Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სმარტფონები და კომუნიკატორები > მედიატეკის ჩიფსეტი


Posted by: Front 27 Sep 2017, 14:33
რა განსხვავებაა მედიატეკის ჩიფსეტსა და ექსინოს/სნაფდრაგონ-ს შორის? სონის, ჰტც-ს და ელჯის ბიუჯეტურ ტელეფონებზე სულ მედიატეკის ჩიფსეტები აყენია და როგორია ღირს ყიდვა თუ არა? სათამაშოდ, ინტერნეტში სამოგზაუროდ და ასე შემდეგ ჩვეულებრივ სახმარად

ბიუჯეტური, იაფი და შედარებით სუსტი რომ არის მეც ვიცი, მაგრამ ვარგა რომ ვიყიდო?

Posted by: GrigolS 27 Sep 2017, 14:37
Front
ჩემი გამოცდილებით სუსტი/ძლიერი ნაკლებად თემაა. უბრალოდ სხვასხვა არქიტექტურაა და შესაბამისად სხვადასხვანაირი შედეგი აქვს. მედიატეკზე ანდროიდის ოპტიმიზაციის პრობლემა აქვს Xiaomi-ს ტელეფონებს ხშირად, რის გამოც გრაფიკაზე ერხევა და ელემენტს მეტს ჭამს. სპეპდრაგონზე იგივე პრობლემა არ მქონია.
აუცილებლად გადაამოწმე ანტენის სიხშირეებიც - როგორც წესი მედიატეკს ნაკლები სიხშირე აქვს ხოლმე, ხშირად 800-იანი LTE აქვს გამოტოვებული, რაც ბილაინზე მაგრად გჭედავს.

Posted by: Front 27 Sep 2017, 14:40
GrigolS
ბევრი მოდელი მხვდება მარკეტზეც, მაღაზიებშიც... თან საკმაოდ კარგ ფასად და ფორუმზე მარტო იციან არ გაეკარო არ ვარგაო და არავის აუხსნია რითი არის ცუდი

Posted by: GrigolS 27 Sep 2017, 14:46
Front
არ გაეკარო არ იქნება სწორი შეფასება. ოპტიმიზაციის თემაა რა. Xiaomi-ს ოპტიმიზაციასთან ხშირად აქვს პრობლემები რომლებიც დროის გამავლობაში სწორდება ხოლმე. არ მგონია იგივე პრობლემები ქონდეს მაგალითად სონის (არ მსმენია სონის მედიატეკიანი ტელეფონის შესახებ, მაგრამ მაინც). ნახე სიხშირეები, სადმე ნახე რევიუები და ეგაა რა. ტელეფონია ბოლოს და ბოლოს მანქანა ხომ არა. რას კარგავ smile.gif

Posted by: playstation 27 Sep 2017, 15:08
რა ოპტიმიზაციაზეა საუბარი
სირობა სირობად დარჩება
მედიატეკი არის ბიუჯეტური იაფი უბრაო ჩიპსეტი.
სნაპი
ექსინოსი
არიან ლიდერები ამ საქმეში
შეედაროს ვინც გინდა
მედიატეკი კაი რომ იყოს ფასიც კაი ექნებოდა.
ერთი ჰაისილიკონ კირინ 960 ნამეტანი არაადამიანურ შედეგებს დებს მაგრამ დედისდღვნა ფასიც ადევს.
მაგ ჰუავეი პ10 მაგიტომაც აქვს მაგხელ ფასი
მაგრამ ###### მასეთ სმარტს ავდგები და ს8 + დავითრევ ჰუავეი ღლუავეის ყიდვას

Posted by: kobebryant 27 Sep 2017, 16:33
Front
QUOTE
ფორუმზე მარტო იციან არ გაეკარო არ ვარგაო და არავის აუხსნია რითი არის ცუდი

64 ბიტიანი მედიატეკები ყველა ნორმალურია თავისი ფასის გათვალისწინებით, რაც არაერთხელ მითქვამს ბევრისთვის ფორუმზე და შენ რაღა მაგ "არგაეკროებს" უსმენ biggrin.gif

თამამად შეგიძლია იყიდო, თუ ფასი ადეკვატურია...

