ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
მარაბდა-კარწახის რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. $775 მილიონიანი სასესხო ხელშეკრულებით აშენდა, თუმცა ის სრული დატვირთვით ამ დრომდე ვერ ამოქმედდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა. თავდაპირველად, მშენებლობის დასრულების თარიღად 2010 წელი სახელდებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ გადაიდო და საბოლოო ვადად 2012 წელი, შემდეგ 2013, 2015, 2016, 2017, 2018 წლები სახელდებოდა. გადადების მიზეზები, რომელთაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ასახელებდნენ, სხვადასხვა იყო, დაწყებული შეფერხებებით დაფინანსებაში, პოლიტიკური ცვლილებებით და დამთავრებული პრობლემებით კონტრაქტორ კომპანიასთან თურქეთში, ასევე რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კლიმატური პირობებით. დღესაც ბაქო-ყარსის მაგისტრალის სრულფასოვანი ექსპლოატაციის დაწყება საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე არის დამოკიდებული
https://bm.ge/ka/article/rodis-amoqmeddeba-...-rkinigza/469662012 წელს ესენი რომ მოვიდნენ მაშინ თითქოს გაჩერებაზე წავიდა საუბარი.
ბბ -მ არ გვინდაო ეგ ხაზი .თუ რაღაც ასეთი ითქვა .
იცოდა მაგან რაც მოხდებოდა .
ეგაა ბიზნეს ალღო .