Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > აკაკი წერეთლის სახლში,ერთ-ერთი სადილის


Posted by: არმეძებო 15 Apr 2020, 00:42
user posted image

კორონა-შმორონა კი არა,ნახეთ ჩვენი აკაკი რა გურმანი ყოფილა? მასტერ-შეფი ვინ ყავდა საინტერესოაsmile.gif)
თან დაძალება აკრძალულიაოsmile.gif)

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 00:44
არმეძებო

ზურგიელი რა არის ?
ნაყინვი ?

დაძალება აკრძალული gigi.gif

p.-s. ხვალ უნდა შევწვა კალმახი ცეცხლზე, ფოლგაში სჯობს ? ბროწეულიც უნდა ? ფრანგებს უნდა ვაჭამო არ შემარცხვინოთ, მირჩიეთ user.gif

Posted by: shotie 15 Apr 2020, 00:48
რუსთაველი
მე სეტკაზე ვწვავ ხოლმე, კარგად შეაზავე აჯიკით და სუნელებით და გამოდის კანფეტი

Posted by: არმეძებო 15 Apr 2020, 00:49
რუსთაველი
QUOTE
ზურგიელი რა არის ?
ნაყინვი


ილია შემოვა და გვეტყვისsmile.gif

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 00:51
QUOTE
ზურგიელი რა არის ?
ნაყინვი

ზურგიელი თევზია და ნაყინვი ალბათ ნაყინი.

Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 00:53
არმეძებო
QUOTE
კორონა-შმორონა კი არა,ნახეთ ჩვენი აკაკი რა გურმანი ყოფილა?

სამორინეში თამაშობდა ეგ :დ თამაშობდა რა ძალიან აზარტული იყო და სულ აგებდა :დ
სადილი არ მიკვირს მაგიტომ

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 00:55
იცით როგორ გამოდიოდა თავადი ამილახვარი ნაბახუსევიდან?

შამფურზე შეწვავდნენ ხბოს, რომლის შიგთავსშიც იყო გოჭი,
გოჭში იდო ინდაური, ინდაურში ქათამი, ქათამში წიწილა, წიწილაში ქლიავი.

ის ქლიავი უნდა მიერთმიათ თავადისთვის. biggrin.gif

Posted by: ლევონ 15 Apr 2020, 00:55
არმეძებო
QUOTE
ილია შემოვა და გვეტყვის

რა გინდა?

Posted by: არმეძებო 15 Apr 2020, 00:59
B l a c k J a c k
QUOTE
სამორინეში თამაშობდა ეგ :დ თამაშობდა რა ძალიან აზარტული იყო და სულ აგებდა :დ
სადილი არ მიკვირს მაგიტომ


ეგ არ ვიცოდიsmile.gif)

ლევონ
QUOTE
რა გინდა?


შენ მღეროდი უკუღმართად მრავალჟამიერს?

zamzumi
QUOTE
იცით როგორ გამოდიოდა თავადი ამილახვარი ნაბახუსევიდან?

შამფურზე შეწვავდნენ ხბოს, რომლის შიგთავსშიც იყო გოჭი,
გოჭში იდო ინდაური, ინდაურში ქათამი, ქათამში წიწილა, წიწილაში ქლიავი.

ის ქლიავი უნდა მიერთმიათ თავადისთვის.


ეუფ,ესენი ვინ ყოფილან.

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 01:02
zamzumi

ამ ყველაფრის მერე რომ ქლიავს შეჭამ აშკარად გურმანი ხარ gigi.gif
ალბათ დელიკატესია.

არმეძებო
QUOTE
ილია შემოვა და გვეტყვის


ილია თუ შემოვა ალბათ შეგვაფურთხებს lol.gif

shotie
QUOTE
მე სეტკაზე ვწვავ ხოლმე, კარგად შეაზავე აჯიკით და სუნელებით და გამოდის კანფეტი


მეც მასე ვაპირებ, მაეკრანებელ ბადეზე gigi.gif
ერთხელ ვჭამე ბაღდათში, საკალმახეში, ფოლგაში შეგვიწვეს და ამიტომ ვიკითხე.
აჯიკა და სუნელები სამწუხაროდ არ მაქვს...

