Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ავტომობლების გაქირავება სატაქსაოდ


Posted by: getinformation 10 Jun 2019, 00:56
აქ მგონი მსგავსი თემა არაა გახსნილი, ყოველ შემთხვევაში ვეძებე და ვერ ვიპოვნე. საქმე ეხება მანქანების ჩამოყვანას და გაქირავებას არა ტურისტებზე არამედ ფიზიკურ პირებზე რომლებიც იტაქსავებენ, ან მიქირავება ტაქსოკომპანიებზე. ვისაც გაქვთ მსგავსი გამოცდილება მაინტერესებს რა ხარჯებთანაა დაკავშირებული რა პირობებით ქირავდება მანქანები ასეთ შემთხვევაში, დაზღვევა რა ჯდება, რომელი კომპანია აზღვევს და რომელს აქვს უკეთესი პირობები. ცვეთის ხარჯი ვისზე მოდის დამქირავებელზე თუ გამქირავებლზე თუ მანქანა საბოლოო შესყიდვით დამქირავებელს რჩება? ხელშეკრულება რა სახის შეიძლება იყოს და რა დეტალების ცოდაა აუცილებელი? საერთოდ ღირს თუ არა ეს საქმე?

ვისაც გაქვთ ამ საქმესთან შეხება ძალინ გთხოვთ არ დაიზაროთ გამოცდილების გაზიარება

Posted by: აპოლდა 10 Jun 2019, 15:09
getinformation


იყო იანდექს ტაქსზე ტემა, თუმცა საკმაოდ ჩაიძირა, ამიტომ დავტოვოთ ეს თემა. ესეიგი, მე რაც ვიცი, ჩემი მამიდაშვილი მუშAობს მაგ პრინციპით და ძლაინ კმაყოფილია. კიდევ უნდა მანქანის დამატება და ბანკის ვალსაც არ ერიდება, იმდენად მოსწონს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილი ბიჭია. კარგი პროცესია ქონდა, მუშAობდა კიდეც, მაგრამ გადაწყვიტა, ამ საქმით დაკავებულიყო, ფინანსურ ამბავში. როგორც თვითონ ამბობს 100 ლარი რჩება საშუალოდ უპრობლემოდ დღეში, თუ თავად ზის რულთან. თუკი აქირავებენ, 50 ლარს არიცხინებენ მძღოლს დღიურად.
რისკია ავარია - მანქანა დაზღვეული უნდა იყოს + ძალიან სწრაფი ცვეთა მანქანის - ნატაქსავებ მანქანას ფასი უვარდება. როგორც ვიცი მძღოლის პოვნა ძალიან ჭირს, ხშირია გადაგდებები და უნდა სდიო ყოველ დღე, თანხა რომ ჩარიცხოს.
იქნებ ქონდეს ვინმეს გამოცდილება - უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია ამ საქმიანობით, უმუშევარია - იქნებ სეზონზე მცირედი შემოსავალი გაუჩნდეთ ადამინებს.

Posted by: donrobita 11 Jun 2019, 09:35
QUOTE (აპოლდა @ 10 Jun 2019, 15:09 )
getinformation


იყო იანდექს ტაქსზე ტემა, თუმცა საკმაოდ ჩაიძირა, ამიტომ დავტოვოთ ეს თემა. ესეიგი, მე რაც ვიცი, ჩემი მამიდაშვილი მუშAობს მაგ პრინციპით და ძლაინ კმაყოფილია. კიდევ უნდა მანქანის დამატება და ბანკის ვალსაც არ ერიდება, იმდენად მოსწონს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილი ბიჭია. კარგი პროცესია ქონდა,  მუშAობდა კიდეც, მაგრამ გადაწყვიტა, ამ საქმით დაკავებულიყო, ფინანსურ ამბავში. როგორც თვითონ ამბობს 100 ლარი რჩება საშუალოდ უპრობლემოდ დღეში, თუ თავად ზის რულთან. თუკი აქირავებენ, 50 ლარს არიცხინებენ მძღოლს დღიურად.
რისკია ავარია - მანქანა დაზღვეული უნდა იყოს + ძალიან სწრაფი ცვეთა მანქანის   - ნატაქსავებ მანქანას ფასი უვარდება. როგორც ვიცი მძღოლის პოვნა ძალიან ჭირს, ხშირია გადაგდებები და უნდა სდიო ყოველ დღე, თანხა რომ ჩარიცხოს.
იქნებ ქონდეს ვინმეს გამოცდილება - უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია ამ საქმიანობით, უმუშევარია - იქნებ სეზონზე მცირედი შემოსავალი გაუჩნდეთ ადამინებს.

