი ვაცის ნადიმზე

Posted by: Eeescadaaa 7 Oct 2017, 19:19

Robin Hobb - Assassin's Apprentice

ცოტა გამიჭირდა თავიდან, მერე მომეწონა, მაგრამ მგონია რომ ცალკე ვერ არის მყარად, ტრილოგიას ვნახავ როცა წავიკითხავ biggrin.gif


ვისაც ფანტასტიკები გიყვართ up.gif up.gif love.gif love.gif

Posted by: MITIATO 9 Oct 2017, 13:41
სალმან რუშდი-ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე

მეც დავიტანჯე კითხვისას, წიგნიც დავტანჯე.
mo.gif

Posted by: senpai 12 Oct 2017, 20:15
Мишель Уэльбек - Г. Ф. Лавкрафт. Против человечества, против прогресса ბევრი რამე გავიგე, რასისტი ყოფილა, უჭირდა სამუშაოს ძებნა, მის ნაშრომებს რაც შეეხება, თურმე ხილვებიდან იწერდა რაღაც სიუჟეტებს და პერსონაჟებს, როცა არ ქონდა ხალხთან კონტაქტი და თავისთვის იყო. გაგიჟებული ყოფილა ნიუ-იორკზე, მის არქიტექტურაზე. უნდოდა მიეღწია იქ წარმატებას, მარა ვერ გაქაჩა.

საერთოდ ცოტა სლაბი მომეჩვენა მილერის მერე, მეთქი უფრო მეტად და ღრმად იქნებოდა განხილული მოტივები, თუ რატო წერდა ესე და ზოგადად რა ამოძრავებდა. არც მეგონა თუ ეულბეკი ახალგაზრდობაში იქნებოდა შემჯდარი ესეთი სტილის ავტორზე. მთლიანობაში არაუშავდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთერთი პირველი იყო რაც დაწერა.

Posted by: ფორსტმანი 12 Oct 2017, 23:06
MITIATO
QUOTE
მეც დავიტანჯე კითხვისას, წიგნიც დავტანჯე.

რომელიმე წიგნი მაგ ადამიანს წაკითხვადი არის, ისე რომ არ დაგტანჯოს ?






"რიოში მარგალიტებით თამაში"

Posted by: Eeescadaaa 12 Oct 2017, 23:16

ჰალიდ ჰოსეინი - ფრანით მორბენალი

sad.gif sad.gif sad.gif sad.gif


Posted by: giojavaxa 13 Oct 2017, 16:18
ევრიპიდე- "ელექტრა"
კენ კიზი - "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"
ენტონი სმიტი- "ნაციონალიზმი: თეორია, იდეოლოგია,ისტორია"

Posted by: MITIATO 13 Oct 2017, 16:25
დაგლას ადამსი_ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში

მხიარულად ვიმოგზაურეთ გალაქტიკაში.
მარვინის გამოხტომებზე განსაკუთრებით ვხალისობდი.

ცუდი ისაა, რომ გაგრძელებები ჰქონია, რომელსაც კაცმა არ იცის თარგმინიან თუ არა. user.gif

Posted by: Basiani1202 13 Oct 2017, 16:31
კნ(ი)უტ ჰამსუნი - მისტერიები
სწორი იქნება ვთქვა, რომ ახლა ვკითხულობ, თან პირველად.

Posted by: MITIATO 16 Oct 2017, 19:28
ლორან გოდე – სკორტების მზე

მგონი, ჯერჯერობით ერთადერთი წიგნია, რომელიც თავის დროზე სათაურის გამო ვიყიდე. biggrin.gif
მზე და ზაფხული გამახსენა ამ სიცივეში.
სიამოვნებით წავიკითხე.

Posted by: Eeescadaaa 17 Oct 2017, 20:25

N.K. Jemisin - The Obelisk Gate (The Broken Earth #2)

პირველზე უფრო კარგი იყო
ჰუგო ზედიზედ ორჯერ მგონი მხოლოდ ეს შემთხვევააა

up.gif

Posted by: 4L3X 17 Oct 2017, 20:31
Eeescadaaa
არა "Forever War"-მა და მისმა გაგრძელება "Forever Peace"-მა აიღეს ჰუგოც და ნებულაც.
"Ender's Game"-მა და მისმა გაგრძელება "Speaker for the dead"-მა ასევე აიღეს ჰუგოც და ნებულაც.

Posted by: Eeescadaaa 17 Oct 2017, 20:34
QUOTE (4L3X @ 17 Oct 2017, 20:31 )
Eeescadaaa
არა "Forever War"-მა და მისმა გაგრძელება "Forever Peace"-მა აიღეს ჰუგოც და ნებულაც.
"Ender's Game"-მა და მისმა გაგრძელება "Speaker for the dead"-მა ასევე აიღეს ჰუგოც და ნებულაც.


up.gif up.gif
ალბათ პირველად ქალზე ეწერა ...


ამას შანსი აქვს მესამეც მიაყოლოს gigi.gif

Posted by: Fieke 17 Oct 2017, 23:55
'Women as lovers' by Elfriede Jelinek ძალიან მომეწონა, კარგი წიგნია, ადრე მირჩია ერთმა ბიჭმა და მეც გირჩევთ: ))

ახლა ვკითხულობ 'My Brilliant Friend' (L'amica geniale #1) by Elena Ferrante და ესეც მომწეონს, ბოლო არ ვიცი როგორი იქნება : )
ჩავდექი ფორმაში, აქტიურად დავიწყე კითხვა ისევ და მიხარია.


Posted by: woman_ 18 Oct 2017, 21:06
სტივენ კინგის სიზმართმჭერი ^^


მიკვირს და ძალიან გამეწელა
პირადი პრობლემების თემაც არის ალბათ, მაგრამ ... მივხვდი რომ უცხოპლანეტელებზე წიგნები არ მაინტერესებს(

Posted by: ValenTine_Kelly 6 Nov 2017, 19:24
კინგის მობილური.

უაზრო ფაბულა, მოსაწყენი სიუჟეტი, იმჰო.

Posted by: Eeescadaaa 6 Nov 2017, 22:04

ი რამდენი ხანი გასულა biggrin.gif


ბოლოს წავიკითხე 35 კილო იმედი - ანა გავალდა

საყვარლობა chups.gif

Posted by: Divergent 8 Nov 2017, 01:43
მერი შელის ფრანკენშტეინი.
სულ სხვანაირი წარმომედგინა მარა რო წავიკითხე ძალიან მომეწონა. საკმაოდ კარგი ნაწარმოებია.

Posted by: rockforever 8 Nov 2017, 02:18
პროკოფი ხვიჩიას მილიციის ისტორიის ნარკვევების პირველი ტომი user.gif

კვდება ბოლოს ის ბიჭი sad.gif

Posted by: giojavaxa 8 Nov 2017, 08:57
მარკუს ავრელიუსი - ფიქრები.

მაგარი იყო.

Posted by: Arien 10 Nov 2017, 12:23
ფილიპ კ.დიკი - "პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა"
და
ფენი ფლეგის "შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოკში"

ორივე ძალიან კარგია up.gif

შემწვარი მწვანე პომიდვრები დიდი ხნის წინ ნანახი ფილმიდან მახსოვდა.წიგნი გაცილებით შთმაბეჭდავია,სახიდან ღიმილი არ გაქვს გამქრალი რომ თვალები გევსება ცრემლებით.შეიძლება ცოტა შაბლონურიცაა,მაგრამ... ან რა ვიცი, მე ვარ ემოციური biggrin.gif

დიკის ანდროიდები თუ ემპათიის თემით მომეწონა,პალმერ ელდრეჩი თავისი ირონიით... ორივე ფავორიტია.

Posted by: Katerina :-) 10 Nov 2017, 12:43
ორჰან ფამუქის "თოვლი" წავიკითხე და საკმაოდ ვისიამოვნე, ეხლა არჩევანის წინაშე ვარ ისევ ფამუქს ჩავუღმავდე თუ რაიმე სხვას, რაღაც საინტერესოები შემომეყიდა წიგნის დღეებზე და ისინიც მიზიდავს ;-) მეტი აღარ უნდა წავიდე, თორემ ლამის მთელი ხელფასი ჩავანთქიე გუშინ :-)

Posted by: John-obi 16 Nov 2017, 17:40
იუკიო მიშიმა - ოქროს ტაძარი

გენიალურია.

Posted by: Merilen 17 Nov 2017, 23:46
კრისტინ ჰანა, ,ბულბული'' -მეორედ, მაგრამ ზუსტად ისევ ისე მოიტანა ემოცია, როგორც პირველად, ტყეში რომ ვიჯექი, კაცი-შვილი რომ არ ჭაჭანებდა და სულგანაბული რომ ვკითხულობდი

Posted by: დავიდ ვილია 17 Nov 2017, 23:55
სასიკვდილო იარაღები

2 სიტყვით
ნომრალურია

პერსონაჟებზე

კლერი ###ა, მთავარი გმირი ###ა (კლერი მთავარი გმირია)

ალეკი, ლუკი დეზლები

იზი <3 <3 <3

მაგნუსი დეზლეა

საიმონი down1.gif up.gif

რაფაელი war.gif

ჯეისი ###ა გამაღიზიანებელი (თუ მცა კლერი უფრო ###ა)

ანგელოზი რაზიელი ყუელაზე დეზლე და შოკეა


Posted by: senpai 21 Nov 2017, 15:04
ეტვუდის - Орикс и Коростель. მემგონი პირველად მაქვს შეხება ესეთ ჟანრთან, სოციალური ფანტასტიკა. საინტერესო იყო, საერთოდ მომწონს ეტვუდის წერის სტილი და თანამედროვე ცოცხალ ავტორებს შორის საკმაოდ ნორმალური მწერალია. მომწონს როცა ესე ურევს ხოლმე ანტიუტოპიას, აპოკალიპტურ ამბებს და თან ფილოსოფიური მომენტებითაც აჯერებს რომანს. ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება უკვე არსებული თემების სხვა კუთხით დანახება და მიტანა მკითხველთან.

Posted by: naniko1122 21 Nov 2017, 15:41
QUOTE (Lowlander @ 19 Aug 2017, 10:20 )
ვკითხულობ ახლა, პალიტრას გამოცემას და თარგმანი არ მომეწონა.

დაბეჭდვამდე არავინ ამოწმებს თარგმანის ხარისხს? sad.gif

ინტერნეტში ვნახე 2008 წლის გამოცემა, მშვენივრად იკითხებოდა.

+1

,,ომი და მშვიდობა" დავიწყე და
რედაქტორიც მოუკვდათ შემოწმებამდე, მგონი

Posted by: Krusty_the_Clown 26 Nov 2017, 15:46
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

მე, რობოტი-აიზეკ აზიმოვი
კარგი წიგნია, საინტერესო პასაჟებით...

Posted by: nick_el_son 27 Nov 2017, 02:27
ვონეგუტის The Sirens of Titan

საერთოდ არ მომეწონა.. down1.gif
რატომ აქვს გუდრიდსზე ამხელა შეფასება ვერ ვხვდები.

Posted by: Katerina :-) 28 Nov 2017, 14:15
ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შტაბეჭდილებებს, ვკითხულობ ფენი ფლეგის "შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპში" გა#####დები უფრო დიდი მოლოდინი მქონდა და ისე არ წამიღო... sad.gif თუმცა საინტერესო წიგნი ჩანს, თავისი მსუბუქი იუმორით სერიოზული პრობლემების ფონზე.

ზოგადად, წიგნის კითხვისას ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა ერთი სული გაქვს თავისუფალი დრო გამონახო და წიგნს ეცე :-) ამ შემთხვევაში ესე არ არ არის და სურვილი მაქვს, მალე დავამთავრო...

Posted by: Homo Erotikus 30 Nov 2017, 21:51
Шум и ярость = ფოლკნერზე ვაფანატებ. ქართულად მქონდა წაკითხული, ახლა რუსულადაც ვისიამოვნე. სექსის მერე ფოლკნერის კითხვა მსიამოვნებს ყველაზე მეტად.

Posted by: sunny_flower 1 Dec 2017, 11:43
ზეიდი სმითის თეთრი კბილები

ძალიან კარგი იყო, პერსონაჟები, წერის სტილი, სიუჟეტის განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დინამიური არ იყო როგორიც მე მიყვარს, მაინც დიდი სიამოვნებით წავიკითხე

საინტერესო იყო პერსონაჟების ცვლილების ყურება, ან პირიქით მათ ჯიუტ უცვლელობაზე დაკვირვება, თაობებს და რასებს შორის არსებული უფსკრულებიც კარგად იყო წამოწეული და რელიგიური თემებიც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი წიგნი ერთი დიდი სატირა იყო, თითოეული პერსონაჟის ცხოვრება ერთდროულად კომედიაც იყო და ტრაგედიაც.
კარგად ჩანდა როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის თავი რაღაცას, ან სოციალურ ჯგუფს, ან რელიგიას, ან მიმდინარეობას მიაკუთვნოს, როგორ მთელი არსებით ცდილობს თავი რაღაცის ნაწილად იგრძნოს და ამავდროულად ინდივიდუალობაც რომ თავისკენ ექაჩება

მოკლედ კარგი იყო მართლა

Posted by: Eeescadaaa 1 Dec 2017, 13:57

კოლექციონერი - ფაულზი

წიგნი მომეწონა, მაგრამ ეს ამბები ძალიან მაშინებს და ჩემთვის ორმაგად ქრიფობა იყო vis.gif vis.gif
მირანდასნაირი ქალები კი დიდად არ მომწონს

დასასრული up.gif up.gif

Posted by: Divergent 2 Dec 2017, 12:28
დრაკულა ორიგინალში. ბოლოში რაღაც გაწელილი მეჩვენა უფრო. .
თავიდან უფრ ო საინტერესოდ დაიწყ ო მერე გაიწელა./

Posted by: guramus 2 Dec 2017, 14:58
მეგობრებო, სიმონოვის ლექსს ვეძებ, შოთა ნიშნიანიძეს აქვს ნათარგმნი. ხომ ვერ დამეხმარებით?
ეს ლექსია user.gif
https://www.facebook.com/VideoVis1on/videos/237169879969702/

Posted by: MITIATO 2 Dec 2017, 18:30
ამოს ოზი-ჩემო მიხაელ

რაღაცნაირი წიგნია. მდორე, ნაცრისფერი ზამთრის დღეებივით. თითქოს არაფერი ხდება და ამ დროს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაა აღწერილი. user.gif
წიგნი ადამიანზე, რომელსაც სხვაგვარად სურდა ცხოვრება, მაგრამ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე შეეგუა რეალობას და მეორე ადამიანზე, რომელიც არაფრისთვის არ ცხოვრობდა. ცხოვრობდა და მორჩა. user.gif
ძალიან სევდიანი გრძნობა დამიტოვა.

Posted by: senpai 2 Dec 2017, 19:35


boli.gif



Posted by: George Best :) 2 Dec 2017, 23:44
senpai

ეს ლექსი იყო?

Мой Телемак,
Троянская война
окончена. Кто победил -- не помню.
Должно быть, греки: столько мертвецов
вне дома бросить могут только греки...
И все-таки ведущая домой
дорога оказалась слишком длинной,
как будто Посейдон, пока мы там
теряли время, растянул пространство.
Мне неизвестно, где я нахожусь,
что предо мной. Какой-то грязный остров,
кусты, постройки, хрюканье свиней,
заросший сад, какая-то царица,
трава да камни... Милый Телемак,
все острова похожи друг на друга,
когда так долго странствуешь, и мозг
уже сбивается, считая волны,
глаз, засоренный горизонтом, плачет,
и водяное мясо застит слух.
Не помню я, чем кончилась война,
и сколько лет тебе сейчас, не помню.

Расти большой, мой Телемак, расти.
Лишь боги знают, свидимся ли снова.
Ты и сейчас уже не тот младенец,
перед которым я сдержал быков.
Когда б не Паламед, мы жили вместе.
Но может быть и прав он: без меня
ты от страстей Эдиповых избавлен,
и сны твои, мой Телемак, безгрешны.



Posted by: ValenTine_Kelly 3 Dec 2017, 14:16
კინგის ქრისტინი და ერთადერთი რაც მომეწონა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკის ატმოსფეროა, რომლის ტექსტურად გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარიც აქვს კინგს.


იდეა დაწყევლილი მანქანისა, სიუჟეტი და ა.შ. დიდი ვერაფერი

Posted by: senpai 3 Dec 2017, 15:22
დილიდან დავიწყე რუშდის - ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე ქართული თარგმანი და ნეტა არ დამეწყო mad.gif კვირა დღე გამიფუჭა ფაქტიურად.



George Best smile.gif
QUOTE
ეს ლექსი იყო?

ეგაა შენი ფავორიტი ?


პ.ს. ფესტივალის ბილეთებზე რას შვები ?


Posted by: ValenTine_Kelly 4 Dec 2017, 14:50
ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში


და შეცდომა დავუშვი, ინგლისურად დაწყებული ქართულად რომ გავაგრძელე.

Posted by: sunny_flower 4 Dec 2017, 15:51
senpai
QUOTE
დილიდან დავიწყე რუშდის - ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე ქართული თარგმანი და ნეტა არ დამეწყო  კვირა დღე გამიფუჭა ფაქტიურად.


მე მეგონა მარტო მე გამეწელა ეგრე ეგ წიგნი, 3 დღე ვეწამე და ვეჯახირე, მეთქი იქნებ რამენაირად შემიყოლოს, ნწ არაფერი სრულად ფრიგიდული აღმოვჩნდი მაგ წიგნის მიმართ არც სიუჟეტმა და არც თხრობის სტილმა არ მიმიზიდა, ბოლოს მშვიდობიანად დავშორდი და გულში გამოვიტრე გადახდილი ფული, ფაქტობრივად ისევ უხმარია და ვინმეს საახალწლო საჩუქარად ხომ არ შევასაღო ვფიქრობ biggrin.gif

შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპში

ვაჰ ეს რა იყო დამწვა დამნაცრა და გამანადგურა
სულ პირველი შთაბეჭდილება არ იყო კარგი, მაგრამ ისეთი ამერიკული სუნი ასდიოდა ამ წიგნს და იმდენჯერ იყო ალაბამა ნახსენები, რომ არ დავნებდი
ძალიან კარგიც მიქნია, მერე წამოიღო და წამოიღო, მუშაობას ვეღარ ვახერხებ დროზე მაინც დავამთავრო, ბოლო 5 დღეა სამსახურის მაგივრად უისელ სტოპში ვზივარ და და იჯის ვუყურებ, ქალს რომელიც ატიკუსის მერე ან მასთან ერთად ყველაზე მაგარი მამა აღმოჩნდა
ეს არის წიგნი რომელშიც რაც უფრო მეტად შედიხარ მით უფრო მეტად ხვდები რომ სულ არაა ისეთი ზედაპირული როგორი სათაურიცა აქვს და როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მოკლე მოკლე იუმორნარევი მარტივი ფრაზებით ძალიან ბევრი მარტივი ჭეშმარიტებაა ნათქვამი, იმ ტიპის ჭეშმარიტებები ხშირად რომ გვავიწყდება ან არ გვახსენდება საერთოდ

მოკლედ მადლობა ბათუმს <3

Posted by: senpai 4 Dec 2017, 16:45
sunny_flower
QUOTE
მე მეგონა მარტო მე გამეწელა ეგრე ეგ წიგნი, 3 დღე ვეწამე და ვეჯახირე, მეთქი იქნებ რამენაირად შემიყოლოს, ნწ არაფერი სრულად ფრიგიდული აღმოვჩნდი მაგ წიგნის მიმართ არც სიუჟეტმა და არც თხრობის სტილმა არ მიმიზიდა

yes.gif არაა საჩემო მწერალი, რამდენი ვცადე და ვერაფერი გამომივიდა, ჯერ იყო "ფლორენციელ ჯადოქარს" შევეჭიდე და ვერაფერი, მერე ბევრის მიერ ნაქები "ეშმაკეული აიები" ვცადე და ეგ უარესი აღმოჩნდა. არადა მიყვარს ხოლმე ჩახლართული სიუჟეტები და არევები ნაწარმოებში, მარა ვერაფერმა მიმიზიდა ამ შემთხვევაში.

QUOTE
ვინმეს საახალწლო საჩუქარად ხომ არ შევასაღო ვფიქრობ

დააწყევლინო გინდა თავი ? givi.gif

QUOTE
შემწვარი მწვანე პომიდვრები

love.gif რებეკასთან ერთად ფავორიტია ბათუმის წიგნებიდან ჯერჯერობით, მარა დაგვიანონსეს უკვე ახალი კარგი წიგნები და ველოდები ქართულ თარგმანს.

Posted by: sunny_flower 4 Dec 2017, 17:02
senpai
QUOTE
არაა საჩემო მწერალი, რამდენი ვცადე და ვერაფერი გამომივიდა, ჯერ იყო "ფლორენციელ ჯადოქარს" შევეჭიდე და ვერაფერი, მერე ბევრის მიერ ნაქები "ეშმაკეული აიები" ვცადე და ეგ უარესი აღმოჩნდა. არადა მიყვარს ხოლმე ჩახლართული სიუჟეტები და არევები ნაწარმოებში, მარა ვერაფერმა მიმიზიდა ამ შემთხვევაში.


როგორც ჩანს არც საჩემო, ფლორენციელი ჯადოქარი ვიყიდე და სანამ კითხვას მოვასწრებდი ისე აორთქლდა სახლიდან ვერ გავიგე ვინ ითხოვა და ისახსოვრა biggrin.gif მერე მეთქი ახლა მაინც მეღირსება რუშდის წაკითხვათქო და ეგეთი მოსაწყენი არაფერი მინახავს

QUOTE
დააწყევლინო გინდა თავი ? 

აუ რავიცი ზოგს უყვარს, ჩემს საფრენდეთში კაი ვიში ვავა და გოდება იყო ამ წიგნზე, ჰოდა არსებობს თურმე ხალხი რომელსაც მოსწონს smile.gif)

QUOTE
რებეკასთან ერთად ფავორიტია ბათუმის წიგნებიდან ჯერჯერობით, მარა დაგვიანონსეს უკვე ახალი კარგი წიგნები და ველოდები ქართულ თარგმანს.

აი ეგ რება არ ვიცი მე, ვინაა, რაა?
თეთრი კბილები დავამთავრე ამას წინათ, ისიც კაი იყო, მაგრამ აი ამას უფრო მეტი სიხალასე ჰქონდა რა

Posted by: senpai 4 Dec 2017, 17:18
sunny_flower
QUOTE
ფლორენციელი ჯადოქარი ვიყიდე და სანამ კითხვას მოვასწრებდი ისე აორთქლდა სახლიდან ვერ გავიგე ვინ ითხოვა

ესეთი მისვლა-მოსვლა გაქვს სახლში ? biggrin.gif

QUOTE
, ჩემს საფრენდეთში კაი ვიში ვავა და გოდება იყო ამ წიგნზე, ჰოდა არსებობს თურმე ხალხი რომელსაც მოსწონს

ხო, მარა ეგ ძირითადად მოდის ხარჯზე (ჩემი დაკვირვებით) აიტაცებენ ხოლმე ესე ავტორს რაღაც მიზეზით. (რუშდის შემთხვევაში შეყვანილია ძნელად წასაკითხი წიგნების ათეულში და ალბათ მაგან იქონია ზეგავლენა ძირითად მასაზე)



გუშინ ვიყავი მხატვრების წრეში და წიგნებზეც საუბრობდნენ, ბევრი ავტორი ითქვა, მარა განსაკუთრებით აღნიშნეს მურაკამი, ესეიგი ისევ აქტიურად კითხულობს ხალხი. (არადა მეგონა გადასული იყო მოდიდან)

QUOTE
აი ეგ რება არ ვიცი მე, ვინაა, რაა?

რებეკა - დაფნა დიუ მორიეს რომანია. კარგი წიგნია, სადაც ისინი მოგეწონა, ალბათ ესეც მოგეწონება.

Posted by: MITIATO 4 Dec 2017, 17:36
QUOTE
რუშდის შემთხვევაში შეყვანილია ძნელად წასაკითხი წიგნების ათეულში


ეს ადრე რომ წამეკითხა, ხო აღარ ვიყიდდი და არ დავიტანჯებოდი
QUOTE
ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე
-ის კითხვით.

mo.gif

Posted by: RedBulla 4 Dec 2017, 18:06
„სტამბულელი ნაბიჭვარი“

Posted by: Heart_of_Darkness 5 Dec 2017, 23:29
ბიბლიის კითხვას მოვრჩი, როგორც იქნა, რაღაცისთვის მჭირდებოდა.

მერე დიდი და მოსაწყენი სტატია დავწერე.

ღმერთის ჩემებური კონცეფციაც განვავითარე,

ამასობაში ძალიან მინდოდა დამეწერა ჩემი აზრი ამ წიგნზე, მაგრამ...
იქ ვერ დავწერე

ჰოდა, აქ დავწერ.


ამაზე overrated წიგნი არ არსებობს მეორე :)
:facepalm:

Posted by: woman_ 7 Dec 2017, 20:49
თოვს და ითოვოს
ქუნქულობები იყო რავი user.gif

Posted by: Parabola 8 Dec 2017, 15:56

წლევანდელი ნობელიანტი კაზუო იშიგუროს ,,არასოდე გამიშვა'' დავიწყე.

რა ნობელი და რა ევროვიზია ((

Posted by: ValenTine_Kelly 8 Dec 2017, 16:07
პუნკეს "გადარჩენილი"

კი არ მიყვარს წიგნებისა და ფილმების შედარება, მაგრამ ფილმი აშკარად უკეთესია.

თარგმანი არ ვარგა, რედაქტირება და კორექტურაც არ აქვს წიგნს ნორმალური. ინგლისური სათაურიც კი არასორად აწერია შიდა ფურცელზე, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა.

ისტორიული ფაქტების თვალსაზრისით, საინტერესოა, მაგრამ ისე, მაინ რიდი გამახსენა, დიდების მაინ რიდია.

Posted by: _მანის_ქაშიო? 10 Dec 2017, 20:19
"ჯინსების თაობა " givi.gif

რატომ არ ვიცი

Posted by: ValenTine_Kelly 11 Dec 2017, 13:34
დიუ მორიეს "რებეკა"

ჩამთრევი და ძალიან საინტერესო საკითხავია, ისეთი, რომ აიღებ და ღამეს გაგათენებინებს კითხვაში.

დიდი ხანია ასეთი მსუბუქი, მარტივი და სასიამოვნო საკითხავი არ ჩამვარდნია ხელში.


Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 14:41
The hate u give
ეს წიგნი თებერვლის ბოლოს გამოიცა და მას შემდეგ, 41 კვირაა გაყიდვების პირველი ადგილი აქვს აშშ-ში და კი ვჭოჭმანობდი, აფრო-ამერიკელთა პრობლემები როგორ შეიძლება ჩვენთანაც ისეთი აქტუალური გახდეს მკითხველისთვის როგორც იქ, ამერიკაშითქო და გუდრიდსის რეიტინგი, 4.6 მაეჭვებდა, მარა დედას ფიცავარ ვერ მობწყდი. სადებიუტო წიგნი და ასეთი მაგარი იშვიათად მინახავს. პრობლემაც საინტერესოა და წიგნი არის ფანტასტიკური. იანგ ედალთისთვის მიკუთვნება ამ წიგნის, დიდი ცოდვაა
ვისაც 2pac უყვარს, მათთავის კიდევ მეტად სასიამოვნოა ამ წგნის წაკითხვა smile.gif
ValenTine_Kelly
QUOTE
დიუ მორიეს "რებეკა"

მეც ძალიან მომწონს. ხანდახან რომ მოგენატრება რამე "დამჯდარი", კლასიკურად კაი წიგნის წაკითხვა, ასეთი წიგნი უნდა გადმოიღო smile.gif

QUOTE
პუნკეს "გადარჩენილი"

მე მხოლოდ თვალი გადავავლე, გადაცემისთვის ვამზადებდი და აღარ გავაგრძელე. კაი ვქენი?smile.gif)

Posted by: 4L3X 11 Dec 2017, 14:57
QUOTE (OHOI_IKA @ 11 Dec 2017, 14:41 )
The hate u give

"წიგნები ბათუმში" კიდევ ერთი წიგნი დააანონსა gigi.gif

Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 15:03
4L3X
ეგ სამი თვის დავაანონსეთ smile.gif))

როგორაა იცი? არიან გამომცემლობები, რომლებიც ისე გამოსცემენ წიგნებს, რომ მანამდე არ აქვთ წაკითხული. გამოვა წიგნი, უცებ დიდი გაყიდვები აქვს აშშ-ში და ეგრევე ყიდულობენ.
მე ვერ ვშვრები ეგრე. ვერ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ეგრე ვიყიდო. რომ ვიყიდო და არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც მინდა მე და მკითხველს, თვითონ გამიტყდება მერე დარეკლამებაც და ყველაფერი.
ხოდა ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც არც მე და არავის გვქონდა წაკითხული წიგნი. არც ერთ ნაცნობსაც, რომ ვინმესთვის მეკითხა რჩევა.
ამიტომაც, მაქსიმალურად ყველა კრიტიკა, რეცენზია და გუდრიდსის შეფასება წავიკითხე და გავრისკე ყიდვა. თუმცა მაინც მეშინოდა რა smile.gif)
ხოდა ახლა ბედნიერი ვარ რომ არ გამართლდა შიშები smile.gif)) ძალიან მომეწონა

Posted by: 4L3X 11 Dec 2017, 15:05
OHOI_IKA
ძალიან კარგია რომ რისკი გამართლებული აღმოჩნდა up.gif
იმედია გოლემს დიდი ტირაჟით დაბეჭდავ და დეფიციტი არ შეიქმნება. goodreads-ზე და ფეისბუკზე გაცხოველებული ინტერესია მაგ წიგნისადმი.

Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 16:22
4L3X
ხო, განსაკუთრებით ფინინსურად, იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ უაზრო რისკები გავწიო sad.gif

კი, გოლემი იქნება აუცილებლად ბევრი <3 ჩემი სიამაყეა ეგ smile.gif

Posted by: senpai 11 Dec 2017, 16:44
OHOI_IKA
QUOTE
გოლემი იქნება აუცილებლად ბევრი

აღიარებ რომ ყველაზე ძლიერი წიგნია რაც გამოგიცია ? user.gif



ისე წიგნებს რატომ არ აქვს 18+ დაწერილი ჩვენთან ? დიკის ბუნდოვნად სკანერში ვნახულობდი და უცხოურ გამოცემებს აწერიათ 16+ და აქ რაღაც არ შემიმჩნევია არცერთ წიგნზე ეგრე ასაკობრივად დაყოფა.

Posted by: _მანის_ქაშიო? 11 Dec 2017, 17:39
ValenTine_Kelly
QUOTE
დიუ მორიეს "რებეკა"

ჩამთრევი და ძალიან საინტერესო საკითხავია, ისეთი, რომ აიღებ და ღამეს გაგათენებინებს კითხვაში.

დიდი ხანია ასეთი მსუბუქი, მარტივი და სასიამოვნო საკითხავი არ ჩამვარდნია ხელში.

ძალიან დიდი მადლობაgivi.gif გოგოსთვის მინდოდა ყიდვა და დამავიწყდაgivi.gif
ციკლიდან გულმავიწყი კაცებიuser.gif

Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 19:56
senpai
QUOTE
აღიარებ რომ ყველაზე ძლიერი წიგნია რაც გამოგიცია ?

ჩამჭრელი შეკითხვაა smile.gif))

QUOTE
ისე წიგნებს რატომ არ აქვს 18+ დაწერილი ჩვენთან ? დიკის ბუნდოვნად სკანერში ვნახულობდი და უცხოურ გამოცემებს აწერიათ 16+ და აქ რაღაც არ შემიმჩნევია არცერთ წიგნზე ეგრე ასაკობრივად დაყოფა.

არ ავალდებულებს კანონი და მაგიტომ smile.gif)

არავის უნდა მაგის დაწერამ გაყიდვები შეუმციროს ალბათ smile.gif))

მე მიფიქრია რამდენჯერმე, მარა ჩემები მეხვეწებიან არაო
თუმცა, არ მახსოვს რატომ მეხვეწებიან smile.gif))

Posted by: seeman 11 Dec 2017, 20:07
და რა არის ეს გოლემი ასეთი სასწაული

თავის დროზე დავიწყე კითხვა და შუამდეც ვერ მივედი .

მისტიკაა ჩვეულებრივი (ნუ ჩვეულებრივი რა კლასიკად ქცეული) როგორც მივხვდი

Posted by: senpai 11 Dec 2017, 20:13
OHOI_IKA
16 წლის მოზარდისთვის მინდოდა და თავი შევიკავე მაგის მერე, ბრედბერი მოეწონა ძაან, ყველაფერი წაიკითხა რაც იყო ქართულად და დიკზე მკითხა, მეთქი გადავხედავ შესაბამის წიგნს რითიც დაწყება შეეძლება და ვერ ვიპოვე(თემატიკიდანაც გამომდინარე) ადრე მომეჩვენა ცოტა 16 წლისასთვის. ასე რომ ზელაზნი ვურჩიე და უკვე მოუღო ბოლო ამბერის მეორე წიგნს biggrin.gif რამე იცი კიდე მაგ ჟანრში, ამ ასაკის შესაფერისი ქართულად რომ იყოს ?

Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 20:20
senpai
რავი, ენდერი მაგ ასაკისთვის მგონი კაია
ასევე აზიმოვები, რაცაა გამოსული


სკანერი ადრეა ნამდვილად, ისედაც არაა ადვილი წიგნის
დიკებიდან მაღალი კოშკი და ანდროიდები შეიძლება, შემი აზრით smile.gif
თუ ფენტეზიც მოწონება, პულმანია ძალიან კაი. ლე გუინის ციკლის დაწყებაც შეიძლება, თუ მოეწონება

Posted by: rodo 11 Dec 2017, 20:59
ძალიან მომეწონა ედგარ რაის ბეროუზის "მარსის პრინცესა". ამ წიგნის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული, "ჯონ კარტერი". ეს არის ნაწარმოები, რომლის გავლენითაც დაწერა რეი ბრედბერის "მარსის ქრონიკები".

Posted by: GIORGI XXL 12 Dec 2017, 00:26
rodo
QUOTE
ძალიან მომეწონა ედგარ რაის ბეროუზის "მარსის პრინცესა".

მეც ძალიან მომწონს. ერთხელ სიზმარიც კი ვნახე, კარტერის მსგავს თავგადასავალში გავეხვიე

Posted by: _მანის_ქაშიო? 12 Dec 2017, 11:58
მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა"  
წუხელის, რატომღაც გადავწყვიტე წამეკითხა ეს წიგნი, რომელიც თავის დროზე მივატოვე როგორც სატრფო საკურთხეველთანgivi.gif

მაგრად მოიტანა რასაც ჰქვია. ძალიან კარგად აქვს აღწერილი ის საზოგადოება, რომლებმაც მოკლეს სანტიაგო ნასარი. 

მთელ ქალაქს მიუძღვის წვლილი  მის მკვლელობაში და გაცილებით დიდი ცოდვა  ჰქონდათ ვიდრე იმ ტყუპ ძმებს. 
აი, ეს არის საზოგადოების რეალური სახე... სტერეოტიპებით  და ცრუ რწმუნებით დამონებული, სადაც ვერაგული და სასტიკი მკვლელობაც კი 
გაპრავებულია, ისევ თავიანთი მოგონილი  კანონებით.   გულის სიღრმეში ყველა ეთანხმებოდა ძმებს  იმაში, რომ ღირსება უნდა აღდგენილიყო
და ამისთვის სანტიაგო უნდა შეეწირათ მსხვერპლთ თავიანთი ღმერთისთვის.  თავად ძმებიც მსხვერპლი იყვნენ. როგორ არ უნდოდათ ხელის გასვრა და 
რა არ სცადეს  ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ,მაგრამ დაუწერელ კანონებს ისინიც დაემორჩილნენ ბოლოს.   
  სანტიაგომც გაწირა თავის თავი, ის იმდენად იყო დარწმუნებული რომ ხელშეუხებელი იყო და ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა არც უფიქრია 
მიეღო ზომები თავის თავის უსაფრთხოების უზრუნელსაყოფათ.   ასევე მწერალი გვაძლევს  არც თუ ისე მყარ არგუმენტს, რომ შეიძლება საერთოდ 
არ ჰქონდა მას ის" სექსუალური კავშირი" ქალთან რაც ასე ძვირად დაუჯდა.  კიდე ერთი საგულისხმო ფაქტმა მიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც 
ანხელა ვიკარიოს აღწერის დროს აქცენტს აკეთებს იმაზე რომ ის პატიოსანი ქალი იყო და ქმარი არ მოატყუა ,მაგრამ სამაგიეროდ სანტიაგო 
ისე გაიმეტა თვალიც არ დაუხამხამებია... იმიტომ რომ მასაც სწამდა  იმ  დაუწერელი კანონების ან შეიძლება სანტიაგო უყვარდა, და შური იძია, რას გაიგებ კაცი
,თუმცა, ფაქტია არც არასდროს უნანია თავის საქციელი.  ასევე ცალკე თემა მისი და მეუღლის ურთერთობა. კაცმა რომელმაც  საბოლოოდ სიბერეში დასძლია 
საზოგადოების აზრის  შიში ,და თავის სატრფოს დაუბრუნდა. და ქალმაც მიიღო...ფუ რა გულის ამრევია ეს ყველფერი...რატომ უნდა დაკარგო თუ ადამიანი გიყვარს 
ამდენ დრო და ახალგაზდრობა აჩუქო ვიღაცამ არ იჭორავოს მაგაზე შიშის?!  

მოკლედ, ძალიან კარგი წიგნია პატრა ,მაგრამ კარგი.

Posted by: chantal 12 Dec 2017, 17:48
მარგარეტ ეტვუდის ბრმა მკვლელი, ძალიან კარგია love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: rodo 12 Dec 2017, 21:43
ბოლოს წავიკითხე არუნდატი როის "წვრილმანების ღმერთი". მწერალს საოცარი პოეტური ენა და შედარებები აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რომანი ინდური ოჯახის ტრაგედიაზეა, რომელიც კასტებისა და გენდერული უთანასწორობის საფუძველზე ვითარდება. როდესაც კითხულობ, წარმოგიდგენია, რომ ეს ისტორია 70-იანი წლების ინდოეთში კი არ ხდება, არამედ დღევანდელ საქართველოშიც შეიძლება მოხდეს.

Giorgi XXL
კი ძალიან მაგარი ავტორი და წიგნია, ყოველ შემთხვევაში, მე დიდი სიამოვნება მივიღე. თურმე ქვეყნის გაგრძელებები ჰქონია "მარსის პრინცესას". მაგისთვის, რომ მოვიცლი უნდა აუცილებლად წავიკითხო გაგრძელებებიც.

Posted by: ValenTine_Kelly 13 Dec 2017, 17:00
OHOI_IKA
QUOTE
ხანდახან რომ მოგენატრება რამე "დამჯდარი", კლასიკურად კაი წიგნის წაკითხვა, ასეთი წიგნი უნდა გადმოიღო

+1

QUOTE
მე მხოლოდ თვალი გადავავლე, გადაცემისთვის ვამზადებდი და აღარ გავაგრძელე. კაი ვქენი?)

თუ ამერიკის ისტორიით, ეკონომიკა/ვაჭრობის განვითარებით არ ხარ დაინტერესებული განსაკუთრებულად, ბევრი ნამდვილად არაფერი დაგაკლდება, იმჰო.
მართლა მაინ რიდია, ცოტა უფრო სისხლიანი მომენტებით.

თარგმანზე ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ საშინელება, ორიგინალი არ წამიკითხავს, მაგრამ რაღაც ცუდი განწყობა დამიტოვა და არ მომეწონა.
რედაქტირება-კორექტურის ამბავში, მართლა ვერაა კარგად.

_მანის_ქაშიო?
QUOTE
ციკლიდან გულმავიწყი კაცები

მთავარია, ახლა გაგახსენდა biggrin.gif

Posted by: Florbelle 13 Dec 2017, 19:26
გენადი გორის "თიხის პაპუასი"
ძაან კაი წიგნია სოფელში ვიპოვე ძველ წიგნებში ვერც წარმოვიდგენდი თუ ესეთი კარგი აღმოჩნდებოდა yes.gif
თუ ვინმე გეუბნებათ,რომ სსრკში sci-fi მომავლის ტექნოლოგიები და ა.შ. ეკიდათ და მაგაზე წიგნები არ იწერებოდა ან მეოცნებე ხალხი არ არსებობდა იცოდეთ არაა ეგრე (Y)
დავით დემეტრაშვილს აქვს "კაცობრიობა და უცხოპლანეტელები" დაწერილი ისიც დონეა და რავი ბევრი შემხვედრია კიდე,უბრალოდ გასაგები მიზეზების გამო მაშინ ანა კარენინები მურმან ლებანიძის ლექსები და მსგავსი რაღაცეები იბეჭდებოდა და იყიდებოდა მასიურად მარტო

მეტროს ტრილოგია ესე რომ მოეწონა ხალხს (დამსახურებულად) ერთი ნორმალური research რო ჩაატაროს რომელიმე გამომცემლობამ საბჭოთა ლიტერატურის they will unearth lots of gems like that up.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 13 Dec 2017, 19:39
ValenTine_Kelly
QUOTE
მთავარია, ახლა გაგახსენდა

ჰო,და თქვენი დამსახურება givi.gif


თეამა რომ არ გადავუხივოთ წუხელის დავამთავრე მარიო ვარგას ლიოსა "ვაცის ნადიმი"
600გვერდი ისე წავიკითხე არ დამიძინიაgivi.gif გუშინ დღის 3 საათზე დავიწყე -საღამოს 10 საათზე შევისვენე და შემდეგ მთელი ღამე ვკითხულობდიuser.gif
დილის 7 საათზე დავამთავრეlol.gif

უბრალოდ ,ჩემს მიერ გატრებულ დროს კი არ აღვწერ...იმის თქამ მინდა ,რომ ძალიან მაგარი წიგნი! იმდენად მაგარი ,რომ მთელი დღე და ღამე დავუთმე up.gif

Posted by: Joiner 13 Dec 2017, 19:42
_მანის_ქაშიო?
ლიოსას ქალაქი და ძაღლებს გირჩევდი თუ არ გაქვს წაკითხული.

Posted by: natia_natia9 13 Dec 2017, 20:57
QUOTE (Joiner @ 13 Dec 2017, 19:42 )
_მანის_ქაშიო?
ლიოსას ქალაქი და ძაღლებს გირჩევდი თუ არ გაქვს წაკითხული.

როგორ მიყვარს love.gif love.gif love.gif

Posted by: senpai 13 Dec 2017, 22:42
პლატონოვის - კოტლოვანი(ქართულადაც უთარგმნიათ როგორც ქვაბული) ის ნაწარმოებია, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე და სულ უფრო მომწონს, განსაკუთრებით ატმოსფერო და წერის მანერა.

Posted by: _მანის_ქაშიო? 14 Dec 2017, 09:40
Joiner
მადლობა მეგობარო! კარგი გემოვნება გაქვთ ვატყობ!

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია ლიოსა და წაკითხული მაქვს და უმაგრესია love.gif
თუმცა ვისაც არ წაუკითხავს და ჩვენს პოსტს თუ ნახავს და წაიკითხავს არ ინანებს, პირიქით ძალინ კმაყოფილი დარჩება!


Posted by: Katerina :-) 14 Dec 2017, 15:52
"ნუ მოკლავ ჯაფარას" წიგნი სიკეთე, ყოველი ფურცლიდან რომ სითბო იღვრება... ისე, ნამდვილად არ ვიცოდი რომ ჯაფარა ჩიტია, მე რატომღაც ვირის ან ცხენის სახელი მეგონა biggrin.gif ვისაც არ გაქვთ წაკითხული, წინ სინტერესო თავგდასავალი გელით :-)

Posted by: _მანის_ქაშიო? 15 Dec 2017, 18:01
user.gif ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ,, დიდი გეტსბი'' givi.gif
რამოდენიმე წლის წინ ვუყურე ამ რომანის ეკრანიზაციას დიდეკრანზე სადაც მთავარ როლებს: ტობი მაგვაუერი და ლენარდო დიკაბრიო ასრულებენ.
ფილმის ნახვის შემდეგ არც კი გამჩენია სურვილი წამეკითხა წიგნი,რომელიც ყველა დროს საუკეთესო წიგნების 100 არის.

რატომღაც წუხელის ღამე ,როდესაც შვაღამის 3საათზე დავიწყე მისი კითხვა. არ ვიცი იმის იმედი მქონდა თუ არა რომ დამეძინებოდა და ცხვრების თვლა
აღარ მომიწევდა,მაგრამ ერთი ვიცი და შემიძლია დანამდვილებით ვთქა,რომ საკმაოდ კარგი წიგნია და მეტსაც ვიტყვი- მამკაცებმა უნდა წავიკითხოთ! mad.gif

წიგნის მთავარი გმირი გეტსბი ახალგაზრდა მამაკაცია ,რომელიც შემთხვევითობის ხარჯზე გამდიდრდა და რომელმაც თავის დროზე ის "ფინთი"
რაღაცა იგრძნო "სიყვარულს რომ ეძახიან". მიუხედავად იმისა ,რომ ლამის ყველაფერი ჰქონდა და მთელი ქალაქი ლამის მის დაკრულზე ცეკვავდა
მას მაინც სხვა რამე სურდა! კერძოდ, ერთი, პატარა კოპწია ქალი სახელად დეიზი! მისი გულისთვის აწყობდა წვეულებებს და ტკბებოდა ,როდესაც
ვარსკლავებით მოჭედილ ცის ამარა უმზერდა დეიზის სახლს ,რომელიც მეორე ნაპირზე იყო და მხოლოდ კარგ ამინდში მოსჩანდაuser.gif
გეტცბი ისევე როგორც უმეტესობა მამაკაცებ ვფიქრობთ რომ ქალს მატერიალური მხარე ძალიან ხიბლავს და თუ კაი ფულიანი არ ხარ ვერ იქნება შენს გვერდით ბედნიერი! და თუ ფულები გაქვს შენი იქნება სიკვდილის ბოლმდე. ასევე გულბრიყვათ სჯეროდა რომ დეიზის სხვა კაცის შეყვარება არ შეძლო და მთელი ცხოვრება
ეყვარებოდა... ოხ,რა მწარედ სცდებოდა ბატონი გეტსბი. ძალიან მომეწონა ამბის მთხრობელი ნიკი რომელიც ტობი მაგვაუერის ფილმში
ნაჩვენებ პერსონაჟს არ ჰგავდა. საკმაოდ კარგი იუმორით აღჭურვილი და გეტსბიზე უფრო შემდგარი და ჩამოყალიბებული მამაკაცი იყო.
დეიზი ცოტა ქარაფშუტა გოგო იყო,რომელიც ქმრის ღალატის მიუხედავათ ინარჩუნებდა ოჯახს და მე არ მჯერა პირადათ რომ ტომის (ანუ ქმრის საყვარელი შემთხვევით გააიტანა). მარტო მასზე უგონოდ შეყვარებულ გეტსბის სჯეროდა ,რომ დეიზი არ იყო მკვლელი და მასავით სიცოცლის ბოლმდე უყვარდა ის.
თუმცა,დეიზი მართალი იყო გეტსბისან იმ მხრივ რომ მას არ მიუტოვებია...ეს გესტბიმ გადაწყვიტა რომ მათ ურთიერთობას ფული სჭირდებოდა გასამყარებლათ.
მოკლედ,ბოლოს აღესრულა ჩვენი გეტსბი ტომის (დეიზის მეუღლის დახმარებით ) და დეიზის სულაც არ უკითხავს მისი ამბავი,არც დასაფლავებაზე ყოფილა.
მართალია მდიდარი იყო გეტსბი,მაგრამ სინამდვილეში მაინც ღარიბად დარჩა იმიტომ რომ მას მარტო ერთი რამის ყიდვა და მოპვება სურდა და ეს იყო
დეიზი. ნუ ავტორის ჩანფიქრი და მიზანი რომ მიჯვა ამერიკული ოცნებებისთვის და იმ მდიდრულ საზოგადოებისთვის გასაგებია,უბრალოდ იმდენი ვწერე
მე მგონი წიგინს გაგრძელება გამომივაgivi.gif
წამო ჩემო ქათქათა (ჩემს ძაღლს ჰქვია ) და ნურასოდეს იფიქრბ რომ ქალების ოდესმე რამეს გავიგებთ givi.gif mad.gif

Posted by: ფორსტმანი 15 Dec 2017, 18:18
QUOTE
მამკაცებმა უნდა წავიკითხოთ!

biggrin.gif

Posted by: ingfari 15 Dec 2017, 22:56
უმბერტო ეკო გადავიკითხე:
"პრაღის სასაფლაო" ადრე მქონდა წაკითხული და მაგარია.
"ვარდის სახელი" კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა.
"საცდელი ნომერი" არის რა....
"ფუკოს ქანქარა" drug.gif ძალით დაწერილს გავს და უაზროდ გაწელილია, მომენტებში არაუშავს, მაგრამ სად ზედა ორი და სად ეს, ნაწვალები წიგნია.

Posted by: GIORGI XXL 16 Dec 2017, 00:26
QUOTE
მამკაცებმა უნდა წავიკითხოთ!

რომელი კატეგორია იგულისხმება ქალთანნამყოფებითუქალთანუმყოფები? : D

Posted by: chantal 16 Dec 2017, 00:50
ლიოსას ხუთი კუთხე საინტერესოა popcorn.gif

Posted by: naniko1122 16 Dec 2017, 01:27

ბოლოს წავიკითხე ეს ფუნაგორია:

,,მიტუას ასო ეგონა
მამაკაცური ღირსება
და ის კი ავიწყდებოდა,
რომ მასზე დიდი ვირს ება."


Posted by: George Best :) 16 Dec 2017, 01:31
naniko1122
სგ სგ ხშირად გაიჩითე ხოლმე

Posted by: ValenTine_Kelly 16 Dec 2017, 14:17
George Best smile.gif
შენი წიგნები მაქვს დასაბრუნებელი user.gif

Posted by: George Best :) 16 Dec 2017, 17:44
ValenTine_Kelly
QUOTE
შენი წიგნები მაქვს დასაბრუნებელი 

ფესტივალისთვის ფულს მოვიგებ წიგნების და ლუდის საყიდელს და დავლიოთ :დ

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Dec 2017, 22:44
პუშკინის "კაპიტანის ქალიშვილი":givi:

აი,რა მაგრად ყავს რუსი ქალი აღწერილიuser.gif ლამის შემიყვარდა givi.gif
ისეთი სათუთი და რაღაცნირია რაა... ნუ ის გასაგებია რომ მეფეს აქებს და ამბოხებულებს ლანძღავს...


Posted by: giojavaxa 18 Dec 2017, 01:53
აკა მორჩილაძის "მესაიდუმლის ქამარი"

ვეშაპებზე მონადირე იერუსალიმში დაიარება ყოველ აღდგომას და მიაჩნია,რომ არასდროს არაფერი მოუპარავს.

უმაგრესი იყო. სარი-ბეგი,ჟენვიევ ბლო, მესაიდუმლე, ლუკასი, პიეტრო ანდრეა დი საული, სიდონია სამარია პოლო, ბაღდადელი ქურდი, თათინა,ეზე. ბელინო და სხვები.

ძალიან თბილია. სანტა სიტი ჩვენი ქალაქია. ჩვენიანებისაა,ვინც ყოველთვის არის იმათიანი.

Posted by: ValenTine_Kelly 18 Dec 2017, 16:16
George Best smile.gif
აკეი, მე პას წელს შოპინგზე sad.gif მომწერე, როცა მოახერხებ.

Posted by: ValenTine_Kelly 20 Dec 2017, 14:11
გეიმანის ამერიკელი ღმერთები.


მშვენიერი იდეა, ცოტა შესრულებას ჰქონდა პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი საკითხავია.

Posted by: _Moxuci_ 20 Dec 2017, 20:41
ბოლოს წავიკითხე ბოლოსვე ნაყიდი დოვლატოვის "ჩემოდანი" და "უცხოელი ქალი". რიდესლენდიდან გამოვიწერე და ცოტა კი მალოდინეს, სანამ თბილისიდან ქუთაისის ბიბლუსის ფილიალამდე ჩამოაღწია, მაგრამ ჩემი მოლოდინი სავსებით გამართლდა და მოთმინებისთვისაც შესაბამისად დავჯილდოვდი. წიგნი არაჩვეულებრივია, როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით. საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია. ჩემოდანი ისეთი ნაწარმოებია კითხვის დროს რომ ისვენებ ადამიანი, ამიტომ ვცდილობდი გამომეზოგა. ვფიქრობ goodreads- ზე სამართლიანად ადარებენ დუმბაძეს.

Posted by: John-obi 20 Dec 2017, 20:53
QUOTE
ჩემოდანი ისეთი ნაწარმოებია კითხვის დროს რომ ისვენებ ადამიანი, ამიტომ ვცდილობდი გამომეზოგა.


+1

მეც ვცდილობდი, მარა მაინც ერთ დღეში შემომეკითხა biggrin.gif

ძაან კაი ტიპია დოვლატოვი, კარგი იუმორის პატრონი.

Posted by: ფორსტმანი 20 Dec 2017, 21:52
QUOTE
რიდესლენდიდან გამოვიწერე და ცოტა კი მალოდინეს, სანამ თბილისიდან ქუთაისის ბიბლუსის ფილიალამდე ჩამოაღწია

რიდერსლენდმა უკვე მაგრად გაატრაკა რა. ორი კვირაა ველოდები.


QUOTE
მეც ვცდილობდი, მარა მაინც ერთ დღეში შემომეკითხა 

+1


ძალიან მაგარი მწერალია დოვლატოვი, ძალიან მაგარი.


Posted by: Katerina :-) 21 Dec 2017, 14:20
+1 მეც აქ ვარ დოვლატოვის ფრიად მოყვარული :-) რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე, ისე ქართულადაც უთარგმნიათ, მოვკარი თვალი წიგნების ბაზრობაზე, ნუ ორიგინალში წაკითხვა რომ მაინც სულ სხვაა მაგაზე არ ვდაობთ ;-)

Posted by: George Best :) 21 Dec 2017, 14:26
არადა მე ვაბშე ვერ ვიკაიფე,რაღაც უდუხოა და ვერ წამოიღო საერთოდ

Posted by: _Moxuci_ 21 Dec 2017, 14:39
John-obi
ამ ცოტა ხნის წინ სტატიას ვკითხულობდი და გული დამწყდა ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე ასე ადრეულ ასაკში რომ გარდაცვლილა.

Charles_Forstman
QUOTE
რიდერსლენდმა უკვე მაგრად გაატრაკა რა. ორი კვირაა ველოდები.

უქმეების გამო დაგვიანებით გზავნიან ხოლმე, მაგრამ 2 კვირა ნამეტანია. ისე ამას წინათ 2-ჯერ მიმიყვანეს ტყუილად.

დოვლატოვის სხვა ნაწარმოებებიც თუ არის ნათარგმნი?


რობერტ გრეივზის - "მე კლავდიუსი" მინდა ახლა რომ გამოვიწერო, მაგრამ ცოტა მეძვირება და თან სხვების შთაბეჭდილებებიც მაინტერესებს. სადღაც ვიღაცა წერდა ზედმეტად ხელოვნური სიტყვებითაა ნათარგმნიო, მაგრამ მე რაც წავიკითხე მომეწონა.

Posted by: ფორსტმანი 21 Dec 2017, 21:45
_Moxuci_
QUOTE
უქმეების გამო დაგვიანებით გზავნიან ხოლმე, მაგრამ 2 კვირა ნამეტანია. ისე ამას წინათ 2-ჯერ მიმიყვანეს ტყუილად.

გავარკვიეთ ძლივს . ჩემს მიერ გამოგზავნილი წიგნები, სხვის მიერ გამოგზავნილ წიგნებში მიუთითეს და აერიათ ყველაფერი .

რომ გაირკვა, ესეც კი, ფრიად სასიამოვნო არის.

QUOTE
რობერტ გრეივზის - "მე კლავდიუსი" მინდა ახლა რომ გამოვიწერო, მაგრამ ცოტა მეძვირება და თან სხვების შთაბეჭდილებებიც მაინტერესებს. სადღაც ვიღაცა წერდა ზედმეტად ხელოვნური სიტყვებითაა ნათარგმნიო, მაგრამ მე რაც წავიკითხე მომეწონა.


ხელოვნური სიტყვებით არ არის ნათარგმნი. ნაწერი არის მსგავსი სიტყვებით.

წიგნის დასაწყისშივე არის განმარტებული, რომ ყოველი გვერდი არის კლავდიუსის დაწერილი ( რომელმაც მანამაც სცადა დაეწერა სხვადასხვა რამეები ) პრაქტიკულად ეგ ხელოვნური ენა, არც გრეივზის და არც ქართული თარგმანის დამსახურება არ არის - არამედ კლავდიუსის.

თუკი ეპოქა გაინტერესებს საინტერესოდ წავა და წაიკითხავ სიამოვნებით და თუკი ეპოქა არ გხიბლავს, ნებისმიერ მიზეზს მოძებნი, რომ არ წაიკითხო.

გრეივზის ქართული თარგმანი თუ ხელოვნური არის... მოკლედ, ჭილაძის და ჭუმბურიძის ყველა თარგმანი მომეწონა, რასთანაც კი მომიწია შეხება. და არც კლავდიუსი არის გამონაკლისი.

Posted by: sunny_flower 27 Dec 2017, 21:32
მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი" და საკმაოდ იმედგაცრუეებული დავრჩი, არადა ბევრი ქება მომისმენია ეტვუდის

ვფიქრობ ძალიან კარგი სიუჟეტი გააფუჭა ეტვუდმა, მიფუჩეჩებულს გავდა ნაწერი. იდეა კარგი იყო და კარგი დამუშავების შემთხვევაში ბევრად უფრო კარგიც იქნებოდა, მაგრამ კითხვის დროს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ თავად ეტვუდმაც არ იცოდა ზუსტად როგორ, რატომ და როდის მივიდა არსებული სამყარო მის მიერ შექმნილ რეალობამდე, იყო მოცემული ფრაგმენტები და ვითომ მიზეზშედეგობრივი კავშირები მაგრამ არასრულყოფილი და ზერელე, რამაც როგორც მკითხველს დიდი უკმარისობა დამიტოვა.

დამრჩა შეგრძნება, რომ ეტვუდისთვის მთავარი ჩაგრულ ქალთა სამყაროს და ფიქრების ჩვენება იყო, ყველაფერი დანარჩენი ამის დამატება იყო და ამიტომაც ფრიად განუვითარებელი, რატომღაც ჩათვალა რომ მკითხველისთვის ის დეტალები ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, თუმცა სულ ტყუილად. ვერაფრის შევიგრძენი ბოლომდე ფრედისას მდგომარეობა, იმიტომ რომ მილიონი კითხვისნიშანი მქონდა იმ სამყაროს არაბუნებრიობაასთან დაკავშირებით.
მოკლედ 6/10, ბევრად მეტს ველოდი sad.gif

Posted by: AnneSh 29 Dec 2017, 16:57
რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედებას ვეცნობი.
ყოველი მოთხრობის წაკითხვისას ჭიანჭველები ესევიან ტვინს user.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 29 Dec 2017, 18:40
წუხელის წავიკითხე
პლატონის "სახელმწიფო" lol.gif

Posted by: holden kolpildi 30 Dec 2017, 14:10
ანა გავალდა
უბრალოდ ერთად
მონეწონა
მსუბუქი სასუამოვნო წასაკითხია
ჩამთრევი ვერ მოვწყდი biggrin.gif

Posted by: fenrirhowls 30 Dec 2017, 20:04
დოსტოევსკი - "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი"

ძალიან მომეწონა

Posted by: Homo Erotikus 31 Dec 2017, 18:21
fenrirhowls
QUOTE
დოსტოევსკი - "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი"

ძალიან მომეწონა

ეს უნდა დამეწერა მეც.

დღეს დავამთავრე.

Posted by: Katerina :-) 2 Jan 2018, 00:07
გილოცავთ ახალ წელს :-)

არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო" წავიკითხე, კარგი ენითაა დაწერილი, რაღაც ტონკი ნიუანსებიც არის, ასვე იუმორი, მაგრამ ვფიქრობ, წიგნი არის ზედმეტად overrated, დრამატურგიულადაც მოიკოჭლებს. მთავარი პერსონაჟი თავისი მოგონებებიდან საკმაოდ ბევრ ამბავს გვიზიარებს, რომელთაგანაც ბევრი ცოცხალია და "სუნთქავს", ზოგი კი ზედმეტად გაწელილი და ხელოვნურიც მომეჩვენა. დავხურე თუ არა წიგნი გაწყდა მასთან კონტაქტი, ხშირად კი რაღაც ტექტები კარგა ხანს აგრძელებს ჩემში სიცოცხლეს. თუმცა მაინც ვიტყვი რომ ავტორის დებიუტი შედგა :-)

Posted by: ValenTine_Kelly 2 Jan 2018, 22:45
ენჯელოუს "ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი" და უოკერის "იისფერი" წავიკითხე ბოლოს, აკრძალული წიგნების სერიიდან.

ენჯელოუ ბიგრაფიულია და საკმაოდ საინტერესო საკითხავი იყო, აი, უოკერით დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. ალბათ, ავტორისგან განსხვავებული ცხოვრებისეული ფილოსოფია მაქვს და კითხვის დაწყებიდან მალევე წიგნმა ჩემთვის რეალურობასთან კავშირი გაწყვიტა.

Posted by: Lаki 2 Jan 2018, 22:49
ამ ახალ მწერლებს გულს ვერ ვუდებ.
უკვე მეოთხე თვეა სპარქსის- ჩემი საუკეთესო ნახევარს ვკითხულობ sad.gif

Posted by: Krusty_the_Clown 3 Jan 2018, 13:57
QUOTE
 ბოლოს წავიკითხე

აკაკი ბაქრაძე - ნიღბების სამყაროში

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ადამიანი გენიოსი იყო თავის გმირულ საქციელებთან ერთად. ნაწარმოები კი ფაქტიურად სადისერტაციო ნაშრომების მასალაა, რაზეც ფაქტიურად ბევრი დისერტაციაც დაწერილა.

Posted by: დავიდ ვილია 8 Jan 2018, 01:17
ნისლქმნილი love.gif

/////////////////////////////////

Posted by: iverieli 9 Jan 2018, 10:02
თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ვეცნობი. ბედბეგერის 99 ფრანკი. დიდად არ აღფრთოვანდი. სხვა ნაწარმოებებით უფრო ვისიამოვნე.

ეხლა უელბეკის ელემენტარულ ნაწილაკებს ვკითხულობ. ეს უფრო დონეა boli.gif

Posted by: merkantila 9 Jan 2018, 10:35
user posted image

მოკლედ მე წავიკითხე ბოლოს ეს ძალიან მაგარი წიგნი...

ეს წიგნი არის უნგრელი ჟურნალისტების ოჯახის ისტორია, რომელსაც უნგრეთის კომუნისტები დევნიდნენ, 2008 წელს ამ ოჯახის ერთერთი წევრი ჩადის უნგრეთში და მას უფლებას აძლევენ გახსნას საიდუმლო მასალები ოჯახის დევნის შესახებ... ძალიან ძლიერი რამეა, ვისაც ეს ეპოქა და ზოგადად კომუნისტური კონიუნქტურა აინტერესებს... ქართულად არის !

Posted by: senpai 9 Jan 2018, 15:29
iverieli
QUOTE
ეხლა უელბეკის ელემენტარულ ნაწილაკებს ვკითხულობ. ეს უფრო დონეა

მაგის მერე პლატფორმა გაუშვი და უფრო გაგისწორდება.

ხანშიშესული უელბეკი თუ გინდა, მაშინ უკვე რუკა და ტერიტორია შეგიძლია წაიკითხო.

Posted by: iverieli 9 Jan 2018, 16:02
senpai
პლატფორმა რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე. ნაწილაკებიც კაი 5 წლის ნაყიდი მაქვს და ეხლა მოვიცალე წასაკითხად. biggrin.gif მომწონს უელბეკი up.gif

Posted by: senpai 9 Jan 2018, 16:07
iverieli
QUOTE
პლატფორმა რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე

ხო ჯობია ნაწილაკებს ?

QUOTE
მომწონს უელბეკი

ცოცხალ ავტორებს შორის უდიდესი up.gif







პ.ს. ბერძენიშვილი არ დამითაგოთ mad.gif

Posted by: ValenTine_Kelly 12 Jan 2018, 16:28
ბლეტის ეგზორცისტი


გუდრიდსიდან დავაკოპირებ რივიუს.

ჰორორის ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად გირჩევთ წაკითხვას. ფილმმა არ შეგაცდინოთ, წიგნთან შედარებით ნამდვილად მარტივი, ზედაპირულია და რაც წიგნის მთელ ხიბლს წარმოადგენს, მგონია, რომ სრულიად დაკარგული აქვს.

ყველაზე კარგი, რაც წიგნს აქვს, ისაა, რომ რეალურობის შეგრძნებას ბოლომდე არ კარგავ. შეიძლება ფილოსოფიურად ძალიან ღრმა არაა, მაგრამ იმაზე აუცილებლად დაგაფიქრებს, რა არის ადამიანის ტვინი - ცნობიერი და ქვეცნობიერი, და რისი გაკეთება შეუძლია მას.

Posted by: Solveig 12 Jan 2018, 17:33
senpai
QUOTE
ბერძენიშვილი არ დამითაგოთ

არ უყვარს უელბეკი? biggrin.gif

Posted by: vaho 12 Jan 2018, 17:36
სკაჟი იზიუმ.........................

Posted by: NIN_O 12 Jan 2018, 19:08
ValenTine_Kelly
QUOTE
ბლეტის ეგზორცისტი

ჰმ დამაინტერესა chups.gif
ისე მაგ ჟანრში მარტო კინგის წიგნები მაქვს წაკითხული, ნათება და მაგის მეორე ნაწილი, სახელი დამავიწყდა
დიდი ვერაფერი იყო, შიშზე აღარაფერს ვამბობ boli.gif



ბოლოს ხუან რულფოს
პედრო პარამო წავიკითხე up.gif
რაღაც რებუსივით საკითხავი წიგნია, შენით რომ უნდა დაალაგო და შეკრა საბოლოო სურათი
თან შიგადაშიგ მისტიკური ელემენტები up.gif
მოკლედ კარგი რამეა

Posted by: senpai 12 Jan 2018, 19:24
ოსტერის - მისნის ღამეს ვკითხულობ ინგლისურად და ძაან მაგრად მიდის.




Solveig
QUOTE
არ უყვარს უელბეკი?

არ უყვარს ერთია, ლიოსას რომ მიიჩნევს საუკეთესოდ ეგ მეორე და სულ აცუნდრუკებულ კაცს რომ ეძახის მისიე მიშელს ეგ მესამე biggrin.gif





პ.ს. ოსტერს არ ეკუთვნის ნობელი ? mad.gif მოდიანოს სადაც მისცეს იქ ოსტერი, კუტზეე და როთიც რიგში უნდა იდგნენ biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 12 Jan 2018, 20:02
NIN_O
QUOTE
ისე მაგ ჟანრში მარტო კინგის წიგნები მაქვს წაკითხული, ნათება და მაგის მეორე ნაწილი, სახელი დამავიწყდა
დიდი ვერაფერი იყო, შიშზე აღარაფერს ვამბობ 

მეორეს ექიმი ძილი ჰქვია, თუ სწორად მახსოვს. არ მომეწონა.

ნათება მშვენიერი საკითხავი იყო.

მშიშარა ვარ და რამდენიმე მომენტზე შემეშინდა, უნდა ვაღიარო mo.gif

ბლეტი საშიში ნამვდილად არ იყო ჩემთვის, უბრალოდ, საინტერესო საკითხავია.

Posted by: rodo 12 Jan 2018, 22:24
QUOTE (senpai @ 12 Jan 2018, 19:24 )
ოსტერის - მისნის ღამეს ვკითხულობ ინგლისურად და ძაან მაგრად მიდის.

პ.ს. ოსტერს არ ეკუთვნის ნობელი ? mad.gif  მოდიანოს სადაც მისცეს იქ ოსტერი, კუტზეე და როთიც რიგში უნდა იდგნენ biggrin.gif

არც ისე დიდი ხანია, რაც "მისნის ღამე" წავიკითხე ორიგინალში. მაგარი წიგნია და ძალიან დახვეწილი ენა აქვს ოსტერს. wink.gif

ნობელის პრემიას ჩვეულებრივ აძლევენ თემატიკის ან პიროვნული მნიშვნელობის გამო, ჰუმანიზმის განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში შეტანილი წვლილისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ოსტერს ზუსტად ამ წიგნში აქვს მეორე მსოფლიო ომში ებრალების ჩაგვრის შესახებ ჩანართი, ეს მასთან მაინც მეორეხარისხოვანია; ხოლო იგივე მოდიანოს, მაგალითად "დორა ბრუდერში" მთელი კვლევა აქვს წარმოდგენილი, რომელიც ფაქტების საფუძველზე ამხელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საფრანგეთის ხელისუფლებისა და პოლიციის კოლაბორაციონიზმს და მათ მიერ ებრაელების დევნას საფრანგეთში. თავისთავად ასეთი თემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ლოგიკით პოლ ოსტერი (რამეს თუ არ შეცვლის მომავალში), დიდი ეჭვი მაქვს, რომ ნობელის პრემიას ვერასოდეს მიიღებს. იგივე, შეიძლება ითქვას ფილიპ როთზე. ხოლო კუტზეეს რაც შეეხება, მას 2003 წელს აქვს მიღებული ნობელის პრემია. მგონი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია არ არსებობს კუტზეეს, რომ არ ჰქონდეს მიღებული.

Posted by: senpai 12 Jan 2018, 23:02
rodo
საღადაო თემაა წლებია ნობელი ჩემთვის, მარა თურმე თავიდანვე საღადაო ყოფილა როცა ტოლსტოის და იბსენს არ მისცეს, თან ისეთ წლებში წარადგინეს რომ სხვა კანდიდატები ფიზიკურად ვერ გაუქაჩავდნენ. არც შემდეგ წლებში პრინციპში.

მომზენს მისცეს როცა ტიპი მწერალიც არაა, დაწერილი აქვს გენიალური ნაშრომი რომზე, მარა ლიტერატურული ღირებულებით არაფერი არაა ეგ.

ეგ და ოსკარები არ მომწონს მოკლედ, ორივე სუფთა პოლიტიკური იარაღია და გემოვნებას ვერ მოვუწონებ.

Posted by: rodo 12 Jan 2018, 23:22
QUOTE (senpai @ 12 Jan 2018, 23:02 )
rodo
საღადაო თემაა წლებია ნობელი ჩემთვის, მარა თურმე თავიდანვე საღადაო ყოფილა როცა ტოლსტოის და იბსენს არ მისცეს, თან ისეთ წლებში წარადგინეს რომ სხვა კანდიდატები ფიზიკურად ვერ გაუქაჩავდნენ. არც შემდეგ წლებში პრინციპში.

მომზენს მისცეს როცა ტიპი მწერალიც არაა, დაწერილი აქვს გენიალური ნაშრომი რომზე, მარა ლიტერატურული ღირებულებით არაფერი არაა ეგ.

ეგ და ოსკარები არ მომწონს მოკლედ, ორივე სუფთა პოლიტიკური იარაღია და გემოვნებას ვერ მოვუწონებ.

გეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ ლიტერატურის სფეროში ჯერ კიდევ ყველაზე პრესტიჟული პრემიაა და ბევრ გენიოს აქვს მიღებული, სამწუხაროდ, ისეთ მწერლებს არ გადასცეს, როგორიც იყვნენ -ტოლსტოი, ჩეხოვი, იბსენი, მარკ ტვენი, ჯოისი, პრუსტი, კაფკა, ბორხესი, სელინი და ა.შ.

მე იმას ვამბობ, რომ შეიძლება იმ ნიშნების გამოცნობა, რომლის მიხედვითაც გადასცემენ ხოლმე ნობელის პრემიას. კერძოდ, ეს უნდა იყოს ასაკში მყოფი მწერალი, რომელიც სამაგალითო პიროვნება და ძალიან კარგი მწერალი იქნება, შესაბამისი თემატიკით. ამ ლოგიკით, პოლ ოსტერი ამ პრემიას დიდი ალბათობით ვერ მიიღებს, არაფერს ვამბობ ღვთისპირიდან გადავარდნილ როთზე და უელბეკზე. biggrin.gif

Posted by: senpai 12 Jan 2018, 23:29
rodo
QUOTE
ჩეხოვი, ჯოისი, პრუსტი, კაფკა, ბორხესი, სელინი და ა.შ.

ესენი წარდგენილებიც არ იყვნენ biggrin.gif
მე ვამბობ ტოლსტოი და იბსენი იყვნენ წარდგენილები არაერთი წელი და არცერთს არ მისცეს biggrin.gif აი მანდაა მთელი უბედურება.





რობაქიძე ყავდათ წარდგენილი ჩვენებიდან ძალიან ადრე მარა არანაირი შანსი არ ქონდა ისეთების გვერდით დააყენეს biggrin.gif

Posted by: rodo 12 Jan 2018, 23:56
რა მნიშვნელობა აქვს წარდგენილები იყვნენ, თუ არა? პრუსტსა და კაფკას, თუ არ ჩავთვლით (რომელთა ნაადრევ გარდაცვალებას და გარდაცვალების შემდეგ გამოცემას იმიზეზებს ნობელის კომიტეტი) ძირითადი მიზეზი მწერლის დაწუნებისა ხდებოდა ხოლმე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურული განსხვავებების საფუძველზე - ტოლსტოი "ტოლსტოვჩინას"; ჯოისი და ნაბოკოვი "გარყვნილი" სცენების ასახვის; ბორხესი პერონთან მეგობრობის (სხვათაშორის ბორხესი რვაჯერ იყო წარდგენილი, მაგრამ რად გინდა).

Posted by: senpai 13 Jan 2018, 00:13
rodo
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს იყვნენ, თუ არა წარდგენილები?

როგორ არა აქვს მნიშვნელობა, სხვებზე თვალს დახუჭავდნენ და მოიმიზეზებდნენ რამეს, მარა ტოლსტოი უკვე მოხვდა მაგათივე კრიტერიუმებში რახან სიაში იყო და ვერ გაიმარჯვა, გაიბანძეს თავი დაწყებიდანვე. ხუთი წელი ზედიზედ აწვალებდნენ და შეყავდათ სიაში biggrin.gif

ბროხზე და მუზილზე რას იტყოდნენ ნეტა ? biggrin.gif

გომბროვიჩის მიზეზი ის იყო, რომ დროზე არ თარგმნეს გერმანულ ან ინგლისურ ენებზე biggrin.gif



პ.ს. კუნდერაც წარსადგენია mad.gif

Posted by: rodo 13 Jan 2018, 00:21
QUOTE (senpai @ 13 Jan 2018, 00:13 )
rodo
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს იყვნენ, თუ არა წარდგენილები?

როგორ არა აქვს მნიშვნელობა, სხვებზე თვალს დახუჭავდნენ და მოიმიზეზებდნენ რამეს, მარა ტოლსტოი უკვე მოხვდა მაგათივე კრიტერიუმებში რახან სიაში იყო და ვერ გაიმარჯვა, გაიბანძეს თავი დაწყებიდანვე. ხუთი წელი ზედიზედ აწვალებდნენ და შეყავდათ სიაში biggrin.gif

ბროხზე და მუზილზე რას იტყოდნენ ნეტა ? biggrin.gif

გომბროვიჩის მიზეზი ის იყო, რომ დროზე არ თარგმნეს გერმანულ ან ინგლისურ ენებზე biggrin.gif



პ.ს. კუნდერაც წარსადგენია mad.gif

რა უნდა მოემიზეზებინათ, როდესაც უდიდეს მწერლებს არ გადასცეს პრემიები? ვერ გადავეცით პრემია, იმიტომ რომ წარდგენილი არ იყო კომისიის წევრების გულმავიწყოვის გამოო? biggrin.gif

მეტსაც გეტყვი საერთო არ სჭირდება ნობელის კომიტეტს არანაირი ახსნა-განმარტება. კომიტეტის მსჯელობა 50 წლის მერე იხსნება ხოლმე და ჩვენ ვიცით ვინ რატომ დაიწუნეს. ხომ გეუბნები ბორხესი რვაჯერ იყო წარდგენილი და დაწუნებული, როგორც შემდეგ აღმოჩნდა პერონთან მეგობრობის გამო. მაგრამ ჩეხოვი, რახან არ იყო წარდგენილი, ნაკლები შავი ლაქაა ნობელის ისტორიაში?

Posted by: NIN_O 13 Jan 2018, 01:24
ValenTine_Kelly
QUOTE
მეორეს ექიმი ძილი ჰქვია, თუ სწორად მახსოვს. არ მომეწონა.

კი ეგრე ჰქვია, გამახსენდა
ნათება - მე პირადად ფილმი მირჩევნია, უფრო შემზარავია, წიგნს ვერ დავუმუღამე რაღაც
ერთი მაგ ეზორცისტსაც ვცდი და თუ არ გაამართლა შევეშვები ალბათ მაგ ჟანრს givi.gif
user.gif

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 01:09
.....................................................

Posted by: nick_el_son 14 Jan 2018, 01:36
James Corey - Leviathan Wakes

დიდი არაფერი...



.

Posted by: ValenTine_Kelly 14 Jan 2018, 22:29
NIN_O
QUOTE
ნათება - მე პირადად ფილმი მირჩევნია

მეც.

ადრეც დავწერე აქ მგონი, კინგიც და მისი ფანებიც ძალიან გაუნაწყენდნენ კუბრიკს, ფილმის გადაღების მერე.

პირველ წელს ოქროს ჟოლოზეც იყო წარდგენილი ორ ნომინაციაზე. როგორც ყველაზე ცუდი ფილმი და დიუვალი, როგორც ყველაზე ცუდი ქალის როლის შემსრულებელი.

კუბრიკის ფილმებში ყველაზე მეტად მიყვარს.

Posted by: Heat(1995) 16 Jan 2018, 12:45
Фома Пухов не одарен чувствительностью: он на гробе жены вареную колбасу резал, проголодавшись вследствие отсутствия хозяйки.
— Естество свое берет! — заключил Пухов по этому вопросу.

Андрей Платонов. "Сокровенный человек".

Posted by: ValenTine_Kelly 17 Jan 2018, 14:42
შირლი ჯექსონის ჰილჰაუსის მოჩვენება,

ისევ გუდრიდსის შეფასებას დავაკოპირებ აქაც


მგონია, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს წიგნი ძალიან მოეწონებათ. მე მოლოდინი ვერ გამიმართლა.

ეს წიგნი ბლეტის ეგზორცისტის შემდეგ წავიკითხე და დაახლოებით იგივე წრეში ტრიალებს, იმ გაგებით, რომ მკითხველს უწევს შეფასება, რაც ხდება ის რეალურია, თუ პერსონაჟების ქვეცნობიერი არა რეალურად არსებული ზებუნებრივი ძალის, არამედ საკუთარი წარმოსახვისა და თვითდაჯერების გავლენის ქვეშაა.

საკმაოდ საინტეერესო სტილიც აქვს ჯექსონს, პერსონაჟების გრძნობებისა თუ დიალოგებისა და ქმედებების წვრილმან დეტალებამდე აღწერა, ერთი მხრივ უფრო მეტად შედიხარ სიუჟეტში, მეორე მხრივ, გარკვეულ ადგილებში წიგნი ძალიან მოსაწყენი ხდება.

რაც შეეხება საშინელებას საშინელების ჟანრის კლასიკაში - პირადად ჩემთვის, არც ისეთი საშიში აღმოჩნდა, არის მომენტები, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთით შეგაშინოს და ესაა. არც სახლის "საიდუმლო" აღმოჩნდა დიდად საინტერესო და განსაკუთრებული.

მოკლედ, ხელჩასაქნევი წიგნი ნამვილად არაა. ჟანრის მოყვარულებს ვურჩევდი წაკითხვას, მითუმეტეს, რომ დიდი ნამდვილად არაა. უბრალოდ, ჩემთვის არ გაამართლა smile.gif

Posted by: senpai 17 Jan 2018, 15:46
ValenTine_Kelly
QUOTE
მე მოლოდინი ვერ გამიმართლა.

რისი მოლოდინი გქონდა ?

Posted by: ValenTine_Kelly 17 Jan 2018, 22:55
senpai
ჰორორის კლასიკად ითველება და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰორორის smile.gif




Posted by: Perske 18 Jan 2018, 19:57
ჯაბა იოსელიანის ლიმონათის ქვეყანა

Posted by: ValenTine_Kelly 22 Jan 2018, 15:21
გლუხოვსკის მეტრო 2034 - ძალიან არ მომეწონა.

არც პირველ წიგნზე გადავრეულვარ, უბრალოდ, ის უფრო საინტერესო იყო - ახალი სამყარო, სადგურების მოწყობა და ა.შ.

2035 დავიწყე მაინც, ვნახოთ, ეს რა იქნება.

Posted by: giojavaxa 23 Jan 2018, 03:00
ზურა ჯიშკარიანის საღეჭი განთიადები უშაქროდ.

Posted by: Katerina :-) 25 Jan 2018, 12:59
ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" წავიკითხე, სერიოზული წიგნია, საკმაოდ მძიმეც, თუმცა რაღაც საოცრების მოლოდინი მქონდა და ალბათ ამიტომ არ ვარ დიად ემოციებში... ეხლა რამე "სუმბუქი" მინდა :-)

Posted by: merkantila 27 Jan 2018, 10:32
ოკლედ "გოლემმა" ძალიან იმედგაცრუებული დამტოვა, თავიდან ძალიან დინამიური სტილი ჰქონდა, მერე და მერე გაიბნა, ჩაიკარგა რაღაც შინაგან მონოლოგებში და გაურკვევლად დამთავრდა. ზოგადად რამდენად გოლემზეა ეს წიგნი არ ვიცი, არის რაღაც მისტიკური რომანის ნაირსახეობა. საშუალო წიგნი. ათბალიანი სისტემიდან ალბათ 4 დავუწერდი. ისიც დინამიკისა და ინფორმაციული თვალსაზრისით. ეს არის წიგნი რომელსაც ალბათ არასოდეს მივუბრუნდები.

Posted by: senpai 27 Jan 2018, 12:34
ჰარუკიდან რიუ მურაკამიზე გადავედი. ეს დღეები ვკითხულობ მაგის პატარა, მაგრამ ჩამთრევ წიგნებს. მისო სუპი მაქვს ამჯერად რიგში, პირსინგმა გამისწორა, კითხულობ და შედიხარ მაგის გადარეულ სამყაროში. შეიძლება არ დაიჯერო პერსონაჟების ქცევების რაღაც მომენტში, მაგრამ იმდენად კარგად წერს რომ არ აქცევ ყურადღებას. დინამიური წერის მანერა აქვს.





merkantila
QUOTE
ათბალიანი სისტემიდან ალბათ 4 დავუწერდი

sad.gif
ნეტა ათიდან 9ს რას უწერ ?

Posted by: merkantila 27 Jan 2018, 13:06
senpai

თუ მისტიციზმზე და ზოგადად ასეთ ჟანრზეა ლაპარაკი, 9-ს ალბააათ ვერ დავწერდი, იმ გამოცდილებით რაც მაქვს, მაგრამ მაქსიმალურს გავიღებდი ალბათ სალმან რუშდის სამიდან სამივეში... მაგრამ ეს მაქსიმუმი არაუმეტეს 6-ისა იქნებოდა..

