Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > დაბალი წნევა


Posted by: ikebana 30 May 2005, 12:22
ხალხო რა მაინტერესებს იცით?
წნევები მაქვს ძალიან დაბალი, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით. მაგალითად 82-57-ზე და სისხლი რომ ჩავაბარო რა მომივა?
და საერთოთ, რა საშიშროებას წარმოადგენს ჰიპოტონია და როგორია მიზეზები და მკურნალობა?

პატივისცემით იკებანა smile.gif

Posted by: elizaveta 30 May 2005, 14:11
ჰო, ისე მეც დაბალ წნევას ვატარებ და. . . მეც მაინტერესებს

Posted by: Archer 30 May 2005, 14:33
ყავა ხალხნო gigi.gif

Posted by: cesdeba 30 May 2005, 14:42
თებერვლის ბოლოს მქონდა 80-20-ზე, 1 ადამიანს ექვსად ვხედავდი და ასანთის კოლოფი ასკილოიან გირად მეჩვენებოდა. ქაფურები მირჭეს. sad.gif

შიკოლადს და კოგნაკს მიეძალეთ smile.gif

Posted by: Jazzoline 30 May 2005, 19:46
ikebana
ქალების უმეტესობა დაბალ წნევას ატარებს, ასე რომ თუ ეგ სტაბილურად ეგრე გაქვს არაფერიც არ მოგივა. შენც იმდენ სისხლს ნუ ჩააბარებ ჰიპვოლემიური შოკი რო დაგემართოს, 200მლ. მაგრამ მე როგორც ვიცი 400ზე ნაკლებს არ იბარებენ.
cesdeba
მაგხელა პულსური წნევას იმხელა ხმა ექნებოდა რო მეზობლებს არ დააძინებდა, რარაც გეშლება, 20 ნამეტანი ცოტაა, ეტყობა ვერ გაზომე კარგად

Posted by: Gunslinger 30 May 2005, 22:38
ჰეჰე ეგ რა დაბალი წნევაა biggrin.gif ჰოდა, ჩააბარე სისხლის, რამდენსაც იბარებენ, პროსტა მერე ჩასკდი საკაიფოდ.

Posted by: SedoySedoy 30 May 2005, 22:56
ikebana
QUOTE
სისხლი რომ ჩავაბარო რა მომივა?


გაიპარები. სერიოზულად; არის ამის შესაძლებლობა.

cesdeba
QUOTE
თებერვლის ბოლოს მქონდა 80-20-ზე


ღმერთო იხსენი და მიიღე სული მონისა შენისა წესდებასი .....
........ აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე. ამინ! pop.gif

Posted by: W6W 31 May 2005, 00:52
ikebana
მე მაღალი წნევის სპეციალისტი ვარ(საკუთარ თავზე დავსპეცდი),სამწუხაროდ შენ ვერაფრით დაგეხმარები
sad.gif

Posted by: SedoySedoy 31 May 2005, 01:06
W6W
QUOTE
მე მაღალი წნევის სპეციალისტი ვარ(საკუთარ თავზე დავსპეცდი),


სისხლის ჩაბარება შველის მაგ საქმეს.

Posted by: ikebana 31 May 2005, 23:52
Archer
QUOTE
ყავა ხალხნო

ყავას ვერ ვსვავ sad.gif
Gunslinger
QUOTE
პროსტა მერე ჩასკდი საკაიფოდ

ბევრს არ და ვერ ვჭამ sad.gif
W6W
და შენ მაღალი წნევა რატომ გაქვს?

Posted by: W6W 1 Jun 2005, 02:37
QUOTE (ikebana @ 31 May 2005, 22:52 )

W6W
და შენ მაღალი წნევა რატომ გაქვს?

რავი,ვერ გაიგეს.ბავშვობიდან ნუ დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ქრონიკული ტაქიკარდია და ჰიპერტენზია მაქვს.სეზონურად რა,ამაზეც ბედნიერი ვარ.

Posted by: Doloress 11 Oct 2007, 23:44
ჩემს დას, რომელიც 15 წლისაა, დღეს მთელი დღე აქვს ძალიან დაბალი წნევა (110-30, 120-40).. დღის განმავლობაში 2-ჯერ აერია გული(მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უჭამია.. ფაქტიურად წყალი ამოიღო.. sad.gif )
ვერაფრით ვერ ვხვდებით,რისი ბრალი შეიძლება იყოს, ამასწინათაც ქონდა დაბალი წნევა და გაუარა.. ვიფიქრე, გადაუვლის-თქო, მაგრამ ისევ ისეა.. sad.gif
ვერ ვხვდები, რისი სიმფტომებია.. რის ექიმს ვაჩვენო...

იქნებ მირჩიოთ რამე? user.gif

Posted by: shanyva 12 Oct 2007, 08:54
QUOTE
მაგალითად 82-57-ზე

ვინ გიზომავს წნევას??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

* * *
ასეთი ციფრები პირველად მესმის.
ისე ახლოს გქონია..... smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: okulone 12 Oct 2007, 17:58
ikebana


QUOTE
ყავა ხალხნო 



უფრო ეფექტურია მაგარი ჩაი, და მაგაზე უფრო ეფექტურია წითელი ღვინო!!!





გამიგია კიდევ რომ ცხოველური ცხიმის მიღებაც (საკვების სახით რათქმაუნდა) ზემოთ წევს წნევას.









Posted by: pataputina 12 Oct 2007, 18:31
QUOTE
მაგალითად 82-57-ზე და სისხლი რომ ჩავაბარო რა მომივა


სანამ სისხლს ჩაიბარებენ წნევას გაგიზომავენ და თვითონ გეტყვიან შეიძლება თუ არა............: ) მე მაგაზე დაბალი წნევა მქონდა, რომ ჩავაბარე სისხლი, 450გ : )) მართალია სამი დღე აზრზე ვერ მოვდიოდი, მარა გადავრჩი : ))








პ.ს

ლოლ

როდინდელი თემა ყოფილა

: )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ikebana 12 Oct 2007, 19:39
shanyva
QUOTE
ვინ გიზომავს წნევას???

წნევის საზომი აპარატი (ელექტრო). ალბათ არ იცი და ისე არსებობს ეგეთიც ლოლ.

okulone
QUOTE
უფრო ეფექტურია მაგარი ჩაი, და მაგაზე უფრო ეფექტურია წითელი ღვინო!!!


უჰუ, მაგით ვმკურნალობ ხოლმე smile.gif


P.S. თემა ძველია და მის ავტორს ეს პრობლემა აღარ აწუხებს.

Posted by: *mirian* 12 Oct 2007, 21:03
დაბალი წნევა კიარა თავის ხშირი ტკივილი ღამ ღამობით სასმელს დავაბრალო წამალს თუ უძილობას? ოღონდ მართლა...

Posted by: Tornike Alashvili 13 Oct 2007, 00:39
QUOTE (Archer @ 30 May 2005, 14:33 )
ყავა ხალხნო gigi.gif

ყავა მტავარი მიზეზია დაბალი წნევისა

მეორე-შეუძლი მწვავე კრიზები სიგარეტმა გამოიწვიოს

თუ ეს მიზეზები გამორიცხულია -ჩიყვი ჰიპოთირეოზი -უნდა გამოიკვლევა

და ბოლოს ვეგეტონევროზი,ფაღარათი ვიტაინების და მიკროელემენტების უკმარისობა

შველის წითელი ღვინო ჰომეოპათია და
რა თქმა უნდა ბროწეულის უყნები lol.gif

QUOTE
dolores Posted on 11 Oct 2007, 23:44 
  ჩემს დას, რომელიც 15 წლისაა, დღეს მთელი დღე აქვს ძალიან დაბალი წნევა (110-30, 120-40).. დღის განმავლობაში 2-ჯერ აერია გული(მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უჭამია.. ფაქტიურად წყალი ამოიღო..  )
ვერაფრით ვერ ვხვდებით,რისი ბრალი შეიძლება იყოს, ამასწინათაც ქონდა დაბალი წნევა და გაუარა.. ვიფიქრე, გადაუვლის-თქო, მაგრამ ისევ ისეა..
ვერ ვხვდები, რისი სიმფტომებია.. რის ექიმს ვაჩვენო...

იქნებ მირჩიოთ რამე? 

სიგარეტი ხო არ გასინჯა დელიკატურათ კითხე,
მენსისის შემდეგ ხომ არ ემარტება? ჰემოგლობინი რამდენი აქვს?

