forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (91) « პირველი ... 89 90 [91]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სიზმარი, ნაწ.VI-მისტიკის ჟანრის მოყვარულებო აქეთ :)
tatia23



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2020
წევრი No.: 145772
რეგისტრ.: 30-March 12

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 03:50  #56049814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
ყოველღამე სხვადასხვა ადამიანები რომ გესიზმრება , ნაცნობები, უმეტესობა საუკუნეა რომ არ გინახია და არც გაგხსენებია... რას ნიშნავს?
სიზმრების უმეტესობა ძალიან ქაოტურია


--------------------
ok pk

Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20409
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 01:59  #56055009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatia23
QUOTE
ყოველღამე სხვადასხვა ადამიანები რომ გესიზმრება , ნაცნობები, უმეტესობა საუკუნეა რომ არ გინახია და არც გაგხსენებია... რას ნიშნავს?
სიზმრების უმეტესობა ძალიან ქაოტურია

ეს შენს ქვეცნობიერებაში დაგროვილი ამოდის ზემოთ… ამიტომაც არის ქაოტური და ის ნაცნობებიც გაგახსენა… თუ როგორ კომბინაციაში ნახე
ის ნაცნობები ეს შენ უფრო კარგად იცი, ხოდა იქედან გამომდინარე იმ ნაცნობებთან რაღაცა კავშირებიც არის ეტყობა… smile.gif



--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13558
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 17:37  #56062303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist

საერთოდ აღარაფერი რო აღარ გესიზმრება თვეების მანძილზე იმას ნიშნავს რო კვდება ადამიანი თუ რა?

არადა სერიოზული სქილები მქონდა სიზმრებში,საფრთხეებისგან თავადასაცავად ტელეპორტებს ვჩალიჩობდი
ზე საინტერესო ფენომენია როგორ ან რანაირად, იმიტო რო ბოლოს როცა დამესიზმრა რაღაც და ვცადე არ გამომივიდა შეგრძნებებიდან გამომდინარე მახსოვს.


--------------------
ბანანს+ვარდი=ყავას

To Avoid Criticism, Say Nothing, Do Nothing, Be Nothing

Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20409
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 22:41  #56064025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
POKERISBLUFF
QUOTE
საერთოდ აღარაფერი რო აღარ გესიზმრება თვეების მანძილზე იმას ნიშნავს რო კვდება ადამიანი თუ რა?

სიზმარს ადამიანი გაღვიძებისას და ჩაძინებისას ნახულობს… ხოდა თუ ეს პროცესი ანუ გამოღვიძების პროცესი იმდენად
სწრაფად ხდება რომ სიზმრის ნახვას ვერ ასწრებ ან მის დამახსოვრებას ეს ნიშნავს რომ ადამიანი კი არ კვდება არამედ უფრო
გამატარიალურდა, გაღვიძების თანავე მიწიერს ეტყეპება მისი ყურადღება და სიზმარიც უკვალოდ ქრება… იგივე ჩაძინებისას..
ის სწრაფად გადის ღრმა ძილში და ვერ ასწრებს სიზმრის აღქმას… ანდა ნახვას საერთოდ…

QUOTE
არადა სერიოზული სქილები მქონდა სიზმრებში,ვსაფრთხეებისგან თავადასაცავად ტელეპორტებს ვჩალიჩობდი

ხოდა მაგ ჩალიჩმა გამოიწვია შესაძლოა ის რომ სიზმრებს ვეღარ ნახულობ… მაგრამ ეხლა რომ გავაცნობიერეთ აუცილებლად
ნახავ ისევ სიზმრებს… smile.gif