Posted by: senpai 27 Jan 2018, 13:42
merkantila
ზოგადად შეგეკითხე, რას დაუწერდი 10დან 9ს. ან თუნდაც 10ს.

Posted by: merkantila 27 Jan 2018, 14:20
7-დან 10-მდე დავუწერდი :
1. "ზიდჰარტა" - ჰესსე
2. "პატრიოტიზმი" - იუკიო მიშიმა
3. "კოლექციონერი" ფაულზი
4. "პოლკოვნიკს არავინ სწერს" - მარკესი
5. "ქალი ქვიშაში" - აბე
7. "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის" - ხარანაული
8. "მობი დიკი" - ჰერმან მელვილი
9."ბრაზილია" - აპდაიკი

ცხადია ეს სია არ არის შედგენილი გულსაფხანი წიგნებისაგან (მაგ. დონ კიხოტი, ვეფხისტყაოსანი და ა.შ)
ეს არის წიგნები, რომლებიც დავასრულე და ვთქვი რომ: გაასწორა, კარგი იყო... მესიამოვნა..
სია არასრულია...

Posted by: nick_el_son 3 Feb 2018, 21:40
გიბსონის Neuromancer და Count Zero up.gif


ნეტა ოდესმე თუ იქნება რეალურად შესაძლებელი მსგავსი ვირტუალური კიბერსივრცის შექმნა და ადამიანების "ჩართვა" მასში? mo.gif


ტილოგიის მესამე წიგნსაც ჩავუჯდები შემდეგში yes.gif



user posted image

user posted image

Posted by: Jules Winnfield 3 Feb 2018, 21:47
რობერტ ბლოჰის მოთხრობები. სუსტი იყო საკმაოდ. ერთი და იგივე პრინციპი იყო თითქმის ყველა მოთხრობაში down1.gif

Posted by: ValenTine_Kelly 5 Feb 2018, 20:39
nick_el_son
QUOTE
გიბსონის Neuromancer

ეს ქართულადაც ხომ დაანონსა რომელიღაც გამომცემლობამ?

Posted by: nick_el_son 5 Feb 2018, 20:53
ValenTine_Kelly
არ ვიცი, აღარ ვადევნებ თვალს საქართველოს ნიუსებს აქტიურად :დ

კაია თუ თარგმნიან.

მთავარია წესიერად smile.gif

არადა ძალიან კარგი ნაწარმოებია, სრულიად დამსახურებულად აიღო ნებიულა up.gif

Posted by: Joiner 5 Feb 2018, 20:55
ValenTine_Kelly
კი სულაკაურმა, კლარკის ბავშვობის დასასრულთან ერთად.
რამოდენიმე დღის წინ მივწერე კლარკს როდისთვის აპირებთ-მეთქი და დამიკიდეს. facepalm.gif

Posted by: ValenTine_Kelly 13 Feb 2018, 21:11
გულხოვსკი - მეტრო 2035


ვერ ვხვდები, რამ გააგიჟა ეს ხალხი, ამ ტრილოგიაზე.

პ.ს. ბოლო პერიოდში სულ ფანტასტიკის ჟანრში ვარ.


Posted by: დოჩანა 13 Feb 2018, 21:28
მე იმდენი რამე მაქვს წაკითხული, რომ ბოლოს წაკითხვა აღარ მჭირდება boli.gif

Posted by: senpai 13 Feb 2018, 22:07
მურაკამის wind up bird chronicle კითხვა დავიწყე და ინგლისურად მაგრად მიდის. სულ რამდენიმე თანამედროვე ავტორია, რომელსაც ესე სწრაფად ვკითხულობ ხოლმე.

Posted by: Jules Winnfield 13 Feb 2018, 23:38
კრაკაუერი - ველურ გარემოში

მხატვრულობა აკლდა. ეტყობოდა, რომ ჟურნალისტის დაწერილია. 5-დან 2 ვარსკვლავი ჩემი აზრით

Posted by: HurricaneKat. 14 Feb 2018, 09:39
რატომ გახდა მურაკამი საერთაშორისო დონეზე პოპულარული
სიმარტივის და განსხვავებული ელფერის გამო? spy.gif
არა და უფრო ევროპულია, ვიდრე იაპონური

Posted by: senpai 14 Feb 2018, 12:49
HurricaneKat.
QUOTE
მურაკამი საერთაშორისო დონეზე პოპულარული

ენაა მთავარი ჩემი აზრი. თავის სამყაროს გიზიარებს უფრო მიმზიდველად.

QUOTE
არა და უფრო ევროპულია, ვიდრე იაპონური

ნაზავია.

Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 17:06
ფლობერის "სალამბო"

უფრო სწორად აუდიოს მოვუსმინე ქართულად.

ნუ, ტიპი რომ საშინლად კითხულობდა კაი, მარა მე მაგ წიგნში მე ლოგიკა ვერ დავიჭირე.
ერთი მოვლენიდან მეორეზე ისე გადადის სიუჟეტი, რომ ვერ გაიგებ რატომ, რა ლოგიკით, რა დროის მერე ხდება ეს ყველაფერი.
"სიყვარულის" ისტორია ხომ საერთოდ ტრუხაა.
ბრძოლების აღწერა ვაბშე ცირკია, ალბათ 9-10 წლის ბავშვებს გაუსწორდებათ :დ


ეეჰ mo.gif


Posted by: Solveig 15 Feb 2018, 20:48
nick_el_son
სალამბოს შესახებ როგორ უნდა გამოიტანო დასკვნები მოსმენით, მართლა არ მესმის biggrin.gif
ან საერთოდ, როგორ უნდა მოუსმინო მაგას. დიალოგები მაინც იყოს შიგ.

წიგნი იშოვე. ძველი წიგნი ოღონდ. მანანა გიგინეიშვილისა და კარლო ქილარჯიანის მართლა ძალიან კარგი ნათარგმნი.
პალიტრა ელმა დაამახინჯა და მიაკეთ-მოაკეთა.

QUOTE
ბრძოლების აღწერა ვაბშე ცირკია, ალბათ 9-10 წლის ბავშვებს გაუსწორდებათ

საწყალი ფლობერი. ამისთვის იხეტიალა კართაგენის მიდამოებში ამდენ ხანს? smile.gif

თუმცა, ზემოთ რა წიგნებიც გიდევს, რა გასაკვირია, რომ მაგის მერე "სალამბო" არ მოგეწონოს smile.gif


Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 21:27
Solveig
QUOTE
სალამბოს შესახებ როგორ უნდა გამოიტანო დასკვნები მოსმენით, მართლა არ მესმის
ან საერთოდ, როგორ უნდა მოუსმინო მაგას. დიალოგები მაინც იყოს შიგ.

ტყუილად ხარ ნეგატიურად განწყობილი აუდიოწიგნების მიმართ.
სცადე და მოუსმინე ერთი-ორჯერ smile.gif
დიალოგების ქონა არქონა საერთოდ არ არის რელევანტური მაგ შემთხვევაში no.gif

ქართულ წიგნს ძაანაც რომ მინდოდეს აქ ვერ ვიშოვი ))

ელექტრონული ვერსია მაქვს რუსული და იმასაც გადავხედე რაღაც მომენტების დასაზუსტებლად. ასე რომ მხოლოდ აუდიოს შთაბეჭდილებები არაა.

იმ ადგილებში რომ იხეტიალა და ისტორიულადაც რომ საკმაოდ ზუსტია არც ვდავობ ამაზე. უბრალოდ ეგ არ ნიშნავს რომ მხატვრულადაც ზუსტი და რაც მთავარია კარგია იმჰო.

QUOTE
თუმცა, ზემოთ რა წიგნებიც გიდევს, რა გასაკვირია, რომ მაგის მერე "სალამბო" არ მოგეწონოს 

შენგან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას sad.gif

რადგან საიფაი მიყვარს ე.ი. სხვა "სერიოზულ" ლიტერატურას ვერ დავაფასებ და არ მომეწონება?

vis.gif

Posted by: Solveig 15 Feb 2018, 21:31
nick_el_son
QUOTE
რადგან საიფაი მიყვარს ე.ი. სხვა "სერიოზულ" ლიტერატურას ვერ დავაფასებ და არ მომეწონება?

საიფაის მოყვარულებს ხშირად არ უყვართ ხოლმე ფლობერისნაირი მწერლები.
გემოვნების და პრიორიტეტების საკითხია, ვერ გავიგე, რაა საწყენი ან
QUOTE
შენგან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას
-სათქმელი.
ზოგს ბოზბაში უყვარს და ზოგსაც-ჩიხირთმა.
QUOTE
ტყუილად ხარ ნეგატიურად განწყობილი აუდიოწიგნების მიმართ.

მე არ მიყვარს და ვთვლი, რომ აღქმას ხელს უშლის.
წიგნებს ხშირად განმარტებები და სქოლიოებიც ერთვის, რაც შეუძლებელია, რომ სმენის პარალელურად გაიგო.
QUOTE
ეგ არ ნიშნავს რომ მხატვრულადაც ზუსტი და რაც მთავარია კარგია იმჰო.

ვისთვის-როგორ.
გემოვნების საკითხია ეგეც.
მე დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და მაშინ მომეწონა. თუმცა, რაღაცები ძალიან დაწვრილმანებით ჰქონდა აღწერილი, იმდენად დაწვრილმანებით, რომ მართლა შემეცოდა მთარგმნელები, როცა ეს სიტყვების ლაშქარი ქართულად გადმოჰქონდათ.

Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 21:43
Solveig
QUOTE
საიფაის მოყვარულებს ხშირად არ უყვართ ხოლმე ფლობერისნაირი მწერლები.

არის სტერეოტიპი.
და შენგან რომ მოვისმინე ეგ გამიკვირდა.
თორემ კი არ მეწყინა და რამე :დ

ეხლა რომ მითხრა შენთვის 3 ყველაზე საუკეთესო რომანი დამისახელეო, არცერთი არ იქნება საიფაი იქიდან smile.gif

QUOTE
გემოვნების საკითხია

კიბატონო

ჰოდა ჩემი გემოვნებით სალამბო არის way way overrated.
2/5 მივეცი გუდრიდსზე და ეგეც საკმარისზე მეტია ჩემი აზრით biggrin.gif

Posted by: Solveig 15 Feb 2018, 21:53
nick_el_son
QUOTE
ჩემი გემოვნებით სალამბო არის way way overrated.
2/5 მივეცი გუდრიდსზე


ვარსკვლავებით შეფასებულ ლიტერატურას რა ვუთხარი . შუშანიკის წამებას ნულ ვარსკვლავს დაუწერენ დღეს, მაგრამ, მაინც არის კლასიკა და დარჩება კიდეც smile.gif
ფლობერიც იმდენი ხნის წინ აღიარეს ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსად, რომ, იმჰო, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რამდენ ვარსკვლავს მისცემს. smile.gif


QUOTE
არის სტერეოტიპი.

მე ვისაც ვიცნობ, ყველა ეგრეა და უძახე სტერეოტიპი
შენც მაგის მაგალითი ხარ და რაზე კამათობ, ვერ ვხვდები smile.gif

Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 22:04
Solveig
QUOTE
მე ვისაც ვიცნობ, ყველა ეგრეა

ან ძალიან ცოტა საიფაის მოყვარულ ხალხს იცნობ,
ან ყველა ნამეტანი nerdები არიან biggrin.gif


თუ კონკრეტულად ფლობერის სიყვარულზე ამბობ, მაშინ რავი, შეიძლება :დდ


შეფასება ეს ისე, დამატებით აღვნიშნე, მთავარი ნამდვილად არაა smile.gif

კლასიკა იქეთ იყოს და სულაც არაა აუცილებელი რომ ყველას მოეწონოს ან ობიექტურადაც კარგი იყოს )

Posted by: ValenTine_Kelly 15 Feb 2018, 22:16
nick_el_son
შორეულ ბავშვობაში მაქვს წაკიხული სალამბო, რაღაც მომენტებმა მეც გადამღალა.

ამ სტატიას გადახედე თუ არ დაგეზარება - გიგინეიშვილს აქვს ახსნილი, რა არის სალამბოს მთელი ხიბლი.

ლინკს ვერ ვსვამ sad.gif თუ დაგაინტერესებს, გამოგიგზავნი



Solveig
QUOTE
შუშანიკის წამებას ნულ ვარსკვლავს დაუწერენ დღეს

ამაზე ის გამახსენდა, გუდრიდსზე ვეფხისტყაოსანს რომ ლანძღავენ უცხოელები - მთავარი პერსონაჟი სულ ტირის, ტვინი შეჭამაო biggrin.gif

Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 22:22
ValenTine_Kelly
კი მინდა.
გამომიგზავნე yes.gif


Posted by: ValenTine_Kelly 15 Feb 2018, 22:23


nick_el_son
აი, ცოტა დიდია, პალიტრამ რომ გაუფუჭა თარგმანი იმაზეა, მაგრამ საინტერესო სტატიაა.

http://arilimag.ge/მანანა-გ

Posted by: nick_el_son 15 Feb 2018, 22:30
ValenTine_Kelly
მადლობა.

გავხსენი ლინკი და გამახსენდა რომ წაკითხული მაქვს უკვე ეს სტატია.

პალიტრაა, რა უნდა მოსთხოვო მაგათ facepalm.gif

Posted by: senpai 15 Feb 2018, 22:34
QUOTE
პალიტრამ რომ გაუფუჭა თარგმანი

ყველაზე დიდი და ყველაზე ძიშოვი გამომცემლობა. (სტატუსი ეგეთი ექნებათ რომც გამოსწორდნენ წელს)

Posted by: ValenTine_Kelly 15 Feb 2018, 22:35
nick_el_son
არაფრის. user.gif


მაგ გამომცემლობისას პორტალის სერიის წიგნებს მჩუქნიან და მსგავს მსუბუქ საკითხავს, რომლის თარგმანსაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. აღარ ვყიდულობ დიდი ხანია მაგათ გამოცემულ წიგნებს.

Posted by: Solveig 16 Feb 2018, 01:54
ValenTine_Kelly
QUOTE
გუდრიდსზე ვეფხისტყაოსანს რომ ლანძღავენ უცხოელები - მთავარი პერსონაჟი სულ ტირის, ტვინი შეჭამაო


facepalm.gif gigi.gif

senpai
QUOTE
ყველაზე დიდი და ყველაზე ძიშოვი გამომცემლობა.
სამწუხაროდ, ეგრეა.
"ძიშოვი" კიდევ მსუბუქი შეფასებაა biggrin.gif

კლდიაშვილის წიგნზე უნამუნოს ფოტო განათავსეს smile.gif ამის გამკეთებელს რომ გამომცემლობაზე ექნება პრეტენზია, სასაცილო კი არა, სატირალია უკვე.
სამანიშვილის დედინაცვალი. ავტორი მიგელ დე უნამუნო biggrin.gif




Posted by: Capricorn_J 16 Feb 2018, 15:03
ახლა ვკითხულობ კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცებას'' ჩემთვის ცოტა დამღლელი საკითხავია მაგრამ ვნახოთ ...დროში გაიწელა მარა მაინც დავასრულებ

Posted by: littlemiss 16 Feb 2018, 15:51
გამარჯობა ნაკითხო ხალხო :დ
მოკლედ მჭირდება წიგნი, მარტივი, თანამედროვე ენით დაწერილი, განსატვირთად რომ გამოდგება და რაღაცას დაგიტოვებს.
ნუ ქართულად თუ იქნება ძალიან კარგი.
მადლობა :**

Posted by: senpai 16 Feb 2018, 16:19
littlemiss
ნაივური, სუპერი - წაიკითხე.

user posted image

Posted by: Wrest 16 Feb 2018, 21:40
Capricorn_J
ალბათ იმიტო რომ მინიმუმ 300 გვერდი სრულიად ზედმეტია მაგ წიგნში biggrin.gif

***
ოქროს ტაძარი. მართლაც რომ ძაან დონე რამეა yes.gif

Posted by: jurnalistka 16 Feb 2018, 21:50
ბოლოს წავიკითხე "რებეკა".
აი ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნო კლასიკური ტიპის წიგნია.
რა იყო ამაში ჰორორი მაინც ვერ გავიგე )))
მიცვალებული რებეკა სულაც არაა როჩესტერიც ცოცხალ შეშლილ ცოლზე უფრო საშიში.
და ეს ხანძარი სასახლეში რა ბანალური მოტივი ჰქონდათ ჩახვეული უფ smile.gif

მიყვარს ასეთი წიგნები.

Posted by: ანეშას__მასწი 18 Feb 2018, 02:08
QUOTE (senpai @ 16 Feb 2018, 16:19 )
littlemiss
ნაივური, სუპერი - წაიკითხე.

user posted image

+1

ძაან მაგარია

---------------

Posted by: ValenTine_Kelly 19 Feb 2018, 12:02
ასპრინის another fine myth.

მშვენიერი სახითხითო ფენტეზია.

Posted by: B l a c k J a c k 19 Feb 2018, 12:36
სამხრეთული სპილო და ქართულ ლიტერატურაზე მომიბრუნდა გული იმდენი საერთო აღმოვაჩინე biggrin.gif
გვამების სრიალით რომ იწყება - აი ეგ მანამდე ვიცოდი, ოღონდ ჭოკებით კი არ აცურებდნენ გვამს აქეთ-იქით, ჰესის უფროსს ურეკავდნენ და კაშხალის კარს აღებდნენ და წყალი მიაცურებდა თავისით.
დანარჩენი თითქმის იმავეს ჩადის ავტორი , რასაც მე და კიდევ ათასი ჩემნაირი: თავის დალევით დაწყებული-მოგზაურობნით დამთავრებული. 10დან 5თით შევაფასებდი როგორც ნაწარმოებს, მაგრამ მე მომეწონა ძაან )))

Posted by: Katerina :-) 19 Feb 2018, 13:05
"სიყვარულის 40 წესი" საინტერესოდ იკითხება, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ მაგარი პაპსა წიგნია ;-)
* * *
QUOTE (jurnalistka @ 16 Feb 2018, 21:50 )
ბოლოს წავიკითხე "რებეკა".
აი ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნო კლასიკური ტიპის წიგნია.
რა იყო ამაში ჰორორი მაინც ვერ გავიგე )))
მიცვალებული რებეკა სულაც არაა როჩესტერიც ცოცხალ შ

ჰიჩკოკს აქვს ამის ეკრანიზაცია, მისი პირველი ამერიკაში გადაღებული ფილმია, თან ოსკარიც აიღო. ნუ ფილმი კარგია და საინტერესო, თუმცა წიგნი წაკითხული თუ გაქვს, ალბათ არც ისე :-) შესაბამისად, ეს ფილმი რომ მაქვს ნანახი, წიგნი აღარ მიზიდავს

Posted by: jurnalistka 19 Feb 2018, 14:56
Katerina :-)

ჰო, ვიცი რომ ჰიჩკოკს აქვს ეკრანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ბევრად საშიშს გააკეთებდა, ვიდრე წიგნია.
უბრალოდ საშიშობის სტანდარტები იცვლება ალბათ, როგორც ფანტომასის ეშინოდათ ჩემი მშობლების ახალგაზრდობაში და ახლა ვკვდებით სიცილით smile.gif

Posted by: Katerina :-) 19 Feb 2018, 15:14
ნუ ჰიჩკოკის მთავარი კოზირი სასპენსზეა აგებული და მართლა საინტერესოდ იყურება, ნუ ფილმიც იმ დროისთვის იქნებოდა საშიში, როგორც თავის დროზე ფანტომასი ;-)

Posted by: MinneBlómMyosotis 25 Feb 2018, 00:12
გურამ მაცხონაშვილის "გლდანი" biggrin.gif

აურამ გამაგიჟა.

Posted by: nick_el_son 5 Mar 2018, 18:04
user posted image

მშვენიერი დისტოპიურ-პოსტაპოკალიპტური სათავგადასავლო young adult ნოველაა yes.gif

ფილმის გადაღებასაც აპირებენ სამომავლოდ up.gif



Posted by: _სებასტიანი_ 5 Mar 2018, 18:30
რეებს ვკითხულობ პროსტა!
sad.gif user posted image

Posted by: ბანჯოო 6 Mar 2018, 18:10
"კუნძულის შესაძლებლობას" მოვრჩი და "ელემენტარული ნაწილაკები" უნდა დავიწყო. დამევასა უელბეკი. საინტერესოა.

Posted by: senpai 6 Mar 2018, 19:33
თურმე როგორ იცის იაპონურმა ლიტერატურამ ჩათრევა. უკვე მესამე წიგნს ვკითხულობ მურაკამის მერე და ყველა როგორი განსხვავებულია ერთმანეთისგან, თუმცა არის რაღაც საერთო მაინც. ამჯერად პატარა და საინტერესო ნაწარმოებს ვკითხულობ. ტაიჩი იამადა - უცხოები. მიყვარს ესეთი მისტიური და ატმოსფეროს შემქმენელი წიგნები, თავისი აურა რომ აქვს, ხასიათი.




ბანჯოო
არასრულწლოვანი გოგონა რეებს კითხულობ ? boli.gif

Posted by: ბანჯოო 7 Mar 2018, 13:45
QUOTE
არასრულწლოვანი გოგონა რეებს კითხულობ

-__-


Posted by: ValenTine_Kelly 8 Mar 2018, 16:40
ლუკიანენკოს "დღის გუშაგი" და "ღამის გუშაგი", მგზავრობა-სირბილის დროს კარგი საკითხავია, დრო გაჰყავს biggrin.gif

Posted by: miishooo91 11 Mar 2018, 17:59
ჩეხოვის "დრამა ნადირობისას" ძალიან მომეწონა.

Posted by: senpai 11 Mar 2018, 18:17
როგორც იქნა გადმოვედი 21-ე საუკუნეში. დავიდ ფონკინოსი - დელიკატურობა. რომანი ჩორანის სიტყვებით იწყება და თავიდან მაგან დამაინტერესა.


ჩორანს თუ ვინმე თანამედროვე მწერლებიდან ციტირებს ან აზრს ეკითხება, პირველ რიგში უელბეკია user.gif და უელბეკი იმ იშვიათ მწერლებს მიეკუთვნება, რომელსაც ვაფასებ ცოცხლებს შორის pop.gif

Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2018, 21:56
ნატო დავითაშვილი-ამბავი ლილე იროელისა
მშვენიერი წიგნი, გაცოცხლებული ქართული მითოსით.

Posted by: Feeling 12 Mar 2018, 16:21
ჯოჯო მოიესი - მე შენამდე

მომეწონა ძალიან <3

Posted by: (იგი) 12 Mar 2018, 21:50
QUOTE (senpai @ 11 Mar 2018, 18:17 )
როგორც იქნა გადმოვედი 21-ე საუკუნეში.

საიდან მოდიხარ?


///////////////////

Posted by: senpai 12 Mar 2018, 22:20
(იგი)
QUOTE
საიდან მოდიხარ?

იგიდან. old.gif



ისე კი მოვდივარ ლიტერატურის უდიდესი მეოცე საუკუნიდან, რომელიც იმდენი მწერალი და ნაწარმოები დამხდა წინ, რომ დაახლოებით 40% წაკითხვა მოვახერხე იმისი, რაც მინდოდა და მაინტერესებდა. ეგ ნაწარმოები, დაწერილია 21-ე საუკუნეში და ამიტომ ავღნიშნე.

Posted by: natia_natia9 12 Mar 2018, 22:37
ოსტერის “ილუზიების წიგნი”. მომეწონა ^^

Posted by: სერაფიტი 18 Mar 2018, 22:22
natia_natia9
QUOTE
ოსტერის “ილუზიების წიგნი”. მომეწონა ^^



აუ, კი. კარგი წიგნია. ორიოდე დღის წინ დავიწყე და ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, ისეთი სიუჟეტია. უბრალოდ არ მეცალა, თორე მართლა ვერ ვწყდებოდი, ერთი სული მქონდა, გამეგრძელებინა შეწყვეტილი ეპიზოდიდან.
გამონაგონში გამონაგონი და კიდე გამონაგონი.
მოკლედ, ვისიამოვნე love.gif

Posted by: natia_natia9 18 Mar 2018, 23:19
სერაფიტი
ახლა ვკითხულობ რომენ გარის “ცხოვრება წინაა” და ძალიან მომწონს ესეც smile.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 20 Mar 2018, 03:30
5 წიგნი წავიკითხე ერთ კვირაში...
ჯადოსნური მთას მოვუნდი ყველაზე დიდი
ხანი... დონ კიხოტი , როდესაც წავიკითხე
ვიყავი 18 წლის და ერთადერთი წიგნი იყო, რომელიც თავიდან ძალიან დამევასა და ბოლოში უკვე ძალით ვკითხულობდი...
არადა, ბევრის აზრით ბოლო ნაწილი
უფრო მეტი ფილოსოფიური თეემებია...
სწორედ ასე დამემართა ჯადოსნურ მთაზე...

Posted by: naniko1122 20 Mar 2018, 03:38
_მანის_ქაშიო?
QUOTE
5 წიგნი წავიკითხე ერთ კვირაში...
ჯადოსნური მთას მოვუნდი ყველაზე დიდი
ხანი...

ვაჰ! შემშურდა

Posted by: _მანის_ქაშიო? 20 Mar 2018, 12:06
naniko1122
დიდი ხნის წინ წაიკითხე ? biggrin.gif


Posted by: Menzoorqa 20 Mar 2018, 21:49
Шарль де Костер-Легенда об Уленшпигеле
ძალიან ვისიამოვნე love.gif

Posted by: ValenTine_Kelly 21 Mar 2018, 13:39
ჯო ჰოლდემენის "მარადიული ომი"

ჟანრის მოყვარულებს ვურჩევდი წაკითხვას.

Posted by: Jules Winnfield 21 Mar 2018, 14:59
აირა ლევინი - როზმარის შვილი 2/5

Posted by: John-obi 21 Mar 2018, 16:11
კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5

4/5 დავუწერე გუდრიდსზე, უბრალოდ არ ვიცი რაში ვაკლებ იმ ერთ ვარსკვლავს. უფრო ჩემი ბრალია, ერთკვირიანი შუალედით რომ წავიკითხე და ბოლომდე ვერ ვისიამოვნე, მარა ეგ არაფერი.

ქვესათაურებს შორის ალბათ საუკეთესო ქვესათაური აქვს ამ წიგნს - ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა

ომზე ასე ლაღად წერდეს ვინმე - ეგაა ალბათ სწორედ ვონეგუტის გენიალურობა. მოკლედ, ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია ამ წიგნს.

Posted by: kkoxo 21 Mar 2018, 16:17
ჯოზეფა სტიგლიცი

გლობალიზაცია

Posted by: nick_el_son 21 Mar 2018, 16:45
QUOTE (ValenTine_Kelly @ 21 Mar 2018, 13:39 )
ჯო ჰოლდემენის "მარადიული ომი"

ჟანრის მოყვარულებს ვურჩევდი წაკითხვას.

up.gif up.gif

სიქველებიც ნახე yes.gif


Posted by: SUBADARI 23 Mar 2018, 10:59
QUOTE
კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5


არაფერი მაქვს წაკითხული და ვაღიარებ პირველად გავიგე ამ მწერლის შესახებ ნათარგმნია? იყიდება მისი წიგნები ჩვენი წიგნის მაღაზიებში?

Posted by: nick_el_son 23 Mar 2018, 13:25
SUBADARI
მხოლოდ ესენია თარგმნილი:
https://saba.com.ge/books/shop#author:1366

მაღაზიებში ექნებათ წესით.

Posted by: ValenTine_Kelly 25 Mar 2018, 13:39
ვონეგუტის პალიტრის თარგმანების წაკითხვას არავის ვურჩევ up.gif


სხვა გამომცემლისაზე ვერაფერს ვუტყვი.

Posted by: ეფეს_დუხი 25 Mar 2018, 13:51
ValenTine_Kelly
QUOTE
ვონეგუტის პალიტრის თარგმანების წაკითხვას არავის ვურჩევ 

ვა,არ მეგონა თანამოაზრეს თუ ვნახავდი ფორუმზე givi.gif
30+
up.gif

Posted by: natia_natia9 25 Mar 2018, 14:08
ფოლკნერის “სული რომ ამომდიოდა”.

ახლა ვკითხულობ ოსტერის “მისნის ღამეს” და ძალიან მომწონს.

Posted by: Spotify 27 Mar 2018, 03:36
ამერიკული ზღაპარი 6/10
გადამალვა 8/10
პილატეს სახარება 10/10

Posted by: Arien 28 Mar 2018, 11:32
სიმაკის "ქალაქი"
კარგია,მაგრამ სევდაა უსასრულო

Posted by: Joiner 28 Mar 2018, 11:35
გარის - ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ.

ყველაზე მეტად კაცთმოყვარე მომეწონა.

Posted by: Spotify 1 Apr 2018, 02:37
ვიდრე ჰხვალ, უფალო? 10/10 !!!!!!!!!!!

Posted by: Amie 1 Apr 2018, 16:39
თეთრი კბილები

ახლა ვკითხულობ მთვარეულებს...

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 08:01
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი"



დიდი ხანია აღარ მქონდა წაკითხული და
lam.gif

Posted by: jpeg.gif 2 Apr 2018, 15:08
ჯეიმზ ჯოისი - "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას".

ასე მგონია ვგავართ ირლანდიელებს.

ან შეიძლება ზოგადად ადამიანები ვგავართ ერთმანეთს.

Posted by: Parabola 2 Apr 2018, 15:56
jpeg.gif


ირლანდიელებს მართლა ვგავართ,
ადამიანებიც ვგავართ


yes.gif

Posted by: jpeg.gif 4 Apr 2018, 20:12
Parabola
სამხრეთის ხალხი ზოგადად ვგავართ ერთმანეთს.
ჩვენ , იტალიელები, ესპანელები და ირლანდიელები.

Posted by: John-obi 17 Apr 2018, 16:25
პალიტრას გამოცემული ადამიანი-ამფიბია თუ წაიკითხეთ ვინმემ, თარგმანზე მითხარით ერთი-ორი სიტყვა.

ვერ გადამიწყვეტია ვიყიდო თუ არა rolleyes.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Apr 2018, 16:53
jpeg.gif
QUOTE
ასე მგონია ვგავართ ირლანდიელებს.

აირიშები ჩვენნაირი ხალხია. მწარე კათოლიკეები თავი დეიდაშვილ-მამიდაშვილობით და ამბებით.
ერთი თანამშრომელი ინგლსიელია და მეორე ირლანდიელი. ეს ირლანდიელმა ფანჯარაში გაიხედა და მზე გამოცნდაო ღრუბლებში. ინგლისელი ეუნება: შენი იდეალური ამინდის წარმოსახვა არ მინდა დავანგრიო, მაგრამ დათბება საღამოს და მზე გამოვაო. Dრევანდელ დღეზეა საუბარი. სად ჩოურტყა biggrin.gif
ჰო და კაი ხალხია რა.

Posted by: HurricaneKat. 17 Apr 2018, 16:57
QUOTE (B l a c k J a c k @ 17 Apr 2018, 16:53 )
ეს ირლანდიელმა ფანჯარაში გაიხედა და მზე გამოცნდაო ღრუბლებში. ინგლისელი ეუნება: შენი იდეალური ამინდის წარმოსახვა არ მინდა დავანგრიო, მაგრამ დათბება საღამოს და მზე გამოვაო. Dრევანდელ დღეზეა საუბარი. სად ჩოურტყა biggrin.gif
ჰო და კაი ხალხია რა.

აქ სხვა ეროვნების ხალიხ ვპოსტავთ
და ვერ გავიგეთ sad.gif

Posted by: B l a c k J a c k 18 Apr 2018, 09:37
HurricaneKat.
QUOTE
აქ სხვა ეროვნების ხალიხ ვპოსტავთ
და ვერ გავიგეთ

ირლანდიელებს აქვთ სულ წვიმა და ერთი 40 წვიმის სახეობა. შესაბამისად სულ მოღრუბლულია მაგათთან და მასეთ ამინდს მიეჩვივნენ. გუშინაც დილით მოღრუბლული იყო-ანუ ირლანდიული ამინდი. და გამოვიდა მზე მერე. უკბინა რა ინგლისელმა ირლანდიელს, მაგრამ სასაცილო იყო :დ

Posted by: fujita 18 Apr 2018, 11:19
B l a c k J a c k
QUOTE
უკბინა რა ინგლისელმა ირლანდიელს, მაგრამ სასაცილო იყო :დ

ნამეტანი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: jpeg.gif 18 Apr 2018, 12:34
QUOTE
ირლანდიელებს აქვთ სულ წვიმა და ერთი 40 წვიმის სახეობა. შესაბამისად სულ მოღრუბლულია მაგათთან და მასეთ ამინდს მიეჩვივნენ. გუშინაც დილით მოღრუბლული იყო-ანუ ირლანდიული ამინდი. და გამოვიდა მზე მერე. უკბინა რა ინგლისელმა ირლანდიელს, მაგრამ სასაცილო იყო :დ

biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 18 Apr 2018, 17:45
პის ცხოვრება. ფილმი რომ გაქვს ნანახი, კაი გვარიანი ტანჯვაა ამ წიგნის კითხვა.

Posted by: JSB14BSJ 21 Apr 2018, 22:17
აგარაკზე მქონდა და ბავშვობაში ვკითხულობდი, მერე დავკარგე და 1996 წლის მერე აღარ წამეკითხა. წლებია, ვეძებ, მაგრამ არც ბუკინისტების არმიაში აღმოჩნდა ვინმე, რო სცოდნოდა და არც სანაცნობოში. დღეს საჯაროში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

შთაბეჭდილებებზე კონკრეტულად ვერ დავწერ ჯერ, ძალიან კარგად დავიწყებული ძველივითაა და კარგად გააზრება უნდა. თან მაგარი შეგრძნებაა, რო ხედავ, რო ჯერ კიდევ ბავშვობაშიც ისევე აღიქვამდი და გესმოდა, როგორც ახლა. 20 წელზე მეტია, თურმე უზუსტესად მხსომებია თითოეული განცდა, ცალკეული ფრაზები და აბზაცებიც-კი. იმ 2 საათში დროშიც ვიმოგზაურე და თავი ისევ აგარაკზე მეგონა და იმ ასაკის.

მოკლედ, ვისაც შუასაუკუნეების ევროპული ზღაპარი ევასება, ანუ სიმბოლოებისა და გარეგნული უაზრო სიუჟეტის მიღმა შინაარსის წაკითხვა აქვს დამუღამებული, ყველას ვურჩევ, გადადოს ყველაფერი, მიაჭრას საჯაროში და შთანთქას.

ეპიგრაფად მართლა უძლიერესი სიტყვები აქვს, არ ვიცი, საიდანაა:

Die Wette gilt, mein Herr! Doch glaubt es mir:
Das Lachen unterscheidet Mensch und Tier.
Und man erkennt den Menschen stets daran,
Daß er zur rechten Stunde lachen kann!

ნება თქვენია, მეფეო, იყავით მკაცრი,
მაგრამ სიცილი მოგვაგონებს, რანი ვართ კაცნი,
დედამიწაზე მის გარდა სხვაც ბევრი ცხოვრობს,
სასაცილოზე გაცინება კი მას ძალუმს მხოლოდ!

ჯეიმს კრუსი - "თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი"
[კრუსი, ჯეიმს
თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი: [მოთხრობა] / ჯეიმს კრუსი; [გერმან. თარგმნა შ. ქავთარაძემ; რედ. ნ. ჯოლოხავა; მხატვ. გ. ენაგელი]. - 1-ლი გამოცემა. - თბ.: ნაკადული, 1980. - 200 გვ. ; 20 სმ.. - 20000ც.[MFN: 7071]
UDC: 82-93:821.112.1-32
• ქავთარაძე, შ. (მთარგმნელი); ჯოლოხავა, ნ. (რედაქტორი); ენაგელი, გ. (მხატვარი);
K 10704/1 - საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება - მოსწავლეთა დარბაზი]

user posted image

Posted by: Oqrialeli 21 Apr 2018, 22:31
"ლათინური ამერიკის მწერლები" ლათინოამერიკელი მოთხრობების კრებულია საბჭოთა დროინდელი გამოშვება.. ძმაკაცს ჰქონდა მანქანაში და ვიღაცამ მოპარა.ეგ წიგნი იშოვება სადმე შეგხვედრიათ?ვიყიდი მინდა მქონდეს.

Posted by: seeman 23 Apr 2018, 20:13
რომელიღაც თემაში ვაგინე ამ წიგნს (დასაწყისს უფრო სწორედ) და სიტყვები უკან მიმაქვს

ძალიან საინტერესო ლექციების კრებულია როგორც აღმოსავლეთზე ისევე ადამიანის ცნობიერების ალტერნატიულ ვერსიაზე.საკმაოდ ბევრ საინტერესო საფიქრალს ტოვებს

ცოტა ნაკლები აქვს წიგნს იმიტომ რომ ზოგი სიტყვა და ტერმინი უფრო კონკრეტულ (არა ავტორისმიერ მთარგმნელის და წიგნის შემდგენის მიერ ) განმარტებას მოითხოვს მაგრამ ამას მიჩვეული ვარ უკვე ქართული თარგმანებიდან სამწუხაროდ

Posted by: Krusty_the_Clown 24 Apr 2018, 15:03
ედუარდ შევარდნაძე-ფიქრი წარსულსა და მომავალზე, მემუარები

ახალიდან წავიკითხე და საინტერესო დეტალები აღმოვაჩინე.

Posted by: s-n-r 24 Apr 2018, 15:15
oqrialeli

QUOTE
"ლათინური ამერიკის მწერლები" ლათინოამერიკელი მოთხრობების კრებულია საბჭოთა დროინდელი გამოშვება.. ძმაკაცს ჰქონდა მანქანაში და ვიღაცამ მოპარა.ეგ წიგნი იშოვება სადმე შეგხვედრიათ? ვიყიდი მინდა მქონდეს.


ბარში უთანხმოება რომ მოუვათ, გასამხნევებლად ტეკილას რომ გადაჰკრავს და ხელის მტევანში დაშნას ჩაირჭობს (თუ რაღაც მსგავსი), მაგ კრებულშია? user.gif

Posted by: Oqrialeli 24 Apr 2018, 16:26
s-n-r

არ მახსენდება აშკარად..არადა თითქმის ყველა მახსოვს არარის თორე გავიხსენებდი. მაგ კრებულშია პარიზისკენ მიმავალ გზაზე საცობი რომ წარმოიქმნება და მერე ეს საცობი სიმბოლურად დიდხანს გაიწელება.ერთი ორი კვირა.ადამიანების ხასიათი და ბუნება იკვეთება.
ასევე ბებია რომ მოკლავს თავის მშიშარა შვილიშვილს რომელიც თავისი დის შეურაცხმყოფელს ვერ შეებრძოლება.მერე თვითონ დამნაშავეწაც მიაყოლებს. კიდე ერთია სახელი მახსოვს: ყველაზე პატიოსანი კაცი. ბრაზილიურია. სადგურზე დიდ ფულს იპოვნის და ჩააბარებს. სახლში ცოლი და შვილები ვითომ მოუწონებენ თავიდან მერე კი ისეთ დღეში აგდებენ..ასვე სამსახურშიც..რომ თავს იკლავს
პირველი მგონი სელაპებზე მინადირეები ეს მოთხრობაა.კიდევ ბევრია ყველა საინტერესო და თავისებური.

Posted by: s-n-r 24 Apr 2018, 18:54
oqrialeli

QUOTE
არ მახსენდება აშკარად..არადა თითქმის ყველა მახსოვს არარის თორე გავიხსენებდი. მაგ კრებულშია პარიზისკენ მიმავალ გზაზე საცობი რომ წარმოიქმნება და მერე ეს საცობი სიმბოლურად დიდხანს გაიწელება.ერთი ორი კვირა.ადამიანების ხასიათი და ბუნება იკვეთება.


უი, ეგ კორტასარის სამხრეთის გზატკეცილი ხომ არ არის?


QUOTE
ასევე ბებია რომ მოკლავს თავის მშიშარა შვილიშვილს რომელიც თავისი დის შეურაცხმყოფელს ვერ შეებრძოლება.მერე თვითონ დამნაშავეწაც მიაყოლებს. კიდე ერთია სახელი მახსოვს: ყველაზე პატიოსანი კაცი. ბრაზილიურია. სადგურზე დიდ ფულს იპოვნის და ჩააბარებს. სახლში ცოლი და შვილები ვითომ მოუწონებენ თავიდან მერე კი ისეთ დღეში აგდებენ..ასვე სამსახურშიც..რომ თავს იკლავს
პირველი მგონი სელაპებზე მინადირეები ეს მოთხრობაა.კიდევ ბევრია ყველა საინტერესო და თავისებური.


ჰო მეც მახსენდება ბუნდოვნად. არცთუ სქელი წიგნი, მაგარი ყდით, წინ რაღაც ილუსტრაციაა წითელ-შავ ფერებში (მგონი)?
კიდევ ის მახსოვს, მანქანით რომ შესთავაზებს გასეირნებას, მაგარი მანქანა მყავსო ტრაბახობს (სინამდვილეში უბრალოა), და ვიღაც გოგონას რომ არ ჩაისვამენ და ამას ძალიან დასწყდება გული.
აუ, ბავშვობა გამახსენდა user.gif

Posted by: Oqrialeli 24 Apr 2018, 19:24
s-n-r

კი კორტასარია ნამდვილად. დოფინის მძღოლი რო ევასება ინჟინერს.კაი რამეა

ჩემსას არ ჰქონდა სქელი ყდა რარომღაც,არადა საბჭოთა გამოცემებს კაი ყდები აქვს ძირითადად biggrin.gif თეთრი ყდა ჰწონდა ქაღალდის,შავ წითელი ნახატით კაქტუსები უდაბნოში თუ პალმები სანაპიროზე არმახსოვს. უბრალოდ სიმბოლური ნახატივით იყო

თითქმის ყველა ძაან ძლიერი იყო.და ვინ შეჩვენბულმა მოიპარა ჩემი ძმაკაცის მანქანიდან.

Posted by: Heart_of_Darkness 24 Apr 2018, 23:32
oqrialeli
QUOTE (oqrialeli @ 24 Apr 2018, 19:24 )
თეთრი ყდა ჰწონდა ქაღალდის,შავ წითელი ნახატით

yes.gif, ჩემიც ეგეთია.

ბუკინისტებშიც ხშირად მხვდება, 1-2 ლარი ღირს ხოლმე.

Posted by: Oqrialeli 24 Apr 2018, 23:50
Heart_of_Darkness

მაშინ ვიყიდი და აღარ ვიღელვებ დანაკარგზე,მადლობა

Posted by: Arien 7 May 2018, 17:18
ლავკრაფტი - "რენდოლფ კარტერის ჩვენება"
ჩემი სუბიექტური აზრით შესანიშნავი თარგმანია,
სასიამოვნო იყო კითხვა up.gif


Posted by: woman_ 8 May 2018, 00:30
მეთიუ ქუიქი - იმედის სხივთა კრებული
მიშელ ფალკოფი - playlist-ის საიდუმლო

და მანამდე მეტროს ტრილოგია love.gif

Posted by: ალექსანდრა91 8 May 2018, 20:05
იუსტაინ გორდერის ორი წიგნი. "ფორთოხლის გოგონა" და "ბანქოს საიდუმლო". ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომეწონა ))

Posted by: ჟან_შარდენი 14 May 2018, 17:47
ასტრიდის "ძმები ლომგულები".



არა მქონდა წაკითხული user.gif

Posted by: B.I.G.PAPPA 17 May 2018, 20:05
ბარბარა შერის "ოცნება საზიანო არა" boli.gif

Posted by: Dolus_Malus 17 May 2018, 20:53
მკვდარი სახლის ჩანაწერები

................

Posted by: dopp 24 May 2018, 02:30
კრისტინ ჰანა - ბულბული წავაა რა არც ისეთია დრო რო დაგენანოს და ინანო წაკითხვა და არც ისეთია რ გაგიჟდე-გადაირიო ..

Posted by: _Moxuci_ 31 May 2018, 19:24
ქარჩხაძის "მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება"

თუ არ ვცდები უკანასკნელი მოთხრობაა.

Posted by: Arien 4 Jun 2018, 12:32
ფრიც რიმანის შიშის ძირითადი ფორმები.

სასარგებლო და კარგი წიგნია,გაძლევს ცოდნას,გეხმარება საკუთარი თავის და ადამიანების უკეთ გაგებაში.
იკითხება მარტივად,მოყვანილია თვალსაჩინო მაგალითები.ტექსტი არ არის სავსე ტერმინებით და ყველასთვის ადვილი გასაგებია.
ერთი ეგაა შეიძლება თავი გეცნოს user.gif

Posted by: jurnalistka 4 Jun 2018, 12:47
ფესტივალის მერე ამოიქოქება ეს თემაც, რა კარგია jump.gif

Posted by: senpai 4 Jun 2018, 13:11
დროა მეტროს კითხვა დავიწყოთ yes.gif

Posted by: Arien 4 Jun 2018, 13:55
senpai
QUOTE
დროა მეტროს კითხვა დავიწყოთ 


წავიკითხე და თანაც მეტროში.
ისიც მიფიქრია,რამე რომ იყოს რომელ სადგურზე ჯობია დარჩენა biggrin.gif

Posted by: merkantila 4 Jun 2018, 14:14
ისიდორე რამიშვილის მოგონებები წავიკითხე და ძალიან მომეწონა

Posted by: senpai 4 Jun 2018, 14:19
Arien
QUOTE
ისიც მიფიქრია,რამე რომ იყოს რომელ სადგურზე ჯობია დარჩენა

მერე ? biggrin.gif რომელზე ჩამოყალიბდი ? მე ვფიქრობ სადგურის მოედანი იქნება სტრატეგიულად უფრო ხელსაყრელი.


ეხლა დავიწყე კამიუს დღიურების კIთხვა, ვნახოთ როგორ ეცვლებოდა შეხედულებები მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ. ისე სამ ნაწილად არის დაყოფილი.

Posted by: Arien 4 Jun 2018, 20:20
senpai
QUOTE
მერე ? biggrin.gif რომელზე ჩამოყალიბდი ? მე ვფიქრობ სადგურის მოედანი იქნება სტრატეგიულად უფრო ხელსაყრელი.


კი,ჰანზა იქნება,მაგრამ მანდ არ მინდა,
თავისუფლების მოედანზე ვფიქრობდი,სავაჭრო ცენტრი ადგას,ანძაც ახლოა... biggrin.gif

Posted by: Lowlander 4 Jun 2018, 20:56
დიუნი შევიძინე 2 კვირის უკან და გუშინ დავამთავრე კითხვა.

ბოლოში ფურცლები აკლდა user.gif

ვინც აპირებთ ყიდვას შეამოწმეთ გვერდები 736-დან 769-მდე.

Posted by: galaqtikosi 5 Jun 2018, 01:52
Lowlander
ახლა გადავამოწმე ეგ გვერდები და არ აკლია არაფერი

Posted by: _Pablo_ 5 Jun 2018, 21:49
დღეს წავიკითხე მინოტავრი.დავალება.
პატარა წიგნია სულ 90 გვერდი.
საინტერესო შეხედულებებია, ერთხელ წაკითხვად ნამდვილად ღირს, სიმართლე გითხრათ მინოტავრი უფრო მომეწონა, რადგან მრავალმხრივი განხილვის და ფიქრის საშუალებას იძლევა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია საკმაოდ კარგ და საინტერესო სიუჟეტში არის შეზავებული.
ძალიან კარგად იკითხება და თარგმანიც ასეთივეა.

Posted by: Sie`Hermine 6 Jun 2018, 21:04
ფრანც კაფკას "პროცესი"
მოკლე მიმოხილვა:
ავტორმა წამოჭრა საკითხი, რას ვაკეთებთ ადამიანები ყოველდღიურობისგან, უკვე შეჩვეულისგან განსხვავებულ, ექსტრემალურ სიტიაციაში მოხვედრისას? გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, პროცესს ვმართავთ, მაგრამ სინამდვილეში მოულოდნელი ცვლიელებებისათვის არავინაა მზად... უფრო მეტიც ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ.

Posted by: Amie 7 Jun 2018, 17:46
ბოჰუმილ ჰრაბალის ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს


Posted by: _Moxuci_ 8 Jun 2018, 14:09
ახლახანს დავასრულე რადიარდ კიპლინგის "კიმი". რიდერსლენდზე ვიყიდე ფასდაკლებით და მოლოდინი სავსებით გამიმართლა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები სავსეა უცხოური და უცნაური გეოგრაფიული სახელწოდებებითა და სხვადასხვა ტერმინებით, რომლებიც ყურს ცუდად ხვდება ( ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა ), საერთო ჯამში სიუჟეტი საინტერესოა და წიგნიც ნორმალურია.

Posted by: Krusty_the_Clown 11 Jun 2018, 00:50
ლაშა ბუღაძე-დიალოგი ცენზურაზე.

არაჩვეულებრივი კრებულია ძალიან საინტერესეო რადიო გადაცემების. მადლობა ლაშას.

Posted by: George_Best 11 Jun 2018, 03:35
QUOTE
ისიც მიფიქრია,რამე რომ იყოს რომელ სადგურზე ჯობია დარჩენა

მარჯანიშვილი,300-ები ან ნაძალადევი,სკამები არის

Posted by: Arien 11 Jun 2018, 13:11
ფესტივალზე ნაყიდი წიგნები -

პოლა ჰიკინსის "წყალში" - ნორმალური დეტექტივია,ოდნავ ფემინისტური შტრიხებით
ლიან მორიარტის "დიდი პატარა ტყულები" , სერიალი კი მაქვს ნანახი,მაგრამ კითხვა მაინც კარგია smile.gif
ჰაქან გიუნდაის "მალაფა" - რა ხდება ანტალიაში ტურიზმის სფეროში?რამდენად შედიან როლში გამყიდველები და ტურისტები.მსუბუქი,ერთ დღეში წასაკითხი წიგნია,კრიტიკული და სარკაზმით სავსე.საინტერესო იყო,ალბათ კიდევ ვიყიდი ამ ავტორს.
მაგრამ ზიზღის შეგრძნება მქონდა კითხვისას user.gif
ფამუქი მაღიზიანებს, ჯევდეთ ბეი და "თოვლი" კიდევ ჰო,ნეიტრალურად,"მე წითელი მქვია" და სტამბოლი"
არ შემიძლია,შაფაქი კიდევ უფრო მეტად არ შემიძლია, შუაში მაქვს მისი წიგნების კითხვა მიტოვებული,არადა ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი.
აბასინიაკის პატარა მოთხრობები მომეწონა და კიდევ ერთო თურქული დეტექტივი მაქვს წაკითხული "ეძღვნება სტამბულს" ,ამასაც არა უშავდა,ცოტა გულუბრყვილო და პათეტიკური იყო,მაგრამ მაინც...
მე მგონი თურქოფობი ვარ user.gif

Posted by: natia_natia9 11 Jun 2018, 14:27
Arien
Arien
“დიდი პატარა ტყუილები” მოგეწონა?

Posted by: Lallana 11 Jun 2018, 14:50
Arien

მაგდენი წიგნი წაიკითხე ფესტივალის შემდეგ? wow.gif wow.gif

Posted by: Arien 11 Jun 2018, 15:48
natia_natia9
QUOTE
“დიდი პატარა ტყუილები” მოგეწონა?


კი.საინტერესოა, მშობლები და ბავშვები,სკოლა,ოჯახური ძალადობა...
იწყება იმით რომ გარდაცვლილია ადამიანი და მიდის ძიება,რა ხდებოდა მანამდე
ჩამთრევია,შინაარსი ვიცოდი,მაგრამ დასასრული მაინც სამსახურში წავიკითხე,ვერ მოვითმინე biggrin.gif

სერიალიც ნანახი მაქვს და მომწონს,განსაკუთრებით მთავარი პერსონაჟები,
მაგრამ წიგნი უფრო კარგია,ფილმში რაღაც ნიუანსები აქვთ შეცვლილი.

Posted by: Statham 11 Jun 2018, 15:52
QUOTE
ბოლოს წავიკითხე,

ბაჩანა ახალაიას " სოხუმი ჩემი იერუსალიმია "


facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Arien 11 Jun 2018, 16:08
Lallana
QUOTE
მაგდენი წიგნი წაიკითხე ფესტივალის შემდეგ? 


მხოლოდ სამი smile.gif
მეოთხე დღეს დავიწყე.

ფამუქი,შაფაქი,აბასინიაკი და კიდევ ერთი ადრე მაქვს წაკითხული.ესენი ვახსენე იმიტომ, რომ "მალაფას" ავტორიც თურქია
და რატომღაც თურქები მანერვიულებენ mad.gif

Posted by: Lallana 11 Jun 2018, 19:08
Arien
QUOTE
მხოლოდ სამი
მეოთხე დღეს დავიწყე.



მაინც მაგარია, მე სწრაფად ვეღარ ვკიტხულობ, ბავშვობაში უფრო მეტ წიგნებს ვითვისებდი biggrin.gif



QUOTE
ფამუქი,შაფაქი,აბასინიაკი და კიდევ ერთი ადრე მაქვს წაკითხული.ესენი ვახსენე იმიტომ, რომ "მალაფას" ავტორიც თურქია
და რატომღაც თურქები მანერვიულებენ


თურქებიდან მარტო ფამუქის 3-4 წიგნი მაქვს წაკითხული და არც ისე მანერვიულებს, ცოტა დამღლელი და მონოტონური კია ისე


"თოვლი" კარგი წიგნია, "მე წითელი მქვია" არ მაქვს წაკითხული ჯერ, ადრე დავიწყე ინგლისურად და სადღაც შუაში მივატოვე :დ

Posted by: Lowlander 12 Jun 2018, 07:24
რადეცკის მარში თუ წაიკითხეთ ვინმემ, დაწერეთ როგორია.

Posted by: Menzoorqa 12 Jun 2018, 10:41
Гончаров- "Обыкновенная история"

Posted by: senpai 12 Jun 2018, 12:22
user posted image

Расшифрованный Булгаков. Тайны "Мастера и Маргариты"
დამაინტერესა და დავიწყე კითხვა.


Posted by: Heart_of_Darkness 12 Jun 2018, 23:59
ეტვუდის ,,Hag-Seed" წავიკითხე
და იმედგაცრუებული დავრჩი.
კინომატოგრაფში რიმეიქების და სიკველების ატანა არ მაქვს,
ლიტერატურაში შექსპირის პიესების რიმეიქზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მთლიანობაში, რომ არ წამეკითხა, არც არაფერი დამაკლდებოდა.

Posted by: George_Best 13 Jun 2018, 01:57
Arien
QUOTE
ესტივალზე ნაყიდი წიგნები -

პოლა ჰიკინსის "წყალში" - ნორმალური დეტექტივია,ოდნავ ფემინისტური შტრიხებით
ლიან მორიარტის "დიდი პატარა ტყულები" , სერიალი კი მაქვს ნანახი,მაგრამ კითხვა მაინც კარგია
ჰაქან გიუნდაის "მალაფა" - რა ხდება ანტალიაში ტურიზმის სფეროში?რამდენად შედიან როლში გამყიდველები და ტურისტები.მსუბუქი,ერთ დღეში წასაკითხი წიგნია,კრიტიკული და სარკაზმით სავსე.საინტერესო იყო,ალბათ კიდევ ვიყიდი ამ ავტორს.
მაგრამ ზიზღის შეგრძნება მქონდა კითხვისას 
ფამუქი მაღიზიანებს, ჯევდეთ ბეი და "თოვლი" კიდევ ჰო,ნეიტრალურად,"მე წითელი მქვია" და სტამბოლი"
არ შემიძლია,შაფაქი კიდევ უფრო მეტად არ შემიძლია, შუაში მაქვს მისი წიგნების კითხვა მიტოვებული,არადა ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი.
აბასინიაკის პატარა მოთხრობები მომეწონა და კიდევ ერთო თურქული დეტექტივი მაქვს წაკითხული "ეძღვნება სტამბულს" ,ამასაც არა უშავდა,ცოტა გულუბრყვილო და პათეტიკური იყო,მაგრამ მაინც...
მე მგონი თურქოფობი ვარ

მგონი თურქოფობი კი არ ხარ,ჯობია ფესტზე აღარ იარო
ამდენ წიგნში ამეებს რო ყიდულობ და მერე კითხულობ,ან ყველაფერი წაკითხული გაქვს უკვე ან მაზოხისტი ხარ

Posted by: MeBeforeYou 13 Jun 2018, 15:24
წავიკითხე ნიკოლას სპარქსი ,,მხოლოდ ჩვენ ორნი''
დავიწყე თომას მანის ,,Es geht um den Menschen''

Posted by: Arien 13 Jun 2018, 16:53
Lallana
QUOTE
მაინც მაგარია, მე სწრაფად ვეღარ ვკიტხულობ, ბავშვობაში უფრო მეტ წიგნებს ვითვისებდი


ოო, ბავშვობაში სკოლის ბიბლიოთეკარი მაყოლებდა წაკითხულ წიგნებს.არ ეჯერა იმდენად სწრაფად ვაბრუნებდი და ახალს ვითხოვდი smile.gif)
ლაპარაკი მიჭირდა,ალბათ ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობას და ეზოში თამაშს წიგნის კითხვა მერჩივნა.

ახლა არც დრო მაქვს,არც თვალები,თუმცა ეს ადვილად წასაკითხი წიგნები იყო და ყველა სწრაფად წაიკითხავდა.

George_Best
QUOTE
მგონი თურქოფობი კი არ ხარ,ჯობია ფესტზე აღარ იარო ამდენ წიგნში ამეებს რო ყიდულობ და მერე კითხულობ,ან ყველაფერი წაკითხული გაქვს უკვე ან მაზოხისტი ხარ


ჯანდაბა biggrin.gif
წელიწადში ერთხელ ფესტზე არ წასვლას, მირჩევნია თურქოფობი მაზოხისტი ვიყო.

მჭირდება.გზაში ვკითხულობ.
2.5-3სთ. მინდა სახლიდან სამსახურამდე და უკან.გზის შესამოკლებლად კარგია.
უბრალოდ მაღიზიანებს როცა საყოველთაოდ აღიარებული ავტორი,ჩემზე არ ახდენს ისეთ შთაბეჭდილებას როგორც სხვაზე.მერე ვეჭვობ რომ მე არ მყოფნის რესურსი გასაგებად.

QUOTE
ბოლოს წავიკითხე

ჟაპრიზოს 'ხაფანგი კონკიასთვის" - ცოტა უცნაური დეტექტივი იყო.მთავარ პერსონაჟს ხანძარში სახე და ხელები დაეწვა,აქვს ამნეზია,ვინ არის გადარჩენილი
მსხვერპლი თუ მკვლელი? და ასე შემდეგ

Posted by: George_Best 13 Jun 2018, 21:57
Arien
აუ,ძაან უხეშად გამომივიდა,ბოდიში
QUOTE
მჭირდება.გზაში ვკითხულობ.
2.5-3სთ. მინდა სახლიდან სამსახურამდე და უკან.გზის შესამოკლებლად კარგია

მეც ეგრე ვარ,სამსახურის არა,მარა გზაში კითხვის ამბავზე

Posted by: senpai 13 Jun 2018, 22:04
Arien
QUOTE
2.5-3სთ. მინდა სახლიდან სამსახურამდე და უკან

აბა რამე გემრიელად წასაკითხი მირჩიე გზაში. 5 საათი ვიქნები ამჯერად და რამე გასართობი წიგნი არ მაწყენდა.

Posted by: Joiner 13 Jun 2018, 22:08
Arien
QUOTE
უბრალოდ მაღიზიანებს როცა საყოველთაოდ აღიარებული ავტორი,ჩემზე არ ახდენს ისეთ შთაბეჭდილებას როგორც სხვაზე.მერე ვეჭვობ რომ მე არ მყოფნის რესურსი გასაგებად.

არც თუ ისე ცნობილზე რას იტყოდი? ძალიან ტვინი კი წავიღე მაგრამ აგოტა კრისტოფის ტრილოგია უნდა ვახსენო.

Posted by: _Pablo_ 13 Jun 2018, 22:17
George_Best
რომ არ გიცნობდე, იმენნა ბუა ტიპი მეგონებოდი biggrin.gif
თემა რომ არ გავაოფო, ალან ვოთს ვკითხულობ, ადრეც მაქვს მისი ლექციები მოსმენილი და ძალიან სასარგებლოა და გონების საკვებია.
წიგნში მთავარი ფოინთებია გაერთიანებული და საკმაოდ კარგი თარგმანია, სიმართლე ვთქვა, არ ველოდი ისეთი, ყოჩაღთ.

Posted by: George_Best 14 Jun 2018, 01:50
_Pablo_
QUOTE
თემა რომ არ გავაოფო, ალან ვოთს ვკითხულობ, ადრეც მაქვს მისი ლექციები მოსმენილი და ძალიან სასარგებლოა და გონების საკვებია.

ერთხელ შენ მოგკარი ბოლო პოსტი და შევიხედე მივცე არ მივცეში
ხოდა შევყევი შენს პოსტებს,ვიღაც იქაურ ნაშოჩკას არაცნობიერს უხსნიდი,კარგად ჩამოუყალიბე და საიდან,სწავლობდი თუ პროსტა მუღამის გამო გაქვს წაკითხული :დ
დამაინტერესა

Posted by: marimari11 14 Jun 2018, 04:15
QUOTE (_Pablo_)
რომ არ გიცნობდე, იმენნა ბუა ტიპი მეგონებოდი

აბააა შენ ეგ თქვი რა biggrin.gif
QUOTE (George_Best)
შევიხედე მივცე არ მივცეში

QUOTE (George_Best)
იქაურ ნაშოჩკას

შენი გამოსწორება არ იქნება რა biggrin.gif

Posted by: Donnie. 14 Jun 2018, 19:48
იქნებ ვინმემ მირჩიოთ, სასიყვარულო რომანზე/რომანებზე კარგი წიგნი?
კარგი იქნება ევროპაში ხდებოდეს მოვლენების განვითარება

Posted by: _Pablo_ 14 Jun 2018, 21:14
George_Best
ის ნაშოჩკა ფსიქოლოგიის დოქტორი გახდება დღე დღეზე. wink.gif
QUOTE
კარგად ჩამოუყალიბე და საიდან,სწავლობდი თუ პროსტა მუღამის გამო გაქვს წაკითხული

კბენაც კი არ იცი შე უკბილო.
ამას ჯობს ლუდი იკისრე, ბოლოს მახსოვს ჩაფახდი და 6 თვით გაქრი.
სანთელიც კი დაგინთე სვეტიცხოველში sad.gif

Posted by: George_Best 14 Jun 2018, 21:16
_Pablo_
QUOTE
კბენაც კი არ იცი შე უკბილო.

რატო გგონია ცუდად მოგწერე biggrin.gif?მართლა დამაინტერესა,დედას გეფიცები ცუდად თუ მომეწერა :დ
QUOTE
ამას ჯობს ლუდი იკისრე, ბოლოს მახსოვს ჩაფახდი და 6 თვით გაქრი.

ბილეთს რო დავსვავ ვიკისრებ :დ

Posted by: _Pablo_ 14 Jun 2018, 21:18
QUOTE (marimari11 @ 14 Jun 2018, 04:15 )
QUOTE (_Pablo_)
რომ არ გიცნობდე, იმენნა ბუა ტიპი მეგონებოდი

აბააა შენ ეგ თქვი რა biggrin.gif

დადის აქ დუბინკით და აშინებს ხალხსsmile.gif
* * *
George_Best
შენ მოსაწევი იკისრე და ლუდს მე ავიღებ ჩემს თავზე smile.gif

იმ ფროიდის წიგნსაც გაჩუქებ რომ დაგაინტერესა, ოღონდ ჯერ მე წავიკითხავ wink.gif

Posted by: George_Best 14 Jun 2018, 21:23
_Pablo_
QUOTE
შენ მოსაწევი იკისრე და ლუდს მე ავიღებ ჩემს თავზე

ეგ ცოტა ხანში,ჯერ ველოდები,ადრეა ცოტა ხანი უნდა,აგვისტოსკენ მოეყრება ოხრად :დ
QUOTE
იმ ფროიდის წიგნსაც გაჩუქებ რომ დაგაინტერესა, ოღონდ ჯერ მე წავიკითხავ 

ფსიქოანალიზის შესავალი?რაღაცები წაკითხული მაქვს მეც
დიოგენემ რო გამოუშვა ახალი ვიყიდი მაგას,კაი რამე ჩანს

Posted by: _Pablo_ 14 Jun 2018, 21:29
George_Best
QUOTE
დიოგენემ რო გამოუშვა ახალი ვიყიდი მაგას,კაი რამე ჩანს

ხო კაი რამეაო იმ ნაშოჩკამაც wink.gif
ფსიქოლოგია და ესმის ეგეთები, ანუ ნორმ თარგმანიაო, სპეციფიური თარგმნა სჭირდება მაგას და ეტყობა ფსიქოლოგი ჩარიეს საქმეში.

კაი იყოს აგვისტო.
წავედი ეხლა სანამ დამვორნეს smile.gif

პ.ს. ჯემფესტზე ჩამო და იქ მოვცხოთ wink.gif ბაითზე არ ინერვიულო მაქვს.

Posted by: Moby-Dick 14 Jun 2018, 22:34
George_Best
როგორ ხარ? მეც ვიფიქრე მეთქი რამე ხო არ დაემართა biggrin.gif_Pablo_

_Pablo_
QUOTE
ხო კაი რამეაო იმ ნაშოჩკამაც
ფსიქოლოგია და ესმის ეგეთები, ანუ ნორმ თარგმანიაო, სპეციფიური თარგმნა სჭირდება მაგას და ეტყობა ფსიქოლოგი ჩარიეს საქმეში.

მაია ბადრიძემ ტარგმნა, ფსიქოლოგი არ არის, მაგრამ მაგარი მტარგმნელია, იუნგის ყველა წიგნი მაგის თარგმნილია რაც ქართულად გამოიცა ერთის გარდა მგონი, ალქიმია რომ ნახეს ფსიქოლოგებმა შენიშვნაც არ ჰქონიათო biggrin.gif ბროხი და მუზილიც აქვს კიდე ნათარგმნი.
თვითონ ფროიდის ნაშრომები, ტოტემი და ტაბუ საკაიფოა, ერთი ილუზიის მომავალიც საინტერესოა და დოსტოევსკიზე ადრე მაქვს წაკიტხული, რაღაც მამისმკვლელობები უწერია, ესე იგი დოსტოევსკიმ მაგით გაძლო ციხეში რახან მამის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა ბავშვობიდან არაცნობიერად და უსამართლობა კი იყო მაგის ციხეში ჯდომა რა მიზეზიტაც დაიჭირეს, სამაგიეროდ მამის მოკვლის განზრახვა ჰქონდა და სამართლიანად დასაჯა განგებამ, ეგეთი განზრახვებისთვის ღირსი ვარო თურმე ეგრე თვლიდაო, მაგასაც შეიძლება არაცნობიერედ ფიქრობდა მაგდენს, ზუსტად აღარ მახსოვს.biggrin.gif ანტიკვარი იყო, თვითონვე განზრახ იფირებდა ეგეთ კომპლექსებს, პციენტების სიზმრებსაც და უამრავ სიაფანდობას, თუ თვითონ ფროიდის განზრახვები არ გაარკვიე და სიმართლეს წერსო ჩათვალე, შეიძლება ხასიათი მოგიშხამოს ადამიანს biggrin.gif

Posted by: Wrest 15 Jun 2018, 18:54
ჟოზე სარამაგუ - კაენი

დაანონსების დღიდან მოყოლებული ძალიან მაინტერესებდა. ზოგადად მიყვარს ისეთი წიგნები სადაც ავტორი ბიბლიურ თუ ისტორიულ პერსონაჟს ისე გვაჩვენებს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მის ადამიანურ გრძნობებს, შთაბეჭდილებებს, აზრებს და ა.შ. იქნება ეს იესო, ეშმაკი, იუდა, პილატე თუ სხვა.

მოკლედ ამ წიგნისგან ბევრს ველოდი საკმაოდ. ავტორს თუ გავითვალისწინებდით ერთიორად მეტსაც კი.
საბოლოოდ კი შემრჩა ერთი დიდი ###ობა biggrin.gif
ძალიან გამიტყდა, აი ძალიან.
დაიწყო ადამი და ევას ტყნაურით და დამთავრდა კაენის და ნოეს რძლების ტყნაურით..
ყლე, ყვერი, #####ი, ძუძუები, მინეტი, ინცესტი..... ყველაფერი ამ დონემდე რატო დადის თანამედროვე ლიტერატურაში?? აი რატო?
იყო კარგი მომენტებიც, იშვიათად თუმცა მაინც იყო.
მაგრამ საბოლოო ჯამში მეგონა, რომ ერეკლე დეისაძის დაწერილ რაღაც სირობას ვკითხულობდი.

მოკლედ ჩემი შეფასება 2/10.
ერთი ქულა სარამაგუ როა მაგიტო, და ერთიც იმ ჯამში ალბათ 10 საინტერესო გვერდისთვის.


Posted by: Parabola 18 Jun 2018, 17:20
Wrest
smile.gif

მესმის შენი

Posted by: LenaFlower 18 Jun 2018, 17:21
ჟოზე სარამაგუ "სიკვდილი ისვენებს"

Posted by: natia_natia9 18 Jun 2018, 23:29
ბოლოს სილვია პლათის - “ზარხუფი” წავიკითხე.. მომეწონა

Posted by: Katerina :-) 20 Jun 2018, 16:34
ნუ მალე მოვრჩები და ბარემ დავწერ მეც, აი ზლაზვნით და დიდ წვალებით ვკითხულობ მისიმას "ოქროს ტაძარს". არის ძალიან კარგი და ღრმა მომენტები, ადამიანის ქვეცნობიერში ჩაჭყეტვები, მაგრამ ცოტა დავიტანჯე და მინდა მალე მოვრჩე, რომ ფესტივალის "მონაგარს" ვეკვეთო...

პ.ს. ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ აღარ მივაგდო შუა გზაზე წიგნები და ვარ ჩემივე პირობის ტყვეობაში ... :-)

Posted by: fork 20 Jun 2018, 17:16
სოიაფის პირველი სამი ჩავარიხინე...
ყვავების ნადიმზე კი გავიჭედე.
მაშინ როცა ერთ დღეში შემიძლია დავღეჭო და გადავყლაპო,უკვე ორი კვირაა ვებღლარძუნები,დღეში თითო თავს ვკითხულობ.
ან გავზარმაცდი.
ან დავიღალე.
ან ვიზოგავ,სანამ მეხუთე გამოვა სრულად,სქელი და მაგარყდიანი.

Posted by: _Moxuci_ 20 Jun 2018, 22:39
რობერტ ჰაინლაინის "კარი ზაფხულში"

რაღაცით ქარჩხაძის "დრო" მომაგონა...

Posted by: John-obi 4 Jul 2018, 17:35
ჩარლზ დიკენსი - ორი ქალაქის ამბავი. 5/5. love.gif

Posted by: Heart_of_Darkness 5 Jul 2018, 21:55
ცოტახნის წინ, წიგნების თარო დავალაგე და ბევრი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე,
რომელიც კარგახანია წასაკითხი წიგნების რიგში დგას.
რამდენიმე წიგნი წავიკითხე, ამ ცხელ დღეებში, თუმცა ისეთი არაფერი.
1- თინეიჯერობის გახსენება მომინდა და ადერის ,,მეოცნებენი" წავიკითხე.
კითხვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს,
თუმცა ამან გამოიწვია ის, რომ ბოლო მომენტამდე წიგნში ჩემთვის არაფერი ახალი და საინტერესო არ იყო.
საკმაოდ მოსაწყენია, როცა წიგნს კადრებით გაჩვენებენ და არ გიყვებიან.
თუმცა სულ რაღაც ნახევარი დღე დავკარგე ამ წიგნის კითხვაზე და წუწუნს აღარ გავაგრძელებ.

2- ფამუქის ,,მე წითელი მქვია" მედო თაროზე, 2010 წლიდან.
სინდისმა შემაწუხასავით და წავიკითხე.
ფამუქი, როგორც ყოველთვის, საოცრად მონოტონური და მოსაწყენი იყო.
ამ კაცის წიგნებში სულ ერთი ქარგაა, უბრალოდ სახელებს, დეტალებს და ისტორიას ცვლის.
მაგრამ კითხვისას მაინც გრძნობ, რომ ბოლოში არაფერი ისეთი არ დაგხვდება,
რაც, მომავალში, ამ წიგნისადმი დაბრუნების სურვილს გაგიჩენს.
ფამუქს კარგახანს ვეწვლე.
ვერ ვიტან ისეთ წიგნებს, რომელიც იმდენად ცუდად არის დაწერილი, რომ კითხვისას უნდა ეწვალო.
თან ჩემს წიგნს გარეკანზე, დიდისამბით, ეწერა, რომ ფამუქს აღმოსავლურ ეკოს უწოდებენ...
რამდენჯერაც გარეკანზე ამ ფრაზას მოვკრავდი თვალს,
იმდენჯერ იმ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ვფიქრობდი,
რომელმაც ეს შედარება მოიფიქრება facepalm.gif

3- ვერმესის ,,ის კვლავ აქ არის" წავიკითხე და როგორც იქნა, მომენტებში, გავხალისდი.
მოწყენილობას, მაინც ჯობია.
პრინციპში, არც აქ წამიკითხავს ისეთი რამ, რაზეც მანამდე არ მიფიქრია.
თუმცა ისეთი საკითხია, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა დაიწეროს.
ჰიტლერის ან სხვა რომელიმე ნაცისტის, ფაშისტის ,,აქ ყოფნა" საქართველოშიც იგრძნობა.
არადა, ბავშვობაში, სულ მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ღაპაღუპით ცრემლები ეღვარათ გენოციდის ამსახველ ფილმზე
და მერე ეზოში გასულებს, ვინმესთან ეჩხუბათ ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით, განსხვავების გამო.
ამ ფორუმზეც, ზოგიერთ თემაში, ისეთი აზრები იწერება, ჰიტლერს რომ არაფრით ჩამოუვარდება. sleep.gif

თაროზე კიდევ ძალიან ბევრი წასაკითხი წიგნი მიდევს, რომელიც რიგს ელოდება.

Posted by: ალექსანდრა91 6 Jul 2018, 02:54
“უმანკოების მუზეუმი” ამოვწყდი. თვენახევარი მეტროში ვიკითხე. 600გცერდამდე გავედი. მერე ნერვები ამეშალა და 200 გვერდი მივამთავრე სახლში. ვერაფერი გავუგე მე ფამუქს. ან კი რა უნდა გამეგო.
ამ სიცხეში რომ გაცივდები და სიცხე გექნება სასაცილოა :დ მაგრამ 2დღე სახლში მომიწია ყოფნა ამის გამო და ოსტინის საუკუნის წინ დაწყებული “გონება და გრძნობა” დავამთავრე. ბარემ ბოლოში გავალ რაღაა მეთქი.
მერე წავიკითხე “გლდანი” . ვაა, ჯერ მეთქი რა კარგად წერს. კარგი სტილით წერს. დაგაინტერესებს. ამბის მოყოლა ეხერხება. მაგრამ რაზეც წერს ეგ ვერ დავამუღამე spy.gif ბოლოში საერთოდ ერეკლე დეისაძე დადო facepalm.gif
popcorn.gif
მოკლედ კარგი წიგნია მიგნების ხასიათზე ვარ. ჯერ არ ჩანს იმ წიგნებში რასაც ამჟამად ვკითხულობ.
Heart_of_Darkness
“მე წითელი მქვია” მნიშვნელოვნად სჯობს “უმანკოების მუზეუმს”.

Posted by: ახალგაზრდა 6 Jul 2018, 20:18
"ქარი/პინბოლი"
დიდი ხანი ველოდე ამ ორ წიგნს და დიდი ვერაფერი კმაყოფილი დავრჩი. ყველაზე საინტერესო მთელს სიუჟეტში პინბოლია მანქანის ძებნა იყო წიგნის დამათავრებამდე 30 ფურცლით ადრე რომ გამოხტა საიდანღაც

"ღამის ცირკი"
გემრიელად წავიკითხე და ძალიანაც მესიამოვნა კიდეც, თითქოს რაღაცის შიმშილი დამიოკა <3

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2018, 00:52
კალვინოს "თუ ზამთრის ღამით მოგზაური", რომელიც ყველა მკითხველმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით.

სარამაგუს "კაენი" - ჟოზეს ჩვეული სარკაზმი ბიბლიურ თემებზე.

ორივე წიგნს ვუწევ რეკომენდაციას. საზაფხულოდაც და საზამთროდაცlove.gif


Posted by: senpai 11 Jul 2018, 12:03
user posted image

ზაფხულში ესე გემრიელად ჯერ არ წამიკითხავს კაფკა biggrin.gif

Posted by: Бездомный.бог 15 Jul 2018, 01:59
ნინო თუთბერიძის "ვაკეში ქირავდება ბინა"

საკმაოდ კარგი წიგნია და ძალიან
რთული საშოვნელია

Posted by: seeman 16 Jul 2018, 17:33
დურემანტის "მინოტავრიდან" შემხვდა რაღაც მომენტი ონლაინში და მაგრად მომეწონა ვინმეს წაკიტხული გაქვთ მართლა ასეთი კარგია თუ მარტო ფრაგმენტია ?

ადრე მაქვს მაგის რაღაც რომანები წაკიტხული და საერთოდ არ მომეწონა რაღაც ფსიქოლოგიური დეტექტივები აქვს "მინდა ვიყო კაფკა" მასტის შთაბეჭდილება დატოვა

Posted by: 4L3X 16 Jul 2018, 17:38
seeman
პატარა რომ არ ყოფილიყო "მინოტავრი" ვერ გავუძლებდი. ცუდი არ არის მაგრამ "გადავირიეთქო" ტყუილი იქნება. მეორე "დავალება" გაფუჭებული კარგი იდეაა.

Posted by: seeman 16 Jul 2018, 21:20
4L3X

QUOTE
მეორე "დავალება" გაფუჭებული კარგი იდეაა.



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგეთი მწერალია

Posted by: senpai 16 Jul 2018, 21:29


seeman
კითხულობ ან გეგმაში გაქვს რაიმე საინტერესოს კითხვა ?

Posted by: seeman 16 Jul 2018, 21:33
senpai

ეხლა ბელის პეტერბურგს ვკითხულობ მეორედ წლების მერე და მაგრად მისწორდება ძაან მაგარია

მერე შვებულებისთვის პრუსტის მეორე ტომი მინდა წავიგდო ტყეში ჰამაკში სიწყნარეში biggrin.gif წესით უნდა ვიშოვო

შენ რას იქმნ იოზეფი გაქვს ამოჩრილი იღლიაში biggrin.gif ?

Posted by: senpai 16 Jul 2018, 21:43
seeman
QUOTE
შვებულებისთვის პრუსტის მეორე ტომი მინდა წავიგდო ტყეში ჰამაკში სიწყნარეში

up.gif

QUOTE
შენ რას იქმნ იოზეფი გაქვს ამოჩრილი იღლიაში?

yes.gif givi.gif ველოდები მეც დასვენების პერიოდს, მართლა მედიტაციური სიჩუმე ჭირდება მაგ წიგნს.

QUOTE
ეხლა ბელის პეტერბურგს ვკითხულობ მეორედ წლების მერე და მაგრად მისწორდება ძაან მაგარ

მაგარია, ვიცოდი შენ გაგისწორდებოდა. ამსგავსებ ვინმეს ვინც აქამდე წაგიკითხავს ?

პ.ს. ახალი მწერალი ხო არ გაჩIთე ვინმე ?

Posted by: seeman 16 Jul 2018, 22:25
senpai

QUOTE
მაგარია, ვიცოდი შენ გაგისწორდებოდა. ამსგავსებ ვინმეს ვინც აქამდე წაგიკითხავს ?


ისეთ დროს აქვს დაწერილი biggrin.gif მაშინ მასე მემგონი არავინ წერდა. ისე ჯოისის ულისესაც კი წააგავს .მაგარი ტექსტია ძაან

ხო მანის ეგ რომანი მეც მაინტერესებს და დოქტორ ფაუსტუსსაც მინდა ერთი დავუჯდე. ამ ფაუსტუსს ხშირად ვაწყდებოდი ბუკინისტებში ბევრნაირ თარგმანს აი იოზეფი არასდროს მინახია

QUOTE
პ.ს. ახალი მწერალი ხო არ გაჩIთე ვინმე ?


ახალი არავინ ძველებს ვუტრიალებ ძირითადად. ის ვიტკევიჩი წაიკითხე მოგეწონა ?

Posted by: senpai 16 Jul 2018, 23:00
seeman
10 ლარი დამიფასა ბუკინისტმა ცოტა ძველი ორტომეული, შედარებით ახალი 20 ლარად. შევაჭრება შეიძლება ისე ყოველთვის, არც ეგეთი არაა რომ მაგხელა ფასებს ადებენ და მაინც უდევთ მტვრიანი.

QUOTE
ვიტკევიჩი წაიკითხე მოგეწონა ?

yes.gif კი, წერის მანერა ზუსტად საჩემო აქვს.

QUOTE
ფაუსტუსს

ეს ბოლოს წასაკითხია ალბათ მანის შემოქმედებიდან. უკვე ამოწურული რომ გაქვს ძირითადი ნოველები და რომანები.


Posted by: Heart_of_Darkness 16 Jul 2018, 23:37
ბორის ვიანის ,,გულსაგლეჯი" გადავიკითხე.
,,დღეთა ქაფი" უფრო მომწონს, მაგრამ ვიანს მაინც, განსაკუთრებული, ადგილი აქვს ჩემს გულში.


QUOTE (seeman @ 16 Jul 2018, 22:25 )
აი იოზეფი არასდროს მინახია

seeman
მე ორი გამოცემა მაქვს, ერთი შავი და მეორე ლურჯი.
ერთი რვად ვიყიდე, მეორე 10-ად.
ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაში შევიძინე.
მეორეს რომ ვუყურებდი, ბუკინისტთან, იმან: Чего смотришь, очень редко бывает... бери бери-ო
და მეორე კომპლექტით გამომიშვა.
ახალ გამოცემებში ეს მომწონს: https://www.ozon.ru/context/detail/id/29392140/
იაფიანი გამოცემაც არის, გამოწერით, სადღაც 20ლარამდე დაიჭერს,
მაგრამ იმ, წითელ, სერიას საშინელი პოლიგრაფიული ხარისხი აქვს.

Posted by: seeman 17 Jul 2018, 22:13
senpai
Heart_of_Darkness

სად პოულობთ : ) მე რამდენჯერაც ვიკითხე არასდროს არ იყო

Heart_of_Darkness

QUOTE
იაფიანი გამოცემაც არის, გამოწერით, სადღაც 20ლარამდე დაიჭერს,


ეგეთი კლასის მაქვს უკვე https://www.ozon.ru/context/detail/id/6586497/ ეს გამოცემა .საერთოდ არ მომეწონა .ეტყობა გამომცემლობას რო კონკრეტულად ადვილად გაყიდვაზე და რეკლამირებაზეა ორიენტირებული down1.gif

Posted by: senpai 17 Jul 2018, 23:56
user posted image

ცოტა დაგვიანებული კია ამის კითხვა ჩემთვის, მარა მაინც შეიძლება დასკვნების გამოტანა ბევრ საინტერესო თემაზე.



seeman
ჩნდება ხოლმე პერიოდულად, ძვირიან ბუკინისტებში მუდმივად არის და თუ მზად ხარ მაგდენი გადაიხადო, ხვალევე გადი მარჯანიშვილის მეტროს ხელმარცხნივ ბუკინისტებში. 3-ჯერ ძვირი დამიფასეს ყველაზე უბრალო წიგნი biggrin.gif

Posted by: larakroft 18 Jul 2018, 00:08
იერიქონის ვარდები-გრიგოლ ფერაძე........... <3

Posted by: nick_el_son 18 Jul 2018, 18:59
Ready player one

სუპერ! up.gif

ფილმსაც გაცილებით სჯობს (მიუხედავად იმისა რომ ფილმიც კაია) yes.gif


Posted by: Krusty_the_Clown 22 Jul 2018, 13:18
გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა სევდა, სულების კიდობანი
love.gif

Posted by: Ziggy Pop 22 Jul 2018, 13:47
თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება).
თანამედროვე ლიტერატურაში რაც დაწერილა ბოლო 10 წელში და მეტშიც, ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი. ყველას გირჩევთ!