Posted by: Archer 13 Oct 2007, 02:28
Tornike Alashvili
QUOTE
ყავა მტავარი მიზეზია დაბალი წნევისა

მეორე-შეუძლი მწვავე კრიზები სიგარეტმა გამოიწვიოს

მაგის დასაბუთება შეგიძლია? კოფეინი და ნიკოტინი ორივე სტიმულატორია

Posted by: vano_t 13 Oct 2007, 10:11
Archer
QUOTE
QUOTE
ყავა მტავარი მიზეზია დაბალი წნევისა

მეორე-შეუძლი მწვავე კრიზები სიგარეტმა გამოიწვიოს

მაგის დასაბუთება შეგიძლია? კოფეინი და ნიკოტინი ორივე სტიმულატორია

ზოგადად. თუმცა კონკრეტული ავადმყოფის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დაბალი წნევაც. უფრო მეტ ავადმყოფს წნევას მაღლა უწევს ორივე. საერთოდ ოფისში რომ მოდის ავადმყოფი მომატებული წნევით, სანამ ჰიპერტენზიის (ანუ მაღალი წნევის) დიაგნოზს დაუსვამდე მანამდე აუცილებელია რომ სიგარეტი არ ქონდეს მოწეული ბოლო ერთი საათის განმვალობაში და ყავა არ ქონდეს დალეული ბოლო ერთი საათის განმვალობაში, რადგანაც ორივეს შეუძლია წნევის მომატება და მომატებული წნევის მიზეზად ესენი უნდა გამოირიცხონ.

თუმცა ორივეს შეუძლია წნევის დაგდებაც და ძილიანობაც. მე მყავს ერთი ავადმყოფი, სანამ ყავას არ დალევს არ ეძინება.მე რომ დავლიო ყავა ძილის წინ, დიდი ხანი ვერ ვიძინებ.

Posted by: Doloress 13 Oct 2007, 15:43
Tornike Alashvili
QUOTE
სიგარეტი ხო არ გასინჯა დელიკატურათ კითხე,

no.gif თან 2 დღე და ასეთი დაბალი წნევა ნამეტანია სიგარეტისთვის..

QUOTE
მენსისის შემდეგ ხომ არ ემარტება?

არა, -მდე...

QUOTE
ჰემოგლობინი რამდენი აქვს?

არ ვიცი..

Posted by: Archer 13 Oct 2007, 17:42
vano_t
მაგის ახსნა შეიძლება დამოკიდებულებით. ის ვისაც ყავაზე ან სიგარეტზე დამოკიდებულება აქვს განვითარებული და მათი ეს დამოკიდებულება წლობით გრძელდება საჭიროებენ კოფეინს და ნიკოტინს რათა წნევა ნორმალიზდეს.

Posted by: ILG 14 Dec 2007, 00:43
ყავა რას შვება
ზრდის თუ ამცირებს წნევას?

ამ წუთას 1 ჩაიდანი ყავა დავლიე და აშკარად ვერ ვარ კარგად biggrin.gif
თან არ მიძინია წესიერად დიდი ხანია
და ვერ ვიგებ
მაღალი მაქვს თუ დაბალი
user.gif

Posted by: masha 14 Dec 2007, 00:50
საერთოდ დაბალი წნევა 90/60 არის რამეთი მავნებელი?

Posted by: ILG 14 Dec 2007, 00:59
masha
QUOTE
საერთოდ

QUOTE
90/60

არაა
QUOTE
დაბალი წნევა

და შესაბამისად
არც
QUOTE
რამეთი მავნებელი


Posted by: @bako@ 14 Dec 2007, 01:05
ILG
QUOTE
ყავა რას შვება ზრდის თუ ამცირებს წნევას?

კოფეინი დაბალ წნევას სწევს მაღლა.
თუ ყავას ხშირად სვავ და თან ბევრს, შეიძლება ამ შემთხევავში გამოიწვიოს წნევის მომატება.
QUOTE
ამ წუთას 1 ჩაიდანი ყავა დავლიე და აშკარად ვერ ვარ კარგად

არცაა გასაკვირი, დიდი რაოდენობით კოფეინი რათქმაუნდა მოქმედებს,
QUOTE
და ვერ ვიგებ მაღალი მაქვს თუ დაბალი

მაგის გასაგებად ერთი გზა არსებობს: წნევა გაისინჯე. wink.gif

masha
QUOTE
საერთოდ დაბალი წნევა 90/60 არის რამეთი მავნებელი?

თუ საერთოდ ესე გქონდა ყოველთვის, მავნებელი არ არის.

Posted by: ILG 14 Dec 2007, 01:17
@bako@
QUOTE
მაგის გასაგებად ერთი გზა არსებობს: წნევა გაისინჯე

აპარატი არ მაქვს
rolleyes.gif
თორემ აქამდე გავისინჯავდი

საერთოდ მაინტერესებს
ორივე შემთხვევაში, დაბალი და მაღალი წნევისას, პირველი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა
როდის უნდა ჩააწყოს ფეხები ცხელ წყალში, როდის უნდა დალიო ყავა, როდის უნდა დალიო ბევრი სითხე და ასე შემდეგ...

Posted by: @bako@ 14 Dec 2007, 01:21
ILG
QUOTE
საერთოდ მაინტერესებს ორივე შემთხვევაში, დაბალი და მაღალი წნევისას, პირველი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა როდის უნდა ჩააწყოს ფეხები ცხელ წყალში, როდის უნდა დალიო ყავა, როდის უნდა დალიო ბევრი სითხე და ასე შემდეგ... 

დაბალი წნევის დროს სვავენ ყავას (კოფეინი მაღლა სწევს წნევას)
მაღალი წნევის დროს არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება, პირიქით ზოგჯერ შარდმდენი საშუალებაა საჭირო.
რაც შეეხება ცხელ წყალში ფეხების ჩაწყობას, მიმართავენ მაღალი წნევის დროს, მაგრამ ცოტახანი უნდა გქონდეთ ფეხები ცხელ წყალში. ანუ რომ გაფართოვდეს სისხლძარღვები და სისხლი წამოვიდეს ქვევით. დიდიხანი არ შეიძლება.

Posted by: ILG 14 Dec 2007, 01:27
@bako@
მადლობა : ) ) ) )

Posted by: @bako@ 14 Dec 2007, 01:29
ILG
QUOTE
მადლობა : ) ) ) )

you are welcome smile.gif

Posted by: EXHALATING 14 Dec 2007, 15:25
მე მაქვს დაბალი წნევა,თვალებში მიბნელდება და თავბრუ მეხვევა სულ... 1 პერიოდი დედაჩემი მასმევდა რაღაც ნაზავს, შავი ღვინო + თაფლი და დაბალ ცეცხლზე ადუღებდა. მიშველა სხვათაშორის,მაგრამ მერე გემო აღარ მომეწონა და მეზარება თან მაგის სმა ყოველდღე...

Posted by: <<დოლორეს>> 18 Dec 2007, 19:33
დღეს დედაჩემს წნევა 200 ჰქონდა...
ვიცი რომ ეს დაბალი წნევის შესახებაა ტოპიკი,მაგრამ იქნებ მირჩიოთ რა არის კარგი ბუნებრივი საშუალებებიდან ამ დროს.
რა თქმა უნდა ქიმმა დანიშნულება გამოუწერა,მაგრამ მინდა დამატებით დავეხმარო...
მასწავლეთ.... sad.gif

Posted by: okulone 21 Dec 2007, 20:50
<<დოლორეს>>


QUOTE
დღეს დედაჩემს წნევა 200 ჰქონდა...




QUOTE
რა არის კარგი ბუნებრივი საშუალებებიდან ამ დროს.





ფეხები ცხელ წყალში ჩააყოფინე და თავზე (კეფასთან) ცივი ტილო დაადე.................................






Posted by: NITSA_144 23 Apr 2008, 18:15
დაბალი წნევა მაქაქვს სულ და ყავა კი არ მიყბარს მაგარამ მაგის გარეშე გარეთ ვერ გავდივარ დილაობით, ხოდა მირჩიეს ბB ვიტამინების კომპლექსი და ვსვი 2-2 ცალი დღეში სამჯერ, 2 კვირა და სანამ ვსვამდი კი ვიყავვი ტითქოს კარგად და მერე რომ დავამთავრე ისევ ისე ვარ, და რამე არ არის ისეთი რომ მიშველოს? აღარ მინდა წარამარა ყავა!
ღვინოს და არაყს და ეგეთებს ვერ დავლევ, არც ვეწევი და არაფერი მაგრამ მაინც დაბალი მაქვს წნევა და რამე არ მეშველება?

Posted by: chupa82 24 Apr 2008, 17:32
ჩემი ნორმალური წნევა 110 70 -ზეა, ახლა მაქვს 100 60-ზე და საშინელი შეგრძნება მაქვს, ყავა კი დავლიე, მაგრამ არ მიშველა. თან ბევრ სითხესაც ვერ ვსვავ. მირჩიეთ რამე რა

Posted by: ნაიადა 25 Apr 2008, 13:49
დაბალი წნევა?

