Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > პნევმატური იარაღის ტარება


Posted by: RedSpecial_ 18 Sep 2009, 12:31
ესეიგი მონადირეს მაღაზიებში ჩვეულებრივად 200 ლარად იყიდება ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე , პისტალეტი რომელსაც ვიდი ნამდვილის აქვს ერთი განსხვავება , ედება გაზის ბალონი და ისვრის მრგვალ რკინის ტყვიებს, ამის ტარება კალაქში თუ არის ნებადართული ვინმე იურისტი ან ოლიციელი არ ხართ რომ მიპასუხოთ? smile.gif ანუ ხო არ გამიტრაკებენ რო ვატარო smile.gif

Posted by: RAULA 18 Sep 2009, 12:33
RedSpecial_

როგორც ვიცი ადრე შეიძლებოდა და ეხლა არა smile.gif

Posted by: სკაინეტა 18 Sep 2009, 12:39
მე როგორც ვიცი შეიძლება spy.gif
და ყიდვასაც ვაპირებ
RAULA
QUOTE
როგორც ვიცი ადრე შეიძლებოდა და ეხლა არა

ეს საიდან მოიტანე ?
ვინმე კომპეტენტურმა გაგვეცით პასუხი რა

Posted by: RedSpecial_ 18 Sep 2009, 12:43
ანუ ყველა ვარიანტში პოლიციელი გაგაჩერებს რომ ნახოს რა სახის იარაღია მაგრამ რომ ნახავს რომ პნევმატურია გაგვიშვებს ნეტა?> givi.gif

Posted by: M43DL0 18 Sep 2009, 12:46
სტრაიკ ბოლის იარაღის ტარება შეიძლება? .

Posted by: BeNdeLiAni 18 Sep 2009, 14:02
RedSpecial_

პნევმატური იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;


ამონარიდი კანომდებლობიდან იარაღის შესახებ:

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.



მუხლი 19. იარაღის შეძენა.............
ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.


ესეც ნახე: http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=137&Itemid=161

პნევმატური იარაღის ტარებას კანონი კრძალავს?

http://forum.ge/?showtopic=33980718


პ.ს. ნეტში მოძიებული მონაცემებია, ნახე თუ გამოგადგება. არ ვარ კომპეტენტური ამ ამბავში, მეც მაინტერესებს ისე user.gif


Posted by: RAULA 18 Sep 2009, 14:17
სკაინეტა

მეტი რა კომპეტენცია გინდა გეუბნები არ დაუშვიათ ტარება თქო და ვიცეკვო ?? biggrin.gif

ადრე იყო მაგაზე თემები დაა იურისტებმაც ტქვე და ა.შ რომ პრობლემები შეგექმნება რომ დაგიჭირონ

მაგრამ იქნება ალბათ რაღაც გზა რომ მიაღწიო ტარების უფლებას , მიდი შსს მომსახურების ოფისები რომ არის , სადაც ნომრებს და იარაღს აფორმებენ და სრულად დაგაკვალიანებენ smile.gif ასე ფორუმზე რაც გინდა დაგიწერონ მე შენს ადგიალს არ გავრისკავდი მაინც მივიდოდი და გავარკვევდი შსს -ში smile.gif ყველაზე ნაღდი ეგაა

Posted by: Sattelite 18 Sep 2009, 14:17
ჯიმმი შენი ხელებია შენი იარაღი.

:კუნგFუმასთა:.

givi.gif.

Posted by: B_A_L_U 18 Sep 2009, 14:34
QUOTE
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;


კანონით 4.5მმ მეტის ტარებაა აკრძალული... 4.5 შეიძლება

Posted by: RAULA 18 Sep 2009, 14:39
B_A_L_U

და მაღაზიის საიტი ხომ არ იცი სადაც იყიდება 4.5 ზე ნაკლები იარაღი ?? smile.gif დიდი სიამოვნებით შევიძენ გაზის ფიშტოს , მაგრამ მაინც გავარკვევ ჯერ ისე ვერ გავრისკავდი , გავარკვევ რა საბუ"თები მინდა რომ ვატარო

Posted by: somone 18 Sep 2009, 15:00
არ შეილება ზოგადი ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე რა საჭიროა პნევმატურის ტარება ალბათ სიქაჯეა და ფრაერობა

Posted by: BeNdeLiAni 18 Sep 2009, 15:04
RAULA


http://www.caravani.ge/#


აქ ნახე

Posted by: cicqi 18 Sep 2009, 15:14
თქვენ რას ამბობთ რო მე რო ეს კალაშა ვიყიდო დამიჭერენ ?? ქუჩაში რო ვიარო? http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=290617 ....პასუხი პმ _ში მომწერეთ რა Gტხოოთ

Posted by: RAULA 18 Sep 2009, 15:44
BeNdeLiAni

სპასიბა დაა მანდ არის 4.5 - იანები ზუსტად შესაბამისად მაქვს უფლება ??

