Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > პროდუქტების ძებნა


Posted by: killer 14 Dec 2006, 11:53
სად ყიდულობთ პროდუქტებს?

ვის პროდუქციებს ენდობით და რატომ?

Posted by: Natia_N_N 14 Dec 2006, 12:36
ვყიდულობ მარკეტში sad.gif
იშვიათად ბაზარში
რძის პროდუქტები - სანტე
ხორცი - მარკეტი
ქათამი - ძირითადად კარია
ყავა - პროსპერუ, დანიური, ბაზრობა
სუნელები - ბაზრობა, ჯორჯიტა (დიდუბეში, წერეთელზე)
ძმარი - ჯორჯიტა
ტკბილეოული - მომდებარე საკონდიტრო, მარკეტი, დანიური, ჯორჯიტა, თვითშემოქმედება
სასმელი - მხოლოდ მინერალური და ღვინო თელიანის - მარკეტში
ბურღულეული - მხოლოდ დაფასოებული, უმეტესად რუსეთის
ა? ვერაა მთლად ეკოლოგიური მენიუ

Posted by: ShadowCat 14 Dec 2006, 13:20
Natia_N_N
შენ რაღაც დიდუბესთან ახლოს ხარ.. ხორცს რომელ მარკეტში ყიდულობ? user.gif

რძის პროდუქტებს მე ეკო Fუდისას ვამჯობინებ, ოღონდ რძე - პარმალატის მხოლოდ yes.gif
ქათამს - სადიას ძირითადად
სასმელებიდან - პეპსის ვერ შეველიე, რა ვქნა user.gif
ნატურალური წვენები - მხოლოდ ჯაFFა (სამწუხაროდ, მარტო პოპულიში აქვთ, სხვაგან ვერ ვნახე ვერსად)
ალკოჰოლიდან - ლუდი (ფრანცისკანერი მხოლოდ - ნიკორაში ვყიდულობ) და ღვინო (rioja მხოლოდ - ნუ, ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს მეუღლეს, ან დუტიFრიში ყიდულობს sad.gif)
სხვა ყველაფერი - უმნიშვნელოა..
ჰო კიდე - ნიკორას ხორცის პროდუქტები, განსაკუთრებით ბავარიული სარდელები up.gif

Posted by: Natia_N_N 14 Dec 2006, 13:30
ShadowCat
QUOTE
შენ რაღაც დიდუბესთან ახლოს ხარ

არა, შორს ვარ, უბრალოდ ვიქენდებზე მიყვარს ხოლმე ქალაქის სხვადასხვა უბნებში შოფინგი - ცხოვრებას ვიხალისებ smile.gif

Posted by: taso 14 Dec 2006, 14:50
killer
QUOTE
ვის პროდუქციებს ენდობით და რატომ?

რუსეთის პირველ არხზე გადის პროგრამა "კონტროლნაია პაკუპკა", აი იმ გადაცემას თუ გიყურებია ძალიან ბევრ რამეში მოგეხმარება... უბრალოდ ეხლა არ ვიცი, რამდენად ემთხვევა აქაური და მაქაური სურსათების დასახელებები, მაგრამ არა მგონია რომ მთლად არ დაემთხვას... თან კიდე საინტერესო რამეებს ყვებიან... როგორ უნდა გაარჩიო კარგი და ცუდი... პატარ-პატარა ზაკუსკების კეთებასაც ასწავლიან... მოკლედ კაი რამეა... გამოგადგებათ გურმანებო smile.gif

Posted by: ShadowCat 14 Dec 2006, 15:04
killer
QUOTE
ხორცს სად ყიდულობთ ?

ჩესნად რომ გითხრა, კაი ხანია არ მიყიდია.. არ მომწონს რაღაც sad.gif
მეც მაგიტომ ვკითხე Natia_N_N-ს, ვიფიქრე, რამეს მირჩევსთქო მარა.. mo.gif
გუდვილში მომწონს ხორცი, მარა დილისკენ უნდა მიხვიდე - საღამოს უკვე აღარ აქვთ.
ერთხელ მივედი, კარგი ჩალაღარჯის ნაჭერი ქონდათ დარჩენილი.. ვნატრულობდი, არავინ იყიდოს ნეტათქო, მარა ფეხი - სანამ ჩემი რიგი მოვიდა, დაითრიეს sad.gif

Posted by: malina 14 Dec 2006, 15:21
QUOTE
ხორცს სად ყიდულობთ ?

ნიკორაში, პოპულში ან გუდვილში
ყოველთვის ახალი კარგია

Posted by: killer 14 Dec 2006, 16:14
ხო
მეც გუდვილის ხორცი მომწონს.

მაგრამ ყოველთვის ვერ გავდივარ იქ sad.gif შორსააა.

მე პირადად ნიკორას ხორცს არ ვიყიდი. სოსისები კი ბატონო, მაგრამ ხორცი - არა

Posted by: Johnnie Walker 14 Dec 2006, 16:21
ხორცი?
გიასთან,, "კალხოზნიზე" biggrin.gif
წინა დღეს ურეკავ და რაც მინდა უკვეთავ biggrin.gif

კაი ძმარი არის პრობლემა თბილისში... ცხადია, თუ თვითონ არ აძმარებ კარგ კახურ ღვინოს biggrin.gif
მე ვყიდულობ ხოლმე იტალიურს, aceto di vino bianco biggrin.gif
ან კიდევ (და ეს ძალიან მაგარია!) - aceto balsamico di Modena biggrin.gif
არის ხოლმე ბიგ ბენშიც და პოპულიშიც.

Posted by: Natia_N_N 14 Dec 2006, 16:30
killer
QUOTE
სოსისები კი ბატონო

დარწმუნებული ხარ???
მე საერთოდ შევეშვი კაი ხანია სასისკები, სარდელები, ძეხვების და მასგავსი იდეაში მნიამნიამების ყიდვას.

ხორცს ვყიდულობ სახლის ქვეშ მარკეტში, ცნობა არ ვიცი მაინცდამაინც, მარა რა ვქნა, გუდვილში ჯერ არ ვყოფილვარ (?), ვაპირებ წინასაახალწლო ტურის ჩატარებას. და რის ყიდვას მირჩერვთ გუდვილში? ტკბილეული? ცაი-ყავა? ბავშვების საჩუქრები? კიდევ?

Posted by: Breaky 14 Dec 2006, 16:37
Natia_N_N
QUOTE
რის ყიდვას მირჩერვთ გუდვილში?

მე ყველაფერს იქ ვყიდულობ. თვეში ერთხელ დიდ გასვლას ვაკეთებთ ხოლმე მანდ დიიიიიიიიიიიიდი სიით და დაწყებული საპნებით, დამთავრებული ხორცით, მანდ ვყიდულობ აბსოლუტურად ყველაფერს. რუსული და ქართული ნაწარმი საკმაოდ იაფია (ბაზრობის ფასებია, ზოგი რამ უფრო იაფიც), გერმანულები კი ზოგი იაფია, ზოგი კი საკმაოდ ძვირია. ხოდა ბაზრობაზე სიარულის დისკომფორტს (თან რომ ყველაფერი ხელით უნდა ათრიო), გაცილებით გვრიჩევნია ხოლმე გუდვილში კალიასკით სეირნობა და ყველაფრის ხალისით შეგროვება.

ხორცს რაც შეეხება, დილით ძაან ადრე უნდა მიხვიდე, რომ რაც გინდა ის შეგხვდეს, მაგრამ შეიძლება არც შეგხვდეს user.gif
ქათამს ძირითადად მუხრანისას ვყიდულობთ, ზოგჯერ სადიას და ზოგჯერ კარიას.
ბოსტნეულს და ხილს - ძირითადად ჩემი სახლის ქვევით პატარა მარკეტში.
ყველს - ბაზარში, ნაცნობ ქალთან ან ეგეც გუდვილში
ძეხვეული და ვიჩინეული - ძირითადად შინჰოფერი.

Posted by: forever`s_NEVER 14 Dec 2006, 17:14
ნიკორას მივეჩვიე ამ ბოლო დროს. სამარხვო რაღაცეებს ვყიდულობ იქ. სოკოს ბლინები და მსგავსი ბლა-ბლა.
პროდუქტებს ბაზარში. სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი...
ხორცი და ყველი სოფლიდან მოდის. ხორცი ცხოვრებაში არ მიყიდია არსად, შესაბამისად არც არჩევა ვიცი. არც ყველის შერჩევა ვიცი.
ძეხვეულობიდან, შინჰოფერზე ვგიჟდებოდი მისი საქართველოში შემოსვლის დღიდან.

Posted by: malina 15 Dec 2006, 11:49
killer
QUOTE
მე პირადად ნიკორას ხორცს არ ვიყიდი

რატომ? მე რამდენჯერაც ვიყიდე მანდ ყოველთვის კმაყოფილი დავრჩენილვარ

Posted by: Misha_2007 1 Jan 2007, 14:38
ხორცი იყიდეთ თბილისის ახლო სადმე რაიონში yes.gif სხვაგან არ გირჩევთ. ნიკორა, მაგალითად დუშეთიდან მარაგდება

Posted by: tata-naka 4 Jan 2007, 13:59
პოპული სითიში ვიზავი ამასწინათ და ხორცს არაუშავდა, მაგრამ იმდენად მოუხერხებელი სუპერმარკეტია და იმდენად ცუდი მოლარეები ზავთ მეტი აღარ წავალ.

ხორცს ისე ვცდილობ გუდვილში შევიძინო
თევზს ვყიდულობ დელისის გზაჯვარედინზე რომ თევზის მაღაზიაა იქ, თან გისუფთავებენ.
ნიკორაში ხორცი მგონია რომ ინდოეთიდან არის ჩამოტანილი და არ ვყიდულობ.
ისე სააკაძის მოედანზე რომ სურსათის მაღაზიაა იქაც კარგი ხორცი აქვთ ხშირად

Posted by: ikebana 5 Jan 2007, 22:35
ხორცი გუდვილში,
თევზი (ძირითადად კალმახი) გუდვილში,
რძის პროდუქტები (სანტე და სოფლის ნობათი) გუდვილში,
მწვანილი და ბოსტნეული გუდვილში,
ჩაი, ყავა, საპონი, შამპუნი... ეთს გუდვილში,
კვერცხი (კოდა) გუდვილში,
ცხვრის ხორცი დეზერტირებში,
სუნელები პასაჟში,
ხილი დეზერტირებში,
ყველი დეზერტირებში,
მჭადის ფქვილი დეზერტირებში.

ფასებით პოპული XL ჯობია მაგრამ მომსახურებაა საშინელი. თუმცა ხორცი კარგი უნდა იყოს, და ყველი ვიყიდე კიდევ მანდ გადასარევი.
სტაიანკაც არაა წესიერი და მანქანამდე ურიკით ვერ მიიტან პროდუქტს, რაც დიიიიდი მინუსია.

Posted by: auau 12 Jan 2007, 18:22
ხორცს დეზერტირებში ნაცნობის საშუალებით ვყიდულობ ან ქალაქგარეთ და საყინულეში ვინახავ.
თევზი - მოაქვთ ჩემს ქმარსა და ძმას, რადგან თევზაობა მათი ჰობია.
სუნელებს რაც შეეხება, ქონდარს,პიტნას, ომბალოს - მე ვაგროვებ და ვინახავ. უცხო სუნელი დაუფქვავი სახით მომაქვს დასავლეთიდან, ქინძის თესლი - აჭარიდან, ძირას დეზერტირებზე ვყიდულობ და დანარჩენის მარაგი ჯერჯერობით მაქვს!
კარაქს ვყიდულობ მახინჯაურში რკინიგზის სადგურის წინ.
მჭადის ფქვილი - დეზერტირებში თამაზ ადეიშვილთან
ყველი - სულგუნით ჩემი მეგრელი დაქალი მამარაგებს smile.gif ან ვყიდულობ სახლის წინ მაღაზიაში. გუდის ყველი - ალვანში, თელავში ან ახმეტაში.
კუპატებსაც ჩემს უბანში პატარა მაღაზიაში ვყიდულობ,ძალიან კარგია.
რძე პაშა მერძევეს ჩამოაქვს კოდადან და 3-4 წელია სხვას ვერ ვეკარები.
ხილი და ბოსტნეული - სამგორის "ოპტავოი ნაჩნოი ბაზარში". ქართულად ვერც მიხვდებიან, ყველა ისეა ამ სახელს დაჩვეული.თანაც საღამოს იწყება იქ ვაჭრობა და მთელი ღამე არიან. კარტოფილი აქვთ გადასარევი.

Posted by: need_css 15 Jan 2007, 23:20
ჩინური სუნელები მინდა...

ვინმეს არ ყავს კაი ახლობელი რომელი მე ჩინურ რესტორანში?

ან ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო?

დამეხმარეთ რა....

აქ ალბათ აღარ შემოვალ და PM მომწერეთ რა...

მადლობ

PMPMPMPM

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Jan 2007, 19:31
QUOTE
ძეხვეული და ვიჩინეული - ძირითადად შინჰოფერი

მეც. ნიკორას კატეგორიულ უარს ვუცხადებ-სულ უვარგისი გაყინული ხორცისგანაა გაკეთებული.

Posted by: ShadowCat 16 Jan 2007, 19:45
WOMAN IN LOVE
ჰმ.. დარწმუნებული ხარ რომ მასეა? spy.gif
რა ვიცი, ცუდი მე მაგათ პროდუქტებში მართლა არაფერი შემიმჩნევია rolleyes.gif

Posted by: killer 16 Jan 2007, 19:50
WOMAN IN LOVE
QUOTE
უვარგისი გაყინული ხორცისგანაა

რა იცი რომ უვარგისია?


Posted by: WOMAN IN LOVE 16 Jan 2007, 20:31
ინდოეთში ყიდულობენ ხორცს, იქ, მოგეხსენებათ, ძროხა წმინდა ცხოველია და არ კლავენ, ამიტომ ჩნდება კითხვა-რისი ხორცია? თანაც სურათები დაიბეჭდა იქაური სასაკლაოსი ისეთი ამაზრზენი, რომ...მოკლედ, მე არ ვყიდულობ და თქვენი საქმისა თქვენ იცით.

Posted by: ShadowCat 16 Jan 2007, 21:44
WOMAN IN LOVE
ნუ, არა მგონი ბავარიული სარდელები ძროხის ხორცისგან კეთდებოდეს - ღორი კიდე ჰოო... smile.gif
თანაც, რა იცი, რომ ხორცს ინდოეთში ყიდულობენ? spy.gif

Posted by: nanka_iuristka 17 Jan 2007, 17:38
ჩემთვის მთავარი პარიკინგის პრობლემაა smile.gif იქ დავდივარ სადაც პარკინგის საშუალებაა smile.gif

საერთოდ რა თქმა უნდა დიდი მაღაზიები ყველას ჯობია...

პატარა მაღაზიებში სიმართლე გითხრათ გული არც მიმდის....

თუ დიდი არაა მაღაზია თავისი დიდი არჩევნებით, იქ ნამდვილად არ მივალ, გარდა თუ ვერ ვიპოვე გარკვეული პროდუქტი ვერსად...

ისე "ზემელი" მიყვარს, ფართო არჩევანია, "პოპულიში" კი დავდივარ ხოლმე ხშირად იმიტომ რომ გზათ მაქვს, ფალიაშვილზე მაგრამ ძაან მოცუცქნულია და 60% რაც დამჭირვებია არ ქონიათ...

აი გუდვილს კი აქებს ჩემი დაქალი, მაგრამ უაზრობად მეჩვენება ბენზინი დახარჯო, ამხელა მანძილზე წახვიდე სურსათის გამო... დიდი დიღმელებისთვის შეიძლება ფანტასტიურია მაგრამ ჩემთვის გინდა მცხეთაში ჩავსულვარ გინდა გუდვილში smile.gif და უბრალოდ არ მიღის.....

Posted by: Breaky 17 Jan 2007, 17:45
nanka_iuristka
QUOTE
აი გუდვილს კი აქებს ჩემი დაქალი, მაგრამ უაზრობად მეჩვენება ბენზინი დახარჯო, ამხელა მანძილზე წახვიდე სურსათის გამო...

კი, გეთანხმები, რომ შორსაა (ნუ, ცენტრიდან, თორემ დიღმელებისთვის შენითქმის არ იყოს, მაგაზე საუკეთესო ადგილი არ არსებობს), მაგრამ თვეში ერთხელ წასვლა და ერთი თვის მარაგის ყიდვა ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია(მარაგში ვგულისხმობ: შაქარი, ზეთი, მარილი, კონსერვები, საპნები, სარეცხის ფხვნილი და ა.შ. ისეთი რაღაცეები, რისი შენახვაც შეიძლება 1 თვით ისე, რომ არ გაფუჭდება). ფასები სხვა მარკეტებთან შედარებით საკმაოდ მისაღები და დაბალია, ურიკითაც მანქანამდე რომ შეგიძლია მიხვიდე, ეგეც ხომ მთლად გადასარევია. და საერთოდ პარკინგი მაგათზე წესიერი ჯერ არსად მინახია თბილისში.

Posted by: nanka_iuristka 17 Jan 2007, 17:51
Breaky

კი ძაან კარგია თუ მასეა... უბრალოდ მე შეიძლება იმიტომაც მეშორება რომ იქეთ, დიდი დიღმისკენ, თითქმის არ დავდივარ, არც ვიცნობ იქაურობას წესიერად... ჩემი ძირითადი მარშუტია ვაკე მთაწმინდა ავლაბარი. ხანდახან საბურთალოც smile.gif მარა მაგის იქეთ საერთოდ არ მიწევს გასვლა ხოდა ალბათ იმ გუდვილს დაუჩვეველი ვარ smile.gif ერთხელ კი სიამოვნებით წავიდოდი wink.gif

Posted by: Breaky 17 Jan 2007, 17:54
nanka_iuristka
მეც ეგრე ვარ, ცენტრს არ ვცდები, ძირითადად პლეხანოვი-ვერა-ვაკე-სოლოლაკი-ხანდახან საბურთალო. მარა გუდვილში სპეციალურად მივდივარ ხოლმე თვეში ერთხელ იმდენად კარგი სიტუაცია და მომსახურებაა იქ smile.gif
თან უნდა ნახო, რამხელა სიით მივდივარ ხოლმე biggrin.gif
და ძააააან დიდი სურვილი მაქვს სადმე აქეთაც გახსნან მსგავსი ჰიპერმარკეტი.

Posted by: nanka_iuristka 17 Jan 2007, 17:59
Breaky

თანაც რა მომენტია იცი, როცა დიდი ოჯახი გაქვს ალბათ ის მარაგიც ბევრი გჭირდება, მე რომ მარტო ვცხოვრობ smile.gif მარაგზე სიმართლე გითხრა არც ვფიქრობ smile.gif

ხო ისე, გზას ვერ მასწავლით გუდვილის? პლზ

როგორ წავიდე ვაკიდან

ოფტოპიკისთვის სორრი smile.gif

Posted by: ShadowCat 17 Jan 2007, 18:45
Breaky
QUOTE
და ძააააან დიდი სურვილი მაქვს სადმე აქეთაც გახსნან მსგავსი ჰიპერმარკეტი

რამდენადაც ვიცი, სადღაც 2 წელიწადში უნდა გაიხსნას დიიიიიიდი კომპლექსი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზეო spy.gif
გუდვილი ამ კომპლექსის პირველ სართულს დაიკავებსო rolleyes.gif

Posted by: eloiza 17 Jan 2007, 19:33
QUOTE
გუდვილის

ეხლა გამახსენდა, სამწვადეს ძირითადად აქ ვყიდულობთsmile.gif

Posted by: Johnnie Walker 18 Jan 2007, 20:42
ჩინურ რესტორნებში ჩინური სანელებლლები არ არის biggrin.gif
მოკლედ, მშვენივრად იციან, სადაც ხსნიან რესტრონებს და ხმელ სუნელს უკეთებენ ვითომ "ჩინურ" კერძებს lol.gif

ერთადერთი, soy sauce (ნუ ეგაა მაგათი ძირითადი), შეგიძლია იყიდო ბიგ ბენში, ხშირად არის ხოლმე.
მართლაია, გერმანული წარმოებისაა, მაგრამ ნაღდად არა უშავს.

ხო, კიდევ ჟენშენი შეგიძლია იყიდო აფთიაქში. დანაყე, წყალში აურიე და დაურტყი, მერე რაღაც ეტაპზე ხელის მტევნით აგურების მტვრევას დაიწყებ. biggrin.gif

ვსიო, ამაზე აქაური მარაგი ჩინული სანელებლების იწურება biggrin.gif

Posted by: Breaky 18 Jan 2007, 20:44
Johnnie Walker
და სხვა სუნელებს ჩინელები არ ხმარობენ? აი ევროპაში ან ამერიკაში ჩინურ რესტორანში საჭმელები როა, ძაან გემრიელი პრივკუსები რომ აქვთ, აბა რითი აკეთებენ???? აქ სამწუხაროდ არ ვიცი, სულ ერთხელ ვარ თბილისში ჩინურში ნამყოფი და დიდი ვერაფერი იყო.

Posted by: Johnnie Walker 18 Jan 2007, 20:48
Breaky
ოოოოოოოოოოოოოოო ქალბატონო ბრეიკი, სუნელი მაგათ უამრავი აქვთ, ისევე, როგორც მექსიკელებს ცხარე საწებელი (რამდენიმე ათასი!).
მაგრამ თბილისში არ გამიგონია, რომ ან სადმე იყიდებოდეს, ან რომ რომელიმე რესტორანი ჩინურ სუნელებს საჭმელში იყენებდეს.

ამიტომაა, სხავათაშორის, როს აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს ერთი და იგივე დასახელების ჩინურ კერძებს თბილისშI და საზღვარგარეთ.

აქ ხომ საერთოდ, მოხარშული ბამბუკის ჩხირების ნაცვლად კერძში თხლად გათლილ კიტრს დებენ..... შავი ჩინური სოკოს მაგივრად - პოლონური კონსერვის შამპინიონებს და ბრინჯს კიდევ ხარშავენ ქვაბში biggrin.gif

ძალიან ეშმაკი ხალხია, მაგარ ეკონომიას აკეთებენ ძვირადღირებულ და თანაც ჩინეთიდან ჩამოსატან სანელებლებზე.
იციან, რომ აქ უმრავლესობა აზრზე არ არის, კომერცია მაინც არ იზარალებს და ჩვენი კეკელკები ყველა ვარიანტში იტყვიან რომ "ვაიმე, ჩინურ რესტრორაააააააააააანში ვიყავი" givi.gif

Posted by: Breaky 18 Jan 2007, 20:53
Johnnie Walker
QUOTE
სუნელი მაგათ უამრავი აქვთ, ისევე, როგორც მექსიკელებს ცხარე საწებელი (რამდენიმე ათასი!).

მეც ეგრე ვიცი და იმიტომ გამიკვირდა. ანუ საქართველოში ჩინელები აფერისტობენ არა? vik.gif სადაა მერე კონტროლი????ესაო და ისაო, სუშის არასწორად აკეტებენო და გავაკონტროლოთ, რომ სახელი არ გაგვიფუჭდესო და ის არ იციან, რომ სხვა საჭმელებსაც აყალბებენ?

Posted by: Johnnie Walker 18 Jan 2007, 20:56
Breaky
QUOTE
სადაა მერე კონტროლი

კაი რა, ჩემო ბრეიკი, ს ა ე რ თ ო დ სადაა კონტროლი, ახლა მაინცდამაინც ჩინურ რესტორნებს რომ არ მივახტეთ?

კონტროლი საქართველოში ოდითგანვე ფულის გამოძალვის ფორმა იყო და არის და არა ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმი.

ეტყობა უხდიან, ვისაც საჭიროა. ვოტ ი ვსიო biggrin.gif

Posted by: Breaky 18 Jan 2007, 21:00
Johnnie Walker
კონტროლში თვითონ ჩIნეთის მხარე ვიგულისხმე, ჩვენები კი არა smile.gif სუშიზე რომ ატეხეს ერთი ამბავი, მაგიტომ, თორემ არც კი გამიჩნდებოდა ეგ აზრი

Posted by: Johnnie Walker 18 Jan 2007, 21:12
Breaky
თვითონ ჩინელებმა რატომ უნდა აკონტროლონ? მე შენ გეტყვი და ჩინური სამზარეულოს საერთაშორისო იმიჯი დაეცემა, თუ სადღაც "ჭ" კლასის ქვეყანაში ნაგავს გაყიდიან?
სულ ფეხზე არ ჰკიდიათ? biggrin.gif

სუში კი იაპონურია.
მაგას უნდა "სვეჟი" ტიუნა.
საიდან სვეჟი ტიუნა თბილისში?
უფრო ადვილია გყავდეს ცოცხალი რვაფეხების ფერმა სახლში, აბაზანაში biggrin.gif
ამიტომ, ეგეც აფერიზმია.

მითუმეტეს, ჩინელები საააააერთოდ არაფერ შუაში არ არიან biggrin.gif

Posted by: masha 20 Jan 2007, 01:18
ჩინური სამზარეულოს ინგრედიენტებიდან თბილისში შესაძლებელია ტოფუს (სოიოს ყველი, 1კგ-2.50) და სოიოს სოუსის შეძენა ჩინურ რესტორნებში; ასევე ერთერთ ჩინურ მაღაზიაში ვნახე გამხმარი ჩინური სოკო შიიტაკი, მგრამ რადგან გამყიდველმა ვერაფრით ვერ ამიხსნა '' რა ხილია" არ შემიძენია.
ჩინურ და კერძოდ აზიურ სამზარეულოში გამოიყენება შემდეგი მცენარეეები: " იმბირის ფესვი" ქართულად კოჭა, და რადგან ბარბარა ჯორჯაძის "სრული ქართულ სამზარეულოში" ეს სახელწოდება გვხვდება, სავარაუდოდ, საქართველოში მას ადრე იყენებდნენ; შემდეგი ინგრედიენტები ჩემთვის ეგზოტიკურად გამოიყურებიან: გალანგალი(ფესვი), ლიმონის სორგო, ლიჩი, მანგო, ზღვის მცენარეები, დაიკონი, ბამბუკის ღეროები და სხვა.

საკვების გემოს გასაძლიერებლად იყენებენ ნატრიუმის გლუტამატს და სიჩუანურ კომბოსტოს, რომელსაც ცხარე გემო აქვს.

რაც მთავარია, თბილისში ვერსად ვერ ვიშოვე "ვოკი" ღრმა ტაფა, რომელშიც ბოსტნეული სწრაფად ითუშება მაღალ ცეცხლზე და არ კარაგავს საკვებ ღირებულებას. ამდენი ჩინური მაღაზია რომ გახსნეს, დროა, რაღაც საჭიროც ჩამოიტანონ.

Posted by: ikebana 20 Jan 2007, 03:12
nanka_iuristka
QUOTE
ხო ისე, გზას ვერ მასწავლით გუდვილის? პლზ

როგორ წავიდე ვაკიდან

ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-კოსტავა-გმირთა მოედანი-სანაპირო-დიღმის მანქანების ბაზრობა-მარცხნივ-ხიდის ქვეშ-მარჯვნივ-გუდვილი
smile.gif

Posted by: ShadowCat 21 Jan 2007, 14:22
BEKO
Johnnie Walker
მეგობრებო, ჩვენ აქ ჩინურ სანელებლებზე ვსაუბრობთ
და არა ცხვრის ხორცზე givi.gif

Posted by: Breaky 21 Jan 2007, 14:35
ჩინური არ ვიცი, მარა ერთ კორეულ სუნელების ნაკრებს მივაგენი და აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ბევრ კერძში ვხმარობ. გახეხილი სტაფილოები ახატი და რუსულად აწერია: სტაფილო კორეულად. სტაფილო ხომ მართლა კარგი გამოდის ეგრე, მარა ძალიან უხდება ეგ სუნელები ბრინჯსაც, სპაგეტისაც, კარტოფილსაც, მოკლედ, ამ ბოლო დროს რაც გავაკეთე, მგონი ყველაფერში ვცადე და ძალიან მაგარია!!!! ქათამსაც კი წავუსვი და ისე შევწვი და up.gif

Posted by: killer 23 Jan 2007, 10:46
Johnnie Walker
QUOTE
ავი ჩინური სოკოს მაგივრად - პოლონური კონსერვის შამპინიონებს და ბრინჯს კიდევ ხარშავენ ქვაბში

დააახლოებით 5 წლის წინ ვჭამე, და ნაამდვილად შავი სოკო იყო. ეტყობა ამათაც დაემართათ სახინკლის სინდრომი (დასაწყისში გემრიელი და იაფი, მერე კლიენტს რომ მოიზიდავ - ძვირი და ცუდი) biggrin.gif
* * *
Breaky
სად მიაგენი კორეულ სუნელებს.