სადილზე თითო ჭიქა ხარისხიანი შავი ღვინო,-ხალხური წამალია. smile.gif

Posted by: Moreira 25 Apr 2008, 20:38
შემიწირავს მე დაბალი
წნევა
ყავა მზიზღს, შოკოლადიც დიდად არ მიყვარს
მაინც ვსვამ და ვჭამ, მაგრამ ნურას უკაცრავად
საშინელებაა
თავს ვერ ვწევ ხოლმე

Posted by: iase 21 Sep 2008, 18:23
21 წლის ვარ
და წნევა მაქვს 70 - 90 ზე
რისი ბრალია? user.gif

Posted by: მამაო ენუქი 21 Sep 2008, 18:24
ცოტას სვამ . yes.gif

Posted by: eku 21 Sep 2008, 18:34
iase
ეგ თუ დაბალია, მაშინ მეც დაბალი წნევა მაქ და რისი ბრალია biggrin.gif ...




Posted by: adk_89 21 Sep 2008, 18:48
iase
QUOTE
და წნევა მაქვს 70 - 90 ზე
რისი ბრალია?

ეგ რა არის მე 60-80ზე მაქვს... yes.gif

Posted by: allegro 21 Sep 2008, 23:23
ამის მიზეზი ბევრია და ამიტომ დასადგენად ექიმს მიმართედ. ყავა, სითხეები,შავი ღვინო, თაფლი, ჩაი- ეს მცირე ნუსხაა იმ საშუალებებისა რამაც შეიძლება წნევა აწიოს. მეც 16 წელია ქრონიკული გიპოტონიკი ვარ და ძალიან რო დამივარდება წნევა კოფეინის ტაბლეტებს ვიღებ ხოლმე.

Posted by: Natuka NGN 22 Sep 2008, 18:39
ikebana
იკე, ჩემს დაქალს ჰქონდა მსგავსი პრობლემა წლები. შემდგე გერმანიაში გათხოვდა. ჰოდა, იქაც არ შეეშვა ეს დაბალი წნევები და რკინის დეფიციტი აღმოაჩნდა. ანემია არ ქონდა. ზუსტად დიაგნოზი ვერ მითხრა, მაგრამ რკინის დეფიციტი გაქვსო. რაღაც საკვების დანამატებით უმკურნჰალეს და მას შემდეგ დაბა წნევას არ შეუწუხებია. არადა ადრე, რას არ ასმევდნენ smile.gif ფეხზე ვერა დგებოდა ხოლმე ისე იყო...

Posted by: Postindustrial Girl 22 Sep 2008, 18:49
QUOTE
წითელი ღვინო!!!


ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოვებს , რაც სისხლის წნევის დაცემას იწვევს, არ არის ასე?

მეც დაბალ წნევიანი ვარ, დედაჩემს ცოტა ხნის წინ 40-20ზე მქონდა ...

საშინელებააა

მაგრამ სისხლის ჩასაბარებლად რომ მივედი გამიზომეს და ნერვიულობის გამო 120-90ზე მქონდა

ასეთი წნევა არასდროს მქონია .

ხოდა 450 ჩავარაბე და ვერაფერი ვიგრძენი, საერთოდ არ შევუწუხებივარ, იმის მერე აღარც გამიზომავს წნევა

Posted by: paata_3dartist 22 Sep 2008, 20:08
<<დოლორეს>>

ეხლა ეს თემა ვნახე შემთხვევით და მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი , მაგრამ ექიმს მაინც დაეკითხე.......... მე ვარ მაღალ წნევიანი . ჩემთვის ზედა წნევა რომ 200
მაქვს ზოგჯერ ვერ ვგრძნობ (უმეტეს შემთცვევაში)..........
პირველ რიგში უნდა იცოდეთ ძირითადი მიზეზი , თუ თირკმელებია როგორც ჩემს შემთხვევაში მაშინ დიეტა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა არის კარგი , მაგრამ მაინც ექიმის გარეშე არანაირი დატვირთვა არ გააკეთოს .............
ქვემოთა წნევა რამდენი აქვს გულისას რომ ეძახიან ?
თუ 120 ზე მაღალია დიდი შანსია რომ თირკმლებისგან იყოს , მაგრამ მაინც ექიმის გარეშე ნურანაირ დასკვნას ნუ გააკეთებთ.........
ნეტა ამ ხალის ადგილზე ვიყო რა ვისაც დაბალი აქვს წნევა.........
მაგრამ ალბათ არც ეგ არის კარგი .........
120 -80 ზე მაქვს ათასში ერთხელ .......
160-120 -ზე კარგი წნევაა ჩემთვის და 180-140 -ც კი დიდი არაფერი , გარეთაც გავდივარ მაგ წნევით. ვიცი რომ ესე ხუმრობა წნევასთან არ შეიძლება , მაგრამ აბა რა ვქნა ...........
ისე რომ დედა გაამხნევე მაგრამ მაღალ წნევაზე მაინცდამაინც გარეთ ნუ გავა .
ასაკსაც მნიშვნელობა აქვს........
აი კიდევ რა გამახსენდა . ტელევიზორი და კომპიუტერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე , ასევე თვალის დაძაბვა ,დიდხანს კითხვა , მაშინაც მაღლა მიწევს წნევა .....
ვიცი ხალხი რომელთაც თირკმელები არ აწუხებთ და მაღალი წნევა აქვთ ......
მაგალითად მარილისგან , მარილიან საკვებს უნდა ერიდონ ამ შემთხვევაში ...........
მე მაგალითად ღვინოზე მარლა მიწევს წნევა და არაყზე დაბლა .........
რა ვიცი ლექცია გამომივიდა , თუ რამით დაგეხმარე მოხარული ვიქნები........
დაბალწნევიანებს არ ეწყინოთ ამდენი რომ დავწერე .................

მაგათ შემიძლია ვუთხრა რომ წითელი ღვინოა კარგი და მარილიანი საკვები წნევის ასაწევად , მაგრამ ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება ბევრი მარილის მიღება
შეიძლება ღვიძლი აწუხებდეს და მარილიანი არ შეიძლება ბევრი............
მოკლედ რა ვიც ხალხო აბა შემოვივლი ალბათ კიდევ ამ თემაში..........



* * *
Postindustrial Girl

ხო მაგრამ არაყი და კონიაკი აფართოვებს სისხლძარღვებს , დაბლა სწევს წნევას ისიც დროებით
წითელი ღვინო მაღლა სწევს
მე წითელი ღვინისგან ლამის მოვკვდი 2 წლის წინ, ისედაც მაღალ წნევიანი ვარ და სულ მაღლა ამივარდა 260 -იც კი მქონია ხშირად , შეიძლება არც დაიჯეროს არავინ
მაგრამ ნაღდად ეგრე იყო .............

მაგრამ მე გონებას არ ვკარგავ (ვუძლებ ჯერჯერობით) , უბრალოდ ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს და მადა არ მაქვს მაგ დროს.
.................. შოკოლადი და სიტკბოც მაღლა სწევს
მარილიც ,როგორც მე ვიცი ........................

Posted by: mtvareuli 22 Sep 2008, 21:28
ხალხო, ალკოჰოლს ნუ ეხუმრებით... ექიმთან მიდით, ნორმალურად იმკურნალეთ

Posted by: ikebana 22 Sep 2008, 21:31
Natuka NGN
ახლა გამომისწორდა მდგომარეობა. ისვიათად მაწუხებს ხოლმე, რა შედარებაა.
ფიზ. დატვირთვა და წითელი ღვინო მშველის smile.gif

Posted by: Natuka NGN 23 Sep 2008, 02:05
ikebana
ისე, ჭითელი ღვინო უნდა აადუღო, რომ ალკოჰოლი გავიდეს და ისაა სამკურნალო, თორემ თავად ღვინოო? რა ვიცი, რა ვიცი biggrin.gif

Posted by: paata_3dartist 23 Sep 2008, 10:26
QUOTE
ხალხო, ალკოჰოლს ნუ ეხუმრებით... ექიმთან მიდით, ნორმალურად იმკურნალეთ


მართალია მეც დავწერე ეგ ...... არაყი მაღალ წნევაზე მშველის მაგრამ მომენტლურად,მდგომარეობიდან რომ გამოვიდე თუ სხვა არაფერმა მიშველა......... მაგრამ გულისთვის ძალიან ცუდია გარდა მაგისა ექიმის დანიშნულ წამლებს ვიღებ , მაგრამ წამლები ძვირია......... სანამ ცოტა იოგათი ვარჯიში არ დავიწყე მანამ მარტო წამლებმა არც მიშველა . მაგრამ ექიმის გარეშე და დიდი დატვირთვა არავინ არ ცადოს მიუხედავად
იმისა მაღალია აქვს წნევა თუ დაბალი ........ მაღალზე უფრო საშიშია , მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა არაფერი არ მშველოდა და ზომიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ ცოტა მიშველა.........

დაბალ წნევაზეც იგივეს ვიტყვი , ჯერ მიზეზები უნდა დაადგინოთ , შეიძლება ღვიძლისგან იყოს დაბალი წნევა (ან სხვა მიზეზი იყოს) და მაშინ ექიმის გარეშე არ შეიძლება არც დატვირთვა და არც მარილით და ღვინით მკურნალობა .......
მიზეზის დადგენაა მთავარი , მაგრამ ალბათ არის ხალხი რომელთაც დაბალი წნევა აქვს ბავშვობიდან ....