უბრალოდ სიზმრების ცვლილებები ახლავს ხილვებზე გარდამავალ ეტაპს… ნელ ნელა სიზმარში ხვდები რომ სიზმარში ხარ
და მოგზაურობსავით, შემდგომ კი სხვა ცნობიერება გაგყვება იმ ღრმა ძილის მდგომარეობამდე და ეს უკვე ხილვების ტოლფასია..
მაგას კი სჭირდება იმ ასტრალური ორგანოების განვითარება რომლებსაც ჩაკრები ჰქვია, ამ ორგანოებით ხედავ და ორიენტირებ
ზენა სამყაროებში… მაგის შემდეგ ძილს ძილი აღარ ჰქვია, გადასვლა გადმოსვლა ხდება ერთი ცნობიერებიდან მეორეზე… smile.gif
stay.safe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 18
წევრი No.: 255985
რეგისტრ.: 28-March 20

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 22:44  #56064041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან ხშირად მესიზმრება ერთი ადამიანი, შევწუხდი უკვე smile.gif)

როგორ შეიძლება, რომ აღარ მოვიდეს ჩემს სიზმარში?
ან რატომ მესიზმრება, შეიძლება ჰქონდეს ახსნა?

This post has been edited by stay.safe on 28 Mar 2020, 22:53
POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13558
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 23:03  #56064191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist

იმედია ვნახავ , ადრე მიყვარდა ძილი იმიტო რო საინტერესო იყო ჩემთვის და შემეძლო რაღაცეები
ეხლა ცუდია რო აღარაფერი აღარ ხდება
რა არ ვცადე, სადამდეც ქაჩავს ფიზიკურად სხეული გონება ყველაფერი ვტვირთავ , ბოლოს ძალით მეძინება ხოლმე

ისე სიკვდილის დროს რას ფიქრობ, რაღაც პერიოდი თითქოს სიზმარში ხარ არა? მაშინ როცა იძინებენ და და ჰოპ, ვეღარ იღვიძებენ
ალბათ სანამ ყველაფერი გაითიშება რაღაცას ნახულობ, მე ასე ვფიქრობ

საინტერესო იქნება ვერსიის დონეზეც სხვისი აზრის მოსმენა ვინც ფიქრობს და აზროვნებს.

This post has been edited by POKERISBLUFF on 28 Mar 2020, 23:05
Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20409
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 04:45  #56065420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
POKERISBLUFF
QUOTE
საინტერესო იქნება ვერსიის დონეზეც სხვისი აზრის მოსმენა ვინც ფიქრობს და აზროვნებს.

აქ იმას ვიტყოდი რომ ადამიანი არ ითიშება სიკვდილის დროს, ის გადის სხეულიდან და ხედავს თავის
სხეულს დაჰყურებს, ერთი პერიოდი ის კონტაკტს არ კარგავს მიწიერ სამყაროსთან, იმისდა მიხედვით
თუ რა დარჩა მოუგვარებელი ან სიყვარული დააკლდა ვინმესგან ან სხვა ასეთი… შემდგომ ეს მისი სული
იწყებს განსაწმენდელის გავლას, განსაწმენდელში ის გადის თავის მთელ ცხოვრებას უკუ მიმართულებით
ერთ მესამედ დროში თავისი მიწიერი ცხოვრების ხანგრძლივობიდან… აი ამ განსაწმენდელში ხდება ასეთი
რამ, რომ ადამიანი თავის თავზე განიცდის თუ ვინმეს რაიმე დაუშავა… ცხოვრებაში წვალებას კი ადვილად
გადის, უფრო ის მომენტებია რთული სადაც ის ან ბოროტებას სჩადიოდა ანდა რაიმეზე დამოკიდებული
იყო, ავიღოთ მაგალითად ადვილი რამ, როდესაც ადამიანი სიგარეტზე იყო დამოკიდებული და იმ მომენტებს
გადის სადაც ეწეოდა ინტენსიურად, ის სურვილი სახეზეა, მაგრამ ფიზიკური სხეული რახან აღარ გააჩნია
ამიტომ ვერ იკმაყოფილებს ამ სურვილს, ეს არის როგორც ცეცხლში გატარება ამ სურვილების, ჯოჯოხეთს
ფაქტიურად ამ განსაწმენდელს ეძახიან, ხოდა ადამიანი განსაწმენდელის შემდგომ გადის სუფთა სახით სულიერში…

