Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > თავის ტკივილი


Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:05
2 დღეა არ მიჩერდება თავის ტკივილი, გამაყუჩებლები რა აღარ დავლიე:ბარალგინი, კეტანოვი, ანალგინი, ნოშპა sad.gif
ბარალგინის ნემსით დავაბოლოვე გუშინდელი დღე, მაგრამ არ გამიჩერა sad.gif
წავალ ექიმთან რა თქმა უდნა მაგრამ მანამდე რამე მირჩიეთ რა sad.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:09
N.G.
თვალები შეამოწმებინე პირველ რიგში, გადაძაბვამ საშინელი თავის ტკივილები იცის.

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:12
OtsnebisKali
გახსოვს როდის ვიძახდი თავი მტკივა-თქო.
ვიფიქრე გამიჩერდება მეთქი, მაგრამ ...no.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:36
N.G.
ხო ვიცი, დამიჯერე მხედველობა შეამოწმებინე ჯერ.
ვიცი ასეთი შემთხვევები იყო.

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:36
OtsnebisKali
სპასო, გავითვალისწინებ

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:39
N.G.
კისერში მარილები ხომ არ გაწუხებს?

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:40
OtsnebisKali
ნტუ sad.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:42
N.G.
სისხლის ანალიზიც გაიკეთე და ჩიყვზე შემოწმდი, ყოველთვის არ აქვს გარეგნული ნიშნები.

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:43
OtsnebisKali
ჩიყვზე ვიყავი არ მაქვს.
ხვალ მივიდვარ და იმედია ცუდს არაფერს მეტყვიან smile.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:45
N.G.
არა ნუ გეშინია, გადაღლამაც იცის.
ჟანგბადის უკმარისობა.
რიბოქსინი დალიე, ჟანგბადით კვებავს სისხლს და უვნებელია.

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 11:46
OtsnebisKali
დაველოდები რას მეტყვის ექიმი, ისე ვერ დავლევ gigi.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 11:46
N.G.
ეგ არაა გამოწერით, არ უნდა ექიმი. თუმცა მაინც გაიგე ჯერ პასუხი smile.gif

Posted by: rmcf 4 Jun 2004, 12:12
QUOTE
დაველოდები რას მეტყვის ექიმი, ისე ვერ დავლევ
სწორია, ჯერ ექიმს დაელოდე. ისე წნვის გასინჯვა თუ სცადე? ენივეი, კომპიუტერს მოცილდი.

Posted by: asiko 4 Jun 2004, 12:34
N.G.
სექსი სცადე თუ მარხვაა??

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 12:34
rmcf
წნევა ნორმალური მაქვს, ანუ ჩემი წნევა არის 100/70-ზე.
კომპიუტერს რომ მოვცილდე ჩემს საქმეს ვინ გააკეთებს sad.gif(

Posted by: თითა 4 Jun 2004, 12:52
N.G.
ცხოვრების ყოველდღიური ტემპისაგან ხომ არ არის? smile.gif ნერვული სისტემის გადაღლა.
დასვენება, სუფთა ჰაერი, ბუნება... იქნებ ეს ჯობდეს?

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 12:54
თითა
კარგია, მაგრამ როგორ და როდის? დრო?!

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 12:54
დიდი სიამოვნებით ავიღებდი 2 თვიან დასვენებას biggrin.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 12:57
N.G.
ეჰჰ...

Posted by: თითა 4 Jun 2004, 12:58
OtsnebisKali
N.G.
ეხლა ხომ სეზონია? არ გეკუთვნით შვებულება ზაფხულში?

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 12:59
თითა
კი 2 კვირა biggrin.gif

Posted by: OtsnebisKali 4 Jun 2004, 12:59
QUOTE
კი 2 კვირა


Posted by: NAVARA 4 Jun 2004, 13:06
N.G. ცოდვებმა გიწია ცვეტში gigi.gif lol.gif

Posted by: თითა 4 Jun 2004, 13:07
ბევრი არაა... უფრო სწორედ საკმარისი არაა biggrin.gif მაგრამ მაინც კარგია.
მე ეხლა თითქმის შვებულებაში ვარ. ე.წ. ''PartyTime'' მეუღლეს გულისათვის. ბავშვები, ოჯახში საქმე სულ ჩემზეა biggrin.gif დავიტანჯე, ასჯერ თუ არ მერჩივნოს მუშაობა.

შანათ კვირასაც მუშაობთ?

Posted by: N.G. 4 Jun 2004, 13:10
NAVARA
tongue.gif
თითა
QUOTE
შანათ კვირასაც მუშაობთ?

არაა, ვისვენებთ smile.gif

კარგით ჩემო კარგებო, დავხურავ ამ თემას აშკარად უკეთ ვარ, ალბათ თქვენმა თანადგომამ მიშველა wink.gif


ფრიჯაილ შენ ისეც შესძლებ დამიწერო აქ რაიმე რჩევა smile.gif

Posted by: sharlot 4 Jun 2004, 13:37
ეეჰ, ახალ წესით უნდა მტკიოდეს თავი. მარა თავის ტკივილს ის მიამებს რომ 1 თვეში შვებულებაში გავალ და სამსახურში აღარ დავბრუნდები jump.gif

ნინ, ორშაბათს არ გინდა კუს ტბა?

Posted by: XAO 12 Mar 2005, 22:52
yvelaze zlieri tavis tkivilis gamayuchebeli camali romelia?

Posted by: Tvalebi 13 Mar 2005, 01:35
ეგ ადამიანზე დამოკიდებული, შეიძლება ერთიდაიგივე წამალმა 2 ადამაინზე სხვადასხვანაირად იმოქმედოს yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: XAO 13 Mar 2005, 02:24
Tvalebi
xo mara. mainc yvelaze magari tkivil gamayuchebeli camali romelia?

Posted by: Tvalebi 13 Mar 2005, 13:16
ნუ პირადად ჩემზე ყველაზე კარგად მოქმედებს:

1. UPSA
2. Gamalgin
3. Analgin

Posted by: soul 13 Mar 2005, 23:34
კეტოროლაკის პრეპარატები შემძლია შემოგთავაზო, ერთერთი უძლიერესი და უახლესი NSAID ია. ანალგინი ამოღებულია საზღვარგარეთ ხმარებიდან თუმცა აქ მაინც ხმარობენ. ისე საკმაოდ კარგი პრეპარატია. ისე ეგ მართლაც ინდივიდუალურია შეიძლება ციტრამონმა გაგიყუჩოს თავის ტკივილი და კეტოროლაკმა არ გიშველოსsmile.gif))) შეგიძლია სცადო იბუპროფენი მაგრამ არა მუდმივად სისხლის ფორმულას ცვლის. სცადე და გახსოვდეს ეგ პრეპარატები კუჭზე მოქმედებს და ამიტომ უზმოდ არ მიიღოsmile.gif))

Posted by: roo 13 Mar 2005, 23:48
გააჩნია რისგან გაქვს

Posted by: Tvalebi 14 Mar 2005, 01:04
soul
შენც ფარმაცევტი ხო არ ხარ ???

Posted by: XAO 14 Mar 2005, 13:47
soul
kai ragaca mitxari. wink.gif

Posted by: soul 14 Mar 2005, 15:26
არა ფარმაცევტი არ ვარsmile.gif))) ექიმი ვარ განათლებით და ფარმაკოლოგია მომწონდა სტუდენტობის დროსsmile.gif))

Posted by: XAO 14 Mar 2005, 18:30
soul
ketaroli davlie 2 saatis cin da sad.gif

Posted by: XAO 1 Apr 2005, 16:31
tempalgini da baralgini ertad ro davlio rame xo ar momiva?

Posted by: Nan 8 Apr 2005, 22:09
ხაო, მე თავი აღარ ამტკივდება, შენ თუ ქართულ შრიფტზე გადახვალ.
ანალგინი საშინელ გემოს მიტოვებს და პატარაობიდან ვერ ვიტან. მე ციტრამონს ვიღებ და იშვიათ შემთხვევაში კეტანოვს

Posted by: K-U-K-U-SH-A 25 Aug 2005, 12:32
მტკივააააააააააააააააააააააააა cry.gif
help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: TJ11 25 Aug 2005, 12:46
აუ ამ წუთას ჩავისრიალე ციტრამონი, მაგრა მტკივა თავი მეც. sad.gif
შენც იგივეს გირჩევ! wink.gif

Posted by: Rainbow89 25 Aug 2005, 13:22
წადით ეხლა ორივე აფთიაქში კეტანოვი იყიდეთ და თითო თითო ტაბლეტები დალიეთ და 15 წუთში თავს ვაფშე ვეღარ იგრძნობთ smile.gif

Posted by: Opizar 25 Aug 2005, 13:28
ქინძობაა ციტყრამონი
ადვილი დაითრიე ე ჩაყალეპე და ეგაა wink.gif

Posted by: OGG 25 Aug 2005, 13:31
იქნებ კეტელონგი ჯობია?smile.gif ჯენერიკი ორივეს ერთი აქვს Ketorolac.
კეტანოვი ინდურია, კეტოლონგი უკრაინულიsmile.gif

დანარჩენი თვითონ გადაწყვიტე, ისე სხვა ტკივილგამაყუჩებლებიც ბლომადააsmile.gif

Posted by: TJ11 25 Aug 2005, 13:40
მე ძალიან ხშირად მაწუხებს ხოლმე თავის ტკივილი და ამიტომ ხშირად, თითქმის ყოველ დღე მიწევს გამაყუჩებლის დაელვა. ჰოდა არ მინდა ძლიერი ქიმიური საშუალებები რომ მივიღო ასე ხშირად. ციტრამონი მცენარეულიაო და ამიტომ ვეტანები smile.gif

ისე მე მშველის ხოლმე. თუ ძალიან მტკივა, მაშინ ორ ტაბლეტს ერთდროულად ვყლაპავ და ეგაა.

Posted by: Natuka NGN 26 Aug 2005, 13:14
ise ketanobi yovetvsi ar shvelis, mit umetes tu shakikia da am dros zustad citramonia miscreba, vinaidan kofeins sheicavs...
ise zustad unda gaarkvio ratom gtkiva, raa mizezi, gadagla, shakiki, kompiutertan didxans jdoma, kalashidacneva tu sxva ram... gamayucheblebis bylava mudam araa sasurveli....

Posted by: TJ11 26 Aug 2005, 13:47
ექიმმა მითხრა ცენრალური ნერვული სისტემიდან მოდისო. sad.gif რენგენზე კი გამიშვა, მაგრამ სამსახურის გადამკიდე ვერ მივდივარ sad.gif
ახლაც დავლიე ციტრამონი და ცოტა გამიჩერდა. უკვე ჩაის ვაყოლებ ბუტერბროდივით. biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 27 Aug 2005, 00:37
TJ11
რენდგენზე იმისათვის გაგიშვებდა ნახოს ქალაშიდა წნევა მომატებულია თუ არა, ანუ სისხლძარღვოვანი სისტემა როგორ მდგომარეობაშია. დიდი არაფერი დიაგნისტიკაა... მგონია შენი თავის ტკივილი გადაღლისგანაა... უბრალოდ უნდა დაისვენო. მხოლოდ ციტრამონი თ გიყუჩებს, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. დაისვენე და კომპთან ნაკლები დრო გაატარე...

Posted by: Fragile 29 Aug 2005, 20:59
Natuka NGN
QUOTE
რენდგენზე იმისათვის გაგიშვებდა ნახოს ქალაშიდა წნევა მომატებულია თუ არა


მომატებული ქალას შიდა (ინტრაკრანიალური) წნევის დიაგნოზი რენტგენით არ ისმება, სპეციალური ინვაზიური ტექნოლოგიები არსებობს მაგისთვის, რაც ჩვენთან არ არის ადვილად ხელმისაწვდომი. კომპიუტერული ტომოგრაფიაც კი ნახულობს მხოლოდ ქალას შიდა წნევის მომატების ნიშნებს.

K-U-K-U-SH-A
როგორია ტკივილის ხასიათი, ინტენსივობა, პერიოდულობა, ლოკალიზაცია?

Posted by: GIANELLE 20 Oct 2005, 15:47
კაროჩე რა ხდება ეხლა.

ეს ბოლო ორი კვირაა რაც ძალიან გამიხშირდა თავის ტკივილი, თითქმის ყოველდღე მტკივა ხოლმე.

ვმუშაობ კომპიუტერზე, დავაკვირდი და შაბათ კვირას როცა არ ვმუშაობ არ მტკივა, და სამუშა დგეებში დაახლოებით შუადღეს მეწყება ტკივილი და საღამოს უკვე საკაიფოდ მტკივა ხოლმე.

რავიცი ვითომ კომპიუტერის ბრალია? კაი ხანია რაც კომპიუტერზე ვმუშაოიობ და აქამდე არ მქონია ასეთი ხშირი ტკივილები.

მაინტერესებს ერთი თქვენი აზრები ამასთან დაკავშირებით.

Posted by: soul 20 Oct 2005, 20:18
მხედველობა როგორი გაქვს? შესაძლებელია კომპმა მხედველობა დაგიქვეითა და ანის გამო იძაბები და თავიც მაგიტომ გტკივა

Posted by: Martinet 21 Oct 2005, 01:17
ისე ამ ბოლო დროს მეც ძალინ მტკიოდა თავი და თან კომპიუტერზეც ბევრი სამუშაო მქონდა.მაგრამ იცი რა არამგონია რამე საშიში იყოს - ჩემთან სახლში წნევიანების სასტავია - იმენნა "ცოცხალი ბარომეტრები"არიან, ხოდა ამინდებიც და და მაგნიტური დღეებიც დაემთხვა. ეგ არის და ეგ

Posted by: nikusha_23 21 Oct 2005, 16:44
GIANELLE
მოკლედ ესეიგი რა მჭირდა მე : მეწყებოდა მცირე ტკივილით მერე ძლიერდებოდა ამას ერთვოდა პირღებინება, და დედისგინებამდე მისვლა მოკლედ მაგიჟებდა, ბოლოს ემოციებისან დაღლილს მეძინებოდა და გამოღვიძებისას ყველაფერი კარგად იყო,

რა მაინტერესებს იცი? კომპუტერთან ჯდომისას მოძრაობ ანუ გადიხარ გამოდიხარ და რამე, თუ ზიხარ და არ დგები?
კომპუტერის წვლილი მიძღვის შენს თავის ტკივილში მაგრამ მე მგონია რომ წნევის ბრალიც უნდა იყოს sad.gif ჩემი თავის ტკივილი წნევის ბრალი იყო

Posted by: GIANELLE 21 Oct 2005, 16:56
Martinet
QUOTE
ამინდებიც და და მაგნიტური დღეებიც დაემთხვა


არ ვარ საქართველოში.

nikusha_23
რა წნევა კაცო ჯერ 21 წლის სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა ვარ, მეც ეგრე მაქ ხოლმე, დამეწყება და მერე სახში რო მივალ ვიძინებ და რო გავიღვიძებ უჟე ნორმალნად ვარ. არა ეხლა რო ვთქვა რო სულ კომპიუტერზე ვზივარ თქო ეგრეც არ არის, გავდივარ ხოლმე.

Posted by: nikusha_23 21 Oct 2005, 17:10
GIANELLE
მე 16-17 წლის ახაგაზრდა ვიყავი ეგრე რომ მჭირდა ეხლა ჯანზე ვარ

Posted by: BigCrow 21 Oct 2005, 17:13
GIANELLE
QUOTE
არ ვარ საქართველოში.

ცუდი ამინდები მარტო საქართველოში იცის? smile.gif


გადაღლილობის ბრალი იქნება მაგი...

Posted by: GIANELLE 21 Oct 2005, 17:17
BigCrow

ან სამშობლოს მონატრების .....

Posted by: pudelblack 12 Feb 2006, 05:32
მე დაწერილი მაქვს რომ თAვის ტკივილები მაქვს.ეხლა მითხარით რა ხერხით გავიჩერო ეს საწამებელი ტკივილი.უწინ მტკიოდა კი როგორ არა ,მაგრამ ასე ჯერ არ მქონია თავი.მისკდება.თითქოს შიგნიდან აწვება ქალას და განთავისუფლება უნდა .ჭრიალებს და წრიპინებს თავში ყველაფერი.ძილი მე არ მაქვს.მასაჯი გავიკეთე დღეს მაგრამ მაინც არ მშველის.მაინდამაინც უნდა მოვიკვეთო თავი?
ყინულებს ვიდებ თავზე სანამ არგაიყინება მთელი თავი´,გადამივლის მაგრამ ისევ მეწყება ეს დადე ნაგლეჯი ტკივილი.ხახვიც კი დავჭერი რომ ცრემლები წამომსვლოდა ,უწინ მშველოდა ეხლა აღარც ეგ არ მშველის.წამალს ვერ ვსვამ რადგან ცუდად ვხდები(გული მერევა რაც ჩემი კუჭისთვის არც თუ ისე სასარგებლოა).ერთი კი არის მაგრამ ის ამიკრძალეს რადგან გულზე რომ დამარტყა საავადმყოფოში მითხრეს რომ ეს არ მიიღოოოოოოო.ძAლიან ძლიერია რა და ეხლა ბაწარი მაქვს,საპონიც და ხესაც ვნახავ.გავუყრი თავს და ვსიოოოოოოო cry.gif

Posted by: შოთა.03. 12 Feb 2006, 12:39
pudelblack
ერთი გამოკვლევა თავზე ნაღდად არ გაწყენდა! მიდი და ჩაიტარე ეგ გამოკვლევა.

Posted by: Loony 12 Feb 2006, 14:14
pudelblack

შაკიკი გავს ???

კაფეტინი თუ გიცდია ან რამე ისეთი პრეპარატი, რომელშიც კოფეინის დიდი რაოდენობაა ???


Posted by: Solveig 12 Feb 2006, 17:44
QUOTE
კაფეტინი თუ გიცდია ან რამე ისეთი პრეპარატი, რომელშიც კოფეინის დიდი რაოდენობაა ???

კაფეტინს ალბათ არ მისცემენ ურეცეპტოდ.
QUOTE
გულზე რომ დამარტყა


რას ნიშნავს გულზე დაგარტყა? აბა თუ თავი ასე სისტემატურად გტკივა (შესაძლებელია, მაღალი წნევაც გაქვს), გული გაწუხებს, აქ კითხვის დასმას-მიაკითხე ექიმს. ჯერ კარდიოლოგს და მერე თვითონ დაგაკვალიანებს.

Posted by: ტანკე 12 Feb 2006, 17:56
არა მგონია ვინმემ რეცეპტი გამოგიწეროს აქ პუდელა დეიდა smile.gif

Posted by: pudelblack 12 Feb 2006, 17:57
Solveig
QUOTE
რას ნიშნავს გულზე დაგარტყა?

როგორ გითხრა და ბევრი ნერვიულობის მერე გულის ტკივილმა ბოლო მომიღო და დავეცი .ანუ გადავთეთრდი და ვიპარებოდი.ასე მითხრა დედაჩემმა და მერე ექიმებმა მომაბრუნეს.წნევა პირიQ არ იმატებს, რაც მე ყავას ვსვამ დღEში რომ წნევამ მიომიმატოს რადგან დაბალ წნევაზე ცუდად ვარ და ამიტომ მაქვს ტავის ტკივილი.

წამლებს ვერ ვსვამ უკვე კარგა ხანია .ყველა ნაირი მაქვს გასინჯული.ისე ვარ ტავის ტკივილს შეჩვეული რომ ცოტა ტკივილს ვერ ვგრძნობ .მაგრამ ეს 2 კვირაა ისეთი ტკივილები მაქვს რომ ჯერ არ მქონია.სკდება ,შიგნიდან სკდება ეს თAვი.

ელ ტანკე ვიცი დედი რომ არავინ არ გამომიწერს ,მაგრამ აქ რჩევას ვიღებ რადგან გერმანელ ექიმებს ფუჩეჩი აქვთ თAვში.მიხვალ ამბობ რომ თAვი გტკივა და რას გიკეთEბენ.
წამალს გამომიწერენ ვეუბნები მაგას ვერ ვგუობ მაშინ ეს წამალი კაი არისო,ვეუბნები წამლები ყველა გავსინჯე და არ მიხდება გული მერევა.მაშინ მასაჯი გინდაო.მასაჯის მერე ჰა ჰა 3,4 კვირა კარგად ვიყვე და ისევ ახლიდან იწყება ეს ჯღანვა.ვეუბენბი გამოკვლევა ჩამიტარე მეთQი და ანკეტაში იხედება და მეუბება რომ გამოკვლევაში გიწერია რომ თAვის ქალის ტრამვები გაქვს და ამას არ ეშველებაო.კი არ გისმენე რომ აუღწერ როგორი ტკივილი გაქვს.მაინც თAვისას ურახუნებე.

Posted by: ტანკე 12 Feb 2006, 18:05
pudelblack
ჩვენ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ჩამოგიწეროთ,მაგრამ იმას ვერავინ გეტყვის,თუ დღეში რამდენჯერ და რა დოზით უნდა მიიღო და კერძოდ რომელი წამალი იქნება უფრო ეფექტური.ჩვენ ხომ კარგად არ ვიცით რისგან გაქვს ეგ თავის ტკივილი,ვაი თუ უფრო გავნოს smile.gif ასე იოლად წამლების დანიშვნა არ ხდება.მაგას ჯობია შეძლებისდაგვარად ის გავარკვიოთ,თუ რატომ გაქვს თავის ტკივილი და არა ის,თუ რა წამალი უნდა მიიღო და რა დოზით smile.gif

Posted by: Solveig 12 Feb 2006, 18:13
pudelblack

მაშინ აქ ჩამოდი biggrin.gif და აქაურ ექიმს ეჩვენე. თუ თავის ტრავმა გაქვს გადატანილი, მაშინ ნევროპათოლოგი დაგჭირდება.

Posted by: ტანკე 12 Feb 2006, 18:14
pudelblack
ფსიქოპათიის მხრივ როგორ ხარ? biggrin.gif ნევროზი გაქვს? smile.gif

Posted by: pudelblack 12 Feb 2006, 18:16
el tanke
ეხლა სარკეში ჩავიხედე და თვალებში სიხლის ჩაქცევა მაქვს.
მოუტ...პატრონი კვდები და კაია ,მეშველება.
თAვის ტკივილი რატომ მაქვს და თავის ქალაში 12 ბზარი მაქვს.როგორც გერმანელმა ექიმებმა მითXრეს ამინდის შეცვლის გამო არისო.
მე ეხლა კი თAვი შიგნიდან მტკივა.ასე მგონია რომ ,ანუ ესეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ტვინი გაიზარდა და ქალას აწვება და განთავისუფლება უნდა.ანუ მისკდება რა ტვინი.

ეჰ რას მეკაიფებით ვა.ჩემ მტერს არ ვუსურვებდი ამისთანა ტკივილებს .ადამიანი რომ შეეჩვევა თავის ტკივილის და იგნორირებას უკეთებს თქვენი აზრით როგორ უნდა მქონდეს ნერვული სისტემა vik.gif

Posted by: ტანკე 12 Feb 2006, 18:18
pudelblack
QUOTE
ეხლა სარკეში ჩავიხედე და თვალებში სიხლის ჩაქცევა მაქვს.

ეს უკვე სახუმარო არაა.გადაიღე ენცეპალოგრამა და ნევროპათოლოგს გაესინჯე.
QUOTE
მოუტ...პატრონი კვდები და კაია ,მეშველება.

არ კვდები ნუ გეშინია smile.gif
QUOTE
თAვის ტკივილი რატომ მაქვს და თავის ქალაში 12 ბზარი მაქვს.როგორც გერმანელმა ექიმებმა მითXრეს ამინდის შეცვლის გამო არისო.

ნამდვილად ასე გითხრეს? spy.gif
QUOTE
მე ეხლა კი თAვი შიგნიდან მტკივა.ასე მგონია რომ ,ანუ ესეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ტვინი გაიზარდა და ქალას აწვება და განთავისუფლება უნდა.ანუ მისკდება რა ტვინი.

ქალას შიდა წნევა მომატებული ხომ არ გაქვს?არ იცი?

Posted by: Solveig 12 Feb 2006, 18:25
QUOTE
ეჰ რას მეკაიფებით ვა.


არაფერს არ გეკაიფებით, კაცო. უბრალოდ, ონლაინ რჩევებს, სჯობს ნევროპათოლოგს მიაკითხო და კარდიოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდება ალბათ.

ჩემს თანამშრომელს ტრავმის (ავარიაში მოყვა) შემდეგ ჰქონდა საშინელი თავის ტკივილები და სხვათა შორის, ამინდის ცვალობადობის დროს უმწვავდებოდა (თვითონ ამბობდა-ასე ვამჩნევო). სანამ სერიოზული გამოკვლევა არ ჩაიტარა და მერე არ იმკურნალა, არანაირმა საშუალებამ (ხახვები და ა. შ.) არ უშველა, ასე რომ, შენც მიდი ნევროპათოლოგთან.

Posted by: voivod 6 Sep 2006, 13:16
არ ვიცი ეგეთი თემები ბევრი იქნება აქ მაგრამ მაინტერესებს უკვე სერიოზულად ჩემი ბედი:



4-5 თვეა მტკივა თავი ყოველდღე დღის 60%-70% ნუ ერთი 2 დღე არ მტკიოდა ზღვაზე რო ჩავედი მერე ისევ დაიწყო

ექიმებთან ვიყავი დამინიშნეს:ატარაქსი,ადაპტოლი,ანაპრილინი,ნოოტროპილიც იყო

წნევა მაქვს 110-70 ისე და რო მისკდება თავი 140-90ზეა მაგრამ გიპერტონია არა არიო წამლები არ მშველის აი ეხა რო ვწერთან თავბრუ მეხვევა ბოლო 2 კვირაა მაქანავებს კიდეც უკვე ამასტან ერთად.

მოკლედ მაინტერესებს რამდენი დამრჩა კიდე დავიღალე ამდენი ტკივილით ყოველი დღე ჯოჯოხეთად მექცა

რა შეიძლება იყოს კიბო?,შიცი? biggrin.gif ნუ რა მკლავს ეგრე ნელა და ტანჯვით ეხლაც რო ვწერ სერიოზულად მაქანავებს ფეხზე რო ავდგე დავეცემიsad.gif

Posted by: ტანკე 6 Sep 2006, 18:56
voivod
QUOTE
რა შეიძლება იყოს კიბო?,შიცი?

სიმსივნე გინდოდა გეთქვა ალბათ.საერთოდ თავის ტკივილი ძალიან იშვიათად იცის თავის ტვინის სიმსივნემ,აქ უბრო მასშტაბური პრობლემებია ხოლმე და არა ლოკალური ტავის ტკივილი,კერძოდ დაბრმავება,გონების დაბინდვა,წონასწორობის მოშლა,ჰალუცინაციები,მუდმივად ძილიანობა და ასე შემდეგ.
თავის ტკივილის ნუ გეშუინია,უამრავი რამ იწვევს და სიმსივნე ყველაზე ნაკლებად,მაგრამ მაინც უნდა მიხედო,მიდი ექიმთან.

Posted by: Natuka NGN 6 Sep 2006, 20:28
voivod
წამლები რომელიც ჩამოთვალე - პირველი ანტიჰისტამინური პრეპარატია და როგორც დაამაძინებელ საშუალებად ისე იხმარება, ადაპტოლი - ეს დამამშვიდებელია (ადრე მებიკარის სახელიტ გამოდიოდა), ანაპრილინზე ვერაფერს გეტყვი, ნოოტროპილი ტავში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ყველაფერი ამიდან შემიძლია დავასკვნა - შენ ტავი გადაღლისგან გტკივა და არასწორი რეჟიმისგან. ზრვაზე არა მტკიოდაო, ე.ი. არა გტკიოდა იქ სადაც ისვენებდი. ალბათ, არ ვიცი, შენი რეჟიმის მოწესრიგება მოგიწევს. ფიზიკური ვარჯიში, ნაკლები კომპიუტერი და თვალის დამღლელი სამუშაო. უფრო ზუსტად რომ ვიცოდე სიმპტომები კიდევ რამეს გეტყოდი. ოღონდ იპოხონდრია ნუ შეგიპყრობს და სიმსივნისნაირ სისულელეებზე ნაკლებად იფიქრე...

Posted by: voivod 6 Sep 2006, 22:10
Natuka NGN
სიმპტომები რა მე ვარ არქითექტორი და მინდა არ მინდა ოჯახის სარჩენად მიწევს კომპიუტერთან მუშაობა

დილას რო ვდგები 9ზე 1 საათი კარგად ვარ 10 ზე როგორც კი შევდივარ ოფიოსში ნელნელა იწყება პიკს აღწევს ტკივილი 2 საათისკენ ტკივი ხანდახან გადადის კისრის არეში მოკლედ 6 საათისთვის წამოსვლის დრო როა უკვე მანქანის რულზე ძლივს ვზივარ მოვდივარ სახში ვიზომავ წნევას და 140-90 თითქმის სულ ვსვავ ორ ცალ წნევის დამგდებს პაპაზოლს და ვცდილობ დავიძინო არ გამოდის მერე რაღაცა პერიოდი ისევ უკეთ ვარ და აი ეხლაც და ამ დროს ისევ ტკივიsad.gif

და ასე ყოველდღეsad.gif7 დღე კვირფაში

Posted by: Natuka NGN 6 Sep 2006, 22:20
voivod
გასაგებია, ანალოგიური ქონდა ჩემს ძმას. და კომპიუტერტან მუშაობა ძალიან გადამღლელია, მით უმეტეს თუ გრაფიკასთან მუშაობ. და მხედველობა როგორი გაქვს? ერთი სიტყვით, რაღაც სპორტიტ უნდა დაკავდე. იგივე ცურვა დილას ადრე. და როდესაც ტკივილი გიწყებს, მაშინვე მიირე რამე წნევის დამწევი. თუ პაპაზოლი გშველის, შეგიძლია მას ნოშპაც მიაყოლო. და რადგაც ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს, ეცადე ბევრი იძინო, 8 საათი მაინც მოახერხო და სახლში ტვ-ს არ უყურო. მგონი გითხარი, რომ მხედველობაც გაასინჯე ანდა რაიმე დამცავი სათვალე იხმარე კომპტან.
ისე, ზოგადად, ძალიან ხშირად მონიტორები რომლებთანაც მუშაობენ არასწირად აქვთ დაყენებული, ძალიან დაბალ სიხშირეზე ამუშავებენ და ეს ისეთ თავის ტკივილს იწვევს ჩემში რომ გულის რევამდე მივდივარ. შეამოწმე შენი მონიტორი როგორ მუშაობს.
აბა მეტი რა გირჩიო. თავში დარწმუნებული ვარ, არაფერი გჭირს. ვერ იცვლი სამუშაო გარემოს? მაქსიმალურად კომფირტულად აქციე ის.

Posted by: voivod 6 Sep 2006, 23:08
Natuka NGN
გაიხარე კაი გოგო ხარsmile.gif
სათვალე მიკეთია -0,75 ზუსტად ამ ტკივილების გამო გავიკეთე მაგრამ მარტო რულზე მშველის კომპტან ისე აშკარად უკეთესად ვხედავsmile.gif
ეხხ ნეტა გამიაროს სიცხეებსაც ვაბრალებდი უკვეsad.gif

Posted by: roo 6 Sep 2006, 23:21
ასე ადრგე გქონია აქამდე?

ოჯახში ხო არ ჭირს ვინმეს კიდევ, საკმაოდ ძლიერ წამლებს სვავ, ჯობია კარგ ნევროლოგოს ეჩვენო

Posted by: MIT 6 Sep 2006, 23:29
თავი მეც მტკივა რამდენიმე კვირაა.. შუბლის ქვეშ მტკივა ძალიან.. მეც მთელი დღეები კომპიუტერთან მიწევს ყოფნა.. ძირითადად კითხვა ეკრანიდან..

Posted by: voivod 6 Sep 2006, 23:49
Roo
არა არ მქონია და ოჯახშიც არავის არ ჭირს

Posted by: XAO 7 Sep 2006, 18:17
voivod
exla rogora xar kide gtkiva? me zamtarshi mtkiva xolme tan ise ro camalic ar miyuchebs. tfu tfu tfuu da rac dacxa vafshe ar amtkivnia daje paxmeliazec ar amtkivnia smile.gif

Posted by: August 8 Sep 2006, 01:40
voivod
სიგარეტს ეწევი?
მე მქონდა მუდმივი თავის ტკივილები და 3 წლის განმავლობაში ყოველ საღამოს 2-3 ცალ აპაპს ვსვამდი. შარშან, 15 ოქტომბერს, მოვწიე ბოლო სიგარეტი და მას მერე თავი არ ამტკენია აგერ ერთი წელი ხდება სადაცაა.


Posted by: doxaburi 8 Sep 2006, 02:11
QUOTE
voivod
***BMW***CLUB***GEORGIA***



ჯგუფი: Members
წერილები: 2659
წევრი No.: 8622
რეგისტრ.: 4-February 05

წერილები: 2659 <-----------------<<<<< ამან ხომ არ გიქნა?

Posted by: voivod 10 Sep 2006, 02:46
doxaburi
არა ლოლლsmile.gif))))
August
მემგონი ისემართალი ხარ პატარა პერებორიმოწევაში და გამასვენეთ ისე ვარsad.gif უნდამოვუკლო რააsad.gif
XAO
მეკიდე რაც დაცხა ამტკივდა იკნებ აგრილებამმიშველოსsmile.gif

Posted by: HAV 10 Sep 2006, 02:54
voivod не ссый маша все там будем. და ისე სერიოზულად, სათვალე რომ გაიკეთე მაგის ბრალი იქნება. შეილება არასწორედ არის გასინჯული.

Posted by: makvala 10 Sep 2006, 09:26
სცადეთ ასეთი რამეც, ყოველ საათში 10–12 წთ მოცილდით ეკრანს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ, ადექით, გაიარეთ ოთახში – სულ ერთ პოზაში ჯდომა როგორი საქმეა. ადამიანი მოძრავი ცხოველია და სტატიკური დატვირთვები არ უყვარს.

Posted by: autaneli 10 Sep 2006, 11:30
მეც მჭირდა მასე რამდენიმე თვე, გადაღლილობის ბრალი იყო. ნაკლები კომპიუტერი (მთელი დღე კომპთან ვზივარ ) და ნერვების თხრა და გაგივლის. სუფთა ჰაერი აუცილებელია ოთახში თუ ხარ გამოკეტილი გეტკიება თავი აბა რა იქნება.

Posted by: August 10 Sep 2006, 21:14
voivod
QUOTE
მე მგონი ისე მართალი ხარ პატარა პერებორი მოწევაში და გამასვენეთ ისე ვარ უნდა მოვუკლო რაა

საერთოდ დაანებე თავი. დამიჯერე არაა ძნელი. 35 წელი ვეწეოდი დღეში ერთ კოლოფს და ერთ დღეს ვთქვი და შევეშვი სამუდამოდ. ახლა სურვილიც კი არა მაქვს, თუმცა ჩემი ქმარი (სამსახურშიც კი ერთ ოთახში ვზივართ) კი ეწევა და სუნიც კი არ მაღიზიანებს. ისეთი შეგრძნება მაქვს ვითომ არც როდის მომიწევია.
უბრალოდ უნდა ცოტა იეშმაკო - ჩაუთქვი რამე რაც ძალიან გინდა რომ შეგისრულდეს.
მე ასე "მოვატყულე" საკუთარი თავი.
იმავე მეთოდით 17 საათის მერე არაფერს არ ვჭამ და სიგარეტის გადაგდების შემდეგ არცერთი გრამი არ მომიმატებია წონაში.
მართლა ნაღდი მეთოდია - ჩაუთქვი რაც გულით გინდა. რადგან ძალიან გინდა, რომ აგისრულდეს პირობას არ დაარღვევ და ამგვარად მიზანს მიაღწევ.


Posted by: AnimeR 10 Sep 2006, 22:00
პირველ რიგში მონიტორი შეამოწმეთ რამდენ ჰერცზეა.60 ჰერცი კატასტროფაა.მინიმუმ 75 და სასურველია 85 იყოს

Posted by: TroubleMaker 27 Sep 2006, 22:59
აუ ხალხნო პლზ მითხარით რა მჭირს. დილას არ მტკივა ხოლმე თავი , შუადღეს ამტკივდება და მერე ღამე ძალიან მტკივა. თან მარტო მარჯვენა მხარე sad.gif ერთი 3-4 დღეა ასე ვარ. რა შეიძლება იყოს? წინასწარ მადლობთ

Posted by: August 27 Sep 2006, 23:46
თუ არ ვცდები ნახევარი თავის ტკივილი არის შაკიკი, რუსულად მიგრენ. ეს, მე რამდენადაც ვიცი, ნევროლოგიის სფეროა.
შაკიკს ძველად საქართველოში შელოცვით wink.gif "არჩენდნენ". ისე ძალიან ლამაზი შელოცვაა. კარგად არ მახსოვს , მაგრამ მგონი ასეა:
"შაკიკი ჩამოსჩოვია სათიფისა ბოლოსაო
აგრე ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო
მევიდა წმინდა გიორგი, გოუწყრა, გეიპარა დილასაო"

შენც ალბათ იმიტომ არ გტკივა ხოლმე დილაობით თავი, რომ "გეიპარა დილასაო"

შაკიკი

შაკიკი არის დაავადება, რომელიც გამოვლინდება ძლიერი თავის ტკივილით. შეტევის განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა მიზეზი, როგორიცაა ალერგია, სტრესი, დაღლილობა. შაკიკით დაავადებულები გრძნობენ შეტევის დაწყებას და იციან, როგორ შეიძლება შეიმსუბუქონ ტკივილი. ზოგჯერმათ მათ თვითონ აქვთ თავისი წამლები.

შაკიკისათვის დამახასიათებელია:
შეტევის განვითარების წინ გამაფრთხილებებლი ნიშნები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა თვალების წინ შავი წერტილებისა და/ან ბრმა ლაქების გაჩენით;
ინტენსიური მოპულსირე ტკივილი, ხშირად თავის ერთ ნაწილში;
დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
დაზარალებული ძალიან მგრძნობიარეა მკვეთრი შუქისა და ხმაურისადმი.
შეტევის მოხსნას ხელს უწყობს წოლა ან ძილი სიჩუმეში, ბნელ ოთახში რამოდენიმე საათის განმავლობაში.

http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=952&info_id=1201

Posted by: iverson 28 Sep 2006, 00:02
მეც მტკიოდა ეგრე თავი. ნევროპათოლოგთანაც ვიყავი რაღაც წამალი დამინიშნა და არ დავლიე - არ მომეწონა ის ექიმი და არ ვენდე.
ერთადერთი რაც შევცვალე ჩემს ცხოვრებაში - იყო ძილი. და ტკივილმა გამიარა. ეცადე ძალიან გვიან არ დაწვე და 9 საათი გეძინოს მინიმუმ.
წარმატებები!
ვიცი რას ნიშნავს როცა ყოველდღე თავი გტკივა. რეზკად რო ვერ აბრუნებ. ბრრრრრ

Posted by: TroubleMaker 28 Sep 2006, 14:16
August
iverson
დიდი მადლობა ორივეს

ისე, ძილი სულ მაკლია, უბრალოდ 4-5 საათამდე ვერ ვიძინებ და მერე ადრე მაღვიძებს ხმაური. ასე არასდროს არ მემართებოდა.
ღამე ფანჯარა ღია მაქვს, და დილით ცოტა ხმაური რომ არის, თუნდაც ძაღლი ყეფდეს, ან მანქანის ხმა იყოს, ეგრევე მეღვიძება sad.gif

Posted by: unicode 30 Sep 2006, 02:03

შიდაქალის წნევამ იცის თავის ძლიერი ტკივილები.