QUOTE
რა განსხვავებაა მედიატეკის ჩიფსეტსა და ექსინოს/სნაფდრაგონ-ს შორის?

https://androidios.org/s-kakim-protsessorom-vyibrat-smartfon-mediatek-ili-qualcomm/


თუ კითხვა გეზარება, სიტყვაზე მენდე yes.gif

Posted by: Front 27 Sep 2017, 16:42
kobebryant
მაგდენი რუსული რო ვიცოდე აქ კი არ ვიჯდებოდი givi.gif

Posted by: kobebryant 27 Sep 2017, 17:33
Front
QUOTE
მაგდენი რუსული რო ვიცოდე აქ კი არ ვიჯდებოდი givi.gif

ჰოდა:
QUOTE
სიტყვაზე მენდე yes.gif

yes.gif

ან კიდევ, ინგლისური სტატიები უფრო მეტია, თუ ინგლისური იცი, თუ არა და ან მე უნდა მენდო, ან "არგაეკარო"-ებს biggrin.gif

Posted by: sis tema 28 Sep 2017, 00:34
Front
QUOTE
ფორუმზე მარტო იციან არ გაეკარო არ ვარგაო და არავის აუხსნია რითი არის ცუდი

მე გეტყვი... მედიათეკის ჩიპსეტების მთავარი ნაკლია არასტაბილურობა, უაზრო გაჭედვები და უეცარი სიკვდილი...
მივედი ერთ დღეს ზუმერში და გასატესტად ავიღე Xiaomi მედიათეკის პროცესორით, მუშაობდა საკმაოდ სწრაფად, მაგრამ უცებ აჭრელდა ეკრანი, გაიკეთა ზოლები, გაითიშა სენსორი და მოკლედ გაქვავდა რააა, ძლივს გადავტვირთე, ჩაირთო და იმუშავა ჩვეულებრივად სადღაც 10-15 წუთი, მერე ისევ იგივე დაემართა მორიგ გადატვირთვამდე, კონსულტანტმა ბრძანა, მედიათეკის პროცესორებზე რაცაა ბევრს ჭირს ეგ და პროცესორის ბრალიაო... მქონდა ლენოვო, მედიათეკის პროცესორზე, დაკარგავდა ხმას და ვერაფერს ვეღარ გაიგებდი საერთოდ, სანამ არ გადატვირთავდი, ჩაირთვებოდა და ქონდა ისევ ხმა ჩვეულებრივ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მერე ისევ დაკარგავდა სანამ ისევ არ გადატვირთავდი, თან ზუსტად ასე ჭირდა ძმაკაცის ლენოვოსაც, ვაჩვენე ერთ ამ საქმის პროფესორს და გადადუღებული მაქვს ყველაფერი, 100%-ით ვიცი რომ პროცესორი ურევს, მაგის მედიათეკი დედაცო... მქონდა ჰუავეი ადრე, ესეც მედიათეკზე, დამტენიდან გამოვაერთე, გაანათა თეთრად და ჩაქრა, რა აღარ ვუკეთე, ვერაფერი ვეღარ მოვუხერხე, სადაც ვაჩვენე, ყველამ პროცესორია დამწვარიო... მოკლედ ნაგავი ნაგავია, არცერთი მსგავს პრობლემა არ შემხვედრია სხვა პროცესორებზე, დასკვნა ახლა შენ გააკეთე, მე უბრალოდ დავიფიცე რომ ფულს მაგ პროცესორიან სმარტში არასდროს გადავიხდი....

Posted by: kobebryant 28 Sep 2017, 01:09
sis tema
ეგ ყველაფერი თუ შენ მედიალეკის 67XX ჩიფსეტებზე გიწერია, ქართული მაღაზიების მიერ შემოტანილი, ნაგავი, დაბრაკული საქონლის ბრალია და არა ჩიფსეტის მწარმოებლის yes.gif

Posted by: GrigolS 28 Sep 2017, 16:21
sis tema
4 თვე ვიხმარე ქსიაომი ნოუთ 4 მედიატეკის ჩიპსეტზე და ეგეთი არასდროს არაფერი დამართნია. ლაგავდა ხანდახან და იმასაც ნორმალური პრაშივკით ეშველა. რა მოდელი ნახე? რომელ პროცესორზე? ჰელიო X20-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ცუდს.