Posted by: Breaky 23 Jan 2007, 12:44
killer
QUOTE
სად მიაგენი კორეულ სუნელებს.

სად მივაგენი და სადაც სხვა სუნელებსაც ვყიდულობ. პასაჟში, კიკოს მაღაზიის პირდაპირ ანუ ფარდების მაღაზიის გვერდზე პატარა ჯიხურში.

auau
QUOTE
ჩინური სანელებლები ვნახე ბაზრობაზე. იქ მექსიკურიც იყო და ინდურიც. Breaky-ს ავუხსნი ზუსტად და "დაამისამართებს."

jump.gif ველოდებიიიიი smile.gif

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 11:11
Sweet Baby Girl
რა ვიცი spy.gif
მაგათი პროდუქცია კი შემოდის და tongue.gif
ქართული წარმოების არ მომწონს no.gif ”ბურიონკა”-ც კარგია, მარა ძალიან ცხიმიანია.
პარმალატი - სტროგად 1.8%-იანი ცხიმით biggrin.gif

Posted by: შაბეშა 29 Jan 2007, 11:14
ShadowCat
ხო მეც მგონი მოვკარი სადღაც კური ტელევიზორში რო პარლამატი ბანკროტsmile.gif და მოიცა ნაგავს იასნა ჩვენთან ასაღებენ ეხლა?smile.gif

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 11:58
შაბეშა
კაცია და ბუნება, ჰო გაგიგია?
ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც - მღვდლის ცოლი smile.gif

მაგ შენს ერთი თვის წინ შემოსულ რძეს ისე ამუშავებენ, თუ სწორად შეინახავ, 1 წელი აქვს ვადას.
და ქართულ 10 წუთის წინ ჩამოსხმულ რძეს როგორ უნდა ვენდო (გემოზეც რომ აღარ ვილაპარაკოთ), როცა შარშან ერთხელ ქართული, ჩამოსხმული ღვინო ვიყიდე, საფერავი (არ მახსოვს, ვისი გამოშვებული), ზედ ეწერა, შენახვის ვადა 2 წელიო lol.gif lol.gif

Posted by: Breaky 30 Jan 2007, 15:29
tu-tuna
QUOTE
"იმბირი" რუსულად, ginger ლათინურად - ცოცხალ ან დამარინადებულ მდგომარეობაში სად შეიძლება ვიშოვო

მე მაქვს დაფქვულ მდგომარეობაში, პაკეტში დაფასოებული. პასაჟში ვიყიდე, კიკოს მაღაზიის პირდაპირ სუნელების ჯიხურში.

Posted by: auau 2 Feb 2007, 17:04
დაფასოებული მექსიკური და ჩინური სანელებლები ვიყიდე ბაზრობაზე. შევეცდები აგიხსნათ:
მაშ ასე - დინამოს მხრიდან რომ შესასვლელია, იქ შევდივართ, გავდივართ პროდუქტების ბაზრობის მიმართულებით. რაღაც არკა რომ არის, ტუნელივით,იქ გავალთ, გავუხვევთ მარცხნივ და ბოლომდე გავალთ.
იქ ერთი სტრანნი ბიჭი და გაუცინარი კაცი ყიდიან . მოკლედ ეზოში რომ გახვალთ, მარცხნივ დგანან. რომ იკითხოთ, მიგასწავლიან. მე ასე ვიპოვე.

Posted by: Vicki 25 Feb 2007, 01:17
killer
QUOTE
ხორცს სად ყიდულობთ ?

გუდვილში, შაბათ-კვირას , ზეთიც და ძმარიც ძალიან კარგია.
* * *
ShadowCat
QUOTE
მაინტერესებს სად იშოვება (თუ იშოვება) "მისო" - ესაა იაპონური ფერმენტირებული სოიოს პასტა, რომელიც გამოიყენება სუპების მოსამზადებლად. 

ეგ 1-2 წლის წინ იყიდა ჩემმა მეუღლემ ზემელის(თუ კარგად მახსოვს) მარკეტში. ძალიან სპეციფიკური გემო ქონდა(სხვათა შორის ვადას რომ შევხედე, სადღაც 1 წლამდე ქონდა ვადა გამოსვლის დღიდან ვადის გასვლის დღემდე). თვითონ მოწონს ეგზოტიკური რამეები. შენ რაღაც იაპონურ ინგრედიენტებზე და ჩაიზე გაქვს გართულება smile.gif

Posted by: აღასპერი 25 Feb 2007, 05:31
QUOTE
პროდუქტები, ვინ სად და რატომ ყიდულობთ?

ყველაფერს ჩემი კორპუსის დაბლა...."სიმბაში"..... boli.gif

QUOTE
ნიკორას ხორცი

რატომღაც არ მიყვარს..... boli.gif

Posted by: ShadowCat 25 Feb 2007, 11:22
Vicki
QUOTE
ეგ 1-2 წლის წინ იყიდა ჩემმა მეუღლემ ზემელის(თუ კარგად მახსოვს) მარკეტში.

eek.gif ჰმ, ეგ მარკეტი არც მომფიქრებია. გავიარო ერთი! smile.gif
QUOTE
შენ რაღაც იაპონურ ინგრედიენტებზე და ჩაიზე გაქვს გართულება

მე არა - ჩემს ქმარს biggrin.gif

Posted by: Vicki 28 Feb 2007, 15:14
eleqtro
QUOTE
ვინ, სად და რომელ ჩაის ყიდულობთ?

ოოოო, ეგ არ გეკითხა დაააა(ეგ ჩემი "ბალნოე მესტაა" რადგან ყავას საერთოდ არ ვსვამ, მხოლოდ ჩაის smile.gif ) ..........
ეს ძალზედ რთული საკითხია, მართლა smile.gif . 1 წლის წინ "ბიგ-ბენში" იყიდებოდა ასაწონი(100 გრამი ღირდა სადღაც 10 ლარამდე), მართლაც რომ არაჩვეულებრივი ჩაი სხვადასხვა ასორტიმენტის. ვიყიდე იმდენი რომ ეხლაც მაქვს საკმაო რაოდენობით. 1 კვირის წინ ისევ დავინტერესდი (შედოუსთვის უნდა გამეგო რაღაც) და აღმოჩნდა რომ გათავებული იყო და მივიღებთ თუ არა არ ვიცითო. მის შემდეგ დავიწყე სერიოზული ძიება, თუ სად შეიძლება თბილისში შეიძინო კარგი ხარისხის ჩაი და ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. მხოლოდ ის გავიგე, რომ რამოდენიმე კარგ რესტორანში შეიძლება კარგი ჩაის დალევა.

Posted by: eleqtro 28 Feb 2007, 15:29
Vicki
QUOTE
რამოდენიმე კარგ რესტორანში შეიძლება კარგი ჩაის დალევა.

კერძოდ რომელში?
მე ერთადერთი ადგილი სადაც ნორმალური ჩაი დავლიე იყო პლეხანოვზე მოქმედი თურქული "ზაბეგალოვკა", თან ისეთი კარგი იყო რო იქაურ საჭმელსაც კი ვჭამ ჩაის ხათრით.

Posted by: Vicki 28 Feb 2007, 16:36
eleqtro
QUOTE
კერძოდ რომელში?

აბაშიძეზე - იაპონურში(ესეც შედოუს დამსახურებაა smile.gif ).
მეიდანზე(ლესელიზეძე) - ჩინურში.
პეროვსკაიაზე - დუბლინში, ტუკანში.

Posted by: XAO 28 Feb 2007, 16:52
გუდვილი და პოპული smile.gif
_____________________

Posted by: tata-naka 28 Feb 2007, 16:53
მასწავლეთ კარგი ღვიძლი როგორ ავარჩიო?
ხშირად მომზადების პროცესში გადამიგდია, რადგანაც არ მომწონებია და ისე ერთი შეხედვით თითქოს ნორმალური იყო.

და კიდევ ენა როგორ ავარჩიო და სად?
არასოდეს მიყიდია, მგონია რომ ბავშვებს მოეწონებათ და მინდა მოუმზადო

Posted by: killer 28 Feb 2007, 16:56
ShadowCat
რძე სოფლის ნობათისაა კარგი.
ხარისხიც საკაოდ კარგია.

მე მარტო სოფლის ნობათის პროდუქციას ვნდობი და ვიცი რაც ხდება "შიგნით"

Posted by: ShadowCat 1 Mar 2007, 10:20
killer
QUOTE
რძე სოფლის ნობათისაა კარგი.

სხვათა შორის, მე არ მომეწონა :user;
2 წლის წინ სანტეს რძეც მომწონდა, მარა მერე რაცხა აღარ მევასა spy.gif

Posted by: killer 1 Mar 2007, 12:01
ShadowCat
სოფლის რძე არ გყვარებია ესე იგი smile.gif

მეც არ მიყვარს.

მაგრამ ფაფებში და მოსამზადებლად სოფლის ნობათის რძე კარგია smile.gif


Posted by: ShadowCat 1 Mar 2007, 12:25
killer
ააა! პონიატნო! smile.gif
მე ფაფებს და ეგეთ რაღაცეებს ---> no.gif
ცივი რძე მიყვარს დასალევად და ქორნFლეიქსებთან smile.gif

Posted by: Kesi 2 Mar 2007, 11:49
მოგესალმებით დიდი კულინარებო და გურმანებო...

მოკლედ ესეთი მაბავია, აქამდე მე არ მიწევდა საყიდლებზე სიარული (ვგულისხმობ ოჯახის მარაგების შესავსებად, თორე ისე მარკეტებში და ბაზარში გავლილ-გამოვლილი კი ვარ biggrin.gif ), მანამდე ძირითადად ჩემ ოჯახში "შემოდიოდა" ტრადიციული პროდუქტები, თუ მე ვაპირებდი რაიმე განსაკუთრებულის მომზადებას, რომელიც არ ეყდნობოდა ტრადიციულ პროდუქტებს, მაშინ კონკრეტულად იმ კერძისთვის ვყიდულობდი მოცემულ მომენტში, მარა დადგა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი როცა მე უნდა ავიღო ჩემს თავზე ეს ვისთვის მძიმე, მარა ჩემთვის მეტად სასიამოვნო ტვირთი.
ასე რომ რამოდენიმე რჩევა მჭირდება თქვენგან, როგორც უფრო მეტი გამოცდილების მქონეებისგან..

1. ზემოთხსენებული პაკუპკისთვის რომელი ჯობია, "გუდვილი" "პოპული", პოპულისითი" თუ "მეგა" (ზუსტად არ ვიცი რა ქვია, ახალი გახსნილი როა მეგალაინთან. შეფასების კრიტერიუმები: ფასი, არჩევანი..

ეხლა კი უფრო კონკრეტულად
1. რომელი ზეითუნის ზეთია კარგი?
2. სუნელები - ხორცის, პიცის, და სხვადასხვა ზაპრავკებისათვის - რომელს მირჩევთ..
3. სოიოს სოუსის ყიდვის მცდელობა რამოდენიმეჯერ უშედეგოდ დამთავრდა, ანუ ვერ შევარჩიე კარგი, რომელს მირჩევთ?? აი ისეთი მინდა ჩინურ რესტორანში რაო, მე რაც ვიყიდე იყო ზოგი ტკბილი, ზოგს თევზის გემო და სუნი ქონდა და ა.შ. და ჩინურში რაც გამისინჯავს კარგია..
ხო ჯერ ჯერობით ესაა..წინაწარ დიდი მადლობა ყველას ვინზ არ დაიზარებს და მიპასუხებს...
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Breaky 2 Mar 2007, 12:32
Kesi

QUOTE
ზემოთხსენებული პაკუპკისთვის რომელი ჯობია, "გუდვილი" "პოპული", პოპულისითი" თუ "მეგა"


პოპულს არ გირჩევ არც მე და არც არავინ, ვინც აქ შემოვა. მაგაზე იმისთანა განხილვები მიდიოდა, რომ წაიკითხო, ფეხის შედგმა აღარ მოგინდება.

მეგამარკეტი არის გუდვილის მინი ვარიანტი. აქედან გამომდინარე გიდვილში არჩევანი გაცილებით დიდია, სამაგიეროდ უფრო შორსაა ვიდრე მეგა.
ფასები დაახლოებით ერთნაირია. სიმართლე რომ გითხრა მეგაში ერთხელ ვიყავი და ყველაფერი არ მინახია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ გუდვილში ის საქონელი და პროდუქტები, რაც ბაზრობაზეც არის, იგივე ფასი ღირს. მგონი მეგამარკეტიც ეგრე უნდა იყოს.


QUOTE
რომელი ზეითუნის ზეთია კარგი?


მე ვხმარობ Maestro de Oliva -ს ფირმის Extra Virgen ზეითუნის ზეთს, რომელიც არის პირველადი ცივი დაწურვის ზეთი. რუსულად აწერია, არ დაიბნევი: первый холодный отжим. ხოდა ძალიან მომწონს.


QUOTE
სუნელები - ხორცის, პიცის, და სხვადასხვა ზაპრავკებისათვის - რომელს მირჩევთ..


აქ არაერთხელ დამიწერია, თუ სად ვყიდულობ მე სუნელებს, მარა გავიმეორებ შენთვის: პასაჟში კიკოს მაღაზიის წინ ანუ ფარდების მაღაზიის გვედრზე არის სუნელების ჯიხური. აბსოლუტურად ყველანაირ სუნელს ნახავ მანდ.

QUOTE
სოიოს სოუსის ყიდვის მცდელობა რამოდენიმეჯერ უშედეგოდ დამთავრდა, ანუ ვერ შევარჩიე კარგი, რომელს მირჩევთ?? აი ისეთი მინდა ჩინურ რესტორანში რაო, მე რაც ვიყიდე იყო ზოგი ტკბილი, ზოგს თევზის გემო და სუნი ქონდა და ა.შ. და ჩინურში რაც გამისინჯავს კარგია..


ჩინურ რესტორნებში რას ხმარობენ არ ვიცი. მაგრამ მე მაქვს დოლარ სთორში ნაყიდი Grand Harvest-ის ფირმის Superior Soy Sauce ჩინური სოიოს სოუსი. აი ეს აწერია კიდევ ზედ: All Purpose Naturally Brewed. არც ტკბილია (პირიქით, მარილიანია, მასთან ერთად მარილს საერთოდ არ ვხმარობ), არც თევზის სუნი ასდის. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ.

Posted by: Kesi 2 Mar 2007, 12:38
Breaky
დიდი მადლობა ინფოსთვის... 2kiss.gif
QUOTE
აქ არაერთხელ დამიწერია, თუ სად ვყიდულობ მე სუნელებს, მარა გავიმეორებ შენთვის:

ამისთვის განსაკუთრებით 2kiss.gif ...
მარა მე უფრო კონკრეტულად მაიტერესებს რომელი სუნელი ჯობია ანუ აპრობირებული რომელიც გაქვთ რომ კონკრეტულად მირჩიოთ მაგ. საქონლის ხორცისთვის კაია X ფირმის ესადაეს სუნელი, პიცისთვის ეს და ა.შ.
2kiss.gif

Posted by: Breaky 2 Mar 2007, 12:48
Kesi

არაფრის 2kiss.gif

QUOTE
მარა მე უფრო კონკრეტულად მაიტერესებს რომელი სუნელი ჯობია ანუ აპრობირებული რომელიც გაქვთ რომ კონკრეტულად მირჩიოთ მაგ. საქონლის ხორცისთვის კაია X ფირმის ესადაეს სუნელი, პიცისთვის ეს და ა.შ.


პიცისთვის და ზაპეკანკებისთვის ვხმარობ ზემოთ აღნიშნულ ჯიხურში ნაყიდ სუნელს приправа для пиццы и запеканок, დიდი პიცა ახატია ზემოდან.
ფლავისთვის ვყიდულობ приправа для плова, ამას შესაბამისად ფლავი ახატია.
კიდევ ვყიდულობ ხოლმე ასეთ სუნელს: приправа для моркови по-корейский და ბევრს რამეში ვხმარობ. როგორც ზედ დაწერილ რეცეპტში, ასევე ზაპეკანკებში, ბრინჯში, ხორცზე და ა.შ. ძალიან გემრიელი სუნელია.

ეს სამივე სუნელი არის ფირმის cycoria-სი თუ არ ვცდები.

კიდევ მიყიდია ხოლმე მანდ რაღაცეები: იმბირი, კურკუმა, ტმინი და ა.შ. იმის მიხედვით, თუ გასაკეთებელი კერძის რეცეპტში რა სუნელია ხოლმე მითითებული.

Posted by: Kesi 2 Mar 2007, 13:00
Breaky
დიიიიიიიიიდი მადლობა ესეთი გემრიელი პასუხისთვის 2kiss.gif


და ისე გუდვილში არაა სუნელები??? მაინცადამაინც მაგისთვის რომ არ გავიდე ბაზრობაზე???

Posted by: Breaky 2 Mar 2007, 13:04
Kesi
QUOTE
და ისე გუდვილში არაა სუნელები??? მაინცადამაინც მაგისთვის რომ არ გავიდე ბაზრობაზე???


იქ რაც მინახია, ძვირია. თან ის სუნელები, რასაც მე ვხმარობ, გუდვილში არ მინახია. შეიძლება უბრალოდ ვერ ვნახე, არ ვიცი.

Posted by: PsycheDroid 2 Mar 2007, 13:11
Breaky
QUOTE
აქ არაერთხელ დამიწერია, თუ სად ვყიდულობ მე სუნელებს, მარა გავიმეორებ შენთვის: პასაჟში კიკოს მაღაზიის წინ ანუ ფარდების მაღაზიის გვედრზე არის სუნელების ჯიხური. აბსოლუტურად ყველანაირ სუნელს ნახავ მანდ.

კარი ან ლემონ გრასსი არის მანდ?

Posted by: Breaky 2 Mar 2007, 13:14
PsycheDroid
QUOTE
კარი ან ლემონ გრასსი არის მანდ?


არ ვიცი, რომ მოვხვდები, ვიკითხავ. ამ დღეებში უნდა წავიდე ისედაც.

Posted by: Kesi 2 Mar 2007, 13:19
Breaky
აი ზუსტად ეხლა ჩამოვარდა გუდვილზე საუბარი ჩემს სამსახურში და ორი თანამშრომელი თავგამოდებული მიმტკიცებს, რომ ბაზარის ფასებზე გაცილებით ძვირია გუდვილიო.. ადრე 15% მუშაობდნენ და ეხლა 30%-ზეო..არდა ბაზრობაზე ბოდიალს კი ჯობია შეგრიხინდები და გამოგხირინდები კომფორტულად... biggrin.gif

Posted by: tata-naka 2 Mar 2007, 13:41
Kesi
ჩემი აზრით სუნელების ნაკრების ყიდვა типа приправа для пицы და ა.შ არ არის კარგი, მაგას ჯობია გაიგო რომელ პროდუქტს რა სუნელი უხდება. მე მაგალითად პიცისთვის ვხმარომ ორეგანოს, მაიორანს და ბაზილიკს, და ამას ყველაფერს ცალცალკე ვყიდულობ, და იმის მიხედვით თუ რომელ პიცას ვაკეთებ ვიყენებ ამა თუ იმ სუნელს. ხორც უხდება როზმარინი მაგალითად და ა.შ, მე არ მიყვარს ზოგადი პრიპრავები, ცალ-ცალკე სუნელით შეზავება მეტ არომატს იძლევა.

ჩემი ფავორიტი ზეითუნის ზეთი იყო Fragatta, დიდი ხანია აღარ მინახავს, შეიძლება არ იყიდება მეტი.

ხო და ეს ისე ზოგადად ჩემი ფავორიტი ამ ბოლო დროს არსი გაუმტკიცავი (თუ როგორ ქვია) დაუმუშავებელი ხორბლის სპაგეტი, გუდვილში არის ბევრი, ისპანახით და ყველით როკფორითsmile.gif
მოსინჯეთ, ოდნავ არაჟანიც შეგიძლიათ მოასხათ. ვინც მარხულობს ვერ მიირთმევს, ამიტომ ჩემსავით ან პომიდვრის ქვენით ან და მხოლოდ ისპანახის სოუსით ჭამოსsmile.gif

* * *
Kesi
რაც შეეხება გუდვილს, ვეთანხმები შენს თანამშრომლებს, ბარიგული ფასები აქვთ, მაგრამ მე მაინც დავდივარsmile.gif
პოპულში მხოლოდ პარმეჯანის საყიდლად მივდივარ.

ჩემი შეკითხვა ღვიძლზე და ენაზე დაიკიდეთ არა მეგობრებო?smile.gifsmile.gif

Posted by: Breaky 2 Mar 2007, 13:48
Kesi
QUOTE
აი ზუსტად ეხლა ჩამოვარდა გუდვილზე საუბარი ჩემს სამსახურში და ორი თანამშრომელი თავგამოდებული მიმტკიცებს, რომ ბაზარის ფასებზე გაცილებით ძვირია გუდვილიო.. ადრე 15% მუშაობდნენ და ეხლა 30%-ზეო..არდა ბაზრობაზე ბოდიალს კი ჯობია შეგრიხინდები და გამოგხირინდები კომფორტულად... biggrin.gif


გააჩნიას რას ყიდულობ. შაქარი, ზეთი, მარილი, მაკარონი, ბრინჟი, წიწიბურა, სიმინდო, გაროხი, კეტჩუპი, მაიონეზი, საპნები, სარეცხის ფხვნილები, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა და ეგეთები, ოღონდ ზუსტად იმ ფირმისები, რაც ბაზროპბაზეა, ნამდვილად იგივე ფასია.

tata-naka
QUOTE
ჩემი შეკითხვა ღვიძლზე და ენაზე დაიკიდეთ არა მეგობრებო?


არ ვიცი რა გითხრა, თორემ არ დაგზარდებოდი.

Posted by: killer 2 Mar 2007, 20:48
tata-naka
QUOTE
მე მაგალითად პიცისთვის ვხმარომ ორეგანოს, მაიორანს და ბაზილიკს, და ამას ყველაფერს ცალცალკე ვყიდულობ

სად ყიდულობ? baby.gif

Posted by: tata-naka 5 Mar 2007, 12:46
killer
გუდვილშიsmile.gif


გაისნჯეთ ისე wholemeal spagetti, მოგეწონებათ უეჭველი

Posted by: abirvalg 5 Mar 2007, 13:12
ძეხვი ვნახე მარაზიაში მოხარშული ღორის ხორცისგან, ავსტიული ხარისხიო აწერია რუსული სახელი ქვია"ЛЮБИТЕЛЬСКАЯ", მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ არც გამომშვები ქარხანა აწერია, არც გამომშვები ქვეყანა, არც ადგილობრივი დისტრიბუტორი, მოკლედ, რამე რომ მოგივიდეს, მეყოლე ვარდივით მაგრამ ამ ძეხვის მთავარი ინტრიგა მისი შენახვის ვადაა: "მინ. 5 თვე" ანუ, მინიმუმ 5 თვე უნდა შეინახოთ და მერე მიირთვათო. იც წრიპინა დათო მესხიშვილი უნდა დაიჭირო და ხორცსაკებში გაატარო. კაროჩე პროდუქტის ყიდვისას, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ რა აწერია ზედ!

აი ესეც ევრ ოპააა!

Posted by: X-woman 18 Apr 2007, 15:37
მართალია, ბევრი არ მIძებნია, მაგრამ მაინტერესებს, ხამანწკები თუ სადმე იშოვება. ალბათ შესაბამისადაც ძვირი იქნება. თუ ვინმეს ეგ ინფო გააჩნია, მომაწოდეთ.

Posted by: Barry 18 Apr 2007, 15:44
X-woman

ნიკორაში დევს მგონი, გაყინულები : )

Posted by: natia78 18 Apr 2007, 15:47
ხამანწკები რომელია? კრევეტკებს რომ ეძახიან, თუ კიბორჩხალას რომ წააგავს?

Posted by: natia78 18 Apr 2007, 15:53
QUOTE (Barry @ 18 Apr 2007, 15:44 )
X-woman

ნიკორაში დევს მგონი, გაყინულები : )

მგონი ესენია, არა? თუ ესენი სხვა რამეა?
* * *
QUOTE (Barry @ 18 Apr 2007, 15:44 )
X-woman

ნიკორაში დევს მგონი, გაყინულები : )

მგონი ესაა. smile.gif

Posted by: SnowFlakes 18 Apr 2007, 17:07
user posted image

ეს მომცა ახლა user.gif

Posted by: Breaky 18 Apr 2007, 21:23
X-woman

პროდუქტების მოძიების თემა აპინულია: http://forum.ge/?f=82&showtopic=33696789
ხოდა მივართებ ამ თემასაც იქ ცოტა ხანში.

ისე, ხამანწკა არ არის ის, რა სურათებიც აქ დადეს. რაც აქ დადეს, ეგაა კრევეტი ანუ shrimp.
ხოლო ხამანწკა არის "უსტრიცა" ანუ oyster. აგერ შეგიძლია ნახო: http://en.wikipedia.org/wiki/Oyster

user posted image

Posted by: ხორხე 18 Apr 2007, 21:26
ომარიკები აქთ ნიკორაში .




Posted by: X-woman 24 Apr 2007, 13:13
სად შეიძლება იყიდებოდეს იტალიური ყველი პარმეჯანო (პარმეზანი), ბალზამიკო.

Posted by: Breaky 24 Apr 2007, 13:15
X-woman
QUOTE
ბალზამიკო.


ეს ნამდვილად ვიცი, რომ გუდვილშია.

QUOTE
იტალიური ყველი პარმეჯანო (პარმეზანი)


აი ეს მეც მაინტერესებს

Posted by: X-woman 24 Apr 2007, 13:34
Breaky
კიდევ ვეძებ გერმანიაში იყო frischkaese Philadelphia. შეიძლება ეგეც იყოს იქ? გუდვილი ჩემგან ალიან შორსაა. მე სოლოლაკში ვარ და ის კი დიდ დიღომში. დილას 8 საათზე უნდა გავიდე ალბათ. არც ვიცი, მიდის რამე ტრანსპროტი? ეგ ალბათ ტრანსპორში უნდა მოვძებნო tongue.gif

Posted by: Breaky 24 Apr 2007, 13:38
X-woman
QUOTE
frischkaese Philadelphia

არ ვიცი ეს რა არის smile.gif

QUOTE
არც ვიცი, მიდის რამე ტრანსპროტი?

კი, თავისუფლების მოედნიდან რაღაცა აუცილებლად მიდის. დილის 8 საათზე გასვლა კიდევ რად გინდა biggrin.gif როცა გინდა, მაშინ წადი smile.gif

QUOTE
ეგ ალბათ ტრანსპორში უნდა მოვძებნო

ჯობია უსათაუროში იკითხო, მანდ უფრო მეტი ხალხი შედის.

Posted by: tata-naka 24 Apr 2007, 13:43
Breaky
X-woman
პოპულში კოლმეურნეობაზე. იმხელა თავი უდევთ გული გაგისკდებათsmile.gif
* * *
X-woman
Fილადელფია სადღაც ვნახე და გამიხარდა ძაან, მაგრამ სად იყო აღარ მახსოვს gigi.gif
ოღონდ Kräuter ებით იყო, მემგონო ეგეც პოპულში თუ მეხსიერება არ მღალატობს

Posted by: X-woman 24 Apr 2007, 14:38
tata-naka
thanks. მწვანილებიანიც კარგი იყო. თუ იცი, პატარა ყველები რომ იყო, გარედან თეთრი ობით, ეგეც არის პოპულში. უნდა უეჭველი ჩავიდე smile.gif

Posted by: tata-naka 24 Apr 2007, 15:09
X-woman
camembert გულისხმობ?