Posted by: ikebana 23 Sep 2008, 12:49
Natuka NGN
QUOTE
ისე, ჭითელი ღვინო უნდა აადუღო, რომ ალკოჰოლი გავიდეს და ისაა სამკურნალო, თორემ თავად ღვინოო? რა ვიცი, რა ვიცი biggrin.gif

ხო, გლინტვეინი smile.gif

გოგო იმდენს კი არ ვსვამ რომ დავთვრე და გავლოთდე biggrin.gif
ერთი ჭიქა რა.

Posted by: <<დოლორეს>> 24 Sep 2008, 15:39
paata_3dartist
გაიხარე,ამომწურვად თქვი ყველაფერი smile.gif

Posted by: paata_3dartist 25 Sep 2008, 09:22
<<დოლორეს>>
არაფრის smile.gif
მაგრამ კიდევ მაინც გაფრთხილების მიზნით დავწერ:
გაითვალისწინე როგორც ადრე ვთქვი ექიმის რჩევის გარეშე მაინც ნუ
იმოქმედებთ .......... მე შედარებით ახალგაზრდა ვარ თან გარდა მაგისა ორგანიზმი უძლებს და ეგ მეთოდები ამართლებს რაც მე დავწერე და ზოგადად შეიძლება ყველა ადამიანზე არ გაამართლოს.


Posted by: tikusha 26 Sep 2008, 11:06
orsulobashi riti vebrdzolo dabal cnevas??

Posted by: F_R_E_Y_A 29 Sep 2008, 18:43
ამასწინათ წავიკითხე რომ ჰიპოტონია ძალიან ხშირად გადადის ჰიპერტონიაში წლების მატებასთან ერთად
თქვენი აზრით ამის რისკს ყავა და დიდი რაოდენობით სითხე ქმნის, ჰიპოტონიის 'სამკურნალოდ' რომ ვსვამთ ხშირად თუ სხვა რამეშია საქმე? ყოფილი ჰიპოტონიკების და ახლანდელი ჰიპერტონიკების აზრი მაინტერესებს

Posted by: nato_nato 7 Dec 2008, 19:41
დაბალი წნევისთვის კარგია ნალექიანი ყავა,შავი ღვინო.

Posted by: SoulTaker 8 Dec 2008, 11:18
tikusha
QUOTE
orsulobashi riti vebrdzolo dabal cnevas??

+1
მესამე თვეში ვარ და 100-50 მაქ sad.gif
არადა 110-70 ზე ნაკლები არასოდეს მქონია
ამას ემატება საშინელი თავის ტკივილი როცა ასე დაბალი მაქვს წნევა და შეიძლება ამის ბრალი იყოს?

Posted by: ema123 29 Mar 2009, 18:52
გამარჯობათ. ცოტა ხნის წინ მქონდა წნევა 60/ 40 ზე და თავი მისკდებოდა. ეხლა ცოტა უკეთ ვარ მაგრამ მაინც ცუდად ვარ, ამიტომ წაკითხვას თავი არ მაქვს.
იქნებ დამეხმაროთ . დილას რომ გავიღვიძე უკვე ცუდად ვიყავი.
საერთოდ დაბალი წნევები მაქვს 100/60 ზე,
მაგრამ დგეს რაღაც ნამეტანია.
შოკოლადებიც ვჩამე და ყავაც დავლიე +
მაგრამ მაინც თავი მთკივა და ცუდად ვარ. რას მირჩევთ?
* * *
აუ მიპასუხეთ რაა რამე,
არ მგონია აქ არვინ არაფერი იცოდეთ ამ საკითხზე
თუ ეს ფორუმი არჩევით არის ვის უპასუხებთ და ვის არა?

Posted by: ema123 29 Mar 2009, 22:17
დავწერე კითხვა დაბალი წნევა რომ არის თემა იქ და ყურადღება არავინ მომაქცია.
უკაცრავად მაგრამ ეს ფორუმი ჩემნაირი უბრალო წევრებისთვის არ არის?
თუ თემის დაბლოკვაა თქვენი მოვალეობა პასუხის გაცემა არ არის თქვენი მოვალეობა?

Posted by: zviadcardio 29 Mar 2009, 23:45
ema123
წნევასთან დაკავშირებით შეკითხვა შეგიძლიათ დასვათ აქ:
http://forum.ge/?f=43&showtopic=33667097&st=1065
არ ვიცი რას კითხულობთ. დაწერეთ და გიპასუხებთ.

Posted by: ema123 29 Mar 2009, 23:50
http://forum.ge/?f=43&showtopic=33600283&st=45

მადლობა რომ გამომეხმაურე.
სანამ თემას დახურავენ და
იქაც თუ უნდა ვიხვეწო პასუხი, ექიმი თუ ხარ იქნებ მირჩიო რამე !

Posted by: zviadcardio 30 Mar 2009, 00:31
ახალგაზრდა ქალებში დაბალი წნევა საკმაოდ ხშირია.
საერთოდ ჰიპოტენზიის (დაბალი წნევა) განსაზღვრება რაღაც კონკრეტული რიცხვიდან არ ხდება. ჰიპოტენზიად ითვლება ის წნევა რომელზეც დისკომფორტი გივითარდებათ. ანუ თქვენ შეიძლება გქონდეთ წნევა 90/60 და თავს კარგად გრძნობდეთ.
ამ შემთხვევაში არანაირი ღონისძიების გატარება არ გჭირდებათ.

როცა წნევა ასეთი დაბალი გაქვთ და თავი გტკივათ, პირველ რიგში უნდა წამოწვეთ და ფეხები მაღალზე (ბალიშები) შემოაწყოთ.
მიიღოთ სითხე (მინერალური წყალი) და სუფრის მარილის შემცველი (ზომიერად მლაშე) პროდუქტები.
თუ ამ შემთხვევაშიც 40-50 წთ-ში არ აიწევს წნევა, შემდეგი ღონისძიება სისტემის დადგმა და სითხის გადასხმაა.
თუ წნევა აიწევს (იმ ნიშნულამდე რომელიც თქვენთვის მეტ-ნაკლებად ნორმალურია) მაგრამ თავის ტკივილი გრჩებათ, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ წნევის დაქვეითებას შეიძლება სერიოზული მიზეზიც ჰქონდეს (მაგ. ფარული სისხლდენა).
ასევე წნევის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს ოფლიანობა, ფაღარათი, ხშირი ღებინება, ინფექცია, გარკვეული ტიპის დიეტა, სითხის მიღების შეზღუდვა და ა.შ.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, საურველია თუ ექიმს გაესაუბრებით. იმიტომ რომ, ექიმის დისტანციური რჩევა ერთია და უშუალო კონტაქტი მეორე.
ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: ema123 30 Mar 2009, 00:45
zviadcardio
დიდი მადლობა რჩევისთვის და ბოდიშს გიხდით უხეში ტონისთვის.
საქმე ისაა რომ დაბალი წნევები კი მაწუხებს,მაგრამ ასე არ მქონია. გავიღვიძე თუ არა საშინელი თავის ტკივილი მქონდა და ეს მთელი დღე გაგრძელდა. ეხლა ცოტა ხნის წინ გამიარა მხოლოდ.
კოფეინი ცალკე დავლიე, თან დღეს კვიარა იყო და ექიმთან ვერ წავიდოდი.
თან მარტო ვიყავი და მოკლედ რომ გამიარა ესეიგი ყველაფრი რიგზეა.

თან ექიმთან მისვლაც ხომ გესმით დღევანდელ პირობებში. სანამ რამე ძალიან არ გაგვიჭირდება ვერ მივდივართ.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და თქვენც გისურვებთ ჯანმთელობას !



Posted by: zviadcardio 30 Mar 2009, 00:50
ema123
არაფერს.
თუ წნევასთან (ან კარდიოლოგიასთან) დაკავშირებით გექნებათ შეკითხვა ამ თემაში "შეკითხვა კარდიოლოგს" დაპოსტეთ და უფრო ოპერატიულად გიპასუხებთ (ჩემი კოლეგები, ან მე). იქ უფრო ხშირად შევდივარ და სხვა თემებს ხშირად ვერ ვამჩნევ.
აბა თქვენ იცით...