Posted by: Sattelite 18 Sep 2009, 15:51
RAULA

http://www.caravani.ge/pistoletebi_post.php?id=10

აი ეგ ზუსტად 4.5. თუ უფლება გაქვს ალბათ ეგ არის საუკეთესო ვარიანტი. თან ბერეტაა. biggrin.gif.

Posted by: სკაინეტა 18 Sep 2009, 19:04
აუ ძაან მაგარია smile.gif
აუცილებლად ვიყიუდი
user posted image

Posted by: RAULA 18 Sep 2009, 20:22
Sattelite


გაზისაა ესა ?? biggrin.gif მაგარი როჟაა smile.gif

Posted by: Sattelite 19 Sep 2009, 19:31
ხელფასს ველოდები მეც და ვყიდულობ.

yes.gif.

Posted by: sandrikia 11 Feb 2010, 03:01
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა არ შეილება ტო მე მაც კორპსმანი და ვატარებ, და თვითონ პატრული გავაჩერე და ვკითხე შეილება თქო და ისეთი დბნეულები იყვნენ თვითოაცარ იცოდნენ რა ეთქვათ, და უბრალოდ ისე გამოძვრნენ რა, როგორი რაღაც მითხრეს იცი აი ბავშვებს რომ არ არიგებენ იცი რააა აო რად გინდა ძამიკო ეს უბრალოდ დადე სახში არაფერი არ გაუტრაკებიათ ვაბშე

Posted by: /////// 11 Feb 2010, 09:17
და რად გინდათ ხალხო .

Posted by: vix 11 Feb 2010, 17:36
QUOTE
ანუ ყველა ვარიანტში პოლიციელი გაგაჩერებს რომ ნახოს რა სახის იარაღია მაგრამ რომ ნახავს რომ პნევმატურია გაგვიშვებს ნეტა?>



გაგიშვებს....თუ 4,5მმ იარაღი იქნა....რადგან....


QUOTE
კანონით 4.5მმ მეტის ტარებაა აკრძალული... 4.5 შეიძლება



QUOTE
და რად გინდათ ხალხო .


+1....biggrin.gif

Posted by: RedSpecial_ 11 Feb 2010, 20:12
ვაფშე მე გავიგე დაცვის პოლიციისგან რომ უკვე სისხლის სამართლით ისჯება ამის ტარება გინდ 4.5 იყოსო და გინდ 4.90000 , ჩვენს ბიჭებსაც ქონდათო მარა აკრძალესოოოო

Posted by: dj-guro 11 Feb 2010, 22:22
ვა.. ბიჯო და.. აირსოფტის იარაღი, აი პლასმასის ტყვიებს რომ ისვრის, 6 მილიმეტრიანია და ესე იგი უნდა გაფორმდეს? ავიდე წავიდე საპატრულოში ვიკითხო ერთი.. ახლა ღამეა და ხვალე მანდეთ ვაპირებ გავლას და გავიგებ.

Posted by: dj-guro 12 Feb 2010, 18:01
დაგვენ*&რა მემგონი..

დღეს ვიყავი შსს მომსახურების სააგენტოში ასული, სადც გაქექა იმ გოგომ კანონი და მართლაც დამიდასტურა, რომ 4.5 მილიმეტრზე დიდი ტყვიებს რომ ისროდესო, მასეთი პნევმატური იარაღი საერთოდ აკრძალულიაო. user.gif მერე ერთი კი ვიფიქრე, 4 მილიმენტრზე დიდი როგორ იქნება აირსოფტის ტყვია თქო. მოვედი სახლში, გავზომე და დამარტყა გულმა. (იხ. სურათი)

წავედი ახლა სამართალის განყოფილებაში დავწერო რამე.

Posted by: Cyborg-Mcloud 12 Feb 2010, 23:02
იმჰო ზომაში არ არის საქმე, საქმე სიმძლავრეშია.

იდეაში 1 ჯოულამდე სიმძლავრის მქონე სათამაშოები ვაფშე არ განიხილება იარაღად.

4.5მმ -იანი არი კისტის თოფი(და ე.წ. "საფანტის" იარაღი) - ორივე ბეეეევრად უფრო სახიფათოა ვიდრე აირზოფტის იარაღები.

ნებისმიერ შემთხვევაში გასაგებია რო ცეცხლთან თAმაშში ვარტ მუდმივად, და ის რაც ხდება დღეს სტრაიკბოლში მინიმუმ იქამდე მიგვიყვანს რაც უკრაინაში მოხდა და უარეს შემთხვევაში რამე ბრაზილიის ვარიანტამდე(საერთოდ აკრძალეს სტრაიკის იარაღები, არა კალიბრის, არამედ რეალურთან მსგავსების პრინციპით და გამო - მაღაზიებს "აყაჩაღებდა" სასტავი და დაკავების შემთხვევაში "მკვლელობის მცდელობის" ნაცვლად უბრალო ხულიგნობა გამოდიოდა...)

