Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > პორტუგალია / República Portuguesa


Posted by: რუსთაველი 18 Dec 2008, 00:56
სახელწოდება

ოფიციალური სახელწოდება: ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა | პორტუგალიურად - Portugal | República Portuguesa.

სახელმწიფო დროშა: user posted image

სახელმწიფო გერბი: user posted image

ჰიმნი: A Portuguesa

დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი: ლისაბონი

ოფიციალური ენა: პორტუგალიური

მთავრობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
  • პრეზიდენტი: ანიბალ კავაკუ სილვა
  • პრემიერ მინისტრი: ჟოზე სოკრატესი
ფართობი:
  • საერთო: 92,345 კმ² (110-ე)
  • წყალი (%): 0,5 %
მოსახლეობა:
  • 2007 სავ: 10,848,692 (75-ე)
  • 2001 ცენზი: 10,148,259
  • სიმჭიდროვე: 114 ად/კმ² (87-ე)


ვალუტა: ევრო

ქვეყნის კოდი: PRT

სატელეფონო კოდი: +351

|

ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ "გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური". რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.

გეოგრაფია
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პონტა დუ პიკო (აზორის კ-ებზე) 2.351, მალიაო და ეშტრელა 1.991; მდინარეები (კმ) - დუერო 195 (სულ 895), ტეჟუ 217 (სულ 1.007); ტბა - ბარაჟემ-დუ-სანტა კლარა; კუნძულები (კვ.კმ) - აზორის კუნძულები 2.247 (მათ შორის: სან-მიგელი 747), მადეირა 794; კლიმატი - ოკეანური (ატლანტიკური).
  • ბუნებრივი რესურსები: თევზი, ტყეები, ვოლფრამი, რკინის მადანი, ურანი, მარმარილო, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
სახელმწიფო
  • პოლიტიკური სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა(Aníbal Cavaco Silva, 2006).
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (230 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: პორტუგალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 5 პროვინცია - ალენტეჟუ, ალგარვი, ცენტრი, ლისაბონი და ტეჟუს ველი, ჩრდილოეთი და 2 ავტონომიური რაიონი - აზორის კუნძულები და კუნძული მადეირა.
  • ყოფილი კოლონიები: ბრაზილია – 1822-მდე; გოა – ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ 1962 წელს; გვინეა-ბისაუ – 1974-მდე; მოზამბიკი, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, ანგოლა და კაბინდა – 1975-მდე; ტიმორი ანექსირებული იქნა 1976 წელს; მაკაო – 1997 წლამდე.
დეოგრაფია
  • მოსახლეობა: 10.102 ათასი (2003), მათ შორის 99,4% პორტუგალიელები.
  • რელიგია: კათოლიციზმი.
  • ქალაქები (ათ.) : ლისაბონი (559, აგლომ. - 2.618), პორტუ (264, აგლომ. - 1.213), ამადორა (176), ბრაგა (114), სეტუბალი (114), კოიმბრა (103), ფუნშალი (103).
ისტორია

1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია.

მემკვიდრეობა
  • არქიტექტურა: იერონიმიტების მონასტერი და ბელემის კოშკი ლისაბონში, ევორას, გიმარაიშის და პორტუს ისტორიული ცენტრები; ალტო დოურუს მეღვინეობის რეგიონი, ქალაქი ანგრა დუ ეროისმუ (აზორის კუნძულებზე), ალკობასას და ბატალიას მონასტრები.
  • ლიტერატურა: პორტუგალური ეპოსი: ლუზიადა (1572).
ცნობილი პორტუგალიელები
  • მოგზაურები: ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი.
  • ფილოსოფოსი: ურიელ აკოსტა.
  • მწერლები: ლუიშ დე კამოენში, ესა დი კეიროში, ფერნანდო პესოა, ჟოზე სარამაგო.
  • სპორტსმენები: ეუსებიო, ლუიშ ფიგუ.
  • პოლიტიკოსები: ანტონიო დი სალაზარი, მარიუ სოარეში.

Posted by: მადეირა 18 Dec 2008, 11:25
რუსთაველი
up.gif

ძალიან კარგი. ის თემა მაინც არაფრად ვარგოდა.

Posted by: annak 18 Dec 2008, 11:27
tms ან ვინც იცით.
ცნობილი პორტუგალიური ნამცხვარი რომაა (პეჩენიის ფორმის , მარტო ერთი საოჯახო საკონდიტრო აცხობს, საიდუმლო რეცეპტით)
მისი სახელი დამავიწყდა და თუ იცით იქნებ დაწეროთ. smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: რუსთაველი 18 Dec 2008, 13:04
მადეირა

wink.gif

annak

არ ვიცი, არ ვყოფილვარ ჯერ პორტუგალიაში.. ისე კი მინდა ვნახო რაღაც-რაღაცეები, ალბათ ისე ვიზავ, რომ ფეხბურთის მატჩს დავამთხვიო.. და.. წამოგიღებ ნამცხვარსაც 2kiss.gif

Posted by: annak 18 Dec 2008, 13:38
რუსთაველი
QUOTE
წამოგიღებ ნამცხვარსაც

დიდი მადლობა smile.gif smile.gif smile.gif
უარს ნამდვილად არ ვიტყვიი, yes.gif ოღონდ კრემიანია და არამგონია ჩემამდე ჩამოაღწიოს. user.gif smile.gif
პორტუგალიაში რო მოხვდები აუცილებლად გასინჯე smile.gif
ამბობენ ფანტასტიკური გემო აქვსო. yes.gif

Posted by: marki 18 Dec 2008, 14:18
რა კარგი თემა გახსნილა! არ ვარ ნამყოფი და მაგრად მინდა: ერთხელ წითელი ღვინო მაჩუქეს პორტუგალიური და იმ ღვინომ შემაყვარა ეს ქვეყანა biggrin.gif ხო, კიდე ფიგუ - მაგრამ ვფანობდი ახალგაზრდობაში user.gif
ფოტოები ვისაც გაქვთ დადოთ ეგებ პლზ...


რუსთაველი
up.gif

Posted by: faustina 18 Dec 2008, 14:39
ჩემი პოსტი ხელახლა დავწერო ????biggrin.gif

Posted by: Al Fayed 18 Dec 2008, 22:50
მადეირა

ის თემა დახურულა და აქ გაგცემ პასუხს smile.gif

Fუნჩალი და პონტა დი სოლ მადეირაა გეთანხმები, მაგრამ მადეირა პორტუგალიაში არ შედის? spy.gif



პ.ს. პონტა დო სოლში ნამყოფი ხომ არ ხარ?

Posted by: tamo_evs 18 Dec 2008, 23:25
პორტუგალია ჩემი ტკივილია sad.gif((((((((((((( დასასტუკებლად ვიყავი რამოდენიმე საათით და იმის მერე ..... კვეყანას და სილამაზეს და სანაპიროებს თავი დავანებოთ ყველაზე სიმპატიური ბიჭები მსოფლიოში მაქ არიან keh.gif

Posted by: faustina 18 Dec 2008, 23:28
Al Fayed
QUOTE
მადეირა პორტუგალიაში არ შედის? 

პორთუგალიას ეკუთვნის smile.gif

Posted by: Al Fayed 19 Dec 2008, 00:22
faustina
QUOTE
პორთუგალიას ეკუთვნის


ხო მეც მაგას ვამბობ smile.gif



ბოლობოლო მანდ რომ ჩავსულიყავი შენგენის ვიზა ავიღე პორტუგალიის ჰამბავში biggrin.gif

Posted by: faustina 19 Dec 2008, 00:51
tamo_evs
QUOTE
ყველაზე სიმპატიური ბიჭები მსოფლიოში მაქ არიან 

ვააა, ვითომ კაცო ???'!!!
არააა..... ესპანელი მაჩოები მაინც სულ სხვები არიან biggrin.giftongue.gif

Posted by: მადეირა 19 Dec 2008, 11:22
Al Fayed
QUOTE
Fუნჩალი და პონტა დი სოლ მადეირაა გეთანხმები, მაგრამ მადეირა პორტუგალიაში არ შედის?

კი შედის, მაგრამ მე არ შემყავს smile.gif

QUOTE
პონტა დო სოლში ნამყოფი ხომ არ ხარ?

ეეჰ sad.gif

Posted by: რუსთაველი 19 Dec 2008, 14:01
QUOTE
ყველაზე სიმპატიური ბიჭები მსოფლიოში მაქ არიან


QUOTE
ესპანელი მაჩოები მაინც სულ სხვები არიან


ჰო, ჰო მიაწყდით პორტუგალიელებს და ესპანელებს.. ქართველებს რას უწუნებთ ერთი გამაგებინეთ? eek.gif

Posted by: Al Fayed 19 Dec 2008, 15:01
მადეირა
QUOTE
კი შედის, მაგრამ მე არ შემყავს


გასაგებია smile.gif

QUOTE
ეეჰ

smile.gif ჰოო გეთანხმები.

ერთადერთი ადგილია სადაც დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად

Posted by: მადეირა 19 Dec 2008, 20:00
Barrancos

user posted image
* * *
Praia da Vitória

user posted image
* * *
Loriga

user posted image

Posted by: kataxxl 23 Dec 2008, 13:31
პორტუგალია მაგარია

ლისაბონი ასწორებს smile.gif

დასვენება თუ გინდათ კასკაისი ძააან მაგარია -!!!!!!!!

Posted by: Lunatic 24 Dec 2008, 22:51
ისე გაითვალისწინეთ, სადმე თუ გითხრეს პორტუგალიელი ხომ არ ხარო ( განსაკუთრებით ესპანეთში) ტყუილად არ გაგიხარდეთ, რომ ევროპელებს მიგამსგავსეს tongue.gif
სოფლელი და ქაჯი ხაროოოო - გაგიკვირდებათ და მაგას ნიშნავს smile.gif

Posted by: BeNdeLiAni 27 Dec 2008, 04:43
საკაიფო ქვეყანააა. პორტუგალიაში ვარ ეხლა ლისაბონში biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 15 Jan 2009, 19:17
BeNdeLiAni

სურათები დადე.. შეგიძლია?

Lunatic

დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა საფრანგეთში, ბრეტანიის რეგიონის მცხოვრებლებს ეძახიან სოფლელებს.. ანუ, სტრასბურგში, პარიზში და დიდი ქალაქებში, რომ თქვა ბრეტანელი ვარო გეტყვიან: სოფლელი ხარო.. user posted image

არა და ჩემთვის არავის უთქვამს, მეც ბრეტანელი ვარ..

Posted by: chorven:) 15 Jan 2009, 19:20
რუსთაველი
QUOTE
მეც ბრეტანელი ვარ..


ეტყობა, აქცენტი არ გაქვს ბრეტანული

Posted by: რუსთაველი 15 Jan 2009, 21:04
chorven:)

ეგ, იტალიურ ხუმრობაში ჩაგითვალო საყვარელო? chups.gif

Posted by: chorven:) 15 Jan 2009, 23:27
რუსთაველი
QUOTE
ეგ, იტალიურ ხუმრობაში ჩაგითვალო საყვარელო? chups.gif

არა, გენაცვალე მე არ ვარ იტალიელი, მეტსაც გეტყვი: ეს საერთოდ არ არის იუმორი,
ეს უბრალოდ ვარაუდია user.gif

Posted by: paranoidis_dzma 15 Jan 2009, 23:28
პორტუგალიიდან ზევით რომ აუყვა ევროპისკენ მატარებლით, ვთქვათ საფრანგეთამდე რამდენი ხანი უნდა ? rolleyes.gif

ან მატარებელში რითი შეიძლება გაერთოს კაცო, ინტერნეტი აქვთ ? biggrin.gif biggrin.gif
* * *
უიმე .. გადავიფიქრე, რა ფასები აქვს თრეინს wow.gif

მაგ ფასში კაცი ბიზნეს კლასით იფრენს biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 15 Jan 2009, 23:58
chorven:)

კარგი.. კარგი.. user.gif

Posted by: Ekooo 26 Jan 2009, 03:12
BeNdeLiAni
QUOTE
საკაიფო ქვეყანააა. პორტუგალიაში ვარ ეხლა ლისაბონში

მეც, რა დამთხვევაა...

სიმპატიური ბიჭები ახსენა აქ ვიღაცამ და მაპატიეთ, ვერ დაგეთანხმებით,
საკმაოდ უშნო ნაციაა mo.gif

მაგრამ ქვეყანაზე გავგიჟდი!
სამწუხაროდ მხოლოდ ლისაბონში და მის შემოგარენში თუ მოვასწარი გავლა, მაგრამ ეგ არაფერი...

ფოტოები ითხოვეს აქ და აგერ ბატონო რამოდენიმე ჩემი საყვარელი

El Rossio, ლისაბონის გული
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img152/img0037gb4.jpg/1/
Santa Justa Elevator
უსაინტერესოესი ლიფტი, აემოთ ასვლისას იშლება ქალაქის პანორამა, მაგრამ უნდა გამოვტყდე, არც თუ ისე შთამბეჭდავი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img152/img0044xe6.jpg/1/
Lisbon Cathedral
ლისაბონის უძველესი შენობა, რომელმაც მრავალი ეპოქა და მმართველი გადაიტანა, შენობის შიდა ეზოში დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები smile.gif
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img104/img0070af8.jpg/1/
Rua Augusta
მთავარი სასეირნო ქუჩა smile.gif
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img104/img0047cg5.jpg/1/

* * *
Castelo de São Jorge
ულამაზესი ციხე-სიმაგრე, ეს პანორამული ხედი გვერდით არსებული ბორცვიდან, Graça Church და Senhora do Monte-დან გადაღებული, კაი "საპანორამო" ადგილია
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img502/img0110sj7.jpg/1/
ეს უკვე ციხე-სიმაგრის შიგნით, ბაღი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img301/img0120rx4.jpg/1/
ეს კიდევ თავად ციხე-სიმაგრე, ერთ-ერთი კედლის ხედი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img502/img0139wl8.jpg/1/

უუუუუფფფფფფ, დავიღალე ამდენის ტვირთვით, დანარჩენი მერე smile.gif
თან, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ფოტო მაქვს მაგრამ ყველას დადებით ვერ მოგაწყენთ თავს და მეც ვერ გავწვალდები, თუ დაინტერესდება ვინმე, კიდევ დავდებ მოკლედ smile.gif
რამდენი რამე მრჩება არადა კიდევ უნახავი sad.gif
დღეს იერონიმოს მონასტერში დამაგვიანდა, 5მდე მუშაობდა, მანამდე ოკეონარიუმში ვიყავი და ხვალ კიდევ არ მუშაობს და დამრჩა უნახავი sad.gif
ისე მწყინს cry.gif

Posted by: tamo_evs 26 Jan 2009, 03:48
Ekooo გემოვნებაზე არ დაობენო smile.gif მე მართლა ძალიან მესიმპატიურებიან

მაგარი სურათებია, მშურს smile.gif


Posted by: Johnnie Walker 27 Jan 2009, 08:51
Ekooo
QUOTE
ეს კიდევ თავად ციხე-სიმაგრე, ერთ-ერთი კედლის ხედი

ისე, ეგ ციხესიმაგრე (მთლიანად არა, მაგრამ მთელი ის კედელი, გარს რომ არტყავს ლისაბონს)
სალაზარის აშენებულია, მე-20 საუკუნის შუა წლებში biggrin.gif

ჯერონიმუშში შიგნით თუ ვერ მოხვდი, დიდი არაფერი დაგიკარგავს. გარეთა ხედია მთავარი და განუმეორებელი.
უბრალოდ ნახავდი ძველი ტაძრის ბინდით მოცულ საფლავებს....