Posted by: ajani 31 Mar 2009, 12:52
მეც მაწუხებდა დაბალი წნევები,(მქონდა 60-40)ვიყავი და ვარ ჰიპოტონიკი,ჯერ მირჩიეს კოფეინი, ყავა,ტკბილი ჩაი და ა.შ....
დედაჩემმა მიშველა მერე,შავი ნატურალური ღვინო ადუღა 15 წუთის განმავლობაში და დაუმატა შაქარი,დავიწყე ყოველდღე ყავის ჭიქით მიღება და მის მერე ვარ მშვენივრადsmile.gif
სცადეთ მგონი თქვენც გიშველით,თუ რამე პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თავი დაიზღვიეთ და ჰკითხეთ მაინც ექიმს.
ყავას ნამდვილად ღვინო ჯობია smile.gif

Posted by: პერწკლი 13 May 2009, 20:22
mo.gif დღეს მაქვს ძალიან დაბალი წნევა ჩემთვის 90/40 მერე აიწია ცოტა 90/50
ისე 110/70 მაქვს ხოლმე

თავი მისკდება, ხელ-ფეხი მიკანკალებს და მეშინია biggrin.gif

სასწრაფოს ხო არ გამოვუძახებ სირცხვილია ასეთი წვრილმანის გამო

კოფეინი მივიღე ფეხები სკამზე შემოვალაგე და რა ვქნა მეტი weep.gif
ყავას ვიდუღებ და შოკოლადსაც შევჭამ mo.gif

პ.ს. პეემესის გამო ხო არაა ნეტა? spy.gif
* * *
biggrin.gif სანამ პატრონი გამომიჩნდებოდა გამიარა
პ.ს. 80/40 ყოფილა არასწორად მახსოვდა : (

Posted by: კი არა და 9 Jun 2009, 14:14
ჰხუხ

სულ დაბალი წნევა შეიძლება

70-50 ზე მაქვს
მუდმივად
90-70 ზე როცა მაქვს
თავი მისკდება უკვე........


ჰხო ეს 70-50 ზეც 5 ჭიქა ყავის დალევის შემდეგ...............

user.gif


რისი ბრალი შეიძენა იყოს?

კი არა და

თან სიცხეში ხომ საერთოდ, ფეხზე ძლივს ვდავარ.....

Posted by: DATOKALA 1 Oct 2009, 13:31
გუშინ ვერ დავიძინე ღამე ,თაბრუ მეხვეოდა ,გაბუჟებული მქონდა ყველაფერი ,თAვს რო ვდებდი ცოტახნის მერე მეგონა რო ვითიშებოდი და გულის რევის შეგრძნებაც მქონდა ცოტა ,თითქოს კრიჭა მეკვრებოდა . ეგ დაბალი წნევის ბრალია ? სიგარეტმა შეიძლება გამოიწვიოს ეგეთი რამე ?

Posted by: RAULA 1 Oct 2009, 14:17
DATOKALA

უნდა გაიზომო წნევა როცა მასე მოგივა აბა ასე ძნელია საუბარი smile.gif ნევროზსაც ბევრი მსგავსი სიმპტომი აქვს , სიგარეტს ბევრი ცუდი რამის გამოწვევა შეუძლია კი smile.gif

Posted by: ketina 1 Oct 2009, 21:18
მეც მაქვს დაბალი წნევა, 90/60 ჩემთვის ნორმალურია, მაგრამ 40-ზეც ჩამოდის. თავი არ მტკივა, მაგარმ მაშინვე ყურები მიგუბდება. ეს სიმპტომი აქ არავის უხსენებია, გამოდის მე კიდევ სხვა რაგაც მჭირს? ყავა, მარილი არ მიყვარს და წავალ წითელ ღვინოს მოვიმარაგებ biggrin.gif

Posted by: teakooo 1 Oct 2009, 21:31
ketina
QUOTE
მაშინვე ყურები მიგუბდება.


დაბალმა წნევამ იცის.. მეც ხშირად მივარდება წნევა.. 90/60 რომ მაქვს უკვე ცუდად ვარ .. 100/70 თავს კარგად ვგრძნობ smile.gif



Posted by: Barklai 8 Oct 2009, 16:40

80 /55 მქონდა დღეს. ახლაც ვერ ვარ კარგად. ყავა ცუდად მოქმედებს ჩემზე. შავი ღვინო არ მაქვს. sad.gif რა ვქნა? კონიაკი მაქვს დავლიო? მიშველის?



Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 16:29
Barklai
QUOTE
კონიაკი მაქვს დავლიო? მიშველის?


alk.gif yes.gif bis.gif

კონიაკი>>> love.gif


QUOTE
80 /55 მქონდა დღეს. ახლაც ვერ ვარ კარგად. ყავა ცუდად მოქმედებს ჩემზე


sad.gif

კარგად უნდა იყო , ჩვენი თემის საპატიო წევრი ხარ ,თორემ დარჩება კითხვები სწორი პასუხების გარეშე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: kvarkvare 9 Oct 2009, 21:08
დაბალი წნევის დროს საუკეთესოა ადაპტოგენები..............მაგალითად ჯენშენი, როდიოლა, ელეუტეროკოკი............... მე ელეუტეროკოკს გირჩევთ ყველაზე უსაფრთხოა..................

Posted by: Barklai 9 Oct 2009, 21:42
kvarkvare
QUOTE
დაბალი წნევის დროს საუკეთესოა ადაპტოგენები..............მაგალითად ჯენშენი, როდიოლა, ელეუტეროკოკი............... მე ელეუტეროკოკს გირჩევთ ყველაზე უსაფრთხოა


ჟენშენი კარგია, მაგრამ ბევრი ისეთი რამ ეწერა ინსტრუქციაში მოვერიდე დალევას. მაშინ უმადობა მჭირდა.

GeorgeSword
QUOTE
კონიაკი>>> 


ახლოს იყო დაგალევინებდი. 70 წლიანი დაძველებით გვაქვს ერთი ბოთლი კონიაკი. smile.gif

მე წითელი ღვინო მირჩევნია. ახლა ვწრუპავ, რა გემრიელია იცი? ცოტა ცივია

QUOTE
კარგად უნდა იყო , ჩვენი თემის საპატიო წევრი ხარ ,თორემ დარჩება კითხვები სწორი პასუხების გარეშე

არ დარჩება user.gif

Posted by: teakooo 9 Oct 2009, 21:55
QUOTE
კონიაკი მაქვს დავლიო? მიშველის?

წნევას მაღლა სწევს ? idea.gif


Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 22:03
Barklai

QUOTE
70 წლიანი დაძველებით გვაქვს ერთი ბოთლი კონიაკი

cry.gif



QUOTE
მე წითელი ღვინო მირჩევნია. ახლა ვწრუპავ, რა გემრიელია იცი? ცოტა ცივია

კი ნამდვილად არც წითელი ღვინოა ცუდი მაგრამ კონიაკი მაინც კონიაკია რა biggrin.gif :ლოთი არ ვარ :

ვისკი ,კონიაკი და მოკლედ რომ ვთქვად მაგარი სასმელები მიყვარს


QUOTE
არ დარჩება


სფეროს გააჩნია wink.gif

Posted by: Barklai 9 Oct 2009, 22:15
GeorgeSword
QUOTE
:ლოთი არ ვარ :


გენაცვალე, კიდევ კარგი, ვერ ვიტან ლოთებს smile.gif))



teakooo
QUOTE
წნევას მაღლა სწევს ?


ასე მითხრეს ყავასთან ერთად კარგიაო. smile.gif)

Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 22:27
Barklai
QUOTE
გენაცვალე, კიდევ კარგი, ვერ ვიტან ლოთებს


იცი როგორაა ძალიან იშვიათად ვსვამ ხოლმე(3 თვეში ერთხელ ალბათ) ,მაგრამ თუ ვსვამ ისიც ჩემთვის საყვარელ და კარგ ადამიანებთან ერთად,აი მაშინ შემიძლია უზომოდ ბევრი ვსვა და არ დავთვრე , ეტყობა ფსიქოლოგიური მომენტია რაღაც, საკმარისია ცოტა ისე რა გარემოში მოვხვდე რომ მცირე რაოდენობამ დამათროს.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვივარაუდო რომ შენნაირ ადამიანთან ერთად უზომოდ ბევრს დავლევდი მაგრამ ვერ დავთვრებოდი biggrin.gif wink.gif



Posted by: Barklai 9 Oct 2009, 22:36
GeorgeSword

ჩემთან ერთად სმა ჯერ არავის გამოსვლია. ზედიზედ რამდენიმე ბოკალი შამპანური თუ მაქვს დალეული ისიც ახალწელს smile.gif)

ისე თუ ოდესმე გნახავთ ჩვენი თემის ხალხს. აუცილებლად დავლევ ერთ ჭიქას შენთან ერთად . ძმა ხარ ბოლო-ბოლო 2kiss.gif


ეს დაბალი წნევა რა საშინელება ყოფილა. თავი მისკდება ორი დღეა sad.gif

Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 22:46
Barklai
QUOTE
ისე თუ ოდესმე გნახავთ ჩვენი თემის ხალხს. აუცილებლად დავლევ ერთ ჭიქას შენთან ერთად . ძმა ხარ ბოლო-ბოლო


ოკ , პირობა პირობაა ,ოღონდ ჭიქის მოცულობას და სასმელს მე ავირჩევ gigi.gif


QUOTE
ეს დაბალი წნევა რა საშინელება ყოფილა

წითელი ღვინო მართლა კარგია ამ შემთხვევაში

Posted by: Barklai 9 Oct 2009, 22:53
GeorgeSword
QUOTE
ოკ , პირობა პირობაა ,ოღონდ ჭიქის მოცულობას და სასმელს მე ავირჩევ


კაი ერთი, ნუ გადამაფიქრებინებ smile.gif))


QUOTE
წითელი ღვინო მართლა კარგია ამ შემთხვევაში


აი ახლა დავლიე ბოლომდე და იმიტომ ვჭიკჭიკებ ამდენს smile.gif))
ვიღაცამ თქვა უნდა აადუღოო, მაგრამ სახლში არ ამადუღებინეს. ისე დალიეო.