Posted by: revolucioneri 30 Sep 2006, 13:27
QUOTE (voivod @ 6 Sep 2006, 13:16 )
არ ვიცი ეგეთი თემები ბევრი იქნება აქ მაგრამ მაინტერესებს უკვე სერიოზულად ჩემი ბედი:



4-5 თვეა მტკივა თავი ყოველდღე დღის 60%-70% ნუ ერთი 2 დღე არ მტკიოდა ზღვაზე რო ჩავედი მერე ისევ დაიწყო

ექიმებთან ვიყავი დამინიშნეს:ატარაქსი,ადაპტოლი,ანაპრილინი,ნოოტროპილიც იყო


სტრესმა მაგარი ტავის ტკივილები იცის! მე მასე თვენახევარი მტკიოდა ტავი, გავგიჟდი! ფიზიოტერაპევტი არის მანდ? სტრესის მიერ გამოწვეულ ტავის ტკივილს ეგ შველის! რაც ეგ 'áღმოვაჩინე' დავისვენე! მანდ კიდევ ხალხს რა სტრესი გიწევთ ყოველდღიური წარმომიდგენია! !!! cry.gif
მოკლედ, ამით გამოწვეული თავის ტკივილი მაგრა გავს მიგრენას, თუ შაკიკი ქვია არა?
ეხლა როგორ ატყობ: ამ დროს კისრის ძარღვები დაჭიმულია, თავს ერთ მხარეს რომ გადაწევ, ხელი მოისვი და ნახე ზარღვები რა დღეშია! მაგარი დაჭიმულია! ასე რომ ფიზიოთერაპიის გარდა არაფერი გიშველის! მე ადრე მუდმივი ტავის ტკივილები მქონდა, ეხლა რაც ფიზიოსტან დავდივარ ასე წელში 1 ჯერ, მშველის, ფიზიო ხომ გაქვთ მანდა! თქვენ უფრო მეტად დაგჭირდებათ! ფიზიო გაგიკეტებს ზარღვების და მხრების მასაჯს, გაგიხსნის ეგენი შენ სულ დაკვანზული გექნება! აი, ნახავ, რა შვებას იგრძნობ, სტრესის მიერ თუა გამოწვეული თავად ნახავ, გადაწიე თავი და იგრძენი ძარღვები თუ დაჭიმულია, ჩვეულებრივ შემთხვევაში არ არის!
თუ ეგ არ არის შენი შემტხვევა პმ იტ მომწერე და მე მაგარ სხვა წამალს გასწავლი, აბა, ჰე, ნუ გეში ყველაფრის განკურნება შეიძლება! მტავარია მიაგნო მეთოდს, რასაც მე უკვე კაი ხანია მივაგენი, თავის ტკივილს რაც შეეხება, მიგრენის გარდა!
წამლებს კიდევ მოეშვი, მუდმივად მაგათი მიღება შეიძლება?! მე რომ გეუბნები გააკეთე და წამლები არ დაგჭირდება საერთოდ! yes.gif

* * *
წნევა თუ გაქვს 110-70 და ტავი როცა გტკივა მაშინ 140-90ზე, კანეშნა წნევის გამო გტკივა! მაგას რა მიხვედრა და რამე უნდა?! დაბალს რომ ხარ შეჩვეუილი და მერე 140 ზე აგდის, კანეშნა, თავი აგტკივდება, მაგას ექიმი რათ უნდა?! ზოგმა ექიმმა ბევრი კი არ იცის?! მაგათთვის მაღალი წნევაა 200! და ზოგმა კი არ იცის, რომ წნევა ინდივიდუალურია! ზოგისტვის 130 ც მაღალია, მაშინ როცა ზოგი 200 ით თავს მშვენიევრად გრძნობს!
ეხლა რახან ტან გაქანავებს, ეგ მაღალ წნევამ არ იცის! პირიქით დაბალმა იცის! ანუ ამჯერად სხვა რამეშია უნდა იყოს საქმე! რაც შეეხება კიბო და შიდსი და რავიო, ნუ გეში მე რამეს გასწავლი მოიშორებ ეგრევე, მაგრამ ეგ ბოლო შემთხევავაში! თუ ფიზიოს პაციენტი არ ხარ, მაშინ ეს გიშველის, დამიმეილე.

Posted by: Flasher 21 Oct 2006, 20:34
თითქმის ყოველ დილით ძალიან ადრე მიხდება ადგომა, დილით საჭმელს ვერ ვჭამ, მადა არ მაქვს. შეიძლება ერთი ჭიქა ჩაი დავლიო. შემდეგ სამსახურში ან უნივერსტეტში საშინლად მტკივდება თავი, თაბრუ მეხვევა მაგრა. რავი დილით უჭმელობას ვაბრალებ და თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: mtvareuli 21 Oct 2006, 21:31
უჭმელობის ბრალიც შეიძლება იყოს და მუდმივი გამოუძინებლობისაც yes.gif

QUOTE
თქვენ რას მირჩევთ?


რას და თუ უჭმელობის ბრალია, დილით ჭამას მიეჩვიე და თუ უძილობის, მაშინ გამოიძინე ხოლმე biggrin.gif



Posted by: Flasher 21 Oct 2006, 21:41
mtvareuli
QUOTE
რას და თუ უჭმელობის ბრალია, დილით ჭამას მიეჩვიე და თუ უძილობის, მაშინ გამოიძინე ხოლმე biggrin.gif

ძილს არ ვუჩივი, მაგრამ დილით ჭამას ვერ მივიჩვიე user.gif

Posted by: mtvareuli 21 Oct 2006, 22:12
Flasher

QUOTE
დილით ჭამას ვერ მივიჩვიე 


მოგიწევს biggrin.gif


Posted by: komisia 22 Oct 2006, 02:27
QUOTE
საშინლად მტკივდება თავი, თაბრუ მეხვევა მაგრა.

კომპთან დიდხანს ჯდომის ბრალია.
მეც მჭირს ეგ.

აბა 1 კვირა არ დაჯდე, გაგივლის მაშინვე.

Posted by: Flasher 22 Oct 2006, 15:49
komisia
QUOTE
კომპთან დიდხანს ჯდომის ბრალია. მეც მჭირს ეგ.

აბა 1 კვირა არ დაჯდე, გაგივლის მაშინვე.

ნუ ჩემი ცხოვრების 60% კომპთან არის დაკავშირებული და ე.ი. შვებულება უნდა ავიღო, ვცდი მომავალი კვირიდან smile.gif

Posted by: perwkli 20 Nov 2006, 23:29
თავი მტკივა ძალიან კეფის მიდამოებში,თითქოს შიგნიდან მეწვება და გულისრევის შეგრძნება მაქვს. თავის გატოკებისას ისეთი შეგრძნებაა თითქოს ტვინი მოძრაობს და მტკივა yes.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ორივე სიპტომი ერთად?გამაყუჩებელი ფაქტიურად აღარ მშველის baby.gif
cry.gif user.gif

Posted by: Dato0011 20 Nov 2006, 23:37
perwkli
მეც ეგრე მაქ ძალიან ხშირად sad.gif

Posted by: Abnormalia 21 Nov 2006, 00:08
ზუსტად მასე.
უძილობამ იცის ხოლმე + გადაღლა

ან (რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს) პირიქით უაზროდ ბევრი ძილი wink.gif

ჩემი რეკომენდაციები:

1. დასვენება - მთავარია თავი ნაკლებად ამოძრაო.
2. გამოძინება- მეორე დილას შანსი არაა გაგყვეს
3. ხანდახან ძალიან ცხელი დუში
4. კიდევ რაცხა-რუცხაები gigi.gif

Posted by: perwkli 21 Nov 2006, 00:16
Abnormalia
2kiss.gif მადლობა რჩევებისთვის.

ისე რამდენად ნორმალურია ღამე ოთხი და დღისიტაც ოთხი საათი ძილი? რეჟIმი მაქვს ასეთი,სხვანაირად ვერ ვახერხებ და ჩემი ჭკუით კი ვაგროვებ დღეში 8 საათს, ხან მეტსაც biggrin.gif

Posted by: ikebana 21 Nov 2006, 01:34
perwkli
წნევა თუ გაიზომე?

Posted by: perwkli 21 Nov 2006, 01:37
კი, ნორმაშია ....................

Posted by: ikebana 21 Nov 2006, 10:36
perwkli
შიდა ქალის?
___________________

Posted by: Prankster 21 Nov 2006, 11:20
perwkli
QUOTE
ისე რამდენად ნორმალურია ღამე ოთხი და დღისიტაც ოთხი საათი ძილი? რეჟIმი მაქვს ასეთი,სხვანაირად ვერ ვახერხებ და ჩემი ჭკუით კი ვაგროვებ დღეში 8 საათს, ხან მეტსაც biggrin.gif

საერთო ჯამში კი გამოდის 8 საათი, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტურია 8 საათი გადაბმულად ძილი, ვიდრე 4/4 საათი დღის სხვადასხვა დროს...

შეიძლება გადაღლის ბრალი იყოს

Posted by: violet 21 Nov 2006, 11:25
perwkli
ნევროპათოლოგთან უნდა მიხვიდეsmile.gif





...............

Posted by: revolucioneri 21 Nov 2006, 14:04
შაკიკია, ვგონებ, გულსრევის ამბავზე ვიცანი
ერთ მხარეს ხომ არ გტკივა? გიფეთქავს, სინატლეს და ხმაურს ვერ იტან, გულისრევის შეგრძნება გაქვს, მურტალი რამეა!წამალი არ შველის! აქ დაასკვნეს და მეც ადრევე დავასკვენი, რომ წნევის მომატებაზე მოგდის, და ამიტომ აქ წნევის წამლებს გაზლევენ ამ დროს, ოღონდ რომ გრზნობ გიახლოვდება მაშინვე უნდა მიიღო, თორემ დაგვიანებით აღარ გშველის.

Posted by: XAO 21 Nov 2006, 16:28
საფეთქელთან რო გტკივა ეგ რისი ბრალია?

Posted by: killer 21 Nov 2006, 16:31
მე ყავის სმა მშველის თავის ტკივილზე.

Posted by: XAO 21 Nov 2006, 16:35
killer
QUOTE
მე ყავის სმა მშველის თავის ტკივილზე.

კაი აზრია smile.gif წავალ დავლევ აბა იქნებ მეც მიშველოს smile.gif


ხანდახან ჯერ მარცხენა საფეთქელი მტკივა და ეს რო გამივლის მერე მარჯვენა მტკივდება.



Posted by: Lasha89 21 Nov 2006, 17:41
და თავალების უკან რომ გტკივა ეგ რისი ბრალია?

Posted by: XAO 21 Nov 2006, 17:53
Lasha89
QUOTE
და თავალების უკან რომ გტკივა ეგ რისი ბრალია?

ეგ გაციების ბრალია

Posted by: temuka 21 Nov 2006, 17:54
საფეთქლები რო გტკივა და თითქოს ტვინი მოძრაობს შიგნით ეს არის შიდა ქალის წნევა მე მჭირდა ეგრე , და წამოწოლილი რო ხარ და უცებ ადგები თვალებში არ გიბნელდებათ ?
თუ ასეა შიდა ქალის წნევაა

Posted by: perwkli 21 Nov 2006, 18:20
შიდა ქალის წნევა ვიცი რო არ მაქვს. ყავა კიდე ზოგს შველის,მაგრამ მიჩვევას არ გირჩევთ yes.gif

Posted by: revolucioneri 21 Nov 2006, 18:52
QUOTE (XAO @ 21 Nov 2006, 16:35 )
killer
QUOTE
მე ყავის სმა მშველის თავის ტკივილზე.

კაი აზრია smile.gif წავალ დავლევ აბა იქნებ მეც მიშველოს smile.gif


ხანდახან ჯერ მარცხენა საფეთქელი მტკივა და ეს რო გამივლის მერე მარჯვენა მტკივდება.

არსებობს ტავის ტკივლის მრავალი ფორმა, ეგ მგონი სტრესის ტკვილი უნდა იყოს, ტუ გინდა მოგიზებნი ამ ინფორმაციას, სტრესის ტავის ტკივილზე ტავზე მაგრა გაიჭირე საფეტქლებთან თავშალი, გიშველის!

killer
ყავა მაშინ გშველის როცა სისხლძარღვები დაწვრილებულია, ამ დროს ცხელი ყავა ხსნის და აფარტოებს მას! მაგრამ როცა პირიქიტაა უარესად აგტკივდება! cry.gif

Posted by: Abnormalia 21 Nov 2006, 19:25
QUOTE (Prankster @ 21 Nov 2006, 11:20 )
perwkli
QUOTE
ისე რამდენად ნორმალურია ღამე ოთხი და დღისიტაც ოთხი საათი ძილი? რეჟIმი მაქვს ასეთი,სხვანაირად ვერ ვახერხებ და ჩემი ჭკუით კი ვაგროვებ დღეში 8 საათს, ხან მეტსაც biggrin.gif

საერთო ჯამში კი გამოდის 8 საათი, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტურია 8 საათი გადაბმულად ძილი, ვიდრე 4/4 საათი დღის სხვადასხვა დროს...

შეიძლება გადაღლის ბრალი იყოს

კაცია და გუნება.

არსებობებ ადამიანები 1-2 საათი სძინავთ და გადასარევად არიან მთელი ცხოვრება. ზოგს პირიქით 4 საათში ერთხელ 10 წუთი და მზადააა.

პირიქითაც არიან 18 საათი რომ ძინავთ.

სადღაც ეწერა 1 ოჯახის დიასახლისია კვირაში 6 დღე ძინავსო. სამაგიეროდ 1 ერთი დრე ყველაფერს ასწრებს ოჯახშიო, რავიცი რავიცი wink.gif

Posted by: Prankster 21 Nov 2006, 20:01
Abnormalia
QUOTE
სადღაც ეწერა 1 ოჯახის დიასახლისია კვირაში 6 დღე ძინავსო. სამაგიეროდ 1 ერთი დრე ყველაფერს ასწრებს ოჯახშიო, რავიცი რავიცი

chups.gif

Posted by: Lasha89 21 Nov 2006, 20:11
არა გაციებული არ ვარ მე უფრო კომპიუტერის ბრალი მგონია biggrin.gif

Posted by: violet 21 Nov 2006, 20:29
QUOTE
სადღაც ეწერა 1 ოჯახის დიასახლისია კვირაში 6 დღე ძინავსო

spy.gif

Posted by: paranoidis_dzma 18 Jan 2007, 20:15
აღარ შემიძლია, მეექვსე დრეა უკვე ლამის, დილით ვიღვიძებ არაფერი, მაგრამ საღამოს მტკივდეა, არა არ მტკივდება მიიიიიიიიიიიიიისკდება mad.gif თითქოს წნევა მაქვს დაბალი, მაგრამ არ ვიცი, წავალ დავლევ ყავას გამივლის 1 საათით მერე ისევ ამტკივდება, რაღაცა ამერიკული გამაყუჩებელი დავლიე რაც მირჩიეს აფთიაქში გამყიდველებმა, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, არ მიშველა, წავედი რუსულ აფთიაქში ვიყიდე მამაპაპური ციტრამონი, ცოტათი ვითომ გამიარა, მაგრამ ყრუდ მტკივა ისევ, რა ჯანდაბა მოვუხერხო არ ვიცი, დავწვები ცოტახანი, ვითომ გამივლის წამოვდები თუ არა მაჭერს ისევ ... ხანდახან დაწილილსაც ისე მაწვება თუ არ წამოვდექი სკდება თავი sad.gif
კი, მაგრამ რამ ამატკია შიგნით არაფერი მაქვს და ? givi.gif


რა ვქნა ? user.gif

Posted by: M_L 18 Jan 2007, 20:24
paranoidis_dzma
მეც ძალიამ ხშირად მაქვს ხოლმე თავის ტკივილები და ნიმესილს ვსვამ, რა ვიცი მემგონი კარგია, მე მშველის.......

Posted by: nika16 2 Feb 2007, 15:37
თავის უკანა ნაწილში მაქვს შეშუპებამაქვს გადაცემითი ტკივილები თავის და კისრის არეში .რამე მიშველეთ უკვე ორი კვირა ასე მაქვს.ვარ 42 წელს მიტანებული.
აუ მართლა სერიოზულად დედაჩემს ჭირს ეს იქნებ უშველოთ რამე გაგიჯდა ქალი.

Posted by: Vanadisi7 2 Feb 2007, 15:46
ხომ არ წაიქცა ან რამე ხომ არ დაეცა თავზე?

იქნებ თავის ტომოგრაფია გადაუღოთ?

Posted by: fiamifero 3 Feb 2007, 00:10
ნიმესილი, ციტრამონი და 2 ცალი ნოშპა შველის ხოლმე ხანდახან უაზრო და უმიზეზო ტკივილს. ერთადერთი რაც ამ წლების მანძილზე აღმოვაჩინე ეგაა რა, თOრე ხანდახან გადაბმულად 1-2 კვირაც კი მტკივა

Posted by: Registration Form 3 Feb 2007, 00:31
"დიკლოფეროლი". ოღონდ ბევრი არ შეიძლება. დღეში 1 ჰაჰა 2

Posted by: Venera 3 Feb 2007, 00:32
paranoidis_dzma
და საერთოდ რამდენი საათი გძინავს დღე-ღამეში საშუალოდ?

Posted by: kopa 3 Feb 2007, 01:34
ბარალგინი დალიე, მე სხვა არაფერი მშველის თავის ტკივილის დროს. ისე ექიმს თუ მიაკითხავ კარგია, შიდა ქალის წნევამ იცის ეგეთი გიჟური თავის ტკივილები

Posted by: kopa 3 Feb 2007, 01:51
nika16
დროზე მიიყვანე ექიმთან!!!!

Posted by: paranoidis_dzma 3 Feb 2007, 02:02
Venera
QUOTE
და საერთოდ რამდენი საათი გძინავს დღე-ღამეში საშუალოდ?

6-7 საათი user.gif

Posted by: ~Viking~ 3 Feb 2007, 02:11
დიკლოფეროლი და 2 ნო-შპა! იმენნა ხსნის!

Posted by: ikebana 3 Feb 2007, 12:43
nika16
მოიცა , რა შეშუპება? თავის ქალას ზედაპირზეა შეშუპება თუ კისრის არეში? ხელით გასინჯვისას მოძრავია? მტკივნეულია?

Posted by: nika16 3 Feb 2007, 14:00
კი მტკივნეულია მოძრავი არაა მარა კისერტან ახლოს მარჯვენა მხარეს

Posted by: M1n1 3 Feb 2007, 14:04
აქ რაღას წერ წაიყვანე ექიმთან !!!!

Posted by: Venera 3 Feb 2007, 19:16
paranoidis_dzma
ნორმა 8სთია,მაგრამ ეგ ისე ცოტაც არაა,რომ მაგის ბრალი იყოს,თუმცა გააჩნია ...შეიძლება კაი გამოძინება და დასვენება გჭირდება...
ასე ზეპირად ძნელია რამის თქმა და მითუმეტეს რჩევა...
ათასი მიზეზი აქვს თავის ტკივილს.....

Posted by: ikebana 3 Feb 2007, 21:30
nika16
მგონი ლიმფური კვანძის გადიდებას ჰგავს.
ვნახოთ, სხვებმაც დაწერონ თავიანთი აზრი.
სხვა ლიმფური კვანძებიც შეიმოწმოს აბა: ხორხის ორივე მხარეს, ყბის ქვეშ, იღლიის, საზარდულის, ყურის ბიბილოს ქვეშ. (კიდევ სადაა?)

Posted by: Mateo Falcone 3 Feb 2007, 22:16
2 ცალი ციტრო.... აი რო შედის თავის ტკივილი მაშვინ... თუ კიდე მოგეპარა კიდო 2 ცალი

Posted by: cannibalism17 28 Mar 2007, 22:01
როგორ გამიაროს ტკივილმა წამლის გარეშე?

რა უნდა ვქნა რომ წამალი არ დავლიო და თავის ტკიილმა გამიაროს?

Posted by: F_R_E_Y_A 28 Mar 2007, 23:25
მედიტაცია შველის მაგას
კიდევ სუფთა ჰაერზე სეირნობა
სხვა არ ვიცი
.............................................

Posted by: cannibalism17 29 Mar 2007, 14:23
F R E Y A
მედიტაცია რთულია....

Posted by: forever`s_NEVER 29 Mar 2007, 14:53
cannibalism17

2-3 ჭიქა თბილი წყალი დალიე... yes.gif

Posted by: tat 29 Mar 2007, 15:09
forever`s_NEVER
QUOTE
-3 ჭიქა თბილი წყალი დალიე... 


--------------------

არა-რაც შეგიძლია აიტანო ცხელი ჩაი( წყალი) ლიმნით და თაფლით
თუ მაღAლი წნევის გამო გტკივა ცხელ წყალში ჩაყავ ფეხებიsmile.gif

Posted by: mtvareuli 29 Mar 2007, 15:29
QUOTE
თუ მაღAლი წნევის გამო გტკივა ცხელ წყალში ჩაყავ ფეხები


თუ დაბალი წნევის გამო გტკივა, მაშინ ყავა დალიე, თუ უძილობის გამო-დაიძინე, თუ დაღლილობის გამო-დაისვენე და ა.შ.


chups.gif

Posted by: F_R_E_Y_A 29 Mar 2007, 17:44
cannibalism17
QUOTE
F R E Y A
მედიტაცია რთულია....

არც ისეsmile.gif
ისე რის გამო გტკივა თავი არ იცი?
მაგალითად ჩემ ნაცნობს თავის ტკივილები აწუხებს იმიტომ რომ მეტალს უსმენსbiggrin.gifოღონდ მართლა)))))
კომპთან დიდხანს ჯდომამაც იცის თავის ტკივილი
ისე ეხლა გამახსენდა, თავის ტკივილს მიჩერებს მწვანე ჩაი, თუმცა ეს ალაბთ ინდივიდუალურია))

QUOTE
2-3 ჭიქა თბილი წყალი დალიე...

ლოლ მირჩევნია თავის ტკივილმა მომკლას რა საზიზიღრობაა(((((

Posted by: Suleluka 29 Mar 2007, 18:00
cannibalism17

QUOTE
ისე რის გამო გტკივა თავი არ იცი?

ჯერ უნდა გაარკვიო რისგანაა გამოწვეული ეგ თავის ტკივილები და მერე უკვე უნდა იფიქრო რა გიშველის yes.gif





Posted by: pucci 25 Apr 2007, 15:56
თავის ტკივილზე ვეძებდი ზუსტად თემას
მმმმ
ყოველ დგე მტკივა,აბსოლიტურად ყოველ დგე ჩაგდების გარეშე : D რისი ბრალი შეიძლება იყოს? ხო და ტავბრუ მხევევა ხოლმე კიდე და ზოგჯერ საგნები მიორდება : D ან მისამდება ვერ აღვიქვავ თითქოს კარგად

Posted by: SPC 25 Apr 2007, 16:07
მე მარტო წამლები მშველის და სხვათაშორის იმათ საყირადღებოდ ვინც წამალს არ სვამს, დმატ,კიცდა რომ თვითონ ტკივილი უფრო დიდი სტრესია ორგანიზმისთვის ვიდრე წამლის ცუდი ეფექტი

Posted by: F_R_E_Y_A 25 Apr 2007, 16:08
პუცი
ოფთალმოლოგთან მიდი, აუცილებლად


................................................................

Posted by: pucci 25 Apr 2007, 17:05
QUOTE
პუცი
ოფთალმოლოგთან მიდი, აუცილებლად


ხო მეც გული მიგრძნობს რომ მომიწევს
არადა საშინლად არ მინდა

Posted by: revolucioneri 26 Apr 2007, 11:51
სხვას არ ვიცი და მე რაც კამბუჩას, ანუ მანდ ჩაის სოკოდ ყოფილა ცნობილი, ვსვავ შაკიკის შემოტევები მქონდა ისეთი თვეში 2 დღე მაინც, საერთოდ შემიჩერა და შაკიკს ხომ ვერანაირი წამალი ვერ შველის! აი, ასე, ანუ სვით კამბუჩა და იყავით ჯანრმტელები, ამან სხვა რამაზეც მიშველა და ცნობილია, ვინც ამას სვმა 100 წლამდე მიდის ჯანმრთელი-ო, რა ვიცი მე ვცდი და უკვე უკეტესობა მეტყობა(კუჭის მოქმედება, წნევის დაწევა, არანაირი ტკივილი მენსტუაციის დროს).

Posted by: XAO 27 Apr 2007, 17:56
ძალიან მაგრად მტკივა თავი წამალი არავის არააქ რო დავლიო. სახლშიც ვერ წავალ sad.gif
რაღაც სტრანათ მტკივა. მაგრად მეძინება და მაგარი მოთენთილი ვარ.
წამლის გარდა რამ შეიძლება რო გამიყუჩოს თავის ტკივილი?

ვაა თემა სად გამიხსნია smile.gif შემეშალა. მოდერ გადაიტანე რა biggrin.gif

Posted by: tamunia_ch 27 Apr 2007, 22:10
XAO
ქრონიკულად თუ მხოლოდ ეხლა???

თუ ქრონიკულად, მაშინ მე მგონი უპრიანი იქნებოდა თუ ექიმს ეჩვენებოდი.. შაკიკი ხომ არ გაქვს?? მაგან იცის საშინელი თავის ტკივილები.....

Posted by: XAO 28 Apr 2007, 10:20
F R E Y A
QUOTE
არის უკვე ზუსტად ასეთი თემა...

ძებნის თავი ნაღდათ არ მქონდა smile.gif
tamunia_ch
QUOTE
ქრონიკულად თუ მხოლოდ ეხლა???

თუ ქრონიკულად, მაშინ მე მგონი უპრიანი იქნებოდა თუ ექიმს ეჩვენებოდი.. შაკიკი ხომ არ გაქვს?? მაგან იცის საშინელი თავის ტკივილები.....

არა ქორნიკულათ არ მტკივა.

გუშინ ღამის 2 საათზეღა გამიარა.

პ.ს თუ მტკივა თავი მტკივდება მარცხენა საფეთქელთან მერე შუბლი მტკივა და საფეთქელთან მივლის და მერე მარჯვნივ მტკივა და შუბლი მივლის აი მერე კი მივლის ხოლმე. წამალს რო დავლევ ზუსტად ესე ხდება ყველაფერი ოღონდ მალ მალე მივლის ხოლმე smile.gif ესეთი სტრანი თავის ტკივილი არავისგან არ გამიგონია smile.gif გუშინ დილით ცოტა პახმელიაზე კი ვიყავი მარა არამგონია მაგის ბრალი ყოფილიყო.

Posted by: F_R_E_Y_A 28 Apr 2007, 12:58
XAO
QUOTE
ძებნის თავი ნაღდათ არ მქონდა

აქვე იყო მეორე გვერდზე თორემ არ გეტყოდი)))))
http://forum.ge/?f=43&showtopic=33724349

Posted by: lovelock 16 May 2007, 01:14
მეც მტკივა მაგრად თავი ახლა . ასე მგონია გავიხსნი შუაზე და ამოვყრი ყველაფერს იქ რაცაა რომ როგორმე გამიჩერდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს. აღარ შემიძლია ამდენი სტრესები რაა.. help.gif help.gif help.gif

Posted by: lacrimos 15 Jul 2007, 02:33
ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ თავში ისეთი რამეები მჭირს, რომ არასდროს მქონია ეგეთები. biggrin.gif

ხანდახან მარცხენა საფეთქლის ზემოთ ისე გადამივლის ხოლმე ტკივილი რომ ლამისაა მუხლებში ჩამკეცოს და დამაგდოს. თან გადაივლის ზემოთ ყურის ცოტა ზემოთ მდებარე მიდამოში.

ეს ტკივილი შემიძლია შევადარო აი მაგალითად დანის წვერით რომ გაგკაწრონ მწარედ. ოღონდ ასეთი გრძნობაა თავში. ხოდა კვირაში რამოდენიმეჯერ მჭირს ხოლმე უკვე. მაგრამ რაღაც სასწაული ტკივილია. თუ არ ჩამოვჯექი სადმე და არ გავჩერდი მაგიჟებს.
მაბრუებს რაღაც 5 10 წუთი ამის მერე და ვსო ჩვეულებრივად ვარ.
რა ჯანდაბაა ნუთუ სიცხის ბრალია? არა და სულ კეპკით დავდივარ მთელი ცხოვრებაა ლამის. :

Posted by: vano_t 15 Jul 2007, 13:23
QUOTE (lacrimos @ 15 Jul 2007, 02:33 )
ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ თავში ისეთი რამეები მჭირს, რომ არასდროს მქონია ეგეთები. biggrin.gif

ხანდახან მარცხენა საფეთქლის ზემოთ ისე გადამივლის ხოლმე ტკივილი რომ ლამისაა მუხლებში ჩამკეცოს და დამაგდოს. თან გადაივლის ზემოთ ყურის ცოტა ზემოთ მდებარე მიდამოში.

ეს ტკივილი შემიძლია შევადარო  აი მაგალითად დანის წვერით რომ გაგკაწრონ მწარედ. ოღონდ ასეთი გრძნობაა თავში. ხოდა კვირაში რამოდენიმეჯერ მჭირს ხოლმე უკვე.  მაგრამ რაღაც სასწაული ტკივილია. თუ არ ჩამოვჯექი სადმე და არ გავჩერდი  მაგიჟებს.
მაბრუებს რაღაც 5 10 წუთი ამის მერე და ვსო ჩვეულებრივად ვარ.
რა ჯანდაბაა ნუთუ სიცხის ბრალია? არა და სულ კეპკით დავდივარ მთელი ცხოვრებაა ლამის. :

კაროჩე თავის ტკივილის ბევრი ფორმა არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ "კაი" ტკივილი უნდა განასხვავო "ცუდი" ტკივილისაგან.
1) კაი ტკივილების ხშირი მიზეზებია შაკიკი, tension (ტენზიური ან დაძაბულობის) ტკივილები, კლასტერული ტკივილები---ეს რაც უშუალოდ თავიდან მოდის. მერე კიდევ არის "არათავისმიერი" თავის ტკივილები: მაგალითად ყურის/კბილის/ყბასაფეთქლის (TMJ- ეძახიან) სახსრის პათოლოგიების გამო. კიდევ ტრიგემინალური ნევრალგია იწვევს თავის/სახის ტკივილებს. იშვიათად ეპილეფსიის ფორმაც შეიძლება იყოს.

2) "ცუდი" ტკივილების მიზეზებია თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები და პირველად სიმსივნეებზე უფრო ხშირად მეტასტაზური სიმსივნეები. ამ ჯგუფში კიდევ პირობითად შეიძლება შეიყვანო ტვინის ინფარქტები და სისხლჩაქცევები თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში. შეშინებისათვის არ ვწერ. ინფორმაციას გაძლევ და გეტყვი რა უნდა გააკეთო. ცუდი ტკივილები როგორც წესი მასე არ იწყება. სიმსივნეების შემთხვევაში ნელნელა უვითარდებათ და ბოლოს ისეთი ძლიერი ტკვილები იცის, თანაც თითქმის 24 საათი, რომ ტკივილებით "ჭერში" ადის ავადმყოფი. სისხლჩაქცევებმა კი (განსაკუთრებით ე.წ. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა) ერთჯერადი ტკვილი იცის და სიცოცხლესთან შეუტავსებელი პრობლემაა როგორც წესი--აქედან გამომდინარე, რადგან ცოცხალი ხარ ეგ ფორმა თითქმის გამორიცხულია (ხანდახან შეიძლება ნელი "გაჟონვა" მიდიოდეს სისხლისა ტვინში თავის ტვინის ანევრიზმისაგან და მაგ დროს არ მოდის ავადმყოფი იმ ფორმით რაც ავღწერე).

იტოგში, შენი ტკივილები უფრო გავს კლასტერულ თავის ტკივილებს ან ტრიგემინალურ ნევრალგიას. ორივე ჟანმრთელობისათვის არასაშიშია, მარა სერიოზული ტკივილები იცის. თუმცა ეს რა ნიშნავს მაინდამაინც ეგ ორი რამე შეიძლება იყოს მიზეზი. ყველაფერი შეიძლება. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაიკეთო არის თავის ტვინის მაგნიტური რეზონანსი ან კომპიტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე. მაგნიტურ რეზონანსი გაცილებით უკეთესი ტესტია ვიდრე კომპიტერული ტომოგრაფია. უბრალოდ უფრო ძვირი ღირს. ეგ ტესტები იმისათვის კეთდება რომ "კაი" ტკივილები განასხვავონ "ცუდი" ტკივლებისაგან. ნევროლოგს უნდა ეჩვენო აუცილებლად, მარა თუ ვინმემ გითხრა დიაგნოზი იმ ტესტების გარეშე, აუცილებლად მოითხოვე მაგნიტური რეზონანსი.

ისე რამდენი წლის ხარ? სხვა სიმტომები თუ გაკვს(გაიხსენე ნებისმიერი რამ რაც ახლავს მაგ ტკივილებს, ან რაც წინ უსწრებს ან მოსდევს)? რამდენი ხანია რაც ტკივილები გაკვს? ადრე თუ გქონდა მასეთი ტკივილები? შეგიძლია PM-ში მომწერო თუ გინდა და დაგაკვალიანებ თუ რაიმე კითხვები გაქვს.


Posted by: mtvareuli 15 Jul 2007, 15:45
QUOTE
რა ჯანდაბაა ნუთუ სიცხის ბრალია? არა და სულ კეპკით დავდივარ მთელი ცხოვრებაა ლამის.


სიცხის ბრალი არამგონია იყოს, მაშინ ყველას რატო არ აწუხებს ეგ, სიცხე მარტო შენ ხო არ გეხება smile.gif

მითუმეტეს ზამთარშიც კეპკით დადიხარ biggrin.gif

და რატო დადიხარ სულ ეგრე, მანამდეც გაწუხებდა ეგ თავისტკივილები? ან მზე მოქმედებს ცუდად?

მოკლედ, უკვე გირჩიეს ზემოთ, რომ ექიმთან მიხვიდე და გამოკვლიო wink.gif არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვო ეგეთი რაღაცეები smile.gif


Posted by: ტანკე 15 Jul 2007, 16:09
lacrimos
არის უმარვაი თემა თავის ტკივილზე და მიპინული თემის "განყოფილების კატალოგი"-ის ბოლო გვერდზე ნახე ხოლმე თემები.
ამ კაცის vano_t გრძელი და შინაარსიანი პოსტის გამო ვუერთებ ამ თემას არსებულ ტემას,თორემ ისე დავხურავდი ეგრევე.

mtvareuli
შენ მაინც მიუთითე ხოლმე კატალოგისკენ და გზამკვლევისკენ biggrin.gif ნუღარ გამოეპასუხები დუპლიკატ თემებს biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: mtvareuli 15 Jul 2007, 16:15
ტანკე
QUOTE
შენ მაინც მიუთითე ხოლმე კატალოგისკენ და გზამკვლევისკენ biggrin.gif ნუღარ გამოეპასუხები დუპლიკატ თემებს biggrin.gif 2kiss.gif


კაი biggrin.gif

chest.gif



ZAC
QUOTE
ეპილეფსია!

გილოცავ bis.gif გენიოსესბს ჭირდათ ეგ დაავადება!


ასე უცებ და დარწმუნებით რის საფუძველზე სვამ დიაგნოზს?
ექიმი ხარ? smile.gif

Posted by: ZAC 15 Jul 2007, 16:24
mtvareuli
ექიმი, მეწარმე, ლიდერი alk.gif biggrin.gif

шутю вах....

Posted by: ტანკე 15 Jul 2007, 17:02
ZAC
სხვა დროს დაივორნები მაგის გამო

Posted by: ZAC 15 Jul 2007, 18:32
ტანკე
ბოდიში ბატონო.
აღარ შეგაწუხებთ

ძალაში იყოს მარა ძალა არა აქვს smile.gif

ტიმს ებარებოდეთ

Posted by: ტანკე 15 Jul 2007, 18:35
ZAC
ეპილეფსია გაქვს
კიბო გაქვს და ხვალ მოკვდები
შიდსი გაქვს უეჭველი
... მსგავსი უაზრო პოსტები წაიშლება და განმეორების შრემთხვევაში ავტორი დაივორნება.
ველოსიპედი არ გამომიგონებია,ეს ვთქვი და მგონი საკითხი გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს.
არ ვაპირებ პი ემ მიმოწერებს,ისედაც ბევრი საქმე მაქვს.
გაფრთხილება ძალაშია

Posted by: lacrimos 17 Jul 2007, 01:47
vano_t
QUOTE
ისე რამდენი წლის ხარ? სხვა სიმტომები თუ გაკვს(გაიხსენე ნებისმიერი რამ რაც ახლავს მაგ ტკივილებს, ან რაც წინ უსწრებს ან მოსდევს)? რამდენი ხანია რაც ტკივილები გაკვს? ადრე თუ გქონდა მასეთი ტკივილები? შეგიძლია PM-ში მომწერო თუ გინდა და დაგაკვალიანებ თუ რაიმე კითხვები გაქვს.

21 წლის. სხვა სიმპტომები არ მქონია. დღე და ღამე მაქვს არეული ლამისაა და მაგის ბრალი შეიძლება იყოს. ანუ ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ნახევრად ღამე 4-5 ზე ვიძინებ ხოლმე. როცა თენდება ასე. ღამე ვჭამ ხოლმე თან, ღამე ვვარჯიშობ. biggrin.gif
მუდმივი გამოუძინებლობის ბრალი შეიძლება იყოს? აი რეზერვისტებში რომ ვიყავი წასული 18 დღე იქედან რომ ჩამოვედი არ მქონდა 1 თვეზე მეტი. ანუ რეჟიმში ვიყავით იქ. 10 ზე ვიძIნებდით დილიტ 7-ზე კიდევ "პადიომი" იყო. smile.gif

Posted by: pudelblack 17 Jul 2007, 05:02
თავის ტკივილებზე შემიძლია სიმღერები გიმღეროთ .24 საათი დღეში ტავის ტკივილები მაქვს smile.gif მედიკამნტებს არ ვსვამ და ამიტომ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა დილას თავის ტკივილია გაღვიძება და თავის ტკივილით დაძინება .აი როდესაც თავი არ მტკივა უკვე პანიკაში ვარდები ნეტავ რატომ არ მტკივა

Posted by: marja ivanovna 17 Jul 2007, 11:25
აუ, მერე რატო არ სვამ მედიკამენტებს? ვგიჟდები, თავი რო მტკივა, იბუპროფენს რო ჩავურტყავ და საკაიფოდ რო გამივლის ხოლმე biggrin.gif ოღონდ მართლა ვგიჟდები. წამლების ფანი ვარ საერთოდ...

Posted by: tu-tuna 17 Jul 2007, 16:20
QUOTE (marja ivanovna @ 17 Jul 2007, 11:25 )
იბუპროფენს

ეგ გამაყუჩებელია? თუ რისია? მე ნიმესილი მშველის, ან კიდე ორსულობაში დავამუღამე - 2 ნოშპა + 2 პიტნის ვალერიანკა!

Posted by: vano_t 17 Jul 2007, 16:25
QUOTE (lacrimos @ 17 Jul 2007, 01:47 )
vano_t
QUOTE
ისე რამდენი წლის ხარ? სხვა სიმტომები თუ გაკვს(გაიხსენე ნებისმიერი რამ რაც ახლავს მაგ ტკივილებს, ან რაც წინ უსწრებს ან მოსდევს)? რამდენი ხანია რაც ტკივილები გაკვს? ადრე თუ გქონდა მასეთი ტკივილები? შეგიძლია PM-ში მომწერო თუ გინდა და დაგაკვალიანებ თუ რაიმე კითხვები გაქვს.