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 01:04
B l a c k J a c k

რომ მოეგო მერე კი არაფერს დაგვიწერდა lol.gif

zamzumi

ანუ იმ დროს ნაყინვი იყო ? თუ შეცდომით წერია ?

Posted by: dega 15 Apr 2020, 01:08
მასე რომ იყვნენ გაზულუქებულები და სხვა საფიქრალი არ ქონდათ იმიტომ წერდნენ იმ შედევრებს.......


Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 01:08
არმეძებო
QUOTE
ეგ არ ვიცოდი)

კი , მაგარს ყომარბაზობდა :დ

რუსთაველი
QUOTE
რომ მოეგო მერე კი არაფერს დაგვიწერდა

ხო აი მაგაზე: სხვათაშორის ილიაც თამაშობდა. მაგრამ აკაისკან განსხვავებით ანგარიშიანად და გათვლით. მოგებაზე ჩალიჩობდა რა და იგებდა კიდეც :დ
თან წერდა
აკაკი შაშისკარ მოშიშვლებული უბერავდა :დ :დ

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 01:25
რუსთაველი
QUOTE
ამ ყველაფრის მერე რომ ქლიავს შეჭამ აშკარად გურმანი ხარ

მარტო ქლიავს მიირთმევდა თავადი. biggrin.gif
QUOTE
ანუ იმ დროს ნაყინვი იყო ? თუ შეცდომით წერია ?

არ ვიცი. ვივარაუდე. ალბათ მასე ამბობდნენ.

ერთხელ საჯაროში ვათვალერებდი ძველი რეცეპტების წიგნს.
ნახევარს ვერ ვხვდებოდი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა "ქათმის აბიდუდული".
მაგ სიტყვის მცოდნე ვერ აღმოვაჩინე. biggrin.gif

Posted by: vOn3Cic4 15 Apr 2020, 01:30
QUOTE
შამფურზე შეწვავდნენ ხბოს, რომლის შიგთავსშიც იყო გოჭი,
გოჭში იდო ინდაური, ინდაურში ქათამი, ქათამში წიწილა, წიწილაში ქლიავი.

ვიღაც ერდოღანის ფავორიტი თურქი მზარეული რომაა. გადავსებულია ნეტი მაგის ვიდეოებით.

მაგას ევასება ეგეთი სალაფავები

Posted by: dega 15 Apr 2020, 01:34
იმ დროს რომ ინტერნეტი ყოფილიყო რას გადაუვლიდნენ ?
გაზულუქებული თავადები,,,
ვენაცვალე კამუნისტებს
biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 01:34
B l a c k J a c k
QUOTE
ილიაც თამაშობდა

QUOTE
იგებდა კიდეც


ჰოდა რომ იგებდა იმიტომაც დაგვწყევლა lol.gif
აწმყო თუ არ გვწყალობს - მომავალი ჩვენიაო...

zamzumi
QUOTE
მარტო ქლიავს მიირთმევდა თავადი. 


ალბათ ქლიავსაც არ კადრულობდა და მხოლოდ კურკას წუწნიდა lol.gif

ტკბილეულში შედის და სავარაუდოდ ალბათ ნაყინ(ვ)ი იქნება gigi.gif

QUOTE
"ქათმის აბიდუდული".


lol.gif up.gif

Posted by: Ambitious_Person 15 Apr 2020, 01:36
ისე ნეტა როგორი იყო სამყარო 2 საუკუნის წინ
ამ ბოლო დროს ისტორიამ ძაან დამაინტერესა


როცა ტექნიკა საერთოდ არ იყო ,ალბათ ხალხი უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან


Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 01:37
Ambitious_Person

კი, კი.
ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს სუნთქვა ეკვრებოდათ lol.gif

Posted by: picpic 15 Apr 2020, 01:39
აკაკის, ფურცელზე დაწერილი არ ინდობა, შეიძლება ნამდვილია არაა უბრალოდ მუზა ექვია.

