ჯორჯიაც ვიყოთ და საქართველოც და ივერია გაბრწყინდებაც დაამატონ
კაი ინფოა
გრუზინს ნუღარ ხმარობთ ტეხავს
ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად დააკანონა
https://www.radiotavisupleba.ge/a/31041826.html18 წუთის წინ
ლიეტუვამ დააკანონა, ოფიციულურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად - Sakartvelas-ს გამოყენება.
„ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“,- უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.
გასული წლის 21 დეკემბერს კომისიის გადაწყვეტილებით, სახელწიფოთა სახელდების დოკუმენტიდან ამოიღეს სიტყვა Gruzija მის ნაცვალდ კი ჩაიწერა Sakartvelas.
„კომისიის მიერ2 წლის წინ მიიღებული გადაწყვეტილება, ითვალიწინებდა, ქვეყნისთვის მეორე არაოფიციალური სახელწოდების - საქართველოს შემოღებას. საჭირო გახდა გარდამავალი პერიოდი, რათა საზოგადოების მხრიდან ამ სახელის მიღების მზაობა შეგვეფასებინა. ნათელია, რომ ის ძალიან ადვილად დამკვიდრა საზოგადოებაში. მე 20 წელს ვპროგნოზირებდი და ის კი 2 წელში დამკვიდრდა. ეს ნამდვილად მოულოდნელობა იყო“,- უთხრა ანტანაიტისმა BNS-ს .
„ამდენად, გადავწყვიტეთ, დავასრულოთ პროცესი და საქართველო ხდება ოფიციალური და სრული სახელწოდება“,- მისივე განმარტებით გადაწყვეტილება საქმეს გაუდვილებს უწყებებს, რომელთაც აქამდე "Gruzija (Sakartvelas)"-ს წერა უწევდათ“.
ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა 2018 წლის 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრულ ჟესტი იყო. 2018 წლის 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება საქართველო გახდა. მანამდე ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.