Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ფსიქოლოგიური


Posted by: POKERISBLUFF 9 Jun 2015, 00:58
გამარჯობათ

როგორხართ ამ განყოფილების წევრებო? 2kiss.gif

ყველაზედიდპატივს აქაურებს ვცე და მერე აზარტყ განყელებსbiggrin.gif

მოკლედ რაც შეეხება კითხვას


ფსიქოლოგიურზე ჩაგიბარებიათ აქედან რომელიმეს? არის პერსპექტიული? შეძლებ სამსახურის დაწყებას?.... კარგად რო ისწავლი?

ძალიან მაინტერესებს ზოგადად ფსიქოლოგია მაგრამ ყველა მეუბნება არ ჩააბარო მაგაზეო... არადა ჩAწერილიმაქ უკვე

პირველი მეორე.... მოკლედ გისმენთ

Posted by: Bones 9 Jun 2015, 01:25
ძალიან ბევრი არჩევს ფსიქოლოგიას ბოლო წლები და ძალიან მწირი პერსპექტივაა, არ არის მოთხოვნადი პროფესია.
მაგრამ მეტი თუ არაფრისკენ მიგიწევს გული, რას იზავ.

Posted by: Artist 9 Jun 2015, 01:32
POKERISBLUFF
რომ დაამთავრებ მერე უცხოეთში თუ დაიცავ სადოქტოროს, მაშინ აქვს პერსპექტივა.
უცხოეთში კაი ფსიქოლოგები ექიმის დონის, ზოგჯერ მეტსაც, ხელფასს ღებულობენ.


Posted by: Florbelle 9 Jun 2015, 01:52
მანდ ვარ ბრად თუ რამე გაინტერესებს პმ მოდი დეტალებზე
რაც შეეხება პერსპექტიულობას თუ გაინტერესებს ეს სფერო აუცილებლად ჩაწერე პირველივე ეგ და ***ზე დაიკიდე იმათი აზრი ვინც გეუბნება რო ბევრ ფულს ვერ გააკეთებ და აუცილებლად ბიზნესი ან იურიდიული უნდა ჩაწერო

ერთხელ აბარებს კაცი სიცოცხლეში და უნდა ისწავლოს მახოლოდ ის რაც აინტერესებს
მეც მექაჩებოდნენ თავის დროზე ბიზნესი ან ტურიზმი ჩაწერეო და კიდე კაი არ დავუჯერე

Posted by: POKERISBLUFF 9 Jun 2015, 01:59
Bones

რატო არ არის მოთხოვნადი პროფესია? თუ საქართველოში არ არის?

არადა ვფიქრობ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა ამ ცხოვრებაში.... რატო არუნდა იყოს პერსპექტიული? ეს ხომ საქართველოა-ს გამო?

პ.ს

ანდრია
სეუ
ჯავახიშვილი

რომელი ჯობია ამ ფაკულტეტისთვის ვერ მირჩევთ??

Posted by: Bones 9 Jun 2015, 02:07
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Jun 2015, 01:59 )
Bones

რატო არ არის მოთხოვნადი პროფესია? თუ საქართველოში არ არის?

არადა ვფიქრობ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა ამ ცხოვრებაში.... რატო არუნდა იყოს პერსპექტიული? ეს ხომ საქართველოა-ს გამო?

პ.ს

ანდრია
სეუ
ჯავახიშვილი

რომელი ჯობია ამ ფაკულტეტისთვის ვერ მირჩევთ??

საქართველოს გარეთ რა ხდება არ ვიცი და არ დავინტერესებულვარ დიდად.
იმიტომ არაა პერსპექტიული რომ ზედმეტად ბევრნი ხართ და ცოტა სამუშაო ადგილია.
და იმ ცოტა ადგილსაც საქართველოში ნაცნობობით აითვისებენ, შემდეგ გადამეტებულად ნიჭიერი ხალხი დასაქმდება.
შენ თუ მიგაჩნია რომ ძალიან მაგარი ხარ მაშინ რატომაც არა, სცადე ბედი, თუ არა და არ გირჩევ.

გამოკვებილი შვილი უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ვიდრე ფსიქოლოგის დიპლომი.

Posted by: POKERISBLUFF 9 Jun 2015, 02:19
Bones


იმიტო არ ვისწავლი რომ დიპლომი ავიღო კაცო უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ხო რათქმაუნდა მიმაჩნია რომ მაქვს შიგნიდან რაღAც

რაც ამ ფსიქოლოგიას უკავშირდება და მარტივად ვისწავლი ყველაფერს ვიდრე სხვები...

პირველად მესმისს რო ბევრნი ხართო ბევრი ბიჭი აბარებს ფსიქოლოგიურზე? :O არვიცოდი მართლა ოღონდ....

მადლობა ინფოსთვის))))))

Posted by: Artist 9 Jun 2015, 05:37
QUOTE
უნდა ისწავლოს მახოლოდ ის რაც აინტერესებს

up.gif +
* * *
POKERISBLUFF
QUOTE
იმიტო არ ვისწავლი რომ დიპლომი ავიღო კაცო უბრალოდ ძალიან მაინტერესებს

თუ მასეა საქმე, ეს შეკითხვა არც იყო საჭირო მგონი.. smile.gif
QUOTE
არის პერსპექტიული? შეძლებ სამსახურის დაწყებას?.

Posted by: 13plus 9 Jun 2015, 09:20
იქიდან დავიწყებ, რომ ხალხს ფსიქოლოგიაზე ცუდი წარმოდგენა აქვს, ფსიქოლოგია მხოლოდ პაციენტთან მუშაობა და რჩევების მიცემა გონიათ. ეს უხეშად რომ ვთქვათ
რეალურად კი ფსიქოლოგიის არეალი დიდია და არ არსებობს სფერო სადაც ფსიქოლოგი რომ არ ჭირდებოდეთ.