Posted by: jasonnj 15 Apr 2020, 01:42
ვითომ ეგ შრიფტი მე-19 საუკუნისას ჰგავს?
ან როგორ დაბეჭდეს, პრინტერი ედგათ სამზარეულოში თუ ტიპოგრაფია სარდაფში?
ჰა-ჰა რემინგტონი ჰქონოდათ და ის კიდევ მე-20 საუკუნეშიც აცა-ბაცად ურტყავდა.
facepalm.gif
განსაკუთრებით italic-მა დახურა. givi.gif

Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 01:44
რუსთაველი
QUOTE
ჰოდა რომ იგებდა იმიტომაც დაგვწყევლა
აწმყო თუ არ გვწყალობს - მომავალი ჩვენიაო...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ისე გახსენებაზე: ორბელიანი გრიგოლი თუ რომელიღაცა სხვა. ჩამოუვიდნენ რუსი სტუმრები და მოკლედ რამდენიმე დღე ტვინი გაუღუნეს ამ ჩანგლებIთ და ეტიკეტით.
ამას ამოასხა და სულ ისეთი სუფრა გაუშალა სადაც კერძები ჩანგლIთ და კოვზით არ იჭმეოდა, დანები აართვა :დ
თან ეს ყველაფერი ხალიცაზე გაუშლა და არა მაგიდაზე და იძულებულები გახადა სპარსულად ფეხმორთხმულებს მიერთვათ :დ

კიდევ იყო ერთი აბრაგუნა დიდუბეში, მედუქნე იყო და მაგარ ქეიფებს აძრობდა. თან ხალხი ჭკუის საკIთხავად დადიოდა მაგასთან და რამე, მოკლეს ბოლოს,

მაგ დროს იცოდნენ მაგარი მოგიჟიანება. ერთი ყავდათ გივია. მაგიდას გამOთრევდნენ დუქნიდან გარეთ და ეს ზედ ცეკვავდა და ისე დადიოდნენ ქუჩებში :დ
მაგას და მაგის დოსტებს მაგრად უყვარდათ კონკის ლიანდაგიდან გადაგორება :დ :დ სისხლი ქონდა ტიფლისის მოსახლეობას გამშრალი :დ

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 01:44
jasonnj

შენ არ იცი თორემ ტექნიკამ სწორედ მას შემდეგ დაიწყო განვითარება lol.gif

B l a c k J a c k

ვაახ, მაშინაც კარგი ცირკები ყოფილა lol.gif
საიდან ეს ამბები ?

Posted by: dega 15 Apr 2020, 01:47
jasonnj
QUOTE
ვითომ ეგ შრიფტი მე-19 საუკუნისას ჰგავს?
ან როგორ დაბეჭდეს, პრინტერი ედგათ სამზარეულოში თუ ტიპოგრაფია სარდაფში?
ჰა-ჰა რემინგტონი ჰქონოდათ და ის კიდევ მე-20 საუკუნეშიც აცა-ბაცად ურტყავდა.

სხვიტორში ალისოვის სწრაფი ბეჭდვის დანადგარები უკვე 1870 წელს იყო და რატომ არის გასაკვირი

Posted by: jasonnj 15 Apr 2020, 01:58
QUOTE (dega @ 15 Apr 2020, 01:47 )
jasonnj
QUOTE
ვითომ ეგ შრიფტი მე-19 საუკუნისას ჰგავს?
ან როგორ დაბეჭდეს, პრინტერი ედგათ სამზარეულოში თუ ტიპოგრაფია სარდაფში?
ჰა-ჰა რემინგტონი ჰქონოდათ და ის კიდევ მე-20 საუკუნეშიც აცა-ბაცად ურტყავდა.