Posted by: X-woman 24 Apr 2007, 16:24
tata-naka
სახელი აღარ მახსოვს. მგონი ეგ უნდა იყოს. შიგნით აქვს ან დაჭრილი მწვანე ხახვი, ან ოხრახუში.

Posted by: tata-naka 24 Apr 2007, 16:37
X-woman
არა ეგ არ ვიცი რომელია.
ისე საერთოდ პოპულში ბევრნაირი ყველი აქვთ

Posted by: natia78 26 Apr 2007, 15:03
tata-naka
კოლმეურნეობაზე რომ უნდა გახსნილიყო პოპული, გაიხსნა, თუ იცი?

Posted by: Breaky 26 Apr 2007, 15:11
natia78
QUOTE
კოლმეურნეობაზე რომ უნდა გახსნილიყო პოპული, გაიხსნა, თუ იცი?


http://forum.ge/?showtopic=33696789&view=findpost&p=5416772

Posted by: F_R_E_Y_A 27 Apr 2007, 23:44
მუსკატის კაკალი სად ვიშოვო? )))) რა ვქნა მარკეტებში არაა და...არავინ იცით?

Posted by: Breaky 28 Apr 2007, 00:02
F R E Y A
QUOTE
მუსკატის კაკალი სად ვიშოვო? )))) რა ვქნა მარკეტებში არაა და...არავინ იცით?


მე პასაჟში კიკოს მაღაზიის წინ რო სუნელების ჯიხურია, იქ ვყიდულობ ხოლმე. დაფხვნილიც აქვთ და მთლიანებიც.

Posted by: F_R_E_Y_A 28 Apr 2007, 00:06
Breaky
აუ მართლა? გაიხარე რამდენი ხანია ვეძებ smile.gif

..........

Posted by: X-woman 30 Apr 2007, 16:56
Barry
ნიკორაში ვიყავი კიროვზე, არ კონდათ, სხვაგან სად არის ნიკორას მაღაზია?

Posted by: Doloress 30 Apr 2007, 23:55
ძირითადად სუპერმარკეტ "უნიკორში", მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი ვადაგასულია და ნახევარი საათი მჭირდება ხოლმე, ორმ ყველას ვადები შევამოწმო, სანამ ვიყიდი. mad.gif

ხორცს და ძეხვეულს - "ნიკორაში".
ყველს და მისთანანს - სუპერმარკეტ "გრანდის" პირდაირ კუთხეში პატარა მაღაზიაა, დედოფლისწყაროს ქარქნის რძის პროდუქტები იყიდება. უუუგემრიელესია.
ხილს და ბოსტნეულს - მარკეტში, და სახლთან ან სამსახურთან ახლოს. tongue.gif
ძაღლისთვის საჭმელს - მარკეტში, ბაზარში და ვეტ. მაღაზიაში tongue.gif

რაც შეეხება მარკებს:
მაიონეზი - კალვე,
რძის ნაწარმი - სანტე,
იოგურტები - დანონი,
მდნარი ყველი - იანტარნი, ან სანტე. ნახევარფაბრიკატები- ნიკორა, თოლია.
ნაყინი - თოლია.
თევზი - ლოჭინი, ან რუსული კონსერვები.
ტომატი - კინგტომი.
მურაბები და კამპოტები - იოლი.
წვენი - კოკა-კოლა, ან სანდორა.

ეს ის პროდუქტია, რასაც აუცილებლად ამ მარკისას ვყიდულობ.
დაკონსერვებულ ბარდას, სიმინდს და ა.შ. ვარჩევ შეფუთვის მიხედვით და ყოველთვის ვხვდები, რომელი ჯობია smile.gif

ხოდა, დიასახლისებო, ახალი და კარგი ამბავი:
გმირთა მოედანზე გაიხსნა "ლივო"-ს სუპერმარკეტი, მე არ ვყოფილვარ ჯერ(ალბათ ხვალ შევივლი) მაგრამ მაგ ორგანიზაციასთან საკმაოდ ახლო შეხება მაქვს და ვიცი, რომ კარგი უნდა იყოს smile.gifდა თან ხორცის განყოფილებაც ექნებათ(არ ვიცი მაგ მაღაზიაში არის თუ არა) სადაც ნიკორასგან განსხვავებით, ქართული ხორცი გაიყიდება wink.gif
ისე, ცნობისთვის "ლივო ჯგუფი" ამ წელს 33 სუპერმარკეტის და 4 ჰიპერმარკეტის გახსნას გეგმავს.. tongue.gif

Posted by: ikebana 1 May 2007, 00:27
dolores
QUOTE
გმირთა მოედანზე გაიხსნა "ლივო"-ს სუპერმარკეტი, მე არ ვყოფილვარ ჯერ(ალბათ ხვალ შევივლი) მაგრამ მაგ ორგანიზაციასთან საკმაოდ ახლო შეხება მაქვს და ვიცი, რომ კარგი უნდა იყოს და თან ხორცის განყოფილებაც ექნებათ(არ ვიცი მაგ მაღაზიაში არის თუ არა) სადაც ნიკორასგან განსხვავებით, ქართული ხორცი გაიყიდება
ისე, ცნობისთვის "ლივო ჯგუფი" ამ წელს 33 სუპერმარკეტის და 4 ჰიპერმარკეტის გახსნას გეგმავს.. 

გმირთა მოედანზე რა ადგილას უფრო ზუსტად??

Posted by: Doloress 1 May 2007, 01:52
ikebana
QUOTE
გმირთა მოედანზე რა ადგილას უფრო ზუსტად??

11-სარტულიანს რომ ეძახდნენ, იმ კორპუსის ქვემოთ. smile.gif
"სვოჩის" თუ რომელიღაც საათების მაღაზიაა იქვე, ცირკის პირდაპირ. აი, მაგმაღაზიის გვერდით რომ დიდი კორპუსია, იმ კორპუსზე ვამბობ.
დიდი მაღაზიაა, განათებული, გზიდან არ არსებობს, რომ ვერ დაინახო.. tongue.gif

რომ შეივლი, შედეგები მოგვახსენე smile.gif

Posted by: Kniazna 1 May 2007, 10:45
dolores
QUOTE
რომ შეივლი, შედეგები მოგვახსენე
- დღეს შევივლი სავარაუდოთ და ხვალ მოგახსენებ smile.gif

Posted by: sharla IX 1 May 2007, 13:13
მე მარტო ეკო-ფუდის რძის ნაწარმს მივირთმევ chups.gif

Posted by: Mr-President 3 May 2007, 17:28
ეკონომისტი

თუ არ ვცდები, ჩემთან იყიდება მაღაზიაში.... yes.gif

მწვანე მარცვლები ხო? givi.gif

Posted by: Mr-President 3 May 2007, 17:34
ეკონომისტი
QUOTE
სოიო არის ყვითელი


რა ვიცი ყვითელი მარცვლებით სავსე ტომარა კი უდგიათ და ნეტა ეგაა? biggrin.gif
ისე გარანტიას გაძლევ, მაგ მაღაზიაში იქნება... ყველაფერია რაც გინდა ინატრე... bis.gif


ერთი ის ტეხს, რომ პლასტიკურით გადახდა არაა შესაძლებელი lol.gif

Posted by: Kniazna 7 May 2007, 11:39
ლივოს მარკეტში ვიყავი ... სერვისის პრობლემები აქვსთ, ეს ყველაზე თვალშისაცემი ... ვიცი რომ ყველა მაღაზიას აქვს სერვისის პრობლემა საქართველოში, მაგრამ აქ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ... არ იყო კონსულტანი მაღაზიაში ვისაც ჰკითხავდი სად დევს ესა თუ ის პროდუქტი, სალაროსთან სამი კაცი იჯდა და არც ერთი არ დამეხმარა ნაყიდი პროდუქტები პარკში ჩამელაგებინა ... რაც შეეხება არჩევანს - არაფერი არ ჰქონდათ, მაგ: მაიონეზი ჰქონდათ მხოლოდ ერთი სახეობის და მხოლოდ ერთი ზომის პაკეტში, ყავა ჰქონდათ მხოლოდ 2 დახეობა, მზა საკვები იყო ძალიან ძვირი სხვა მარკეტებთან შედარებით და ხარისხი არასახარბიელო (დავაგემოვნეsmile.gif ) ... კვერცხი იყო ახალი და მოსახერხებელ ყუთში, ხორცის კუთხე არის ძალიან კარგი ... პურიც კი არ ჰქონდათ რამდენიმე სახეობის sad.gif, და არც ლუდის არჩევანი იყო ... მაგრამ, მაღაზია არის სუფთა, ხორცი ისე სუფთად იდო რომ ყიდვა მოგინდებოდა ადამიანს, კვერცხიც ისეთ კარგ ყუთში იყო ... მე ვფიქრობ ლივოს აქვს შანსი რომ ერთ - ერთი წამყვანი ქსელი გახდეს საქართველოში ... მე ყოველ შემთხვევაში ამ თვეში კიდევ გავივლი და ვნახავ თუ რაიმე შეიცვალა ...

Posted by: Princess 7 May 2007, 11:50
ეკონომისტი
QUOTE
ნიკორაზე არ დამაწერინოთ რაც ვიცი თორემ არავინ იყიდის მანდ


შენ რომელი ფორმის გვირჩევ? ხაჭო მომწონს მაგათი, ვიჩინაც კარგია rolleyes.gif

Posted by: tata-naka 7 May 2007, 15:08
QUOTE
ლივოს მარკეტში ვიყავი

ეგ რომელია???

Posted by: Kniazna 7 May 2007, 18:11
tata-naka

გმირთა მოედანზე გაიხსნა აპრილის დასაყისში smile.gif

Posted by: Bivrili 8 May 2007, 17:18
სმეტანა და ხაჭო კარგია ნიკორასი...მომწონს yes.gif
QUOTE
ნიკორაზე არ დამაწერინოთ რაც ვიცი თორემ არავინ იყიდის მანდ

დაცერე რა გთხოოვ აბა რა იცი? საშინლად არ მიყვარს კალბასი,სოსისი და ა.შ მაგრამ ნიკორას სოსისს წელიწადში ერთხელ ვჭამ ხოლმე და მაინტერესებს რას ვჭამ yes.gif rolleyes.gif ............გადამრევთ მე თქვენ....სოფელი არავის არა გააკვთ? ჩვენ სოFელში ვყიდულობთ ხოლმე ხორცს და გულღვიძლს.......
* * *
ახალთ ახალი ხორცი აქვთ.....იციან და გვინახავენ ხოლმე...მერე კი ჩამოგვაქვს და გემრიელად მივირთმევთ.... yes.gif

Posted by: GT 13 May 2007, 13:43
თურაშაულის ვაშლი მინდა
ვაშლის "პეროგი" უნდა გავაკეთო.
სად ვიშოვი ნაღდ თურაშაულს?
spy.gif

Posted by: nanka_iuristka 13 May 2007, 13:50
Bivrili

ნიკორას "რძიანს" საშინლად გაუფუჭდა გემო. თქვენც შეამჩნიეთ?

რაც იყო იმასტან საზიზღრობა გახდა.......

გულღვიძლი მეც მაქვს საყიდელი, პაშტეტი კაი ხანია არ გამიკეთებია tongue.gif


Posted by: F_R_E_Y_A 13 May 2007, 16:01
GT
ბიჭო მე მაქვს სახლში ვაშლის პეროგი, ამწუთას ვაყოლებ ჩაის, გამოი ჩემსკენ smile.gif
ისა ოღონდ თურაშაულითაა გაკეთებული თუ არა არ ვიცი biggrin.gif

რაც შემეხება მე, ვეძებ წიწმატს, ოღონდ მთლად ჩვეულებრივს არა...
დიდი მჭირდება, გენური ინჟინერიით გამოყვანილი..თბილისში გეგულებათ სადმე?
მჭირდება ასევე მსგავსი წესით მოყვანილი ზღმარტლი, დიდი მინდა, ტორტი უნდა მოვრთო და ცენტრში დასადებად მინდა კაი მსუქანი ზღმარტლი...წინასწარ მადლობთ rolleyes.gif


Posted by: ikebana 19 May 2007, 12:46
ამ ლივო მარკეტს სხვა ფილიალებიც აქვს? და საერთოდ საიტი ხომ არ იცით? რაღაცეები მაინტერესებს.

Posted by: nanka_iuristka 19 May 2007, 18:18
კარგი ხაჭო წონით რომ არის ხოლმე(რამდენიც ეგეთი ვიყიდე გემრიელი იყო, ასაწონი) ვაკის ან ვერის ტერიტორიაზე არსად გეგულებათ?

კოლოფში რომაა ის ვიყიდე რამდენჯერმე და მჟავე იყო ვადა კი არ ქონდა გასული....

ხოდა აღარ ვენდობი კოლოფის ხაჭოებს...

იქნებ მიმასწავლოთ სადემ ვაკე ვერის ტერიტორიაზე? უფრო ვაკის...

Posted by: ikebana 19 May 2007, 19:19
nanka_iuristka
ფალიაშვილის და არაყიშვილის კუთხეში დედოფლისწყაროს რძის პროდუქტები უნდა იყოს. მე არ მიყიდია, მაგრამ ჩემი მეგობარი მაგათი კლიენტია წლებია და რა ვიცი...

Posted by: nanka_iuristka 19 May 2007, 19:50
ikebana

უი ეგ გამიგია ეგ პროდუქტები, დღეს ჩემი სულიერი ძამიკოც მეუბნებოდა მაგაზე მარა ვაკეში არ ვიციო თუ აქვთო მაღაზია.

ანუ არაყიშვილის და ფალიაშვილის კუთხეში ხომ? აუცილებლად მივაკითხავ....


Posted by: ikebana 19 May 2007, 21:19
nanka_iuristka
კი მანდ იყო. ახლაც უნდა იყოს წესით. ქუჩაში ფანჯარა გამოდის, რომლის თავზეც აბრაა.

Posted by: nanka_iuristka 19 May 2007, 21:40
ikebana

2kiss.gif

მადლობა... შევივლი, გავსინჯავ მაგათ პროდუქტებს და მერე თუ კარგია თქვენც გირჩევთ smile.gif

Posted by: ikebana 23 May 2007, 00:28
ეკონომისტი
სოიოს რძის პროდუქტები იყიდება გუდვილში.

Posted by: psyxo 24 May 2007, 23:09
ვინმემ თუ იცით ძროხის ხორცის მაგივრად ვირისა რომ არ მოგყიდონ როგორ უნდა გაარჩიო?
აი ძაღლისას მრგვალი ძვლები აქვს(ნეკნები) და ცხვარს, ღორს ბრტყელი ნეკნები.
ან თაფლის ნატურალობის და ხარისხის ტესტი ხომ არ იცით?

ამას წინათ ნიკორას ხაჭო 4 დღე დამრჩა მაცივარში და ეს ლამაზი ფიფქები პასტად გადაიქცა!
ასევე 9ლარიანი საქონლის სოსისიც(ნიკორა) საოცრად გახმა და გაიზინზა, მას მერე აღარ მიყიდია.
პროდუქტის ხარისხი რომ გაიგო, მგონია უნდა დააძველო და ის ემულგატორები და კონდინციონერები უარესობად აქცევენ სუროგატს!
ეს ტესტი განსაკუთრებით ეფექტურია ყველისათვის. კაი ყველი რომ გახმება ისევე კარგია(ან უკეთესიც), სუროგატი კი საზიზღარ პასტად იქცევა.



Posted by: ikebana 25 May 2007, 19:17
QUOTE
პროდუქტის ხარისხი რომ გაიგო, მგონია უნდა დააძველო და ის ემულგატორები და კონდინციონერები უარესობად აქცევენ სუროგატს!

მაგ ქიმიას იმისთვის არ უკეთებენ რომ დიდხანს ახარებდეს თვალს ესა თუ ის პროდუქტი? მგონი ნატურალური პროდუქტი უფრო ცოტა ხანს ინახება.

Posted by: Bettoro 2 Jul 2007, 16:48
ბიდიში, ცოტას წავუოფტოპიკებ, აბა ამისთვის თემას ხომ არ გავხსნი?

ხომ არ იცით არსებობს თუ არა თბილისში კულინარული სკოლა, მისამართი, საკონტაქტო ინფო ან რამე ამის მსგავსი? დახმარება მჭირდება smile.gif

Posted by: BadbadGirl 2 Jul 2007, 16:51
ikebana
მეც მასე მგონია რომ ნატურალური პროდუქტი უფორ ცოტა ხანს ინახება
რაც უფრო მეტი ქიმიაა მით უფრო დიდხანს ძლებს
ერთხელ კომბოსტო ზუსტად 2 თვე მქონდა მაცივარში და Xვრაც არ მოსვლია, ბოლოს რომ დავჭერი გემოზე მწარე მეჩვენა, აი მერე მივხვდი რომ ის დაბერილი იყო ნიტრატებით და ათასი უბედურებით sad.gif sad.gif

Posted by: Kniazna 11 Jul 2007, 14:59
ლივოში არ მიხვიდეთ !!! დლით ვიყავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მათთან მისვლა არ ღირს ... 4 თეთრი მეკუთვნოდა ხურდა და არ მომცეს. უნდა გადამეხადა 5.26 ლარი და მოგვეცი 5.30 - იო, მივეცი ... მაშინ 4 ტეტრი დააბრუნეთ მეთქი ვთხოვე და ისე შემომხედეს თითქოს კრიმინალურს ვთავაზობდი რაღაცას, და რა 4 თეთრიო მკითხეს ... ავუხსენი რა 4 თეთრიც და მოლარე შებრუნდა და განაგრძო მუშაობა თითქოს არაფერი არც ეთქვას მისთვის ... მსგავსი უზრდელობა ცხოვრებაში არსად არ მინახავს ...

Posted by: getso 22 Jul 2007, 15:26
მოკლედ, თუ ვინმეს გიყიდიათ თბილიში კარგი სამწვადე ამ ბოლო დროს, მაშინ თქვით სად და რა ფასში.
და ხო კიდე, ღორის ხორცი არ იშოვება და ალბათ ხბო ხო?


Posted by: peperone 30 Jul 2007, 17:13
სამწვადე ბოლოს ვაგზლის მოედანზე ვიყიდეთ, ზუსტად ვერ აგიხსნი სად ვიყავი, სადღაც რკინიგზის საავადმყოფოსთან ახლოს, ნატახტარის გვერდით არის მაცივრები (ასე ეძახიან), პირველ მაცივარში იყიდება უცხოური ღორის გაყინული ხორცი, საკმაოდ ნორმალური.
პ.ს. ცოცხლები ვართ

Posted by: Hellhammer 30 Jul 2007, 17:22
getso
გუდვილში ვიყიდეთ გუშინწინ ხბოს ხორცი, ჩაბასთურმებული და ძალიან მაგარი იყო...
ასე რომ არ ინანებ...
კილო, 12 ლარი ღირს...

Posted by: Doloress 30 Jul 2007, 17:53
getso
ნიკორაშიიიი... ოღონდ ადრე მიდი, თორემ მერე თავდება... კაი ჩაბასტურმებულ-ჩასუნელებული სამწვადე ხორცი აქვთ, არაფერი არ უნდა, მარტო შამფურზე წამოცმა... მნიამ! 11 ლარი ღირს კილო..

Posted by: ხორხე 30 Jul 2007, 17:59
მე ვჭამე გუშინ ნამდვილი ქართული ღორის მწვადი, ტყის რკოზე გაზრდილი ღორის




კჩორტუ ბრაზილია yes.gif

გამოდის გაყინული ხორცისგან მწვადი მაგრამ მაინც ხრენობაა
ხბო ჯობს დღევანდელ პირობებში

* * *
მარკეტებში ყიდიან ბრაზილიურ გაყინულ ხორცს 10-12 ლარათ, იმ დროს როდესაც იგივე ხორცი ვაგზლის მოედანზე 5.5 ღირს პირველი კატეგორია, დეზერტირების ბაზრის მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ

Posted by: ShadowCat 30 Jul 2007, 18:01
ვერ გავიგე.. აბა ღორის ხორცის ჭამა არ შეიძლებაო? spy.gif
ესაო, ისაო.. კარანტინიო... (თუ რაოოო? baby.gif)

Posted by: ხორხე 30 Jul 2007, 18:41
ShadowCat


ნუ შემიცოდებ, მე მაინც განწირული ვარ yes.gif

არაფერი დაგაკლდებათ, საშინელ თემებს აღარავინ გახსნის პირიქით cry.gif

რავიცი არაფერი არ ჭირსო მასპინძელმა, ჩვენც ვჭამეთო და დავუჯერე drug.gif

თან ისე აპეტიტნათ გამოიყურებოდა

იფიფიფ

ნიტოჩტო ბრაზილიური ღმერთმა იცის რამდენი წლის და რისი ხორცი, ბრაზილიიდან ჩამოტანილ-განბაჟებული ხორცი რო 4 ლარი ეღირება ის როგორ უნდა ჭამო, პახოდუ ნაცენკით, თან დიდი ნაცენკით

Posted by: eloiza 30 Jul 2007, 18:51
ეეეეეეეეე, არადა გუშინ კახეთში ღორის მწვადებისთვის წავედი და აკრძალული ყოფილა, ვერსად ვიშოვეთ

ზაქისა არ მომეწონა მაინცდამაინც

Posted by: gabarzgaleba 30 Jul 2007, 23:20
არანაირი გუდვილი, ნიკორა, შნიკორა, ღვინია გადაიჩეხა, თინას ლეკური და ა.შ. არსად ქართული ხორცი არ იყიდება, მენდეთ ხალხო. სოფელში უნდა დააკლევინო, ან ბაზარშიც შეგიძლია ნახო სანდო კაცი (ეხლა მაინც ზაფხულია და აზრი არა აქვს).

Posted by: Duff 31 Jul 2007, 12:10
აი მაინტერესებს რა ექქტრაქტებს უკეთებენ ხორცს რომელიც ტკბილი გემო აქვს შემწვარს

Posted by: Johnnie Walker 31 Jul 2007, 20:48
gabarzgaleba
QUOTE
ბაზარშიც შეგიძლია ნახო სანდო კაცი

100%
მე სულ ბაზარში ვყიდულობ (უკვე მრავალი წელია, ერთსა და იმავე "ფირმაში" biggrin.gif) და კმაყოფილი ვარ.

Posted by: new 31 Jul 2007, 21:31
უკვე 3-4 წელია ხორცი თბილისში არ მიყიდია. ხბო, ბურვაკი, გოჭი, ძროხა, ქათამი, ცხვარი, ციკანი - ყველაფერს მუხრანში ვყიდულობ. წინა დღეს ვურეკავ ყასაბს, მიდის კვირას დილით დიდი ბაზრობაა მანდ და თვითონ მირჩევს. ხან მე თუ ადრე ჩავდივარ, მე თვითონ ვარჩევ მოკუნტრუშე ხბოებს sad.gif
მერე იქვე ბაზარში შევდივარ და ყველს, კვერცხს, ნადუღს, ხაჭოს, კარაქს, მწვანილს, კიტრს, ლობიოს და ა.შ. გაცილებით დაბალ ფასებში ვყიდულობ. თუმცა ამ ყველაფერს რომ მიუსწრო, ზაფხულობით 7-ზე, ან 7.30ზე უნდა იყო იქ.. ზამთარში 8-ზეც მოასწრებთ

Posted by: Barry 31 Jul 2007, 22:00
Johnnie Walker
აბა 5 რიცხვამდე მოასწარი თუ რამე გაქვს საყიდელი : )

Posted by: Johnnie Walker 31 Jul 2007, 22:09
Barry
biggrin.gif
არა, დეზერტირებზე არ დავდივარ smile.gif

კოლმეურნეობის მოედანზეც ხომ დამომბეს ბაზარი (...და San Francisco Shopping Centre ააშენეს, მამა უცხონდებათ... gigi.gif ), მაგრამ დარჩა იქ რაღაც ნასახი ვითომ ძველი ბაზრის და დარჩა ჩემი ძველი ყასაბიც biggrin.gif

Posted by: new 31 Jul 2007, 22:14
Johnnie Walker
QUOTE
დეზერტირებზე არ დავდივარ

აგაშენა ღმერთმა. ბაზრის წინ ვცხოვრობ და ეზოში მაქვს მაგათი საწყობები. თან მუხრანშიც მხვდებიან აქაური გამყიდველები. როგორც წესი დაცემულ, ავადმყოფ საქონელს ყიდულობენ. მე თვითონ მაქვს ნანახი ცხენის და ვირის ხორცი რომ ჩამოაქვთ და აქ ჭრიან..

Posted by: Barry 31 Jul 2007, 22:30
Johnnie Walker
უყურე შენ biggrin.gif
http://imageshack.us

Posted by: tevdore 14 Aug 2007, 16:33
QUOTE
მე პირადად ნიკორას ხორცს არ ვიყიდი. სოსისები კი ბატონო, მაგრამ ხორცი - არა


ეგ სოსისები და ძეხვეული უარესი ხორცისგან კეთდება, ასე რომ თუ ნიკორას ხორცს არ ენდობიიიიიიიიი, მით უმეტესს სოსისის რა გითხრა smile.gif

Posted by: trance_man 24 Aug 2007, 13:36
ყავას სად ყიდულობთ ???
საუკეთესო ხარისხის ყავა, ნუთუ ყავა არ გიყვართ user.gif

ქართულად წერე, ტრანსლიტი ფორუმის წესებით აკრძალულია.

Posted by: masha 24 Aug 2007, 13:55
QUOTE (trance_man @ 24 Aug 2007, 12:36 )
ყავას სად ყიდულობთ ???
საუკეთესო ხარისხის ყავა, ნუთუ ყავა არ გიყვართ user.gif


რა ბევრი ადგილი კი არის ყავის საყიდელი?
მე ყავას საერთოდ არ ვსვამ (იშვიათად), მაგრამ ვისაც უყვარს, ვიცი რომ "ყავის სახლში" ყიდულობენ.

Posted by: nanka_iuristka 24 Aug 2007, 16:15
ისე მე ყავა საქართველოში არასოდეს მიყიდია...

მაგრამ ნუთუ გუდვილში არაა იმ სახის პროდუქცია რომ შენ დაგაკმაყოფილოს?
trance_man

მე როგორც ვიცი მანდ არც ისე ცუდი არჩევანია.....



Posted by: ShadowCat 24 Aug 2007, 20:10
რევიცი.. რად უნდა მაგას გუდვილი smile.gif
მე მეგამარკეტში ვყიდულობ ყავას, ოღონდ ხსნადს smile.gif
მარა ეჭვი მაქვს, ეს ადამიანი თურქულ ყავას გულისხმობს ჰოდა, ეგ საუკუნეა არ მიყიდია user.gif

ისე, რაღაც დანადგარი რომაა და იქვე რომ გიფქვავენ.. არ ვიცი როგორი ყავა აქვთ, მაგრამ არომატი - მშვენიერი იგრძნობა ხოლმე user.gif

Posted by: nanka_iuristka 24 Aug 2007, 20:20
აა თუ თურქულ ყავას გულისხმობს....


აბა არ ვიცნობ თორემ სახლში ნაღდი თურქული ყავის მეტი რა მაქვს. breaky-სთვისაც მაქვს გადანახული....

Posted by: trance_man 25 Aug 2007, 12:45
ShadowCat
yep დასაგქვავ ყავას ვგულისხმობ, ტორემ აბა ხსნადი იმენა მილიონია

nanka_iuristka
გიცნობდე მაინც biggrin.gif
ყავააა მინდააააა biggrin.gif

გადმოქართულებულია!

Posted by: nanka_iuristka 25 Aug 2007, 13:51
trance_man

იქნებ ერთი და იგივე ფორუმელებს ვიცნობთ ან ერთი და იგივე ზავეძენიებში დავდივართ დაგიტოვებდი დაფქულ თურქულ ყავას....

შენ კარდამონითაც გეყვარება, არა?