21 წლის. სხვა სიმპტომები არ მქონია. დღე და ღამე მაქვს არეული ლამისაა და მაგის ბრალი შეიძლება იყოს. ანუ ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ნახევრად ღამე 4-5 ზე ვიძინებ ხოლმე. როცა თენდება ასე. ღამე ვჭამ ხოლმე თან, ღამე ვვარჯიშობ. biggrin.gif
მუდმივი გამოუძინებლობის ბრალი შეიძლება იყოს? აი რეზერვისტებში რომ ვიყავი წასული 18 დღე იქედან რომ ჩამოვედი არ მქონდა 1 თვეზე მეტი. ანუ რეჟიმში ვიყავით იქ. 10 ზე ვიძIნებდით დილიტ 7-ზე კიდევ "პადიომი" იყო. smile.gif

უძინარობამ, შიმშილმა, პახმელიამ: ამ ყველმ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

Posted by: mtvareuli 1 Nov 2007, 02:51
თავის ტკივილები

პირველადი თავის ტკივილი

ტიპი: წნევით გამოწვეული თავის ტკივილი
მექანიზმი: უცნობია
ლოკალიზაცია: შეიძლება ორმხრივად გენერალიზდეს ან ლოკალურად იყოს თავის უკანა მხარეს და კისრის ზემო ნაწილში ან შუბლ-საფეთქლის მიდამოში
ხარისხი და სიმძიმე: ზეწოლითი ან მოჭერითი ხასიათის; მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის
დასაწყისი: თანდათანობითი
ხანგრძლივობა: ცვალებადია, შეიძლება გაგრძელდეს საათები ან დღეები
მიმდინარეობა: ხშირად მორეციდივე (განმეორებითი) ან ხანგრძლივი
ასოცირებული ფაქტორები:ზოგჯერ სინათლის შიში, ხმაურის შიში; გულისრევა არ არის
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობა (მაგ: მანქანის ტარება ან ბეჭდვა)
შემამსუბუქებელი ფაქტორები: შესაძლოა მასაჟი, მოდუნება

ტიპი: შაკიკი
მექანიზმი: პირველადი ნეირონული დარღვევაა, შესაძლოა ღეროვანი წარმოშობის. იწვევს ნეიროტრანსმიტერების ამგზნებ და შემაკავებელ მოქმედებას შორის დისბალანსს და აზიანებს თავის ტვინის სისხლძარღვების მოდულაციას
ლოკალიზაცია: 70%-ში ცალმხრივია, 30%-ში-ორმხრივი შუბლის ან საფეთქლის არეში
ხარისხი და სიმძიმე: პულსირებადი ან ძლიერი ხასიათის, სხვადასხვა სიმძიმის
დასაწყისი: ძალიან სწრაფი, პიკს აღწევს 1-2 საათში
ხანგრძლივობა: 4-72 სთ
მიმდინარეობა: ხშირად იწყება ბავშვობისა და ადრეული მოზრდილობის პერიოდს შორის. მამაკაცებში სიხშირეა დაახლ.6%, ქალებში-15%. ჩვეულებრივ, განმეორებითია, კვირების ან თვეების ინტერვალებით
ასოცირებული ფაქტორები: ხშირია გულისრევა და ღებინება. პაციენტთა მცირე ნაწილს აღენიშნება მხედველობის ან ნევროლოგიური დარღვევები
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეიძლება პროვოცირდეს ალკოჰოლით, გარკვეული სახის საკვებით ან წნევით. უფრო ხშირია პრემენსტრუალური. იზრდება ხმაურსა და კაშკაშა სინათლეზე
შემამსუბუქებელი ფაქტორები: სიწყნარე, ჩაბნელებული ოთახი. ზოგჯერ, მიმდინარეობის დასაწყისში, გარდამავალი შვება არტერიაზე ზეწოლით

ტიპი: კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი
მექანიზმი: უცნობია - შესაძლოა ექსტრაკრანიული ვაზოდილატაცია, რომლის მიზეზი ნევროლოგიური დარღვევაა, თანმხლები ტრიგემინოვასკულური ტკივილით
ლოკალიზაცია: ცალმხრივი. ცხვირის ზედა ნაწილი, თვალის უკან და გარშემო
ხარისხი და სიმძიმე: მუდმივი, მძიმე
დასაწყისი: უეცარი. პიკს აღწევს წუთებში
ხანგრძლივობა: 3 საათზე მეტი
მიმდინარეობა: ეპიზოდური, ჩვეულებრივ, ჯგუფდება დროთა განმავლობაში - რამდენიმე დღე 4-8 კვირის განმავლობაში და შემდეგ შვება 6-12 თვის განმავლობაში. გავრცელება 1%-ზე ნაკლები. უფრო ხშირია მამაკაცებში
ასოცირებული ფაქტორები: ცრემლდენა, ცალმხრივი რინიტი, თვალების სიწითლე, ფტოზი, ქუთუთოს შეშუპება, კონიუქტივის ინფექცია
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეტევის პერიოდში ალკოჰოლის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს

rolleyes.gif დღეს გადავხედე ამეებს და... მევთქვი აქაც დავწერ, იქნებ ვინმეს დააინტერესოს თქო... rolleyes.gif დანარჩენებს მერე დავამატებ

Posted by: Evilchik 23 Nov 2007, 00:03
შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს ერთად ჰაიმორიტი და შაკიკი?? ................

ანუ შაკიკის ტკივილებს რომ დაემატოს ჰაიმორიტის ტკივილები და უფრო ძლიერი გახადოს? ......

Posted by: Antigone 23 Nov 2007, 00:10
pudelblack
რატომ გტკივა, გამოიკვლიე? მე მქონდა 9 წელი თავის ტკივილები, ახლა გამიარა.

Posted by: pudelblack 23 Nov 2007, 00:55
Antigone
QUOTE
რატომ გტკივა, გამოიკვლიე?

მე აქაურ მიდამოებას ვაბრალებ თანაც 12 ბზარი მაქვს . მერე ავარიის მერე (ივნიში მოხდა) იმის მერე უკვე შეიცვალა ტკივილები და ეხლა თითქოს დენი გარტყამსო ისე მაქვს ხოლმე . მოკლედ მე ექიმთან არ მივდივარ და გამოკვლევით არ გამომიკვლია .
* * *
QUOTE
ტიპი: წნევით გამოწვეული თავის ტკივილი
მექანიზმი: უცნობია
ლოკალიზაცია: შეიძლება ორმხრივად გენერალიზდეს ან ლოკალურად იყოს თავის უკანა მხარეს და კისრის ზემო ნაწილში ან შუბლ-საფეთქლის მიდამოში
ხარისხი და სიმძიმე: ზეწოლითი ან მოჭერითი ხასიათის; მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის
დასაწყისი: თანდათანობითი
ხანგრძლივობა: ცვალებადია, შეიძლება გაგრძელდეს საათები ან დღეები
მიმდინარეობა: ხშირად მორეციდივე (განმეორებითი) ან ხანგრძლივი
ასოცირებული ფაქტორები:ზოგჯერ სინათლის შიში, ხმაურის შიში; გულისრევა არ არის
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობა (მაგ: მანქანის ტარება ან ბეჭდვა)
შემამსუბუქებელი ფაქტორები: შესაძლოა მასაჟი, მოდუნება

ტიპი: შაკიკი
მექანიზმი: პირველადი ნეირონული დარღვევაა, შესაძლოა ღეროვანი წარმოშობის. იწვევს ნეიროტრანსმიტერების ამგზნებ და შემაკავებელ მოქმედებას შორის დისბალანსს და აზიანებს თავის ტვინის სისხლძარღვების მოდულაციას
ლოკალიზაცია: 70%-ში ცალმხრივია, 30%-ში-ორმხრივი შუბლის ან საფეთქლის არეში
ხარისხი და სიმძიმე: პულსირებადი ან ძლიერი ხასიათის, სხვადასხვა სიმძიმის
დასაწყისი: ძალიან სწრაფი, პიკს აღწევს 1-2 საათში
ხანგრძლივობა: 4-72 სთ
მიმდინარეობა: ხშირად იწყება ბავშვობისა და ადრეული მოზრდილობის პერიოდს შორის. მამაკაცებში სიხშირეა დაახლ.6%, ქალებში-15%. ჩვეულებრივ, განმეორებითია, კვირების ან თვეების ინტერვალებით
ასოცირებული ფაქტორები: ხშირია გულისრევა და ღებინება. პაციენტთა მცირე ნაწილს აღენიშნება მხედველობის ან ნევროლოგიური დარღვევები
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეიძლება პროვოცირდეს ალკოჰოლით, გარკვეული სახის საკვებით ან წნევით. უფრო ხშირია პრემენსტრუალური. იზრდება ხმაურსა და კაშკაშა სინათლეზე
შემამსუბუქებელი ფაქტორები: სიწყნარე, ჩაბნელებული ოთახი. ზოგჯერ, მიმდინარეობის დასაწყისში, გარდამავალი შვება არტერიაზე ზეწოლით

ტიპი: კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი
მექანიზმი: უცნობია - შესაძლოა ექსტრაკრანიული ვაზოდილატაცია, რომლის მიზეზი ნევროლოგიური დარღვევაა, თანმხლები ტრიგემინოვასკულური ტკივილით
ლოკალიზაცია: ცალმხრივი. ცხვირის ზედა ნაწილი, თვალის უკან და გარშემო
ხარისხი და სიმძიმე: მუდმივი, მძიმე
დასაწყისი: უეცარი. პიკს აღწევს წუთებში
ხანგრძლივობა: 3 საათზე მეტი
მიმდინარეობა: ეპიზოდური, ჩვეულებრივ, ჯგუფდება დროთა განმავლობაში - რამდენიმე დღე 4-8 კვირის განმავლობაში და შემდეგ შვება 6-12 თვის განმავლობაში. გავრცელება 1%-ზე ნაკლები. უფრო ხშირია მამაკაცებში
ასოცირებული ფაქტორები: ცრემლდენა, ცალმხრივი რინიტი, თვალების სიწითლე, ფტოზი, ქუთუთოს შეშუპება, კონიუქტივის ინფექცია
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეტევის პერიოდში ალკოჰოლის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს

ჰმ სამივე მჭირს . რომელია ეხლა გაიგე boli.gif

Posted by: Evilchik 23 Nov 2007, 01:33
pudelblack
დაწერე როგორი ტკივილები გაქ და იქნებ და ვინმემ იცოდეს რა არის....... და საერთოდ ჯობია ექიმთან წახვიდე smile.gif

Posted by: pudelblack 23 Nov 2007, 04:45
Evilchik
ავარიამდე ნორმალური ტკივილი მქონდა . კეფასა და შუბლს შორის . ყოველ დღე. ისეთ დონეზე რომ შევეჩვიე ამ ტკივილს და არც ვაქცევდი უკვე ყურადღებას . წამლებს მე არ ვსვამდი არც ეხლა ვსვამ .
ხოლო ავარიის მერე აი როგორ არის იცი ჩუმი ტკივილია ანუ ძლიერი არაა,მაგრამ თითქოს მაგალითისთვის ცაზე რომ გაიელვებს ისე მირტყავს კეფიდან მარცხენა მხარეს (ავარიის დროს მარცხენა მხარე მივარტყი და გასინჯვის მერე არაფერიაო ექიმმა) გაიელვებს და თითქოს ეს მხარე გაბრუჟდება ხოლმე ასე 20 წუთით და მერე იშვებს და უბრალდო თავის ტკივილი იწყება დაუსრულებელი.

Posted by: Evilchik 23 Nov 2007, 11:44
pudelblack
ავარიამდე რატომ გქონდა ტკივილები? ...არ ყოფილხარ ექიმთან?

და იმ მომენტში როცა გაიელვებს ძლიერი ტკივილია?......

QUOTE
ავარიის დროს მარცხენა მხარე მივარტყი და გასინჯვის მერე არაფერიაო ექიმმა

რა ექიმმა? ....... ნევროპათოლოგთან იაყვი? smile.gif

Posted by: pudelblack 23 Nov 2007, 14:09
Evilchik
QUOTE
ავარიამდე რატომ გქონდა ტკივილები?

როდესაც 9 წლის ვიყავი ჩამოვარდი საქანელიდან და ბეტონზე დავარტყი კეფა . ერთხელ რომ არ იკმარა მეორედ შევჯექი საქანელაზე და ისევ გადამისროლა (მოუსვენარი ბავშვი ვიყავი ) მერე ექიმთან კი მიმიყვანა დედაჩემმა და რენტგენიც გამიკეთეს. ფოტო დღემდე მაქვს თბილიში . ამ შემთხვევის მერე არ მქონია ტკივილები . ხალხი დამცინოდა რომ ტვინი არ გაქვს და იმიტომო. თავის ტკივილები დამეწყო როდესაც გერმანიაში ჩამოვედი . ასე ნახევარი წლის მერე სისტემატური თავის ტკივილები მქონდა . ექიმთან რომ მივედი მასაჟები დამინიშნეს რომ კუნთები გაქვს დაძაბულიო. ყოველ 3 თვეში ერთხელ ვიტარებდი ამ მასაჟებს შველა ნული .
ხოდა შევეგუე ბედს რომ იტყვიან . როგორც კი საქართველოში ჩამოვდიოდი აი ვისვენებდი თავის ტკივილისგან . არ მქონდა ეს მწარე ტკივილი.
QUOTE
და იმ მომენტში როცა გაიელვებს ძლიერი ტკივილია?......

კი რამის კრუნჩხვები მემართება . ეხლაც მაქვს ტკივილი მარჯვენა მხარეს შუბლიდან შუა თავამდე. თითქოს ვინმე ზის შიგნით და გიჭიმავს ყველაფერს. კუნთების დაძაბულობა მე მუდამ მაქვს . ვერ ვეშვები ,ვერ ვდუნდები .
ავარიის მერე თერაპოითან ვიყავი მარტო და მან გადაიღო რენტგენი რომ ენახა სისხლის ჩაქცევა ხომ არ მქნდა ან დაზიანება ხომ არ მიმიღია და არაო. ეხლა ეს ხელი რომ მორჩება მერე ვაპირებ ნორმალურ ექიმთან მისვლას რომელიც თავიდან ბოლომდე გამსინჯავს. ავარია ისეთი საშინელი არ იყო როგორიც მთლიანად დაჯახების ძალა. ანუ მე გვერდი ავუქციე ტრაილერს და მხოლოდ მარცხენა ანუ მძღოლის მხარეს ) დავეტაკე და მისმა ბორბალმა ჩემი მანქანის კრილოზე გამოედო და ზემოდ ააგდო ოდნავ (ნუ ოდნავ ნიშნავს იმიტომ არ გადაატრალა მანქანა) ხოდა მანქნა რომ ისევ ბორბალზე დავარდა ამ ძალამ თავი მიმარტყმევინა არ ვიცი შუშაზე არ ვიცი შუშის ზედაპირზე .
მოკლედ თავზე ვეებერთველა კოპი დამედო და შეგრძნება ისეთი იყო თითქოს სისხლი მომდიოდა მაგრამ არ მომდიოდა რადგან ხელი ათჯერ მაინც მოვისვი .ხო აგრეთვე წელიც ტკივილები მაქვს და მოკლედ ასე რა .
დედა რამდენი დავწერე.

Posted by: Evilchik 23 Nov 2007, 17:43
pudelblack
QUOTE
როგორც კი საქართველოში ჩამოვდიოდი აი ვისვენებდი თავის ტკივილისგან . არ მქონდა ეს მწარე ტკივილი.

ესეიგი კლიმატის შეცვლა მოქმედებს შენზე..... და ალბათ ამინდის შეცვლაც ხო? .....უნდა დააფიქსირო სიცივეზე გტკივდება უფრო თუ სიცხეზე....მე მაგალითად ორშაბათიდან სულ მტკივა თავი იმიტომ რომ ამინდი შეიცვალა და აცივდა.... ეგეთ შემთხვევაში ჯობია თბილად ჩაიცვა, ქუდი დაიხურო, ხელთათმანები და ა.შ smile.gif

შეიძლება ნერვი დაიზინე....... უკანა მხარეს გტკივა მარტო? ცხვირი, ჰაიმორის ღრუ, თვალი, ღრძილები არა?

Posted by: pudelblack 23 Nov 2007, 20:11
Evilchik
აქანე გენაცვალე დღეში 3 იცვლება ამინდი და მეტკინება თავი აბა რა იქნება .
QUOTE
შეიძლება ნერვი დაიზინე....... უკანა მხარეს გტკივა მარტო? ცხვირი, ჰაიმორის ღრუ, თვალი, ღრძილები არა?

მარტო ნევი რომ ? ყველაფერი დაზიანებულია ჩემს სხეულში .

Posted by: chupa82 4 Dec 2007, 19:18
თავის ტკივილი, ხელს რომ ვიდებ თითქოს დაბეჟილი გაქვს, მხოლოდ ზედა მხრიდან ( ქალაზე), რისი ბრალია? და ხანდახან მიცხელდება ტავის ქალა. cry.gif

Posted by: kusune 17 Dec 2007, 18:10
ოო თავის ტკივილი კაი თემაა 2წელია დაახლოებით თავი მტკივა თან ყოველ დღე გამაყუჩებელი არ მოქმედებს. არ ვიცი რა მეტაკა ეხლა ვაპირებ თავის ტომოგრაფია გადავიღო გავიგო მაინც რა მაქვს ამ გამოჩერჩეტებულ თავშიsmile.gif)


Posted by: Goodman 30 Dec 2007, 21:43
თავი არ მტკიებია ცხოვრებაში
ახლა რამდენიმე დღეა გადაბმულად მტკივა,მილაყლაყებს და მისკდება რა,ვეღარ გავიგე,მოძრაობისას უფრო ცუდად ვხდები მგონი,მაგრამ არც წოლა მსიამოვნებს დიდად.
მაგიდას ავარტყი რამდენიმე დღის წინ და ტვინის შერყევა ხომ არ მაქვსთქო ვფიქრობ.გულისრევის შეგრძნება მაქვს ხოლმე,მადა გამიქრა და ცუდად ვარ რა.ახლა გაშუწების თავი არ მაქვს ტან 3-მდე გამორიცხულია ალბათ და რა ვქნა,სამოძრაოც მაქვს,დაწოლა მეზარება.რაღაც ფურასემიდები და რაღაცეები დალიეო მეუბნებიან.
კიდე ერთი ვარიანტია,ტაზეპამის ბრალი ხომ არ არის biggrin.gif ნევროზი მაქვს და ფენაზეპამი რო გამიტავდა გადავერთე ტაზეპამზე,ეგ რაღაც არ მევასა და მაგან ხო არ იმოქმედა ცუდად,ერთი ამი დღეა ახლა არ დამილევია არც ერთი და არც მეორე.
კიდე ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მოწამვლის ვარიანტია biggrin.gif

მოკლედ,თუ ვინის შერყევა მაქვს,ფაქტია მსუბუქ ფორმებში და ფეხზე რო გადავიტანო,რამე დამემუქრება,არ დავიბრიდო კაცო biggrin.gif

Posted by: Moreira 5 Jan 2008, 20:10
თავის ტკივილმა ისე გამამწარა, რომ ლამის ხარისხი დავიცვა ამ თემაზე : ))
კლასიფიკაციის მიხვედვით, თურმე 162 სახეობას გამოყოფენ თავის ტკივილის smile.gif

მაგ:

1) ტკივილი ყრუ, მაგრამ ძალიან აკვიატებული. იწყება კეფიდან და თანდათან მთელ თავზე ვრცელება
სინამდვილეში კისრის კუნთები გვტკივა. ტკივილის პროვოცირება მუცელზე ძილსაც შეუძლია (მთელი ცხოვრება მეტკინება თურმე : )) ) დამნაშავე შეიძლება იყოს მაღალი ბალიში, ან რბილი ლეიბი. მედიცინაში ასეთ ტკივილს მოიხსენიებენ როგორც "გადაძაბვითი თავის ტკიივილი"

როგორ მოვიქცეთ? smile.gif
ამ დროს ტკივილგამაყუჩებლები ნაკლებადეფექტურია
უნდა ვაკეთოთ კუნთების ვარჯიში, შევიცვალოთ წოლისას პოზა, დავიზილოთ კისერი
და თუ მუდმივი ხასიათი შეიძინა ტკივილმა, მივმართოთ ექიმს smile.gif

ეს დასაწყისისთვის, მერე გავაგრძელებ smile.gif

Posted by: Björk 5 Jan 2008, 20:20
Goodman
QUOTE
ნევროზი მაქვს და ფენაზეპამი რო გამიტავდა გადავერთე ტაზეპამზე,ეგ რაღაც არ მევასა და მაგან ხო არ იმოქმედა ცუდად,ერთი ამი დღეა ახლა არ დამილევია არც ერთი და არც მეორე.

მაგ წამლების უცბად შეწყვეტა არ შეიძლება და არც ალკოჰოლის მიღება ერთდროულად.

Posted by: okulone 5 Jan 2008, 20:46
Goodman


ტვინის შერყევასთან ხუმრობას არ გირჩევ! მიხედე თავს აუცილებლად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1111




Posted by: dainger 9 Jan 2008, 13:41
OtsnebisQali
რიბოქსინის ტაბლეტირებული ფორმა არ არსებობს

Posted by: Goodman 11 Jan 2008, 12:25
Björk
QUOTE
მაგ წამლების უცბად შეწყვეტა არ შეიძლება და არც ალკოჰოლის მიღება ერთდროულად.

ზოგჯერ ვარღვევ ხოლმე მაგ ამბავს sad.gif biggrin.gif
ისე უცბად თუ არა აბა როგორ ევწყვიტო ეგ წამლები? სიტყვაზე რამდენიმე დღე გადაბმულად ერთ ტაბლეტს ვსვამდი,ნელნელა როგორ შევწყვიტო?

okulone
რავი ახლა ისე აღარ მტკივა,თითქმის საერთოდ აღარ მტკივა.იმედია გაციებული მქონდა(ნაბანავებზე შემომეყინა ერთხელ) და სიმძიმეების ტარება რო მომიხდა ბევრის მაგისი ბრალი იყო
მაშინ მართლა ვკვდებოდი ის პოსტი რომ გავაკეთე ახლა კარგად ვარ

Posted by: Cor-toni 11 Jan 2008, 13:19
dainger

QUOTE
რიბოქსინის ტაბლეტირებული ფორმა არ არსებობს


არსებობს yes.gif

Posted by: lexomd 13 Jan 2008, 23:10
Goodman
QUOTE
რამდენიმე დღეა გადაბმულად მტკივა,მილაყლაყებს

QUOTE
ალკოჰოლის ზედმეტი დოზით

წნევა გაგიზომია ოდესმე?
QUOTE
ნევროზი

ამას
QUOTE
ფენაზეპამი ტაზეპამი

ამით არ მკურნალობენ.
* * *
chupa82
QUOTE
თავის ტკივილი, ხელს რომ ვიდებ თითქოს დაბეჟილი გაქვს, მხოლოდ ზედა მხრიდან ( ქალაზე), რისი ბრალია? და ხანდახან მიცხელდება ტავის ქალა.

ეგ ჰგავს ე.წ. ჰიპერესთეზიას, კეფის დიდი ნერვისას, ანუ ნერვის მგრძნობელობის დარღვევას. ნევროფათოლოგის საქმეა...

Posted by: Abnormalia 14 Jan 2008, 02:06
QUOTE (revolucioneri @ 26 Apr 2007, 11:51 )
სხვას არ ვიცი და მე რაც კამბუჩას, ანუ მანდ ჩაის სოკოდ ყოფილა ცნობილი, ვსვავ შაკიკის შემოტევები მქონდა ისეთი თვეში 2 დღე მაინც, საერთოდ შემიჩერა და შაკიკს ხომ ვერანაირი წამალი ვერ შველის! აი, ასე, ანუ სვით კამბუჩა და იყავით ჯანრმტელები, ამან სხვა რამაზეც მიშველა და ცნობილია, ვინც ამას სვმა 100 წლამდე მიდის ჯანმრთელი-ო, რა ვიცი მე ვცდი და უკვე უკეტესობა მეტყობა(კუჭის მოქმედება, წნევის დაწევა, არანაირი ტკივილი მენსტუაციის დროს).

ისა და სად ვიშოვო. ადრეც მაინტერესებდა ეგ და მერ გადამავიწყდა.

მე ალბათ შაკიკი მაქვს 99.9% ვიცი.

ძირითადი მაპროვოცირებლებია - უძილობა ან პირიქით ბევრი ძილი. სამუშაო რეჟიმების შეცვლისას - დაძაბულდან წყნარზე გადასვლა და პირიქით, საკვების მიღების დაგვიანება და ა.შ.

მშველის გამოძინება, ვარჯიში, ძალიან ცხელი შხაპი...

Posted by: chupa82 14 Jan 2008, 02:11
[quote]lexomd[/quote
შეგიძლია უფრო ვრცელი ინფორმაცია მიმითითო, სად შეიძლება ვნახო?

Posted by: Goodman 14 Jan 2008, 13:15
lexomd
QUOTE
წნევა გაგიზომია ოდესმე?

მეზარება ხოლმე biggrin.gif რამდენჯერმე გავიზომე და ,,მგონი'' ჩემი წნევა მქონდა biggrin.gif

QUOTE
ამას

QUOTE
ამით არ მკურნალობენ.

ხო,ვიცი რო არ ვარგა ეგ წამლები,მაგრამ მელისალები და ეგეთები არ მშველის.ექიმთან მისვლას მირჩევნია ზოგჯერ დავლიო ხოლმე ეგ წამლები,სანერვიულოების მთელ ჯარს რო მოვლიევ,მერე იმდია აღარც დამჭირდება smile.gif

Posted by: lexomd 14 Jan 2008, 17:35
chupa82
QUOTE
შეგიძლია უფრო ვრცელი ინფორმაცია მიმითითო, სად შეიძლება ვნახო?

აზრი? ჯობია ნევროპათოლოგს აჩვენო, მე ასე მგონია... დიდი არაფერი გასინჯვა უნდა,

Posted by: Evilchik 16 Jan 2008, 18:27
ტორადოლი ცადე....ნემსებია....................
ბარალგინი არც მე არ მშველიდა და ეხლა მემგონი აღარც იყიდება......

Posted by: Sly 16 Jan 2008, 21:31
კისრის ტკივილისთვის არ არსებობს რამე მაზი ან გამაყუჩებელი (აი კისრის დატქაცუნება რო გინდა და თან მაწუებს) მირჩიეთ რამე smile.gif

Posted by: n_elo 22 Jan 2008, 22:05
თავი სულ მტკივა დილას შუადგეს საღამოს არანაირი გამაყუჩებელი არ მოქმედებს თან დავაკვირდი როცა ვნერვიულობ უარესად მტკივდება.როგორც გავიგე ნევროზმა იცისო

Posted by: XAO 24 Jan 2008, 11:18
Goodman
ეგ ყველაფერი ბევრი სიგარეტის ბრალია biggrin.gif biggrin.gif

პ.ს
ყველაზე ძლიერი ტკივიკ გამაყუჩებელი წამალი რომელია? ეხლა არ მითხრათ კეტანოლიო თუ კეტაროლიო smile.gif მაგარი ბანძი წამლებია.

Posted by: *hedgehog* 4 Feb 2008, 14:07
ექიმებოა რამე მირჩიეთ


დღეს დილიდან მტკივა თავი კეფის მხარეს მარჯვნივ და მერე მოდის ყურთან და შუბლამდე მტკივდება. უკვე ძააააააალიან მტკივა. საერთოდ კეფასთან მაგ ადგილას ხშირად მტკივა, მაგრამ აი დღეს სულ სხვაა. დილიდან მტკივა. რა წამალი დავლიო? მიშველეთ რა


და ექიმიც მირჩიეთ ვის გავესინჯო

Posted by: dadguna 4 Feb 2008, 16:11
n_elo
მეც შენ დღეშI ვარ ოღონთ უკვე 2 თვეა ასე ვარ გადავიღე ყველაფერი და ვითომ არაფერი სერიოზული არ გჭირსო დამინიშნეს ვაზობრალი და მართლა ერთი 2 კვირა არ მტკიოდა არადა ეხლა ისევ მტკივა. არ მიყუჩებს საერთოდ არცერთი წამალი გამაყუჩებელი რა ქნა ხალხნო უკვე ძილისწინ სუნთქვაც კი მიჭირს ამ ტკივილისგან და მგონია რომ გავგიჟდები

Posted by: DrJohnes 4 Feb 2008, 17:44
dadguna

დანიშნულებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ შენ შაკიკი გაწუხებს. თუმცა შესაძ;ებელია ასევე ე. წ. დაძაბვის თავის ტკივილთან გვქონდეს საქმე, განსაკუთრებით თუ კი ეს ნერვიულობასთან ან სტრესთანაა დაკავშირებული.

Posted by: *hedgehog* 4 Feb 2008, 17:52
DrJohnes
თავის კარგი ექიმი არ იცი?

Posted by: dadguna 4 Feb 2008, 17:53
DrJohnes
შაკიკი როგორც ვიცი ერტი კონკრეტული ნაცილი უნდა გტკიოდეს ხო? მე კიდევ მტელი ტავი მტკივა გამუდმებიტ, კეფა შუბლი და საერთოდ აი მთელი თავიsad.gif დღეს ისევ ექიმს უნდა დავურეკო თორე გავიდა დანიშნულების ვადა ვსვი ეს ვაზობრალი და ნუ ფაკტიურად ის სამი დგეა ისევ ისე ვარ არადა წამლებისტვის ჯერ არ დამინებებია და ნუ სადამდე უნდა მტკიოდეს შერცხვეს მაინცsmile.gif ისე დანიშნულება მომცეს თოდუაში

Posted by: DrJohnes 4 Feb 2008, 17:55
*hedgehog*

"თავის ექიმში" ვის გულისხმობ?

მოდი მომწერე PM=ში კონკრეტულად რა გაწუხებს, თუ აქ არ გსდურს ამის დაწერა. ვეცდები სათანადო სპეციალისტი გირჩიო.

Posted by: *hedgehog* 4 Feb 2008, 17:59
DrJohnes
არა აქაც დავწერ. (ზემოთაც დავწერე) ძაააააააალიან მტკივა თავი, მარჯვენა მხარეს, კეფიდან ყურამდე და მერე შუბლამდე გადამეცემა, რაღაც ძალიან მაწვება შიგნიდან. ხშირად მტკიებია, მაგრამ ასე ძალიან არასდროს, თან მთელი დღეა მტკივა. რამე წამალი არ შეიძლება დავლიო? აღარ მინდა რო მტკიოდეს

Posted by: DrJohnes 4 Feb 2008, 18:03
*hedgehog*

კონკრეტულ წამალს ვერ გეტყვი ასე ზეპირად. უმჯობესია ნევროპათოლოგს მიაკითხო.

Posted by: *hedgehog* 4 Feb 2008, 18:10
DrJohnes
2ჯერ გავესინჯე ნევროპათოლოგს, რიგზე მაქვს ყველაფერი smile.gif მე უფრო სისხლძარღვების პრობლემა მგონია, პოტრობინი მიტევსხოლმე sad.gif შეიძლება ამან გამოიწვიოს ასეთი ტკივლი თან თავში? ადრე მხოლოდ კიდრები მტკივდებოდა და იმით ვხვდებოდი


შარში ვარ sad.gif

Posted by: DrJohnes 4 Feb 2008, 18:36
*hedgehog*

QUOTE
შარში ვარ sad.gif


ნუ გეშინია. უბრალოდ მიხედე ამ ამბავს. შესაძლებელია იყოს კიდეც სისხლძარღვების ბრალი. მსაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია smile.gif

dadguna

მართალი ხარ -შაკიკს კონკრეტულ მხარეს ტკივილი ახასიატებს ხოლმე.
მოდი მითხარი:
რამდენი წლის ხარ?
და რამწს თუ უკავშირებ თავის ტკივილის განვიტარებას? მაგალითად ძლიერ სტრესს? თუ ეს ტკივილი სრულებით უმიზეზოდ ჩნდება ხოლმე?

Posted by: dadguna 6 Feb 2008, 11:49
DrJohnes
ვარ 23 და დამეწყო მართლაც რო ძლიერი სტრესის დროს დამეწყო, მაგრამ ნუ ამ სტრესმა ხო ჩაიარა არაsad.gif და ეხლაც რაღაცა შედარებით სტრესული თუ არის მაინც ისევე მტკივდება მიუხედავად იმისა რო წამლებს ვსვამ რაც დამინიშნეს . და ნუ მუდმივად შიძლება მტკიოდეს?sad.gif
* * *
DrJohnes
თან თითქოს სუნთქვაზეც მიშლის ხელს ხან ძლიერად ხან ისე რა

Posted by: DrJohnes 6 Feb 2008, 15:30
dadguna

მუდმივად შესაძლებელია არ გტკიოდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე როდესაც სტრესი გექება ან დაიძაბები დიდი ალბათობაა რომ აგტკივდეს. მე მგონი მაინც დაძაბვის თავის ტკივილთან გვაქვს საქმე. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც სტრესი ან რაიმე სანერვიულო აქვს ადამიანს ის ბუნებრივია იძაბება. დაძაბვის თავის ტკივილისას იძაბება უპირატესად კისრისა და კეფის კუნთები და ამ ხანგრძლივი დაძაბვის გამო იწყება თავის ტკივილი. წარმოიდგინე უბრალოდ ხელი რო დაძაბო რამდენიმე წუთის განმაბლობაში როგორ აგტკივდება არა? და წარმოიდგინე რომ თავისა და კისრის კუნთები რომ გაქვს საათობით ან მეტხანსაც დაძაბული რა ძლიერი ტკივილი გექნება.
აქედან გამომდინარე წამლების გარდა ასეთ თავის ტკივილთან საბრძოლველად უნდა:
1. ისწავლო სტრესთან ბრძოლა ანუ მიაღწიო იმას რომ ის ასე დამძაბავად არ მქმედებდეს შენზე.
2. ჩაიტარო სარელაქსაციო ვარჯიშები და გაიკეთო კისრისა და თავის კუნტების მასაჟი.

მოდი უფრო კონკრეტული რჩევა რომ მოგცე მომწერე (თუ გინდა PM-ში) კონკრეტულად რა ხასიათის სტრესი გქონდა?

Posted by: dadguna 8 Feb 2008, 12:38
DrJohnes
აეხლა მაგალითად არაფერი ისეთი არ მინერვიულია და უკვე მართლა მისკდება ეს თავიsad.gif ექიმმა ვაზობრალის დოზა გამიზარდა და მემგონი კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს, იმიტო რო ეხლა (აქამდე Mთელი თავი მტკიოდა) ეხლა შებლის ტერიტორიაზე თიქოს შეგნიდან რაღაცა მაწვებაsad.gif(

Posted by: DrJohnes 8 Feb 2008, 14:19
dadguna

შესაძლოა გადაიძაბე ამჯერად. user.gif იგივე კომპიუტერთან დიდხანს გადაბმულად ჯჯდომამ იცის თავის ატკიება.

QUOTE
ექიმმა ვაზობრალის დოზა გამიზარდა და მემგონი კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს, იმიტო რო ეხლა (აქამდე Mთელი თავი მტკიოდა) ეხლა შებლის ტერიტორიაზე თიქოს შეგნიდან რაღაცა მაწვება sad.gif(


ამიტომაც გითხარი, რომ მხოლოდ წამალით ვერ უშველი სიტუაციას რელაქსაცია + მასჟიც უნდა ჩართო საქმეში. მომწერე კონკრეტულად რა სტრესის ფონზე დაგეწყო თავის ტკივილები? ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმარო. smile.gif

თუ გინდა PM-ით ისარგებლე

Posted by: dadguna 11 Feb 2008, 09:37
DrJohnes
აი შაბთ კვირას ვიყავი გუდაურში და საერთოდ არ ამტკიებია თავი ზატო დღეს დილას უკვე ვგრძნობ რო აი მიწყებსsad.gif((

Posted by: DrJohnes 11 Feb 2008, 10:32
dadguna

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შენს შემთხვევაში თავის ტკივილის მიზეზი არის ნერვიულობა და გადაღლა. რათგან საქმე რაიმე ფიზიოლოგიურ მიზეზთან რომ გვქონდეს (მაგალითად მომატებული ქალასშიდა წნევა ან სისხლძარღვობანი პრობლემები) მდგომარეობა ზუსტად მაღალმთიან ადგილას გამწვავდებოდა დაბალი ატმოსფერული წნევის დ გამო.

Posted by: love_princess 19 Feb 2008, 16:56
თავის ტკივილები მაქვს, თან საკმაოდ სერიოზულად ზოგჯერ.. დიაგნოზი ვიცი biggrin.gif

Posted by: PIRATKA 23 Feb 2008, 14:21
გამარჯობა. 7 წელია მტკივა თავი და ამ 7 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ თვე ვსვამ ცამლებს და ვმკურნალობ, მ,აგრამ შედეგი არანაირი არ არის. გამოკვლეული მაქვს მთლი ორგანიზმი იმის გამო, რომ ვერ გაიგეს რისგან იყო გამოწვეული ჩემი ასეთი ქრონიკული ტკივილი . ვარ აბსოლიტურად ჯამრთელი, მაგრამ თავის ტკივილები არ მიჩერდება. ერთადერთი ვისთანაც არ ვყოფილვარ ეს გინეკოლოგია და მაინტერესებს შეიძლება ქალურმმა პრობლემებმა ტავის ტკივილი გამოიწვიოს? გათხოვილი ვარ 8 წელია. თავიდან მქონდა ჰაიმორიტი, მაგრამ ვიმკურნალე, მერე აგმოჩნდა, რომ მაქვს ჰაიმორის ღრუში კისტა და ოპეაციაც გავიკეთე, მაგრამ თავი ისევ მტკივა თანაც შიგადაშიგ კიარა მუდმივად დგე და გამე.
ცინასცარ დიდი მადლობა...

Posted by: Krista 5 Mar 2008, 16:51
PIRATKA

ექიმი არ ვარ, მაგრამ ჰორმონალურმა დარღვევებმა ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.
აბსოლუტურად ჯანმრთელი არავინააsmile.gif

Posted by: n_elo 2 May 2008, 12:51
PIRATKA
მე მტკივა სულ თავი და ეკიმთანაც ვიყავი და მითხრეს არაფერი გჭირსო მერე ფსიქოლოგმა მითხრა რომ ნევროზმა იცის თავის ტკივილიო დილა ისე თენდება თავი მტკივა და ისე გამდება რომ სულ მტკივა ცოტას ვინერვიულებ თუ არა უპრო მიმძაფრდება ტკივილი შეილება ნევროზი გაქვს და იმიტომაც გტკივა

Posted by: პერწკლი 2 May 2008, 12:56
n_elo
PIRATKA


თვალის ექიმთანაც გაიარეთ

6 წელი,ნევროზის გამო გტკივაო,ნერვების გამოო და იმდენი მიმკურნალეს, მართლა ნევროზი ავიკიდე.
არადა თUრმე თვალი იყო გადაღლილი და +1,5
fingal.gif

Posted by: n_elo 2 May 2008, 17:25
პერწკლი
არა თვალზე არანაირი პრობლემა არ მაქვს რაც მე ექიმებში ვარ ნასიარულები ყველაფერზე გავესინჯე და არაფერი გჭირსო

Posted by: love_princess 3 May 2008, 15:03
QUOTE
თავიდან მქონდა ჰაიმორიტი, მაგრამ ვიმკურნალე, მერე აგმოჩნდა, რომ მაქვს ჰაიმორის ღრუში კისტა და ოპეაციაც გავიკეთე


აი, მეც ეგრე user.gif
ახლაც წამომტკივდება ხოლმე თავი, მაგრამ აღარ ვაქცევ ყურადღებას.. დავიღალე უკვე ამითაც

Posted by: Bivrili 20 May 2008, 12:31
ესე იგი დავიტანჯე რა ...................
მუსიკის მოსმენა მინდა არადა ვერ ვახერხებ.................
ყურთსასმენების გამოყენების შემდეგ (თუნდაც 10 წუთით) საშინელი თავის ტკივილი მეწყება..............
ტკივილი იწყება თავის ზედა მხარეს და კისრის მიდამოში და მერე მთელს თავზე ვრცელდება......................
თუ გამაყუჩებელი არ დავლიე არ მივლის.......................