ახლა მომიტანეს ერთი ღრმა თეფში ბროწეული, უნდა შევჭამო, მჟავეა sad.gif

Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 23:02
Barklai
QUOTE
კაი ერთი, ნუ გადამაფიქრებინებ

გეხუმრე ,ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამიძალებია, მითუმეტეს ძალით სმა user.gif



QUOTE
აი ახლა დავლიე ბოლომდე და იმიტომ ვჭიკჭიკებ ამდენს

alk.gif მეორეც გამოცალე ჩვენი ძმობის alk.gif

QUOTE
ვიღაცამ თქვა უნდა აადუღოო

ეგ პირველად გავიგე eek.gif

QUOTE
ახლა მომიტანეს ერთი ღრმა თეფში ბროწეული, უნდა შევჭამო, მჟავეა

ეგ არაფერი ცხოვრებაც მჟავეა sad.gif, ნუ მთლად ყოველთვის არა

Posted by: Barklai 9 Oct 2009, 23:19
GeorgeSword
QUOTE
გეხუმრე ,ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამიძალებია, მითუმეტეს ძალით სმა


smile.gif

QUOTE
მეორეც გამოცალე ჩვენი ძმობის


ხვალ alk.gif
QUOTE
ეგ არაფერი ცხოვრებაც მჟავეა , ნუ მთლად ყოველთვის არა


მართალი ხარ, მშვენიერ ხასიათზე ვარ. მგონი ამიწია წნევამ , თავი ცოტა დამძიმებული მაქვს მაინც. არაუშავს ლა ვიტა ე ბელლა. smile.gif)

Posted by: GeorgeSword 9 Oct 2009, 23:27
Barklai

QUOTE
მართალი ხარ, მშვენიერ ხასიათზე ვარ. მგონი ამიწია წნევამ , თავი ცოტა დამძიმებული მაქვს მაინც. არაუშავს


მიხარია რომ გამოკეთდი smile.gif




QUOTE
ლა ვიტა ე ბელლა.

ფრაზა ხომ მაგარია ,მაგრამ ფილმი საერთოდ უძლიერესია love.gif


ეხლა გავედი მოკლედ ხვალ ადრე უნდა ავდგე vis.gif

ძილი ნებისა 2kiss.gif



Posted by: teakooo 9 Oct 2009, 23:34
Barklai
QUOTE
ასე მითხრეს ყავასთან ერთად კარგიაო. )

მე არ ვიცოდი smile.gif
წითელი ღვინო ნამდვილად ვიცი, რომ წნევას სწევს smile.gif



Posted by: Barklai 9 Oct 2009, 23:39
teakooo
QUOTE
მე არ ვიცოდი


ხო არც მე ვიცოდი, წითელი ღვინო ჯობია, ჩემი გამოცდილებით smile.gif)

GeorgeSword
QUOTE
ეხლა გავედი მოკლედ ხვალ ადრე უნდა ავდგე 

ძილი ნებისა


წარმატებულ დღეს გისურვებ ჯორჯ smile.gif)

ძილინებისა

Posted by: Unico 10 Oct 2009, 00:51
QUOTE
როცა წნევა ასეთი დაბალი გაქვთ და თავი გტკივათ, პირველ რიგში უნდა წამოწვეთ და ფეხები მაღალზე (ბალიშები) შემოაწყოთ.
მიიღოთ სითხე (მინერალური წყალი) და სუფრის მარილის შემცველი (ზომიერად მლაშე) პროდუქტები.

მე მითხრეს რომ შაქრიანი წყალი ან ყავა უნდ დალიოო : )

მაგრამ ამ წყალსაც ვერ ვსვავ ზოგჯერ.. გულის რევის შეგრძნება მაქვს ხოლმე თავის ტკივილთან ერთად : (


Posted by: teakooo 10 Oct 2009, 00:58
Barklai
QUOTE
ხო არც მე ვიცოდი, წითელი ღვინო ჯობია, ჩემი გამოცდილებით )

ეხლა გვეცოდინება smile.gif


Posted by: iase 16 Apr 2010, 18:38
ერთი კვირაა დაბალი წნევები მაწუხებს

90-70 ზე ყველაზე დაბალი


და რა ვქნა როგორ ვუშველო?

Posted by: Thandrus 16 Apr 2010, 21:34
არის ამ საკითხის შესახებ თემა, ამიტომ - ვუერთებ.

ისე, სხვა რამეს უჩივი ამის გარდა? ინფექცია ხომ არ გქონია რამე, ან ნერვული სისტემა როგორ გაქვს? გული?

ყავის დალევა არ გშველის?

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 22:46
Thandrus
QUOTE
ყავის დალევა არ გშველის?

ყავა წნევას არშველის.
10 წელია ვატარებ 80-75 ---50-35 მერყეობს,არაფერი მშველის.
ექიმმა მითხრა დასვენება და სრული სიმშვიდეა საჭირო მაგრამ,სადაა ეგ ბედნიერება sad.gif

Posted by: Thandrus 16 Apr 2010, 23:23
rtuli

QUOTE
ყავა წნევას არშველის.


ვიღაცას შველის, ვიღაცას - არა. უფრო როდესაც სპორადულად ვარდება წნევა, მაშინ შველის.

QUOTE
10 წელია ვატარებ 80-75 ---50-35 მერყეობს,არაფერი მშველის. ექიმმა მითხრა დასვენება და სრული სიმშვიდეა საჭირო მაგრამ,სადაა ეგ ბედნიერება


ეს კიდევ ალბათ ავტონომიური ნერვული სისტემის დარღცევით არის გამოწვეული, რასაც ყავა ვერ მოერევა yes.gif

QUOTE
50-35 მერყეობს


ასე დაბალს? user.gif ცუდად არ ხდებით ხომე?

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 23:57
Thandrus
QUOTE
50-35 მერყეობს



ასე დაბალს?  ცუდად არ ხდებით ხომე?

ცუდათ დავწერე,ანუ
80-35 ზე ,ზოგჯერ 75-35ზე,ნუ სტაბილურად უფრო 50ზე მაქვს გულის წნევა.
ცუდათ ზოგჯერ,უფრო რაღაცნაირად ძალა გამოცლილი ვხდები და თავში წყლის აუზის შეგრძნება მაქვს,აქეთ-იქეთ გადადის თითქოს წყალი smile.gif
ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და პანიკაში არჩავარდე,ზოგჯერ რაღაცნაირად ცივი ოფლივით მასხავს,ნუ ეს იშვიათად.

QUOTE
ავტონომიური ნერვული სისტემის დარღცევით

რას ნიშნავს?
ისე ყველაფერზე ვდარდობ,თუ რამე გასაკეთებელი მაქვს,ვერ ვისვენებ სანამ არგავაკეთებ,არც მძინავს ხოლმე ნორმალურად მაგის გამო.

Posted by: Thandrus 17 Apr 2010, 01:29
rtuli

როდესაც დამჯდარი ან დაწოლილი მდგომარეობიდან დგებით, თავბრუ გეხვევათ?

QUOTE
რას ნიშნავს? ისე ყველაფერზე ვდარდობ,თუ რამე გასაკეთებელი მაქვს,ვერ ვისვენებ სანამ არგავაკეთებ,არც მძინავს ხოლმე ნორმალურად მაგის გამო.


ნერვულ სისტემას, მამოძრავებელი და სენსორული გარდა კიდევ ერთი ფუნქცია აქვს - რომ აკონტროლოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქცია, ცვალებად გარემოცვასთან ადაპტაციის მიზნით. მაგალითად, როდესაც ადამიანი მირბის, გული უჩქარდება და შარდის ბუშტის და ნაწლავის მოქმედება ითრგუნება - ეს სწორედ ნერვული სისტემის ავტონომიური ნაწილის დამსახურებაა. წნევის კონტროლშიც აქვს ავტონომიურ ნერვულ სისტემას დიდი როლი. მაგალითად, ფეხზე რომ დგები, ამ სისტემის წყალობით სისხლძარღვები ვიწროვდება, რომ აიცილოს ორგანიზმში წნევის დავარდნა.

თქვენი დაბალი წნევის მიზეზიც შეიძლება ამ სისტემის რომელიღაც დისფუნქცია იყოს - ამის ზუსტად დადგენისთვის კი გირჩევთ, ნევროლოგს მიაკითხოთ smile.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:48
Thandrus
QUOTE
როდესაც დამჯდარი ან დაწოლილი მდგომარეობიდან დგებით, თავბრუ გეხვევათ?

კი, ზოგჯერ.
თუ რესკად ვდგები,თვალებში მიბნელდება+მაქანავებს,ზოგჯერ შავი წერტილებიც დაფრინავენ თვალებში.
ქრონიკული დაბალ ჰემოგლობინიანიც ვარ.