სხვიტორში ალისოვის სწრაფი ბეჭდვის დანადგარები უკვე 1870 წელს იყო და რატომ არის გასაკვირი

ვერც ერთი მექანიკური (დაჟე ელექტრულიც მოგვიანებით) საბეჭდი მანქანა თავისი ჩაქუჩებით ვერ უზრუნველყოფდა ასოთა მასეთ სწორ რიგს, მე-20 საუკუნეშიც კი. old.gif
თან შეხედე, რამდენი სხვადასხვა ზომის ფონტია გამოყენებული, თავისი Bold-თა და Italic-ით givi.gif

Posted by: Internet_Contraband 15 Apr 2020, 01:59
ეგ აშკარად ყალბი "მენიუა" ჯერ ერთი მენიუ რად უნდა სახლს, მარა კი მომშივდა sad.gif

Posted by: vOn3Cic4 15 Apr 2020, 02:07
jasonnj
QUOTE
ვერც ერთი მექანიკური (დაჟე ელექტრულიც მოგვიანებით) საბეჭდი მანქანა თავისი ჩაქუჩებით ვერ უზრუნველყოფდა ასოთა მასეთ სწორ რიგს, მე-20 საუკუნეშიც კი.
თან შეხედე, რამდენი სხვადასხვა ზომის ფონტია გამოყენებული, თავისი Bold-თა და Italic-ით

))) აბა რას ამბობ

1899 წლის ივერია

user posted image

სხვა გაზეთის ფოტო აიტვირთა, მაგრამ ეგ არაფერი ))))

მოკლედ, ჩვეულებრივად იბეჭდებოდა და ეგ ფონტები რაც მერე კომპიუტერულ ხანაში დაიდო, ციდან კი არ მოსულა. უმეტესობა ძველი გაცოცხლდა

Posted by: jasonnj 15 Apr 2020, 02:11
და სადილის მენიუებს სხვიტორის ტიპოგრაფიაში ბეჭდავდნენ? lol.gif

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 02:11
25 მკათათვე 1899 წელი.

მკათათვე არის ივლისი,
ახალი სტილით დაახლოებით 7 აგვისტო.

რამეს ზეიმობდნენ?
არ ჰგავს ყოველდღიურ მენიუს.
არ იყო აკაკი მასეთი შეძლებული.

Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 02:14
რუსთაველი
QUOTE
ვაახ, მაშინაც კარგი ცირკები ყოფილა

კი კაცო biggrin.gif

QUOTE
საიდან ეს ამბები ?

აკა მორჩილაძე და გრიშაშვილი. მადათოვის ტრილოგია, ობოლე რაც წამიკითხავს და ესენი:
https://www.youtube.com/watch?v=oyddXUb2U7k
ხარფუხზე, ისნის სასხლეზე, თბილისის ჭრაქებზე, კოშკებზე და მასეთებზე აქვს მაგარი ისტორიები :დ
ნუ აკა ისტორიკოსია და გასაგებია.
გრიშაშვილი იყო დარდიმანდი ძველი თბილისელი და რომ გაკომუნისტდა ყველაფერი ან თავი უნდა შეეკლა და დახვრეტდნენ ან ლექსები წერის ამბებში ხოტბა ესხა წითელბისთვის. ამასაც რა ექნა? ადგა და გადაერთო თბილისის ისტორიებზე და სვათაშორის მაგ კაცმა შემოგვინახა ეგ ისტორიები.
თორემ მეფის რუსეთი დროინდელი თბილისი განადგურდა და არავის ახსოვს.
გრიშაშვილს აქვ მერე აღწერილი ყარაჩოღლები, კინტოები, ყოჩების ბრძოლა: პურზე ზრდიდნენ ყოჩებს და რქებს ულესავდნენ და ამბები :დ
საინტერესოა რა ძალიან. თორემ იმ პრინციპთ, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ და გამარჯვებულები როგორც წესი მაგარი მატყუარები არიან :დ დამარცეხბულის შემორცენილი ისტორია: ფასდაუდებელია.