აქ არ ვიცი რა ქვია, პალესტინაში და იორდანიაში რომ მვცხოვრობდი იქ კარდამონს აყრიდნენ ყავას დამატებით, ნუ იქ ისეთი სუნი ტრიალებდა, ნებისმიერი ყავისტი იქედან ძალით იქნებოდა გამოსაყვანი smile.gif

Posted by: ShadowCat 25 Aug 2007, 14:46
trance_man
ბოლოჯერ გაფრთხილებ, ქართულად წერე, თორემ ვორნს მიიღებ!
გიმეორებ, რომ ტრანსლიტი ფორუმის წესებით აკრძალულია!!!


და კიდევ: თუ ვინმეს შეუძლია ურჩიოს ამ ადამიანს, სად იყიდოს, ყავა, ურჩიეთ.
სხვა დანარჩენზე შესაბამის თემაში ისაუბრეთ, PLZ!

Posted by: nanka_iuristka 25 Aug 2007, 15:39
ShadowCat

მიღებულია გაფრთხილება user.gif

trance_man

ისე თუ მაინც და მაინც თურქული ყავა გინდა, არმაშენებელზე რომ თურქული პროდუქციის მაღაზიებია იქ შეგიძლია შეიძინო....

Posted by: trance_man 25 Aug 2007, 15:54
ShadowCat
ოკი, სულ მავიცყდება ხოლმე გადაქარტულება, სულ ტრანსლიტიტ ვცერ ხოლმე

nanka_iuristka
სრულიად სჰესადზლებელია საერტო ნაცნობები გვყავდეს :როლლეყეს: wink.gif

აუ ეგრე არასოდეს გამისინჯავს, სიმცარეს ამდზაფრებს ხო.... ???
იმენა ზუსტად ეგეტი ყავა მიყვარს, ყავის გემო რო ვიგრდზნო ხოლმე 2 კოვზს ვიყრი, წიქას ნახევრამდე ვავსებ და არავიტარი სჰაქარი tongue.gif

Posted by: Lyechka 25 Aug 2007, 17:29
ხმმ
ისა creem cheese თუ იყიდება თბილისში არ იცით?
მომენატრა ჩიზ კეიკი, უნდა გავაკეთო
ისე ამბობენ კოტადჟ ციზიც გამოდგებაო, მარა აბა ქართული კოტადჟი არ ვიცი რა არის tongue.gif

Posted by: nanka_iuristka 25 Aug 2007, 19:15
Lyechka

არა კოტეჯ ჩიზი არ წავა...გირჩევ არ გააფუჭო ნამცხვარი....

უნდა იყოს დიდ სუპერმარკეტებში კრემოვანი ყველი smile.gif მგონი ესეა ქართულად ხო?

Posted by: ShadowCat 25 Aug 2007, 20:18
Lyechka
QUOTE
creem cheese თუ იყიდება თბილისში არ იცით?

აუ, სადღაც მომხვდა ამასწინათ თვალში.. დავიჯერო მომეჩვენა? spy.gif

თუ ვნახავდი, მეგამარკეტში ვნახავდი. ხვალ ან ზეგ გავივლი და თუ აქვთ, გეტყვი yes.gif

Posted by: Lyechka 25 Aug 2007, 22:08
რა კაია smile.gif
ბარემ ნოვოსელიაზე ვიზამ tongue.gif
სპს

Posted by: ikebana 30 Aug 2007, 13:09
როზმარინი სად შეიძლება ვიყიდო? ...........................................

Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 13:12
ikebana
biggrin.gif

"fresh" სახით არ ვიცი..
მარა Breaky-მ მასწავლა ერთი ადგილი, პასაჟში ფარდების მაღაზია რომაა, მაგის გვერდით ერთი კაცი ყიდის სუნელებს და ეგეთ რაღაცეებს.
(იცი სად? ნამცხვრის ფირფიტები და რაღაცეები რომ იყიდება).
მაგ კაცს შეიძლება ქონდეს. yes.gif

Posted by: ikebana 30 Aug 2007, 13:17
ShadowCat
კი სულ მაგასთან დავდივარ.
მარა ხმელი არ მინდა sad.gif

Posted by: djindjidrinji 30 Aug 2007, 13:38
ikebana
QUOTE
როზმარინი სად შეიძლება ვიყიდო? ...........................................


გუდვილი
პოპული
ჯორჯიტა (ამ უკანასკნელის სუნელებია თუ ბალახები თუ რაცაა, ყველაზე მეტად მომეწონს)

Posted by: ikebana 30 Aug 2007, 14:25
djindjidrinji
ცოცხალი არ იყიდება. sad.gif
ჯონი უოკერის ბისტეკას რეცეპტში კი ცოცხალია საჭირო.

ეგ ჯორჯიტა სადაა უფრო კონკრეტულად? საორიენტაციოდ გამოფენა რომ ავიღოთ.

Posted by: djindjidrinji 30 Aug 2007, 19:43
ikebana

QUOTE
ეგ ჯორჯიტა სადაა უფრო კონკრეტულად? საორიენტაციოდ გამოფენა რომ ავიღოთ.


შენ კითხვა ტოპოგრაფიულ კრეტინს დაუსვი biggrin.gif

ინდონეზიური ავეჯის მაღაზიია მაგის გვერდზე, და კიდე რაღაც პარკეტი და რაღაცეები biggrin.gif მგონი უნდა გაცდე გამოფენას, მარა შეიძლება ვცდები, დაგიზუსტებ დღეს, მე ვიზუალურად ვაგნებ ხოლმე.
ცოცხალი როზმარინი აქ არასოდეს არსად არ მინახავს, ამიტომ ვეჭვობ თავი რომ ჩამოიხრჩო მაგის ძებნაში - მაინც ვერ იპოვი. გემოს თვალსაზრისით დიდი განსხვავება არაა ცოცხალსა და მშრალს შორის, ცოცხალი პროსტა ცოცხლად გამოიუყურება და რბილია, არომატი ორივეს ერთი და იგივე აქ... მარა მაგარი "ნა ლუბიწელია" ბალახია, მე მაგალითად პენიცილინის გემოს მაგონებს და თუ სადმე მხვდება ვაცლი biggrin.gif

Posted by: ikebana 31 Aug 2007, 00:04
djindjidrinji
ის მაინც მითხარი ქუჩის რომელ მხარესაა. გამოფენის თუ მოპირდაპირედ?
სამაგიეროდ მე ვარ ტოპოგრაფიის და ორიენტაციის გენიოსი და დარწმუნებული ვარ არ გამიჭირდება smile.gif

Posted by: djindjidrinji 31 Aug 2007, 00:27
ikebana
QUOTE
რომელ მხარესაა



გამოფენის yes.gif

Posted by: ikebana 31 Aug 2007, 13:44
djindjidrinji
ვსო ვიცი. საცხობი რომაა მგონი მაგის გვერდით უნდა იყოს.

Posted by: killer 31 Aug 2007, 17:22
ikebana
არა.

თითქმის გამოფენასთანაა.
ჭაღების მაღაზიაცაა იმ გაყოლებაზე.
ქვემოთ ჩადიხარ ცოტათი.

შენ იფქლლის საცხობზე ამბობ ალბათ. მაგას უნდა გაცდე (გამოფენისკენ)

Posted by: ikebana 31 Aug 2007, 20:02
killer
მადლობა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი. smile.gif

Posted by: BadbadGirl 31 Aug 2007, 22:44
Lyechka
QUOTE
creem cheese

ეგ კარაქივით რომ ყველია ის არაა?გადასასმელი, ვიოლას და პრეზიდნტს აქვს

QUOTE
კოტეჯ ჩიზი

იგივე ხაჭოა , არის სხვადასხვა კონსისტენციის, მარცვლოვანი და ასევე კრემივით, (სმეტანასავითააა). მე პირადად ჩიზქეიქს მაგით ვაკეთებ (2ჯერ მაქვს სულ გაკეთებული )

Posted by: Lyechka 31 Aug 2007, 23:37
QUOTE (BadbadGirl @ 31 Aug 2007, 22:44 )
Lyechka
QUOTE
creem cheese

ეგ კარაქივით რომ ყველია ის არაა?გადასასმელი, ვიოლას და პრეზიდნტს აქვს

QUOTE
კოტეჯ ჩიზი

იგივე ხაჭოა , არის სხვადასხვა კონსისტენციის, მარცვლოვანი და ასევე კრემივით, (სმეტანასავითააა). მე პირადად ჩიზქეიქს მაგით ვაკეთებ (2ჯერ მაქვს სულ გაკეთებული )

ხოო კრიმჩიზი ვიოლას გავს მაგრამ გემო აქვს სხვანაირი და ძალიან მაგარი
ხო კოტედჟ ჩიზი მრგვალი მარცვლებია
მაგრამ ვერ ვხვდები სად ვიყიდო ან ერთი ან მეორე
რუსეთში იყიდება კოტადჟი და მასეც აწერია და აქა?
ან კრიმჩიზი კიდე არ ვიცი, ვიცი რუსეთიდან ჩამოაქვთ, მოსკოვიდან, ადრე ჩამოჰქონდათ ტო ესტ, ეხლა არ ვიცი რას აკეთებენ eek.gif

Posted by: Tami28 8 Sep 2007, 14:41
მაინტერესებს იყიდება თუ არა თბილისში Flax seed ან Flax seed oil ? სამწუხაროდ არ ვიცი ამ მცენარის ქართული თარგმანი.

Posted by: :basti: 12 Sep 2007, 01:55
Lyechka
კი იყიდება, გოთუას 3 ნომერში ვატო იკითხე და biggrin.gif
პ.ს. 10-18 სათამდე

Posted by: Lyechka 13 Sep 2007, 22:12
ეეე მაგ სერვისი გააქტიურე? biggrin.gif
უკურე ამას tongue.gif

Posted by: :basti: 14 Sep 2007, 01:33
Lyechka
გავააქტიურე რომელია, სულ გლიჯინ გლიჯინით ვააქტიურებ biggrin.gif

p.s. დღეს კუს ტბაზე არ იჭერდა spy.gif

Posted by: ShadowCat 14 Sep 2007, 13:41
:basti:
Lyechka
მეგობრებო, PM box-ი რომ გაქვთ, დაგავიწყდათ? smile.gif

Posted by: Lyechka 14 Sep 2007, 22:29
pardon tongue.gif
uvleklis biggrin.gif
smile.gif wink.gif
ისე მაგ ჩიზი ტაკ ი ვერ ვიპოვე

Posted by: ShadowCat 14 Sep 2007, 22:54
Lyechka
აუუუ! და მე სულ მავიწყდება, რომ მეგამარკეტში დავსმოტრო vis.gif
არა და, ამასწინათაც თვალში მომხვდა და გავიფიქრე, რატომ მაინტერესებდათქო და.. გავატარე user.gif

მოკლედ, თუ ჯერ არ გინახავს, გირჩევ მეგამარკეტშიც ნახო. მაგათ ძალიან ბევრი გერმანული პროდუქტი აქვთ, ეგებ რაიმე საინტერესოს გამოკრა ხელი wink.gif

Posted by: Breaky 14 Sep 2007, 22:56
ShadowCat

ნამდვილად ისეთი ქრიმ ჩიზი იყო, ქე რო "იქ" რო იციან? აი კარაქივით აგური როა და დანით რომ უნდა ჩამოაჭრა?


Posted by: ShadowCat 14 Sep 2007, 23:08
Breaky
მაგდენი არ ვიცი, მე არ მიყიდია და არ გამისინჯავს smile.gif

Posted by: ikebana 15 Sep 2007, 10:41
ShadowCat
მეგამარკეტში მართლა კარგი რაღაცეებია.
და საერთოდ კარგი მომსახურებაა. კრიალებს ყველაფერი. მომეწონა ძალიან. ოღონდ პატარაა.

Posted by: Lyechka 17 Sep 2007, 20:35
ShadowCat
და სადაა ეს მეგამარკეტი?

Posted by: SAMSON 18 Sep 2007, 19:56
ეს კაროჩე აქ ალბათ არ უნდა გამეხსნა რა ცალკე.

მაგრამ მჭირდება ძალიან მაგარი ტორტი.

ხოდა სად აკეთებენ მისამართი მაინც დადეთ.

ხო ესეთი კი არ მინდა გარედან ვიდზე ნაფუფირენი იყოს და ჭამა რო არ შეიძლებოდეს!

უნდა იყოს ლამაზი და პახოდუ გემრიელიც!


რამე ნაპოლეონს მეც გამოვაცხობდი, მარა უფრო გრანდიოზული მინდა! yes.gif

Posted by: radiology 18 Sep 2007, 20:33
SAMSON


ეთერას ტორტებია ყველაზე მაგარი...დიდ დიღომში ცხოვრობს..

ტელეფონს გაგიგებ თუ გინდა...

Posted by: ikebana 18 Sep 2007, 21:00
SAMSON
ბელას ტორტი, თუ ტრადიციული თბილისური ტორტი გინდა.
თუ ევროპული, მაშინ გუდვილს მიაკითხე smile.gif

Posted by: chiefangel 18 Sep 2007, 21:09
SAMSON
გაგარინის მოედანტან კანდელაკის 4 კუთხის მაღაზია 5 ყველა საკითხში

Posted by: violet 18 Sep 2007, 21:20
აი ეს საკითხი მეც მაინტერესებს
ჩემ დას ვარ შეპირებული 3 სართულიან ვარდისფერ ტორტს spy.gif spy.gif

Posted by: kuna 18 Sep 2007, 21:36
QUOTE
ბელას ტორტი

გეთანხმები.
წინა კვირას შევიძინე და ძალიან მომეწონა.
თან 7 სახის კრემითაა.

აუფ შევჭამდი ახლა....


Posted by: Breaky 18 Sep 2007, 21:54
SAMSON

QUOTE
გაგარინის მოედანტან კანდელაკის 4 კუთხის მაღაზია 5 ყველა საკითხში


მეც ეს უნდა დამეწერა, უგემრიელესი ნამცხვრები და ტორტები აქვთ up.gif

Posted by: margusha 18 Sep 2007, 22:05
SAMSON

ხილიანზე უგემრიელეს ტორტებს და ნამცხვრებს აცხობენ.

Posted by: Solveig 18 Sep 2007, 22:31
QUOTE
ბელას ტორტი

QUOTE
7 სახის კრემითაა.



სხვათა შორის, ყველა აქებს, მაგრამ რომ ვთქვა, გვგიჟდი მეთქი-არა..სილბო აკლდა.

Posted by: radiology 18 Sep 2007, 23:41
QUOTE
გაგარინის მოედანტან კანდელაკის 4 კუთხის მაღაზია 5 ყველა საკითხში



ჩემი ყოფილი ლექტორის ცისანა ხომერიკისაა ეგ...სტუდენტობიდანვე კარგი იყო...

Posted by: ikebana 19 Sep 2007, 01:34
Solveig
QUOTE
სხვათა შორის, ყველა აქებს, მაგრამ რომ ვთქვა, გვგიჟდი მეთქი-არა..სილბო აკლდა.


არც მე ვგიჟდები, ჩემთვის ძალიან მსუყეა.
ისე ეგ ტორტები მეორე დღეს უფრო გემრიელია ხოლმე, ალბათ სწორედ იმიტომ რომ კარგად იჟღინთება. smile.gif

Posted by: sharla IX 20 Sep 2007, 02:53
QUOTE
ბელას ტორტი

user posted image

Posted by: თოფიჩაM 20 Sep 2007, 04:38
დელ მარის ტორტები.

30-36 ლარი, ხილიხ, კრემის, შოკოლადის

მნია, მნია....

Posted by: NiNiKo_777 20 Sep 2007, 11:11


ყველაზე მაგარი ტორტები არის საცხობი ,,პანატერეა" საბურთალოზე ნუცუბიძეზე, მართალია ცოტა ძვირია მაგრამ ყველაგან იტრაბახებ, ყველაზე საუკეთესო ტორტებია მიდი ნახე და შეარჩიე როგორი გინდა და რანაირი, გაფრთხილებ არის ძალიან ძვირი, იგივენაირს აცხობენ დაახლოებით გუდვილში.... იქაც ნახე და იაქაც მე საუკეთესო ვარინაიტი შემოგთავაზე...

Posted by: SAMSON 20 Sep 2007, 20:59
ყველას დიდი მადლობა! smile.gif

ხვალ დავტრიალდები smile.gif

Posted by: ShadowCat 20 Sep 2007, 23:27
SAMSON
ისიც დაწერე მერე, არჩევანი რაზე შეაჩერე wink.gif

პ.ს. და ვისმა რჩევამაც გაამართლა (ანუ, ვისი რჩევის მიხედვითაც გააკეთე არჩევანი), იმ იუზერს 1 ნაჭერი ტორტიკი გაუზიარე yes.gif gigi.gif

Posted by: bato-bato 20 Sep 2007, 23:39
radiology
QUOTE
ეთერას ტორტებია ყველაზე მაგარი...დიდ დიღომში ცხოვრობს..

ტელეფონს გაგიგებ თუ გინდა...

აუ მგონი მეც სულ მაგასთან ვყიდულობ, მე რა ... დედაჩემი

ხოდა მართლა ძალიან გემრიელი ტორტები აქვს და საკმაოდ ძვირიც
რავიცი მგონი ...

* * *
თოფიჩაM
QUOTE
დელ მარის ტორტები.

30-36 ლარი, ხილიხ, კრემის, შოკოლადის

მნია, მნია

ეგ რამდენკვერცხიანი, ან რამხელაა დაახლოებით?

NiNiKo_777
QUOTE
ყველაზე მაგარი ტორტები არის საცხობი ,,პანატერეა" საბურთალოზე ნუცუბიძეზე, მართალია ცოტა ძვირია მაგრამ ყველაგან იტრაბახებ, ყველაზე საუკეთესო ტორტებია მიდი ნახე და შეარჩიე როგორი გინდა და რანაირი, გაფრთხილებ არის ძალიან ძვირი, იგივენაირს აცხობენ დაახლოებით გუდვილში.... იქაც ნახე და იაქაც მე საუკეთესო ვარინაიტი შემოგთავაზე...

აუ ერთხელ ვჭამე მანდ ნაყიდი ტორტი
კინარამ ცუდად გავხდი smile.gif
უგემრიელესი ის სიტყვა არაა
და ბარემ ფასებიც დაწერე რა
და ზუსტად რა ადგილასაააა, ნუცუბიძის ქუჩაზე , თუ?
წელს რაღაც ექპერიმენტი მომინდა chups.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Sep 2007, 23:53
NiNiKo_777
QUOTE
ყველაზე მაგარი ტორტები არის საცხობი ,,პანატერეა" საბურთალოზე ნუცუბიძეზე, მართალია ცოტა ძვირია მაგრამ ყველაგან იტრაბახებ, ყველაზე საუკეთესო ტორტებია მიდი ნახე და შეარჩიე როგორი გინდა და რანაირი, გაფრთხილებ არის ძალიან ძვირი

მაინც რა ღირს?

Posted by: margusha 21 Sep 2007, 00:05
ადრე ითიში აცხობდნენ კარგ ნამცხვრებს, ეხლა არ ვიცი. http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Sep 2007, 00:12
გუდვილის ტორტები მიყვარს , ეგეთებს სად აცხობენ კიდევ?

Posted by: NiNiKo_777 21 Sep 2007, 11:51
WOMAN IN LOVE
QUOTE
გუდვილის ტორტები მიყვარს , ეგეთებს სად აცხობენ კიდევ?



გუდვილის ტორტებისნაირი ცხვებოდა საბურთალოზეც ასე რომ ერთი და იგივეააა. მერე გაიყო საბურთალოდან გადავიდა ნაწილი გუდვილში. ფასები ასეა 55 60 70 და ზევით.

Posted by: SAMSON 21 Sep 2007, 20:10
ShadowCat
QUOTE
ისიც დაწერე მერე, არჩევანი რაზე შეაჩერე

აუცილებლად smile.gif

Posted by: აღასპერი 21 Sep 2007, 23:36
ვინც მეტყვის კიმი სად იყიდება, თავს მოვიჭრი და გავუგზავნი დაბ. დღეზე tan.gif

ლამინარიის გამხმარი ფოთლები რა user.gif

Posted by: ShadowCat 21 Sep 2007, 23:39
ikebana
QUOTE
ოღონდ პატარაა.

რას ამბობ, გოგო! მაგ მიდამოებში არსებული მარკეტების ფონზე გიგანტურია! gigi.gif

Lyechka
სადაა და მეგალაინი იცი? თუ იცი, მეგალაინის უკან "პარკინგისთვის" ტერიტორია რომაა, მაგავე ეზოშია yes.gif
თუ არ იცი მეგალაინი სადაა, მითხარი და აგიხსნი yes.gif

აღასპერი
QUOTE
კიმი სად იყიდება

რომელი? რაიკონენი? eek.gif
ნუ, იყიდება თუ არა, არ ვიცი მარა... ისე, ფერარიშია rolleyes.gif
givi.gif
QUOTE
ლამინარიის გამხმარი ფოთლები რა

ბატონო? eek.gif

Posted by: აღასპერი 21 Sep 2007, 23:52
ShadowCat
QUOTE
რომელი? რაიკონენი?

რაიკონენი რაღაა? spy.gif user.gif


QUOTE
ბატონო?

დიახ, დიახ! yes.gif

მაგით მზადდება უუუგემრიელესი რაღაც, გამხმარ ლამინარიას ფოთლებში ბრინჯი (1657687 რაღაცით შეზავებული) უნდა გაახვიო და... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
სანამ შეჭამ, მანამ გახდები ცუდად...
უმაგრესია weep.gif

ხოდა ვერ მიშოვია ეგ ფოთლები vik.gif

Posted by: ShadowCat 21 Sep 2007, 23:57
აღასპერი
რაღაა კი არა, "ვიღაა" (F1-ის პილოტია biggrin.gif)

ჰომ.. ეგ შენი ფოთლები არც გამიგია და არც ვიცი, სად შეიძლება იყოს..
ვაბშე საკითხავია, იყიდება კი სადმე? user.gif

გუდ ლაქ პოვნაში user.gif

Posted by: აღასპერი 22 Sep 2007, 00:03
ShadowCat
QUOTE
რაღაა კი არა, "ვიღაა" (F1-ის პილოტია )

უკვე 'გაჭყეტინე' და გითხარი რომ ფორმულა ერთზე ვიყავი? givi.gif user.gif

QUOTE
ჰომ.. ეგ შენი ფოთლები არც გამიგია და არც ვიცი, სად შეიძლება იყოს..
ვაბშე საკითხავია, იყიდება კი სადმე?

ეგ იქ იქნება, სადავ აზიური სამზარეულოს პროდუქტები იყიდება, მაგრამ მასეთი ადგილის შესახებაც არაფერი მსმენია user.gif

QUOTE
გუდ ლაქ პოვნაში

მადლობა user.gif

ერთი სიტყვით, ვეძებ ლამინარიას ფოთლებს, წესით მოყუთო საგნებით უნდა იყიდებოდეს, დამუშავებული, თუ ვინმე მაპოვნინებს, სურპრიზი ერგება (იხილეთ წინა გვერდი) user.gif

Posted by: ikebana 22 Sep 2007, 00:22
აღასპერი
ლოლ მასე სუში მზადდება, მარა მთალად ლამინარია არაა. რაღაც სხვა წყალმცენარეა.


ისე რაღაცა მასეთს მოვკარი თვალი, მგონი გუდვილში. ვნახავ აბა ამ დღეებში თუ გამახსენდა.

Posted by: fiesta_eterna 22 Sep 2007, 00:23
მარციპანი რა სანელებელია და თუ იყიდება თბილისში ვინმემ თუ იცის?

Posted by: ikebana 22 Sep 2007, 00:26
fiesta_eterna
მარციპანი სანელებელი არა, ნუშის მასაა. თუ ვცდები გამისწოროს ვინმემ.

Posted by: აღასპერი 22 Sep 2007, 00:41
ikebana
სუში ვიცი, კიმი მინდა მე, ლამინარიით მზადდება ეგ, ეგაა მისი სავიზიტო ბარათი user.gif



QUOTE
ისე რაღაცა მასეთს მოვკარი თვალი, მგონი გუდვილში. ვნახავ აბა ამ დღეებში თუ გამახსენდა.

აა eek.gif

რა მაგარია.

გაგახსენდეს რა user.gif

Posted by: ShadowCat 22 Sep 2007, 00:56
აღასპერი
QUOTE
უკვე 'გაჭყეტინე' და გითხარი რომ ფორმულა ერთზე ვიყავი?

WHAT???? eek.gif


Posted by: აღასპერი 22 Sep 2007, 01:04
ShadowCat
QUOTE
WHAT????

yes.gif yes.gif biggrin.gif

ბუდაპეშტში chups.gif

Posted by: NiNiKo_777 22 Sep 2007, 13:17
hantenbaini
QUOTE
ეს ზომები ზედმეტად მკაცრი მეჩვენება...
მე ცოტა უფრო მოსუქებულები მომწონს



ეს ზომები კია არაა ტორტების ფასია თუ გინდა 100-იანიც არის, ეს არის საქორწილო სართულების მიხედვით. კულინარიაშიც გადაობენ გაგიჟდები რა ნამდვილად.

Posted by: ikebana 22 Sep 2007, 13:23
ხო მართლა ლუი-შიც კარგი ნამცხვრები და ტორტებია. მთვარლი ალუბალი ქონდათ ხოლმე გემრიელი.

Posted by: 2PAC 22 Sep 2007, 13:34
SAMSON


ითი იდეალი
up.gif


დელისზე და კიდევ სხვაგანაც,
თუ გინდოდეს ტელ.ნომს მოგწერ
smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Sep 2007, 16:20
ikebana
QUOTE
ლუი-შიც კარგი ნამცხვრები და ტორტებია. მთვარლი ალუბალი ქონდათ ხოლმე გემრიელი

ეგ სადაა?

Posted by: ikebana 22 Sep 2007, 18:22
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეგ სადაა?

სადაა და ლეონიძეზე, ყოფილი კიროვი. სანამ მოუხვევ პირდაპირ საკონდიტროს მიადგები.

Posted by: ShadowCat 22 Sep 2007, 23:16
ikebana
QUOTE
ლუი-შიც

ლუიში?
ჩესნად რომ ვთქვა, ლუის ტორტები მირჩევნია ითი იდეალისას yes.gif ნუ, ეთ ლისთ, მერჩივნა, როცა მივირთმევდი :-)))
აუF, რა კარგი იყო სოლოლაკში რომ ვცხოვრობდი user.gif

NiNiKo_777
QUOTE
სხვა თემაში მაინც გადაინაცვლეთ ყველაგან რომ მენჯებს ხედავთ თუ ტორტი მენჯებად აღიქმებოდა არ ვიცოდი აღარ ყოფილა საშველი... კარგით რაა... სადიას ბარკლები ხომ არაა?

დამშვიდდი, გენაცვალე, ოFFტოპიკები წაიშალა და კიდევ წაიშლება yes.gif
ხოლო "ოფფტოპიკში რომ არ ჩამეთვალოს" ტიპის პოსტებიც დაედიტდება yes.gif

Posted by: lala 24 Sep 2007, 01:52
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 20 Sep 2007, 22:53 )
NiNiKo_777
QUOTE
ყველაზე მაგარი ტორტები არის საცხობი ,,პანატერეა" საბურთალოზე ნუცუბიძეზე, მართალია ცოტა ძვირია მაგრამ ყველაგან იტრაბახებ, ყველაზე საუკეთესო ტორტებია მიდი ნახე და შეარჩიე როგორი გინდა და რანაირი, გაფრთხილებ არის ძალიან ძვირი

მაინც რა ღირს?

ეგ რა ადგილზეა ზუსტად?
ნუცუბიძის რა ნომერშI?

Posted by: NiNiKo_777 24 Sep 2007, 11:23
lala


მოკლედ ნახეთ გუდვილიში დიდ დიღომში და იგივეა.

Posted by: patriciia 24 Sep 2007, 11:43
ყველას დიდი მადლობა, ძალიან მჭირდებოდა მრავალფეროვანი ინფორმაცია, ისე მე ითიში ვყიდულობ, მაგრამ ჩემგან შორია და უმანქანოდ ვარ, კიროვზე მგონი თან კაფეც არის, არა?!