ისე თავის ტკივილები ადრეც მქონდა და ვიმკურნალე (მითხრეს რომ თავის შიგა ქალის წნევა იყო მომატებული) , მაგრამ რამდენად ეფექტური იყო არ ვიცი...........................


რამე სერიოზული იქნება ვითომ? .............რატომ ვერ უძლებს თავი სულ მცირე ხნის დატვირთვასაც კი?..................თუ ყურის ბრალი შეიძლება იყოს?......................

Posted by: Impressive 16 Jul 2008, 18:34
ერთ ერთი მასტურბაციის დროს, როცა მოახლოვდა ორგაზმი, თავში ვიგრძენი საშინელი უეცარი ტკივილი, რას უნდა ნიშნავდეს?

თან გაითვალისწინეთ, გადაღლის ფაქტორიც იყო,
დიდხანს მიწევს კომპთან ყოფნა ამ დღეებში და რავიცი...
რისი ბრალი იქნება?

Posted by: darkvision 26 Oct 2008, 21:29
თავის ძლიერი ტკივილი მაწუხებს კეფის არეში , ძალიან მეშინია, იმიტომ რომ თან დაბალი წნევა მაქვს, გულის რევის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ sad.gif და თავში სიმძიმის შეგრძნება. გონება მებინდება, ვეღარაფერს ვხედავ ხოლმე ჩემს ირგვლივ როცა მეწყება .არანაირი ანტიბიოტიკი არ ახდენს ჩემზე ზეგავლენას და არ მიყუჩებს ტკივილს , ექიმთან ვერ მივდივარ მოუცლელობის გამო sad.gif რა მაინტერესბს, - რენტგენს გავიკეთებ თუ კომპ. ტოპოგრაფიას ამას ააქვს მნიშვნელობა? ხომ ორივეთი დამისვავენ დიაგნოზს? sad.gif

Posted by: Elbereth_Gilthoniel 3 Mar 2009, 15:42
ძალიან გთხოვთ მაინტერესებს
გუშინწინ ქუჩაზე მოვდიოდი და ვერ შევამჩნიე, ჟალუზები იყო გამოწეული ქუჩაში ხოდა მაგრად ავარტყი თავი, ნაპერწკლებიც კი წამომივიდა თვალებიდან, ხოდა პროსტა მაგრად ავარტყი რა, მწარე იყო რა თქმა უნდა, მაგრამ არც დავცემულვარ, არც თავბრუდამხვევია და მოკლედ, ძლიერი დარტყმა იყო... მერე ხელი მოვიკიდე თავზე, მეთქი კოპი მექნება-თქო ახლა ნაღდად და რომ ჩამოვიღე ხელი სისხლიანი იყო ლამის სულ... ნუ მოკლედ მერე მოვუარე, სამსხურში ვიყავი და სპირტი არ მქონდა, ცოტაოდენი კონიაკი გვქონდა და ეგ წავისვი თავიდან, მერე აპწეჩკიდან ამოვიღე იოდი და წავისვი... სისხლიც აღარ მომდიოდა და ნუმოკლედ მოვირჩინე... თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნებაც არ მქონია ხოდა მგონი ტვინის შერყევა წესით არ უნდა იყოს... ახლა რა ხდება, იმის შემდეგ უკვე მეორე დღეა თავი მტკივა ცოტა. დღეს უფრო ძლიერად, ოღონდ არა იმ ადგილას სადაც ავარტყი, უკან, კეფასთან.. ცოტა გაბრუებულიც ვარ... ანუ ვითომ ამ შემთხვევის ბრალია რომ მტკივა, თუ ამინდის, მაგნიტური დღის პონტია?
ძალიან გთხოვთ მაგრად მაინტერესებს!

Posted by: bja 3 Mar 2009, 16:06
darkvision

ექიმი არ ვარ, მაგრამ ეგ სიმპტომები შაკიკმა იცის sad.gif

მეც ახლა ისე მტკივა თავი, სიამოვნებით მოვიგლიჯავდი. თავის მარცხენა ნახევარსფერო გაბრუებული მაქვს. ყურიც კი მტკივა sad.gif

Posted by: შავლეგა 23 Mar 2009, 18:02
QUOTE
ექიმი არ ვარ, მაგრამ ეგ სიმპტომები შაკიკმა იცის


yes.gif

darkvision

QUOTE
რენტგენს გავიკეთებ თუ კომპ. ტოპოგრაფიას ამას ააქვს მნიშვნელობა? ხომ ორივეთი დამისვავენ დიაგნოზს? 


რენტგენით ან ტომოგრაფიით მხოლოდ სერიოზული დარღვევები შეიძლება გამორიცხონ. შაკიკის დიაგნოზს ამით ვერ დასვამენ, თუმცა გამოცდილი ნევროლოგი ჩივილებით მიხვდება არის თუ არა შაკიკი.

Posted by: wtfigo 23 Jun 2009, 12:54
მოგესალმებით

ვარ 25 წლის მამაკაცი.
1 თვეზე მეტია მაქვს პერმანენტული თავის ტკივილი, 24 საათი მტკივა

ტკივილი დამეწყო ძირითადად კეფის მიმდებარე და კეფის ზედა ტერიტორიაზე და რამოდენიმე დღეში შბლის გარდა მთელი თავი მოიცვა.
ბოლო 10 დღეა უკვე საფეთქლების არეც მტკივა.

ტკივილგამაყუჩებლები თავიდან ოდნავ მიმსუბუქებდა ტკივილს, ეხლა უკვე არ მშველის.

ვიყავი ნევროპათოლოგთან, პირველადი გასინჯვით არაფერი გამოვლინდა

ჩავიტარე რიგი ანალიზი და გამოკვლევა და ყველა მათგანის პასუხი დადებითი იყო. კონკრეტულად:
სისხლის საერთო, პეტრომბინი, შარდის ანალიზები.

თვალის გუგის ფსკერის გამოკვლევა, თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრამა.

ექიმმა დამინიშნა ვაზობრალი და მითხრა ყოველი შემთხვევისათვის TSH (ჰორმონები) და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა გაიკეთეო.
გუშინ TSH გავიკეთე და დღეს მივდივარ ჩიყვზე.


იქნებ დამეხმაროთ რისი ბრალი შეიძლება იყოს


P.S. დღეში 10–12 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა (თუმცა, 2 წელია ასე ვარ და არც მანამდე მაკლდა კომპიუტერთან ჯდომა)

დიდი მადლობა
* * *
QUOTE (wtfigo @ 23 Jun 2009, 12:54 )
მოგესალმებით

ვარ 25 წლის მამაკაცი.
1 თვეზე მეტია მაქვს პერმანენტული თავის ტკივილი, 24 საათი მტკივა

ტკივილი დამეწყო ძირითადად კეფის მიმდებარე და კეფის ზედა ტერიტორიაზე და რამოდენიმე დღეში შბლის გარდა მთელი თავი მოიცვა.
ბოლო 10 დღეა უკვე საფეთქლების არეც მტკივა.

ტკივილგამაყუჩებლები თავიდან ოდნავ მიმსუბუქებდა ტკივილს, ეხლა უკვე არ მშველის.

ვიყავი ნევროპათოლოგთან, პირველადი გასინჯვით არაფერი გამოვლინდა

ჩავიტარე რიგი ანალიზი და გამოკვლევა და ყველა მათგანის პასუხი დადებითი იყო. კონკრეტულად:
სისხლის საერთო, პეტრომბინი, შარდის ანალიზები.

თვალის გუგის ფსკერის გამოკვლევა, თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრამა.

ექიმმა დამინიშნა ვაზობრალი და მითხრა ყოველი შემთხვევისათვის TSH (ჰორმონები) და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა გაიკეთეო.
გუშინ TSH გავიკეთე და დღეს მივდივარ ჩიყვზე.


იქნებ დამეხმაროთ რისი ბრალი შეიძლება იყოს


P.S. დღეში 10–12 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა (თუმცა, 2 წელია ასე ვარ და არც მანამდე მაკლდა კომპიუტერთან ჯდომა)

დიდი მადლობა


ფარისებრი ჯირკვლის მდგომარებაც ნორმალურია






არავინაა მცოდნე რომ მიპასუხოს? sad.gif



Posted by: შავლეგა 2 Jul 2009, 00:30
wtfigo

კისრის მალები როგორ მდგომარეობაშია?


Posted by: wtfigo 2 Jul 2009, 22:19
შავლეგა
QUOTE
კისრის მალები როგორ მდგომარეობაშია?


ნამდვილად არ ვიცი და ვის უნდა გავესინჯო მაგაზე?

ისე, რაღაც მაქეთ უფრო უკაკუნებს, მაგ მხრიდან მოდის ტკივილი


მაგრამ ბოლო პერიოდია საფეთქლების მიდამოში აღმენიშნება შედარებით ძლიერი ტკივილი

Posted by: n_elo 11 Jul 2009, 11:16
აუ მოკლედ აღარ შემილია სულ თავის ტკივილიი ვერ მოვიშორეეეეეე

Posted by: Romina 11 Jul 2009, 14:24
wtfigo

მარტო ვაზობრალი დანიშნა ნევროლოგმა?

QUOTE
ნამდვილად არ ვიცი და ვის უნდა გავესინჯო მაგაზე?


რევმატოლოგს ალბათ. კისრის მალების რენტგენი გჭირდება ორ პროექციაში ან მარტო გვერდითიც შეიძლება. მთელი თავის ტკივილი ცოტა მეეჭვება კისრის მალების პრობლემიდან მოდიოდეს, მაგრამ მაინც უნდა ინახოს. მუდმივად ერთნაირად გტკივა, ანუ ერთნაირი სიძლიერით?

Posted by: farfalla 9 Oct 2009, 15:11
ხალხ არ ვიცი სად უნდა დავწერო მაგრამ მაინტერესებს თავის კომპიუტერული ტომოგრაფა რა ჯდება , ნუ მე შედარებით იაფიად სად კეთდება ის მაინტერესბს და თუ დამეხმარებით წინაწარ მადლობთ

Posted by: Corvette 29 Oct 2009, 15:18
მოკლედ , თავის ტკივილთან ერთად ხელებიც მეყინება ხოლმე , ვაფშე ვერ ვგრძნობ ხოლმე ხელებს და რისი ბრალია ? ხო არ ვიბრიდები ?biggrin.gif
რამოდენიმე წუთის წინ მაგან გამაღვიძა vik.gif ხელში ანალგინი მომხვდა და ეგ დავლიე და ოდნავ დაწყნარდა თავის ტკივილი
ეს კვირაში 1-2-ჯერ მომდის ხოლმე

სახლში მეუბნებიან უჭმელობის ბრალიაო და რავიცი

Posted by: gigaloz 7 Dec 2009, 13:52
გამარჯობთ ძვირფასო ფორუმელებო, მინდა გკითხოთ დილაობით მაქვს თავის ტკივილები რო ვიღვიძებ და სიმძიმესავით, მერე ოთახს რო ვანიავებ ეგრევე მეშვება, და გაბრუებული ვარ საღამომდე და ეგ ჰაერის უკმარისობაა თუ რა არის და როგორ ვუშველო , წინასწარ დიდი მალობა! 2kiss.gif

Posted by: Masked 7 Dec 2009, 16:13
QUOTE (wtfigo @ 23 Jun 2009, 12:54 )
მოგესალმებით

ვარ 25 წლის მამაკაცი.
1 თვეზე მეტია მაქვს პერმანენტული თავის ტკივილი, 24 საათი მტკივა

ტკივილი დამეწყო ძირითადად კეფის მიმდებარე და კეფის ზედა ტერიტორიაზე და რამოდენიმე დღეში შბლის გარდა მთელი თავი მოიცვა.
ბოლო 10 დღეა უკვე საფეთქლების არეც მტკივა.

ტკივილგამაყუჩებლები თავიდან ოდნავ მიმსუბუქებდა ტკივილს, ეხლა უკვე არ მშველის.

ვიყავი ნევროპათოლოგთან, პირველადი გასინჯვით არაფერი გამოვლინდა

ჩავიტარე რიგი ანალიზი და გამოკვლევა და ყველა მათგანის პასუხი დადებითი იყო. კონკრეტულად:
სისხლის საერთო, პეტრომბინი, შარდის ანალიზები.

თვალის გუგის ფსკერის გამოკვლევა, თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრამა.

ექიმმა დამინიშნა ვაზობრალი და მითხრა ყოველი შემთხვევისათვის TSH (ჰორმონები) და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა გაიკეთეო.
გუშინ TSH გავიკეთე და დღეს მივდივარ ჩიყვზე.


იქნებ დამეხმაროთ რისი ბრალი შეიძლება იყოს


P.S. დღეში 10–12 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა (თუმცა, 2 წელია ასე ვარ და არც მანამდე მაკლდა კომპიუტერთან ჯდომა)

დიდი მადლობა
* * *
QUOTE (wtfigo @ 23 Jun 2009, 12:54 )
მოგესალმებით

ვარ 25 წლის მამაკაცი.
1 თვეზე მეტია მაქვს პერმანენტული თავის ტკივილი, 24 საათი მტკივა

ტკივილი დამეწყო ძირითადად კეფის მიმდებარე და კეფის ზედა ტერიტორიაზე და რამოდენიმე დღეში შბლის გარდა მთელი თავი მოიცვა.
ბოლო 10 დღეა უკვე საფეთქლების არეც მტკივა.

ტკივილგამაყუჩებლები თავიდან ოდნავ მიმსუბუქებდა ტკივილს, ეხლა უკვე არ მშველის.

ვიყავი ნევროპათოლოგთან, პირველადი გასინჯვით არაფერი გამოვლინდა

ჩავიტარე რიგი ანალიზი და გამოკვლევა და ყველა მათგანის პასუხი დადებითი იყო. კონკრეტულად:
სისხლის საერთო, პეტრომბინი, შარდის ანალიზები.

თვალის გუგის ფსკერის გამოკვლევა, თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრამა.

ექიმმა დამინიშნა ვაზობრალი და მითხრა ყოველი შემთხვევისათვის TSH (ჰორმონები) და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა გაიკეთეო.
გუშინ TSH გავიკეთე და დღეს მივდივარ ჩიყვზე.


იქნებ დამეხმაროთ რისი ბრალი შეიძლება იყოს


P.S. დღეში 10–12 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა (თუმცა, 2 წელია ასე ვარ და არც მანამდე მაკლდა კომპიუტერთან ჯდომა)

დიდი მადლობა


ფარისებრი ჯირკვლის მდგომარებაც ნორმალურია






არავინაა მცოდნე რომ მიპასუხოს? sad.gif

ფარ. ჯირკვალის ანალიზის დაწერე.


Posted by: gigaloz 7 Dec 2009, 18:57
QUOTE (gigaloz @ 7 Dec 2009, 13:52 )
გამარჯობთ ძვირფასო ფორუმელებო, მინდა გკითხოთ დილაობით მაქვს თავის ტკივილები რო ვიღვიძებ და სიმძიმესავით, მერე ოთახს რო ვანიავებ ეგრევე მეშვება, და გაბრუებული ვარ საღამომდე და ეგ ჰაერის უკმარისობაა თუ რა არის და როგორ ვუშველო , წინასწარ დიდი მალობა! 2kiss.gif

???????????????????????????????????????????????????????????????/

Posted by: whatever 5 Jan 2010, 11:07
გამარჯობათ,

შიგადაშიგ მაქ თავის ტკივილები... აი კეფის არეში მარჯვნივ და მარცხნივ დაბოლოებებში ოოდნავ ზემოთ.. ზოგჯერ ზემოდან სხვა ადგილებში.. ადრე იშვიათად მქონდა ხოლმე.. ნელნელა მოუხშირა.. ტკივილი მაქ მჩხვლეტავი თითქოს რაღაცა მწიწკნის.. თავიდან მარტო თავი მტკიოდა ხომე.. მერე ნელნელა მხედველობაზე დამეწყო პრობლემები.. ანუ ტკივილის მერე ვერ ვხედავდი კარგად.. შეილება იმის ბრალია რომ საშინელი ტკივილები მაქ ხოლმე.. ლამისაა დავიკრუნჩხო.. გუშინ ერთ-ერთი ასეთი ტკივილის დროს მხედველობა ლამის სულ დამეკარგა.. ძლივს ვარჩევდი შუქს სიბნელიდან.. მარა ნელნელა გამიარა.. ჯერ ასე არ მქონია.. ახლა ისევ ნორმალურად ვხედავ.. ის მაშინებს რომ ნელნელა იმატებს ეს ტკვივილი.. რაც დრო გადის უფრო და უფრო მძაფრდება და ხშირდება.. ვარ 25 წლის.. და ამხელა მუტრუკს გული მისკდება და ექიმთან ვერ მივდივარ.. აი ამ წამსაც კი მარჯვენა მხარეს მწიწკნის რაღაცა..

ძალიან გთხოვთ არ დაწეროთ რომ დროზე წადი ექიმთანო... ეგ ჩემითაც ვიცი.. უბრალოდ ის მითხარით რა პასუხი შეილება მივიღო იქედან დაახლოებით მაინც sad.gif დედავატირე ამის მე.. ხო ბარემ ისიც მითხარით სად მივიდე, ვისთან და რა დამიჯდება დაახლოებით..

ხო ჯანმრთელობას რაც შეეხება... ნუუ მაწუხებს ერთადერთი გული ხოლმე.. ცუდი არითმიები მაქ.. ხო.. კიდე ადრე "არაჯანსაღი" ცხოვრების წესით ვცხოვრობდი (თუ შეიძლება ეგრე ითქვას).. მაგრამ ახლა უკვე თვეზე მეტია მოვეშვი ყველაფერს.. დაჟე მოწევასაც მოვუკელი და საერთოდ აღარც ვსვამ.. ქალებსაც ხო არ მოვეშვა ნეტა ? biggrin.gif

Posted by: LUKA-BRAZI 5 Jan 2010, 12:22
whatever
თვალის, თვალბუდის არეში არ გტკივა ხოლმე? და ისეთი შეგრძნება ხომ არ გაქვს რომ თითქოს რარაც მილში იყურები? ანუ ცენტრში ხედავ და პერიფერიაზე სიბნელეა. ვთქვათ აი ასე:
user posted image

QUOTE
ძალიან გთხოვთ არ დაწეროთ რომ დროზე წადი ექიმთანო... ეგ ჩემითაც ვიცი..

mo.gif სხვა გზა არ გაქვს yes.gif

Posted by: whatever 5 Jan 2010, 12:58
LUKA-BRAZI
არა მილის შეგრძნება არ მაქ... თვალის ბუდე მტკივა ხოლმე შიგნიდან კი.. განსაკუთრებით მარჯვენასი.. მილის შეგრძნება არ მაქ გუშინ საერთOდ ვერაფერს ვერ ვხედავდი რამოდენიმე წუთი... სინთლეს ვარჩევდი ოდნავ სიბნელისგან..

Posted by: LUKA-BRAZI 5 Jan 2010, 13:16
whatever
QUOTE
გუშინ საერთOდ ვერაფერს ვერ ვხედავდი რამოდენიმე წუთი... სინთლეს ვარჩევდი ოდნავ სიბნელისგან..

ცალ თვალში თუ ორივეში?

ისე წნევა არ გაგიზომია ტკივილის შეტევის დროს? მაღალმა არტერიულმა წნევამ იცის კეფის არეში ტკივილი და მხედველობის გაუარესებაც, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მარჩიელობის დონემდე იქნება. შენ გჭირდება გამოკვლევები. უამისოდ და უექიმოდ შეიძლება აქ მცდარი რამე გირჩიოს ვინმემ და შენ დაუჯერო და დაზარალდე. ექიმთან მიდი მეგობარო. თავის ტკივილი ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს და ძნელია აქ ვინმემ სწორი დიაგნოზი დაგისვას.

QUOTE
ნუუ მაწუხებს ერთადერთი გული ხოლმე.. ცუდი არითმიები მაქ.

აქ რას გულისხმობ? ექიმმა დაგიდგინა რომ არითმიები გაქვს თუ შენით გრძნობ ხოლმე გულის აჩქარებას, გულისფრიალის შეგრძნებას და ა.შ.? საერთოდ რამდენი ხანია რაც გაწუხებს თავის ტკივილი?
* * *
ეს თემაც ნახე თუ გინდა: http://forum.ge/?f=43&showtopic=33569678&st=225

Posted by: whatever 5 Jan 2010, 14:03
LUKA-BRAZI
არითმიაში ვგულისხმობ რომ ხან მესამეს, ხან მეოთხეს, ხან მეხუთეს და ხან მერვეს მიტოვებს (გულის ცემას)... მესამეს რომ ტოვებს ცუდად ვარ ხოლმე ძაან.. თავის ტკვილი მთელი ცხოვრებაა მაწუხებს, მარა ეგრე 1 წელია რაც დამეწყო..

QUOTE
ალ თვალში თუ ორივეში?

ორივეში ვერ ვხედავდი...

Posted by: LUKA-BRAZI 5 Jan 2010, 15:19
whatever
QUOTE
არითმიაში ვგულისხმობ რომ ხან მესამეს, ხან მეოთხეს, ხან მეხუთეს და ხან მერვეს მიტოვებს (გულის ცემას)... მესამეს რომ ტოვებს ცუდად ვარ ხოლმე ძაან..

მესამეს და მეოთხეს?? მაგას ტრიგემინია და კვადრიგემინია ეწოდება და ცუდია სისხლის მიმოქცევისათვის, ანუ მაგ დროს სისხლის ცირკულაცია ცუდად ხდება და ეს მთელს ორგანიზმზეც აისახება, თუმცა შენი თავის ტკივილი რამდენად არის დაკავშირებული არითმიასთან, არ ვიცი. ის კი ვიცი რომ თუ ხედავ რომ ერთი წლის განმავლობაში საქმე უარესობისკენ მიდის, ულაპარაკოდ ექიმი გჭირდება. და არამარტო თავის, არამედ გულის გამოკვლევაც yes.gif არითმიები თითქოს უმნიშვნელო რამეა, მაგრამ ბევრი და სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. გულზე ელექტროკარდიოგრამას და ექოსკოპიას გაგიკეტებენ და რამე წამალს შეგირჩევენ სავარაუდოდ. თავის ტკივილზე კი დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი. იმიტომ ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული და გამოკვლევებიც მასეთი მიმართულებით დაგენიშნება. სავარაუდოდ კომპიუტერული ტომოგრაფია.....

წნევა არ გაგიზომია თავის ტკივილის დროს???
ან თავის ტკივილი როცა გაქვს სხვა არაფერი გაწუხებს საერთოდ?
ან რაიმეს ვერ უკავშირებ ტკივილის დასწყებას? რაიმე მაპროვოცირებელ გარემოებას?


Posted by: Thandrus 5 Jan 2010, 15:37
whatever

შენი ჩამოთვლილი სიმპტომატიკა ე.წ. Cluster Headache-ს ჰგავს (თვალის უკან და კისერში ძლიერი ტკივილები). არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ესაა, მაგრამ დიდი შანსია.

http://en.wikipedia.org/wiki/Cluster_headache

ექიმთან კი რათქმაუნდა უნდა მიხვიდე. მითუმეტეს თუ თანმდევი პრობლემებიც გაწუხებს.

Posted by: utilizatori 5 Jan 2010, 15:52
QUOTE
სავარაუდოდ კომპიუტერული ტომოგრაფია.....

+1

QUOTE
წნევა არ გაგიზომია თავის ტკივილის დროს???

+ მეორე

შესაძლოა ქალასშიდა წნევის მატების გამოა ეგ სიმპტომები

Posted by: ecklesiast 5 Jan 2010, 17:43
QUOTE
გამარჯობთ ძვირფასო ფორუმელებო, მინდა გკითხოთ დილაობით მაქვს თავის ტკივილები რო ვიღვიძებ და სიმძიმესავით, მერე ოთახს რო ვანიავებ ეგრევე მეშვება, და გაბრუებული ვარ საღამომდე და ეგ ჰაერის უკმარისობაა თუ რა არის და როგორ ვუშველო , წინასწარ დიდი მალობა! 


ღამე გაზის გამათბობელს ხომ არ ტოვებ ჩართულს, ან ერთი სიტყვით რამე მავნე აირი ხომ არ გროვდება საძინებელში? ამაზე არ გიფიქრია? განიავება რატომ შველის მაგ საქმეს?

Posted by: lgogokhia 5 Jan 2010, 21:24
whatever
QUOTE
შენი ჩამოთვლილი სიმპტომატიკა ე.წ. Cluster Headache-ს ჰგავს

yes.gif მეც იგივეს ვიტყოდი.. რამე წამალს სვამ საერთოდ, ამ თუ სხვა მიზნით?

Posted by: whatever 5 Jan 2010, 22:59
lgogokhia
არა საერთოდ არანაირ წამალს არ ვსვამ...



LUKA-BRAZI
წნევა არ გამიზომია ხოლმე... წნევა როცა მაქ ვხვდები მაგ დროს სხვანაირად მტკივა, არ მწიწკნის მაგ დროს.. უბრალოდ რაღაცნაირად ბოდიში და ჟუილისშეგრძნება მაქ.. (ჟუილზე არ დამცინოთ)... თავის ტკივილის დროს არაფერი სხვა არ მაწუხებს.. ტკივილის დაწყება გუშინ ნერვიულობას დაემთხვა, ისე კი არ ემთხვევა ხოლმე როგორც წესი, უცებ თავისი ამტკივდება და გამივლის ხოლმე..

utilizatori
ქალაშიდა წნევა ბავშვობაში მაწუხებდა ხოლმე... ახლა არ ვიცი დიდი ხანია ექიმთანა რ მივსულვარ..

Thandrus
გადავხედავ მაგ ლინკს პირველად გავიგე ეგეთი დაავადების შესახებ.. დიდი მადლობა..

მე გული მისკდება კიბო არ მჭირდეს sad.gif თან ბებიაჩემს ზუსტად რომ კიბო ჰქონდა, ოღონდ იმას თავზე რაღაცა წანაზარდად არც მახსოვს კარგად.. მარა გულის გამო გარდაიცვალა.. დედაჩემსაც ჰქონდა სიმსივნე, ოღონდ კეთილთვისებიანი თუ რაც ქვია.. იმედია ფეხებს არ გავჭიმავ ცოტა ხანში, რამდენი რამე მაქ კიდე გასაკეთებელი.. უბრალოდ ეგრე ნაგლად დგება თავი მტკივდება კეფის არეში ერთ ადგილას კონცენტრირებულად საშინელი წიწკნვის შეგრძნება მაქვს კივილამდე რომ მივყავარ ისეთი.. და შედეგად ვერაფერს ვერ ვხედავდი გუშინ.. თფუ რაღა ახლა ნუ.. ძლივს რაღაცა გამომივიდა..

სად მივიდე რომელ საავადმყოფოში რას მირჩევთ ?

Posted by: natsu 16 Jan 2010, 16:33
მალების დისკოზი.მხედველობის პრობლემები ხშირადაა თავის ტკივილის მიზეზი....

Posted by: whatever 4 Feb 2010, 11:43
დღეს ისევ დამემართა... ოღონდ უფრო ძლიერად.. ყბა მტკივდება ხოლმე ბავშვობიდან ადრე ამომიავრდა ხელით ჩამისვა მამაჩემმა ღრმა ბავშვობაში და იმის მერე შიგადაშიგ არანორმალური ტკივილები მაქ ხოლმე ორ თვეში ერთხელ მაინც.. და კიბეებზე რომ ავდიოდი სამსახურში ყბა ამტკივდა საშინლად როგორც ყოველთვის 15 წამში გამიარა.. მარა ეგრევე თავის ტკივილი დამეწყო სკამამდე ძლივს მივაღწიე ბლიად და ისევ მხედველობის პრობლემა.. სრულიად მიმიბნელდა რამოდენიმე წადით მხედველობა.. მერე ნელნელა აღმიდგა ისევ.. პულსი გავისინჯე ყოველ მესამეს მიტოვებს და ვერ ვსუნთქავ ნორმალურად.. ყოველ წამში ერთხელ მამთქნარებს და ხელებში ძალას ვერ ვგრძნობ თითქოს გაბუჟებული მაქ ყველაფერი.. ცუდად ვარ ბლიად..

Posted by: patriciia 4 Feb 2010, 16:11
ჩემი შვილი 17 წლის არის, იმასაც ასე დაეწყო ამ რამდენიმე დღის წინ
შენ წერ, რომ ბავშვობაში თავის ქალის შიდა წნევა გაწუხებდა
იმას დაბადებიდან ჰიპოქსია ჰქონდა, ცნს-ის დაზიანებები
შენ ამბობ მარჯვენა თვალის ბუდეო
იმას მარცხენა თვალის ბუდე ტკივა
იღლება სასტიკად, მარცხენა ფეხსაც კარგად ვერ ვხმარობო

ახლა რა ვქენი:
წავიყვანე ოფთალმოლოგთან მიშა გაბრიჩიძესთან
გაუსინჯეს მხედველობა _ ასტეგმატიზმი, მარჯვენა თVალში 60%-ს ხედავს, მარცხენათი _ 40%
ოფთალმოლოგმა _ ტკივილები ნევრალგიურიაო
მივიყვანე დღეს ნევროლოგიის ინსტიტუტში
ნევროლოგ სანდრო ცისკარიძესთან
გაგვიშვა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე........
გამოგვიწერა რაღაც უმნიშვნელო წამალი
ვნერვიულობ საშინლად..........
პასუხი რა იქნება........


Posted by: LUKA-BRAZI 4 Feb 2010, 16:13
თემის სათაურს შევასწორებ.................

Posted by: benitto 5 Feb 2010, 12:29
whatever
ტვინიშ შერყევა ხომ არასდროს გქონია?
ან შეიძLება უბრალოდ თავი მიარტყი ოდესმე რამეს ძლიერად

ან თვალების წვა რამე ხომ არ გაქვს?
თითქოს თავისით გეხუჭება

მგზავრობის დროს გტკივდება თავი?

მოკლედ შიდა ქალის წნევამაც იცის აუტანელი თავის ტკივილები.

Posted by: patriciia 5 Feb 2010, 17:11
მე მგონი, ეს სამწვერა ნერვია
ყბა
თვალები
კეფა
კისერი

Posted by: katusha1970 10 Feb 2010, 11:13
ჩემს გოგონას ტკიოდა თავის ერთი მხარე ,კეფა,თვალი და ყბა.მივიყვანე ნერვოპათოლოგთან და აღმოჩნდა სამწვერა ნერვის ანთება.ვუმკურნალე ,ეხლა კარგადაა.ექიმმა აუკრძალა კომპტთან და ტელევიზორთან დიდი ხნით ჯდომა . გააფრთხილა თავის დაბანის შემდეგ აუცილებლად თმა გაიშრე და ქუდი დაიფარეო. დანიშნული ქონდა ნემსიც და აბებიც.

Posted by: OTOMOBILE 12 Feb 2010, 17:29
whatever
შენ მიუთითებ ე.წ. კეFის დიდი ნერვის გამოსვლის ადგილებს და ამ ნერვების ირიტაციის სიმპტომებს
...მოკლედ აქა ვარ wink.gif

Posted by: Franca 5 Mar 2010, 02:48
მეც მაქვს თავის აუტანელი ტკივილი,რავიცი ექიმთან რატომღაც არ მივდივარ...
ყველანაირი სიპტომია წნევის , კეფის ძლიერი ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თან მეძინებასავით ხოლმე..თავი ძაან მტკივა და ვერც ვმოძრაობ.საქმე იმაშია,რომ წნევას ვისინჯავ და ნორმაშია..მერე მითხრეს შიდა ქალის წნევა გექნებაო,ვინმემ ხომ არ იცის ამაზე რამე ან რა სიპტომები აქვს ამ შიდა ქალის წნევას?

Posted by: -MazO- 5 Mar 2010, 03:18
როცა მხედველობაზე გადმოდის , თავიდან რასაც უყურებ იმ წერტილს ვერ ხედავ და მერე ეს არე ფართოვდება ? და უფრო გიჭირს დანახვა ?

მაგ დროს რომელიმე მხარე ან ხელი ან ფეხი ხო არ გიბუჟდება ?

Posted by: patriciia 5 Mar 2010, 21:38
Franca
QUOTE
მეც მაქვს თავის აუტანელი ტკივილი,რავიცი ექიმთან რატომღაც არ მივდივარ... ყველანაირი სიპტომია წნევის , კეფის ძლიერი ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თან მეძინებასავით ხოლმე..თავი ძაან მტკივა და ვერც ვმოძრაობ.საქმე იმაშია,რომ წნევას ვისინჯავ და ნორმაშია..მერე მითხრეს შიდა ქალის წნევა გექნებაო,ვინმემ ხომ არ იცის ამაზე რამე ან რა სიპტომები აქვს ამ შიდა ქალის წნევას?

მეც ეგრე იყავი, ბოლოს ნათხემის ისემია დამემართა
მერე აღმოჩნდა, რომ Iშემია მეორადი იყო, ფარისებრი აღმომაჩნდა ძალიან პატარა და ამის ბრალი იყო ეს ყველაფერი

Posted by: Thandrus 5 Mar 2010, 23:18
უერთდება თავის ტკივილის თემას smile.gif

Posted by: Franca 5 Mar 2010, 23:39
QUOTE
მეც ეგრე იყავი, ბოლოს ნათხემის ისემია დამემართა

ეს რა არის საშიშია?
და როგორ იმკურნალე?
პირველ ეტაპზე რა ვქნა რამე უნდა გადავიღო თავზე? აზრზე არ ვარ,მდგომარეობას ისიც ართულებს რომ საქართველოში არ ვარ და მარტო ექიმთან სიარული არ მიყვარს..sad.gif

Posted by: SoulTaker 8 Mar 2010, 19:21
მოკლედ გადავიკითხე მთელი თემა

რამდენი ვინმე ყოფილა ჩემ დღეში.

თავი მტკივა

ახალი ამბავიო_ მეტყვით აქ ყველას ტკივა მარა ახალი ამბავი არაა ძველია biggrin.gif

მოკლედ ბავშვობაშიც მტკიოდა ანალოგიურად. მხოლოდ მარჯვენა მხარეს. მფეთქავი ხასიათის ტკივილი. ტირილისგან უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. არ მშველოდა ძილი და გამაყუჩებელი. მერე გადიოდა თავისით რამდენიმე საათში. რაც მახსოვს დაახლოებით 10-11 წლიდან იშვიათად მქონდა. შეიძლება 2-3 თვეში ერთხელ. მერე უფრო შემცირდა დრო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო მოხშირდა. ახლა კი უკვე თვეზე მეტია დღე არ გადის რო არ მტკიოდეს. ახლა დავლიე 2 ცალი ციტრამონი მარა სულ ტყუილად.
თავს როცა დაბლა ვხრი ან ოდნავ ვამოძრავებ მგონია გასკდება. მთელი თავი არასოდეს მტკივა. მხოლოდ მარჯვენა ნახევარსფეროს წინა მეოთხედი ნაწილი.
მოკლედ ვერ გავიგე რატომ უნდა მტკიოდეს. მთელი თემა წავიკითხე და სხვადასხვა აზრებია სულ. შეიძლება იყოს შაკიკი. იმიტომ რომ ამას ახლავს გულისრევაც. თუმცა მხოლოდ მაშინრ ოცა პიკს მიაღწევს ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელი მშველის მხოლოდ მაშინ როცა დასაწყისში ვსვამ მერე გინდა აფთიაქი გადამიყლაპია აზრი არა აქვს.
მირჩიეთ. რა ვქნა? ვისთან მივიდე.
რა გავაკეთო?

ტყულად საფლანგი არც დრო მაქვს და არც ფული. ამიტომ მირჩევნია წინასწარ ვიცოდე რა უნდა გავაკეთო. ისიც კი არ ვიცი რის ექიმთან უნდა მივიდე biggrin.gif

დიდი მადლობა კეთილო ხალხო smile.gif

Posted by: radiology 8 Mar 2010, 19:24
SoulTaker
QUOTE
ისიც კი არ ვიცი რის ექიმთან უნდა მივიდე

მე-9 საავადმყოფოში, ნევროლოგიურ განყოფილებაში(მარინა ჯანელიძესთან) არის თავის ტკივილის ცენტრი,
პირადი შეხება არ მქონია, მარა ინფორმაციისთვის იქნებ გამოგადგეს smile.gif

Posted by: შავლეგა 13 Mar 2010, 00:00
QUOTE
მე-9 საავადმყოფოში, ნევროლოგიურ განყოფილებაში(მარინა ჯანელიძესთან)


წლების განმავლობაში უამრავ ექიმს მოვუყევი ჩემი შაკიკის სიმპტომები, ვერავინ დაადგინა რომ შაკიკი მჭირდა.

მარინა ჯანელიძემ კი პირველმა დამისვა ზუსტი დიაგნოზი.

radiology

მეც მანდ გირჩევ მისვლას yes.gif

Posted by: ikebana 13 Mar 2010, 01:42
ნევროპათოლოგი მირჩიეთ.

თავის ტკვილი მეწყება ღამე, ყურებში ხშირად ვგრძნობ პულსაციას, თან თითქოს თავი "მიგუგუნებს". ბოლო პერიოდში მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ პერიოდულად. დღე დაჟე მიწისძვრა მეგონა, თითქოს ქვემოდან ვგრძნობდი ბიძგებს biggrin.gif


Posted by: Masked 13 Mar 2010, 01:50
QUOTE (ikebana @ 13 Mar 2010, 01:42 )
ნევროპათოლოგი მირჩიეთ.

თავის ტკვილი მეწყება ღამე, ყურებში ხშირად ვგრძნობ პულსაციას, თან თითქოს თავი "მიგუგუნებს". ბოლო პერიოდში მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ პერიოდულად. დღე დაჟე მიწისძვრა მეგონა, თითქოს ქვემოდან ვგრძნობდი ბიძგებს biggrin.gif

შენი ჰორმონტჰერაპია არ არის სწორი.

Posted by: Solveig 13 Mar 2010, 03:41
ikebana
QUOTE
თავის ტკვილი მეწყება ღამე, ყურებში ხშირად ვგრძნობ პულსაციას, თან თითქოს თავი "მიგუგუნებს". ბოლო პერიოდში მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ პერიოდულად. დღე დაჟე მიწისძვრა მეგონა, თითქოს ქვემოდან ვგრძნობდი ბიძგებს

წნევას ისინჯავ?


მე მგონია, ნევროპათოლოგის საქმე არაა ეგ, რაც შენ გაწუხებს... Masked უფრო მართალს გეუბნება.