კაი ეს ერთიც, თემას ეხება:
ამაზე მაგრად მეცინება :დ მონღოლებს ქონდათ ასეთი სისტემა: გადასახდების აკრეფას ასხვისებდნენ. ანუ ვიღაცა იყიდდა და მერე ეგ კრეფდა რა. ჰო და ჯერ მონღოლები რა ტიპები იყვნენ და მერე ის რა ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც გადასახადებს კრეფდა და მერე მონღოლებს უხდიდა კიდევ ხარკს :დ
ნუ ასეთი იყო სპარსი მირზა თუ ვიღაცა. აი ყველაფრიდან წილ იღებდა ტიპი და ერთხელაც დავით ნარინმა მგონი მოინადირა კურდღელი ნუ ერთადერთი კურდღელი რა და დაჯდა სადარბაზოდ და მოიკითხა ეს თავის კურდღელი :დ :დ
ჩემი ფეხები. ამ სპარსს ქონდა გაზიდული ნანადირევი. ლეგენდის თანახმად ამოასხა ნარინს, ეს სპარსი კოშკიდან გადმოაგდო და აჯანყდა.

სინამდვილეში ამ სპარსმა გაასწრო ნარინს მონღოლებთან და ნარინამ ეგ კაცი გამომიგზავნეთ აუცილებლადო. ამ მონღოლებმაც უყურეს და უყურეს და ვიღაცამ ურჩია რა მოკლედ გავუგზავნოთ თორემ აჯანყდებიანო. ეს ხდება 54-56ის აღწერის მერე. სხვათაშორის პატარა საქმე არ იყო მონღოლების ხარკის ამკრეფის გასაღება.
ნუ საბოლოოდ ნარინი მაინც აჯანყდა 59ში. აჯანყდა რა: არ ვიომებო და სიბაზე არ ვიდგებიო და მოხვდა დინგში მერე :დ

მარა ეს სპარსელი რა ტიპი იყო არ კაიფობთ? მეფის საკუჭნაოში არ შეძვრე და კურდღელი არ ააცალო. აცადე რა აკცს ჭამა ამის დედა ვატირე :დ

Posted by: vOn3Cic4 15 Apr 2020, 02:19
jasonnj
QUOTE
და სადილის მენიუებს სხვიტორის ტიპოგრაფიაში ბეჭდავდნენ?

საკუთარი სტამბა ჰქონდა აკაკის. რედაქტორ-გამომცემელიც იყო. რა არის ამაში დაუჯერებელი

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 02:19
B l a c k J a c k
QUOTE
გრიშაშვილს აქვ მერე აღწერილი

გრიშაშვილის "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა"
yes.gif up.gif

Posted by: t-90 15 Apr 2020, 02:32
რუსთაველი
QUOTE


მეც მასე ვაპირებ, მაეკრანებელ ბადეზე gigi.gif
ერთხელ ვჭამე ბაღდათში, საკალმახეში, ფოლგაში შეგვიწვეს და ამიტომ ვიკითხე.
აჯიკა და სუნელები სამწუხაროდ არ მაქვს...

თვზი საერთოდ ფოლგაშI იწვება.
vOn3Cic4
QUOTE

ვიღაც ერდოღანის ფავორიტი თურქი მზარეული რომაა. გადავსებულია ნეტი მაგის ვიდეოებით.