Posted by: ikebana 24 Sep 2007, 12:13
patriciia
ითი კიროვზეც არის, პოპულს რომ გასცდები.

Posted by: Nan 24 Sep 2007, 12:19
ეროვნული ბანკის წინ, იდეალში ვუკვეთავდი ხოლმე მე.

Posted by: OtsnebisQali 24 Sep 2007, 12:30
მე ITI-ში ვიყიდე ტორტიც და ნამცხვრებიც და თქვეს კარგი იყოო რავი, მე არ ვჭამ rolleyes.gif

Posted by: masha 24 Sep 2007, 14:07
QUOTE
ყველას დიდი მადლობა, ძალიან მჭირდებოდა


"დელ მარში"
ლიტ. კაფე თარხნიშვილზე-ფასი 60-70 ლარი.

Posted by: Lyechka 29 Sep 2007, 23:39
ShadowCat
მეგალაინი?
ელიავას რაიონში? ტ.ე. უკან ხო?

Posted by: ShadowCat 30 Sep 2007, 00:27
Lyechka
უჰუ yes.gif ეგაა მთელი მაგ მიმდებარე ტერიტორიის ყველაზე ნათელი წერტილი vis.gif

Posted by: Breaky 1 Oct 2007, 15:56
ვაიმე ხალხო, ჩემი სუნელების კაცთან ვიყავი დღეს (აი, პასაჟში როა, სულ რომ ვაპიარებ ფორუმზე) და გაფხეკილია,
აღარაფერი აქვს დარჩენილი (ქართულ სუნელებზე არ ვამბობ, შემოტანილებზე), აღარ შემოდისო user.gif ძლივს ვშოულობო.
და არც ის ვიცი, დროებითია ეს თუ არაო cry.gif
* * *
ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა: მელიქიშვილზე მანქანიდან შევამჩნიე შოკოლადების მაღაზია bis.gif სახელი აღარ მახსოვს,
როზალიო თუ რაღაც უცნაური სახელი იყო. ვიტრინიდან რაც ჩანდა, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა,
აი ბატონებში როა შოკოლადების და კანფეტების დახლი, ეგეთს გავდა. ხოდა თუ ყოფილხართ ვინმე? რა ხდება, რა ფასებია და ა.შ.

Posted by: tamrikor 1 Oct 2007, 21:57
ბრინჯს რომელ მარკას ყიდულობთ და სად?

Posted by: ShadowCat 1 Oct 2007, 22:38
Breaky
QUOTE
ვაიმე ხალხო, ჩემი სუნელების კაცთან ვიყავი დღეს (აი, პასაჟში როა, სულ რომ ვაპიარებ ფორუმზე) და გაფხეკილია,
აღარაფერი აქვს დარჩენილი (ქართულ სუნელებზე არ ვამბობ, შემოტანილებზე), აღარ შემოდისო  ძლივს ვშოულობო.
და არც ის ვიცი, დროებითია ეს თუ არაო

eek.gif ეუF!.... მარტო მაგას აქვს ორეგანო... ცუდადაა ჩემი საქმე vis.gif

tamrikor
თეთრს სანამ ვჭამდით, "ბასმატის" ვყიდულობდით.
ახლა ყავისფერზე ვართ გადასული (brown rice), "oryza" ქვია, რაცხა გერმანულია baby.gif

Posted by: Lyechka 3 Oct 2007, 00:01
QUOTE (Breaky @ 1 Oct 2007, 15:56 )

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა: მელიქიშვილზე მანქანიდან შევამჩნიე შოკოლადების მაღაზია bis.gif სახელი აღარ მახსოვს,
როზალიო თუ რაღაც უცნაური სახელი იყო. ვიტრინიდან რაც ჩანდა, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა,
აი ბატონებში როა შოკოლადების და კანფეტების დახლი, ეგეთს გავდა. ხოდა თუ ყოფილხართ ვინმე? რა ხდება, რა ფასებია და ა.შ.

rosali sambar
ეგეთი შოკოლადია როგორც ვიცი
მარკა
საკმაოდ "კაი" ფასი აქვს biggrin.gif

Posted by: tamrikor 3 Oct 2007, 17:01
ShadowCat
მადლობა რჩევისთვსი

Posted by: tat 3 Oct 2007, 17:19
Breaky
QUOTE
ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა: მელიქიშვილზე მანქანიდან შევამჩნიე შოკოლადების მაღაზია  სახელი აღარ მახსოვს,
როზალიო თუ რაღაც უცნაური სახელი იყო. ვიტრინიდან რაც ჩანდა, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა,
აი ბატონებში როა შოკოლადების და კანფეტების დახლი, ეგეთს გავდა. ხოდა თუ ყოფილხართ ვინმე? რა ხდება, რა ფასებია და ა.შ.

უფ! ეგ 3 წელია მგონი მანდაა-------დაცემა ფასებია, მე პირადად ლაითი სოკოლადი არ მიყვარს და ეგეი მიყიდეს-არ მომეწონა( ფასტან მიმარტებაში)tamrikor
QUOTE
ბრინჯს რომელ მარკას ყიდულობთ და სად?

დიდი არჩევანია გუდვილში-კრემისფერიდან დაწყებული ლამის სავით დამტავრებული, სხვადასხვა ფირმების-იქ ვაგროვებ ხოლმე თვის მარაგსsmile.gif

ისე ამ კვირას გუდვილშიც არ იყო სუნელებიsad.gif..................

Posted by: tamrikor 3 Oct 2007, 17:59
tat
რომელი მარკისები ვარგ რა ქვია
აქმდე რეებიც მიყიდა არცერთი არ მოწონებია sad.gif
ისე გუდვილში ჯერ არ ვყოფილვარ.
დავუცდი ჩემი სახლის ქვეშ იხსენაბ გუდვილის მაღაზია smile.gif

Posted by: killer 3 Oct 2007, 18:34
tat
სუნელები ჯორჯიტაშიც არის.
გირჩევ შეიარო smile.gif

Posted by: KAM_M_MILA 3 Oct 2007, 18:39
tamrikor
QUOTE
დავუცდი ჩემი სახლის ქვეშ იხსენაბ გუდვილის მაღაზია

სად იხსნება?
ისე გუდვილის ყველაფერი კარგია, სუნელების გარდა no.gif

Posted by: tamrikor 3 Oct 2007, 20:01
KAM_M_MILA
ყიფშიძის 14 ნომერში

Posted by: ShadowCat 10 Oct 2007, 00:11
ხალხო, სადმე ხომ არ მოგიკრავთ თვალი ყავაში გასახსნელი "ნაღების ფხვნილი"-სთვის?
დღეს კი ვნახე გუდვილში მარა მხოლოდ 1 სახის და ისიც ჩვეულებრივი "cream" იყო.
მე კი ან ვანილის მინდა, ან irish cream user.gif

ვინმეს შეუძლია რამე მირჩიოს? user.gif

Posted by: Kissie 10 Oct 2007, 00:52
ShadowCat

რამდენიმე თვის წინ ვიყიდე კაკრაზ irish cream სადღაც ვაგზალზე, ზემოდან, იქ კიდევ ბევრი მსგავსი ფხვილები და დაბავკები იყიდებოდა, ოღონდ აზრზე არ ვარ იმ ადგილას მეორედ როგორ უნდა მოვხვდე sad.gif მეც მაინტერესებს, თუ ვინმე ხვდება რა ადგილზე ვამბობ - give me a hint plz biggrin.gif

Posted by: ShadowCat 10 Oct 2007, 13:15
Kissie
ვაიმე, მანდ სიარული როგორ მესიკვდილება, შენ ხომ აზრზე არა ხარ! vis.gif

თუმცა.. ეგებ შემთხვევით მაინც მოვხვდე gigi.gif
irish cream-ი ძაააალიან მაგარი რამეა! up.gif user.gif

Posted by: Kissie 10 Oct 2007, 13:25
ShadowCat

მიხვდი რა ადგილზე ვამბობ? biggrin.gif

მე ძააან ბუნდოვნად მახსოვს, შეგიძლია ამიხსნა სადაა?

QUOTE
irish cream

love.gif

Posted by: ShadowCat 10 Oct 2007, 13:30
Kissie
ლოლ! მე მივხვდი ზოგადად რომელ ქუჩაზე საუბრობ მაგრამ კონკრეტულად რა ადგილზე - მაგას როგორ მივხვდებოდი? biggrin.gif
ეგ ის ქუჩა არაა, "ოპტომ და ვროზნიცუ" რომ ყიდიან ათას რაღაცას?
ვეჩნა "ტელიაჟკებით" რომ დადიან მუშები შუა გზაზე და.... baby.gif


უი!..


მოიცა, მოიცა... შენ დადიანის ქუჩაზე ხომ არ ლაპარაკობ? spy.gif

Posted by: Kissie 10 Oct 2007, 13:36
ShadowCat

კონკრეტულად ადგილს მივაგნებ, ქუჩა რომ ვიცოდე biggrin.gif

მოკლედ, აი რა მახსოვს: იყო სადღაც ვაგზალთან, ავედი სადღაც ზეემოთ, ქუჩები იყო ვიწრო და დაუგებელი, იყიდებოდა ბევრი საინტერესო ფხვნილები, დაბავკები, პრიპრავები, სხვადასხვანაირი მაკარონები, მოკლედ ბევრი საკაიფო რამე, ხო კი მემგონი მუშებიც იყვნენ ს წელიაჟკამი mo.gif


Posted by: otucho 10 Oct 2007, 13:46
Kissie
QUOTE
კონკრეტულად ადგილს მივაგნებ, ქუჩა რომ ვიცოდე

მოკლედ, აი რა მახსოვს: იყო სადღაც ვაგზალთან, ავედი სადღაც ზეემოთ, ქუჩები იყო ვიწრო და დაუგებელი, იყიდებოდა ბევრი საინტერესო ფხვნილები, დაბავკები, პრიპრავები, სხვადასხვანაირი მაკარონები, მოკლედ ბევრი საკაიფო რამე, ხო კი მემგონი მუშებიც იყვნენ ს წელიაჟკამი

მე ვიცი ეგ ადგილიbiggrin.gif

Posted by: ShadowCat 10 Oct 2007, 14:46
Kissie
შენ "ვაგზალში" "ვაგზალს" გულისხმობ თუ "ვაგზლის ბაზრობას"? biggrin.gif

otucho
ნაღდად? spy.gif

Posted by: otucho 10 Oct 2007, 15:54
ShadowCat
QUOTE
ნაღდად?

yes.gif

Posted by: Breaky 10 Oct 2007, 15:59
Kissie
QUOTE
ბევრი საინტერესო ფხვნილები, დაბავკები, პრიპრავები


უნდა გავარკვიოთ, სადაა. სუნელების დეფიციტია აშკარად ქალაქში და საჭირო ადგილისთვის მიგიგნია!!!!!

Posted by: Kissie 10 Oct 2007, 16:02
ShadowCat
Breaky

ნტაკ ლიუძი, ხვალ წავალ და შევეცდები ვიპოვო ის ადგილი და დაგიხაზოთ მერე biggrin.gif

თუ, რა თქმა უნდა, მანდაც დეფიციტი არიქნა : )

Posted by: ShadowCat 10 Oct 2007, 20:34
Breaky
კისიმ მაგ ადგილს რამდენიმე თვის წინ მიაგნო..
ჩორტ ზნაეტ ეხლა რა ხდება მანდ biggrin.gif
ორეგანო იყოს და ყავისთვის cream powder-ები და სხვა სუნელები ჯერჯერობით მაქვს biggrin.gif

Kissie
QUOTE
ხვალ წავალ და შევეცდები ვიპოვო

აუუუ, ოთუჩო გაიყოლე აწი და გაპოვნინებს! biggrin.gif
otucho
აპოვნინე რააა! user.gif

Posted by: [satisfaction] 13 Oct 2007, 19:22
ჩურჩხელა სად შეიძლება ვიყიდო 1 ცალი მინდა მხოლოდ

user.gif

Posted by: Lexo 15 Oct 2007, 01:10
სად იყიდება თბილისში ავოკადო? დამაკვალიანეთ გეთაყვა

Posted by: მონიკა 15 Oct 2007, 01:12
Lexo
QUOTE
სად იყიდება თბილისში ავოკადო? დამაკვალიანეთ გეთაყვა

მე გუდვილში ვყიდულობ

Posted by: Floridian 15 Oct 2007, 01:16
Lexo

გუდვილში smile.gif

---------------

Posted by: Lexo 15 Oct 2007, 01:32
ამ გუდვილში რაიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიდის?

Posted by: size 15 Oct 2007, 01:36
ავოკადო რა არის? უფრო სწორედ, ხილი როა ვიცი, მაგრამ როგორი გემო აქვს? რას გავს?
არ მიჭამია... აუცილებლად გავალ ვიყიდი... smile.gif
ისე რა ღირს დაახლობით?

Posted by: masha 15 Oct 2007, 01:38
QUOTE
ამ გუდვილში რაიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიდის?



ავოკადო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი? რაღაც "არაგურმანულად" ჟღერს.

QUOTE
ავოკადო რა არის? უფრო სწორედ, ხილი როა ვიცი, მაგრამ როგორი გემო აქვს? რას გავს?


რაღაც გოგრის და ნესვის ნარევი; გემოს ვგულისხმობ. მე არ მომწონს.

Posted by: მონიკა 15 Oct 2007, 01:38
Lexo
QUOTE
ამ გუდვილში რაიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიდის?

გუდვილში არა გუდვილთან გაივლის დიდი დიღმისკენ მიმავალი ტრანსპორტი -ავტობუსები 15, 20. მარშუტკები 41, 42, 109, 192, 193, 73, 78

Posted by: Kreator 15 Oct 2007, 01:54
Lexo

Goodwill-ში იყიდება. გუშინ ვიყიდე კა რაზ.

Posted by: BadbadGirl 15 Oct 2007, 02:15
მე ვერ დავუმუღამე ავოკადოს, არადა ჯანმრთელობისთვის ძალიან კაიაო .

Posted by: Gilgamesh 15 Oct 2007, 10:36
და რა ღირს ავოკადო გუდვილში???
უნდა მწიფე იყოს ან დაამციფო და მაგის მერე აქვს კარგი გემო, ანუ ისეთი რბილი უნდა იყოს რომ კოვზით შეძლო ამოღება ქერქიდან ... wink.gif

Posted by: მონიკა 15 Oct 2007, 10:44
BadbadGirl
QUOTE
მე ვერ დავუმუღამე ავოკადოს, არადა ჯანმრთელობისთვის ძალიან კაიაო .

ძალიან ნუ იდარდებ, სასარგებლო კონკრეტული ადამიანისთვის არის ის რაც ბუნებრივად მოდის იმ გარემოში რასაც მისი ორგანიზმი შეჩვეულია, მართალია კივი საქართველოში არ მოყავდათ, მაგრამ რადგანაც აქ გაიხარა კივი ჩვენთვის სასარგებლოა, ავოკადო კი უბრალოდ პირის გემოსთვის უნდა მიირთვათ. ისე რაღაც მატრაკვეცობაცაა მაგალითად იგივე გუდვილში ადრე ფიზალისი კილო 35 ლარი ღირდა, ამ დროს საქართველოს მთიან რეგიონებში უამრავია, არც არავინ ეტანება და ნაკლებად ეგზოტიკურ-ელიტარულ-საინტერესო სახელი ონტკოფა ქვია

Posted by: hantenbaini 15 Oct 2007, 10:52
Lexo
QUOTE
სად იყიდება თბილისში ავოკადო? დამაკვალიანეთ გეთაყვა

ასეა, რაც ჯიბეში უდევს, ცხრა მთას იქით ეძებს ხოლმე ადამიანი...
მშობლიურ ქალაქში მოიკითხე, ხარობს და ბევრს აქვს ეზოში
size
QUOTE
ავოკადო რა არის? უფრო სწორედ, ხილი როა ვიცი, მაგრამ როგორი გემო აქვს? რას გავს?

მწიფე ხურმის გემოც დაჰკრავს, ძალიან თავისებური გემო აქვს, ტკბილი არ არის
მე ძალიან მომწონს
ცივია განსაკუთრებით კარგი, აუცილებლად მწიფე უნდა იყოს, თავს რომ მოაკვინტავ ამოწრუპვა რომ შეგეძლოს

Posted by: Lexo 15 Oct 2007, 12:20
hantenbaini, დიდი ხანია ეჭვი მქონდა რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში რაღაც სხვა მოჰყავთ და ავოკადო ჰგონიათ tongue.gif. ავოკადოს ყველაფერს შევადარებთ ხურმის გარდა.


მე პირადად გუაკამოლესთვის მინდა.

Posted by: მონიკა 15 Oct 2007, 12:38
Lexo
QUOTE
მე პირადად გუაკამოლესთვის მინდა.

ნიამ-ნიამ, სალათებშიც ძალიან გემრიელია

Posted by: BadbadGirl 15 Oct 2007, 16:47
Lexo
QUOTE
დიდი ხანია ეჭვი მქონდა რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში რაღაც სხვა მოჰყავთ და ავოკადო ჰგონიათ tongue.gif. ავოკადოს ყველაფერს შევადარებთ ხურმის გარდა.

ჩემთვის ავოკადოს რბილობი არის იგივე კარაქი biggrin.gif ალბათ ამიტომაც ვერ დავაგემოვნე biggrin.gif biggrin.gif არადაი ნეტში ცავიკითხე საკმაოდ საინტერესო რეცეპტი "სპაგეტტი ავოკადოსა და ლაიმას სოუსით" ეს ლაიმა ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერს ჩემთვის smile.gif

Posted by: მონიკა 15 Oct 2007, 18:03
hantenbaini
QUOTE

ამ "რაღაცა"-ს ყვითელი რბილობი აქვს, გარედან მწვანე და პატარა მსხალს ჰგავს "აღნაგობით"

yes.gif
http://imageshack.us

Posted by: auau 15 Oct 2007, 19:58
ამას წინათ ვაჟა-ფშაველაზე "ქიმრეაქტივებში" შევიძინე ავოკადოს ზეთი, რომელიც ძალიან სასარგებლოა,განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს კოსმეტოლოგიაში.
* * *
Растительное масло авокадо это одно из масел с самым богатым составом - вместе с ним из плода извлекают жирорастворимые витамины А, Е и D, плодовые экстракты, макро- и микроэлементы. Масло авокадо особенно подходит сухой и чувствительной кожи. Оказывает питающее, витаминизирующее, смягчающее, увлажняющее, анестезирующее действие. Смягчает уплотненную и ригидную ткань. Обладает регенерирующей активностью. Восстанавливает и укрепляет иммунитет. Масло авокадо легко впитывается, комбинируется во всех видах масок для указанных типов кожи. Благодаря своему богатому составу, масло авокадо восстанавливает нарушенный в результате старения липидный баланс кожи. Оно способствует синтезу новых коллагеновых связей. Находит широкое применение в косметике для чувствительной кожи.

* * *
სხვათაშორის ყურძნის წიპწისა და ჟოჟOბას ზეთებიც ჰქონდათ გაყიდვაში

Posted by: მონიკა 22 Oct 2007, 19:51
თუ იცით ვინმემ კურდღელი სად შეიძლება ვიყიდო, ცოცხალი არა, დაკლული და გასუფთავებული

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Oct 2007, 17:35
ავოკადოს გემოს გოგრის გულის გემოს ვამსგავსებ.
QUOTE
მშობლიურ ქალაქში მოიკითხე, ხარობს და ბევრს აქვს ეზოში

QUOTE
მწიფე უნდა იყოს, თავს რომ მოაკვინტავ ამოწრუპვა რომ შეგეძლოს

აშკარად რაღაც გეშლება.

Posted by: -Apple- 2 Nov 2007, 15:25
ხალხ აბა დამეხმარეთ რა ვისაც შეგიძლიათ help.gif
პროდუქტების ძებნაში დავპოსტე მაგრამ არავინ გამომეხმაურა cry.gif
მართალია მთლად პროდუქტი არ არის რასაც მე ვეძებ, ეს არის კანფეტები skittles-ი რომელიც ადრე ისევე იყიდებოდა როგორც m&m's-ი მაგრამ დიდი ხანია გაქრა ბაზრიდან ხოდა იქნებ ვინმეს სადმე გქონდეთ შემჩნეული და მითხარით რა სად შევიძინო.


Posted by: Dancer 2 Nov 2007, 15:43
შეიძლება აღარ შემოაქვთ და გაყიდვაშიც მაგიტომ არაა.ადრე სულ მეჩხირებოდა თვალში და ეხლა მეც დიდი ხანია აღარ მინახავს. სადმეც რომ გადააწყდე დარწმუნებული ვარ ძველი შემორჩენილი იქნება.

Posted by: -Apple- 2 Nov 2007, 15:58
ნეტავ არც გუდვილს არ შემოაქვს? user.gif

Posted by: Breaky 2 Nov 2007, 16:25
-Apple-
QUOTE
ნეტავ არც გუდვილს არ შემოაქვს?


მიდი და ნახე მერე biggrin.gif

Posted by: -Apple- 2 Nov 2007, 16:33
Breaky
QUOTE
მიდი და ნახე მერე

მაგის გამო იქ გასვლა მეზარება user.gif აქ იმიტომაც დავპოსტე რომ ვინც ხშირად დადის იქნებ შემჩნეული ქონდეს თქო ან გუდვილში ან სადმე სხვაგან.

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Nov 2007, 16:45
-Apple-
საიტზე ნახე აბა

http://www.goodwill.ge/

Posted by: -Apple- 2 Nov 2007, 17:13
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა!
სამწუხაროდ არა აქვთ user.gif

Posted by: sharla IX 2 Nov 2007, 17:33
აუუუ ....
ეს კანფეტი ადრე მეც ძაააან მიყვარდაა ..

ეხლა დიდი ხანია აღარ შემხვედრია და აღარც გამხსენებია ..

biggrin.gif

Posted by: OgaiB 6 Nov 2007, 09:20
QUOTE
მე მეგამარკეტში ვყიდულობ ყავას

QUOTE
ShadowCat და სადაა ეს მეგამარკეტი?

???

და კიდევ illy-ს მარტო ესპრესოები აქვს? ანუ "თურქულ" ყავას მაგისგან ვერ გააკეთებ? smile.gif

Posted by: nanka_iuristka 6 Nov 2007, 16:35
OgaiB

illy-ს საკმაოდ ფართო არჩევანია სუპერმარკეტ "ზემელში"....

Posted by: ShadowCat 6 Nov 2007, 19:47
OgaiB
პასუხი:
QUOTE
სადაა და მეგალაინი იცი? თუ იცი, მეგალაინის უკან "პარკინგისთვის" ტერიტორია რომაა, მაგავე ეზოშია yes.gif
თუ არ იცი მეგალაინი სადაა, მითხარი და აგიხსნი


Posted by: nanka_iuristka 16 Nov 2007, 21:28
ხალხო "ლაღიძის" ლიმონათი არსად გეგულებათ?

აი გასაზავებელი ნარები ან შოკოლადში ბოთლებში სადმე არაა? sad.gif

Posted by: ნინი_85 25 Nov 2007, 10:55
სამარხვო ტორტი სად ვიშოვო, ვიზუალურად კარგი და გემრიელი?
მისამართი მომწერეთ რა...

Posted by: n_j 25 Nov 2007, 12:45
მარხვა და ტორტი?
-----------------------

Posted by: waiter 25 Nov 2007, 13:21
მე პირადად გუდვილის ფანი ვარ. ყველაფრით ვარ კმაყოფილი. მეც შორს ვცხოვრობ გუდვილიდან, მარა იქ წასვლა არასდროს მეზარება. ხორცს ხომ მარტო იქ ვყიდულობ. ჩაის თურქეთში ვყიდულობ სულ.მინდა გირჩიოთ თურქეთის ქალაქ რიზე-ს ჩაი. მართლა ძალიან გემრიელია, თვითონ თურქეთშიც ყველაზე კარგ ჩაით ითვლება, თან იაფი ღირს ძალიან და 1 კგ. დაფასოებით იყიდება. შეგიძლიათ ვინმეს დააბაროტ. და ზეთსაც თურქეთში ვყიდულობ ან ჯორჯიტაში ყურძნის ზეთია ფანტასტიკური სალათებისთვის, ხოლო თურქრთში თხილის ზეტი აქვთ ძალიან კარგი, მარა ძალიან ძვირია.
რა ვიცი კიდევ რა გირჩიოთ. ხო, სოიოს სოუზი ვიყიდე ზემელის სუპერმარკეტში და რაღაც მექსიკური სოუზი. ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: ნინი_85 25 Nov 2007, 18:32
n_j

[მარხვა და ტორტი?]



რამე საკვირველი ვიკითხე განა? აცხობენ და საკმაოდ წარმატებითაც იყიდება,
უბრალოდ მისამართი მაინტერესებს, ან კერძო პირის ან საკონდიტროსი, თანაც სასწრაფოდ, ისე ბოდიალის თავი არ მაქვს!

Posted by: n_j 28 Nov 2007, 17:03
არა მე ის კი არ მიკვირს სამარხვო ტორტი რომ არსებობს, უბრალოდ მგონია რომ მარხვა თავისი არსით გამორიცხავს ასეთ რამეებს, თუმცა მინახავს ხალხი ვინც მარხულობს და თან ჭამს სამარხვო კარაქს, სამარხვო ხაჭაპურს, სამარXვო Xორცსაც ალბათ და სამარხვო სიგარეტსაც ეწევა(რა მოხდა მცენარეულიაო!)

რაც სეეხება კითხვის მეორე ნაწილს არ ვიცი სამწუხაროდ თორემ სიამოვნებით დაგეხმარებოდი.

არის კი სანდო და სარწმუნო ასეთი ნაწარმი? რა იცით რომ მართლა სამარხვოა და არა ცვეულებრივი პროდუქტით დამზადებული

Posted by: mamalo 7 Dec 2007, 13:47
ხორცი უნდა იყიდო გუდვილში, ყოველთვის ახალი აქვთ, ერთი პრობლემაა- ძალიან ძვირია.

Posted by: Breaky 7 Dec 2007, 15:31
mamalo
QUOTE
ერთი პრობლემაა- ძალიან ძვირია.


yes.gif და კიდევ მეორე პრობლემა: თუ დილით არ მიხვედი, შეიძლება ვეღარ მიუსწრო.

Posted by: otucho 7 Dec 2007, 17:02
ცოცხალი კალმარები სადმე იშოვება თბილისში?

Posted by: Johnnie Walker 11 Dec 2007, 01:34
otucho
მე რაც ვიცი, ვაკეშია, ჭავჭავაძეზე, IX საავადმყოფოს პირდაპირ პროდუქტების მაღაზიაში და კიდევ ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, ხელმარცხნივ პეკინის კუთხიდენ 200 მეტრში. ისე ბევრ ადგილას შემხვედრია, ახლა არ მახსენდება.

Posted by: otucho 15 Dec 2007, 17:34
Johnnie Walker
კი მაგრამ მანდ გაყინული არ აქვტ მე ცოცხალზე ვამბობ
მარ პრინციპში ცოცოხალი შეუძლებელი იქნება ალბათ

Posted by: ShadowCat 15 Dec 2007, 19:08
otucho
ცოცხალი როგორ? სულ მთლა ცოცხალი? biggrin.gif

მოკლედ, auau-ს კითხე yes.gif

Posted by: auau 15 Dec 2007, 21:05
otucho
ცოცხალ და მოფარფატე კალმარებს თბილისის ზღვაზე ვერ დაიჭერ, ამიტომ მე ვყიდულობდი დეზერტირებზე. ახლა ის ბაზარი გადმოსულია დეზერტირების ქვემოდან დახურული ტროტუარი რომ გადის თამარის პროსპექტისკენ, ანუ არმისული ყოფილ კინო კოლმეურნესთან, მეორე სართულზე თევზი და ხორცი სადაც იყიდება, იქ ერთი ქალი ყიდის კალმარებს 1კგ 4 ლარი!