ელემენტარულად ეროვნული გამოცდების ტესტები ფსიქოლოგების ინსტრუქციით დგინდება ასევე საატესტატო
ბანკებში, გასაუბრებაზე კადრების არჩევას ფსიქოლოგები ახდენენ, ტესტებიც ფსიქოლოგების მიერაა შედგენილი
კონსულტაციებს, რჩევებს ბიზნესმენებს და სხვა წარმატებულ ადამიანებს კერძო ფსიქოლოგები აძლევენ და ასევე ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში
თუმდაც გამოსასვლელ სიტყვას ფსიქოლოგები წერენ
მარკეტინგში, რეკლამირებაში გათვლებს ფსიქოლოგები აკეთებენ


ბავშვთა ფსიქოლოგია, ზოოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კრიმინალური ფსიქოლოგია, ბიოლოგიური ფსიქოლოგია, ქალთა ფსიქოლოგია და კიდევ ბევრი სხვა...



ყველა ეკონომისტ, იურისტი რომაა ისაა წარმატებული? facepalm.gif

P.S ერთ-ერთ ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა ჩემმა მეგობარმა, ბავშვთა ფსიქოლოგი ჭირდებოდათ, 3000ლარი აქვს სტაბილური ხელფასი.
საკმაოდ რთული სამუშაოცაა პროფესიული მხრივ, მაგრამ უღირს.
ეს მეუბნებოდა, როცა ფსიქოლოგიაზე ვაბარებდიო ბებიაჩემი მეუბნებოდაო: "ბებო რა გინდა ფსიქოლოგიაზე გიჟებს უნდა ზდიოო?" facepalm.gif

Posted by: mamaduniangi 9 Jun 2015, 11:29
სხვათუარაფერი ცხოვრებაში გამოგადგება

ჩემი აზრით ადამიანის ფსიქოლოგის ცოდნა წარმატების საწინდარია ყველა ასპექტში

Posted by: littlemiss 9 Jun 2015, 19:20
მეგონა მე გავხსენი თემა.


ვაბარებ და იმედი მაქვს აქაც გავაკეთებ რამეს. ყოველ შემთხვევაში უკვე ავირჩიე და არ ვაპირებ შევცვალო.

Posted by: vasovaso92 9 Jun 2015, 19:31
littlemiss
ფსიქოლოგი უნდა გახდე?

Posted by: არისტოტელე999 9 Jun 2015, 19:34
დაიკიდე ის ისწავლე რაც გინდა smile.gif

ფულს რაც შეეხება ბიზნესი გააკეთე biggrin.gif

ან უცხოეთში.

Posted by: account66 9 Jun 2015, 20:33
ფსიქოლოგიური მეცნიერება საქართველოში არ არსებობს.

ისევე როგორც არ არსებობს იურისპრუდენცია და კიდევ ძალიან ბევრი რამ.

ფსიქოლოგია ზოგადად ძალიან უპერსპექტივოა საქართველოში.

და ვაბშემც დებილობაა მე თუ მკითხავთ.

მაგრამ თუ გინდათ ჩაავარეთ კაცო ვინ გიშლით biggrin.gif


ისე არ გეწყინოთ და დაკვირვებული ვარ, ჩემი გამოცდილებით, ფსიქოლოგიაზე ძირითადად ისეთი ხალხი აბარებს ვინც არ იცის რა უნდა და თავის არჩევანს იმით ამართლებს, რომ თურმე "ადამიანები აინტერესებს". biggrin.gif

Posted by: marimari11 9 Jun 2015, 20:50
POKERISBLUFF
რა თქმა უნდა ჯავახიშვილი რა სეუ და ანდრია.
მე ვსწავლობ ფსიქოლოგიურზე მესამე კურს ვამთავრებ მონდომებული თუ ხარ ძალიან ბევრ შანს გაძლევს უნივერსიტეტი. ჩემს ლექტორებს რასაც ვუყურებ ყველას ათასი საქმე აქვს ეამდენიმე სამსახური უბრალოდ კარგად უნდა ისწავლო და ჩალიჩა უნდა იყო აქტიური.
რაც გაინტერესებს ის უნდა ისწავლო
თან სულ გამოცდებია პრეზენტაციები რეფერატები. ძალიან რომ არ მიყვარდეს ჩემი პროფესია ნაღდად არ ვისწავლიდი ამდენს

სწავლის დონეს რაც შეეხება არის რა.. ნორმალურია. ეხლა ცალკე ფაკულტეტი ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებების კარგი გეგმები აქვთ დაფინანსება გაგვეზარდა და რა ვიცი უკეთესობისკენ წავა საქმე

რამე თუ გაინტერესებს მომწერე აქ არ ვიცი რა დავწერო კიდე

Posted by: Artist 9 Jun 2015, 21:20
account66
QUOTE
ფსიქოლოგიური მეცნიერება საქართველოში არ არსებობს.


არსებობს და საკმაოდ კარგი, http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 საკმაოდ ძლიერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ ფსიქოლოგიას.

მაგ.
http://herba.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/dimitri-uznadze/dimitri-uznadze-theory-of-attitude-and-set

Posted by: POKERISBLUFF 13 Jan 2019, 06:27
ეს სიმღერა მოდაში იყო კაკ რაზ ეროვნულების პერიოდი იყო war.gif


რა მალე გავიდა 4 წელი
ბავშვობა დააბრუნეთთთთთთთთთთთთ sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)