მე ვაქირავებ იაფად, მაგრამ მძღოლია პატიოსანი

მანქანის დაზღვევის და გაკეთების ფულს მე ვიხდი

სრული პაკეტი დაზღვევის

დღეში 30 ლარი. 10 დღეში 1ხელ მირიცხავს 300 ლარს. ერთი დღე არ დაუგვიანია. მანქამნასაც უვლის. ვინც 50 ში აქირავებს ის ძნელად იშოვის პატიოსან მძოლს.

ეს საშუალოდ 80-100 შოულობს და სუფთად 50 ზე მეტი მიაქვს სახლში. მეც კმაყოფილივარ და მძღოლიც

ეხლა სეზონია და 100 ზე ნაკლებს არ შოულობს. იანვარ თებევალში 60-70 აკეთებდა და მაშინაც დაუგვიანებლად მიხდიდა 30 ლარს.
მე რასაც ვითვლი თვეში 600-650 მაქვს სუფთა. დაზღვევა 80, ზეთი 70. ეს ორი უეჭველი ხარჯი მაქვს და კიდე რაც დასჭირდება იმასაც მე ვაკეთებ

იანდექსით გაქირავებას არ გირჩევთ, დედას #####ნავენ მანქანას. თქვენ თვითონვე აარჩიოთ მძღოლი ჯობია

Posted by: getinformation 12 Jun 2019, 00:33
donrobita - მანქანას საბლოო შესყიდვით აქირავებ თუ უბრალოდ დღეში 30 და მანქანაც შენ გრჩება? დღეს ვეკითხებოდი იანდექსის მძღოლს პირობებს, პრიუსში 50 ლარს უხდიდა დღეში კომპანიას + საწვავის ხარჯი+კვება ხომ უნდა, სახლში წასაღები არაფერი მრჩებაო იხვეწებდა იქნება ვინმე იცი მანქანას რო აქირავებდესო. თან მაგათი მანქანით თუ ხარ გზაზე ვერ აგყავს თურმე მგზავრი უეჭველი მარტო გამოძახებებზე უნდა იარო , ბარათით გადახდას ვერ იტანენ კიდე საკომისიო გვეჭრება მაგაშიო. თვეში 600 - 650 გრჩება ყველა ხარჯის გამოკლებით? პრიუსი რომ ჩამოიყვანო 4500$ მაინც ხომ ჯდება, დღევანდელი კურსით 2.75 რომ ავიღოთ 12 400 ლარი გამოდის და 2 წელიწადში იღებ ამ ფულს 650 ლარს თუ დათვლი თვეში, მოგებას ვერ მივხვდი სადაა? 2 წლის მერე ეს მანქანა რა მდგომარეობაში იქნება ესეც ხომ გასათვალისწინებელია? კალკულაციას არასწორად ხო არ ვაკეთებ აბა მოიწერე ძმურად

Posted by: donrobita 12 Jun 2019, 02:53
getinformation
აბა ისე მარტივი რომ იყოს როგორც გარედან ჩანს რა უნდა იყიდა 3 ცალი პრიუსი და გადაიდო ფეხი ფეხზე.

მანქანა ჩემია. მიხდის სუფთად ქირას 30 ლარს დღეში. არცერთი თვის წლის შემდეგ მისი არ გახდება.

მე ვიხდი დაზღვევას 80 ლარი, ზეთი 70 ლარი. ესენი ყოველთვე უეჭველი მაქვს და პლუს რაც გაფუჭდება თავისით. საბურავები, კალოდკები, ხადავოი მე ვცვლი ყველაფერს. ამიტომაც საშუალოდ ხარჯი 300 ლარი მაქვს

სამაგიეროდ მყავს პატიოსანი მძღოლი. მანქანას უვლის და დროულად მიხდის ქირას. არ მეშინია რო კატალიზატორს მომპარავს ან რავი არ დამიშლის სადმე ჩუმად მანქანას. იცის რომ დაზღვეულია ძარცვაზე და ვანდალიზმზე და პასუხი სისხლის სამართლებრივად მოეთხოვება. მეც წყნარად ვარ და მძღოლიც.