Posted by: John-obi 25 Jul 2018, 16:10
გუშინ დავიწყე ეტვუდის "მხევლის წიგნის" კითხვა, 4 თავი წავიკითხე და იმდენად საშინლად წერს ეს ქალი რომ შემოვდე ისევ წიგნი თაროზე. არადა ძალიან არ მიყვარს ხოლმე წიგნის შეწყვეტა.

ჰოდა, დაგრუზული ვარ ძაან, ცოტა ხანი პაუზა უნდა ავიღო, არაფერს წავიკითხავ. აი ასე!

Posted by: Nicola_Rizzoli 26 Jul 2018, 13:08
"მე ვარ დიეგო"- საკმაოდ კარგი წიგნი იყო. ნორმალურად აღწერს ყველაფერს მარადონა.
კარგად წასაკითხი წიგნია და , ამავდროულად,დაინტერესებს ფეხბურთის მოყვარულებს.

Posted by: Jules Winnfield 26 Jul 2018, 13:27
ლავკრაფტის რენდოლფ კარტერის ჩვენება დავიწყე და მივატოვე შუა გზაში. შეიძლება ნათარგმნიც ცუდია, მარა ნაწარმოებიც რაღაც ვერ დავუმუღამე. მგონი დაბოლილი წერდა

Posted by: nikolozz93 26 Jul 2018, 14:11
გამარჯობა, პიატოსა და ლიტერატურულის გარდა რომელ კაფეს ან ბარს მირჩევდით, სადაც წიგნის კითხვისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი?

Posted by: seeman 26 Jul 2018, 21:33
საოცარი წიგნია .მეორედ წავიკთხე და არ მახსოვდა თურმე რა დონეზე წერდა ეს კაცი ჯერ კიდე ჯოისამდე .

ბევრი ხოტბა მეზარება მოკლედ სუპერ წიგნია მოდერნიზმი და ცნობიერების ნაკადები ვისაც ევასება გაჯერებული თეოსოფიით კოსმოგონიებით ფილოსოფიებით და ამბებით იმათვის მისწრებაა.

ძაან ბევრი ასოციაცია დამიტოვა ჰერმან ბროხი გამახსენა ბევრ მომენტში (როგორ მაინტერესებს თუ ქონდა ამ მომავალ პაკალენიას ჯოისის საძმოს ეს წიგნი წაკითხული biggrin.gif ) ხო კიდე წიგნის გარეკანს მაგრად მოუხდებოდა მუნკის Evening on Karl Johan Street . ამის ასოციაციაც გამიჩნდა

Posted by: senpai 26 Jul 2018, 22:08
seeman
დაახლოებით 20 წელია სხვაობა ბელის და ბროხს შორის (მსგავს მწერლობაში) biggrin.gif

Серебряный голубь წაიკითხე, ეგეც მოგეწონება.

Posted by: seeman 26 Jul 2018, 22:42
senpai

ეხლა Котик Летаев ვეცდები წავიკითხო ადრე დავიწყე და მივატოვე მაგრამ მაშინ მზად არ ვიყავი biggrin.gif .ეხლა ისე ბეგლად გადავხედე პირველ გვერდს რამდენიმე ისეთი ალუზია შემხვდა მაშინ რო ვერ მეცოდინებოდა biggrin.gif

ჯერ რა დასაწყისი აქვს

Здесь, на крутосекущей черте, - в прошлое я бросаю немые и долгие
взоры...
Мне - тридцать пять лет: самосознание разорвало мне мозг и кинулось в
детство; я с разорванным мозгом смотрю, как дымятся мне клубы событий; как
бегут они вспять...

biggrin.gif

მერე ნელ ნელა მივყვები ყველაფერს ეგ გოლუბიც მაინტერესებს და მოსკოვიც

Posted by: senpai 26 Jul 2018, 23:37
seeman
გოლუბი პირველი იყო და იმიტომ გითხარი.


ჯერჯერობით მძიმედ მიმდის მანი, მაგარი განწყობა ჭირდება და ვერ ჩავუჯექი სათანადოდ.


მანამდე ამას ვკითხულობ, იქნებ მოიტანოს განწყობა.

user posted image

Posted by: seeman 27 Jul 2018, 15:40
senpai

ჰამსუნი ადრე ვცადე დამეწყო რომელი იყო არ მახსოვს ოღონდ .(პიატნიცა რო იჩითება ვიღაც ხეიბარი ეგ დავიწყე) და ვაფშე არ დამევასა სადღაც შუამდე მივედი და დავხურე

მანს მომავლისთვის ვინახავ ეგ ძაან პიზდეცინტელექტულია biggrin.gif

Posted by: Menzoorqa 27 Jul 2018, 16:12
Дмитрий Нагишкин- "Сердце Бонивура"

Posted by: senpai 27 Jul 2018, 17:12
seeman
QUOTE
პიატნიცა რო იჩითება ვიღაც ხეიბარი ეგ დავიწყე

მისტერიები, მე მომწონს.

კიდე რა არი ეგეთი რაც არ დაგიმთავრებია და აპირებ ?

კანეტი ? სელინი ? მუზილი ?


Posted by: seeman 27 Jul 2018, 21:57
senpai

QUOTE
კიდე რა არი ეგეთი რაც არ დაგიმთავრებია და აპირებ ?


პირველ რიგში ალბათ ჰესე "იგრა ვ ბისერ" ადრე დავიწყე და მალევე მივაგდე

კიდე არის რამდენიმე რომელიც ვერ წავიკითხე მაგალითად კამიუს Чума , სელინის "სიკვდილი კრედიტში" ეს 2 ჯერ ვცადე biggrin.gif მილერის "ბიგ სური" (აქედან მემგონი შენ დადე რაღაც ფრაზა და ალბათ კითხულობ) ნუ კანეტიც, მუზილი ჯერ არ მიცდია

2 ჯერ წაკითხულების სია ასეთია biggrin.gif : კამიუს უცხო და დაცემა (ამათმა სარკეში ჩამახედეს თავის დროზე ) კობო აბეს ადამიანი ყუთი (ეს მემგონი 3 ჯერ წავიკითხე სხვადასხვა დროს პატარა ნოველაა) ხმაური და მძვინვარება ( ეს რომანი სხვანაირად მიყვარს ძალიან დონეა) ჯოისის ულისე მევასება მაგრად, ბელის პეტერბურგი,დანტეს კომედია (ჯოჯოხეთი ორჯერ წავიკითხე პიზდეცია) ბეკეტის მოლოი (ამის სხვებსაც მივყვები მაგრამ ხასიათი ჭირდება ) ხო მარკესის მოთხრობებს ვატრიალებ ხოლმე ძაან მევასება გაბო ეგეც სუპერია

ჯერ ეს სიააა : )
შენი მიგდებულებიც დადე (მაინც არავინ პოსტავს და გავერთოთ რა biggrin.gif)

Posted by: senpai 27 Jul 2018, 22:34
seeman
QUOTE
შენი მიგდებულებიც დადე

დიდტანიანი წიგნების ნახევარზე მეტი ვერ წავიკითხე პირველივე ჯერზე. მოდი ცოტა უცნობებს დავწერ ჯერ, რომ საინტერესო იყოს და გაეცნონ სხვებიც. კლაველის - სიოგუნი, რობერტსის - შანტარამი, რიბაკოვის - Дети арбата, ფოლეტის - Столпы земли, დიკენსის - Dombey and son, ივანოვის - Вечный зов. ნუ ცნობილებზე(ამ ფორუმის ფარგლებში) აღარ ვამბობ: ომი და მშვიდობა, ქარწაღებულნი, წყნარი დონი, ამაოების ბაზარი, დეკამერონი, სენკევიჩის ყველა რომანი და რა მოთვლის კიდე.

რამდენიმე ცდაზე მაინც წავიკითხე, მარა ნუ პირველი იყო ყველაზე რთული biggrin.gif

QUOTE
კობო აბეს ადამიანი ყუთი

ეს მეც მივაგდე და საბოლოოდ თან biggrin.gif

ჰესეს გერტრუდა, ნარცისი ვერ წავიკითხე.

სამაგიეროდ გემრიელად წავიდა ისეთი მწერლები როგორიცაა: მილერი, სელინი, ჰამსუნი, ჰოთორნი, მაირინკი, გოტიე, პლატონოვი, ბუნინი, ანდრეევი, კალვინო, მისიმა, ვულფი(ყველა biggrin.gif ) ფრიში, კუნდერა. მეტს ვერ ვიხსენებ ამ წამს biggrin.gif

იაპონელ მწერლებზე ვრცლად დავწერ მერე თუ გინდა. ბევრი უცნობი და მაგარი მწერლები ყავთ და როგორ მინდა ითარგმნოს.

Posted by: galaqtikosi 28 Jul 2018, 14:52
senpai
დაწერე იაპონელ მწერლებზე, საინტერესოა

Posted by: Heart_of_Darkness 29 Jul 2018, 23:46
თამთა მელაშვილის ,,აღმოსავლეთით" წავიკითხე.
რაღაც პერიოდის განმავლობაში, სულ ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ ვწელავდი.
ქართველი თანამედროვე ავტორების ნაშრომებს რომ ვკითხულობ, გულის სიღრმეში, ცოტა ვნერვიულობ,
არ მინდა, რომ იმედი გამიცრუონ.
ჰოდა, გამიმართლა.
ელენე დარიანის ლექსები მიყვარს
და ის ვერსიაც მომეწონა, რომელიც ამ წიგნში გაჩნდა.
მოკლედ მომწონს, ის ამბები, რომელსაც თამთა ჰყვება და ამ ამბების მოყოლის მანერაც.

ისევ როგორც ,,გათვლას" წაკითხვის შემდეგ, ახლაც ვინანე, რომ თავის დროზე, მისი საგანი არ ავირჩიე
და ავტორის, პირადად, გაცნობის შანსი ჯერ არ მომეცა.

Posted by: ბანჯოო 1 Aug 2018, 22:48
"მამა გორიო"

ძალიან მომეწონა. user.gif

Posted by: Heart_of_Darkness 4 Aug 2018, 00:19
ბათუმელების მსოფლიო კლასიკის სერიას მივყვები.
ბოლოს, ,,შემწვარი მწვანე პომიდვრები..." წავიკითხე.
ღრმა ბავშვობაში ფილმი მქონია ნანახი და აღარც მახსოვდა.
კითხვის დროს მახსენდებოდა ეპიზოდები.
მთლიანობაში, ,,რომ წავიკითხე არაფერი მომეტა და რომ არ წამეკითხა არც არაფერი დამაკლდებოდა"
წიგნების კატეგორიას მივაკუთვნე.

ახლა, სმითის ,,თეთრ კბილებს" ვკითხულობ და, პირველი 300 გვერდით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,
რომ იმავე კატეგორიის წიგნია.
ვნახოთ, წაკითხვის შემდეგ, რა ემოცია დამრჩება.

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 03:58
ბათუმელებისთვის მსოფლიო კლასიკა ცოტა ისეთი თემაა
ზოგადად ბათუმელები,თავისი მკითხველიანად,იშვიათი გამონაკლისის გარდა,კლასიკასთან და მართლა ღირებულ წიგნებთან ცოტა შორს არიან

Posted by: CanterburyTales 4 Aug 2018, 09:06
კოტე მარჯანიშვილის ბიოგრაფია

Posted by: Joiner 4 Aug 2018, 22:07
რობერტ რ. მაკკამონი - ბიჭის ცხოვრება up.gif


senpai
კიდევ ერთის თხოვნა იაპონელებზე. user.gif

Posted by: senpai 7 Aug 2018, 17:44
სამწუხაროდ აქამდე ვერ მოვახერხე და ეხლა დავწერ იაპონელ მწერლებზე, რომლებიც დამამახსოვრდნენ რაღაცა განსაკუთრებული კუთხით, ან მოახდინეს იმ კონკრეტულ მომენტში შთაბეჭდილება. არვიცი რამდენი გამახსენდება, მივყვები და ვნახოთ.

დავიწყებ ყველასთვის სარეკომენდაციო და უნივერსალური მწერლით. აკუტაგავა - ნებისმიერ ასაკში სიამოვნებით წასაკითხი, მაგიური მწერალი. ყველაფერი წაიკითხეთ რაც ჩაგივარდებათ ხელში.

კაბავატა - მე ჯერჯერობით ვაღიარებ ერთადერთ შედევრს, რაც მან დაწერა. Стон горы. ყველაზე "იაპონური" ნაწარმოები რაც წამიკითხავს, ლამაზი, სევდიანი, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. კითხულობ და გგონია უყურებ კადრებს, აკვირდები სიტუაციას და შეფასებები ჯერ არ მოდის, სანამ ფინალამდე არ მიხვალ.

კობო აბე - ბევრი ლაპარაკი არ უნდა პრინციპში, ბევრი დაიწერა აქაც და ისეც. აუცილებლად წასაკითხია ქალი ქვიშაში, რომანი, რომელმაც ზუსტად იგივე გზა გამატარა, რაც ჰამსუნის შიმშილმა, ჯერ გაკვირვება, მერე გაბრაზება, მერე გმირების ადგილზე თავის დაყენება და პროტესტი, ბოლოს უარყოფა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი აღიარება რომ გენიალური რამ წავიკითხე, რამაც როგორც მკითხველი შემცვალა და ტკბილ-მწარე სიამოვნება მიმაღებინა. სხვა ნაწარმოებები, რაც წავიკითხე არ მომეწონა.

მისიმა - ჩემთვის ყველაზე проницательный მწერალი იაპონელებიდან. ოქროს ტაძარი იცით ბევრმა, მე დავამატებდი ნიღბის აღსარებას და Море изобилия-ს. ვერ ვაფასებ ამ მწერალს, სუბიექტური ვარ.

ტანიძაკი - შედარებით ახლადწაკითხული და ჯერ ბოლომდე გადაუხარშავი მწერალია ჩემთვის, Снежный пейзаж ღირს წაკითხვად. იაპონური ოჯახის ისტორია, დებს შორის ურთიერთობა, კულტურა როგორ მოქმედებს ოჯახზე.

სიუსაკე ენდო - ზღვა და შხამი. სასტიკი ნაწარმოები, მეორე მსოფლიო ომის დროს რა ცდებს ატარებდნენ ამერიკელ სამხედროებზე იაპონიაში. ექიმების გადაწყვეტილებები და არჩევანი.

სეი სიონაგონი - მარტოობის ჟამს ჩანაწერები. 1000 წლის წინაც არსებობდა იმპრესიონიზმი თურმე. წიგნი, რომელიც ქალებს სამაგიდოდ უნდა ედოთ წესით, გადაიკითხო ნებისმიერ დროს, დაკტბე, დააგემოვნო. როგორც დამამშვიდებელი საშუალებაც, საკმაოდ ეფექტურია.

გაგრძელებას დავწერ მოგვიანებით...

Posted by: Nikalas 7 Aug 2018, 20:13
The Subtle Art of Not Giving a Fuck - ##ეზე დაკიდების სათუთი ხელოვნება

Posted by: Krusty_the_Clown 9 Aug 2018, 20:14
მღვდლის ცოდვა, გოდერძი ჩოხელი
----------------

Posted by: დოჩანა 9 Aug 2018, 20:29
აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან

აქაიქ კერუაკს , ჰენრი მილერს, ვკითხულობ ხოლმე ტელეფონში, შიშველ საუზმესაც

Posted by: Sixto 9 Aug 2018, 21:56
ირონიულად არ ვკითხულობ,მართლა მაინტერესებს. ამ თემის მიზანი რა არის?

Posted by: Heart_of_Darkness 9 Aug 2018, 22:06
წავიკითხე ,,თეთრი კბილები", პირველი შთაბეჭდილება, სამწუხაროდ, არ შეცვლილა.
ნამდვილად, ,,რომ წავიკითხე არაფერი მომეტა და რომ არ წამეკითხა არც არაფერი დამაკლდებოდა" კატეგორიის წიგნია, ჩემთვის.
ახლა, ,,გოლემის" გადაკითხვა მომინდა,
პირველად, დიდი ხნის წინ, რუსულად წავიკითხე, მაგრამ რუსულად წიგნი არ მაქვს,
ამიტომ ქართულად ვკითხულობ და თარგმანს, მაინცდამაინც, ვერ მოაქვს.
მესამე დღეა 50-ე გვერდზე ვარ.
რუსულად უკეთესად აღვიქვამ წიგნის ატმოსფეროს, თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.

senpai
QUOTE (senpai @ 7 Aug 2018, 17:44 )
სიუსაკე ენდო - ზღვა და შხამი. სასტიკი ნაწარმოები, მეორე მსოფლიო ომის დროს რა ცდებს ატარებდნენ ამერიკელ სამხედროებზე იაპონიაში. ექიმების გადაწყვეტილებები და არჩევანი.

ქართულად თარგმნეს როგორც ,,ზღვა და საწამლავი".
ძალიან დიდი ხნის წინ, სადღან 15-16 წლის ასაკში, გავეცანი ამ ავტორს.
ჯერ დიმფნა კიუსაკის ,,შენ უნდა სძლიო სიკვდილს" წავიკითხე,
ეს შედარებით მსუბუქია, მელოდრამატული ავტორია, ჩემთვის.
შემდეგ სიუსაკი ენდო დავაყოლე.
ენდოს ,,ქალი, რომელიც მივატოვეც" იმ დროს წავიკითხე, ახლაც მახსოვს მომენტები.
რა თქმა უნდა, ,,ზღვა და საწამლავი" უფრო ძლიერია.
თუმცა, როგორც მახსოვს, ქართულად რუსულიდან იყო თარგმნილი და,
მაინცდამაინც, კარგი თარგმანი ვერ იყო.

Sixto
ერთმანეთს ვუზიარებთ წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს.


Posted by: senpai 9 Aug 2018, 22:40

Heart_of_Darkness
QUOTE
რუსულად უკეთესად აღვიქვამ წიგნის ატმოსფეროს, თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.

yes.gif

QUOTE
ძალიან დიდი ხნის წინ, სადღან 15-16 წლის ასაკში

80-იანი ხარ ? spy.gif


Posted by: AgvirchaxsniliMachvi 9 Aug 2018, 22:50
სტრუგაცკების "Град обреченный"-ს ვიწყებ ეხლა, ძალიან დამაინტერესა

Posted by: Heart_of_Darkness 9 Aug 2018, 22:51
senpai
QUOTE (senpai @ 9 Aug 2018, 22:40 )
80-იანი ხარ ?  spy.gif

არა,
2000-იანებს ისე აღვიქვამ, უკვე, თითქოს ძალიან დიდიხნის წინ იყო.
თან, იმ დროსთან შედარებით სულ შემეცვალა გემოვნება.
დღეს, ჟორჟ სანდს რომ მომკლა ვერ წამაკითხებ, მაშინ კი სულ სხვა ვიყავი biggrin.gif
ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც საახლობლოს ბიბლიოთეკაში ვიპოვიდი.

Posted by: senpai 9 Aug 2018, 22:55
Heart_of_Darkness
QUOTE
ჟორჟ სანდს რომ მომკლა ვერ წამაკითხებ

ცვაიგი წაიკითხე მაშინ.

QUOTE
ყველაფერს ვკითხულობდი

ჭაობიც წაიკითხე ? drug.gif

Posted by: Heart_of_Darkness 9 Aug 2018, 23:06
senpai
ცვაიგთან, სადღაც, 16 წლის ასაკში დავამთავრე ურთიერთობა.
QUOTE (senpai @ 9 Aug 2018, 22:55 )
ჭაობიც წაიკითხე ?  drug.gif

ჭაობიც, ინტერგოგონაც, შავი ვარდიც, მონანიებაც და ყველაფერი,
რაზეც მეუბნებოდნენ ეგ აკრძალულია ცენზურის მიერო biggrin.gif facepalm.gif
მძიმე დრო იყო.
მაშინ, ჩემთვის, არ იყო ხარისხიანი ლიტ-რა ისე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

Posted by: senpai 9 Aug 2018, 23:24
Heart_of_Darkness
QUOTE
ცვაიგთან, სადღაც, 16 წლის ასაკში დავამთავრე ურთიერთობა.

ადრე მოგსვლია. მაგ დროს ეწყებათ ხოლმე გოგოებს გახსნა ზუსტად ცვაიგისადმი biggrin.gif


QUOTE
რაზეც მეუბნებოდნენ ეგ აკრძალულია ცენზურის მიერო

ლოურენსი ? ჰოთორნი ?

QUOTE
მაშინ, ჩემთვის, არ იყო ხარისხიანი ლიტ-რა ისე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

16 წლისას ნეტა რას ვურჩევდით საინტერესოა ეხლანდელი გადმოსახედიდან.

Posted by: Heart_of_Darkness 10 Aug 2018, 00:06
senpai
QUOTE (senpai @ 9 Aug 2018, 23:24 )
ადრე მოგსვლია. მაგ დროს ეწყებათ ხოლმე გოგოებს გახსნა ზუსტად ცვაიგისადმი biggrin.gif

ნწ, უფრო დამიგვიანდა.
ე.წ. ,,ქალურ ლიტ-რას", სადღაც 13-დან 15 წლამდე ვკითხულობდი,
დამიგვიანდა რა,
ჯენი გერჰარდი, ჰავაის ბულბული, ლამაზი მეგობარი, კერი და მისთანები არც მაშინ მომწონებია.
არც იმ ასაკში ვახდენდი ამ რომანების გმირებთან თვითიდენტიფიკაციას რომ მომწონდებოდა ეს წიგნები.

ისე, რატომ აფასებთ ასე სტერეოტიპულად ,,გოგონების გემოვნებას"? spy.gif
ამიტომ არ მიწერია ფორუმზე სქესი,
მონიშნავ ,,მდედრობითს" და შენდაუნებურად, ვიღაც შთაბეჭდილებას იქმნის,
რომ სპარქსის ფანი ხარ, ან მოესის შემოქმედებაზე გიჩუყდება გული.
QUOTE
ლოურენსი ? ჰოთორნი ?

ლოურენსის ,,ლედი ჩატერლეის საყვარელი" დაახლოებით იმ პერიოდში წავიკითხე.
,,ალისფერი დამღა" მოგვიანებით, ორიგინალში წავიკითხე. boli.gif
QUOTE
16 წლისას ნეტა რას ვურჩევდით საინტერესოა ეხლანდელი გადმოსახედიდან.

ვურჩევდით რა,
წაკითხვის შემდეგ ,,ასეთ ნაგავს, მეც დავწერ" შეგრძნებას რომ ტოვებს წიგნი,
ის ხარისხიანი რომ არ არის მაგას ვხვდებოდი.
თან მაშინ ლიტ-რის კარგი მასწავლებელი მყავდა, ხსნიდა რით განსხვავდება ხარისხიანი ნაწარმოები ნაკლებად ხარისხიანისგან,
ესეებს გვაწერინებდა, რაც უფრო მეტს წაიკითხავდი, მით უფრო მეტი მაგალითი მოგყავდა საკუთარი პოზიციის დასაცავად და საინტერესო იყო.
ამავდროულად ლიტერატურის კურსზე დავდიოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში,
თანატოლებთან, დიდისამბით ვარჩევდით ხოლმე ვინ რა წაიკითხა, რა მოეწონა, რა არ და რატომ.
წაკითხული წიგნების რაოდენობაში ვეჯიბრებოდით-სავით.
უბრალოდ, კარგი წიგნები იყო ცოტა და ნაკლებად ხელმისაწვდომი.

Posted by: senpai 10 Aug 2018, 00:22
Heart_of_Darkness
QUOTE
ამიტომ არ მიწერია ფორუმზე სქესი,

სიმართლე გითხრა მე დიდიხანი გაურკვეველი სქესის მეგონე, ქალისთვის არადამახასიათებელი აგრესიული წერის მანერით. biggrin.gif

რატომ არ წერენ სქესს ფორუმზე, სადაც ისედაც ყველაფერი დაფარულია, ეგ კიდე ცალკე საკითხია და ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ალბათ biggrin.gif რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ფორუმის ფორმატს.

QUOTE
მონიშნავ ,,მდედრობითს" და შენდაუნებურად, ვიღაც შთაბეჭდილებას იქმნის,
რომ სპარქსის ფანი ხარ.

რა სისულელეა, ეგაა ზუსტად შენი სტერეოტიპი, აი შენთვითონ შექმენი ეხლა.

შთაბეჭდილება იქმნება იმის მიხედვით თუ რას კითხულობ, რა თემებზე და როგორ აქტიურობ აქ და ა.შ.


პ.ს. გემოვნებიანი ლიტერატურის კითხვა ესე აპრეტენზიულებს ქალს ? mad.gif vik.gif

Posted by: Poppysmic 10 Aug 2018, 10:30
სარამაგუს კეანი

უნდა მომწონებოდა ???...

Posted by: Feeling 10 Aug 2018, 10:56
ჯოჯო მოიესი- "მე შენამდე" და "შენს შემდეგ"

მომეწონა,ერთხელ წასაკითხი სასიამოვნო წიგნია

იმდენად ადვილად და სწრაფად იკითხება,ეხლა რაც დავიწყე ვერაფერი მიმყავს ბოლომდე,რაღაცნაირად სულ იმაზე მეფიქრება

Posted by: Poppysmic 10 Aug 2018, 11:13
Feeling
ეგ მაგარი შეგრძნებაა, ჯერ კიდევ იმ წიგნში რომ ხარ..



კინო მაქვს ნანახი და წიგნს ვერარ წავიკითხავ sad.gif


აი "შენ შემდეგ" დამაინტერესა gigi.gif

Posted by: Feeling 10 Aug 2018, 14:39
Poppysmic
QUOTE
ეგ მაგარი შეგრძნებაა, ჯერ კიდევ იმ წიგნში რომ ხარ..



კინო მაქვს ნანახი და წიგნს ვერარ წავიკითხავ 


აი "შენ შემდეგ" დამაინტერესა 



რაღაცნაირად სულ მაგაზე მეფიქრება,ისე ალბათ ბანალურად გამომივა,მაგრამ ფილმი წიგნთან ვერც მივა,ოდნავაც კი...ფილმის ყურება დავიწყე და იმდენად სისულელედ მეჩვენა გამოვრთე... შენამდე-ს უფრო მეტი ემოცია აქვს მგონი ვიდრე შენს შემდეგს,მაგრამ ორივე ღირს წაკითხვად )))

Posted by: Heart_of_Darkness 10 Aug 2018, 15:08
senpai
QUOTE (senpai @ 10 Aug 2018, 00:22 )
ქალისთვის არადამახასიათებელი აგრესიული წერის მანერით. biggrin.gif

სად, როდის? spy.gif

ჩემი აღქმით, სულ სითბოს და სინაზეს ვასხივებ givi.gif
QUOTE
რა სისულელეა, ეგაა ზუსტად შენი სტერეოტიპი, აი შენთვითონ შექმენი ეხლა.

საქმე იმაშია, რომ მაგალითად, ბიბლუსში რომ შევდივარ და კონსულტანტი დახმარებას მთავაზობს,
თითქმის ყოველთვის სპარქსის, მოესის და შაფაქის წაკითხვას მირჩევენ. user.gif

Posted by: senpai 10 Aug 2018, 15:21
Heart_of_Darkness
რავიცი, ბევრგან შემიმჩნევია, მათ შორის უშუალო კონტაქტის დროსაც. არც კაცივით გითქვამს, მარა ქალისასაც არ გავდა biggrin.gif

QUOTE
თითქმის ყოველთვის სპარქსის, მოესის და შაფაქის წაკითხვას მირჩევენ.

და შენც გაბრაზებულმა ამას როგორ მთავაზობენო განაზოგადე ეგ ამბავი და ფორუმზეც გადმოიტანე თითქოს აქ ყოფილა ეგ თემა ვინმესთან მიმართებაში. (ნუ ვინც ღიად აცხადებს რომ მაგათი ფანია იმათ გარდა biggrin.gif )

პ.ს. ვიზუალის ბრალია ალბათ user.gif მე ეგრევე სპორტულ წიგნებს მთავაზობენ biggrin.gif (პიჯაკი და სათვალე თუ მიკეთია მაშინ უფრო კლასიკას)


Posted by: Heart_of_Darkness 10 Aug 2018, 15:43
senpai
QUOTE (senpai @ 10 Aug 2018, 15:21 )
არც კაცივით გითქვამს, მარა ქალისასაც არ გავდა biggrin.gif

და მაინც, როგორია კაცივით ნათქვამი და ქალივით ნათქვამი?

,,აჰააჰაას" და ,,)))))" თუ დავწერ, ქალური ნაწერი მექნება
და თუ ,,######"-ს კაცური? biggrin.gif
შენც ანზოგადებ.

QUOTE
და შენც გაბრაზებულმა ამას როგორ მთავაზობენო განაზოგადე ეგ ამბავი და ფორუმზეც გადმოიტანე თითქოს აქ ყოფილა ეგ თემა ვინმესთან მიმართებაში.

უფრო კონკრეტულად, ცვაიგი იმდენად არ მომწონს, რომ ცვაიგის შემოთავაზებაზე პასუხიც იყო.

QUOTE
პ.ს. ვიზუალის ბრალია ალბათ

ალბათ.
ისე, რუსული და ინგლისური წიგნების დახლის წინ თუ დადგები,
მაშინ საერთოდ არაფერს გთავაზობენ biggrin.gif

Posted by: senpai 10 Aug 2018, 16:47
ვიწყებ ტრილოგიის კითხვას ამ წიგნით. იმედია ნორმალური იქნება. რაღაც სადომაზო წიგნები აღარ წამიკითხავს ამ ბოლო დროს. biggrin.gif

user posted image









Heart_of_Darkness
QUOTE
როგორია კაცივით ნათქვამი და ქალივით ნათქვამი?

სიმკაცრეზე იყო ნათქვამი თავიდან, ანუ მკაცრი კაცის ნაწერი უფრო სხვანაირია და ქალის სხვანაირი. შენ ერთობი ხოლმე ეგეთებით და უნდა ხვდებოდე. (მერე გავშალოთ თუ გინდა)

QUOTE
შენც ანზოგადებ.

კი, იმიტომ რომ ფორუმია და თითოეულ იუზერს ვერ გამოეკიდები გოგო ხარ თუ ბიჭიო biggrin.gif





Posted by: Poppysmic 13 Aug 2018, 11:02
Feeling
ნებისმმიერი წიგნის მერე კინო ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, ჯერ ვერ ვნახე ეგეთი ფილმი რომ მომწონებოდა.

არადა წიგნები უფროო მირჩევნია კინოს. რამდენი წიგნის წაკითხვა მომდომებია და თურმე ფილმი მაქვს ნანახი და აღარ მიყიდია, იმიტომ რომ ვიცი უკვე ფინალი და გულს ვერ ვუდებ.
ახლაც ასე დამემართა, ვკითხულობ "არავის უთხრა" და თურმე ნანახი მაქვს.. sleep.gif

Posted by: nodo20000 13 Aug 2018, 14:15
კაფკას პროცესი . კიდე ვაპირებ დაწყებას საოცრებაა

Posted by: Heart_of_Darkness 14 Aug 2018, 22:06
ვერის ,,უძვლო მერლინი" წავიკითხე.
დიდიხანია ასეთი არაფრისმომცემი წიგნი არ წამიკითხავს.
თავიდან ანოტაციამ დამაინტერესა.
მაგრამ მალევე გამიკვირდა, რომ ევროკომისია ასეთ უნიჭობში იძლევა პრემიას...

Posted by: Solveig 15 Aug 2018, 01:59
ავყევი ფეხისხმას და, "რაფლეზია" წავიკითხე.

რაღაცნაირი წიგნია. დროის გასაყვანადაც არ გამოდგება, რადგან მოკლეა.

Posted by: აფრედერიკ_მე 15 Aug 2018, 08:00
The Watcher წავიკითხე. იშვიათად კარგი წიგნია. shutter island-ს გავს. ორი ურთიერთგამომრიცხავი ხაზი ვითარდება, სადაც ცალკე აღებული არცერთში არ არის ლოგიკური წინააღმდეგობები. აქედან რომელს მიიღებ რეალობად მთლიანად ხედვის კუთხეზე და შენ გემოვნებაზეა დამოკიდებული.

Posted by: nick_el_son 19 Aug 2018, 16:36
ჰარი პოტერის 7ვე წიგნი biggrin.gif


up.gif



user posted image

chups.gif



Posted by: cosmia 20 Aug 2018, 00:28
ბოლოს წავიკითხე სეგელას ხმებზე ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი, პოლიტიკური მარკეტინგის ანაბანად ვერ გამოდგება მაგრამ მსუბუქად საკითხავი მაინც სასარგებლო ნარატივია. მერე ავდექი და აუჰ ზაფხულია და რამდენი ხანია მხატვრული არაფერი წამიკითხავს თქო და მივადექი ჯიშკარიანის საღეჭ განთიადებს და მივაგდე, არაფერი ახალი, ბეროუზი რომ მდომოდა გადავიკითხავდი ბეროუზს, ერთი იმას მივხვდი რომ მე დებილმა სიგარეტის მოწევის კაიფიც რომ არ ვიცი ხალხი თურმე კაიფს რა მუღამებს უჭერს თან ეს ლეგალიზაციაც და დაბოლილი ქალაქიც რომ ხელს მიწყობს ვიფიქრო ამ სისულელეებზე baby.gif


Posted by: Poppysmic 20 Aug 2018, 15:23
nick_el_son
როგორ მინდა წავითხვა, მაგრამ ყველა ნანახი მაქვს და წიგნს ვერ ვბედავ. არ მინდა მოლოდინი გამიცრუვდეს.


ტარა ფრენჩი - უღრანი ტყე. დიდი არაფრის მომცემია მაგრამ კარგად ჩამითრია. ცოტა ზედმეტი შედარებები აქვს ვითომ იუმორის სტილში და ცოტა არ იყოს გაწელილია ამ თვალსაზრისით.

რამე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურის წაკითხვა მინდა. რითი დავიწყო ?

Posted by: Katerina :-) 21 Aug 2018, 15:31
ტრეისი შევალიეს "გოგონა მარგალიტის საყურით", დავიწყე და ვერ მოვწყდი, მზესუმზირა წიგნია,ერთ დღეში რომ შემოგემთავრება. იოჰანეს ვერმეერის ცნობილი ნახატის შექმნის ისტორიაა, რა თქმა უნდა ავტორისეული ინტერპრეტაციით.

ამ წიგნამდე კი მისიმას "ოქროს ტაძარს" ვკითხულობდი ალბათ 7 თვე, ფაქტიურად ვეწამე :-) თუმცა, ვთვლი რომ ჰაი-კლას ლიტერატურაა და იყო სუპერ-მომენტებიც, რომლებიც როგორც კინო კადრები ისე დამრჩა გონებაში, მაგრამ მაინც რთულად წასაკითხ ტექსტებს მივაკუთვნებ და რომ დავხურე წიგნი, შვებით ამოვისუნთქე smile.gif)))))

Posted by: Heart_of_Darkness 21 Aug 2018, 21:13
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 წიგნი წავიკითხე და სამივე იმდენად სუსტი იყო, აღნიშვნადაც არ ღირს.

user.gif

Posted by: Poppysmic 22 Aug 2018, 12:19
Heart_of_Darkness
ემა კლაინი - გოგონები ხომ არ წაგიკითხავს ?

Posted by: nick_el_son 22 Aug 2018, 16:19
Poppysmic
QUOTE
როგორ მინდა წავითხვა, მაგრამ ყველა ნანახი მაქვს და წიგნს ვერ ვბედავ. არ მინდა მოლოდინი გამიცრუვდეს.

არა რას ამბობ.

მეც მასე ჯერ ფილმები ვნახე ადრე და წიგნად მხოლოდ ახლა წავიკითხე და არანაირი მოლოდინის გაცრუელბა.
პირიქით, ფილმებში ბევრი რამე შემოკლებული და ოდნავ შეცვლილია რომ დროში ჩატეულიყო,
შესაბამისად უეჭველი წასაკითხია smile.gif


Posted by: Heart_of_Darkness 22 Aug 2018, 16:52
Poppysmic
ჯერ არა, მაინცდამაინც ვერ დავინტერესდი რეზიუმეთი.

Posted by: John-obi 22 Aug 2018, 16:57
QUOTE
 ბოლოს წავიკითხე

ლიან მორიარტის - დიდი პატარა ტყუილები.

ჩემმა დამ მოიტანა სახლში და დელფინი რომ დავინახე წიგნზე მაგან მიმიზიდა.

ბანალური სიუჟეტის მიუხედავად, მაინც ნორმალური წიგნი გამოდგა. ერთი ეგაა, გუდრიდსზე ყოველი მეორე ავტორის იუმორის გრძნობას უსვამს ხაზს, მარა მე ვერ დავუმუღამე.

Posted by: ^Winterchild 22 Aug 2018, 22:53
პედრო პარამო

Posted by: Arien 22 Aug 2018, 23:27
ორი კარგი წიგნი -
ნიკოს კაზანძაკის "ალექსის ზორბასის ცხოვრება" და ჰრაბალის "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"
უკანასკნელისთვის მადლობა ჯორჯს,მან ახსენა და დამაინტერესა.

Posted by: Poppysmic 23 Aug 2018, 11:47
nick_el_son
ვცდი მაშინ wink.gif



ჯერ სხვა წიგნებია რიგში smile.gif

Heart_of_Darkness
რასაც ქვია ჩავიკითხე, ჩემთვის დიდი არაფერი..



საერთოდ ამ ბოლო დროს არაფერი არ მომწონს..

Posted by: John-obi 23 Aug 2018, 12:10
QUOTE
ჰრაბალის "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"

ახლა ვკითხულობ მე ამას. პირველი ორი ისტორია წავიკითხე და მაინცდამაინც არ გადავრეულვარ.

ძაან განსხვავებული მოყოლის სტილი აქვს ჰრაბალს და ვერ ავუღე ალღო. wink.gif

Posted by: Heart_of_Darkness 23 Aug 2018, 22:24
Poppysmic
რამდენჯერმე გადმოვიღე თაროდან წასაკითხად,
თუმცა მერე ისევ გადავდე.
მენსონი და მისი გოგოები, რავიცი, არ არის, ჩემთვის, დიდად საინტერესო.
წინასიტყვაობუდან ეტყობა, რომ ავტორი თავის გამართლებას დაიწყებს,
მე უდანაშაულო ვარ, ჩამითრიეს უბიწო კრავი ვიყავი და ა.შ.
როდისმე თუ მივაღწიე ამ წიგნამდე, დავწერ წაკითხვის შემდეგაც შთაბეჭდილებებს.

QUOTE
საერთოდ ამ ბოლო დროს არაფერი არ მომწონს.

მთელი ზახფულია, უმეტესწილად, სუსტ წიგნებს ვკითხულობ.
კი მაქვს გადანახული ძლიერები, მაგრამ იმათ ვიზოგავ და ნელა ვკითხულობ.

Posted by: სერაფიტი 28 Aug 2018, 02:04
ეტვუდის "ბრმა მკვლელი".
რეკომენდაციასაც ვუწევ.
ქართულად საუკეთესო თარგმანია.
რომანი რომანად ვარგა.
ეტვუდს ფორუმზე თემა არ აქვს თუ მე ვერ მივაგენი?

Posted by: Heart_of_Darkness 28 Aug 2018, 10:59
სერაფიტი
QUOTE
ეტვუდს ფორუმზე თემა არ აქვს თუ მე ვერ მივაგენი?

არ გვაქვს, მეც ვეძებდი და ვერ ვიპოვე.
კარგი იქნება რომ გაგვეხსნა.
ამ ქალის მეოთხე წიგნს ვკითხულობ უკვე.

Posted by: სერაფიტი 28 Aug 2018, 12:10
Heart_of_Darkness

კარგი, გავხსნი აუცილებლად. მოვიცლი ამ დღეებშიlove.gif

Posted by: John-obi 28 Aug 2018, 15:30
QUOTE (John-obi @ 23 Aug 2018, 12:10 )
QUOTE
ჰრაბალის "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"

ახლა ვკითხულობ მე ამას. პირველი ორი ისტორია წავიკითხე და მაინცდამაინც არ გადავრეულვარ.

ძაან განსხვავებული მოყოლის სტილი აქვს ჰრაბალს და ვერ ავუღე ალღო. wink.gif

მეჰ, რა მაწუწუნებდა.

მშვენიერი წიგნია და ჰრაბალის სტილიც უნიკალური wink.gif

Posted by: Statham 28 Aug 2018, 15:40
უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო
–––––––––––––––

Posted by: SR-71 30 Aug 2018, 04:52
უილიამ შექსპირის კორიოლანუსი
............................

Posted by: IronBank 30 Aug 2018, 16:20
აგვისტოს თვე
user posted image
5/5
2/5
3/5
4/5
3/5
4/5
4/5
5/5

ესეც ბექლოგი
user posted image

უბრალოდ სილმარილიონში ერთერთი თავი ფაქტიურად ჰურინის შვილების მოკლე შინაარსია (მგონი?) და იმედია ღირს ისევ ცალკე წაკითხვა.

Posted by: aladini 4 Sep 2018, 00:05
რამე მირჩიეთ, საღამოობით, დაღლილზე.რო.ჩაუჯდეს კაცი და მეტ-ნაკლებად მსუბუქ სტილში ჩაარაკრაკოს

Posted by: mareim-mia 4 Sep 2018, 10:48
ძალიან დიდი ხანია აღარაფერი წამიკითხავს და მომენატრა კითხვა.


არადა ზაფხული კითხვის სეზონი იყო-ხოლმე ჩემთვის და წელს რაღაც ვერ მოვიცალე.

Posted by: პატრიცია 4 Sep 2018, 11:24
"ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"..smile.gif

ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესს მოველოდი..თუმცა ერთი ადამიანის ასეთი თვალსაჩინო ცვლილება დასასწყისიდან დასასრულისკენ, დასაფასებელია...მისი ცხოვრების ბოლო პერიოდს გამღრთობის გზას ვეძახდი კიტხვისას ხუმრობით smile.gif...ღირს წაკითხვად..

ეხლა ვარდის სახელით დავიწყე, იმედია მოლოდინს გამიმართლებს..

Posted by: _Moxuci_ 4 Sep 2018, 23:24
QUOTE
ვარდის სახელი

love.gif love.gif love.gif

თუ აქციაში იქნა ამ წიგნს დაუფიქრებლად შევიძენ და სიამოვნებით გადავიკითხავ ხელმეორედ.

ბოლოს ტოლსტოის "ჰაჯი მურატი" წავიკითხე და ვაპირებ უკეთ გავეცნო ამ მწერლის სერიოზულ ნაწარმოებებს.


აქვე ვიკითხავ ბარემ

დოვლატოვის "სხვა ცხოვრება" როგორია? ისეთივე კარგია, როგორც "ჩემოდანი" და "უცხოელი ქალი" ?

Posted by: ^Winterchild 4 Sep 2018, 23:27
IronBank

ბერლინ ალექსანდერპლაცზე ხომ ვერ დაწერდი რამდენიმე სიტყვას?



პ.ს ფედონი წავიკითხე ბოლოს

Posted by: _Moxuci_ 5 Sep 2018, 00:16
QUOTE
ბერლინ ალექსანდერპლაც

საკმაოდ ღრმა და საინტერესო წიგნია

ემოციურიც


Posted by: Maga_26 5 Sep 2018, 00:18
ნაირა გელაშვილის "მე ის ვარ". ძალიან მომეწონა.

Posted by: ^Winterchild 5 Sep 2018, 00:54
QUOTE
საკმაოდ ღრმა და საინტერესო წიგნია

ემოციურიც


გადმოვწერე chups.gif

Posted by: JSB14BSJ 5 Sep 2018, 01:08
Maga_26
QUOTE
ნაირა გელაშვილი

love.gif love.gif

^Winterchild
_Moxuci_
QUOTE
QUOTE
ბერლინ ალექსანდერპლაც

საკმაოდ ღრმა და საინტერესო წიგნია
ემოციურიც

ვცდილობ ემოციისა და სიღრმეების პოვნას, მაგრამ ვერ ვჰპოვე ჯერ ვერაფრით.

Posted by: _Moxuci_ 5 Sep 2018, 08:45
JSB14BSJ
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო...

პირველივე ფურცლებიდან არც მე აღვფრთოვანებულვარ

სადღაც შუას იქეთაა საინტერესო

Posted by: Nome 6 Sep 2018, 16:27
შექსპირის სონეტები

----------------------------

Posted by: senpai 6 Sep 2018, 16:44
JSB14BSJ
QUOTE
ვცდილობ ემოციისა და სიღრმეების პოვნას, მაგრამ ვერ ვჰპოვე ჯერ ვერაფრით.

საინტერესოა, რამ ჰპოვა შენში სიღრმე აბა გაგვიზიარე ერთი.

QUOTE
ბერლინ ალექსანდერპლაც

მაგარი წიგნია, ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, საერთოდ მწერალიც სუპერია, თავისებური და დასამუღამებელი, მარა ტოპთან ახლოსაა.

Posted by: Menzoorqa 7 Sep 2018, 22:01
Андраш Беркеши- "Перстень с печаткой", "Агент №13", "Уже пропели петухи"

Posted by: IronBank 8 Sep 2018, 15:08
^Winterchild
სიმბოლიზმით გატენილი წიგნია, თავიდან რაც მეგონა ისე არ წავიდა, თავიდან ცოტა მოსაწყენადაც კი მომეჩვენა, აქეთ იქით დახტის სულ, შიდა დიალოგიდან უცებ გაზეთის სტატიაზე გადახტება, მერე მეორე პერსონაჟის შიდა დიალოგზე, ზოგჯერ ცოტა რთულიც კი გაარკვიო რა ხდება საერთოდ, თუმცა სადღაც შუაში ძალიან დეტალურად არის აღწერილი ბერლინის ყასბების საქმიანობა და კარგად მახსოვს რომ მაგ ნაწილის შემდეგ უფრო ჩამითრია. მეორე ხარისხოვან პლანზე ჩანს მაშინდელი (გვიანი ოციანი წლები) პოლიტიკური მოძრაობები, რომელიც ალბათ უფრო გერმანელებს დააინტერესებს, თუმცა ეგეც საინტერესო იყო.

მთავარი პერსონაჟი არც ისე ჭკვიანია, პირიქით, თუმცა შიდა დიალოგები რომლითაც ავტორი ცდილობს პერსონაჟის არც თუ ისე ნათელი გონებით დაალაგოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და რამე კანონზომიერება შეუსაბამოს იმ ქაოსს და ბოროტებას, რომელიც მას ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ ამ წიგნის ყველაზე ძლიერი მხარეა.

* * *
ბოლოს წავიკითხე
The Disaster Artist: My Life Inside The Room, the Greatest Bad Movie Ever Made by Greg Sestero, Tom Bissell, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო ჯეიმს ფრანკომ, რომელიც როგორც აღმოჩნდა უსაშინლესი ადაპტაცია ყოფილა, საერთოდ ვერ ჩასწვდა ფილმი ტომის პიროვნებას. ტომის პერსონაჟი იმდენად საინტერესო და უცნაურია, რომ ფაქტიურად წიგნი მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება. რომ არ ვიცოდე რომ ეს ადამიანი მართლა არსებობს, ვერ დავიჯერებდი. წიგნი ძალიან კარგად არის დაწერილი, სასაცილო და სერიოზულობა ერთმანეთს ენაცვლება და კარგად აჩენს თუ რამდენად სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს სინამდვილეში ტომის, რომელსაც ფილმი სასაცილო კარიკატურად გამოსახავს.

5/5

Posted by: aladini 8 Sep 2018, 23:19
რა წავიკითხო, რამე გემრიელი მირჩიეთ რა,
თანამედროვე, მსუბუქად რომ წავიდეს

Posted by: popusha 10 Sep 2018, 00:45
,,იისფერი'' და ,,მთებმა მთებს უთხრეს''.

ორივემ ამომიტრიალა გონება.

Posted by: tamuniko_3 10 Sep 2018, 05:13
მარიო ლოსას - ცუდი გოგო

..................

Posted by: senpai 10 Sep 2018, 20:27
user posted image

ეგრევე მეორეჯერ წაკითხვას საჭიროებს, ისეთი ნაშრომია givi.gif


Posted by: Lord_Raptor 11 Sep 2018, 21:26
დავამთავრე ჩაინა მივილის Embassytown.
აი ურსულა ლე გუინმა როგორ შეაფასა თავის დროზე ეს წიგნი: Embassytown is a fully achieved work of art...works on every level, providing compulsive narrative, splendid intellectual rigour and risk, moral sophistication, fine verbal fireworks and sideshows, and even the old-fashioned satisfaction of watching a protagonist become more of a person than she gave promise of being.
რაღაცას ნიშნავს ალბათ ურსულა რომ ასე აფასებს.
და ამაზე მეტ შეფასებას მეც ვერ დავწერ.

Posted by: Nome 12 Sep 2018, 17:39
კლოუნის თვალთახედვა
_____________

Posted by: Poppysmic 13 Sep 2018, 20:31
ბოლოს წავიკითხე გასაუბრების საკითხები..

Posted by: Nome 14 Sep 2018, 15:24
კაპიტანი ფანტასტიკა - სქრინფლეი

Posted by: Master_Nick 14 Sep 2018, 23:19
,,მზე, მთვარე და პურის ყანა, თემურ ბაბლუანი up.gif up.gif up.gif
ეს კაცი მაგარი რეჟისორი რომ არის ვიცოდი, უფრო მაგარი მწერალი ყოფილა

Posted by: Pablo Aimar 15 Sep 2018, 01:14
senpai
QUOTE
ეგრევე მეორეჯერ წაკითხვას საჭიროებს, ისეთი ნაშრომია 

მის მილერის შესახებ რას მოგვიყვები?როგორი მასტი იყო?
:დ
ბესტი ვარ,ის ნიკი გამიუბედურეს :დ

Posted by: Krusty_the_Clown 15 Sep 2018, 12:48
გოდერძი ჩოხელი
რომანები: ადამიანთა სევდა, სულეთის კიდობანი, წითელი მგელი, მღვდლის ცოდვა
ყველა მოთხრობა.
შთაბეჭდილება: წარუშლელი

ჰაინრიხ ბიოლი-კლოუნის თვალთახედვა
შთაბეჭდილება: უცნაური რომანი, რომელიც აშიშვლებს ადამიანების შინაგან ბუნებას.
პ. ს. ეს უკანასკნელი წავიკითხე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
* * *
იოტა რიდერით, მობილურში.
-----------------------------

Posted by: სერაფიტი 15 Sep 2018, 23:35
Master_Nick

ბაბლუანმა რით მოგხიბლა?
არ წამიკითხავს, უბრალოდ ჯერჯერობით პირველი ხარ ჩემ ირგვლივ, ვისაც მოეწონა ეგ ტექსტიsmile.gif)
მაინტერესებს მიზეზი, თუკი ასეთი არის. და ალბათ არის კიდეცuser.gif

Posted by: Master_Nick 16 Sep 2018, 00:09
სერაფიტი
რითი მომხიბლა? არატრივიალური რომანია, საინტერესოდ იკითხება და მეინსტრიმი არ არის, მე გირჩევ სასწრაფოდ წაიკითხოsmile.gif

Posted by: СAФO 19 Sep 2018, 16:12
ამ წამს ჩავამთავრე ქარჩხაძის - დრო

არადა კითხვა რო დავიწყე ეს რა სისულელეა რა ფენტეზია თქო გაუგებარი მაგრამ მივხვდი რომ წაკითხვად ნამდვილად ღირდა და ღირს მისი ნაწარმოებები ♥

დავიწყე ბრეგბედერის - 90 ფრანკი
პარალელურად გზად ვუსმენ ხოლმე რუსულად და ელექტრონულად რუსულადვე მივყვები წიგნს იგივე ბრეგბედერის სიყვარული ცოცხლობს სამ წელიწადს რუსულად კითხვას არ ვარ კარგად მიჩვეული და თან მოსმენით ვეხმარები ჩემს თავს smile.gif)) სხვათაშორის კარგი აღმოჩენაა smile.gif)))

ამ მწერალს ჩემგან დიდი პატივისცემა... ♥

Posted by: Katerina :-) 20 Sep 2018, 14:02
QUOTE (^Winterchild @ 4 Sep 2018, 23:27 )
IronBank

ბერლინ ალექსანდერპლაცზე ხომ ვერ დაწერდი რამდენიმე სიტყვას?




ბერლინი -ალექსანდერპლაცეზე მევ დავწერ რამოდენიმე სიტყვას, აი ასეთი მაგარი, უცნაური, სიმბოლოებით დატვირთული წიგნი დიდი ხანია არ წამიკითხავს, ძალიან ძალიან დიდიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მართლია თავიდან რაღაც ვერ შევედი, მაგრამ მერე წაიღო და რა წაიღო... :-)

Posted by: Margot 20 Sep 2018, 23:17
ერიკ ემანუელ შმიტის რაც ვიპოვე ყველაფერი წავიკითხე. " ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" რამოდენიმე საათში დავამთარე და გული დამწყდა რომ დამთავრდა.

Posted by: Solveig 21 Sep 2018, 01:44
გურამ ბათიაშვილის "ელიგულა და ხავა".

დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ელიგულაშვილის ცხოვრების რომანია.

ელიგულაშვილი საინტერესო ადამიანი იყო და ღვაწლმოსილიც-საქართველოდან განძის გატანის და მერე-დაცვის საქმეში დიდი დახმარება გაუწია ექვთიმე თაყაიშვილს. ასევე, მისი თაოსნობით შეიძინეს ქართველებმა ლევილის მამული.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი ქართველი და ქართველი ებრაელი ტყვე გამოიხსნეს ბანაკებიდან ქართველმა ემიგრანტებმა და, ელიგულაშვილი მანდაც აქტიურად იყო ჩართული.
თუმცა, რომანის მოქმედება დაახლ. 1930 წლამდეა.
სასიყვარულო რომანების და ქორწინების ამბები რამდენად დოკუმენტურია, ეგ არ ვიცი.

შთაბეჭდილება მთლიანობაში-საშუალო.
ისტორიული ფაქტები არეულია ზოგან. ეპიზოდებში ზედმეტად გადაჭიჭინებულია და არაბუნებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ზოგან ძალიან კარგი იუმორია, გულიანად გამეცინა smile.gif
ვისაც ებრაული თემის ცხოვრება აინტერესებს-ყოველდღიური ყოფიდან დაწყებული, სიონიზმის და ა. შ. გავრცელების ჩათვლით, იმათ დააინტერესებთ.

კიდევ, ისაა დადებითი, რომ კარგი ქართულითაა ნაწერი და მესამე პირშია თხრობა. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ესოდენ პოპულარული პირველ პირში თხრობა, ჟარგონი, ბილწსიტყვაობა და გაუმართავი წინადადებები ყელშია ამოსული უკვე.

საბას ალბათ არ მისცემენ, მაგრამ, მთლიანობაში, მაინც იკითხება smile.gif
* * *
Pablo Aimar
QUOTE
ბესტი ვარ,ის ნიკი გამიუბედურეს :დ


ჰაჰაა givi.gif

სერაფიტი
Master_Nick
ქვემოთ თემა გვაქვს ბაბლუანის შესახებ smile.gif
QUOTE
არატრივიალური რომანია,

არადა, პირიქით smile.gif

Posted by: John-obi 9 Oct 2018, 00:26
ჰმ, მეორე გვერდზე იყო ეს თემა ჩაკარგული.

ბოლოს წავიკითხე ანდრეი პლატონოვის "ქვაბული" (ქართულად, ალაგ-ალაგ ორიგინალს ვადარებდი და ნორმალური თარგმანი ჩანდა :ბროდსკი: )

5/5 მოკლედ.

Posted by: B l a c k J a c k 9 Oct 2018, 10:49
გოლემი გადავიკითხე/დავამთავრე. ჩემდა გასაოცრად ძალიან საკაიფო წიგნია. აზრიანი და საინტერესო. კარგადც წერია და კარგადაც იკითხება.

Posted by: NOZA1031 9 Oct 2018, 16:36
QUOTE
 ბოლოს წავიკითხე,

ამბავი ვინმე რასკოლნიკოვის შესახებ : )

Posted by: ia-viola 12 Oct 2018, 14:29
ახლა ვკითხულობ ,,მეტრო 2033''.


წიგნი, რომელმაც შიძლება ითქვას შემიწოვა. smile.gif

ასე გატაცებით კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს.

Posted by: John-obi 12 Oct 2018, 14:41
ჰრაბალის "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" დავასრულე ამ წამს.

სუპერ!

Posted by: Greta 13 Oct 2018, 00:28
ia-viola

QUOTE
ახლა ვკითხულობ ,,მეტრო 2033''.


წიგნი, რომელმაც შიძლება ითქვას შემიწოვა.

ასე გატაცებით კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს.


როგორ მშურს, მე რამდენი ხანია გაჭედილი ვარ

Posted by: ia-viola 13 Oct 2018, 11:31
Greta
QUOTE
როგორ მშურს, მე რამდენი ხანია გაჭედილი ვარ

არ შეგეშინდეს. გაგივლის. smile.gif

პერიოდები მქონდა, წიგნს ვერ ვიღებდი ხელში. მერე ისევ დავუბრუნდი.

Posted by: ალექსანდრა91 14 Oct 2018, 01:48
როგორც იქნა მოვიშორე ტოლსტოის “აღდგომა”. სული მეხუთებოდა უკვე

Posted by: Heart_of_Darkness 21 Oct 2018, 22:13
დიბისი პიერის ,,ვერნონ გენიოს ლითლი" წავიკითხე.
ჩამითრია, სწრაფად წავიკითხე. კითხვის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიცოდი ეს ამბავი,
ბოლოს გამახსენდა, რომ ფილმი მქონია, დიდიხნის წინ, ნანახი.
წიგნი სასიამოვნოდ იკითხება.
თითქოს ბრუნდები თინეიჯერობაში და თანაუგრძნობ ვერნონს.
კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თანამედროვე აშშ-ში ვცხოვრობდი, ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი ვიყავი და კლასელების ამოხოცვას მაბრალებდნენ. ამიტომ ბოლომდე ვგულშემატკივრობდი ვერნონს.
ერთი შეხედვით, მარტივი წიგნია.
ყოველ წინადადებას თუ თავს სიღრმისეული ანალიზი არ სჭირდება,
მაგრამ ისეთი წერის სტილი აქვს ავტორს, გულგრილს არ გტოვებს.
თემებიც აქტუალური და მკითხველის ფართო ფენებისთვის გასაგებია: ჰომოფობია, სკოლაში ბულინგი,
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის პრობლემები, თინეიჯერული ოცნებები და ა.შ.
მომინდა, რომ ჩემს ნაცნობ თინეიჯერებს წავაკითხო ეს წიგნი user.gif

Posted by: holden kolpildi 22 Oct 2018, 13:53
ტოლკინის ბეჭდის საძმო



ეს წიგნები აუცილებლად უნდა იყოს ჩემს ბიბლიოთეკაში

Posted by: happy dreamer91 25 Oct 2018, 10:05
ბოლოს წავიკითხე დენიელ კიზის "ბილი მილიგანის მრავალი გონება". კიზის სხვა წიგნები წაგიკითხავთ ან არის ნათარგმნი? ("ყვავილები ელჯერნონისთვის" გარდა)

Posted by: John-obi 25 Oct 2018, 11:54
happy dreamer91
QUOTE
კიზის სხვა წიგნები წაგიკითხავთ ან არის ნათარგმნი? ("ყვავილები ელჯერნონისთვის" გარდა)

ბევრი არც არაფერი აქვს დაწერილი მაგათ გარდა.

Posted by: Heart_of_Darkness 31 Oct 2018, 00:59
,,თაფლის სამხილი" წავიკითხე.
მეტროში წასაკითხი წიგნების სერიიდან არის.
თავიდან წიგნის ,,სკანდალურობამ" მიმიზიდა.
მაგრამ პირველი ათი გვერდის შემდეგ, მომწყინდა და, რახანც დავიწყე, ბარემ გავაგრძელებ განწყობით, წავიკითხე.
პლიუსებიდან, კარგია, რომ არაბმა ქალმა გაბედა და სექსუალობაზე ასე ნათლად დაწერა, დასაფასებელია მისი სითამამე.
იმის კარგი მცდელობა იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო თანამედროვე არაბული კულტურა,
რომელიც დასავლეთისთვის, ერთი შეხედვით, ძალიან ჩაკეტილი ჩანს.
თუმცა ჩემი მოლოდინი ამ წიგნისადმი ცოტა სხვა იყო,
წერის სტილით, ჩემთვის, ბალზაკის ასაკს მიღწეული ქალის დღიურს უფრო ჰგავდა,
ახალგაზრდობის სიგიჟეების გახსენება რომ მოუნდება და თავისთვის წერს, ერთობა,
ვიდრე ღირებულ ლიტ-რა.
ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთის კულტურისგან შორს მყოფი მკითხველისთვის,
ალბათ, საინტერესო იქნება იმის აღმოჩენა, თუ როგორ აღიქვამენ სექსს ჩადრების მოყვარულ სამყაროში.
კიდევ ერთი პლუსი ისიც არის, რომ მსუბუქად, იუმორის გრძნობით წერს ავტორი, თავს არ შეგაწყენს და მალე იკითხება.
სადღაც 6/10.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: AnneSh 2 Nov 2018, 20:30
პალანიკის ხრჩობა
აქ მირჩია ვიღაცამ ადრე და მხოლოდ ახლა წავიკითხე :დ
მომეწონა, უბრალოდ მივხვდი, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა მქონდეს ხოლმე ზოგადად არაფრის მიმართ drug.gif თორემ, ისე, კარგი რომანია up.gif

თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ის, თუ სად კითხულობ old.gif

Posted by: guri8 3 Nov 2018, 01:18
The Forsyte Saga drug.gif drug.gif drug.gif drug.gif .

Posted by: holden kolpildi 3 Nov 2018, 14:37
ბეჭდების ტრილოგია
love.gif

საუკეთესოა

Posted by: Likri 3 Nov 2018, 16:09
QUOTE
,,თაფლის სამხილი" წავიკითხე.
მეტროში წასაკითხი წიგნების სერიიდან არის.
თავიდან წიგნის ,,სკანდალურობამ" მიმიზიდა.
მაგრამ პირველი ათი გვერდის შემდეგ, მომწყინდა და, რახანც დავიწყე, ბარემ გავაგრძელებ განწყობით, წავიკითხე.
პლიუსებიდან, კარგია, რომ არაბმა ქალმა გაბედა და სექსუალობაზე ასე ნათლად დაწერა, დასაფასებელია მისი სითამამე.
იმის კარგი მცდელობა იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო თანამედროვე არაბული კულტურა,
რომელიც დასავლეთისთვის, ერთი შეხედვით, ძალიან ჩაკეტილი ჩანს.
თუმცა ჩემი მოლოდინი ამ წიგნისადმი ცოტა სხვა იყო,
წერის სტილით, ჩემთვის, ბალზაკის ასაკს მიღწეული ქალის დღიურს უფრო ჰგავდა,
ახალგაზრდობის სიგიჟეების გახსენება რომ მოუნდება და თავისთვის წერს, ერთობა,
ვიდრე ღირებულ ლიტ-რა.
ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთის კულტურისგან შორს მყოფი მკითხველისთვის,
ალბათ, საინტერესო იქნება იმის აღმოჩენა, თუ როგორ აღიქვამენ სექსს ჩადრების მოყვარულ სამყაროში.
კიდევ ერთი პლუსი ისიც არის, რომ მსუბუქად, იუმორის გრძნობით წერს ავტორი, თავს არ შეგაწყენს და მალე იკითხება.
სადღაც 6/10.

მოგბაძე და მეც წავიკითხე :დ
4/5




სამი კუბო 4/5
მკვლელობა ბლექ დადლიში 2/5 drug.gif drug.gif

Posted by: POKERISBLUFF 3 Nov 2018, 16:16
ბოლო 2-3 წელია ვეღარ ვკითხულობ წიგნებს
მირჩევნია ვინმემ ვისაც ნორმალური ხმააქ და შეუძლია კითხვა, ჩამიწეროს და მოვუსმინო :დ
რაღაც მსგავსი ფორმატიც ხო არის აუდიოწიგნების სახით, საინტერესო კია
სკოლაშიც მახსოვს რაღაც ჯგუფივით გავაკეთეთ, და ერთი გოგო კითხულობდა და ვუსმენდით
3ჯერ რო წამეკითხა, და 1ჯერ მომესმინა
მოსმენით ეგრევე შედიოდა ტვინში fig.gif
უნივერსიტეტში ლექციების ძალიან მიყვარდა ამის გამო :დ
ერთი სული მაქვს როდის გავაგრძელებ სწავლას bis.gif

Posted by: Solveig 3 Nov 2018, 16:19
ნაირა გელაშვილი. 'მე ის ვარ'.

------------------------------

Posted by: happy dreamer91 5 Nov 2018, 09:49
Pride and Prejudice ვკითხულობ და დავიტანჯე, საერთოდ არ მაინტერესებს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვწყვეტ ის არის, რომ ორიგინალში ვკითხულობ და მაშნდელი ინგლისური საინტერესოა ჩემთვის. სულ სხვანაირი წყობა აქვს წინადადებებს და სიტყვებიც თავისებური, არქაულია. მოკლედ რა მოსწონთ ამ წიგნში ცოტა ვერ მივხვდი.

Posted by: ალექსანდრა91 5 Nov 2018, 22:33
happy dreamer91
დღევანდელი გადასახედიდან ის რაც შენ, ანუ მაშინდელი სალიტერატურო ენა.
დღეს უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია მაშინდელი ეპოქის ქალის როლი. თორემ ასეთი მოსაწყენი და ქარაფშუტული არ მოგვეჩვენებოდა დღეს მისი შემოქმედება. წარმოიდგინე ყველა ქალის მიზანი მხოლოდ პერსპექტიულად გათხოვება რომ იყო და ყოველდღე შუადღის ჩაის ჭორაობა, ბაღის დაკრუგვა და ერთი-ორი მეზობლის მისვლა-მოსვლა. სეზონზე ერთხელ ტაში-ტუში yes.gif
40წლის ადამიანი უკვე მოხუცი იყავი. ქალი ვაბშე ვინ იყო. მერე ეს ინგლისური ფორმალობები და ეტიკეტი.
ქალის განათლება (ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით და არა ის მაშინ ქარგვას და პიანინოზე ტყაპუნს რომ ასწავლიდნენ) მნიშვნელოვანი რომ არ იყო. გაუთხოვრობა ხომ საერთოდ ცხოვრების დასასრული.
ამის გათვალისწინებით თავად მწერალი საკმაოდ გონიერი იყო მაშინდელ ქალებთან შედარებით და მისი პერსონაჟებიც იმ დროის რეალობაა.
თავისი რომანების ჰეფი ენდებით ასე მგონია ოცნებაში ასხამდა ფრთას პერსონაჟი წყვილების ბედნიერებას, რასაც თვითონ ვერ ეღირსა.

Posted by: Tom Brady 8 Nov 2018, 02:24
თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)"

ერთ ღამეში წავიკითხე, ვერ მოვწყდი.

შედევრია ჩემი აზრით.

Posted by: Solveig 8 Nov 2018, 03:19
ალექსანდრა91
QUOTE
დღეს უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია მაშინდელი ეპოქის ქალის როლი. თორემ ასეთი მოსაწყენი და ქარაფშუტული არ მოგვეჩვენებოდა დღეს მისი შემოქმედება. წარმოიდგინე ყველა ქალის მიზანი მხოლოდ პერსპექტიულად გათხოვება რომ იყო და ყოველდღე შუადღის ჩაის ჭორაობა, ბაღის დაკრუგვა და ერთი-ორი მეზობლის მისვლა-მოსვლა. სეზონზე ერთხელ ტაში-ტუში 
40წლის ადამიანი უკვე მოხუცი იყავი. ქალი ვაბშე ვინ იყო. მერე ეს ინგლისური ფორმალობები და ეტიკეტი.
ქალის განათლება (ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით და არა ის მაშინ ქარგვას და პიანინოზე ტყაპუნს რომ ასწავლიდნენ) მნიშვნელოვანი რომ არ იყო. გაუთხოვრობა ხომ საერთოდ ცხოვრების დასასრული.

რა ზუსტად აღწერე smile.gif
უსაშველოდ მოსაწყენი უნდა ყოფილიყო ქალად ყოფნა მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში (მეთვრამეტეში კიდო ვარესი) biggrin.gif




Posted by: Voldemor 8 Nov 2018, 14:50
ომარ ხაიამის რობაიები.

მაგარი კაცი ყოფილა, იმენა ძმის გულია :დ

Posted by: ალექსანდრა91 8 Nov 2018, 19:54
Solveig
ადრე მქონდა მეც ეს მომენტები ეს რა არის მეთქი, მაგრამ ცოტა რომ დაფიქრდები და სრულ სურათს დაინახავ სხვანაირად უყურებ.
ყველაფერს ჩვენი გადასახედიდან და ერთ ჭრილში ვერ განვიხილავთ.

Posted by: George_Best 9 Nov 2018, 05:22
მერი შელი არსებობდა მაგ ეპოქაში ,ოსტინზე უფრო ადრე,ასე რო ძაან ფემინიზმშიც ნუ გადავარდებით smile.gif
ბრონტეები კიდე,ოსტინივით მოსაწყენად მაინც არ წერდნენ,საწყალი ქალები როგორ იჩაგრებოდნენ თურმე,ნუ ჯეინ ეარის ბრონტე კიდე ხო,მეორე ბრონტე?

QUOTE
ყველაფერს ჩვენი გადასახედიდან და ერთ ჭრილში ვერ განვიხილავთ.

კაკრას
მაგიტოა მერი შელი ტიპი და ჯეინ ოსტინი ###ქალა

ჩემი მოკლე ჭკუით ნაწარმოებს იმის გარდა თუ არაფერი აქვს,მაშინ მძღნერობა იყო მაგის დაწერა და აპასნი,ეგ ღირებული არაა
ქალი იყო,ქალებს არ აწერინებდნენ,ეგ ლიტერატურაა არაა
გადაიმეორეთ იოსელიანის ფილმები smile.gif როცა არ გაღებინებენ და იღებ და დროს უძლებს შედევრი რა და როგორაა
ასევე მერი შელიც

ემა ჯეინ ოსტინისაა?ბათუმმა გამოუშვა და მახსოვს ერთ-ერთ ფესტზე ახალი დაანონსებული იყო,პირველად გამოდიოდა და გოგოები ჯგროთ როგორ ესეოდნენ მაგ წიგნს

Posted by: ალექსანდრა91 9 Nov 2018, 09:04
George_Best
სად მერი შელი და სად ოსტინი :დ რა შესადარებელია. შენ თუ მერი შელი მოგწონს მაინცდამაინც არ ნიშნავს რო ყველა მერიდ დაიბადებოდა და ეგრე დაწერდა.

ფემინიზმიც არაფერ შუაშია. ოსტინი ჩემი საყვარელი მწერალი არც არის. დაწერა იმ ადამიანმა თავისი აზრი, იკითხა და ვუპასუხეთ.

შენებრ დაჯმის ხელოვნებას კიდე ცოტა თუ ფლობს და ბოდიში სათანადოდ თუ ვერ გიპასუხებ :დ

Posted by: ramona 9 Nov 2018, 09:27
Iseti datvirtuli grafiki maqvs wignis satauris wasakitxadac ver vicli

Posted by: Solveig 9 Nov 2018, 18:22
George_Best
QUOTE
მერი შელი არსებობდა მაგ ეპოქაში ,ოსტინზე უფრო ადრე,

ლოლ. მერი შელი ოსტინზე ბევრად უმცროსი იყო. გარდა ამისა, ოსტინი გვარიანად ახალგაზრდა გარდაიცვალა და შესაბამისად, დიდხანს არც სჭერია კალამი ხელში.
ასევე, მერი შელის ქმარმაც ბევრმხრივ შეუწყო ხელი, თუნდაც იმით, რომ განსხვავებულად მოაზროვნე კაცი იყო და არა ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, ოსტინისა და ბრონტეების მამებივით. შელიმ მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარა (ქმარმა წაიყვანა პირველად), მაშინ, როცა ოსტინსა და დებ ბრონტეებს ბრიტანეთიდან ცხვირი არ გაუყვიათ. ასე რომ, არაა მთლად სამართლიანი მაგათი შედარება.

Posted by: holden kolpildi 9 Nov 2018, 19:52
ჰობიტალა
როგორც მეფე თეოდენი იტყოდა


მე მეგონი კარგი ხანი შუაველში ვიქნები ელფებით ადამინებით და ჰობიტებით გარშემორტყმული


Posted by: Likri 10 Nov 2018, 17:01
ჰამსუნის პანი
მგონია რომ მისტერიების მერე ისე განვეწყე რომ მისი სხვა წიგნი დიდად აღარც მომეწონება
3/5

https://www.sulakauri.ge/news/veragi-pani-mzapri-gancdebis

Posted by: John-obi 14 Nov 2018, 20:24
QUOTE
 ბოლოს წავიკითხე

კაფკას "პროცესი".

რაღაცების დაწერა მინდა, მაგრამ მერიდება. ასე რომ, ჩუმად ვარ.

Posted by: ValenTine_Kelly 15 Nov 2018, 17:34
ბლენჩლის ყბები, მეტროში საკითხავად მშვენიერია. ერთხელ წასაკითხადაც არაა ცუდი წიგნი, თუ ჟანრი გაინტერესებს.

Posted by: rodo 16 Nov 2018, 00:42
დეშილ ჰემეტის - მალტის შევარდენი.
როგორც დეტექტივი, ძალიან საინტერესო, ჩახლართული და ურთიერთობებზე აწყობილია, და ძალიან კარგად იკითხება. თუმცა, მე არ მომეწონა პროტაგონისტის, რომელსაც დეტექტივში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ზოგიერთი თვისება და მორალი. ამიტომ გემოვნების საკითხია.

Posted by: Boyarg 18 Nov 2018, 00:40
დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდისა,,, მოკლედ შაგრენის ტყავთან დავინახე რაღაც მსგავსება,,, უბრალოდ ეგ უფრო ხელოვნებას ეხება და ხელოვნების უკვდავებაზე სინამდვილის ხრწნადობაზეა

Posted by: holden kolpildi 18 Nov 2018, 22:44
ბოლოდ წავიკითხე
მე შენამდე
და შენს შემდეგ

რომანტიული უწი პუწია ...აი თავისუფალი დრო რომ მოკლა...
გაგძელება დიდად არ მომეწონა ...
ბუნებრივად ვერ დავაკავშირე ვერ ვიპოვე დამაკავშირებელი გზები პირველ წიგნთან


სერიალის მე 15 სეზონს მხოლოდ იმიტომ იღებენ რომ პირველი ორი სამი კარგი იყო და ყურებადი ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მეორე წიგნმა

10 /6
ესეც იმიტომ რომ სამსახურში თავისუფალი დრო გამაყვანინა

Posted by: დავიდ ვილია 18 Nov 2018, 23:45
ზუბაირა ტუხუნგოვის ალიყური

დაღესტნელი მწერალია

ჩემს დონემდე რო მოხვალთ თქვენც წაიკითხეთ მერე
მნამდე არ ღირს

Posted by: Seamus 19 Nov 2018, 00:07
დავიდ ვილია
ორიგინალში წაიკითხე?

ქართულად ნათარგმნი წავიკითხე და ძლივს გავედი ბოლომდე, ეგეთი უნიათო დიალოგები არავისთან შემხვედრია. sad.gif

ფილმს იღებს გაი რიჩიო და ნეტავ მართალია?

Posted by: დავიდ ვილია 19 Nov 2018, 00:10
Seamus
კი რუსულად,ქართულად იასნად ###ობაა

ის მომენტი გენიალურია ცეკვას რო ასწავლის როჯერს
სტუმარს
მთაში რო არიან
საოცრად არის ბუნება აღწერილი და სტუმართმოყვარეობა დიდი მთების (მარტო მანდ როა თავისუფლება )

რავი მოვისმინე მეც ეგ მარა ჯერ იდეის დონეზეა სერიოზული არაფერი


Posted by: Seamus 19 Nov 2018, 00:14
დავიდ ვილია
მანდ მთაში იმაზე ვიღადავე, ვაჟა-ფშაველა რომ იცის როჯერმა. :დ
თან სიმპათიური მსახიობია წიგნში ეგ როჯერი და უეჭველად ალენ დელონი ჰყავთ პროტოტიპად.

რუსულად წავიკითხავ მერე, რაღაც დამაკლდა თითქოს.

Posted by: დავიდ ვილია 19 Nov 2018, 00:16
Seamus
ხო გამიკვირდა biggrin.gif

სამჯერ გადავიკითხე ხო არ მეშლება თქო


Posted by: natonato88 20 Nov 2018, 20:51
holden kolpildi
QUOTE
ბოლოდ წავიკითხემე შენამდე და შენს შემდეგ

QUOTE
რომანტიული უწი პუწია ...აი თავისუფალი დრო  რომ მოკლა...გაგძელება დიდად არ მომეწონა ...

სათაურებზევე ეტყობა: "უწი პუწი თვაილაითის დონის უინტერესობა ვარ" -ყვირის ორივე წიგნი user.gif


Likri
მისტერიები მოგეწონა?
დღეს მინდოდა დაწყება და ვერ ჩამოვყალიბდი mo.gif

Posted by: datunia93 20 Nov 2018, 21:01
holden kolpildi

ჰოლდენ, რთავ კომპიუტერს, ააქტიურებს გუგლ ქრომს ან ინტერნეტ ექსპლორელს ან სხვა რაიმე ბროუზერს. ძებნის ველშ წერ "მსოფლიო ლიტერატურა" და რასაც ამოგიგდებს მერე ეგ ავტორები და ნაწარმოებები დაგუგლე. დაეძალე მეოცე საუკუნის მწერლებს smile.gif

Posted by: fork 23 Nov 2018, 10:22
ლავკრაფტის "ქთულჰუს ძახილი" წავიღე სამსახურში და ღამის სმენაში შესვენებისას წავიკითხე.
კედლებიდან ხმები რომ მომესმა,ე მანდ გავჩერდი.
დაბურძგლული გავედი სტაფთან.

Posted by: holden kolpildi 29 Nov 2018, 17:19
ბრიჯიტ ჯონსის დღიური
კრავთა დუმილი

Posted by: holden kolpildi 4 Dec 2018, 20:20
ხალედ ჰოსეინის ფრანით მორბენალი
დიდი ხანია წიგნზე არ მიტირია
უზომოდ ემოციური ადამინური ისტორიაა

Posted by: senpai 4 Dec 2018, 20:23
holden kolpildi
მარტო შენ კითხულობ sad.gif

Posted by: holden kolpildi 4 Dec 2018, 20:41
senpai
სამსახურში ბევრი თავისუფალი დრო მაქვს


Posted by: senpai 4 Dec 2018, 20:48
holden kolpildi
QUOTE
სამსახურში ბევრი თავისუფალი დრო მაქვს

sad.gif

ერთი თვეა ვერცერთი რომანი ვერ წავიკითხე, რაღაცა მოთხრობებს ვკითხულობ პერიოდულად ქინდლით, ვერაფერ სქელტანიანს ვეღარ შევეჭიდე. ლიტ.დეპრესია მაქვს დავიჯერო ? sad.gif

Posted by: holden kolpildi 4 Dec 2018, 20:54
senpai
არის პერიოდები როცა არ ხარ ხასტზე განწყობაზე
დროებითია

მოკლედ
მეტრო დავიწყო კარგია?
კინგის კერი თუ მობილური?

მხევლის წიგნი რარაც ვერ წავიდა
ყოფის აუტანელის სიმსუბუქე არ მოეწონასავით

Posted by: senpai 4 Dec 2018, 21:33
holden kolpildi
QUOTE
მოკლედ
მეტრო დავიწყო კარგია?

yes.gif


QUOTE
მხევლის წიგნი რარაც ვერ წავიდა

ვერც ჩემთან.


QUOTE
ყოფის აუტანელის სიმსუბუქე არ მოეწონასავით

ეს კიდე პირიქით, ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე.

Posted by: John-obi 4 Dec 2018, 21:54
QUOTE (senpai @ 4 Dec 2018, 21:33 )
QUOTE
მხევლის წიგნი რარაც ვერ წავიდა

ვერც ჩემთან.

ვერც ჩემთან.

არ შემეძლო არ აღმენიშნა biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 4 Dec 2018, 22:15
QUOTE (John-obi @ 4 Dec 2018, 21:54 )
QUOTE (senpai @ 4 Dec 2018, 21:33 )
QUOTE
მხევლის წიგნი რარაც ვერ წავიდა

ვერც ჩემთან.

ვერც ჩემთან.

არ შემეძლო არ აღმენიშნა biggrin.gif

ალბათ, იმიტომ რომ ლაით თემაზე არ წერს, გარემოც მძიმეა. წყალივით არ მიდის ტექსტი,
თან თუ არ გაინტერესებს ის პრობლემები, რაზეც წიგნია, ალბათ, მოგწყინდება კითხვისას.
მე ერთ დღეში წავიკითხე, იმდენად ჩემი იყო და თან პარალელებს ვავლებდი თანამედროვე სამყაროსთან.

Posted by: ValenTine_Kelly 4 Dec 2018, 23:18
QUOTE
ალბათ, იმიტომ რომ ლაით თემაზე არ წერს, გარემოც მძიმეა. წყალივით არ მიდის ტექსტი,

ჩემთვის პირიქით იყო. სხვა დისტოპიების ფონზე, რაც წამიკითხავს, მელაითა.

ამ წიგნსა და ავტორზე ყოველთვის ერთი რამ მეფიქრება - ტრამპი რომ არ აერჩიათ, რა ეშველებოდა?! :დ (გასაგებია, რომ მკითხველებში ისეც იცნობდნენ ... )

ჩემთვის ერთი საშუალო დონის ანტიუტოპიაა და მაგრამ ანტიუტოპია რომ ანტიუტოპიაა, იმისგანაც კი მოვითხოვ რაღაც დონეზე ლოგიკურობას, რაც ამ წიგნის სიუჟეტს არ აქვს. თითის გატკაცუნებაში ასეთი რადიკალური ცვლილებები მსგავის მენტალობისა და ტრადიციის ქვეყანაში არ გიჩენს რეალურობის შეგრძნებას, რაც სხვა დისტოპიებს გაუჩენიათ, რაც არ უნდა ირეალურ გარემოში უნდა ყოფილიყო სიუჟეტი. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიური რევოლუციები, რომელიც აშკარად ინსპირაციაა ავტორის, საკმარისი მაგალითი არაა. ამ ქვეყნებს სრულიად განსხვავებული ტრადიცია და ისტორია აქვთ და არც იქ არ მომხდარა გადატრიალება ერთ თითის გატკაცუნებაში.

ძალიან ბუნდოვანი და არადამაკმაყოფილებელი მსჯელობა იმაზე, როგორ მივიდა საზოგადოება იქამდე, სადამდეც მივიდა. არადა ბევრად კარგი იქნებოდა სწორედ მაგაზე ესაუბრა.

