forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Ferenc Liszt, "Ich bin, also, ein Komponist, nie Dichter..."
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 02:44  #7157141      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"Leider, Ich bin, also, ein Komponist, nie Dichter..."
ლისტი, გოეთეს წაკითხვის შემდეგ.

ფერენც (ფრანც) ლისტი 1811-1886წწ. - მუსიკალური რომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე, კომპოზიტორი და პრაქტიკოსი-შემოქმედი, პიროვნება და მოაზროვნე (საუკეთესოზე საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გამოიყურება ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული და როგორ პიროვნებად ყოფნა ეკადრება და შეშვენის დიდ შემოქმედს - ეს იყო კაცი, ვინც თავს უფლება მისცა და ბრწყინვალედ შეასრულა და დაწერა ნარკვევი შოპენზე - ასეთ დიდ რისკზე მუსიკის სფეროშიც კი არ წასულა ეს კაცი!!), რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა XIX საუკუნის ევროპის სულიერ ცხოვრებაზე და თავისი შემოქმედებითა და პროფესიული თუ პიროვნული მოღვაწეობით მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა, განაპირობა და განჭვრიტა მუსიკის მომავალი განვითარების მაგისტრალური მიმართულება.
მე ხაზგასმით აღვნიშნე ლისტი, როგორც პიროვნება. მავანნი მის მუსიკაში უაზრო, ცარიელი პასაჟების, გარეგნული ბრწყინვალების, ბრავურასა და ტექნიკური ვირაჟების მეტს ვერაფერს ჰხედვენ (ალბათ იმიტომ, რომ შოპენისგან განსხვავებით, ლისტთან გონებისმიერი და აბსტრაქტული ბევრად მეტია, ვიდრე გრძნობისმიერი, მარტო სათაური რად ღირს - "დანტეს წაკითხვის შემდეგ"), ეს რომ ასე არაა, ყველას მოეხსენება, ვინც შინაგანს და დაფარულს გარეგანისგან ასხვავებს - საკმარისია მისი ნაწერის წაკითხვა და წვდომა, რომ ფარდა აეხადოს და დაინახოს ადამიანმა, მოჩვენებითი სიცარიელისა და ზედაპირულობის მიღმა, რა უძირო სიღრმეებში, უღრმეს შრეებში და გამჭვირვალე სიმაღლეებში მოგზაურობს მისი მუსიკის მჭვრეტელი (და არა ზედაპირულად მსმენელი) ადამიანი.

ლისტს საპატიო და გამორჩეული ადგილი უჭირავს მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის. მის უმდიდრეს მემკვიდრეობაში – რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ საფორტეპიანო თხზულებებისგან შედგება – გამოირჩევა მისი სონატა სი მინორი (სონატა იწერებოდა მთელი 1852 წლის განმავლობაში და დასრულდა მხოლოდ 1853 წლის დასაწყისში, უშუალოდ კომპოზიტორის მიერ “ფაუსტსიმფონიაზე” მუშაობის დაწყების წინ), რომელიც დაწერილია შუასაუკუნეების ლეგენდისა და ი. ვ. გოეთეს “ფაუსტის” შთაბეჭდილებით და მის სხვა საფორტეპიანო პიესებთან შედარებით მონუმენტური ქმნილებაა, ერთის მხრივ, თუნდაც მხოლოდ გარეგნული პირობებით: იგი შედგება 760 ტაქტისგან და მისი შესრულების დრო ნახევარ საათამდეა. ეს ციფრები კი ერთ ნაწილად ჩაფიქრებული და დაწერილი ნაწარმოებისათვის ნამდვილად მრავლისმთქმელია. მეორეს მხრივ, იგი ასეთივე შთამბეჭდავი და დიადია შინაგანის მხრიდან – თავისი იდეურ-შინაარსობრივი სიღრმითა და კომპოზიტორის მიერ მასში დასმული პრობლემატიკით, რომლის განხილვა ახლა ძააააააალიან შორს წაგვიყვანს... ყველაფრის გათვალისწინებით სონატის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თავისუფლად უტოლდება ლისტის გრანდიოზულ საორკესტრო ნაწარმოებებს – მის "ფაუსტის სიმფონიას" და სხვა უაღრესად აქტუალურ სიმფონიურ პოემებს.

