#50105999 · 9 Mar 2017, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
16. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან 17. და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. 18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. სახარება მათესი.თავი მე-11 no_one მამა თეოდორე(და არა მხოლოდ) გასაგებად ქადაგებს ამ ამბავზეც თუ ვინმეს უნდა გაგება.დავდე ზემოთ ვიდეო.სხვა ქადაგებებშიც ამბობს ამას.ეგერ მამა დავითიც მშვენივრად ამბობს.მღვდელი არაა ანგელოზი.პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე ერთ ღამეში,პავლე ქრისტიანებს სასტიკად სდევნიდა და ა.შ.რა კავშირშია მაინც ჩვენი რწმენა სასულიერო პირის ცოდვებთან?არ უნდა მივუტევოთ ვითომ?არ უნდა მივუტევოთ ერთმანეთს? რეალურად პრობლემა სხვა რამეშია:დამკვიდრდა ჩვენში ეს სამომხამრებლო კულტურა და მორჩა!თორე სულ დახეული ტანსაცმელით და ფეხით რომ აირონ სასულიერო პირებმა,ხალხი სულ კისრის ტეხით ირბენს ტაძრებში ცოდვების მოსანანიებლად აი!
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|