თუ ინტერესი გექნება განვაგრძობ თუ რა ხდება შემდგომ… smile.gif


* * *
stay.safe
QUOTE
ძალიან ხშირად მესიზმრება ერთი ადამიანი, შევწუხდი უკვე )
როგორ შეიძლება, რომ აღარ მოვიდეს ჩემს სიზმარში?
ან რატომ მესიზმრება, შეიძლება ჰქონდეს ახსნა?

უნდა გაიცნობიერო თუ რა სურს იმ ადამიანს, ვინაა ან რატომ მოდის
შენს სიზმარში, ამ გაცნობიერების შემდგომ აღარ მოვა თუ ასე გსურს…

თუ იცნობ ლაივში უნდა დაეკონტაქტო და შეეკითხო იქნებ რაღაცა
აწუხებს შენთან მიმართებაში? თუ არის ეს შესაძლებელი რა თქმა უნდა…
ისე სჯობია თვითონვე მიხვდე რატომ მოდის შენთან ანუ სიზმარში
რატომ ნახულობ… რაღაცა დამაკავშირებელი აუცილებლად იქნება…

* * *
პს.
მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოდის და რას აკეთებს სიზმარში?
ან რაიმეს გეუბნება იქნებ და ა.შ.
stay.safe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 18
წევრი No.: 255985
რეგისტრ.: 28-March 20

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 06:14  #56065468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist

მადლობა გამოხმაურებისთვის, პირველ რიგში.

რაც შეეხება ჩემს სიზმრისეულ სტუმარს, კი, ვიცნობ ახლოს, ბავშვობიდან.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by stay.safe on 29 Mar 2020, 07:04
tamuska
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3606
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 15:20  #56066907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Artist @ 29 Mar 2020, 04:45 )


თუ ინტერესი გექნება განვაგრძობ თუ რა ხდება შემდგომ… smile.gif



მე მაინტერესებს , თუ არ დაგეზარებათ ))



რაც შეეხება თემას , ხშირად როდესაც სიზმარში კონკრეტულ ადამიანს ვხედავ , ის აუცილებლად შემხვდება/ შემეხმიანება სიზრის ნახვიდან რამოდენიმე დღეში ან იმავე დღეს და ზოგადად სიზმრებს ხშირად ვნახულობ ^^

This post has been edited by tamuska on 29 Mar 2020, 15:21


--------------------
Многие жалуются на свою внешность, и никто - на мозги )))

ევოლუციის შედეგად ადამიანს მოძვრა კუდი, მაგრამ ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა.

Кохання наповнює життя змістом ... а з появою сенсу життя обов'язково з'являється майбутнє ...

ბარტყი კნუტოვიჩ ცინტალაძე :D
Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20409
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 16:20  #56067218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
stay.safe
QUOTE
ნამდვილად ვერ მოვუყვები ამ ყველაფერს, მაგრამ ასე დატოვებაც არ გამოვა.

ხოდა უთხარი მხოლოდ ის , რომ გესიზმრება ხოლმე, მერე ის გკითხავს თუ როგორი
ფორმით გესიზმრებიო? ხოდა შენც მოუყევი ეს და დამთავრდება ამით, გაუშვებ ლაივში…

შენს ქვეცნობიერშია რაღაც რაც მასზე გაფიქრებინებს, ის ალბათ არ გახსოვს თუ როგორ
გესიზმრება'? ამას აქვს მნიშვნელობა, სულ ერთი და იგივე მოქმედებაა თუ სხვადასხვა?

tamuska
QUOTE
მე მაინტერესებს , თუ არ დაგეზარებათ

შემდგომ ადამიანის სული იწყებს მზადებას შემდეგი ცხოვრებაში მოსვლისთვის… ეს პროცესი
კი დიდხანს გრძელდება მიწიერი საათის აღქმით, იქ კი დრო საერთოდ არაა ანუ დროის განცდა…