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები და უსაყვარლესი შესრულება. ასრულებს ადამიანი, რომელსაც აგრეთვე ერთგვარ ფარდად თუ შირმად აქვს გარეგნული მხარე და სიმანდვილეში უღრმეს ჭეშმარიტებებს მიმართავს თავის თავში, მუსიკაში და ადამიანში. ეს კაცი არის ნიმუში ჩემთვის, როგორი უნდა იყოს პიანისტი, რომ საკუთარი არაფერი მიამატოს და მხოლოდ - გულდის ნათქვამისა არ იყოს - "ჩტობ სლუჟილ ლიჟ პოსრედნიკომ მეჟდუ კომპონისტომ ი აუდიტორიი"; ადამიანი, რომელმაც გარდაცვალებამდე 3 თუ 4 წლით ადრე აღიარა, რომ მხოლოდ ახლა მიხვდა, სინამდვილეში თუ როგორ უნდა დაეკრა და როგორ ემეცადინა.

ლისტი, სონატა სი მინორი - ასრულებს ვლადიმირ სოფრონიცკი.

http://allshares.ge/download.php?id=C10D034E1

This post has been edited by loza on 1 Nov 2007, 02:48
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 02:56  #7157208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza

ყოჩაღ ლოზა, კარგად გიმუშავია, მცირე უზუსტობებს თუ არ ჩავთვლით, სიმარტლე წერია მანდ, მაგრამ მე კენ რასელის მოყოლილი მირჩევნია.

არსებობს ასეთი ლეგენდა, ლისტი ჯდებოდა როიალთან და იწყებდა დაკვრას, ცოტა ხანში დარბაზი მთლიანად ბნელდებოდა და ლისტს რომელიმე მისი სტუდენტი ენაცვლებოდა, ისე რომ დარბაზი ვერ უნდა მიმხვდარიყო, მხოლოდ ინტერპრეტაციით და ვირტუოზობის მიხედვით შეეძლო მსმენელს გამოეცნო, ისევ ლისტი უკრავდა თუ არა, იგივე ლეგენდის მიხედვით, დარბაზი ვერ მიხვდა, რომ ლისტის მაგივრად, მისი ქართველი მოწაფე ალოიზ მიზანდარი უკრავდა.

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართის პონტში smile.gif


--------------------
mediocrities everywhere...
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 08:53  #7157597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FRANZ LISZT
A Faust Symphony


1. Faust
2. Gretchen
3. Mephistopheles - Apotheosis

Gösta Winbergh, Tenor

Men of the Westminster Choir
Joseph Flummerfelt, Director

The Philadelphia Orchestra
Riccardo Muti, Conductor

Recorded 1982

http://www.link.ge/file/186569/Faust-Muti.rar.html

მიმაგრებული სურათი
liszt.jpg
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 15:21  #7161054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza
QUOTE
ეს იყო კაცი, ვინც თავს უფლება მისცა და ბრწყინვალედ შეასრულა და დაწერა ნარკვევი შოპენზე


... რომელიც ასე იწყება: "შოპენი! ჰარმონიის ნაზი გენია!" biggrin.gif


--------------------
Chevаliers de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui oui oui, goûtons voir, non non non, goûtons voir si le vin est bon ! ;)
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 16:35  #7162219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza
QUOTE
ეს იყო კაცი, ვინც თავს უფლება მისცა და ბრწყინვალედ შეასრულა და დაწერა ნარკვევი შოპენზე


