არ მიყვარს ჩემი ცხოვრების მონაკვეთებისთვის სახელების დარქმევა.
დიდი გოგო ვარ და ვიცი რომ ფერები სულ იცვლება.
ჩემი 2018 წელი ჯადოსნურად დაიწყო.
ბედნიერებას ვასხივებდი. იასამნისფერები ვიყავით. „იშმუნისფერი“.
მერე ფერები აირია. იყო შავი, შავზე უარესიც იყო. ჯადოსნური ზღაპარი ყველაზე ბნელ ღამის კოშმარად იქცა.
მერე იყო ნაცრისფერი, მერე ისევ გაჩნდა ფერები.
მერე იყო ჩემი და, როცა შიშს ძააააალიან დიდი თვალები ჰქონდა. და მე ძალიან „პატარა“ ვიყავი. გადავრჩით.
მერე მე წავედი, იქ სადაც ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი და უკან იმაზე უბედური დავბრუნდი ვიდრე მანამდე ვიყავი.
და მივხვდი რომ ჩემს ცხივრებაში მე არ მქონდა მთავარი როლი.
მივხვდი რომ მთელი წელი ბურანში გავატარე. მივხვდი რომ ჩემი თავი დავკარგე. ეს მე არ ვარ.
და ახლა ნინა.
ხო ნინ შენ გყავს ჩემზე ძვირფასები, რომლებსაც 100 ჯერ მეტად სტკივათ ახლა ვიდრე მე. მეც რათქმაუნდა მყავს ასეთები. მაგრამ მე მყოფნიდა ჩემი წილი ნინა. და ბედნიერი ვიყავი რომ მყავდი. დედას გეფიცები ზოგჯერ ვფიქრობდი და მიკვირდა რატომ გიყვარდი, შენ ასეთს... მე ასეთი, მაგრამ ვიცი რომ გიყვარდი. მადლობა.
ვერც იმას მოგატყუებ ვერასოდეს მოვინელებთქო. ყველა ყველაფერს ვინელებთ საბოლოოდ.
ან შენ რას გიშველის ჩვენი ვერ მონელება?
ბებიაჩემის გარდა, პირველი ადამიანი ხარ ვის გამოც მინდა რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობდეს და კიდევ გნახო. იმიტომ კი არა რომ მონატრებას ვერ გავუძლებ, ვიცი მივეჩვევი. უბრალოდ ვერ ვეგუები რომ დამთავრდი. შენ ვერ დამთავრდები. მინდა ვნახო როგორ გრძელდები. ოღონდ ჯერ არა
))
ჯერ ცოტა „საქმეები“ მაქვს.
აღარ მინდა ჩემს ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებდე.
როგორ მიდის.... ისე თითქოს მე არაფერ შუაში ვარ, ფილმი რომ იყოს Supporting Actressის ნომინაციაზე წარმადგენდნენ. ეს მართლა არ ვარ მე. ვერ მცნობენ, ვერც მე ვცნობ.
იქნებ შევძლო და ისევ გავხდე საკუთარ ცხოვრებაში Lead actress.
იქნებ.