ეს ხდება ყოველ 1300 წელს, ამ დროში ადამიანის სული ხან კაცად მოდის და ხან ქალად… ეს
ნორმალური რითმის შემთხვევაში, არის გამონაკლისებიც, როცა ზედიზედ კაცად მოდის ან ქალად…
ასეთი დიდი დრო იმიტომაა საჭირო, რომ დედამიწის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და
ადამიანის სულმა სულ სხვა გარემოში განაგრძოს თავისი განვითარების პროცესი… აგრეთვე ბედის
დაგეგმარებას სჭირდება ყველა წვრილმანი ნიუანსების გათვალისწინება, მაგ. კარმიული შეხვედრები
ანუ ბედში იმ ადამიანთა სულებთან შეხება რომლებიც წინა ცხოვრებაში რაღაცნაირ როლს თამაშობდენ,
იმ სულებსაც აქვთ თავსი ბედი დაგეგმილი, ხოდა ამ გადაკვეთის წერტილებს უნდა საკმაოდ ბევრი
რამის გათვალისწინება… ხოდა ამის ყველაფრის გავლის შემდეგ თავის მფარველ ანგელოზთან ერთად
და ბედის მბრძანებლების მეშვეობით, ადამიანის სული ისევ მოდის დედამიწაზე, აქაც არის გარკვეული
სირთულე, ის ქარბორბოლასავით დაჰქრის მთელ დედამიწაზე და დაეძებს შესატყვის მშობლებს, ის
ხედავს განცდებს და ადგილ სამყოფელს სადაც უნდა მოვიდეს ისევ, მაგრამ ხდება ისეც რომ შეცდომით
მშობლებში ხვდება, მაგ შემთხვევაში ხდება მისი ისევ უკან გასვლა და ფეხმძიმობის შეწყვეტა ან სხვა ასეთი
რამ… აგრეთვე გაშვილებაც შესაძლებელი ფაქტორია იმისა რომ სხვა ოჯახი იყო მისთვის შესატყვისი…
ეს ძალზედ რთული პროცედურაა, ვინაიდან ჩასახვა გარკვეულ მშობლებთან უნდა მოხდეს რომ ამ სულმა
თავისი ამოცანა ცხოვრებაში სრულყოფილად შეასრულოს… რა თქმა უნდა ბედის მსვლელობისას ხდება
გარკვეული ცვლილებებიც, მაგ. არქიტექტორი რომ სახლის აშენების გეგმას ამზადებს ეს არაა ჯერ სახლი...
ხოდა მშენებლობის დაწყებიდან მოყოლებული მის გეგმაში გარკვეული ცვლილებებიც არის მოსალოდნელი
შეაძლოა მასალა არ ვარგოდეს ანდა ინტერიერს რაღაც ელემენტები შეემატოს ან სხვა ასეთები… ასეა სულის
მიერ დაგეგმილი ბედის ამბავიც, უფრო ჩახლართულიც კი… თუ როგორ ოჯახში მოხვდება სული და რას
მოიმოქმედებს შემდგომ, ბედი კი არის დაგეგმილი წინასწარ, მაგრამ ყოველი მისი გადაწყვეტილება ცვლის
მის მსვლელობას ან დაჩქარებული განვითარებისკენ ანდა უფრო ნელი და შეფერხებულისკენ… სული თავის
გარდასხეულებებისას დაატარებს უნარებს რომლებსაც ის იძენს წინა ცხოვრებებში და ამ უნარებით ორიენტირებს…