მათ შორის მეფეებისას და მთავარს - ვასკო და გამას biggrin.gif

თუ მანდ ხარ, ძალიან გირჩევ არ გამოტოვო ეროვნული მუზეუმი de arte antigua (ასე ჰქვია, მგონი).
იქ ნახავ ბოსხის "Temptation of St.Anthony" -ს, მისი შემოქმედების მწვერვალს smile.gif

ისე, ლისაბონი (ძველი უბნები) მაგარი მუღამიანი ქალაქია, მაგრა მშურს შენი biggrin.gif
ნეტაი იმ დროს, მე რომ მანდ ტრამვაით დავდიოდი lol.gif

user posted image

user posted image

Posted by: რუსთაველი 27 Jan 2009, 20:34
user posted image

Posted by: MEZGVAURI 28 Jan 2009, 16:13
Ekooo
მართლაც საოცრად ლამაზი ქვეყანაა, ცოტა ხნით სიმაოვნებით ვიცხოვრებდი მანდ, მაგრამ საქართველოს ბოლომდე არ დავთმობდი მაინცsmile.gif ცხელი ქვეყანაა? და მოსახლეობა დიდია ნეტა? ან შენგენში თუ შედიან?

Posted by: tamo_evs 28 Jan 2009, 22:52
faro-ში ხართ ვინმე ნამყოფი??? რაღაც ინტერნეტიდან საოცრად ლამაზი ჩანს

Posted by: kalebind 6 Feb 2009, 03:57
QUOTE
ბუნებრივი რესურსები: თევზი

საინტერესოა,მაშინ კანადა ერთი დიდი ბუნებრივი რესურსი ყოფილა.

Posted by: paranoidis_dzma 8 Feb 2009, 16:13
აიიიტ, ვზივარ ახლა ლისაბონის აეროპორტში და ველოდები ჩემს ფრენას, დიდი ვერაფერი გამოდგა ლისაბონი რაც მეგონა, იმედები გამიცრუვდა user.gif

Posted by: Johnnie Walker 8 Feb 2009, 16:36
paranoidis_dzma
QUOTE
ვერაფერი გამოდგა ლისაბონი რაც მეგონა, იმედები გამიცრუვდა 

ან ძალიან ცოტა ხანი იყავი, ან არ არის ეგ შენი ქალაქი smile.gif

ლისაბონი ფანტასტიკაა, თუ დაუმუღამე biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 8 Feb 2009, 17:04
Johnnie Walker
QUOTE
ან ძალიან ცოტა ხანი იყავი, ან არ არის ეგ შენი ქალაქი smile.gif

ორივე givi.gif givi.gif


__

მეზიზღება ეს SECURITY პროცედურები biggrin.gif

Posted by: paranoid 27 Mar 2009, 20:55
აი ესეთი ქუჩის მუსიკოსები სხედან თურმე "რუა ავგუშტაზე" yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: რუსთაველი 28 Mar 2009, 00:17
paranoid

ეს ძაღლი ცეკვავს ხოლმე? givi.gif lol.gif

Posted by: paranoid 28 Mar 2009, 20:08
რუსთაველი
ფულს თუ ბევრს ჩააგდებ, ეგ ბიჭი ვალსს ეცეკვება თუ გინდა smile.gif

Posted by: რუსთაველი 29 Mar 2009, 18:57
paranoid

კარგი სანახავი იქნება lol.gif

Posted by: BeNdeLiAni 1 Apr 2009, 19:05
http://www.radikal.ru

ლისაბონი ღამით
* * *

* * *
http://www.radikal.ru

კაბო დე როკა- ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი
* * *
http://www.radikal.ru

algarve
* * *
http://www.radikal.ru


* * *
http://www.radikal.ru

სინტრა
* * *
http://www.radikal.ru

პორტო

http://www.radikal.ru

ეიფელის ხიდი პორტოში


Posted by: Gugex 3 Apr 2009, 00:36
აუ რა მაგარი სურათებია. ნეტა ვინ დააგდო?! ნეტა...

Posted by: BeNdeLiAni 3 Apr 2009, 10:26
მე დავაგდე გინდა რამე? .....................

Posted by: ShadowCat 8 Jul 2009, 17:53
აიტტტ! რა ხდება აქ! sa.gif

paranoidis_dzma
QUOTE
დიდი ვერაფერი გამოდგა ლისაბონი რაც მეგონა, იმედები გამიცრუვდა

eek.gif
აუ, კარგი რააა! მე - პირიქით! ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ მომეწონებოდა, მაგრამ ის კი არ მეგონა, რომ ასე ძალიან მომეწონებოდა!
ერთი კვირა ჩამოვარდნილი ყბით დავდიოდი, თან - სამადავოლნი დებილივით ყურებამდე გაღიმებული.

რაც ჩამოვედი, სულ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში: "ლიშბოა - ჩემი სიყვარული!" love.gif

BeNdeLiAni
კარგი სურათებია! up.gif განსაკუთრებით ჯერონიმოს მონასტერია ძალიან ლამაზი. შენი გადაღებულია?
რა კარგი მოღრუბლული ცაა! მე რომ ვიყავი სულ მზე იყო! მარტო წამოსვლის დღეს გადმოაგდო ლისაბონის ცამ 1-2 წვეთი წვიმა - ალბათ გული წყდებოდა, რომ მივდიოდი givi.gif

ნუ, ლისაბონის რა გითხრათ და, მე მართლა ცრემლებამდე გული დამწყდა, რომ მოვდიოდი cry.gif user.gif

Posted by: Johnnie Walker 9 Jul 2009, 08:06
ShadowCat
QUOTE
ერთი კვირა ჩამოვარდნილი ყბით დავდიოდი, თან - სამადავოლნი დებილივით ყურებამდე გაღიმებული.

yes.gif
მეც, დაახლოებით ეგრე biggrin.gif

ამ ხედმა კი, მახსოვს, რეალობაში საერთოდ დამბრიდა. მზე რომ ჩადის ტეჟუს დელტაში და ოკეანეში, ხიდის ფონზე.....

user posted image


Posted by: ShadowCat 9 Jul 2009, 10:13
Johnnie Walker
უვი - მე ეგ არ მინახავს user.gif
რატომღაც ისე მოხდა, რომ დღის მაგ პერიოდში მსგავს ადგილზე არ აღმოვჩენილვარ user.gif

Posted by: BeNdeLiAni 8 Aug 2009, 15:14
ShadowCat
კი ჩემი გადაღებული სურათებია.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


Posted by: Piligim 19 Aug 2009, 10:13
ჩემი კუჭი გალიაში - წავალ პორტუგალიაში!

Posted by: Yazva 2 Sep 2009, 12:20
პორტუგალიელების მთავარი გამონათქვამი ჯერ არავის დაუდია smile.gif საოცარია პირდაპირ smile.gif

De Espanha, nem bom vento nem bom casamento

Posted by: pavle 15 Oct 2009, 11:10
ლისაბონში მინდა ერთი ღამით გაჩერება, კონკრეტულ ჰოსტელს თუ მირჩევთ? (”დაგუგლვა” ყველამ იცის smile.gif ) ვინც ნამყოფია, მისი რჩევა მაინტერესებს smile.gif ფასებით, ადგილმდებარეობით...


დიდი მადლობა smile.gif

Posted by: annak 19 Oct 2009, 14:14
Yazva
QUOTE
De Espanha, nem bom vento nem bom casamento

და რას ნიშნავს?
ესპანეთი როა ნახსენები ალბათ არც თუ კარგ კონტექსტში მივხვდი, მაგრამ მთლიანად?

Posted by: rustavian 16 Dec 2009, 21:08
annak
From Spain, neither good winds nor good marriages

Posted by: new 6 Sep 2010, 12:15
ორ კვირაში მივდივარ ლისაბონში...

ვიღებ რჩევებს smile.gif

Posted by: Soft_Eject 5 Dec 2010, 04:05
new

იყავიი პორტუგალიაში ? თუ ხო ფოტოები რომ დაყარო კარგი იქნებოდა smile.gif

Posted by: N&T 10 May 2011, 01:27
გამოვაცოცხლოთ თემა wink.gif

ეს არის პორტო, ძალიან საინტერესო რამ biggrin.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: FromBatumi 12 May 2011, 17:22
ძვირფასო მეგობრებო,

10, 12 და 14 მაისს გერმანიაში ქ. დიუსელდორფში ტარდება ევროვიზიის 45–ე კონკურსი,
რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობს ჯგუფი „Eldrine“. ჯგუფი „Eldrine“ ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება 14 მაისს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალზე
ხმა მიეცით ჯგუფს „Eldrine“.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ვებ გვერდზე: http://www.eurovision-georgia.ge/

Eurovision Song Contest 2011
Final: Sat 14th May

Posted by: N&T 13 Jun 2011, 00:47
პორტოპორტოპორტო smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: maco79 19 Jan 2012, 03:38
ლისაბონში ვგეგმავთ წასვლას მეგობრები და სასარგებლო რჩევები მინდა გამიზიაროთ.
1. სასტუმრო რომელ რაიონში ჯობია ავიღოთ, ანუ ცენტრი სადაა?
2. რამდენი დღე დაგვჭირდება მხოლოდ ლისაბონისთვის?
3. მირჩიეთ არატურისტული და სანახავი ადგილები.

Posted by: JSN 19 Jan 2012, 17:14
maco79
მე მეგონა ტაილანდში მოდიოდი... biggrin.gif

სასტუმრო რასაკვირველია ცენტრთან ანუ თავისუფლების გამზირის ან რუა აუგუშტას მიმდებარედ ჯობია აიღოთ. მე სალდანიის მოედანთან ახლოს ვცხოვრობდი და ტაქსით, რომელიც საკმაოდ იაფია, რამოდენიმე წუთში ჩავდიოდი როსიუს, იგივე პერდოს IV მოედანთან, რომელიც რუა აუგუშტაზე გადის და სადაც არაერთი მაღაზია და რესტორანია.

ჩემი გამოცდილება ასეთია, ერთი დღე დავუთმე ლისაბონის ანტიკური ხელოვნების მუზეუმს, ხერონიმოს მონასტერს და ტორე დე ბელემს. სამივე მდებარეობს რუა აუგუშტას ერთ მხარეს, პირობითად რომ ავიღოთ, რუკაზე დახედვით. smile.gif რუა აუგუშტასთან არის ლისაბონის ლიფტი, რომელზეც აუცილებლად უნდა ახვიდეთ, ძალიან კარგი ხედი იშლება... მეორე დღეს მოვინახულე დაგრასას მონასტერი, სადაც მინდოდა მენახა ქეთევან დედოფლის წამების ცნობილი სცენა, მაგრამ მონასტრის იმ მხარეს სადაც ეს სცენა არის გამოსახული სპეციალური ნებართვვის გაერშე არ უშვებენ.... იმავე დღეს ვნახე ლისაბონის კათედრალი, ლისაბონის ციხე–სიმაგრე და ალფამას ულამაზესი უბანი.

ლისაბონში ერთი კვირა ვიყავი და შესაბამისად, არ ითვლება ის, რომ ყოველ დღე ცენტრში ან სხვადასხვა უბნებში ვმოძრაობდი. სანახავი არასოდეს დაილევა, ისე როგორც ყველა უცხო ქალაქში, ნებისმიერ ისტორიულ უბანს თუ შენობას, თავისი ხიბლი აქვს... smile.gif

რუა აუგუშტას ზონაში არაერთი მაღაზიაა, სადაც შეიძლება შეღავათიან ფასებში "იშოპინგო", თუ ძვირიანი ბრენდები გიზიდავს, თავისუფლების გამზირზე მახსოვს არაერთი სოლუდური სალონი, კორტე ინგლესი იყო ჩემს სასტუმროსთან ახლოს, სადაც ასევე ნორმალური ფასები იყო...

ტრანსპორტს რაც შეეხება, მე ტაქსით ვმოძრაობდი. არის ავტობუსი და მეტრო, ასევე ტრამვაიც...

თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებს, მკითხე!

smile.gif

Posted by: maco79 20 Jan 2012, 18:10
JSN

მე ვარ სულით ტურისტი, როდესაც სახლში ვზივარ, მაშინაც კი ვმოგზაურობ ან ონლინ ან თრეველ ჩენელით smile.gif ასე რომ ტაილანდი, კამბოჯა , ინდოეთი რჩება სიის ტოპ ათეულში. ისე კატარის ავიახაზებით კაი ფასები მომცა სხვათაშორის ამ მიმართულებებზე.
რაც შეეხება ლისაბონს, მეგობრები მიდიან 2 დღით და მერე მადრიდში. უბრალოდ, ძალიან მეცოტავება 2 დღე , რას მოვასწრებ და გადარბენით არ მიყვარს სადმე რომ ჩადიხარ.იქნებ მირჩიო.

Posted by: JSN 20 Jan 2012, 20:01
maco79
QUOTE
ისე კატარის ავიახაზებით კაი ფასები მომცა სხვათაშორის ამ მიმართულებებზე.

ნამდვილად მასეა, მეც რამოდენიმე დღის წინ შევამოწმე!

ლისაბონს რაც შეეხება, რაც ზემოთ დავწერე, ორ დღეში თავისუფლად გაკეთდება! თუ მუზეუმების დიდი მოყვარული არ ხარ, შეგიძლია მანდ არ შეხვიდე და მეტი დრო გექნება... მეგონა, უფრო მეტი ხნით ჩერდებოდით და უნდა მეთქვა, რომ სინტრაშიც აუცილებლად წასულიყავით.

სხვათაშორის, ლისაბონიდან მეც მადრიდში ჩავედი! biggrin.gif

Posted by: TROJAN 21 Jan 2012, 23:10
გაზაფხულზე მინდა წასვლა, ლისაბნში და პორტოშI, მეგობართან,,

ბილეთი მაქ (უფასო მეკუტვნის თურკიშიდან) + მეგობართან უნდა ვიცხოვრო


რაც მაინტერესებ არის ვიზის თემა?

სად ავიღო. რამდენ ხნიანს იძლევიან და რა ღირს?

Posted by: JSN 22 Jan 2012, 00:38
TROJAN
პორტუგალიის ვიზისთვის მიმართე გერმანიის საკონსულოს.

Posted by: TROJAN 22 Jan 2012, 13:29
JSN
რა ჯდება და რამდენად ადვილად გასცმენ ვიზას?

მეგობართან მინდა შვებულების დროს წასვლა, 1 კვირით smile.gif

Posted by: JSN 22 Jan 2012, 15:49
TROJAN
სავარაუდოდ, ტურისტული ვიზის აღება მოგიწევს და რა ჯდება, ზუსტად ვერ გეტყვი. მე საქმიანი ვიზიტით ვიყავი. რამდენადაც მახსოვს, სამ დღეში ავიღე პასპორტი საკონსულოდან, მთავარია ყველაფერი წესრიგში გქონდეს და შემოსავალი აჩვენო!

smile.gif

Posted by: TROJAN 24 Jan 2012, 10:37
JSN
QUOTE
თავარია ყველაფერი წესრიგში გქონდეს და შემოსავალი აჩვენო!

ამაში ალბათი ხელფასის ამონაწერი იგულისხმება ხომ?