Posted by: UNEEK 13 Mar 2010, 08:23
ბავშვობიდან საშინელი თავის ტკივილები ვიცოდი
ტვინის შერყევა მქონდა
არც ისე დიდი ხნის წინ რაც სისხლის გაღება დავიწყე, თავის ტკივილი არ ვიცი რა არის,
ძალიან მაწუხებდა, ამტკივდებოდა სანამ ექსედრინს არ ვეცემოდი ვბერაფერს ვაკეთებდი,
იქნებ სცადოთ თქვენც სისხლის გაღებამ გიშველოთ

Posted by: [kitika] 13 Mar 2010, 18:16
UNEEK
QUOTE
ბავშვობიდან საშინელი თავის ტკივილები ვიცოდი
ტვინის შერყევა მქონდა
არც ისე დიდი ხნის წინ რაც სისხლის გაღება დავიწყე, თავის ტკივილი არ ვიცი რა არის,
ძალიან მაწუხებდა, ამტკივდებოდა სანამ ექსედრინს არ ვეცემოდი ვბერაფერს ვაკეთებდი,
იქნებ სცადოთ თქვენც სისხლის გაღებამ გიშველოთ


შენ კონკრეტული პრობლემა გაქვს, როგორც მახსოვს ადრე დაწერე მოჭარბებული რაოდებით გაქვს სისხლი smile.gif ასე რომ სისხლის გაღებამ შენ კონკრეტულ შემთხვევაზე კი გიშველა, მაგრამ სხვას ნუ ურჩევ smile.gif

რა ქენი ეჩვენე ექიმს?

ikebana
QUOTE
ნევროპათოლოგი მირჩიეთ.

თავის ტკვილი მეწყება ღამე, ყურებში ხშირად ვგრძნობ პულსაციას, თან თითქოს თავი "მიგუგუნებს". ბოლო პერიოდში მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ პერიოდულად. დღე დაჟე მიწისძვრა მეგონა, თითქოს ქვემოდან ვგრძნობდი ბიძგებს


ნევროზი გაქვს ჩემო კარგო smile.gif

სოსო ბურდილაძე - 899 14 47 69

ყველა ჩემი ახლობელი ამ კაცთან გავუშვი და ყველა ძალიან კმაყოფილია, არც შენ დარჩები უკმაყოფილო

გისურვებ ჯანმრთელობას!!!

Posted by: ikebana 13 Mar 2010, 21:05
[kitika]
QUOTE
ნევროზი გაქვს ჩემო კარგო

არანაირად. smile.gif

მაგრამ დიდი მადლობა.

Masked
რა ვქნა ვეღარ გავიგე user.gif

Posted by: Masked 14 Mar 2010, 03:00


Masked
რა ვქნა ვეღარ გავიგე user.gif [/QUOTE]
ტია, თუ ანალიზის პასუხი ვიცი გიპასუხებ.

შენ გაქვს HYპაპროლაკტინემიი, ეს დაკავშირებული არის ჰYპოტჰალამიურ დისფუნკციასტან, ეს კი დაკავშირებული არის პრიმერე ჰYპოტჰირეოზტან. ეს არის კეტტენრეაკცია ჰორმ. სისტემის.
ესე იგი შენ 8 წელი იღებ ჰორმონს და გაქვს ჰYპოტჰირეოზე.
ჰორმონებიტ მედიკაცია არის საკმაოდ რტული და უნდა ცოდნა რადგან öსტროგენშპიიგელ მერკეობს ცYკლის მიხედვიტ და ტჰYროქსინ რეაგიერებს ოსტროგენზე და პირიქიტ, ტჰYროქსინ მოქმედებს öსტროგენ ზე.

ტუ გაქვს კიტხვა - PM.

Posted by: repera11 14 Mar 2010, 04:29
ძალიან გთხოვთ სულ მაწუხებს კითხვა, აი ცხოვრებაში თავი არ ამტკივებია რა, ხოდა მართლა არ მაქვს ,,იქ" არაფერი? და თუ ასეა პარალელის გავლება ყურის ტკივილთან შეიძლება? ანუ თავში ტვინია და ყურში რაა ისეთი რითაც თავს იწონებენ user.gif
ხო ვიცი რო აბსურთია მარა რავქნა ასეთი ვარ sad.gif

Posted by: UNEEK 14 Mar 2010, 06:36
QUOTE ([kitika)
,13 Mar 2010, 18:16 ]

შენ კონკრეტული პრობლემა გაქვს, როგორც მახსოვს ადრე დაწერე მოჭარბებული რაოდებით გაქვს სისხლი smile.gif ასე რომ სისხლის გაღებამ შენ კონკრეტულ შემთხვევაზე კი გიშველა, მაგრამ სხვას ნუ ურჩევ smile.gif

რა ქენი ეჩვენე ექიმს?


ვეჩვენები ექიმს სამოცდაათის რო ვიქნები, მადლობა პაწუკsmile.gif
სისხლის გაღება ჩემს დასაც ვურჩიე, რადგან ერთნაირად გვაწუხებს (მე უკვე აღარ)
ექსედრინი მივაგდე ერთი თვეა, საოცარია მაგრამ მიშველა სისხლის გაღებამ, ამაში რა არის ცუდი, თუ არ უშველა რა მოხდა?

Posted by: Solveig 14 Mar 2010, 15:02
UNEEK
QUOTE
სისხლის გაღება ჩემს დასაც ვურჩიე, რადგან ერთნაირად გვაწუხებს (მე უკვე აღარ)

შუა საუკუნეებში ერთ-ერთი მეთოდი იმდროინდელი ექიმების მწირ არსენალში იყო სისხლის გამოშვება...ანუ ვისაც წნევა აუწევდა ან რამე ასეთი, გაუხსნიდნენ ვენას და გამოუშვებდნენ ცოტა სისხლს..მერე გადაუხვევდნენ და შეუჩერებდნენ სისხლდენას. და ადამიანი კარგად გრძნობდა თავს.

ასე რომ, თუ გაწუხებს თავის ტკივილი და მხოლოდ სისხლის გაღება "გშველის", მიუთითებს იმაზე რომ გაქვს მაღალი წნევა...და ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. ასე რომ, დონორობას გერჩივნოს, დაადგინო მიზეზი.

Posted by: nakanaka 14 Mar 2010, 17:24
გამარჯობა!ნევროპათოლოგი თუ ხართ ვინმე მომწერეთ.

Posted by: UNEEK 14 Mar 2010, 18:35
QUOTE (Solveig @ 14 Mar 2010, 15:02 )
შუა საუკუნეებში ერთ-ერთი მეთოდი იმდროინდელი ექიმების მწირ არსენალში იყო სისხლის გამოშვება...ანუ ვისაც წნევა აუწევდა ან რამე ასეთი, გაუხსნიდნენ ვენას და გამოუშვებდნენ ცოტა სისხლს..მერე გადაუხვევდნენ და შეუჩერებდნენ სისხლდენას. და ადამიანი კარგად გრძნობდა თავს.


არ ვიცოდი,
მხოლოდ მახსოვს კარგად აფთიაქში უწინ წურბელები იყიდებოდა ქილებში, ბებიას მოჰქონდა და უკან კეფაზე ისვავდა, წოვდნენ წურბელები "ცუდ სისხლს"
შეიძლება შთამომავლობით გვაქვს, ბებიას აწუხებდა თავის ტკივილი.
მე რაც მიშველა გაგიზიარეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ჯანმრთელობა First!

Posted by: [kitika] 14 Mar 2010, 20:30
QUOTE
ასე რომ, თუ გაწუხებს თავის ტკივილი და მხოლოდ სისხლის გაღება "გშველის", მიუთითებს იმაზე რომ გაქვს მაღალი წნევა...და ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. ასე რომ, დონორობას გერჩივნოს, დაადგინო მიზეზი.


+1

როგორც უბრალოდ გულშემატკივარი გირჩევ რომ მიზეზი დაადგინო, რადпან შეიძლება ასე მიყრუებამ უფრო უარესი რამ გამოიწვიოს და მერე სისხლის გამოშვება არ გიშველის და სავალალო შედეგამდე მიხვიდე smile.gif


Posted by: pretty01 16 Mar 2010, 12:00
ჩემ დას აწუხებს თავის ტკივილები წლებია უკვე, უმეტეს შემთხვევაში გამაყუჩებელიც არ შველის, ბევრი იმკურნალა მაგრამ უშედეგოდ, თავის ტკივილები აქ საშინელი და 24 საათის განმავლობაში. ნერვოპათოლოგთანაც ვიყავით მაგრამ ისეთი წამალი დაუნიშნა სულ მთლად გათიშა ფსიქოტროპული წამალი იყო და თან 20 წლის ადამიანისთვის საკმაოდ დიდი დოზა. ეხლა ვეძებთ კარგ ნერვოპთოლოგს და ვერავინ ვიპოვეთ ქუთაისში, იქნებ თბილიში იცოდეთ ვინმე კარგი და გამოცდილი ნერვოპათოლოგი. ან რამე მირჩიეთ .თუ არ შეწუხდებით პირადად მომწერეთ cry.gif

Posted by: utilizatori 16 Mar 2010, 12:30
pretty01

გააჩნია წნევა რამდენი აქვს
მე ენდოკრინოლოგიურ პრობლემასაც არ გამოვრიცხავ
ციკლი თუ აქვს ნორმაში
და ვაბშე თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაა საჭირო თავისი ანგიოგრაფიით
ანგიოგრაფიის გარეშე შეიძლება აზრი არც ქონდეს

Posted by: Natuka NGN 16 Mar 2010, 13:19
pretty01
და დიაგნოზი რა დასვეს? უნდა ჩატარდეს შემდეგი კვლევეი:
1. ჰორმონალური;
2. გამოირიცხსო შაკიკი
3. დადგინდეს, არის თუ არა ქალაშიდა წნევა
თუ ყველა გამოირიცხა, შემდეგ უკვე სხვა რამის ძებნა უნდა დაიწყოს. ტომოგრამა აუცილებელია, ხომ არ ყოფილა თავის ტრამვა ბავშვობაში და ა.შ.

Posted by: pretty01 16 Mar 2010, 15:16
utilizatori


გააჩნია წნევა რამდენი აქვს
მე ენდოკრინოლოგიურ პრობლემასაც არ გამოვრიცხავ
ციკლი თუ აქვს ნორმაში
და ვაბშე თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაა საჭირო თავისი ანგიოგრაფიით
ანგიოგრაფიის გარეშე შეიძლება აზრი არც ქონდეს [/QUOTE]
ციკლი ნორმალურად აქვს, მაგრამ აქვს გამონადენი ცილისებური მასა მოყვითალო ან თეთრი ფერის.

რაც შეეხება ენდოკრინოლოგიურ პრობლემას ეგ საკითხი გამოკვლეულია და ჩიყვი არ ქონდა თუმცა პროფილაქტიკური მკურნალობა მაინც ჩაუტარეს
* * *
Natuka NGN
შაკიკი და ჰორმონალური პრობლემები არ აქვს, როგორც უთხრეს. რაც შეეხება თავის შიდა ქალას წნევას, ეს დიაგნოზი მაშინ დაუსვეს "თურქული კეხი" გადარებინეს თავზე, და თავის ქალა თითი რომ ჩააჭირო ისე არის ჩაზნექილიო....შეიძლება ზუსტი ტემინოლოგიით ვერ დავწერე მაგრამ ექიმი ვინც არის ის მიხვდება.

Posted by: utilizatori 16 Mar 2010, 16:51
pretty01
QUOTE
მაგრამ აქვს გამონადენი ცილისებური მასა მოყვითალო ან თეთრი ფერის.

კანდიდოზი ქონია
სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა მაგას
თუმცა ეგ თავის ტკივილებს არ იწვევს

QUOTE
ჩიყვი არ ქონდა

მარტო ჩიყვი არ არის ჰორმონალური დარღვევა
მე სასქესო ჰორმონები ვიგულისხმე

QUOTE
რაც შეეხება თავის შიდა ქალას წნევას, ეს დიაგნოზი მაშინ დაუსვეს "თურქული კეხი" გადარებინეს თავზე,


ანუ ძვალი გადაიღეს?
თუქრული კეხი ქალასფუძის ნაწილია და არანაირი კავშირი არა აქვს იმ პრობლემასთან რაც ჩვენ გვაინტერესებს თუ გატეხილი არ არის

QUOTE
და თავის ქალა თითი რომ ჩააჭირო ისე არის ჩაზნექილიო....

ანუ ქალა სარქვლის დეფორმაციაა?
შესაძლოა ქალას დეფორმაციაა ქალას შიდა წნევის მომატების მიზეზი
მაშინ ტრეპანაცია და შედგომ პლასტიკა უნდა მაგას

თავის თვინის კომპიუტერული ტომოგრაფია სჭირდება (CT) თავისი ანგიოგრაფიით (ანევრიზმა რომ გამოირიცხოს) ზუსტი დიაგნოზისთვის

Posted by: pretty01 16 Mar 2010, 17:23

და სად შეიძლება ეს გამოკვლევები ჩაიტაროს?

ტრეპანაცია ხომ ოპერაცია და ამის გარეშე არ შეიძლება რომ მკურნალობა ჩაუტარდეს?


Posted by: Thandrus 16 Mar 2010, 20:50
pretty01
utilizatori

"თავის ტკივილის" თემასთან რომ გავაერთიანო, გაწყობთ? wink.gif

Posted by: utilizatori 17 Mar 2010, 00:55
pretty01

კაცო ტრეპანაციამდე მივიდეს ჯერ smile.gif
ჯერ გამოკვლევები უნდა
ოპერაცია საჭიროა თუ არა მერე გეტყვიან
ნევროლოგიის ინსტიტუტში
რესპუბლოკურში
მიხაილოვში
რა ვიცი უამრავი ნევროლოგია

Thandrus

წესით კი უნდა მიუერთდეს იმ თემას smile.gif

Posted by: vano_t 17 Mar 2010, 08:04
ავადმყოფებისათვის დავდებ გარკვეულ ინფორმაციას თავის ტკივილზე, რაც უნდა იცოდეს ალბათ მათ, ვისაც თავის ტკივილები აწუხებს. თავის ტკივილი არის ძალიან ხშირი პრობლემა. როცა ავადმყოფი მიდის ექიმთან თავის ტკივილით, ექიმის პირველი მოვალეობაა დაადგინოს თავის ტკივილის მიზეზი ავთვისებიანია (და შესაბამისად გადაუდებელ დიაგნოზს და მკურნალობას მოითხოვს) თუ კეთილთვისებიანია (და შესაბამისად არ ჭირდება გადაუდებელი დიაგნოზი და მკურნალობა). აქედან გამომდინარე თავის ტკივილი შეიძლება პირობითად 2 ჯგუფად დავყოთ: 1) ავთვისებიანი თავის ტკივილი, რომლის გამომწვევი მიზეზები მოითხოვს გადაუდებელ დიაგნოზს და მკურნალობას. სიტყვა ავთვისებიანი არ მიუთითებს იმას, რომ ტკივილის მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნეა. ძალიან ხშირად მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, რომელიც ადვილად იმკურნება. მაგალითად, მენინგიტი, ენცეფალიტი (ამის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს), თავის ქალას სიმსივნეები (ავთვისებიანიც და კეთილთვისებიანიც), თავის ტვინში და ტვინის გარშემო სისხლჩაქცევები (ე.წ. ინტრაკრანიალური და ეპიდურულ/სუბდურული სისხლჩაქცევები) და კიდევ რამოდენიმე სხვა 2) კეთილთვისებიანი თავის ტკივილები, რომელშიც შედის ის ფორმები, რაც გამოწვეულია ისეთი დაავადებებით როგორიც არის შაკიკი, სტრესის თავის ტკივილები, კლასტერული თავის ტკივილები, ტრავმის შემდგომი თავის ტკივილები, ტრიგემინალური ნევრალგია, ტემპორომანდიბულარული სახსრის პრობლემები, სინუსიტები და ა.შ.

ექიმი, იმისათვის რომ ამ უამრავი დიაგნოზებიდან გამოარჩიოს ეს ორი ძირითადი ჯგუფი, დაწვრილებით გამოკითხავს ავადმყოფს, გაუკეთებს დაწვრილებით ნევროლოგიურ გასინჯვას და დანიშნავს რამოდენიმე ტესტს, თუ ასეთი ტესტების ჩვენება არსებობს. თვითონ თავის ტკვილის დაიგნოზისათვის ბევრი ინფორმაცია გამოიყენება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული (მაგალითად ავადმყოფის ასაკზე, სქესზე, სამუშაოს ტიპზე, გენეტიკურ ისტორიაზე და ა.შ.).

აქედან გამომდინარე, თავის ტკივილის დიაგნოზის დასმა ინტერნეტით შეუძლებელია. აქ შემიძლია უბრალოდ მივუთითო ისეთ ნიშნებზე, რომელიც გამოყოფს სერიოზულ დაავადებებს არასერიოზული დაავადებებისაგან. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავის ტკივილებია მწვავეა (ანუ ახალი დაწყებულია და ადრე მსგავის ტკივილები არ ქონია) და:
1) ავადმყოფს უცებ ეწყება თავის ისეთი ძლიერი ტკივილი, რომელიც ცხოვრებაში არ ქონია;
2) ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავის ტკივილთან ერთად ავადმყოფს აქვს მაღალი სიცხეები, ძილიანობა, აზროვნების შეცვლა (ქართულად ბოდვებს რომ ვეძახით smile.gif);
3) თუ თავის ტკივილებს ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები (მხედველობის შეცვლა; სმენის შეცვლა; მეტყველების შეცვლა; ცალმხირივი სისუსტე; წონასწორობის პრობლემები);

თუ თავის ტკივილები ქრონიკულია (ანუ რამოდენიმე კვირა, თვე ან წელი აქვს ავადმყოფს)), მაშინ ექიმთან მისვლა აუცილებელია თუ:
1) თავის ტკივილები თანდათან ძლიერდება დროთა განმავლობაში;
2) თუ თავის ტკივილები არ იხსნება ისეთი ანალგეტიკებით, როგორიც არის ტაილენოლი და იბუპროფენი;
3) თუ თავის ტკივილებს ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები (მხედველობის შეცვლა; სმენის შეცვლა; მეტყველების შეცვლა; ცალმხირივი სისუსტე; წონასწორობის პრობლემები);
4) თუ თავის ტკივილები იწყება ხველის შემდეგ (ხველის შემდეგ, და საერთოდ დაჭიმვის შემდეგ, თავის ტკივილები ძალიან ხშირია ნორმალურ ადამიანებშიც და ამ ადამიანების 95 პროცენტზე მეტს პრობლემა არ აქვს, მაგრამ მცირე პროცენტს შეიძლება ქონდეს სიმსივნე და ამის გამო არის ასეთი რჩევა მისაღები);

თავის ტკივილების დროს ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი, თუ ტკივილის დიაგნოზი უკვე გაკეთებულია და ავადმყოფს მსგავსი ტკვილები აქვს. ასეთ ტკივილებს მიეკუთვნება მაგალითად შაკიკი, კლასტერული ტკივილები, სტრესის ტკვილები. ასეთ შემთხვევაში (ანუ როცა უკვე დიაგნოზი დასმულია) ექიმი უკვე ბევრ რამეს ვერ გააკეთებს. უნდა სინჯოს სხვადასხვა მკურნალობა და ან ნახავს ავადმყოფისათვის შესაფერის წამალს, ან ვერა.

მწვავე თავის ტკივილების უმეტესობას არ ჭირდება ექიმი. თუმცა ავადმყოფმა არ იცის რას წარმოადგენს მისი ტკვილი. ამიტომ, როცა არ იცის, ჯობია ნახოს ექიმი. მაგალითად, შიმშილის დროს თავის ტკივილი ხშირია. თუ ავადმყოფს ესმის რომ თავის ტკივილი შიმშილის გამოა, მაშინ შეჭამს; ასევე უძილობის ან ზედმეტი ძილის შემდეგ, პახმელიაზე თავის ტკივილი უმეტეს შემთხვევაში არაფერს წარმოადგენს;

რამოდენიმე მითის ნეიტრალიზაცია:

მითი #1: "წნევა აქვს და იმიტომ აქვს თავის ტკივილი". წნევა არ ითვლება თავის ტკივილის მიზეზად იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა წნევის მომატება ხდება უცებ და მაღალ რიცხვებს აღწევს. ასეთ მგომარეობას ეძახიან ჰიპერტენზიულ კრიზს, რომელსაც სხვა ნიშნებიც ახლავს. სხვანაირად, წნევის დაბალი ან საშუალო მომატება არ ითვლება თავის ტკივილად. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ (რომც იყოს თავის ტკივილის მიზეზი წნევა) ყოველგვარი ტკივილი, და საერთოდ ყოველგვარი სტრესი, იწვევს წნევის მომატებას, რაც ფიზიოლოგიური ნორმალური რეაქციაა. შესაბამისად, თავის ტკივილის დროსაც მოსალოდნელია წნევის აწევა. კიდევ სხვა მიზეზები აქვს ამას, თუ რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის გამომწვევად. ვისაც აინტერესებს, მერე ვუპასუხებ.

მითი #2: "ქალასშიდა წნევა გექნება მომატებული". ქალასშიდა წნევის მომატება იწვევს თავის ტკივილებს, მაგრამ ეს არის შედარებით იშვიათი დაავადება. როცა ქალასშიდა წნევა მატულობს სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად ტვინის სიმსივნეებით და ტვინში ან მის გარსებში სისხლჩაქცევების გამო), აქ პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და ადვილია სხვადასხვა ტესტებით ასეთი გამომწვევის დადგენა. როცა საუბრობენ ქალასშიდა წნევის მომატებაზე, იგულისხმება დაავადება, რომელსაც ეძახიან კეთილთვისებიან ქალასშიდა წნევას (benign intracranial hypertension), ან სხვანაირად ფსევდოტუმორ ცერებრი. ეს დაავადება გაცილებით იშვიათია და ექიმებიც იშვიათად ხედავენ. ფორუმზე კიდევ ავადმყოფები უსვავენ დიაგნოზს ავადმყოფებს. რავი, მე უკვე რამდენი ხანია პრაქტიკაში ვარ და 1 თუ 2 შემთხვევა მაქვს ნანახი. ეს წარმოადგენს ე.წ. გამორიცხვის დიაგნოზს. რას ნიშნავს გამორიცხვის დიაგნოზი? ავამდყოფს აქვს ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები: თავის ტკივილები და მხედველობის ნერვის შეშუპება თვალის დათვალიერების დროს. ამის შემდეგ ექიმი უკვეთავს ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ან ბირთვულ მაგნიტურ რეზონანას, რათა გამორიცხოს თავის ტვინის სიმსივნეები. ამის შემდეგ, როცა სიმსივნეებს გამორიცხავს, ექიმი იღებს ზურგის ტვინის სითხეს და ზომავს წნევას ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში. ამასთანავე, გაანალიზებს ზუსრგის ტვინის სითხესაც, რომ გარკვეული დაავადებები გამორიცხოს, რომელიც არ იწვევს სიმსივნეებს, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს ამ სითხის მომატება. როცა ყველაფერი ნორმაშია და მხოლოდ წნევა არის მომატებული ზურგის ტვინში, ამის შემდეგ ისმება ეს დიაგნოზი. ამ დიაგნოზს აქვს ის მნიშნვლობა, რომ იგი მკურნალობას ექვემდებარება და მკურნალობის არ დანიშვნის შემთხვევაში ავადმყოფს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მხედველობის პრობლემები სიბრმავის ჩათვლით.

Posted by: Thandrus 17 Mar 2010, 20:27
vano_t

თავის ტკივილის თემასთან შევაერთებ ამ საინტერესო პოსტს smile.gif

Posted by: ikebana 17 Mar 2010, 22:20
vano_t
თავის ტკივილსა და დაბალ არტერიული წნევას შორის კავშირზე რას იტყვით?
როცა კეფა მტკივა კისრის მალებთან, ყოველთვის დაბალი მაქვს წნევა. 90-ს ქვემოთ.

Posted by: shtori 18 Mar 2010, 00:08
თავი მტკივა, თან მიხურს შიგნიდან მეწვის. თითქოს მართლა ცეცხლი გიკიდიაო. ხან მგონია ტვინის უჯრედების წვას ვგრძნობო
მართლა შესაძლებელია ასეთი რამ, ანუ ტკივილის გამო ტვინი რომ დაზიანდეს?



Posted by: vano_t 18 Mar 2010, 06:47
ikebana
QUOTE
თავის ტკივილსა და დაბალ არტერიული წნევას შორის კავშირზე რას იტყვით?
როცა კეფა მტკივა კისრის მალებთან, ყოველთვის დაბალი მაქვს წნევა. 90-ს ქვემოთ.

სიმართლე გითხრა, რაიმე სპეციფიური არ ვიცი, რომელიც ამ ორ რამეს აკავშირებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების დროს გქონდეს ორივე ერთად (თავის ტკვილიც და დაბალი წნევაც), მაგრამ იმ დაავადებების დროს რომლებიც ქრონიკულ თავის ტკვილს იწვევენ არ გამიგია ასეთი კავშირი.

ჩემი აზრით, თვითონ ამ კავშირს არა მგონია რაიმე მნიშვნელობა ქონდეს (გინდა სადიაგნოსტიკო და გინდა სამკურნალო); თუმცა შეიძლება ვცდებოდე.

სართოდ რა წნევებს ატარებ? (განსაკუთრებით მოსვენებულ მდგომარეობაში)

shtori
QUOTE
მართლა შესაძლებელია ასეთი რამ, ანუ ტკივილის გამო ტვინი რომ დაზიანდეს?
მასეთი რამ არ გამიგია. თავის ტკივილი არის სუბიექტური განცდა, რომელიც მოყვება რაღაც ობეიქტურ პროცესს, დაავადებას. ასეთ დაავადებ(ებ)(ა)ს თავისთავად შეუძლია გამოიწვიოს ტვინის დაზიანებაც და თავის ტკივილიც.

Posted by: pretty01 18 Mar 2010, 12:06
utilizatori
გუშინ იყო ჩემი და ექიმთან და სისხლძარღვების შევიწროება გაქო და გუშინ ნიმესილი და ბლოკიუმ 12 დაუნიშნა ვიტამს და გამოყუჩებელს შეიცავსო მაგრამ არაფერი უქნა ტკივილი ისევ ქონდა 4 -5 საათის მერე ოდნავ უკვე, ჩემი აზრით გამაყუჩებელი უფრო სწრაფად უნდა მოქმედებდეს ვიდრე 4-5 საათია.

Posted by: keen 18 Mar 2010, 12:18
vano_t
QUOTE
ექიმი, იმისათვის რომ ამ უამრავი დიაგნოზებიდან გამოარჩიოს ეს ორი ძირითადი ჯგუფი, დაწვრილებით გამოკითხავს ავადმყოფს, გაუკეთებს დაწვრილებით ნევროლოგიურ გასინჯვას და დანიშნავს რამოდენიმე ტესტს, თუ ასეთი ტესტების ჩვენება არსებობს. თვითონ თავის ტკვილის დაიგნოზისათვის ბევრი ინფორმაცია გამოიყენება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული (მაგალითად ავადმყოფის ასაკზე, სქესზე, სამუშაოს ტიპზე, გენეტიკურ ისტორიაზე და ა.შ.).

ეეჰ...

QUOTE
"ქალასშიდა წნევა გექნება მომატებული"

ბავშვობაში, ჩემს ახლობელს ექიმმა დაუსვა დიაგნოზი, რომ ქალასშიდა წნევა ქონდა მომატებული (ამ დიაგნოზს აქ ხშირად სვამენ) და დაუნიშნა კავინტონი... ???

Posted by: pretty01 18 Mar 2010, 12:41
QUOTE (vano_t @ 17 Mar 2010, 08:04 )
თუ რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის გამომწვევად. ვისაც აინტერესებს, მერე ვუპასუხებ.


მე მაინტერესებს რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის მიზეზად?
* * *
vano_t
მითი #2: "ქალასშიდა წნევა გექნება მომატებული". ქალასშიდა წნევის მომატება იწვევს თავის ტკივილებს, მაგრამ ეს არის შედარებით იშვიათი დაავადება. როცა ქალასშიდა წნევა მატულობს სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად ტვინის სიმსივნეებით და ტვინში ან მის გარსებში სისხლჩაქცევების გამო), აქ პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და ადვილია სხვადასხვა ტესტებით ასეთი გამომწვევის დადგენა. როცა საუბრობენ ქალასშიდა წნევის მომატებაზე, იგულისხმება დაავადება, რომელსაც ეძახიან კეთილთვისებიან ქალასშიდა წნევას (benign intracranial hypertension), ან სხვანაირად ფსევდოტუმორ ცერებრი. ეს დაავადება გაცილებით იშვიათია და ექიმებიც იშვიათად ხედავენ. ფორუმზე კიდევ ავადმყოფები უსვავენ დიაგნოზს ავადმყოფებს. რავი, მე უკვე რამდენი ხანია პრაქტიკაში ვარ და 1 თუ 2 შემთხვევა მაქვს ნანახი. ეს წარმოადგენს ე.წ. გამორიცხვის დიაგნოზს. რას ნიშნავს გამორიცხვის დიაგნოზი? ავამდყოფს აქვს ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები: თავის ტკივილები და მხედველობის ნერვის შეშუპება თვალის დათვალიერების დროს. ამის შემდეგ ექიმი უკვეთავს ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ან ბირთვულ მაგნიტურ რეზონანას, რათა გამორიცხოს თავის ტვინის სიმსივნეები. ამის შემდეგ, როცა სიმსივნეებს გამორიცხავს, ექიმი იღებს ზურგის ტვინის სითხეს და ზომავს წნევას ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში. ამასთანავე, გაანალიზებს ზუსრგის ტვინის სითხესაც, რომ გარკვეული დაავადებები გამორიცხოს, რომელიც არ იწვევს სიმსივნეებს, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს ამ სითხის მომატება. როცა ყველაფერი ნორმაშია და მხოლოდ წნევა არის მომატებული ზურგის ტვინში, ამის შემდეგ ისმება ეს დიაგნოზი. ამ დიაგნოზს აქვს ის მნიშნვლობა, რომ იგი მკურნალობას ექვემდებარება და მკურნალობის არ დანიშვნის შემთხვევაში ავადმყოფს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მხედველობის პრობლემები სიბრმავის ჩათვლით.


ჩემს დას აწუხებს საშინელი თავის ტკივილები, ,,თურქული კეხი" გადააღებინეს და მაშინ უთხრეს რომ თავის ქალა ჩაზნექილიაო, მერე კი ეგრე უთხრეს რომ ქალასშიდა წნევა გაქვს მომატებულიო და კარგი ნერვოპათალოგი გინდა რომ სწორი მკურნალობა დაგინიშნოსო , ქუთაისში კი კარგი ვერავინ ვნახეთ, ეხლა ის პერიოდი აქ ყველაზე მეტად რომ აწუხებს ტკივილები გამაყუჩებელიც არ მოქმედებს ანუ ყრუ ტკივილი მაინც აქვს. თბილისში ვის შეიძლება მივმართოთ?უკვე თქვენი პოსტის წაკითხვის მერე მგონია რომ დიაგნოზი არ აქვს კარგი დასმული.



Posted by: utilizatori 18 Mar 2010, 13:40
QUOTE
მე მაინტერესებს რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის მიზეზად?


თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაღალი არტერიული წნევაა

Posted by: vano_t 18 Mar 2010, 20:12
pretty01
QUOTE
QUOTE (vano_t @ 17 Mar 2010, 08:04 )
თუ რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის გამომწვევად. ვისაც აინტერესებს, მერე ვუპასუხებ.


მე მაინტერესებს რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის მიზეზად?

1) ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ყოველგვარი ტკივილი, და საერთოდ ყოველგვარი სტრესი, იწვევს წნევის მომატებას, რაც ფიზიოლოგიური ნორმალური რეაქციაა. შესაბამისად, თავის ტკივილის დროსაც მოსალოდნელია წნევის აწევა. ანუ, ტკივილი იწვევს წნევას და არა პირიქით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წნევა უცებ და ძალიან მატულობს) 2) წნევის მომატება ასაკთან დაკავშირებით ხშირი პრობლემაა. ასევე ხშირია თავის ტკვილებიც. წნევის მომატებას რომ დაბრალდეს თავის ტკივილები, რეალური გამომწვევი მიზეზი თავის ტკივილისა შეიძლება დაგვავიწყდეს. ამას პირადად მოვსწრებივარ, როცა პაციენტი თავის ტკილის დროს წნევას იზომავს და მომატებული წნევის გამო წნევას აბრალებს ტკივილს. მაშინ როცა ტკივილი ან შაკიკის გამოა, ან სტრესის გამო (ე.წ. tension headache).

QUOTE
ჩემს დას აწუხებს საშინელი თავის ტკივილები, ,,თურქული კეხი" გადააღებინეს და მაშინ უთხრეს რომ თავის ქალა ჩაზნექილიაო, მერე კი ეგრე უთხრეს რომ ქალასშიდა წნევა გაქვს მომატებულიო
მარტო თავის გადაღებით მაგ დიაგნოზი ვერ დაისმება. პირველ რიგში ექიმმა უნდა ჩახედოს ავადმყოფს თვალში და თუ არ აქვს თვალის ნერვის დისკის შეშუპება, მაშინ მაგ დიაგნოზზე აღარ ფიქრობენ.

QUOTE
თბილისში ვის შეიძლება მივმართოთ?
არ ვიცი, ვერ გეტყვი. თუ შენს დას გაუკეთეს MRI/MRA/MRV (ბირთვულ მაგნიტური რეზონანსი ანგიოგრაფიის და ვენოგრაფიის ჩათვლით) და ყველაფერი რიგში იყო, მაშინ თავის ტკივილის მიზეზი კეთილთვისებიანი პრობლემაა. ამის შემდეგ ფაქტიურად უნდა მხოლოდ მკურნალობა. დიაგნოზი (მიუხედავად იმისა, რომ ნევროპათოლოგი ცდილობს გააკეთოს დიაგნოზი) შეიძლება არც იყოს საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ თავის ტკივილების უმრავლესობას მაინც ერთიდაიგივე სახის მკურნალობა აქვს. გამონაკლისია ისეთი დიაგნოზები, რომელსაც ჭირდება სპეციფიური ჩარევა. მაგალითისათვის, თუ თავის ტკივილები გამოწვეულია ე.წ. საფეთქელ-ყბის სახსრის დისფუნქციით, მაშინ ორთოდონტიული ჩარევა უშველის ავადმყოფს. ქრონიკული პრობლემა სინუსებისა (ფრონტიტის და ჰაიმორიტის) შეიძლება იმკურნალოს განსხვავებულათ. ეს ზოგადი სახის ინფორმაციაა. (ნორმალური) ექიმი ყველა ვარიანტში უნდა ნახოს.

Posted by: utilizatori 18 Mar 2010, 20:44
vano_t
QUOTE
ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ყოველგვარი ტკივილი, და საერთოდ ყოველგვარი სტრესი, იწვევს წნევის მომატებას, რაც ფიზიოლოგიური ნორმალური რეაქციაა. შესაბამისად, თავის ტკივილის დროსაც მოსალოდნელია წნევის აწევა.


ეს იმას არ ნიშნავს რომ წნევის მომატება თავის ტკივილს არასდროს იწვევს

Posted by: ikebana 18 Mar 2010, 21:25
vano_t
QUOTE
სართოდ რა წნევებს ატარებ? (განსაკუთრებით მოსვენებულ მდგომარეობაში)

100-110/70. არის პერიოდები, განსაკუთრებით ზაფხულში როცა მაქვს 90/60, ამ დროს მტკივა კეფა და სუსტად ვარ. 2 თვის წინ მქონდა 80/50, თავს ვერ ვწევდი ბალიშიდან.

Posted by: Masked 19 Mar 2010, 00:37
QUOTE (ikebana @ 18 Mar 2010, 21:25 )
vano_t
QUOTE
სართოდ რა წნევებს ატარებ? (განსაკუთრებით მოსვენებულ მდგომარეობაში)

100-110/70. არის პერიოდები, განსაკუთრებით ზაფხულში როცა მაქვს 90/60, ამ დროს მტკივა კეფა და სუსტად ვარ. 2 თვის წინ მქონდა 80/50, თავს ვერ ვწევდი ბალიშიდან.

იკებანა, შენი მთავარი პრობლემმა არის ფარის. ჯირკვალი.


Posted by: vano_t 19 Mar 2010, 09:32
ikebana
QUOTE
QUOTE
სართოდ რა წნევებს ატარებ? (განსაკუთრებით მოსვენებულ მდგომარეობაში)

100-110/70. არის პერიოდები, განსაკუთრებით ზაფხულში როცა მაქვს 90/60, ამ დროს მტკივა კეფა და სუსტად ვარ. 2 თვის წინ მქონდა 80/50, თავს ვერ ვწევდი ბალიშიდან.

ეგ შეიძლება ნორმალური ვარიაციაც იყოს შენთვის. წნევა არის თუ არა რაიმე კავშირში თავის ტკივილთან, შეგიძლია დაადგინო შემდეგნაირად. დღის განმავლობაში, როცა კარგად გრძნობ თავს, გაისინჯე წნევა რამოდენიმეჯერ და რამოდენიმე დღე კვირაში, რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ასევე, თავის ტკივილის დროსაც გაისინჯე წნევა რამოდენიმეჯერ თავის ტკვილის განმავლობაში. ასევე, გაისინჯე წნევა დაწოლილ მდგომარეობაში როცა კარგად გრძნობ თავს. თუ სისტემატური კორელაციაა წნევის დაქვეითებასა და თავის ტკივილს შორის, მაშინ შეიძლება ივარაუდო მათ შორის კავშირზე.

ისე, როცა 90/60 გაქვს წნევა კაგრად გრძნობ თავს? (თავბრუსხვევა ხომ არ გაქვს?) და პულსი რამდენი გაქვს მაგ დროს? თუ კარგად გრძნობ თავს და პულსიც ნორმალურია (ტაქიკარდიული ან ბრადიკარდიული არ არის), მაშინ ამას არაფერი არ ჭირდება. შენს ასაკში და თანაც ქალებში ხშირია მასეთი დაბალი წნევები, რომელსაც არაფერი არ ჭირდება საერთოდ. თ დაბალი წნევა სიმპტომატურია და ტაქიკარდია ახლავს, მაშინ უკვე დაბალი წნევის მიზეზები უნდა ეძებონ.

Posted by: pretty01 19 Mar 2010, 12:07
QUOTE (vano_t @ 18 Mar 2010, 20:12 )
vano_t

ნერვოპატოლოგმა გუშინ ესეთი დიაგნოზი დაუსვა ნევროტული ასთენიური მდ-ბა[B][I]. გულ სისსძარღვების ექიმა --ჰიპერკოაგულაცია, ჰემოსტაზოპათიის II ფაზა, და ამასთანავე თვალის ექიმთანაც იყო და თვალზე პრობლემა არ აღენნიშნება და საერთოდ ანალიზები რაც გაიკეთა ჯამრთელ ადამიანს როგორც უნდა ქონდეს ისე გაქვსო. იმედია რაც დაუნისნეს მკურნალობა მოუხდება.