ექიმთან მისვლაზე ვიფიქრებ smile.gif

Posted by: jashusha 17 Apr 2010, 11:58
თუ დაბალი წნევა ნერვული სისტემის მოშლითაა გამოწვეული ამის დადგენა შეიძლება? ანუ ვგულისხმობ რაიმე ანალიზით ან გამოკვლევით. რადგან როცა დიაგნოზს სვამენ რადგან სხვა ვერაფერი იპოვეს არ მჯერა და რა ვქნა

Posted by: umbr_ella 17 Apr 2010, 12:13
jashusha
QUOTE
თუ დაბალი წნევა ნერვული სისტემის მოშლითაა გამოწვეული ამის დადგენა შეიძლება? ანუ ვგულისხმობ რაიმე ანალიზით ან გამოკვლევით. რადგან როცა დიაგნოზს სვამენ რადგან სხვა ვერაფერი იპოვეს არ მჯერა და რა ვქნა

ნერვიულობის ნიადაგზე ერთხელ წნევა დამივარდა 40-20 და გავითიშე. მერე სულ არ მესინჯებოდა თურმე.. ონკოლოგიურში დამემართა და მერე 4 საათი თურმე მაბრუნებდნენ. მე კიდე თვალი რომ გავახილე მეგონა 10-15 წუთი ვიყავი ასე. მაშინ იოლად მიხვდნენ მიზეზს. მას მერე ხშირად მაქვს დაბალი წნევა. ვატარებ 120-80 და მივარდება 80-40 ან 100-60 და ვერ ხვდებიან ვერაფერს. ამას ვერ დაადგენენ ვერანაირი ანალიზით მგონი, რო ვერ გებულობენ პირველი კითხვაა, ინერვიულე რამე? და თუ დაეთანხმები გამოგიწერენ სიმშვიდეს და არნერვიულობას....

ყავა მშველის ან ძაან მაგარი ჩაი. სხვა არაფერი ვიცი....

Posted by: jashusha 17 Apr 2010, 14:38
ხო ჩაი მშველის მეც smile.gif ყავა არა. და კიდე შხაპი შველისო კონტრასტული აქ წავიკითხე

Posted by: malinamali 24 Apr 2010, 11:38
დაბალ წნევიანი ვარ მეც 90-60, მაგრამ არის შემთხვევა 40-25-ზეც მქონია, ტავს ძალიან სუსტად ვგრძნობ მაგ დროს

Posted by: TOMMY11 7 Jun 2010, 15:11
იმენა ყველაფერი მეზარება, თავი მაქ გაბუებული, ბოლო 1 წელი, ან შეიძლება წელიწადნახევარია მგონი, საკმარისია 1 ჭიქა არაყი ან 1 ჭიქა ყავა და ცხოვრების ხალისი მიბრუნდება, წნევა გავიზომე და დაბალი მაქვს. რა შეიძლბე იყოს მიზეზი და როგორ გამოვასწორო??

Posted by: unknown lady 7 Jun 2010, 15:17
TOMMY_HILFIGER


მე მაქვს დაბალი წნევა

90-ს თუ ჩამოსცდა ცუდად ვარ
ეს 90 არ მიშლის

ოღონდ არ ვიცი რატომ მივარდება

Posted by: aseaisea 7 Jun 2010, 15:58
დაბალწნევიანები ბევრია, ყავა თუ გშველის რა ჯობია მერე. არის ხალხი დილით საწოლიდან ვერ დგება ყავა თუ არ დალია ასე რომ თუ მარტო ეგ გაწუხებს არ ინერვიულო smile.gif

Posted by: TOMMY11 7 Jun 2010, 16:18
unknown lady


მე სადღაც ესე ვარ ოღონდ აი ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვარ, უბრალოდ თავზე ძალის დატანება მიწევს რა, ამ ბოლო დროს აღარ ვმოძრაობ ბევრს, სახლიდან გავალ მანქანით, სადაც მივალ იქაც ვზივარ და მოკლედ უნდა ვივარჯიშო, ვფიქრობ ცურვაზე სიარული მიშველის და არი რამე ლოგიკა ამაში? smile.gif

Posted by: tamunia891 7 Jun 2010, 16:47
TOMMY_HILFIGER
QUOTE
მე სადღაც ესე ვარ ოღონდ აი ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვარ, უბრალოდ თავზე ძალის დატანება მიწევს რა, ამ ბოლო დროს აღარ ვმოძრაობ ბევრს, სახლიდან გავალ მანქანით, სადაც მივალ იქაც ვზივარ და მოკლედ უნდა ვივარჯიშო, ვფიქრობ ცურვაზე სიარული მიშველის და არი რამე ლოგიკა ამაში?


რატომაც არა. გაგიზარმაცდა ორგანიზმი და შეაფუცხუნე. დამიჯერე რაც უფრო მოდუნდები, მით უფრო დაგეზარება მერე ვარჯიშიც და მოძრაობაც. მე ხშირად მაქვს ხოლმე დაბალი წნევა და მაგ დროს ცოვრების ხალისი მეკარგება. ყველაფერი მეზარება და ა.შ. რომ ვვარჯიშობდი იმ პერიოდში კარგად ვიყავი.

Posted by: TOMMY11 7 Jun 2010, 17:35
tamunia891


ეხლა ველაპრაკე კომპეტენტურ პირს და იგივე მითხრა რაც შენ smile.gif, პლუს ამას სიგარეტი რომელიც სიხლძარღვებს ავიწროვებს და მითუმეს რომ მაღალი ხარ საღ ცირკულაციას კიდევ უფრო არტულებსო და ძალიან ცუდიაოოო smile.gif. ხო და თუ ვინმე ხართ მსგავს სიტუაციაში გაითვალისწინეთ... მე მაგრად მომბეზრდა ესე ყოფნა და ხვალიდან სტროგად გადავწყვიტე თავს მივხედო smile.gif

Posted by: tamunia891 7 Jun 2010, 17:50
TOMMY_HILFIGER
QUOTE
ეხლა ველაპრაკე კომპეტენტურ პირს და იგივე მითხრა რაც შენ , პლუს ამას სიგარეტი რომელიც სიხლძარღვებს ავიწროვებს და მითუმეს რომ მაღალი ხარ საღ ცირკულაციას კიდევ უფრო არტულებსო და ძალიან ცუდიაოოო


მე ვარ მასე. სიმაღლეში 178 სმ ვარ და თან ადრე ვეწეოდი ცოტ-ცოტას, ეხლა არ ვეწევი ორსულად ვარ მარა ეხლა კიდე ორსულობის ამბავში მაქვს ხოლმე დაბალი წნევა და ვცდილობ ვიარო. რომ გავაჩენ , როგორც კი შესაძლებლობა მექნება უნდა დავიწყო ვარჯიში.

Posted by: unknown lady 7 Jun 2010, 20:10
TOMMY_HILFIGER


იარე იარე კაია ცურვა smile.gif

გამოცოცხლდები

Posted by: Thandrus 7 Jun 2010, 20:30
TOMMY_HILFIGER

ეს თემა ერთდება უკვე არსებულთან.

ამის შემდეგ, ახალი თემის გახსნამდე, გამოიყენეთ კატალოგი. თუ იქ ანალოგიური თემა არ არსებობს, მაშინ გახსენით ახალი.

Posted by: ozzy_ka10 21 Dec 2010, 15:06
დაბალია თუ მაღალი არ ვიცი.
90-70–ზე მაქვს ეხლა help.gif
ტრიალებს ყველაფერი და ფეხები მიბუჟდება :/
მიშველეთ რამე. რა დავლიო.

Posted by: Natuka NGN 21 Dec 2010, 15:43
ozzy_ka10
დაბალია... კორდიამინის წვეთები დალიე. დალიე ტკბილი ჩაი. ყავას არ ეგტყვი, იმიტომ რომ რაღAც მომენტის შემდეგ შეიძLება სიევ დაგეცეს ყავით.

Posted by: unknown lady 21 Dec 2010, 15:49
Natuka NGN
QUOTE
რაღAც მომენტის შემდეგ შეიძLება სიევ დაგეცეს ყავით.



ყავა ხომ იდეაში ზევით წევს წნევას. მე ვიგრძენი რომ პირიქით დამიწია ადრე. ახლა შენს ნაწერზე გამახსენდა
ანუ ყავა ხან მაღლა წევს ხან დაბლა?