დანარჩენს შეკითხვებისდა მიხედვით ვიტყვი…

ხოდა თემას მანდამაინც რომ არ ავცდეთ ადამიანის სული ყოველი ძილის დროს გადის ზენა სამყაროებში მაგრამ
ის მძინარე სიტუაციაშია, ვინაიდან მას არა აქვს ამუშავებული ის ორგანოები რომლითაც ის ხედვას შესძლებს…
სიზმარს კი ამ გასვლის და შემოსვლის დროს ნახულობს, როდესაც ადამიანი ვითარდება მისი სიზმრებიც გარკვეულად
იცვლებიან… და უფრო და უფრო ცნობიერი ხდება მისი სიზმრები… ხო.. განსხვავება სიკვდილსა და იმ ძილის დროს
გასვლებს შორის ისაა, რომ ძილის დროს ადამიანის სული ბოლომდე არ სტოვებს სხეულს და მის სხეულში მისი
მფარველი ანგელოზი იმყოფება ამ დროს როცა სული გასულია, ის ცდილობს დაალაგოს და მოაწესრიგოს დღის
განმავლობაში მოხდენილი დარღვევები ფიზიკური სხეულისა… ამიტომ არის ძილი მნიშვნელოვანი და მკურნალი…
ხოლო სიკვდილის დროს ყველაფერი სცილდება სხეულს და არ რჩება არავინ და არაფერი მასში...

stay.safe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 18
წევრი No.: 255985
რეგისტრ.: 28-March 20

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 16:44  #56067355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist

დამავიწყდა მეთქვა, თითქმის 20 წელია ფიზიკური დისტანციაა ჩვენს შორის, ჯერ ის ცხოვრობდა საქართველოდან შორს, ახლა_ მე. მაქსიმუმ 7-ჯერ ვნახეთ ერთმანეთი ამ 20 წელში. ადრე არ მესიზმრებოდა...

მგონი არ ვხსნი დამაჯერებლად..
სიზმარში მისი მოსვლა მაწუხებს იმიტომ, რომ ემოციურია ძალიან, რაღაც უხილავ კავშირს რომ გრძნობ.
სიტუაცია სხვადასხვა, ყოფითი, მეტ-ნაკლებად რეალური სცენები.

გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ მოვუყვები, პირადად ნახვა რომ შემეძლოს კი, მიმოწერით არ მინდა..

აქ რომ დავწერე, ცოტა მომეშვა smile.gif)


პ.ს. გუშინ ნინია კაკაბაძე მესიზმრაsmile.gif)))
არც ვფიქრობ ამ ადამიანზე, არც ვიცნობ, პირადად.
რაღაცეებზე ვსაუბრობდით, პატარა საიდუმლოც გამანდო ვითომ.
აი, რა შუაშია ?! smile.gif))

This post has been edited by stay.safe on 29 Mar 2020, 16:49
Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20409
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 16:55  #56067427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
stay.safe
QUOTE
აქ რომ დავწერე, ცოტა მომეშვა )

დიახ ცოტა გაცნობიერებაც კი შველის მაგ საქმეს... smile.gif

QUOTE
არც ვფიქრობ ამ ადამიანზე, არც ვიცნობ, პირადად.
რაღაცეებზე ვსაუბრობდით, პატარა საიდუმლოც გამანდო ვითომ.
აი, რა შუაშია ?!

მაგასაც აქვს მნიშვნელობა, საიდუმლოს განდობაც კარგი საქმეა ანუ მოგენდო...
საერთოდ ასეთი აზრი არსებობს, რომ სიზმარში ვისაც ნახულობ კარმიული კავშირი
გაქვთ გარკვეულ ამბავში, ანუ შენს ბედში გარკვეული ადგილი გააჩნია, წინა ცხოვრებიდან...
stay.safe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 18
წევრი No.: 255985
რეგისტრ.: 28-March 20

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 17:11  #56067528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეინკარნაციზე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, კარმული კავშირების, კარმის, კი ზოგადად ძალიან მჯერა.
ბუმერანგის პრინციპის smile.gif)

მადლობა, საiნტერესო დისკუსიისთვის smile.gif

Artist
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (91) « პირველი ... 89 90 [91]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0376 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]