Posted by: utilizatori 19 Mar 2010, 13:10
pretty01
QUOTE
ნევროტული ასთენიური მდ-ბა[B][I]

ანუ ნევროზი აქვსო smile.gif

QUOTE
გულ სისსძარღვების ექიმა --ჰიპერკოაგულაცია, ჰემოსტაზოპათიის II ფაზა

ალბათ კოაგულოგრამა არ იყო წესრიგში ისე ჰიპერკოაგულაცია არ იქნებოდა

ლიმონი, ტყემალი და ზოგადად მჟავე საჭმელი მოუხდება თუ რამე ანტიკოაგულანტი არ გამოწერა ექიმმა

Posted by: pretty01 19 Mar 2010, 15:05
QUOTE (utilizatori @ 19 Mar 2010, 13:10 )
pretty01
QUOTE
ნევროტული ასთენიური მდ-ბა[B][I]

ანუ ნევროზი აქვსო smile.gif

QUOTE
გულ სისსძარღვების ექიმა --ჰიპერკოაგულაცია, ჰემოსტაზოპათიის II ფაზა

ალბათ კოაგულოგრამა არ იყო წესრიგში ისე ჰიპერკოაგულაცია არ იქნებოდა

ლიმონი, ტყემალი და ზოგადად მჟავე საჭმელი მოუხდება თუ რამე ანტიკოაგულანტი არ გამოწერა ექიმმა

უთხრა მჟავე საკვებიც ჭამეო ნეტა რამე ეშველებოდეს მაინც და ყველაფერი კარგად იქნებდეს

Posted by: ikebana 19 Mar 2010, 22:31
vano_t
QUOTE
ეგ შეიძლება ნორმალური ვარიაციაც იყოს შენთვის. წნევა არის თუ არა რაიმე კავშირში თავის ტკივილთან, შეგიძლია დაადგინო შემდეგნაირად. დღის განმავლობაში, როცა კარგად გრძნობ თავს, გაისინჯე წნევა რამოდენიმეჯერ და რამოდენიმე დღე კვირაში, რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ასევე, თავის ტკივილის დროსაც გაისინჯე წნევა რამოდენიმეჯერ თავის ტკვილის განმავლობაში. ასევე, გაისინჯე წნევა დაწოლილ მდგომარეობაში როცა კარგად გრძნობ თავს. თუ სისტემატური კორელაციაა წნევის დაქვეითებასა და თავის ტკივილს შორის, მაშინ შეიძლება ივარაუდო მათ შორის კავშირზე.

ისე, როცა 90/60 გაქვს წნევა კაგრად გრძნობ თავს? (თავბრუსხვევა ხომ არ გაქვს?) და პულსი რამდენი გაქვს მაგ დროს? თუ კარგად გრძნობ თავს და პულსიც ნორმალურია (ტაქიკარდიული ან ბრადიკარდიული არ არის), მაშინ ამას არაფერი არ ჭირდება. შენს ასაკში და თანაც ქალებში ხშირია მასეთი დაბალი წნევები, რომელსაც არაფერი არ ჭირდება საერთოდ. თ დაბალი წნევა სიმპტომატურია და ტაქიკარდია ახლავს, მაშინ უკვე დაბალი წნევის მიზეზები უნდა ეძებონ.



დიდი მადლობა. დავაკვირდები აბა.

Posted by: malinamali 28 Apr 2010, 14:02
ესეთი რაღაც მჭირს ხოლმე: დილით რომ ვიღვიძებ თვალებში თეთრი ელვარე რგოლებივით მაქვს,ისე რომ საგნებს ნაწილობრივ აღვიქვავ მერე ნახევარ საათში გადამივლის და მეწყება საშინელი თავის და ტვალის ტკივილი. სანამ კუჭს არ ამოვირეცხავ ბოლომდე არ გამივლის. მემართება იშვიათად . რისი ბრალი უნდა იყოს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Thandrus 28 Apr 2010, 14:33
malinamali

თვალის და თავის ტკივილი ეგრედწოდებულ Cluster Headache-ს ახასიათებს.

ღამით გაქვს ხოლმე ასეთი ტკივილი? მაგის გამო ხომ არ გეღვიძება?

Posted by: malinamali 29 Apr 2010, 14:49
Thandrus
არა ღამით არ მაქვს, დილით რომ ვიღვიძებ ნათელი ციმციმა სხეულები მაქვს თავლში, და მხედველობა მიქვეითდება მაგ დროს, მერე დაახლოებით ნახევარ საათში გამივლის და მეწყება თავის და თვალის საშინელი ტკივილი( მარცხენა ან მარჯვენა ნაწილის.) გუშინაც მქონდა მსგავსი რამ.

Posted by: Melinda 30 Apr 2010, 02:35
ვერ ვიტან თავის ტკივილს.იმდენ წამალს ვსვამ,რომ გამიყუჩდეს ხოლმე.ფუუუფ,მირჩევნია სხვა რამ მტკიოდეს,ვიდრე თავი.ნამდვილი წამებაა. sad.gif

Posted by: asiko 7 Jun 2010, 12:23
ვარ დაბალწნევიანი 90/60-ზე მაქვს სტანდარტულად. თუ ავურიე დგომა-წოლის გრაფიკი, მეწყება სასტიკი თავის ტკივილი, თან დიდი ხნით. ვერ ვხვდები წნევა დაბლა მიდის თუ მაღლა. გუშინ ვკითხულობდი დაწოლილი დიდხანს, დამეწყო თავის ტკივილი, ყავა კი ვსვი, მაგრამ ამ დრომდე ვერ ვარ ჯანზე. ამასწინათ მომივიდა იგივე, სამი დღე მტკიოდა თავი და თვალები. მერე როცა მოვიფიქრე წნევის გასინჯვა, უკვე აღარც წნევა მქონდა და თავმაც გამიარა. რაშია საქმე, ენი ქლუ?

Posted by: rock in rose 26 Jul 2010, 20:58
თავი მტკივა ეს დღეებია, ოღონდ ისე არა, რომ გამაყუჩებლის დალევა მომიწიოს.. მაგრამ ძალიან მაწუხებს sad.gif

ხო და თვალების პრობლემა მაქვს, ახლომხედველი ვარ და თვალების გამო ხომ არაა გამოწვეული ეს თავის ტკივილი?

Posted by: Uncle Jamaica 26 Jul 2010, 21:01
კაროჩე წამოწოლილის მერე რო წამოვდგები არაბუნებრივად მიბრუის თავი და რისი ბრალი უნდა იყოს ?
ასევე სპორტშიც მომივიდა ერთხელ
ნაჭამი მქონდა საჭმელი

Posted by: Keti-Ket 21 Jan 2011, 14:22
ხალხნო, კონკრეულად რომელ ექიმს უნდა მივაკითხო თავის ტკივილთან დაკავშირებით?






აღარ შემიძლია ამ თავის ტკივილების ატანაsmile.gif

Posted by: K_rati 22 Jan 2011, 15:32

QUOTE
Keti-Ket

QUOTE
ხალხნო, კონკრეულად რომელ ექიმს უნდა მივაკითხო თავის ტკივილთან დაკავშირებით?

ნევროლოგს

Posted by: iphone_21 23 Aug 2011, 02:13
დედაჩემი არის დაბალწნევიანი (90 - 60) და ზოგჯერ უფრო ნაკლები... ძალიან ხშიარად აწუხებს აუტანელი თავის ტკივილები და მომწერეთ პმ ვისთან მივიდეთ, რა პროცედურა უნდა ჩაიტაროს რომ მიზეზიც დადგინდეს და სათანადოდ იმკურნალოს.
ველი თქვვენ დახმარებას.

Posted by: tat-ulia 12 Oct 2011, 15:39
ვაზობრალი შაკიკის დროსაც შეიძლება დაინშნოს?

Posted by: law-abiding 17 Oct 2011, 00:19
თავი მტკივა ძალიან კარგი ხანია უკვე. ზოგჯერ საფეთქელთან, ზოგჯერ თვალებთან და რავი რისი ბრალია?

Posted by: ___ATINATI___ 31 Oct 2011, 18:10
იქნებ ვინმე დამეხმაროს რჩევით.ძალიან ძლიერი თავის ტკივილები მაქვს,როცა მეწყება არც წამალი მიყუჩებს და მიგრძელდება რამოდენიმე დღე.ამ პერიოდში ხშირად მხედველობაზეც მეწყება პრობლემები ანუ გაორებულს ან ამღვრეულს ვხედავ საგნებს და თვალი მიშტერდება ხშირად.ეს თავის პრობლემები შეიძლება იყოს თუ თვალის? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: JOKONDA 6 Nov 2011, 13:53
ვიბანავე და მას შემდეგ მაქვს დაბალი სიცხეები, "მითამაშობს" მარჯვენა თვალი, მტკივა თავი, აგერ უკვე ერთი კვირაა. ხომ ვერ მირჩევდით რა საშუალება უნდა მივიღო , რომ გადამიაროს ?

Posted by: X-woman 31 Jul 2012, 15:42
ბევრი ვეძებე ფორუმზე და ვიკითხე, მაგრამ ან წესიერად ვერ მოვნახე, ან აესთი თემა არ არის.
ბოლო დროა ვაკვირდები, თუმცა ვცდილობ, არ დავაკვირდე, მტკივა თავი და მთელი დღე მიწუის ყურებში. წინა თვეში გავიკეთე პროლაქტინის ანალიზი და ორჯერ იყო მომატებული, დამინიშნეს დოსტინექსი, 4 კვირა ვსვამდი კვირაში ორჯერ ნახევარს. ზეგ მიწევს განმეორებითი ანალიზი.
როდესაც ექიმს ვუთხარი, რომ ყურებში ყუილმა და თავის ტკივილმა არ გამიარა, შეიძლება ოსტექონდროზის ბრალი იყოსო. მაგრამ ეგ როგორ გავიგო, მაქვს თუ არა, აზრზე არ ვარ.
იქნებ დამაკვალიანოთ.

დიდი მადლობა.

Posted by: Natuka NGN 1 Aug 2012, 23:47
X-woman
http://forum.ge/?f=43&showtopic=33569678&st=0
ცუდად გიძებნია, მოიხმარეთ კატალოგი.
წნევა ნახე, არ გქონდეს მომატებული. გაიარეტ კონსულტაცია ნევროპათოლოგთან და ის დაადგენს, არის თუ არა ოსტეოქონდროზი. ამისთვის, მინიმუმ რენტგენის გადაღებაა საჭირო.
თემები ერთდება.

Posted by: X-woman 2 Aug 2012, 15:24
Natuka NGN

ups.gif
დიდი მადლობა პასუხისთვის. ზუსტად მაგას ვერ მივაღწიე ჩემს ექიმთან უკვე 2 თვეა, რომ მიმართვა მომცეს. ავდგები და წავალ ტატიშვილის კლინიკაში და გავიკეთებ რენტგენსაც და ნევროპათოლოგი მჭირდება ოღონდ კარგი, საუკეთესო თუ არა. არ არის აუცილებელი ცნობილი იყოს. თუ მასაც მირჩევთ, დიდი მადლობა.
* * *
Natuka NGN
QUOTE
წნევა ნახე, არ გქონდეს მომატებული

რა მომატებული, პირიქით, სულ დაბლა იწევს. 90 60 არის ნორმა ჩემთვის. მტრისას, ტუ 100 მაქვს, თავი მისკდება მერე, ვერ ვაჩერებ ტკივილს.

Posted by: lasa 3 Aug 2012, 16:21
იქნებ დამაკვალიანოთ რა მჭირს,4 თვის წინ დამეწყო უძილობა,ნუ მანამდეც არ მეძინა იდეალურად,მაგრამ ღამეს ისე ვათენებდი,რომ საერთოდ არ მინდოდა ძილი,იმას მერე დამეწყო მარჯვენა თიტების დაბუჟება,თავის ტკივილი და ყურში გამუდმებული წუილის ხმა,რაც მთავარია ქუჩაში რომ გავდიოდი ეგრევე თავბრუს ხვევა და იმის შეგრძნება მაქვს რომ მაგდნას ლურჯასავით გავიშხლართები,ამის გამო ფაქტიურად სახლიდან ვერ გავდივარ მარტო თუ ვინმე არ მახლავს თან,მოკლედ შავ დღეში ვარ,ამ სიცხეებში კი უფრო ცუდად ვხდები,ამიტომ ფაქტიურად ინვალიდივით ვარ სახლში გამოკეტილი,მეუღლის გარდა არავინ მუშაობს სახლში,და ეს შემოსავალიც ქირაში მიდის,არ შეიძლება ჩემი სახლში ჯდომა და უმუშევრობა,მირჩიეთ როგორ დავდგე ფეხზე.

Posted by: შავლეგა 4 Aug 2012, 14:08
lasa

ნევროპათოლოგს მიმართე, აუცილებლად დაგეხმარება.

Posted by: I am the one 27 Oct 2012, 22:18
გამარჯობათ, მანდ არ ვარ და ექიმთან ვერ მივდივარ ცოტა შევშინდი, მოკლედ, ხელს რო გადავისმევ თავზე, მარჯვენა მხარეს რაღაც წერტილში თითქოს ჩაბეჟილიაო და თვალს გადასცემს გავლით მტკივა, ხელს თუ არ გადავისმევ არ მტკივა, რისი ბრალი შეიძლება იყოს? საშიშია ვითომ? დააახლეობით 2 კვირააა ასე მაქ sad.gif
* * *
ვინმე მიპასუხებსსსსსსსსსსსს?


???

Posted by: Parabola 11 Nov 2012, 12:48
თავის ენცოფოლოგრამას რატომ იღებენ და რას უჩევენებს?


..............................................
* * *
იიაქნებ ვინმემ მიპასუხოს?

და კიდე, წონასწორობის თუნდაც მცირედი პრობლემა, აპრიორი სიმსივნის მაჩვენებელია?

Posted by: sophya 19 Nov 2012, 16:10
კარგი ნევროპათოლოგი ხომ არ იცით?
თუ მოვიცალე ამ კვირაში მინდა მისვლა.

Posted by: CHLOE" 20 Nov 2012, 01:56
Parabola

არანაირი სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან შიდა ქალის წნევის,ნერვიული და ეგეთი დაავადებების დროს იღებენ ენცეფალოგრამას

QUOTE
წონასწორობის თუნდაც მცირედი პრობლემა, აპრიორი სიმსივნის მაჩვენებელია

წონასწორობის პრობლემა ტვინის შერყევამ და ტვინის სხვადასხვა დაავადებებმაც იცის
ჩემს მეგობს ქონდა წონაწორობის პრობლემა და თავის ტკივილი, დაუდგინეს შიდაქალის წნევა,რომელიც არ ქონდა, საბოლოოდ სიმსივნე აღმოაჩნდა sad.gifsad.gif

Posted by: Parabola 20 Nov 2012, 14:18
CHLOE"
მდაა, შიდა ქალის წნევა და სიმსივნე როგორ აერიათ ერთმანეთში?

sad.gif

Posted by: Tika Japaridze 16 Dec 2012, 19:08
ვის შეიძლება მივმართო რამდენიმე დღეა თავის ძლიერი ტკივილები მაქვს, თან რაღაც სხვანაირად მტკივა აი თავის ნახევარი მხარე, ნიმესილს ვსვამ გამიყუჩებს და მერე ისევ ამტკივდება, შეიძლება რომ გაციებამ გამოიწვიოს ? ასეთი რამ პირველად მაქვს რომ თავის ნახევარი მხარე მტკიოდეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეა..

Posted by: lexomik 16 Dec 2012, 22:07
მოკელდ ზუსტად ორი კვირის წინ ანტენას ვაყენებდი სახურავზე და ასვლისას სახურავის ბალკას ავარტყი თავი (საკმაოდ მაგრად ისე რომ რამის თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე) მოკლედ ცოტა ხნით დავჯექი თავზე ხელი გავისვი და მერე ისევ გავაგრძელე საქმე იმის მერე არც კი გაუხსენებია თავი.

ეხლა მეორე ნაწილი:

ზუსტად ერთი კვირის წინ ანუ იმ ამბიდან ერთ კვირაში გავიკეთე გლანდების ოპერაცია. ისე კარგად გამიკეთეს რომ კმაყოფილებას ეხლაც კი ვერ ვმალავ. ერთი კვირაა რაც გავიკეთე და არც ისე და არც რაიმეს ყლაპვისას, ერთი არ ამტკივებია არაფერი. უბრალოდ ყელი მაქვს შიგნიდან ეტყობა გასიებული და ცოტა ფრთხილად ვჭამ (ექიმის დანიშნული დიეტის მიხედვით).

დღეს დილით მეუღლეს ვეხმარებოდი "უბორკისას" და საწოლის გაწევაში (ძალიან ფრთხილად) წავუკარი ხელი. ხოდა თავზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინაზე თავი ავარტყი, თითქოს ტონიანი ტვირთი მაწევს. ზუსტად ზემოდან, შუაში (ყველაზე მაღალ ადგილას).

არ ვიცი რისი ბრალია იმ თავის არტყმის თუ გლანდების ოპერაციის. მაგრამ ეხლა კი ვღელავ ცოტას. არადა აქამდე, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან გულისრევაარ მქონია. არც ტავის ტკივილი.

Posted by: usertbilisi 16 Apr 2013, 20:31
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ:

იმ შემთხვევაში თუ ადამიანს თავში რამე სერიოზული მძიმე დაავადება აქვს, ან საწყის ეტაპზეა ეს დაავადება, ელექტრო ენცეფალოგრამის შედეგებში ეს გამოჩნდებოდა რაიმე სახით?

Posted by: Parabola 17 Apr 2013, 14:15
[b]usertbilisi[/b
წესით ეჭვი უნდა გაეჩინა.
მაგრამ ეს 100% იანი არ არის
მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიაა საჭირო


Posted by: პანჩო 4 Jun 2013, 21:53
მოკლედ პერიოდულად თავის ზედა ნაწილში მარცხენა მხარეს ყურის გასწვრივ ანუ წარმოიდგინეთ თავს ზემოდან უყურებთ ერთ წერტილში თითქოს უცბად რაღაც დამაჭერს ძაან მეტკინება მერე გამივლის დღეს მთელი დღეა მჭირს 1 წლის წინათაც მქონდა და მაქვს ხოლმე! რა არის რისი ბრალი შეიძლება იყოს შაკიკი მგონი მარცხენა მხარეს უნდა იყოს საფეთქელთან და ესაა მარცხენა ყურის გასვრივ ოღონდ თავის ზედა ნაწილში და არა ყურის გვერდზე..

Posted by: Solveig 4 Jun 2013, 23:30
პანჩო


მარტო შენ არ გტკიებია თავი აქ.

ერთდება თემები.

Posted by: Deborah_ 22 Jul 2013, 23:19
აუ თავი მტკივა უკვე 3 დღეა რაღაც სასტიკად
მირტყავს თითქოს შიგნიდან და მწიწკნის წამალი დავლია მაგრამ არ მიშველა
რა ვქნა სერიოზული ხომ არ იქნება რამე?

Posted by: Artanjelo 18 Aug 2013, 00:02
წინასწარ ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი ზუსტად სად უნდა მეკითხა ჩემ სიმპტომებზე და გადავწყვიტე თემა გამეხსნა.

ასეთი რამ მჭირს, თავი მტკივდება პერიოდულად, მხოლოდ ერთ მხარეს( მარცხენა მხარეს).

ტკივილები ასეთი მაქვს აი ელვასავით წამომივლის ხოლმე, 1 წამიანია მაგრამ ძლიერი, გამჭოლი ტკივილია.
პლუს რომელ მხარესაც მტკივა რარაც ცხვირიდან დაწყებული იმ ადგილამდე შეგუბებულობის გრძნობა მაქვს.

ხო კიდე ძირითადად რომელ მხარესაც მტკივა იმ თვალით ვხედავ რაღაც ბრწყინვასავით, პატრა ვარსკვლავით გაიელვებს ხოლმე

გრძნელი თმები მაქვს და ხშირად ვისველებ ხოლმე,პლუს აბანოს შემდეგ თმას არ ვიმშრალებ და ნერვი ხომ არ მიცივდება ?


Posted by: Natuka NGN 18 Aug 2013, 22:27
Artanjelo
ავერსში არის შაკიკის კვლევის ცენტრი, მიდი იქ.

Posted by: Artanjelo 18 Aug 2013, 22:35
Natuka NGN
QUOTE
ავერსშჳ არის შაკიკის კვლევის ცენტრი, მიდი იქ.


შაკიკის სიმპტომები მაქვს.
* * *
კითხვის ნიშანი დამავიწყდა.

.............

Posted by: minclinic 22 Aug 2013, 13:00
ვარიანტები:
- შაკიკი;
- სამწვერა ნერვის ნევრალგია;
- სიბრძნის კბილის დაზიანება;
- ბეჟის ამწევის კუნთის ფიბრომიალგია.

უფრო შაკიკს ჩამოგავს.

Posted by: Hableconella 22 Aug 2013, 16:58
გაზაფხულზე და შემოდგომის პირას სულ მაქვს თავის ტკივილები. არ ცივა და მაინც მინდა ქუდი მეფაროს, თითქოს თავი მეყინება... ამას დამატებული საერთო სისუსტე მაქვს ხოლმე, ძილიანობა.
კალენდრული შემოდგომა ჯერ კი არ დამდგარა, მაგრამ უკვე ვგრძნობ მის განწყობას ჰაერში. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიც უკვე დამეწყო.
ალერგიულიც არ ვარ გაზაულის ყვავილობას რომ დავაბრალო რამე.
არ ვიცი რატომ მომდის ასე rolleyes.gif

Posted by: feri 30 Oct 2013, 11:34
როარდავწერო არ შემიძლია...
ბოლო პერიოდია სულ თავი მტკივა, უკვე გაჭვიძება მეშინია....
ადრე მტკიოდა ხოლმე მაგრამ თვეში 1-ხელ, ისიც 2 დღიანბი შიმშლის მერე დაუშვად....(ანუ იშვიათად)

10 თვის წინ მუცელი მომეშალა, ნაყოფი არ იძრდებოდა და აბორტი გამიკეთეს, რო ვაკვირდები მაგ ამბის შემდეგ გამიმძაფრდა.... მერე დიანესაც ვსამდი 6 თვე და მოკლედ, სულ ტავი მტკივა, ტაბლეტებია არ მშველის მარტო ნემესილი.... შიმშილსეც მკივა,ცოტა ძილძეც დიდხან ძილზეც, კომპიუტერტან ჯდომაზეც.... რავიცი მგონია რო ყველაფერძე ტავი მტკივა, ნერვიულობაზე ხო საერთოდ....

კეასტან მკივა ხოლმე ხშირად, თუ კეფა არ მკივა, მაშნ საფეთქლებტან ორივე მხარეს,,,, თვალებიც მკივა,,,, თითქოს თავლები მაქვება,,,.. ვცდილობ კომთან არ დავჯდე, თუ ვჯდები ცოტახნით, უმეტესად ვწევარ ვისვენებ, ამრგამ ქრონიკულად გაბრუებული ვარ.... უცებ წამოდგომაზე მქაჩავს ტავზე, რესკ მოძრაობებზე, უკვე განძრევის მეშნია,,, შუქზე და ხმაურზე რეაქცია არ მაქვს, ... უკვე მეშინაი თავში რამე არ მჭირდეს,,,, მიშველეთ რა რამე,,, ან კარგი ექიმი მირჩიეთ ვისთან მივიდე.,,... მე-2 ორსულობას ვგეგმავ ახლა და ეს თავის ტკივილები თუ გადამყვა კი მომკლავს,,,, (პ.ს. თუ ხილი ვჭამე მარტო ეგ ხო საჭმელად არ ითველბა და თავი ამტკივდება საერთოდ.... შეიძლება ჩაციკლული ვარ და უკვე ყველაფერთან ვაკავშირებ მარგამ ისე მეშიანია, სულ ჭამაშ ავრ, სულ ვწევარ,,,, გარყევა მეშინია უკვე,,,, სადმე წავსლის მეეშინია გზაში თავი არ მაკივდეს,,,,)

Posted by: array 25 Feb 2014, 19:48
ვონმემ მითხრას რომელ აფთიაქში იაყიდება თავის ტკივილის წამალი "ვაზობრალი"?? ვერ ვნახე დეფიციტივითა

Posted by: androabuladze 26 Mar 2014, 19:55


დაახლოებით 10 დღის წინ ახალდაბანილი გავედი გარეთ ქარიან ამინდში. მას შემდეგ თავი მტკივა,
სახელდობრ მაქვს მაქვს ყრუ ტკივილის მსგავს არასასიამოვნო შეგრძნება.
როგორ მოვიქცე და სახლის პირობებში თუ შემიძლია მკურნალობა?

ვშიშობ, მენენგიტი არ მჭირდეს.




Posted by: Solveig 26 Mar 2014, 20:38
array


ვაზობრალი არ არის თავის ტკივილის წამალი.

androabuladze
მენინგიტი უსიცხოდ არ არსებობს.

Posted by: androabuladze 26 Mar 2014, 20:57


Solveig
QUOTE
მენინგიტი უსიცხოდ არ არსებობს.

გაიხარე, გულზე მომეშვა ახლა ))))
გარსის ანთება შეიძლება იყოს?
როგორ მოვიქცე?




Posted by: ავგაროზი 6 May 2014, 23:08

Posted by: რობი 26 May 2014, 23:34
მოკლედ ნოემბერში დამეწყო თავის ტკივილები თავის მარცხენა ნაწილში
თავიდან ძაან სუსტად მერე და მერე მოუმატა და ძალიან გამაწამა

ნევროლოგთან ვიყავი მარტში
ჩაქუჩი ჩამარტყა ხელებზე და მუხლში
მერე რაღაც ცხვირზე თვალდახუჭული თუ მივიდებდი საჩვენებელ თითს მერე ფეხს თუ გავაჩერებდი ჰაერში ცოტახნით mo.gif
დაძაბვის ცეფალგია < ეს დიაგნოზი დამისვა
ვაგოსტაბილი და სიბელიუმი დამინიშნა
ნუ 2 წლის წინ ნერვიულობა რო დავიწყე იმის მერე ვნერვიულობ რაღაც პრობლემების გამო და ალბათ მაგის ბრალი იყო mo.gif

1 თვე ვსვი და ამ პერიოდში გამიარა თავის ტკივილმა

ბოლო 3 კვირაა ისევ დამეწყო თავის ტკივილები რაც გაციება მოვიშორე
ოღონდ ეხლა სულ სხვანაირად
თავის უკანა ნაწილი და ხანდახან გვერდითა ნაწილები მტკივა
სიცხეები მაქვს 37-37,5 + კეფა და ხერხემალი მაწუხებს + თითქოს ფილტვის ადგილას რაღაც მეჭიმება
კეფის და თავის გადაბმაში შიგნით რაღაც ნაწილი მიხურს და მტკივა და თან ყელშიც მაგ დროს რაღაც მჩხვლეტს
თითქოს აზროვნება დამიქვეითდა + თვალებში ბურუსივით რაღაც მაქვს გადაფარებული და ცოტა თვალების ფოკუსირებაც მიჭირს მემგონი biggrin.gif

ჰოდა რა ჯანდაბა ვქნა?
ვმუშაობ და თან სანერვიულო მაქვს ბევრი
ძაან მაიზმენებს ინტერნეტში რო ვკითხულობ ამ სიპმტომებზე რაღაცებს mo.gif
განსაკუთრებით თავის კიბოს სიპტომებს რო ვემთხვევი რაღაცით ეგ cry.gif
პანიკიორი ვარ მოკლედ ვიცი თან ტომოგრაფია ძვირი ღირს და ასხივებს mad.gif

ალდაგის ოჯახის ექიმთან მივედი 3კვირის წინ გაციებული რო ვიყავი და სისხლის ანალიზში "როე" მქონდა 2-თ მომატებული (ნუ ასე მითხრა) biggrin.gif
1კვირის წინაც ვიყავი და რაღაც კისრის რიგიდულობის წამალი გამომიწერა ოღონდ სისხლის ანალიზი არ გამიკეთებია
კისერი ისე აღარ მტკივა მარა მაინც მტკივა ცოტათი mo.gif და სხვა სიპტომები რაც ჩამოვწერე ისევ მაქვს
ენი ქლუზ? mo.gif

Solveig
შენ ყველას ეხმარები იქნებ მეც დამეხმარო user.gif





Posted by: tatia17 31 May 2014, 19:12
თითქოს ოსტეოქონდროზს ჰგავს. ასხივებს კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია -არა .

Posted by: ETNA20 24 Oct 2014, 11:22
ვიცი ვარღვევ წესებს , თუ შეგიძლიათ მაპატიეთ

47 წლის ვარ და წლეებია უკვე თავი მტკივა ...ანუ დღისით არანაირი პრობლემა...
მაგრამ თუ წამოვწექი დასაძინებლად ან ისე...ეგრევე მტკივდება...

გამოსავალი დიდი ხანია აღმოვაჩინე : ღამით, ძილის წინ თხელ სპორტულ ქუდს ვიხურავ და პრობლემა მეხსნება..
მაგრამ სერიოზული დისკომფორტია...
თუ გარემოს ტემპერატურა 28 გრადუსზე მაღალია მაშინაც არ მჭირდება ჩემი "ჯადოსნური" ქუდი...

წინა გვერდზე მსგავსი თემა იყო და მიახურეთ...თერაპევთთან წადიო ურჩიეთ...
თერაპევტებიც უამრავი მოვინახულე , ნევროლოგებიც და ტომოგრამაც გადავიღე(არა კომპიუტერული)...

ვერავინ ვერაფერს მიხვდა sad.gif

ახლა მრტ-ის გადაღება გადავწყვიტე , და რჩევა მინდა ესეც ტყუილად გადაყრილი ფული იქნება თუ
რეალურად მიხვდებიან რამეს?

და კიდე კომპიუტერული ტომოგრამა და მაგნიტო-რეზონანსული რით განსხვავდება...
გლეხურად რომ მითხრათ, პლს ...
და მე რომელი მჭირდება?

Posted by: ETNA20 26 Oct 2014, 08:34
QUOTE
და კიდე კომპიუტერული ტომოგრამა და მაგნიტო-რეზონანსული რით განსხვავდება...
გლეხურად რომ მითხრათ, პლს ...
და მე რომელი მჭირდება?

კაი არ შეწუხდეთ...კისრამდე ვარ თქვენი პაივისცემით biggrin.gif

აგერ ვანიებმა გამიიასნეს...

http://www.klinikantm.ru/articles/21/

ქართულადაც ყოფილა , რად მინდოდა რუსული smile.gif
http://www.mkurnali.ge/diagnostika/1866-2010-04-20-15-39-17.html

Posted by: Parabola 27 Oct 2014, 15:03
რობი
პანიკა არაფერს მოგიტანს.
თუ ნევროპათოლოგმა გაგსინჯა, და ჯანმრთელად მიდგიჩნია ე.ი თავის კიბო არ გაქვსsmile.gif) ცხვირთან რომ თითი მიგატანია და ენა გამოგაყოფია ამით შენი ტვინი შეამოწმა, თუ დამიჯერებ ნევროლოგიური დათვალიერება თითქმის მათემატიკური სიზუსტით მიყვება თავის ტვინის ფუნქციებს.
ახლა რაც შეეხება სიცხეს თუ ისევ გაქვს დაბალი სიცხეები ეს ნამდვილად მისახედი და გამოსაკვლევია, ფილტვებზე რენტგენია გასაკეთებელი.
უი მაისის დროინდელ პოსტს გამოვხმაურებივარ facepalm.gif

Posted by: Natuka NGN 28 Oct 2014, 19:32
gochha1 ამ იუზერის საყურადღებოდ, აუცილებლად გაააქტიურეთ ის ბმული, რომელიც გამოიგზავნა თვქენი ფორუმზე რეგისტრაციის დროს, სხვაგვარად ვერ შეძლებთ ფორუმზე ბეჭდვას,
რაც შეეხსება თქვენს შეკითხვას:
"Gamarjobat..viketeb cxviris operacias radgan maqva suntqvis dzlieri shezgudva rac gamowveulia Travis shedegad vigvidzeb titqos tavi maqvs gabruebuli da mastanave sakmaod dzlieri tkivilit, vuchivi maxsovrobis daqveitebas rac yvelqze mnishvnelovania da mainteresebs cxvirit suntqvis shezgudvam sheidzleba Tu ARA gamoiwvios maxsovrobis daqveiteba da Tu asea moxdeba Tu ARA maxsovrobis agdgena.winaswar didi madloba "

თავის ტკივილი და შესაბამისად მახსოვრობის პრობლემები შეიძLება აგმოი8წვიოს ღამის აპნეამ. მაგრამ, ოპერაციის შემდეფ აუცილებლად შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალიც და გამორიცხეთ ჰიპოთირეოზი.

Posted by: რობი 8 Nov 2014, 00:29
Parabola
ნოემბერია და უარესად ვარ დაიკიდე :დ

Posted by: beka13var 9 Nov 2014, 21:28
ყოველ მეორე ადამიანს შაკიკი როგორრ აქვსს ტოო...
საერთაშორისო დაავადება გახდაა....

* * *
ყოველ მეორე ადამიანს შაკიკი როგორრ აქვსს ტოო...
საერთაშორისო დაავადება გახდაა....

Posted by: guk_cho 19 Feb 2015, 01:53
შაკიკი შაკიკი smile.gif და რაარის შაკიკი

Posted by: 死海. 21 Feb 2015, 22:21
QUOTE
შაკიკი

გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევაც ერთვის თუ ეს სხვა თავის ტკივილია?..

Posted by: boni91 22 Feb 2015, 00:51
რაღაც ხდება, ძალიან ბევრს ტკივა ეს დღეები თავი..


Posted by: Urindanger 8 Jul 2015, 00:17
გამარჯობათ სიბრძნის კბილი ამოვიღე მე-6 დღეა ჭრილობა მაქვს გაკერილი ამჟამად კბილი არ მტკივა ძალიან ცოტაზე ანუ არ მაწუხებს მაგრამ
მას მერე რაც ამოვიღე საშინელი თავის ტკივილები მაქვს მაგიჟებს ისე მტკივა აი ეკრანს რო შეეხდო ხო საერთოდ
1 და მეორე დღეს მაგრად მტკიოდა მერე 2 დღე არ მტკიოდა აი გუშინ და დღეს ისევ დამეწყო
5 დღE ვსვი ანტიბიოტიკი აუგმენტინი ექიმის დანიშნულებით
კიდე ექიმმა დამინიშნა სუარონი გამაყუჩებელი კბილს მიყუჩებს ალბათ მაგრამ თავი რამისაა გამისკდეს
ნალგეზინს ვსვავ(ჩემით ვიყიდე ურეცეპტოთ) ყველაზე ძლიერი ესაა მაგრამ არ მშველის .

იქნებ მირჩიოთ რამე რაა რა დავლიო თორე აი გეტყვით საფერთქლიდან ზევით მაქვს საშინელი ტკივილი
ტკივილი ძლიერდება როცა ან ემოცია მატულობს ან მაგალითად კომპიუტერს რო შევხედავ თვალიდან რეაგირებს მაგრად

Posted by: merion 16 Jul 2015, 00:20
გამარჯობა.. თავზე მაქვს მცირე ზომის ცხიმგროვა, გენეტიკურად (სავარაუდოდ). თავზე, იმავე, მარცხენა მხარეს,
მაქვს უცნაური ტკივილები, პერიოდულად, წლების განმავლობაში. თითქოს დაბუჟების, მოჭერის შეგრძნებაც. ტკივილები იმატებს ცხიმგროვის ზრდასთან ერთად (ჩემი დაკვირვებით) და იკლებს მის დაპატარავებისას. იქნებ მირჩიოთ რომელ ექიმს მივაკითხო მსგავსი პრობლემით..

Posted by: 死海. 26 Aug 2015, 13:04
ექიმები არ შემოდიან აქ, სამწუხაროდ, მაგრამ იქნებ ვინმემ იცოდეთ და მიპასუხოთ, როცა გაქვს თავის და თვალების ძლიერი ტკივლი, თავბრუსხვევა, სისუსტე, კანკალი, გულისრევის შეგრძნება, მხედველობის გაუარესება, წნევა ნორმაშია, ტემპერატურა არაა, რომ იწვე და დაელოდო რა მოხდება? რამდენ ხანში გადაგივლის? ტკივილისგან ტვინში სისხლჩაქცევა, ან სხვა რამ არასასურველი გამორიცხულია ხო?

Posted by: ბახსო 28 Aug 2015, 21:19
1 კვრიანი პახმელია შეიძლება///??


5 დღიანი


გასკდა თავი.

თან თითქს არ მქონდა და უცბად დამარტყა.


QUOTE
განსაკუთრებით თავის კიბოს სიპტომებს რო ვემთხვევი რაღაცით ეგ cry.gif

პანიკის პირველი საფუძველი. კიბოებს და უბედურებებს აგდებს ეგრევე. რას მუშაობენ იმ საიტის სეოშნიკები ყველას გულს რო უფეთებენ.

Posted by: kvirosi 31 Aug 2015, 12:00
თავის ტკივილები მაქვს, ნევროზის ბრალი ხო არ იქნება?

Posted by: X2D3T9 16 Feb 2016, 14:27
მოკლედ ეს ბოლო პერიოდია თითქოს გაბრუებული ვარ რამეს რომ ვკითხულობ გონება მეფანტება... მაქვს ჰაიმორიტი თუ გაიმორიტი რაც ქვია რა .... ამ ბოლოს ეს ორი დღეა შუბლზე მაწვება და თვალებზე მომენტებში მაღლა ახედვისას თითქოს გაგაბრუა ისეთი შეგრძნება მაქვს მირჩიეთ რამე sad.gif

Posted by: fujita 13 Mar 2016, 20:35
ე.ი. რა ხდება ეხლა, თავის ტკივილი მაქვს, ოღონდ ერთ კონკრეტულ წერტილზე, თითქოს მიფეთქავს წვრილად, რაღაცნაირი გრძნობაა რა..
ადრე ბიძაშვილი დამეღუპა თავში კაპილარი გუწყდა და მეც მეშინია user.gif

ხოდა ვის მივმართო? თავზე რო გადავიღო რედგენი თუ რაც ქვია

მოდერ დამვორნე თუ მსგავსი თემა იყო და მაინც ახალი გავხსენი

Posted by: fujita 15 Mar 2016, 21:42
QUOTE
ე.ი. რა ხდება ეხლა, თავის ტკივილი მაქვს, ოღონდ ერთ კონკრეტულ წერტილზე, თითქოს მიფეთქავს წვრილად, რაღაცნაირი გრძნობაა რა..
ადრე ბიძაშვილი დამეღუპა თავში კაპილარი გუწყდა და მეც მეშინია 

ხოდა ვის მივმართო? თავზე რო გადავიღო რედგენი თუ რაც ქვია

მოდერ დამვორნე თუ მსგავსი თემა იყო და მაინც ახალი გავხსენი


თქვით რა რამე სად მივიდე, ვისთან

Posted by: Natuka NGN 16 Mar 2016, 18:08
უნდა მიმართო ნევროლოგს და მან უნდა გადაწყვიტოს, გესაჭიროება თუ არა „ კტ ანგიორგრაფია

Posted by: fujita 16 Mar 2016, 20:53
მადლობა, ანუ ნერვოლოგთან უნდა მივიდე ე.ი.

ეგრე რა smile.gif გაიხარე

Posted by: პითონი 19 Mar 2016, 23:16
თავი მტკივდება ხოლმე უკვე სადღაც 7-10 დღეა


შეიძლება ღამის თენებამ(სამსახური) და დაძაბულმა სამსახურმა(გრაფიკმაც) გამოიწვიოს ეს?

წარბების ზევიდან მტკივა ზუსტად,უფრო საფეთქლებისკენ


Posted by: Raftor 20 Mar 2016, 22:36
QUOTE (პითონი @ 19 Mar 2016, 23:16 )
თავი მტკივდება ხოლმე უკვე სადღაც 7-10 დღეა


შეიძლება ღამის თენებამ(სამსახური) და დაძაბულმა სამსახურმა(გრაფიკმაც) გამოიწვიოს ეს?

წარბების ზევიდან მტკივა ზუსტად,უფრო საფეთქლებისკენ

რათქმაუნდა, გადაღლილი ხარ... ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით ცუდად მოქმეებს ზოგადად ორგანიზმზე... ეცადე 7-8 საათი გეძინოს დღეში.

ტკივილის ინტენსივობა როგორია? სტატიკური, ანუ ფეთქვის მაგვარი თუ მდმივი? და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ტკივილი...

წნევა გაიზომე ხოლმე... უძილობამ და გადაქანცვამ იცის წნევის ცვალებადობა.