მაგას ევასება ეგეთი სალაფავები

სალაფავი რატოა?
B l a c k J a c k
QUOTE

კაი ეს ერთიც, თემას ეხება:
ამაზე მაგრად მეცინება :დ მონღოლებს ქონდათ ასეთი სისტემა: გადასახდების აკრეფას ასხვისებდნენ. ანუ ვიღაცა იყიდდა და მერე ეგ კრეფდა რა. ჰო და ჯერ მონღოლები რა ტიპები იყვნენ და მერე ის რა ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც გადასახადებს კრეფდა და მერე მონღოლებს უხდიდა კიდევ ხარკს :დ
ნუ ასეთი იყო სპარსი მირზა თუ ვიღაცა. აი ყველაფრიდან წილ იღებდა ტიპი და ერთხელაც დავით ნარინმა მგონი მოინადირა კურდღელი ნუ ერთადერთი კურდღელი რა და დაჯდა სადარბაზოდ და მოიკითხა ეს თავის კურდღელი :დ :დ
ჩემი ფეხები. ამ სპარსს ქონდა გაზიდული ნანადირევი. ლეგენდის თანახმად ამოასხა ნარინს, ეს სპარსი კოშკიდან გადმოაგდო და აჯანყდა.

კაი ლეგენდაა მარა ზღაპარია.

Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 02:35
zamzumi
QUOTE
გრიშაშვილის "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა"

კი, ეგ წიგნია. ახლა ვალაგებ წიგნებს და უკვე ვიცი სად მაქვს დადებული :დ

t-90
QUOTE
კაი ლეგენდაა მარა ზღაპარია.

ფიფთი/ფითი ქამერად :დ
კი ბატონო სხვა რამის გამო აჯანყდა, თუ მაგას აჯანყება ერქვა. გადაგვიარეს და გადმოგვიარეს :დ

Posted by: t-90 15 Apr 2020, 02:37
B l a c k J a c k
QUOTE

ფიფთი/ფითი ქამერად :დ
კი ბატონო სხვა რამის გამო აჯანყდა, თუ მაგას აჯანყება ერქვა. გადაგვიარეს და გადმოგვიარეს :დ

რატომ აუჯანყდა იმ დროს როდესაც ეგვიპტისკენ მიდიოდა?
გაუშვი რა ბლიად რას გიშლის ხო?
მარა სხვა რამეშია საქმე.
ოღონდ რაში აქ არ მაწერინოთ biggrin.gif

Posted by: jasonnj 15 Apr 2020, 02:38
QUOTE (vOn3Cic4 @ 15 Apr 2020, 02:19 )
jasonnj
QUOTE
და სადილის მენიუებს სხვიტორის ტიპოგრაფიაში ბეჭდავდნენ?

საკუთარი სტამბა ჰქონდა აკაკის. რედაქტორ-გამომცემელიც იყო. რა არის ამაში დაუჯერებელი

საკუთარი ტიპოგრაფიაც რომ ჰქონოდა აკაკის (არ ვიცი), ვერ ააწყობდა "შემწვარი:" და " ტკბილა:" -ს.
არადა, რა მრჯის, კი, ნამდვილად დედანია !

Posted by: Ninelku 15 Apr 2020, 02:41
QUOTE
ზურგიელი რა არის ?
ნაყინვი

ზუთხის, კალმახის და სხვ. თევზების ზურგის ნაწილის ანათალი.
გამოყვანილი, ანუ შებოლილი (აი, როგორც ლორი). რუსულად Балык.
ნაყინვი ნაყინია. ეტყობა, მაშინ ასე უწოდებდნენ.

Posted by: zamzumi 15 Apr 2020, 02:44
B l a c k J a c k
QUOTE
კი, ეგ წიგნია. ახლა ვალაგებ წიგნებს და უკვე ვიცი სად მაქვს დადებული :დ

რომელი წლის გამოცემა გაქვს?
დედას უყვარდა ეგ წიგნი.
მეზობელი ჰყავდათ, რომელსაც მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
იქიდან ჰქონდა წაკითხული.

ახალ გამოცემებს ვერ იტანდა: ძალიან არის შემიკლებული და არც ილუსტრაციები აქვსო.


Posted by: [LoD]-Bagra 15 Apr 2020, 02:56
აჰა თქვენ ორიგინალი.