კიდევ აქვს მინუსები, უბრალოდ მეზარება გაგრძელება. არაა ის წიგნი, ბევრის საწერად დროის ხარჯვა რომ მიღირდეს :დ

არც სერიალისთვის მიყურებია, სწორედ იმ დამოკიდებულების გამო, რაც წაკითხვიდან მაქვს. გული მიგრძნობდა, საითაც წავიდოდნენ. რა შეფასებებსაც ვისმენ, ის დასკვნა მაქვს, რომ მართალი აღმოვჩნდი და რეჟისორებიც იგივეს აწვებიან, რასაც წიგნის ავტორი - შოკის ეფექტს.

ეს შოკის ეფექტი კი საერთოდ არ ჰქონია ჩემზე, ალბათ იმიტომ, რომ მთელი 4 წელი იმ სამყაროს ვსწავლობდი, რომელიც ეტვუდის ინსპირაცია გახდა - ძველი წ. აღ მესამე ათასწლეულიდან მოყოლებული, როცა ქალებს გახურებული აგურით კბილებს უმტვრევდნენ ქმრის დაუმორჩილებლობისთვის, დღევანდელი მჟავების სრულიად უმიზეზოდ შესხმით დამშვენებული.

ვერასოდეს მივხვდები, ლესინგის ოქროს დღიურის გვერდით ფემინისტურ მასთ რიდებში რატომაა.

Posted by: 4L3X 4 Dec 2018, 23:32
holden kolpildi
QUOTE (holden kolpildi @ 4 Dec 2018, 20:20 )
ხალედ ჰოსეინის ფრანით მორბენალი
დიდი ხანია წიგნზე არ მიტირია
უზომოდ ემოციური ადამინური ისტორიაა

შენ თუ მაგან აგატირა "მთებმა მთებს უთხრსზე" და "ათასს მოელვარე მზეზე" რაღას იზავ? არ გინდა არ წაიკითხო თავს გაუფრთხილდი. yes.gif

Posted by: Joiner 4 Dec 2018, 23:35
ValenTine_Kelly
100% გეთანხმები წიგნზე ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება მქონდა.
ნაწარმოები ყველგან მოხსენიებული იყო როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დისტოპია და საბოლოო ჯამში ფემინიზმზე იყოაქცენტი გაკეთებული.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო სისტემის აღწერა 2195 წლის მეცნიერის მიერ, მოხსენების სახით.

Posted by: senpai 4 Dec 2018, 23:57
QUOTE
ჩემთვის ერთი საშუალო დონის ანტიუტოპიაა

ჩემთვის დაბალი დონის სხვებთან შედარებით, არ მახსენდება არცერთი წიგნი მაგ ჟანრის, რომელსაც ამაზე მაღლა არ დავაყენებდი.

Posted by: Heart_of_Darkness 5 Dec 2018, 00:17
დისტოპიად იმდენად არ აღვიქვამ, უფრო სწორ დროს და ადგილას დაწერილ წიგნად მიმაჩნია...
QUOTE
თითის გატკაცუნებაში ასეთი რადიკალური ცვლილებები მსგავის მენტალობისა და ტრადიციის ქვეყანაში არ გიჩენს რეალურობის შეგრძნებას

ვითომ იმდენად კარგად ვიცნობთ აშშ-ს რომ მათ მენტალობაზე და ტრადიციებს ასე ცალსახად შეგვიძლია ვისაუბროთ?
თანაც, მაგალითად, მეოცე საუკუნის ბოლოს არავის ეგონა, რომ კაცობრიობას რელიგიის მიმართ ინტერესს კვლავ გაიღვივებდა, რელიგიისადმი ინტერესი ეგონათ რომ წარსულს ჩაბარდა. თუმცა 21-ე დასაწყისში მკვლევარები რელიგიებისკენ შემობრუნებაზე ალაპარაკდნენ. განწყობები, რომლებსაც რაღაც ეტაპამდე, სერიოზულად არავინ აღიქვამს ხოლმე, უეცრად პოლიტიკურ რადიკალურ მოძრაობაში გადაიზარდება ხოლმე. ავტორიტარული რეჟიმები, ძირითადად, მოულოდნელად ჩნდება.
თანამედროვე სამყაროში, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე აშშ-ში ნელ-ნელა პოპულარული ხდება მემარჯვენე რადიკალური პარტიები, რომელთა იდეოლოგიაც ხშირად რელიგიაზე, ნაციონალიზმზე თუ სხვა პოპულისტურ იდეებზე გადის. ამ დროს, ზუსტად ისეთი ტიპები, როგორიც წიგნშია აღწერილი, ,,მტრებად" აღიქვამენ უცხოებს: ეთნიკურ და LGBT უმცირესობებს, ასევე ტრამპის არ იყოს საუბრობენ ,,ნამდვილ ამერიკელ კაცზე" და ქალი კი უკან პლანზე გადადის ხოლმე.
აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ღირებულებათა კვლევებს რომ დავაკვირდეთ, აღმოვაჩენთ რომ ამდენ საუკუნოვანი მონაპოვარი, რომელსაც ადამიანთა უფლებების კონვენცია ჰქვია, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დიდად არ მნიშვნელობს. აი, თუნდაც ახლახანს, ესპანეთში, მემარჯვენე რადიკალებმა მოიპოვეს მანდატები. განწყობებს, კვლევებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რომ ვაკვირდები, ზოგჯერ ვაცნობიერებ რამდენად საშიშ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ერთ დღესაც შეიძლება რომელიმე ფანატიკური ძალა მოვიდეს სათავეში და მთელი პროგრესი წყალში ჩაყაროს. მე ამ კვლევების კითხვა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს არ ეხებიან, მათთვის ეს ყველაფერი ,,ირიალურად" ჩანს.
ასეთი წიგნები კი საზოგადოების დიდ ნაწილს ახსენებს და აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენი ინერტულობის შედეგად. მთავარი გმირის ფემინისტი დედა, რამდენჯერ ამბობს, ,,დროა ვიბრძოლოთო", მაგრამ მას სერიოზულად შვილიც კი არ აღიქვამს. ამ არასერიოზული დამოკიდებულების შედეგი იყო, ის რეალობა რაც შემდეგ მივიღეთ.
QUOTE
ამ ქვეყნებს სრულიად განსხვავებული ტრადიცია და ისტორია აქვთ და არც იქ არ მომხდარა გადატრიალება ერთ თითის გატკაცუნებაში
ირანის რევოლუცია მახსენდება, არადა.
ჩვენ კიდევ მიჩვეული ვართ ,,ქალთა შეზღუდული უფლებების" პირობებში ყოფნას, ბავშვებიდანვე ათასი სისულელე გვესმის, რომ ,,სუსტი სქესი ვართ", ,,კაცია ოჯახში მთავარი", ,,ქალს ერთი უნდა უყვარდეს" და ა.შ.
აი, აშშ-სთვის კი მართლაც ,,შოკის ეფექტია", ოღონც საჭირო შოკის, რომ გამოგაფხიზლოს ისეთის.
ლესინგს კიდევ რამდენად წაიკითხავს თანამედროვე მკითხველი არ ვიცი. ისევე როგორც მერი ვოლსტონკრაფტის წიგნს არ გადაშლის და არც ბეტი ფრიდანის შემოქმედებით გაიხალისებს უქმეებს.
IMHO, ყველა საუკუნეს თუ ეპოქას სჭირდება ისეთი წიგნები, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებულ საფრთხეებს დანახებს. ვფიქრობ, ამის მცდელობა ჰქონდა ეტვუდს. რა თქმა უნდა, როცა ეს თემები, დიდად, არ გაინტერესებს, არც წიგნი მოგეწონება.

Posted by: Solveig 6 Dec 2018, 01:41
ხალედ ჰოსეინის წიგნები წავიკითხე ბოლოს.

ჯერ "ფრანით მორბენალი" და მერე "1000 მოელვარე მზე".

ფრანით მორბენალი ცოტა სუსტი ნაწარმოებია. 1000 მოელვარე მზე ბევრად უკეთესია. უფრო ნაღდი და ღრმა პერსონაჟებია და ვითარებაც გაცილებით უფრო დაწვრილებით არის აღწერილი და სიმართლესთან მაქსიმალურად ახლოსაა.

Posted by: ალექსანდრა91 6 Dec 2018, 02:05
Solveig
მგონი აქ ჰოსეინზე ბევრი არც ულაპარაკიათ. აქვს საერთოდ ნეტა თემა?!
“მთებმა მთებს უთხრეს” წაიკითხე?
მართალია ფრანი მეტისმეტად მარკეტინგული გათვლით არის დაწერილი მაგრა იგრძნობა მთელ წიგნში მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს. ბევრი ემოცია მოიტანა მაინც.
რაღაც ახალი რომ გამოვიდა, კაი მოზრდილი წიგნი მგონია და ფესტივალზე 15ლარამდე რომ ღირდა ყიდვა მინდოდა. გამოვშტერდი გვერდების რაოდენობა რომ ვნახე facepalm.gif

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 6 Dec 2018, 03:00
მორავია - მოწყენილობა...
___________________

Posted by: დემიან 6 Dec 2018, 11:16
მაქს ფრიში - ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი "

Posted by: Solveig 9 Dec 2018, 22:36
ალექსანდრა91
QUOTE
აქვს საერთოდ ნეტა თემა?!

არის, ჰო. 1 გვერდიანი თემაა სულ.

QUOTE
მთებმა მთებს უთხრეს” წაიკითხე?

ძალიან ქაოსურად არის დაწერილი. უსარგებლოდ ქაოსურად.

რაც მაქვს წაკითხული, ჯერ-ჯერობით, 1000 მოელვარე მზე ყველას ჯობს, ლიტერატურული კუთხით.

Posted by: kaatinga 9 Dec 2018, 23:44
ნისლქმნილნის პირველი წიგნი გადავიკითხე ხელახლა და ახლა აზიმოვის დასაბამს ვკითხულობ, „მეორე ნაწილებს მალე ვეღირსები“ იმედით.

ჰოდა, ნისლქმნილს რომ ვკითხულობდი, ძალიან შემშურდა... როგორ ახერხებენ ეს ჩემისები ამდენის ასე საინტერესოდ მოფიქრებას და წერას :/


Posted by: ქაფქიანა 10 Dec 2018, 14:15
kaatinga

დასაბამის მეორე ნაწილი გამოვიდა რა ხანია უკვე. აგერ სახლში მიდევს და არ წამიკითხავს. ჯერ სხვებია რიგში.

ახლა სულაკაურის ადრე გამოცემულ წიგნს ვკითხულობ. ,,ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები". ისეთები წერია, რომ...

მათ შორის, მადამ პრეზიდენტის წინაპრებზეც. user.gif

Posted by: kaatinga 10 Dec 2018, 23:42
ქაფქიანა
მე მხოლოდ ახლა წავაწყდი ინფოს რომ გამოვიდა.
მანამდე არ ვკითხულობდი smile.gif
ფესტზე მივასკდები, ან შეიძლება მანამდეც ვიყიდო.
მესამეა კიდე ხო სათარგმნი ?


Posted by: ქაფქიანა 11 Dec 2018, 09:15
kaatinga

მესამე ახლა ითარგმნება. მთარგმნელს ვიცნობ. პროფესიონალია.

მაინტერესებს, დანარჩენ ოთხ წიგნსაც თუ თარგმნიან. დასაბამის ციკლში შვიდი წიგნი შედის სულ. აქედან სამი კანონიკურია, ორი წინარეისტორია და ორიც გაგრძელება. ანუ ამ კანონიკურთა გარდა, იმ ოთხსაც თუ თარგმნიან ნეტავ.

Posted by: qarsaoti 12 Dec 2018, 12:18
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ვიქტორ ჰიუგო

Posted by: senpai 12 Dec 2018, 17:09
მოვერიე თავს და წავიკითხე სვეტლანა ალექსიევიჩი- "სექენდ ჰენდის დრო"

მაგარი პროპაგანდისტული წიგნია, როგორც პრინციპში მაგის ყველა ნაწარმოები რაც წამიკითხავს. ვითომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხის ბედს განიხილავს, თან სხვადასხვა ხალხის ჩანაწერებით. მარა რატომღაც ერთიმხარეა მარტო დანახული და წარმოჩენილი. თითქოს სხვანაირად არ ფიქრობდა ხალხი იმ დროს და ყველა მსხვერპლი იყო. ალბათ გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა იმ ხალხისთვის, ვისაც არ უცხოვრია და არაა წარმოშობით ყოფილსაბჭოთა ქვეყნებიდან.

Posted by: holden kolpildi 12 Dec 2018, 19:11
სტიგ ლარსონი
გოგონა დრაკონის ტატუთი

Posted by: ia-viola 12 Dec 2018, 19:46
holden kolpildi
QUOTE
სტიგ ლარსონი
გოგონა დრაკონის ტატუთი

არ წამიკითხია და წავიკითხო? ღიირს? როგორ შეფასებას მისცემდი?

***
,,ტყეების მეფე'' და ,,ნუ მოკლავ ჯაფარას''. ეს მეორე აქამდე წაკითხული არ მქონდა რატომღაც. ^_^

ახლა ვამთავრებ ,,ჭრელ საბურველს''.

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 22:08
ia-viola
გააჩნია თუ გიყვარს ეგ ჟანრი
დეტექტივური ცოტა სკანდალური ნაწარმობია
ჩემთვის საშუალო დონის წიგნია


მე წავიკითხე

კანტის თითქმის ყველა ნაშრომი და საშინლად არ მომეწონა
up.gif
მაგრამ მგონი კარგად ვერ გავიგე რაღაცები და ჩემს ტვინს ცოტა დრო სჭირდება
mad.gif


Posted by: Boyarg 12 Dec 2018, 22:17
ბუზთა ბატონს ვკითხუოლობ,,, კარგი ჩანს,,, პ.ს. გამახსენდა ბაშობაში ფილმი მაქვს ნანახი,, ძაან მძიმე სურათია,,,

Posted by: ia-viola 12 Dec 2018, 23:36
ჯიმ"მორისონი
ზოგადად წიგნებს ვაფასებ მხოლოდ ორი ნიშნით: რომ წავიკითხავ, რაღაც უნდა დამიტოვოს შიგნით და კითხვისას სიამოვნება უნდა მომანიჭოს. ჟანრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: Krusty_the_Clown 12 Dec 2018, 23:59
ia-viola
აბა კიდევ რა ნიშნით უნდა ფასობდეს წიგნი? biggrin.gif
ნუ, თუ მეხუთე საუკუნის ხელნაწერია მაგალითად? smile.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:05
ia-viola
სიამოვნებას რომ გვანიჭებს მაგიტომ გვიყვარს პირველ რიგში კითხვა
გარდა მაგისა ვიღებთ ცოდნას და სიტყვათა მარაგი უფრო მრავალფეროვანი გვიხდება...
მე მიყვარს ისეთი წიგნები სადაც რთული რაღაცებია ჩაქსოვილი და მინიშნებები არის დატოვებული
მერე მიყვარს ტვინის ჭყლენტვა თუ რა ჩაიფიქრა ავტორმა და რისი თქმა სურდა..

ეგ წიგნი ცოტა ისეთია
დიდი პოსტი უნდა დავწერო და სპოლერი გამოივა დაიწყე კითხვა და თუ მოგეწონა და წაიკითხე ბოლომდე მერე განვიხილოთ
წიგნებზე საუბარი ძალინ მიყვარს...



Posted by: ia-viola 13 Dec 2018, 00:25
Krusty_the_Clown
არა რატო?

შეიძლება აღიარებული წიგნი იყოს, მარა არ წავიკითხო, იმიტომ რომ კითხივსას ის ორი ვერ ვიგრძენი.

ჩემ სუბიექტურ შეგრძნებებზეა საუბარი.

ეს მარტო წიგნებს არ ეხება, ხელოვნების ნებისმიერ სფეროს: მუსიკას, მხატვრობას.

ჯიმ"მორისონი
აი, აბსოლიტურად სუბიექტური ვარ ხელოვნებასთან მიმართებაში რა. წიგნებთან ხომ მით უმეტეს.
აი რაღაც ამდაგვარი, ნ. დუმბაძეს რომ აქვს. დაახლოებით ასეთი რაღაცა: შეიძლება მინდორს ვუყურო და ერთი ყვავილის მეტი ვერ დავინახო, ან ერთ ყვავილს ვუყურო და მთელი მინდორი დავინახოვო.

***
წინა პოსტში უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ წიგნს არ წავიკითხავ მხოლოდ იმიტომ, რომ აღიარებული და პოპულარულია.
* * *
მოვიპოვებ მაგ წიგნს და წავიკითავ. მერე დავწერ, რა ვიგრძენი. smile.gif

ჯიმ"მორისონი
შენ შემთხვევით ხომ არ გაქვს წაკითხული ,,თეთრით შავზე''.
ამ წიგნის ელ. ვერსიაც დევს ნეტში. თვითონ წიგნი, მითომ არაფერი, მარა ბოლომდე რომ დავასრულე, ამ წიგნმა ის რაღაც დამიტოვა. საინტერესო იქნებოდა შენი აზრი. smile.gif

Posted by: holden kolpildi 13 Dec 2018, 00:53
QUOTE
არ წამიკითხია და წავიკითხო? ღიირს? როგორ შეფასებას მისცემდი?

ia-viola საშუალო დონის თრილერია
დროის გასაყვანად იდეალური

"ბევრის დატოვების" იმედი ნუ გაქვს
სდანტარტული დეტექტიური სიუჟეტია


ფილმიც უნდა ვნახო და წიგნს შევადარო

ახალი ჰობი მაქვს მგონი biggrin.gif


Posted by: Pablo Aimar 13 Dec 2018, 00:55
QUOTE
რაღაც უნდა დამიტოვოს შიგნით

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 01:17
ia-viola
მართალი ხარ
ადრე წავიკითხე მე რაღაც ტოპის მიხედვით 50 წიგნი შედევრები და ბევრი არ მომეწონა ერთ-ერთი დიდებული გეთსბია

არა,არ მაქვს წაკითული სამწუხაროდ ეგ წიგნი
ვერაფერს გეტყვი მგონი რუსულია
შეიძლება ვცდები
უბრალოდ ეგრე მახსოვს

Posted by: hellboy13 13 Dec 2018, 01:25
მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)
თემურ ბაბლუანი.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია up.gif

Posted by: ia-viola 13 Dec 2018, 09:32
ჯიმ"მორისონი
ქართული თარგმანიც არის და პდფ ვერსიაც დევს ნეტში. როგორც ზემოთ დავწერე, დიდი მხატვრული ღირებულება არა, მარა ის სხვა რაღაც ნამდვილად აქვს.

შეიძლება ჩემ პროფესიასთAნ არის ახლოს და მაგიტომ აღვიქვი ასე მძაფრად. მოკლედ, თუ დაგაინტერესა გადახედე. wink.gif

Posted by: gobisha 13 Dec 2018, 10:04
აკაკის პუბლიცისტური კრიტიკული წერილები

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 14:39
ia-viola
ახლა ფილოსოფიურ წიგნებზე ვარ და წავიკითხავ თუ დიდი არ არის :დ
ლიტერატურასთან თუ არის შენი პროფესია კარგია

ეს წავიკითხე წუხელ
-----------------------
ბერლინი ალექსანდერპლაცი

ალფრედ დობლინი

მომეწონა
თუმცა ცოტა რთულად იკითხება...

Posted by: ia-viola 13 Dec 2018, 16:41
ჯიმ"მორისონი
არა, ჩემ პროფესიას კავშირი არ აქვს ლიტერატურასთან. უბრალოდ, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მიყვარს კარგი წიგნების კითხვა.

აი ფილოსოფიურს ვერ ვკითხულობ. ისედაც მძიმე პროფესია მაქვს და ტვინის სრესვა და სხვის აზროვნებაზე მიყოლა, ანალიზი და ა.შ. არ შემიძლია. biggrin.gif

Posted by: ფორსტმანი 13 Dec 2018, 16:58
დრო ჩამივარდა და ეკოს ვარდის სახელი... მომნატრებია ბაბუა უმბერტო


ia-viola
QUOTE
აი ფილოსოფიურს ვერ ვკითხულობ. ისედაც მძიმე პროფესია მაქვს და ტვინის სრესვა და სხვის აზროვნებაზე მიყოლა, ანალიზი და ა.შ. არ შემიძლია.

რთული პროფესია თუ გაქვს, ფილოსოფიური წიგნების კითხვა უფრო გაგიადვილებს ყოველდღიურობას.

Posted by: ia-viola 13 Dec 2018, 17:15
ფორსტმანი
ნწ.
სახლში რომ მიღოღდები, მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ, უბრალოდ განტვირთვა გჭირდება ადამიანს.

განტვირთვის უამრავი საშუალებაა, მათ შორის წიგნების კითხვა ერთ-ერთი.

მარტო წაკითხვსთვის ხომ არ კითხულობს ადამიანი? wink.gif იმ წაკითხულს გაააზრება უნდა. ამიტომ ფილოსოფიური ჟანრი ამ დროს არ გამოვა.

Posted by: larakroft 13 Dec 2018, 21:17
მეგობრებო ძმები კარამაზოვები კითხვა დავიწყე... ერთი 100 გვერდამდე. ავედი მუღამი ვერ დავიჭირე... გავაგრძელო კითხვა? რამე ღირებული მელოდება წინ??

Posted by: Adi 13 Dec 2018, 21:48
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


Primo Michele Levi - "If This Is a Man"

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წაუკითხაობაც დანაშაულია..

Posted by: kaatinga 13 Dec 2018, 23:09
მაიკლ სალივანის ,,ხმლების ქურდობას“ ვკითხულობ.

ძალიან აკლია მარილი, მაგრამ არც მთლად სიშტერეა. მოკლედ ისეთი წიგნია, მორიგი კარგი თარგმანის მოლოდინში ამ ჟანრის მოყვარულს შიმშილს რომ გადაატანინებს, თუმცა არ დაანაყრებს და ,,ერთხელ ყურება შეიძლება“...

Posted by: senpai 13 Dec 2018, 23:12
larakroft
QUOTE
ავედი მუღამი ვერ დავიჭირე... გავაგრძელო კითხვა? რამე ღირებული მელოდება წინ??

ხალხი ბიბლიის მერე მაგას მიიჩნევს ყველაზე ღირებულ წიგნად და რავი აბა...

Posted by: larakroft 13 Dec 2018, 23:33
QUOTE (senpai @ 13 Dec 2018, 23:12 )
larakroft
QUOTE
ავედი მუღამი ვერ დავიჭირე... გავაგრძელო კითხვა? რამე ღირებული მელოდება წინ??

ხალხი ბიბლიის მერე მაგას მიიჩნევს ყველაზე ღირებულ წიგნად და რავი აბა...

არა შეიძლება საუბრები ბერ ზოსიმესთან რომ მიდის ძალიან ღრმა აზრის მატარებელია, მაგრამ ვერ დავუდე გული მთლად ეტყობა user.gif

Posted by: kaatinga 13 Dec 2018, 23:46
larakroft
არ გააგრძელო.

მე არ წამიკითხავს და არ ვიცი როგორია, მაგრამ თუ არ მოგწონს უნდა დაიკიდო. ოდესმე მიუბრუნდი, იქნებ მოიტანოს.

QUOTE
ხალხი ბიბლიის მერე მაგას მიიჩნევს ყველაზე ღირებულ წიგნად და რავი აბა...

დიდი ამბავი

Posted by: senpai 13 Dec 2018, 23:54
larakroft
ყველასთვის არაა ნაღდად. თან გააჩნია მაქამდე რა გქონდა წაკითხული.

Posted by: Adi 14 Dec 2018, 00:02
larakroft
პრიმო ლევი წაიკითხე მაგას შეეშვი თუ არ მოიტანა.
ქართულად არ ვიცი არის თუ არა ასე უნდა ერქვას თუ იქნება "განა ეს ადამიანია"
უმძიმესი და უსაშინლესი ამბებია მოთხრობილი..

ისეთი წიგნია წაკითხვის მერე გიტყდება ადამიანი რო ხარ..


Posted by: kaatinga 14 Dec 2018, 00:06
QUOTE
ისეთი წიგნია წაკითხვის მერე გიტყდება ადამიანი რო ხარ

და რა მუღამი აქვს ასეთი წიგნის კითხვას?
ერთია რომ ემოცია მოაქვს, მაგრამ ემოციასაც ხომ გააჩნია? რა საჭიროა იკითხო წიგნები რომელსაც უარყოფითი ემოცია მოაქვს?

ამიტომ არ ვკითხულობ გამოპრუტუნებულ დოსტოევსკის, უმრავლესობას რომ ცაში აჰყავს.

ყველა კარგად დაწერილი ნაწარმოები კარგი ნაწარმოები არაა.
არც ყველა კარგი მწერალია კარგი მწერალი popcorn.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 14 Dec 2018, 01:25
kaatinga
ზედმეტად გაბუქებულია დოსტოევსკი, როგორც მწერალი, მაგრამ როგორც მოაზროვნე არა სათანადოდ დაფასებული...

კონკრეტულად მაგ წიგნს რაც შეეხება ნუ შედევრია მსოფლიო ლიტერატურის და ასე
ორი სიტყვით ვერ აღვწერ, მაგრამ არც მე მომწონს, თუმცა ვაღიარებ სერიოზული წიგნია უბრალოდ ყველასთვის არაა და არც უნდა იყოს....

ჩემი რჩევა: თუ არ მოგწონთ წიგნი, ძალით არ წაიკითხოთ.... სჯობს მოგვიანებით მიუბრუნდეთ...


პ.ს დოსტოევსკის და საერთოდ რუსი მწერლების არ მომწონს ეს ხელოვნრად გაზრდილი გვერდების რაოდენობა წიგნებში...
300 და 500 გვერდიანი წიგნები არ მომწონს
მითუმეტეს თუ სპეციალურად არის გაწერილი...
რუსი მწერლების შემთხვევაში ეგრეა, რათგან იმ დროისთვის რაც უფრო სქელი იყო წიგნი გასამჯელოც მეტი უწევდათ...

თან დოსტოევსკის ფული ძალიან სჭირდებოდა...

მოთამაშე იყო და ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა, ხოდა ბიძინას ეპოქას არ მოესწრო სამწუხაროდ, რომ ვალები გაანულებია...


Posted by: Pablo Aimar 14 Dec 2018, 02:55
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი სიბრძნეები იწერება

Posted by: Adi 14 Dec 2018, 03:01
kaatinga
QUOTE
და რა მუღამი აქვს ასეთი წიგნის კითხვას?
ერთია რომ ემოცია მოაქვს, მაგრამ ემოციასაც ხომ გააჩნია? რა საჭიროა იკითხო წიგნები რომელსაც უარყოფითი ემოცია მოაქვს?


6:32-დან


QUOTE
ამიტომ არ ვკითხულობ გამოპრუტუნებულ დოსტოევსკის, უმრავლესობას რომ ცაში აჰყავს.

facepalm.gif



Posted by: zigfried 14 Dec 2018, 13:04
ნარჩენებს ვამთავრებ და 2 რამე მაინტერესებს
ასეთ მწირე სიუჟეტზე როგორ დაწერა ამხეალ რომანი იმ ჩემისამ
და სერიალში რა გადაიღეს ასეთი რომ პოპულარული გახდა (ჯერ არ მიანხავს სერიალი)

ჩვეულ;ებრივი ბანალური საყოფაცხოვრებო საკითხებია განხილული იმის ჭრილში რო 2 % მოსახლეობის გაქრა

Posted by: I SPY 14 Dec 2018, 13:09
QUOTE (Adi @ 14 Dec 2018, 00:02 )
larakroft
პრიმო ლევი წაიკითხე მაგას შეეშვი თუ არ მოიტანა.
ქართულად არ ვიცი არის თუ არა ასე უნდა ერქვას თუ იქნება "განა ეს ადამიანია"
უმძიმესი და უსაშინლესი ამბებია მოთხრობილი..

ისეთი წიგნია წაკითხვის მერე გიტყდება ადამიანი რო ხარ..

თუ ეს თემა გაინტერესებს ვიქტორ ფრანკლიც არაა ცუდი

Posted by: seeman 14 Dec 2018, 13:16
QUOTE
დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი სიბრძნეები იწერება


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2018, 22:26
larakroft
კაი რა დოსტოევკის სიბრძნეები
ხალხი მთვარეზე დადის უკვე
გაბუნიას დაშლები წაიკითხე

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Dec 2018, 01:05
ბოლოს წავიკითხე "ისანის ვირთხები"
საკმაოდ კარგი ნაწარმოებია...

Posted by: Heart_of_Darkness 16 Dec 2018, 20:18
ალიენდეს ,,სულების სახლი'' წავიკითხე. საინტერესოდ დაიწყო, თავიდანვე ეტყობოდა რომ მთქნარებით კითხვა არ მომიწევda. რამდენჯერმე ისე ჩამითრია კითხვამ, ღამის 4საათზეც ვიძინებდი. ლათინოამერიკულ ლიტერატურას ზოგადად, იშვიათად ვკითხულობ, ამ ესტებანებში, ხუანებში და ბიანკებში ვიბნევი ხოლმე, ისეთი შეგრძნებაც მაქვს თითქოს სერიალს ვკითხულობ და არ მიზიდავს.
ალიენდეს შემთხვევაში კი ასე არ იყო, მაგიური რეალიზმიც არ მაბეზრებდა თავს და არარეალური ზღაპრის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. პირიქით, სასიამოვნო იყო. თითქოს ყოფით დონეზეა მაგია. ჩვენს ყოველდღიურობაშიც კი არსებობს წარმოდგენები მაგიაზე, სულებზე, ნათელმხილველებსა თუ მედიუმებზე. იმდენად ორგანულად იყო ეს მომენტი ტექსტთან შერწყმული რომ არ შევუწუხებივარ ,,არარსებულ სამყაროთა აჩრდილებზე" პასაჟებს.
ცოტა გამაღიზიანებელი იყო ავტორის რეპლიკები, ამბავს რომ ჰყვება და უცებ შორეულ მომავალზე გადახტება ხოლმე. მაგალითად, ესტებნი 50პესოს რომ ასესხებს ტორესიტოს და ავტორი დაურთავს, მაშინ ესტებანი ვერ წარმოიდგენდა მომავალში როგორ გამოადგებოდა ეს შემთხვევაო… კითხვისას ისეთი შეგრძნება, წარსულს კითხულობ - არ მსიამოვნებს ასეთი რეტროსპექტივები.
ძალიან დიდი ხნის წინ, ღრმა ბავშვობაში, ფილმი მქონია ნანახი. სანამ ბოლოში არ გავედი, მანამადე ვერ ვხვდებოდი რატომ მქონდა დეჟა ვუს განცდა. მერე გამახსენდა.
მთლიანობაში, სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Dec 2018, 22:11
თოვლის პაპა,იმ დროს მომასწარი ეს რომ პატარა და ლაკონურ პოსტებს დაწერს ფორუმზე biggrin.gif
თოვლის პაპას პასუხი
-უყვარს და რა ქნას ?
-ვის რას უშავებს mo.gif

Posted by: Heart_of_Darkness 16 Dec 2018, 22:22
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 16 Dec 2018, 22:11 )
თოვლის პაპა,იმ დროს მომასწარი ეს რომ პატარა და ლაკონურ პოსტებს დაწერს ფორუმზე  biggrin.gif
თოვლის პაპას პასუხი
-უყვარს და რა ქნას ?
-ვის რას უშავებს  mo.gif

თოვლის პაპის არსებობის გჯერა ამხელა ბიჭს? user.gif


ეჰ, რომ არსებობდეს, ჩურჩხელებს დავაბარებდი.
აი, ნამდვილ, კახურ, სახლში, ბებოს სიყვარულით, გაკეთებულ ჩურჩხელებს.
ახალი წელი ჩურჩხელებთან ასოცირდება ჩემთვის. სამი წელია გემრიელ ჩურჩხელებს ვეძებ, მაგრამ რად გინდა. ვერ ვპოულობ sad.gif

P.S. უძღები შვილის დაბრუნებას მივაწეროთ შენი ფორუმზე დაბრუნება?
popcorn.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Dec 2018, 22:34
Heart_of_Darkness
მე ჩამოგიტან ჩურჩხელას და ფელამუშს lol.gif

მარა იმალები არიქა არ არ გამშიფრონ ვინ ვარო



ვიცი მომიკითხავდი უბრალოდ არ გეცალა
იმედია კარგად ხარ და არ გვინდა გააოფება თემის

გამიხარდა შენი გამოჩენა ჩებურაშკა <3



Posted by: Heart_of_Darkness 16 Dec 2018, 23:12
კუტზეეს ,,მაიკლ კეის ცხოვრებას და დროებას" ვკითხულობ,
შევღონდი ისეთი მოსაწყენი ტექსტია,
გმირიც ისეთია ძალით თუ დაიინტერესებ თავს.

too many words about nothing.

ჯიმ"მორისონი
ფელამუში არ მიყვარს, მარტო ჩურჩხელები.

სად ვიმალები, სულ დღის შუქზე ვარ du.gif

QUOTE
ვიცი მომიკითხავდი უბრალოდ არ გეცალა

smile.gif
ბებიაჩემიც ასე მსაყვედურობს ხოლმე, რამეზე რომ მეუხეშება და მერე აღარ ახსოვს. user.gif

Posted by: George_Best 17 Dec 2018, 07:43
HurricaneKat.
ჯიმ"მორისონი
Heart_of_Darkness

ფბ ჯგუფი უნდა გქონდეთ და ერთმანეთს წერდეთ იმდენად მოსაწყენები ხართ

Posted by: kaatinga 17 Dec 2018, 09:23
,,დასაბამი და იმპერია“ bis.gif

მეორე გაცილებით ჯობია პირველს, პირველი ნაწილისგან განსხვავებით მოვლენების სწრაფი ,,ნახტომები“ არაა მეორეში და ნაწარმოები უფრო საინტერესოც გახდა.


Posted by: Heart_of_Darkness 17 Dec 2018, 12:46
QUOTE (George_Best @ 17 Dec 2018, 07:43 )
HurricaneKat.
ჯიმ"მორისონი
Heart_of_Darkness

ფბ ჯგუფი უნდა გქონდეთ და ერთმანეთს წერდეთ იმდენად მოსაწყენები ხართ

თუ ბოლო პერიოდში, ამ განყოფილებაში, ლიტერატურაზე, გამართულ სერიოზულ დისკუსიას დამილინკავ, შენიშვნას მივიღებ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Dec 2018, 14:08
Heart_of_Darkness
IQ test როგორი შედეგი გქონდა რამდენი გაქვს ?
ემოციური ინტელექტის ტესტი გაგიკეთებია ოდესმე ?

rolleyes.gif

Posted by: Heart_of_Darkness 17 Dec 2018, 14:43
ჯიმ"მორისონი
ინტელექტზე თუ ადამიანის შემეცნების უნარებზე, იმდენად მაღალი წარმოდგენის ვარ,
რომ მათი რომელიმე ტესტის ჩარჩოში მოქცევა ნაცარქექიობად მიმაჩნია. user.gif
IQ იქნება თუ აიზენიკის ტესტი, რეალურად, ღირებულ დატას არ გაძლევს.
საშუალო მაჩვენებლებზეა ორინეტირებული,
ნორმალურ განაწილებაში, სტანდარტული გადახრის შეფასებით კი აუთსაიდერებს და ლიდერებს თუ გამოარჩევ,
ცოტა არ იყოს, ზედაპირულ დასკვნას გააკეთებ, რომ მაგალითად, ბეჯით/ნიჭიერ ბავშვებს უფრო მაღალი IQ აქვთ, ვიდრე აუთსაიდერებს.
ასეთ ტესტებს რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ ხოლმე- და ამით რა?
თითქოს საკუთარი გამორჩეულობის ნიშნებს ეძებ მაღალ შედეგეში,
მე კიდევ თვითონ ტესტის შევსების პროცესი იმდენად მწყინდება, ვერ ვხალისობ.
ისედაც არ ვარ ცუდი წარმოდგენის ჩემს შემეცნებით უნარებზე და ლეგიტიმაციის წყაროს აღარ ვეძებ biggrin.gif
ამიტომ, ტესტის ბოლომდე მიყვანის სურვილი არასდროს მქონია.

QUOTE
ემოციური ინტელექტის ტესტი

ამაზე მეტად, ეს ტესტი უფრო მესაინტერესოება: http://dichotomytests.com/test.html?id=0
ან გასართობად ესეც გამოდგება: https://www.16personalities.com/ru/test-lichnosti

Posted by: holden kolpildi 17 Dec 2018, 14:45
QUOTE
ყოფის აუტანელის სიმსუბუქე არ მოეწონასავით

ასეთი ''ხასიათა'' წიგნი არ მინახავს


ნელა ვითხულობ

რაღრაც მომენტები ძალიან მომეწონა

გუშინ 100 გვერდი სიამოვნებით წავიკიტხე დღეს ვერ ვაგრძელებ

აღარ მიდის

თავსაც ვერ ვანებებ




4L3X
QUOTE
შენ თუ მაგან აგატირა "მთებმა მთებს უთხრსზე" და "ათასს მოელვარე მზეზე" რაღას იზავ? არ გინდა არ წაიკითხო თავს გაუფრთხილდი. 

ასაკის მატებასტან ერტად სენტიმენტებიც იმატებს biggrin.gif

ჰოსეინი აღარ მინდა
მეყო biggrin.gif


Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Dec 2018, 15:04
Heart_of_Darkness
სგ biggrin.gif
გამრაჯობას რომ გეუბნება ვინმე მაგხელა რეჩს მოსცხებ ხოლმე ?

მიუხედავად ყველაფრისა (შენს დიდ პოსტებს ვგულისხმობ) ძაან საყვარელი ტიპი ხარ და იგრძნობა რომ ყალბი არ ხარ biggrin.gif

თემის გააოფება არ გვინდა
წუხელ არ დამეძინა და ეს წიგნი მეგდო პლანშეტში და წავიკითხე რუსულ ენაზე Из замка в замок სელინის არის ვინც არ იცით
გირჩევთ ყველას წაიკითხოდ უფრო სწორად ბიჭებს ვურჩევ წაიკითხონ...

ჩემთვის თუ აქამდეს არსებობდა საყვარელი მწერლების ტოპი: კაფკა,მარიო ვარგას ლიოსა,ფოლკრენი,ჯორჯ ორუელი ამ ტოპს უკვე თამამად დავუმატებ
სელინს

საოცარი მწერალია

ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ მოქცეული და მერე სელინის თემაში დავწერ
მოგზაურობა ღამის დასალიერში არის ჩემი ფავორიტი მისი შემოქმედებიდან რაც წამიკითხავს

love.gif

თუ ლიტერატურა გიყვართ წაიკითხედ ეგ წიგნი
განსაკუთრებით ბიჭებმა

საოცარი წიგნია
აი,მარიხუანა რა ლიტერატურული გაახვევ მოწევ და დაბოლდები იმით რასაც ჰქვია ლიტერატურა
up.gif

Posted by: aladini 19 Dec 2018, 16:01
QUOTE
მეგობრებო ძმები კარამაზოვები კითხვა დავიწყე... ერთი 100 გვერდამდე. ავედი მუღამი ვერ დავიჭირე... გავაგრძელო კითხვა? რამე ღირებული მელოდება წინ??

მეც ზუსტად ეგრე.
მივანებე და ბაბლუანი პურის ყანის ბესტსელერი წავიკითხე 1 ღამეში. ისე ეგეც გაბუქებულია, თავიდან უფრო საინტერესო იყო, მერე ძაან ზღაპარს დაემსგავსა, თითქოს ძალები აღარ ეყო მწერალს.
აი ბულგაკოვის ფანტასმაგორიებზე წამექილიკასავით ადრე, მაგრამ ოსტატი და მარგარიტა ამასთან შედარებით სხვა წონითი კატეგორიაა, თანაც რადიკალურად.
უმანკოების მუზეუმზე რომ გიჟდებიან,მაგაზეც ვერ გადავირიე. კარგია, მაგრამ სულ ეგაა რა.
ტურაშვილის ახალი ამსტერდამიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ ბუღაძის პატარა ქვეყანა ბევრად უფრო მეინტერესა.
საბოლოო ჯამში, ბოლოს წაკითხულებიდან ყველაზე მეტად შაფაქის ღირსება მომეწონა და ვფიქრობ სიყვარულის 40 წესი ვიყიდო.
სხვას რას მირჩევდით?

Posted by: kaatinga 19 Dec 2018, 21:20
aladini
QUOTE
სხვას რას მირჩევდით?

თუ იმ ცინიზმს ავყვები შენი პოსტის წაკითხვის მერე რომ აღმომიცენდა, მაშინ - გოჩა მანველიძის მგლებს.

rolleyes.gif

Posted by: Heart_of_Darkness 19 Dec 2018, 22:39
ბატაის ,,თვალის ისტორია" წავიკითხე დღეს, მეტროთი მგზავრობისას.
ნუ მთლად მეტროში წასაკითხიც არ იყო.
მანამდე ,,შინგანი გამოცდილება" მქონდა წაკითხული,
როგორც ფილოსოფოსი უფრო საინტერესოა.
,,ჟილ დე რეს პროცესს" წავიკითხავ ამ დღეებში, საინტერესო ჩანს.

aladini
შაფაქი თუ მოგეწონა, ,,წლის ბესთსელერის" სერიის წიგნები მოგეწონება, ალბათ.

რემარკი არ მოგწონს?

Posted by: aladini 19 Dec 2018, 23:46
Heart_of_Darkness
კი, როგორ არა, სამი მეგობრის ბავშვობისდროინდელი ემოცია ეხლაც მახსოვს.
მგონი ნასესხები სიცოცხლეა ეხლა ბიბლუსის ტოპ-ათეულში

kaatinga
კვლავ ეს ნატიფი პიპეც - ინტელექტუალიზმი ალბათ smile.gif)
თუმცა მავანი თავაწეული ფშუტე თავთავის თემასაც უწოდებს ხოლმე wink.gif

Posted by: drehzahlbegrenzer 19 Dec 2018, 23:56
ალბათ 10 ჯერ მექნება მებრძოლთა კლუბი ნანახი და აი პირველად წავიკითხე წიგნი. ფილმიდან ბევრი რაღაც მავიწყდება ხოლმე, მაგიტომ ვუყურე მაგდენჯერ, იმედია წაკითხული არ დამავიწყდება :დ

Posted by: kaatinga 19 Dec 2018, 23:58
aladini
QUOTE
კვლავ ეს ნატიფი პიპეც - ინტელექტუალიზმი ალბათ )
თუმცა მავანი თავაწეული ფშუტე თავთავის თემასაც უწოდებს ხოლმე


biggrin.gif biggrin.gif


ნუ, რა არის იცი...
აი ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტას“ გვერდით ბაბლუანის ნაწარმოებს რომ ახსენებ, თუნდაც ,,უარყოფით“ კონტექსტში, კაკ მინიმუმ გასაწკეპლი ხარ.

ჰოდა აი ამ მომენტში აღვშფოთდი...

მერე ტურაშვილიო, მერე ბუღაძეო - ულაითესი ქართველი მწერლები

და ბოლოს ,,ახლა მოდაშია ჩურჩულები“ კი არადა რომელიღაც თურქული სერიალის თანაავტორი, რომ ახსენე კი ამასხა.

ჰოდა ახი არაა შენზე ბარემ ,,მგლები“ მიაყოლო მაგ ოლივიეს ზემოდან? დესერტად


drehzahlbegrenzer
წიგნი ხო ჯობია?


love.gif

Posted by: aladini 20 Dec 2018, 00:13
kaatinga
ზედმეტი ხომ არ მომივიდა მეთქი, დავიძაბე და შემოვედი ისევ.
გმადლობ, რომ გადამარწმუნე wink.gif

Posted by: kaatinga 20 Dec 2018, 00:23
aladini
ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ჭიჭყინის ხასიათზე ვარ biggrin.gif

https://forum.ge/?f=18&showtopic=34937759&st=1230

ამას გადახედე, ბოლო გვერდებზეა ახალი წიგნების შესახებ ინფოები, მოგეწონება რამე.

Posted by: drehzahlbegrenzer 20 Dec 2018, 00:27
kaatinga

რა თქმა უნდა ჯობია

Posted by: drehzahlbegrenzer 24 Dec 2018, 03:20
ჰერმან ჰესეს - ტრამალის მგელი. Herman never dissapoints... :დ

Posted by: Heart_of_Darkness 27 Dec 2018, 23:35
ანდრუხოვიჩის ,,მოსკოვიადა" წავიკითხე. იმდენად სპეციფიკური ენით არის დაწერილი საინტერესოა რამდენად მოახერხეს ქართულად მისი თარგმნა. რთული თხრობა კი არ არის, არამედ პოსტმოდერნული წიგნია, სიტყვების თამაშით, რითმით, ალუზიებით და რაც მთავარია არაერთი უცონზურო სიტყვით. საინტერესოა, ქართულმა სპეტაკმა ენამ რამდენად მოახერხა რომანის ატმოსფეროს გადმოცემა. ნამდვილად არ ვიცი, რადგან რუსულად წავიკითხე.
ისე კი არ მგონია წიგნმა ქართულ თანამედროვე მკითხველში პოპულარობა მოიპოვოს, განსაკუთრებით იმ თაობაში, ვისაც სსრკ-ში არ უცხოვრია და რუსულ ყოფასთან არ აქვს კავშირი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მთლიანობაში იმ კატეგორიის წიგნებს მივაკუთვნე, რომელიც რომც არ წამეკითხა არაფერი დამაკლდებოდა.

Posted by: drehzahlbegrenzer 28 Dec 2018, 01:01
ზურა ჯიშკარიანის "საღეჭი განთიადები", გაერთობა ერთხელ კაცი. ვისაც არალეგალურ სუბსტანციებთან ოდესმე ქონია შეხება, მისთვის უფრო გასაგები და საინტერესო იქნება.

Posted by: aladini 28 Dec 2018, 15:28
drehzahlbegrenzer
რაო, კაიფზე გვიყვება ანუ?
წინასწარ მგონია რო რაღაცა ძაან პაპსა იქნება,თუმცა შეიზლება ვცდები

Posted by: holden kolpildi 28 Dec 2018, 15:36
მილან კუნდერა

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე


დავამტავრე
გამეწელა კიტხვა

Posted by: John-obi 28 Dec 2018, 16:24
QUOTE
 ბოლოს წავიკითხე

კამილო ხოსე სელას "პასკუალე დუარტეს ოჯახი" და მოთხრობები.

მოთხრობები მეჰ, მაგრამ პასკუალე მართლა ღირებული რამეა.

Posted by: KhAtiaAa 30 Dec 2018, 20:23
რამდენიმ დღის წინ დავასრულე, კნუტ ჰამსუნის " შიმშილი", და ჯერ კიდევ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან დამთრგუნა, ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს, ისეთ ადამიანზეა, რომელიც ზედმეტმა პატიოსნებამ და სიკეთემ დაღუპა, მაინც სხვას ეხმარებოდა, როდესაც, თვითონ იყო დასახმარებელი, ამ მწერლის მხოლოდ "მისტერიები" მქონდა წაკითხული და ისიც ასევე შედევრი, ძალიან საინტერესო, უცნაური, მისტერიებით მოცული,მაგრამ, უსაზღვროდ კეთილი ადამიანის შესახებ, რომელიც, ცდილობდა ადამიანთა დახმარებას და შეცვლას, თუმცა, ცხოვრებისეულმა იმედგაცრუებებმა, ნიჰილისტად აქცია და მასაც, ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. ძალზედ, საინტერესო საკითხავი იყო, ერთიც და მეორეც.
პ.ს. ჩემთვის, აღმოჩენა იყო ეს მწერალი, I'm so impressed love.gif

Posted by: drehzahlbegrenzer 31 Dec 2018, 17:21
კაფკას პროცესი წავიკითხე, ძაან კაია, ცოტა დამღლელი, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო, ცხოვრებისეული ტრაგიკომედია.

aladini
კაიფის მეშვეობით განვითარებული ფანტაზიის უნარით გვიყვება რაღაც-რაღაცებს.

Posted by: nigo 3 Jan 2019, 19:43
ბოლოს წავიკითხე " ავი მუსაიფი"ნოდარიკო მაჭარაშვილის.
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია.
ერეკლეზეა.
მართალი გითხრათ ,მისი ბიოგრაფიის პატრონისთვის,ნორმალური განათლებაც არ მიუღია.ახლაც ზის.საკმაოდ საინტერესოა.
თუ გააგრძელებს ,აშკარად ნიჭიერია.ეს მისი პირველი წიგნი არ არის,სხვა არ მაქვს წაკითხული.

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 4 Jan 2019, 16:59
KhAtiaAa
მძიმე, ძალიან მძიმეა ჰამსუნი, შიმშილი მითუმეტეს... მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ შენდაუნებურად თავს მთავარ პერსონაჟთან გააიგივებ კითხვის პროცესში.
ეგ წიგნი არის ტანჯვით განცდილი სიამოვნება, მაზოხიზმის ერთერთი სახეობა.

Posted by: Aleqto 4 Jan 2019, 17:24
შტეფან ცვაიგის მოუთმენლობა გულისა_ს ბოლო რამოდენიმე გვერდიღა დამრჩა და მოუთმენლობა გულისა დამემართა...ასეთი სიამოვნება ბოლოს არც მახსოვს როდის მივიღე...

Posted by: Heart_of_Darkness 7 Jan 2019, 18:21
სამი წიგნის წაკითხვა მოვასწარი, ამ ახალ წელს, უკვე, მაგრამ არცერთი იყო ისეთი, რომ აღნიშნა ღირდეს.
იმედია წელს უფრო საინტერესო წიგნებსაც წავიკითხავ და ისეთი წიგნები არ დამებედება წაკითხვის შემდეგ მალევე რომ ვივიწყებ user.gif

Posted by: rockforever 7 Jan 2019, 18:57
nigo
QUOTE
ბოლოს წავიკითხე " ავი მუსაიფი"ნოდარიკო მაჭარაშვილის.
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია.
ერეკლეზეა.
მართალი გითხრათ ,მისი ბიოგრაფიის პატრონისთვის,ნორმალური განათლებაც არ მიუღია.ახლაც ზის.საკმაოდ საინტერესოა.
თუ გააგრძელებს ,აშკარად ნიჭიერია.ეს მისი პირველი წიგნი არ არის,სხვა არ მაქვს წაკითხული.


რა ჭირთ ამათ.

მატერიალურად არ მგონია უჭირდეთ

და რა მომპარავობა და ქურდობა აუტყდა, თან კაი ხანია ამ ამბებშია, მონათლესო ამბობდნენ ერთი პერიოდი.



სურათებში ნანახი მყავს ჯანგიევთან და სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად.

მეტი ფანტაზია და გაქანება რომ რომ არ ექნება 21-ე საუკუნის ადამიანს.




Posted by: Heart_of_Darkness 12 Jan 2019, 21:20
ნაირა გელაშვილის შემოქმედებას ჩავუჯექი,
ჯერ რაც წავიკითხე, ისეთი პრიმიტივია. ვერ ვხვდები ეს ხალხი ასე რამ ააღფრთოვანა.

Posted by: senpai 12 Jan 2019, 21:53
Heart_of_Darkness
QUOTE
ჯერ რაც წავიკითხე, ისეთი პრიმიტივია

ზღაპრებით დაიწყე ? givi.gif

Posted by: ალექსანდრა91 12 Jan 2019, 22:05
Heart_of_Darkness
ამბრნი უმბრნი და არაბნის “ეზიარე” უკვე? :დ

Posted by: Heart_of_Darkness 12 Jan 2019, 22:19
senpai
ზღაპრებიც აქვს?
,,ამბრნი უმბრნი და არაბნი" წავიკითხე, კი პატარა იყო, მაგრამ დახარჯული დრო დამენანა.
ბანალური სიუჟეტი, ბანალური თხრობა.
მეოცე საუკუნეში, იმდენი, თუნდაც ქართული, მაგარი ნაწარმოების შემდეგ ესეთი პრიმიტივი რატომ უნდა დაწერო, ვერ მივხვდი.

ალექსანდრა91
კი, სწორედ მისი ,,სიღრმით" შევშფოთდი.
ერთმა ნაცნობმა მიქო ნაირას შემოქმედება,
დაახასიათა, როგორც ქართველი, ფემინისტი, ავტორი, რომლის არ წაკითხვაც დაუშვებელია.
ჰოდა, იმისგან სრულიად განსხვავებული რეალობა დამხვდა, რასაც მოველოდი sad.gif
,,დედის ოთახი", აუცილებლად, წაიკითხეო და დავიზაფრე უკვე.ასეთივე თუ იყო... sleep.gif

Posted by: ალექსანდრა91 12 Jan 2019, 22:25
Heart_of_Darkness
გამაღიზიანა რომ მოვრჩი ასე უაზროდ რომ არის გაფეტიშებული.
მერე რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე და საერთოდ არ მახსოვს იმათი შინაარსი და რასაც ქვია მივაგდე ის წიგნი, მეტი აღარ შემეძლო.

Posted by: senpai 12 Jan 2019, 22:46
Heart_of_Darkness
მერე გეკითხა რჩევა და გეტყოდით რომ ეგ არ უნდა წაგეკითხა პირადად შენ.

თუ "გაქაჩავ" სარკის ნატეხები წაიკითხე.

Posted by: Heart_of_Darkness 12 Jan 2019, 22:55
QUOTE (senpai @ 12 Jan 2019, 22:46 )
თუ "გაქაჩავ"

spy.gif

Posted by: senpai 12 Jan 2019, 23:00
Heart_of_Darkness
აბა თუ მიხვდები ბრჭყალებში რატომ დავწერე ? boli.gif


მთავარია არ ჩამოგიყალიბდეს ეგეთი განწყობა რომელიმე მწერლის მიმართ, თორე მერე მუდვიმად გაგყვება სხვა რამის კითხვის დროს და სათანადოდ ვერ შეაფასებ, რახან პირველი მისი ნაწარმოები არ იყო კარგი შენთვის.

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 00:18
QUOTE (senpai @ 12 Jan 2019, 23:00 )
აბა თუ მიხვდები ბრჭყალებში რატომ დავწერე ?  boli.gif

მისი სხვა მოთხრობების წაკითხვის სურვილს თუ შევინარჩუნებ, ეგ იგულისხმე?

QUOTE
მთავარია არ ჩამოგიყალიბდეს ეგეთი განწყობა რომელიმე მწერლის მიმართ, თორე მერე მუდვიმად გაგყვება სხვა რამის კითხვის დროს და სათანადოდ ვერ შეაფასებ, რახან პირველი მისი ნაწარმოები არ იყო კარგი შენთვის.
ზოგადად პირველივე ნაწარმოებიდან ჩანს რა დონის მწერალთან გაქვს საქმე და რას უნდა მოელოდე მისგან. შეიძლება ადრეული ნაწარმოები შედევრი არ იყოს, მაგრამ ნიჭი, იდეები, სამყაროს აღქმის სიღრმე ჩანს. იმდენი წიგნია საშუალო დონის მწერლის შემოქმედებას რატომ უნდა უკირკიტო, როცა მასში არაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავ? მაგალითად, იშიგუროს მთელი შემოქმედების წაკითხვის სურვილი არ გამიჩნდება, რადგან მის ერთ წიგნს გავეცანი, მივხვდი რომ საჩემო არაა და გავიარე.
იშვიათი გამონაკლისია ის, რასაც შენ წერ.

Posted by: senpai 13 Jan 2019, 00:26
Heart_of_Darkness
არ გეკადრება შენ ეგეთების თქმა, რამდენ მწერალს გავცნობივარ და ყველაზე სუსტით არ შემიფასებია. (არც ის შემიმჩნევია აქამდე, რომ შენ შეგეფასებინოს ეგრე)

მოდი აბა ეს წაიკითხე და მითხარი როგორ შეაფასებდი.

https://zigota.wordpress.com/2009/05/17/ზ...

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 00:38
senpai
მე ჯერ ყველაზე ცნობილი ნაწარმოებით ვიწყებ მწერლის გაცნობას, თუ ვხვდები რომ ჩემია ან უბრალოდ რაღაც მომწონს,მისი სიღრმისეულად შესწავლა მინდება.
ნაირას მთელი შემოქმედება არ შემიფასებია ჯერ, პირველი რითაც დავიწყე, ჩემს მოლოდინთან შედარებით, დიდი იმედგაცრუება იყო და ეს დავაფიქსირე.
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 00:26 )
მოდი აბა ეს წაიკითხე და მითხარი როგორ შეაფასებდი.

<a href='https://zigota.wordpress.com/2009/05/17/ზურა-მესხი-სპაზმები/' target='_blank' rel='nofollow'>https://zigota.wordpress.com/2009/05/17/ზ...

წაკითხული მაქვს, ჯერ კიდევ მაშინ ოცელოტი რომ აქებდა.
ამ მოთხრობაზე საბოლოოდ გაირკვა რომ ნაირასია?

Posted by: kaatinga 13 Jan 2019, 00:46
ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი :/

ეჰმ

Posted by: senpai 13 Jan 2019, 00:47
Heart_of_Darkness
QUOTE
ჩემს მოლოდინთან შედარებით, დიდი იმედგაცრუება იყო და ეს დავაფიქსირე.

ხოდა უკვე იქითკენ იხრები, რომ მოლოდინი შეიქმენი ცუდის, მაგას ვამბობ. (მე პირადად არ დავხარჯავდი ეხლა მაგაზე დროს, ახალი მწერლები მელოდებიან, მარა თუ ეცნობი პირდაპირ ნორმალურით გაეცანი, რაღა ლაითს უნდა მიადგე)

მწერალი არ უნდა შეაფასო მისი პირველი და ბოლო რომანით (თუ სიბერეში დაწერა biggrin.gif )


QUOTE
ამ მოთხრობაზე საბოლოოდ გაირკვა რომ ნაირასია?

კი მისია და მაგის მერე როგორ შეაფასებდი მწერალს, რომელმაც ორი ესე განსხვავებული ნაწარმოები დაწერა ?

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 01:07
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 00:47 )
რომ მოლოდინი შეიქმენი ცუდის, მაგას ვამბობ.

იმდენად ემპირისტი ვარ, ჩემი მოლოდინები და წარმოდგენები თვალის დახამხამებაში იცვლება biggrin.gif
ამიტომ ეგ ვერ გამოდგება რამის წაკითხვა/არ წაკითხვისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად.
QUOTE
მარა თუ ეცნობი პირდაპირ ნორმალურით გაეცანი, რაღა ლაითს უნდა მიადგე
არ დაგიმალავ და სპონტანურად მომინდა ნაირას გაცნობა, ნეტში რაც იყო ხელმისაწვდომი იმით დავიწყე. მისი ბიოგრაფიაც კი არ დამიგუგლავს და არც ბიბლიოგრაფიას გავცნობივარ, ისე ბრმად დავიწყე კითხვა.
ახლა დავგუგლე და აგერ მაგნუმ ოპუსად რა უწერიაuser posted image
,,მე ის ვარ"-ის ელ.ვერსიაც ვიპოვე ახლა, წავიკითხავ და ვნახოთ აბა.
QUOTE
მაგის მერე როგორ შეაფასებდი მწერალს, რომელმაც ორი ესე განსხვავებული ნაწარმოები დაწერა ?

თვალშისაცემი პროგრესი ჰქონია, მაგრამ მაგნუმ ოპუსი უტეხავს.
QUOTE
მწერალი არ უნდა შეაფასო მისი პირველი და ბოლო რომანით
yes.gif
არ ვიცოდი, რომ ნაირას პირველი იყო, ამიტომ მომიტევე.

Posted by: senpai 13 Jan 2019, 01:13
Heart_of_Darkness
QUOTE
მაგნუმ ოპუსად რა უწერია

givi.gif facepalm.gif

QUOTE
,,მე ის ვარ"-ის ელ.ვერსიაც ვიპოვე ახლა, წავიკითხავ და ვნახოთ აბა.

ეს ვინ გირჩია ? biggrin.gif

მისი ბოლო რომანი არ წაიკითხო იცოდე biggrin.gif ცოდვებს უპოვნი და მერე მართლა ცუდი გამოვა biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 01:25
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 01:13 )
ეს ვინ გირჩია ? biggrin.gif

არავინ. რისი ელ.ვერსიაც ვიპოვე ნეტში, იმის წაკითხვა დავგეგმე.
QUOTE
მისი ბოლო რომანი არ წაიკითხო იცოდე biggrin.gif ცოდვებს უპოვნი და მერე მართლა ცუდი გამოვა biggrin.gif

ე.ი. შერჩევით წაკითხვას მთავაზობ. ვერ არის კარგი საქმე biggrin.gif
სავარაუდოდ, მის ყველაფერს წავიკითხავ და თუ ცუდმა გადაწონა, თამამად ვიტყვი რომ დიდი ვერაფერი მწერალია.
თუმცა, შეიძლება ერთი წიგნი სჯობდეს ყველა სხვა დანარჩენს, ერთად აღებულს, მაგრამ ვნახოთ-ვნახოთ.

Posted by: senpai 13 Jan 2019, 01:29
Heart_of_Darkness
თომას მანის რამდენი ნაწარმოების კითხვა ღირს მთელი შემოქმედებიდან ? biggrin.gif (რომელსაც მართლა მაღალ შეფასებას მისცემდი ეხლა)


პ.ს. მოკლედ არ წაიკითხო მაგის ბოლო რომანი "ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე". იმდენი ღვარძლი დაღვარა მაგის დაწერაში, კოწია მონაგონია biggrin.gif

QUOTE
სავარაუდოდ, მის ყველაფერს წავიკითხავ

wow.gif

თავის დასჯის ახალ მეთოდს მიაგენი ? biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 01:42
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 01:29 )
თავის დასჯის ახალ მეთოდს მიაგენი ? biggrin.gif

ვინმეს თუ ვეცნობ, თან დაუძლეველი ტომეულები არ აქვს, ვცდილობ მისი ყველაფერი წავიკითხო. იქნებ რამე გენიალური აქვს და არ მინდა გამომეპაროს, უბრალოდ ძირითადად, პირველივე წიგნიდან ეტყობათ ხოლმე, რა დონის მწერლები არიან და, თითქმის ყოველთვის, ბოლომდე მიმყვება ის ემოცია, რაც თავდაპირველად გაჩნდა.
QUOTE
თომას მანის რამდენი ნაწარმოების კითხვა ღირს მთელი შემოქმედებიდან ? biggrin.gif (რომელსაც მართლა მაღალ შეფასებას მისცემდი ეხლა)

3
QUOTE
პ.ს. მოკლედ არ წაიკითხო მაგის ბოლო რომანი "ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე". იმდენი ღვარძლი დაღვარა მაგის დაწერაში, კოწია მონაგონია biggrin.gif

ვეღარ გავიგე ბოლო რომელია biggrin.gif
ok. გასაგებია მხოლოდ ,,სარკის ნატეხებს" უწევ რეკომენდაციას.

Posted by: senpai 13 Jan 2019, 01:51
Heart_of_Darkness
QUOTE
გასაგებია მხოლოდ ,,სარკის ნატეხებს" უწევ რეკომენდაციას.

შენ დაგიწერე ეგ. მხოლოდ შენთვის ვუწევ რეკომენდაციას. მაინტერესებს რას იტყვი და როგორ მოგეწონება "ფაზლი". biggrin.gif


QUOTE
3

ხოდა აბა თუ ესეთ კარგი მწერლის მხოლოდ სამ ნაწარმოებს აძლევ მაღალ შეფასებას, ნაირასგან რას ითხოვ ? biggrin.gif

QUOTE
დაუძლეველი ტომეულები არ აქვს

ხო, 20 ტომეული უნდა რომ გამოსცეს, მგონი ეხლა 15 არის გამოცემული. ოღონდ მთელი შემოქმედებაა მანდ, თავისი წერილებით, ესეებით, რელიგიური და გერმანისტიკული ამბებით.

Posted by: POKERISBLUFF 13 Jan 2019, 07:04

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 17:30
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 01:51 )
შენ დაგიწერე ეგ. მხოლოდ შენთვის ვუწევ რეკომენდაციას. მაინტერესებს რას იტყვი და როგორ მოგეწონება "ფაზლი". biggrin.gif

რამხელა ინტრიგაა. ერთი შეხედვით ,,ბიბლუსში" გაქცევისკენ, წიგნის ყიდვისა და წაკითხვისკენ მოგიწოდებს biggrin.gif
სავარაუდოდ, დეპრესიული გოგოს დღიურივით იქნება rolleyes.gif ბიბლიოთეკაში თუ გადავაწყდები, წავიკითხავ.
QUOTE
ხო, 20 ტომეული უნდა რომ გამოსცეს, მგონი ეხლა 15 არის გამოცემული.

არ მოველოდი მრავალტომიან შემოქმედებას.
ამეების წაკითხვა ვიგულისხმე ,,მის ყველაფერში"
user posted image

Posted by: senpai 13 Jan 2019, 18:54
Heart_of_Darkness
გაიქეცი ხვალე ბიბლიოთეკაში და აიღე ეგრევე. მაინც არავინ კითხულობს მაგას.


QUOTE
ამეების წაკითხვა ვიგულისხმე ,,მის ყველაფერში"

არადა მაგის ნაწერები რელიგიაზე უფრო გაგისწორდებოდა შენ, ესე მგონია. რაღაც შენნაირი წერის მანერა აქვს, თან მცირედმწარე, თან გრძელი biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 19:33
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 18:54 )
არადა მაგის ნაწერები რელიგიაზე უფრო გაგისწორდებოდა შენ, ესე მგონია.

რელიგიაზე კითხვა სულ არ მიყვარს. ჩემთვის, რელიგიური ლიტ-რა დროის კარგვაა, უმრავლეს შემთხვევაში,
ვიღაც თავის წარმოდგენას გახვევს. რელიგიაზე ფილოსოფიურ მსჯელობას არ ვგულისხმობ.
რელიგია მრწამსის სფეროა, ფილოსოფია აზროვნების.

QUOTE
რაღაც შენნაირი წერის მანერა აქვს, თან მცირედმწარე, თან გრძელი biggrin.gif

იმ ორი რომანის ჩათვლით რაც უკვე წავიკითხე, შეურაცხყოფასავით ჟღერს.
დღეს, ,,მე ის ვარ" წავიკითხე, სადღაც mylove.ge-ს მოთხრობების დონის იყო.

QUOTE
მცირედმწარე
rolleyes.gif
არადა, ბადაგივით ტკბილი მეგონა ჩემი წერის სტილი biggrin.gif

Posted by: senpai 13 Jan 2019, 19:51
Heart_of_Darkness
QUOTE
დღეს, ,,მე ის ვარ" წავიკითხე,

facepalm.gif უწერია აღწერაშიც რომ მოზარდებისთვისააო და რატომ ცდი თავს ეგეთებში ? biggrin.gif



QUOTE
რელიგიაზე კითხვა სულ არ მიყვარს. ჩემთვის, რელიგიური ლიტ-რა დროის კარგვაა, უმრავლეს შემთხვევაში,

სხვისი აზრიც არაა საინტერესო, როგორ იყენებდა ცხოვრებაში რელიგიას და როგორ მოქმედებდა ეთნო-ცნობიერებაზე ?


ამდენ ლაპარაკში მეც მოვედი მუღამზე, რა წავიკითხო მირჩიე აბა fig.gif

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 20:06
QUOTE (senpai @ 13 Jan 2019, 19:51 )
facepalm.gif  უწერია აღწერაშიც რომ მოზარდებისთვისააო და რატომ ცდი თავს ეგეთებში ? biggrin.gif

ვინაიდან მინდა ობიექტური წარმოდგენა შევიქმნა მწერალზე.გავეცნო მის ხედვას, ძირითად იდეებს, სტილს. თუნდაც როცა არ მომწონს მინდა არგუმენტირებულად არ მომწონდეს და არა ვიღაცის აზრზე დაყრდნობით.

QUOTE
როგორ იყენებდა ცხოვრებაში რელიგიას და როგორ მოქმედებდა ეთნო-ცნობიერებაზე ?
ეგ უკვე რელიგიის ფილოსოფიაა.

QUOTE
ამდენ ლაპარაკში მეც მოვედი მუღამზე, რა წავიკითხო მირჩიე აბა  fig.gif

იშვიათად თუ ვურჩევ ხოლმე ვინმეს რამის წაკითხვას.
თან ნახევარი დღეა, ჩემთვის ვერ შემირჩევია რა წავიკითხო. პატარ-პატარა ტექსტებს ვედები.

Posted by: senpai 13 Jan 2019, 20:12
Heart_of_Darkness
QUOTE
იშვიათად თუ ვურჩევ ხოლმე ვინმეს რამის წაკითხვას.

ხოდა ეგ იშვიათი შემთხვევაა ჩათვალე. მიდი, აი პირველი რაც გემეტება შენი კეთილისმსურველისთვის, დაასახელე ეგეთი ნაწარმოები tongue.gif


Posted by: Heart_of_Darkness 13 Jan 2019, 20:36
senpai
ვინმეს რამე რომ ურჩიო უნდა გაითვალისწინო მისო გემოვნება, რა აქვს წაკითხული, ასევე განწყობა. არაა საჩემო საქმე.
კალვინოს კრებული მაქვს გადაშლილი ახლა, მასტერების სერიიდან, ვფიქრობ ჩავუჯდე.ამას გირჩევდი, რახანც დაიჟინე.

Posted by: erer 14 Jan 2019, 12:26
დენ ბრაუნის დაკარგული სიმბოლო და მორჩა, ამ კაცისას აღარ წავიკითხავ ცხოვრებაში არაფერს, რაც დაწერილი აქვს და რასაც მომავალში დაწერს კიდე. მსგავს ჟანრში უკიდეგანო იდიოტობაა.

Posted by: ფორსტმანი 14 Jan 2019, 12:29
erer
QUOTE
დენ ბრაუნის დაკარგული სიმბოლო და მორჩა, ამ კაცისას აღარ წავიკითხავ ცხოვრებაში არაფერს, რაც დაწერილი აქვს და რასაც მომავალში დაწერს კიდე. მსგავს ჟანრში უკიდეგანო იდიოტობაა.

რას ერჩი ბრაუნს. დროის გასაყვანად იდეალური მწერალია.

მიყვარს მაგის წიგნების კითხვა მგზავრობის დროს, განსაკუთრებით ფრენისას - გაუაზრებლად გადის დრო.


Posted by: erer 14 Jan 2019, 14:10
ფორსტმანი
მეც მიყვარს მსგავსი ჟანრის რომანები დროის გასაყვანად და მაგიტომაც ვკითხულობ ხოლმე. მაგრამ ეს ძაან ჰოლივუდური ზღაპარია, რემბო რომ მთელ სამყაროს ებრძვის და ტყვიებიც კი არ უთავდება მასეთი ამბავია.
დაკარგული სიმბოლო წაკითხული გაქვს? თუ გაინტერესებს გეტყვი რატომ დავრჩი იმედგაცრუებული.

CIA - მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის, აშშ-ს სადაზვერვო სამსახური (და პირადად მისი დირექტორი ხელმძღვანელობს ამ საქმეს) და ყველა ჩართულია ერთ დაღლევებულ პროფესორს დასდევენ ერთ შენობაში და ვერ იჭერენ, წარამარა ხელიდან უსხლტებათ, მერე გაურბის ბიბლიოთეკაში და ესენი მთელ ვაშინგტონში ეძებენ, როცა იმას ჩართული მობილური უდევს ჯიბეში და ვისაც უნდა იმას ურეკავს. გურჯაანის პატრული იპოვიდა მარტო ტელეფონით, სანამ გადაგდება მოიფიქრა. ნახევარი წიგნი მარტო ეს დევნაა.

თურქეთში, სტამბულის ციხეში ზის ტიპი ნარკოტიკებზე და თავის საკანში ციხის დირექტორის საუბრები ესმის, სიტყვა არ გამოეპარება. ვენტილაციის მილიდან biggrin.gif ისე ესმის თითქოს იმის კაბინეტში იჯდეს. მაგ საუბრების მოსმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჭირდებოდა ავტორს და მოასმენინა თავის პერსონაჟს.

ერთი მარტოხელა მანიაკი რომელსაც ერთი დამხმარეც კი არ ყავს, პარიკებით და გადაცმულ-გადმოცმული შედის სამთავრობო შენობებში და ყველგან სადაც უნდა და შეაქვს რაც უნდა და გამოდის როცა უნდა, თან მთავარი შესასვლელებიდან და კაპიტოლიუმის დაცვაც კი აზრზე ვერ მოდის როგორ ეპარებათ.

ტიპს კუბოს მსგავს ჰერმეტულ ყუთში კეტავენ, ამ ყუთს წყლით ავსებენ და ახრჩობენ. გამოვიგლოვე და რამდენიმე საათში აგერ არ ამოყვანეს ცოცხალი? თურმე წყალი კი არა, წყლის მსგავსი სითხე ყოფილა, რომელიც დიდი რაოდენობით ჟანგბადს შეიცავს და იმაში დამხრჩვალი კაცი მაინც ცოცხლობს, იმიტომ რომ ორგანიზმი იმ სითხისგან იღებს საკმარის ჟანგბადს biggrin.gif წითელქუდაში მგელს რომ მუცელს უჭრიან და ცოცხალი ბებია ამოყავთ ზუსტად ეგ პონტია.

რამდენი დავწერო, მეზარება, სულ ასეთი გულუბრყვილო რაღაცეებია.
ყველაზე მთავარი არის ის, რაზეც აწყობილია მთელი რომანი.
მასონების პირამიდაზე სიმბოლოებით და კოდებით დაშიფრულია რაღაც სიტყვა რომლის გაგებასაც ცდილობს ამდენი ხალხი. ამ სიტყვის გასაგებად მიდის ხოცვა-ჟლეტა და დედის წიოკი.
ეს სიტყვა ფარავს კაცობრიობის უდიდეს ცოდნას.
თუ ეს სიტყვა გაბაზრდა სამყარო შეიცვლება.
ვინც ამ სიტყვას გაშიფრავს უდიდესი ძალაუფლების პატრონი გახდება და ა.შ. და ა.შ

764 გვერდი ველოდე როგორმე გაეშიფრათ ეს სიმბოლოები და როგორც იქნა გაირკვა -
ეს სიტყვა ყოფილა - ბიბლია.
ბიბლია თუ კაცობრიობის უდიდეს ცოდნას მოიცავს რა იყო მაგაში გასასაიდუმლოებელი და სიმბოლოებით დასაშიფრი ვერ გავიგე.

Posted by: Heart_of_Darkness 14 Jan 2019, 14:56
erer
მე ფილმს რომ ვუყურე, მაშინ მივხვდი რომ ვერასდროს წავიკითხვადი მის წიგნებს.
მართლაც გულუბრყვილო აუდიტორიაზეა გათვლილი.

QUOTE (erer @ 14 Jan 2019, 14:10 )
764 გვერდი ველოდე როგორმე გაეშიფრათ ეს სიმბოლოები და როგორც იქნა გაირკვა -
ეს სიტყვა ყოფილა - ბიბლია.
ბიბლია თუ კაცობრიობის უდიდეს ცოდნას მოიცავს რა იყო მაგაში გასასაიდუმლოებელი და სიმბოლოებით დასაშიფრი ვერ გავიგე.

lol.gif
ეკოს არ კითხულობთ?

Posted by: erer 14 Jan 2019, 15:29
Heart_of_Darkness
QUOTE
ეკოს არ კითხულობთ?

არ წამიკითხავს ჯერ. არც რევიუები წამიკითხავს, არ ვიცი როგორია.
მინდოდა მეყიდა. რატო მკითხე?

Posted by: Heart_of_Darkness 14 Jan 2019, 16:10
QUOTE (erer @ 14 Jan 2019, 15:29 )
რატო მკითხე?

იმიტომ, რომ მაგალითად ,,ფუკოს ქანქარაში" დენ ბრაუნისნაირ ოპორტინისტებს აშარჟებს.
მეორეც დეტექტივის, სათავგადასავლო პროზის და ინტელექტუალური თამაშების ნაზავია.

Posted by: erer 14 Jan 2019, 19:29
Heart_of_Darkness
მადლობა! წავიკითხავ.

Posted by: Heart_of_Darkness 14 Jan 2019, 19:37
erer
რეკომენდაცია არ გამიწევია ეკოსთვის,
უბრალოდ, ისე ხატოვნად აღწერეთ დენ ბრაუნის შეცოდებანი, ,,ფუკოს ქანქარა" გამახსენდა.
ეკოს კი თავისებური მუღამი აქვს, 50 გვერდის შემდეგ თუ არ ჩაგითრიათ უმჯობესია მიაგდოთ.

Posted by: Special_1 14 Jan 2019, 19:49
წეღან დავამთავრე ნაბოკოვის "ლოლიტა".
ახლა ფილმის ყურებასაც ვაპირებ.

Posted by: Magicman 15 Jan 2019, 20:38
რეი ბრედბერი - 451 ფარენჰეიტით

რავი, ნორმალური იყო
დიდად არ მომეწონა
ისეთი მოლოდინებით დავიწყე რო, ხზ

1984ს ვერც კი შეედრება yes.gif

Posted by: Flygod 15 Jan 2019, 20:52
უცხოურ ლიტერატურაზე გადავედი. ინგლისელები და ამერიკელები როგორ სხვანაირ რამეებს წერენ, იაპონელებზე საუბარი არ მაქვს. და ჩვენ რა უკან ვართ sad.gif

Posted by: senpai 15 Jan 2019, 21:15
კუნდერას ნააზრევი წავიკითხე სტალინზე biggrin.gif მაგრად დაუჭირა ბელადის პრივილეგირებული მომენტების გამოყენება biggrin.gif არვიცი ის ისტორიები ნამდვილია თუ არა, მარა რატომღაც დავიჯერე მე biggrin.gif

Posted by: _Moxuci_ 15 Jan 2019, 21:32
აღარ მახსოვს facepalm.gif

გუდრიდზე თუ არ შევიჭყიტე ვეღარ ვიხსენებ user.gif

ბოლოს ბრედბერის მოთხრობები მომეწონა მარსზე

451 ფარენჰეიტით ისე რა

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2019, 17:23
ბოლოს წავიკითხე სანდრო საყვარელიძის მეძავის დღიურები biggrin.gif - https://www.lit.ge/book/135989-medzavis-dghiurebi-sandro-sayvarelidze/

ლარი ღირდა და ვიფიქრე ვნახავ, რა არის ქართული ეროტიული რომანი მეთქი smile.gif

უეჭველი ფორუმელის დაწერილია biggrin.gif


ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით ლიტ.ჯის ექაუნთს და პაროლს და წაიკითხეთ smile.gif


Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 00:47
ფრიდრიხ ნიცშე ასე იტყოდა ზარატუსტრა

Posted by: Redemption* 17 Jan 2019, 00:55
QUOTE (_Moxuci_ @ 15 Jan 2019, 21:32 )
ბოლოს ბრედბერის მოთხრობები მომეწონა მარსზე

451 ფარენჰეიტით ისე რა

მახსოვს მეც ეგეთი შედარებითი შეფასება გავაკეთე მაგ ორზე. biggrin.gif

Posted by: _Moxuci_ 17 Jan 2019, 10:34
QUOTE (Redemption* @ 17 Jan 2019, 00:55 )
QUOTE (_Moxuci_ @ 15 Jan 2019, 21:32 )
ბოლოს ბრედბერის მოთხრობები მომეწონა მარსზე

451 ფარენჰეიტით ისე რა

მახსოვს მეც ეგეთი შედარებითი შეფასება გავაკეთე მაგ ორზე. biggrin.gif

ჰოდა რატომაა მაშინ 451 უფრო პოპულარული?

რაღაი წიგნებს წვავენ? givi.gif


რენდის "ატლანტმა მხრები გაშალა" მინდა და რომელი თირკმელი ჩავაბარო facepalm.gif

არც უნის და არც საჯარო ბიბლიოთეკაში არ აქვთ...

Posted by: FromTime 17 Jan 2019, 20:50
ახალი საინტერესო არაფერია. ქართული მითუმეტეს. ასე გეგონება სმარტფონში ჩათაობდნენ. ფანტაზიის დეფიციტი. სიტყვებისაც. მარტო საკუთარი აზრების ფრქვევა. ანუ მხატვრული დონე ძალიან დაბალი. უცხოელებიდან მომეწონა გოგონა დრაკონის სვირინგით და მარგარეტ ეტვუდის მოსამსახურის ამბავი

Posted by: Eeescadaaa 17 Jan 2019, 21:48
QUOTE (_Moxuci_ @ 17 Jan 2019, 10:34 )

რენდის "ატლანტმა მხრები გაშალა" მინდა და რომელი თირკმელი ჩავაბარო facepalm.gif

არც უნის და არც საჯარო ბიბლიოთეკაში არ აქვთ...


ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ტოვსტონოგოვზე უნდა ჰქონდეეეთ ჩემი აზრიიით user.gif

Posted by: გამოწვევა 17 Jan 2019, 22:00
აკა მორჩილაძის "მესაიდუმლის" ქამარს ვამთავრებ, რაღაცნაირი ტკბილი წიგნია.

Posted by: Nika303 21 Jan 2019, 16:49
დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

მალადეც თედო, ძაან მომეწონა up.gif

Posted by: ValenTine_Kelly 21 Jan 2019, 19:41
QUOTE
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ტოვსტონოგოვზე უნდა ჰქონდეეეთ ჩემი აზრიიით

აქაც წიგნების წამოღებაში და უკან აღარ მიტანაში დახელოვნებული ხალხი დადის.

რამდენჯერაც ვიყავი, წიგნების ნახევარზე მეტი არ ჰქონდათ. არ დაუბრუნებიათ, რომ წაიღესო.

დაახლოებით 4 წელია არ გავსულვარ და იმედია, შიცვალა სიტუაცია.

Posted by: Arien 22 Jan 2019, 18:47
პალანაკის "ძილისპირული"
მარტინ ლინდსტრომის Buy-ოლოგია

ორივე საინტერესოა

ახლა ივლინ ვოს წიგნს დავათრევ,თვალები მტკივა ჯერ ვერ დავიწყე

Posted by: Heart_of_Darkness 22 Jan 2019, 19:11
ჩინუა აჩებეს ,,ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს" წავიკითხე, დაახლოებით 5წელი წასაკითხი წიგნების სიაში მქონდა,
მაგრამ სანამ ქართულად არ თარგმნეს, მანამდე ვერ მოვიცალე მისთვის.user.gif
ნეტა, რა ფენომენია,წიგნის არსებობის შესახებ რომ იცი, წასაკითხ სიაში გაქვს, მაგრამ ქართულად რომ თარგმნიან წიგნს მხოლოდ, მაშინ კითხულობ და ისიც არაქართულ ენაზე? rolleyes.gif
წიგნს რაც შეეხება, სახელიდან გამომდინარე რაღაც განსაკუთრებულს მოველოდი, ამდენი წლით, ალბათ ამიტომ მქონდა შემონახული.
ჰოდა, დიდად ვერ ავღფრთოვანდი, ცოტას უნდა მოველოდო ხოლმე, რომ მერე აღფრთოვანებული თუ არა კმაყოფილი მაინც დავრჩე.
თუმცა კი იყო საინტერესო მომენტები, კარგად არის აფრიკის ექსპანსია აღწერილი, ე.წ. ,,სოფთ ფაუერი" იგრძნობა, როგორ ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ შემოდის დიდი ბრიტანეთის იმპერია აფრიკის კონტინენტზე და რა გავლენა აქვს ახალ რელიგიას და კულტურას ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე. მაგრამ მთლიანობაში, ჩემთვის, მკვეთრად ლოკალური წიგნია, ნიგერიის ეთოსი... რადგან ბევრი რაღაც, ჩემი გადმოსახედიდან, ბარბაროსობად ჩანდა, მაგალითად, ტყუპ ბავშვებს სასიკვდილოდ რომ იმეტებენ, ღმერთები უდანაშაულო ბავშვის სისხლს რომ მოითხოვენ და 3 წელი შენთან რომ ცხოვრობს ადამიანი, მამად მიგიჩნევს და შენ რომ კლავ, რადგან ტომი და ღმერთები ამას ითხოვენ... და ა.შ.
ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს დასავლელებისთვის არ არის დაწერილი, უფრო ადგილობრივი მკითხველისთვისაა, ნიგერიისთვის, თუ მთლიანად აფრიკისთვის, რაღაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მსგავსი, ძირითადად ისეთი მესიჯებით, რომელიც ერს გამოაფხიზლებს.

