#58697252 · 15 Dec 2021, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაცმოძრაობას ისტორიის ახალ სახელმძღვანელოზე ხმაური რომ არ აეტეხა, ხომ ვერ გავიგებდით როგორ დამახინჯებულ ისტორიას ასწავლიდნენ ბავშვებს წლების მანძილზე?! თურმე, 2002 წლის 22 ნოემბერს სააკაშვილს გაუკეთებია ნატოს წევრობაზე განაცხადი. არადა, 1 წლით ადრე, 2001 წელს, სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვა და ენმ ჩამოაყალიბა. ანუ, ოპოზიციაში მყოფმა მიითვისა ხელისუფლების ქმედება. მათი მეთოდებით შეიძლება სხვაგვარადაც დაუწერო ისტორია: 2001-ში სააკაშვილი წავიდა ოპოზიციაში, 2002-ში შევარდნაძე ნატოში შესვლაზე განაცხადს აკეთებს, 2003-ში ჩამოდის ივანოვი, ატარებს თათბირს და იცვლება ხელისუფლება. შემდგომ პროცესებზეც იგივე შეიძლება. ეს რა თქმა უნდა სერიოზულად არ დამიწერია, თუმცა ფაქტებია ჩამოთვლილი და თუ მოისურვებ, კიდევაც შეფუთავ. რაც შეეხება ისტორიის დამახინჯებას და სხვისი დამსახურების მითვისებას, პასუხი უნდა მოეთხოვოთ ავტორებს და ფართოდ უნდა გაშუქდეს ძველ წიგნებში შეგნებულად ჩადებული შეცდომების შესახებ.
|