გამარჯობათ,
რამოდენიმე თვის წინ შევქმენი მანგა, უბრალოდ გართობისთვის და გულის გადასაყოლებლად. გავგზავნე კომიქსოლოგზე(ამაზონი) და ნამუშევრები მოეწონათ, საგამომცემლოდ ძალიან ბევრი მოთხოვნა მომწერეს რისი დროც და სახსრებიც არ მქონდა(გამიგებთ ალბათ - სამსახური, ვალები, "რეალობა" , ბუნდოვანი შემოსავალი, რეალური შანსები. ამ ყველაფერთან ერთად მივხვდი რომ საჭირო იყო ადგილზე ყოფნა და მათ რედაქტორებთან შეხვედრები, რისი შანსებიც ჩვენი უნიათო ქვეყნის გამო 0-ია(ამერიკის ვიზას ან მომცემენ ან არა... არ ვარ წვერებიანი ტერორისტი რომ იქ გამიშვან)
ნამუშევრები ბევრმა ნახა და ყველას მოეწონა, ასე რომ გაუაზრებლად არ ვპოსტავ.
გადავწყვიტე შევქმნა მანგა რომელიც არა იაპონიაზე და მერიკაზე არამედ საქართველოზე და ქათველ მოსახლეობაზე იქნება. ჟანრიც, ტექსტიც და მონახაზიც უკვე მოფიქრებული მაქვს კვირაში 20 გვერდი და 5 კვირის სამუშაო უკვე ვიცი როგორიც იქნება(მხატვრები გამიგებენ რასაც ვამბობ)
რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული სამუშაო საკმაოდ შრომატევადია და არ მინდა დრო ტყუილად დავკარგო, ამ მომენტისთვის ჩემთვის მხოლოდ ხელოვნება და ფანტაზიები არ არის მთავარი. მაინტერესებს თუ პროექტი წარმატებული იქნება, რამდენად გამიმაგრებს ზურგს ფინანსურად და რამდენად მომცემს იმის საშუალებას, რომ ორიენტირებული ვიყო აღნიშნულ სამუშაოზე. მართალი გითხრათ ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის რა ფინანსრი წყაროები აქვს თუნდაც ელექტრონულ გაზეთებს(რომ მკითხოს ვინმემ ვეტყვი რომ ერთობიანთქო
)
პ.ს. იმედია სწორ მისამართზე ვწერ