ფიზიკური პირის მიერ მოწვევას აქვს რამე ძალა?

ანუ იმან რო მოწეროს საელჩოს რომ ჩემტან სტუმრად 2 კვირა და რამე,

იქაურ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია smile.gif

Posted by: JSN 24 Jan 2012, 10:59
TROJAN
QUOTE
ამაში ალბათი ხელფასის ამონაწერი იგულისხმება ხომ?

თავისთავად. ასევე დანაზოგი, ანაბარი...

დეტალურ ინფორმაციას ნახავ გერმანიის საკონსულოს ვებგვერდზე
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/UB__Visabestimmungen.html


smile.gif

Posted by: fusika05 1 Apr 2012, 15:10
ხალხო ვინმე თუ ერკვევით მომწერეთ გეხვეწებით.
მამაჩემი 12 წელია ცხოვრობს პორტუგალიაში, კერძოდ ლისაბონში.აქვს ცხოვრების და მუშაობის უფლება,მალე აიღებს მოქალაქეობას.მე უკვე სრულწლოვანი ვარ,მეუღლე და ბავშვი მყავს.თუ იცით მამაჩემმა რომ მიმიწვიოს,შევძლებ მეც საბუთის გაკეთებას? წინასწარ მადლობა ვინც გამომეხმაურება smile.gif

Posted by: MI-5 10 Apr 2012, 05:07
http://www.radikal.ru

Posted by: Bonne-Espérance 20 May 2012, 18:01
რამოდენიმე ხნით ვარ ჩამოსული ლისაბონში და ცხოვრობთ ვიმე აქ? შევხვდეთ გავისეირნოდ , საკმე არ მაკ და გავერთობით
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
QUOTE
რამოდენიმე ხნით ვარ ჩამოსული ლისაბონში და ცხოვრობთ ვიმე აქ? შევხვდეთ გავისეირნოდ , საკმე არ მაკ და გავერთობით

biggrin.gif

Posted by: Jorik 22 Jun 2012, 11:18
ალბათ არავინაა მანდეთკენ biggrin.gif biggrin.gif
--------

Posted by: FRANCHESKAA 23 Jun 2012, 15:02
რამოდენიმე ხანში მიწევს ჩასვლა ამ ძვირფას ქვეყანაში და მაინტერესებს შოპინგის ამბავი, ანუ მაღაზიების იმედი რომელ საათამდე შემიძლია მქონდეს? smile.gif))

Posted by: benfica 23 Jun 2012, 15:19
FRANCHESKAA


9 მდე, ზოგი 7-8 საათზეც იკეტება.

QUOTE
ძვირფას ქვეყანაში


biggrin.gif

რითია ძვირფასი ??

რომელ ქალაქში მიდიხარ ?

Posted by: FRANCHESKAA 23 Jun 2012, 15:36
QUOTE (benfica @ 23 Jun 2012, 15:19 )


QUOTE
ძვირფას ქვეყანაში


biggrin.gif

რითია ძვირფასი ??

რომელ ქალაქში მიდიხარ ?


კარგია, დროის ამბავი მომწონს!

ჰმ, ყველა ქვეყანა რომ ,,ძვირფასია" რათ უნდა მაგას დაზუსტება user.gif
ლისაბონში ძირითადად, ნუ ჯამში 5 დღით მივდივარ.

Posted by: benfica 23 Jun 2012, 16:47
FRANCHESKAA


ყველაზე კაი შოპინგები ლისაბონში ვასკო და გამა და კოლომბოა

კიდე კაშკაიში წადი არ ინანებ wink.gif

Posted by: FRANCHESKAA 23 Jun 2012, 17:11
benfica
სავაჭრო ცენტრია თუ უბანი?

Posted by: benfica 23 Jun 2012, 17:37
FRANCHESKAA

cascais ქალაქია ძაან ლამაზი და მაგარი პლიაჯები აქ tongue.gif შოპინგებიც იქნება თავისთავად.

Posted by: FRANCHESKAA 23 Jun 2012, 17:49
benfica
ეჭვი მაქვს, სხვა ქალაქში ჩასვლის და პლაჟზე ნებივრობის დრო არ იქნება, ძირითადად ალბათ ლისაბონში მომიწევს ყოფნა

Posted by: benfica 23 Jun 2012, 17:58
FRANCHESKAA


ლისაბონშიც ძალიან ბევრი რამეა სანახავი ,თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე wink.gif

Posted by: FRANCHESKAA 23 Jun 2012, 18:07
benfica
მადლობა, ვფიქრობ კიდევ მექნება შეკითხვები smile.gif

Posted by: TROJAN 23 Jun 2012, 22:44
ივლისის ბოლოს მივდივარ

ვიზა ჯერ არ მაქვს

სამაგიეროდ მაქვს შემდეგი კიტხვები:

ოფიციალური მოწვევა არ მაქ, ჩემი იქაური მეგობარი, თავდაცვის სამინისტროს ვაჟნიაკია,


პროსტა წერილი დაწერა რო ჩემთან მოდისო და მე ვიხდი ყველაფერსო და სკანირებული გამომიგზავნა,

კიდე სოეციალური პასპორტი აქ და ვერც მისკანერებს, უფლება არ მაქვსო, თუ რამეა დამიკავშირდნენო ან თავდაცვას დაურეკონო,

პრობლემა ხო არ იქნება? ოფიციალური მოწვევა რო არ მაქვს,

და კიდე ვიზის საფასური 35 ევროა? და ქეშით მივიდე?


ადვილად გასცემენ პორტუგალიის ვიზებს, 1 კვირა მინდა

Posted by: benfica 23 Jun 2012, 23:46
TROJAN


ნაღდად არ ვიცი თორე დაგეხმარებოდი, ჯობს ვიზების განყოფილებაში იკითხო smile.gif

Posted by: mainc 23 Jul 2012, 16:13
პორტუგალიაში რომელი ავიაკომპანიით წახვედით?
ან რა რეისები დადის საქართველოდან და რომელი ჯობს ფასის მხრივ, თუ რაიმე გამოცდილება გაქვთ, დაწერეთ ,რა rolleyes.gif

Posted by: München 25 Jul 2012, 23:46
სამხრეთში ვიყავი და ლისაბონში. სანაპირო გენიალურია, მაგრამ ნამეტანი ტურისტული და კოლორიტი აქვს დაკარგული. თან ოკეანეც საკმაოდ ცივია მითუმეტეს ზაფხულის დასაწყისში. ლისაბონი ლამაზია მომეწონა! საჭმელი არ უვარგათ, ძალიან პრიმიტიულია. არც ქალები უვარგათ biggrin.gif და არც კაცები (იმჰო, მაგრამ ეგ უკვე სხვებმა შეაფასონ) და მაჩოებიც არ არიან, პირიქით, მაგარი წყნარი და დინჯი ხალხია. სამხრეთ სანაპიროზე ულამაზესი გროტებია, დასავლე სანაპირო ერთი დიდი კედელია, ირლანდიას უფრო ჰგავს, უზარმაზარი ტალღებით. სერფინგი ვისაც მოსწონს, მშვენიერი ადგილია მაგისთვის!

Posted by: benfica 26 Jul 2012, 01:48
QUOTE
საჭმელი არ უვარგათ


რას ჭამდი ასეთს ? ამათ რო კითხო მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო აქვთ biggrin.gif

QUOTE
არც ქალები უვარგათ

no.gif

Posted by: nanka_iuristka 26 Jul 2012, 10:07
პორტუგალია ევროპის დაისი? smile.gif))

კი ევროპის ეკონომიკის დაისი - საბერძნეთის, უნგრეთის, რუმინეთის მერე smile.gif

და პორტუგალიური სამზარეულოც ნამდვილად დიდი არაფერია. ესეთიო ესეთიო და რომ გავსინჯე, მივხვდი არის რაღაცეები, რაც ჯობია არ გასინჯო smile.gif

Posted by: München 26 Jul 2012, 18:43
QUOTE (benfica @ 26 Jul 2012, 01:48 )
QUOTE
საჭმელი არ უვარგათ


რას ჭამდი ასეთს ? ამათ რო კითხო მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო აქვთ biggrin.gif

QUOTE
არც ქალები უვარგათ

no.gif

იმდენი მაგათ რა ვუთხარი biggrin.gif რა უნდა მეჭამა, თევზი + კარტოფილი, ხორცი + კარტოფილი, ბრინჯი + კარტოფილი...

Posted by: benfica 26 Jul 2012, 22:35
München

ლოკოკინა არ გასინჯე ? biggrin.gif მაგარი გემრიელია, ან კამარაო ეგეც კაია tongue.gif

http://imageshack.us/photo/my-images/826/caracois.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/14/1290554715camaro1.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: München 27 Jul 2012, 17:35
benfica

ქვევითა გავსინჯე, ზევითა სხვაგან მაქვს გასინჯული. პრობლემა იმაში კი არ არის რომ გემრიელი რაღაცეები არ ამოაქვთ ზღვიდან, არამედ ის რომ დახვეწილი სამზარეულო არ არის, შეწვავენ, დაყრიან თეფშზე და ეგაა

Posted by: benfica 27 Jul 2012, 20:09
München

ყველგან ეგრეც არა გააჩნია სად შეჭამ, უმეტესად გეთანხმები მაგრად კიდიათ smile.gif

Posted by: JSN 13 Aug 2012, 19:35
პორტუგალიური სამზარეულოთი დიდად ვერც მე მოვიხიბლე, ბაკალიაომ და მისმა მეგობრებმა ვერ გაქაჩეს...

smile.gif


Posted by: Just do It 1 Oct 2012, 18:33
პორტუგალიაში ვინც ხართ იქნებ დამეხმაროთ yes.gif


ვერაფრით ვერ მოვძებნე ინგლისურ ენოვანი სკოლა ... არადა პორტუგალიურის გარტყმაში არ ვარ .... 2 კვირა მაქვს დრო რომ ვიპოვო ინგლისური სკოლა ... თუ არადა მომიწევს აქვე პორტუგალიურ სკოლაში შესვლა .. ვისაც რაიმე ინფორმაცია მოგეპოვებათ პორტუგალიაში არსებულ ინგლისურ ენოვან სკოლასთან დაკავშირებით გთხოვთ დაპოსტოთ yes.gif

უმჯობესია თუ ის პონტი იქნება .. სკოლაში რომ ვიცხოვრო yes.gif


წინასწარ დიდი მადლობა. yes.gif

Posted by: tiko1991 2 Oct 2012, 21:05
გაზაფზულზე ვაპირებ პორტუგალიაში კონფერენციაზე წასვლას პორტოში და ფრენესთან, ცხოვრებასთან და ვიზასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მომაწოდეთ რააა, 5 დღე კი ის ორგანიზაცია გვაცხოვრებს მაგრამ მერე მინდა რომ კიდევ დავრცე და სასტუმრო ძვირია? ან ესპანეთში რომ გადავიდე მგზავრობა რა დამიჯდება დაახლოებით? და აქედან პირდაპირი ფრენები თუ არის? smile.gif))

Posted by: Just do It 3 Oct 2012, 07:39
tiko1991
პირდაპირი ფრენა არ არის ... 2-3 კვირით ადრე თუ შეუკვეთავ ბილეთს უფრო ადვილად იშოვი .. თბილისი - კიევი - ლისაბონი .. მაგრამ ისე არ დაგემართოს როგორც მე .. რეგისტრაცია არ გაიარო თორე მერე უკან აღარ გიშვებენ ... გადი გარეთ როგორცკი ჩახვალ კიევში და დაათვალიერე რამე .. 8 საათი ველოდე ლისაბონის რეისს yes.gif აეროპორტში მე გერმანიის საელჩოდან ავიღე ვიზა yes.gif

Posted by: tiko1991 3 Oct 2012, 13:08
QUOTE (Just do It @ 3 Oct 2012, 07:39 )
tiko1991
პირდაპირი ფრენა არ არის ... 2-3 კვირით ადრე თუ შეუკვეთავ ბილეთს უფრო ადვილად იშოვი .. თბილისი - კიევი - ლისაბონი .. მაგრამ ისე არ დაგემართოს როგორც მე .. რეგისტრაცია არ გაიარო თორე მერე უკან აღარ გიშვებენ ... გადი გარეთ როგორცკი ჩახვალ კიევში და დაათვალიერე რამე .. 8 საათი ველოდე ლისაბონის რეისს yes.gif აეროპორტში მე გერმანიის საელჩოდან ავიღე ვიზა yes.gif

მადლობა რჩევებისთვის, ორმხრივი გზა რა დამიჯდება დაახლოებით? ან ისე რომ ვქნა რომ იქედან მადრიდიდან წამოვიდე, ესპანეთში გადასვლაც მინდა და მაინტერესებს შიდა ფრენები ან სხვა ტრანსპორტი და სასტუმრო თუ არის ძვირი?smile.gif))
მერე კიდე შეგეხმიანები რჩევებისთვისsmile.gif)

Posted by: miskhali 4 Oct 2012, 21:00
პორტუგალია მაგარი გაფარჩაგებული ყოფილა, იქ ნამყოფმა ქართველებმა მითხრეს, მაგარი გაღარიბებულა კრიზისის მერე,მთელი პორტუგალიაში მცხოვრები ქართველობა თურმე მშიერი ,უფულო და უმუშევარი დადის

Posted by: fusika05 5 Oct 2012, 13:11
miskhali
QUOTE
პორტუგალია მაგარი გაფარჩაგებული ყოფილა, იქ ნამყოფმა ქართველებმა მითხრეს, მაგარი გაღარიბებულა კრიზისის მერე,მთელი პორტუგალიაში მცხოვრები ქართველობა თურმე მშიერი ,უფულო და უმუშევარი დადის


ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.აქ მე მშიერი ქართველი არავინ მინახავს.2 თ ვეა აქ ვარ და ვისაც ვიცნობ კარგსაც ჭამენ ,კარგსაც იცმევენ და სამსახურშიც დადიან smile.gif

Posted by: Jorik 6 Oct 2012, 09:57
fusika05
QUOTE
ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.აქ მე მშიერი ქართველი არავინ მინახავს.2 თ ვეა აქ ვარ და ვისაც ვიცნობ კარგსაც ჭამენ ,კარგსაც იცმევენ და სამსახურშიც დადიან

და სად მუსაობენ ასეთ ადგილას?

ყველა გაიძახის მაგარი კრიზისი არიო და ხელფასები ძაან დაბალი

Posted by: JHON GRISHAM 17 Oct 2012, 21:44
პორტუგალიაში მივდივარ 2 კვირით. კერძოდ ლისაბონის მახლობლად კარკაველოსში იქნებ ვინმემ მირჩიოთ რას დავუთმო დრო და რა ხდება ახლო მახლო მიდამოებში საით ჯობია წასვლა და რამეების ნახვა?

Posted by: Just do It 28 Oct 2012, 15:17
QUOTE (fusika05 @ 5 Oct 2012, 13:11 )
miskhali
QUOTE
პორტუგალია მაგარი გაფარჩაგებული ყოფილა, იქ ნამყოფმა ქართველებმა მითხრეს, მაგარი გაღარიბებულა კრიზისის მერე,მთელი პორტუგალიაში მცხოვრები ქართველობა თურმე მშიერი ,უფულო და უმუშევარი დადის


ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.აქ მე მშიერი ქართველი არავინ მინახავს.2 თ ვეა აქ ვარ და ვისაც ვიცნობ კარგსაც ჭამენ ,კარგსაც იცმევენ და სამსახურშიც დადიან smile.gif

+1 არავინ არ მინახავს აქ ქართველი გაღარიბებული და საწმლის გარეშე.. სამსახურის .. yes.gif


fusika05


რომელ ქალაქში ხარ?