Posted by: შემოდგომისფერი 23 Jan 2019, 13:16
მურაკამის ნორვეგიული ტყე love.gif
დამთხვევებს მნიშვნელობა მაინც თუ აქვს

***
უბრალო პარანოია, რომელსაც არავინ დაიჯერებს biggrin.gif
ან უბრალო მოზაიკაა, ამოუცნობი...

Posted by: Mr.Spy 23 Jan 2019, 17:33
QUOTE (შემოდგომისფერი @ 23 Jan 2019, 13:16 )
მურაკამის ნორვეგიული ტყე love.gif
დამთხვევებს მნიშვნელობა მაინც თუ აქვს

***
უბრალო პარანოია, რომელსაც არავინ დაიჯერებს biggrin.gif
ან უბრალო მოზაიკაა, ამოუცნობი...

მეც ეგ წავიკითხე, ძაან მაგარია მარა ბოლოში ცოტა გაურკვეველი იყო როგორ დასრულდა

Posted by: Ezekia 25 Jan 2019, 03:24
ბარიკოს "Трижды на заре".

მომწონს ბარიკო, მეოთხე წიგნია მისი, რაც წავიკითხე; თუმცაღა მისტერ გვინი არ წამიკითხავს, ეს წიგნი კი მასთან ყოფილა კავშირში. მიუხედავად ამისა, ვისიამოვნე ფრიად. ლამაზად წერს ბარიკო, თავისი მელანქოლია კი აქვს ყოველ წიგნს და ამ ბოლოსაც, მაგრამ რიჟრაჟის ნათელი მაინც დაყვება) და წერის განუმეორებელი სტილი გატკბობს )

P.S. რატომღაც "მესმოდა" ეს წიგნი. ანუ კი ვკითხულობდი, მაგრამ მესმოდა ასაკოვანი რუსი კაცის მიერ გახმოვანებული, მელანქოლიური ხმით) რატო, არ ვიცი)

Posted by: ფორსტმანი 26 Jan 2019, 19:26
QUOTE
ჩინუა აჩებეს ,,ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს"

კარგი წიგნია.

როგორი რეკლამირებაც მიმდინარეობდა რომ სასწაული არის და ამაზე უკეთესს ვერ წაიკითხავთ ვერაფერს... არა, მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი, არც ისე დიდი წიგნი არის.

საინტერესო თემები არის და ტომური სისტემებით და წეს-ჩვეულებებით დაინტერესებული ადამიანისათვის მისწრებაა.

მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვაში დახარჯულ დროს , დაკარგულად არ ვთვლი.


Posted by: George_Best 26 Jan 2019, 20:25
აუ ლუდის ბოთლის რომანი გამოცა ვიღაცამ და რატო ვიყიდე იმიტო რო სათაური აქვს რო უნდა მეყიდა და ერთი წელი მედო სახლში ხოდა ახლა ვკითხულობ და სამ ბომჟ ლოთზეა,რომელიც ერთი დღე სვამენ და როგორ სვამენ ფინური წიგნია ეგ ამბავია
და ძაან გამისწორდა აი მე რო დავბერდები ეგეთი ვიქნები და ჩემი თავი რო ამოვიცანი მაგრა გამისწორდა

Posted by: ფორსტმანი 27 Jan 2019, 00:56
ხარმსის წიგნს გადავხედავ თქო და კი შემომეკითხა.

ძააალიან მაგარი ტიპი იყო.

ამის აბსურდულობის, არანორმალურობის და ანეგდოტების კითხვით ძალიან ვისიამოვნე.

ვინც მსგავს ეძებთ, რომ დაისვენოთ, გაიცენინოთ, შიგადაშიგ ჩაფიქრდეთ და უბრალოდ საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ... გაეცანით შეშლილ ამხანაგ ხარმსის


user posted image

Posted by: seeman 27 Jan 2019, 15:41
კობო აბეს сожженная карта. მეორედ წავიკითხე და კიდე უფრო მომეწონა

მაგარი მწერალი იყო. მინუსში შეიძლება ის ჩავუთვალო რომ ზომაზე მეტად დაშიფრული რომანების აქვს : ) .ერთი შეხედვით მარტივი შინაარსი ისე იხლართება სოციოლოგიურ ფილოსოფიური ქვეტექსტებით რომ წიგნის ბოლოს უამრავ საფიქრალს გიტოვებს

Posted by: შემოდგომისფერი 28 Jan 2019, 15:55
QUOTE (Mr.Spy @ 23 Jan 2019, 17:33 )
მეც ეგ წავიკითხე, ძაან მაგარია მარა ბოლოში ცოტა გაურკვეველი იყო როგორ დასრულდა


ბოლო თავი დღემდე არ წამიკითხავს, შესაბამისი დრო ვერ ვიპოვე რომ დავასრულო...

Posted by: ფაშისტი 5 Feb 2019, 10:59
კინგის მიზერი. მერე გამახსენდა ფილმიდან კადრებიც რომ მქონდა ნანახი.

Posted by: QERBI 5 Feb 2019, 20:51
,,ევას სამი ქალიშვილი" დავამთავრე ახლა, მეორე წიგნია შაფაქის რაც წავიკითხე, ,,სტამბოლელი ნაბიჭვარი" და ,,ღირსება" არიან რიგში.

Posted by: miriani777 5 Feb 2019, 21:13
ლაშა ბუღაძის, პატარა ქვეყანა...............

Posted by: alesandra 6 Feb 2019, 14:32
ლექსიკონების კითხვა მიყვარს ძალიან.

Posted by: fork 6 Feb 2019, 14:38
"ტანმოხატული კაცი" ბრედბერის.
რამდენი ადამიანური ბოროტებაა შიდ,თვით პლანეტებსა და რობოტებშიც.
მათი,საკუთარი ბოროტება კი არა-ადამიანური.
სადაც მიეთრა ადამიანი,გაჟღინთა ბოროტებით ყოველი.
რაც ბოროტება შეიცნო ძემ თუ ასულმა კაცისამ,მის მერე სიკეთისკენ არც გაუხედავს.

Posted by: GIORGI XXL 7 Feb 2019, 01:13
Heart_of_Darkness
QUOTE
ჩინუა აჩებეს ,,ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს" წავიკითხე, დაახლოებით 5წელი წასაკითხი წიგნების სიაში მქონდა,
მაგრამ სანამ ქართულად არ თარგმნეს, მანამდე ვერ მოვიცალე მისთვის.
ნეტა, რა ფენომენია,წიგნის არსებობის შესახებ რომ იცი, წასაკითხ სიაში გაქვს, მაგრამ ქართულად რომ თარგმნიან წიგნს მხოლოდ, მაშინ კითხულობ და ისიც არაქართულ ენაზე? 
წიგნს რაც შეეხება, სახელიდან გამომდინარე რაღაც განსაკუთრებულს მოველოდი, ამდენი წლით, ალბათ ამიტომ მქონდა შემონახული.
ჰოდა, დიდად ვერ ავღფრთოვანდი, ცოტას უნდა მოველოდო ხოლმე, რომ მერე აღფრთოვანებული თუ არა კმაყოფილი მაინც დავრჩე.
თუმცა კი იყო საინტერესო მომენტები, კარგად არის აფრიკის ექსპანსია აღწერილი, ე.წ. ,,სოფთ ფაუერი" იგრძნობა, როგორ ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ შემოდის დიდი ბრიტანეთის იმპერია აფრიკის კონტინენტზე და რა გავლენა აქვს ახალ რელიგიას და კულტურას ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე. მაგრამ მთლიანობაში, ჩემთვის, მკვეთრად ლოკალური წიგნია, ნიგერიის ეთოსი... რადგან ბევრი რაღაც, ჩემი გადმოსახედიდან, ბარბაროსობად ჩანდა, მაგალითად, ტყუპ ბავშვებს სასიკვდილოდ რომ იმეტებენ, ღმერთები უდანაშაულო ბავშვის სისხლს რომ მოითხოვენ და 3 წელი შენთან რომ ცხოვრობს ადამიანი, მამად მიგიჩნევს და შენ რომ კლავ, რადგან ტომი და ღმერთები ამას ითხოვენ... და ა.შ.
ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს დასავლელებისთვის არ არის დაწერილი, უფრო ადგილობრივი მკითხველისთვისაა, ნიგერიისთვის, თუ მთლიანად აფრიკისთვის, რაღაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მსგავსი, ძირითადად ისეთი მესიჯებით, რომელიც ერს გამოაფხიზლებს.

მე კი დამაინტერესე biggrin.gif აფრიკიდან გამოვიდა კაცობრიობა. წავიკითხავ როგორც წარსული ადამიანის ისტორიას

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2019, 13:12
QUOTE (GIORGI XXL @ 7 Feb 2019, 01:13 )
მე კი დამაინტერესე biggrin.gif აფრიკიდან გამოვიდა კაცობრიობა. წავიკითხავ როგორც წარსული ადამიანის ისტორიას

ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა, ან არ დამაინტერესა,
უბრალოდ მომავალი 5წლის განმავლობაში, მეეჭვება რომ მისი გადაკითხვა მომინდეს.

Posted by: QERBI 7 Feb 2019, 19:17
დავასრულე ,,ღირსება", დიდად არ მოვიხიბლე.

Posted by: kaatinga 8 Feb 2019, 01:30
ტედ ჩანის ,,შენი ცხოვრების ამბები“ ... გაასტორა :/ ნუ, არ დაუფხრეწია, მაგრამ არ იყო ცუდი.

Posted by: Krusty_the_Clown 14 Feb 2019, 18:25
გურამ დოჩანაშვილი-სამოსელი პირველი
შთამბეჭდავი ნაწარმოებია.

პ. ს. ლიტ გეს აპლიკაციით წავიკითხე ტელეფონში, მეტროთი მგზავრობისას...

Posted by: ValenTine_Kelly 21 Feb 2019, 15:44
კრისტის "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში"


ნანახი მაქვს ფილმი, მაგრამ მგზავრობისას მშვენიერი საკითხავია მაინც

Posted by: Frankens†ein 21 Feb 2019, 22:47
ფილიპ დიკი - ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

კარგი იყო up.gif


Posted by: seeman 28 Feb 2019, 21:17
андрей белый -ს Котик Летаев

უძლიერესი რომანია .საერთოდ უმაგრესი მწერალია.ცალკე თემა რატო არ აქვს როგორ გამორჩა ოცელოტას biggrin.gif არ ევასებოდა ეტყობა

რუსი ჯოისია ფაქტიურად .ნუ მთლად მაგხელა გაქანება არ აქვს მაგრამ სტილისტურად ბევრ მეოცე საუკუნის მოდერნისტს ჩაისვავს ჯიბეში

Posted by: fork 28 Feb 2019, 21:43
ჰოლდემანის "მარადიული ომი".

ძალიან გამისწორდა!

ახლა სიმაკის "ქალაქს" მივადექი!

Posted by: lilu777 1 Mar 2019, 19:48
ელი ამერიკული ბესტ სელერია ალცგეიმერით დაავადებულ ქალზე.

ახლა ვკითხულობ მილან კუნდერას ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს. როგორც იქნა ვიშოვე smile.gif

Posted by: GhostlyPresence 2 Mar 2019, 10:28
საგანის გიყვართ ბრამსი და სალამი სევდავ
სასიამოვნო წასაკითხი იყო up.gif

Posted by: holden kolpildi 5 Mar 2019, 12:14
კენ კიზი
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

Posted by: დოჩანა 5 Mar 2019, 12:25
აკა მორჩილაძის ორი წიგნი
მესაიდუმლის ქამარი
და ობოლე
ობოლე ჯერ არ დამიმთავრებია

Posted by: John-obi 5 Mar 2019, 16:44
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

ჯოისის "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას".

კი ვიწვალე ცოტა, მარა მთლიანობაში up.gif

Posted by: holden kolpildi 6 Mar 2019, 22:39
QUOTE
საგანის გიყვართ ბრამსი და სალამი სევდავ

10/3

არასდროს რო არ მომინდება მეორედ წაკიტხვა ის კატეგორიაა ჩემთVის

Posted by: GhostlyPresence 7 Mar 2019, 19:44
QUOTE (holden kolpildi @ 6 Mar 2019, 22:39 )
QUOTE
საგანის გიყვართ ბრამსი და სალამი სევდავ

10/3

არასდროს რო არ მომინდება მეორედ წაკიტხვა ის კატეგორიაა ჩემთVის

ხო მაგრამ სასიამოვნოდ ხომ იკითხება yes.gif

შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი და შტეფან ცვაიგი - ქალის ცხოვრების 24 საათი love.gif

Posted by: holden kolpildi 7 Mar 2019, 19:55
GhostlyPresence
QUOTE
ხო მაგრამ სასიამოვნოდ ხომ იკითხებ

მარტივად იკითხება

სასიმოვნოდ ნაკლებად
ძაან არ მომეწონა

Posted by: GhostlyPresence 7 Mar 2019, 20:05
QUOTE (holden kolpildi @ 7 Mar 2019, 19:55 )
GhostlyPresence
QUOTE
ხო მაგრამ სასიამოვნოდ ხომ იკითხებ

მარტივად იკითხება

სასიმოვნოდ ნაკლებად
ძაან არ მომეწონა

სალამი სევდავ 18 წლისამ დაწერა და მე ამის გამო წავიკითხე და დამაინტერესა, ამ რომანმა მოუტანა პირველი წარმატება

გიყვართ ბრამსი უფრო შინაარსიანი იყო მაგრამ არ გადავირიე up.gif

Posted by: AnneSh 8 Mar 2019, 16:56
დღეს წავიკითხე შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი"

ისე მომხვდა გულზე რომ მთელი დღეა ვტირი.

Posted by: Heart_of_Darkness 8 Mar 2019, 21:44
ბენქსის ,,Walking on Glass" წავიკითხე.
ერთობ უცნაური წიგნია. თავიდან ძალიან უღიმღამოდ იწყება. პირველ სამ თავში ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულ სიუჟეტს და პერსონაჟებს ხვდები, ვერ იგებ მოთხრობების კრებულია, პოსტმოდერნისტული თამაშია, ავტორი რიგითი გრაფომანია თუ რა ხდება. წიგნის გადადებაც კი მომინდა.
მაგრამ რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო გითრევს. და როცა პირველ 50გვერდს გადალახავ, ამბავიც თითქოს უფრო გასაგები ხდება. პირველ რიგში იმას აცნობიერებ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხრობების კრებული მაინც არ არის, (იქნებ არის კიდეც, გააჩნია როგორ წაიკითხავ). ჟანრების იმდენად ეკლექტური ნარევია, ბოლომდე წაკითხვის შემდეგაც რთულია განსაზღვრო რასთან გქონდა საქმე: ბორხესის და კაფკას ფანფიკისეულ ალუზიასთან, სადღაც უკვე ნანახ ფილმთან თუ ლიტ. ექსპერიმენტთან. სამი ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული ისტორია: ერთი შეხედვით, ბანალური, უიღბლო ლავსთორი; ,,ფანატიკოსი“, გულუბრყვილო, ტიპის „შეთქმულების თეორია“ და ალუზია მოხუცთა თავშესაფარის ორ მკვიდრზე, ერთმანეთთან ისეა გადაბმული რომ უკმარისობის განცდას და სიუჟეტთან მიბრუნების სურვილს ტოვებს.
მთლიანობაში, არც სიუჟეტები და არც პერსონაჟების ხასიათიები არ არის ბოლომდე გაწერილი, რითიც ავტორი მკითხველს უსაზღვრო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.
დღეს დავასრულე კითხვა და ჯერ ვერ გავერკვიე მომეწონა თუ არ. ემოციების დონეზე, უფრო მომეწონა, რადგან ინტერპრეტაციისთვის და პოსტმოდერნისტული თამაშისთვის დიდი სივრცეა, რაც თანამედროვე ლიტ-რაში მიზიდავს ხოლმე user.gif პირველი ისტორია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბარნსის ,,დასასრულის განცდას" მაგონებდა.

Posted by: senpai 8 Mar 2019, 21:52
Heart_of_Darkness
დააცადე ერთი ორი კვირა, მოვიდეს ბოლომდე biggrin.gif


გაეცნობი მის სხვა ნაწარმოებებს ? თუ "გეყო" ამ ეტაპზე ?



Posted by: Heart_of_Darkness 8 Mar 2019, 22:36
senpai
კი, სხვებსაც წავიკითხავ. სულ არ იყო ისეთი დამზაფრავი, როგორც აღწერე. ცოტა სხვა მოლოდინი შემიქმენი.
შენგან არ მოველოდი ,,ასეთები“ თუ მოგწონდა tongue.gif

Posted by: senpai 9 Mar 2019, 10:54
Heart_of_Darkness
კარგი, როცა იქნები შესაბამის განწყობაზე მაშინ შემდეგი წაიკითხე "ხიდი".

QUOTE
შენგან არ მოველოდი ,,ასეთები“ თუ მოგწონდა

როგორები ? biggrin.gif


რაღაც ისე შეაფასე ჯერ კიდევ 50/50 - ზე ხარ მგონი biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 9 Mar 2019, 12:01
senpai
QUOTE (senpai @ 9 Mar 2019, 10:54 )
როგორები ? biggrin.gif
არაერთი ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი biggrin.gif
QUOTE
რაღაც ისე შეაფასე ჯერ კიდევ 50/50 - ზე ხარ მგონი biggrin.gif
yes.gif აღვფრთოვანდი და ამაზე მაგარი არაფერი წანთმიკითხავს-მეთქი, ეგეთი არ იყო. მაგრამ თავისებური მუღამი ჰქონდა, თუნდაც რატომ აქვს ეს სათაური, ბოლოსკენ შუშაზე რომ ფიქრობს მოხუცი, დამავიწყდა რომ შუშა თხევადია და დროსთან ერთად ჯერ რაფაზე გადმოდის, მერე იატაკზეო... კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც ცნობიერებაში გეჭედება და წიგნისგან დამოუკიდებლად ფიქრობ მათზე. ქალის გამოძერწილ ფიგურას რომ ჩუქნის, ან მფრინავის შენიღბული ფეხსაცმელები რომ აცვია, ეგ ალუზიაა მთლიან ამბავზე თუ რა, სასახლე რატომ იყო წიგნების, ის რა აპარატი იყო, თავს რომ ჰყოფდნენ და სხვა ადამიანების გონებაში აღწევდნენ და ა.შ.
გუშინ, ფაბრიკის კითხვა დავიწყე.

Posted by: senpai 9 Mar 2019, 12:41
Heart_of_Darkness
QUOTE
გუშინ, ფაბრიკის კითხვა დავიწყე.

sad.gif რატომ ?


QUOTE
არაერთი ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი

რომელი ჩარჩოში მოქცეული მე მნახე, ეგეთი რომ არ მომწონებოდა tongue.gif


დღეს დავიწყე Murdoch-ის "A Word Child"-ის კითხვა და რაღაც არ მიმდის ჯერჯერობით.

Posted by: Heart_of_Darkness 9 Mar 2019, 13:16
senpai
ფაბრიკაზე ეწერა მისი მთავარი ნაშრომიაო, არ მოგეწონა?

Posted by: senpai 9 Mar 2019, 13:22
Heart_of_Darkness
მთავარი არა, უბრალოდ ის რითიც გახდა ცნობილი. რახან იმ დროს სკანდალურად აღიქვეს.


მოკლედ არ ღალატობ შენ ტრადიციას "ეგრე" შეარჩიო საკითხავი biggrin.gif


წაიკითხე და მითხარი რომ წინაზე მეტად ეგ მოგეწონა tongue.gif

Posted by: Heart_of_Darkness 9 Mar 2019, 13:31
senpai
ბრმად არ დამიწყია კითხვა, ლაივლიბზე კარგი რეცენზიები ჰქონდა, მთავარი ნაშრიმიო, ფაბრიკასთან შედარებით ეგ არაფერია, საერთოდ ეგ რამ დააწერინაო და ა.შ. რუსი მკითხველის აზრს მივენდე, ამ შემთხვევაში.

Posted by: senpai 9 Mar 2019, 13:42
Heart_of_Darkness
QUOTE
ლაივლიბზე კარგი რეცენზიები ჰქონდა

გააჩნია ვინ წერს მაგ რეცენზიებს, მეც მათ შორის ვიყავი biggrin.gif


მარა არ დაგავიწყდეს რომ ეგ ის საიტია რომლის ტოპ 100-ეულში შედის ისეთი ავტორები როგორიცაა: როულინგი, კინგი, კრისტი, კიზი და ზუზაკი.




Posted by: Heart_of_Darkness 9 Mar 2019, 13:57
QUOTE (senpai @ 9 Mar 2019, 13:42 )
გააჩნია ვინ წერს მაგ რეცენზიებს, მეც მათ შორის ვიყავი biggrin.gif


მარა არ დაგავიწყდეს რომ ეგ ის საიტია რომლის ტოპ 100-ეულში შედის ისეთი ავტორები როგორიცაა: როულინგი, კინგი, კრისტი, კიზი და ზუზაკი.

ეგ კი, მაგრამ კინგის ფანებს დიდი რეცენზიების წერა ეზარებათ, ბენქსამდეც იშვიათად მიდიან. მთლიანობაში, ჩემი დაკვირვებით, ქართველ საშუალო სტატისტიკურ მკითხველზე უფრო კომპენტენტური ხალხი წერს რეცენზიებს, ამიტომ უფრო ვენდობი ხოლმე.
რა ნიკით ხარ ლაივლიბზე თუ ეგეც საიდუმლოა? biggrin.gif

Posted by: senpai 9 Mar 2019, 14:09
Heart_of_Darkness
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არც წერენ ეგეთ რეცენზიებს, როგორც მანდ.


QUOTE
რა ნიკით ხარ ლაივლიბზე

არ მინდა "გავპაზორდე" წარსული რეცენზიებისთვის, ასე რომ არ გეტყვი givi.gif


მაგ საიტის ლოტოს პრინციპი მომწონს, როცა შემთხვევითი წიგნი ვარდება, რომლის წაკითხვა შეგიძლია. (როცა ვერ წყვიტავ რომელი წაიკითხო)

Posted by: ValenTine_Kelly 9 Mar 2019, 17:14
სტივენსონის დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური საქმე.

10 წლისას რომ წამეკითხა, უფრო მეტად ვისიამოვნებდი. :დ

Posted by: JSB14BSJ 9 Mar 2019, 22:00
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

მასების ამბოხი - კიდევ ერთხელ

Posted by: perchatki 9 Mar 2019, 22:14
ტურგენევის მამები და შვილებიბონლაინ თუ მოგეპოვებათ დამიდეთ რა ვინმემ

Posted by: Corvette 12 Mar 2019, 14:44
QUOTE (AnneSh @ 8 Mar 2019, 16:56 )
დღეს წავიკითხე შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი"

ისე მომხვდა გულზე რომ მთელი დღეა ვტირი.

1 კვირის წინ ვუყურერ მაგ წიგნზე გადაღებულ ფილმს biggrin.gif
ბარემ ფილმიც დააყოლე . თუ ტირილი ისევ ისე გინდა .
http://net.adjara.com/Movie/main?id=14940

Posted by: ValenTine_Kelly 12 Mar 2019, 16:33
ბაბლუანის მზე, მთვარე და პურის ყანა

რაც დრო გადის, უფრო მეტად მეკარგება წარმოდგენა საშუალოსტატისტიკურ ქართველ მკითხველზე.

Posted by: Heart_of_Darkness 12 Mar 2019, 16:46
QUOTE (ValenTine_Kelly @ 12 Mar 2019, 16:33 )

რაც დრო გადის, უფრო მეტად მეკარგება წარმოდგენა საშუალოსტატისტიკურ ქართველ მკითხველზე.

ისეთია რომ წაკითხვად არ ღირს? ელ. ვერსია მაქვს და ვიფიქრე წავიკითხავ-მეთქი. user.gif

Posted by: ValenTine_Kelly 12 Mar 2019, 17:03
Heart_of_Darkness

არ ღირს, იმჰო.


Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2019, 10:24
აკაკი ბაქრაძე-"აკაკი წერეთელი"
ადრეც დამიწერია და ახლაც ვიტყვი, რომ ასეთი მაღალი დონის კრიტიკოსი და ლიტარატურთმცოდნე არ მგონია, რომ საქართველოს ყოლოდა (ნუ, მე რაც ვიცი) ალბათ დღევანდელობიდან როსტომ ჩხეიძესაც გამოვყოფდი. დაბეჭდონ ბაქრაძის წიგნები, რა უბედურებაა, მე კი ვკითხულობ ლიტგეს აპლიკაციაში მობილურით, მაგრამ ასეთი მაღალი დონის წიგნები არ იბეჭდებოდეს და ბაზარი წალეკილი იყოს მდარე ხარისხის ლიტერატურით, უბრალოდ უსამართლობაა. მაგრამ რაც ერი, ის ბერი-ნათქვამია.

კომენტარს კი აკაკის ლექსით დავამთავრებ:
"დიაღ! ქართველ მოღვაწეს
ყველას თვალში ვამცირებთ:
სიცოცხლეში ვატირებთ!
რომ მოკვდება ვიტირებთ!"
("დამარხვა")

Posted by: Heart_of_Darkness 16 Mar 2019, 21:43
ისე მოხდა რომ ერთდროულად სამ წიგნს ვკითხულობ და სამივეგან გავიჭედე. არცერთი მითრევს sad.gif არადა პატარებია.
კლასიკაზე უნდა გადავერთო, რაღაც თანამედროვე ლიტ-რის განწყობაზე ვერ ვარ.

Posted by: woman_ 20 Mar 2019, 10:44
სტივენ კინგის "ის"
დავიწყე
და ამდენი საქმის გადამკიდე იმედია ოდესმე შუამდე მაინც მივალ gigi.gif

Posted by: Rogue_one 21 Mar 2019, 12:25
ჰაინრიხ ბიოლის კლოუნის თვალთახედვა და კაფკა - მეტამორფოზა
ორივე ძაან კაი იყო up.gif

Posted by: Krusty_the_Clown 22 Mar 2019, 00:19
Rogue_one
QUOTE
ჰაინრიხ ბიოლის კლოუნის თვალთახედვა

მაგარია, კი smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 27 Mar 2019, 10:46
გია ბუღაძე-"150 ამბავი, მუსიკა"
სერიიდან თან საკითხავი

მადლობა არტანუჯის გამომცემლობას
up.gif

Posted by: Krusty_the_Clown 4 Apr 2019, 16:53
გელა ჩარკვიანი-"ნაგერალა"
კანFეტ

Posted by: senpai 4 Apr 2019, 16:58
user posted image

იცის ამ კაცმა საინტერესოდ წერა.

up.gif

Posted by: «Sophie» 7 Apr 2019, 22:49
გრეის ორმოცდაათი ელფერი
თავიდანვე გასაგები იყო, ვისი ვისაში იქნებოდა :)))

Posted by: drehzahlbegrenzer 8 Apr 2019, 21:20
დენიელ კიზის - ბილი მილიგანის მრავალი გონება
საინტერესო იყო ძალიან, გირჩევთ

Posted by: guri8 8 Apr 2019, 21:38
user posted imageuser posted image
che guevaram gansakutrebit gaaswora magari wignia .

Posted by: Hvitserk 10 Apr 2019, 21:59
შფეფან ცვაიგი - უცნობი ქალის წერილი


Posted by: Hi-Power 11 Apr 2019, 00:05
ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო".

ეს მეორე წიგნია რომელიც 1984-ს მირჩევნია (პირველი ფარენჰაიტ 451-ია), მიჭირს ხანდახან ახსნა ამიტომ ახლა ყველაზე მარტივად დავწერ.

ორივე წიგნის იდეა არის, რომ ტოტალიტარული, ტირანული სისტემა შეიძლება არსებობდეს მინიმალური შეზღუდვების პირობებში, თუკი შეზღუდვა დაწესებულია
ადამიანის გონებაზე
და მის სურვილზე : იპოვოს, შეიმეცნოს, შეიგრძნოს, გამოხატოს

Posted by: Ezekia 13 Apr 2019, 23:39
ნინო ხარატიშვილი.
"ჩემი საყვარელი ორეული"



boli.gif


Posted by: Krusty_the_Clown 17 Apr 2019, 00:38
ნაგერალა 2-გელა ჩარკვიანი
ეს ადამიანი ჩემთვის აკეთებდა ამ ჩანაწერებს, უეჭველი love.gif


Posted by: drehzahlbegrenzer 17 Apr 2019, 02:28
სტანისლავ ლემის "სოლარისი"

Posted by: zabzu 19 Apr 2019, 02:57
დათო ტურაშვილი - მე რომ ფეხბურთელი ვიყო

Posted by: John-obi 19 Apr 2019, 10:22
ბოლოს წავიკითხე ალფრედ დობლინის "ბერლინი, ალექსანდერპლაცი".

კაი ხანია წიგნი ასე არ გამსწორებია bis.gif

Posted by: Parabola 25 Apr 2019, 19:26

სარამაგუს ,,კაენი''
რამდენიმე კარგი ფრაზა აქაც იყო, მაგრამ რაც მანდ კითხვებია დასმული ეგ ბავშვობაში მეც დავსვი biggrin.gif მე მაპატიეთ.
არ არის ეგ ჭილაძეზე კარგი მწერალი.
Terry Pratchett ს ვუსმენ და გადასარევი ვინმეა.

Posted by: Boyarg 25 Apr 2019, 20:10
ილიადა წავიკითხე ქრონოლოგია სულ სხვანაირი წარმომედგინა,,, ანუ ტროის დაცემა სად არის აღწერილი ან ქაილევსის სიკვდილი,, ეს ჰექტორის დაკრძალვით მთავრდება,, მეგონა აგამემნონის სიკვდილით დამთავრდებოდა მოკლედ ვინმემ ამიხსნას

Posted by: ⴓⴒⴗⴅⴈ 26 Apr 2019, 07:25
QUOTE
მასების ამბოხი


QUOTE
მასების ამბოხი


QUOTE
მასების ამბოხი


+1

Posted by: alesandra 26 Apr 2019, 14:45
Boyarg
QUOTE
ილიადა წავიკითხე ქრონოლოგია სულ სხვანაირი წარმომედგინა,,, ანუ ტროის დაცემა სად არის აღწერილი ან ქაილევსის სიკვდილი,, ეს ჰექტორის დაკრძალვით მთავრდება,, მეგონა აგამემნონის სიკვდილით დამთავრდებოდა მოკლედ ვინმემ ამიხსნას


ფაქტობრივად კულტურული შოკი მიგიღია givi.gif

საქმე იმაშია, რომ "ილიადა" ეძღვნება არა ტროას ომს, არამედ აქილევსის რისხვას. პოემის დასაწყისიც სწორედ ამას გვამცნობს: უმღერე ქალღმერთო პელევსის ძის აქილევსის რისხვას. შესაბამისად პოემაში მოთხრობილია ერთი ამბავი, რაც ომის მეათე წელს ხდება: აქილევსი განრისხდება და უარს ამბობს ბრძოლაში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ მას ქალი წაართვეს, მაგრამ ეს გმირი თავიდანვეც არ იყო მოწადინებული ტროაში წასულიყო საბრძოლველად და სცადა კიდეც თავი აერიდებინა ამისთვის. აქილევსი პელაზგია და ის თვლის, რომ ეს მისი ომი არაა. ეს საინტერესო წინაპირობაა, იმის გასააზრებლად, თუ რატომ არის ასეთი დაპირისპირება მასსა და აგამემნონ/მენელაოსს შორის.

მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სრულდება ორთაბრძოლა (პარისი-მენელაოსი), თავისი ქვეყნისა და სამეფო ოჯახის ღირსების დამცველად აქტიურად გამოდის კეთილშობილი ჰექტორი და ის ბრძოლის ველზე კლავს პატროკლეს, აქილევსის მეგობარს. მეგობრისთვის შურისძიება სასტიკია და ჰექტორის სიკვდილით ნელდება აქილევსის რისხვა. ამიტომ სრულდება პოემა ჰექტორის დაკრძალვით. დანარჩენი ამბები კი მითებშია მოთხრობილი.

მიმინოშვილის თარგმანი წაიკითხე? user.gif საშინელებაა, თუმცა, რას ვიზამთ, სხვა არც არსებობს.

იმედია, ცოტა გაგარკვიე smile.gif

Posted by: Boyarg 26 Apr 2019, 17:37
alesandra
ბერძენიშვილის პროზაული ვარიანტი წავიკითხე... დანარჩენი ამბები სად წერია ტროის აღება აქილევსის სიკვდილი აგამემნონის სიკვდილი კასანდრას გაუპატიურება პარისის სიკვდილი, ,, ნიხვატკაში დამტოვა ამ ჰომეროსმა sad.gif

Posted by: alesandra 26 Apr 2019, 18:48
Boyarg

მაგისთვის შეგიძლია ბერძნული მითები წაიკითხო.
კვინტუს სმირნელი იყო ასეთი პოეტი, რომელმაც დაწერა "პოსტჰომერიკა" (ანუ ტროას დაცემა), "ილიადას" გაგრძელებაა ტროას დაცემამდე. იქაა ყველა ეს მითი და ამბავი, რაც შენ გაინტერესებს. მაგრამ ქართულად არ უნდა იყოს ნათარგმნი. ინგლისურად კი ხელმისაწვდომია ნეტში:
https://ryanfb.github.io/loebolus-data/L019.pdf

ტროას დაცემის შემდგომ განვითარებული ამბებისთვის (როგორ გარბიან ტროადან იტალიაში) შეგიძლია ვერგილიუსის "ენეიდა" წაიკითხო. ეგეც ბერძენიშვილმა თარგმნა.


Posted by: Boyarg 26 Apr 2019, 23:57
alesandra
ხო მარა ინგლისურად ვერ წავიკითხავ,, ბერძნულ ტრაგედიებს მინდა ჩავუჯდე (რაღაცა ელინურ მუღამში შევედი) და მერე გადავალ რომაულებზე,, ბიბლუსში ვერაფერი ვნახე,,

Posted by: Lowlander 27 Apr 2019, 17:05
Boyarg

არგონავტიკა წაიკითხე.

.........

Posted by: Krusty_the_Clown 29 Apr 2019, 09:57
გელა ჩარკვიანი-"ნაგერალა 80"
კარგია გელა, ძალიან საინტერესო ცხოვრებით, შეხედულებებით და დასკვნებით, რომელიც შეზავებულია ირონიით. თუ თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე და სამყაროზე ლიბერალურია, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თუ არა-მაინც. შესაძლოა შეგიცალოთ ხედვა biggrin.gif
Boyarg
თვალი მოვკარი, მითოლოგიაზე წერდი, თუ გექნება საშუალება, ეს წიგნი ყოვლისმომცველია თითქმის ყველა ქვეყნის ცნობილ მითოსზე, უნიკალური ილუსტრაციებით, გირჩევ.
user posted image

როგორც მახსოვს, საქართველოს მაცნეს გამომცემლობაა.
ავტორი: ბეიტმენი ჰელენ

Posted by: zabzu 30 Apr 2019, 02:45
გიორგი ლეონიძე - ნატვირ ხე
პატარა მოთხრობებისგან შემდგარი წიგნი

ძალიან სასიამოვნოა ამ კაცის მაწარმოებების კითხვა

Posted by: alesandra 30 Apr 2019, 08:38
Boyarg
QUOTE
ბიბლუსში ვერაფერი ვნახე


გამომცემლობა "ლოგოსის" მაღაზიაში უნდა იყოს მაგ ტიპის ლიტერატურა, თსუ-ს მე-8 კორპუსის პირველ სართულზე.

Posted by: Heart_of_Darkness 30 Apr 2019, 14:28
დროის ეფექტურად გამოყენებაზე კარგი არაფერია:
user posted image

Posted by: მ-უ-ნ-ჯ-ი 1 May 2019, 20:30
QUOTE
ბოლოს წავიკითხე, ტომი

user posted image

Posted by: zabzu 2 May 2019, 09:07
შექსპირის ჰამლეტი
ერთი ამოსუნთქვით და ჩასუნთქვით

Posted by: drehzahlbegrenzer 2 May 2019, 18:29
ნაპოლეონ ჰილის - იფიქრე და გამდიდრი, მთავარ აქცენტს ფულის შოვნაზე თუ არ დასვავთ, ბევრად უფრო ეფექტურადაც შეძლებთ ამ ცოდნის გამოყენებას.

Posted by: zabzu 3 May 2019, 08:00
გიორგი კეკელიძეს მირმანის სევდა, სხვა დეტექტივი

Posted by: zabzu 4 May 2019, 10:26
ორჰან ფამუკი - ფარული სახე

.........

Posted by: borbolia777 4 May 2019, 10:36
შექსპირის ჰამლეტი
ერთი ამოსუნთქვით და ჩასუნთქვით მეც ეგ

Posted by: zabzu 5 May 2019, 08:53
გიორგი კეკელიძეს საყურე
დამაინტერესა ამ ახალგაზრდამ

Posted by: zabzu 10 May 2019, 09:30
ეს წიგნი წავიკითხე ბოლოს
user posted image

Posted by: Ezekia 10 May 2019, 09:44


"ფოსტალიონი". ბესო პაპასქუა


......................



Posted by: Krusty_the_Clown 11 May 2019, 00:08
QUOTE
ბოლოს წავიკითხე,

ჯეიმზ ჯოისი-"დუბლინელები"
მაგარია

Posted by: John-obi 12 May 2019, 14:35
QUOTE
ბოლოს წავიკითხე,

ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!"

ბავშვობაში რომ წამეკითხა, ვინ იცის, ცრემლადაც დავღვრილიყავი...

ახლა კიდევ, მორემარკო ტიპად მომეჩვენა ერნესტი.

ისე, რაც კაია, ისეთი მოკლე დიალოგები იყო ზოგან, ერთი თვალის შევლებით ვკითხულობდი ერთ გვერდს up.gif

Posted by: fork 12 May 2019, 15:40
ანიჰილაცია.

მაგრად დავიგრუზე.

Posted by: მ-უ-ნ-ჯ-ი 12 May 2019, 22:56
QUOTE

,,ნასესხები სიცოცხლე" გადავიკითხე და ამ წიგნის კითხვაში გატარებული საღამო დამენანა, ბევრი კი არაფერი.

+

Posted by: Ezekia 15 May 2019, 20:50
ზინკა ადამიანი.


ანა კორძაია სამადაშვილი.




Posted by: Heart_of_Darkness 23 May 2019, 19:51
ალბათ არსებობს წიგნები, რომელიც შენთვის შესაბამის დროს უნდა წაიკითხო.
ასე გავედი ამ წიგნზე: სახელმა მიმიზიდა,
მოკლედ, ვადიმ ზელანდის- «Трансерфинг реальности. Ступень I: Пространство вариантов» წავიკითხე:

იმ წიგნების სერიიდანაა, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ,
კი შეიძლება მარტივი იდეებია, განწყობის ფსიქოლოგებს არაერთხელ აქვთ გადაღეჭილი და ა.შ.
მაგრამ ამ ეტაპზე, მშვენივრად წავიკითხე. პრიზმის შეცვლა მჭირდებოდა და დამეხმარასავით.

ფრაზებიც კი ამოვიწერე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კიდევ 5 ნაწილი აქვს... popcorn.gif

Posted by: senpai 23 May 2019, 22:30
user posted image


იავნანასავით მიდის ძილისწინ. up.gif

Posted by: Heart_of_Darkness 27 May 2019, 13:00
ვუდჰაუსის ,,ვუსტერთა გვარის ღირსება" წავიკითხე, იმდენად სასიამოვნოდ იკითხებოდა,
,,დაიკიდე, ჯივზ" გადმოვიღე თაროდან და ახლიდან ვკითხულობ.

Posted by: Corvette 27 May 2019, 14:25
"ხიდი მდინარე კვაიზე"

მსგავსი თემატიკის , სასიამოვნოდ წასაკითხი , ტვინის ბურღის გარეშე წიგნები მირჩიეთ .

Posted by: holden kolpildi 27 May 2019, 14:45
Corvette
ხედავ როგორ წაგადაგა ბანი :დ

Posted by: Corvette 27 May 2019, 14:48
QUOTE (holden kolpildi @ 27 May 2019, 14:45 )
Corvette
ხედავ როგორ წაგადაგა ბანი :დ

lol.gif lol.gif up.gif კარგი იყო . მართლა მაგ პერიოდში წავიკითხე gigi.gif ოქტომბრის მერე არაფერი არ მქონდა წაკითხული , გულს ვერ ვუდებდი და ეს წიგნი თან პატარა წიგნია რამდენიმე საათში წასაკიტხი და თან კარგად წავიდა , სემიჩკასავით biggrin.gif საინტერესო თემას ეხება თან და მერე 3 საათიანი ფილმიც დავაყოლე user.gif

სადღაც 3 საათში წასაკითხი წიგნი და 3 საათიანი ფილმი
ჯამში 6 საათში მაოსწრებს ადამიანი რა biggrin.gif

ჰო
ისე "მეეტლე მოჩვენება"-ც წავიკითხე და ფილმი ვერ ვნახე ფილმიც ყოფილა

და "მარადონა რეი"-ც წავიკითხე - თუმცა აქ რაც ეწერა უმეტესობა ვიცოდი .

biggrin.gif

ესენიც პატარა წიგნებია.

Posted by: holden kolpildi 27 May 2019, 14:52
Corvette
კიდე დაბანეთ :დ

Posted by: Corvette 27 May 2019, 14:58
holden kolpildi
vik.gif შენც მოგიხდებოდა დაბანვა gigi.gif

Posted by: holden kolpildi 27 May 2019, 15:01
Corvette
მე ბანი არ მჭირდება კიტხვი მუზა დამეკარგა

Posted by: Corvette 27 May 2019, 15:04
QUOTE (holden kolpildi @ 27 May 2019, 15:01 )
Corvette
მე ბანი არ მჭირდება კიტხვი მუზა დამეკარგა

მეც ეგ მიწერია და მაგ ერთჯერადად წაკითხულიდან არაა გარანტია დაბრუნების yes.gif

Posted by: holden kolpildi 27 May 2019, 15:14
Corvette
დაბრუნების მცდელობაც საქმეა

Posted by: Heart_of_Darkness 28 May 2019, 21:03
იშიგუროს- ,,არასდროს გამიშვა", დავაასრულე, როგორც იქნა.
ვერ ახლა გავიგე ნობელი რისთვის მისცეს ან ბესტსელერი რატომ გახდა.
კი, გასაგებია, რომ კლონირების თემას შეეხო, ისიც აჩვენა, რომ კლონიც იგივე ადამიანია, თავისი სულით, ოცნებებით თუ სევდით,
მაგრამ თხრობის სტილი ძალიან მარტივი იყო, ისტორიაც ნაკლებად ჩამთრევი, რესტროსპექტივა- მოსაწყენი.
საბოლოოდ, იმ წიგნების სიას მიეთვალა, რომელიც კი, წავიკითხე, მაგრამ რომც არ წამეკითხა არაფერი დამაკლდებოდაuser.gif

Posted by: Moby-Dick 29 May 2019, 00:55
QUOTE (Corvette @ 27 May 2019, 14:25 )
"ხიდი მდინარე კვაიზე" 

მსგავსი თემატიკის , სასიამოვნოდ წასაკითხი ,  ტვინის ბურღის გარეშე  წიგნები მირჩიეთ .

"ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ" სცადე, ხიდი მდინარე კვაიზეც მაგ ვიწრო გზის შემადგენელი ნაწილია biggrin.gif იქ უბრალოდ ავსტრალიელი ტყვეები არიან

Posted by: Corvette 29 May 2019, 11:59
QUOTE (Moby-Dick @ 29 May 2019, 00:55 )
QUOTE (Corvette @ 27 May 2019, 14:25 )
"ხიდი მდინარე კვაიზე" 

მსგავსი თემატიკის , სასიამოვნოდ წასაკითხი ,  ტვინის ბურღის გარეშე  წიგნები მირჩიეთ .

"ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ" სცადე, ხიდი მდინარე კვაიზეც მაგ ვიწრო გზის შემადგენელი ნაწილია biggrin.gif იქ უბრალოდ ავსტრალიელი ტყვეები არიან

up.gif დავიმახსოვრებ .

Posted by: zabzu 8 Jun 2019, 10:05
ეს წიგნი წავიკითხე ბოლოს
დუმბაძის უსაყვარლესი მოთხრობები

user posted image

Posted by: Greta 8 Jun 2019, 12:39
სარტრის "გულისრევა"

დავწყდი ((

Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 13:32
ვერმესის "ის კვლავ აქ არის". წაიკითხეთ, არ ინანებთ gigi.gif

Posted by: Ezekia 9 Jun 2019, 15:26
გაბრიელ ტანიეს "ქანაანის შვილები"

რავიცი რავიცი....


.


Posted by: Moor 9 Jun 2019, 16:15
Japanese Candlestick Charting Techniques: A Contemporary Guide to the Ancient Investment Techniques of the Far East

sad.gif

Posted by: senpai 9 Jun 2019, 16:58
პლატონოვს ვკითხულობ ქართულად, გენიალურია. თარგმნასაც არაუშავს.


user posted image

Posted by: ChioChioSan 14 Jun 2019, 15:21
სულ რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ვეღარ გავაგრძელე, ისეთი ბანალური იდიოტიზმი ჩანს.
წაგიკითხავთ ვინმეს???

ნერვები მეშლება რომ შევცდი და შემომეყიდა. დამიბრუნეთ 13 ლარი baby.gif

user posted image

Posted by: Tom Creo 15 Jun 2019, 00:26
ალეკო შუღლაძის ,,გადამალვა" დავასრულე ამ წამს. აი, ძან გაასწორა, რა! გირჩევთ. მისი ახალი წიგნიც უნდა შევიძინო.

Posted by: fork 15 Jun 2019, 00:36
ქარჩხაძის "იგი".
ოდითგანვე გარიყული იყო ინოვაცია.

Posted by: bestjest 15 Jun 2019, 00:44
საინტერესო წიგნი ჩანს ონლაინში ვერ ვიპოვე თორე სიამოვნებით წავიკითხავდი
https://www.goodreads.com/book/show/46124860

Posted by: Heart_of_Darkness 15 Jun 2019, 00:52
ქარჩხაძის ,,მდგმური". არ მქონდა წაკითხული და ისე მარტივად იკითხება, დღეს ავინაზღაურე.
საინტერესო იყო, მაგრამ მთლიანობაში ქარჩხაძისგან მეტს მოველოდი.
ადრეული ნაწარმოებია. რთული იდეების მოთხოვნა, ალბათ, ზედმეტია.

Posted by: _Moxuci_ 15 Jun 2019, 01:15
Heart_of_Darkness
QUOTE
ადრეული ნაწარმოებია

პირველი რომანია

QUOTE
მეტს მოველოდი

შესაბამისად ლოგიკურია

თუმცა თუ ხსენებულ ფაქტს გავითვალისწინებთ, მაინც კარგი ნაწარმოებია

QUOTE
რთული იდეები

ქარავანში და განზომილებაშია

Posted by: Heart_of_Darkness 15 Jun 2019, 06:42
_Moxuci_
QUOTE
პირველი რომანია
კი, ვიცი. უბრალოდ ეს ქალების თემა, თან ვითომ ასე ,,დიქოტომიურად განსხვავებულების", ცოტა მებანალურა. ქალთა სახეები, მაინცდამაინც, რეალურად არ მომეჩვენა. უფრო მდგმურის წარმოდგენები იყო, ვინ როგორია, დიამეტრული სხვაობებით. რეალურად, ადამიანებში ორივე მხარეა: აღმოსავლეთიცაა და დასავლეთიც. გააჩნია როგორ გახსნი, რას დაინახავ.

QUOTE
ქარავანში და განზომილებაშია

ქართველი ავტორების კვირეულის მოწყობა მაქვს გეგმაში, შემდეგ კვირას, ქარჩხაძეს და ჭილაძეს უნდა ჩავუჯდე.
ამეებით დავიწყებ.

Posted by: _Moxuci_ 15 Jun 2019, 21:11
Heart_of_Darkness
QUOTE
გააჩნია როგორ გახსნი, რას დაინახავ

ჩემი აზრით ამ ნაწარმოებში მთავარი მაინც პიროვნების გაორებაა და დანარჩენი ყველაფერი ამაზეა აგებული. ერთხელ და ჩქარა წაკითხვა არ ჰყოფნის ასე მგონია. დღემდე რაც განხილვები წამიკითხავს ატაგენუსის ბლოგზე sunny -ის დაწერილი პოსტი მომეწონა ყველაზე მეტად, თუმცა სამწუხაროდ დიდი ხანია უკვე, რაც ყველაფერი წაშალა...

შეიძლება მხატვრული ღირებულებით ქარავანს ვერ უტოლდება, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო მე მაინც ძველებურად მსიამოვნებს და ამას თავისი სხვა განსაკუთრებული მიზეზებიც აქვს... ხანდახან მომენატრება ხოლმე და ავიღებ, გადავშლი ალალბედზე და ისე ვკითხულობ, როგორც რამე დანატრებულ ნუგბარს შეექცევი ადამიანი :დ

ზოგადად ქარჩხაძის შემოქმედება არაა ერთჯერადად წასაკითხი. რაოდენ ერუდირებულიც არ უნდა იყოს ადამიანი ვეჭვობ, რომ ერთი ან გინდაც ორი წაკითხვით ნაწარმოები მთლიანად გაიაზროს და ბოლომდე ამოწუროს. რაღაცები მაინც რჩება და ყოველ წაკითხვაზე რაღაც მნიშვნელოვანს აუცილებლად აღმოაჩენს დაკვირვებული მკითხველი. ამ მხრივ განზომილებაა განსაკუთრებული.

QUOTE
ქართველი ავტორების კვირეულის მოწყობა მაქვს გეგმაში, შემდეგ კვირას, ქარჩხაძეს და ჭილაძეს უნდა ჩავუჯდე.

გადაკითხვას აპირებ თუ პირველად ეცნობი?

ჭილაძის შემოქმედებიდან მე პირადად დასაწყისისთვის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად და მიუხედავად იმისა, რომ პირველია, ზოგადად ოთარის ყველა რომანს მირჩევნია "მარტის მამალის" გარდა. ოღონდ ჭილაძე უფრო რთული და უფრო მძიმეცაა და კვლავ მიბრუნების სურვილი აღარ მქონია.

Posted by: Heart_of_Darkness 15 Jun 2019, 23:34
_Moxuci_
QUOTE
ჩემი აზრით ამ  ნაწარმოებში  მთავარი მაინც პიროვნების გაორებაა და დანარჩენი ყველაფერი ამაზეა აგებული.
შესაძლოა. მეორეჯერ თუ გადავიკითხე, ვნახოთ რა ემოციას დამიტოვებს.
ამ ეტაპზე, საერთო განწყობით, უფრო მეტ სიღრმეს მოველოდი user.gif
QUOTE
ხანდახან მომენატრება ხოლმე და  ავიღებ, გადავშლი ალალბედზე და ისე ვკითხულობ, როგორც რამე დანატრებულ ნუგბარს შეექცევი ადამიანი :დ
როგორ მესმის. რამდენიმე წიგნთან მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს.

QUOTE
ამ მხრივ განზომილებაა განსაკუთრებული.

არ წამიკითხავს ჯერ. გავითვალისწინებ.
ქარჩხაძის ,,ქარავანი" და ,,ზებულონი" მაქვს წაკითხული, ძალიან დიდიხნის წინ. სხვა არაფერი.
QUOTE
გადაკითხვას აპირებ თუ პირველად ეცნობი?

ზოგადად, ქართველები ჩემი სისუსტეა. იშვიათად ვკითხულობ და ბევრიც არ მაქვს წაკითხული.
ჭილაძე ჩემი გვიანი თინეიჯერობის სიყვარულია კია. ,,ყოველმან ჩემმან მპოველმან" იმდენჯერ მაქვს წაკითხული, გარჩეული, დაწერილი... მგონი, მეთორემეტე კლასში ჩემი მთავარი წიგნიც კი იყო. ფრაზებიც კი მახსოვს,თან ჭილაძეს რამსიგრძე ფრაზები აქვს biggrin.gif თუმცა დღეს "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" უფრო მომწონს.
პრინციპში ჭილაძის მეტი არც არაფერი მაქვს წაკითხული.
ქართველებში მაგრად მოვიკოჭლებ user.gif

Posted by: _Moxuci_ 16 Jun 2019, 00:09
Heart_of_Darkness
QUOTE
უფრო მეტ სიღრმეს მოველოდი

სიღრმით რამდენიმე მოთხრობაც მხიბლავს

"მეთერთმეტე მცნება"

"დღე ერთი"

"კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი"

"დრო" და ა.შ.

QUOTE
რამდენიმე წიგნთან მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს

მაგალითად რომლებთან?

QUOTE
ქარჩხაძის ,,ქარავანი" და ,,ზებულონი" მაქვს წაკითხული, ძალიან დიდიხნის წინ. სხვა არაფერი.

აბა "იუპიტერის სინანულის" და "ანტონიო და დავითის" წაკითხვის ბედნიერებაც წინ გქონია :დ

QUOTE
ზოგადად, ქართველები ჩემი სისუსტეა. იშვიათად ვკითხულობ და ბევრიც არ მაქვს წაკითხული

რას ერჩი? :დ თუკი ერჩი რა თქმა უნდა



QUOTE
ქართველებში მაგრად მოვიკოჭლებ

შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო ხო? :დ

ქართული ლიტერატურის ცოდნით და ქართველი მწერლების კითხვით თავს ვერც მე მოვიწონებ, რის გამოც ხანდახან სინდისიც მქენჯნის ხოლმე, მაგრამ რაკი ძირითადად ბუკინისტურ წიგნებს ვყიდულობდი და ჩემი საყვარელი ბუკინისტი ქართველ ავტორებს უფრო აფასებდა ( როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით ) უცხოელი ავტორების შეძენა-წაკითხვით უფრო იაფში გამოვდიოდი user.gif

Posted by: Heart_of_Darkness 16 Jun 2019, 11:26
_Moxuci_
QUOTE
"მეთერთმეტე მცნება"

"დღე ერთი"

"კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი"

"დრო"  და ა.შ. 

გავითვალისწინებ, ქარჩხაძის მოთხრობების კრებულს რომ ვიშოვი, აუცილებლად წავიკითხავ.
QUOTE
მაგალითად რომლებთან?
ამ კითხვაზე, ჩემი წიგნის თაროებს გავხედე და ზედა 6 თაროდან გამიჭირდა რომელიმეს ამორჩევა user.gif მილერი, ფრიში, რენდი, ეკო, ეტვუდი, სელინი, ოსტერი, უელბეკი, დოსტოევსკის 17ტომეული, მასტერების სერია.. ეს რაც ბევრ-ბევრი მაქვს, თითო-თითო წიგნად რაცაა, იმათზე აღარაფერს ვამბობ.
QUOTE
აბა "იუპიტერის სინანულის" და "ანტონიო და დავითის" წაკითხვის ბედნიერებაც წინ გქონია :დ
yes.gif პირველად წაკითხვის ბედნიერება მელის წინ.
QUOTE
რას ერჩი? :დ თუკი ერჩი რა თქმა უნდა
არაფერს ვერჩი, უბრალოდ უმეტესად სულ რუსულად ვკითხულობ. თან მსოფლიო ლიტ-რა ისე მიზიდავდა, ქართულამდე ვერ მოვაღწიე.
QUOTE
რაკი ძირითადად ბუკინისტურ წიგნებს ვყიდულობდი და ჩემი საყვარელი ბუკინისტი ქართველ ავტორებს უფრო აფასებდა ( როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით )  უცხოელი ავტორების შეძენა-წაკითხვით უფრო იაფში გამოვდიოდი  user.gif
biggrin.gif კი, ეგეცაა. ჯავახიშვილის და ჭილაძის წიგნების სრული ნაკრებები ჯერაც არ მაქვს user.gif

Posted by: დოჩანა 16 Jun 2019, 12:46
მალხაზ ხარბედიას კრიტიკული წერილების კრებული "ტექსტი და სიმართლე" - მე კი დამაინტერესა და მომეწონა.

Posted by: _Moxuci_ 17 Jun 2019, 01:17
Heart_of_Darkness
QUOTE
ქარჩხაძის მოთხრობების კრებულს რომ ვიშოვი, აუცილებლად წავიკითხავ

მოთხრობების სრული კრებული მარტივი საშოვნელია. მით უმეტეს ახლა გამომცემლობამ ხერხი იხმარა და 2 ნაწილად გამოსცა გაზრდილი ფასით biggrin.gif ამიტომ ასე მალე ვერ ამოიწურება ტირაჟი.

აი, "განზომილების" შოვნა ( შესაძენად) მართლა გამიჭირდა, მაგრამ წლევანდელ დაბადების დღეზე თავს ფუფუნების უფლება მივეცი და ახლა ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი განზომილება მაქვს user.gif

QUOTE
ამ კითხვაზე, ჩემი წიგნის თაროებს გავხედე და ზედა 6 თაროდან გამიჭირდა რომელიმეს ამორჩევა

ო, რა ჯობია თაროებზე კოხტად შემოლაგებულ წიგნებს!

მით უმეტეს თუ იმის საშუალება გაქვს, რომ ცალკე მთლიანი ოთახი დაუთმო ბიბლიოთეკას და დროდადრო წიგნების თავბრუდამხვევ სურნელში ჩაიძირო...

ამასწინ ოსტატი და მარგარიტას ვყიდულობდი ბიბლუსში და კონსულტანტმა გაიგო რა კოლექციის შესავსებად არ მინდოდა მოკრძალებულად შემომაჩეჩა სხვა გამომცემლობის წიგნი, რათა ვინმესთვის 50 წიგნის ( სიკვდილამდე რომ უნდა წაიკითხო :დ ) სერიის სრულად შევსების შესაძლებლობა არ წამერთმია.



ეჰ, მე თაროები არ მაქვს



QUOTE
არაფერს ვერჩი, უბრალოდ უმეტესად სულ რუსულად ვკითხულობ. თან მსოფლიო ლიტ-რა ისე მიზიდავდა, ქართულამდე ვერ მოვაღწიე.

განათლება რუსულად მიიღე? წესით მშობლიური ლიტერატურის საშუალებით ( ან გავლით ) არ უნდა შესცურო მსოფლიო ლიტერატურის ღრმა ოკეანეში?


Posted by: Heart_of_Darkness 17 Jun 2019, 13:02
_Moxuci_
QUOTE
მოთხრობების სრული კრებული მარტივი საშოვნელია.  მით უმეტეს ახლა გამომცემლობამ ხერხი იხმარა და 2 ნაწილად გამოსცა გაზრდილი ფასით biggrin.gif  ამიტომ ასე მალე ვერ ამოიწურება ტირაჟი.

აი, "განზომილების" შოვნა ( შესაძენად) მართლა გამიჭირდა, მაგრამ წლევანდელ დაბადების დღეზე თავს ფუფუნების უფლება მივეცი და ახლა ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი განზომილება მაქვს  user.gif

ჩემს ბიბლიოთეკაში არ მაქვს, მეგობრებში მოვიკითხავ, ექნება რომელიმეს.
თუ მომეწონა, ნომებრის ფესტზე ვიყიდი. ,,ბიბლუსში" თუ სხვა წიგნის მაღაზიებში ისეთი გაბერილი ფასებია, იშვიათად ვყიდულობ მანდ წიგნებს user.gif
QUOTE
ო, რა ჯობია თაროებზე კოხტად შემოლაგებულ წიგნებს!
yes.gif ცალკე წიგნების დალაგება-გადალაგებაც კარგი განტვირთვაა. მახსენდება რა მაქვს წასაკითხი. ან რისი ყიდვა მინდოდა და დამავიწყდა...
QUOTE
მით უმეტეს თუ იმის საშუალება გაქვს, რომ ცალკე მთლიანი ოთახი დაუთმო ბიბლიოთეკას და დროდადრო წიგნების თავბრუდამხვევ სურნელში ჩაიძირო...
love.gif როდისმე გავაკეთებ, ჯერ ჩემს საძინებელში მაქვს. წიგნების მტვერი არ არის კარგი, ალერგიულიაო, ამბობენ, მაგრამ რომ ვიღვიძებ, პირდაპირ წიგნებს ვუყურებ და მსიამოვნებს. სიყვარულით გავხედავ ხოლმე. თან სულ მახსენებს, რა წიგნები მაქვს წასაკითხი user.gif ,,რამდენი ხანია თაროზე გიდევს და ჯერ არ წაგიკითხავს"- სინდისი მეუბნება ხოლმე biggrin.gif
QUOTE
ამასწინ ოსტატი და მარგარიტას ვყიდულობდი ბიბლუსში და კონსულტანტმა გაიგო რა კოლექციის შესავსებად არ მინდოდა მოკრძალებულად შემომაჩეჩა სხვა გამომცემლობის წიგნი, რათა ვინმესთვის 50 წიგნის ( სიკვდილამდე რომ უნდა წაიკითხო :დ )  სერიის სრულად შევსების შესაძლებლობა არ წამერთმია.
biggrin.gif ბიბლუსში ორ კვირაში ერთხელ შევისეირნებ ხოლმე, მაინტერესებს რამე ახალი თუ გამოვიდა, ან უცხოენოვან წიგნებში სიახლეები თუ აქვთ. იმდენ სიტუაციას შევსწრებივარ, ორივე მხარის მესმის.
სადგურის მოლში, ერთი ძალიან სასიამოვნო კონსულტანტი კი ჰყავდათ. რამდენჯერმე შევესწარი როგორ შეარჩევინა წიგნი და მართლა კარგი კონსულტაცია გაუწია, რამის გასაღებაზე არ იყო ორიენტირებული.
QUOTE
განათლება რუსულად მიიღე?  წესით მშობლიური ლიტერატურის საშუალებით ( ან გავლით ) არ უნდა შესცურო მსოფლიო ლიტერატურის ღრმა ოკეანეში?
არა, ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული. უბრალოდ ოჯახში წიგნების უმეტესობა რუსულად გვქონდა და თავიდანვე კითხვა რუსულ ენაზე დავიწყე. ფიქრითაც რუსულად ვფიქრობ ხოლმე, მერე ვთარგმნი user.gif

Posted by: avgust 18 Jun 2019, 00:40
ნუ მოკლავ ჯაფარას , ვისაც გაქვთ წაკითხული როგორი წიგნია? ღიირს წაკითხვა?

Posted by: Doctordoge 19 Jun 2019, 11:04
დაგლას ადამსის ჰიჩჰაიკერის სერიის სამი წიგნი ჩავაბულბულე ასე ვთქვათ biggrin.gif

იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე ველოდებოდი.

პ.ს. ვინმემ ხომ არ იცით შემდეგი ნაწილების თარგმანს აპირებენ თუ არა?

Posted by: _Moxuci_ 19 Jun 2019, 13:28
Heart_of_Darkness
ელ წიგნებთან და წამკითხველებთან როგორ ხარ?

უკვე საკმაოდ მომრავლდა მეორადი კინდლი და სხვა წამკითხველები...

QUOTE
,,ბიბლუსში" თუ სხვა წიგნის მაღაზიებში ისეთი გაბერილი ფასებია, იშვიათად ვყიდულობ მანდ წიგნებს

ქარჩხაძის გამომცემლობამ ამ მხრივ რეკორდები დაამყარა :დ

გაუმარჯოს ბუკინისტებს!

წლების წინ თანაკურსელმა ჰაგარდის "მონტესუმას ასული" მომიტანა აზიმოვის "მარადისობის აღსასრულის" სანაცვლოდ ( დროებით გავცვალეთ წიგნები ) და გაუზვიადებლად ვიტყვი, რომ ხელიდან ვერ გავაგდე biggrin.gif ოღონდ არა იმის გამო, რომ ნაწარმოებმა აღმაფრთოვანა

რაღაც მინებიან სერვანდში ჰქონიათ შენახული და დღემდე ცხადად მახსოვს ის ენითაღუწერელი სასიამოვნო სურნელი...


QUOTE
ცალკე წიგნების დალაგება-გადალაგებაც კარგი განტვირთვაა.

დალაგების პროცესს ვერ ვიტან :დ


რადგან
QUOTE
სულ მახსენებს, რა წიგნები მაქვს წასაკითხი  ,,რამდენი ხანია თაროზე გიდევს და ჯერ არ წაგიკითხავს"- სინდისი მეუბნება ხოლმე

ეს ისედაც მტკივნეული საკითხია ჩემთვის... ეჰ, იკითხე სანამ დრო გაქვს ადამიანო

ადრე დრო რომ მქონდა წიგნები იყო ძნელად ხელმისაწვდომი და ახლა რაც ასე თუ ისე ბლომად საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები მოვიხელთე დრო გამიხდა პრობლემა user.gif

QUOTE
ბიბლუსში ორ კვირაში ერთხელ შევისეირნებ ხოლმე

შეგნებულად არ შევდივარ ხოლმე, რადგან დარწმუნებული არასდროს ვარ, რომ ისე გამოვალ რამდენიმე წიგნს არ ვიყიდი biggrin.gif

მირჩევნია რიდერსლენდი დავათვალიერო ხოლმე და უკეთესი ფასდაკლებით ვიყიდო რამე.

avgust
QUOTE
ნუ მოკლავ ჯაფარას

QUOTE
ღიირს წაკითხვა?

რა თქმა უნდა


Posted by: kshaneli 19 Jun 2019, 13:31
ბულგაკოვის- ,,პროსტატი და მარგარიტა" წავიკიტხე ბოლოს

Posted by: Heart_of_Darkness 19 Jun 2019, 15:54
_Moxuci_
QUOTE
ელ წიგნებთან და წამკითხველებთან როგორ ხარ?

უკვე საკმაოდ მომრავლდა მეორადი კინდლი და სხვა წამკითხველები...

2012-ში ვიყიდე პირველი რიდერი, მაგრამ იმდენად პატარა ეკრანი აქვს, 7წლის განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ დამისრულებია მასში user.gif
ახლა მინდოდა ყიდვა, მაგრამ ქინდლისთვის ფორმატების შერჩევის დრო არ მაქვს,
პირდაპირ მინდა გადავიტანო ჩემი ელ.ბიბლიოთეკა, ფორმატების ცვლის გარეშე.
ამიტომ Pocketbook-ის რიდერს ვიყიდი, ალბათ. თუ ვიყიდე.
ისე ლეპტოპში ვკითხულობ.
QUOTE
რაღაც მინებიან სერვანდში ჰქონიათ შენახული და დღემდე ცხადად მახსოვს ის ენითაღუწერელი სასიამოვნო სურნელი...
ზოგს როგორ უმართლებს smile.gif მე რამდენიმეს წიგნი რომ ვათხოვე ხან ყავის სურნელით დამიბრუნეს, ხან ყველის, ერთმა საერთოდ სოუზი ჭამა ზედ.
ასეთი სასიამოვნო სურნელით ჯერ არავის დაუბრუნებია.
QUOTE
ადრე დრო რომ მქონდა წიგნები იყო ძნელად ხელმისაწვდომი და ახლა რაც ასე თუ ისე ბლომად საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები მოვიხელთე  დრო გამიხდა პრობლემა  user.gif
ეგ მარადიული პრობლემაა. ერთი წელი იყო საერთოდ, იმდენად დატვირთული ვიყავი სამსახურში 10წიგნი ძლივს წავიკითხე sad.gif
ახლა, ნელ-ნელა ვაბალანსებ.
QUOTE
შეგნებულად არ შევდივარ ხოლმე, რადგან დარწმუნებული არასდროს ვარ, რომ ისე გამოვალ რამდენიმე წიგნს არ ვიყიდი biggrin.gif
ნე ძირითადად, აქციაში რაც აქვთ, იმას ვყიდულობ. გაზაფხულს, ,,დიოგენეს" ისეთი კარგი აქციები ჰქონდა, ,,ბიბლუსში" უკეთეს ფასად შევიძინე, ვიდრე ფესტივალზე.
QUOTE
მირჩევნია რიდერსლენდი დავათვალიერო ხოლმე და უკეთესი ფასდაკლებით ვიყიდო რამე.
yes.gif ბუქსეილიც რაც დაემატა, კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა შეძენის ალტერნატივები.

Posted by: senpai 19 Jun 2019, 19:10
QUOTE
ნუ მოკლავ ჯაფარას

QUOTE
ღიირს წაკითხვა?

no.gif

დროის კარგვაა, თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმუმ 100 სხვა წიგნის კითხვით შეიძლება უკეთესი სიამოვნება მიიღო.

Posted by: _Moxuci_ 20 Jun 2019, 13:42
Heart_of_Darkness
QUOTE
2012-ში ვიყიდე პირველი რიდერი, მაგრამ იმდენად პატარა ეკრანი აქვს, 7წლის განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ დამისრულებია მასში

სურვილი და მონდომება თქვი, თორე ერთხელ აკუნინის დეტექტივები ( ფანდორინის მონაწილებით ) და დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო" ისე სიამოვნებით წავიკითხე სამსუნგ E250 -ზე, რომ ისეთი მონდომება ( მხედველობაც ) ნეტავ ახლაც მქონდეს biggrin.gif

user posted image

QUOTE
ზოგს როგორ უმართლებს

მე თუ გამიმართლა მხოლოდ იმაში, რომ წიგნი, რომელიც მათხოვეს დიდი ხნის ნადები იყო დახურულ სერვანდში, თორე ასე უცებ რა სურნელს აიღებდა ჩემი წიგნი :დ ანუ ვინც მათხოვა ის წიგნი იყო მძაფრი და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი. ჩემებიც მაქვს რამდენიმე ასეთი და განგებ არ ვკიდებ ხელს წასაკითხად. უბრალოდ სურნელით ვტკბები gigi.gif

QUOTE
რამდენიმეს წიგნი რომ ვათხოვე ხან ყავის სურნელით დამიბრუნეს, ხან ყველის, ერთმა საერთოდ სოუზი ჭამა ზედ.

მსგავსი გამოცდილება მეც მქონია, მაგრამ არ ვჩივი იმდენი ხანია წიგნი მათხოვეო აღარავის უთქვამს biggrin.gif

ბოლოს ერთ ნათესავს ვაჩუქე გლუხოვსკის ორტომეული და ბოლოს მესამე ნაწილიც გავუგზავნე ავტორის ავტოგრაფითურთ და მერე სტუმრად რომ ჩავედი ცხელი ყავის ჭიქა ედო ზედ mad.gif

QUOTE
ნე ძირითადად, აქციაში რაც აქვთ, იმას ვყიდულობ. გაზაფხულს, ,,დიოგენეს" ისეთი კარგი აქციები ჰქონდა, ,,ბიბლუსში" უკეთეს ფასად შევიძინე, ვიდრე ფესტივალზე.

QUOTE
ბუქსეილიც რაც დაემატა, კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა შეძენის ალტერნატივები.

ბუქსეილი ჩემგან შორია და მე უფრო რიდერსლენდს ან ბიბლუსის მაღაზიებს ვიყენებ განსაკუთრებულ ფასდაკლებებზე... ახლა ზეგ ქუთაისის სანტა ესპერანსას დაბ. დღეა.
ვნახოთ რა ექნებათ საინტერესო და ამავდროულად სასურველ ფასად.

პ.ს. გაუმარჯოს უშუქობის ფარულ მადლს!


Posted by: Heart_of_Darkness 23 Jun 2019, 23:39
_Moxuci_
QUOTE
სურვილი და მონდომება თქვი, თორე ერთხელ აკუნინის დეტექტივები ( ფანდორინის მონაწილებით ) და დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო" ისე სიამოვნებით წავიკითხე სამსუნგ E250 -ზე, რომ ისეთი მონდომება ( მხედველობაც ) ნეტავ ახლაც მქონდეს

ეგ კი. სანთლის შუქზეც მახსოვს წიგნის კითხვა, მაგრამ რაც დრო გადის მიუარესდება მხედველობა.
ამიტომ წვრილ შრიფტებს და პატარა ინჩიან რიდერებს გავურბი. user.gif
QUOTE
ჩემებიც მაქვს რამდენიმე ასეთი და განგებ არ ვკიდებ ხელს წასაკითხად. უბრალოდ სურნელით ვტკბები  gigi.gif

არაა ცუდი იდეა, ერთხელ სერვანდში ჩავდებ წიგნს და ,,დავაძველებ" biggrin.gif
ვნახოთ, კონიაკის სუნს თუ აიკიდებს.
QUOTE
მაგრამ არ ვჩივი იმდენი ხანია წიგნი მათხოვეო აღარავის უთქვამს biggrin.gif
ჩემთან პირიქითაა, რომ ვათხოვებ ხოლმე, მერე აღარც ვართმევ. იმდენი ხნით მიაქვთ, მეც მავიწყდება.
ახლა გამახსენდა რომ ორი წლის წინ ვათხოვე ერთს და დამავიწყდა გამორთმევა, იმასაც არ შეუხსენებია თავი.
QUOTE
ცხელი ყავის ჭიქა ედო ზედ  mad.gif
მე ერთ ჯგუფელს სულ ახალი წიგნები ვათხოვე და დაზიანებული ყდით დამიბრუნა, თან არა ერთი, არა ორი, არამედ სამივე mad.gif
ჯობდა დაეტოვებინა.
QUOTE
ბუქსეილი ჩემგან შორია და მე უფრო რიდერსლენდს ან ბიბლუსის მაღაზიებს ვიყენებ განსაკუთრებულ ფასდაკლებებზე...  ახლა ზეგ ქუთაისის სანტა ესპერანსას დაბ. დღეა.
კი, რეგიონებში უფრო რთულია. ძირითადად, ბიბლუსია ყველგან. სხვა ალტერნატივა თითქმის არაა.
ისე ერთხელ ქობულეთის ბიბლუსში ვიპოვე ერთი იმდენად იშვიათი, რუსულენოვანი, წიგნი, თბილისშიც რომ არ შემხვედრია. მას შემდეგ, რეგიონში თუ ვხვდები, ბიბლუსშიც შევდივარ ხოლმე, რა იცი რა ხდება.

Posted by: Heart_of_Darkness 25 Jun 2019, 10:29
როგორც იქნა ონდააჩის ,,ინგლისელი პაციენტი" დავამთავრე.
ვზივარ და ვფიქრობ, მომეწონა,არ მომწეონა თუ რა მოხდა.
ვერ ვიტყვი რომ გადავირიე, ვერ ვიტყვი რომ ამაზე მაგარი არაფერი წამიკითხავს,
ჩათრევითაც იმდენ ხანს ვკითხულობდი, დიდად არ ჩავუთრევივარ.
თუმცა რამდენიმე საინტერესო მომენტი, ნამდვილად იყო.
რაც ყველაზე მეტად მომეწონა იყო- უდაბნო, რომანტიზებული ექსპედიციებიდან იგნლისელ-გერმანელების ჯაშუშობანამდე.
მომეწონა კარავაჯოს ისტორიები- ქურდობიდან ინგლისელი სპეცსამსახურების ჯაშუშობამდე. მისი დამტვრეული ხელები და ისტორიები იმაზე, როგორ ცდილობდა ფოტოაპარატის მოპარვას, გერმანული მეჯლისიდან და როგორ გამოიჭირეს.
მომეწონა ინგლისელი პაციენტი, რომელიც სულ არ არის ინგლისელი. ყველას ჯაშუში ჰგონია, მაგრამ მისი ,,ჯაშუშობა" მხოლოდ ჯაშუშის ცოლისადმი სიყვარულია.
მომეწონა ჰანა, რომელსაც სიკვდილთან იმდენად ხშირი შეხება ჰქონდა, რომ რაღაც ეტაპზე დაავიწყდა რომ ცოცხალია.
მომეწონა ინდოელი გამნაღველი, რომელიც თავის იდენტობას, მხოლოდ წიგნის დასასრულს აღმოაჩენს.
მომეწონა, ის ისტორია, რომელიც ინგლისელ პაციენტს და ინგლისელი ჯაშუშის ცოლს აერთიანებდათ, მთელი თავისი უხეშობით, მომენტებში სიძლულვილით, მომენტებში ძლიერი ვნებით და დასასრულს იმ სინაზით, რომელიც მღვიმეში, პარაშუტში გახვეული, მომაკვდავი, ქალის გალამაზების სურვილს უჩენს ალმაშს.

რაღაც აქვს ამ წიგნს, შეიძლება არც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ერთხელ წაკითხვად ნამდვილად ღირს.

Posted by: Tom Creo 26 Jun 2019, 20:52
,,დუბლინელები". შესანიშნავი იყო!
დიდი სიამოვნება მივიღე.

Posted by: Corvette 1 Jul 2019, 11:35
"მისტერიები" შევჭამე ერთი ამოსუნთქვით და კიდევ მინდა შევჭამო gigi.gif love.gif სად ვიყავი აქამდე . ეს ის წიგნია რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო - თან არა ერთხელ . აეხლა მინდა რომ ისევ წავიკითხო ხელმეორედ .

Posted by: დოჩანა 1 Jul 2019, 11:51
Corvette
ხო მისტერიები ძალიან კარგი წიგნია,

Posted by: galaqtikosi 1 Jul 2019, 23:03
მე რატო ვერ დავუმუღამე მაგ მისტერიებს.. user.gif

Posted by: zabzu 3 Jul 2019, 11:03
ეს წავიკითხე ბოლოს

user posted image

Posted by: popusha 3 Jul 2019, 22:33
ლექსო პაიკიძის ,,ეძღვნება გაბოს''.

ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ბევრი მაცინა და ბევრჯერ ამაჩუყა.

საოცრად კარგად წერს ეს კაცი

Posted by: TinANNO 4 Jul 2019, 15:31
წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც მიხვდით რომ შეგცვალათ, თავდაყირა დააყენა თქვენი შეხედულება, ძალიან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,
რომელია თქვენთვის ასეთი ?

Posted by: senpai 4 Jul 2019, 18:20
TinANNO
QUOTE
თავდაყირა დააყენა თქვენი შეხედულება, ძალიან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,
რომელია თქვენთვის ასეთი ?

ჩორანის ნებისმიერი...

Posted by: Heart_of_Darkness 5 Jul 2019, 23:38
დღეს იუჯინიდისის ,,თვითმკვლელი ქალწულები" წავიკითხე.
ფილმი ბავშვობაში მქონდა ნანახი და აღარც მახსოვდა წესივრად, რაზეა.
ძირითადი ემოცია რაც დამრჩა წიგნიდან ისაა, რომ ასე არ უნდა გაზარდო შვილები,
რაც შეიძლება მეტი თავისუფლება უნდა მისცე მათ სივრცეს, ინტერესებს,
საჭიროა ბევრი გულახდილი საუბარი შვილებთან,
ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, იმისათვის რომ მსგავსი სიტუაცია აირიდო თავიდან.

მთლიანობაში, მაინც უფრო მეტს მოველოდი - ძალიან მშრალი და მონოტნური თხრობა იყო. არანაირი მოულოდნელობა, არც ცხოვრებისეული ირონია ან ისეთი სცენა რომელიც დაგშოკავს თუ არა, ცოტახნით მაინც აგაფორიაქებს user.gif

Posted by: ფორსტმანი 10 Jul 2019, 02:18
ვერაფრით დავიმახსოვრე რომ ჩორანის შემოქმედება ღამით არ ვიკითხო facepalm.gif

სულში გწვავს რასაც ქვია.

გენიალური ტიპი იყო.

Posted by: holden kolpildi 13 Jul 2019, 11:07
დენის ლიჰეინი
წყეულთა კუნძული


ძლივს მეღირსა ამ თემში დაპოსტვა facepalm.gif

Posted by: Naoko 13 Jul 2019, 11:12
გორგილაძის ღმერთი სამსახურშია.
ამ ბიჭის იუმორზე ვგიჟდები

Posted by: senpai 13 Jul 2019, 11:18
შაბათის დილა იწყება მურაკამით jump.gif

user posted image


Posted by: bolota-neki 15 Jul 2019, 02:35
ბოლოს წავიკითხე ფიოდორ დოსტოევსკის "უპოვარნი".
თარგმანი გივი კიკილაშვილის შესრულებით.

Posted by: holden kolpildi 17 Jul 2019, 10:42
მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი

რომ არა სერიალი ალბათ კიდევ დიდი ხანი წიგნს არ წავიკითხავდი

Posted by: senpai 17 Jul 2019, 14:38
გამიხსნა, მეორე ნაწილზე გადავედი up.gif სტროგად +18 წიგნია biggrin.gif

user posted image

Posted by: Aleqto 17 Jul 2019, 14:47
ბოლოს... მინდოდა წამეკითხა ვინ მოჰკლა ჯაფარა...და აგერ უკვე 1 კვირაა ბალიშის ქვეშ განისვენებს უდრტვინველად და უშფოთველად... user.gif

რაღაცნაირ პალასაზე ვარ...სუულ ვეღარ ვკითხულობ ...

Posted by: zabzu 25 Jul 2019, 09:57
ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია

საკმაოდ საინტერესო რომანია

Posted by: Heart_of_Darkness 29 Jul 2019, 12:08
ტიმ ო'ბრაიენის ,,რასაც თან დაათრევდნენ" წავიკითხე.
ზოგადად ომზე წიგნები არ მიყვარს, სულ იმის მოლოდინი მაქვს, რომ ჰეროიკული პათოსი დამხვდება.
ამ წიგნსაც ისეთი რეზიუმე ჰქონდა, თავიდან, დიდად ვერ მიმიზიდა. მეგონა კიდევ ერთი რიგითი წიგნი იქნებოდა ომზე, სადაც ერთი მხარე გმირებად იქნებოდა გამოყვანილი, მეორე კი უპირობო ბოროტებად. მაგრამ ო'ბრაიენის წიგნი სულ არ აღმოჩნდა ასეთი, ჩემდა სასიხარულოდ.
დიდიხანია ასე გემრიელად არ წამიკითხავს მოთხრობების კრებული. ასე ახლოს არ მიგრძვნია ომი და არ მითანაგრძვნია ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც რეალურად არც იციან რისთვის იბრძვიან ან რისთვის კვდებიან.
სამი მოთხრობა მომეწონა, განსაკუთრებით: ,,წვიმიანი მდინარე", ,,ცოტა რამ სიმამაცის თაობაზე" და ,,მინდორში".

Posted by: 4L3X 29 Jul 2019, 12:19
Heart_of_Darkness
შენ თუ ეგ მოგეწონა. მაშინ წაიკითხე დალტონ ტრამბოს "Johnny got the gun" და თუ წაკითხული არ გაქვს ერიკ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელად არის" ეგეთი ანტი სამხედრო წიგნები მე სხვა არ წამიკითხავს. სიტყვა "ომს" შეგაძულებს.