Posted by: ShadowCat 15 Dec 2007, 21:09
auau
QUOTE
1კგ 4 ლარი!

wow.gif

კარშმარ! მე კიდე გაყინულ ფილეს ვყიდულობ.. კილო იცით რა ღირს??? 20 ლარზე მეტი! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
მარა გასუფთავებულ-გაკრიალებულია chups.gif

(miau-მ იცის ჩემი დამოკიდებულება ფრინველ-ცხოველის შიგნეულობასთან gigi.gif )

Posted by: masha 17 Dec 2007, 19:33
ხომ არ იცით "ვაგზლის ბაზრობის" სასურსათო განყოფილება სად გადავიდა?

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Dec 2007, 20:03
auau
QUOTE
ქალი ყიდის კალმარებს 1კგ 4 ლარი!

ცოცხლებს? ცოცხალი კალმარი აქ არ მინახავს ნამდვილად...

Posted by: auau 17 Dec 2007, 23:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
ცოცხლებს? ცოცხალი კალმარი აქ არ მინახავს ნამდვილად...

ცოცხალი ელემენტარულად ვერ იქნება,გაყინულია.

Posted by: sts110 20 Dec 2007, 16:30
მივმართავ მოდერს შეკითხვით: სად შეიძლება შევიძინო პარმეზანი? პოპულში ვყიდულობდი ხოლმე მარა აღარ აქვთ

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Dec 2007, 16:37
sts110
QUOTE
სად შეიძლება შევიძინო პარმეზანი?

გუდვილში smile.gif

Posted by: sts110 20 Dec 2007, 16:45
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 20 Dec 2007, 15:37 )
sts110
QUOTE
სად შეიძლება შევიძინო პარმეზანი?

გუდვილში smile.gif

დარწმუნებული ხარ? ტყვილა არ მომიხდეს წასვლა, არადა მაგრად მჭირდება, ფასიც ხომ არ იცი შემთხვევით

დიდად მადლიერი დავრჩი

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Dec 2007, 16:51
sts110
http://www.goodwill.ge/products.php?sid=330&pid=53&l=2

ნახე აბა აქ. ფონტის გადმოწერა დაგჭირდება ოღონდ, მანდვე აქვს.
* * *
http://www.goodwill.ge/Uploads/yveli.xls

აჰა smile.gif

Posted by: tat 22 Dec 2007, 14:35
დეზერტირებში რომ იყო ფერადი ჩირების და ტხილ-ნუშის სასტავი----სად დგანან(ჯიან) ეხლა?

WOMAN IN LOVE
გილოცავ.........................კსტაწიsmile.gif

Posted by: Breaky 22 Dec 2007, 15:03
tat
QUOTE
დეზერტირებში რომ იყო ფერადი ჩირების და ტხილ-ნუშის სასტავი----სად დგანან(ჯიან) ეხლა?


სად და მაგ დანგრეული დეზერირების გვერდით ეზო შედის და შენობის მეორე სართულზე.

Posted by: Breaky 23 Dec 2007, 17:36
ამ დღეებში ჩემს სუნელების კაცთან ვიყავი და მითხრა, ამას წინათ ერთი მოვიდაო და მითხრაო, რომ ინტერნეტში წავიკითხე თქვენი სუნელების
ქება-დიდება და მოვედიო biggrin.gif
გამოტყდით, რომელი იყავით? givi.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2007, 17:50
Breaky
არ ეშვები, არა, მაგ კაცს შენ? !


biggrin.gif

Posted by: ShadowCat 23 Dec 2007, 20:10
WOMAN IN LOVE
QUOTE
მაგ კაცს შენ

მასე კი არა, უნდა უთხრა "მაგ შენს კაცს"-ო givi.gif

Posted by: Breaky 23 Dec 2007, 21:37
WOMAN IN LOVE
ShadowCat

დაანებეთ ჩემს კაცს თავი vik.gif vik.gif


თან მალე ვფართოვდებიო, უფრო დიდი სტენდი და დიდი არჩევანიც მექნებაო და რათქმაუნდა მეც უფრო ხშირად მოვინახულებ givi.gif

Posted by: n_j 24 Dec 2007, 14:51
QUOTE
დეზერტირების ბაზართან პადზემკაში 60 ტეტრი გირს ერტი კილო ღვიძლი, გაიარეთ იყიდეთ

ალბათ რამე გეშლება 60 თეთრი ღვიძლი? რისი ღვიძლი?
QUOTE
თან მალე ვფართოვდებიო, უფრო დიდი სტენდი და დიდი არჩევანიც მექნებაო და რათქმაუნდა მეც უფრო ხშირად მოვინახულებ

ეგ რომელია პასაჯის გასასვლელთან კუთხეში რომ დგას?

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Dec 2007, 15:31
NAPNAPA
NIPNIPA
თავი შეიკავეთ უაზრო პოსტებისგან http://smiles.33b.ru/smile.71296.html



Posted by: masha 24 Dec 2007, 17:05
QUOTE
ამ დღეებში ჩემს სუნელების კაცთან ვიყავი და მითხრა, ამას წინათ ერთი მოვიდაო და მითხრაო, რომ ინტერნეტში წავიკითხე თქვენი სუნელების



ეგ
პასაჟი "სალდაცკი რინოკ" რომ არის იქაა? მაინტერესებს, თუ აქვს "უპაკოვკაში" რამე. ვეძებ სუნელს კორეული სტაფილოსთვის.

Posted by: Breaky 24 Dec 2007, 18:04
n_j
QUOTE
ეგ რომელია პასაჯის გასასვლელთან კუთხეში რომ დგას?

masha
QUOTE
პასაჟი "სალდაცკი რინოკ" რომ არის იქაა?


yes.gif yes.gif yes.gif

QUOTE
მაინტერესებს, თუ აქვს "უპაკოვკაში" რამე. ვეძებ სუნელს კორეული სტაფილოსთვის.


yes.gif 3 დღის წინ ვიყიდე. "უპაკოვკაში" კიდევ ძალიან ბევრი რამეები აქვს. ოღონდ სტენდზე არ უწყვია, ალბათ გაფართოების მერე ჩამოაწყობს.
რომ მიხვალ, უთხარი სტაფილოს კორეული სუნელი მინდათქო და ამოაძრობს ჯადოსნური გუდიდან biggrin.gif

Posted by: masha 24 Dec 2007, 21:25
QUOTE
Breaky



გმადლობ.

ფასები მაღალია, ხილეულ-ბოსტნეულზე?
რაღა ვაგზალზე ვიარო, იქ მოვიპროდუქტებ.

Posted by: Breaky 25 Dec 2007, 03:38
masha

უი, ბოდიში, წინა პოსტი რომ დავწერე, რაღაც ავურიე.
"სალდაცკი რინოკ" აზრზე არ ვარ, სადაა biggrin.gif
პასაჟი კი ყოფილ დეზერტირებსა და დიდ ბაზრობას შორისაა.

Posted by: masha 25 Dec 2007, 10:19
QUOTE
კი ყოფილ დეზერტირებსა და დიდ ბაზრობას შორისაა.

მივხვდი, მე კოლმეურნეობის მოედანზე ვიფიქრე.
* * *
ვნახე ის კაცი! თუ ის კაცია? 3 არიან. მაგრამ მე სადაც ვყიდულობდი, იქ უფრო იაფი იყო.
მეორე მსოფლიო ომზე ფილმს არავინ იღებს? დეზერტირების ბაზარი კარგი ფონი იქნებოდ, დილით ადრე, სანამ ვაჭრობა დაიწყება შემოგარენში.

Posted by: tat 30 Dec 2007, 15:44
masha
QUOTE
მეორე მსოფლიო ომზე ფილმს არავინ იღებს? დეზერტირების ბაზარი კარგი ფონი იქნებოდ, დილით ადრე, სანამ ვაჭრობა დაიწყება შემოგარენში.

+1 უჟAს!
ჯორჯინას ფანებო--იქვე მაგ შენობის უკან გადავიდა! გაფართოვდა

Posted by: licemer 2 Jan 2008, 17:32
QUOTE
პროდუქტებს ბაზარში.

ღადაობ? რომელ ბაზარზე ლაპარაკობ, მიშამ გაყიდა ყველა ბაზარი. sleep.gif

Posted by: Deiko 6 Jan 2008, 21:23
კეთილო ხალხნო - ხომ არ იცით თბილისში მარციპანი იყიდება თუ არა? და სად იყიდება?

Posted by: მონიკა 7 Jan 2008, 01:11
Deiko
QUOTE
კეთილო ხალხნო - ხომ არ იცით თბილისში მარციპანი იყიდება თუ არა? და სად იყიდება?

გუდვილში
* * *
შეგიძლია შენითაც მოამზადო მარციპანი: 200 გრამი ტკბილი ნუში (არსებობს მეორენაირი მწარე ნუშიც რომელსაც უფრო ძლიერი არომატი აქვს და გემოს მისაცემად ცალობით იყენებენ) დამდუღრეთ, გააცალეთ კანი შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (შეგიძლიათ დააქუცმაცოთ სამზარეულოს კომბაინით) დაამატეთ 160 გრამი შაქრის პუდრი, ერთი კვერცხის ცილა, 3-4 ჩაის კოვზი ლიქიორი და მოზილეთ კარგად. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ საკვები საღებავი

Posted by: Deiko 7 Jan 2008, 13:59
Monica Bellucci
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif
სახლში გასაკეთებლად ძალიან რთული არ ჟღერს და ვცდი აუცილებლად, თორემ სტაფილოს ტორტისთვის მინდოდა პატარა სტაფილოების გაკეთება და არ ვიცოდი სად ვიყიდო ან როგორ გავაკეთო.

Posted by: perpetua2 9 Jan 2008, 13:44
თევზი თბილისში ან გაყინული იყიდება, ღმერთმა იცის როდინდელი და ან გაურკვეველი წარმომავლობის მდინარის,
ახალი ზღვის თევზის ყიდვა საერთოდ სად შეიძლება


პ.ს. კიდევ მაინტერესებს საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სადმე თუ დატოვეს ბაზრის მსგავსი რაიმე საწასებულება


დეზერტირების ბაზარი ძალინ მშველოდა, სად ვიარო ახლა

Posted by: bato-bato 10 Jan 2008, 02:31
აუ ხალხოოო ძალიან ძალიან მაინტერესებს

იქნებ იცოდეთ

კომპანია ჰიპპის პროდუქცია თუ იყიდება თბილისში?

ადრე ჩემმა დამ ჩამოიტანა მაგათი მიუსლი და გადავირიე

არსად არ მინახავს მაღაზიებში

თქვენ ხომ არ იცით? kar.gif vik.gif yes.gif sad.gif jump.gif yes.gif

Posted by: სექსტეტი 10 Jan 2008, 02:39
bato-bato

აფთიაქებში.

მე არასდროს მიყიდია, მაგრამ იმდენად ხშირი სტუმარი ვარ ხოლმე ზემოთ აღნიშნული ობიექტების, რომ მხვდება თვალში.

ამჟამად ზუსტად ვიცი, რომ ჭავჭავაძეზე ჯი-პი-სის აფთიაქში არის. სხვაგანაც შეიძლება იპოვო.

Posted by: bato-bato 10 Jan 2008, 02:41
ს ე ქ ს ტ ე ტ ი
აფთიაქებში მიუსლის რა უნდა


მანდ ალბათ საბავშვო კრემებიდა პუდრებია

მე მიუსლი მინდა


ასეთი გემრიელი მიუსლი არ არსებობს

Posted by: სექსტეტი 10 Jan 2008, 02:46
bato-bato

მიუსლი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა კიშკები რომაა (ჯემები, შოკოლადები და ა.შ.) ეს ზუსტად ვიცი. კიდევ რაღაც ფაფები. ჰო და მიუსლიც ყველა ვარანტში უნდა იყოს.

Posted by: tata-naka 10 Jan 2008, 14:10
ხალხნო თუ გახსოვთ დეზერტირებში რუსი გოგოებს ჩირების დახლი რომ ქონდათ, ხომ არ მოგიკრავთ თვალი სად გადავიდნენ?
თუ არა სად ვიყიდო კაი ჩირი? შAვი ქლიავის? ის რაღაცა არგენტინულები ქილებში არ გამაგონოთ

Posted by: Breaky 10 Jan 2008, 14:36
tata-naka
QUOTE
ხალხნო თუ გახსოვთ დეზერტირებში რუსი გოგოებს ჩირების დახლი რომ ქონდათ, ხომ არ მოგიკრავთ თვალი სად გადავიდნენ?


დეზერტირების ზუსტად გვერდით ეზო შედის, აი არკებიანი შენობის უკან, ხოდა მაგ შენობის მეორე სართულზე არიან,

Posted by: tata-naka 11 Jan 2008, 13:39
მადლობთ 2kiss.gif
Breaky

Posted by: ILG 12 Jan 2008, 12:56
სადმე იყიდება კურჟეტ
იგივე ცუკინი
იგივე კაბაჩოკ????
* * *
უი




გუდვილში ვიპოვე ყაბაყი


Posted by: მონიკა 12 Jan 2008, 13:09
ILG
ცუკინიც არის გუდვილში, მაგრამ ყოველთვის არა

Posted by: Breaky 12 Jan 2008, 14:44
ILG

კაბაჩოკი ბაზარშიც ვნახე ახალი წლის წინ. იმის მერე აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი biggrin.gif

Posted by: მონიკა 13 Jan 2008, 13:37
წიწიბურას ფქვილი ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: Kissie 13 Jan 2008, 14:30
ესე იგი, აგერ მიდევს ახლა ცხვირწინ რამდენიმე პატარა ბოთლი - ვანილის, ფორთოხლის, პიტნის და ლიმონის არომაები.

მოზეთო კონსისტენციის, და სუნი ო ო ო... მმ...

მოკლედ, საჭმლის დაბავკებია რა, გული მიგრძნობს პატრონმა ინგლისიდან გამოაყოლა ხელს.

ჰოდა აქ მაგალითად გუდვილში იყიდება ასეთები?

Posted by: მონიკა 13 Jan 2008, 15:14
Kissie
QUOTE
ჰოდა აქ მაგალითად გუდვილში იყიდება ასეთები?

ადრე მინახავს ახლა არ ვიცი აქვთ თუ არა

Posted by: ILG 17 Jan 2008, 16:29
Monica Bellucci
Breaky
დანქე
და

ჰუმუს ვეძებ
და მგონი არც გუდვილში არაა



უსაშინლესად მომენატრა sad.gif

Posted by: nakash 18 Jan 2008, 01:29
ჰეჰ აქ უნდა ვიკითხო smile.gif
ლიმონის ზეთი სად შეიძლება ვიყიდო ხომ ვერ მიმასწავლით?

Posted by: violet 18 Jan 2008, 12:26
თბილიში სად შეიძლება შევიძინო ბერძნული ნალექიანი ყავა ????? (:

Posted by: Angelopulosi 18 Jan 2008, 13:19
უსტრიცის სოუსი იყიდება თბილისში?

Posted by: hekisime 18 Jan 2008, 17:07
ILG
QUOTE
სადმე იყიდება კურჟეტ
იგივე ცუკინი
იგივე კაბაჩოკ????



ცუკინი განა იგივე კაბაჩოკია? ანუ ქართულად ყაბაყი. ეგ პოპულში სულ აქვთ ხოლმე და ბაზარშიც ხშირად მინახავს
* * *
perpetua2
QUOTE
დეზერტირების ბაზარი ძალინ მშველოდა, სად ვიარო ახლა

იქვე შემოგარენში სხედან, არ დაშლილან. მე თევზს მანდ ვყიდულობ, საკმაოდ დიდი არჩევანია ცოცხალი თევზისაც და გაყინულისაც. დანგრეული შენობის მარჯვნივაა შესასვლელი და იქარიან ყველანი

Posted by: nakash 18 Jan 2008, 17:28
QUOTE (nakash @ 18 Jan 2008, 00:29 )
ჰეჰ აქ უნდა ვიკითხო smile.gif
ლიმონის ზეთი სად შეიძლება ვიყიდო ხომ ვერ მიმასწავლით?

ვიშოვე უკვე
და თურმე კულინარიასტანაც არ ყოფილა კავშირში
სორრი პატენი smile.gif

Posted by: მონიკა 18 Jan 2008, 23:13
გოგოებო ათქვეფილი ნაღების შემასქელებელი ფხვნილი რომაა სად ვიყიდო ხომ არ იცით? ადრე გუდვილში ვყიდულობდი და ბოლო ხანებში აღარ აქვთ

Posted by: Pathetikos 19 Jan 2008, 16:47
ხალხო, ტაბასკო სადმე იყიდება თბილისში?

Posted by: vihreä 19 Jan 2008, 16:56
Pathetikos
კი, მე პოპულში ვიყიდე ადრე და მითავდება უკვე, საყიდია..ძააააალიან მიყვარს...(პოპულში თუ აღარ აქვთ, გუდვილში იქნება, მარა მაქამდე ჯერ ვერ მივაღწიე)

Posted by: მონიკა 19 Jan 2008, 17:46
Pathetikos
QUOTE
ხალხო, ტაბასკო სადმე იყიდება თბილისში?

კი სამნაირიც კი არის (ერთი ფირმის სამი განსხვავებული ტიპის) გუდვილში

Posted by: Pathetikos 19 Jan 2008, 19:11
Pathetikos
vihreä
რა ვიცი, დღეს ვიყავი პოპულში (გტც-ს ქვევით რომაა დიდი) და არ გვაქვსო.
გუდვილში კიდევ რა წამიყვანს. user.gif

Posted by: აღასპერი 19 Jan 2008, 20:33
ლამინარიას გამხმარი ფოთლები მინდა mad.gif

Posted by: ILG 20 Jan 2008, 15:42
QUOTE
ჰუმუს ვეძებ

არ შეგხვედრიათ სადმე?
user.gif

Posted by: BlaBla 21 Jan 2008, 11:00
პროდუქტი არაა, მაგრამ ძაფი მინდა რითიც შეწვისას ხორცს დავამაგრებ ან გავკერავ და არ იცით, სად შეიძლება რომ ვიყიდო?

QUOTE
ჰუმუს ვეძებ

ჩიქ პიიზით და რაღაც სოუსით რომ კეთდება? ეგ სოუსი ადრე ვაკეში რომ მარკეტი იყო -- "მარიამი" იქ იყიდებოდა. ვიღაცამ მითხრა, რომ ისევ არაყიშვილზე გადავიდნენო და ალბათ იქ ექნებათ. მუხუდო კიდევ ყველგან იყიდება. ბოლოს გუდვილში ვიყიდე.

Posted by: ILG 22 Jan 2008, 15:48
BlaBla
QUOTE
ჩიქ პიიზით და რაღაც სოუსით რომ კეთდება? ეგ სოუსი ადრე ვაკეში რომ მარკეტი იყო -- "მარიამი" იქ იყიდებოდა. ვიღაცამ მითხრა, რომ ისევ არაყიშვილზე გადავიდნენო და ალბათ იქ ექნებათ. მუხუდო კიდევ ყველგან იყიდება. ბოლოს გუდვილში ვიყიდე.

გაკეთება ნამდვილად არ ვიცი
და თუ 'რაღაც' სუპერმარკეტში იყო, გუდვილში რატო არ აქვთ sad.gif

Posted by: BlaBla 22 Jan 2008, 16:11
ILG
QUOTE
და თუ 'რაღაც' სუპერმარკეტში იყო, გუდვილში რატო არ აქვთ

გასაკეთებლად ნამდვილად უუუუუუმარტივესია! ის "რაღაც" თურქულ მარკეტში იყიდებოდა. გუდვილში ალბათ იქნება, რომ მოხვხვდები შევათვალიერებ. ისე 4 ქილა მაქვს კარადაში და მე თვითონ ყიდვას არ ვაპირებ.

თუ გინდა მერე რეცეპტსაც მოგცემ, თუ გაკეთებას გადაწყვეტ smile.gif

Posted by: Deiko 22 Jan 2008, 16:41
ხომ არ იცით შემთხვევით გუაკამოლე თუ იყიდება სადმე, მაგალითად გუდვილში? ან თუნდაც ავოკადოებო თუ იყიდება???

Posted by: ILG 22 Jan 2008, 17:36
Deiko
ეჰ
მაგასაც ვეძებ რამდენი ხანია
არა მგონია გამზადებული იყოს
ისედაც Fრეში ჯობია გააკეთო
მაგაის კაი რეცეპტები ვიცი

ავოკადო კიდე მგონი იყიდება გუდვილში
პოპულშიც უნდა იყოს წესით

BlaBla
QUOTE
თუ გინდა მერე რეცეპტსაც მოგცემ, თუ გაკეთებას გადაწყვეტ

OK smile.gif დაწერე მერე ტუ არ დაგეზარება

Posted by: n_j 23 Jan 2008, 18:52
QUOTE
ხომ არ იცით შემთხვევით გუაკამოლე თუ იყიდება სადმე

მგონი ჯორჯიტაში უნდა იყოს

Posted by: katastrofa 25 Jan 2008, 10:33
ხალსო სად ვიყიდო ტმინი( გუდვილსი ად ჯორჯიტაში ნეტუ)

Posted by: ShadowCat 29 Jan 2008, 20:04
katastrofa
ტმინი ანუ ძირა??
აი, Beaky-ის "სუნელების კაცთან" პასაჟში (ფარდების მაღაზიის გვერდით ბეეეეეეეეევრი სანელებლები რომ იყიდება).
ან კიდევ მეგამარკეტში (მეგალაინთან).

ხალხო, ნუ, პროდუქტი არაა მაგრამ.. დანების სალესი მინდა და სად იყიდება? user.gif
სადაც ვნახე, მხოლოდ დანების ნაბორთან ერთად იყიდებოდა და მე მარტო სალესი მინდა user.gif

Posted by: humanoidi 30 Jan 2008, 07:48
ხალხო უმარილო ჭყინტი ყველი სად იყიდება ვერ მეტყვით?

Posted by: n_j 30 Jan 2008, 12:44
ვაგზალზე ბაზარი რომ იყო იმის გვერდით ორსართულიანი აგურის შენობაა ხოდა იქ მე-2 სართულზე არის ყველის რიგი, იქ იკიტხე

Posted by: ieleni 31 Jan 2008, 23:28
QUOTE
სად ყიდულობთ პროდუქტებს?

ვის პროდუქციებს ენდობით და რატომ?

რატომღაც "გუდვილს" უფრო ვენდობით და ძირითადად იქ ვყიდულობთ პროდუქტებს

Posted by: tat 1 Feb 2008, 19:16
QUOTE
რატომღაც "გუდვილს" უფრო ვენდობით და ძირითადად იქ ვყიდულობთ პროდუქტებს

+1

Posted by: BadbadGirl 8 Feb 2008, 16:56
ხალხებო smile.gif
თბილიში ბრიუსელის კომბოსტო სად შეიძლება კაცმა რომ იყიდოს ?

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Feb 2008, 17:18
BadbadGirl
ცოცხალი არა, მაგრამ გაყინული კი მინახავს მაღაზიაში.

Posted by: BadbadGirl 8 Feb 2008, 17:19
WOMAN IN LOVE
როგორ ფიქრობ ცოცხალზე მოთხოვნა არის ???

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Feb 2008, 17:22
BadbadGirl
რა გითხრა აბა... უმეტესობას არც გაუგონია, არც უნახავს და არც იციან , რა არის...

Posted by: ragnarosa 10 Feb 2008, 23:35
QUOTE (BadbadGirl @ 8 Feb 2008, 16:56 )
ხალხებო smile.gif
თბილიში ბრიუსელის კომბოსტო სად შეიძლება კაცმა რომ იყიდოს ?

გოოდვილში მინახია ოდესღაც და მიჭამია მაგარი გემრიელია biggrin.gif

Posted by: მონიკა 4 Mar 2008, 15:35
ხალხო ნიახურის ძირები სად იყიდება?

Posted by: n_j 7 Mar 2008, 11:37
რა ვიცი აქ არსად მინახავს
-------------------------------

Posted by: სექსტეტი 16 Mar 2008, 00:24
ოქროებო, შემთხვევით სადმე ამისთვის _ http://www.hohes-c.de/orangecalcium/ _ ხომ არ მოგიკრავთ თვალი, დალოცვილ დოიჩლანდში მივირთმევდი ხოლმე და, რბილად რომ ვთქვათ, მომენატრა. http://smiles.33b.ru/smile.13914.htmlhttp://smiles.33b.ru/smile.13914.htmlhttp://smiles.33b.ru/smile.13914.html

Posted by: chorven:) 16 Mar 2008, 00:42
სექსტეტი
QUOTE
ოქროებო, შემთხვევით სადმე ამისთვის _ Hohes C _ ხომ არ მოგიკრავთ თვალი, დალოცვილ დოიჩლანდში მივირთმევდი ხოლმე და, რბილად რომ ვთქვათ, მომენატრა. 


ამ განყოფილებაში ხალხი არ უნდა დაზაფროო, თუ რა ხდება?! smile.gif

Posted by: სექსტეტი 16 Mar 2008, 00:48
chorven:)
QUOTE
ამ განყოფილებაში ხალხი არ უნდა დაზაფროო, თუ რა ხდება?!


დედა შვილო შენ შემოჩენილი ხო არ ხარ ა? biggrin.gif წვენი მინდა ვა, ფორთოხლის კალციუმიანი გემრიელი წვენი, სახელად ჰოეს ცე, არაფერი პოეტური, მხოლოდ ფორთოხლის წვენი... biggrin.gif ვახ...

Posted by: chorven:) 16 Mar 2008, 00:54
სექსტეტი
QUOTE
დედა შვილო შენ შემოჩენილი ხო არ ხარ ა?  წვენი მინდა ვა, ფორთოხლის კალციუმიანი გემრიელი წვენი, სახელად ჰოეს ცე, არაფერი პოეტური, მხოლოდ ფორთოხლის წვენი...  ვახ...

მინდა კარგია, მოითმინე! ვერ ხედავ, რედაქტორი ქალი ხარ და ხალხი პატივის გცემს, წვენმა უდა გადაგრიოს?!
არ იშოვება, აქ მარტო "ქიმიაა":")))))))))))))

Posted by: Antigone 16 Mar 2008, 00:55
WOMAN IN LOVE
ბრიუსელის კომბოსტო ცოცხალი არც მინახავს - მხოლოდ გაყინული. ბეკოსთან ვჭამე ბოლოს - იქნებ იმან იცოდეს givi.gif თუმცა, პასუხი იქნება - გუდვილი და ისევ გუდვილი, რომელიც არის ჯანდაბის იქით.

Posted by: Goran Bregovic 16 Mar 2008, 15:21
პიცების მომზადების წესები წერია სადმე??????????????

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Mar 2008, 21:56
Goran Bregovic
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416402

Posted by: radiology 21 Mar 2008, 09:45
ხალხნო ,,კოჭას" კიდე სხვანაირად რა ქვია???

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Mar 2008, 12:16
კოჭა, ჯანჯაფილი - Ginger - имбирь - ingwer - imbir

Posted by: auau 4 Apr 2008, 12:34
WOMAN IN LOVE
კოჭა გაყინული სახით ვიყიდე პოპული სიტიში. ძალიან დიდი განსხვავებაა დაფქვილსა და ნედლს შორის. ხორცთან ერთად დავბეგვე და რომ შევწვი,ზღაპარი გამოვიდა.

Posted by: donvaso 20 Apr 2008, 13:21
ხომ არ იცით საზამთრო სად იყიდება?

მადლობააააააა

Posted by: n_j 21 Apr 2008, 11:58
QUOTE
საზამთრო სად იყიდება?

ბაზრობაზე დეზერტირების პირდაპირ არის ხილის საბითუმო ბაზრობა იქ ვნახე რამდენიმე დღის წინ

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2008, 19:10
donvaso
n_j
რა დროს საზამთროა, ისე? rolleyes.gif

Posted by: n_j 22 Apr 2008, 20:54
QUOTE
რა დროს საზამთროა, ისე? 

ხო რა ვიცი, კი იყიდება მაგრამ მაგის ჭამა არც შეიძლება

Posted by: Annabel Lee 15 May 2008, 02:12
იცით, სად შეიძლება ნაღების ყიდვა? როგორც ტკბილეულში (კრემში) გამოსაყენებლად, ისე, არა ტკბილეულში (მაკარონის სოუსის მოსამზადებლად).
მგონია, რომ საქართველოში, მაინცა და მაინც, არა ვართ რძის პროდუქტების მრავალსახეობით განებივრებულები. რას იტყვით? მგონი, არც მაინც და მაინც რძის მოყვარულები ვართ! ასე მგონია, რომ ჩვენში რძე მხოლოდ საბავშვო პროდუქტად ითვლება.
?