Posted by: Natuka NGN 21 Dec 2010, 15:55
unknown lady
არა, ყავა ანუ კოფეინი გარკვეული დროით მაღლა წევს წნევას, მაგრამ მას აქვს შარდმდენის ეფექტიც და შესაბამისად, წნევა ისევ დაბლა ვარდება. ამდენად, ყავის გამოყენება წნევის დასარეგულირებლად, ანუ ასაწევად უაზრობაა. ხანდახან დასაწევად უკეთესია smile.gif ექიმისგან ვიცი... მხოლოდ დროებითი ხანმოკლე ეფექტი აქვს და მერე შეიძლება უფრო დაგივარდეს smile.gif

Posted by: unknown lady 21 Dec 2010, 16:17
Natuka NGN


გასაგებია

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: aranormaluri 23 Dec 2010, 02:08

QUOTE
ყავას ვერ ვსვავ


და არც შველის, იმას ვინც ყოველ დღე სვამს ყავს.
მე მაქვსკოფეინის აბები. ორი აბი საკმარისია წნევის ასაწევად. თან მეორე დღეს დილას იმაზე ადრე გამეღვიძა ვიდრე მაღვიძარა დარეკავდა. მეთქი რაშია საქმე biggrin.gif თან მთელი დღე ძილი და მოთენთილობა არ მიგრძვნია.

Posted by: cickna 8 Jan 2011, 10:52
იცით რა მაინტერესებს. სანამ ბავშვს გავაჩენდი წნევას ვატარებდი 120-80 მშობიარობის შემდეგ 90-60 მაქვს სულ რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვიტ?

Posted by: qeti-qetusia 9 Jan 2011, 21:50
მე მაქვს 60/80-ზე.

ხან 70/90.

მარჯვენა ხელი მიბუჟდება ხოლმე.
ყავა არ მშველის, თან წონაში დავიკელი ძალიან, ნუ ეს გადატვირტული რეჟიმის გამო...

ჭამა არ მიყყვარს მაინცდამაინც... არის რამე საშუალება რითაც შესაძლოა საჭმელი ჩაანაცვლო ან რამე... ადრე თაფლიან წყალს და წყალში გახსნილ ბაბანს მასმევდა დედაჩემი.

ვერ ვიტან საჭმემლს!


Posted by: nia4u 10 Jan 2011, 00:17
მოგესალმებით ყველას და გილოცავთ შობა-ახალწელს!


ვინმემ დამაკვალიანეთ,რისი ბრალია ზედა და ქვედა წნევებს შორის მცირე სხვაობა - 100/80 -ზე?
და რა გავაკეთო ან რა დავლიო ეხლა უცებ,ექიმის და გამოკვლევების აუცილებლობის გარდა? smile.gif

Posted by: Front National 17 Feb 2011, 09:36
გამარჯობათ.
მაღალი წნევები მქონდა 140/90–ზე. დავიტანჯე, ლამის ყოველდღე 130–145–ის ფარგლებში მქონდა 80–90–ზე.
მერე ამოვიღე რაციონიდან (ექიმის რჩევისამებრ) ალკოჰოლი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ტკბილეული, ცხარე და სხვა. ახლა კი წნევა მაქვს 85/55–ზე. არასასიამოვნოდ ვგრძნობ თავს... დისკომფორტი კიდევ ცოტა სიტყვაა.

ხელები მაქვს სველი და ცივი.
ოდნავ გული მერევა და თავბრუ მეხვეხვევა.
გუშინ, ძილისწინ 90/60–ზე მქონდა. თუმცა დღის განმავლობაში (საღამომდე) 120/70–ზე.
ეს ბოლო ხანებია წნევა ხშირად მაქვს დაბალი.

Posted by: Just_smile 5 Aug 2012, 00:05
წნევა მაქვს ამჟამად 90/60 ზე და სატიკად მეძინება თან და ხო არ გავიპარები ძილში? user.gif
ექიმმა მითხრა დაბალი წნევის დროს სითხე მიიღე ბევრიო და ლიტრანახევარი წყალი მაქვს უკვე დალელული mo.gif

Posted by: matusala_5 5 Aug 2012, 08:07
Just_smile
მე სულ მასეთი წნევა მაქვს,ნუ გეშინია არ გაიპარები)))))) ზაფხულის სეზონზე არცთუ იშვიათია დაბალი წნევა,მიზეზი ხშირად წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევაა , ყურადღება მიაქციე მიღებული და გამოყოფილი წყლის რაოდენობას,შარდის გარდა ზაფხულში დიდი რაოდენობით გამოიყოფა წყალი კანიდან,ფილტვებიდან...ასევე მნიშვნელოვანია კვება,თვითნებური დიეტები და არასწორი კვება აუარესებს მდგომარეობას.კოფეინის შემცველლი სითხეების მიღებას იდად არ გირჩევ,მათ შორის არც დიდი რაოდენობიტ მწვანე ჩაის,ბევრს აბსოლუტურად უსაფრთხო ჰგონია,მაგრამ ჯერ ერთი შარდმდენია+ Kვიტამინს შეიცავს.

Posted by: ladymermaid-5 6 Aug 2012, 14:59
მე ვატარებ დაბალ წნევას და ექიმმამირჩია ტკბილი ჭამეო, ყავაც ტკბილი უნდა დალიოო. . . კარგი მიზეზი მაქვს ტკბილის საჭმელადsmile.gif))

Posted by: matusala_5 6 Aug 2012, 15:34
QUOTE
მე ვატარებ დაბალ წნევას და ექიმმამირჩია ტკბილი ჭამეო, ყავაც ტკბილი უნდა დალიოო. . . კარგი მიზეზი მაქვს ტკბილის საჭმელად)


lol.gif)))))))))))))))


რაფინირებულ შაქარს საერთოდ არ ვხმარობ,იმიტომ კი არა გასუქების მეშინია ,ტკბილეული საერთოდ არაფერი არ მიყვარს (გარდა ხილისა love.gif)ზომიერი მარილიანი საჭმელები მირჩემნია ესეც მეხმარება წნევის დაბალანსებაში.

Posted by: gvancuta 11 Aug 2012, 11:40
ladymermaid-5
მეც მითხრეს, მაგრამ ვერ შევეგუე ამ ტკბილეულს და ტკბილ ყავას biggrin.gif არ მიყვარს smile.gif

matusala_5
QUOTE
ტკბილეული საერთოდ არაფერი არ მიყვარს (გარდა ხილისა )

love.gif love.gif

შავი ღვინოც კარგია wink.gif მე რკინის შემცველ ტაბლეტებს ვსვამ, ჰემოგლობინზეც მშველის და წნევაზეც, განსაკუთრებით ზაფხულში მაწუხებს, თორემ ზამთარში კი ვქაჩავ smile.gif

Posted by: In_private 25 Jul 2014, 11:15
3 დღე 80 /40(+-5) თავბრუსხვევები, ყურებში დაგუბება, რით ვუშველო?? 100/70 წნევის მატარებელი.

სისხლის დაკარგვა დიდი ოდენობით შეიძლება მიზეზი იყოს?


Posted by: weasel 31 Aug 2014, 15:15


In_private
QUOTE
სისხლის დაკარგვა დიდი ოდენობით შეიძლება მიზეზი იყოს?

კი

Posted by: freeandhappy 8 Jun 2015, 01:06
დღეს გზაზე გადავდიოდი, შუა ხაზს გამოვცდი თუ არა, უცებ ისეთი რაღაცნაირი დარტყმასავით ვიგრძენი, ფეხებს ვერ ვადგავდი, რვა ფეხა მეგონა თავი, მებლანდებოდა, მყარად ვერ ვდგავდი, მეგონა წავიქცევი თქო, ძალიან ნელა. მაგრამ მთელი ძალის მოკრეფით ძლივს მივედი გზის მოპირდაპირე მხარეს. კიდევ კარგი მანქანები არ მოძაობდა ჩქარა.. ვაბრალებ ძალიან ბევრი მარილიანის მიღებას, სტრესი ცაკლე უბედურება, მაგრამ უცებ აი არსაიდან არაფერზე ფიქრს დროს, პლიუს ვუჩივი გონებაგაფანტულობას, როცა რაღაცაზე ვდარდობ, დანარჩენი ჩემთვის პირადი რაღაცეები მავიწყდება, გადავიღალე sad.gif

Posted by: 死海. 14 Jul 2015, 21:52
ტკბილის გარდა სხვა რა წევს, არეგულირებს წნევას?

Posted by: აკაცია 15 Jul 2015, 16:14

Posted by: mtersasruti 22 Feb 2018, 20:27
არის ვინმე ამ თემაში კომპეტენტური?

Posted by: AsToN 5 May 2020, 01:47
მე ვატარებ 110-70 ზე წნევას, მაგრამ ზოგჯერ ვარჯიშის დროს დიდ დატვირთვებზე მივარდება დაბლა. ამ დროს ცუდად ვხდები, თავბრუ მეხვევა და გულის რევის შეგრძნება მაქვს. ვცდილობ დავჯდე და თავი მაქსიმალურად დაბლა დავხარო 1-2 წუთის შემდეგ მეხსნება ყველაფერი და კარგად ვხდები smile.gif ყავის დალევა არ მირჩია ექიმმა რადგან ყავა წნევას კი ამიწევს მაგრამ კოფეინი პულსს მიჩქარებს რაც ცუდია ვარჯიშისას. ასე რომ წითელ ღვინოს ვიღებ 1-2 ჭიქას და ასევე დიდი რაოდენობით სითხეს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)