Posted by: fusika05 4 Nov 2012, 16:47
ლისაბონში ვარsmile.gif

ვინმეს გეცოდინებათ ლისაბონში საქართველოს საელჩოს მისამართი.ბელემზე რომ არის ვიცი,მაგრამ ზუსტად სად არის მომწერეთ რაა

Posted by: benfica 4 Nov 2012, 17:38
fusika05


Rua Fernão Soares 6-A
1400-149 LISBOA Lisboa
213 017 271

უკრაინის საელჩოსთანაა ძაან ახლოს

Posted by: fusika05 5 Nov 2012, 02:19
benfica
მადლობა დიდი,მეც ვნახე გუგლით smile.gif

Posted by: benfica 5 Nov 2012, 02:38
fusika05

არაფრის, თუ რამე დაგჭირდეს დაწერე smile.gif)

Posted by: Just_smile 10 Dec 2012, 22:16
პორტუგალიაში რა ღირს ორივე გზა საქართველოდან?

Posted by: FRANCHESKAA 27 Dec 2012, 19:49
smile.gif კარგი ქვეყანაა.
ცნობილი Fado Português ....
მქონდა ბედნიერება Amalia Rodrigues-ისათვის მიძღვნილ ულამაზეს კონცერტს დავსწრებოდი, რომელიც ძალიან, ძალიან ლამაზი და ემოციური იყო...
Lisbon Oceanarium და ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება ამ ქვეყანაში...

Posted by: დანდი 29 Dec 2012, 09:10
QUOTE (nanka_iuristka @ 26 Jul 2012, 10:07 )
პორტუგალია ევროპის დაისი? smile.gif))

კი ევროპის ეკონომიკის დაისი - საბერძნეთის, უნგრეთის, რუმინეთის მერე smile.gif

და პორტუგალიური სამზარეულოც ნამდვილად დიდი არაფერია. ესეთიო ესეთიო და რომ გავსინჯე, მივხვდი არის რაღაცეები, რაც ჯობია არ გასინჯო smile.gif

ბაკალაო არ მოგეწონა? ან ფრანცესინია???

Posted by: ნან_ა 8 Feb 2013, 17:20
ლისაბონში განსაკუთრებით მოვიხიბლე ქვაფენილებით

user posted image
..............
user posted image
............................

user posted image
ლისაბონის ოპერის ფასადი (მეორე სართული)


user posted image
კორპისგან დამზადებული ნივთები


user posted image
სამეფო კარეტა

user posted image
......................


user posted image
სამეფო იახტა

Posted by: fusika05 4 Mar 2013, 20:43
ფორუმელებო ვინმე პორტოსკენ ხომ არ ცხოვრობთ?

Posted by: დანდი 8 Jun 2013, 00:23
fusika05


მე ვცხოვრობ. რაიმე გაინტერესებთ?

Posted by: VR_29 27 Jun 2013, 22:11
გამარჯობათ მეგობრებო, ამ განყოფილებაში პირველად ვარ, და საერთოდაც არსად გავსულვარ საქართველოს გარეთ rolleyes.gif

ხოდა ეხლა რაღაც კონფერენციაზე მივდივარ 4 დღით ყველაფერს ვაგვარებ მარა ბილეთი იყიდეო და სად ვიყიდო რა ვქნა დამაკვალიანეთ, ლისაბონისკენ მინდა რაც შეიძლება იაფად, სექტემბერში ხდება ეს ყველაფერი და ეხლავე უნდა გავაკეთო მერე გაძვირდება გაორმაგდება ფასიოო. ტურისტული კომპანიოების საიტზე ვიყავი მარა პორტუგალია არსად წერია და მირჩიეთ რომელია ყველაზე კაი , მადლობთ წინასწარ და თუ ნახოთ არ დაიზაროთ მალე დამიწერეთ ყოველი დღე ძვირდებაოო sad.gif

Posted by: ხრამოვიჩი 28 Jun 2013, 14:22
VR_29
როგორი ბილეთი გინდა,

ტუდა აბრატნი ხომ კი ?

Posted by: VR_29 28 Jun 2013, 14:45
ხრამოვიჩი
კიი ტუდა აბრატნი smile.gif

Posted by: fusika05 28 Jun 2013, 14:48
VR_29
http://www.momondo.ru/multicity/?Search=true&TripType=return&SegNo=2&SO0=TBS&SD0=LIS&SDP0=01-09-2013&SO1=LIS&SD1=TBS&SDP1=10-09-2013&AD=1&TK=ECO&DO=false&NA=false

აქ ნახე ,თარიღები შეგიდლია შეცვალო.

Posted by: Argentinian 28 Jun 2013, 14:57
VR_29
ყველაზე მაგარი საიტია

http://www.cheapflights.com/


Posted by: Beso1980 15 Sep 2013, 14:02
ვინმემ ხომ არ იცით პორტუგალიაში სახელით და გვარით რომელ საიტზეა შესაძლებელი პიროვნების პოვნა?

Posted by: ლივერმენ 16 Sep 2013, 19:45
პორტუგალიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა საჭიროა თუ იცით ? sad.gif

Posted by: Dr-Evil 2 Oct 2013, 19:56
პორტოში ვინ ხართ, გამომეცნაურეთ user.gif

ჩემს გაკეთებულ ფრანჩეზინიას გაგასინჯებთ user.gif

Posted by: Jorik 9 Oct 2013, 10:42
ლივერმენ
QUOTE
პორტუგალიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა საჭიროა თუ იცით ?

არა, ევროკავშირია

Posted by: fusika05 13 Oct 2013, 01:06
ლივერმენ
QUOTE
პორტუგალიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა საჭიროა თუ იცით ?

პორტუგალიის მოქალაქეს არ სჭირდება ვიზა.

Posted by: ლივერმენ 13 Oct 2013, 01:16
fusika05
Jorik
გასაგებია და ჩემ მისწავევად სად და როგორ უნდა მივიდეს ?

Posted by: sus 13 Feb 2014, 18:06
გამარჯობა, ვინმე ვინც ნამყოფი ხართ ან ლისაბონში ცხოვრობთ იქნებ დამაკვალიანოთ.... ივლისში ვგეგმავთ მადრიდი ლისაბონის ტურს smile.gif ლისაბონში რომელ უბანში უნდა ვეძებო სასტუმრო რომ ცენტრში ვიყო? ტრანსპორტი რა ღირს? მეტრო ავტობუსი...

Posted by: mainc 18 Feb 2014, 18:59
sus
QUOTE
ლისაბონში რომელ უბანში უნდა ვეძებო სასტუმრო რომ ცენტრში ვიყო? ტრანსპორტი რა ღირს? მეტრო ავტობუსი...

ინტერნეტშI ზღვა მასალაა smile.gif

Posted by: ana_maniani 26 Mar 2014, 22:31
sus
Rossio, baixa chiado, bairro alto, Marquis de Pombal...
მეტრო ერთი გზა_1.40€, მაგრამ შეგიძლიათ დღიური ბილეთი აიღოთ ( 6€ )გამოიყენებთ მეტროშიც და ავტობუსშიც (carris), პირველი გამოყენებიდან 24საათის მანძილზე აქტიურია.

Posted by: teonala 12 Jun 2014, 22:23
პორტუგალიაში ვაპირებ ამ ზაფხულს და ლისაბონის და პორტოს გარდა რა ქალაქებია სანახავი?

Posted by: დანდი 14 Jun 2014, 13:04
teonala

ბევრი პატარა ქალაქებია, ძალიან ლამაზი მაგ. ევორა, გიმარაეში, კოიმბრა, ალგავრე ... გააჩნია რისი ნახვა გინდა.

Posted by: paranoid 14 Jun 2014, 13:20
teonala
QUOTE
პორტუგალიაში ვაპირებ ამ ზაფხულს და ლისაბონის და პორტოს გარდა რა ქალაქებია სანახავი

ძირითადად პორტო და ლისაბონის არეა. ტიპს ენდ ტრიკს ენდ ენი ქვესჩენს პიემში პორ ფავორ smile.gif

Posted by: sus 25 Jun 2014, 15:06
დამაწყდა ნერვები smile.gif) 500 ევროზე იაფად ლისაბონში ვერ მოვხვდები? აგვისტოს ბოლო სექტემბრის დასაწყისში ვაპირებ წასვლას. რამე ეკონომიური გზა ხო არ იცით?

Posted by: paranoid 25 Jun 2014, 22:54
sus
QUOTE
დამაწყდა ნერვები ) 500 ევროზე იაფად ლისაბონში ვერ მოვხვდები? აგვისტოს ბოლო სექტემბრის დასაწყისში ვაპირებ წასვლას. რამე ეკონომიური გზა ხო არ იცით?

ავტობუსით სტამბულამდე და მერე ფრენა ტუდა-აბრატნი 250-300 ევრო დაგიჯდეს. თუ მაინცდამაინც მაგ პერიოდში გინდა.

ოქტომბრის ბოლო ნოემბერი 250 ევრო თბილისიდან არის ტუდა აბრატნები თუ ეხლა დაჯავშნი ედრიმსზე.


Posted by: oshi 28 Jun 2014, 01:59
ერთ თვეში ლისაბონში ვარ. ერთი კვირით ვრჩები დედაქალაქში, ერთი კვირით მივდივარ სინტრაში და ბოლო ერთი კვირა კაშ(ს)კაიში.
სინტრაზე გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს? როგორი სიტუაციაა?
Mადლობა წინასწარ

Posted by: paranoid 30 Jun 2014, 01:10
oshi
QUOTE
სინტრაზე გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს? როგორი სიტუაციაა?

რა გაინტერესებს კერძოდ?
პატარა ლამაზი ქალაქია თვითონ სინტრა, ისტორიული, ბუნებაში ჩაფლობილი. ლისაბონის ცენტრიდან გადის მატარებელი და დაახლოებით 40 წუთი და 1.80 ევრო უნდა, ბარათზე დატენე ზაპინგი(როცა იყიდი მანქანიდან მიხვდები, ეწერება, ინგლისური მენიუც აქვს), ლისაბონის სუბურბანულ არეაში ორი საათი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ შეიცვლი მატარებელს ზაპინგით. როსიოდან-ცენტრიდან პირდაპირ მიდის მატარებელი და არსად გადაჯდომა არ გიწევს. ცნობილია ისტორიული ციხესიმაგრეებით. ციხესიმაგრეების პარკებში საცალფეხო ბილიკებია, ტყეში და სასეირნოდ მაგარია.


პალასიო პენა, ერთგვარი სახეა სინტრის. 7.5 ევრო ღირს მხოლოდ პარკში შესვლა. ციხესიმაგრის ვერანდა 12.5 მგონი და 16 თუ 18 მგონი ყველგან შესვლა. ჰო, საღამომდე თუ მოგიწია გაჩერება, მოსაცმელი წაიღე მიუხედავად იმისა რაც არ უნდა ცხელოდეს. პორტუგალია თბილი ქვეყანააო ამბობენ, მაგრამ საღამოობით არა biggrin.gif

Posted by: aranormaluri 30 Jun 2014, 01:21
დანდი
QUOTE
ბევრი პატარა ქალაქებია, ძალიან ლამაზი მაგ. ევორა, გიმარაეში, კოიმბრა, ალგავრე ... გააჩნია რისი ნახვა გინდა.


მე ვიყავი ალგავრეში love.gif ნამდვილი სამოთხეა

Posted by: oshi 30 Jun 2014, 19:39
paranoid
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. კონკრეტულად არაფერი, ზოგადად მაინტერესებდა თუ ღირდა ერთი კვირით მანდ გაჩერება. ძალიან საინტერესო ჩანს, საცალფეხო ბილიკებსაც შემოვივლი. სახლი დავიქირავე მანდვე და ისეთი სიტუაციაა, რომ ირგვლივ ბუნებაა და ეს სახლი.ერთი კვირით მინდოდა ყველანაირად სიწყნარე, მაგრამ ერთ საღაამოსაც ან ორსbiggrin.gif, რომ მომინდეს სადმე ახლოს გართობა მაგის საშუალება თუ იქნება? ლისაბონამდე კი არაა დიდი მანძილი, მაგრამ იქიდან უკან დამბრუნებელი არ ვარ. იმედია ზღვამდე მისვლა მოტოთი ან ველოთი მალე მოხერხდება. ეგაც მოშორებითაა ცოტა. გავითვალისწინებ რჩევას და წავიღებ რამე თბილს. პალასიო პენა მშვენიერია, ახლო-მახლოც რა ისტორიული ძეგლებიც იქნება დავათვალიერებ შეძლებისდაგვარად.
ძირითადად მაქაური სანაპიროებისკენ მომიწევს გული.
კიდევ ერთხელ მადლობა.

Posted by: paranoid 30 Jun 2014, 21:03
oshi

QUOTE
იმედია ზღვამდე მისვლა მოტოთი ან ველოთი მალე მოხერხდება.

ველოთი რა გითხრა, მურტალი აღმართებია და წყლამდე იქნება ალბათ 10-15-კმი ყველაზე მოკლე ვარიანტში და ჯიპიესს თუ იხმარ თორე დაიკარგები, სულ მესამე ხარისხოვანი გზებია და სოფლებზე გადის smile.gif

QUOTE
ერთ საღაამოსაც ან ორს, რომ მომინდეს სადმე ახლოს გართობა მაგის საშუალება თუ იქნება?

ღამის კლუბი მე არ ვიცი სინტრაში იყოს, ნუ ისტორიულ ნაწილში ნაღდი ვიცი რო არაა smile.gif.
აი საქართველოს პონტში, ბორჯომს ან წაღვერს შევადარებდი, მთის სიმშვიდეა რა. ქალაქი ძალიან პატარაა, სულ სუვენირების მაღაზიებია და რესტორან-კაფეები.


ისე მე თუ მკითხავ დრო ცოტა არასწორე გაქ განაწილებული, ლისაბონში ერთი კვირა მთელი შემოგარენის დასათვალიერებლად გეყოფოდა, თავის კაშკაი სინტრიანა, კაშკაიში პახოდუ არაფერი არაა ისეთი სანახავი, ერთი მოცუცქნული პლიაჟია და ეგაა, კაშკაიც, ცენტრიდან 40 წუთის სავალზეა მატარებლით. ნუ შენი დროის და საქმის შენ იცი, მაგრამ შენს ადგილას პორტოს ვნახავდი, ერთი დღე ობიდუშშიც გავჩერდებოდი, შუასაუკუნეების ციხე ქალაქია გალავნით გაარშემორტყმული, ძალიან ლამაზი და მშვიდი. სამხრეთში არ ვარ ნამყოფი და არ ვიცი, ნუ ალგარვე ყველამ იცის რო მაგარია, მაგრამ მე ზღვა ბავშვობიდან არ მიყვარს smile.gif


ესეც პორტო:

Posted by: paranoid 30 Jun 2014, 21:08
QUOTE
კიდევ ერთხელ მადლობა

არაფრის, თუ რამე კითხვები გექნა არ მოგერიდოს.


