#50006358 · 24 Feb 2017, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1) ერთი მომენტია რომ იქ სადაც ფული ტრიალებს მუდმივი ბრძოლაა გავლენის მოსაპოვებლად. გავლენა = კიდევ უფრო მეტ ფულს. ეკლესიაში კი ძალიან ბევრი ფული ტრიალებს. 2) სახელმწიფო დაინტერესებულია მორჩილი ხალხის რაოდენობით. ეკლესიას ძალიან ბევრი მორჩილი მრევლი ჰყავს. აქედან გამომდინარე ეკლესიასთან თანამშრომლობა = ეკლესიის მიერ მორჩილი მრევლის მართვას. მრევლი ენდობა ეკლესიას ბრმად. მისთვის მამაოს ნათქვამი და მამაოს მიერ გაკეთებული ანალიზი უფრო მეტია ვიდრე საერო ხელისუფლების, აქედან გამომდინარე ავტორიტეტი ეკლესიაა და არა ხელისუფლება. ეკლესია არაერთხელ ჩარეულა საერო საქმეში და კანონპროექტების მიღების და შესწორების საქმეშიც მონაწილეობა მიუღია. იმისათვის რომ ეკლესიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ხელისუფლება ლოიალურია მის მიმართ და მას თანხით აფინანსებს. მეორე მხრივ ცდილობს ისეთი ადმიანებით იყოს ეკლესია დაკომპლექტებული რომ მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდეს ანალიზიც ესაა.
|