ემოცია არა, ფაქტი და ეს ხდება მაშინ როცა ემოციის გამომწვევი ფაქტის მიმართ ადამიანს ინდიფერენტული დამოკიდებულება უჩნდება.
მგონი ზოგადად დადებით ემოციები უფრო მძაფრია და 'ხანგრძლივი'. გახანგრძლივებაში ცოტა ხელოვნურად, ადამიანი თავადაც უწყობს ხელს...მაგ. იმ ფაქტებს,რაც უარყოფით რეაქციას იწვევს ჩვენში ჩვენვე ვცდილობთ რომ ჩვენშივე ჩავახშოთ. ანუ, თუ შემთხვევით გაგვეფიქრა, მას კი არ განვავრცობთ, პირიქით, ვცდილობთ სასწრაფოდ ვაიძულოთ ჩვენი გონება , რომ მის მაცვლად რამე სასიამოვნოზე იფიქროს. სასიამოვნო ემოციების გამომწვევ მიზეზები კი პირიქოთ, სულ გონებაში გვიტრიალებს და ჩვენვე ვცდილობთ ხშირად გავიხსენოთ .
ასაკში სხვადასხვა ფაქტი სხვადასხვა სიმძაფრით იწვევს ემოციებს . სიმძაფრე განაპირობებს ხანგრძლივობასაც.. მაგ. ბავშვობაში საოცნებო ფეხსაცმელს რომ მიყიდიდნენ, საწოლთან ვდებდი და ბედნიერებისგან ვერ ვიძინებდი. ეხლა არც საწოლთან ვდებ და მშვენივრადაც ვიძინებ, უბრალოდ სიზმარში ამ ფეხსაცმელებს ვხედავ...100 წლის მერე ალბათ შვილიშვილები მაჩუქებენ თავიანთი გემოვნებით შერჩეულ ფეხსაცმელს და მე ზრდილობის გამო ალბათ ჩავიზომებ. მერე როგორც კი თვაკს მოეფარებიან დავდებ სადმე ბნელ კუთხეში და გადავბრუნდები და დავიძინებ...უსიზმროდ
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user