ესეც ობიდუში

Posted by: oshi 30 Jun 2014, 21:21
paranoid
ძირითადად მაგ სამ ადგილას ვიქნები და გეგმაში მაქვს ერთ დღიანი ტურები, ან ორიანი მაქსიმუმ. დილით წავიდე, საღამოს უკან დავბრუნდე. მეტწილად სიწყნარის ვარიანტში გავთვალე. ზუსტად მთის სიმშვიდე მჭირდება, მაგრამ რა დოზით არ ვიცი ჯერ. ბოლო წლებია სულ აურზაურში ვარ ხოლმე დასვენების მხრივ და მერე უკან დაბრუნებული ისევ რაღაცნაირად ცარიელი ვიწყებ სამუშაო წელს. მაგიტომაც ვიფიქრე, რო თავიდან ლისაბონი და მერე უფრო მყუდრო გარემო. სინტრაც მაგიტო გავთვალე, მაგრამ ვიცნობ ჩემ თავს, ბევრი სიწყნარე და სიმყუდროვე მალე მბეზრდება, ჰოდა ერთდღიანი ტურებით ჩავანაცვლებ. პორტოს აუცილებლად ვნახავ.
ისტორიული ნაწილი და კლუბები ვერ მოდიან ერთობლიობაში ეგ ცხადიაwink.gif

მანძილის გავლა ველოთი არაა პრობლემა, პირიქით. Mანქანის ქირაობა არ მინდა. უფრო სპორტულ რეჟიმში მინდა დავისვენო. აღმართებიც მშვენიერიაsmile.gif არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე. war.gif



"არაფრის, თუ რამე კითხვები გექნა არ მოგერიდოს."

შეგაწუხებ მაშ თუ რამე. მადლობა.
პორტოს გარდა რის ნახვას მირჩევდი კიდევ აუცილებლად? ერთმანეთისგან დიდი მანძIლით, რო არ იყოს დაშორებული?

Posted by: paranoid 30 Jun 2014, 23:42
oshi
QUOTE
პორტოს გარდა რის ნახვას მირჩევდი კიდევ აუცილებლად? ერთმანეთისგან დიდი მანძIლით, რო არ იყოს დაშორებული?

პორტოსკენ გიმარაეში, ძველი დედაქალაქია, ისტორიული ძეგლებით.
ავეირო, გონდოლები დაცურავენ არხებში, მინი ვენეციაა.
ცენტრისკენ ფატიმა, რელიგიური მნიშვნელობის ქალაქია, რომის პაპი ჩამოდის ხოლმე და უამრავი კათოლიკე მომლოცველი, რაღაც ბოლო დროის სასწაულს უკავშირდება და კათოლიკეები მიდიან ყველა კუთხიდან ფეხით ხოლმე მაისში როცა დღეობაა.

თუმცა ძირითადი მაინც პორტო და ლისაბონის არეა, ყველაზე მეტი ტურისტი მანდ დადის და მადეირაზე კიდე. იმ ადგილების გარეკლამება არ მიყვარს კიდე სადაც არ ვყოფილვარ და დანარჩენი თუ რამეა გუგელს სჯობს ჰკითხო. smile.gif

QUOTE
შეგაწუხებ მაშ თუ რამე. მადლობა.

Don't hesitate smile.gif პრობლემა არაა.


ესეც ლისაბონის განთქმული 28 ნომერი ტრამვაი smile.gif

Posted by: oshi 1 Jul 2014, 00:20
paranoid
გაიხარე, მადლობა. ჩავინიშნავ. გამომადგება. გუგლსაც დავიხმარ და ერთობლიობაში კარგ საზაფხულო დასვენებას ვიმედოვნებbiggrin.gif

Posted by: GeorG-E 20 Jul 2014, 20:51
მოკლედ სასტავ მომავალი 10თვე ვიქნები პორტუგალიაში კერძოდ კი Viana Do Casteloში. იქნებ გამოცდილებმა რაიმე რჩევები მომცეთ. გაცვლითი პროგრამით მივდივარ მაგისტრატურაზე და საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრობ პლიუს თვეში მექნება 1000ევრო და ხომ არ გამიჭირდება თავის გატანა?

Posted by: oshi 11 Aug 2014, 01:02
ჩამოვედი დღეს და მშვენიერ განწყობაზე ვარ.
ძალიან მაგრად მინდა რაიმე კარგი, გამძლე, კლასიკურ-თანამედროვე სტილის ტყავის ფეხსაცმელები, ხარისხით და დიზაინით კარგები, რომ იყოს და ხომ არ იცით სად უნდა ვეძებო ლისაბონში? გინდაც ხელით სადაც კერავენ ეგეთი სალონი რამე. ბოსი და მსგავსი მოდებული ფირმები არ მინდა, რამე ინდივიდუალური აქაური მინდა.
აი ასეთ სტილში:
http://www.radikal.ru

Posted by: paranoid 12 Aug 2014, 23:07
oshi

Giovanni Galli
Lion of Porches

თუ აქაური ბრენდები გინდა მაგ სტილში. ნორმალური ფასები აქვთ და ხარისხიც.

ისე თუ აუტლეტ მაღაზიები გინდა საშოპინგოთ
http://www.campera.com/
http://www.freeport.pt/

თუ ისე სტანდარტული მოლები:
http://www.colombo.pt/
http://www.centrovascodagama.pt/

მისამართებს კონტაკტოს რომ წერია მანდ შეხვალ და ნახავ ეს ბოლო ორი ქალაქშია, აუტლეტები ასე 20-30 კმ-თი მოშორებით, მანქანა თუ გყავს ნაქირავები არაა პრობლემა, ფეხით რავი აუტლეტებამდე წვალებაა.

ჰო, თუ შემთხვევით ხვალე დილას ბელენში იქნები, მაცივარზე მისაწებებელი მაგნიტების კოლექციას გაჩუქებ.

Posted by: oshi 13 Aug 2014, 00:47
paranoid
მადლობა დიდი, გაიხარეsmile.gif ეგ გალი არ ვიცი და Lion of Porches-ში მგონი ვიყავი. კოლომბოში ვიყავი და მგონი მანდ იყო მეორე სართულზე.
ეგ კი არა და დღეს ყველაზე უცნაურ ადგილას ვირბინე თუ საერთოდ სადმე მირბენიაbiggrin.gif მაგ კოლომბოს მესამე სართულზე ვიყავი ფიტნეს კლუბში და მერე სპრინტის პონტში ვირბინე სახურავზეbiggrin.gif ძაან გაასწორაsmile.gif რამხელაა. როგორ ააშენეს. საცურაო აუზიც ცარიელი იყო და მარტო ჩემთვის გემრიელად ვიცურავე.
აუტლეტებისთვის ვერ გავალ 30 კმსsmile.gif, თან ჯერ მანქანა არ მაქვს. საერთო ჯამში ისე ნორმალური ფეხსაცმელი ვერსად ვნახე.
ბაირო ალტოდან ბელემს გადავხედე და ოდნავ მოშორებითაა. ხვალ ვერ მოვახერხებ. დიდი მადლობა მაინც! მესიამოვნაsmile.gif და საერთოდ მადლობა ყველა რჩევისთვის.

Posted by: paranoid 14 Aug 2014, 02:36
oshi
QUOTE
მადლობა დიდი, გაიხარე  ეგ გალი არ ვიცი და Lion of Porches-ში მგონი ვიყავი. კოლომბოში ვიყავი და მგონი მანდ იყო მეორე სართულზე. ეგ კი არა და დღეს ყველაზე უცნაურ ადგილას ვირბინე თუ საერთოდ სადმე მირბენია მაგ კოლომბოს მესამე სართულზე ვიყავი ფიტნეს კლუბში და მერე სპრინტის პონტში ვირბინე სახურავზე ძაან გაასწორა რამხელაა. როგორ ააშენეს. საცურაო აუზიც ცარიელი იყო და მარტო ჩემთვის გემრიელად ვიცურავე.აუტლეტებისთვის ვერ გავალ 30 კმს, თან ჯერ მანქანა არ მაქვს. საერთო ჯამში ისე ნორმალური ფეხსაცმელი ვერსად ვნახე. ბაირო ალტოდან  ბელემს გადავხედე და ოდნავ მოშორებითაა. ხვალ ვერ მოვახერხებ. დიდი მადლობა მაინც! მესიამოვნა და საერთოდ მადლობა ყველა რჩევისთვის.

არაფერს. თუ ტრანსპორტით აპირებ მოძრაობას და ბევრგან დღის განმავლობაში, დღიური პასი აიღე, 6,50 ღირს. მეტრო, ავტობუსი, მატარებელი, ყველაფერზე ჭრის და თუ სანტა ჟუსტას ლიფტშიც მოგინდება ჩაჯდომა მაგიც უფასოა. ისე ზაპინგი დატენე ხოლმე, მატარებლების სადგურებზეა მაგის ავტომატები, კასაშიც იყიდი და დატენი მამენტ, მარა მანქანიდანაც ადვილია. ყიდულობ კარტას, მერე ირჩევ დატენვას და ზაპინგის ოპციას, ორი საათის განმავლობაში რამდენი მატარებელიც გინდა გამოიცვალე ლისაბონის რეგიონში, ევრო და ოთხმოცი ღირს. ტურისტებმა არ იციან და თითქმის სამჯერ მეტს იხდიან ხოლმე. ავტობუსშიც შეგიძლია იხმარო და გემზეც. ოღონდ ავტობუსსა და გემზე ზაპინგი არაა, უბრალოდ თანხას გაჭრის რაცაა და ვსო, ერთხელ მგზავრობ...

ჰო, კოლომბო ყველაზე დიდია. smile.gif

Posted by: oshi 14 Aug 2014, 03:19
paranoid
smile.gifმადლობა! კარტა ვიყიდე კი და მაგ ზაპინგით დავტენე. ძალიან ხშირადაც არ მიწევს გადაადგილება დღის მანძილზე, ერთი 28 ნომრით ვერ ვიმგზავრე ოღონდbiggrin.gif ძაან მაგარი ასწორებს ისე. უხდება ამ ქალაქს.
დღეს ხიდის იქით ვიყავი. კაპარიცაზე. არ დამევასა. უაზრო ტურისტული ზონაა. ერთი ზღვამ გაასწორა, ცოტა ცივი იყო, მაგრამ მაინც მაგარი.
სანტა ჟუსტას ლიფტს ისე შევათვალიერებ მარტოsmile.gif ისე სივიწროვეა და მგონია , რომ ნახევარ სახლებში არავინ ცხოვრობს. ეკონომიკური კრიზისის ბრალია ალბათ მეტწილად.
წეღან სახლში სანამ შემოვიდოდი დაახლოებით 7-მა ტიპმა ჩემს ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალებები შემომთავაზეს. აქ ბარსელონაზე მეტი საშუალებაა, ან ეს ბაირო ალტოა ეგრე მოწყობილი ტურისტების გამო.
ყველაზე მეტად რაც მინდა და მახარებს არის ის, რომ კაშკაიში სასერფინგოდ ყველაზე კარგი პირობებია დამწყებთათვის და ველოდები როდის წავალ. ბუნებაში ყოფნა სულ სხვაა მაინც. დასვენებას ეგეთ ადგილებში ყველაზე მეტად ვახერხებ. ქალაქი მაინც დამღლელია.
ესეც ხედი სახლიდან:
http://www.radikal.ru

ესეც დღეს მე.
http://www.radikal.ru

ესეც განწყობისთვის:
http://www.radikal.ru

Posted by: LEGIA 14 Aug 2014, 05:34
საკაიფო სურათები გავჩითე პორტუგალიის

https://www.facebook.com/media/set/?set=a.554848541208067.145202.554379147921673&type=3

Posted by: paranoid 14 Aug 2014, 12:04
oshi
QUOTE
მადლობა! კარტა ვიყიდე კი და მაგ ზაპინგით დავტენე.  ძალიან ხშირადაც არ მიწევს გადაადგილება დღის მანძილზე, ერთი 28 ნომრით ვერ ვიმგზავრე ოღონდ ძაან მაგარი ასწორებს ისე. უხდება ამ ქალაქს. დღეს ხიდის იქით ვიყავი. კაპარიცაზე. არ დამევასა. უაზრო ტურისტული ზონაა. ერთი ზღვამ გაასწორა, ცოტა ცივი იყო, მაგრამ მაინც მაგარი. სანტა ჟუსტას ლიფტს ისე შევათვალიერებ მარტო  ისე სივიწროვეა და მგონია , რომ ნახევარ სახლებში არავინ ცხოვრობს. ეკონომიკური კრიზისის ბრალია ალბათ მეტწილად.წეღან სახლში სანამ შემოვიდოდი დაახლოებით 7-მა ტიპმა ჩემს ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალებები შემომთავაზეს. აქ ბარსელონაზე მეტი საშუალებაა, ან ეს  ბაირო ალტოა ეგრე მოწყობილი ტურისტების გამო.ყველაზე მეტად რაც მინდა და მახარებს არის ის, რომ კაშკაიში სასერფინგოდ ყველაზე კარგი პირობებია დამწყებთათვის და ველოდები როდის წავალ. ბუნებაში ყოფნა სულ სხვაა მაინც. დასვენებას ეგეთ ადგილებში ყველაზე მეტად ვახერხებ. ქალაქი მაინც დამღლელია.ესეც ხედი სახლიდან:

ეხლა შაბათს ვიყავი კოსტა და კაპარიკაზე, ჰო, წყალი ცივია, ჩემთვის ძაან ცივი.
ბევრგან იმიტომ არ ცხოვრობენ სახლებში რომ სარესტავრაციოა, ქვემოთ მაგარი გარემონტებულია უმეტესობა სახლები და როგორც ბინებს ეგრე აქირავებენ.
ჰო, ნარკოტიკები იცოცხლე, ბაირო ალტოზეც და როსიოზეც, პირდაპირ ცენტრში რასაც გინდა იყიდი, ოღონდ ტურისტებისთვის ნაგავს ყიდიან. "ნაუ, ობრიგადუ" უთხარი და გზა გააგრძელე. ისე ყურადღებით იყავი, ხალხმრავალ ადგილებში კარმანშიკობენ. ერთი მოვა და გაგართობს და მეორე ჩანთას ხსნის. მარა ამ ბოლოს ხულიგნები აღარ მინახავს პოლიციამ ალაგმა ალბათ. ბარიგებიც სულ ახალი სახეები არიან biggrin.gif

LEGIA
QUOTE
საკაიფო სურათები გავჩითე პორტუგალიის

ეხლა ჩავათვალიერე. დასახელებები თითქმის ყველა შეცდომით უწერიათ biggrin.gif




კოსტა და კაპარიკა ტრანს პრაია

Posted by: LEGIA 14 Aug 2014, 12:23
paranoid
QUOTE
ეხლა ჩავათვალიერე. დასახელებები თითქმის ყველა შეცდომით უწერიათ

ჩაუსწორე მერე

ცოდოა, ეგეთი მდიდარი გვერდი პორტუგალიაზე და საერთოდ ევროპაზე, ქართულად არც არის მგონი ინტერნეტში

Posted by: paranoid 14 Aug 2014, 12:31
LEGIA
QUOTE
ჩაუსწორე მერეცოდოა, ეგეთი მდიდარი გვერდი პორტუგალიაზე და საერთოდ ევროპაზე, ქართულად არც არის მგონი ინტერნეტში 

იცნობ ადმინს? თუ უნდა სურათებსაც მივცემ, კაი კოლექცია მაქვს, ოღონდ კომერციული მიზნებისთვის ნურავინ გამოიყენებს.