შენ თუ გინდა 50 ში გააქირავე, მაგრამ გაგიჭირდება ამხელა თანხაზე კარგი მძღოლის შოვნა. აგერ ეს ჩემი 8 თვეა მიხდის უკვე სტაბილურად და კიდე 4 თვე მაინც მეყოლებაო. მერე ვაგროვებ ფულს და მე თვითონ დავითრევ ლიზინგითო. მანამდე იხდის პატიოსნად

ნუ ეხლა მანქანას ფასი დაუვარდება კანეშნა. თვეში 5კ მილს გადის. 2 წელში 120კ მილს.რო გაივლის იმას აღარც ელემენტები ევარგება და არც ხადავოი, მაგრამ 2 თვის ქირით მაგეებს გაასწორებ და ისევ ჰაიდა გააქირავა.

იანდექსით გაქირავების დროს დარწმუნებული ვარ მანქანას არავინ მიაქცევს ყურადღებას. ჯობია ნაკლები გიხადონ და მანქანას მიხედონ ვიდრე მაგათთან როა ისე

Posted by: gigaboku 24 Jul 2019, 21:11
გამარჯობა, მუშაობს კიდევ ეს ბიზნესი საქართველოში?

რომელ მანქანას ანიჭებთ უპირატესობას? ალბათ ისევ პრიუსი ხო?

ევროპის რომელიმე ქვეყანაში მუშაობს ეს ბიზნესი? იქნებ იცოდეთ ვინმემ. გერმანიაში რომ ვიყიდო მანქანა და რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ გავაქირავო..

Posted by: dbero 5 Aug 2019, 18:01
გამარჯობათ, თუ იცით რომელიმე კომპანია აკრავს ,,პლიონკას,, თავისი რეკლამის სანაცვლოდ?

Posted by: system1ka 7 Nov 2019, 17:27
donrobita საშუალოდ ხარჯი დაზღვევის გარეშე ანუ ცვეთის თვეში 300 ლარი გაქვს? რა მანქანა გყავს მიცემული 30 ლარად? და თავის პონტში დადის ანუ აყავს ხალხი ქუჩიდან თუ რომელიმე კომპანიის აპლიკაციით მუშაობს.

Posted by: donrobita 23 Nov 2019, 17:46
QUOTE (system1ka @ 7 Nov 2019, 17:27 )
donrobita საშუალოდ ხარჯი დაზღვევის გარეშე ანუ ცვეთის თვეში 300 ლარი გაქვს? რა მანქანა გყავს მიცემული 30 ლარად? და თავის პონტში დადის ანუ აყავს ხალხი ქუჩიდან თუ რომელიმე კომპანიის აპლიკაციით მუშაობს.

1 მანქანაზე საშუალოდ 200 ლარი მქონდა

მეორეზე 500, აბსმა ჩაიჯვა 3 თვეში




Posted by: system1ka 23 Nov 2019, 19:51
donrobita
სად გყავს დაზღვეული და რამდენად?

Posted by: J-Caesar 22 Dec 2019, 23:12
donrobita
გაუმარჯოს
ხო არ იცი, სად უნდა ნახო კაცმა მასე პატიოსანი მძღოლი? smile.gif
რაც ზევით გიწერია, კიდე რას მიაქციოს კაცმა ყურადღება?
დიდი მნიშვნელობა აქვს პრიუს II თაობა იქნება თუ III? მეტ ქირას იხდის ვინმე მაგის გამო?

Posted by: donrobita 10 Jan 2020, 01:27
system1ka
პსპ დაზღვევა. 3500 დოლარზე 80 ლარამდე თვეში ულიმიტო მძღოლებით და უფრანშიზოდ

J-Caesar
პატიოსანი მძღოლები ძაან დეფიციტშია
მეორე თაობა იქნება თუ მესამე აძინ ხუია ჩემთვის პირადად. მარტო მეორეები მყავს


Posted by: suzuki312 11 Jan 2020, 12:15
getinformation
QUOTE
საერთოდ ღირს თუ არა ეს საქმე?