Posted by: aktrisa 29 Jul 2019, 13:23
ჰერმან ჰესე homo faber popcorn.gif ---როგორც ეს ჭამს პოპკორნს, ისეთი წასაკითხია

Posted by: BabeRock 29 Jul 2019, 13:24
კამიუს შავი ჭირი.
საინტერესო წიგნია თავისუფლებაზე და ჯანყზე.. როგორ შეიძლება აჯანყდე სიკვდილის წინააღმდეგ <3

Posted by: ფაშისტი 29 Jul 2019, 13:44
ბოლოს წავიკითხე სტეინბეკი - თაგვებსა და ადამიანებზე

Posted by: Lowlander 29 Jul 2019, 16:27
QUOTE
ჰერმან ჰესე homo faber


T-mademoiselle

ჰესე თუ ფრიში?
spy.gif

Posted by: aktrisa 29 Jul 2019, 16:33
Lowlander
ეხლა ვკითხულობ ტრამალის მგელს და წიგნი დამივარდა და ყდაზე ეწერა ჰესე ))) ამერია მაპატიეთ..

დამსვენებელი დავიწყე და რაღაც ვერ შევყევი ((
* * *
მეზობელს ვთხოვე მთვარის მოტაცება მათხოვეთქო და დავით აღმაშენებელი წაკითხული გაქვსო? და არამეთქი რო ვუპასუხე აბა შენ რანაირი ქართველი ხარო ((
გულზე მომხვდა
უნდა მეთქვა

Posted by: ფაშისტი 29 Jul 2019, 16:35
Lowlander
Lowlander

შეეშალა, smile.gif მეც დავაკვირდი და აღარ შევუსწორე, ვიფიქრე თავად დააკორექტირებდა

Posted by: aktrisa 29 Jul 2019, 16:37
ფაშისტი
ხოდა არ იცი როგორ წამოვხტი, რა დავწერეთქო )))

Posted by: senpai 29 Jul 2019, 16:38
T-mademoiselle
QUOTE
მეზობელს ვთხოვე მთვარის მოტაცება მათხოვეთქო და დავით აღმაშენებელი წაკითხული გაქვსო? და არამეთქი რო ვუპასუხე აბა შენ რანაირი ქართველი ხარო

ჩემი თხოვნა იქნება რომ არც წაიკითხო. არ დაიბინძურო თავი ეგეთი საკითხავით. გაყევი ქარჩაძე-ჭილაძის გზას.

Posted by: ფაშისტი 29 Jul 2019, 16:45
T-mademoiselle
აუ ზუსტად მასე დამემართა, სავარძელში ვზივარ რბილად, ფილს ვუყურებ თან და უცებ გავსწორდი smile.gif მეთქი რა ჰესე.. წამით დავუშვი ნუთუ ჰესესაც აქვს რამე მსგავსი სათაურით და არ ვიცი, მაგრამ არა! ბოლოს მივხვდი შეგეშალა, თან გამიკვირდა, სად ჰესე სად ფრიში

Posted by: aktrisa 29 Jul 2019, 16:49
senpai
ქარჩხაძე ალბათ ხო? იცი რო წელს პირველად გავიგე ((((( სახლშიც არ მომეპოვება მემგონი. არ მიყვარა პდფ ფორმატში კითხვა. აუცილებლად შევიძენ.

ფბ ში რაღაც ჯგუფში გავწევრიანდი სახელის დაწერა არ ვიცი შეიძლება თუარა და იქ ახსენებ სულ ამ ქარჩხაძეს.. იმედი მაქვს როგორც იციან ხოლმე ქართველებმა, უბრალო გატაცებაა არაა და მართლა საინტერესო ნაწარმოებები აქვს

ანუ ეროვნული სირცხვილი არ,იქნება წაკითხულო როარ, მქონდეს გამსახურდიას დავითი?
* * *
ფაშისტი
ზუსტად ვიცი როგორ ზიხარ და როგორ უყურებ biggrin.gif

Posted by: senpai 29 Jul 2019, 16:56
T-mademoiselle
გამოიტანე ბიბლიოთეკიდან და ჩაუჯექი. ქარჩხაძის "მდგმურით" დაიწყე.


QUOTE
ანუ ეროვნული სირცხვილი არ,იქნება წაკითხულო როარ, მქონდეს გამსახურდიას დავითი?

დროს რომ დახარჯავ 2019 წელს მაგაზე, ჩემთვის ეგ უფრო სირცხვილი იქნება.

QUOTE
იმედი მაქვს როგორც იციან ხოლმე ქართველებმა, უბრალო გატაცებაა არაა

ულისეს უფრო გაუგებ, ვიდრე ქარჩხაძის "განზომილებას" biggrin.gif

Posted by: Lowlander 29 Jul 2019, 16:58
T-mademoiselle

ახლა ვკითხულობ მეც მაგ წიგნს, ყდა შევამოწმე smile.gif)


Posted by: ფაშისტი 29 Jul 2019, 16:58
T-mademoiselle
აი ისევ წამოვწიე კისერი და მარცხნივ გავიხედე, ეზოში ხომ არავინ არის მეთქი smile.gif ძაან მახალისებ smile.gif ბოდიში ოფისთვის, ვორნი არ ავიკიდოთ

Posted by: alesandra 31 Jul 2019, 13:56
4L3X
QUOTE
"დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელად არის"


არცერთ ენაზე არ გამოდის სათაური ისე კარგად (და არ გადმოსცემს თხზულების არსს), როგორც ორიგინალშია:
Im Westen nichts Neues

Posted by: alesandra 1 Aug 2019, 20:17
მორის მეტერლინკის "ლურჯი ფრინველი" love.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 Aug 2019, 22:06
კონსტატინეს "დიდოსტატის მარჯვენა" ახლა დავამთავრე lol.gif

დღეს არ ვიცი თუ ასწავლიან,მაგრამ ჩემს დროს მახსოვს სკოლაში გვქონდა დავალება მაგ ნაწარმოების გარჩევა,მე დავწერე ჩემი მოსაზრება,სადაც ეწერა დიდი ვერაფერი ნაწარმოებია-თქო და დღეს,როდესაც ძვლელი წიგნი ჩამივარდა ხელში და რატომღაც მომინდა ისევ წამეკთხა,იგვე აზრზე ვრჩები up.gif


ამ დღეებში ბნელ კოშკს მოვრჩები bis.gif

Posted by: Magicman 3 Aug 2019, 04:42
ანჯეი საპკოვსკი - მხედვარი (ელფების სისხლი)
ძალიან მაგარია user.gif

პოლსკა < 3

Posted by: George_Best 3 Aug 2019, 04:46
Magicman
წინა ორი წაიკითხე ?


ჯიმ"მორისონი
QUOTE
ამ დღეებში ბნელ კოშკს მოვრჩები 

სემო მერე ჩვენს ფანკლუში
ბნელი კოშკი>სამყარო

QUOTE
კონსტატინეს "დიდოსტატის მარჯვენა" ახლა დავამთავრე 

მე პირადად მაგრა მიყვარს

Posted by: ჯიმ"მორისონი 3 Aug 2019, 13:45
George_Best
გადმოვალ,ჯერ მოვრჩე mad.gif

წესით ფერისცვალებამდე დავამთავრებ love.gif


Posted by: iverieli 3 Aug 2019, 13:52
საგა იოსტა ბერინგზე. კარგი იყო. ნამდვილი აღმოჩენაა ჩემთვის სელმა ლაგერლიოფი. up.gif

Posted by: სერაფიტი 10 Aug 2019, 00:21
iverieli

"პორტუგალიის იმპერატორი" მომეწონა ლაგერლოფის. "მეფორნე" სუსტია.

საგა წასაკითხი მაქვს.

Posted by: Heart_of_Darkness 10 Aug 2019, 09:20
ჯერ ბარნსის ,,ინგლისი, ინგლისი" გადავიკითხე,
უტრირებულად რომ დავწერო, მარილი აკლია.
ჯერჯერობით ,,დასასრულის განცდა" ბარნსის, იმ ერთადერთ ნაწარმოებად რჩება, რომელიც მომწონს.

მერე პაზოლინის ,,ქუჩის ბიჭები" წავიკითხე.თითქმის ყველაფერი იყო რაც მომწონს:
ცხოვრებისეული ისტორიები, ახალგაზრდობა, უფოლოდ წოწიალი, რომი, არაფერი ამბები არაფერ ადამიანებზე.
თან პაზოლინი ისე წერს, თითქოს კი არ კითხულობ, არამედ ფილმს უყურებ.
მთლიანობაში სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნების კატეგორიაში გავიდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ რამდენად კარგად მემახსოვრება სიუჟეტი, არ ვიცი.
* * *
4L3X
ბოდიში, გვიან ვნახე.
QUOTE
შენ თუ ეგ მოგეწონა. მაშინ წაიკითხე დალტონ ტრამბოს "Johnny got the gun" და თუ წაკითხული არ გაქვს ერიკ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელად არის" ეგეთი ანტი სამხედრო წიგნები მე სხვა არ წამიკითხავს. სიტყვა "ომს" შეგაძულებს.

,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აბიტურიენტობისას მაქვს წაკითხული, მაშინ ძალიან მომეწონა.
მეორეს წავიკითხავ.
ზოგადად იმ ჰეროიკულ პათოსს ვერ ვუძლებ ხოლმე, ხალხს რომ ომში წასვლისკენ და ,,სამშობლოსთვის თავგანწირვისთვის" მოუწოდებს user.gif

Posted by: fork 10 Aug 2019, 12:20
კორნელია ფუნკეს"მელნის გული".
ვიხალისე,ფილმზე ათი თავით მაღლა დგას.

მარტო ბასტა სჯობია მთელ ფილმს(რა უქნეს ტიპს ფილმში,ფასადია მარტო,არადა წიგნში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა).
და ვიზუალურად გადაკეთება რა მაფიაა ამ პერსონაჟების,რა...

Posted by: Corporal 10 Aug 2019, 13:04
ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხალი
ამბობენ ფილმი ჯობიაო მაგრამ წიგნმა უფრო გაასწორა

Posted by: PET 11 Aug 2019, 12:25
ივან ტურგენევის накануне.................

Posted by: holden kolpildi 14 Aug 2019, 00:42
სტივენ კინგის შინაური ცხოველების სასაფლაო

Posted by: zabzu 17 Aug 2019, 07:27
ჰარპერ ლი - ნუ მოკლავ ჯაფარას
..................

Posted by: Naoko 22 Aug 2019, 09:05
ათასი მოელვარე მზე - ჰოსეინი

აქვე: მწერალი ცოტა გიჟია, მაგრად ავითარებს სიუჟეტს, მაგრამ ცოტა დიალოგებში მოიკოჭლებს
ჩემი სუბიექტური აზრი.

Posted by: senpai 22 Aug 2019, 21:40
chups.gif

user posted image

Posted by: marimari11 23 Aug 2019, 02:53
ბოლოს წავიკითხე ეს biggrin.gif
user posted image

Posted by: Saturnus 23 Aug 2019, 02:56
marimari11

მეკობრე ხარ? gigi.gif

Posted by: marimari11 23 Aug 2019, 03:02
QUOTE (Saturnus @ 22 Aug 2019, 23:56 )
marimari11

მეკობრე ხარ? gigi.gif

ჩემთვის არ მოუწერიათ :დ
ფბ ჯგუფის ადმინს მიწერეს როგორც მივხვდი

Posted by: zabzu 23 Aug 2019, 22:06
მარკ ტვენი - ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

ნამეტანი გვიან თუმცა მაინც

Posted by: PING 2 Sep 2019, 10:34
ჯეიმზ ჯოისი--„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში''

ჯეიმს ჰედლი ჩეიზის----''დათარსული კაცი''

zabzu
QUOTE
ჰარპერ ლი - ნუ მოკლავ ჯაფარას

კარგია?

Posted by: fermina 2 Sep 2019, 15:54
iverieli
QUOTE
საგა იოსტა ბერინგზე. კარგი იყო. ნამდვილი აღმოჩენაა ჩემთვის სელმა ლაგერლიოფი


love.gif
მიყვარს სკანდინავიური ლიტერატურა.

Posted by: bestjest 2 Sep 2019, 16:06
დამარხული ვაზი - რეალური ისტორია საინტერესო ფაქტებით გაჟღენთილი

Posted by: Aleqto 2 Sep 2019, 16:34
marimari11

ს/კ ისე კონტექსტიდან ამოვარდნილ ადგილას მიუწერიათ...ნამდვილად არ ეკადრება დირეხტორს givi.gif

Posted by: CENTURIONI 7 Sep 2019, 08:57
პიტერ დარმანის- პართიელი
ახლა ვკიტხულობ ნოა გორდოზის -ექიმი

Posted by: Parabola 7 Sep 2019, 14:05
ისააკ აზიმოვს მივადექი და რავიცი ისევ ვერაფერს ვგრძნობ biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2019, 18:51
"ბილი მილიგანის მრავალ გონებას" ვკითხულობ ეხლა, ცოტაღა დამრჩა.
ძალიან საინტერესოა.
რეალური ამბავი რო არ იყოს, გამიჭირდებოდა დაჯერება...

Posted by: Heart_of_Darkness 10 Sep 2019, 10:50
რაღაც სენტიმენტალური მომინდა და გორდერის ,,ფორთოხლის გოგონა" წავიკითხე.
მთლიანობაში: მარტივი სიუჟეტი, ბანალური თხრობა, არც ისე ღრმა იდეები, მაგრამ მეტროში კითხვისთვის ნორმალურია,
ერთ მომენტში ცრემლიც კი წამომივიდა.

Posted by: Poppysmic 11 Sep 2019, 00:52
Heart_of_Darkness
წაკითხული მაქვს და ასე მეგონა მათსავით გავრბოდი..

Posted by: BigBoss 11 Sep 2019, 12:33
დიდი გეთსბი
ფილმი ჯობია აშკარად

Posted by: Windmill 13 Sep 2019, 11:44
მეგობრებს

ვინც მოვა, არაყს და სიგარეტს
იახლებს,
ცოტას თუ დამაცლის -- შევთვრე
და მოვწიო,
ვუამბობ, ერთნაირ დღეების
სიახლეს
და მზისგან ნაცვეთი იანვრის
მოციონს
მოვუწყობ და ნახავს ჟანგისფრად
შემხმარი
ფიჭვების ორკესტრში მარტო ვარ ალტივით,
რაც მქონდა არ ვტირი და რაც მაქვს შევხარი,
ვარ რთულზე რთული და მარტივზე
მარტივი.
სხვის სახლში ვაჩვენებ ბუხარს
და ,,ბალკონ-ჰოლს",
ვფიცავ, რომ მექნება ღიმილი
ალალი,
ეჰ, ან ვინ მაღირსებს თუთუნს
და ალკოჰოლს,
,,საშველი არ არის, არ არის, არ არის..."

https://apinazhi.ge/journal/130--.html

Posted by: Heart_of_Darkness 17 Sep 2019, 14:53
იან მაკიუენის ,,ამსტერდამის" კითხვა დავასრულე ახლა,
რატომღაც კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მსგავსი სიუჟეტის ფილმი უკვე მქონდა ნანახი, ამიტომ არც დასასრულს გავუკვირვებივარ, არც დასაწყისს და არც პერსონაჟებს.
მთლიანობაში, საშუალო დონის თანამედროვე პროზაა, ბევრს რომ არ დაგაწერინებს ისეთი.
ბუკერის პრემია, ნამდვილად, მეზედმეტება ამისთვის.

Posted by: BigBoss 17 Sep 2019, 14:57
ფრედერიკ ბეგბედერის 99 ფრანკი

Posted by: საილერი 17 Sep 2019, 15:00
The Murder of Roger Ackroyd გადავიკითხე მეორედ, იმიტომ რომ ერთადერთი მცირე ზომის წიგნია რაც სახლში მაქვს და საზ.ტრანსპორტში კარგად იკითხება boli.gif

რა თქმა უნდა დეტექტივი არ არის საუკეთესო არჩევანი იმ დროს, როცა წიგნის მეორედ წაკითხვას აპირებ up.gif

Posted by: BigBoss 17 Sep 2019, 15:02
QUOTE (საილერი)
The Murder of Roger Ackroyd გადავიკითხე მეორედ, იმიტომ რომ ერთადერთი მცირე ზომის წიგნია რაც სახლში მაქვს და საზ.ტრანსპორტში კარგად იკითხება

რა თქმა უნდა დეტექტივი არ არის საუკეთესო არჩევანი იმ დროს, როცა წიგნის მეორედ წაკითხვას აპირებ

ზღვის მგელი გადაიკითხე ძაან ასწორებს yes.gif

Posted by: საილერი 17 Sep 2019, 15:22
QUOTE (BigBoss @ 17 Sep 2019, 15:02 )
QUOTE (საილერი)
The Murder of Roger Ackroyd გადავიკითხე მეორედ, იმიტომ რომ ერთადერთი მცირე ზომის წიგნია რაც სახლში მაქვს და საზ.ტრანსპორტში კარგად იკითხება

რა თქმა უნდა დეტექტივი არ არის საუკეთესო არჩევანი იმ დროს, როცა წიგნის მეორედ წაკითხვას აპირებ

ზღვის მგელი გადაიკითხე ძაან ასწორებს yes.gif

Wolf Larsen boli.gif

წაღებული მაქვს ეგ უკვე წყნარ და მშვიდ, საკითხავ ადგილას. ჰო და გადავიკითხავ ახლო მომავალში.

P.S. თავი გაიყიდე მაგ წიგნის ხსენებით, გიცანი boli.gif

Posted by: BigBoss 17 Sep 2019, 15:29
QUOTE (საილერი)
P.S. თავი გაიყიდე მაგ წიგნის ხსენებით, გიცანი

მართლა კაი მეხსიერება გაქ ხო იცი

Posted by: Heart_of_Darkness 18 Sep 2019, 12:43
იან მაკიუენის ,,In Between the Sheets".
მოთხრობების კრებულია, ეტყობა რომ ადრეული ეტაპია მწერლის კარიერაში, თავის თავს ეძებს, ცდლობს სტილი განსაზღვროს.
ისეთი მოთხრობებია რამდენიმე მოკლემეტრად გამოდგებოდა,
მომენტებში საინტერესოა თავისი რეალიზმით, უნგლისური სიცივით და სიმშვიდით, მომენტებში მოსაწყენიცაა.
მთლიანობაში როგორც მოთხრობების კრებული ,,წავა რა".

Posted by: _Moxuci_ 18 Sep 2019, 22:25
ცვაიგის "შიში"

პატარა წიგნია, რომელშიც მოღალატე ადამიანის განცდებია გადმოცემული...

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 14:32
ბოლოს წავიკითხე მარიო პიუზოს უკანასკნელი დონი

Posted by: IronBank 23 Sep 2019, 11:52
user posted image

5/5

სულ ოთხი ნოველა აქვს ამ ავტორს და ამის შემდეგ აუცილებლად წავიკითხავ ყველას, საოცარი წიგნია.

Posted by: დოჩანა 23 Sep 2019, 12:23
უილიამ ფოლკნერის სოფლის ბოლო თავს მივადექი ამასობაში
მერე ქალაქს ვიყიდი და წავიკითხავ და
მერე სახლს

Posted by: ChioChioSan 23 Sep 2019, 20:09
ძალიან მომეწონა ნინო ხარატიშვილი-ს "ჩემი საყვარელი ორეული" და "ჟუჟა".
კიდევ მესამე წიგნი აქვს "მერვე სიცოცხლე", მაგრამ საკმაოდ ძვრიი ღირს და ჯერ ვერ ვიყიდე.
ვინმეს თ წაგიკითხავთ?

Posted by: Makulatura 23 Sep 2019, 21:02
სარამაგუს /,,სიბრმავე“

ქარბორბალასავით გადამიარა

Posted by: დოჩანა 23 Sep 2019, 21:06
ძალიან რთული წიგნია ეს ფოლკნერის სოფელი
გაჭირვებული ყოფაა აღწერილი

Posted by: Heart_of_Darkness 23 Sep 2019, 22:39
პალანიკის ,,მებრძოლთა კლუბის" გადაკითხვის ხასიათზე დავდექი რამდენიმე დღის წინ,
ვკითხულობ და ჩემს ძველ მეს ვადარებ თავს, ანუ მე როგორც ახლანდელი მკითხველი და მე, როგორც 15წლის.
რა მაგრად მოჰქონდა ამ ტექსტს 15 წლის ასაკში, ამოკონსპექტებული მქონდა ციტატები,ამდენი წელი გავიდა და ფრაზები გონებაში ჯერ კიდევ მიტივტივდება,
ტაილერთან ვაიგივებდი თავს,
სამომხმარებლო სამყაროსადმი პროტესტის გრძნობით ვიყავი ავსილი.
ბალზაკის და მსოფლიო კლასიკის სხვა ტომების ნაცვლად, ვამბობდი აი, ეს არის ღირებული ლიტ-რა,თანამედროვე სამყარო და მისი ყოფით დამძიმებული თანამედროვე ადამიანები.
მახსოვს ამ წიგნის წაკითხვას მალევე ტრიერის ,,იდოტები" დავაყოლე და მეგონა, რომ თანამედროვე ადამიანის პრობლემა ამოვხსენი...
ჰოდა, ვკითხულობ და იმ აზრამდე მივდივარ, რომ წლების შემდეგ საკუთარი თავის დაფეისპალმებას არაფერის სჯობია.
პრიმიტიული ენა, მასაზე გათვლილი შინაარსი, პროტესტის შეგრძნება, რომელიც დაუმორჩილებლობის კიჩია...
და ჩემს თავს ვეკითხები: ძვირფასო, რა იყო იმ დროს, ამ წიგნში ან ფილმში ასე შესაყვარებელი?

Posted by: George_Best 23 Sep 2019, 23:17
QUOTE
პალანიკის ,,მებრძოლთა კლუბის" გადაკითხვის ხასიათზე დავდექი რამდენიმე დღის წინ,
ვკითხულობ და ჩემს ძველ მეს ვადარებ თავს, ანუ მე როგორც ახლანდელი მკითხველი და მე, როგორც 15წლის.
რა მაგრად მოჰქონდა ამ ტექსტს 15 წლის ასაკში, ამოკონსპექტებული მქონდა ციტატები,ამდენი წელი გავიდა და ფრაზები გონებაში ჯერ კიდევ მიტივტივდება,
ტაილერთან ვაიგივებდი თავს,
სამომხმარებლო სამყაროსადმი პროტესტის გრძნობით ვიყავი ავსილი.
ბალზაკის და მსოფლიო კლასიკის სხვა ტომების ნაცვლად, ვამბობდი აი, ეს არის ღირებული ლიტ-რა,თანამედროვე სამყარო და მისი ყოფით დამძიმებული თანამედროვე ადამიანები.
მახსოვს ამ წიგნის წაკითხვას მალევე ტრიერის ,,იდოტები" დავაყოლე და მეგონა, რომ თანამედროვე ადამიანის პრობლემა ამოვხსენი...
ჰოდა, ვკითხულობ და იმ აზრამდე მივდივარ, რომ წლების შემდეგ საკუთარი თავის დაფეისპალმებას არაფერის სჯობია.
პრიმიტიული ენა, მასაზე გათვლილი შინაარსი, პროტესტის შეგრძნება, რომელიც დაუმორჩილებლობის კიჩია...
და ჩემს თავს ვეკითხები: ძვირფასო, რა იყო იმ დროს, ამ წიგნში ან ფილმში ასე შესაყვარებელი?

ხვალ დილას მაინც დააფეისპალმებ თავს

Posted by: mustafa_ibrahim 28 Sep 2019, 09:14
ხალიდ ჰოსეინი. ფრანით მორბენალი. მანამდე ბაბლუანის მზე, მთვარე და პურის ყანა ქვია მე მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს. ორივე მომეწონა...

Posted by: kriketi-1985 29 Sep 2019, 18:47
აგოტა კრისტოფის ,,გუშინ''.

გუშინ ყველაფერი იყო უფრო ლამაზი
მუსიკა ხეებში
ქარი ჩემს თმებში
და შენს ხელებში მოქცეული
მზე


Posted by: *Anonymous* 29 Sep 2019, 19:24
Heart_of_Darkness
QUOTE
ფილმში ასე შესაყვარებელი?


ზუსტად ეგ საპროტესტო მუხტი, რომელიც იმდენად საშენოა რომ მთლიანად გიტაცებს.
ვიღაცას მთელი ცხოვრება მიჰყვება ეგ პროტესტი და სწორედ ისინი არიან ხოლმე, შემდეგ თაობებს რომ ახსოვთ და კიდევ ემახსოვრებათ.
ვიღაცები კი უბრალოდ ეჩვევით, ეგუებით და თვლით, რომ ჯეელობისა და ჰორმონების ბრალია, რომ მაინც არაფრის შეცვლა არაა შესაძლებელი და რომ ჯობია შეეგუო არსებულ რეალობას და ადაპტირდე. დიახ, სწორი ფრაზაა, თქვენ ადაპტირდებით გარემოში იმის ნაცვლად, რომ გარემოს აიძულოთ ადაპტირება, რადგან ეს უკანასკნელი უფრო რთულია. სუსტი ადამიანი კი ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს და ჰგონია, ან უნდა რომ ეგონოს რომ ამის გამო ჭკვიანია. თუმცა მარტივი გზა ყოველთვის როდია სწორი გზა.

Posted by: Heart_of_Darkness 29 Sep 2019, 22:12
QUOTE (*Anonymous* @ 29 Sep 2019, 19:24 )
ზუსტად ეგ საპროტესტო მუხტი, რომელიც იმდენად საშენოა რომ მთლიანად გიტაცებს.
ვიღაცას მთელი ცხოვრება მიჰყვება ეგ პროტესტი და სწორედ ისინი არიან ხოლმე, შემდეგ თაობებს რომ ახსოვთ და კიდევ ემახსოვრებათ.
ვიღაცები კი უბრალოდ ეჩვევით, ეგუებით და თვლით, რომ ჯეელობისა და ჰორმონების ბრალია, რომ მაინც არაფრის შეცვლა არაა შესაძლებელი და რომ ჯობია შეეგუო არსებულ რეალობას და ადაპტირდე. დიახ, სწორი ფრაზაა, თქვენ ადაპტირდებით გარემოში იმის ნაცვლად, რომ გარემოს აიძულოთ ადაპტირება, რადგან ეს უკანასკნელი უფრო რთულია. სუსტი ადამიანი კი ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს და ჰგონია, ან უნდა რომ ეგონოს რომ ამის გამო ჭკვიანია. თუმცა მარტივი გზა ყოველთვის როდია სწორი გზა.

რეალური პროტესტის გამოხატულებას თუ დამილინკავთ, შესაძლოა დავეთანხმო თქვენს კომენტარს.

თან რა იცით მე რას ვეგუები და რას არ? ან რაში გამოიხატება ჩემი პროტესტი,
რა იცით ჩემზე?
არც არაფერი, გარდა იმისა რომ 12 წლის შემდეგ ,,მებრძოლთა კლუბი" გადავიკითხე და ემოცია გამიტრუხდა.

Posted by: *Anonymous* 30 Sep 2019, 00:40
Heart_of_Darkness
QUOTE
რეალური პროტესტის გამოხატულებას თუ დამილინკავთ, შესაძლოა დავეთანხმო თქვენს კომენტარს.


პროტესტის გამოხატულება იმ ფრაზებში დევს, რომლებიც წლების წინ ფურცელზე გქონდათ ამოწერილი.


QUOTE
რა იცით ჩემზე?
არც არაფერი, გარდა იმისა რომ 12 წლის შემდეგ ,,მებრძოლთა კლუბი" გადავიკითხე და ემოცია გამიტრუხდა.



სწორია yes.gif

Posted by: დოჩანა 1 Oct 2019, 12:08
ბოლოს წავიკითხე უილიამ ფოლკნერის "სოფელი"

Posted by: Heart_of_Darkness 11 Oct 2019, 23:34
ჯერ იყო და, კაზანძაკისის ,,ალექსის ზოსბასის ცხოვრება" წავიკითხე.
თავიდან წერის სტილი დიდად არ მომეწონა, ცოტა გადაპრანჭულად მომეჩვენა,
თითქოს ბევრს წერს არაფერზე.
ჩანს, რომ ავტორს წერის პროცესი სიამოვნებს, მაგრამ განსაკუთრებული სათქმელი არ აქვს.
რაღაც მომენტები კი იყო საინტერესო,
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მეგობრების გარდაცვალებას გრძნობს მთავარი გმირი და ამ მომენტს, სიზმრებს, შეგრძნებებს, ორივეჯერ რეალისტურად აღწერს.
ქალების და კაცების ფსიქოლოგია ზორბასის მიხედვითაც სახალისო იყო, სოფელში ერთი ქვრივის აუცილებლობაც გასაგებია... biggrin.gif
მაგრამ მთლიანობაში არ მგონია დიდხანს გამყვეს განწყობა.
თუმცა არ ვიცი, შეიძლება შემეცვალოს ამ წიგნზე წარმოდგენა, შთაბეჭდილება დაღვინდეს ჩემს ცნობიერებაში... who knows.

მერე კალვინოს ,,თუ ზამთრის ღამით მოგზაური" წავიკითხე.
დიდიხანია არ მქონია შეგრძნება, რომ ჩემი თავი, შუა მუშაობის დროს, წიგნების პერსონაჟებზე ფიქრში გამომეჭირა, ერთი სული მქონოდა, თავისუფალი დრო გამომენახა, წიგნი გადამეშალა და გამეგო რა მოხდება მერე.
ასეთი წიგნია ეს- თითქმის იდეალური, ჩემი სურვილებისთვის.
და რამდენადაც იდეალურია, ჩემს წარმოდგენაში, იმდენადაც გაუგებარია.
ჩემთვის განსაკუთრებული წიგნია, რომელსაც განსაკუთრებული განწყობა სჭირდება.
რამდენჯერ ყოფილა, რომ წიგნის კითხვა დამიწყია, მერე განწყობა არ მქონია შესაბამისი და გადამიდია, მერე წლების შემდეგ გამხსენებია პატარა მონაკვეთი ამ წიგნიდან და მიფიქრია, ნეტავ, რითი დამთავრდა ის წიგნი. ჰოდა, კალვინო ამ წიგნში ზუსტად ასეთ არაერთ ამბავს ჰყვება, თხრობას იქ წყვეტს სადაც თითქოსდა ყველაზე საინტერესო ამბავი უნდა დაიწყოს.
ურევს ჟანრებს, თხრობის სტილებს, თითქმის ყველაფერს, შეიძლება გაგაღიზიანოს კიდეც, მაგრამ გულგრილს ვერ დაგტოვებს.
ჩემთვის ზეწიგნია, წიგნის კითხვაზე, მკითხველზე და კითხვის პროცესის ანალიზის მცდელობაზე.
იმდენად არაერთგვაროვანი ემოციები მაქვს ამ წიგნისადმი ერთ პოსტში ვერ ვტევ ჩემს შთაბეჭდილებებს.

Posted by: holden kolpildi 15 Oct 2019, 14:25
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

ეგზორცისტი


Posted by: Parabola 15 Oct 2019, 15:07

ჰოდა ათასგვარი იმედგაცრუების მერე ისევ მურაკამი ავიღე,
მოწია, კონსერვი გახსნა, საკე მიაყოლა წავიდა იჟიმავა... არაფერი არ ხდება, უემოციო ყოველდღიურობა.
არ ვიცი რატომ მამშვიდებს მაგრამ გაასწორა როგორც ყოველთვის.

Posted by: Charlotte Casiraghi 15 Oct 2019, 18:07
ChioChioSan

მე მაქვს წაკითხული "მერვე სიცოცხლე".
მინდა გითხრათ რომ ძალიან მომეწონა.

მიუხედავად იმისა რომ უამრავი პერსონაჟია, მთავარი მოქმედი პერსონების ცხოვრებასთან, ვნებებთან, ბრძოლებთან ერთად აღწერილი აქვს მათი ცხოვრების ეპოქებიც და საკმაოდ ოსტატურადაც.

დიდი წიგნია, მაგრამ ხელში რომ აიღებ და კითხვას იწყებ, ვეღარ გაეშვები.
გირჩევდით წაკითხვას..

Posted by: POKERISBLUFF 21 Oct 2019, 14:53
user posted image







მოლოდინს გადააჭარბა , ძალიან ბევრი საჭირო დეტალი ვნახე რომელზეც ვერაფერს დავწერ და ზოგადად , ეს ჟანრი ყველაზე ახლოს არის რეებიც ოდესმე წამიკითხავს

Posted by: Doctordoge 25 Oct 2019, 14:16
ბრენტ უიქსი "შავი პრიზმა"

დიდი ხანია წიგნით ესე არ მისიამოვნია.

შემდეგი ნაწილების იმედი მქონდეს? user.gif

Posted by: იულიუსი 26 Oct 2019, 02:44
For never was a story of more woe than this of Juliet and her Romeo.

Posted by: POKERISBLUFF 28 Oct 2019, 18:07
QUOTE (POKERISBLUFF @ 21 Oct 2019, 15:53 )
user posted image






holy fuck

იმდენად მომეწონა ფილმზე დავფიქრდი ნეტავ რატომ არ გადაიღო ვინმემ თქო
და ჰოი საოცრებავ ვიპოვე smile.gif აბა ვნახოთ რანაირი მუვია დიდ კრისტოფერზე რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა და გაერიყა სამყაროს

პირველად ხდება ისე რომ ჯერ წიგნს ვკითხულობ,და შემდგომ ფილმს ვნახულობ მასზე
თან ამ პერიოდში ეს ჟანრი,თავისი ყველაფრით სასწაულია

ვინ იცის რა იქნება მომავალში






*1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან*

პროსტა ცუდი ის არის რო წიგნში ეგრევე გვეუბნებიან რო კვდება აქ სავარაუდოდ ცოტა დიდ ხანს გაქაჩავს war.gif

Posted by: Fallen Angie 29 Oct 2019, 10:18
"ფრანით მორბენალი" წავიკითხე ბოლოს.
კარგია ნამდვილად, მაგრამ არც ისეთი შედევრია როგორც აღწერენ ხოლმე.
ჩამითრია, ძალიან მალე წავიკითხე, სიუჟეტიც საინტერესოა, მაგრამ მაინც რავიცი, რო გითხრათ შევირყიე და გადავირიე-მეთქი არა.
რას მირჩევთ საინტერესოს? რა შეიძლება წავიკითხო?

მანამდე წავიკითხე Carlos Ruiz Zafón-ის "ქარის ჩრდილი" - კარგია ესეც ძალიან. ქართულად არ გვაქვს, მე რუსულად წავიკითხე. ზოგადად, რუსულად მირჩევნია კითხვა.

ახლა "იესოს სახარება" მაქვს გადმოწერილი, დავიწყო? როგორია?
შეფასებები კარგი აქვს.

Posted by: erer 29 Oct 2019, 14:18
POKERISBLUFF
ჩემი აზრით ჩვეულებრივი გიჟი იყო, შეურაცხადი. ხალხის იმ ნაწილს ვეთანხმები, ვისაც თვითმკვლელად მიაჩნია და არა გმირად.

Posted by: BEASTY 29 Oct 2019, 14:26
დოსტოევსკის ორეული წავიკითხე ბოლოს და ეგრევე მივხვდი რო რაღაც დორის მერე უნდა წამეკითხა თავიდან. ცოტა რთული იყო.
უელბეკზე რას მეტყვით ისე ...

Posted by: POKERISBLUFF 29 Oct 2019, 15:26
QUOTE (erer @ 29 Oct 2019, 15:18 )
POKERISBLUFF
ჩემი აზრით ჩვეულებრივი გიჟი იყო, შეურაცხადი. ხალხის იმ ნაწილს ვეთანხმები, ვისაც თვითმკვლელად მიაჩნია და არა გმირად.

უნივერსიტეტის დამთავრებამდეც, არ ქონია არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა, არც დამთავრების შემდგომ

უბრალოდ დაღლა იმით რომ ამ სამყაროში ყველაფერი მატერიალურია და ყველა თავისი შექმნილი რუტინით ვაკუუმში იმყოფება რაც კომფორტის ძალიან უინტერესო ზონას ქმნის
არ შეიძლება?

ზოგს უბრალოდ სოფელში უნდა გადასვლა საცხოვრებლად, რომ ნატურალური ჰქონდეს ყველაფერი
და თუნდაც ბევრ წლიან გონებრივი დატვირთვის ჩანაცვლება სურს , არ უნდა ქალაქი , არ ანიჭებს სიამოვნებას ის რაც 99%ს მოსახლეობის
და ზუსტად ამიტომ არიან 1%ში

ზოგს კი ველურ ბუნებაში უნდა ცხოვრება მარტო , თავისი თავის გამოცდა , თავისუფლება უნდა შეიგრძნოს
ამიტომ არის გიჟი?
მე პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას და მომეწონა ის რაც გაბედა, მიუხედავად დასასრულისა

თუ კარგად წაიკითხე და უყურე ფილმს , არ იფიქრებ რომ უბრალოდ შეურაცხადი იყო რომელსაც თვიმთკვლელობა სურდა.. ბევრად უფრო მარტივადაც შეეძლო ბევრი რამ
თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს

როგორც იმ ახალგაზრდას

და თუ მაინც სიგიჟემდე მიდის საქმე, მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანთა კატეგორიას ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, და შეეჭიდოს იმ რაღაცეებს, რაზეც "საზოგადოება" ამბობს რომ უბრალოდ აზრი არ აქვს
და ვფიქრობ,მისთვის ის მცირე პერიოდი რაც იცოცხლა იქ უფრო საინტერესო იქნებოდა,ვიდრე ჩვეულებრივად გაგრძელება ცხოვრების
ეგოიზმს იმ რაოდენობით რაც იმ პერსონაჟს ჰქონდა ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება რომელიც დღეს თითქმის აღარავის აქვს.

Posted by: Heart_of_Darkness 29 Oct 2019, 20:41
QUOTE (erer @ 29 Oct 2019, 14:18 )
ჩემი აზრით ჩვეულებრივი გიჟი იყო, შეურაცხადი. ხალხის იმ ნაწილს ვეთანხმები, ვისაც თვითმკვლელად მიაჩნია და არა გმირად.

ჩემი აზრით კი ის ადამიანები არიან ,,შეურაცხადები" რომლებიც მთელ ცხოვრებას მატერიალური სიკეეთეების მოპოვებაში ხარჯავენ, არ წარმოუდგენიათ რომ ბედნიერება ფულის გარეშეც არის შესაძლებელი.
ლამაზი და დიდი სახლი, ძვირადღირებული მანქანა (კოლექცია უფრო), ბოლო თაობის ნივთები, მოგზაურობა ჰაი-კლასით, იქაც ძვირადღირებულ სასტუმროებში და ბევფრი ფულის ფლანგვა როგორც კარგად დასვენების ნიშანი- ჩემთვის, მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა არ არის.
აი, ,,ველურ გარემოში" მოგზაურობის პერსპექტივა კი ახლაც გულს მიჩქარებს.
წიგნს რაც შეეხება, ჯერ ფილმი ვნახე და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო ეს ბიჭი.

Posted by: erer 29 Oct 2019, 21:02
POKERISBLUFF
ყველას თავისი აზრი აქვს. მეც ჩემი აზრი ვთქვი.
QUOTE
ზოგს კი ველურ ბუნებაში უნდა ცხოვრება მარტო , თავისი თავის გამოცდა , თავისუფლება უნდა შეიგრძნოს
ამიტომ არის გიჟი?

მაგიტომ არა.
QUOTE
და თუ მაინც სიგიჟემდე მიდის საქმე, მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანთა კატეგორიას ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, და შეეჭიდოს იმ რაღაცეებს, რაზეც "საზოგადოება" ამბობს რომ უბრალოდ აზრი არ აქვს

რას შეეჭიდა ვერ ვხვდები, რა გააკეთა მაგით? ან თავისთვის რა გააკეთა, ან სხვისთვის? უსაჭმელოდ და უყველაფროდ წავიდა, დაჯდა მარტო უკაცრიელ ტყეში და მოკვდა. რა ასწავლა მაგით საზოგადოებას? პროტესტი ქონდა საზოგადოების მიმართო და პროტესტის გამოხატვის გაუგებარი ფორმაა მისი ეს საქციელი. მარტო ჩემთვის არა, უამრავი ხალხისთვის მსოფლიოში, მათ შორის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის, ერთ დროს ბევრი წავიკითხე მის შესახებ. რას უნდა მიაღწიო განდეგილის ცხოვრებით?

400 მეტრში იყო მდინარეზე გადასასვლელი. წარმოუდგენელია ვერ ეპოვა. ახლო-მახლო იყო რამდენიმე სპეციალურად მოლაშქრეებისა და მონადირეებისთვის განკუთვნილი ქოხი, სადაც იყო მედიკამენტების და საკვების რაღაც მარაგი და ამ ქოხების მდებარეობა ადგილობრივ რუკებზე ყველგან იყო აღნიშნული, მაგრამ ასეთი რუკა არ წაიღო, ფეხსაცმელიც კი არ ჩაიცვა წესიერი. არაფერი არ წაიღო, რასაც ჩვეულებრივი მოლაშქრე წაიღებდა, ვერ გაუძლო ამ პირობებს და მოკვდა კაცი და ეს არის გამბედაობა და გმირობაო. 30 კილო იყო გამხდარი შიმშილისგან. როცა განზრახ ამბობ ყველაფერზე უარს და შიმშილით კვდები, მე მაგაში გმირობას ვერ ვხედავ. ნებისმიერი იდეისთვის ცოცხალი უფრო მეტს გააკეთებ ვიდრე მკვდარი.
* * *
Heart_of_Darkness
QUOTE
ლამაზი და დიდი სახლი, ძვირადღირებული მანქანა (კოლექცია უფრო), ბოლო თაობის ნივთები, მოგზაურობა ჰაი-კლასით, იქაც ძვირადღირებულ სასტუმროებში და ბევფრი ფულის ფლანგვა როგორც კარგად დასვენების ნიშანი- ჩემთვის, მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა არ არის.

არც ჩემთვის.
QUOTE
აი, ,,ველურ გარემოში" მოგზაურობის პერსპექტივა კი ახლაც გულს მიჩქარებს.

მეც.

მაგრამ ცარიელი ხელებით უკაცრიელ ადგილას წასვლა და იქ შიმშილით სიკვდილი მაინც არაა გმირობა.

Posted by: POKERISBLUFF 29 Oct 2019, 22:03
erer

გმირობის უამრავი ხერხი არსებობს , ადამიანმა რომ ძალიან მოინდომო რაღაც ნაწილისთვის მაინც იქნები გმირი

აქ თვითონ იდეა და სულის ამბოხია ჩემთვის მომხიბვლელი , ის რომ რუტინისგან თავის დაღწევა სცადა , ყველაფრის ფასად (ოჯახის დატოვება) არ არის მარტივი ნაბიჯი
უარის თქმა მაცდურ ხორციელ სიამოვნებებზე, რომლებიც პერიოდულად გთხოვენ რომ უნდა შეივსო
რაღაც სცადა გესმის? რითიც ბედნიერი იყო რაღაც პერიოდი ნაბიჯი გადადგა რომელსაც ბევრი ვერ დგავს, იმიტომ რომ მორალი არ აძლევს ამის საშუალებას

მესმის რომ ჭკვიანურ ნაბიჯად ვერ აღიქვავ და ალბათ ასეც არის , უბრალოდ მისთვის ეს იყო ბედნიერება და ამიტომ გააკეთა
გმირობა რომ ნდომოდა უფრო მარტივად გააკეთებდა რაღაცეებს , და მაინც გახდება მისაბაძი მაგალითი ბევრისთვის და გმირი , და საინტერესო იქნებოდა ხალხისთვის , მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში

ამიტომ იმსახურებს რესპეკტს ჩემგან, და ვიმედოვნებ სადმე კარგ ადგილას არის ახლა
ისეთში სადაც თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობს

გიჟის გარდა ამას ვერ გააკეთებს ვერავინ,ოღონდ კარგი გაგებით გიჟის
შეურაცხადობა და ა.შ შეურაცხყოფაა პერსონაჟისადმი ჩვეულებრივი და არა პირადი აზრი , მე ასე ვფიქრობ
უშუალოდ გადაწყვეტილებისას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რას აკეთებდა , ასე რომ არ ყოფილიყო ბევრი შანსი ჰქონდა უკან დაბრუნებსი ან სხვაგან წასვლის smile.gif


თუმცა რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია და მესმის. ყველას ერთნაირად რო ესმოდეს ძალიან უინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი...

ისე ემოციურად საკმაოდ მძიმე კი იყო ფილმის მერე მითუმეტეს.. ახლა რამე მსუბუქ წიგნს ვეძებ ისევ რენდომ უნდა ავარჩიო რამე მოგზაურობაზე ოღონდ ჰეფი ენდით smile.gif

Posted by: erer 29 Oct 2019, 22:42
POKERISBLUFF
QUOTE
ისე ემოციურად საკმაოდ მძიმე კი იყო ფილმის მერე მითუმეტეს.. ახლა რამე მსუბუქ წიგნს ვეძებ ისევ რენდომ უნდა ავარჩიო რამე მოგზაურობაზე ოღონდ ჰეფი ენდით 

მასეთს თუ ეძებ ეს წიგნია ერთ-ერთი საუკეთესო. სამწუხაროდ არა მგონია ქართულად იყოს.

Posted by: fork 1 Nov 2019, 13:54
"ინტერვიუ ვამპირთან"
სადღაც 10 გვერდიღა დამრჩა.
ინტიმურია,მიუხედავად იმისა რომ სექსის ხსენება არაა შიდ.

Posted by: Katutu 1 Nov 2019, 15:33
POKERISBLUFF
QUOTE
იმდენად მომეწონა ფილმზე დავფიქრდი ნეტავ რატომ არ გადაიღო ვინმემ თქო
და ჰოი საოცრებავ ვიპოვე  აბა ვნახოთ რანაირი მუვია დიდ კრისტოფერზე რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა და გაერიყა სამყაროს

დიდი ხანია ამაზე ფილმია გადაღებული
https://www.imdb.com/title/tt0758758/?ref_=nv_sr_1?ref_=nv_sr_1
მაგრამ ფრთხილად იყავი, წლების წინ რომ ვუყურე მაშინვე ავიბარგე პახოდში biggrin.gif
ზეგავლენა აქვს სასწაული up.gif

Posted by: Magicman 1 Nov 2019, 17:29
საპკოვსკის მხედვარი წავიკითხე და ძალიან მაგარია
პოლონური ლიტერატურა love.gif

ფენტეზის ელემენტებით < 3

Posted by: POKERISBLUFF 1 Nov 2019, 18:24
QUOTE (Katutu @ 1 Nov 2019, 16:33 )
POKERISBLUFF
QUOTE
იმდენად მომეწონა ფილმზე დავფიქრდი ნეტავ რატომ არ გადაიღო ვინმემ თქო
და ჰოი საოცრებავ ვიპოვე  აბა ვნახოთ რანაირი მუვია დიდ კრისტოფერზე რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა და გაერიყა სამყაროს

დიდი ხანია ამაზე ფილმია გადაღებული
https://www.imdb.com/title/tt0758758/?ref_=nv_sr_1?ref_=nv_sr_1
მაგრამ ფრთხილად იყავი, წლების წინ რომ ვუყურე მაშინვე ავიბარგე პახოდში biggrin.gif
ზეგავლენა აქვს სასწაული up.gif

მაგაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე , და ზოგადად წიგნებზე დავფიქრდი მსგავსი ტიპის ლიტერატურა რამდენად სახიფათოა იმდენად,რამდენადაც კარგი რაღაც თვალსაზრისით

უბრალოდ მსგავსი ტიპის გამბედაობა ძალიან იშვიათია
მორალთან ვერასდროს ვიქნები ისე როგორც ეს ბიჭი, იმიტომ რომ ჩემთვის სხვანაირად არის რაღაცეები, და არსებობს თუნდაც ორი ადამიანი ვისაც ვერ დავტოვებ

აი სულ მარტო რომ დავრჩები რაღაც დროის მერე, და უფრო გართულდება ეს მდგომარეობა ვიდრე ახლაა
მერე შეიძლება შევძლო
თან კარგი ადგილები ვიცი ტყეების დასავლეთ საქართველოში.....

Posted by: toka-765 8 Nov 2019, 16:19
Doctordoge
QUOTE
ბრენტ უიქსი "შავი პრიზმა"

დიდი ხანია წიგნით ესე არ მისიამოვნია.

შემდეგი ნაწილების იმედი მქონდეს?

არ აქვს მაგას გაგრძელება?

Posted by: penq 20 Nov 2019, 14:56
ბოლოს წავიკითხე, gigi.gif ეუფ დიდი ხანია წიგნი არ წამიკითხავს, შიშველი საუზმე მოვცელე პირდაპირ ჩანგლიდან რომელიც ჩემს წინ იდო და მიწვევდა ეროტიულ ორთაბრძოლაში.

ბეროუზის სცენები ლამაზია, გამთენიის ლომკაში დაწერილი. ყველას გირჩევთ gigi.gif

Posted by: holden kolpildi 4 Dec 2019, 19:13
ლორენ ვაისბერგერის ეშმაკს აცვია პრადა
ელის დოჯსონი რაფლეზია
ნი რიბა ნი მიასა წიგნებაი :დ

Posted by: LukaDoncic 8 Dec 2019, 01:11
ჰენრი დევიდ თოროს უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება .

ჰენრი დევიდ თოროს ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელშიც აღწერა საკუთარი ცხოვრება ტბა უოლდენის პირას, სადაც ორი წელი ორი თვე და ორი დღე გაატარა

ვოლუნტარისტი და სახელმწიფოს არსებობის თავგადაკლული მოწინააღმდეგე. ანტიძალადობრივ საპროტესტო მოძრაობებზე დიდი გავლენის მქონე, სამოქალაქო ომის დროს ადგა და ერთ-ერთი ტბის პირას გადასახლდა, საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი და მოარული ხმების მიხედვით, გაქცეულ მონებსაც იფარებდა. გადასახადებს არ იხდიდა (ერთი დღე ციხეში გაატარა (!)), მექსიკასთან ომს ეწინააღმდეგებოდა და, მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო.

გასული საუკუნის შუა წლებში ბ.ფ. სკინერმა გამოაქვეყნა უოლდენი II, უტოპისტური ნოველა. რამდენადაც ვიცი ქართული თარგმანი არ არის, შემდეგში იმ წიგნს შევუტევ.

ჰო, პირველი პოსტია ფორუმზე, კარგია რომ ამ თემაში.

Posted by: miriani777 8 Dec 2019, 01:31
აკა მორჩილაძის რომანი ”Maid in Tiflis”

Posted by: Katana_ 11 Dec 2019, 17:19
აკას "კუპიდონი კრემლის კედელთან"

ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაწარმოებია,ჩემი აზრით, აკას შემოქმედებაში.

Posted by: holden kolpildi 14 Dec 2019, 23:32
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ჯერ ეს ვაგრძელებ კითხვას
ძალიან კარგი წასაკითხია აქამდე რატო არ წავიკითხე ნეტა

Posted by: miriani777 14 Dec 2019, 23:43
გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"

Posted by: Inquisitor 16 Dec 2019, 12:50
რა კარგი გადასაკითხია კაზანძაკისი - ზამთრის, ცივ, წვიმიან ამინდში.


Posted by: stinky 17 Dec 2019, 22:25
ფაულზის კოლექციონერი

user posted image

Posted by: Katana_ 18 Dec 2019, 15:07
მეტრო 2034

არ მომეწონა. საერთოდ რატომ დაწერა

mad.gif

Posted by: stinky 18 Dec 2019, 22:10
Katana_

2033 მაქ წანაკითხი, ძაან მომეწონა, საღამოს ვკითხულობდი და ისე ჩამითრია მეგონა მართლა იმ მეტროში ვიყავი. გარემო.

შემდეფ ნაწილებზე ქება ვერ ვნახე და მოვეშვი. სსევე გირჩევ მაკარტის "გზას". თუ პოსტ აპოკალიფსური გიზიდავს.

Posted by: Katana_ 18 Dec 2019, 22:34
stinky
2034 არის საშინელება,ხოლო 2035 არც ისე ცუდია ჯერერობით.

მადლობა რჩევისთვის,მაგრამ ეს ჟანრი არ არის საჩემო.
ისევ კლასიკურ ლიტერატურას დავუბრუნდები biggrin.gif

Posted by: senpai 18 Dec 2019, 23:00
წიგნიერების კრიზისს ვებრძვი პოლ ოსტერით. ჯერჯერობით მშველის, მარა მაგის მერე რა წავიკითხო აღარ ვიცი.

Posted by: დოჩანა 18 Dec 2019, 23:27
ვკითხულობ აკას წიგნს და ზვიად გამსახურდიას წიგნიც გადავშალე გუშინ
სხვა რა ვიცი ფოლკნერის სოფელი წავიკითხე კიდევ ბოლოსკენ
ახალი წიგნები მჭირდება

Posted by: Katana_ 18 Dec 2019, 23:57
დოჩანა
უცხოური ლიტერატურა ცადე დოჩანა

უფრო გაგისწორდება
<3


Posted by: დოჩანა 19 Dec 2019, 00:00
Katana_
ჰო უცხოური უფრო ასწორებს
უნდა შევიძინო რამდენიმე უცხოური წიგნი მაინც

ალბათ სელინი, პრუსტი, დიკენსის ორი ქალაქის ამბავი - ამათ ვიყიდი

Posted by: Katana_ 19 Dec 2019, 01:13
QUOTE (დოჩანა @ 19 Dec 2019, 00:00 )
Katana_
ჰო უცხოური უფრო ასწორებს
უნდა შევიძინო რამდენიმე უცხოური წიგნი მაინც

ალბათ სელინი, პრუსტი, დიკენსის ორი ქალაქის ამბავი - ამათ ვიყიდი

გემოვნება კარგი გქონია,ჩემო
დოჩანა.

war.gif

Posted by: Magicman 19 Dec 2019, 03:31
QUOTE (holden kolpildi @ 14 Dec 2019, 23:32 )
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ჯერ ეს ვაგრძელებ კითხვას
ძალიან კარგი წასაკითხია აქამდე რატო არ წავიკითხე ნეტა

ცეცხლოვანი თასი და ფენიქსის ორდენი ყველაზე კარგებია
მთავარი სიამოვნება წინ გელის biggrin.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 19 Dec 2019, 09:10
უილიამ პირსის "ტერნერის დღიური".
ეხლა მონადირრს წავიკითხავ პირსის და მერე ცოტა თუ ამოვისუნთქე სამსახურისგან აინ რენდის დავიწყებ

Posted by: Katana_ 19 Dec 2019, 14:20
მდიდარი მამა,ღარიბი მამა biggrin.gif

არა უშავს წიგნია


Posted by: holden kolpildi 19 Dec 2019, 15:23
Magicman
ცეცხლოვანი თასიც წავიკითხე
ახლა ფენიქსის ორდენს ვკითხულობ

Posted by: Katana_ 26 Dec 2019, 18:48
კნუტ ჰამსუნი – შიმშილი
არ მომეწონა

:down1:

აი ესეთი წიგნებით როგორ კაიფობს ხალხი არ მესმის.
გასაგებია,უბრალოდ ადამიანს შიმშილი რომ აწუხებს და თავის უზარო ცხოვრებას აღწერს მთელი წიგნის განვალობაში მაგაზე არ არის.მაგრამ მაინც ძალიან მძიმე და უნიტერესო წასაკითხია. ბევრი წიგნი მინახავს,რომელიც რთული გასაგებია და შეიძლება ვერ გაიგო ადამიანმა,მაგრამ წასაკითხად მაინც კარგია და არის ისეთი მომენტები,რომელიც ჩაგითრევს. აქ ვერაფერ ეგეთი ვერ აღმოვაჩინე

Posted by: დოჩანა 26 Dec 2019, 18:50
Katana_
QUOTE
კნუტ ჰამსუნი – შიმშილი
არ მომეწონა

ხო ისე გეთანხმები, დიდი ვერაფერი შვილი წიგნია.
მისტერიები ჯობს იმავე ავტორის , გაცილებით უკეთესია.

Posted by: Katana_ 26 Dec 2019, 18:51
დოჩანა
ეგეც მაქვს და შიმშილზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი რომ შედარებით პატარაა.
ისიც ეგეთი მძიმე საკითხავია ?

Posted by: senpai 26 Dec 2019, 19:20
QUOTE
კნუტ ჰამსუნი – შიმშილი
არ მომეწონა

მეც ეგრე ვიყავი, სანამ იმდენი ვიფიქრე რომ მოვაწონე თავს biggrin.gif

ნერვებს მიშლიდა როგორც კითხვის პროცესში, ასევე მერეც biggrin.gif პრინციპში დღემდე ნერვებს მიშლის, მარა თან საკაიფოა რა biggrin.gif მაღიარებინა თავი ჰამსუნმა.

Posted by: დოჩანა 26 Dec 2019, 19:38
Katana_
QUOTE
ისიც ეგეთი მძიმე საკითხავია ?

არც თუ იოლი საკითხავია, მაგრამ გაცილებით კარგად იკითხება ჩემი აზრით , ვიდრე შიმშილი.

Posted by: Katana_ 26 Dec 2019, 20:48
დოჩანა
მადლობა,დოჩანა.
up.gif

Posted by: kriketi-1985 29 Dec 2019, 17:25
user posted image

არის ადამიანი, რომლის მოკვლის სურვილიც ჯერ კიდევ არასდროს მქონია.
ეს შენ ხარ.
შენ შეგიძლია იარო ქუჩებში, დალიო და იარო ქუჩებში, მე შენ არ მოგკლავ.
ნუ გეშინია. ქალაქი უსაფრთხოა, ერთადერთი, რაც ქალაქში საშიშია, ეს მე ვარ.
მე დავდივარ, დავდივარ ქუჩებში, ვკლავ.~
მაგრამ შენ, შენ არაფრის გეშინია.
თუ მე შენ ვიქნებოდი, ეს იმიტომ, რომ მე მიყვარს შენი ნაბიჯების რიტმი. ბარბაცებ.ლამაზია. შეიძლება ითქვას, რომ კოჭლობ. და რომ კუზიანი ხარ. შენ ეს არ ხარ სინამდვილეში. დრო და დრო იმართები და მიდიხარ სწორად. მაგრამ მე, მე შენი მიყვარხარ გვიან ღამის საათებში, როდესაც სუსტი ხარ, როცა ყოვნდები, როცა ჩერდები.
მე შენ ვარ, თრთი, სიცივისა თუ შიშისაგან. არადა ცხელა.
არასდროს, თითქმის არასდროს, შეიძლება არასდროს ასეთი სიცხე არ ყოფილა ჩვენს ქალაქში.
და რისი შეიძლება გეშინოდეს?
ჩემი?
მე არ ვარ შენი მტერი. მე მიყვარხარ.
და სხვას არავის შეუძლია რამე დაგიშავოს.
ნუ გეშინია, მე აქ ვარ. დაგიცავ.
თუმცა მეც ვიტანჯები.
ჩემი ცრემლები - წვიმის მსხვილი წვეთები სახეზე ჩამოგორდნენ. ღამე მფარავს. მთვარე მანათებს. ღრუბლები მმალავენ. ქარი მგლეჯს. რაღაც სინაზეს ვგრძნობ შენ მიმართ.ასე მემართება ხანდახან. ძალიან იშვიათად. რატომ შენ მიმართ? ეს არ ვიცი.
მინდა, გამოგყვე ძალიან შორს, ყველგან, დიდხანს.
მინდა, ვხედავდე შენს ტანჯვას კიდევ უფრო მეტად.
მინდა, გქონდეს ყველაფერი საკმარისზე მეტი.
მინდა, რომ მოხვიდე და მთხოვდე, მიგიღო.
მინდა, რომ გსურდე, გინდოდე, გიყვარდე, მეძახდე.
მაშინ მოგაქცევ მკლავებში, გულზე მიგიკრავ, შენ იქნები ჩემი ბავშვი, საყვარელი, სიყვარული.
გატარებ.
შენ გეშინოდა დაბადების, ახლა კი გეშინია სიკვდილის.
ყველაფრის გეშინია.
არაა საჭირო, გეშინოდეს.
უბრალოდ, არსებობს ერთი დიდი ბორბალი, რომელიც ბრუნავს, მას ეწოდება მარადისობა.
ეს მე ვარ, რომელიც ატრიალებს ამ ბორბალს.
შენ არ უნდა გეშინოდეს ჩემი.
არც ამ დიდი ბორბლის.
ერთადერთი რამე, რისიც შეიძლება გეშინოდეს, რამაც შეიძლება, ზიანი მოგაყენოს, ეს ცხოვრებაა, და შენ მას უკვე იცნობ.

love.gif

Posted by: ალექსანდრა91 30 Dec 2019, 20:28
ყველაზე ცისფერი თვალი - ტონი მორისონი
მოკლედ ეს ქალი კარგ მწერლად მიმაჩნია. მაგრამ სწრაფად საკითხავი არაა ჩემთვის. რამდენიმე თვე ვკითხულობდი.
მოვრჩი და საშინელი სევდა დამიტოვა. მაგრამ როცა მწერალს თავისი სათქმელი შენამდე მოაქვს up.gif
პ.ს. ოღონდ ეს ქართული გამოცემის ყდის დიზაინი არაფერს მეუბნება :/

Posted by: littlebee 30 Dec 2019, 21:05
QUOTE
რამდენიმე თვე ვკითხულობდი.

rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: POKERISBLUFF 30 Dec 2019, 21:23

Posted by: ალექსანდრა91 30 Dec 2019, 21:32
QUOTE (littlebee @ 30 Dec 2019, 21:05 )
QUOTE
რამდენიმე თვე ვკითხულობდი.

rolleyes.gif rolleyes.gif

დამცინე ახლა თუ რა გააკეთე? )))

Posted by: littlebee 30 Dec 2019, 22:18
ალექსანდრა91
გამიკვირდა.
დაცინვა რა საკადრისია

Posted by: ალექსანდრა91 31 Dec 2019, 00:36
littlebee
მე ხშირად მაქვს ეგეთი მომენტი, როდესაც ვიწყებ წიგნის კითხვას, ვკითხულობ გარკვეულ რაოდენობას, მერე შეიძლება ერთი თვე გავიდეს ან მეტი და შემდეგ გავაგრძელო და დავასრულო. ამიტომ ვამბობ რამდენიმე თვე მოვუნდი მეთქი. გააჩნია განწყობას.
წიგნის მკითხველებში იმდენი ახირებაა ეს რა გასაკვირია user.gif :დ

Posted by: Katana_ 31 Dec 2019, 01:18
არის წიგნები, რომლებსაც წლებს ვანდომებ, რომ წავიკითხო ბოლომდე.

ისეთი წიგნებიც არსებობს რამოდენიმე საათში რომ მოვრჩები ხოლმე, რადგან ძალიან საინტერესოა და იცის ჩათრევა.

სამწუხაროდ,კარგა ხანია მსგავსი წიგნი არ
მინახავს.



Posted by: littlebee 31 Dec 2019, 02:21
ალექსანდრა91
უცნაური მიდგომაა. წიგნი ან გაინტერესებს, ან არა. თუ გაინტერესებს თვეები რა გაძლებს, თუ არ გაინტერესებს კიდე უნდა გადადო. კარგი წიგნების მეტი რა არის :/

Posted by: ალექსანდრა91 31 Dec 2019, 02:54
littlebee
უცნაური შენი მიდგომაა :დ სუბიექტურად უდგები. თანაც რასაც შენ ამბობ ეგ სიუჟეტური მომენტია. გაინტერესებს რა მოხდება და სწრაფად გინდა წაიკითხო. მეც წამიკითხავს წიგნი რამდენიმე საათში მაგრამ ეგ არ განსაზღვრავს წიგნის სიკარგეს. ანუ თუ ერთი წიგნი რამდენიმე საათში დავამათავრე და მეორეს თვეები მოვუნდი არ ნიშნავს იმას რომ პირველი მომეწონა და მეორე ნაკლები ინტერესის გამო გამეწელა. როგორც უკვე ვთქვი განწყობის ამბავია ერთ მომენტში და მეორე სიუჟეტზე მეტად სხვა რამე გინდა ამოიღო წიგნიდან.

Posted by: littlebee 31 Dec 2019, 04:05
ალექსანდრა91
QUOTE
და მეორე სიუჟეტზე მეტად სხვა რამე გინდა ამოიღო წიგნიდან.

არ მითხრა რომ ბლოკნოტში იწერ ფრაზებს.

შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ მე ეს ,,მეორე“ არ მაქვს. ახლა დავფიქრდი rolleyes.gif
მხოლოდ სირბილით ვკითხულობ ხოლმე, ყოველთვის. და თუ წიგნი არ მიმარბენინებს, თაროზე ვდებ.

ცუდია ალბათ არა?

Posted by: ალექსანდრა91 31 Dec 2019, 17:49
littlebee
QUOTE
არ მითხრა რომ ბლოკნოტში იწერ ფრაზებს.

სულ სხვა რამეს გეუბნები სულ სხვა რამეს მპასუხობ user.gif :დ :დ

Posted by: littlebee 31 Dec 2019, 18:54
ალექსანდრა91
მივხვდი
მე უბრალოდ ჩემი კითხვის სტილის ამაოებაზე დავფიქრდი.
მასწავლი თვეობით კითხვას?

Posted by: ალექსანდრა91 31 Dec 2019, 20:20
littlebee
ახლა უკვე ძაან ბზუი

Posted by: Parabola 3 Jan 2020, 09:01
,,ფრანით მორბენალი" დავიწყე და რაღაც დეჟავუ მაქვს. რა ხდება ყველა ერთნაირად წერს ეს ბოლო პერიოდი თუ თარგმანში ვარ დაკარგული...
მამაჩემი ასეთი და ისეთი კაცი იყო ფედ აფ sad.gif

Posted by: Katana_ 3 Jan 2020, 19:49
"ბუზთა ბატონი" არც ისე აღფრთოვანებული დავრჩი. საერთოდ ამ ბოლო დროს ჯერ ჩემი მოსაწონი წიგნი არ შემხვედრია.
ნუთუ ყველაფერი საინტერსო და კარგი წაკითხული მაქვს. მე მგონი,ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ და აზრის გამოტანა მიჭირს.
აშკარად ვამჩნევ უკვე მაგ პრობლემას. ემოციებიც ნაკლებად მრჩება. არ შეიძლება ასე ყოველ დღე სწრაფად წაკითხვა,თვეში 5წინგი სრულებით საკმარისია.

ისე ფეისბუქზე ჯგუფებში მაგარი ბუმია,ლამის ყველა კითხულობს და საინტერესო დიალოგები მიდის. ერთ ჯგუფში ვარ გაერთიანებული და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ!...აქ,მართლა ჩამკვდარია ყველაფერი. ახალი იუზერები თუ შემოდიან,ზოგი ბესტის ჩინური ვერსია,ზოგიც რაღაც ვითომ მაგარ ტიპის ნიღბებით დარწიან. mo.gif


Posted by: cosmia 4 Jan 2020, 01:27
Katana_
სამეცნიერო ლიტერატურას რომ მიადგე არა? მხატვრული ღლეობების კითხვას მე https://www.amazon.com/gp/aw/d/0143124048/ref=ppx_yo_mob_b_track_package_o0_img?ie=UTF8&psc=1 ამის კითხვა მირჩევნია მაგალითად...

Posted by: Katana_ 4 Jan 2020, 01:46
cosmia
რაზეა ეგ არ მიხსნის ტელეფონით

Posted by: cosmia 4 Jan 2020, 10:56
Katana_
ფუტურისტია კურცვეილი, How to Create a Mind, ხელოვნურ ინტელექტზე, ტექნოლოგიებზე smile.gif

Posted by: Katana_ 4 Jan 2020, 11:23
cosmia
გასაგებია მერწყულო. მსგავის რაღაცები არ არის ჩემი საქმე biggrin.gif მეზარება ყოველთვის ეგეთების კითხვა.
დიდი მადლობა რჩევისთვი

biggrin.gif

ხანდახან რომ პოსტი ისე აქ არ იქნება ურიგო,მარტო არ დამტოვო
არ გინდა ავიკლოთ ეს მიძინებული და დონდლო განყი ? boli.gif


Posted by: cosmia 4 Jan 2020, 11:58
Katana_
QUOTE
გასაგებია მერწყულო. მსგავის რაღაცები არ არის ჩემი საქმე  მეზარება ყოველთვის ეგეთების კითხვა.

აბა მე კანკალა ტექსტები მკიდია. უკვე. კლასიკური ნარატივი არაა საჩემო, შეიძლება უახლოეს დიალოგზე თავი ჩამოვიხრჩო!

QUOTE
არ გინდა ავიკლოთ ეს მიძინებული და დონდლო განყი ?

რატო დონდლო? აღარ კითხულობენ? აუ ოცეს დროს რა ხოხმები იწეოდა ხოლმე, რა კაცი გააბრაზეს და გააქციეს ნწ ნწ

Posted by: snis 4 Jan 2020, 14:34
QUOTE
ბოლოს წავიკითხე, ტომი VII


ბოლოს რა წავიკითხე არც მახსოვს..

საერთოდ აღარ ვკითხულბ წიგნებს.
მხატრული ლიტერატურისადმი ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრად შემიმცირდა.
* * *
არადა სიტყვათა მარაგზე მაგრად მენძრევა.
აშკარად ვატყობ ჩემ თავს უკითხველობას ხოლმე.

Posted by: Parabola 4 Jan 2020, 15:49
Katana_
მაგ დღეში ვარ მეც. ჩემი მოსაწონი წიგნი იშვიათად.
კითხვის კრიზისი გვჭირს

yes.gif

Posted by: Katana_ 4 Jan 2020, 16:05
Parabola
არა უშავს

biggrin.gif

მუზები სად წავლენ

Posted by: Inquisitor 5 Jan 2020, 12:34
ჰმ, ამ განყოფილებას რაღაც სასწაული ჭირს - ერთი ბელშიბლარი უნდა გამოჩნდეს საახალწლოდ - რომ რაღაც სასწაული მოისაქმოს.

არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი

Posted by: cosmia 5 Jan 2020, 22:36
snis
QUOTE
არადა სიტყვათა მარაგზე მაგრად მენძრევა.
აშკარად ვატყობ ჩემ თავს უკითხველობას ხოლმე.

შენ მაგის გამო არ გენძრევა, მე ვიცი რატოც გრძნობ რაღაც მსგავს თუ გრძნობ ხოლმე tongue.gif


Posted by: solali 6 Jan 2020, 03:28
QUOTE (snis @ 4 Jan 2020, 14:34 )
QUOTE
ბოლოს წავიკითხე, ტომი VII


ბოლოს რა წავიკითხე არც მახსოვს..

საერთოდ აღარ ვკითხულბ წიგნებს.
მხატრული ლიტერატურისადმი ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრად შემიმცირდა.
* * *
არადა სიტყვათა მარაგზე მაგრად მენძრევა.
აშკარად ვატყობ ჩემ თავს უკითხველობას ხოლმე.

სამუშაო/სასწავლო პროცესში თუ სხვა ენასთან გიწევს შეხება, უფრო ამის გამო გენძრევა და არა მხატვრული ლიტერატურის არ კითხვის გამო.

გაივლის ეგ ინტერესის დაკარგვა. ნუ, ჩემთან დროებითია ხოლმე.

Posted by: chantal 8 Jan 2020, 23:43
ნინო ხარატიშვილის: მერვე სიცოცხლე ბრილკას ყველაზე საინტერესო და ხარისხიანი, რაც წამიკითხავს ქართველი ავტორის ბოლო პერიოდში love.gif love.gif love.gif

Posted by: POKERISBLUFF 9 Jan 2020, 00:49


Posted by: საილერი 9 Jan 2020, 01:54
ბნელი (არა ჩამორჩენილი, არამედ იმეNNა ბნელი) აზროვნების ადამიანს რომ მოესალბუნოს ტვინის რუხ უჯრედებზე და გულის ბნელ ხვეულებზე, ეგეთი წიგნი მჭირდება.
სერიულ მკვლელზე კარგი იქნებოდა
პირველ პირში, იფ

Posted by: დოჩანა 9 Jan 2020, 11:19
ვსო უნდა ჩავუჯდე წიგნებს ისევ. ეს წელი კითხვის წლად უნდა გამოვაცხადო მით უფრო რომ საქართველო და თბილისი წელს წიგნის დედაქალაქია.


Posted by: Moby-Dick 9 Jan 2020, 23:33
QUOTE (საილერი @ 9 Jan 2020, 01:54 )
ბნელი (არა ჩამორჩენილი, არამედ იმეNNა ბნელი) აზროვნების ადამიანს რომ მოესალბუნოს ტვინის რუხ უჯრედებზე და გულის ბნელ ხვეულებზე, ეგეთი წიგნი მჭირდება.
სერიულ მკვლელზე კარგი იქნებოდა
პირველ პირში, იფ

https://www.sulakauri.ge/books/amerikeli-psikopati
ეს ნახე აბა, არ ვიცი როგორი წიგნია. ფილმი კი მაქვს ადრე ნანახი
senpai მონიშნე, მაგან იცის მანიაკური და შავ-ბნელი წიგნები რამდენიც გინდაbiggrin.gif

Posted by: Katana_ 9 Jan 2020, 23:47
ჰერნი მილერის კირჩხების ტროპიკი sa.gif


Posted by: საილერი 10 Jan 2020, 02:01
Moby-Dick
გმადლობთ


აბა senpai
ყველაზე შავ-ბნელ წიგნს ველოდები შენი საწყობიდან, ჩემო თანამეპლანეტევ

Posted by: Moby-Dick 11 Jan 2020, 19:24
საილერი
არაფრის რა მადლობა. პინოჩეტიზე, ნერონზე, ჰიტლერზე და ეგეთ მთავარ ავადმყოფ მანიაკებზე კი წამიკითხავს წიგნები. ვაცის ნადიმიც ეგეთი პონტია დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორზე და მაგის გარემოცვაზეა, კაი წიგნია. სხვები არ მახსოვს წვრილფეხა მანიაკები არავინ. ეკო არის კიდე ძალიან მაგარი მწერალი ეგეც შეიძლება გაგისწორდეს. თუ რამე ეგეთი გაინტერესებს გათხოვებ
Katana_
რა ხდება ეს ბატონო კატანა, მართალი იყავი პასუხის გამხემი აღარ დარჩა ფორუმზეbiggrin.gif
შენ რას იტყოდი, რაც წაგიკითხავს რომელი წიგნშია მოთხრობილი ყველაზე შავბნელი ამბები?

Posted by: Katana_ 11 Jan 2020, 19:34
Moby-Dick
გავაქციე ყველა ამ განყიდან
ეხ ჩემო მობი
ახალ ჩვენ გოგოები რომ ვიყოთ იცი რამდენი ხალხი შემო აქ და ყველა წიგნის კითხვას დაიწყებს :დ
შეიძლება პოლიტგანყზე პოპულარული გავხდეთ lol.gif

შავბნელში გააჩნი რას გულისხმობ

კაფკას წიგნები ყველა შავბნელია ჩემთვის biggrin.gif


Posted by: senpai 11 Jan 2020, 19:40
საილერი
QUOTE
ყველაზე შავ-ბნელ წიგნს ველოდები შენი საწყობიდან

მოდი აბა ამით დაიწყე.


user posted image


ესააა პირველი ეტაპი, თუ გაივლი მერე კიდე გეტყვი.



Posted by: Moby-Dick 11 Jan 2020, 20:20
Katana_
QUOTE
გავაქციე ყველა ამ განყიდან

საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ, ვერ დაგეთანხმები მაგაში ბატონო კატანაbiggrin.gif
QUOTE
შავბნელში გააჩნი რას გულისხმობ

კაფკას წიგნები ყველა შავბნელია ჩემთვის

კაფკაც. მაგრამ აი სენპაიმ იცის დაბლა რაც დადო, თანამედროვე მწერლები არიან უმეტესად, მეც მითხრა ადრე საშინელი წიგნები და მანიაკებზეც ეცოდინება თავისთავად

Posted by: Katana_ 11 Jan 2020, 20:23
Moby-Dick
არა, რა თქმა უნდა მე არაფერ შუაში არ ვარ.
არ მიყვარს ეგეთი წიგნები მე პირადად,უფრო სხვა ჟანრს ვეტანები.

ამ ბოლო დროს ცოტა ფენტეზი დავიწყე,მაგრამ არ არის საჩემო ჟანრი. ელფები და გნომბების დედაც

Posted by: საილერი 11 Jan 2020, 20:23
Moby-Dick
მადლობა, მოგმართავ თუ რამეა

senpai
სად შეიძლება მაგის შეძენა? ონლაინ წიგნებს ვერ ვუმუღამებ

Posted by: senpai 11 Jan 2020, 20:42
საილერი
QUOTE
სად შეიძლება მაგის შეძენა?

პარნასში ნახე აბა. ან გამოწერით. პრადვინუტ ბიბლიოთეკებსაც შეიძლება ქონდეთ.


იცოდე ჩათრევა იცის მაგეებმა და ფრთხილად მაგ ჟანრთან. biggrin.gif

Posted by: BigBoss 11 Jan 2020, 20:44
საილერი
შავბნელ წიგნებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ჩემი დათაგვა დაგავიწყდა ჩემო შავ-ბნელო მეგობარო?

Posted by: seeman 16 Jan 2020, 22:53
შინაარსიც ვიცოდი თანმიმდევრობაც მაგრამ მაინც მაგრად გამისწორდა ვინანე ბავშვობის წლებში რო არ წავიკითხე (არავინ მყავდა ჭკუის დამრიგებელი biggrin.gif) თუმცა ეხლაც (20-25 თუ რამდენი საუკუნე გავიდა ) ისე რეალურად და საინტერესოდ იკითხება სასწაულ მუღამში გაგდებს

Posted by: Katana_ 17 Jan 2020, 00:47
აკას ერთ -ერთი იდოტობა

>)))))

Posted by: kaiser Soze 17 Jan 2020, 01:50
QUOTE
კაფკას წიგნები ყველა შავბნელია ჩემთვის

არადა კაფკას წიგნებზე კეთილი წიგნები რავიცი..

იმხელი იმედი და სიცოცხლე დევს იმ წიგნებში, ბიბლიური მასშტაბების.

ჭილაძის წიგნებია შავ ბნელი.
* * *
ხო კიდე - ბეტ ისტონ ელისის ამერიკელი ფსიქოპატი - თუ შავბნელი გინდათ smile.gif)

Posted by: Ras_al_Ghul 17 Jan 2020, 09:14
QUOTE
ბოლოს წავიკითხე, ტომი VII


user.gif

კარგა ხანია ხელი არაფერზე მიხლია sad.gif

Posted by: Katana_ 17 Jan 2020, 09:29
kaiser Soze
ვითომ?
სიკეთე სად დაინახე?

Posted by: kaiser Soze 17 Jan 2020, 16:00
Katana_
დავიწყოთ იმით რომ კაფკას წიგნებს ყავს გმირი - მთავარი პრესონაჟი და არა ანტიგმირი, და მერე ბევრი პოზიტიური პერსონაჟი. აიღე თუნდაც ოლგა და ამალია კოშკიდან - სიკეთის განსახიერება. ყველა მისი პერსონაჟი ადამიანურია, შესაბამისად რაღაც სიმპატიას იმსახურებს. და ზოგადად თემები - იმედი, სიცოცხლე, რელიგია - თვისობრივად კეთილშობილურია.

ბნელი წიგნის წაკითხვა (ან ფილმის ნახვა) დეპრესიულ განწობას გიტოვებს. კაფკას წიგნების ეფექტი კი პირიქითაა. აღმაფრენის ეფექტი უფროა, კათარზისი - სულის განბანვა. როგორღაც გიხარია რომ ადამიანი ხარ, რომ საკუთარი თავი ხარ, და იქ ხარ სადაც ხარ, ამ წიგნს რომ დაამთავრებ. სამყარო ფერებს იცვლის შენს გარშემო (რაც რათქმაუნდა დროებითი ეფექტია, ყველაფერი ნაცრისფერდება ისევ, ამიტომ ისევ და ისევ უნდა ვიკითხოთ კარგი წიგნები, ვუყუროთ კარგ კინოებს, ვეზიაროთ კარგ ხელოვნებას - რომ ცხოვრებას ხასხასა ფერები შევუნარჩუნოთ). კაფკას წიგნების (კოშკი და პროცესი) ეფექტს დავაყენებდი დოსტოევსკის წიგნების (განსაკუთრებით "ძმების") გვერდით. ის წიგნები სადაც სულიერებაა მთავარი თემა, არ შეიძლება ბნელი იყოს.

უფრო თანამედროვე წიგნი რომ ავიღოთ, რომელიც შეიძლება დაახასიათო როგორც ბნელი - კორმაკ მაკარტნნის "გზა". მაგრამ ამ წიგნში ბნელი არის მხოლოდ სეტინგი, სინამდვილეში კი პირიქით: მამა-შვილობა (რაც ნეიტრალური, მინიმალური, შესაბამისად შეძლებისდაგვარად არასენტიმენტალური ენით არის აღწერილი) არის სულისშემძვრელი. ამიტომ ეს წიგნი არის "თბილი" და "კეთილი" და არა "ბნელი".

Posted by: Katana_ 17 Jan 2020, 23:16
kaiser Soze
საინტერესო მოსაზრება,როგორც ყოველთვის შენი მხრიდან
კარგი პოსტები გაქვს
დღეში რამდენ საათს უთმობ კითხვას და თუ საიდუმლო არ არის თვეში რამდენ წიგნს კითხულობ ?

Posted by: Greta 18 Jan 2020, 01:03
kaiser Soze

რა უცნაურია, არასოდეს აღმიქვამს კაფკა ფერადად. მისი დღიურების წაკითხვის მერე, ფოტო რომ ვნახე გაღიმებული კაფკასი, რაღაც მეხამუშა, არ მოველოდი, გაღიმებულ, ბედნიერ კაფკას ))) ალბათ ზედმეტად შემომეტმასნა წარმოდგენა მის რთულ, ღრმა და სევდიან პიროვნებაზე, რომელიც მუდამ შინაგან ბრძოლებს ეწეოდა. გეთანხმები, რომ კეთილი და თბილია, მაგრამ ამავე დროს, მარტოსული, დაღლილი და ეს მისი ნაწარმოებებშიც ირეკლება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში )

საინტერესო იყო შენი აღქმა და ალბათ უფრო მართებული. დამაფიქრა smile.gif

Posted by: kaiser Soze 18 Jan 2020, 04:16
Katana_
გაიხარე :დ

სამწუხაროდ იმდენს ვერ ვკითხულობ, რამდენიც მინდა. გროუნ აფ ცხოვრებას ბევრი ბევრი საათები მიაქვს - სამსახური, ოჯახი პატარა ბავშვით. ამიტომ ორ-სამ წიგნს ალბათ თვეში. დღეში ალბათ საათი თუ გამომდის კითხვა საშუალოდ. ერთი პერიოდი აუდიო წიგნები დავამუღამე, მაგრამ ამისი დროც არა მაქვს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვკითხოლობ ხოლმე, და მაგრამ ახლოსაა სამსახური და მერე სამსახურამდე რომ მივიდე, ერთი 5-10 წუთის სავალია. ხოდა რომ ჩამითრევს ხოლმე წიგნი, ქუჩაში სიარულისას ვკითხულობ. გინახავთ ვინმე ქუჩაში რომ დადიოდეს და თან წიგნს კითხულობდეს? მე არა. ხალხი ალბათ დამცინის შორიდან. : დდ მაგრამ კარგად დავამუღამე ეს სიარულისას კითხვა. ვასკანერებ ხოლმე გარემოს თვალით ასე ყოველ 10 მეტრში, და პერიფერიული მხედველობით პერიმეტრსაც ვაკონტროლებ, ვინმეს (ან რამეს) რომ არ დავეჯახო :დდ კიდევ ფლეიგრაუნდებზე ვკითხულობ ხოლმე, ცალი თვალი წიგნზე, ცალი თვალი ბავშვზე.