Posted by: oshi 14 Aug 2014, 12:35
paranoid
არც კარგი ხარისხის მინდა და არც უხარისხო ეგ გამაბრუებლები. ვეტყვი ნოუ ბრიგადუ თქოbiggrin.gif ჯიბის ქურდები არ შემინიშნავს რავი, ეგ კი არადა როგორ გვანან ზოგიერთები ქართველებს. გეგონეა ქართველიაო აღნაგობით, ცხვირის ფორმით.....
მეც ეგეთ ბინაში ვარ ნაქირავებში და ძაან მომწონს. დიდი, ნათელი, სუფთა ბინაა. და გაცილებით იაფი, ვიდრე სხვა ევროპულ ქალაქში.

Posted by: LEGIA 14 Aug 2014, 13:10
paranoid
QUOTE
იცნობ ადმინს?

არა, ამასწინათ დავალაიქე ეგ გვერდი და საკაიფო სურათებსდებენ, არამარტო პორტუგალიის

https://www.facebook.com/evropeli

QUOTE
ქვემოთ მაგარი გარემონტებულია უმეტესობა სახლები და როგორც ბინებს ეგრე აქირავებენ

რა ღირს ბინის ქირაობა პორტუგალიაში? smile.gif

Posted by: Harry Green99 14 Aug 2014, 17:18
რომელი ავიაკომპანიით არის შესაძლებელი ფრენა ყველაზე იაფად თბილისიდან ლისაბონამდე?? smile.gif

Posted by: teonala 14 Aug 2014, 17:49

Harry Green99
QUOTE
რომელი ავიაკომპანიით არის შესაძლებელი ფრენა ყველაზე იაფად თბილისიდან ლისაბონამდე?? smile.gif


ალიტალიას აქვს ხოლმე კარგი შემოთავაზებები მაგ მიმართულებაზე

Posted by: paranoid 14 Aug 2014, 22:40
LEGIA
QUOTE
რა ღირს ბინის ქირაობა პორტუგალიაში?
       

საშუალოდ სამასი. ისე რავი, ადგილი და საცხოვრებელის ტიპის მიხედვით.

Posted by: oshi 17 Aug 2014, 00:51
დღეს სინტრაში ჩამოვედი და ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია! ღირდა თურმე აქ ჩამოსვლა! ლისაბონი მომეწონა, მაგრამ აქაურობამ ათმაგად მომხიბლა. გადასარევი ბუნებაა.

Posted by: დანდი 17 Aug 2014, 09:49
დღის ბილეთი რომ ვიყიდო ლისაბონში ვადა ამ ბილეთს 24 საათი აქვს თუ ერთი დღე? ანუ საღამოს 5 საათზე რომ ვიყიდო მე-2 საღამოს 5 საათამდე აქვს ვადა?

Posted by: paranoid 18 Aug 2014, 15:44
დანდი
QUOTE
დღის ბილეთი რომ ვიყიდო ლისაბონში ვადა ამ ბილეთს 24 საათი აქვს თუ ერთი დღე? ანუ საღამოს 5 საათზე რომ ვიყიდო მე-2 საღამოს 5 საათამდე აქვს ვადა?

ჰო ეგრეა, ისე ქენი კომბინირებული იყიდე პეიშოპში ან კასაში ყველა ტრანსპორტზე რომ იმუშაოს, თორემ სპ-ს ავტომატები რომ ყიდიან დღიურ პასებს ის მარტო მატარებელზე მუშაობს.

Posted by: oshi 29 Aug 2014, 15:44
დღეს ჩემი დასვენების ბოლო დღეა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით მივდივარ უკან. რაც დამაკლდება მზიანი დღეები იქნება და ოკეანე. ოცი დღეა აქ ვარ და ერთი დღეც არ ყოფილა უმზეო. სინტრა-კაშკაის ირგვლივ კარგი კლიმატი და ძალიან კარგი ბუნებაა, ზუსტად ისეთი როგორიც მჭირდებოდა.
შთამბეჭდავი იყო Capuchos მონასტერი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პენას სასახლეც საინტერესოა, მაგრამ ძალიან ტურისტული.
ყველაზე გასაოცარი ბაღი Quinta da Regaleira-ს სასახლეს ჰქონდა. გამაგიჟა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
საზღვრები არ აქვს ადამიანის ფანტაზიას.
კაშკაისთან აბანოს სანაპირო სანახავად კარგია, ისე კიდე მუდმივად ქარია და მაგ მხრივ ვერ მოისვენებ:
http://www.radikal.ru
მომენატრება ადრაგას სანაპირო, რომელიც ყველაზე გამორჩეული იყო ყველა ახლო მდებარე სანაპიროებისგან და ევროპის 20 საუკეთესო სანაპიროების რიცხვშია.


http://www.radikal.ru

დამაკლდება ჩემი აუზი დილაობით და ჰამაკიbiggrin.gif
http://www.radikal.ru
ურსას სანაპიროს აღარ ჭირდება ქება. უმაგრესია. კაბო დაროკადან საცალფეხო მისასვლელით. ჩემი სოფლის გზა გამახსენა.
http://www.radikal.ru

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩემს გარდა მგონი წყალში ღრმად არავინ შედიოდა და რაღაცნაირად მიტყდებოდა შორს ყოფნაbiggrin.gif სადღაც წავიკითხე პორტუგალიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცურვა არ იცისო, მაგრამ მარტო ადგილობრივები ხო არ იყვნენ? ეგ ვერ დავადგინე მარტო რატო ვიყავი ხოლმე.
ერთი სიტყვით კარგი დასვენება გამომივიდა.
მადლობა პორტუგალიას და ჩემს როლიკს კიდევbiggrin.gif
* * *
ხოდა ხო ვთქვი ჩემი ბოლო დღეა თქო და ახლა ჩემი ბოლო საღამოაbiggrin.gif ქართული მწვადით დავნაყრდი და პორტუგალიური ღვინით შევთვერი. ჰოდაა ახლა რომანტიული საღამოოsmile.gif ხოდა ველოდები სავსე კუჭით. biggrin.gif
http://www.radikal.ru
Dა მაინც! ყველაზე მეტად მიყვარხარ საქართველო! არაფერია შენზე ლამაზი!

Posted by: radros nickia 7 Sep 2014, 18:12
ე.ი 21-26 სექტემბერს ვარ პორტუგალიაში. ლისაბონი პორტოს ვგეგმავ და დამაკვალიანეთ როგორ შეიძლება წავიდე ლისაბონიდან პორტოში იაფად. მატარებელი 30 ევრო ღირს როგორც ვნახე. პორტუგალიაში მცხოვრები ვინმე ხომ არ ხართ მოცლილი, კითხვები მაქვს ათასი smile.gif)))))

Posted by: ფითქო 12 Sep 2014, 19:35
ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა...


ის ოკეანისპირა ადგილები მინდა ვნახო, საიდანაც ოდესღაც დედამიწის უცნობი ადგილების აღმოსაჩენად ფრეგატები მიემგზავრებოდნენ... smile.gif

მამაჩემმა მომიყვა რა გრძნობა დაეუფლა მაგ დროს და მეც მინდა განვიცადო ეგ გრძნობა... smile.gif

მთელი ბავშვობა ვაპათოლოგებდი მაგ ისტორიებზე...

Posted by: Dr-Evil 18 Sep 2014, 10:34
radros nickia
2 გზა ლისაბონი-პორტო ავტობუსით ღირს 30 ევრო

ჩადი რიბეირაზე, საღამოს გადი გალერეა დე პარისზე, დილით ოკეანის სანაპიროზე გაისეირნე.

თვითონ ქალაქის დასათვალიერებლად გამოიყენე yellow busი. სხვადასხვა ფასის და სიგრძის ტურებია.

ხო, კიდევ დალიე ბევრი პორტვეინი smile.gif)

Posted by: დანდი 18 Sep 2014, 18:46
Dr-Evil

გეშლება! 30 ევრო არ ღირს!!! სტუდენტისთვის ორიენტიდან რედექსის ავტობუსი ღირს 32 ევრო არასტუდენტისთვის 40 ევრომდეა!

Posted by: _vanichka_ 27 Oct 2014, 00:21
ახლა ლისაბონში ვარ დღეს ქუჩაში რომ მოვდიოდით შუა დღეს რამოდენიმეჯერ შემხვდნენ სხვადასხვა რჯულის ხალხი და ზოგი ჰაშიშს მთავაზობდა ზოგი პლანს და ზოგი კიდევ რასsmile.gif ესენი ძირითადად აფერისტები არიან რომ ტურისტებისგან ფული გააკეთონ თუ მართლა ასე თავისუფლად იყიდება?

Posted by: benfica 27 Oct 2014, 15:37
_vanichka_


ეგრე თავისუფლად იყიდება, მარა მაგათგან არ იყიდო არაფერი.

Posted by: paranoid 4 Nov 2014, 08:01
_vanichka_
QUOTE
ახლა ლისაბონში ვარ დღეს ქუჩაში რომ მოვდიოდით შუა დღეს რამოდენიმეჯერ შემხვდნენ სხვადასხვა რჯულის ხალხი და ზოგი ჰაშიშს მთავაზობდა ზოგი პლანს და ზოგი კიდევ რას ესენი ძირითადად აფერისტები არიან რომ ტურისტებისგან ფული გააკეთონ თუ მართლა ასე თავისუფლად იყიდება

თუ დაებაზრები ნორმალურად, სასურველია პორტუგალიურად, რასაც ეწევა თვითონ იმას მოგცემს, თორემ ტურისტებზე ძირითადად მთხლეს ყიდიან biggrin.gif


ეს ტიპი ეპიკაა, ნახევარი საათი სათვალეებს ყიდის, მეორე ნახევარი ჰაშიშს biggrin.gif

Posted by: benfica 4 Nov 2014, 10:23
biggrin.gif ესენი არიან ციგნები, მაგარი დამპალი ხალხია, მაგათგან ვაბშე არაფერი არ უნდა იყიდო, დაჯე ნაჩუქარი არ უნდა გამოართვა biggrin.gif

Posted by: GeorG-E 19 Nov 2014, 04:13
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო ამჟამად ვარ პორტუგალიაში კერძოდ კი Viana Do Casteloში. ინფორმაცია ხომ არ გაქვთ სადმე პორტუგალიაში ქართული რესტორანი არის? ან რაიმე ბარი სადაც შემიძლია ქართული კერძები დავაგემოვნებინო მეგობრებს? თუ სხვა გამოსავალი არ იქნება შევეცდები ჩემი შესაძლებლობებით გავაკეთო ხინკალი და აჭარული ხაჭაპური biggrin.gif

Posted by: radros nickia 20 Dec 2014, 19:25
ლისაბონი, ქაშქაი, სინტრა - <3 <3 <3 მაგარი იყო

Posted by: sus 24 Feb 2015, 14:22
21 აგვისტოს მივდივარ smile.gif) ძააან იაფი ბილეთი ვნახე და შემომეყიდა. რა მოითმენს აგვისტომდე. პორტო და ლისაბონში ვაპირებთ გაჩერებას. პოსტოს მატარებლის და ავტობუსის ბილეთის ფასში დიდი სხვაობაა თუ იცით? ავტობუსის ბილეთს წინასწარ ვერ ვიყიდი?
* * *
პორტოსთან რამე ლამაზი პლაჯები არის?

Posted by: qasdwer 9 Apr 2015, 10:05
უკაცრავად შემოჭრისთვის, პოსტების რაოდენობისთვის მჭირდება

Posted by: ნინა411 10 May 2015, 04:48
პორტუგალიაში სიამოვნებით დავისვენებდი user.gif როგორც ვიცი ძვირი არ ჯდება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით

Posted by: lizofobi 29 May 2015, 13:03
პორტუგალიაში ნამყოფებო, დამაკვალიანეთ რა. ამ ზაფხულს მინდა წასვლა. ავიაბილეთების ფასებმა უკვე დამმართა მიკროინფარქტი :/
ლისაბონის გარდა, რომელი ქალაქები ვნახო, რით ვიმგზავრო, რა თანხა წავიღო და ასე შემდეგ smile.gif

Posted by: tatukah 4 Jun 2015, 04:08
sus

http://www.rede-expressos.pt/default.aspx ამ site-ზე შეიგიძლია ავტობუსის ბილეთების შეძენა წინასწარ, აქ შეგიძლია ნახო ავტობუსის გრაფიკი და ასევე ფასები. ამ site არის მატარებლის https://www.cp.pt/passageiros/pt/

Posted by: ronald_wesley 22 Jun 2015, 21:36
tatukah
QUOTE
http://www.rede-expressos.pt/default.aspx ამ site-ზე შეიგიძლია ავტობუსის ბილეთების შეძენა წინასწარ, აქ შეგიძლია ნახო ავტობუსის გრაფიკი და ასევე ფასები. ამ site არის მატარებლის https://www.cp.pt/passageiros/pt/

საცხოვრებლად თუ გინდა წასვლა რა უნდა ქნა??

Posted by: sus 26 Jun 2015, 19:40
tatukah

მადლობა

პორტოში თუ ხართ ნამყოფი იქნებ მითხრათ რომელ უბანში ან ქუჩაზე სჯობს დარჩენა. მაღაზიები და ბარები რომ იყოს ახლო მახლოს

Posted by: nDroid 28 Jun 2015, 12:26
პორტუგალიაში ტური, აგვისტოში ან სექტემბერში რა დამიჯდება? თავისი ბილეთებით და სასტუმრო/საუზემეთი?

500 ევრო არ ეყოფა?

Posted by: sus 29 Jun 2015, 15:48
ანდროიდი

მარტო ბილეთი ღირს 540 ევრო smile.gif)

Posted by: nDroid 29 Jun 2015, 16:27
sus
აუფ biggrin.gif ეტყობა ძველი ტური ვნახე : )))

Posted by: eloiza 29 Jun 2015, 22:18
lizofobi
ლისაბონი თავისთავად, სინტრა, პორტო....

დანარჩენი რაც გესიამოვნება ის დაამატე, მადეირა მაგალითად smile.gif

Posted by: ingfar 3 Jul 2015, 17:20
sus
უბანს ვერ გეტყვი ეგრე ზეპირად და ისე თუ მაღაზიები და ბარები გაინტერესებს, ალიადოშთან ახლოს უნდა იქირავო საცხოვრებელი.
ალიადოში ცენტრალური მოედანია მაგათი და მაგის სიახლოვეში პლუს იქვე ქვევით სანაპიროსკენაა ბევრი გასართობი ადგილი და მაღაზიები თავმოყრილი.
მაგრამ ზოგადად დიდი ქალაქი არაა, კარგი მეტროპოლიტენი აქვთ და უფო ძვირი რომ მოგთხოვონ არ გიღირს,მაინც ახლოშია ყველაფერი პლუს მოსახერხებელი მეტრო.
თბილისზე პატარა ქალაქია.
თუ აეროპორტში ჩაფრინდები იცოდე მეტრო მიდის მანდამდე და იმით წადი ქალაქში ტაქსი ძვირს გამოგართმევს.
მშვენიერი ქალაქია ისე.
არქიტექტურის და ისტორიის მოყვარული თუ ხარ ლისაბონს სჯობს.