QUOTE
პატიოსანი მძღოლები ძაან დეფიციტშია

თუ გაგიმართლა და პატიოსანი ტიპი შექხვდა, კი ღირს.
ამის წინ ერთმა მითხრა, მანქანა გავაქირავეო და პლანშეტიც მივეციო, და იმ ტიპმა ეს პლანშეტი დაალომბარდა და სლოტებში წააგო ეგ ფული. facepalm.gif

Posted by: poker 10 Feb 2020, 20:00
რავი მე მემგონია ერთი ვარ უანასკნელი დინოზავრი მანქანას რო უვლის საკუთარიცით smile.gif
მაგრამ ჩემის მხრივ მე3 თაობის პრიუსს ვერ ვპოულობ რავი ყველა თეთრად შეუღებიათ და ეგაა და ეგ
თუ ვინმეს გყავთ არათეთრი მე ვიქირავებ ნორმალურ პირობებზე.

Posted by: Mr-Anybody 10 Feb 2020, 21:21
გაქირავება რატომ მუშაობს რთული ასახსნელია, დღეში 50 ლარად ტესლას ყიდვა შეიძლება საქართველოში.

პრიუსის კიდევ 10-12 ლარად. 400-500 დოლარი უნდა გქონდეს და ეგაა დანარჩენი უპრობლემოდ ხდება. და ასევე ქირაში კი არა, საკუთარ მანქანაში გადაიხდი ფულს. მაგრამ ზოგს ისე ეზარება თავის განძრევა, ის ურჩევნია 1200 ლარი იხადოს თვეში ქირა იმ იმედით რომ ხვალ დოლარებიანი ტომარა დაეცემა, ვიდრე გაკითხვა და ამ ყველაფრის გარკვევა.

Posted by: pxik 14 Feb 2020, 18:24

გაუმარჯოს!

ნორმალურ კომპანიას ხომ ვერ მირჩევთ მანქანა რომ მივაქირაო?
პირადადაც მივხედავდი, სამწუხაროდ მიმდინარე სამსახურის პირობებში ვერ შევძლებ ჯერ.

გაიხარეთ, მადლობა წინასწარ.



Posted by: Faulkner. 14 Feb 2020, 21:44
Mr-Anybody
QUOTE
დღეში 50 ლარად ტესლას ყიდვა შეიძლება საქართველოში

ახლის? რა ღირს? 1500 ლარი თვეში, რამდენ წელიწადში უნდა დაფარო ვალი? და ის მანქანა თუ გაქაჩავს საერთოდ მაქამდე?

Posted by: SayNomore 14 Feb 2020, 21:55
Dges vnaxe tesla taxi
Gamikvirda))))))

Posted by: Faulkner. 14 Feb 2020, 22:10
SayNomore
QUOTE
Dges vnaxe tesla taxi

აეროპორტის?

Posted by: SayNomore 14 Feb 2020, 22:17
QUOTE (Faulkner. @ 14 Feb 2020, 22:10 )
SayNomore
QUOTE
Dges vnaxe tesla taxi

აეროპორტის?

yes.gif

__________________________

Posted by: system1ka 19 Feb 2020, 12:38
QUOTE
რავი მე მემგონია ერთი ვარ უანასკნელი დინოზავრი მანქანას რო უვლის საკუთარიცით
მაგრამ ჩემის მხრივ მე3 თაობის პრიუსს ვერ ვპოულობ რავი ყველა თეთრად შეუღებიათ და ეგაა და ეგ
თუ ვინმეს გყავთ არათეთრი მე ვიქირავებ ნორმალურ პირობებზე.

მე დამჭირდება შენისთანა კარგი კაცი მალე

Posted by: sanfol 19 Feb 2020, 14:11
QUOTE (Faulkner. @ 14 Feb 2020, 21:44 )
Mr-Anybody
QUOTE
დღეში 50 ლარად ტესლას ყიდვა შეიძლება საქართველოში

ახლის? რა ღირს? 1500 ლარი თვეში, რამდენ წელიწადში უნდა დაფარო ვალი? და ის მანქანა თუ გაქაჩავს საერთოდ მაქამდე?

ალბათ აიქარის ტესლაზეა საუბარი

...............

300 ღირდა 24 საათით და ჩამოაკლეს ფასს?

Posted by: diliskaptenachunchxa 19 Feb 2020, 17:21
რამდენმე ვიცი ვინც მოკიდა მაგ საქმეს ხელი და ვერ გაიხარა და საბოლოოდ გაყიდეს მანქანები. ამათი მონაყოლიდან რასაც ვხდებოდი, მძღოლი უნდა შეგხვდეს პატიოსანი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზარალებს. წარმატებები!!!!