Posted by: amon_amarth 4 Apr 2016, 13:30
თავი მიბუჟდება ეს ორი დღეა მაგრად (კეფის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ძირითადად და ზოგჯერ ზედა მხარესაც)

ადრე მომსვლია რამდენჯერმე მაგრამ მალევე მივლის ხოლმე.

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Candy_Girl 25 Apr 2016, 03:08
სამწუხაროდ, მეც ისეთი ტკივილი მაქვს კეფის მარცხენა მხარეს ერთ წერტილში, როგორც რამდენიმემ დაწერეთ, 10 დღეა უკვე მტკივა, მომენტებში 1 წამიანი ტკივილი მაქვს, თითქოს ნემსს მარჭობენ თავში, დანარჩენი დრო ყრუდ მტკივა და მხოლოდ ხელის დადებით.. აქამდე ეს არ დამმართნია და არ ვიცი რისი ბრალია, ექიმთან არ მივსულვარ, იმედია სერიოზული არაფერი მჭირს. ამ დღეებში უნდა გავარკვიო. ეს 1 კვირა სამსახურში განსაკუთრებით გადავიღალე შეიძლება მაგის ბრალიც იყოს, რა ვიცი..
* * *
ამ თავის ტკივილის გამო დავრეგისტრირდი ახლა და აღარავინ წერს ((((

Posted by: Alcoholic 1 May 2016, 14:21
გამარჯობათ, თავი მტკივა მარჯვენა მხარეში, მიფეთქავს აი გამოლაყებულიო ეგრე მაქვს... თავს ქვემოდ რო დავწევ ხო საერთოდ, თან ხანდახან თვალებში რაღაცეები მიჩნდება და კარგად ვერ ვხედავ რაღაც კაშკაშად, ხო კიდევ საფეთქელი მტიკა იმავე მხარეს.

Posted by: medicine2016 1 May 2016, 19:46
QUOTE (Alcoholic @ 1 May 2016, 14:21 )
გამარჯობათ, თავი მტკივა მარჯვენა მხარეში, მიფეთქავს აი გამოლაყებულიო ეგრე მაქვს... თავს ქვემოდ რო დავწევ ხო საერთოდ, თან ხანდახან თვალებში რაღაცეები მიჩნდება და კარგად ვერ ვხედავ რაღაც კაშკაშად, ხო კიდევ საფეთქელი მტიკა იმავე მხარეს.

ყური ხო არ გტკივა? რამე ანთება გაქ იქნებ, რომელიც თავს გადაეცემა

Posted by: Alcoholic 1 May 2016, 21:51
medicine2016
არა ყური არ მტკივა, აი სიცხიანზე თავი რო გაქ გალაყებული ეგრე მაქვს , თავს ქვემოთ რო დავწევ .
თავი ხო არ გამიცივდათქო ვფიქრონ, 1-2ჯერ ვიბანავე და არ გავიშე თავი ... შაკიკი ხო არაა ნეტა ან რავიცი... მივალ ექითმან

Posted by: medicine2016 2 May 2016, 20:02
QUOTE (Alcoholic @ 1 May 2016, 21:51 )
medicine2016
არა ყური არ მტკივა, აი სიცხიანზე თავი რო გაქ გალაყებული ეგრე მაქვს , თავს ქვემოთ რო დავწევ .
თავი ხო არ გამიცივდათქო ვფიქრონ, 1-2ჯერ ვიბანავე და არ გავიშე თავი ... შაკიკი ხო არაა ნეტა ან რავიცი... მივალ ექითმან

სისხლის ანალიზი როგორი გაქვს? spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: Alcoholic 2 May 2016, 20:13
medicine2016 - ნუ მაშინებ smile.gif)) რავი ჯარში რო ამიღეს არ უთქვიათ არაფერი... რატო იკითხე პირდაპირ მითხარი

Posted by: medicine2016 2 May 2016, 20:15
QUOTE (Alcoholic @ 2 May 2016, 20:13 )
medicine2016 - ნუ მაშინებ smile.gif)) რავი ჯარში რო ამიღეს არ უთქვიათ არაფერი... რატო იკითხე პირდაპირ მითხარი

რავი მანდ ჩანს ყველაფერი მემგონი ტკივილის მიზეზი ათასი რამეა ექიმთან უნდა მიხვიდე ნევროპათოლოგთან ალბათ
წონა ხო ნორმალურად არის და ყველაფერი
ხოდა ნუ გეშIნია
რას გაშინებ კაცო მე თვითონ მეშIნია ეგეთი რამის სხვას როგორ შევაშინებ

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 14:17
medicine2016 დალევა ამიკრძალეს, ძილი უნდა მოვიწესრიგო. თავზე გადამიღეს და არაფერი არ აჩვენა .
წამლები დამინიშნეს, ნერვოზიაო რა.

Posted by: medicine2016 3 May 2016, 14:41
QUOTE (Alcoholic @ 3 May 2016, 14:17 )
medicine2016 დალევა ამიკრძალეს, ძილი უნდა მოვიწესრიგო. თავზე გადამიღეს და არაფერი არ აჩვენა .
წამლები დამინიშნეს, ნერვოზიაო რა.

ეგ გადაღებები რა ჯდება
ხო არ იცი

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 14:52
medicine2016 - 160 ლარი. თავში თუ რამეა ყველაფერს ჩვენებს...

Posted by: medicine2016 3 May 2016, 15:05
Alcoholic

ზოგადად მთელ ორგანიზმში არ არის ეგეთი რამე?

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 15:28
medicine2016 - ეგ მგონი 300-400 ლარი ეგრე მერყეობს თუ არ ვცდები.

Posted by: Paranormal 3 May 2016, 19:30
გამარჯობა, გაციებული ვიყავი. მქონდა სურდო კაი ხანი

ეხლა მომირჩა მაგრამ თავის მარცხენა მხარეს დამიტოვა საშინელი ტკივილი


წარბის ზედა მიდაომოებში


რა შეიძლება რომ იყოს?

ზოგი მეუბნება შაკიკიაო,ზოგი მეუბნება ნერვის ანთებააო



მოკლედ ნერვოპათოლოგი მჭირდება ხო ?

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 19:47
Paranormal - ვახ რა ვირუსებია ესეთი ა...

Posted by: Paranormal 3 May 2016, 19:50
Alcoholic
QUOTE
Paranormal - ვახ რა ვირუსებია ესეთი ა...

არ ვიცი, ორგანიზმში ჩაჯდა თვე-ნახევარია და აღარ ამოდის

აღარ შემიძლია გაგიჟებული ვარ



Posted by: medicine2016 3 May 2016, 20:19
Alcoholic

უნდა ჩავეწერო და რამე?
მერე შედეგებს ვინ ამიხსნის ექიმი თუ ვინ?

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 20:51
medicine2016-თვითონ იქვე ვინც გადაგიღებს მაგარი იაზვა ქალია , არამიანთსში ჯამრთელობის სახლში გადავიღე მე .
Paranormal - მე მარჯვენა მხარეს მაწუხებს ეხლა კიდე არამიშავს , მარა რავი გაციებით ისე 1-2 ჯერ ვიბანავე თავი არ გავიმშლარე თან გადაღლილობაო ისაო ესაო...
წარბის ზემოთ შუბლთან გაწვება ? თვალებზეც ხო არ ?

Posted by: Paranormal 3 May 2016, 21:00
Alcoholic
QUOTE
წარბის ზემოთ შუბლთან გაწვება ? თვალებზეც ხო არ ?

კიი ზუსტად ასე

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 21:03
Paranormal - რაღა მე უნდა გითხრა რა გჭირს biggrin.gif

Posted by: Paranormal 3 May 2016, 21:06
QUOTE
Paranormal - რაღა მე უნდა გითხრა რა გჭირს biggrin.gif

Alcoholic
მიდი მითხარი

რაც არის არის




sleep.gif sleep.gif sleep.gif

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 21:07
Paranormal - ზუსტად არ ვიცი , ექიმი არ ვარ . თუმცა როგორც ვიცი შეიძლება ჩირქი იყო რა და მგონი ჩაგაწვეთებენ და გამოგივა არ ინერვიულო . მიდი ექიმთან

Posted by: Paranormal 3 May 2016, 21:09
Alcoholic
QUOTE
Paranormal - ზუსტად არ ვიცი , ექიმი არ ვარ . თუმცა როგორც ვიცი შეიძლება ჩირქი იყო რა და მგონი ჩაგაწვეთებენ და გამოგივა არ ინერვიულო . მიდი ექიმთან


გაიხარე,მადლობა

ხვალ მივდივარ


და რის ექიმთან უნდა მივიდე

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 21:11
Paranormal - ნერვოპათოლოგი წესით 50 ლარია ვიზიტი არამიანთში... აუ მოიცა ნომერი მაქვს ვაფშე ამ ქალი მაგარი ჯიგარი ქალია .

Posted by: Paranormal 3 May 2016, 21:14
QUOTE
ნერვოპათოლოგი წესით 50 ლარია ვიზიტი არამიანთში... აუ მოიცა ნომერი მაქვს ვაფშე ამ ქალი მაგარი ჯიგარი ქალია .

up.gif up.gif


კარგი იქნება

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 21:52
Paranormal - მოგწერე პირადში .

Posted by: medicine2016 3 May 2016, 22:17
QUOTE (Alcoholic @ 3 May 2016, 20:51 )
medicine2016-თვითონ იქვე ვინც გადაგიღებს მაგარი იაზვა ქალია , არამიანთსში ჯამრთელობის სახლში გადავიღე მე .
Paranormal - მე მარჯვენა მხარეს მაწუხებს ეხლა კიდე არამიშავს , მარა რავი გაციებით ისე 1-2 ჯერ ვიბანავე თავი არ გავიმშლარე თან გადაღლილობაო ისაო ესაო...
წარბის ზემოთ შუბლთან გაწვება ? თვალებზეც ხო არ ?

უკან თავი არ გაწუხებს აი თითქოს სისხლი აწვება ?

Posted by: Alcoholic 3 May 2016, 22:22
medicine2016 თავის ქვემოთ დაწევისდროს მხოლოდ . დამარჯვეს პირველი ნემსი კიდე 19 დღე ...

* * *
Paranormal - რაქენი აბა ხო მშვიდობაა ?

Posted by: medicine2016 4 May 2016, 14:17
QUOTE (Alcoholic @ 3 May 2016, 22:22 )
medicine2016 თავის ქვემოთ დაწევისდროს მხოლოდ . დამარჯვეს პირველი ნემსი კიდე 19 დღე ...

* * *
Paranormal - რაქენი აბა ხო მშვიდობაა ?

დაზღვევა არ ფარავს მაგ ხარჯებს? სტუდენტების ან საყოველთაო?

Posted by: justdoit 12 Jul 2016, 16:41
მოკლედ ბოლო სამი წელია მარჯვენა საფეთქელთან მაქვს თავის ტკივილები ისიც მაშინ მტკივა როცა სტრესული დღეები მაწვს და გადატვირთული ან ღამე კარგად არ მძინებია... მხოლოდ მარჯვენა მხარეს და თვალთან ურტყავს...

მე სულ შიშები მაქვს რომ სიმსივნე არ იყის და არ მივდივარ ექიმთან მეშინია სასწაულად....
არადა გენეტიკურად დედაჩემს აქვს შაკიკი რთული ხშირი უკვე ათეული წლებია...


არ მინდა სიმსივნე მქონდეს ისე მეშინია... არადა ბავშვს ველოდები მამა უნდა გავხდე...

ორი წლის წინ ვიყავი ექიმთან და სინუსიტის არხში კისტა გაწვს შეუმჩნეველიო.. ის კისტაც ალბათ მაშინ დამრჩა როცა ჰაიმორიტი მქონდა


არ ვიცი როგორ მოვიქცე რას მირჩევთ?? სულ შიშები მაწვს რომ სიმსივნე არ მქონდეს sad.gif


როცა თავი მტკივდება სულ მაგას ვფიქრობ და როცა ვფიქრობ ვისტრესები და მერე გაბრუებულივითთ მგონია ჩემი თავი


მოკლედ იქნებ რამე მირჩიო

Posted by: khvaramze 13 Jul 2016, 11:10
მეც ეგრე მაქვს და ცუდი არაფერი მიფიქრია.
ინტერნეტში ვნახე თავის ტკივილის სხვადასხვა სახეები არისო და ერთერთი ყველაზე გავრცელებული მასეთი ტკივილია. მეც ლამისაა თვალი ბუდიდან ამოვარდესო არა? ზემოდან გაჭერს თითქოს. მერე თვალზე ხელს მივიდებ ხოლმე და ასე უკეთ ვხდები.
ნუ გეშინია 100 პროცენტით არაფერი არ არის. წადი და გაესინჯე მაინც თუ გინდა. შაკიკის ტკივილი წამოვლითია და ეგ სხვა სახეობაა.
მაგი სიმსივნისგან რომ იყოს, ამდენი ხანი მე და შენ არ დაგველოდებოდა, როდის მივლენ ექიმთანო, რამენარად სხვანაირადაც გამოიჩენდა თავს.

Posted by: კატო 14 Jul 2016, 13:08
justdoit
სიმსივნე ნამდვილად არ გექნება, სამიწელი არ გაგრძელდებოდა ასე. ხოდა ნუ გეშინია smile.gif
სამწვერა ნერვი არ იყოს, რადგან თვალიც გტკივა.

Posted by: justdoit 14 Jul 2016, 19:33
ორშაბათს მივიმდივარ გამოკვლრვებზე მეშინოდა მაგრამ გავბედე და მივდივარ


ისე მეშინია რო არ ვიცი ალბათ სანამ ტომოგრაფიას გადავიღებ და შევალ ექიმთან პასუხზე უფ

Posted by: khvaramze 14 Jul 2016, 22:22
justdoit
წადი და გაგვაგებინე რას გეტყვიან, მეც მინდა ექიმთან მისვლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია დაღლილობას და უგუნებობას ვუჩივი.უგუნებობა ცოტა ისეთი ნათქვამია, ისტერიკებში ვვარდები ყველა წვრილმანზე. ჩემი დიაგნოზით რამეს ნაკლებობა მექნება ალბათ სისხლში. და რას ვიტანჯები?
დიაგნოზებში მაგრები ვართ ისე. biggrin.gif

Posted by: Moen17 15 Jul 2016, 21:55
დავწერ აქაც..
თვენახევრის უკან ამიწივლდა მარცხენა ყური.. უცბად დილით რომ გავიღვიძე სანამ ავდგებოდი... მანამდე 2 ჯერ ამიწივლდა წინა დღეებში ისევ დილით , ახლად გაღვიძებულზე , იდაყვზე დაყრდნობილი რომ ვკითხულობდი ტელეფონში, ოღონდ ის 5 წამი იყო და გაქრა. ეს რომ ჩაირთო აღარ გამორთულა დღემდე.. წავედი
ყურის ექიმთან პოლიკლინიკაში, ჩამხედა მარტო მარცხენა ყურში და ევსტაქის მილია დახშულიო . გამომიწერა ნოზეილონი და მედეკსოლი ცხვირში ჩასაწვეთებლად (მედეკსოლი არცაა ცხვირის) . ვიწვეთე 3 დღე.. მეორე დღეს ცუდად გამხადა, მესამე დღესაც, უკვე თავბრუსხვევა დაემატა. ცუდად მხდიდა ჩაწვეთების მერე. ფეხები გეყინება, პულსი იკლებს, ცივი ოფლი გასხავს, ძალა გეცლება , გაკანკალებს ვერ თბები. თურმე ნოზეილონის გვერდითი ეფექტია მაგ გამომშვებმკვდარის. წავედი ქევანიშვილ ჯავახიშვილში. მეთქი აი ყური მაწუხებს.
პროფესიონალები არიან. ეგრევე ნახა ყურები ცხვირი ყელი და აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. ტიმპანონეტრიამაც და აუდიომეტრიამაც აჩვენა რომ პრობლემა არაა.. ამასობაში უკვე ვერ ვარ კარგად. მანერვოზებს ეს წუილი. ცოტა დავიღლები და თავბრუც მეხვევა, კეფაში მქაჩავს და გავლითი სიგრძივი ტკივილის შეგრძნებები მაქვს, ასევე სიმძიმის, საფეთქლებში მაწვება სისხლი, ყურების დაგუბების შეგრძნება, ეს ყურის წუილი ხან იმატებს ხქნ იკლებს . გააჩნია რომელ მხარეს დაიძინებ დილით მარჯვენაშიც გადმოდის და მერე ისევ მარცხენაში გადადის რომ ადგები ფეხზე.. მანამდე 1 თვით ადრეა ღამე კისერთან ისე მიოფლიანდებოდა მაისურს და ზეწარს ასველებდა. კისერიც მტკივა ამობურცულთან.. წავედი ნევროპათოლოგთან ხეჩინაშვილში.. ამ ყველაფერს ვუყვები და არაო რა დროს შენი ეგენიაო გადაიღალეო. წადიო ცოტა ივარჯიშე იცურავე დაისვენეო. მეთქი იქნებ რაიმე მჭირს კისერში თავში. მეთქი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სისხლის მიმოქცევა არაა წესრიგში.. არაო.. გამომიშვა..

წავედი სახლში მაგრამ ვერ ვარ რაა.. მეორე დღეს ვირბინე 3 კილომეტრი და კინაღამ წავიქეცი. ჰაერის უკმარისობის შეგრძნებაც დამემატა ამასობაში...
მივადექი ახლობლებს , ჰყავს ნაცნობი ექიმებიც , თან დაზღვევას ვადა გასული აქვს ვიწეწები.
პოლიკლინიკის ექიმი 25, წამალი25. ხეჩინაშვილში კონსულტაცია 60 , რაღაც დამაწყნარებელი და კისერზე წასასმელი გამაყუჩებელი ასე 30 მდე. შედეგი ნოლი.

წავედით არამიანცის ტერიტორიაზე ... შინაურ ნევროპათოლოგთან. აწვებიან ჩვენებას რომ ნევროზი გჭირსო. წინამაც ეგ მითხრა. მეთქი არ ვარ ჯერ გიჟი და არაფერი არ მეჩვენება. მეთქი კეფაში და თავის ზედა ნაწილში მაქვს ცუდი შეგრძნება, ყური მიწუის მარცხენა, ორივე მხარეს დაგუბების შეგრძნება , მოწყვეტილი ვარ არ მაქვს ენერგია.. ჩამოვუთვალე რაც ზემოთ დავწერე.. კაიო.. გავაკეთეთ სისხლძარღვების სკანირება კისერზე, ცერებრულ არტერიებში ნაკადი დაქვეითებულია ეს გამოჩნდა და ტაქიკარდია.. არაფერს ამბობს ეს.. თიროქსინი ნორმაშია. სისხლის ანალიზი ნორმაშია..
ჰა ბარემ გავაკეთოთ ტომოგრაფია.. რა მჭირს ვერ მეუბნებიან..მეთქი იქნებ ოსტეოქონდროზი მაქვს, იმიტომ რომ სიმპტომები ემთხვევა.. არაო რა დროს ეგააო..
გავაკეთეთ ტომოგრაფია და მარჯვენა ცერებრულ არტერიებში და უკანა შემაერთებელ არტერიაში ჰემოდინამიკა დაქვეითებულია. ასევე მსუბუქი ვენოსპაზმი (აღარ მახსოვს რა ადგილას). მოკლედ რაღაც ვიპოვნეთ. თავი სუფთაა.. დამინიშნა ცერებროვინი, ნოვარესტი, მაგნე ბ6. სხვათაშორის ცოტა მომხოდა საკაიფოდ . 1 თვე ვსვი.. ეს სიამოვნება წამლებიანად 500 ლარამდე დაჯდა.

გავიდა 1 თვე და მოვრჩი ამ წამლებს მაგრამ ეს წუილი მაინც აქაა.. სიმპტომები შესუსტებული. თავბრუ აღარ მეხვევა მაგრამ კისერი მტკივა ხანდახან განსაკუთრებით საჭესთან და კომპიუტერთან, ყურების დაგუბება და კეფაში და ზემოთ უსიამოვნო შეგრძნებები ხანდახან..

წავედი დაზღვევით უკვე.. ამ ნევროპათოლოგმა ეს ყველაფერი აღწერა მოისმინა და ტინიტუსია ეგო და დისცირკულარული ენცეფალოპათია..
სხვათაშორის 2 დღით ადრე ვკითხულობდი მაგაზე და 90% ემთხვეოდა ჩემს ჩივილებს. ოღონდ მაგას რა იწვევს ბევრი მიზეზია, ასაკობრივია, ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი და ა.შ..
მეთქი იქნებ კისერშია რამე, თან მტკივა მიხრაშუნებს მიტკაცუნებს, ეს წუილი ხან მარჯვნივ გადადის თუ მარჯვენა მხარეს დავიძინე.. არაო. რა დროს ეგააო.. გადაღლა და ნევროზი, გარემოო და ა.შ-ოოო.. დაისვენე არ გადაიღალოო..
გამომიწერა მაგნე ბ6, რაღაც სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი არ მახსოვს, რაღაც დამაწყნარებელი ნახევარი აბი განსხვავებით იმ ხეჩინაშვილის ნებროპათოლოგისა რომელმაც 3 აბი გამომიწერა რაღაცა დამაწყნარებელი და საღამოს 1 რომ დავლიე დილით კიდევ გაბრუებული ვიყავი smile.gif)) არადა მაგრად აქებენ მაგ ექიმს ( ალბათ ვერ აღიქვა ვიზუალურად რომ შემომხედა ისეთ ჯანმრთელს ვგავარ, 12მა კაცმა ნევროზი გაქვსო).

მოკლედ წამოვედი , ვიყიდო წამალი და შევეგუო როგორც ვარ.
აფთიაქში ეს წამლები გადაატანინეო რეცეპტზე რომ იაფი მოგიწიოსო. ავედი ისევ ოჯახის ექიმთან. ამასობაში ველაპარაკები ამ ოჯახის ექიმს რომ მეთქი იქნებ ჩემს კისერს ჭირს რამე, ისეთი არაფერი არაა რომ გააშუქონ და ნახონ რომ წეარიგშია, ან იქნებ გამრუდება მაქვს..

არაო რა დროს ეგააო შენს ასაკში. მაგრამ რახან ასე აკვიატებული გაქვსო მოდი გავაკეთოთ გამოგიწერ თორემ ნერვებზე მოქმედებს მერე ეგ აკვიატებაო.. მეთქი მე მგონია რომ რაღაც იქნება და ჩავედი..
გადავირე და ვინც დასკვნას წერდა დამიძახა და პირველი ეგ მითხრა თავის ტკივილები გექნებაო
:| :|
ვახ მეთქი მთლად ტკივილებს არ ვუჩივინმაგრამ კისერი მაწუხებს მეთქი ძაან და ეს წუილი..
ამის ბრალიაო.
ესეც დასკვნა.. ავიტანე ზემოთ, მეთქი 2 თვეა ამას გავყვირი და მიყურებენ თევზის თვალებით..
მაიტათ თეთრი ხალათი და ფოედოსკოპი ამათ თავზე გავიარე ..

ერთი სიტყვით ხერხემალს და კისერს მიხედეთ ვინც კომპიუტერთან ან მჯდომარედ მუშაობთ.
8 წლიანი ვირული მუშაობის შედეგია ეს.. ასევე ბოლო 1 წელია ტელეფონში ვკითხულობდი დილა საღამოს საათობით წამოწოლილი და კისერმოღრეცილი ბალიშზე.

თი ვინმემ რამე იცით ამის წამალი მირჩიეთ.. ვერაფერიც ვერ მითხრეს. იცურავე ივარჯიშეო

ეგ კი ვიცი ისედაც smile.gif)

Posted by: Alcoholic 16 Jul 2016, 14:51
მიაკითხეთ ექიმს აუცილებლად, ჩემს შემთხვევაში თავის გაციება იყო .

Posted by: justdoit 18 Jul 2016, 22:09
მივედი დღეს ექიმთან და შენი ჩივილები შაკიკს გავსო მეთქი სიმსივნის მეშინიათქო

მაშინ თავის დასამშვიდებლად MR გადავიღოღო

დღეს ღამის სამის ანხევარზე დამიბარეს გადასაღებად...

ისე მეშინია ნეტა და ამოვა პასუზე ვკვდები რა

Posted by: khvaramze 20 Jul 2016, 20:11
justdoit
გაიგე უკვე რამე?

Posted by: Alcoholic 20 Jul 2016, 22:54
justdoit - ნუგეშინია, თავის დაზღვევის მიზნით , ფულის ჯიბეში ჩადების და ა.შ იღებენ .

Posted by: justdoit 20 Jul 2016, 23:57
Alcoholic
არა ფულს არ ვიხდი არ ვარ საქართველოში მეც ექიმი ვარ და დაზღვევა მაქვს ფულს არ ვიხდი

khvaramze
არა ორშაბათს იქნება მრ ის პასუხი და ველოდები სულაუთქმელლად თან სასწაულად მეშინია

Posted by: justdoit 22 Jul 2016, 18:10
მეგობრებო დღეს პასუხი მომივიდა


ყველაფერი ნორმაშიაო მხოლოდ ეს კისტა აღმომაჩნდა

მარჯვენა Maksiller Sinüste Mukus Retansiyon Kisti

იქნებ ვინმემ იცით გარკვევით რას ნიშნავს

Posted by: Universe 22 Jul 2016, 18:20
Moen17
QUOTE
ივარჯიშეო

ეგ კი ვიცი ისედაც )

მერე არ გშველის?

Posted by: Alcoholic 23 Jul 2016, 01:29
justdoit - საგანგაშო არაფერია გადარჩები smile.gif

Posted by: Moen17 23 Jul 2016, 20:38
QUOTE (Universe @ 22 Jul 2016, 18:20 )
Moen17
QUOTE
ივარჯიშეო

ეგ კი ვიცი ისედაც )

მერე არ გშველის?

კი კისრის ვარჯიშები მშველის და კუნგ ფუს ვარჯიშები უფრო..
დავფხარკალებ სხვა რა გზა მაქვს.. ორთოპედიული ბალიშიც ჩამომივა მალე და ალბათ ეგეც მიშველის

Posted by: adnow.com 23 Jul 2016, 20:39
რამდენი საათი გძინავთ? როგორი რეჟიმი გაქვთ დღის. კვება როგორი გაქვთ და რამდენ ხანს ზიხართ კომპიუტერთან ?

Posted by: khvaramze 23 Jul 2016, 23:29
justdoit
უყურე შენ! დარწმუნებული ვიყავი საერთოდ არაფერი იყო. მერე საშველი რა არისო? თავის ტკივილები მაგას უკავშირდებაო?

Posted by: justdoit 23 Jul 2016, 23:36
khvaramze
MR პასუხი გუშინ გამოვიტანე და რადიოლოგის ექიმმა რაც დაინახა ის დაწერ ადა ამ ნაწერს და სიდის მივიტან ექიმთან...
მეც კლინიკაში ვმუშაობ და ჩემს თანამშრომლებს რაც ვკითხე არაფერი არ არისო საერთოდ... ცხვირის გრუს სინუსის არხში მარჯვენა მხარეს არის ლორწოვანი კისტა.. თუ სუნთწვაში ხელს არ გიშლის არაა საოპერსციო თუ გიშლის მაშინ საოპერაციოაო... მოკლედ ძალიან დავმშვიდდ

Posted by: Alcoholic 24 Jul 2016, 00:23
justdoit - ხო აღარ გითხარი ისეთაც კი გაიგებდი შეიძლება საოპერაციო იყოს

Posted by: jabajaja 24 Jul 2016, 19:29
დაახლოებით 1 კვირა იქნება, რაც თავი მტკივა, მარჯვენა მხარეს როგორც სურათზეა ნაჩვენები დათან შუბლი და მარჯვენა მხარე შუბლის უმეტესად მიბუჟდებასავით. კომპიუტერთან მიწევს დიდი ხანი ჯდომა.

1. რისი ბრალი შეიძლება იყოს?!
2. რომელ კლინკიაში მირჩევთ ვიზიტს და თან თავზე რომ გადავიღო სურათი? თბილისში


user posted image

Posted by: Alcoholic 25 Jul 2016, 00:22
jabajaja - თვალზე გაწევბა იგივე ადგილას ?

Posted by: fujita 27 Jul 2016, 19:12
მეც მტკივა ტავი, ოღონდ თავის ტკივილია როგორი იცით? აი კონკრეტულად ერთი წერტილი მტკივა ხოლმე მარცხენა მხარეს, თითქოს ნემსი მჩხვლეტავსო რაღაც ამდაგვარი შეგრძნება მაქვს და მეშინიასავით
ვინმე კაი ექიმი მირჩიეთ, თვალზე არ მაწვება

Posted by: nina-nina 24 Oct 2016, 17:58
jabajaja

ზუსტად იგივე ნაირად მტკივა იგივე მიდამოები + თვალი და + ღრძილი თუ კბილი თუ მოკლედ ეგ მხარე (((

თავის ტომოგრამაც კი გადაღებული მაქვს, ანალიზები რაც მომაფიქრდა ყველაფერი.


უკვე დავიბენ რა გავაკეთო ??

Posted by: Alcoholic 24 Oct 2016, 21:07
მე მარჯვენა მხარეს მტკიოდა და გაციებული მქონდა თავი . ვბანაობდი არ ვიმშრალებდი .

Posted by: kairaaaaaaaaaa 27 Oct 2016, 12:15
მე დამეწყო თავის ტკივილები საშინელი მგონია რო გავითიშები ნევროზზმა იცისოოო გაქანებული ნევროზი მაქ მარტლა

Posted by: benefit123 29 Apr 2017, 21:25
დაახლოებით ერთი წელია ძილს თუ დავისრულებ ანუ არავინ თუ არ გამაღვიძებს გაღვიძებისას საშინელ დაძაბულობას და სუსტ თავის ტკივილს ვგრძნობ შემდეგ დაძაბულობა ქრება და თავის ტკივილი მაქ ძლიერი შუბლის ქვედა და თვალების მიდამოებში. თავიდან ეს ყველაფერი იშვიათად ხდებოდა შემდეგ გახშირდა და ახლა უკვე ყოველდღიური სახე მიიღო. ერთი ორჯერ მძიმე თავის ტკივილით სასწრაფომ საავადმყოფოში წამიყვანა მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე თკივილ-გამაყუჩებელი გამიკეთეს და დიაგნოზის სახით შაკიკი ჩამიწერეს ორივეჯერ ყველანაირი ანალიზის გარეშე. შემდეგ სისხლის და შარდის ანალიზი ჩავაბარე მაგრამ ყველაფერი ნორმაში მქონდა. 18 წლის ვარ და ძალიან მაწუხებს

Posted by: adjarafun 29 Apr 2017, 21:55
ტომოგრაფია არ გიცდია?ასე ზეპირად ძნელია თქმა

Posted by: blblbl 29 Apr 2017, 22:16
benefit123
ნევროპათოლოგთან მიდი და წნევები აკონტროლე

Posted by: snow_maria 29 Apr 2017, 22:29
benefit123
1. სურდო როდის გქონდა ბოლოს?
2. კბილებთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ხომ არ გქონია?
3. არტერიალური წნევა რამდენი გაქვს?
4. როგორი ცხოვრებსი სტილი გაქვს? მთაში ხშირად დადიხარ?
5. დიეტა რამდენად დაბალანსებული გაქვს?
6. რამდენად ხშირად და საშუალოდ რამდენს მიირთმევ
წითელ ღვინოს, ლუდს, ყავას, ჩაის, კოლას, თხილეულს , სუშის , შოკოლადს , ცუტრუსებს?
7. შაკიკი რომელიმე შენს ოჯახის წევრს ან ნათესავს ხომ არ აწუხებდა ან ხომ არ აწუხებს.

Posted by: benefit123 29 Apr 2017, 23:18
snow_maria
1. სურდო ბოლოს ერთი კვირის უკან მქონდა მაგრამ ერთი წელია მსგავს სიტუაციაში ვარ და სურდოს რასაც ვუკვირდები ხშირად მაქვს ხოლმე
2. კბილებთა ძაან ცუდი სიტუაცია მაქვს რაღაც მჭირს უკვე 19 კბილი მაქვს დაპლომბილი ყველაზე ერთნაირი სიტუაცია მქონდა მეფშვნებოდა და ახლაც რამდენიმეს ვკმურნალობ.
3. ეს არ ვიცი.
4. მთაში არ დავდივარ. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ სპორტის გარეშე.
5. დიეტა მგონი არასდროს დამიცვია. გარდა იმ შემთხვევისა გლანდების ოპერაცია რო გავიკეთე.
6. ჭამით დაახლოებით 4 თვეა შედარებით ბევრს ვჭამ. დღეში ორჯერ.. იშვიათად სამჯერ. და შიგა და შიგ მსუბუქად რაიმე მარტივს უცხიმოს მაგალითად კეფირს ხაჭოს ან იოგურტს. ღვინოს ვერ ვიტან მხოლოდ წითელი ღვინოსგან გაკეთებულ გლინტვეინს ვსვამ ადრე ხშირად ვსვამდი დაახლოებით ექვსი თვეა აღარ დამილევია, ლუდს იშვიათად ცოტას, ყავას დღეში ორ ჭიქას ვსვამ, ჩაის ძაან იშვიათად, კოლას საშუალოდ, სუში არც გამისინჯავს, ციტრუსებს იშვიათად.
7. ზუსტად არ ვიცი მაგრამ მშობლებს არ ააქვთ და არც ჩემ ნათესავებში მომისმენია მსგავსი რამ.

Posted by: snow_maria 30 Apr 2017, 00:06
benefit123

პირველიდან და მეორედან გამომდინარე, გამოცდილ თერაპევთან ან/და ოტოლარინგოლოგთან აუცილებლად უნდა მიხვიდე და დარწმუნდე რომ ფრონტიტი ან ჰაიმორიტი არ არის.

ცოტა ვარჯიში რომ გეცდა? კვირაში სამჯერ ეს ვარჯიშები: https://www.youtube.com/watch?v=dHp2JCXHWSs . თუ რომელიმე მოძრაობის დროს ტკივილი არ დისკომფორტი იგრძენი არ გააკეთო ის მოძრაობა. სანამ არ გარარკვევ " რა სენი შეგეყარა" : გლინტვეინზე, ლუდზე, კოლაზე დროებით უარი უნდა თქვა, და ყავა მაქსიმალურად შეაცირო (დღეში 1 ჭიქაზე მეტი არ შეიძლება).

Posted by: benefit123 30 Apr 2017, 00:10
snow_maria

"თერაპევთან ან/და ოტოლარინგოლოგი"

ვინმე კარგს ხომ არ მირჩევდით?

Posted by: snow_maria 30 Apr 2017, 00:33
benefit123

მე თერაპევტ - ელენე სარალიძესთან ( http://www.aversiclinic.ge/personal/80 ) მივიდოდი.
შენს ჩივილებზე დეტალურად მოუყევი, სურდოზე და კბილებზეც უთხარი და ფრონტიტი ან ჰაიმორიტი ( ან რამე მაგათი მონათესავე ავადმყოფობა) ხომ არ არისო smile.gif.

თუ სურდო ისედაც გაწუხებს ( ან ყელი, ან ყური) მაშინ შეგიძლია პირდაპირ ოტოლარინგოლოგთან მიხვიდე, მე CV-ების მიხედვით
თამილა შაიაშვილი მომეწონა http://www.aversiclinic.ge/personal/208.

Posted by: WillyWonka 8 Nov 2017, 12:47
ფორუმელებო

მეუღლე უჩივის თავის ტკივილებს და მაღალ წნევებს
ნევროლოგთან ვიყავით
ენდოკრინოლოგთან ვიყავით
დოპლერზე ვიყავით
ტომოგრაფია გადავაღებინე
რავიცი ვერ გავიგეთ მიზეზი
ჯერ ჩიყვიო, მერე ნევროზიო და ასე სვავს წამლებს მაგრამ შედეგი არის ნული
არადა დიდი ხანი გრძელდება ესე
რამდენიმე ექიმი და რამდენიმე კურსი "მკურნალობა"
ერთადერთი რაც შველის არის ტკივილგამაყუჩებელი და წნევის დამწევი
და სულ ესე წამლებში ვართ
არა გზას დავადგე აღარ ვიცი
ყოველ 2-3 დღეს ესეა
სად აღარ ვიყავით და სად აღარ გავიკითხე
იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ პროფესიონალი ან გამოცდილება გქონდეთ ანალოგიური (შედეგიანი) მკურნალობის
დავიღალე ამ სოიოს ნარეცხით გაჭყეპილი ძალად ექიმებით და მკითხავებით
ეს ვცადოთ...
ის ვცადოთ...
...

პ.ს. სცადე და მიაკითხე არავინ დამიწეროთ, რჩევებს აქეთ დავარიგებ.

Posted by: Natuka NGN 8 Nov 2017, 15:44
WillyWonka
პროლაქტინი გაუსინჯეს და თუ არის გადაღებული მაგნიტორეზონანსი ჰიპოფიზზე.

Posted by: WillyWonka 8 Nov 2017, 16:57
Natuka NGN

ემერაი გადაღებული აქვს თავზე
და ვინც წაიკითხა უთხრა რომ თავიდან არ მოდის შენი პრობლემებიო

დეტალებში ვერ ვერკვევი
ჰიპოფიზი?
და პროლაქტინი?

Posted by: Natuka NGN 8 Nov 2017, 20:01
ხშირად მსგავი თავის ტკივილების მიზეზი მაღალი პროლაქტინია. ენდოკრინოლოგთან ვიზიტისას თუ აუღეს ეს ანალიზი და რა მაჩვენებელი ქონდა თუ იცით.

Posted by: MyHope 12 Nov 2017, 18:49
ჩიყვმაც იცის თავის ტკივილები?Natuka NGN

Posted by: klubnika 13 Nov 2017, 11:59
ტომოგრაფიაზე და ემერაიზე არაფერია
თავის ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება

Posted by: MyHope 13 Nov 2017, 13:50
QUOTE (klubnika @ 13 Nov 2017, 11:59 )
ტომოგრაფიაზე და ემერაიზე არაფერია
თავის ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება

მეც გადავიღე ტომოგრაფია,არაფერი აღმომაჩნდა,საშინელი თავის ტკივილები მქონდა ღებინებით და ძილიანობით,მაგრამ თავისით გამიარა,მე ვფიქრობ ეგ ფსიქოლოგიური მომენტია,ველოდებოდი ტკივილებს და როცა აღარ ველოდებოდი არც მტკივდებოდაsmile.gif

Posted by: Daydream 11 Dec 2017, 01:00
დღეს გარეთ ვიყავი და სახლს რომ მივუახლოვდი თავბრუსხვევა ვიგრძენი, რომ ამოვედი თავი ამტკივდა ძალიან
ძალიან იშვიათად მტკვია ხოლმე თავი,, ფაქტიურად არ მაწუხებს ეს პრობლემა
დავლიე ნახევარი ტკივილგამაყუჩებელი, ტკივლმა გამიარა მაგრამ გული მაქვს შედარებით აჩქარებული და ძაან გაბრუებული ვარ

ვერ ვერკვევი მედიცინაში დიდად და არის შანსი რომ რამე სერიოზული იყოს? მენინგიტი ან რამე მსგავსი. იმიტომ გამიკვარდა რომ ვერ ვიხსნებ ბოლოს როდის მტკიოდა თავი, თან ასე ძალიან

Posted by: Solveig 11 Dec 2017, 02:59
Daydream
ნწუ, მენინგიტი არ იქნება.

ერთჯერადი მოვლენა არაა ანგარიშგასაწევი. თუ გაგიმეორდა ახლო მომავალში, მერე იფიქრე ექიმთან მისვლაზე.