არადა ბლომად წიგნები მაქვს წასაკითხი. ეხლა დავიწყე ჰარარის საპიენსის ტრილოგიის მესამე წიგნი - 21-ე საუკუნის 21 საკითხი. კნაუსგაარდის ჩემი ბრძოლის - მესამე და მეოთხე წიგნები და ატვუდის ტესტამენტს უკვე ნაყიდი მაქვს და თავიანთ რიგს ელოდებიან.


* * *
Greta
გარკვეულ წილად ყველანი მარტოსულები ვართ. ხანდახან ერთმანეთის მარტოობას ვავსებთ ხოლმე.

კათარზისი ვახსენე წინაზე და ალბათ ერთ ერთი ყველაზე დიდი განვიცადე პრუსტის კითხვისას. მორიგი მარტოსული ვინც ბოლო წლები სახლიდან არც გამოსულა. მაგრამ პრუსტი უნიკალურია - მისი ნიჭი რომ აზრი და ემოცია გადაიტანოს სიტყვაში არნახულია. იმას ამბობს, რისი თქმაც არ მეგონა რომ იყო შესაძლებელი. ენის საზღვრებს წელავს. თან ძალიან ბევრი რამ უნივერსალურია იმაში რასაც ამბოს: ახალი არაა, რადგან თავადაც გამოგიცდია, თავადაც გიგრძვნია, შენს ტვინშიც გაუსროლია ამ სინაპსებზე ნეირონებს, მაგრამ ეგ მხოლოდ შეგრძნების დონეზე, რადგან სახელი არ დაგირქმევია ამისთვის, შესაბამისად ცნობიერებაში ვერ გადმოგიტანია. პრუსტი კიდევ ამ მოუხელთებელ აზრებს, გრძნობებს, აფექტებს ამწყვდევს სიტყვაში, არქმევს სახელს და აქსოვს წიგნში. და როდესაც შენ კითხულობ, ეს გრძნობები ჯადოსავით იშლება შენს ტვინში. შენს ცნობიერში შენი ქვეცნობიერის საიდუმლოები ტივტივდება. შედეგად არამარტო სხვა ადამიანზე - ნარატორზე/პრუსტზე - იგებ ბევრს, არამედ საკუთარ თავზეც. ამიტომაა კათარზისი.

ერთმანეთის აზრების წაკითხვა რომ შეგვეძლოს, ჩვენს პიროვნებებს შორის ყველანაირი ზღვარი წაიშლებოდა. თუ მე შენს thought process-ებზე მაქვს მიწვდობა თავისი უმი ფორმით, უკვე შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, თუ რა არის ჩემი აზრი და რა არის შენი აზრი. პრუსტმა კიდევ თავისი აზრობრივი პროცესები სიტყვებად გაშალა, და მისი კითხვისას გაქვს პიროვნული გაორების გრძნობის მსგავსი - თითქოს მისი პიროვნება შენს პიროვნებაში შემოდის, ზღვარი ირღვევა - მისი მოგონებები (და განცდები რაც ამ მოგონებებს მოყვება) შენი მოგონებები ხდება. (ბერგმანის ფილმი "პერსონა" მახსენდება, მსგავს თემებზეა). ალბათ პრუსტმა მარტოობის წინააღმდეგ უნივერსალური წამალი იპოვა. ის აქსოვს თავის "პერსონას" ყველა იმის "პერსონაში", ვინც მის წინგნს კითხულობს.

If it makes sense. : ))

Posted by: Katana_ 18 Jan 2020, 11:50
kaiser Soze
აუდი წიგნებს მეც ჩავუჯექი
მოსახერხებელია თან ვარჯიშის დროს
biggrin.gif
და ძალიან ბევრი უფასო აუდიოწიგნია
love.gif
უბრალოდ მე მიჭირს უფრო დამახსოვრება
წიგნს როცა ვკითხულობ უფრო მებეჭდება მეხსიერებაში

Posted by: Parabola 21 Jan 2020, 22:50
,, ფრანით მორბენალი"

ე მ ო ც ი უ რ ი ა
!

Posted by: Inquisitor 1 Feb 2020, 02:06
ვეჭიდავებოდი რამდენიმე დღე ბენვილის - "ზღვა"-ს.

ბოლო წლებში - პირველად არის რომ 200 გვერდიანმა წიგნი რამდენიმე დღეზე გამეწელა.

არაა ამ კაცის მწერლობა - ჩემი სტილი.

ეს ნამდვილად ფაქტია.

Posted by: ალექსანდრა91 1 Feb 2020, 13:04
QUOTE (Inquisitor @ 1 Feb 2020, 02:06 )
ვეჭიდავებოდი რამდენიმე დღე ბენვილის - "ზღვა"-ს.

ბოლო წლებში - პირველად არის რომ 200 გვერდიანმა წიგნი რამდენიმე დღეზე გამეწელა.

არაა ამ კაცის მწერლობა - ჩემი სტილი.

ეს ნამდვილად ფაქტია.

ერთადერთი რაც მაგ წიგნიდან მახსოვს, იყო ოფლის მოტკბო სუნი იმ ქალის იღლიაში facepalm.gif lol.gif

Posted by: Inquisitor 1 Feb 2020, 13:07
ალექსანდრა91
რამდენი ხნის წინ წაიკითხე ?

Posted by: ალექსანდრა91 1 Feb 2020, 14:22
Inquisitor
QUOTE
რამდენი ხნის წინ წაიკითხე ?

დიდი ხნის წინ. ალბათ 5-6
ბუნდოვნად მახსოვს ძაან

Posted by: Inquisitor 1 Feb 2020, 14:26
ალექსანდრა91
ვნახოთ რა მემახსოვრება მაგ დროის გასვლის შემდეგ.

გონივრული ეჭვი მაქვს - რომ ამოვიგდებ საერთოდ გონებიდან biggrin.gif

Posted by: Likri 3 Feb 2020, 20:42
იმდღეს რაღაცებს ვქექავდი,ვფიქრობდი,რა წამეკითხა,ინტერნეტიც გადავქექე,PDFს წავაწყდი და დავიწყე თემურ ბაბლუანის მზე,მთვარე და პურის ყანა smile.gif
ერთადერთი,რასაც ვნანობ,არის პდფ ფორმატი,თვალები მატკინა,თორე წიგნი ძალიან მომეწონა,90-იანები,საინტერესო განცდები,ძალიან მძაფრადაა აღწერილი გაჭირვება და ჯინსის "ამბავი"ჯუდე,ციმბირი,უსამართლობა, გრძნობები,,მანუშაკა ,მოკლედ,ძალიან მაგარი და სევდიანი წიგნია,თუ არ წაგიკითხავთ,გირჩევთ love.gif

Posted by: Inquisitor 3 Feb 2020, 20:47
ერთი დაბრუნდა - ველოდებით მეორეს.

Likri
როგორ ჩაიარა გამოცდამ ?

Posted by: Katana_ 3 Feb 2020, 20:49
Likri
როგორ ხარ,სად დაიკარგე rolleyes.gif

ავაღორძინეთ განყოფილება და შენ კიდე არ ჩანდი mad.gif

Posted by: Likri 3 Feb 2020, 20:49
Inquisitor
QUOTE
ერთი დაბრუნდა - ველოდებით მეორეს.

Likri
როგორ ჩაიარა გამოცდამ ?

რა გამოცდამ?საადვოკატოს გულისხმობ?

Posted by: Inquisitor 3 Feb 2020, 20:51
Likri
რა თქმა უნდა.

==========

Posted by: Likri 3 Feb 2020, 20:52
Inquisitor
QUOTE
Likri
რა თქმა უნდა.

მანდ 1ხელ გავედი,მგონი,2018წლის ზაფხულზე და ჩავიჭერი,სისხლი იყო.
ახლა გავალ ხელახლა,ზაფხულში.

Posted by: Katana_ 3 Feb 2020, 20:55
rolleyes.gif
30 ლიკრა mo.gif

Posted by: Inquisitor 3 Feb 2020, 20:57
ბოლოს წავიკითხე - სჯობდა არ წამეკითხა - კამიუს შემოქმედებას. დავიწყე უცხოთი, გავაგრძელე დაცემით და გავაგრძელე სარჩული და პირით. ( პლიუს რამდენიმე დღის წინ წაკითხული შავი ჭირი )
მოკლედ facepalm.gif


Likri
QUOTE
ახლა გავალ ხელახლა,ზაფხულში.

ზამთარში გადიოდი მახსოვს და მაგიტომ გკითხე. მონდომებული იყავი. ნუ კარგი.
რა მნიშვნელობა აქვს.

Posted by: Likri 3 Feb 2020, 21:04
Inquisitor
QUOTE
ზამთარში გადიოდი მახსოვს და მაგიტომ გკითხე. მონდომებული იყავი. ნუ კარგი.
რა მნიშვნელობა აქვს

კი,იმავე წლის ზამთარში ვაპირებდი,თემაშიც ვკითხულობდი რაღაცებს,მაგრამ აღარ გავედი,ვაპირებ ახლა,ძაან მინდა და მჭირდება.

Posted by: Fallen Angie 3 Feb 2020, 21:40
"იესოს სახარება" წავიკითხე. საბოლოო ჯამში მომეწონა, თავიდან ცოტა მომბეზრდა, დიალოგების წყობაც ისეთი აქვს გღლის თავიდან, სანამ მიეჩვევი.
მერე აკრგად განვითარდა, საინტერესო თეორიებია, ადამიანური და საკმაოდ რეალური.
ეშმაკის, ღმერთის და იესოს დიალოგი იყო მემგონი ყველაზე ძლიერი ადგილი, რომ ვისურვებდი რაც შეიძლება ბევრმა ფანატიკოსმა წაიკითხოს და ცოტა მაინც რამეზე დაფიქრდეს აი ეგეთი.

მაგრამ მაინც, რა ვქნა, დოსტოევსკის მერე ვერ აღვფრთოვანდი ვერც ერთი წიგნით. რაღაც აკლია ყველაფერს, აი თითქოს კარგია, გითრევს, მაგრამ მაინც რაღაც აკლია.

Posted by: fork 3 Feb 2020, 23:33
ლავკრაფტის"სიგიჟის მთებთან".
ცოტა დამღალა ამდენმა აღწერებმა.
ქთულჰუს ციკლი უფრო გამისწორდა.

Posted by: Inquisitor 3 Feb 2020, 23:36
fork
აღწერებზე მეტად - თარგმანი დაღლიდა.
ქართულად ვერ წავიკითხე ვერაფრით - იმდენად დამღლელი, იმდენად მომაბეზრებელი იყო სიტყვათა შეთანხმება, რომელსაც მთარგმნელი ( როგორც სხვა წიგნებში ) იყენებს.

თარგმნა ცალკე ხელოვნებაა - სამწუხაროდ, ეს ბევრი მთარგმნელისთვის ( არა მარტო ჩვენთან ) უცნობი ჭეშმარიტება არის.

რომ დავაკვირდეთ საუკეთესო მთარგმნელები - საკუთრივ მწერლები იყვნენ.

Posted by: fork 3 Feb 2020, 23:42
Inquisitor
ლავკრაფტის ნეკრონომიკონი არაა თარგმნილი ხომ?
არ ვარ ამ ჟანრის დიდი მოტრფიალე,მაგრამ ქთულჰუს ციკლი მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
იმედია დანარჩენებიც ასე არ მომაბეზრებენ თავს.

კრისტა ვოლფის "კასანდრა" წავიკითხე კიდევ.
ამანაც დამღალა, ამ შემთხვევასიც თხრობის მანერამ.
აქილევსის გაშოლტვა მომინდა.

Posted by: Boyarg 4 Feb 2020, 12:41
ძირითადად ტრანსპორტში ვკითხულობ,, იმიტომ რომ სახლში სხვა საქმეები მაქ და სამსახურში ვერ ვასწრებ კითხვას,, დღეში 45-50-60 გვერდი გამომდის
ბოლოს ტრანსპორტში წავიკითხე ნათანიელ ჰოთორნის ალისფერი დამღა,, ანოტაციამ მიმიზიდა მისი აკრძალული წიგნის სახელმა,,
ნუ ეხლანდელ დროში ასაკრძალი არაფერი არ აქვს ამ წიგნს არც მაშინ უნდა ქონოდა მაგრამ რადგან მართლმადიდებლურ რუსეთშიც აკრძალეს გამიკვირდა,,
მთელი წინგი ამ უცნაურ დამღას ეხება რომელსაც როგორც ცოდვის სიმობლოს ისე ატარებს მთავარი გმირი და რომელი სიმბოლოც (დამღაც) სიამაყის თავისუფლების და სიყვარულის სიმბოლოდ იქცევა
მაგრამ აქ ფსიქლოლოგიური თემაც არის წამოწეული ადამიანი რომელიც ღიად ატარებს დამღას ეს დამღა მას აძლიერებს ათავისუფლებს და სიცოცხლის უნარიანს ხდის ხოლო მეროე ადამიანი რომელიც მალავს მართალია ანაფორის ქვეშ, სულიერად ნადგურდება იწრიტება და კვდება, მესამე თემაა კიდე პურიტანული ქრსიტიანი ფარსიეველი საზოგადების მორალისტურ დესპოტური დამოკიდებულება აკრძალულის მიმართ და ასევე გადაჭარბებული ავადმყოფური მიმტევებლობა უკვე მაშინ როდესაც ეს საჭირო აღარაა,,
მთლიანობაში საინტერესო იყო,, თან მეცხრამეტე საუკუნის თვის დამახასიეთებელი წერის სტილი, პესონაჟთა და ობიექტთა აღწერის ხატოვანება

Posted by: დოჩანა 7 Feb 2020, 19:04
დოვლატოვის წიგნი მაჩუქეს, და ტრანსპორტში და მაკში 50 გვერდი წავიკითხე უკვე
ჩემოდანი
უცხოელი ქალი

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2020, 02:15
აღარ მახსოვს, ბოლოს რა წავიკითხე, იმდენი თვე გავიდა.
დღეს, მთელი საღამოა დენი არ მქონდა და ერთი 4თვის წინ მიტოვებული წიგნის კითხვა გავაგრძელე,
სანთლის შუქზე კითხვას თუ რამე სჯობდეს.
წიგნმაც ისე ჩამითრია, ვიგრძენი, რომ კითხვა მომენატრა.

წიგნის კითხვისას ღამე რომ დაგათენდება, ამას ზოგჯერ არაფერი სჯობია.

მოკლედ ისევ თანამედროვე ბრიტანელი ავტორები თუ მომაბრუნებდნენ ლიტრ-ისკენ.

Posted by: Inquisitor 12 Feb 2020, 02:18
QUOTE
აღარ მახსოვს, ბოლოს რა წავიკითხე, იმდენი თვე გავიდა.

ვორნს დავადებდი ამას - წმიდა იუმორის გამო biggrin.gif



დოკინსს ჩავუჯექი და რა კარგი წიგნები აქვს ამ კაცს - ( ვორნს ავიცილებდი biggrin.gif )

Posted by: დოჩანა 12 Feb 2020, 21:40
ჩემოდანი დავასრულე
და მეორეზე უნდა გადავიდე დღეს ძილის წინ

Posted by: Ezekia 13 Feb 2020, 00:45
ერლენდ ლუ.

დოპლერი. ნაივური. სუპერი.


Posted by: Inquisitor 14 Feb 2020, 01:57
Ezekia
როგორია ეზეკ ?




ბაირონს ვკითხულობდი სევდიანად biggrin.gif

Posted by: Ezekia 14 Feb 2020, 02:08
Inquisitor
QUOTE
როგორია ეზეკ ?


რავი, კარგად წავიდა. მარტივი ენითაა დაწერილი და კარგად იკითხება. პირველი მეგონა მეორეს გაგრძელება დაჟე)

Posted by: Heart_of_Darkness 20 Feb 2020, 00:56
user posted image
სახალისო წასაკითხი იყო, საინტერესოსთან ერთად,
კი, ვიცოდი რომ ვიქტორიანულ ეპოქაში არ იყო ჩემი ადგილი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

Posted by: Tom Creo 14 Mar 2020, 16:37
,,ქალაქი და ძაღლები".

გენიალური ლიოსა...

Posted by: POKERISBLUFF 28 Mar 2020, 10:12
3-4თვე გავიდა რაც into to the wild წავიკითხე

ახლა ჰერმან ჰესეს სიდჰარტას ვკითხულობ და ვფიქრობ ზემოთ ხსენებულზე ძლიერი წიგნი გამოდგება war.gif

Posted by: fork 28 Mar 2020, 12:15
"პის ცხოვრებას" მოვრჩი.
ნორმალურია.

"სახეცვლილ ნახშირბადს" ვგეგმავ.
ან კინგის რომელიმეს.

Posted by: natia_natia9 28 Mar 2020, 13:08
ახლა ვკითხულობ ერნესტო საბატოს “გვირაბს” და ძალიან კარგია love.gif

Posted by: Moby-Dick 28 Mar 2020, 18:14
natia_natia9
QUOTE
ახლა ვკითხულობ ერნესტო საბატოს “გვირაბს” და ძალიან კარგია

მეც მუღამში შემიყვანა გვირაბმა. საბატოსი მეტი არაფერი მაქვს და ავდექი არტემიო კრუსის სიკვდილი და სენიორ პრეზიდენტი მივაყოლე მაგრებია ეგენიც საღოლ ლათინოამერიკელებსbiggrin.gif

Posted by: khidi 28 Mar 2020, 22:09
იუნას გარდელი, "ერთი კომიკოსის ბავშვობა" (En Komikers Uppväxt)


spy.gif

Posted by: kriketi-1985 30 Mar 2020, 02:33
ანე კატარინე ვესტლის არამიწიერ სამყაროში დავბრუნდი:
დიდედას სახელობის გზა
ველოტური დანიაში
ავრორა Z კორპუსიდან

ერთი ამოსუნთქვით...

Posted by: zabzu 30 Mar 2020, 10:56
ბოლოს ეს წავიკითხე
user posted image

ოსტინის სხვას რას მირჩევდით

Posted by: drehzahlbegrenzer 30 Mar 2020, 14:13
უილიამ ფოლკნერის - ველური პალმები

ვუბრუნდები კამიუს

Posted by: misha_ 30 Mar 2020, 20:49
ბოლო ორი პარალელურად:

Peter Lynch - One up on wall street

Viktor Frankl - Man's search for meaning

Posted by: ირაSI 31 Mar 2020, 05:34
აინ რენდი "პირველწყარო"

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: drehzahlbegrenzer 31 Mar 2020, 18:44
ალბერ კამიუ - დაცემა



10/10

Posted by: ლაბარნა 31 Mar 2020, 22:06
ტედ ჩ(ჲ)ან(გ)ი, "შენი ცხოვრების ამბები".

მაგ მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული 2016 წლის ფილმი "Arrival" _ "ჩამოსვლა".

საშუალო დონის ფანტასტიკაა, გადასარევი არაფერი. საინტერესო იმითაა, რომ ჩინელია ავტორი და იეროგლიფები საკმაოდ დახვეწილად ჩასვა ფოკუსში.

Posted by: marimari11 1 Apr 2020, 23:19
ანა კარენინა 9/10
თავიდან დაწყება გამიჭირდა, მაგრამ მერე უფრო მომეწონა. ანას ფიქრები და გრზნობები ზალიან კარგად იყო აღწერილი

Posted by: mero93 1 Apr 2020, 23:25
ჰარუკი მურაკამის კაფკა პლაჟზე წავიკითხე. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში up.gif
მეამაყება ჩემი თავის. მიყვარს ჩემი თავი

Posted by: cosmia 1 Apr 2020, 23:33
marimari11
რამდენი წლის ხარ?





ბოლოს წავიკითხე გი დებორის - Society of the spectacle. საორაბზაცე ნაშრომია.

zabzu
QUOTE
ოსტინის სხვას რას მირჩევდით

არც ერთს!

ეს ვინ გირჩია?

givi.gif

Posted by: ShorTCH 1 Apr 2020, 23:35
cosmia
არ უწერია ნაკითხა ?

19 June 1994

Posted by: მიქელანჯელო 2 Apr 2020, 01:38
ულისე, კიდევ ერთხელ - ამდენი ხნიშ შემდეგ, თავიდან ბოლომდე, პირველი გვერდიდან უკანასკნელამდე.
ეს განსაკუთრებული ლიტერატურული ექსპერიმენტი.

უდავოდ სწორუპოვარი სპეციალისტი იყო ჯოსი ამ სფეროში - ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში.

marimari11
QUOTE
ნა კარენინა 9/10
თავიდან დაწყება გამიჭირდა, მაგრამ მერე უფრო მომეწონა. ანას ფიქრები და გრზნობები ზალიან კარგად იყო აღწერილი

biggrin.gif

რამდენჯერმე შემოვიხედე და ყოველ ჯერზე განსხვავებული პოსტი დამხვდა შენგან ანა კარანენინაზე - არავინ შეგაფასებს - დამშვიდდი biggrin.gif

Posted by: marimari11 2 Apr 2020, 01:42
მიქელანჯელო
რომ დავამთავრე კითხვა მერე უფრო მომეწონა და იმიტომ lol.gif
წიგნის კითხვის დროს მეცვლებოდა აზრი

ვინ უნდა შემაფასოს ვერ გავიგე? რატომ მამშვიდებ? smile.gif)))

Posted by: fork 2 Apr 2020, 11:31
ბოლო დროს ყველაფრის კითხვა მიწევს-საყმაწვილო,ისტორიული,ფსიქოლოგიური,დეტექტივი...

ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფია წავიკითხე გუშინ,საკმაოდ კარგადაა გადმოცემული,მხატვრულად.

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2020, 18:15
cosmia

QUOTE
გი დებორის - Society of the spectacle.


ამ ავტორის ფსიქოგეოგრაფიას ვეძებ და ვერსად მივაგენი. ხომ არ გეცნობათ?

Posted by: cosmia 3 Apr 2020, 18:50
ქაფქიანა
QUOTE
ამ ავტორის ფსიქოგეოგრაფიას ვეძებ და ვერსად მივაგენი. ხომ არ გეცნობათ?

გამოწერილი მაქვს გზაშია, ძალიან პაწუკაა, იქნება ნეტში აუცილებლად smile.gif

Posted by: BigBoss 3 Apr 2020, 19:04
ჯეკ ლონდონის სმოკ ბელიუ
როგორც ყოველთვის იმედი არ გამიცრუა ჯეკმა

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2020, 10:15
cosmia

ერთ საეჭვო რესურსზე ვნახე, მაგრამ რეგისტრაცია მომთხოვა და როგორც კი ბმულზე გადავედი, ანტივირუსი ამიკივლდა.

თუ არ შეწუხდები, რაკი ასეთი პატარაა, ფოტოები რომ გადაუღო და გამომიგზავნო რა, თუ შესაძლებელი იქნება.

Posted by: Joiner 4 Apr 2020, 10:40
ქაფქიანა
რუსულად თუ გაწყობს.

http://debord.ru/userfiles/Debor_G_-_Psikhogeografia_Minima_-2017.pdf

Posted by: senpai 4 Apr 2020, 11:16
აქტუალურია ესეთ დროს


user posted image

Posted by: cosmia 4 Apr 2020, 14:27
ქაფქიანა
აჰა შეგიძლია ჩამოწერო არანაირი ვირუსი არ აქვს, ტორენტებზე ვიპოვე ოღონდ რუსულად smile.gif

https://gofile.io/?c=55CvuI

Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2020, 08:22
cosmia


დიდი მადლობა.


................

Posted by: WP-Rex 6 Apr 2020, 01:15
დენ სიმონსის "ჰიპერიონი".
ეხლა "ჰიპერიონის დაცემას" ვკითხულობ.

Posted by: zabzu 6 Apr 2020, 10:24
QUOTE (cosmia @ 1 Apr 2020, 23:33 )
zabzu
QUOTE
ოსტინის სხვას რას მირჩევდით

არც ერთს!

ეს ვინ გირჩია?

givi.gif


არ ვცხოვრობ საქართველოში და ქართულად ნათარგმნი რაც ჩამივარდება ვკითხულობ

* * *
ამჯერად ბოლოს ეს წავიკითხე

user posted image

Posted by: zabzu 8 Apr 2020, 10:57
ესეც ჩემი ბოლო წიგნი

user posted image

Posted by: Aleqto 9 Apr 2020, 01:51
zabzu

და რას იტყვი, მოგეწონა?

1-2 ჯერ მოვუსმინე და ვერ ჩამოვყალიბდი მომწონს მისი "ნაფიქრალები" თუ არა.. წიგნს კი თითქოს საინტერესო სათაური აქვს

Posted by: kriketi-1985 9 Apr 2020, 13:40
,,ვენერა ქურქში'' დავამთავრე გუშინ.

ძალიან თუ არ მომეწონა, არ მივიჩნევ ხოლმე წაკითხულად biggrin.gif
ასე ვარ ფილმზეც და, ალბათ, სხვა რაღაცებზეც...

Posted by: senpai 9 Apr 2020, 16:40
kriketi-1985
QUOTE
ვენერა ქურქში'' დავამთავრე გუშინ

მაზოხის ? არ მოგეწონა ? იმ დროისთვის მაგარი ლიტერატურა იქნებოდა, შთაგონების წყარო ბევრი მომავალი მწერლისთვის

Posted by: seeman 9 Apr 2020, 21:06
kriketi-1985
senpai

ქართულად ითარგმნა მაზოხი ?

Posted by: fork 10 Apr 2020, 11:31
zabzu
სალტკროკელები დიოგენეს გამოცემაა ჰო?
უნდა დავითრიო ეგ წიგნი,მაგარი ხოხმაა.
მელკერი და ჩორვენი განსაკუთრებით...სტინაც.

Posted by: zabzu 10 Apr 2020, 11:43
QUOTE (Aleqto @ 9 Apr 2020, 01:51 )
zabzu

და რას იტყვი, მოგეწონა?

1-2 ჯერ მოვუსმინე და ვერ ჩამოვყალიბდი მომწონს მისი "ნაფიქრალები" თუ არა.. წიგნს კი თითქოს საინტერესო სათაური აქვს

ავტორი რომ კარგი ფსიქოლოგია ეტყობა
ვინც ფიქრობს რომ ფსიქოლოგი ჭირდება ჯობია ჯერ ეს წიგნი წაიკითხოს

ერთიორ მომენტში მომეჩვენა თითქოს მკითხველს ჭკუას ასწავლის და მკითხველზე რაღაცით ზემოდან დგომას ცდილობს, მიჩნდებიდა ამის შთაბეჭდილება რატომღაც
* * *
fork
კი დიოგენეს გამომცემლობაა
სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ ერთხელ

Posted by: Tom Creo 11 Apr 2020, 14:36
,,საუბარი კათედრალში" ლიოსა
up.gif up.gif
5/5

Posted by: Katana_ 14 Apr 2020, 16:33
ფარნით მორბენალი.
ცუდი არ იყო და არც კარგი ეთქმის.
ჰოლივუდურ ფილმს ჰგავდა.

Posted by: marimari11 14 Apr 2020, 16:36
ზმები კარაზოვები
10/10
პირველი ტომი უფრო მომეწონა.

Posted by: Lamorac 16 Apr 2020, 10:33
I Can't Make This Up: Life Lessons
by Kevin Hart


აბსოლუტური სისულელე

Posted by: Strangelove 18 Apr 2020, 21:28
კარანტინში პლატონის რესპუბლიკა შემოგვეკითხე. ხო უნდა გცოდნოდათ up.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fork 19 Apr 2020, 09:44
ქარჩხაძის მოთხრობებს შევეჭიდე.
გემრიელად მიდის.

Posted by: POKERISBLUFF 22 Apr 2020, 22:13
user posted image







~

Posted by: CO-19 23 Apr 2020, 20:19
მზე მთვარე და პურის ყანა
10 წლის წინ გადავყარე წიგნები და ცუდ საქმეებში ჩავები
მინდა დავუბრუნდე ისევ
ბატიბუტივით იკითხებოდა ბაბლუანის ეს რომანი
....
რას მირჩევთ შემდეგი რა იყოს?

Posted by: Tom Creo 27 Apr 2020, 01:45
,,ბოროტების ყვავილები" დავასრულე up.gif

,,სხვაჟამს მინახავს მე სიღრმეში თეატრის ძველის,
სადაც არ წყვეტდა ორკესტრი გრიალს,
ფერია... იგი ჩაბნელებულ ცაზე ქვესკნელის
უცხო აისის იწვევდა ციალს...
სხვაჟამს მინახავს მე სიღრმეში თეატრის ძველის

არსება ქმნილი მთლად ოქროთი, შუქით, აირით..."

Posted by: Corvette 27 Apr 2020, 21:35
ტიმ ო'ბრაიენის - "რასაც თან დაათრევდნენ "

ავტობიოგრაფიული მოთხრობების კრებულია ვიეტნამის ომის თემაზე . ავტორს კარგად აქვს გადმოცემული ომის უაზრობა და ამ ომში ჯარისკაცების მდგომარეობა , რომლებმაც რეალურად არც იციან რისთის იბრძვიან და რისთვის კვდებიან . როგორც ცხოვრებაზე ოცნებობდენ და როგორი ცხოვრება ექნებათ ომის შემდეგ . რომ ომი შეიძლება მორჩეს მაგრამ ომში ნანახი არასდროს გაგშორდება . ანუ ომი შენში საკუთარ თავთან ომს გიტოვებს . ერთადერთ შემამსუბუქებელ გამოსავლად მასზე გაუთავებელი საუბარი დაგრჩენია . და მოგონებები ბავშობის ოცნებებზე .

თვითონ ომი მძიმე თემაა მაგრამ წიგნი სასიამოვნოდ იკითხება , ერთი ამოსუნთქვით . ომში ყოფნის გამოცდილება სულ არაა საჭირო ისე კარგად გაგრძნობინებს ავტორი წიგნში აღწერილ სიტუაციას . "გამყოფებს" წიგნში . რამდენიმე მოთხრობა განსაკუთრებით მომეწონა .

Posted by: Mochiguman 28 Apr 2020, 03:38
დანიილ ხარმსის მოთხრობებს ვეცნობი

ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი ძალიან მომწონს თუ ყოველმხრივ მეზიზღება...




Posted by: Heart_of_Darkness 28 Apr 2020, 21:49
Corvette
"რასაც თან დაათრევდნენ" ისეთი წიგნია ჩემთვის, ნაძალადევად რომ ვიყიდე და ხათრის გამო დავიწყე კითხვა.
ერთ ნაცნობს რომ ვთხოვე დახასიათება, ,,ვიეტნამზეა" მითხრა, მოკლედ.
მეც, რატომღაც, სტერეოტიპულად, ჩავთვალე რომ რემბოსნაირი პერსონაჟები დამხვდებოდნენ, ბევრი სროლით და უაზრო სისხლისღვრით.
მერე რომ წავიკითხე, რამდენიმე მოთხრობა იმდენად ნამდვილი იყო, მომენტებში მთავარ გმირთან თვითიდენტიფიკაცია დამეწყო,
ერთი თინეიჯერი ბიჭი ვიყავი, რომელიც ვერ ხვდებოდა რატომ უნდა წასულიყო ომში, უაზრო თავგანწირვა რატომ ითვლებოდა გმირობად ან ვიეტნამის ომში ბრძოლა აშშ-ს მოქალაქისთვის რატომ ითვლებოდა პარტიოტიზმის გამოხატულებად.
რამდენიმე ისტორიაზე ამეტირა კიდეც.

,,ეს წიგნი ვიეტნამზეა" კი ყველაზე უღიმღამო და ცუდი დახასიათებაა, რაც ამ წიგნისთვის შეიძლება გაიმეტო.
ჩემთვის, ეს ნამდვილი წიგნია იმ უაზრობაზე, რომელსაც ომობანას ეძახიან, ადამიანობაზეა, მეგობრობაზე, ომისეულ სისასტიკესა და კიდევ იმ ძალიან ბევრს რაღაცაზე, რაც დიდი სიტყვების და იზმების ნაცვლად, ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.

Posted by: zabzu 3 May 2020, 09:53
ჰერმან მელვილის მობი დიკი, პირველი ტომი
საინტერესო თავგადასავალია
რა ხდება მეორეში მაინტერესებს

Posted by: pitagora1 6 May 2020, 20:48
კარანტინში წავიკითხე არდიას გროსმაისტერი...ნეტა რატომ დავკარგე დრო?

Posted by: Katana_ 6 May 2020, 20:56
QUOTE (pitagora1 @ 6 May 2020, 20:48 )
კარანტინში წავიკითხე არდიას გროსმაისტერი...ნეტა რატომ დავკარგე დრო?

აღიარება ხელისგულზე და ბედუინი მიაყოლე
ეზიარე ჭეშმარიტ ლიტარატურას yes.gif

Posted by: Makulatura 7 May 2020, 22:39
ნიცშეს - Ecce homo .

Posted by: Katana_ 8 May 2020, 19:10
ქამაფი
წავიკითხე

Posted by: decembre 11 May 2020, 13:57
QUOTE (Katana_ @ 6 May 2020, 20:56 )
QUOTE (pitagora1 @ 6 May 2020, 20:48 )
კარანტინში წავიკითხე არდიას  გროსმაისტერი...ნეტა რატომ დავკარგე დრო?

აღიარება ხელისგულზე და ბედუინი მიაყოლე
ეზიარე ჭეშმარიტ ლიტარატურას yes.gif

მიშველეთ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Le.Docteur.Faustus 16 May 2020, 18:12
დოსტოევსკის იდიოტი. გენიალური წიგნია

Posted by: zabzu 17 May 2020, 10:09
ჰერმან მელვილი - მობი დიკი
მეორე ტომიც მივაყოლე და სუპერ chups.gif

Posted by: popusha 18 May 2020, 00:07
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


ქარჩხაძის ,,იგი"

Posted by: tomhardy 25 May 2020, 12:57
აიზეკ აზიმოვის დასაბამი წავიკითხე ეხლა ვაპირებ მე რობოტის წაკითხვას

Posted by: fork 25 May 2020, 17:30
ზუზაკის"წიგნის ქურდს" ვკითხულობ.
საკმაოდ მძიმეა იმისთვის რომ საბავშვო ერქვას.

Posted by: Ras_al_Ghul 25 May 2020, 21:31
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


მარსის ქრონიკა გადავიკითხე love.gif

Posted by: fork 25 May 2020, 21:34
Ras_al_Ghul
QUOTE
მარსის ქრონიკა

ვერ მივაღწიე ამამდე და როგორი პონტია?

Posted by: Ras_al_Ghul 25 May 2020, 21:40
fork
QUOTE
მარსის ქრონიკა

QUOTE
როგორი პონტია?


გადადე სხვები და ეგ წაიკითხე. პონტის პონტია smile.gif))

თან ახლანდელ თემებშია, მარსის კოლონიზაცია.. ჩემთვის კლასიკური საი ფაის ერთერთი ქვაკუთხედია.

Posted by: tomhardy 25 May 2020, 23:32
QUOTE (Ras_al_Ghul @ 25 May 2020, 21:40 )
fork
QUOTE
მარსის ქრონიკა

QUOTE
როგორი პონტია?


გადადე სხვები და ეგ წაიკითხე. პონტის პონტია smile.gif))

თან ახლანდელ თემებშია, მარსის კოლონიზაცია.. ჩემთვის კლასიკური საი ფაის ერთერთი ქვაკუთხედია.

მართლა ძალიან ძალიან მაგარია მარსის ქრონიკები უეჭველი წაიკითხე
user posted image

Posted by: nick_el_son 25 May 2020, 23:49
QUOTE
ბოლოს წავიკითხე

user posted image


Posted by: Tom_Waits 26 May 2020, 08:04
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


ნუ მოკლავ ჯაფარას

Posted by: >SuperMoon< 26 May 2020, 17:42
კრიშტიანო რონალდო - ''ოცნებები სრულდება ''

ლოლ, ნაგავია lol.gif

Posted by: ვინსენტი 26 May 2020, 17:45
ბოლოს წავიკითხე ბარსაზე როა გრემ ჰანტერის წიგნი ))

მასეთი ძალით დაწერილი და მესის ძალით მადიდებელი მაკულატურის მნახველი არ ვარ ))

Posted by: galaqtikosi 26 May 2020, 22:28
ნინო ხარატიშვილის - მერვე სიცოცხლე love.gif

Posted by: FANNIE 2 Jun 2020, 15:49
tomhardy
მე რობოტს მარადისობის დასაბამი ჯობია, თუმცა მე ფენტეზი არ მომწონს მაინც biggrin.gif

დამეთხარა თვალები და ვერ ვკითხულობ ონლაინ,
განცხადება- ვიჩუქებ ან ვიყიდი ბატაის ეროტიზმის ისტორიაას lol.gif facepalm.gif



Posted by: senpai 2 Jun 2020, 16:07
დავძლიე როგორც იქნა.


user posted image







FANNIE
რას კითხულობ ბაცუც ?

Posted by: Redemption* 2 Jun 2020, 16:11
FANNIE
QUOTE
მარადისობის დასაბამი

მარადისობის აღსასრული ქვია მაგას biggrin.gif
და არც ფენტეზი ქვია, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკა old.gif

მარადისობის აღსასრული ეხლაც ძაან მაგარი მოთხრობაა. მე რობოტი ამ ეტაპზე უკვე აღარაფერი.
yes.gif

tomhardy
QUOTE
აიზეკ აზიმოვის დასაბამი წავიკითხე

ეგ რომელი, foundation trilogy, სქელი სამტომეული რომაა?

Posted by: FANNIE 2 Jun 2020, 16:33
senpai
QUOTE
რას კითხულობ ბაცუც ?

ბატაის ეროტიზმის ისტორიას, ვერ ვკითხულობ, წიგნი მინდა, კლასიკური ფურცლებიანი წიგნი sad.gif

Redemption*
QUOTE
მარადისობის აღსასრული ქვია მაგას


რაც არის, ხომ მიხვდი რაზეც ვსაუბრობდი? lol.gif
როგორც ჩანს ჩემ მნემურ სისტემას არ მოეწონა აღსასრული, დასაბამი უფრო მოუხდებოდა ვიდრე აღსასრული მაგ რომანს და როგორც მომეწონებოდა ისე მოვახდინე ინფოს კოდირება, ხშირად მემართება ეგრე facepalm.gif
ლექსებსაც ჩემებურად ვწერ ხოლმე ''უკეთესად''
QUOTE
და არც ფენტეზი ქვია, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკა

სახლში როგორ გიტანენ? chups.gif

საიფაი უნდა დამეწერა მაინც და მაინც? პირობითია ეგ დაყოფები. საერთო ჯამში მაინც ფენტეზის დიდი ჯგუფია.
და ჰო გეთანხმები, მე რობოტის აქტუალობა დაბალია დღეს...

Posted by: Redemption* 2 Jun 2020, 16:41
FANNIE
QUOTE
რაც არის, ხომ მიხვდი რაზეც ვსაუბრობდი? lol.gif

სიტყვებს შორის მცირე განსხვავებები მხიბლავს.
შენსკენ ვარ 2kiss.gif

QUOTE
დასაბამი უფრო მოუხდებოდა

იეპ, არაა გამორიცხული
... came the end, the final end of Eternity.
And the beginning of Infinity.

biggrin.gif

Posted by: FANNIE 2 Jun 2020, 16:44
Redemption*
QUOTE
იეპ, არაა გამორიცხული
... came the end, the final end of Eternity.
And the beginning of Infinity.

გეუბნები. ჩემი კოდირების მექანიზმი იდეალურად მუშაობს gigi.gif


შესვენაბაზე ვარ, მეთქი ვისუსნავებ და ქათმის შეწვის ნაცვლად დავწვი, ტყემალმაც არ უშველა, ისევ სტაფილო უნდა გავითალო lol.gif facepalm.gif

Posted by: senpai 2 Jun 2020, 16:49
FANNIE
QUOTE
ბატაის ეროტიზმის ისტორიას, ვერ ვკითხულობ, წიგნი მინდა, კლასიკური ფურცლებიანი წიგნი

რაში გაცვლი ? შეწირე რამე საყვარლობა.

Posted by: FANNIE 2 Jun 2020, 16:52
senpai
მომყიდე lol.gif




კაი ჰო, მითხარი ვინები გინდა და თუ გავიმეტებ გაგიცვლი sad.gif



Posted by: senpai 2 Jun 2020, 16:58
FANNIE
სუნამოებს და წიგნებს არ ვყიდი. გაცვლა მოჟნა.


ჰამსუნის ძველი რუსული გამოშვებები მინდა.


რამე სხვაც შეიძლება და აქ არ გავაოფოთ.

Posted by: FANNIE 2 Jun 2020, 17:02
senpai
QUOTE
ჰამსუნის ძველი რუსული გამოშვებები მინდა.

ევგენი ონეგინი მაქვს 1936 წლის გამოცემა ვიღაც ლოთისგან ვიყიდე 17 წლის წინ, ჰამსუნის რა მოგახსენო lol.gif


ჰამსუნი საჩემო მწერალი არაა სიამოვნებით გაჩუქებდი რომ მქონდეს lol.gif

კაი ხო საღამოს მოგწერ და დამხვდი სიით. თუ რომელიმეს გავიმეტებ გაგიცვლი აბა სუნამოები მე არ მაქვს ერთი დიორის პუაზონი მარა რა ჯანდაბად გინდა თუ არა კი mad.gif

Posted by: tomhardy 3 Jun 2020, 01:44
QUOTE (Redemption* @ 2 Jun 2020, 16:11 )
FANNIE
QUOTE
მარადისობის დასაბამი

მარადისობის აღსასრული ქვია მაგას biggrin.gif
და არც ფენტეზი ქვია, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკა old.gif

მარადისობის აღსასრული ეხლაც ძაან მაგარი მოთხრობაა. მე რობოტი ამ ეტაპზე უკვე აღარაფერი.
yes.gif

tomhardy
QUOTE
აიზეკ აზიმოვის დასაბამი წავიკითხე

ეგ რომელი, foundation trilogy, სქელი სამტომეული რომაა?

ხო ეგაა ოღონდ პირველი ნაწილი აი ეს
user posted image
* * *
QUOTE (FANNIE @ 2 Jun 2020, 15:49 )
tomhardy
მე რობოტს მარადისობის დასაბამი ჯობია, თუმცა მე ფენტეზი არ მომწონს მაინც biggrin.gif

დამეთხარა თვალები და ვერ ვკითხულობ ონლაინ,
განცხადება- ვიჩუქებ ან ვიყიდი ბატაის ეროტიზმის ისტორიაას lol.gif facepalm.gif

მე რობოტამდე დასაბამი წავიკითხე ამის მერე კლარკის ბავშობის დასასრულის დაწყება მინდა თუ იცი ეგ წიგნი როგორია ხო არ იცი?

Posted by: FANNIE 3 Jun 2020, 02:00
tomhardy
აუ კლარკის რაღაცები მაქვს ბავშვობაში წაკითხული, ვერ ვიხსენებ ბევრი არაფერი წესით, მგონი მოთხრობები ამიტომ ვერაფერს გირჩევ სორი rolleyes.gif
არაა ჩემი ჟანრი baby.gif

Posted by: Krusty_the_Clown 18 Jun 2020, 12:22
79 ამბავი, მერაბ კოსტავა.

ძალიან კარგია

user posted image

Posted by: Corvette 18 Jun 2020, 14:51
"ცემენტის ბაღი" წავიკითხე და რა უნდოდა ავტორს , ვინმემ მითხარით biggrin.gif ან პერსონაჟები რანაირები არიან . თავის ნებაზე მიშვებული ბავშვების ოჯახი ბოლოს ნელ-ნელა მაგრამ მაინც ყროლდება როგორც ცემენტში დამარხული და აყროლებული გვამი ? ცემენტი როგორც ოჯახის სიმყარე ცივი მაგრამ მყარი . ბოლოს ინცესტი როცა შეყვარებული ყავს უკვე გოგოს მაგრამ მასში უფროსს დაიანხავს და ეგრე ხსნის , ის რა ჩემს ფეხებად მინდა მოდი ჩვენ ვიყოთ ერთად , ან ის პატარა ბიჭი რომელსაც გოგობა უნდა და რაღაც სირობებს აკეთებს . მოკლედ სირობა biggrin.gif

Posted by: Magicman 18 Jun 2020, 15:18
მეტრო 2034 წავიკითხე, გამოტოვებული მქონდა ეგ სპეციალურად
და ნეტა არ წამეკითხა facepalm.gif

როგორი შედევრიცაა დანარჩენი ორი ნაწილი
იმთავითვე ორჯერ უარესია ეს, არ ეკადრება გლუხოვსკის yes.gif

Posted by: lovelock 19 Jun 2020, 17:16
user posted image

Posted by: AnneSh 24 Jun 2020, 00:37
აგათა კრისტის "სიკვდილი ღრუბლებში" up.gif

Posted by: seeman 27 Jun 2020, 23:02
ძალიან საინტერესოა


....................................

Posted by: marimari11 3 Jul 2020, 23:38
კნუტ ჰამსუნის მისტერიები დავამთავრე დღეს. ზალიან არ მომეწონა sad.gif გაწელილია, ცუდად იკითხება.ჩემთვის მოსაწყენი იყო. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. ქულაც კი არ ვიცი რა დავუწერო. ისეთი იმედგაცრუებული ვარ. რამდენი ხანი მინდოდა არადა წაკითხვა

Posted by: MAKIAVELI_ 4 Jul 2020, 18:28
ოხ,დისკოს მოცეკვავო,მარიამ, ყველაფერი გამიგია,მაგრამ მისტერიებისთვის ვინმეს გაწელილი ეწოდოს,ნამდვილად პირველად ვნახე.

ერთ-ერთი უჯიგრესი და საოცარი წიგნია რაც კი ოდესმე წამიკითხავს. მარტო მთავარი გმირის საუბრის სტილი არის გასაოცარი. პოეზია ფაქტობრივად. იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ რამხელა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ნაწარმოებია love.gif


Posted by: marimari11 4 Jul 2020, 18:42
QUOTE (MAKIAVELI_ @ 4 Jul 2020, 15:28 )
დისკოს მოცეკვავო,მარიამ

lol.gif lol.gif lol.gif

არ მომეწონა... რა ვქნა
ჩემთვის გაწელილი იყო
ბევრი ნაგელის ლაქლაქით. არც პერსონაჟებზე გადავირიე. მოკლედ, რაღაც ახალი არ აღმომიჩენია ამ წიგნით

Posted by: MAKIAVELI_ 4 Jul 2020, 19:34
marimari11
სიმართლ გითხრა შენნაირი ხალხის უფრო მესმის,რომლებსაც შეიძლება არ მოსწონდეთ დოსტოევსკი,კაფკა და ბატონი კნუტი, ვიდრე იმათი მერვე სიცოცხლით რომ არიან აღფრთოვანებული biggrin.gif

ახალს რაც შეეხება, მაგ წიგნში ისევ ქრისტეს შემოსვლა მხატრულ ლიტერატურაში,უბრალოდ მანდ უფრო მაშტაბურ იდეასთან გვაქვს საქმე.
მაგალითად,თუ დოსტოევკის თავისი ლეგენდარული თავადი მიშიკინის პერსონაჟიდ სცადა ეჩვენებია,რომ რუსული საზოგადოება არ არის ქრისტეს მისაღებად მზად; პატივცემულმ კნუტი უფრო შორს წავიდა. ნეგელი ძალიან ღრმა და იდუმალი პერსონაჟია. მე არ მჯერა იმის,რომ თითქოს მხოლოდ ქრისტეს სახეა,რომლის წყალობით ავტორმა გვაჩენა პატარა ქალაქის სახეცვლილება. ისევე,როგორც არ მჯერა კაფკას პროცესი მხოლოდ იმაზეა თუ როგორი სასტიკი და დაუნდობელია სისტემა. მოკლედ, უბრალოდ საშენო წიგნი არ აღმოჩდა მარი.
yes.gif

Posted by: marimari11 4 Jul 2020, 20:13
MAKIAVELI_
დოსტოევსკიც მომწონს და კაფკაც :დ კნუტი არ მომეწონა
ნაგელი, როგორც ქრისტეს სახე, ცოტა გადაჭარბებული შეფასება მეჩვენება.
თუ ეგრეა მართლა, მაშინ რავი. მწერლის წერის სტილი არ მომწონს გამოდის :დ
მე რომ არ მომეწონა, ეგ არაფერს ნიშნავს და მაგით წიგნს არაფერი აკლდება biggrin.gif

Posted by: nutsiko 4 Jul 2020, 21:54
ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნებს ჩავუჯექი და ძალიან ვისიამოვნე.
მისი ლექციებიც ძალიან მომწონს. ეს ქალი აღმოჩენაა ჩემთვის.

Posted by: MAKIAVELI_ 8 Jul 2020, 00:57
მერვე სიცოცხლე.

down1.gif mad.gif mad.gif

Posted by: sაlოmეa 8 Jul 2020, 01:17
ელენა ფერანტეს მარტოობის დღეები
სრული მარაზმი

Posted by: MAKIAVELI_ 14 Jul 2020, 20:28
რემარკის სამი მეგობარი lol.gif facepalm.gif ბავშვობაშიც არ მომეწონა და ახლა მითუმეტეს mad.gif

Posted by: ახალგაზრდა 16 Jul 2020, 01:13
ამასწინებზე შუქი არ მქონდა და "კაენს" ჩავუჯექი
დიდად არ მომეწონა
თხრობის მანერა ხან ალთას იყო და ბალთას
ლაღად იწყებდა და გაბუტული თინეიჯერივით ამთავრებდა
პერსონაჟები საერთოდ გაუგებრები
დასასრული ცარიელი
წაკითხვა არ მინანია მაგრამ სხვა რამეს ველოდებოდი
არადა პოტენციალი მართლა ჰქონდა კარგი

Posted by: Krusty_the_Clown 17 Jul 2020, 14:50
ანა პოლოტკოვსკაია-პუტინის რუსეთი

გმირი ქალი

Posted by: Ezekia 7 Aug 2020, 20:32
ასტრიდ ლინდგრენის "მადიკენი".

ეს ძაან საყვარელი გოგო. ❤️


Posted by: CutOffHands 13 Aug 2020, 12:59
“ფრანით მორბენალი” დავამთავრე 1 საათის წინ.

მესმის ამირის, სამწუხაროდ.

ავღანელ ახალგაზრდა კაცს ვიცნობ, კიდევ რამდენიმე ლტოლვილს ახლო აღმოსავლეთიდან - ნეტა მათაც თუ იგივე გამოიარეს...

ბავშვობის მერე არ მქონდა წაკითხული მხატვრული წიგნი, ქართულ ენაზე კიდევ უფრო მეტი.

არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ მე მგონი ზუსტად იმას რაც მივიღე.


ვფიქრობ “ათასი მოელვარე მზეც” წავიკითხო, მაგრამ ჯერ არ ვიცი თუღა გავბედავ კარგა ხანს წიგნებთან მობრუნებას ისევ. ღმერთმა ქნას, შევძლო.

Posted by: Palladio 15 Aug 2020, 15:13
QUOTE (Krusty_the_Clown @ 17 Jul 2020, 14:50 )
ანა პოლოტკოვსკაია-პუტინის რუსეთი



პოლიტკოვსკაიას მხოლოდ ქუჩა ვიცი...



Posted by: ghost19 17 Aug 2020, 17:09
რობერ მერლის ,,სიკვდილი ჩემი ხელობაა".

Posted by: Tom Creo 28 Aug 2020, 15:53
სამხრეთული სპილო up.gif up.gif

Posted by: zabzu 18 Sep 2020, 08:12
ჰიტლერის ჩემი ბრძოლა წავიკითხე ბოლოს

Posted by: kriketi-1985 26 Sep 2020, 16:12
დათო გორგილაძის მოთხრობებს ჩავამთებრე წეღან. (ნოთ ბედ)
ვინაიდან და რადგანაც ბიბლიოთეკები დაკეტილია კვლავmad.gif , მივადექი სახლში დარჩენილ წიგნებს.

Posted by: Mochiguman 10 Oct 2020, 21:14
ოსტერის 4321-ს ვკითხულობ კაიხანია

ძალიან გამეწელა

ამასობაში დანიილ ხარმსის მოთხრობები გადავიკითხე

Posted by: დოჩანა 10 Oct 2020, 21:58
აკა მორჩილაძის ობოლე
ახლა უილიამ ბეროუზის ჯანქის ვამთავარებ

Posted by: NEVER... 18 Oct 2020, 10:56
ანა გავალდა-მე ის მიყვარდა
pdf ვერსია წავიკითხე.
წიგნის კითხვას რომ ვიწყებ შანსი არაა ის გადავდო და სხვა რამე გავაკეთო smile.gif

Posted by: Corvette 18 Oct 2020, 15:31
"ხელის აუკანკალებლად" - მშვენიერი , სასიამოვოდ წასაკიტხი წიგნია საინტერესო ისტორიაზე . წერის სტილიც ისეთია რომ არ მოიწყენ . მიყვები წიგნს და ხან გამომძიებლებთან ხარ , ხან მკვლელებთან . ხან ცოტაოდენი ფსიქოლოგიაცაა ჩართული , ეს ყველაფერი ისე გადადის ერთმანეთში რომ არ მოიწყენს მკითხველი . თავს არ გახვევს მწერალი თავის აზრს . ერთ დღეში წავიკითხე საშუალო ზომის წიგნი .

ვა , ავტორს ჰარპერ ლისთან ერტად უმოგზაურია ამ ამბის მასალების შეასგროვებლად . განაჩენის გამოტანის შემდეგ ინტერვიუც აუღია ორივესგან .



Posted by: mepar 3 Nov 2020, 20:49
ბოლოს წავიკითხე სოლარისი
https://www.youtube.com/watch?v=RyW1vcNT_Dc&t=70s

Posted by: VeridisQuo..> 5 Nov 2020, 23:29
მეტრო 2033, მეორე ნაწილს ვკითხულობ ახლა

Posted by: hellboy13 18 Dec 2020, 22:52
ელიფ შაფაქის ხუროთმოძღვრის შეგირდი up.gif

Posted by: LostBoy 18 Dec 2020, 23:01
ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი", წიგნი უფრო მომეწონა

Posted by: miishooo91 19 Dec 2020, 14:15
სენკევიჩის "ვიდრე ხვალ", სასწაულია პირდაპირ პეტრონიუსი, ვინიციუსი, ლიგია, დრუზუსი და თვით ნერონი.

Posted by: Seek_er 19 Dec 2020, 20:13
QUOTE
სენკევიჩის "ვიდრე ხვალ",

love.gif
სენკევიჩის "ჯვაროსნებიც" ძალიან კარგია.

Posted by: miishooo91 19 Dec 2020, 22:09
QUOTE (Seek_er @ 19 Dec 2020, 20:13 )
QUOTE
სენკევიჩის "ვიდრე ხვალ",

love.gif
სენკევიჩის "ჯვაროსნებიც" ძალიან კარგია.

ახლა ვკითხულობ ბზიშკოსა და მაცკოზე )) მაგრამ როგორც ველოდი ისეთი ვერაა რა.

Posted by: Seek_er 20 Dec 2020, 11:50
miishooo91
კი, "ვიდრე ჰხვალ" ნამდვილად სჯობს. თუ სენკევიჩი ზოგადად მოგწონს, მასეთ სტილშია კალმან მიქსათის "უცნაური ქორწინება". მაგ წიგნის შესფასება არავისგან მსმენია, არადა მშვენივრად საკითხავია. ასევე, ჰალდორ ლაქსნესის "დამოუკიდებელი ადამიანები". ეგეც არაა ცნობილი, არადა კარგია.

Posted by: აზდაკი 20 Dec 2020, 12:22
ბოლოს წავიკითხე მარიო ვარგას ლიოსას

საუბარი კათედრალში

ამ წიგნის ღირებულება მხოლოდ თხრობის მანერაა შინაარსი დიდი არაფერი.

ვაცის ნადიმი, ქალაქი და ძაღლები, ბოლო ჟამის ომი და საუბარი კათედრალში.


ყველაზე საინტერესო მისი ნაშრომებიდან ჩემი აზრით ვაცის ნადიმი და ბოლო ჟამის ომია სხვა დანარჩენი დიდი არაფერი.

თან ისეთი თემებია, რომელიც ქართული საზოგადოებისთვისაც ნაცნობია და დიდად ვერ გაგაოცებს!

ვაცის ნადიმი მართლა საუკეთესოა.

Posted by: kriketi-1985 10 Jan 2021, 16:17
user posted image
დავსაჩუქრდი და bis.gif

Posted by: bususxuna 10 Jan 2021, 17:55
გონებაში მონიშნული წასაკითხი წიგნები ამომეწურა და დაწერეთ რომელმა მოახდინა ბოლოს თქვენზე შთაბეჭდილება yes.gif

Posted by: miishooo91 12 Jan 2021, 21:18
სტივენ კინგის "ჯადოქარი და ბროლი" ორწლიანი პაუზის მერე გავაგრძელე და ბოლომდე მივიყვანე.

Posted by: Seek_er 13 Jan 2021, 12:54
bususxuna
გოლდინგის "ბუზთა ბატონი". ასევე, კაფკას "პროცესმა" "შემაჯანჯღარა" ორიოდე წლის წინ.

Posted by: POKERISBLUFF 14 Jan 2021, 17:10
user posted image

ბოლო წიგნს ვარჩევდი რასაც წავიკითხავდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორიც მინდოდა... ახლა ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ხანი აღარ წავიკითხავ წიგნს...

Posted by: ალექსანდრა91 14 Jan 2021, 17:13
QUOTE
ბოლო წიგნს ვარჩევდი რასაც წავიკითხავდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორიც მინდოდა... ახლა ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ხანი აღარ წავიკითხავ წიგნს...

რატომ? :დ

Posted by: AnneSh 20 Mar 2021, 20:25
თომას მანის ჯადოსნური მთა


ძალიან ბევრის მომცემია.

Posted by: forumistvis 21 Mar 2021, 17:44
არაფერიც არ წამიკითხავს დიდი ხანია.

Posted by: Pepper_Crowley 22 Mar 2021, 22:57
პანდორას ყუთი.
გადავიკითხე.

Posted by: CutOffHands 4 Apr 2021, 21:19
"შფოთვითი დარღვევები და ფობიები - კოგნიტური პერსპექტივა", აარონ ბეკი და გერი ემერი, 1985წ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ :დ

2 დღეში წავიკითხე; რათქმაუნდა ისეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია რომ მეასედი მაინც ვისწავლე.
თუ სწავლაა, კიდევ რამდენჯერმე მომიწევს წაკითხვა.

თვითონ წიგნს ალბათ ყველაზე მეტად შეეფერება ზედსართავი "გამოსადეგარი" - არც ისე საინტერესო წასაკითხია (თუ ამ სფეროში გარკვეული ცოდნა უკვე გაქვს) ახლა როცა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია სტანდარტულ პრაქტიკად იქცა; თუმცა 1985 წლისთვის რათქმაუნდა რევოლუციური იქნებოდა.
ავტორები სანიმუშო მეცნიერები და თერაპევტები არიან.

Posted by: miriani777 9 Apr 2021, 15:30
მოგესალმებით ერუდირებულო საზოგადოებავ,
გთხოვთ დამეხმაროთ.

ვეძებ წიგნს ელექტრონულ ვერსიას თუ სადმე დევს ზაზა ბურჭულაძის "ხსნადი კაფკა"

მადლობა

Posted by: Crøs 29 Apr 2021, 11:33
ბევრი წავიკითხე ბოლოს და რაც ყველაზე მეტად მომეწონა- მიურელ ბარბერის "ზღარბის ელეგანტურობა".

ფილმიც ყოფილა და აუცილებლად ვნახავ.

Posted by: lepori 2 May 2021, 12:10
კეკელძის სხვა გურული დღიურები
მევასა

4/5 მივეცი გუდრიდზე

მანამდე წავიკითხე გურული დღიურები
დიდი ვერაფერი
აქა იქა ამბები ამოვიკითხე მაგრამ არ მომეწონა
ალათ არ უხდებ პატარა ამბებს დიდი წიგნი

ეს, "სხვა გურული დღიურები", პატარა წიგნია და მოუხდა smile.gif



Posted by: Gudulasheli 3 May 2021, 14:35
lepori
QUOTE
ალათ არ უხდებ პატარა ამბებს დიდი წიგნი

ორივე პატარა არაა? biggrin.gif

Posted by: lepori 4 May 2021, 19:29
Gudulasheli
QUOTE
ორივე პატარა არაა?

მე ორი წიგნი მაქვს
ერთი დიდი - გურული დღიურები
ერთი პატარა - სხვა გურული დღიურები


თუმცა, დიდი და პატარა ფარდობითია smile.gif

Posted by: Gudulasheli 4 May 2021, 22:43

lepori


გვერდების რაოდენობა ვიგულისხმე

Posted by: lepori 6 May 2021, 08:54
Gudulasheli
QUOTE
გვერდების რაოდენობა ვიგულისხმე

პატარას რას ეძახი გააჩნია
ერთამანეთს თუ შევადარებთ ერთი მეორეზე დიდია yes.gif








Posted by: sunი 6 May 2021, 14:06
ცუდი გოგოს ოინები დავამთავრე.
მარტივად საკითხავია,ისე სწრაფად ჩავამთავრე.


Posted by: Parabola 6 May 2021, 18:55
sunი
მაგარი შტერობა კია

Posted by: საქმიანნი 6 May 2021, 23:26
ვერაფერ სერიოზულს გული ვერ დავუდე
ერთი პალაციოს საოცრებაზე ამიჩუყდასავით გული, მაგრამ ეგეც მსუბუქებში გადის..

რამე ჩამთრევი, ჩამყოლი მინდა, ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხო, თან რამე "დამიტოვოს"
გეგულებათ რამე ასეთი? რაც ამ ბოლო დროს წაიკითხეთ


Posted by: sunი 7 May 2021, 11:42
Parabola
შტერობას არ ვიტყოდი
ჩვეულებრივი უფრო
ბსუბუქად იკითხება

Posted by: POKERISBLUFF 7 May 2021, 13:22
QUOTE (საქმიანნი @ 7 May 2021, 00:26 )
ვერაფერ სერიოზულს გული ვერ დავუდე
ერთი პალაციოს საოცრებაზე ამიჩუყდასავით გული, მაგრამ ეგეც მსუბუქებში გადის..

რამე ჩამთრევი, ჩამყოლი მინდა, ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხო, თან რამე "დამიტოვოს"
გეგულებათ რამე ასეთი? რაც ამ ბოლო დროს წაიკითხეთ

ჯონ კრაკაუერის ველურ გარემოში, მგონი ასე ითარგმნება


into to the wild

წიგნს რომ წაიკითხავ ფილმიც არის და ისიამოვნებ
თან აუცილებლად დაგიტოვებს იმ "რაღაცას" რასაც ეძებ, ზუსტად ისეთია როგორსაც ახასიათებ რომ ეძებ war.gif

Posted by: forumistvis 7 May 2021, 14:15
ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებას გადავავლე თვალი

მგონი არც ისე ცუდი წიგნია, რომ წაკითხვად არ ღირდეს

Posted by: საქმიანნი 7 May 2021, 17:14
QUOTE (POKERISBLUFF @ 7 May 2021, 13:22 )
QUOTE (საქმიანნი @ 7 May 2021, 00:26 )
ვერაფერ სერიოზულს გული ვერ დავუდე
ერთი პალაციოს საოცრებაზე ამიჩუყდასავით გული, მაგრამ ეგეც მსუბუქებში გადის..

რამე ჩამთრევი, ჩამყოლი მინდა, ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხო, თან რამე "დამიტოვოს"
გეგულებათ რამე ასეთი? რაც ამ ბოლო დროს წაიკითხეთ

ჯონ კრაკაუერის ველურ გარემოში, მგონი ასე ითარგმნება


into to the wild

წიგნს რომ წაიკითხავ ფილმიც არის და ისიამოვნებ
თან აუცილებლად დაგიტოვებს იმ "რაღაცას" რასაც ეძებ, ზუსტად ისეთია როგორსაც ახასიათებ რომ ეძებ war.gif

მადლობა love.gif
ფილმის ნახვაც მინდოდა ისე, ჯერ წიგნს ჩავიგდებ ხელში ))

Posted by: friendly- 8 May 2021, 11:52
მედლინ რუ:"ს ა გ ი ჟ ე თ ი"


.............

Posted by: nigo 10 May 2021, 18:00
გარკვეული მიზეზების გამო ორი წელია წიგნი არ წამიკითხავს.
აკას არ ვთვლი,ნებისმიერ მდგომარეობაში ვკითხულობ,ვიმეორებ.
მოკლედ,სრულიად შეძრული,აღტაცებული ,გაოგნებული ვარ ზაირა არსენიშვილის "ვაჰ სოფელო" * თი.
ან ადრე როგორ არ წამიკითხავს,ვერ აღვწერ რამ აღმაფრთოვანა განსაკუთრებით,ენამ,სიუჟეტის ქარგვამ,ატმოსფერომ ,არ ვიცი,მოკლედ უდიდესი სიამოვნება,იმდენად რომ,მეშინია მისი სხვა ნაწარმოების წაკითხვა.მეშინია,რომ ასეთი ვერ იქნება.

Posted by: Locus 10 May 2021, 18:39
ნილ გეიმანი "ოკეანე ქუჩის ბოლოს"
ნილ გეიმანი "ამერიკელი ღმერთები"

Posted by: nigo 10 May 2021, 20:43
ამ პოსტების შუალედში აკას"ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"შემომეკითხა,ერთი 10_15 წელია აღარ წამიკითხავს.ზაზას პერსონაჟმა რატომღაც ოთარ იოსელიანის " იყო შაშვი მგალობელის" მთავარი გმირი გამახსენა,თითქოს ერთი ერთშია,ასეთი განწყობა შემიქმნა

Posted by: narmonana 11 May 2021, 09:14
ძია კლენსის ტექნო ტრილერებს ჩავუჯექი
საკაიფო
user posted image
ძააააააააან მაგარი
user posted image
წავა რა
user posted image

Posted by: lovelock 19 May 2021, 18:22
user posted image


Posted by: zabzu 29 Jul 2021, 04:53
კახა ბენდუქიძე - სხვა არჩევანი არ გვაქვს

Posted by: POKERISBLUFF 29 Jul 2021, 17:47
როგორ მინდა წიგნების კითხვა მარა ჯონ კრაკაუერის პერსონაჟი რაც გავიცანი - კრის მაკენდლესი როგორი მარტივიც არ უნდა იყოს სხვებისთვის და რაღაც მხრივ მაზოხისტური
სხვა წიგნებს ვერ ვკითხულობ
ორჯერ ვცადე და ვერცერთხელ ვერ გავაგრძელე დასაწყისის მერე

არადა უკვე 24 წლის ვარ :/
ყველაფერი გეგმის მიხედვით რო წასულიყო ახლა სადმე ზღვის სანაპიროსთან სუფთა ჰაერის ფონზე სიამოვნებით უნდა მეკითხა წიგნები
და ფილმებისთვის მეყურებინა თავისუფალ დროს

E ე H :/

იკითხეთ დსმებო იკითხეთ თუ გაქვთ ის მდგომარეობა რო შეგიძლიათ კითხვა, საინტერესოდ გადის დრო ძალიან და რაღაც ღირებულებებსაც გმატებს თქვენდა უნებურად.

Posted by: fork 29 Jul 2021, 18:02
შაფაქი, სპარქსი, მოიესი...
რაღაც რამანწიკა ტალღაზე ვარ.

Posted by: Seek_er 29 Jul 2021, 18:09
აჯემოღლუს და რობინსონის " რა უშლის ხელს ქვეყნების განვითარებას". სხვათა შორის, ერთ-ერთი ფორუმელის რჩევით.
იყო რაღაც ლაფსუსები, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან, ძალიან საინტერესოა.
მხატვრული ლიტერატურა არაა ოღონდ. პოლიტიკურ-ისტორიული ნარკვევია ერთგვარი.

Posted by: miishooo91 6 Aug 2021, 00:04
ჯიდუ კრიშნამურტი-თავისუფლება ცნობილისგან.

Posted by: forumistvis 6 Aug 2021, 11:28
ანატოლ ფრანსის ანგელოზთა აჯანყების წაკითხვას ვაპირებ და ვერა და ვერ დავიწყე
არადა ვიცი ძაან მაგარ იიქნება

Posted by: foreign3r 6 Aug 2021, 20:28
ბოლოს წავიკითხე საბრალონის პირვწლი ტომი და ახლა მეორე დავიწყე bis.gif
პირველად წაკითხვის სიამოვნებას ვიღებ love.gif

Posted by: Heart_of_Darkness 10 Aug 2021, 17:43
იმდენი ხანი გავიდა, აღარ მახსოვს რა წავიკითხე ბოლოს. საერთოდ, არაპროფესიული ლიტრის კითხვას შევეშვი, რაც ძალიან ცუდია. ქართული სიტყვები და გრამატიკის წესები მავიწყდება. უნდა დავუბრუნდე მშობლიურ ენაზე კითხვას.
ბოლოს, მგონი ,,შანტარამი" დავიწყე, მაგრამ შუამდე არც მივსულვარ. მომწყინდა.
რამე ისეთი მინდა კითხვის მუღამი რომ დამიბრუნოს. საღამოს, ჩავალ, ბიბლუსში, იქნებ რამე საინტერესოს გადავაწყდე.

Posted by: galaqtikosi 10 Aug 2021, 19:45
Heart_of_Darkness
შანტარამის დაწყებას ვფიქრობ მეც და მოსაბეზრებელია? თან დიდი როა ვუფრთხი ჯერ :დ

Posted by: Heart_of_Darkness 11 Aug 2021, 17:02
galaqtikosi
ორიგინალში ვკითხულობდი და კარგი ენით არის დაწერილი, ადვილად იკითხება, ჩამთრევიც არის, პირველივე წაკითვიდან ისე მიმიზიდა შევყევი... სწრაფად იკითხება, წიგნის სქელტანიანობა არ შეგაწუხებს.
ალბათ დავუბრუნდები. მაგრამ ახლა, არ მაქვს ამ წიგნის განწყობა. ცოტა სხვა ამბავი მინდა user.gif

Posted by: Heart_of_Darkness 12 Aug 2021, 23:22
ოსტერის 4321-ს გადავაწყდი, რუსულად, სულ რაღაც 12ლარად, არ შემეძლო არ მეყიდა.
არადა ქართულად მაქვს,
არაუშავს, ქართულ ვერსიას ვინმეს ვაჩუქებ, ამას დავიტოვ, ამის ყდა უფრო მომწონს.

Posted by: galaqtikosi 13 Aug 2021, 22:12
Heart_of_Darkness
გასაგებია მადლობა.. ჰარის ვკითხულობ ჯერ და რომ დავამთავრებ დავიწყებ up.gif

Posted by: ImereTinski 22 Aug 2021, 11:08
QUOTE
ბოლოს წავიკითხე


user posted image

Seven Pillars of Wisdom: A Triumph

Posted by: Heart_of_Darkness 23 Aug 2021, 00:40
,,ნორვეგიულ ტყეს" ვკითხულობ და ღმერთმანი, რა კრეტინიზმია. დღეში, 10გვერდზე მეტის წაკითხვა მიჭირს.
არც ჩამთრევი სიუჟეტი, დიალოგები ხელოვნური, ისტორიები მოსაწყენი... სავარაუდოდ, მურაკამის ერთ-ერთი სუსტი ნაწარმოებია. უსუსტესი მინდოდა დამეწერა, მაგრამ ,,გაუჩინარებულ სპილოს" მაინც ვერ უჯოკრავს.
ჯობდა თინეიჯერობაში წამეკითხა, ასე ძალიანაც არ დამამათქნარებდა.

Posted by: Corvette 23 Aug 2021, 01:26
QUOTE (Heart_of_Darkness @ 23 Aug 2021, 00:40 )
,,ნორვეგიულ ტყეს" ვკითხულობ და ღმერთმანი, რა კრეტინიზმია. დღეში, 10გვერდზე მეტის წაკითხვა მიჭირს.
არც ჩამთრევი სიუჟეტი, დიალოგები ხელოვნური, ისტორიები მოსაწყენი... სავარაუდოდ, მურაკამის ერთ-ერთი სუსტი ნაწარმოებია. უსუსტესი  მინდოდა დამეწერა, მაგრამ ,,გაუჩინარებულ სპილოს" მაინც ვერ უჯოკრავს.
ჯობდა თინეიჯერობაში წამეკითხა, ასე ძალიანაც არ დამამათქნარებდა.

აუ მაგ წიგნზე მეც მაგარი ვიტანჯე biggrin.gif ძალით გავედი ბოლოში . მერე ფილმიც მივაყოლე და იმაზე საერთოდ მაკიმარებდა biggrin.gif რაღაც მონაკვეთი ჩამეძინა კიდეც . მოკლედ , ერთი სიტყვით მაგარი მოსაწყენი გამოდგა წიგნიც და ფილმი კიდევ უფრო . კლასიკურ იაპონურ დეპრესიული გარემო სიუჟეტია შექმნილი , ალბათ შესაბამის განწყობაზე უნდა იყო გული რომ დაუდო . დასაწყისი დამამახსოვრდა მაგ წიგნიდან , კარგად იწყებოდა givi.gif popcorn.gif

Posted by: Aleqto 24 Aug 2021, 00:44
ოსტენდელი მეოცნებე...
ღიმილის მომგვრელი კეთილი და მსუბუქი წიგნია...თან სევდიანიც...

ბოლო რამოდენიმე წელია ვეღარაფერს ვკითხულობ ბოლომდე და ამით მეგონა "ნავსი" გავტეხე...მაგრამ ნურას უკაცრავად...ისევ გავეშვი...

Posted by: Heart_of_Darkness 24 Aug 2021, 01:07
QUOTE (Corvette @ 23 Aug 2021, 01:26 )
აუ მაგ წიგნზე მეც მაგარი ვიტანჯე biggrin.gif  ძალით  გავედი ბოლოში .  მერე ფილმიც  მივაყოლე და იმაზე საერთოდ მაკიმარებდა biggrin.gif რაღაც მონაკვეთი ჩამეძინა  კიდეც . მოკლედ ,  ერთი სიტყვით მაგარი მოსაწყენი გამოდგა  წიგნიც და ფილმი კიდევ უფრო . კლასიკურ იაპონურ დეპრესიული გარემო სიუჟეტია  შექმნილი , ალბათ შესაბამის განწყობაზე უნდა იყო  გული რომ დაუდო .  დასაწყისი  დამამახსოვრდა მაგ წიგნიდან , კარგად იწყებოდა  givi.gif popcorn.gif

ჯერ ნახევარზე ვარ და შენი კომენტარის შემდეგ იმედი გადამეწურა, რომ გამოანათებს.
იმაზეც კი დავფიქრდი, რომ ფილმისთვის მეყურებინა და წიგნი მიმეგდო, მაგრამ შენი კომენტარის შემდეგ ფილმი კიდევ უფრო ნაკლებად მაინტერესებს biggrin.gif
დეპრესიული გარემო კი მომწონს ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან დუნეა, პერსონაჟების მოტივაცია და ქცევები ისეა აღწერილი, არ მჯერა მათი.
არცერთის ისტორია არ მიზიდავს user.gif
აღარ შემიძლია ამ წიგნის ყურება, თვენახევარია ვკითხულობ.

Posted by: Corvette 24 Aug 2021, 11:37
Heart_of_Darkness
QUOTE
აღარ შემიძლია ამ წიგნის ყურება

gigi.gif up.gif

QUOTE
თვენახევარია ვკითხულობ.

ცოტა ტემპს მოუმატე აბა . იქნებ ცოტათი უფრო დაუდო გული biggrin.gif ასე გამოდის რომ შენთვის მოსაწყენ რაღაცას უფრო მოსაწყენ ტემპში აკეტებ და პროცესი გეწელება კიდევ უფრო biggrin.gif

Posted by: Parabola 25 Aug 2021, 20:32
Heart_of_Darkness
კი, ,,ნორვეგიული ტყე" მართლა სუსტია, სრულიად უფერულია.

Posted by: popusha 30 Aug 2021, 03:13
სალი რუნის ,,ჩვეულებრივი ადამიანები"

Posted by: TikitaLomos 30 Aug 2021, 16:30
QUOTE
აღარ შემიძლია ამ წიგნის ყურება, თვენახევარია ვკითხულობ


სადღაც მესამე-მეოთხე კლასში მომაჩეჩეს ოჯახში ძალით უთავო მხედარი. ორი წელი ვკითხულობდი :დ
აი ეგრე ვარ ეხლა "ნორვეგიულ ტყეზე". ვაწვალებ მეორე თვეა. წიგნების მიგდება არ მიყვარს, თორემ გადავიდოდი რამე სხვაზე.

Posted by: Heart_of_Darkness 30 Aug 2021, 21:08
QUOTE (Corvette @ 24 Aug 2021, 11:37 )
ცოტა ტემპს მოუმატე აბა . იქნებ ცოტათი უფრო დაუდო გული biggrin.gif  ასე გამოდის რომ შენთვის მოსაწყენ რაღაცას უფრო მოსაწყენ ტემპში აკეტებ  და  პროცესი  გეწელება კიდევ უფრო biggrin.gif

დავასრულე როგორც იქნა bis.gif
დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად მოსაწყენი და უფერული წიგნია. ბესტსელერი როგორ გახდა, არ ვიცი.
ახლა დონა ტარტის ,,The Secret History"-იც უნდა დავასრულო, ამის კითხვა 4თვეა რაც გამიგრძელდა. 60%-ზე ვარ გაჭედილი. მურაკამის ჯობია, მაგრამ მაინც ვერ ჩამითრია ისე, რომ რამდენიმე დღეში წამეკითხა user.gif

Posted by: fork 1 Feb 2022, 01:20
იუ ნესბოს "თავებზე მონადირე".

გაასწორა!

Posted by: MasterJC 1 Feb 2022, 12:19
fork
ფილმიც ნახე, ძალიან კარგი ეკრანიზაციაა love.gif
ორივემ ძალიან გაასწორა

Posted by: nigo 8 Feb 2022, 19:52
თამთა მელაშვილი.

ძალიან მდარე.
ყურითმოთრეული ფემინისტური ხაზი,მოკლედ ეს თუ წლის საუკეთესო რომანია,ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
შარშანდელი ბესო სოლომონაშვილი ჯობია,თუმცა ისიც ძალიან სუსტია და საერთოდ მწერალი არც ერთია და არც მეორე.







Posted by: MAKIAVELI_ 8 Feb 2022, 20:45
QUOTE (nigo @ 8 Feb 2022, 19:52 )
თამთა მელაშვილი.

ძალიან მდარე.
ყურითმოთრეული ფემინისტური ხაზი,მოკლედ ეს თუ წლის საუკეთესო რომანია,ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
შარშანდელი ბესო სოლომონაშვილი ჯობია,თუმცა ისიც ძალიან სუსტია და საერთოდ მწერალი არც ერთია და არც მეორე.

თამთას თემაში დავწერე ეგ და ლამის ქილერები მომიგზავნეს )))

იგვე დავწერე გუდრიდერზე და ტიპმა სექსისტი ხარო givi.gif

ყოველ წელს ერთი და იგვე საშინელება ხდება საბაზე

facepalm.gif

Posted by: fork 8 Feb 2022, 21:41
MasterJC
იგივე სახელით?

წუხელ კინგის "კრისტინი" წავიკითხე.
ისედაც არ მევასებოდა მანქანები...
gigi.gif

Posted by: George_Best 10 Feb 2022, 20:59
QUOTE
თამთა მელაშვილი.

ძალიან მდარე.

მდარე კაი სიტყვაა

###ობაა,სხვა არაფერი შეესაბამისება,ეს სიტყვა ზუსტად აღწერს რაც არის

ძაან მეცოდება თამთა,ამხელა ზიზღით რო ცხოვრობს,როგორ მოასწრო ამდენი ზიზღის და ბოღმის დაგროვება


Posted by: Lord_Raptor 11 Feb 2022, 14:16
QUOTE
ყოველ წელს ერთი და იგვე საშინელება ხდება საბაზე

რაღა საბა, რაღა ნობელი და რაღა ნიჭიერი და კიდე ოსკარი. სერიოზულად ვინ აღიქვამს მაგათ.

Posted by: UFolk 11 Feb 2022, 20:02
user posted image
………………………….
თანამედროვე მწერლები და საერთოდ თანამედროვე, ყველანაირ პროპაგანდაზე ალერგია მაქვს.
პროპაგანდა ძველშიც არის და ყველაფერში.
უბრალოდ ძველი, არააქტუალურობის გამო, ნაკლებად მაღიზიანებს.
ესეც კია რასიზმზეა მაგ.
უბრალოდ აქ რაც არის, ეგ დიდი ხნის ვადაგასულია და არა დამახრჩობელი.

სხვა მხრივ up.gif up.gif

Posted by: Ezekia 12 Feb 2022, 22:34

"სიმღერა აქილევსზე" შეიძინა / წაიკითხა ვინმემ?

ვინც "კირკე" თარგმნა, იგივეს თარგმანია?




Posted by: Aleqto 19 Feb 2022, 01:21
QUOTE
თამთა მელაშვილი.

ვაჰ..მე კიდევ საბას ხათრით ვიყიდე ...ჯერ დედაჩემი კითხულობს და ისიც ვერაა აღფრთოვანებული...
რომ მორჩება, კი გადავხედავ მაინც, მარა გული ამიცრუვდა წინასწარ...

Posted by: George_Best 3 Mar 2022, 03:42
ბაბლუანის წიგნი
კინოა რა,გალივუძსკი კინო,დავიწყე და ერთ ღამეში მოვრჩი,მაგრა ჩამითრია,ამბებით მაკაიფა და იტოგში გაასწორა
კინოშნიკია და იცის როგორ გაჭამოს რა და როგორ წაგიყვანოს კაიფში

სერიოზულ ლიტერატურას თუ არ მოთხოვ და მსოფლიო დონის ამბებს და ეგრე წაიკითხავ ძაან ასწორებს

Posted by: UFolk 14 Mar 2022, 14:05
user posted image
Bუნჩ ოფ ვეირდ სთორიზ

Posted by: T-mademoiselle 28 Mar 2022, 12:26
მერვე სიცოცხლე დავიწყე და დროის არ ქონის გამო ვჩერდები ხშირად sad.gif
ვერ ჩავუჯექი გემრიელად

Posted by: Krusty_the_Clown 30 Mar 2022, 13:46
user posted image

user posted image


user posted image

სამივე საბას აპით up.gif

Posted by: lepori 3 Jun 2022, 17:04
ბოლოს წავიკითხე ადამაშვილის ბესტსელერი
თავიდან გავხალისდი, მერე მომბეზრდა, ბოლოს ყელში ამომივიდა
რსრ რომ ითამაშო ისეთ პაკეტზე სადაც უმრავლესობა სვეჩკებია - ეგეთი წიგნია

მანამდ გორგილაძის მოთხორბები წავიკითხე (ღმერთი სამსახურშია)
იმის ფონზე კიდე არაუშავდა >> 3/5 ამას და 2/5 იმას


Posted by: George_Best 4 Jun 2022, 01:55
ფრენი და ზუი

არასდროს,არც ერთ წიგნს არ გავუბედნიერებივარ,ისე როგორც ამას

ზუის და ფრენის ლაპარაკი,საფინალო არის ბიბლია და მაგაზე მაგარიც კი,რწმენის ამბავში

მეოთხეჯერ წავიკითხე არადა,უბრალოდ ახლა შემზარა,გადამატრიალა,გადამდგა და როგორ ვიცხოვრო ეგ მიმახვედრა

სქელუა დეიდას მადლმა

Posted by: Malotru 5 Jun 2022, 05:51
ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე ?