Posted by: Pioneer 15 May 2008, 20:51
როგორ არის ქართულად мускатный орех იგივე nutmeg [ინგილსურად] და სად შეიძლება ვიყიდო ის დაფხვნილ ან მთელ მდგომარეობაში?

Posted by: WOMAN IN LOVE 15 May 2008, 22:02
Pioneer
მუსკატის კაკალი, იგივე ჯავზი.

Posted by: მონიკა 15 May 2008, 22:09
Annabel Lee
QUOTE
იცით, სად შეიძლება ნაღების ყიდვა? როგორც ტკბილეულში (კრემში) გამოსაყენებლად, ისე, არა ტკბილეულში (მაკარონის სოუსის მოსამზადებლად).

მე გუდვილში ვყიდულობ, არჩევანია ზომა-წონის, ცხიმიანობის შემცველობის და მწარმოებელი ქვეყნების მხრივ.

Posted by: Pioneer 15 May 2008, 23:02
WOMAN IN LOVE
QUOTE
მუსკატის კაკალი, იგივე ჯავზი.

მადლობთ და სად შეიძლება მაგის ყიდვა?

სუპერმარკეტებში ან მაღაზიებში ან ბაზარში არის?

Posted by: Annabel Lee 16 May 2008, 00:09
QUOTE (მონიკა @ 15 May 2008, 23:09 )
Annabel Lee
QUOTE
იცით, სად შეიძლება ნაღების ყიდვა? როგორც ტკბილეულში (კრემში) გამოსაყენებლად, ისე, არა ტკბილეულში (მაკარონის სოუსის მოსამზადებლად).

მე გუდვილში ვყიდულობ, არჩევანია ზომა-წონის, ცხიმიანობის შემცველობის და მწარმოებელი ქვეყნების მხრივ.

მადლობა ინფორმაციისათვის.
ბარეღამ ჩაგეკითხები: გუდვილის გარდა, სხვაგან სადმე გეგულება (იამდე წასვლა მეზარება)? კიდევ ერთიც: ქართული წარმოების ნაღები არსებობს? შეგხვედრია?

Posted by: მონიკა 16 May 2008, 00:14
Annabel Lee
QUOTE
ქართული წარმოების ნაღები არსებობს? შეგხვედრია?

რამდენიმე წლის წინ ვიყიდე სოფლის ნობათის ნაღები და არ მომეწონა, მეტი აღარ ჩამიტარებია ექსპერიმენტები.

Posted by: (c)TG 16 May 2008, 02:09
Pioneer
QUOTE
მადლობთ და სად შეიძლება მაგის ყიდვა?

სუპერმარკეტებში ან მაღაზიებში ან ბაზარში არის?

სუნელები სადაც იყიდება, თითქმის ყველგანაა

Posted by: n_j 16 May 2008, 15:22
Pioneer
QUOTE
QUOTE
მუსკატის კაკალი, იგივე ჯავზი.


მადლობთ და სად შეიძლება მაგის ყიდვა?

სუპერმარკეტებში ან მაღაზიებში ან ბაზარში არის?

პასაჟიდან ბაზრისკენ რომ გასასვლელია იქ არის კუთხეში სუნელების მაღაზია ბუტიკი, ამ ფორუმზე ცნობილია როგორც ,,ბრეიკის სუნელების კაცი" იქ აქვთ

Posted by: tos-ka 2 Jun 2008, 12:31
სხვადასხვა ფერის გადასადნობი შოკოლადების, ტორტის მოსართავი ფიგურების და კრემის ტომსიკების, ნაღების ფხვნილების და ათასი წვრილმანის საბითუმო ფასებში შეძენა შეგიძლიათ წერეთელზე. "დოლარ სთორის" გვერდით მდებარე მაღაზიაში.

Posted by: n_j 2 Jun 2008, 13:09
tos-ka
დავლაშქრავ აუცილებლად

პ.ს. როგორ ხარ? smile.gif

Posted by: tos-ka 2 Jun 2008, 14:43
n_j
არ წააგებ, ძალიანაც კმაყოფილი დარჩები.
smile.gif ვარ ტორტების ცხობაში. მაისის ბოლო და ივნისის პირველი კვირა ნამეტნავად ჩადაბადებისდღეებული მაქვს!

Posted by: Nikalaus 3 Jun 2008, 20:21
მოკლედ ესე ზემოაღნიშნული

Индийский морской рис

თუ სად იშოვება თქვენ უფრო გეცოდინებათ და ხომ ვერ დამაკვალიანებდით smile.gif


წინასწარ მადლობა baby.gif

Posted by: Xtravaganza 3 Jun 2008, 23:54
ბოდიში თუ აქამდე უკვე იყო ეს კითხვა:

ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო ქარის სოუსი (curry)? თან ზუსტად სოუსი მინდა, რადგაც ჩემით როგორ გავაკეთო არ ვიცი. smile.gif
დიდი მადლობა.

Posted by: მონიკა 4 Jun 2008, 09:13
Nikalaus
QUOTE
თუ სად იშოვება თქვენ უფრო გეცოდინებათ და ხომ ვერ დამაკვალიანებდით

ეგ ჩემებსაც ქონდათ რამდენიმე წლის წინ, თუმცა მაგის "ნაყენის" დალევა ვერ შევძელი. ამბობენ გვერდითი მოვლენების გარეშე(???) კურნავს უამრავ დაავადებას. არ ვიცი თუ სადმე იყიდება, საკმაოდ მალე მრავლდება და დაცნობ-მეგობრული პრინციპით აძლევენ ერთმანეთს.


Posted by: chupa82 4 Jun 2008, 14:08
QUOTE
Индийский морской рис, ეგეთი რამე გაგიგიათ? smile.gif

შარშან ქობულეთში რომ ვისვენებდი ჩემს ,,ხაზეიკას" ჰქონდა. 3 ლიტრიან ქილაში ჰყავდა თუ ჰქონდა და ყოველ დღე შაქარს და ქიშმიშს უყრიდა. თან მგონი ყიდდა კიდეც ერთი სუფრის კოვზი 5 ლარი. მეხვეწებოდა დალიეო, მაგრამ მაგას რა დამალევინებდა.

Posted by: shtori 6 Jun 2008, 13:45
პიცის სუნელების ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: (c)TG 6 Jun 2008, 13:51
QUOTE
პასაჟიდან ბაზრისკენ რომ გასასვლელია იქ არის კუთხეში სუნელების მაღაზია ბუტიკი, ამ ფორუმზე ცნობილია როგორც ,,ბრეიკის სუნელების კაცი" იქ აქვთ

აგერ n_j -ის ქვოთი "ნაკოლი"

Posted by: Breaky 6 Jun 2008, 14:27
n_j
QUOTE
ამ ფორუმზე ცნობილია როგორც ,,ბრეიკის სუნელების კაცი"


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: n_j 6 Jun 2008, 17:19
Xtravaganza
QUOTE
ქარის სოუსი

შეიზლება ჯორჯიტაში იყოს მინახავს მანდ ნაირ-ნაირი სოუსები
Breaky
biggrin.gif

Posted by: Xtravaganza 7 Jun 2008, 23:16
n_j
დიდი მადლობა, ვნახავ. smile.gif

Posted by: (c)TG 7 Jun 2008, 23:55
Xtravaganza
QUOTE
ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო ქარის სოუსი (curry)

მეგალაინშიცაა ნაირ-ნაირი, მე ანანასიანი კარი ვიყიდე ადრე და კარგი იყო, ბევრნაირებია, კლასიკურიცაა

Posted by: Xtravaganza 8 Jun 2008, 13:49
©TG
ვაიმე ანანასიანი მინდა! smile.gif და სხვანაირებიც მინდა! ყველანაირი მინდა! bis.gif
წავედი მეგალაინში. rolleyes.gif

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: gvamer 18 Jun 2008, 20:44
ცხელი შოკოლადი სად აქვთ კარგი?? :user;

Posted by: totally 19 Jun 2008, 01:46
პროდუქტს არ ვეძებ მაგრამ მაინტერესებს თბილისსში ყველაზე კარგ პიცას სად აკეთებენsmile.gif

Posted by: Angelopulosi 19 Jun 2008, 12:42
totally
კაზინო აჭარაში biggrin.gif


მართლა user.gif

Posted by: patriciia 23 Jun 2008, 16:32
Annabel Lee

QUOTE
ბარეღამ ჩაგეკითხები: გუდვილის გარდა, სხვაგან სადმე გეგულება (იამდე წასვლა მეზარება)? კიდევ ერთიც: ქართული წარმოების ნაღები არსებობს? შეგხვედრია?

ნავთლუღის ბაზარში იყიდება, მარჯვნივ ჩასახვევია ბენზინგასამართ სადგურამდე და იქ შიგნით, სდაც ყველი და კვერცხი იყიდება

Posted by: BlaBla 23 Jun 2008, 17:39
shtori
QUOTE
პიცის სუნელების ყიდვა სად შეიძლება?

პიცის სუნელში რას გულისხმობ? რასაც ტომატის სოუსში ურევენ? მამა-პაპური ქონდარი შეგიძლია გამოიყენო მაგისთვის.

Posted by: shtori 11 Jul 2008, 01:18
BlaBla
არა. მაგას არ გულისხმობ. აქ ეწერა პიცის რეცეპტი და სპეციალური პიცის სუნელები იყიდებაო და ის მოაყარეთო. ხოდა მაგაზე ვიკითხე სად შეიძლება ყიდვა? თუ ეგ საქართველოში არაა?

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jul 2008, 12:03
shtori
QUOTE
აქ ეწერა პიცის რეცეპტი და სპეციალური პიცის სუნელები იყიდებაო და ის მოაყარეთო. ხოდა მაგაზე ვიკითხე სად შეიძლება ყიდვა? თუ ეგ საქართველოში არაა?

შენ ბრეიკის სუნელების კაცი არ გაგიგია? biggrin.gif

Posted by: tavadze 11 Jul 2008, 16:17
QUOTE
შენ ბრეიკის სუნელების კაცი არ გაგიგია?

ეჰ, კიდევ კარგი, არც ბრეიკის მეუღლე კითხულობს ამ ფორუმს და არც - ის სუნელების კაცი. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shtori 11 Jul 2008, 23:45
WOMAN IN LOVE
პასაჟში როა? smile.gif გავივლი ვინახულებ მაშინ

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jul 2008, 23:53
shtori
გცოდნია და ეგაა smile.gif პასაჟშია, კი, დეზერტირების მხრიდან რომ შედიხარ, (ბისკვიტებსაც ყიდიან მანდ) იქ აქვს იმ კაცს დახლი. შენც თუ ეტყვი, ინტერნეტით მოგაგენი-თქო, მთლად გადაირევა biggrin.gif
tavadze
QUOTE
ეჰ, კიდევ კარგი, არც ბრეიკის მეუღლე კითხულობს ამ ფორუმს და არც - ის სუნელების კაცი

მეუღლე კითხულობს wink.gif იმ კაცს კიდევ % უნდა მოსთხოვოს ბრეიკიმ, ეგრე სადაა? biggrin.gif

Posted by: tamrikor 12 Jul 2008, 12:17
რომელი ძეხვსი ყიდვას მირჩევთ ?

Posted by: n_j 12 Jul 2008, 13:45
tamrikor
შირნჰოფერში იყიდება კარგი ძეხვები მაგრამ ძვირია

Posted by: tamrikor 12 Jul 2008, 13:45
n_j
მადლობთ

Posted by: MEZGVAURI 11 Sep 2008, 15:40
n_j
კაკ რაზ მარკეტებშია ეგენი ძვირი თორემ შინჰოფერის მაღაზიაში წერეთელზე მაგარი სიიაფეა, აი დიდი ძეხვი, სიროკაპჩონი-5 ლარი ღირს და სხვაგან 7-8 ლარი ადევს ხოლმე!
და მანდ ყველას მაგრა გირჩევთ იყიდება მსხვილი ყველიანი შესაწვავი პატარა ძეხვები-აუ რა არის იცით? 2 ნაწილად უნდა გაჭრა-თავზე დაახურო ტაფას და საშუალო ცეცხლზე დაბრაწო, მანდ ის ყველი(ჰოლანდიური)დნება შიგნიდან და რაღაც სასწაულია!!!! love.gif

ვაკის სოსისებს ვერ ვხედვა მარკეტებში, ხომ არ იცით ვინმემ სად არის?

Posted by: Breaky 11 Sep 2008, 15:53
MEZGVAURI

შეგაწუხე ჩემი კითხვებით მოკლედ biggrin.gif
ზუსტად სადაა წერეთელზე ეგ მაღაზია?

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Sep 2008, 16:49
Breaky
სადაა და სტადიონიდან დიდუბისკენ რომ მიდიხარ, მარჯვენა მხარეს, გამოფენამდე, დიდი მაღაზიაა, არ არსებობს არ შეამჩნიო smile.gif

Posted by: MEZGVAURI 11 Sep 2008, 16:58
Breaky
რა შეწუხებაა 2kiss.gif
ეგ არის სად იცი? აი იფქლი როა ხომ იცი წერეთელზე?მაგის თითქმის წინ, იქვე იკითხე და ყველა განახებს, ხო დიდი მაღაზიაა

ვაკის სოსისების ასავალ-დასავალი არავინ არ იცით ხო? არადა რა გემრიელია

Posted by: Breaky 11 Sep 2008, 17:05
WOMAN IN LOVE

დიდება შენს გამოჩენას 2kiss.gif ამბები მომდიოდა ხოლმე ტყის ჯაჭვებზე, გასათხოვართა დაბინავებაზე (თან რიგიც დამდგარა უკვე) და ა.შ. lol.gif

MEZGVAURI
WOMAN IN LOVE
აჰაა, გასაგებია. უნდა ვესტუმრო ერთი მაგ მაღაზიას და ნახევარ ქონებასაც დავტოვებ ალბათ იქ biggrin.gif
მადლობააა 2kiss.gif ;2kiss:

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Sep 2008, 19:04
Breaky
QUOTE
გასათხოვართა დაბინავებაზე (თან რიგიც დამდგარა უკვე) და ა.შ.

ღამისთევით ჭრის, ისე არა biggrin.gif
QUOTE
უნდა ვესტუმრო ერთი მაგ მაღაზიას და ნახევარ ქონებასაც დავტოვებ ალბათ იქ

ბევრნაირი ყველი აქვთ კიდევ smile.gif

Posted by: Breaky 11 Sep 2008, 19:11
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბევრნაირი ყველი აქვთ კიდევ


მაშინ მიტუმეტეს, ნახევარს კი არა, მთელ ქონებას დავტოვებ ალბათ biggrin.gif

QUOTE
ღამისთევით ჭრის, ისე არა


ხო, ეგ ვიცი biggrin.gif თუ არ დაგვთანხმდნენ, შევიტყუოთ და გარედან გადავკეტოთ biggrin.gif
იმ დღეს ვეუბნებოდი აუაუს, მაგარი ბიზნესია, ირმამ ბინა უნდა გაუცვალოს დროებით ხან ვის და ხან ვის, ორივე მხარე იხეირებსთქო biggrin.gif

Posted by: auau 11 Sep 2008, 21:31
WOMAN IN LOVE
Breaky
QUOTE
თუ არ დაგვთანხმდნენ, შევიტყუოთ და გარედან გადავკეტოთ

ვა, ივანე კოტორაშვილის კლუბს აკეთებთ?
ახლა ვუმენა-მოდერის და მადამ მოდერის ნაცვლად ერთ ვინმეს მამაშა მოდერს დაუძახებენ!
გადასახადი რანდენია?
ქალებზე და კაცებზე შემოსატანი ერთნაირია?
ვისი ოჯახიდანაც ორნი არიან lol.gif შეღავათები არ იქნება?
ჰო, კიდევ ასაკი მაინტერესებს, 50-ს გადაცილებული კარგად შენახული მამაკაცი გამოდგება პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
ანკეტები არ უნდა შეივსოს?
მე მგონი ჩვენი საყვარელი WOMAN IN LOVE -მ სარფიანი ბიზნესი იშოვნა!

Posted by: ShadowCat 13 Sep 2008, 23:44
სოიოს სოუსი სადმე მაშოვნინეთ რა! sad.gif
მეგამარკეტში და გუდვილში გამწყდარია უკვე რამდენიმე თვეა. sad.gif

Posted by: n_j 14 Sep 2008, 21:00
სად შეიძლება ვიშოვო კარამელის და შოკოლადის სოუსები, აი ისეთი მაკდონალდსის ნაყინს რომ ასხავენ

Posted by: tos-ka 14 Sep 2008, 21:17
ShadowCat
QUOTE
სოიოს სოუსი სადმე მაშოვნინეთ რა!


დოლარ სთორი-შია, რამდენიც გინდა smile.gif

Posted by: miau 15 Sep 2008, 00:35
ShadowCat
QUOTE
სოიოს სოუსი სადმე მაშოვნინეთ რა!
მეგამარკეტში და გუდვილში გამწყდარია უკვე რამდენიმე თვეა


ვაა, რაკი შენ გამოჩნდი... smile.gif
მაღარიჩში, მოდი ჩემთან და მე მოგცემ სოიოს სოუზს biggrin.gif

Posted by: Kissie 15 Sep 2008, 10:37
რამდენი პროცენტი მაქვს იმის შანსი, რომ სადმე ყაბაყი ვიპოვო?

biggrin.gif
* * *
ShadowCat

დღეს პოპულში ვნახე უუუუუამრავი სახეობის და ზომაწონის სოიოს სოუსი

არასდროს მიყიდია და გამომიყენებია, უნდა ავითვისო ისე biggrin.gif

Posted by: ShadowCat 15 Sep 2008, 22:33
Kissie
QUOTE
რამდენი პროცენტი მაქვს იმის შანსი, რომ სადმე ყაბაყი ვიპოვო?

მეგამარკეტი. 99%-იანი შანსი yes.gif

სოიოს სოუსი - რომელ პუპულში? "სიტი"-ში? smile.gif კაი ხანია არ ვყოფილვარ მაქეთ.

ხვალ მოვხვდები სავარაუდოდ მაგ დოლარსტორში და იმედია, დამხვდება smile.gif

მადლობა ყველას.

Posted by: CZ88 16 Sep 2008, 02:40
ბოდიშით ოFF-ისთვის,მარა სად დავწერო არ ვიცი და ყველას ვერ მივწერ PM-ს, იქნებ გამოომრჩეს ვინმე biggrin.gif

მოკლედ, ძალიან მომენატრეთ,ძალიან მიყვარხართ და ძალიან მენატრება ის ძველი ომამდელი ამბები sad.gif ახლა რაცხა ვერ ვაბამ თავს რომ არსენალის გარდა სხვაგან ვიაქტიურო, მგონია რომ უფლება არ მაქვს ისედაც ასე შორიდან ვიყავი იმ უბედურების დროს და ჯერ კიდევ ჩემი გვლოვა არ დამთავრებულა ჩემი ვაჟკაცი ბიჭების, ჩემმი გულადი ხალხის გამო sad.gif ხოდა არ გეგონოთ, რომ არ მახსოვხართ და ამიტომ არ ვაქტიურობ. მიყვარხართ და მეამაყებით ყველა 2kiss.gif

Posted by: Kissie 16 Sep 2008, 12:21
ShadowCat

ირგვლივ არც ერთი პოპული არ გაქვს?

..

როგორ არსებობ? biggrin.gif


კაიხო tongue.gif მე მიცკევიჩზე პოპულში ვნახე ერტი რიგი სოიოების გუშინ და შენ გამახსენდი ეგრევე 2kiss.gif


QUOTE
მეგამარკეტი. 99%-იანი შანსი

აუ მინდა, chaotic-მა ბლოგზე ისეთი რეცეპტი მომწერა, გული წამივიდა კინაღამ love.gif

სადაა ეგ?
* * *
CZ88

გუშინ ვფიქრობდი ზუსტად შენზე, სად დაიკარგა-თქო, შენი ტრაპეზების სურათები იყო, რაც მაიძულებდა ზოგ დღეებშI სამზარეულოში გასვლას biggrin.gif

Posted by: kanonika 17 Sep 2008, 00:31
CZ88
2kiss.gif


******************************************************************

Posted by: ShadowCat 17 Sep 2008, 14:06
Kissie
QUOTE
ირგვლივ არც ერთი პოპული არ გაქვს?
როგორ არსებობ?

როცა ყურის ძირში მეგამარკეტი გაქვს, პოპულს აღარ ეძებ gigi.gif
კსტატი, მეგაშიც შემოიტანეს სოიოს სოუსი. მაგრამ იმ "დოლარსტორშიც" ვიყავი და ცოტა განსკვავებულები რომაა, ისინიც ვიყიდე chups.gif
QUOTE
სადაა ეგ?

მეგალაინი იცი დიდუბეში? მეგალაინის გარეთ, "პარკინგის" "ეზოში" არის კაკრაზ yes.gif

Posted by: Ginger 18 Sep 2008, 18:00
თუ ვინმემ იცის სად იყიდება ''კუნჯუტნიე სემიჩკი''არვიცი ქართულად რა ქვია,სალათებს უშვებიან ხოლმე,ამერიკა/ევროპაში
ძალიან კარგ გემოს აძლევს სალათას ეს ''მზესუმზირა'' smile.gif

Posted by: n_j 21 Sep 2008, 21:46
QUOTE
სად შეიძლება ვიშოვო კარამელის და შოკოლადის სოუსები, აი ისეთი მაკდონალდსის ნაყინს რომ ასხავენ

არავინ იცით?

Posted by: Anie 21 Sep 2008, 22:04
QUOTE
თუ ვინმემ იცის სად იყიდება ''კუნჯუტნიე სემიჩკი''არვიცი ქართულად რა ქვია,სალათებს უშვებიან ხოლმე,ამერიკა/ევროპაში
ძალიან კარგ გემოს აძლევს სალათას ეს ''მზესუმზირა''



გუდვილში არაა? rolleyes.gif

Posted by: Raulito 22 Sep 2008, 00:10
მივდივარ უცხოეთში დიდი ხნით, მინდა წავიღო ტყემალი. სუპერმარკეტებში ბოლო დროს მომრავლდა სხვადასხვა ფირმის ტყემალი, ხომ არ გაგისინჯავთ? რომელს მირჩევთ (წითელიც და მწვანეც). მადლობა

Posted by: BadbadGirl 22 Sep 2008, 00:35
Raulito
ერთ რჩევას მოგცემ smile.gif
უცხოეთში ქლიავი უხვადაა... ამიტომ წამოიღე ტყემლის სუნელები ომბალო, ხმელი ქინძი და ა.შ. მერე იყიდე აქ ქლიავი და გააკეთე შენთვის smile.gif




Posted by: n_j 22 Sep 2008, 15:52
QUOTE
სად შეიძლება ვიშოვო კარამელის და შოკოლადის სოუსები, აი ისეთი მაკდონალდსის ნაყინს რომ ასხავენ


არავინ იცით?

მოკლედ შეგაწუხეთ მაგრამ რა ვქნა biggrin.gif

Posted by: Raulito 22 Sep 2008, 21:06
BadbadGirl

ისე ეგრეც შეიძლება, მარა ტყემალსა და ალუჩას ვიშოვი ფიჯიზე? არ ვიცი, არ ვიცი.. smile.gif

Posted by: Kakha 22 Sep 2008, 21:10
Raulito
მაგას ჯობია ვინმე ბებოს ფული მისცე, უყიდო ბაზარში ტყემალი და გააკეთებინო smile.gif

Posted by: (c)TG 22 Sep 2008, 23:25
Raulito
უიმე რად გინდა ფიჯიზე ტყემალი................ გადამრევს ეს ხალხი, ტყემლის საჭმელები აქაა tongue.gif "სარკოს" აქვს ტომატის გემრიელი საწებელები და იკითხე მაღაზიებში, იქნებ ტყემალიც ქონდეთ. მეგრული რეცეპტებით ამზადებენ

Posted by: BadbadGirl 23 Sep 2008, 17:21
Raulito
ალუჩაც და ტყემალიც ქლიავისებრთა ოჯახიდან არიან Ö=
ქლიავს კი ყველაგან იშოვი Ö=

Posted by: Breaky 25 Sep 2008, 12:45
აუ ხალხო, ვინმეს თუ შეგხვედრიათ გაყიდვაში რაღაც უუცანურესი ეგზოტიკური ხილია თუ რა ჯანდაბაა, ვერ გავიგე.
გუშინ მარჯანიშვილზე ყიდდა ერთი ქალი, თითო ცალს 2 ლარად. დიდი, ყვითელი ფანარივით რაღაც იყო და გულში
წითელი რაღაცეები ქონდა. ჩინური ბროწეული კი ეწერა ზედ, მაგრამ რომ მოვედი დავგუგლე და ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე.
არანაირი ჩინური ბროწეული ის არ იყო.
მერე გადავაქოთე მთელი ნეტი ეგზოტიკური და ტრპიკული ხელის ძებნით და მსგავს არსებას ვერ მივაგენი ვერსად.
მაგრად მაინტერესებს, რა იყო, რას ტენიდა ის ქალი ხალხს 2 ლარად lol.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Sep 2008, 13:05
Breaky
აბა აქ გადახედე, იქნებ აღმოაჩინო?
http://forum.ge/?showtopic=33832333&view=findpost&p=8970633

Posted by: Breaky 25 Sep 2008, 13:09
WOMAN IN LOVE

არააა, ნანახი მაქვს ეგ პოსტერი სულ დეტალურად და არაა. იმიტომ ვიძახი, რომ ნეტა რა გაასაღა იმ ქალმათქო biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Sep 2008, 13:46
Breaky
თუ გაასღა და, ნეტა მიხაილოვში მშვიდობაა? biggrin.gif

Posted by: Breaky 25 Sep 2008, 14:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
თუ გაასღა


იცი რამდენი ხალხი ეხვია, ერთი ქალი იმასაც ამბობდა, ამის გულისთვის იმსიშორედან გმოვედი აქო biggrin.gif

QUOTE
ნეტა მიხაილოვში მშვიდობაა?


ხო, აი დღეს არ გამივლია იქეთ და არ ვიცი. ისე, დილიდან მაგარი საცობები იყო მთელს პლეხანოვზე lol.gif

Posted by: Breaky 25 Sep 2008, 14:51
და ეს რაღაა ხალხო თუ იცით, ქართულად რა ქვია? ინგლისურად ქვია physalis და მოხსენიებულია, როგორც ხილი spy.gif
არადა ასეთი მცენარე ბლომად იყო ჩემს სოფელში, ყოველთვის შხამიანი სარეველა მეგონა და ვახმობდი და თაიგულებში
ვიყენებდი. ესენი თურმე ჭამენ biggrin.gif

Posted by: n_j 26 Sep 2008, 12:20
Breaky
ეს ჩემს სოფელსიც ბლომადაა და არავის მოსვლია აზრად შეეჭამა, მეც ასე ვიცი რომ შხამიანია rolleyes.gif

Posted by: Breaky 26 Sep 2008, 12:31
n_j

თურმე ვეკ ჟივი, ვეკ უჩის, მაგრამ მაგის ჭამას მაინც არ გავრისკავ, დაე იმათმა ჭამონ, ვინც ხილად თვლის biggrin.gif


და მაინც ის ყვითელი ფანარივით (და წითელგულიანი) ჯანდაბა რა იყო ჰა? http://forum.ge/?showtopic=33696789&view=findpost&p=10978285 გუშინ დეტალურად დავათვალიერე ეგზოტიკური ხილის 82 გვერდიანი გალერეა
რომელიღაც საიტზე და მსგავსიც კი ვერაფერი ვნახე biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Oct 2008, 14:46
Breaky
მომორდიკა (მამარდაშვილზე დავიმახსოვრე) biggrin.gif


Posted by: მონიკა 3 Oct 2008, 14:58
Breaky
QUOTE
და ეს რაღაა ხალხო თუ იცით, ქართულად რა ქვია? ინგლისურად ქვია physalis და მოხსენიებულია, როგორც ხილი
არადა ასეთი მცენარე ბლომად იყო ჩემს სოფელში, ყოველთვის შხამიანი სარეველა მეგონა და ვახმობდი და თაიგულებში
ვიყენებდი. ესენი თურმე ჭამენ

ფიზალისს ქართულად ონტკოფა ქვია, ჩვენთან ველური იზრდება და მომწკლარტო გემო აქვს, წელს ბევრი ვეცადე ჩამწიფებულიყო კარგად, მაგრამ დიდად არაფერი ეშველა. სამხრეთამერიკული გამისინჯავს, ჩვენებურს ჯობია (ალბათ კულტივირებული რომაა იმიტომ უკეთესი ჯიშია) თუმცა არც ისაა ისეთი რომ მოგენატროს.
რამდენადაც ვიცი მურაბებს და ჯემებსაც აკეთებენ.