ეჰ, ლოზა, მაგი წიგნი ლისტის საყვარელმა მარი დ'აგუმ დაწერა და ლისტის სახელით გამოაქვეყნა, მაგას სერიოზულად ჯერ კიდევ მე 19 საუკუნეში არ აღიქვამდნენ.
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 16:42  #7162329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fitzcarraldo

QUOTE
მაგი წიგნი ლისტის საყვარელმა მარი დ'აგუმ დაწერა და ლისტის სახელით გამოაქვეყნა

დასტურ? biggrin.gif
ეგ აღარ ვიცოდი smile.gif
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2007, 16:47  #7162400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tiko-Tiko

რასელის "ლისტომანიაშია" ამაზე ნამიოკი
F_R_E_Y_A
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5582
წევრი No.: 21562
რეგისტრ.: 11-July 06

გამოგზავნილია: 2 Nov 2007, 10:53  #7171743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
როგორ მიყვარს smile.gif
შოპენის შემდეგ ყველაზე მეტად smile.gif


--------------------
А ведь я ищу не счастья, а всего лишь гармонии с пунктирами экстазов
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 2 Nov 2007, 17:54  #7176843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავის არ ჩამოგიქაჩავთ, ტო.
ტყუილად ავტვირთე???
weisenhaus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3963
წევრი No.: 45056
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 2 Nov 2007, 18:52  #7177610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
loza

ბიჭო ახლა ავტვირთე, მაგრამ გადმოწერაზე მაინც ნოლი წერია. უნგრული რაფსოდია თუ გაქვს დადე რა
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 3 Nov 2007, 02:10  #7183238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
loza
QUOTE
ლისტი, სონატა სი მინორი - ასრულებს ვლადიმირ სოფრონიცკი.

http://allshares.ge/download.php?id=C10D034E1


ერთი ეგ ვერ გავიგე, მთლიადან რათ არა ყრით ხოლმე ნაწარმოებს, მუსლიტერატურის გაკვეთილია, ასე ნაფლეთ-ნაფლეთ რო აპნევთ? ჰა? biggrin.gif

This post has been edited by gabarzgaleba on 3 Nov 2007, 04:59


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 3 Nov 2007, 11:09  #7184922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba

რაო ???????????
მთლიანად არაა ???
არ გადამრიო ახლა!!!!!!!
მარტო ფრაგმენტია??????????????
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 3 Nov 2007, 17:42  #7188704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
loza
QUOTE
რაო ???????????
მთლიანად არაა ???
არ გადამრიო ახლა!!!!!!!
მარტო ფრაგმენტია??????????????


კი, ნამდვილად ეგრეა, ყველაზე საინტერესო ფრაზაზე წყდება. გინდა ჰოროვიცის ვერსია დავაგდო? ძაან საინტერესო რამეა და განსხვავებული (უფრო მჭექარე და სხმარტალა gigi.gif ).

This post has been edited by gabarzgaleba on 3 Nov 2007, 17:48
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 3 Nov 2007, 20:25  #7190596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba
QUOTE
ჰოროვიცის ვერსია

QUOTE
მჭექარე და სხმარტალა


მინდა. თან ძაან.

ბოდიშს გიხდით ყველას.
გადავირიე, ტო, ახლა ვნახე და 65MBს მაგივრად 12 არ დევს??? იქ კი აწერია, 65 მეგააო, მაგრამ სამჯერ ჩამოვქაჩე და 12 MB...
ეს დედამწვალებელი, რა უბედურებაა.
ახლა ვტვირთავ თავიდან და დავდებ, რო იქნება.
* * *
ლისტი - სი მინორის სონატა.
http://allshares.ge/download.php?id=1F7AEE6C1

იმედია, მთლიანადაა.

This post has been edited by loza on 3 Nov 2007, 20:39
weisenhaus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3963
წევრი No.: 45056
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 3 Nov 2007, 21:15  #7191324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
loza

ესეც გადმოვიწერე , ზუსტად იგივეა , იმდენივე დროა . უბრალოდ პირველში ხალხის ტაში არ იყო. ესაა და ეს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0242 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]