მე პირადად ყოველთვის ვუკრძალავ და ძალიან ვაკონტროლებ ჩემ კლუბში ფორმით არ მოსვლას და იარაღების არ "ზასვეჩივანიეს" მარა სამწუხაროდ ყველა სხვა კლუბებში ეს ამბავი არათუ კიდიათ - არამედ პირიქით - ეამაყებათ და სპეცომ დადიან, პირდაპირ ვთქვათ - სათამაშო იარაღებ ამოჩრილები, რაზგრუზებში და კაბურებში 6მმ-იან პისტალეტ გაყრილები...

მიგვიყვანს ეს აკრძალვებამდე იასნია, თუ უკვე აკრძალული არ არის მართლა და უბრალოდ უცოდინრობის გამო არ ხუჭავენ თვალებს ყოველ "ვახ ბიჭებო აქ რა ხდება" პატრულის გაჩითვისას "თანამშრომლები", და იმათ კიდიათ, იმიტო რო 1-2 თვე ითამაშებენ და წავლენ და მე უკვე 11 წელია 6მმ-იან ბურთულებს ვისვრი და კიდე 11 წელი ვაპირებ და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო იქნება როცა ბოლოს და ბალოს "დაპრიგაიუტსია" 6მმ-იანი პიჟონები რომლებიც ყოველ სბორზე ისე მიდიან გეგონება რემბო მიდის ცხინვალის დასაბრუნებლად... და მაშინ ასეთების გამო ღრმა პადპოლიეში მომიწევს წასვლა ჰობის შესანარჩუნებლად...

Posted by: RedSpecial_ 12 Feb 2010, 23:36
და საბოლოოდ ის ვერ გაიგე შესაძლებელია თუ არა 4.5 მ პნევმატური პისტოლეტის ტარება?

Posted by: punshi 13 Feb 2010, 13:43
Cyborg-Mcloud
უკრაინაში როგორ დაარეგულირეს ეგ ამბავი?

Posted by: Cyborg-Mcloud 14 Feb 2010, 20:22
punshi
მიდის სულ უფრო და უფრო მეტი აკრძალვებისკენ კანონმდებლობის მხრიდან.

პრაქტიკულად ებრძვიან სტრაიკს და მიდის სტრაიკი ანდერგრაუნდში.

უფრო სწორად ტიუნინგიანი აირსოფტი ჯერ კიდევ მაშინ იყო ანდერგრაუნდში მე რო ვიყავი იქ 4 წლის წინ.

Posted by: lukako93 9 Oct 2015, 14:06
ეხლახან დავრეკე და მოკლედ გინდ 4.5 იყოს გინდ 0.5-იო. კანონში წერია რომ ნებისმიერი პნევმატური იარაღი უნდა აღირიცხოს და გაიაროს რეგისტრაცია თუმცა რეგისტრაციის პროცედურა ჯერ არ არის დაწყებული და ვერ გეტყვით როდის დაიწყებაო. თუ შეძენილი გაქვთ უმჯობესია სახლში დატოვოთ და არ ატაროთ რადგან ექვემდებარება სანქციასო. ნუ მოკლედ კარგი არაფერი მითხრეს.

Posted by: Albusd 18 Oct 2015, 05:04
QUOTE (RedSpecial_ @ 18 Sep 2009, 12:31 )
ესეიგი მონადირეს მაღაზიებში ჩვეულებრივად 200 ლარად იყიდება ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე , პისტალეტი რომელსაც ვიდი ნამდვილის აქვს ერთი განსხვავება , ედება გაზის ბალონი და ისვრის მრგვალ რკინის ტყვიებს, ამის ტარება კალაქში თუ არის ნებადართული ვინმე იურისტი ან ოლიციელი არ ხართ რომ მიპასუხოთ? smile.gif ანუ ხო არ გამიტრაკებენ რო ვატარო smile.gif

როგორც ვიცი, შეიძლება მხოლოდ 21 + .

Posted by: რერე 18 Oct 2015, 05:18
თუ აკრძალულია რაღას ყიდიან და თუ ყიდიან რატოა აკრძალული ? sad.gif რა იდიტობაა ვერ გავიგე. გაყიდვა თუა დასაშვები,რატო არ შეიძლება რო ვატარო?

Posted by: gugula12 19 Sep 2018, 14:31
ჯერ ვერ ეშველა ხო ამ რეგისტრაციის ამბავს?)

Posted by: lol3r4 4 Apr 2019, 11:23
ისმის რამე ახალი რეგისტრაციაზე ?
ვერ მოაბეს თავი გაფორმების თემას ?

Posted by: TUZI_MAQCIA 22 May 2019, 02:41
ბოლობოლო 4.5 ნაკ მილიმეტრიანის ტარება შეიძლება თუ არა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)