გადაღებული სხვიტორში, აკაკის სახლ-მუზეუმში.



user posted image

Posted by: kriketi-1985 15 Apr 2020, 03:05
QUOTE (არმეძებო @ 15 Apr 2020, 00:49 )
რუსთაველი
QUOTE
ზურგიელი რა არის ?
ნაყინვი


ილია შემოვა და გვეტყვისsmile.gif

:დ
მეც მანდედან ვიცი, არც მანამ და არც მის მერე არ გამიგონია :დ

Posted by: B l a c k J a c k 15 Apr 2020, 03:06
t-90
QUOTE
მარა სხვა რამეშია საქმე.
ოღონდ რაში აქ არ მაწერინოთ

მიდი დაწერე. საინტერესო იქნება. დილით წავიკითხავთ biggrin.gif

zamzumi
QUOTE
ახალ გამოცემებს ვერ იტანდა: ძალიან არის შემიკლებული და არც ილუსტრაციები აქვსო.

მგონი ეგ არის. საბლიტგამი 1928, მაგრამ დიდი ეჭვი ამქვს ძველი მასალა ახალი დაბეჭდილია. შიგნით არის ილუსტრაციები: ყარაჩოღლები, ნოტებიც არის და ა.შ.
user posted image
ეს რამდენად არის გრიშაშვილის არ ვიცი, მაგრამ უმრავლესობა კი იქნება მაგისი შეგროვებული.
ოჰოჰოჰო ისეთები წერია biggrin.gif biggrin.gif
user posted image

Posted by: gig@@@ 15 Apr 2020, 03:08
სუკის მწვადები lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: TUZI_MAQCIA 15 Apr 2020, 03:14
Წერეთელი ფუმფლოშიკი იყო ნარდში აკატავებდა

Posted by: jasonnj 15 Apr 2020, 03:22
QUOTE ([LoD)
-Bagra,15 Apr 2020, 02:56 ]აჰა თქვენ ორიგინალი.

გადაღებული სხვიტორში, აკაკის სახლ-მუზეუმში.

ჰოდა ვის რაში დასჭირდა ქაღალდის ნაგლეჯზე პრინტერით დაბეჭდილი ფეიკისთვის ვითომ "ძველი ვიდის" მიცემა? rolleyes.gif
P.S. ვერ დავიჩემებ, მაგრამ ეგ "ორიგინალიც" მოგვიანებით სპეციალურად დამზადებულ სამუზეუმო ექსპონატსა ჰგავს, რაც სულაც არ გამორიცხავს, რომ ტექსტი სინამდვილეს ასახავდეს. yes.gif

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 05:20
B l a c k J a c k

დიდი მადლობა smile.gif ჩავუჯდები და ვუყურებ...
დრო კი მაქვს მკვდარზე მეტი

lol.gif

QUOTE
მეფის საკუჭნაოში არ შეძვრე და კურდღელი არ ააცალო


თანაც

QUOTE
ერთადერთი კურდღელი


lol.gif up.gif

მაგარი უნამუსო ყოფილა სპარსელი

t-90

გავითვალისწინებ, გმადლობ smile.gif
ორაგულიც მინდა ვცადო ხვალ...

ტაფაზე შესანიშნავი გამოდის gigi.gif

Posted by: ZZ Top 15 Apr 2020, 08:10
QUOTE
მასტერ-შეფი ვინ ყავდა საინტერესოა

ქელეხში პაპაჩემის მამა იყო ეგ ვიცი ნაღდათ

Posted by: t-90 15 Apr 2020, 09:02
რუსთაველი
QUOTE

გავითვალისწინებ, გმადლობ smile.gif
ორაგულიც მინდა ვცადო ხვალ...

ტაფაზე შესანიშნავი გამოდის

დამიჯერე ტაფაზე გამოდის კარგი
აი ლაიმი და ფოლგაში არის შესანიშნავი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)