Posted by: jugelge 28 Sep 2017, 16:41
ჰელიო ხ20 მაქვს ლენოვო და უპრობლემოდ მუშაობს, არ გაულაგია არ გაუჭედია.

Mediatek MT6582 მქონდა ჰუავეი და კაი 1.5 იანი ხმარების შემდეგ დაიწყო ცოტა გალაგვა, დავაპრაშივკე კიდევ იმუშავა რამოდენიმე თვე და მერე განელდა სასტიკად.

დანარჩენი სულ სნეპი მაქვს.

მაგრამ რაც მქონია მაგაზე ვერ ვიტყვი ცუდს smile.gif




Posted by: kobebryant 28 Sep 2017, 16:52
jugelge
QUOTE
Mediatek MT6582 მქონდა


QUOTE
64 ბიტიანი მედიატეკები ყველა ნორმალურია თავისი ფასის გათვალისწინებით

QUOTE
67XX

yes.gif

Posted by: sis tema 28 Sep 2017, 19:27
kobebryant
QUOTE
ეგ ყველაფერი თუ შენ მედიალეკის 67XX ჩიფსეტებზე გიწერია, ქართული მაღაზიების მიერ შემოტანილი, ნაგავი, დაბრაკული საქონლის ბრალია და არა ჩიფსეტის მწარმოებლის

რასაც გინდა იმას დააბრალე, ფაქტია რომ მედიათეკის პროცესორებზეა პრობლემა და იგივე მაღაზიის შემოტანილ სხვა პროცესორებიან სმარტებზე ბევრად უფრო მეტი... biggrin.gif

Posted by: kobebryant 28 Sep 2017, 19:56
sis tema
აქ რასაც ყიდიან, 100 და 1000 იმდენი დანარჩენ ქვეყნებში იყიდება და არანაირი სტატისტიკა არ არსებობს იმის, რომ მედიატეკები დანარჩენებზე მეტი იბრიდება yes.gif
ან საიდან იქნება რო, როცა G4 და V10 იმდენია დაბრედილი, მაგათი 818 მედიატეკის ყველა მოდელს ერთად აღებულს გადაწონის biggrin.gif

ნუ გამომიყვანე ერთი მედიატეკის ადვოკატად თუ ძმა ხარ biggrin.gif...


პ.ს. წლებია ZTE მაქვს მედიატეკზე სახლში, + რამდენიმე თვეა ეისერიც, კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ ემტეკიანს გამოუვლია ჩემ ხელში და 67XX სერიაში პრობლემური არც ერთი შემხვედრია wink.gif

Posted by: zviooo 28 Sep 2017, 20:10
QUOTE
ან საიდან იქნება რო, როცა G4 და V10 იმდენია დაბრედილი, მაგათი 818 მედიატეკის ყველა მოდელს ერთად აღებულს გადაწონის
+1

Posted by: sis tema 29 Sep 2017, 13:09
QUOTE
ან საიდან იქნება რო, როცა G4 და V10 იმდენია დაბრედილი

ეგ არაა პროცესორის ბრალი მერე, ეგაა აწყობის ბრალი, პროცესორი რა შუაშია? biggrin.gif

Posted by: controller 30 Sep 2017, 22:33
გამოცდილი არ ვარ ამ თემაში მაგრამ 2 სმარტი მაქვს ნაცადი დასაფლეშად,ჰუავეი და htc desire 310,ორივე მედიატეკები,1გბ ვერსია იყო htc desire 310 და ჰუავეი აღარ მახსოვს რა მოდელი იყო მარა ვიცი რო 400-ზე მეტი ქონდა პატრონს მიცემული და ვერცერთი დავფლესე მაგათი დედები და ორივე დაიბრიდა,ახლა redmi note 3 pro მაქვს 3გბ ვერსია,3 თვის ნაყიდი დაახლოებით და 30ჯერ მაინც მაქ დაფლეშილი,იმენა შევე"დ"ი ტელეს მარა მუშაობს ვირივით და რავიცი რავთქვა,მე დასკვნა ასეთი გამოვიტანე რო სლაბია მედიატეკი.
ნუ დამცინებთ მაგრამ ფაქტია რო ჩემს სმარტს მეტად შევე"დ"ი ვიდრე იმ ორს და ჯერ არ დაბრედილა იმ ორისგან განსხვავებით biggrin.gif