მაგარი პლაჟებიც არის რათქმაუნდა პორტოში, ოკეანე,ქვიშა.
ლისაბონში პორტოდან თვითმფრინავით წადი ნახევარ საათში იქ იქნები, თან თუ ადრე(1-2 თვით) იყიდი ბილეთს 30 ევრო დაგიჯდება რაინეარით, მე ეგრე დამიჯდა.
მატარებელი 20-25 ევრო ღირს მგონი.
ავტობუსი არ ვიცი.

Posted by: lizofobi 15 Jul 2015, 12:53
eloiza

სევილია დავამატეთ givi.gif პორტოდან გადავფრინდებით პირდაპირ
მადეირას სასტუმროები გადაჭედილი იყო და თავისუფალი რაც იყო, ძალიან ძვირი ღირდა user.gif

Posted by: sus 17 Aug 2015, 13:08
ingfar

მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ ლისაბონი-პორტო 2 გზა 33 ევრო. ფრენაზე ბევრად იაფი გამოდიოდა.თან 3 საათამდე არ იქნება დამგლელი.

4დრეში იქ ვარ bis.gif alk.gif help.gif tan.gif

Posted by: sus 4 Sep 2015, 15:55
აუუ აუუუ აუუუ ძალიან მაგარი ქვეყანაა, შემიყვარდა love.gif

აუცილებლად დავბრუნდები !!!

Posted by: ronald_wesley 11 Oct 2015, 05:31
sus
როდის ცხოვობდი?
ისე ყველაზე წყნარი ქვეყანაა ევროპაში (ერთი მგონი ისლანდიას ჩამოუვარდება )

Posted by: sus 12 Oct 2015, 15:33
ronald_wesley
არ ვცხოვრობდი smile.gif) 11 დღით ვესტუმრე აგვისტოს ბოლოს

მაგრამ ისეთია ვიცხოვრებდი biggrin.gif

Posted by: ronald_wesley 12 Oct 2015, 20:44
sus
QUOTE
არ ვცხოვრობდი  ) 11 დღით ვესტუმრე აგვისტოს ბოლოს

მაგრამ ისეთია ვიცხოვრებდი

მშობლები მყავს მანდ. ძაან წყნარი ქვეყანააო .
ისევე როგორც მთელი ევროპა ეგეც გატენილია ემიგრანტებიტ მარა პრობლემას არ ქმნიან. კლიმატიც კაია და ლამაზიცაა!

Posted by: youngstar 12 Oct 2015, 23:44
კარგია პორტუგალია მარა მე ვერ ვეგუები ასეთ ქვეყნებს პორტუგალია ესპანეთი ბრაზილია რაღაც ძან უცხოა ჩემგან ეს ქვეყნები არადა მართლა მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ქალებით და ღირშესანიშნაობებით rolleyes.gif

Posted by: ronald_wesley 13 Oct 2015, 00:13
youngstar
QUOTE
კარგია პორტუგალია მარა მე ვერ ვეგუები ასეთ ქვეყნებს პორტუგალია ესპანეთი ბრაზილია რაღაც ძან უცხოა ჩემგან ეს ქვეყნები არადა მართლა მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ქალებით და ღირშესანიშნაობებით  

ენა მაგარია! პორტუგალიური

Posted by: youngstar 13 Oct 2015, 00:46
QUOTE (ronald_wesley @ 13 Oct 2015, 00:13 )
youngstar
QUOTE
კარგია პორტუგალია მარა მე ვერ ვეგუები ასეთ ქვეყნებს პორტუგალია ესპანეთი ბრაზილია რაღაც ძან უცხოა ჩემგან ეს ქვეყნები არადა მართლა მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ქალებით და ღირშესანიშნაობებით  

ენა მაგარია! პორტუგალიური

ამას ევასება რო ურტყავს თუ რა მაფიაა ყოველწამს რო უბრახუნებს givi.gif lol.gif

Posted by: Royal_Flash 19 Jan 2016, 08:03
პორტუში და ლისაბონში ვინც ხართ ნამყოფი, სიამოვნებით მივიღებდი ნებისმიერ რჩევას: რა ვნახო, რა/სად ვჭამო (რამე ადგილობრივი სამზარეულოდან), სად ვიშოპინგო, ახლო-მახლო სოფლებში თუა რამე განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა და ა.შ.

წინასწარ გმადლობთ ^_^

Posted by: sus 25 Jan 2016, 11:16
Royal_Flash

მე ვიყავი აგვისტოში chups.gif სიამოვნებით წავიდოდი კიდევ.
როდის მიდიხარ და რამდენი დღით? როგორც შემიძლია გადაკვალიანებ

Posted by: ChioChioSan 4 Apr 2016, 15:36
გამარჯობა,

აგვისტოს 2 -დან 12 მდე ვაპირებთ პორტუგალიაში წასვლას.
ვფიქრობტ 6 დღე ლისაბონში გავჩერდეთ და 4 დღე ალბუფეირაში.

ალბუფეირაში ხართ ვინმე ნამყოფი?
როგორია?

Posted by: teonala 23 Apr 2016, 17:32
sus

პორტოში ხარ ნამყოფი?
მდინარის აქეთ იქნება ბინა თუ იქით დიდი მნიშვნელობა აქვს?
ანუ ცენტრი ვერ ვიპოვე სად არის biggrin.gif

Posted by: pisooo_piso 8 Jun 2016, 18:43
იაფად როგორ მოვვხდე ლისაბონში , 450 ევროზე ნაკლები ფასი არაა ტურქეთის ავიახაზებით

Posted by: l_i_l_u 9 Jun 2016, 18:30
pisooo_piso
ვიზეარით ბუდაპეშტის გავლით smile.gif

Posted by: sus 10 Jun 2016, 11:50
teonala
კიი ერთი მხარე მეორესგან აფსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამ ჰოსტელში ვიყავი და ყველაზე მაგარი ადგილია, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდი smile.gif

http://www.booking.com/hotel/pt/porto-downtown-hostel.en-gb.html?sid=ee3b455d9f585b61c202ba899bf82e4b;dcid=1;origin=disamb;srhash=2050751036;srpos=1

Posted by: Nathan_Drake 12 Jun 2016, 15:39
ვინმე ხაართ ლისაბონში? შემეხმიანეთ აქეთ ვარ ჯერ-ჯერობით. ან აქ მომწერეთ ან თურამე ტელეფონზე.

მობ: +351 920 524 913 ლევანი
* * *
QUOTE (teonala @ 23 Apr 2016, 17:32 )
sus

პორტოში ხარ ნამყოფი?
მდინარის აქეთ იქნება ბინა თუ იქით დიდი მნიშვნელობა აქვს?
ანუ ცენტრი ვერ ვიპოვე სად არის biggrin.gif

მდინარის ჩრდილოეთ მხარეს აიღ სასტუმრო, ცენტრიც მაქაა და ყველაფერი, პორტუს საფეხბურთო სტადიონიც მაქეთაა თუ დაგაინტერესათ ნახვა

Posted by: vatman 14 Jun 2016, 18:00
l_i_l_u
QUOTE
ვიზეარით ბუდაპეშტის გავლით

ლამის იგივე ჯდება, 430 გამომივიდა ივლისის ბოლოს
ქუთაისი-ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი ქუთაისი.

წელს მეც ვფიქრობდი პორტუგალიაზე, მარა ბილეთის ფასი რო ვნახე, ეგრევე გადავიფიქრე.. user.gif

Posted by: Nathan_Drake 9 Jul 2016, 17:38
ლისაბონში არავინ ხართ? შევხმიანდეთ შევხვდეთ

Posted by: 9124 29 Aug 2016, 16:09
გამარჯობა, იქნებ ვინმემ იცოდეთ.
პორტუგალიაში ჩემმა ახლობელმა მიიღო მუშაობის უფლება, 1 წლით.
თუმცა როცა უფლება(ბარათი) დამზადდა უკვე აქ იყო და ახლა უნდა ჩავიდეს ისევ უკან და აიღოს ეს უფლება.
ხოდა რა მაინტერესებს 1 წელი გადაბმულად რომ არ ექნება ნამუშევარი პრობლემა ექნება რომ გააგრძელოს?
2 თვის მუშაობის გამოცდილება რომ ჰქონდეს მაგ დროისთვის როცა უნდა გააგრძელოს პრობლემა ექნება?
ვინმეს თუ გაქვთ სამუშაო უფლების აღების და შემდეგ გაგრძელების გამოცდილება პორტუგალიაში(ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში) დაწერეთ რა, რა როგორაა...

Posted by: paranoid 1 Sep 2016, 16:51
9124
QUOTE
გამარჯობა, იქნებ ვინმემ იცოდეთ.
პორტუგალიაში ჩემმა ახლობელმა მიიღო მუშაობის უფლება, 1 წლით.
თუმცა როცა უფლება(ბარათი) დამზადდა უკვე აქ იყო და ახლა უნდა ჩავიდეს ისევ უკან და აიღოს ეს უფლება.
ხოდა რა მაინტერესებს 1 წელი გადაბმულად რომ არ ექნება ნამუშევარი პრობლემა ექნება რომ გააგრძელოს?
2 თვის მუშაობის გამოცდილება რომ ჰქონდეს მაგ დროისთვის როცა უნდა გააგრძელოს პრობლემა ექნება?
ვინმეს თუ გაქვთ სამუშაო უფლების აღების და შემდეგ გაგრძელების გამოცდილება პორტუგალიაში(ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში) დაწერეთ რა, რა როგორაა...

უკან ჩასვლას, თუ მისამართზე მიუვიდა და ვინმემ აიღო უკვე, გამოუგზავნონ საქართველოში და ეგაა და აქედანვე მაგით წავა პორტუგალიაში.
კანონით წლის განმავლობაში 183 დღე უნდა იყოს ქვეყანაში, რომ რეზიდენტად ჩაითვალოს. ორი თვე რომ ჰქონდეს მხოლოდ, სავარაუდოდ გადაუტანენ მარკასაოს და როცა შეუსრულდება დრო მაშინ განუახლებენ საბუთს უპრობლემოდ, თუმცა საემიგრაციო ოფიცერს გააჩნია ვიცი შემთხვევა, რომ გაგრძელებისას ექვს თვეზე ნაკლებ დროშიც მისცეს.

Posted by: 9124 1 Sep 2016, 18:13
paranoid
მადლობა.
ეგაა პრობლემა, რომ მოწერეს მოდი და წაიღეო ეს მუშაობის უფლება...
ხოდა უკვე წამოსული იყო აქ და სად უნდა გაეგზავნათ, რა მისამართზე,იქვე აქვთ.
ახლა უნდა აიღოს ან მაგათი ვიზა(გერმანიის ტურისტული) რომ ჩავიდეს და გამოიტანოს, ან თურქეთში რომ აქვთ საელჩო მანდ რომ ჩავიდეს და თქვას მის სახელზე უკვე მუშაობის უფლება რომ არის გაცემული და იმათ გადაამოწმონ,ან ამან რამენაირად დაამოწმოს რომ მართლაა გაცემული ეგ.... მაგას ვფიქრობთ.
უვიზო თუ შემოვა ოქტომბერში პრობლემა არაა,მაგრამ რომ არ შემოვიდეს,ვიზა ხდება საჭირო უკვე და ეგაა პრობლემა.
იმის უფლება აქვს საემიგრაციოს, რომ ამან თუ მიწერა რომელიმე მის ახლობელს იქ გაუგზავნონ ან მისცენ ეგ საბუთი? და მერე ის ფოსტით გამოუგზავნის ამას...
და სულ ბოლო კითხვაც, როდიდან იწყება მაგ მუშაობის უფლების ათვლა, როცა განაცხადი შეიტანე იქიდან თუ როცა დაგიმზადეს იქიდან?
3 თვე იყო შუალედი...

Posted by: paranoid 2 Sep 2016, 13:29
9124
http://www.sef.pt/portal/V10/EN/aspx/page.aspx
საემიგრაციოს საიტი. მისწერეთ ორ სამ დღეში გიპასუხებენ.

QUOTE
როდიდან იწყება მაგ მუშაობის უფლების ათვლა, როცა განაცხადი შეიტანე იქიდან თუ როცა დაგიმზადეს იქიდან?
3 თვე იყო შუალედი...

როცა საემიგრაციოში ბინადრობაზე პოზიტიურ პასუხს გაძლევენ, აი ზუსტად მაგ ინტერვიუს შემდეგ იწყება ათვლა. საბუთი რვა თვის მერეც რომ მოგივიდეს, მაინც ის თარიღი იქნება მინიშნებული, როცა ინტერვიუ გაიარე.

Posted by: 9124 5 Sep 2016, 15:26
paranoid
დიდი მადლობა.
სწორად ვერ ჩამოვაყალიბე მგონი, აი როგორ იყო გეტყვი და მიხვდები ალბათ. პორტუგალიაში სწავლობდა უნივერსიტეტში, დაამთავრა და შეიტანა განცხადება მუშაობის უფლებაზე, ანუ ბინადრობა კი აღარ მაგას სტუდენტობისას აძლევდნენ. მუშაობაზე, რომელიც ბინადრობის უფლებასაც მოიცავს ცხადია აბა ისე როგორ იმუშავებ.
ხოდა რომ შეიტანა რამდენიმე თვე დასჭირდა სანამ გადაწყვეტდნენ მიეცათ თუ არა, 3-4 თვე როგორც მახსოვს. ჰოდა ვეღარ დაიცადა ფინანსების გამო და წამოვიდა უკან, უკვე საქართველოში მოუვიდა ოფიციალური შეტყობინება მათგან რომ თქვენი მუშაობის უფლება მზადაა, მოდით და წაიღეთო.
ხოდა ახლა ორი რამე გვაინტერესებს, როდიდან აითვლება ეს მუშაობის უფლება(1 წლიანი და მერე გრძელდება) განაცხადის შეტანის თუ უფლების მიცემის დღიდან.
და მეორე რადგან რამდენიმე თვე არ იყო იქ, ახლა რომ ჩავა ვთქვათ იმუშავებს 3 თვე და მერე გაგრძელების დრო რომ მოვა ამ მუშაობის უფლების ანუ 1 წელი რომ გავა რა იმ უფლების, ეს პრობლემას ხომ არ შეუქმნის, გაგრძელების საქმეში.

Posted by: Human Rights 16 Sep 2016, 09:23
Nathan_Drake
QUOTE
ლისაბონში არავინ ხართ? შევხმიანდეთ შევხვდეთ


არა და მაგ დროს მანდ ვიყავი, ნეტა ფორუმზე შემომეხედა.

***

ტურისტისთვის კარგი ქვეყანაა მაგრამ ლისაბონი ზედმეტად ტურისტული მგონია ზაფხულში. ზოგადად 8/10 შეფასებას მივცემდი. ტრანსპორტი, გართობა, ფასები, საჭმელი, ნუ მოკლედ ერთი ეგაა სანაპიროზე წყალი იყო ცივი - ესტორილ, კაშკაიშ. პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე (კოსტა დე კაპარიკა) აღარ მაქვს საუბარი ძაან 'ყინავდა' biggrin.gif სერფერებს გაუსწორდებათ.

პორტო რაღაცნაირად სევდიანი ქალაქია ლისაბონთან შედარებით. თუ მანდ მოხვდებით პატარა გლეხურ რესტორან 'ბრაგანსაში' შეიარეთ ძალიან კარგი საჭმელები აქვთ იაფად და ადგილობრივები დადიან.

