#57470725 · 1 Feb 2021, 14:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Delvaux @ 3 Jan 2021, 11:26 ) | მეგობრებო, დახმარება მჭირდება.
მყავს 8 თვის ჰასკი ბიჭი. კერძო სახლის ეზოშია, დარბის თავისთვის და არის ბედნიერად... უბრალოდ თავის ხის სახლში დაძინება ვერაფრით ვერ მივაჩვიე და ხან სად ძინავს და ხად სად... ამ ბოლო დროს ყმუილით აგვიკლო და საჭმელსაც აღარ ჭამს (Advance Medium-ს ჭამდა) რასაც ჭამდა აქამდე, პირს არ აკარებს... |
გირჩევთ ვოლიერი გაუკეთოთ ეზოში გადახურული თუნდაც მცირე ზომის და შიგნით დაუდგათ სახლი, ღამე დატოვებთ და დაცული იქნებით რომ წვიმის ან თოვლის დროს გარეთ არ გაილუმპება ღამე
რაც შეეხება საჭმელს ნორმალური საჭმელია ეგ და შეჭამს აუცილებლად რო მოშივდება * * *
QUOTE (DJ_PUNK @ 12 Aug 2020, 03:23 ) | ვცხოვრობ კორპუსში და ჰასკი რომ ვიყოლიო არ იქნება რთული როგორც ძაღლისთვის ასევე ოჯახის წევტებისთვის? როგორც ციმბირული ძაღლი კორპუსის სამ ოთახიან ბინაში როგორ შეძლებს ცხოვრებას? |
იმ ოჯახის წევრებისთვის ვისაც მაინცდამაინც არ უყვარს ძაღლები რთული იქნება, ძაღლისთვის კი იმ შემთხვევაში იქნება რთული თუ მოვლას მოაკლებთ, ბეწვი სცვივა წელიწადში სუ ცოტა 6 თვე და ვარცხნა ჭირდება მუდმივი 2 ნაირი სავარცხლით, ასევე ყოველდღე თუარა დღეგამოშვებით მაინც ჭირდება სირბილი სადმე თუნდაც სხვა არააგრესიულ ძაღლებთან ერთად ჩიხში სადმე ან სტადიონზე, ქუჩაში საბელის გარეშე ნუ გაუშვებთ ეგრე იკარგებიან ბევრი ჰასკები, ბევრი ისე დაკარგულა კვალისთვისაც ვერ მიუგნიათ, ლეკვობიდან აჩვევენ ისიც მცირე ნაწილი ეჩვევა ჰასკების საბელიც გარეშე გარეთ სიარულს და სირბილს ისე რომ არ გაიქცეს
QUOTE | ასევე ბევრმა ადამიანმა მათ შორის ჩემმა მეგობარმა ვისაც სამი ჰასკი ჰყავს მითხრა რომ ჰასკი არ იწვრთნება, რთულად დასამორჩილებელო და საკმაოდ აგრესიულიც არისო. ანუ მე ვგულისხმობ იმას რომ რამდენად ინტელექტუალური ძაღლია მაგალითად ერთი თქმით რომ გაიგოს ნათქვამი, თუნდაც ძაღლთან რომ მოუვიდეს ჩხუბი ან ადამიანზე რომ გაიწიოს დაბალი ხმოთ რომ უთხრა გაჩერდი და ეგრევე გაჩერდეს, |
კი რთულად გასაწვრთნელი და რთულად დასამორჩილებლები ნამდვილად არიან, თუმცა გაწვრთნის შედეგად შესაძლებელია შედეგის მიღება, უნდა გაიწვრთნას ლეკვობაში თორემ მერე გვიანია, ისე 3 წლის შემდეგ ასე თუ ისე წყნარდებიან მაგრამ თუარ გაიწვრთნა მაინც რთულია მერეც რაღაც დონეზე. ინტელექტუალური ძაღლია ოღონდ სათავისოდ დამჯერი არ არის, ჰასკი არის მეგობარი ძაღლი და არა ქვეშევრდომი, ადამიანის ტოლად თვლის თავს, ერთი თქმით რომ გაიგოს თავიდანვე ეგ გამორიცხულია. ადამიანებზე არ იწევენ როგორც წესი და ძაღლებთანაც იშვიათად ჩხუბობენ. QUOTE | რამდენად რთული მოსავლელია? მაგალითად პოსტები ვნახე, ზოგს მუცელი სტკივა, ზოგმა მითხრა აღრბინებს, ჭიებს დაყრის, ა.