Posted by: kobebryant 3 Oct 2017, 00:04
controller
QUOTE
გამოცდილი არ ვარ ამ თემაში მაგრამ 2 სმარტი მაქვს ნაცადი დასაფლეშად,ჰუავეი და htc desire 310,ორივე მედიატეკები,1გბ ვერსია იყო htc desire 310 და ჰუავეი აღარ მახსოვს რა მოდელი იყო მარა ვიცი რო 400-ზე მეტი ქონდა პატრონს მიცემული და ვერცერთი დავფლესე

მაგ ეიჩტისის სპეციფიკაციისთვის რომ გადაგეხედა, კარგი იქნებოდა... ეგ არის ემტეკას 65XX-ზე, რომელიც თავდაპირველად გამოუშვა მედიატეკმა და ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი, კი წერია თემაში smile.gif

QUOTE
მე დასკვნა ასეთი გამოვიტანე რო სლაბია მედიატეკი.
ნუ დამცინებთ მაგრამ ფაქტია რო ჩემს სმარტს მეტად შევე"დ"ი ვიდრე იმ ორს და ჯერ არ დაბრედილა იმ ორისგან განსხვავებით biggrin.gif

მცდარი დასკვნა გამოგიტანია: შენ ისწავლე დაფლეშვა როგორ ჩანს და იმიტომ ჯერაც არ დაგიბრედია შენი სიაომი biggrin.gif

sis tema
QUOTE
ეგ არაა პროცესორის ბრალი მერე, ეგაა აწყობის ბრალი, პროცესორი რა შუაშია? biggrin.gif

არც ისაა ჩიფსეტის ბრალი, რაც შენ თქვი წინა გვერდზე, ეგეც ამწყობის ბრალია biggrin.gif

Posted by: controller 3 Oct 2017, 16:30
QUOTE (kobebryant @ 3 Oct 2017, 00:04 )
controller
QUOTE
გამოცდილი არ ვარ ამ თემაში მაგრამ 2 სმარტი მაქვს ნაცადი დასაფლეშად,ჰუავეი და htc desire 310,ორივე მედიატეკები,1გბ ვერსია იყო htc desire 310 და ჰუავეი აღარ მახსოვს რა მოდელი იყო მარა ვიცი რო 400-ზე მეტი ქონდა პატრონს მიცემული და ვერცერთი დავფლესე

მაგ ეიჩტისის სპეციფიკაციისთვის რომ გადაგეხედა, კარგი იქნებოდა... ეგ არის ემტეკას 65XX-ზე, რომელიც თავდაპირველად გამოუშვა მედიატეკმა და ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი, კი წერია თემაში smile.gif

QUOTE
მე დასკვნა ასეთი გამოვიტანე რო სლაბია მედიატეკი.
ნუ დამცინებთ მაგრამ ფაქტია რო ჩემს სმარტს მეტად შევე"დ"ი ვიდრე იმ ორს და ჯერ არ დაბრედილა იმ ორისგან განსხვავებით biggrin.gif

მცდარი დასკვნა გამოგიტანია: შენ ისწავლე დაფლეშვა როგორ ჩანს და იმიტომ ჯერაც არ დაგიბრედია შენი სიაომი biggrin.gif

sis tema
QUOTE
ეგ არაა პროცესორის ბრალი მერე, ეგაა აწყობის ბრალი, პროცესორი რა შუაშია? biggrin.gif

არც ისაა ჩიფსეტის ბრალი, რაც შენ თქვი წინა გვერდზე, ეგეც ამწყობის ბრალია biggrin.gif

ამ შაომის დაფლეშვის მერე ვცადე დისაირის დაფლეშვა და გაასხა :დ
ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე ყველა შემთხვევაში როგორც ეწერა ისნტრუქციაში xda-ზე და ზოგადად სხვა საიტებზეც,მაგრამ... :/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)