ლისაბონში კიდევ საჭმელს გირჩევთ 'კაშიაშზე' გადადით ბორანით და ეგეთი რესტორანია 'კოვა ფუნდა' კარგ თევზს აკეთებენ.

პ.ს. ეს სინტრა არის იმენა ტურისტების გალოხება, მე პირადად არ გირჩევთ წასვლას არაფერი განსაკუთრებული. old.gif

Posted by: akkai 7 Feb 2017, 22:22
მაისის თვისკენ მინდა გაფრენა და ბილეთის სიიაფის მხრივ როგორ ჯობს..სტამბოლის თუ ქუთაისიდან რომელიმე ქალაქის გავლით?
* * *
Human Rights
ლისაბონს და პორტოს ერთად ვერ გავწვდები და 4-5 დღით რომელი ჯობს ამ ორიდან სანახავად და სიიაფის მხროვ?
პორტო ხო?

Posted by: Jorik 11 Feb 2017, 13:50
საინტერესოა ფეხბურთის ბილეთები იაფი ღირს ნეტა

Posted by: dazeth 14 Jun 2017, 19:56
გამარჯობათ ჩასვლა მინდა პორტუგალიაში და დარჩენა მყავს ახლობელი და დმაკაცი იმენა პორტუგალიელები შეუდლიათ გამომიგზავნონ მოცვევა და ასევე მათი კომპანიის მოცვევა სადაც დავიცყებ მუშაობას თუ ცავედი პრობლემა ისაა რომ საქართველოში არაა პორტუგალიული საელჩო და ვინმემ შეგიდლიათ გამაგებინონ თუ როგორ შეიდლება ამ პრობლემის გადაჩრა ? არის თუარა სხვა შუამავალი საელჩო და ასე შემდეგ ცინასცარ დიდი მადლობა დზაან დამავალებთ და სიკეთეს გააკეთებთ თუ მომაცვდით ინფოს

Posted by: ძამა 15 Jul 2017, 13:35
სეზონურ სამუშაოებზე ევროპაში,, ცალკე თემაც მქონდა გახსნილი მაგრამ პასიურობა იყო ძალიან,,,,
აი რა მოხდება რო ვინც პორტუგალიაში, იტალიაში, საფრაგეთში, ესპანეთში ცხოვრობთ, რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,
იმათაც აწყობთ იაფი მუშა, სეზონურ სამუშაოებზე ხალხი სჭირდებათ და თუ არ იცით, ვინმემ გაგვიგეთ რამე ამის შესახებ, ძალიან რთული ამბავია????
....
ბოლო ბოლო მოდით შევეჯიბროთ სომხებისა და ებრაელების დიასპორას არ გინდათ????biggrin.gif
იმ ქვეყნების თემაშიც დავწერ ამ პოსტს,,,
რა იცი მარცხი ელანძეა wink.gif

Posted by: Jorik 15 Jul 2017, 21:37
QUOTE
სეზონურ სამუშაოებზე ევროპაში,, ცალკე თემაც მქონდა გახსნილი მაგრამ პასიურობა იყო ძალიან,,,,
აი რა მოხდება რო ვინც პორტუგალიაში, იტალიაში, საფრაგეთში, ესპანეთში ცხოვრობთ, რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,
იმათაც აწყობთ იაფი მუშა, სეზონურ სამუშაოებზე ხალხი სჭირდებათ და თუ არ იცით, ვინმემ გაგვიგეთ რამე ამის შესახებ, ძალიან რთული ამბავია????

მართლა სასარგებლო თემაა up.gif

Posted by: shshsh 20 Mar 2018, 23:14
გმარჯობა, ვინც პორტოში ცხოვრობთ იქნებ გაგვიზიროთ გამოცდილება, როგორი ქალაქია? საცხოვრებლად ყველაზე წყნარი და კარგი უბნები რომლებია? ტრანსპორტი თუა მოწესრიგებული?
გამიგია რომ პორტუგალიელები მეგობრულები არიან, თქვენ რა შთაბეჭდილება გაქვთ? მოკლედ, სიამოვნებით მოვისმენს ყველაფერს რაც პორტოზე გეთქმით.

Posted by: NorthSea 1 Apr 2018, 15:36
აქედან ფრენები ყველაზე იაფი რა ჯდება?

Posted by: LosVikingos 17 May 2018, 17:42
QUOTE
სპორტსმენები: ეუსებიო, ლუიშ ფიგუ.

კრისტიანო რონალდო

Posted by: Kupra 24 Aug 2018, 12:37
გამარჯობა პორტო-ლისაბონთან ახლომდებარე კარგი სანახავი ადგილები შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: framoj 26 Aug 2018, 23:21
მარტია ბილეთბია საკმაოდ იაფად, მოგზაურთა კლუბში დებენ.
დიდი სიამოვნებით წავიდოდი, თებერვლის ბოლოს რა ხდება, ამინდი როგორია?

Posted by: Reservoir Dog 1 Oct 2018, 14:40
გამარჯობა,

სახლის ქირაობა მინდა ბნბ-ზე და უბანს(რაიონს) რომელს მირჩევთ?

ასევე მანქანა ჯობია ვიქირავო პორტუში და სინტარში წასასვლელად თუ ტრასპორტით (მატარებლით) სჯობს?

და მანქანნა თუ ვიქირავე რომელიმე კარგი სანაპირო მირჩიეთ წასვლა რო ღირს ისეთი

დიდი მადლობა

Posted by: merabi1995 11 Oct 2018, 16:56
პორტუგალიაში სამსახურები არ არის მეგობრებო რომ ჩავიდე?

Posted by: dato_dato 31 Oct 2018, 13:03
არავინაა პორტუგალიას რომ კარგად იცნობდეს და რჩევები მომცეს?

Posted by: ნუკა-ნუკა 10 Dec 2018, 00:15
Vinc aris namyopi da icia iqneb daweros samsaxurebis mxriv?
* * *
Sacxovreblad rogori qveyanaa? Vinmem tu icit daweret raa

Posted by: ronald_wesley 11 Dec 2018, 05:46
ნუკა-ნუკა
QUOTE
Vinc aris namyopi da icia iqneb daweros samsaxurebis mxriv?
* * *
Sacxovreblad rogori qveyanaa? Vinmem tu icit daweret raa

dasavlet evropis sibandzea1 !:)
ise chven ki gvjobian.

Posted by: suzuki312 13 Jan 2019, 21:42
ნუკა-ნუკა
QUOTE
Sacxovreblad rogori qveyanaa? Vinmem tu icit daweret raa


ფული თუ გაქვს, მაგარი ქვეყანა, ისე სამსახურები არარის. მანდ ძირითადად ევროკავშირის ბობოლები ყიდულობენ ბაითებს, და პორტუგალიელები ემსახურებიან.

Posted by: თამროთამარა 12 Apr 2019, 03:02
Zoomarine Algarveში ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?
კაია, ღიირს ფაროდან ბავშვებით წოწიალი?

Posted by: babasili 22 Apr 2019, 03:29
ევორაში ვარ პორტუგალიაში . ვინმემ მითხარით ბინა როგორ ვიქირავო ან რამე საიტი ან ჯგუფი ფეისბუქზე , ძირითადად დღიურად დევს საიტებზე და ჩვენ დიდი ხნით გვინდა

Posted by: misha20123 18 Nov 2019, 16:36
Mgonia ro danarcheni evropis fonze mtladxmasavit moxodili ver iqnebian portugalebi

Posted by: GEORGEXIII 18 Nov 2019, 17:14
ვა სხვა წარმოდგენა მქონდა არადა პორტუგალიაზე სანამ ამ თემას გადავიკითხავდი.

Posted by: გიორგი XII 18 Nov 2019, 18:20
ტრანსები და კლუბური ცხოვრება თუ გიყვართ ასწორებს up.gif

Posted by: Мiami 24 Jan 2020, 23:53
ფასები როგორია ლისაბონში სასტუმროებზე და ზოგადად?

Posted by: Mike Wazowski 20 Feb 2020, 21:03
ლისაბონიდან ოპორტომდე, მატარებლის ან ავტობუსის 2 ბილეთი მინახეთ რა ფლზზზ.. 25-ში 16:00 სთ/ზე

Posted by: Trini 22 Feb 2020, 01:23
ახალ წელს ვინ შეხვედრიხართ ლისაბონში? rolleyes.gif

Posted by: misha20123 16 Aug 2020, 20:12
Yvelaze usafrtxi qveyana gaedzro

Ligis tamashebi midis



Nu turistebi ki ar iqnebian bevri magram mainc

Posted by: Fredo_Corleone 27 May 2021, 00:04
არიან ქართველები? როგორი ცხოვრებაა საერთოდ სამუშაოები თუ არის ან ქვეყანა როგორია?

Posted by: predat0r 30 Nov 2021, 21:13
გამარჯობათ, ხო არ იცით ეხლა შეშვებაზე რა ხდება?
აცრა თუ არის სინოფარმი შეუშვებენ ტურისტს ?

Posted by: Lisbonguest 4 Dec 2021, 01:02
QUOTE (predat0r @ 30 Nov 2021, 21:13 )
გამარჯობათ, ხო არ იცით ეხლა შეშვებაზე რა ხდება?
აცრა თუ არის სინოფარმი შეუშვებენ ტურისტს ?

გამარჯობა,
1 დეკემბრიდან შეიცვალა რაღაცეები, მათ შორის ტურისტებზეც... აეროპორტში მოგთხოვენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენას.

Posted by: misha20123 21 May 2022, 14:32
რა ლამაზია ლისაბონი


ეხ
......

Posted by: მონაвь 1 Jun 2022, 19:34
მაგ ქვეყანაში რო იცხოვრო საკაიფოდ ანგარიშზე ერთი ნახევარი ლიმონი უნდა გედოს რა

Posted by: mind_auger 16 Jul 2022, 16:28
მეგობრებო ვინც ნამყოფები ხართ პორტუგალიაში შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ შეიძლება იაფად მოვხვდე პორტუში? მარტო ვაპირებ წასვლას სექტემბრისთვის და რომ დამაკვალიანოთ სასტუმროს ან ჰოსტელს იქ მეთვითონ ვიპოვნი უბრალოდ გზა და ფრენა მეძვირება ძალიან და...
პორტუს ნახვა უფრო მინდა ვიდრე ლისაბონის სხვა უკეთესი ლოკაციებიც თუ გაქვთ რომ მირჩიოთ

Posted by: CHIMA 18 Jul 2022, 00:39
mind_auger
მე გირჩევ ახლავე იყიდო სექტემბრის ბილეთი wizz air ქუთაისი-ბარსელონა.
ბარსადან ავტობუსით გადახვალ პორტუგალიაში

Posted by: Universe´ 25 Jul 2023, 16:35
QUOTE
პორტუგალია

love.gif

საქართველოს გავსო და მართლაც ტირილამდე მომანატრა, რომ დავინახე.

ძალიან ლამაზი და ახლობელია. ისეთი უბრალო, რომ გეგონება სადაცაა მიწა გამოიღვიძებს, ცამდე აწვდენილი ევკალიპტებით დაფარულ, მზეს რომ წვდებიან, გვერდს იცვლის და მეორე ფერდზე წამოწვებაო. ან თავის აგავა კაქტუსით დაფარულ კლდოვან, ბელტიან ფეხებს ატლანტიკის ცივ წყალში ჩაყრის და გაიგრილებსო.

ჰო, მზე და ცა ღრუბლებით ძალიან ახლოსაა პორტუგალიის დედამიწასთან love.gif

Posted by: cosаnоstra 5 Aug 2023, 16:33
სამოთხე დედამიწაზე.......................................

Posted by: fickdich 8 Aug 2023, 16:32
ესპანეთში ვარ ბევრჯერ ნამყოფი მაგრამ პორტუგალიაში არა , ჯობს ბევრად?

Posted by: akkai 9 Aug 2023, 15:02
QUOTE
ბარსადან ავტობუსით გადახვალ პორტუგალიაში

CHIMA
mind_auger
ეს რა ჯდება?

Posted by: cosаnоstra 17 Mar 2024, 14:57
რა გზებით შეიძლება მოხვდე ლისაბონში ან პორტუში? ძაან ძვირია თბილისიდან ფრენები რასაც ვუყურებ

mind_auger
იყავი?

Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2024, 00:16
ლისაბონში როგორ მიფრინავთ ხოლმე?
თურქიშ ერლაინსზე 3000-მდე ჯდება, ორივე გზა.

ესპანეთში ჩასვლა და იქიდან გადასვლა, ხომ არ აჯობებს?

Posted by: Trump 16 Apr 2024, 10:18
Heart_of_Darkness
QUOTE
ლისაბონში როგორ მიფრინავთ ხოლმე?
თურქიშ ერლაინსზე 3000-მდე ჯდება, ორივე გზა.


რავი შევედი და სექმემბერი 2-10 2000 ლარი დასვა
787 დოლარი. ლისაბონის ფრენა იაფი არ ღირს, შარშან გადავიხადე 680 აგვისტოს ფრენა, მარტში ვიყიდე.

Posted by: Mr-Raptor 16 Apr 2024, 10:19
Heart_of_Darkness
QUOTE
ესპანეთში ჩასვლა და იქიდან გადასვლა, ხომ არ აჯობებს?


მადრიდიდში არის ცენტრ. სადგრური (ვაგზალი) ატოჩა, მაგის გვერდითაა ავტობუსების ცენტრ სადგურიც ალვარო მენდესი, მაქედან გადის ხოლმე ალსას ავოტბუსები ლისაბონი 20+ ევროდ, ნუ რამდენი დრო უნდა არ ვიცი, არ გავყოლილვარ მე biggrin.gif (ანუ მაქეთ ვარ ხოლმე და ვიცი) და ატოჩადან კიდე მატარებელიც გადის, ლისაბონის და კიდე ბევრი ქალაქის მიმართულებითაც, ბილეთები მანდაც ბევრნაირია და რომელი მატარებლით გინდა გააჩინა, ავლო, ავე თუ ირიოს მატარებელი (რენფეა კომპანია ყველა, ესპანეთის რკინიგზა), ფასებიც ამის მიხედვითაა რა

კიდე შეგიძლია მადრიდიდან (თუ მადრიდში ჩადიხარ საერთოდ) ბლა ბლა ქარის აპლიკაცია ჩამოწერა და იქ მიუთითებ ლისაბონს და ვინც მიდის და ბევრი მიდიან ხოლმე ასე, გაყვები, ფასი იქვე უწერია და დროც, როდის გადის და საიდან

თუ ჩახვალ ლისაბონში და დრო გექნება, პორტოში ჩადი აუცილებლად

Posted by: Heart_of_Darkness 25 Apr 2024, 13:15
Mr-Raptor
მადლობა,
5 დღით მივდივარ ლისაბონში.
რის დათვალიერებას მირჩევთ?
რამდენად უსაფრთხო ქალაქია, კრიმინალის დონით და ა.შ?

Posted by: cosаnоstra 25 Apr 2024, 13:33
Heart_of_Darkness

რითი მიფრინავთ? ძაან ძვირია რასაც ვუყურებ

Posted by: Mr-Raptor 25 Apr 2024, 13:57
Heart_of_Darkness
5 დღეში ფაქტიურად ყველაფერს ნახავ biggrin.gif არაფრის რჩევა არ გინდა გარდა იმისა რაც ცნობილია, ხიდზე ისეირნე ფეხით biggrin.gif სულ გაიარე საერტოდ თუ შეზლებ biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)