Posted by: system1ka 13 Jul 2020, 13:34
QUOTE
გაუმარჯოს!

ნორმალურ კომპანიას ხომ ვერ მირჩევთ მანქანა რომ მივაქირაო?
პირადადაც მივხედავდი, სამწუხაროდ მიმდინარე სამსახურის პირობებში ვერ შევძლებ ჯერ.

გაიხარეთ, მადლობა წინასწარ.



რა ქენი მოძებნე რომელიმე სანდო კომპანია?

Posted by: Paco_rabanne 17 Jul 2020, 02:46
2 წელია მაგ საქმეშივარ რავი როგორ გითხრათ ფული შემოაქ და გააქ შეჭამ დალევ ი ვსო ..გადადება გამდიდრება არ გამოვა :დდ

Posted by: √‼‼VσÜ¥ 17 Jul 2020, 06:44
Paco_rabanne
ტურისტებზე აქირავებ?


Posted by: system1ka 17 Jul 2020, 10:47
როგორც იქნა მოვხოდე ჩემი ქარხნულად თეთრი ჰონდა ინსაითი და ახლა ვეძებ პატიოსან კარგ მძღოლს ან სანდო კომპანიას biggrin.gif თუ ვინმემ იცით იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: deiar123 31 Jul 2020, 15:24
ჩემმა ახლობელმა, პროფესორი კაცია და 80 მანქანა გამოიყვანა ლიზინგით ხოდა დაუშვა და დაუშვა გაქირავებაში, რამდენიმე თვის მერე მითხრა გამაწამა და წაიღო ნერვები და ყველაფერი მაგსაქმემო, ისე მაგდენ მანქანას რო ჩალიჩობ აბა რა გგონია მარა მაინც ყველას საქმე არ არის რა, რამინდოდა რო მეკითხა, მაგალითად კარგ მდგომარეობაში მყოფი გაზის ბალონ ჩადგმული მერსედეს ე კლასი 1999-2000 ბევრად კომფორტული სატარებელიც არის, პრიუსზე გამძლეც არის და გამონაბოლქვს გაზი ასუფთავებს და მგონი რო ამ საკითხშიც ჯობს პრიუსს და მაგ მანქანას წლოვანებისბგამო იწუნებენ თუ რატო არ აწყობენ მსგავს ბიზნესს?

Posted by: system1ka 31 Jul 2020, 18:44
deiar123
ჯერ იმიტო რომ მაგ წლოვანებისას ვერ დაარეგისტრირებენ ვერცერთ ტაქსო კომპანიაში. იანდექსი იქნება თუ მაქსიმი. მინიმუმ 2005 წლიანს ითხოვენ. მეორეც ვინც აიყვას რატომღაც ურჩევია და გონებაში აქვს რომ პრიუსი ყველაზე ეკონომიური და უპრობლემოა და + მგზავრიც უფრო პრიუსს ჩაუჯდება ვიდრე 2000 წლიან ე კლასს..

Posted by: deiar123 1 Aug 2020, 02:00
QUOTE (system1ka @ 31 Jul 2020, 18:44 )
deiar123
ჯერ იმიტო რომ მაგ წლოვანებისას ვერ დაარეგისტრირებენ ვერცერთ ტაქსო კომპანიაში. იანდექსი იქნება თუ მაქსიმი. მინიმუმ 2005 წლიანს ითხოვენ. მეორეც ვინც აიყვას რატომღაც ურჩევია და გონებაში აქვს რომ პრიუსი ყველაზე ეკონომიური და უპრობლემოა და + მგზავრიც უფრო პრიუსს ჩაუჯდება ვიდრე 2000 წლიან ე კლასს..

ხო გასაგებია მეც ეგრე ვფიქრობდი, არადა მძღოლისთვისაც და მგზავრისთვისაც ბევრად კარგი ვარიანტია

Posted by: system1ka 15 Aug 2020, 22:34
მოკლედ მყავს ქარხნული თეთრი ფერის 2009 წლიანი ჰონდა ინსაით სატაქსაოდ გამზადებული, ყველანაირად გამართული. წინ და უკან ხედვის კამერით, პარკინ სენსორებით. დაზღვეული მძღოლით და მგზავრებით. წვაც ქალაქში 5-5.5 ლიტრი, ტრასაზე 4-4.5 ლიტრი.
ვფიქრობ გავაქირაო კვირაში 240 ლარად მინიმუმ 1 წლით.
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)