მომნატრებია დიკის შემოქმედება. მომენტებში რომ ვიჭერ, დიკი და იმ ეპოქის ფანტასტები, ისეთ საკითხებზე მსჯელობდნენ, საუბრობდნენ... აი, თანამედროვეობაში რომ არის ძალზედ გამოსადექი, თუკი "თეზისების სახით" დავინიხავთ.

მოკლედ, მაგრები იყვნენ რა. თან სასიამოვნოდ იკითხება, თან დამაფიქრებელია, თან მოგწონს.

Posted by: nigo 5 Jun 2022, 06:53
ზაირა არსენიშვილის ბოლო რომანი.

ვაჰ,სოფელოს არაფერი შეედრება,მაგრამ ძალიან დიდი და დაუფასებელი მწერალია.


თამთა მელაშვილის წიგნით აღფრთოვანება გემოვნების დეგრადაციაა.

აკას მოთხრობები გადავიკითხე.

გიჟია ეს ბიჭი და მეც მაგიჟებს.რა სევდიანია ვარიაცია ლუარსაბ თათქარიძეზე.




* * *
T-mademoiselle

დიდ არაფერს კარგავ მხატვრული ,თვალსაზრისით.George_Best


George_Best

ბაბლუანზე,ჩემი პოსტი მეგონა smile.gif

Posted by: Malotru 5 Jun 2022, 18:17
აზიმოვის მე, რობოტი...

პროფესიული ლიტერატურის დამუშავების შემდეგ, რეფერატებისა და სტატიის დამუშავების შემდეგ, თეზისების ჩამოყალიბების შემდეგ - თავისუფალი უიქენდი რომ გაქვს... ასეთი იდეალური, დამამშვიდებელი ლიტერატურა უნდა იყოს ადამიანის თანამგზავრი.

ჯერ ხო დილით დიკის ანდროიდები გადავიკითხე ღიმილ-ღიმილითა და სიამოვნებით, ახლა კიდევ აზიმოვის რობოტექნიკა, სამი კანონი... გასაოცარი მწერალი იყო უდავოდ.
აი, ისეთი კითხვის პროცესში თან იმაზე რომ ფიქრობს, თუ ლოგიკური ამოცანა როგორ უნდა ამოიხსნას, და თან უბრალოდ ერთობი და სიამოვნებას იღებ.

გადაღლილობის წამლად დავნიშნვდი ამ წიგნებს up.gif
საღამომდე დრო მაქვს და ვარჩევ, რომელი წიგნით დავასრულო უიქენდი.

ლემი მიცქერს თაროდან, მაგრამ, მთელი რელაქსაცია იქნება წყალში გადაყრილი წამიერ, ლემს რომ გავეკარო biggrin.gif

Posted by: Makulatura 7 Jun 2022, 16:29
UFolk
მთელი ცხოვრება სიკვდილს ეძებდა და მიაგნო კიდეც.
მსგავსი მიზანსწრაფულობა იშვიათია up.gif

"კბილებიანი ბორბლები" სინჯე.

Posted by: fermina 7 Jun 2022, 23:24
MAKIAVELI_
QUOTE (marimari11)
ნუტ ჰამსუნის მისტერიები


QUOTE
ერთ-ერთი უჯიგრესი და საოცარი წიგნია რაც კი ოდესმე წამიკითხავს. მარტო მთავარი გმირის საუბრის სტილი არის გასაოცარი. პოეზია ფაქტობრივად. იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ რამხელა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ნაწარმოებია


+++

Posted by: George_Best 8 Jun 2022, 03:51
QUOTE
აკას მოთხრობები გადავიკითხე.

აი ამ ბოლო გვერდს თუ გადავხედავთ,აკა როგორც იტყოდა წახდა გემოვნებაო

ხალხი როგორ დავბერდით,ერთადერთი მართლა სულისშემძვრელი რაღაც ფერმინას წაუკითხავს მისტერიები,ნუ მეც ფრენი და ზუი,დანარჩენი რაღაც მასხარაობებია,და უბედურება ისაა რო მეც უმეტესი ეს მასახრაობები წამიკითხავს თუ არა ვიცი
არც ახალი წიგნები გამოდის,არც რამე ხდება
ეს განყიც ხო მკვდარია

კინო ბევრად მაგარი რო გვაქვს მწერლობაზე ეგ ხო ორჯერ ორია თანამედროვეობის და რავი,რაღაც ახლებსაც არავინ კითხულობს,ან არავინ თარგმნის,სადღაც დუშეთში ვიყავი და ბავშვი შემხვდა ასე 18 წლის,კაფკა პლაჟზეკითხულობდა,დაჟე ეგ გამისწორდა

ლიტერატურაში მაგრა ჩავიჯვით რა

ვკითხულობთ იმიტო რო გავერთოთ

ან უბრალოდ იმიტო რო აღარაფერი გვაქვს და უბრალოდ ერთი და იგივეს ვიმეორებთ ან რავი

nigo
QUOTE
თამთა მელაშვილის წიგნით აღფრთოვანება გემოვნების დეგრადაციაა.

აი თამთა მელაშვილით აღფრთოვანება არის ის,რო ახალი არაფერი გამოდის,ახალლი არაფერი იქმნება,ახალი არაფერი ითარგმნება
და ის რო კედის ხეების სუნი ქონდა,ან მაკონდოში წვიმს მობეზრდა ხალხს
და ეძებს ვიღაც მაყვალას სექს თავგადასავლებს
ნუ კედი რო მოგებზრდება და მაყვალა მოგწონს რა სამყაროა გასაგებია,მარა ლოგიკაში ჯდება,იმიტო რო კედი რთულია,მაყვალა მარტივი და მოდაშიია
კედი ეჰ :დ
* * *
უი,ბოდიში უფოლკის აკუტაგავა გამომრჩა

უჰუჰუჰუუუ

ასწორებბს,თან როგორი ძველი წიგნია

14 პოსტში,სამი კაი წიგნიც საქმეა მამენტ biggrin.gif

Posted by: Malotru 8 Jun 2022, 09:52
George_Best
ბესტიკ, ოცელოტას ნუ დაემსგავსები თუ ძმა ხარ biggrin.gif

Posted by: ალექსანდრა91 9 Jun 2022, 12:55
ბოლოს შტილერი წავიკითხე.
რას იტყოდა აკა ჩემზე? :დ

პ.ს. აკას ვკითხულობ. მწერლებსა და წიგნებზე

Posted by: George_Best 10 Jun 2022, 05:00
QUOTE
ბესტიკ, ოცელოტას ნუ დაემსგავსები თუ ძმა ხარ

არაფერი საინტერესო აღარ ითარგმენაბა

შესაბამისად ძველები ყველას წაგვიკითხავს და რავი ეგრეა,მე რობოტი კაია,მარა დიდი არაა

აი შტილერი დიდი წიგნია

მე ფრენი და ზუი მირჩევნია,უდიადესია

Posted by: sunny-day-today 11 Jun 2022, 20:18
ფოლკნერის ხმაური და მძვინვარების წაკითხვას ვაპირებ

Posted by: Malotru 12 Jun 2022, 00:50
George_Best
ჩემო ძმაო, ბესტიკ, წიგნი რომ საჭმელი არ ჰგონიათ, მაგაზე მადლობა უნდა ვთქვათ.
მე აზიმოვი მომწონს, შენ სელინჯერი, ალექსას ფრიში, მერე ?
დავატოლოთ ?
თუ დავიკიდო აზიმოვი რომ გადავიკითხე და ღმერთისგან დავიწყებული ნაწარმოებები გავიხსენო, რომ გაოცდეს ხალხი ?

შენგან არის არასწორი მსგავსი მიდგომა, თორე, სხვისგან არ გამიკვირდება.

Posted by: sunny-day-today 12 Jun 2022, 00:59
George_Best
QUOTE
შესაბამისად ძველები ყველას წაგვიკითხავს

რაღაც ოპტიმისტური განაცხადად მეჩვენება ეს წინადადება smile.gif

Posted by: Lord_Raptor 12 Jun 2022, 21:23
ვობშჩე რა თემაა ეს ვინ ვის ჯობია.
ულისე ჯობია ყველას თუ ომი და მშვიდობა?
სტალონე მოერევა თუ შვარცნეგერი?
კინოშია ეს ფატალიზმი ფართოდ მოდებული, რამეთუ კინოს უფრო მეტად მოიხმარს საზოგადოება ვიდრე წიგნებს. მარტო ჰოლივუდის მეინსტრიმ პროპაგანდას რომ უყურებ მოგეჩვენება თითქოს კინო მოკვდა.
სულაკაური და პალიტრა რასაც ბეჭდავს მხოლოდ იმით ვიცნობთ თანამედროვე ქართულ მწერლობას, მაგ მოჯადოებულ წრეს რა გაარღვევს. გარკვეული წრის წევრი თუ არ ხარ, შენ ნაწერს არც კი გახსნიან, არათუ წაიკითხავენ. ავიღოთ რედაქტირება, დიდი და გამოჩენილი მწერლები ხშირად რედაქტორს გადაურჩენია და მიყრუებულ სოფელში ვიღაც ახალგაზრდა გლეხმა რომანი შეაკოწიწა , იმის რედაქტირებას ვინ დაიწყებს?
დავრჩით აკას იმედად. მორჩა კინო. და ნუღა იჩხუბებთ.

Posted by: Malotru 13 Jun 2022, 06:03
გომბრიხის ხელოვნების ამბავს ვკითხულობდი ეს დღეები.
დიდად არასდროს ვენდობი გარეკლამებულ და აჰაიპებულ წიგნებს, თუმცა, ეს იშვიათი გამონაკლისია.
ნამდვილად ადამიანური, საინტერესო ენით არის საუბარი ხელოვნების განვითარება, ჩამოყალიბება, მომავალზე.

პ.ს. პალიტრა ლ-ისგან გასაოცარია, მაგრამ წიგნი კარგია. მაგარი ყდა აჯობებდა, მაგრამ მაინც.

Posted by: JSB14BSJ 18 Jun 2022, 01:11
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა - ზედიზედ 2-ჯერ

(ერთხელ წაკითხვით ყველაფერი გავიგეო, თვალებში თუ შემოგხედავთ ვინმე და გამოგიცხადებთ, ა პრიორი იცოდეთ, რო ნამუსგარეცხილ და სინდისჩარეცხილ და ყველაფრისძარღვგაწყეტილ ტყუილს გეუბნებათ).

Posted by: Malotru 17 Jul 2022, 01:11
ლი ჩაილდის ღამის სკოლა.

გზაში სიამოვნებით გავიყვანე დრო biggrin.gif up.gif

Posted by: MasterJC 27 Jul 2022, 22:08
2 თვეა ვკითხულობ ალეკო შუღლაძის გადამალვას

მართლა კაი წიგნია
მარა ტუალეტში ერთ შესვლაზე წასაკითხი ზომაა და მეც არ ვიცი რატომ მოვუნდი ამდენი ხანი და რატომ გამეწელა

Posted by: gigaia55 28 Jul 2022, 14:47
Malotru
QUOTE
პ.ს. პალიტრა ლ-ისგან გასაოცარია, მაგრამ წიგნი კარგია. მაგარი ყდა აჯობებდა, მაგრამ მაინც.

ეგ წიგნი ზუსტად მასეთი თავდაპირველად "ლოგოს პრესმა" გამოსცა მერე გამოსცა პალიტრამ მცოლოდ გამომცემლობა შეიცვალა

Posted by: Crøs 6 Aug 2022, 04:16
MasterJC
არადა ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე ისეთი ენითაა დაწერილი.


გუშინ ვლადიმერ ვოინოვიჩის "მოსკოვი 2042" დავამთავრე. 80იან წლებში დაწერილი ნაწარმოების დღევანდელობის ასეთი წინასწარმეტყველება მგონი არსად წამიკითხავს.
მოკლედ ორუელისეული მსგავსების და მიუხედავად, მასთ რიდ წიგნია.

Posted by: Magicman 6 Aug 2022, 10:18
კითხვის სურვილი აღარ მაქვს ბოლო 1-2 წელია და რა ვქნა sad.gif
ბავშვობიდან ვკითხულობდი ხოლმე და არ ვიცი რა დამემართა

მომინდება ძაან, ვიწყებ და მერე შუა გზაში მივატოვებ

Posted by: kiyoshika 13 Aug 2022, 11:59
user posted image
ველბეკი, გრანელი და გორდერი ამ კვირაში. მომავალ კვირას უფრო ბედნიერ მწერლებს ავირჩევ.

Posted by: namtvralevi 15 Aug 2022, 16:36
აღარ მახსოვს ამის დედა ვატირე

ბეგბედერს გადავხედე, ჰო

Posted by: sunny-day-today 15 Aug 2022, 16:41
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან - ამას ვკითხულობ კაი ხანია.

Posted by: kriketi-1985 20 Aug 2022, 13:21
user posted image
user posted image

Posted by: Aleksandre166 20 Aug 2022, 15:49
რაფაელო ჯიოვანოლის ,,სპარტაკი" მაჩუქეს და ახლახან დავიწყე მისი კითხვა. როგორც ჩანს,
შესანიშნავი ისტორიული რომანია.

Posted by: LOLZ 21 Aug 2022, 21:58
kriketi-1985
პდფ ვერსია არ არსებობს?

Posted by: kriketi-1985 21 Aug 2022, 23:06
LOLZ
არა მგონია
-------------------

Posted by: LOLZ 21 Aug 2022, 23:29
kriketi-1985
ინგლისურადაც ვერ ვიპოვე sad.gif

Posted by: andanda 21 Aug 2022, 23:56
ჰო ისე რუსებზე დამკვიდრებულ აზრს არ ვიზიარებ რაა

Posted by: kriketi-1985 22 Aug 2022, 09:29
LOLZ
ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, ტოვსტონოგოვზე აქვთ.

Posted by: LOLZ 22 Aug 2022, 16:04
kriketi-1985
მადლობა smile.gif მილიონი წელია ბიბლიოთეკიდან წიგნი არ გამომიტანია baby.gif
საჯარო ბიბლიოთეკაშიც ყოფილა.

Posted by: POKERISBLUFF 30 Aug 2022, 14:26
მარტოობის ასი წელი, კაი ხანი ვინახავდი წასაკითხთა სიაში. ბოლო ორ წელიწადში როცა ფილმებს და სერიალებს ვეღარ ვუყურებდი, ცხოვრებაში რაც ჯამში არ მქონდა იმაზე მეტი წავიკითხე. კიდევ დარჩა რამოდენიმე უბრალოდ წიგნებს მინდა მივეჩვიო ელ ვერსიების მერე და არ ყოფილა მარტივი. ალბათ შესაბამისი გარემო სჭირდება, სადმე ბუნებაში კარგი იქნება წესით

Posted by: fork 15 Sep 2022, 18:55
მებრძოლთა კლუბი წავიკითხე ბოლოს და ვიტყოდი-შესანიშნავადაა ძირეულად ფილმში ყველაფერი.
შესაბამისად ეს წიგნიც შეემატა იმ იშვიათი წიგნების სიას, სადაც ეკრანიზაცია არაფრით ჩამოუვარდება ლიტერატურულ ნაწარმოებს.

აქვე-გმირთა ვარამის პირველი სამი ნაწილი-მართალია ადრეულ ახალგაზრდობაში მქონდა წაკითხული, მაგრამ იმ გარემოების გამო რომ ზოგი ნაწილი მქონდა და ზოგიც გვიან ვნახე, წაკითხული მქონდა წინ და უკან, ნახტომებით დროში და სივრცეში.
პალიტრის მიერ გამოცემული ორტომეულის პირველ ტომს ბოლო მოვუღე და ვიტყოდი-ქართული მწერლობის იშვიათი მარგალიტია.
სხვათა შორის ბევრი არქაული გამოთქმა თუ სიტყვა იმდენად შევითვისე, რეალურ საუბარში ვიყენებ და ხალხი პირდაფჩენილი მაჩერდება, მნიშვნელობის არმცოდნე.

Posted by: veliki 15 Sep 2022, 22:59
ბოლოს რასაც ვკითხულობ ყველაფერს ჟუტკი სევდა მოაქვს და გააჯვან

Posted by: fork 16 Sep 2022, 17:29
veliki
ლინდგრენი წაიკითხე!
ჩემი ტკბილი ბავშვობაა და ახლაც ვკითხულობ შიგადაშიგ.

Posted by: JSB14BSJ 17 Sep 2022, 21:45
ტარლეს ნაპოლეონი და ზემოდან ტალირანიც.

Posted by: kriketi-1985 25 Nov 2022, 10:40
user posted image
user posted image
<3

Posted by: ripsta 25 Nov 2022, 13:09
სტივენ კინგის wind through the key hole დარქ თაუერის ციკლიდან
გული დამიდნა კა ტეტი ისევ ერთად რომ ვნახე love.gif

2023 ში გადავიკითხავ ალბათ მთელ საგას

Posted by: kriketi-1985 7 Jan 2023, 19:14
user posted image
<3
-------

Posted by: Realism4Life 8 Jan 2023, 11:17
ეხლა ვკითხულობ

user posted image

Posted by: ripsta 9 Jan 2023, 16:28
user posted image
ჰაიპირიონის დილოგიას ვერ შეედრება, მაგრამ მაინც შესანიშნავი რამეა

ბოლო ნაწილს ვიტოვებ ჯერ

Posted by: nigo 12 Jan 2023, 20:15
სანტა- ესპერანსას ვაუჩერი მაჩუქეს.ნეტავ ადრე ეჩუქებინათ,ქვეყნის წიგნები ვიყიდე საახალწლოდ.

რას მირჩევთ,ძალიან მძიმე და ტვინის ჭყლეტვის თავი არ მაქვს.

უფრო ბიოგრაფიული ან რამე მსუბუქი მინდა .

ფანტასტიკა არ მინდა,ისტორიული მიყვარს.

ქართველები, ღირებული ,თითქმის ყველა წავიკითხე.

იქნებ რამე მირჩიოთ. smile.gif

Posted by: mepar 12 Jan 2023, 21:17
აგერ ხუთი წუთი დაუთმეთ, თუ მოგეწონათ გავაგრძელებ
https://www.facebook.com/VeritasForYou/posts/608294474636356

Posted by: nigo 13 Jan 2023, 08:04

mepar
დიდი მადლობა .აქედან ბევრი წაკითხული მაქვს,სხვებს ავარჩევ.

Posted by: NNina 23 Jan 2023, 00:54
გურჯიევის ერთ-ერთი და საბრძოლო ხელოვნების შესახებ,თეორიული და ძალიან საინტერესო მასალით გაჯერებული წიგნი,რომლის სახლეს არ დავასახელებ..
რამე საინტერესოს ვეძებ..


Posted by: ripsta 23 Jan 2023, 12:35
user posted image
საშინლად მაგარი რამეა
ერთი სული მაქვს დედჰაუს გეითი როდის ჩამომივა

მაინც და მაინც მაგის რეისს აგვიანდება :@ :@ :@

Posted by: ახალგაზრდა 23 Jan 2023, 13:54
მთელი სულით, გულით და არსებით მიყვარს ეს სერია <33
user posted image

არ ვიცი რა მომივა ბოლო ტომსაც რომ დავამთავრებ...

Posted by: Aleksandre166 4 Apr 2023, 16:52
ლევ ტოლსტოის „კავკასიის ტყვე” გუშინ.

Posted by: TsereteliVlogs 15 Apr 2023, 06:28


ბოლოს წაკითხული წიგნები

Posted by: snizi 26 Apr 2023, 11:21
ბოლოს ვეღარაფერს ვკითხულობ.
ვყიდულობ უაზროდ ბევრ წიგნს იმის განცდით რო უეჭველი წავიკითხავ. რაც რამე იყო სამეცნიერო თუ ფილოსოფიურ/ფსიქოლოგიური ხასიათის წიგნები ძირითადად ყველა გამოვზიდე. საგანი, დარვინი, ფროიდი, ფრომი, ნიცშე, ლევ შესტოვი, სპინოზა, ბერტან რასელი, კარლ იასპერსი და რავი კიდევ ბევრი რამე.
მერე დავაწყობ და ტყუილად მტვერი ედები.

ნუ მაინც სულ ბოლოს წავიკითხე ეს:

user posted image


Posted by: Aleksandre166 27 Apr 2023, 22:14
მიხაკო წერეთლის „ერი და კაცობრიობა“

Posted by: LOLZ 27 Apr 2023, 23:06
ბოლოს წავიკითხე "თხა და გიგო" yes.gif

Posted by: TsereteliVlogs 9 May 2023, 11:49
.....................................

Posted by: nigo 12 May 2023, 07:50
ბიძინა მაყაშვილის წიგნი წავიკითხე."ბლუზი პლიაჟზე".
ჩემთვის სასიამოვნო გასახსენებელი იყო.იმ თაობის ვარ,ბაჩი ქიტიაშვილის და ვალერა კაჩაროვის
კონცერტებზე ჩუმად რომ დავდიოდით.ერთხელ იყო გორკის კლუბში შედარებით თავისუფლად.ხელში მაინც წიგნები დავიჭირეთ,თუ რამე,ვითომ სამეცადინოდ ვიყავით ბაღში.
ძალიან გამიკვირდა ,წერ ქართულ როკზე,მის სათავეებზე,შემდეგ იმ დროისთვის წარმოუდგენელ ფესტივალებზე და ერთხელ არ ახსენო გაიოზ კანდელაკის დამსახურება და ქაჯი ზაზა შენგელია გამოიყვანო პირველ პოპულარიზატორად ,უბრალოდ უსინდისობაა.
გული დამწყდა.

Posted by: JSB14BSJ 14 May 2023, 13:15
და საფლავის შემგინებელი ჩემ გარდა არ უნდა, თუ არ დაამთავრა.

Posted by: kriketi-1985 1 Jun 2023, 23:00
user posted image
user posted image

Posted by: ripsta 5 Jun 2023, 13:17
user posted image

Posted by: J.R.R.Tolkien 5 Jun 2023, 19:00
ახლა ვზივარ დიდ მინდორში და მიწების აღწერას ვატარებთ მე და ჩემი თანამშრომელი.
მოკლედ, ვმუშაობთ და გამომდინარე იქედან რომ ძალიან მოსაწყენი სამუშაო პროცესში ვარ, ცოტას გავხალისდები-მეთქი და ამ თემის საწყის გვერდებს შევავლე თვალი.
გახალისების ნაცვლად პირიქით მოხდა და "დავიგრუზე".


რამდენი კარგი იუზერი იყო ადრე და დღეს მხოლოდ რამოდენიმე იუზერი შემორჩა ამ განყოფილებას.
მე მგონი, ძველებიდან მარტო ის იუზერია იუვეს ფანი რომ არის და რაც მახსოვს ერთი და იგვე ავატარი აქვს biggrin.gif

სად გაქრა ეს ხალხი
ეჰ...

მშენებლობა და რემონტში უფრო მეტი იუზერი შედის, ვიდრე აქ
mo.gif

რამდენი კარგი თემაა მიტოვებული, არადა ერთ დროს, ამ განყოფილების წყალობით კითხვის მუზაც დამიბრუნდა.

Posted by: gonebadaxshuli 5 Jun 2023, 19:26
თანამედროოვეე სტოიკოოსსები, ჭკუააში ჩავარდნნილი ხალხები <3
პირვეელ რიგში პილიუჩი, ადვილი შესვლა, მერე ირვინი, მერე რობერტსონი და ბოლოს ჰოლიდეი გამააერთიანნნბლად
ვისაც სენნეკა, ეპიქთეტე თუ ავრელიუსი მოგწოონთ ისიამოვნებთ :დ
* * *
ა თუ პროზაა, მაშვინ გიორგი ლეონიძის მოთხროობეებები სოფელიიი <3 biggrin.gif და ახლა იგივე თემატიკის ო. ჩხეიძეზე ვარ, ცოოტას მაფერხებს ეს სტილი :დ მაგრამ გონებას არგებს სპეციფიური სინტაქსი ჰეჰ
პარალელურად თარაი ვესოს, მინიმუმ ორი რომანიც წასაკითხი მექნება ამ გრანდის ეჰ

Posted by: Aleksandre166 6 Jun 2023, 23:30
user posted image
დღეს დავასრულე კითხვა up.gif

Posted by: lupin 6 Jun 2023, 23:44
QUOTE
ბოლოს წავიკითხე, ტომი VII


ჰარარი „ჰომო დეუსი"

Posted by: ripsta 12 Jun 2023, 12:48
user posted image

Posted by: kriketi-1985 3 Jul 2023, 21:15
user posted image
ეს რა იყოო <3
სერიალიც გაფაუღიათ, უნდა ვუყურო, კაი ჩანს ეგეც.

Posted by: Realism4Life 3 Jul 2023, 22:16
"ალქიმიკოსი" დავიწყე კოელიოსი და 1 თვეა აღარ გადამიშლია. biggrin.gif
ძაან რაღაცნაირი წიგნია.

Posted by: ripsta 4 Jul 2023, 13:18
user posted image
user posted image
popcorn.gif

Posted by: Corvette 26 Jul 2023, 18:31
https://www.facebook.com/watch/?v=266706474857815



ძაან კარგია .

Posted by: ubralodniki 26 Jul 2023, 18:45
ეგნატე ნინოშვილის "ქრისტინე"

რამდენი კარგი ქართველი მწერალია მივიწყებული

Posted by: chupi 27 Jul 2023, 23:39
JSB14BSJ
QUOTE
და საფლავის შემგინებელი ჩემ გარდა არ უნდა, თუ არ დაამთავრა.

რიგში ჩადგომა მოგიწევს. რამდენ მილიონს დატოვებს "ნიხვატკაში" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 28 Jul 2023, 10:00
chupi

კაიფობს ცხოვრებით ეგ ჩემისა.

3 თვეში ერთხელ ნიუსს გამოაგდებს ბლოგზე ან ინტერვიუში და ეგრე გვეღადავება ეგ დედამოხნული.

Posted by: ripsta 28 Jul 2023, 14:44
user posted image
user posted image
user posted image
popcorn.gif

Posted by: chupi 28 Jul 2023, 23:19
JSB14BSJ
ყველაზე მეტად მაგაზე ნერვიულობს ხალხი, არაფერი მოუვიდეს და არ მოკვდესო.

Posted by: სატანისტი_გოგია 2 Aug 2023, 00:35
user posted image
user.gif

Posted by: სატანისტი_გოგია 3 Aug 2023, 03:57
user posted image
ბოლოს ყველაფერი დაავიწყდა
სპოილერი არ არის, წიგნი მაგაზეა... user.gif

Posted by: T-mademoiselle 3 Aug 2023, 07:54
წავიკითხე არა, პროცესში ვარuser posted image
გორა

Posted by: ripsta 3 Aug 2023, 13:21
user posted image
შესანიშნავი ტრილოგია იყო
ვორლდბილდინგში მაგრად ჩამორჩება დიდ ბიჭებს, მითუმეტეს მალაზანი თუ გაქვს იქამდე წაკითხული, მაგრამ პერსონაჟები და მაგათი ურთიერთობები უნაკლოდაა გაკეთებული

ცოტახანში გავაგრძელებ სთენდელოუნებით და მერე ახალ ტრილოგიასაც ჩავუჯდები


Posted by: chupi 4 Aug 2023, 22:29
T-mademoiselle
QUOTE
გორა

კარგია?

Posted by: sunny-day-today 4 Aug 2023, 22:30
chupi
QUOTE
გორა

კარგია?

კი მე წაკითხული მაქვს და კარგია.

Posted by: სატანისტი_გოგია 6 Aug 2023, 16:48
user posted image

3.5/5

ესე პატარა რომანში ნარატივი დაშალო ბოლოს შეკრა , არ გამოდის... მით უფრო თუ მანამდე წვრილმან ამბებსა და პერსონაჟებზე იხარჯები მაქსიმალურად.

Posted by: მშპს_მივხედოთ 10 Aug 2023, 15:04
რა წავიკითხო მეთქი და სახლში სამი ცალი ჯივზი ვიპოვე,ადრე მიყიდია ეტყობა აღარც მახსოვდა
აუ რა ვიკაიფე სამივეთი,ჯივზი რო ყვება ეგ მოთხრობა ვაბშე პიზდეცია
მაგრა ასწორებს,რატო შეწყვიტა დიოგენემ ეგ სერია :დ რუსულად მეზარება ბენტრა გლოსოპი და ეგენი შეჩვეული ვარ და სანამ იმ თარგმანზე გადავეწყობი ;დ

Posted by: სატანისტი_გოგია 22 Aug 2023, 04:09
user posted image

კარგი იყო. თან მით უფრო ანტიქრისტას ფონზე გაცილებით უკეთ გამოჩნდა. თავიდან ისე იწყება რომ გგონია მწერალი გამეორებით დაგღლის მაგრამ
მერე უკვე მოდის ცოტა უცნაური მაგრამ ექშენ ინტერვიუ.

4.33/5

Posted by: sunny-day-today 22 Aug 2023, 06:22
გრიგოლ აბაშიძის ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლებას ვკითხულობ

Posted by: Diversity 22 Aug 2023, 20:15
მოგესალმებით ყველას

ბოდიშს ვიხდი, ვიცი არასწორად ვპოსტავ, მაგრამ ჯერ ერთი რომ არ ვიცი სად დავპოსტო და მეორეც, დახმარების განყოფილებას რომ გადავხედე საღათას ძილია იქ გამეფებული.

მოკლედ რაზე გაწუხებთ

1980 იან წლებში (პატარა ვიყავი მაშინ) მქონდა საბავშვო მოთხრობების წიგნი ქართულ ენაზე.

არ მახსოვს არც სათაური, არც ავტორი

თუ სწორად მახსოვს, ამ წიგნში პატარა მოთხრობები იყო გაერთიანებული (დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ მგონი ასე იყო)

ერთადერთი რაც მახსოვს არის ის, რომ ამ წიგნის ერთ ერთი მოთხრობის პერსონაჟს ერქვა თეონა.

ერთ მოთხრობაში იყო ასეთი ეპიზოდი, რომ ღამით, ქალაქის თოვლიან ქუჩებში დადიოდა მამაკაცი და ანთებდა ქუჩის ლამპიონებს

თუ ვინმეს შეუძლია მიხვდეს რა წიგნია, იქნებ მომწეროთ სახელწოდება ან ავტორი

ამით თქვენ მე ბავშვობაში დამაბრუნებთ.

მადლობა წინასწარ .

Posted by: სატანისტი_გოგია 25 Aug 2023, 15:25
user posted image
ერთი პლიუსი - მოკლეა.

სხვა მხრივ დიდი ვერაფერი. მიედ-მოედება ავტორი. თითქოს ცდილობს რაღაც ჩამოაყალიბოს მაგრამ საბოლოო ჯამში ეგეც იკარგება ამდენ სენტიმენტალიზმში. მთლიან ვეფხისტყაოსანში ნაკლები ცრემლებია ვიდრე აქ.
დასასრულიც ასეთივე უაზროა მაგრამ საბოლოოდ აღარც გაინტერესებს.

2.5/5

Posted by: Greta 26 Aug 2023, 21:16
Diversity

QUOTE
ერთადერთი რაც მახსოვს არის ის, რომ ამ წიგნის ერთ ერთი მოთხრობის პერსონაჟს ერქვა თეონა.


გუგული ტოგონიძის "თეონა" ..?

Posted by: Diversity 27 Aug 2023, 05:14
Greta

კი ეგ ყოფილა.

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: Ryoh 30 Aug 2023, 10:12
დიდი ხნის წინ წავიკითხე წიგნი sci-fi ზე, არც სახელი არ მახსოვს, არც ავტორი.

წიგნი არის უცხოპლნეტელების შემოსევაზე, ადამიანის აზროვნების კონტროლზე, საიდუმლო აგენტებზე, კაცი და ქალი აგენტი არიან მთავარი გმირები, ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში.

თუ ვინმე მიხვდით წინგნის სახელი მომწერეთ.

Posted by: T-mademoiselle 30 Aug 2023, 11:57
QUOTE
წიგნი არის უცხოპლნეტელების შემოსევაზე, ადამიანის აზროვნების კონტროლზე, საიდუმლო აგენტებზე, კაცი და ქალი აგენტი არიან მთავარი გმირები, ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში.

X-files? spy.gif

Posted by: Ryoh 30 Aug 2023, 12:19
QUOTE (T-mademoiselle @ 30 Aug 2023, 11:57 )
X-files? spy.gif

no.gif


დასაწყისი აქვს ასეთი, უცხო ობიექტი ეცემა დედამიწაზე, მის შესამოწმებლად პოლიციასთან ერთად სპეც სამსახურიც მიდის, უცხო პლანეტელი ახდენს მისულების სხეულის კონტროლს და ნელნელა იწყებენ ჯერ ქალაქის, შემდეგ ქვეყნის დაპყრობას.


ყველა დეტალი აღარ მახსოვს, სამწუხაროდ.

Posted by: Magicman 30 Aug 2023, 14:08
QUOTE (Ryoh @ 30 Aug 2023, 12:19 )
QUOTE (T-mademoiselle @ 30 Aug 2023, 11:57 )
X-files? spy.gif

no.gif


დასაწყისი აქვს ასეთი, უცხო ობიექტი ეცემა დედამიწაზე, მის შესამოწმებლად პოლიციასთან ერთად სპეც სამსახურიც მიდის, უცხო პლანეტელი ახდენს მისულების სხეულის კონტროლს და ნელნელა იწყებენ ჯერ ქალაქის, შემდეგ ქვეყნის დაპყრობას.


ყველა დეტალი აღარ მახსოვს, სამწუხაროდ.

აუ გააძრე სახელი

დამაინტერესა lol.gif
----------

Posted by: Ryoh 30 Aug 2023, 14:47
როგორც იქნა მივაგენი.



The Puppet Masters - Robert A. Heinlein,




https://en.wikipedia.org/wiki/The_Puppet_Masters

Posted by: F3RRAR1 30 Aug 2023, 14:58
https://www.pdfdrive.com/the-puppet-masters-e15766773001.html ეს არი? baby.gif

Posted by: Ryoh 30 Aug 2023, 15:03
QUOTE (F3RRAR1 @ 30 Aug 2023, 14:58 )
https://www.pdfdrive.com/the-puppet-masters-e157301901.html ეს არი? baby.gif

კი ეგ არის, ძლივს მივაგენი.



ლინკისთვის მადლობა. up.gif

Posted by: F3RRAR1 30 Aug 2023, 15:12
არაფრის მაგრამ არ იწერება და არც იკითხება, ან ტელეფონით ვერ ვშვრები facepalm.gif

Posted by: LOLZ 31 Aug 2023, 17:08
F3RRAR1
ზ ლიბიდან ჩამოტვირთე

Posted by: ripsta 4 Sep 2023, 14:48
user posted image
მაგარი რამეა
მძიმე ძალიან, მაგრამ მაგარი popcorn.gif

Posted by: ubralodniki 4 Sep 2023, 15:46
რამდენი რამის წაკითხვა მინდა, მაგრამ ვეღარ ვკითხულობ
ამიტომ, ბავშვებო, თუ რამის წაკითხვა გინდათ მოასწარით სიყმაწვილეში ))

Posted by: ripsta 5 Sep 2023, 13:47
QUOTE (ubralodniki @ 4 Sep 2023, 15:46 )
რამდენი რამის წაკითხვა მინდა, მაგრამ ვეღარ ვკითხულობ
ამიტომ, ბავშვებო, თუ რამის წაკითხვა გინდათ მოასწარით სიყმაწვილეში ))

ცუდი რჩევაა, მეგობარო

რამის გაკეთება თუ გინდა - გამონახე დრო

ძალიან პატარაა ცხოვრება, დროის მენეჯმენტი უნდა ისწავლო რაც შეიძლება მალე yes.gif

Posted by: Hawley 5 Sep 2023, 14:31
QUOTE (ripsta @ 5 Sep 2023, 13:47 )
QUOTE (ubralodniki @ 4 Sep 2023, 15:46 )
რამდენი რამის წაკითხვა მინდა, მაგრამ ვეღარ ვკითხულობ
ამიტომ, ბავშვებო, თუ რამის წაკითხვა გინდათ მოასწარით სიყმაწვილეში ))

ცუდი რჩევაა, მეგობარო

რამის გაკეთება თუ გინდა - გამონახე დრო

ძალიან პატარაა ცხოვრება, დროის მენეჯმენტი უნდა ისწავლო რაც შეიძლება მალე yes.gif

ჰო, ეგ ტყუილია. საქმე პრიორიტეტებშია. მე მინდა რომ ცეკვაზე ვიარო, მაგრამ იმდენად არაპრიორიტეტულია ჩემთვის რომ ამ ცხოვრებაში არ მივალ .
რაც გვინდა იმის გასაკეთებელი დრო ყოველთვის გვაქვს.


ბოლოს წავიკითხე ჯონ ბენვილის - ზღვა. ჩემი აზრით ყველაზე ანდერრეითედი წიგნია.

Posted by: My Alien 5 Sep 2023, 15:10
მაღალფარდოვანი სიტყვები კაი იცით

თუ ვინმე ხართ აქ ვინც წიგნის კითხვას ოჯახზე და კარიერაზე წინ აყენებთ პრიორიტეტებში
გამომეხმაურეთ, მეც ეგეთი ავადმყოფი ვარ დაახლოებით და ვიმეგობროთ ხოლმე

Posted by: ripsta 5 Sep 2023, 15:22
QUOTE (My Alien @ 5 Sep 2023, 15:10 )
მაღალფარდოვანი სიტყვები კაი იცით

თუ ვინმე ხართ აქ ვინც წიგნის კითხვას ოჯახზე და კარიერაზე წინ აყენებთ პრიორიტეტებში
გამომეხმაურეთ, მეც ეგეთი ავადმყოფი ვარ დაახლოებით და ვიმეგობროთ ხოლმე

ორი სამსახური მაქვს რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში, ხუთი აქტიური პროექტი ამჟამად, ოჯახი, მეგობრები, ძაღლი და კიდე ორი ხელოვნების სფერო ლიტერატურის გარდა რომელსაც აქტიურად მივყვები war.gif

რამის გაკეთება თუ გინდა ადამიანს - უნდა იპოვო გზა

წიგნის წაკითხვა ყველაზე მარტივად გასახორციელებელია თან ყველაფერ სხვასთან მიმართებაში
მილიონი ხერხის გამონახვა შეიძლება ნებისმიერი განრიგისთვის

here are my two cents - სახლი სამსახურის გზაზე აუდიო წიგნად რომ მოუსმინო, სულ რომ ოცი წუთი იყო გზაში ერთი ორ კვირაში მორჩები war.gif


P.s.
გუდრიდსის ექაუნთი დალინკე და ვიმეგობროთ alk.gif

Posted by: My Alien 5 Sep 2023, 17:04
ripsta
QUOTE
სახლი სამსახურის გზაზე აუდიო წიგნად რომ მოუსმინო, სულ რომ ოცი წუთი იყო გზაში ერთი ორ კვირაში მორჩები

მაგას აქ კითხვას ეძახით?

QUOTE
რამის გაკეთება თუ გინდა ადამიანს - უნდა იპოვო გზა

ძალიან საინტერესო აზრია
პაოლო კოელიომ ხო არ თქვა?

Posted by: Aleksandre166 5 Sep 2023, 21:25
ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Sep 2023, 21:34
ვლადიმერ მაიაკოვსკი - პოემები

Posted by: ripsta 6 Sep 2023, 13:25
QUOTE (My Alien @ 5 Sep 2023, 17:04 )
ripsta
QUOTE
სახლი სამსახურის გზაზე აუდიო წიგნად რომ მოუსმინო, სულ რომ ოცი წუთი იყო გზაში ერთი ორ კვირაში მორჩები

მაგას აქ კითხვას ეძახით?

QUOTE
რამის გაკეთება თუ გინდა ადამიანს - უნდა იპოვო გზა

ძალიან საინტერესო აზრია
პაოლო კოელიომ ხო არ თქვა?

პაოლო კოელიოს საინტერესო აზრებს თუ კითხულობთ, კი არ მოგინდება მაგისთვის დროის გამონახვა popcorn.gif

Posted by: ubralodniki 6 Sep 2023, 14:49
ripsta
დროის სწორი განაწილება აუცილებელია, გეთანხმები. მაგრამ ზუსტად მაგ პრიორიტებების დალაგების აუცილებლობა გვაიძულებს ზოგჯერ რო ჩვენთვის საყვარელი საქმიანობები უკანა პლანზე გადავწიოთ. ზოგჯერ უბრალოდ ნერვები არ მყოფნის, ან თვალები მტკივა.
აუდიო წიგნების მუღამს ვერასდროს დავიჭერ. კითხვა ვიცი მე მყუდროდ რომ ზიხარ, გარშემო ან თავში ალიაქოთი რომ არ გაქვს, აი ასე.
ერთი ჩემი ლექტორი იყო, მაშინ 25 წლის, თავად ძალიან ახალგაზრდა, მისგან მახსოვს ეს სიტყვები - მოასწარითო, და ძალიან მიკვირდა. ახლა მესმის მისი

Posted by: ripsta 6 Sep 2023, 15:38
QUOTE (ubralodniki @ 6 Sep 2023, 14:49 )
ripsta
დროის სწორი განაწილება აუცილებელია, გეთანხმები. მაგრამ ზუსტად მაგ პრიორიტებების დალაგების აუცილებლობა გვაიძულებს ზოგჯერ რო ჩვენთვის საყვარელი საქმიანობები უკანა პლანზე გადავწიოთ. ზოგჯერ უბრალოდ ნერვები არ მყოფნის, ან თვალები მტკივა.
აუდიო წიგნების მუღამს ვერასდროს დავიჭერ. კითხვა ვიცი მე მყუდროდ რომ ზიხარ, გარშემო ან თავში ალიაქოთი რომ არ გაქვს, აი ასე.
ერთი ჩემი ლექტორი იყო, მაშინ 25 წლის, თავად ძალიან ახალგაზრდა, მისგან მახსოვს ეს სიტყვები  - მოასწარითო, და ძალიან მიკვირდა. ახლა მესმის მისი


კონცეპტში გეთანხმები, მეტიც, იგივეს ვამბობთ ჩვენც. yes.gif
პრიორიტეტები და მენტალური რესურსის განაწილებაა სათავე. თუ გინდა, გამონახავ დროს yes.gif
25 წლის რომ ვიყავი მეც შენი ლექტორის აზრზე ვიყავი smile.gif) რომ უნდა მომესწრო რაღაცები სანამ დრო მაქვს smile.gif)
ასაკი რომ მომემატა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მივხვდი რომ თუ არ გაანაწილე თავში ყველაფრისთვის ადგილი და დრო არ მიეცი შენ რაღაცებს, ცხოვრება უფრო მეტად დაგაწვება და უბრალოდ გადაიწვები
ყველას ერთი და იგივე 24 საათი გვაქვს დღე/ღამეში. ინტერესი-ენთუზიაზმი-აუცილებლობის ratioს დარეგულირებამდე მიდის ყველაფერი yes.gif

აუდიო წიგნებზეც მესმის შენი. მაგალითად რომ მოვიყვანო, ერთი შვიდ ნაწილიანი საგის პირველი წიგნი წავიკითხე 2013 წელს, ქართულად იყო ნათარგმნი და უბრალოდ გული არ მიმიწევდა ორიგინალში წამეკითხა ან მომესმინა დანარჩენები. მაგის ბოლო ნაწილი გამოვიდა 2022ში თუ სწორად მახსოვს. ცხრა წელი ველოდებოდი ნაწილ-ნაწილ როდის მორჩებოდა მთელი ისტორია ;დ ერთერთი უსაყვარლესი ნაწარმოები გახდა თან პირველივე წიგნიდან ;დ
ეგეთი მომენტიც მქონია და საპირისპიროც. 200X წელს იმდროინდელი ღილაკებიანი ტელეფონის ეკრანზე წავიკითხე ათას გვერდიანი ეპიკი. მაშინ ვერანაირად ვერ ვიპოვიდი მაგის ფიზიკურ წიგნს.
ახლა პირველი გამოცემის ჰარდქავერი მიდევს თაროზე, მაგრამ ის პირველი წაკითხვა არასოდეს მავიწყდება ამდენი წლის მერეც.

დღეს არაფერს ვეკარები ისე თუ თაროზე არ დავიდე მერე. ეგ ახირება რომ არ მქონდეს ქინდლით გაცილებით მეტს მოვასწრებდი.
თერაპიად მაქვს ქცეული. ნაწარმოების რისერჩი, პოვნა, წიგნის მაღაზიებში შესვლა თუ ონლაინ გამოწერა smile.gif)
თავში ალიაქოთი რომ არ გქონდეს მაგისთვისაა ზუსტად ეგ რეკრეაციული რაღაცები. პარკში გასეირნება, სიმღერის მოსმენა etc - ნებისმიერი

ზოგადად ყველაზე მარტივი ხელოვნების სფეროა, რომელსაც შეგიძლია გაყვე. ფაქტობრივად არაფერს მოითხოვს შენგან, მინიმალური ჭირდება და შეთავსებადია ათას რამესთან
გაცილებით დიდი მენტალური, დროის თუ ფინანსურ/ტექნიკური რესურსი უნდა ნებისმიერ სხვა დარგს ხელოვნების სფეროში

Posted by: F3RRAR1 6 Sep 2023, 22:08
QUOTE
ბავშვებო, თუ რამის წაკითხვა გინდათ მოასწარით სიყმაწვილეში ))

ჯეელობაში წაკითხული რაღაცეები მეორედ რომ წავიკითხე, გავაცნობიერე რა დონის დებილი ვიყავი თურმე, რამდენი რამე ვერ შევამჩნიე და ვერ გავიაზრე. fist.gif
* * *
LOLZ
საიდანღაც კი გადმოვწერე მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს drug.gif ზ-ლიბ აღარ მახსოვდა...

Posted by: LOLZ 7 Sep 2023, 00:36
F3RRAR1
ზ ლიბზე ისე ვეღარ შეხვალ, მხოლოდ ტორ ბრაუზერით შეგიძლია გახსნა. თუ გინდა მოგიპიემებ ლინკს

Posted by: F3RRAR1 7 Sep 2023, 09:14
LOLZ
ეს არ არი ნაღდი? ისლანდიურ დომენზეა ახლა rolleyes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: LOLZ 7 Sep 2023, 15:20
F3RRAR1
არა. არ გავრისკავდი მაგ საიტის გამოყენებას smile.gif
user posted image

Posted by: Ezekia 7 Sep 2023, 15:22
აპლიკაცია მაქვს და იქიდან შევდივარ თავისუფლად. Z-libის
* * *


QUOTE
ბოლოს წავიკითხე


ქჟიშტოფ ხლოპეცის ნისლენბურგის ქრონიკები.

Posted by: Joiner 7 Sep 2023, 15:38
QUOTE (F3RRAR1 @ 7 Sep 2023, 09:14 )
LOLZ
ეს არ არი ნაღდი? ისლანდიურ დომენზეა ახლა rolleyes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

https://singlelogin.re


Posted by: LOLZ 7 Sep 2023, 16:00
ესენი ზლიბის ალტერნატივებია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ამ საიტებზე წერენ რომ ფეიკებია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Ezekia
მშვენიერია.
access ინფოში კიდევ ეს ალტერნატივები აქვთ
user posted image

Posted by: J.R.R.Tolkien 7 Sep 2023, 18:02
როგორ მოკვდა ეს განყი

აღარც თავისუფალი თემა ახსოვს ვინმეს და აღარც ლიტერატურის კლუბი
fist.gif

არადა, რა კარგად გუგუნებდა ერთ დროს
kar.gif

Posted by: F3RRAR1 7 Sep 2023, 21:15
Joiner
QUOTE
https://singlelogin.re

up.gif

LOLZ
QUOTE
ესენი ზლიბის ალტერნატივებია

up.gif

მშვენიერი საიტებია, მე ტორენტებს ვქექავდი ხოლმე 200 წლის ბებერივით drug.gif
* * *
მაქედან გუტენბერგი ვიცოდი .

Posted by: LOLZ 8 Sep 2023, 00:00
J.R.R.Tolkien
დატაგე მაგ თემებში ხალხი და გაახსენდებათ. ზოგი იმიტომ აღარ პოსტავს რომ სხვების აქტიურობას ვერ ხედავს.

F3RRAR1
ზ ლიბი ყველა ერთად აღებულს სჯობია. თუმცა იქ ქართული წიგნები ცოტაა. შეიძლებოდა რაღაცეების ატვირთვა.
გუგლის დრაივის ლინკიც მქონდა, ქართულონოვანი ბიბლიოთეკით. თუ ვიპოვე დავდებ.

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 09:53
LOLZ
ქართულები ძალიან ცოტაა, გასწი-გამოსწი 3-4K თუ იქნება სულ, შეიძლება უფრო ცოტაც. ზღვაში წვეთია.
ადრე რაღაცეები დავასკანერეთ უნის ბიბლიოთეკაში. ეგეთი პირადი კოლექციებიც არსებობს მაგრამ ეგ არ ითვლება. ჩემი უბედური ჰდდ გამახსენდა, რამდენი რამე მქონდა და დალია ჩაილურის წყალი. მაშინ არც 4G იყო და საერთოდ არც ნორმალური ინტერნეტი რომ ამეტვირთა სადმე sad.gif

Posted by: LOLZ 8 Sep 2023, 15:13
F3RRAR1
პატარა ქვეყანას შეზღუდული მაგრამ მზარდი რესურსები აქვს, მათ შორის ელწიგნების გავრცელებაშიც smile.gif
+ არსებობს საავტორო უფლებები, რომლებიც თვითნებურად დადებულ წიგნებს დევნის თავისუფალი ინტერნეტიდან, ნაბეჭდ და აუდიო წიგნებსაც. ალბათ ნახავდი ჰარი პოტერის აუდიო წიგნები როგორ წაიშალა ცოტა ხნის წინ.
ახლა რაც ვიპოვე არის https://drive.google.com/drive/u/1/folders/1cUp4jVivG_zfBYEpMXWSfMW-VFYyjLdn

https://drive.google.com/drive/u/1/folders/0BwCMyTECcJPnSnhzblRydjJPd2M?resourcekey=0-xzidvSS4g-ZzzOGUU1CArw

https://www.facebook.com/groups/1379408388981155 ფბ ჯგუფი სადაც ლამის ყოველ დღე იდება ახალი წიგნები.
შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ეს რესურსები გაქრეს თუ ვინმემ დაარეპორტა და ქოფირაითის დამცველმა ფბ/გუგლმა ექაუნთები წაშალა.
ამიტომ სჯობია ამ წიგნების ზ ლიბზე ნელა-ნელა ატვირთვა. გლობალურ ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნების წილიც გაიზრდება და თუ ოდესმე სხვა პლატფორმებიდან წაიშალა, სადმე მაინც დარჩება.

Posted by: GEORGEXIII 8 Sep 2023, 15:37
J.R.R.Tolkien
ზოგადად ფორუმი მოკვდა ავტოგანყშიც მასეთი სიტოაცია... და თითქმის ყველა განყოფილებაში.

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 18:10
LOLZ
up.gif

ესენიც იდოს, იქნებ ვინმეს გამოადგეს ოდესმე

https://www.twirpx.com/

https://georgianoldschoolbooks.blogspot.com/?m=1


Posted by: J.R.R.Tolkien 8 Sep 2023, 18:54
GEORGEXIII
ვისი ბრალია მერე ?
არადა ფეისბუქს ვერ დავაბრალებთ, რადგან ფორუმა დაღმასვლა დაიწყო სადღაც 2019 წლიდან )))

LOLZ
ეხ, მერე ისევ დაკა დაკა ატყდება

mo.gif

Posted by: Faulkner 8 Sep 2023, 19:44
GEORGEXIII
QUOTE
ზოგადად ფორუმი მოკვდა ავტოგანყშიც მასეთი სიტოაცია... და თითქმის ყველა განყოფილებაში

პოლიტიკაზე აშკარად ვერ იტყვი biggrin.gif ფორუმი იმიტო მოკვდა, რო ყველა სკოლაში ნაპიზდი პიდარასტი მოდერად რო დაინიშნა, რომელსაც აქ მიეცა შურისძიების საშუალება. ტიმს კიდე სუ შუშუზე კიდია, ფულები მაინც შესდის. ლიტერატურას რაც შეეხება, მანდ სუ სხვა მიზეზია. ბევრი გაიზარდა და უბრალოდ კითხვას თავი დაანება, ან რაც იყო გასარჩევი, გაარჩიეს, მეასე კრუგზე წასვლას კიდე აზრი არა აქ. ზოგადად პირადი და სხვების გამოცდილებიდან ლიტერატურას თავისი ასაკი აქ. რაღაც პერიოდი იყო, 2-3 წლიანი, როცა მართლა მუღამით ვკითხულობდი, ვგრძნობდი რო რაღაცას მაძლევდა. მაგრამ რაც მეტს ვკითხულობდი, სუ უფრო მეკარგებოდა ეგ მუღამი. როცა პიროვნულად მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდები, მერე უკვე იკიდებ. კითხვა კითხვის გამო კიდე სისულელეა, ჭუჭუს წელვაში გადადის და დატოლებებში. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება კითხულობენ. ეგ ცალკე ჩამოსხმების კატეგორიაა.

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 19:48
QUOTE
ფორუმა დაღმასვლა დაიწყო სადღაც 2019 წლიდან )))

კორონა და ლოქდაუნები? rolleyes.gif

Posted by: LOLZ 8 Sep 2023, 19:51
F3RRAR1
ესეც მიემატოს smile.gif)

https://eon.ge/

J.R.R.Tolkien
ახლა ვიღას აქვს დავიდარაბის თავი ან დრო lol.gif
* * *
Faulkner
პოლიტიკა, დედალმამალი და უსათაურო უკვდავი განყოფილებებია lol.gif
დანარჩენი - ალაგ-ალაგ.
ყველაზე მხიარული და თავგადასავლებიანი მოგზაურთა კლუბიც ჩაკვდა
ჩემი განყოფილებაც, კაი ხანია.
სხვაგანაც 1-2 თემა ფანცქალებს და ეგაა.
იმდენი რამე შეიცვალა, სოცქსელებთან შედარებით ფორუმი ქვის ხანის გადმონაშთია smile.gif)) ლიტ.გე, ფორუმ.ინტერნეტ.გე, კარავი.გე, ერორის ფორუმი და ამ ფორუმის რამდენი ალტერნატივა გაქრა, მაგრამ ფორუმ.გე ჯერ კიდევ ცოცხალია smile.gif)
QUOTE
რაც იყო გასარჩევი, გაარჩიეს

რა გითხრა აბა. ლიტერატურას აქვს ამოუწურავი რესურსი. რაც არ უნდა ბევრი წაიკითხო კიდევ იმდენი რამეა დაწერილი და ჯერ კიდევ იწერება, როგორ უნდა მოასწრო ყველაფრის წაკითხვა და გარჩევა.
სხვა საკითხია რამდენად გინდა რომ მთელი შენი თავისუფალი დრო კითხვას დაუთმო. თუ შენს გარშემო აღარ არის ის საინტერესო ხალხი, ვისთან ერთადაც მსჯელობა გსიამოვნებს.
ჩვენში დარჩეს და, წიგნების გარეთ ისეთი უზარმაზარი და საინტესო სამყაროა, იქნებ არ ღირდეს ბიბლიოთეკაში ცხოვრების გატარება smile.gif

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 21:12
LOLZ
შენი იურისდიქცია თუა აქაურობა იქნებ პირველ პოსტში მოაგროვო ეგ ლინკები smile.gif
* * *
პრინციპში ეს თემა დასახური იქნება ისედაც.

Posted by: LOLZ 8 Sep 2023, 21:30
F3RRAR1
განათლების განყში ვარ, აქ ვერაფერს ვიზამ user.gif

ჩემს ბლოგზე შემიძლია დავდო ყველაფერი ერთად. ახლა ვნახე ქართული აუდიოწიგნების კატალოგებიც მქონია გამოსაქვეყნებელი და ორივეს ერთად ვიზამ.
კიდევ მაქვს ელბიბლიოთეკების ლინკები, მერე იმასაც მივამატებ. sci-hub იცი? აკადემიური ლიტერატურის ბიბლიოთეკაა

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 21:36
QUOTE
sci-hub იცი?

no.gif

რაღაც საიტს ვსტუმრობდი ხოლმე წლების წინ, ვიზუალი მახსოვს რომ წარმოვიდგენ მარა სახელი ვერ გავიხსენე fist.gif
* * *
QUOTE
განათლების განყში ვარ, აქ ვერაფერს ვიზამ

უთხარი მუსიე თემურს ესეც ჩაგირთას, აქაურობა მთლად უპატრონოდაა მგონი rolleyes.gif

Posted by: LOLZ 8 Sep 2023, 21:41
F3RRAR1
ნახე აბა https://sci-hub.st/

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 21:48
LOLZ
ოო ეს სხვა დონეა. მე ნაკლებად გამომადგება მაგრამ...

Posted by: J.R.R.Tolkien 8 Sep 2023, 22:33
LOLZ
ქალი და მამაკაცის განყი მკვდარია
გოგოების უმრავლესობა ან დაიღალა სწენკით სირბილით ან ჩადგეს სწენკა
უსათაურო გავიდა მარილზე დიდი ხანია

ორი განყოფილება ცოცხლობს ჯერჯერობით ერთი მთლიანად სპორტის განყოფილება და მეორე პოლიტგანყი

ფეისბუქზე რომ პდფ ჯგუფებია იქედან გადმოწერეთ
პდფ ლიგას აქვს კარგი წიგნები და ელექტრონული წიგნების გვერდს

Posted by: F3RRAR1 8 Sep 2023, 22:52
QUOTE
პდფ ლიგას

რიჯექთი მომივიდა ბოლოს რომ ვცადე. თუ აქ ხართ და კითხულობთ ########თ კეთილები love.gif

Posted by: GEORGEXIII 10 Sep 2023, 01:46
Faulkner
QUOTE
ზოგადად პირადი და სხვების გამოცდილებიდან ლიტერატურას თავისი ასაკი აქ. რაღაც პერიოდი იყო, 2-3 წლიანი, როცა მართლა მუღამით ვკითხულობდი, ვგრძნობდი რო რაღაცას მაძლევდა.

100% გეთანხმები მეც მასე მომივიდა.

Posted by: MasterJC 10 Sep 2023, 09:09
QUOTE
ზოგადად პირადი და სხვების გამოცდილებიდან ლიტერატურას თავისი ასაკი აქ. რაღაც პერიოდი იყო, 2-3 წლიანი, როცა მართლა მუღამით ვკითხულობდი, ვგრძნობდი რო რაღაცას მაძლევდა.

1. ასაკი/ცხოვრების რეჟიმი/ინტერესები განსაზღვრავს როგორ და რას და რამდენს კითხულობ ზოგადად
2. არის ავტორები, რომლებიც რაღაც ასაკში/ეტაპზე შემოგეკითხება და სხვა პერიოდში - გულს ვერ დაუდებ
ასევე არის ავტორები, რომელიც ორჯერ უნდა წაიკითხო. ჯეელობაში და ასაკში. მაგალითად - დუმბაძე

Posted by: LOLZ 10 Sep 2023, 19:27
აუდიოწიგნების ქართულენოვანი არხები ხომ არ იცით? თეოფილე მალაქიას გარდა givi.gif
youtube, soundcloud ან სხვაგან რომ იდოს.

Posted by: F3RRAR1 10 Sep 2023, 21:51
QUOTE
თეოფილე მალაქია

რაღაცეები კი მოუგროვებია.


ცოტა ზანტია მარა მომწონს, ძილის წინ იავნანასავითაა.
https://youtube.com/@gochachabukaidze

https://youtube.com/@user-vx6gk9zq1z/

https://youtube.com/@AiBibliotheca

https://youtube.com/@audiotsignebi

https://youtube.com/watch?v=lpR8jTfDr-s&list=PLbHCca9nVRn473VpMKGsM_1UwfSeud0hB&index=1&pp=iAQB

https://youtube.com/@GeorgeOstati ეს მიტოვებულია აშკარად.

Posted by: LOLZ 10 Sep 2023, 22:55
F3RRAR1
მადლობა. ბლოგზე დავდე ლინკები. რამდენიმე ფლეილისტიც ვიპოვე და ისინიც დავამატე.
რომ მოვიცლი ცალკე გავაკეთებ ელბიბლიოთეკების კატალოგს.


Posted by: Heart_of_Darkness 10 Sep 2023, 23:30
QUOTE (Faulkner @ 8 Sep 2023, 19:44 )
QUOTE
ფორუმი იმიტო მოკვდა, რო ყველა სკოლაში ნაპიზდი პიდარასტი მოდერად რო დაინიშნა,


lol.gif
მეც?
QUOTE
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება კითხულობენ. ეგ ცალკე ჩამოსხმების კატეგორიაა.
popcorn.gif
პ.ს. ისე მომენატრა შენი შეფასებების კითხვა, გულმა ვერ გამიძლო და შემოვედი givi.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Sep 2023, 23:34
პოლიტგანყში ისეთი თემა გავხსენი ქოცები და ნაცები
ერთად დამესია lol.gif

როგორ ჰყვარებიათ ნოდარ დუმბაძე და გოთუა
drug.gif

LOLZ
ჩვენი ფორუმის ლეგენდას
ნარმოს აქვს კარგი აუდიო წიგნები, თან კარგად კითხულობს

Posted by: F3RRAR1 10 Sep 2023, 23:39
LOLZ
abh.ge და თსუ-ს კატალოგი კი გეცოდინება. საუნდქლაუდზე არქივის ჩენელია კიდე. ძაან ძაან ცოტა გვაქ აუდიოები. sad.gif
* * *
ესეც ეგდოს https://www.youtube.com/@Radio1GeRadioTheatre/playlists

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Sep 2023, 23:48
საბას ხომ აქვს აუდიო წიგნები?

ისე, საბა მართლა კარგი რამ არის,ანუ იმ აპს ვგულისხმობ წიგნებს რომ კითხულობ, თუმცა წიგნების ნაკლებობა იგრძნობა. ჰეგელის და კანტის რაღაც წიგნებს ვეძებდი და საერთოდ არ აქვთ, ეგ კი არა, ნიცშეს რამოდენიმე წიგნი დევს მხოლოდ.

ერთი ესაა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა თავზედ საყრელად არის.

თუმცა ,უცხოურ ლიტერატურაში მოიკოჭლებენ.

კითხვა საბას აპლიკაციით კარგია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს.
დავტესტე და ჩვეულებრივი პდფ წიგნი უფრო მალე იკითხება, ვიდრე საბას აპლიკაციაში, ანუ ერთი და იგივე წიგს პდფ ფორმატში უფრო მალე წაიკითხავ, ვიდრე საბას აპლიკაციაში.

ისე, აუდიო წიგნები ასევე უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე წიგნი, ერთადერთი ხ2
თუ დააყენებ, რის შემდეგაც რთული იქნება რამის გაგება.


Posted by: LOLZ 10 Sep 2023, 23:50
F3RRAR1
updated smile.gif ღრმადლობა smile.gif
QUOTE
abh.ge და თსუ-ს კატალოგი კი გეცოდინება. საუნდქლაუდზე არქივის ჩენელია კიდე.

კი, ეგენი ვიცი. მეც ძალიან ცოტა მეგონა მაგრამ ერთ პოსტში რომ მოვაქციე არც ისე ცოტა გამოვიდა smile.gif აი ნახე https://gijmaj.wordpress.com/2023/09/10/georgianaudiobooks/

შინაარსობრივად, უფრო ძველი, რელიგიური და კლასიკური ლიტერატურაა გახმოვანებული, თანამედროვე წიგნები - ნაკლებად. სულაკაურის გამომცემლობამ ჰარი პოტერების წაშლით კიდევ უფრო უკან დაწია ეს საქმე user.gif

Posted by: F3RRAR1 10 Sep 2023, 23:52
QUOTE
კითხვა საბას აპლიკაციით კარგია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს.
დავტესტე და ჩვეულებრივი პდფ წიგნი უფრო მალე იკითხება, ვიდრე საბას აპლიკაციაში, ანუ ერთი და იგივე წიგს პდფ ფორმატში უფრო მალე წაიკითხავ, ვიდრე საბას აპლიკაციაში.

ისე, აუდიო წიგნები ასევე უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე წიგნი, ერთადერთი ხ2
თუ დააყენებ, რის შემდეგაც რთული იქნება რამის გაგება.

სადმე გეჩქარებათ? biggrin.gif როცა ლიტერატურას ეხება საქმე კითხვით/მოსმენით უნდა იკაიფო.
* * *
LOLZ
ჩავაბუკმარქებ არ დამავიწყდეს. თავი მტკივა ეს ოხერი user.gif

Posted by: LOLZ 10 Sep 2023, 23:57
J.R.R.Tolkien
საბას აუდიო წიგნები ძირითადად ფასიანია და მხოლოდ აპლიკაციითაა ხელმისწვდომი. მე არ ვარ საბას მომხმარებელი. აუდიო წიგნებს ძირითადად მაშინ ვუსმენ როცა კითხვა მეზარება givi.gif ან როცა ვერ ვკითხულობ, მაგალითად მგზავრობისას.
იუთუბზე რომელიღაც არხს ედო კანტი და ჰეგელი. მპ3 ფაილად ჩამოტვირთავ და მოუსმენ.

Posted by: F3RRAR1 11 Sep 2023, 00:01
ნეტა არ მეზარებოდეს, ოდესმე უნდა ჩამოვტვირთო ყველაფერი და გადავიტანო ქლაუდზე. მგონია ერთ დღესაც გაქრება.

Posted by: LOLZ 11 Sep 2023, 00:12
F3RRAR1
ქლაუდს მეხსიერების ბარათზე შენახვა სჯობია. პაროლი არ დაგავიწყდება და სადაც გინდა იქ ატარებ smile.gif)
მაგრამ ყველაფერს ვერ ჩამოტვირთავ, ძალიან ბევრია + დიდი მეხსიერება სჭირდება. უნდა შეარჩიო რისი შემონახვა გიღირს

Posted by: J.R.R.Tolkien 11 Sep 2023, 00:14
LOLZ
იაფი პაკეტები აქვთ საბაზე
7 ლარად თვეში შეგიძლიათ იკითხოთ წიგნები
ფილოსოფია აუდიო წიგნებით კი არა წაკითხვის დროს არის რთული
გასაგები. ტერმინები თუ არ დაგუგლე ვერ მიხვდები რაზეა საუბარი.
მათემატიკაზე რთულია ფილოსოფიური ტერმინოლოგიის გაშიფვრა, მითუმეტეს
მაგათი გრამატიკა არ იცი კარგად.
ჩვეულებრივი ადამიანი რაცარუნდა ინტელექტი ჰქონდეს თუ ტერმინები
ლექსიკონში არ მოიძია ვერ გაიგებს
F3RRAR1
ნელა ვერ ვკითხულობ

Posted by: F3RRAR1 11 Sep 2023, 00:27
ჭირს წაუღია, ამორჩევა მომიწევს. ზოგი ისეთი საზიზღრობაა შეიძლება ყურებით აღებინო drug.gif

Posted by: LOLZ 11 Sep 2023, 00:59
J.R.R.Tolkien
საბაზე ადრე ვიყავი რეგისტრირებული. მერე დამავიწყდა იუზერი და პაროლი და წავშალე. მერე ისევ ვცადე რეგისტრაცია, რატომღაც ბარათის და სხვა პირადი მონაცემები მომთხოვა და ისევ წავშალე. მგონი ანგარიშის გაუქმების ფინქციაც ვერ ვიპოვე. დატესტვა და ნახვა მინდოდა. საჭირო წიგნებს ისედაც ვპოულობ და ქინდლში გადამაქვს, ამ ეტაპზე არ მიღირს საბას ფასიანი სერვისის გამოყენება. თან ქინდლს E-ink ეკრანი აქვს, საბას აპლიკაციისთვის კი ტელეფონის ეკრანით თვალები უნდა დავისხივო smile.gif)

Posted by: anuki95 13 Sep 2023, 01:21
გამარჯობა.

ვიცი, შესაფერის ადგილას არ ვკითხულობ, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით, ინგლისურენოვანი წიგნების გამოწერა რომელი საიტიდან შემიძლია საქართველოში? შეღავათიან ფასში.

Posted by: misha_ 13 Sep 2023, 09:35
anuki95
გამოწერა - ამაზონიდან ნახე ნახმარი წიგნები, შედარებით იაფად არის და მერე გადამზიდით ჩამოიტან (usa2Georgia და მსგავსი კომპანიები).
გადმოწერა - ყველაზე დიდი პირატული საიტი დაკეტეს და ისვევ გუგლით თუ იპოვნი.


რო არ გაოფდეს: Dangerous Personalities

Posted by: LOLZ 14 Sep 2023, 01:25
J.R.R.Tolkien
QUOTE
ნელა ვერ ვკითხულობ

აუდიო რიდერებს შეგიძლია კითხვის სიჩქარე მოუმატო

anuki95
ამაზონი ან იბეი
misha_
წინა გვერდებზე დევს უფასო ელბიბლიოთეკების ლინკები. იმისიც შენ რომ დაკეტილი გგონია smile.gif

Posted by: misha_ 14 Sep 2023, 19:20
LOLZ
მადლობა, მაგრამ ეგ საიტები (zlibის კლონები) დიდი შანსია რომ honey pot იყოს და FBI აკონტროლებდეს.

იგივენაირად როცა დარქ ვებ მარკეტი alphabay დაკეტეს, ხალხი გადაბარგდა hansa ზე. Hansaს კიდევ ეგენი აკონტროლებდნენ და იუზერები დაიჭირეს. smile.gif

თუმცა, წიგნების პირატობის გამო საქართველოში არავინ არავის მიადგება...

Posted by: LOLZ 14 Sep 2023, 21:21
misha_
შესაძლებელია. ისედაც ბევრი წერს + თვითონაც გაფრთხილებს რომ ზლბის კლონებზე არ უნდა შეხვიდე, თვითონაც გაფრთხილებს.
წიგნები რომ ადამიანური ფასი ღირდეს ვინ ოხერი იპირატებდა givi.gif

Posted by: Ryoh 14 Sep 2023, 22:27
Guns, Germs, and Steel: The Fates of Human Societies. by Jared Diamond Ph.D.


საინტერესოა, გირჩევთ წასაკითხად.

Posted by: ripsta 19 Sep 2023, 14:14
user posted image
user posted image

Posted by: °iki° 22 Sep 2023, 19:57
user posted image
biggrin.gif
___

Posted by: J.R.R.Tolkien 22 Sep 2023, 20:51
QUOTE (°iki° @ 22 Sep 2023, 19:57 )
user posted image
biggrin.gif
___

პეპის გრძელი წინდა givi.gif

შენი ავატარი ახლა შევამჩნიე
ყოჩაღ !

გემოვნებიანი იუზერი შემოგვემატა, მაგრამ ამ განყს ქრისტეც ვეღარ გააცოცხლებს givi.gif

Posted by: mansi 22 Sep 2023, 21:38
ბავშვობაში წავიკითხე ბოლოს რაღაც წიგნი არც მახსოვს.
არ მიყვარს კითხვა წიგნების.

არც ლექციების მოსმენა ფილოსოფიურ და ფსევდოინტელექტუალური ბოდიალების მოსმენა.
ჩცდ-ში როა სპიკერები დაახლოებით ეგეთი ტიპები და თემებია იუთუბზე ტოპებში.

სიყვარული, სიმარტოვე და რაღაც ღლეობა თემები. მიდის მერე რაღაც სიტყვების რახარუხი და სისულელეები. მერე ხალხის კომენტარები და შეფასებები ცალკე მარაზმია.

ზოგადად ამოვიდა ამ ამ ჭკვიანი ხალხის ჭკვიანურ თემებზე საუბარი. ჭკვიანური სტატუსები მერე ამ სტატუსების გადაზიარებები. მოკლედ იმდენი ჭკვიანი იჩითება ამ ბოლო დროს, იმდენი ჭკუის და სწორი სიტყვის მთქმელი რო რაღაც პონტში გაცვდა უკვე ყველაფერი.

Posted by: J.R.R.Tolkien 22 Sep 2023, 21:52
QUOTE (mansi @ 22 Sep 2023, 21:38 )
ბავშვობაში წავიკითხე ბოლოს რაღაც წიგნი არც მახსოვს.
არ მიყვარს კითხვა წიგნების.

არც ლექციების მოსმენა ფილოსოფიურ და ფსევდოინტელექტუალური ბოდიალების მოსმენა.
ჩცდ-ში როა სპიკერები დაახლოებით ეგეთი ტიპები და თემებია იუთუბზე ტოპებში.

სიყვარული, სიმარტოვე და რაღაც ღლეობა თემები. მიდის მერე რაღაც სიტყვების რახარუხი და სისულელეები. მერე ხალხის კომენტარები და შეფასებები ცალკე მარაზმია.

ზოგადად ამოვიდა ამ ამ ჭკვიანი ხალხის ჭკვიანურ თემებზე საუბარი. ჭკვიანური სტატუსები მერე ამ სტატუსების გადაზიარებები. მოკლედ იმდენი ჭკვიანი იჩითება ამ ბოლო დროს, იმდენი ჭკუის და სწორი სიტყვის მთქმელი რო რაღაც პონტში გაცვდა უკვე ყველაფერი.

სამაგიეროდ ანიმეს ყურება გეყვარება old.gif


Posted by: fork 22 Sep 2023, 22:12
სოფლად ყოფნისას შემომეკითხა ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", მრელაშვილის "ოლოლები", გეწაძის "იყო ომი და...", ჯავახიშვილის "თეთრი საყელო", ახლა აბაშიძის "ლაშარელას" დაწყებას ვგეგმავ თავისი გაგრძელებებით.
მერე ამირეჯიბის "დათა თუთშხია" დგას რიგში.

°iki°
პეპი და საზოგადოდ, ლინდგრენი იმენნა დაღეჭილი მაქვს. უსაყვარლესია, განსაკუთრებით სალტკროკელები!

Posted by: mansi 22 Sep 2023, 23:50
J.R.R.Tolkien
QUOTE
სამაგიეროდ ანიმეს ყურება გეყვარება

ვაა როგორ მიხვდი?
მართლა მიყვარს ანიმე.


დავაზასტებ უფრო. არ მიყვარს მხატრული ლიტერატურა და პროზა და პოეზია.
მაგრამ მიყვარს მეცნიერული ფილმები.
სამყაროზე, ადამიანის წარმოსობაზე და ა.შ

ვერ ვუსმენ და ვერ მიყვარს ჩემი აღქმით და გემოვნებით ამდენი ფსევდეინტელექტუალური საუბრები და სპიკერები რომლითაც გადავსებულია ქართული იუთუბ სივრცე. ეს მოჭკვიანო ტიპები, სიტყვების უამრავი რახარუხით, აუდიტორიაში უაზროდ კმაყოფილი სახეები.. მოკლედ მაგრად არ მევასება
მერე მოკლე ნაწყვეტების ამოჭრა და თრევა ამ სისულელეებს აქეთ იქით და გადაზიარებები.

მიმებს რო დაათრევენ კიდე და ყველა ერთი და იგივეზე იცინის.

საღლევეთია ერთი დიდი სოციალური ქსელები





Posted by: spur 23 Sep 2023, 00:58
ბოლოს წავიკითხე ვირჯინია ვულფის "ორლანდო". თვითგამორკვევის,ტრანსფორმაციის,სხვადასხვა დროში მოგზაურობის და მაინც აუთსაიდერად დარჩენაზეა ეს წიგნი ჩემთვის. ყველაზე მეტად მიყვარს როგორც მაჯაჭვებს ეს მწერალი პერსონაჟების ცნობიერების,ფიქრების და როგორც თვითონ ამბობს "ეპოქის სულის" გადმოცემისას,ჯადოქარია ეს ქალი <3

Posted by: J.R.R.Tolkien 23 Sep 2023, 17:00
mansi
QUOTE
Users Awaiting Email Confirmatio


რა გეწყინა ამისთანა

sad.gif

spur
QUOTE
ბოლოს წავიკითხე ვირჯინია ვულფის "ორლანდო"


ვირჯინია ვულფის ყველაზე სუსტი ნაწარმოებია

ბევრს ცოდვილობს და წვალობს მაგ წიგნში )))


Posted by: spur 24 Sep 2023, 15:05
QUOTE
ვირჯინია ვულფის ყველაზე სუსტი ნაწარმოებია

მაგის საუკეთესო არაა კი მარა გამისწორდა

Posted by: Melanie_Pain 26 Sep 2023, 21:29
დოვლატოვის “ჩემოდანი უცხო ქალი” წავიკითხე ბოლოს, ძალან კარგია^^

Posted by: ripsta 27 Sep 2023, 13:45
user posted image
საშინლად მაგარი რამეა


Posted by: henri fordi 30 Sep 2023, 12:46
ნაკითხო ხალხო, შმეთხვევით ხომ არ გახსოვთ ნაწარმოები რომელშიც წყალმოვარდნის დროს ქალი შვილს ისვამს ნავში და ცდილობს თავს უშველოს?

თემას რო არ ავცე დავწერ, რომ ბოლოს წავიკითხე ჭილაძის ყოველმან ჩემმა მპოვნელმა
ნეტა სულ ასეთი გაუხარელი ყოფა გვაქვს საქართველოში?

Posted by: J.R.R.Tolkien 1 Oct 2023, 12:31
ომის ხელოვნება

საშინელი თარგმანია ქართულად და არავის გირჩევთ, გარდა თარგმნის სისუსტისა, 30 გვერდიანი წიგნი 200გვერდამდეა გაზრდილი და უაზრო და არაფრის მომცემი ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული.

Posted by: senpai 10 Oct 2023, 21:35
რა დრო იყო როცა აქტიური და კარგი იუზერებით გაჯერებული იყო ეს განყოფილება და ეს თემაც.

კარგად მახსოვს აქაური რეკომენდაციებით ვიმაღლებდი ცოდნას, ვეცნობოდი ახალ ავტორებს და წიგნებს. (სამი ყველაზე საყვარელი ავტორი ამ ფორუმიდან გავიცანი)

მხატვრულ ლიტერატურას იშვიათად ვკითხულობ უკვე, თუმცა ამ თვეში გამიჩნდა მეტი თავისუფალი დრო და დავუბრუნდი ნელ-ნელა.

დღეს დავიწყე. ვნახოთ როგორ ფორმაშია ბიძია მიშელი.

user posted image

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Oct 2023, 21:45
senpai
QUOTE
რა დრო იყო როცა აქტიური და კარგი იუზერებით გაჯერებული იყო ეს განყოფილება და ეს თემაც.

კარგად მახსოვს აქაური რეკომენდაციებით ვიმაღლებდი ცოდნას, ვეცნობოდი ახალ ავტორებს და წიგნებს. (სამი ყველაზე საყვარელი ავტორი ამ ფორუმიდან გავიცანი)


კარგი დრო იყო

მე ძველ თემებს ვკითხულობ და რამოდენიმე საინტერესო ავტორი ვიპოვე

QUOTE
მხატვრულ ლიტერატურას იშვიათად ვკითხულობ უკვე, თუმცა ამ თვეში გამიჩნდა მეტი თავისუფალი დრო და დავუბრუნდი ნელ-ნელა.


აი, მეც მინდა შევეშვა მხატვრულ ლიტერატურას
ვეღარ ვიღებ სიამოვნებას უკვე

ახალი არაფერია თანამედროვე ლიტერატურაში
ძალიან ბანალურია და პრიმიტიული, ხოლო ეს ტოლსტოი, მანი და კლასიკა ამოვიდა ყელში )))

goodriders.com აქ არ ხარ ?
ბევრი ფორუმელი მხვდება მანდ. აქაურები ძირითადად და ძველი დრო მახსენდება boli.gif


Posted by: senpai 11 Oct 2023, 12:16
J.R.R.Tolkien
QUOTE
აი, მეც მინდა შევეშვა მხატვრულ ლიტერატურას

არ დანებდე ჯერ. იყოს ამ ფორუმზე ერთი ადამიანი მაინც, ვინც კითხულობს და აზიარებს ლიტერატურას.

სულ ვფიქრობ ხოლმე რა შეიცვალა ამ ბოლო წლებში, რომ ესე მოუკლო ხალხმა კითხვასაც და ერთმანეთში ლაპარაკსაც. კორონას დროს მაგრად მეგონა რომ შემობრუნდებოდა ხალხი, მარა სხვა "სულიერი საზრდო" იშოვეს აშკარად.

QUOTE
goodriders.com აქ არ ხარ ?

ვიყავი მანდაც. მარა წაკითხული წიგნების სიას და რაოდენობას სხვა საიტით ვამოწმებდი ხოლმე. ის უფრო პრაქტიკული მეჩვენებოდა იმ დროს და ხალხიც აქტიურია დღემდე.

QUOTE
ტოლსტოი, მანი და კლასიკა ამოვიდა ყელში

ეჰ, კლასიკასაც სიამოვნებით წავიკითხავდი ეხლა, განწყობა რომ იყოს სამაგისო.

ეულბეკის დასრულების მერე აუცილებლად მივუბრუნდები კლასიკასაც და მე-20 საუკუნის საყვარელ ავტორებსაც, ოქტომბრის ბოლომდე უნდა ამოვქაჩო, "სულიერი შიმშილი" დავიკმაყოფილო.

ეხლა გადავხედე თანამედროვე ტიპების მიერ შედგენილ ტოპ 100 და შოკში ვარ. პირველ 20-ეულში შესული ავტორებიდან 6 საერთოდ არ გამიგონია, იმდენად ახალია და ბევრი ფენტეზის და სხვა ჟანრების წარმომადგენელია(ალბათ გამიტომაც მოახვედრეს ტოპებში, პოპულარობის გამო)

Posted by: J.R.R.Tolkien 11 Oct 2023, 12:42
senpai
ფორუმზე იმიტომ აღარ არის ხალხი ტიმმა ძალაუფლება მოდერატორებს გადასცა. მოდერატორები კიდე პოლიტიკის განყში, როგორც მოქმედებენ თავად გამოცდიდი საკუთარ თავზე.

აქ იყო ერთი პერიოდი მცდელობა განყოფილების აღორძინების,მაგრამ ხალხს ვის უფრო მეტი აქვს წაკითხული და ვინ უფრო ჭკვიანი მაგის სურვილი უფრო კლავს biggrin.gif


QUOTE
ეხლა გადავხედე თანამედროვე ტიპების მიერ შედგენილ ტოპ 100 და შოკში ვარ. პირველ 20-ეულში შესული ავტორებიდან 6 საერთოდ არ გამიგონია, იმდენად ახალია და ბევრი ფენტეზის და სხვა ჟანრების წარმომადგენელია(ალბათ გამიტომაც მოახვედრეს ტოპებში, პოპულარობის გამო)

დადე აბა სია რაები უწერიათ

ან რამე კარგი თანამედროვე ლიტერატურა თუ იცი დაწერე, როდესაც დრო გექნება, გადავხედავ.


Posted by: FixYou 19 Oct 2023, 13:08
ახალი თემაა გასახსნელი… მინდა რომ რაც წავიკითხე იმის შესახებ ვთქვა რომ ხალხმა გაიგოს და ეს თემა ისტორიას ჩაბარდა უკვე…

Posted by: J.R.R.Tolkien 21 Oct 2023, 11:45
Ras_al_Ghul
გახსენით ახალი თემა თუ დრო გაქვთ )))

ჰოდა, ისე მიდის საქმე შემდეგი თემის დახურვის დრო რომ მოვა, ეგება შვილიშვილებთან ერთად მოგიწიოთ დახურვა lol.gif


Posted by: Ras_al_Ghul 21 Oct 2023, 21:03
J.R.R.Tolkien
biggrin.gif biggrin.gif

https://forum.ge/?f=18&showtopic=35272662

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)