თუ მამაკაცი ხარ და ჭარბი წონა გაქვს, წონის დაკლებაზეც იზრუნე.

Posted by: Daydream 11 Dec 2017, 03:20
Solveig
არა გამხდარი ვარ
თავის ტკივილმა მთლიანად გამიარა, ეს რა იყო არასდროს მტკიებია ასე
ეხლა მოთენთილი ვარ ძაან და გული მაქ ცოტა აჩქარებული, მგონი სიცხესაც მაძლევს

Posted by: Solveig 11 Dec 2017, 03:41
Daydream

შუაღამეა და ძილის დროა.

ღამე თუ არ გძინავს წესიერად, ეგეც შეიძლება, რომ იყოს მიზეზი.

Posted by: Daydream 13 Dec 2017, 00:25
Solveig
მესამე დღეა უკვე ყოველ საღამოს მტკივა
უკვე სერიოზულად მეშინია, არის შანსი რომ რამე სერიოზული იყოს? ვის მივმართო

აქამდე არასდროს მკტიებია

Posted by: Solveig 13 Dec 2017, 02:20
Daydream

წნევა გაისინჯე ხოლმე. შეიძლება, მაღლა გიწევს და თავიც იმიტომ გტკივა..
მერე კი თერაპევტთან მიდი.
ძილი მოიწესრიგე.

Posted by: shavi_kheli 13 Dec 2017, 02:56
Daydream
QUOTE
მესამე დღეა უკვე ყოველ საღამოს მტკივაუკვე სერიოზულად მეშინია, არის შანსი რომ რამე სერიოზული იყოს? ვის მივმართოაქამდე არასდროს მკტიებია


ასაკი?

შაკიკის დასაწყის სტადიას გავს



Posted by: manchestermu 13 Dec 2017, 03:17
Solveig

გამარჯობა

ამ განყოფილებას ხშირად ვკითხულობ ხოლმე და ვხედავ რჩევების მიცემა არ გეზარება,რითაც კარგ საქმეს აკეთებ up.gif

ნევროლოგიაზე თემა ვერ ვიპოვ,ხომ ვერ მირჩევდი ვინმე კარგ ექიმს თბილისში?თუ აქ არ გინდა დაწერა იქნებ პმ-ში მომწერო

წინასწარ მადლობა 2kiss.gif

Posted by: Solveig 13 Dec 2017, 11:15
manchestermu
ექიმებზე აღარაა თემა. ზოგადი თემა კი ესაა:

https://forum.ge/?f=43&showtopic=34637172&st=1260

Posted by: Mrs.Abnormalia 14 Dec 2017, 11:00
გამარჯობა

ჩემს 15 წლის ბიჭს აქვს თავის ტკივილები, ძირითადად აწუხეს სწავლის პერიოდში, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს გადაღლას. რამდენიმე წლის წინ ექიმმაც ასეთი დიაგნოზი დასვა და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით შემოვიფაგლეთ.

პერიოდულად აქვს გახშირებული და ტკივილი ლოკალიზდება თვალის არეში, ზოგჯერ იძახის რომ თავზე დაწოლის (სიმძიმის) შეგრძნებაც აქვს. არ გამოვრიცხავ მემგვიდრეობით ფაქტორსაც.

კიდევ მინდა რომ კვალიფიციურ ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია

გთხოვთ მირჩიეთ საუკეთესო ექიმი შესაბამისი პროფილით

დღეს ისეთი სიტუაციაა სამედიცინო სფეროში, რომ ექიმთან მისვლა შეგეშინდება, ამიტომ მჭირდება საიმედო და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი

მადლობა წინასწარ

Posted by: FOOTBALLFAN2017 14 Dec 2017, 11:22
QUOTE (Mrs.Abnormalia @ 14 Dec 2017, 11:00 )
გამარჯობა

ჩემს 15 წლის ბიჭს აქვს თავის ტკივილები, ძირითადად აწუხეს სწავლის პერიოდში, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს გადაღლას. რამდენიმე წლის წინ ექიმმაც ასეთი დიაგნოზი დასვა და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით შემოვიფაგლეთ.

პერიოდულად აქვს გახშირებული და ტკივილი ლოკალიზდება თვალის არეში, ზოგჯერ იძახის რომ თავზე დაწოლის (სიმძიმის) შეგრძნებაც აქვს. არ გამოვრიცხავ მემგვიდრეობით ფაქტორსაც.

კიდევ მინდა რომ კვალიფიციურ ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია

გთხოვთ მირჩიეთ საუკეთესო ექიმი შესაბამისი პროფილით

დღეს ისეთი სიტუაციაა სამედიცინო სფეროში, რომ ექიმთან მისვლა შეგეშინდება, ამიტომ მჭირდება საიმედო და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი

მადლობა წინასწარ

კისერი ხო არ ეჭიმება ძილში? მე ეგრე ვარ ხოლმე რომ ვიღვიძებ ბალიშის ბრალი შეიძლება იყოს და მასაჟები შველოდეს?
და თავის დროზე წნევა, შიდა ქალი, მრტ და ეგენი გაუკეთეთ?
არ ვარ სპეციალისტი ამ სფეროში ისე მაინტერესებს

Posted by: Mrs.Abnormalia 14 Dec 2017, 11:38
არ გამიკეთებია ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ

იმიტომ ვეძებ ეხლა კვალიფიციურ ექიმს, რომ კიდევ ერთხელ კონსულტაცია გავიაროთ და საჭიროების მიხედვით ჩავუტარო კვლევა

Posted by: FOOTBALLFAN2017 14 Dec 2017, 11:48
QUOTE (Mrs.Abnormalia @ 14 Dec 2017, 11:38 )
არ გამიკეთებია ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ

იმიტომ ვეძებ ეხლა კვალიფიციურ ექიმს, რომ კიდევ ერთხელ კონსულტაცია გავიაროთ და საჭიროების მიხედვით ჩავუტარო კვლევა

კისერი, ყელი, ლოყა ეჭიმება თუ უბრალოდ გადაღლაზე ეწყება ტკივილები

Posted by: Solveig 14 Dec 2017, 15:30
Mrs.Abnormalia
შაკიკს გავს. ნევროლოგთან უნდა მიიყვანო.

Posted by: shavi_kheli 20 Dec 2017, 00:13
QUOTE (Solveig @ 14 Dec 2017, 15:30 )
Mrs.Abnormalia
შაკიკს გავს. ნევროლოგთან უნდა მიიყვანო.

15 წლის ბიჭს შაკიკი?

თითქმის გამორიცხულია .

Posted by: Mrs.Abnormalia 21 Dec 2017, 23:38
QUOTE
კისერი, ყელი, ლოყა ეჭიმება თუ უბრალოდ გადაღლაზე ეწყება ტკივილები

ეგ სიმპტომები არ აქვს, გადაღლაზე ეწყება ძირითადად

QUOTE
შაკიკს გავს. ნევროლოგთან უნდა მიიყვანო.

ამ თემის დაპოსტვის მიზანიც ეგ არის რომ კარგი ნევროლოგი მირჩიოთ ვინმე თუ იცით

QUOTE
15 წლის ბიჭს შაკიკი?

თითქმის გამორიცხულია .


მემკვიდრეობითი ფაქტორიცაა, მამას აწუხებს იგივე სიმპტომები ზუსტად.
მაგრამ მაინც მინდა ბოლომდე გამოვიკვლიო ბავშვია და რამე არ გამომეპაროს, მითუმეტეს რომ ამ ბოლო დროს თავზე სიმძიმის (დაწოლის) შეგრძნებაც აქვს

Posted by: Erovnuli_liga 22 Dec 2017, 15:09
xalxo mishvelet gaciebuli var maxvelebs naxveli mak sicxe 37 ti surdo 3dgea ese var gushin damiwko ai tvalebis zevit shublis tkivili wvaa kedlebze avkavar ise var tvalebsac mtkens rame wamali aricit?

Posted by: winipux 29 Dec 2017, 01:03
ბოდიში მოდერატორებს თემა ვერ ვნახე,იქნებ დამეხმაროთ.მოკლედ ვირუსის მერე ხველა დამრჩა ამ ჩივილით მივედი ექიმთან და ანტიბიოტიკს ვსვამდი 3 დღე სიცხე 37:( თავი ისევ მტკივა საფეთქელთან და ყური დამიგუბდა ცალ ყურში წივის sad.gif იქნებ დამეხმაროთ?რენტგენში ოდნავ იყო ცვლილება ფრონტალურ მხარეს,გამომირეცხესsad.gif

Posted by: vatexa2020 5 Apr 2018, 00:13
თავის ტკივილი კეფის არეში და დაძაბულობა მთლიანი თავის კეფიდანაც შესაძლებელია გადაეცეს?

Posted by: sandrobandro 5 Apr 2018, 20:56
კაროჩე შუბლი მტკიოდა რამოდენიმე კვირის წინ, და თვალები მეწვოდასავით.....გამიარა, მარა 2 დღე პოლიდექსა მაინც ჩავიწვეთე.

შუბლის ტკივილის მერე ცოტა ხველებასავით მქონდა, მარა ნახველი არ იყო, თითო დღე გაგრძელდა კაროჩე შუბლის ტკივილიც და ხველაც.....ეხლა მესამე კვირას მომცა სიცხე 37 გრადუსი....

ვირუსია რამე გავრცელებული ესეთი? გამოირიტია თუ რა არის ?

Posted by: sandriko_80 19 Jun 2018, 11:28
ასე მტკივდება ხოლმე მოულოდნელად და გამაყუჩებლით ვიყუჩებ ხოლმე.
ყოველდღე დაახლოებით 10 ან 11 საათის მერე მეწყება ეს ტკივილი და თუ გამაყუჩებელს არ დავლევ მთელი დღე მტკივა და საკმაოდ მაწუხებს.
ასე შეიძლება გაგძელდეს 1 კვირა ან მეტი. მერე დაისვენებს რამდენიმე თვე და მერე ისევ ასე ხდება. ზოგადათ თავის ტკივილი ვიცი ხოლმე მაგრამ ეს ტკივილი ყველაზე ძლიერია და მაწუხებს.....

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია იქნებ მითხრათ.

Posted by: ივანიჩ 19 Jun 2018, 11:33
QUOTE
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია იქნებ მითხრათ.

მხედველობის პრობლემა ხომ არ გაქვს?
თვალის დაძაბვამ იცის (პირადი გამოცდილებით)
ასევე იცის უძილობამაც.

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2018, 11:33
sandriko_80
გაქვს შაკიკს ძალიან. მიზეზები ინდივიდუალურია. ამიტომ იკითხე ევექსში თუ აქვს კიდევ ზაზა ქაცარავას ტკივილის მართვის ცეტრი.
* * *
https://forum.ge/?f=43&showtopic=33569678&st=0
არის თემა უზარმაზარი
შევაერთებ მოგვიანებით.

Posted by: sandriko_80 19 Jun 2018, 11:43
მოკლედ რეჟიმი ასეთია. დილას ვდები 7 საათზე მივდივარ სამსახურში. ვამთავრებ სამუშაოს 9 საათზე და მივდივარ სახლში. სამსახურში მიწევს დაახლოებით 7 საათაზე მეტის გატარება კომპიუტერთან. საღამოს სახლში კიდევ ვატარებ 2 - 3 საათს საშუალოდ მონიტორთან და დაახლოებით 6 საათი მძინავს.
დასვენების დღე არ მაქვს კვირის ჩათვლით ვმუშაობ. იანვრის პირველი რიცხვებიდან ამ რეჟიმში ვარ.
მხედველოპის პრობლემა არ მაქვს. როცა ეს ტკივილი მეწყება მაშინ მაჯვენა თვალი მიცრელიანდება.

ანუ ამ ყველაფრის ბრალია?

Posted by: lisbeth 19 Jun 2018, 16:47
ცალი თვალის და საფეთქლის ტკივილი,როცა დავდივარ უფრო მაწუხებს ,რაღაცნაირი გამჭოლი ტკივილია,ადრეც მქონდა,რამდენიმე დღე ვსვი კეტონალი და გაიარა თავისით
დილით დამეწყო რომ გავიღვიძე,თან ის თვალი რომელიც მტკივა თითქოს ცრემლიანი იყო ისე ვხედავდი,კეტონალი დავლიე გამიარა
რა უნდა იყოს?
რათქმაუნდა დავგუგლე და cluster headache გავს ძალიან biggrin.gif

Posted by: butterflygirl 20 Jun 2018, 17:26
მარჯვენა ან მარცხენა საფეთქლის ტკივილი შუბლთან ერთად, შაკიკია ვითომ?

Posted by: Kakh48 20 Jun 2018, 22:44
ვახ ორშაბათს მარშუტკაში ერთი 30 წუთი მაგრად მიბერავდა ქარი ხოდა მაგის მერე თავი მტკივა biggrin.gif საშიში ხო არაფერია biggrin.gif ?

Posted by: Natuka NGN 10 Jul 2018, 20:53
bebebebe - გააქტიურეთ თქვენი პროფილი, რეგისტრაციის დროს მაილზე მოსული ბმულით, ისე ვერ დაბეჭდავთ ფორუმზე.

Posted by: bebebebe 12 Jul 2018, 11:43
ჰაიმორიტმა იცის თავის ტკივილები,თვალებში სიმძიმე და ტკივილი,ზედა ყბაზე კბილების გაფუჭება,ყნოსვის დაკარგვა,შეიძლება ადამიანი დააყრუოს კიდეც, ამ შემთხვევაში რედგენის სურათია საჭირო. თბილისში არის ქალბატონი ნატა რომელიც ამ დაავადებას ბოლემდე კურნავს. ცხოვრობს სანზონაში და მისი ტელეფონია 558726939, 577710158

Posted by: alfinio 1 Oct 2018, 23:49
მოკლედ, გაქანებული მეგონა, რომ თავში მქონდა სიმსივნე და ნერვოლოგი მეუბნებოდა არ გინდა ტომოგრაფიაო, მაგრამ 3 დღის წინ მაინც გავიკეთე და არ აღმოჩნდა არც სიმსივნე და არც სკლეროზი...

თუმცა, სექტემბრის დასაწყისში ზღვიდან წამოსვლისას დამეწყო თავში ტკივილები, უეცრად წამიერი აუტანელი ტკივილი... ტომოგრაფიაზე გუშინწინ მითხრეს არაფერიაო, მარტო რაღაც ჰორმონული თემააო რაღაც ანალიზები დამინიშნეს... დღეს კი თავის ტკივილი უფრო მომიხშირდა და უფრო მტკივნეული გახდა და თავში ტომოგრაფიის მერე ხომ გამორიცხულია კიბო რომ იყოს ან რამე საშიში?
* * *
ნევროლოგმა არაფერია ეს ტკივილი არადა თვეზე მეტი გავიდა, ვინმე კომპეტენტურმა დამამშვიდეთ რა sad.gif დავიტანჯე ამ ნერვოზით და შიშებით და ეს ტკივილი მინდოდა sad.gif

Posted by: KhAtiaAa 2 Oct 2018, 11:52
გამარჯობა, რა მიდამოში გტკივა თავი? ცხვირით როგორ სუნთქავ? ზოგადად ჰაიმორიტმაც იცის მსგავსი რამ, რამდენიმე წლის წინ მქონდა თავის ტკივილები და მეც რაღაც მჭირდა მეგონა, მაგრამ ჰაიმორიტი აღმოჩნდწ, ვიმკურნალე და გადამიარა, ასევე ალერგიამაც და მხედველობის დაქვეითებამაც( ასტიგმატიზმმა)იცის თავის ტკივილები, რაც საშიიში არაა, ბევრს აქვს, მათ შორის მეც, 5 წუთში ლაზერით კურნავენ. რადგან ტომოგრაფია გადაიღე და არაფერი არაა, ესე იგი თავთან დაკავშირებული ტკივილები გამორიხულია.

Posted by: ranhh 8 Oct 2018, 13:43
არ ვიცი სწორ ადგილას ვხსნი თემას თუ არა, ესეთი უცნაური რამ დამემართა დღეს.
დილას გავიღციძე თუ არა მოვწესრიგდი და წავედი უნივერსიტეტში. მანქანის ტარებისას რამოდენიჯერე მქოდნა დეჯავუს შEგრძნება.
ხოლო როდესაც ლექციაზე შევედი და დავჯექი რამოდენიმე წუთში წამოვიდა გონებაში ფრაგმენტები. ზოგი სიზმრის გახსენება იყო , ზოგი შეიძლება ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები.
აი ამ ფრაგმენტებთან ერთად , წამოვიდა თავის ტკივილი და წნევის დავარდნა. თVალები მიბნელდებოდა და თითქოს ლექციაზე არ ვიყავი არამედ სიზმარში.
როდესაც ვცდილობდი არ გამეხსენებინა "წარსული" თAვის ტკივილი ქრებოდა , თუ ყურადღEბას ამ მოგონებებზე გადავიტანდი თავი მტკივდებოდა და თAვბრუ მეხვეოდა.
სახლში მივედი ,შევჭამე და ეხლა კარგად ვარ . ურბალოდ ძაანაც ,რომ მინდოდეს ვერ ვიხსენებ იმ მოგონებებს არადა ეს ყველაფერი 2 საათის წინ ხდებოდა, იმ კონკრეტულ მომენტში რა თქმა უნდა მახსოვდა. არასოდეს არ მქონია ცხოვრებაში არც თავის ტკივილი და არც ესეთი უცნაირი შემთხვევა, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მტკიოდა თავი და ის მოგონებები რაც გონებაში შემოდიოდა სავარაუდოდ არასოდეს არ გადამხდენია , უფრო სიზმარში ნანახი იყო. ერთAდერთი რა ლოგიკური ახსნაცაა, მგონაი რომ გონება ბლოკავდა წარსულის ცუდ მოგონებას, უბრალოდ არანაირი სტიმული არ ყოფილა რასაც შეეძლო ხელი შეეწყო გონების ესეთ აქტივაციას და აი ჩემდა უნებლიედ სიზმრის თუ ჩემ ცხოვრებაში გადატანილის განცდას.
პ.ს 2 საათის წინ ცნობიერ მდგომარეობაში გახსენებული მოგონებები არ მახსოვს

Posted by: KhAtiaAa 8 Oct 2018, 15:28
QUOTE (ranhh @ 8 Oct 2018, 13:43 )
არ ვიცი სწორ ადგილას ვხსნი თემას თუ არა, ესეთი უცნაური რამ დამემართა დღეს.
დილას გავიღციძე თუ არა მოვწესრიგდი და წავედი უნივერსიტეტში. მანქანის ტარებისას რამოდენიჯერე მქოდნა დეჯავუს შEგრძნება.
ხოლო როდესაც ლექციაზე შევედი და დავჯექი რამოდენიმე წუთში წამოვიდა გონებაში ფრაგმენტები. ზოგი სიზმრის გახსენება იყო , ზოგი შეიძლება ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები.
აი ამ ფრაგმენტებთან ერთად , წამოვიდა თავის ტკივილი და წნევის დავარდნა. თVალები მიბნელდებოდა და თითქოს ლექციაზე არ ვიყავი არამედ სიზმარში.
როდესაც ვცდილობდი არ გამეხსენებინა "წარსული" თAვის ტკივილი ქრებოდა , თუ ყურადღEბას ამ მოგონებებზე გადავიტანდი თავი მტკივდებოდა და თAვბრუ მეხვეოდა.
სახლში მივედი ,შევჭამე და ეხლა კარგად ვარ . ურბალოდ ძაანაც ,რომ მინდოდეს ვერ ვიხსენებ იმ მოგონებებს არადა ეს ყველაფერი 2 საათის წინ ხდებოდა, იმ კონკრეტულ მომენტში რა თქმა უნდა მახსოვდა. არასოდეს არ მქონია ცხოვრებაში არც თავის ტკივილი და არც ესეთი უცნაირი შემთხვევა, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მტკიოდა თავი და ის მოგონებები რაც გონებაში შემოდიოდა სავარაუდოდ არასოდეს არ გადამხდენია , უფრო სიზმარში ნანახი იყო. ერთAდერთი რა ლოგიკური ახსნაცაა, მგონაი რომ გონება ბლოკავდა წარსულის ცუდ მოგონებას, უბრალოდ არანაირი სტიმული არ ყოფილა რასაც შეეძლო ხელი შეეწყო გონების ესეთ აქტივაციას და აი ჩემდა უნებლიედ სიზმრის თუ ჩემ ცხოვრებაში გადატანილის განცდას.
პ.ს 2 საათის წინ ცნობიერ მდგომარეობაში გახსენებული მოგონებები არ მახსოვს

გამარჯობა, დილით უჭმელი იყავი? ხომ შეიძლება შაქარი დაგვარდნოდა, თან ჭამის შემდეგ კარგად გავხდიიო, ან ძილით თუ გძინავს? ბევრმა უძილობებმაც იცცის ეგრთი არევები lol.gif

Posted by: irakli0115 31 Oct 2018, 00:17
გამარჯობათ,


მოკლედ წელიწადზე მეტია ჰაიმორიტი, რინიტი თუ სინუსიტი მიტევს, როგორც ეს ერთი წლის უკან ტომოგრაფიამ აჩვენა, თითქოს მიმკურნალეს და გადამიარა მაგრამ აცივებასთან ერთად ისევ შემახსენა თავი , არც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო მშვიდათ პერიოდულად სულ მაწუხებდა , ძირითადათ ცვირით სუნთქვის გაჭირვება. ხომ არ იცით ვინმე ნორმალური სპეციალისტი, რომელიც თავის საქმის სპეციალისტია და ოპერაციებსაც კარგად აკეთებს ? ანუ ისეთი ვინც ფულს მასთან ვიზითისთვის იმიტომ არ იღებს, რომ თავის პრაქტიკანტის საშუალებით არ გიყურებს ცხვირში და თვითონ კადრულობს, რომ ნორმალურად გაგსინჯოს და სწორი დიაგნოზი დასვას....
მოკლედ კარგი ოტორინოლარინგოლოგი თუ ვინმემ იცით ...
მადლობა წინასწარ...

Posted by: chitiashvili 19 Nov 2018, 02:20
მოგესალმებით, მოკლედ უკვე მესამე წელია სიცივეში დიდხანს ყოფნის დროს მტკივდება მთელი კისერი კეფა და კეფის ზემოთა ნაწილი, არ ვიცი რას დავუკავშირო და ხომ ვერ დამეხმარებით ? ერთმა მითხრა რომ ჰაიმორიტის და ფრონტიტის გამოაო მაგრამ რაღაც არამგონია უკანა ნაწილი შუაში იყოს ამასთან. ღიირს ექიმთან მისვლა (არ მიყვარს ექიმები)? მხოლოდ ზამთარში და ისიც სიცივის დროს ოღონდ უკვე ქრონიკულად. ძირითადად მოძრაობის დროს მტკივა ... წნევები არ მაქვს და + 21 წლის ვარ

Posted by: prisoner84 19 Nov 2018, 13:20
გამარჯობა. ასეთი უცნაური შემთხვევა მაქ და საგანგაშოა თუ არა იქნებ დამეხმაროთ.
წუხელ თავი დავიბანე და ძილის წინ ფანჯარა ოდნავ შეღებული დავტოვე ფარდა ჩამოვაფარე სპეციალურად რო ქარის შემთხვევაში ძალიან არ დაებერა, თან ბუხარიც ანთებული მქონდა. ღამით განსაკუთრებულ სიცივეს არ შევუწუხებივარ მაგრამ დილით თავი მტკიოდა... შუბლის მიდამოებში და უფრო ზევითაც . ახლა მცივა თბილად მაცვია განსაკუთრებული სიმფტომები არ მაქვს , მაგრამ გაგებული მაქვს რო თავის გაციება კარგს არაფერს უკავშირდება და იქნებ მირჩიოთ ვინმემ რამე ? არის საგანგაშო თუ გამივლის....

Posted by: Parabola 20 Nov 2018, 15:42

რა უცნაური ხალხი ხართ რა, დაბანილი თავით რომ დაწვები ნოემბერში და ფანჯარას რომ შეაღებ და დილით თავი გეტკინება და რომ გიკვირს და ფორუმზე თემას გახსნი.

ისე შუბლის მიდამოებია ჰაიმორიტი, რინიტი. ისეთი არაფერი, თუ განმეორდება ექიმი .

Posted by: Miria 20 Nov 2018, 16:08
prisoner84
მე თავს პაპანაქება ზაფხულშიც ფენიც ვიშრობ.
გამიგია, დაბანილი, სველი თმით გაციება მენინგიტისთვის კარგი ფონიაო.
არანაირი სურვილი არ მაქვს მენინგიტი დამემართოს.
ამიტომ ყოველთვის ვიშრობ თმას.
შემიძლია არ გავიშრო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მზეზე ვიქნები და ჰაერის ტემპერატურა +35 ან მეტი იქნება.

ერთხელ, დაბანის შემდეგ, თავზე შემოხვეული პირსახოცით დავდიოდი ოთახში ასე 3 საათის განმავლობაში(ანუ ოთახის ტემპერატურაზე).
და სანამ თავი არ ამტკივდა - მანამდე აზრზე ვერ მოვედი (რატომღაც) რომ გამეშრო თმა.
მას მერე, დაბანის შემდეგ, თუ 20 წუთზე მეტი გავიჩერე თმაზე პირსახოცი(ანუ სველ თმაზე თუ შემგრილდა) - თავის საშინელი ტკივილი მეწყება.

უკვე 10-11 წელია ასე ვარ.

პ.ს. აუცილებლად გაიზომე სიცხე რამოდენიმე საათში ერთხელ.
დაითვალიერე მთლიანი სხეული დღეში რამოდენიმეჯერ - ჩალურჯებები/ლაქები ხომ არ გაქვს ტანზე.
და ზურგის კუნთების სპაზმა ხომ არ გაქვს.

თუ სიცხე +38-ს აცდა ან სხვა ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გაქვს - აუცილებლად, სასწრწფოდ მიაკითხე ექიმს/საავადმყოფოს/სასწრაფოს.
თავის ტკივილი გაძლებადია?
თუ გამაყუჩებელი დაგჭირდა?

Posted by: Miria 20 Nov 2018, 16:11
chitiashvili
შენს ადგილზე მაინც ვნახავდი ექიმს(თერაპევტს).

ქუდს იყენებ ზამთარში?
თუ შიშველი თავით დადიხარ სიცივეში?

Posted by: chitiashvili 20 Nov 2018, 23:05
Miria
კი ძირითადად სულ ვიყენებ... დაჟე შარშან ერთი მომენტი გარეთ ვიყავი ქუდიც მეხურა და უცბად ისე მეტკინა ყურში წუილი მესმოდა ერთი ნახევარი საათი ...

Posted by: grizly2 14 Jan 2019, 13:20
გილოცავთ ყველას 2019 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას
ერთი კვირაა უკვე თავი მტკივა მარცხენა თვალთან, საფეთქელთან, ოდნავ ზემოთაც, ტკივილი სუსტია, თბილად შეხვეული მქონდა ეს დღეები, ვფიქრობდი გამიცივდა, დღეს ტკივილი მომემატა და უკვე მთელ მარცხენა მხარეს მოედო უკან წავიდა...
ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: giorgi7777777 27 Jan 2019, 16:37
გამარჯობათ. 2 კვირაა დამეწყო კეფაში აუტანელი სიმძიმის გრძნობა, თავბრუსხვევა, თვალებით კონცენტრაციას ვერ ვაკეთებ ნორმალურად და ჰაერის უკმარისობა მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან ვის მივაკითხო იქნებ დამეხმაროთ sad.gif

Posted by: Bexx 28 Jan 2019, 18:47
giorgi7777777
მუდმივად? თუ ხანდახან? შეიძლება მომატებული წნევის ბრალია და დასაწყისისთვის წნევა გაისინჯეთ?

უნდა მიაკითხოთ პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, ეწ უბნის პოლიკლინიკას და ოჯახის ექიმს. შემდგომ ინსტრუქციებს იქ მოგცემენ smile.gif

Posted by: sqajaia 25 Mar 2019, 22:27
QUOTE (justdoit @ 18 Jul 2016, 22:09 )
მივედი დღეს ექიმთან და შენი ჩივილები შაკიკს გავსო მეთქი სიმსივნის მეშინიათქო

მაშინ თავის დასამშვიდებლად MR გადავიღოღო

დღეს ღამის სამის ანხევარზე დამიბარეს გადასაღებად...

ისე მეშინია ნეტა და ამოვა პასუზე ვკვდები რა

რაქენი რაგითხრეს რო გადაიღე მსგავსი რამ მაწუხებს ალბათ მეც

Posted by: ნათანია 10 Apr 2019, 21:28
მოკლედ ამ გაზაფხულის დადგომისას აუუუ იმენა თავი მისკდება და ყურები მტკივდება რა ქვია ამ დავადებას ჰიპერტენია მგონი ხოო? ორიდღეა იმენა თავის მოკვლა მინდა ისე მტკივა თავი არც წნევის წამალი მშველის ანრც ანალგინი და ვაბშემ გასკდა თავი

Posted by: [kitika] 10 Apr 2019, 21:41
ნათანია
გაზაფხულზე იცის კლასტერულმა ტკივილებმა გამწვავება.
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cluster-headache/symptoms-causes/syc-20352080

Posted by: ნათანია 10 Apr 2019, 21:44
[kitika]

მადლობა

გადავხედავ

Posted by: Sakartveloo455 9 Aug 2019, 15:39
ასეთი პრობლემა მაქვს sad.gif როცა არ უნდა გავიდე გარეთ, თავის ტკივილით ვკვდები. უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას და ქვეცნობიერად გარეთ გასვლა ცუდდთან ასოცირდება. თუ საქმე არ მაქვს, სახლში ვზივარ ხოლმე და რისი ბრალი უნდა იყოს? sad.gif

Posted by: leko82 8 Oct 2019, 13:52
მსუბუქი ხასიათის კორტიკალური ატროფია რამდენად საშიშია ხომ ვერ მეტყვით? ძლიერი სტრესის შემდეგ დამემართა. ვიცი, რომ ეს ძირითადად ასაკოვანი ადამიანების თავისებურებაა. მცირე ნევროლოგიურო გამოვლინებები მაქვს, ვშიშობ პროგრესი არ წავიდეს... რას მირჩევდით?

Posted by: perchatki 1 Dec 2019, 21:07
აუ თავის ტკივილი მაქვს შუბლის არეში და თვალებზეც გადადის sad.gif კისერი მაქვს დაჭიმული/ცოტა მტკივა რისი ბრალი იქნება, ღებინებით ვაღებინე თან წინა დღს მუცელი მტკიოდა , ვიფიქრე მოწამლული ხოარ ვართქო

Posted by: Kaifistka 15 Dec 2019, 01:44
მოკლედ ხალხო მიშველეთ. გერმანელი ექიმები საგონებელში ჩავაგდე.

დავიწყოთ იქედან რომ მაქვს თავის შიდა ქალის წნევა. ვსვამ acemitს, წნევის დამწევს.
ეს დადგენილი და დადასტურებული დიაგნოზია.

ტკივილები კიდე მაქვს, ტკივილების გარდა მაქვს რამდენიმე სიმპტომი.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის მარცხენა ყურში მაქვს ხმაური და თავბრუსხვევა.
თავბრუსხვევის და ხმაურის სამი ძლიერი შეტევა მქონდა და ამ დროს ჰორიზონტალურად ყანყალებს ყველაფერი და ასე მგონია რომ ტვინის ნახევარს ვერ ვგრძნობ.
შიგადაშიგ მეხვევა თავბრუ ჩვეულებრივად ანუ ტრიალებს ყველაფერი ისე.

ექიმი ვარაუდობდა რომ თავის შიდა ქალის წნევასთან მაქვს ვესტიბულარული შაკიკი.

მაგრამ ამ დღეებში აღმოვაჩინე ახალი სიმპტომი.
ცხვირი გაჭედილი არ მაქვს მაგრამ ცხვირის წვეთებს რომ ვისხამ ცხვირიდან გამომდის მცირე გამონადენი და თავის ტკივილი მეშვება ერთი-ორი საათი.

სინუსიტის სიმპტომი რაც ვნახე აშკარად ყველა სიმპტომი არის რომ ცხვრიდან უნდა იყოს გამონადენი და ჩემი ცხვრიდან არაფერი არ გამოდის ესეიგი ძალით თუ არ გამოვირეცხე და თავისუფლადაც ვსუნთქვავ.
თავი რაც სინუსურ ტკივილს ახასიათებს იმ ადგილებშიც მტკივა.
პლიუს მაქვს სიცხე 3 კვირა 38მდე.

სანამ ამ თავის შიდა ქალის წამლებს დავლევდი ამ ტკივილების გარჩევა ძალიან მიჭირდა ერთმანეთისგან. მთელი თავი მისკდებოდა. ახლა ვარჩევ ისეთუ ასე. წარმოიდგინეთ როგორ მტკივა თავი როცა ორი სამი რაღაც ერთად მიტევს sad.gif
გთხოვთ დამეხმაროთ.
იანვრის ბოლოსკენ მაქვს ნერვოლოგთან შეხვედრა. მაინტერესებს ამას ყელ-ყურ ცხვირის ექიმი აკეთებს თუ ნერვოლოგს უნდა ვუთხრა სინუსიტზე გამსინჯოს?

ხო ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად მაქვს რევმატიზმი(პერიოდული ცხელება mediterranean fever ) და არვიცი სიცხე რევმატიზმისგან მოდის თუ შეიძლება სინუსიტი იყოს.

ამ ყურებში ხმაურს და თავბრუსხვევას ვერ ვხსნი.
ტკივილით ვიცხოვრებ როგორმე შევჯდები გამაყუჩებლებზე, ისედაც მთელი ცხოვრებაა მე თავი მტკივა სულ cry.gif ეს თავბრუსხვევა მკლავს. და ყურებში ხმაური ხანდახან დაძინება მიჭირს და მსტრესავს რომ სულ რაღაც მესმის.
შიშინი მესმის უმეტესად და ხანდახან გადადის წვრილ ხმაში.

პოლიპები არვიცი თუ შუაშია მაგრამ ადრე საქართველოში როცა ვცხოვრობდი 6 წლის ასაკში ამომაჭრეს ბათუმში და გამეზარდა, მერე თბილისში ჯაფარიძემ გამიკეთა და იდეაში აღარ მაქვს მაგრამ არ შემიმოწმებია წლებია არ შევუწუხებივარ ეს თუ რამე შუაშია sad.gif

თუ ვინმეს რამე რჩევის მოცემა შეგიძლიათ არ დაიზაროთ.
ძალიან ცუდად ვარ, რამდენიმე დაავადება ერთად მიტევს. რევმატიზმის წამლების დალევაც დავიწყე და სახსრების ტკივილი მომიხსნა. მინდა ტკივილის ოდენობა ჩემს ყოველდღიურობაში მინიმუმზე დავიყვანო.

Posted by: shavi_kheli 28 Feb 2020, 23:06
დღეს თავის ტკივილის დღეა

..........................

Posted by: shavi_kheli 27 Mar 2020, 00:27
ეს რა ჯანდაბაა, ძალიან მტკივა თავი

......,................

Posted by: shavi_kheli 28 Mar 2020, 05:48











...........................

Posted by: Never-Never 29 Mar 2020, 10:04
shavi_kheli
კონკრეტულად როგორ გტკივა?

მეც მტკივა და წამალი არ მშველის,ძილი მშველის მხოლოდ

Posted by: shavi_kheli 29 Mar 2020, 11:17
Never-Never
შენ შაკიკი გქონია სავარაუდოდ.

მე დაძაბულობის თავის ტკივილი მაქვს

პ.ს. შაკიკი ადრე მქონდა და სანატრელად მაქვს.

Posted by: Never-Never 29 Mar 2020, 12:21
shavi_kheli
შაკიკი არ მაქვს, მეც დაძაბულობაზე მემართება

Posted by: shavi_kheli 29 Mar 2020, 13:44
QUOTE (Never-Never @ 29 Mar 2020, 12:21 )
shavi_kheli
  შაკიკი არ მაქვს, მეც დაძაბულობაზე მემართება

იყავი ნევროპათოლოგთან?
გაქვს დიაგნოზი თუ შენი ვარაუდია?

მე მაგ ტკივილით ვერ ვიძინებ.

შაკიკმა იცის იცის ძილით გავლა.

პ.ს. შაკიკიც დაძაბულობა და ბევრ ფიქრზე ემართება.

Posted by: Never-Never 30 Mar 2020, 08:04
shavi_kheli
კი ვიყავი.არ დამიდგინდა შაკიკი.როცა ვისტრესები მაშინ მეწყება.
ტომოგრაფია გადაიღე აუცილებლად!

Posted by: shavi_kheli 30 Mar 2020, 08:28
Never-Never
გასაგებია

ეჰ რაღა დროს ტომოგრაფიაა, გაკეთებული მაქვს არაერთხელ, წლებია მაწუხებს.

Posted by: Never-Never 30 Mar 2020, 12:47
shavi_kheli
ვერტიგო მაქვს.
სხვა ნევროლოგს წააკითხეთ ტომოგრაფიის პასუხები

Posted by: shavi_kheli 31 Mar 2020, 15:31











,..........................

Posted by: Realism4Life 31 Mar 2020, 18:58
2 კვირაა დამეწყო თავის მარცხენა მხარეს პერიოდული ტკივილები, აქამდე არასოდეს მქონია, ყურებში ხმაურით.
კტ-ზე არაფერი აღმომიჩინეს. მარცხენა საფეთქელის არეში განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე, როცა ღიზიანდება.

Posted by: temart 1 Sep 2021, 14:55
ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი პანკრეასი.

ბოლო ორი კვირაა მაქვს თავის ტკივილი შუბლის მიდამოებში,თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
გაჩერებულ მდგომარეობაში არ მტკივა.
ხომ არ დამაკვალიანებთ?





Posted by: Universe´ 18 Jun 2022, 23:39
ძლიერი გამჭოლი ტკივილი მარცხენა თხემის წილის არეში, 3-4 წუთში ერთხელ, მთელი დღის მანძილზე შაკიკის ნიშანია?

Posted by: shavi_kheli 19 Jun 2022, 21:33
Ramdeni xania tavi agar mtkiebia

Posted by: lasha-17 27 Aug 2022, 12:02
QUOTE (temart @ 1 Sep 2021, 14:55 )
ბოლო ორი კვირაა მაქვს თავის ტკივილი შუბლის მიდამოებში,თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
გაჩერებულ მდგომარეობაში არ მტკივა.
ხომ არ დამაკვალიანებთ?

მეც ზუსტად მასეა, 2 კვირაა მაწუხებს თავის ტკივილი. ძირითადად მოძრაობის დროს.
გუშინ ღამე გამაყუჩებელი დავლიე, თორემ ვერ ვიძინებდი sad.gif
რა შეიძლევა იყოს მიზეზი? და რომელ ექიმთან მივიდე?

Posted by: Sean 3 Aug 2023, 17:00
ცხოვრებაში 2 ჯერ მტკენია სულ თავი, ისიც სიცხის დროს, და ბოლო 3 დღეა თავის მარცხენა მხარეს, მოვლითი ტკივილი მაქვს, გამკრავს ტკივილი 2-3 წამი, გაჩერდება მერე ისევ, მერე ცოტა ხანსი ისევ იგივე. რა ჯანდაბა შეიძლება იყოს,

ერთადერთი რასაც შემიძლია დავუკავშირო, 1-2 თვის წინ, საკმაოდ მწარედ ავარტყი თავი რკინას, მარა არც გონება დამიკარგავს არაფერი, და იმ დღესაც არ მტკენია დიდად

ძილით კარგად მძინავს და სტრესიც ისეთი არაფერი მაქვს ხ.ზ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)