შ. მე ასევე მაქვს სოფელი სადაც მინიმუმ 3 თვეა ვატარებ და იქ ასევე დამცველობითი ინსტიქტები თუ აქვს ეზო რომ დაიცვაა? ბევრისგან გამიგია სახლიდან გარბისო ტემპერამენტი აქვს ესეთი. თქვენ რას მირჩევთ? |
რთული მოსავლელია ხასიათის და ბეწვის ცვენის მხრივ, ჭიებს რაც შეეხება დამუშავდება და მორჩება ეგ არ არის პრობლემა. დამცველობითი ინსტიქტი არ აქვს საერთოდ, ციმბირში და ალიასკაზე ჩუქჩების და ესკიმოსების ქოხებში ცხოვრობდნენ ბავშვებთან ერთად და ამიტომ მაქსიმალურად არააგრესიული ჯიში გამოიყვანეს. სახლიდან გარბიან კი, არ გირჩევთ საბელის გარეშე გაშვებას სანამ არ გაიწვრთნება, ლეკვობიდან წვრთნიან მაგაზე იშვიათად ისიც
QUOTE | ასევე თუნდაც შეიძლება იყოს გენეტიკურად აგრესიული და მერე გამოამჟღავნოს? |
არა, რიდი უნდა ქონდეს ლეკვობიდან სიყვარულთან ერთად თორემ ჩემი მეზობლის ბავშვს უკბინა თავის ჰასკმა, რაღაცის გამორთმევა მოუნდომა და იმას ეჩემებოდა ის ნივთი, იმ ბავშვის რიდიც არ ქონდა და გაკრა კბილი ხელზე. ლეკვობიდან უნდა გამოუმუშავდეს რიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება როცა წამოიზრდება დაერიოს ოჯახის წევრებს, მაგრად დაგლეჯვით იშვიათია ძაან მაგრამ კბილის გაკვრა იციან როცა არასწორად ზრდიან და თან რიდიც არ აქვთ
QUOTE | ან როგორ უნდა დავრწმუნდე რომ სუფთა სისხლის არის? |
ვინმე პროფესიონალი უნდა წაიყვანოთ საყიდლად რომ წახვალთ თორემ ადვილი შესაძლებელია მოგატყუონ, უამრავი ჰასკის მეტისებია შემოყრილი, ან აქ დადეთ ლეკვის ფოტო და გეტყვით
QUOTE | მაგალითად ვიდეოები იუთუბზეა რომ ჰასკი აგრესიულია არამარტო ცხოველების არამედ ადამიანების მიმართ. |
არასწორად გაზრდის შემთხვევაში ხდება ასეთი შემთხვევები
QUOTE | ჰასკის ფასებიც იქნებ მომწეროთ და ასევე რა დამატებითი ხარჯი მექნება ყიდვის შემდეგ? ძაღლის საჭმელი უნდა ჭამოს სულ თუ შეიძლება ოჯახის საჭმელიც? |
კარგი ხარისხიანი ჰასკის ლეკვის ფასი 250 ლარიდან იწყება და ჩემპიონების შვილები და შოუ კლასის ლეკვების ფასი 450 $ მდეც ადის
QUOTE | ორ ნაირი ჰასკი არის როგორც ვხედავ, 1) რომელსაც მელიის მსგავსი სახე აქვს თზელი, და 2) რომელიც უფრო მრგვალი თავი და ფუმფულა სახე. რა განსხვავებაა ამ ორ ჰასკს შორის? ვიზუალურად მეორენაირი ჰასკი მოგვწონს ძალიან და მაგიტომ მაინტერესებს. |
აღნაგობას გულისმობთ სავარაუდოდ და ეგ ლეკვის ან ძაღლის ხარისხზეა დამოკიდებული
This post has been edited by Irakli199001 on 1 Feb 2021, 15:41
|