https://www.interpressnews.ge/ka/article/56...obusi-shemovidaთბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავტობუსებს ევროპის მოედანზე წარადნს.
პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „ჯი-თი გრუპ“-ისა და IგეSUZU-ს წმარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ამ მომენტში შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.
„220 ერთეულ ISUZU-ს მარკის ავტობუსს, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.
ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.
ძველი ავტობუსების ახალით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება. პირველად, 12 ძველი „ბოგდანი“ N34 წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული", - აღნიშნულია მერიის ინფორმციაში.
N108 რატო გაახსენდათ, ყველაზე ნაკლებად მგონი მანდ არის საჭირო ეს ისუზუები, თანაც მანდ საკმაოდ კარგი ავტობუსებია.
ძველი ბოგდანების ნაწილს ალბათ ისევ რომელიმე ხაზებს დაამატებენ
da_to ჩამოვიდოდა აბა რას იზამდა, საკმაოდ კაი კუში აიღეს მაგ მოდელსიათვის, პატარა ტურისტული ავტობუსების რაოდენობის მიხედვით მგონი ყველაზე მეტი ისუზუა