მოდერაციას ვთხოვ არ გაბრაზდნენ ცალკე, რომ გავაკეთე თემა, უბრალოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში 20-მდე კაცმა მომწერა პმ. ამიტომაც გადავწყვიტე გამეხსნა ცალკე თემა.
პ.ს. ყველაზე მთავარი. მოწვევის ყიდვის სურვილით ნურავინ მომწერს და ნურც ანკეტის შეცვლის ან სხვა რაიმე დახმარების სანაცვლოდ ფულს ნუ შემომტავაზებს მაგ სახის ბიზნეს არ ვეწევი.
ეხლა რაც შეეხება მთავარს.
გამარტივებით გამარტივდა, მხოლოდ ის ნაწილი, რომ ადრე თუ აუცილებელი იყო ახლო ნათესავს(დედა,მამა,შვილი,და,ძმა,ცოლი ან ქმარი) გამოეგზავნა მოწვევა, ეხლა ნებისმიერ ახლობელს შეუძლია გამოგზავნოს მოწვევა.
ახლა კი დეტალებში.
იმისთვის, რომ გამოგიგზავნონ მოწვევა, მომწვევი რუსეთში უნდა მივიდეს ეგრედ წოდებულ ФМС-ში. (Федеральная Миграционная Служба
http://www.fms.gov.ru/) ან თუ გააჩნია ელექტრონული კაბინეტი ინტერნეტიდანაც შეუძლია ამის გაკეთება. ჩემი რეკომენდაციაა მომწვევმა მოითხოვოს "ელექტრონული მოწვევა", რათა ჩვეულებრივი მოწვევის გამოგზავნას დრო და დამატებითი ფული ჭირდება.
ამის მერე, როცა გექნება ელექტრონული მოწვევა:
http://www.georgia.mid.ru/Docum/infan.htmაი აქ ამ მისამართზე ნახულობთ, როგორ შეავსოთ ანკეტა და სად შეავსოთ. ივსება ელექტრონულად თუმცა ამობეჭდილი თან იქონიეთ და ჭირდება 3x4-ზე ფოტოსურათი.
http://www.georgia.mid.ru/Docum/11.htmაქ ნახავთ სავიზო მოსაკრებელს, იმის და მიხედვით რამდენ ხანში გინდა აიღო ვიზა საჩქაროა თუ არა რამდენჯერადი და რამდენხნიანი ფასები განსხვავდება
http://www.georgia.mid.ru/Docum/chvz.htmმე რაც დავწერე ეგ ყველაფერი აი ამ მისამართზე წერია უკვე რუსულად.
თუ დიდი ხნით აპირებთ წასვლას შეიძლება მოგთხოვონ შიდსის ანალიზი.
თუ როგორ უნდა ჩაეწეროთ ვიზიტზე აი აქ >
http://www.georgia.mid.ru/Docum/instr.pdfდა აი აქ არის საიტი სადაც ეწერები >>>
http://tbilisi.kdmid.ru/queue/მეტი დამატებითი საბუთი: სამსახურის შესახებ და ასე შემდეგ არაფერი არ გჭირდება. არც ბანკის ცნობა არც დაზღვევა არც ბრონი სასტუმროსი და ბილეთის.
თუ კონკრეტულ შემთხვევაში რამე დაჭირდათ თვითონ გეტყვიან.
და ბოლოს... ერთი პროჭული კითხვაა ანკეტაში, შევსებისას გაითვალისწინეთ.
ხართ ან იყავით თუ არა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის მოქალაქე. შეიძლება კითხვა დიდად გაუგებარია რ არის, მაგრამ პასუხია გაუგებარი. თუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ხართ დაბადებული მაშინ იყავი მოქალაქე თუ დაშლის მერე მაშინ არ იყავი მოქალაქე. სამწუხაროდ იმ ფაქტს, რომ ცვენ მანამდე გამოვეყავით საბჭოთა კავშირს არ აღიარებენ და რამდენიმეს უარი ჩაურტყეს.
მაგ კითხვაზე პასუხი მოკლედ ასეთია. ვიზა გინდა? ნუ ეჭიდავები. სიმართლეს მაინც ვერ გაიტან რამდენიც გინდა თავზე დაახურო მაგათ. ხოდა შემდეგ კითხვაზე თუ რატომ აღარ ხართ მოქალაქე მიუთითეთ, რომ დაიშალა საბჭოტა კავშირი და როცა დაიშალა ეგ მიუთითეთ აღარ მახსოვს თარიღი.
მე პირადად შევსებული ანკეტით მივედი გადავიხადე 110$ 1-3 დღემდე ვადაში ვიზის მომზადება და იმავე დღესვე გამატანეს ვიზა. უარს ფაქტიურად არ არტყამენ.