Posted by: Breaky 3 Oct 2008, 15:01
მონიკა
QUOTE
ონტკოფა ქვია


bis.gif რამდენი ვიხსენე ეგ სიტყვა, რომ იცოდე biggrin.gif ჩვენთანაც ეგრე ეძახდნენ, მაგრამ სარეველებში მოიხსენიებოდა.

WOMAN IN LOVE
QUOTE
მომორდიკა (მამარდაშვილზე დავიმახსოვრე)


კა იდეაა, მეც ვერ ვიმახსოვრებ biggrin.gif

Posted by: SnowFlakes 9 Oct 2008, 16:50
http://en.wikipedia.org/wiki/Celery

user posted image

user posted image


ვეძებ და იყიდება სადმე?
ბაზარში და ჯერ-ჯერობით პოპულშიც ვერ აღმოვაჩინე.

გუდვილში მეგულება და ვინმემ იცით არის თუ არა?

Posted by: n_j 11 Oct 2008, 14:56
SnowFlakes
რამდენადაც ვიცი ეს არის იგივე ნიახური, უფრო სწორად მისი ღეროები,ოღონდ ეს ღეროები რომ ქონდეს მცენარე უნდა იყოს ერტ წელზე მეტის, ანუგაზაფხულზე რომ დათესავ ზამთრისთვის თბილად უნდა შეინახო მცენარე, სოფლებსი აფარებენ ცელოფანს, ხის ტოტებს, მეორე გაზაფხულზე ამოიხეტქავს მსხვილ ღეროებს და საკმაოდ დიდი იზრდება, ერთ მეტრამდე,
თბილისსი მე პირადად არ მინახავს, თუ სოფელში ვინმე გყავს, იქით უფრო შეგიზლია მოიკითხო, არ არსებობს რომ ბოსტანსი არ ედგათ

Posted by: SnowFlakes 12 Oct 2008, 17:08
n_j

აი,მეც ეგ ვიფიქრე,მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული.

დიდი მადლობა smile.gif


Posted by: didi bege 13 Oct 2008, 13:52
კაი გასუფათავებულ სახაშე მასალას სად შევიძენ ახალგაზრდებო

Posted by: n_j 13 Oct 2008, 14:55
didi bege
ბაზარში ხშირად მინახავს, მაგრამ რამდენად კაი და გასუფთავებულია ვერ გეტყვი

Posted by: masha 15 Oct 2008, 12:37

ვინმემ ხომ არ იცით ყავისფერი (გაუსუფთავებელი, ჩენჩოიანი) ბრინჯი არის თუ არა თბილისში?
* * *
QUOTE
ბაზარში და ჯერ-ჯერობით პოპულშიც ვერ აღმოვაჩინე.


ეგ ნიახურის რაღაც ჯიში უნდა იყოს.

Posted by: (c)TG 15 Oct 2008, 20:28
masha
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით ყავისფერი (გაუსუფთავებელი, ჩენჩოიანი) ბრინჯი არის თუ არა თბილისში?

არის, თითქმის ყველა დიდი სუპემარკეტში ვნახე, დაჟე ვაგზლის ბაზრობაზე smile.gif წითელი ბრინჯი, ყავისფერი, შავი და თეთრი არეული, მოკლედ ყველანაირი. ბაზრობის ზემოთ ნაწილში სადაც ასაწონი კანფეტები და ათასი რაღაცა იყიდება, ერთ-ერთ მაღაზიაში (ძირითადად სარეცხი საშუალებები, ფხვნილები, ორცხობილები და ბრჭყვიალა კანფეტებია), იქ ვნახე 2 დღის წინ

Posted by: masha 16 Oct 2008, 10:59
QUOTE
არის, თითქმის ყველა დიდი სუპემარკეტში ვნახე, დაჟე ვაგზლის ბაზრობაზე



გმადლობ, მე სადაც ვეძებე ვერსად ვნახე, აი, ბაზრობაზე კი არ გამივლია.

Posted by: მონიკა 16 Oct 2008, 14:08
didi bege
QUOTE
კაი გასუფათავებულ სახაშე მასალას სად შევიძენ ახალგაზრდებო

გუდვილში თითქმის ყოველთვის არის, დაფასოებული ხორცის ნაწარმი სადაც დევს იქ.

Posted by: MEZGVAURI 22 Oct 2008, 17:35
ხალხო კურდღელი და ქართული ღორი სად იშოვება ხომ არ იცით>? ამ ბრაზილიური ღორების დედაც რა
boli.gif
help.gif

Posted by: amadeus 24 Oct 2008, 22:12
MEZGVAURI
მარჯანიშვილზე ტორტები რომ იყიდება იქაა პატარა საყასბო ქართული ღორის ხორცი აქვთ ვეჩნათ

14 GEL კგ.

Posted by: zgarbi 29 Oct 2008, 09:22
მაინტერესებს სადმე არის აზიური ქვეყნებიდან სუნელები?

Posted by: LuciDiTy 30 Oct 2008, 11:20
პროდუქტი არ არის, მაგრამ მწვადებს აქაური იუზერები ალბათ ხშირად წვავთ, და შეშას სად ყიდულობთ თბილისში? ან რაიმე ისეთი სერვისი თუ არის, რომ სახლში მოიტანონ შეშა? smile.gif

Posted by: rtuli 30 Oct 2008, 18:52
zgarbi
QUOTE
მაინტერესებს სადმე არის აზიური ქვეყნებიდან სუნელები?

ვიცი რომ ვაგზალზე პასაჟში სადაც ნამცხვრები იყიდება ,კუთხეში სუნელებს ყიდიან და ძალიან დიდი არჩევანიაქვთ


LuciDiTy
QUOTE
შეშას სად ყიდულობთ თბილისში

მე სოფლიდან მომაქვს,მაგრამ სუპერმარკეტებში მეშოკებით ნაკვერჩხალი იყიდება

Posted by: LuciDiTy 31 Oct 2008, 10:21
rtuli
QUOTE
მე სოფლიდან მომაქვს,მაგრამ სუპერმარკეტებში მეშოკებით ნაკვერჩხალი იყიდება

მადლობა, ოღონდ მე რამდენადაც ამიხსნენს, ეგ ნაკვერჩხლები ბუხრისთვის არ გამოდგებაო, გრილისთვის არის მხოლოდო!

შეშააააააა! help.gif თორემ დავრჩი უმწვადოთ!

Posted by: მონიკა 31 Oct 2008, 11:03
LuciDiTy
QUOTE
ეგ ნაკვერჩხლები ბუხრისთვის არ გამოდგებაო

გააჩნია კონკრეტულ შემთხვევაში ბუხარს რა მიზნით იყენებ გასათბობად თუ მწვადის შესაწვავად smile.gif

Posted by: rinow519 3 Nov 2008, 08:12
მწვადის შესაწვავად აუცილებლად საჭიროა ფოთლოვანი ჯიშის(წიფელა,რცხილა და სხვა)შეშა.

Posted by: MEZGVAURI 3 Nov 2008, 16:39
amadeus
QUOTE
მარჯანიშვილზე ტორტები რომ იყიდება იქაა პატარა საყასბო ქართული ღორის ხორცი აქვთ ვეჩნათ

14 GEL კგ.

დიდი მადლობა, გაიხარე რავაც გამახარე, თორე მჭვადს ვეღარ ვჭამ ამ საძაგელი ბრაზილიელი ღორების გადამკიდე

Posted by: amadeus 3 Nov 2008, 16:56
rinow519
ფოთლოვანია ბალიც და შეწვი ბლის შეშით biggrin.gif

ან ლეღვის biggrin.gif

MEZGVAURI

wink.gif

Posted by: n_j 7 Nov 2008, 16:56
თბილისში როზმარინს სად ვიშოვი? უკეთესია ცოცხალი ანუ ნედლი, მწვანე ტოტი

Posted by: pipa 7 Nov 2008, 17:08



QUOTE
თბილისში როზმარინს სად ვიშოვი? უკეთესია ცოცხალი ანუ ნედლი, მწვანე ტოტი


ბაზარში ყოფილა, პირდაპირ როზმარინის სახელით იკითხეთ მწვანილებში

имбирь-ი სად იშოვება?

Posted by: (c)TG 7 Nov 2008, 17:11
pipa
QUOTE
имбирь-ი სად იშოვება?

დაფქვილი და ქაღალდის შეფუთვით ვაგზალზე სუნელებში და ნედლი უფრო სწორედ გაყინული - პოპულში კოლმეურნეობაზე

Posted by: Breaky 8 Nov 2008, 16:56
ე.ი. დღეს ჩემმა სუნელების კაცმა და მისმა შვილმა სულ დაწვრილებით გამომკითხეს, ინტერნეტში, სად გაგვითქვი სახელიო? biggrin.gif
ეეეო, იმ ბიჭმა, მობილურიდან ფორუმ.გე-ზე ვერ შევდივარო მეო.
მერე სულ მადლობები მიხადეს და კაი დიდი სკიდკით გამომატანეს სუნელები givi.gif

კინაღამ წამომცდა მათთან ფრაზა "ბრეიკის სუნელების კაცი" lol.gif დროზე დავაჭირე ენას კბილი.

Posted by: Johnnie Walker 12 Nov 2008, 20:18
ხალხო, ნარშერაბი (კონცენტრირებული ბროწეულის წვენი, დაბეჭდილი, პატარა ბოთლებში) ხომ არ შეგხვედრიათ სადმე, სად იყიდება, ვერ მიმასწავლით?

Posted by: Peppi 13 Nov 2008, 01:41
ქოქოსის რძე იყიდება თბილისში? თუ კი - სად?


Posted by: nanana 13 Nov 2008, 01:56
Peppi
პოპულში ვნახე ერთი თვის წინ. საბურთალოზე

Posted by: masha 13 Nov 2008, 10:19
QUOTE
ნარშერაბი (კონცენტრირებული ბროწეულის წვენი, დაბეჭდილი, პატარა ბოთლებში) ხომ არ შეგხვედრიათ სადმე, სად იყიდება, ვერ მიმასწავლით?


აზერბაიჯანის გამოშვება ვნახე ადრე ბაზრობაზე.

Posted by: Peppi 14 Nov 2008, 12:29
nanana
QUOTE
პოპულში ვნახე ერთი თვის წინ. საბურთალოზე

დიდი, მადლობა, გაიხარე smile.gif

Posted by: DOLPHIN 19 Nov 2008, 15:48
ცოცხლად შენახული ალუბალი იყიდება სადმე?

user posted image

Posted by: DOLPHIN 21 Nov 2008, 11:18
ნეუჟელი აქ არავინ შემოდის?!
http://smiles.rc-mir.com/smile.15402.html

Posted by: pipa 21 Nov 2008, 12:23
DOLPHIN

ცოცხლად არა, მაგრამ გაყინული არის გუდვილში და ღვეზელში მიხმარია, საკმაოდ კარგია

Posted by: Anie 21 Nov 2008, 12:27
QUOTE
ცოცხლად შენახული ალუბალი იყიდება სადმე?


მარწყვი კი
და ალუბალი no.gif


QUOTE
ცოცხლად არა, მაგრამ გაყინული არის გუდვილში და ღვეზელში მიხმარია, საკმაოდ კარგია


კექსში არაჩვეულებრივია

Posted by: DOLPHIN 21 Nov 2008, 12:54
pipa
Anie
QUOTE
ცოცხლად არა, მაგრამ გაყინული არის გუდვილში და ღვეზელში მიხმარია, საკმაოდ კარგია

ისე არ იჭმევა? მეგობარს ჭირს ფეხმძიმის "ლომკა" და შავღონდით მისი ქმარი და მე. biggrin.gif

Posted by: pipa 21 Nov 2008, 13:04
QUOTE
ისე არ იჭმევა? მეგობარს ჭირს ფეხმძიმის "ლომკა" და შავღონდით მისი ქმარი და მე


გაალღვოს, მოაყაროს შაქარი და მიირთვას, ლომკას მოუხსნის. მაგრამ თერმოდამუშავების გარეშე, მაცივრის სპეციფიური გემო დაკრავს

Posted by: A L A B A M A 21 Nov 2008, 18:47
ძვირფასო კულინარებო თუ იცით ქართული ზეთი "მზიური" სად იყიდება? და თუ გაგისინჯავთ ვინმეს?
ყოველ წუთს მაგის რეკლამაა.

Posted by: Ninuka82 29 Nov 2008, 00:46


ხალხო, მაკი და ვასაბი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: Angelopulosi 1 Dec 2008, 14:47
Ninuka82
მაკი არ ვიცი, მაგრამ ვასაბი ლემონგრასში აქვთ, სააკაძეზე.

Posted by: რუსთაველი 15 Dec 2008, 20:54
ხინკალი მინდა და გასვლა მეზარება. ელ დეპოს გარდა სხვაგან სად შეიძლება შევუკვეთო ხომ არ იცით? სახლში მოტანით

ხო.. "შემოიხედე გენაცვალე" - ამათი ხინკალი მომწონს და.. აქვთ შეკვეთა მიტანით თუ იცით?

სწრაფად რა.. ძალიან მინდა.. smile.gif

Posted by: rtuli 15 Dec 2008, 21:05
რუსთაველი
QUOTE
ხინკალი მინდა და გასვლა მეზარება. ელ დეპოს გარდა სხვაგან სად შეიძლება შევუკვეთო ხომ არ იცით? სახლში მოტანით

ხო.. "შემოიხედე გენაცვალე" - ამათი ხინკალი მომწონს და.. აქვთ შეკვეთა მიტანით თუ იცით?



აქ ხინკალს ჩვენ თვითონ ვიმზადებთ biggrin.gif .

პ.ს. 09 დარეკე და გეტყვიან ყველაფერს

Posted by: რუსთაველი 15 Dec 2008, 21:51
rtuli

შენი გამზადებული არ გამვარდეს პირიდან.. lol.gif


ელ დეპოში დავრეკე და.. 20 ხინკალი მინდა მეთქი.. ხოდა, მინიმუმი 40 - იო lol.gif



ღორი კი არა ვარ.. lol.gif

Posted by: rtuli 16 Dec 2008, 13:48
რუსთაველი
QUOTE
შენი გამზადებული არ გამვარდეს პირიდან.. 

გიპასუხებდი ახა მე შენ,მაგრამ თავს შევიკავებ biggrin.gif .




პ.ს. ძალიან მეგობრობ იუმორთან გატყობ

Posted by: რუსთაველი 17 Dec 2008, 00:42
rtuli
QUOTE
ძალიან მეგობრობ იუმორთან გატყობ


ვცდილობ.. არ გამომდის? smile.gif

QUOTE
გიპასუხებდი ახა მე შენ,მაგრამ თავს შევიკავებ


ხუმრობა არ მწყინს, თუ ხუმრობის ფარგლებს არ გადასცდება.. smile.gif

Posted by: Johnnie Walker 27 Dec 2008, 22:16
ხალხო, მადლი გაიღეთ, მიმასწავლეთ, სად შეიძლება კარგი ღორის თავი და ფეხები ვიყიდო....

Posted by: shtori 27 Dec 2008, 22:28
ასათქვეფი ნაღები, მაგარი როა მარგარინივით, რკინის ქილებში, სად შეიძლება ვიყიდო? თუ ყველგან იყიდება მაგ: ვაგზლის ტერიტორიაზე?

Posted by: rtuli 28 Dec 2008, 21:17
shtori
QUOTE
ასათქვეფი ნაღები

ვალიოს ნაღებს ვხმარობ ძალიან კარგია მაგრამ,
QUOTE
მაგარი როა მარგარინივით, რკინის ქილებში

აი ეს პირველად მესმის მართლა rolleyes.gif

Posted by: shtori 29 Dec 2008, 00:19
rtuli
QUOTE
ვალიოს ნაღებს ვხმარობ ძალიან კარგია

ეს ფხვნილია ხო, თუ?
ფხვნილისგან თხლი კრემი გამოდისო და მაგიტომ არ მინდა
QUOTE
მაგარი როა მარგარინივით, რკინის ქილებში

გამომიგზავნეს ადრე. აქ არ ვიცი იყიდება თუ არა. რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებდა. როგორც სგუშონი ისეთ ქილებშია, მარგარინს სიმკვრივით წააგავს, მაგრამ ეს ჰაეროვანია რაღაცნაირი და სურნელოვანია. უშაქროა, უნდა აითქვიფოს

Posted by: shtori 30 Dec 2008, 00:44
ვეძებე ვეძება, მარა ვერ ვიპოვე. ხოდაა მეც "ვალიო" ვიყიდე smile.gif იმედია კარგი გამომივა

Posted by: karaoke 30 Dec 2008, 10:34
ახლა ერთ რამეს დავწერ და არავინ თქვათ მშურსო....
ათენში ღორის ხორცი ღირდა 5.65 ევრო კილო. საქონლის ხორცი კი 6.5 ევრო კილო. გოჭები ცოტა ძვირი იყო 9 ევრო ღირდა.
ეტყობა საქართველო მილიონრების ქვეყანაა. ყველაფერი ძვირია.
ცოტა ფული გავუგზვანე ჩემებს და ვფიქრობ მშივერები არ დარჩენ ახალწელს. მე აქაური ფასებით გავთვალე და თურმე ანგარიშში შემეშალა.

Posted by: KillBill 2 Jan 2009, 02:53
ნიკორას პროდუქტები კარგია. ძეხვეულში მეტი ხორცია ვიდრე სხვებში მგონი...

Posted by: Taro 14 Jan 2009, 04:53
აუ ადრე ''ვაკესს'' ქარხანაში ვყიდულობდი ხოლმე სოსისებს ყველით და ხომ არ იცით რომელ მაღაზიაში შეიძლება იყოს?პოპულში არ აქვთ

Posted by: aka707 14 Jan 2009, 19:44
გამარჯობათ ყველას... ვერ ვნახე შესაბამისი თემა და გადავწყვიტე აქ დამეწერა...
მჭირდება ინსტრუქცია მიროტალღური ღუმელისთვის...
მოდელი: KENWOOD Microwave oven with grill MW877

Posted by: pipa 15 Jan 2009, 17:08
საფუარი, ოღონდ შეკვრაში რომ იყიდება ეგეთი კია არა, არამედ свежие дрожжи იყიდება ჩვენთან სადმე?

Posted by: rtuli 15 Jan 2009, 20:52
pipa
QUOTE
არამედ свежие дрожжи იყიდება ჩვენთან სადმე?

იყიდება,თურქები ამზადებენ და საცხობებიც მაგ საფუარს იყენებენ.

,,pakmaya,,დაწნეხილი საფუარი.მაღაზიებში მინახავს და ვაგზალზეც,პასაჯის გარეთა მაღაზიებშია.

Posted by: niki_ niki 15 Jan 2009, 23:30
Taro

ქარხანაში არ ვიცი, მაგრამ მაღაზიაში თუ რამე ვიყიდე ივერიის წარმოების არ ვარგოდა no.gif

რუსთაველი

მერე არ გრცხვენია?! ერთად გავაკეთოდ biggrin.gif ერთობლიური ძალებით rtuli -ს რეცეპთით

2kiss.gif

Posted by: pipa 16 Jan 2009, 11:31
QUOTE
,,pakmaya,,დაწნეხილი საფუარი.მაღაზიებში მინახავს და ვაგზალზეც,პასაჯის გარეთა მაღაზიებშია


უღრმესი მადლობა, მომიწევს ვაზგალზე მისვლა

Posted by: Taro 17 Jan 2009, 01:29
QUOTE
ქარხანაში არ ვიცი, მაგრამ მაღაზიაში თუ რამე ვიყიდე ივერიის წარმოების არ ვარგოდა


ივერიის არა, ვაკის.
რძიანი ვაკის არც მე არ დამევასა მე ყველის მომეწონა(სულგუნით)

ისე ნიკორას ვყიდულობ ხოლმე, სპეცს ან ივერიას ან რძიანს(სამივე ძალიან გემრიელია და იაფი(12,11,8 ლარი))

Posted by: refraqtori 17 Jan 2009, 02:15
ჩემი უცხოელი მეგობარი "პროსა" ბურღულს ეძებს, არ ვიცი ეს რაა და სად იყიდება. იქნებ ვინმემ იცით და მირჩიოთ.ჰერკულესი არაა,არც შვრია და არც ქერი,რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.არა და, ძალიან ჭირდება,დიეტა აქვს ასეთი.

Posted by: rtuli 17 Jan 2009, 11:07
refraqtori
QUOTE
"პროსა" ბურღულს ეძებს


ბურღულია ნამდვილად და რუსულადაც ,,პროსო,, ქვია.მძიმე ბურღულია მაგრამ,ძალიან სასარგებლოა.ხელს უწყობს დამტვრეული,დაზიანებული ძვლების და რბილი ქსოვილების აღდგენას.
მოიკითხე სუპერმარკეთებში ,უნდა იყოს ,,просо,,.

Posted by: Taro 17 Jan 2009, 18:06
rtuli


ბრატ,შენ გეცოდინება ვაკის ყველიანი სოსისი სად ვიყიდო,პოპულში არ აქვთ baby.gif

Posted by: refraqtori 18 Jan 2009, 23:16
QUOTE
მოიკითხე სუპერმარკეთებში ,უნდა იყოს ,,просо,,.

rtuli, მადლობთ, მაგრამ ვაკის, მთაწმინდის, სოლოლაკის სუპერმარკეტებში არაა. არც გუდვილში ყოფილა და არც კოლმეურნეობის მოედნის პოპულში. იმიტომაც ვკითხულობ, რომ ვერსად შოულობს.იქნებ ვინმემ იცით?

Posted by: tavadze 19 Jan 2009, 14:38
ესე იგი, იქნებ რჩევებში აჯობებდა ამის დაწერა, მაგრამ პროდუქტების საძიებელი აქაა და ამიტომ დავწერ. ყველა გირჩევთ, ეძებეთ "ელკანას" პროდუქცია. ეგენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მუშაობენ და სხვადასხვა რეგიონებში თავისი ბიომეურნეობები აქვთ. შესაბამისად, პროდუქციაც ნატურალურ პროდუქტებზე მზადდება და კარგია. ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ნაწარმზე მუშაობენ - მწნილები, მურაბები, ტომატ-პასტები, ჩაი, თაფლი, ზეთი, ღვინო, ფქვილეული... თან, ეგენი მივიწყებული ქართული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღდგენაზეც მუშაობენ და მათი საქმიანობა ამ მხრივ სულ მთლად უნიკალური და საშვილიშვილოა. ამასთან, ცდილობენ, რეგიონებში, ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების ხარჯზე შექმნან პროდუქცია, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ხალხის დასაქმებას და ესეც დიდი საქმეა.
დამავიწყდა, მაგათი გამოფენა-გაყიდვის შესახებ მეცნობებინა - 29 დეკემბერს ჰქონდათ. კარაველები ვიყავით და ძალიან კმაყოფილი და გაოცებული დავრჩი, იმდენად კარგი რამეები ვიხილე. თანაც - უცხო. მაგალითად, იქ გავსინჯე ძაძა და ცულისპირა - ორივე უკვე ლამის გადაშენებული ქართული კულტურაა და ჩვენი წინაპრებისთვის ეგ იყო "ლობიო", ვიდრე იმას შემოიტანდნენ ევროპაში. ცულისპირა ისე მომეწონა, რაჭველებს ვურჩევ, ლობიანები მაგაზე გადააწყონ კი არა და გადააცხონ - უფრო გემრიელი გამოვა. ჩაი, თაფლი და საფერავი ფქონდათ გადასარევი. მე შევიძინე პამიდვრის და ყვავილოვანი კომბოსტოს (ამ კულტურისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქე იცით biggrin.gif ) მწნილები შევიძინე და ისეთი გემრიელობა იყო, ლამის ერთ ჯერზე შემომეჭამა. მაგათი პროდუქცია პოპულში იყიდება და სხვაგან - ზუსტად არ ვიცი, თუმცა სათაო ოფისშიც ჰყიდიან (დელისის ზევით, გაზაფხულის ქუჩაზე). მალე ინტერნეტ-მაღაზიასაც აკეთებენ - ბეღელი. აქაც დევს მაგგვარი ბანერი, მაგრამ ეგ მაგათია თუ - რესტორნის, არ ვიცი, არ მინახავს.
გირჩევთ, მაგათ პროდუქციაზე გადაერთოთ - არ წააგებთ.

Posted by: pipa 20 Jan 2009, 14:30
tavadze

QUOTE
ეძებეთ "ელკანას" პროდუქცია

ადრე მოჰქონდათ ჩვენს სამსახურში კარტოფილი ჯავახეთიდან, 2 წელია არ შეგვხმიანებიან

Posted by: refraqtori 20 Jan 2009, 23:02
QUOTE
მაგალითად, იქ გავსინჯე ძაძა და ცულისპირა - ორივე უკვე ლამის გადაშენებული ქართული კულტურაა და ჩვენი წინაპრებისთვის ეგ იყო "ლობიო",

ძაძა იგივე სოიოა. ადრე ზემო იმერეთშიც თესავდნენ.
არავინ მპასუხობს "პროსაზე", ალბათ მართლაც არ შემოდის საქართველოში ups.gif

Posted by: didi bege 20 Jan 2009, 23:53
საკვებში არ გადის , მარა იქნებ დამეხმაროთ, ფოლგა სად ვიყიდო ვერ მივაგენი ვერსად

Posted by: rtuli 21 Jan 2009, 00:09
refraqtori
QUOTE
არავინ მპასუხობს "პროსაზე", ალბათ მართლაც არ შემოდის საქართველოში 

მე მართლა ვიკითხე სადაც მეგულებოდა ,მაგრამ არშემოაქვთო პროსო. no.gif

didi bege
QUOTE
ფოლგა სად ვიყიდო ვერ მივაგენი ვერსად

მე ვაგზალზე ვყიდულობ ,,პასაჯის,,უკან, ტანსაცმლის ბაზრობის შიგნით, მარჯვენა მხარეს.

Posted by: nin75 21 Jan 2009, 00:21
didi bege
ფოლგა ვნახე და ვიყიდე დოლარ სთორ-ში და გუშინ ვნახე ჯორჯიტაში - რამოდენიმენაირი იყო და ფასიც დოლარ სთორისნაირი მინდა გითხრა
ჯორჯიტა არის წერეთელზე, გამოფენას რომ გასცდები ტაოპრივატბანკთან არის შესახვევი არის დიდი პარკინგი (რაც ძალიან მომეწონა) და იქაა ჯორჯიტაც
ხოლო დოლარ სთორი დიღომში დაიკეტა და დარჩა სადგურზე მხოლოდ - პანდას უკან ეზოში

Posted by: tavadze 22 Jan 2009, 02:06
pipa
QUOTE
ადრე მოჰქონდათ ჩვენს სამსახურში კარტოფილი ჯავახეთიდან, 2 წელია არ შეგვხმიანებიან

თქვენ შეეხმიანეთ. biggrin.gif
refraqtori
QUOTE
ძაძა იგივე სოიოა. ადრე ზემო იმერეთშიც თესავდნენ.

სოიოს ძაძას გურიაშიც ეძახიან აქა-იქ, მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვა კულტურაა. გარდა იმისა, რომ მარცვლოვანია, სოიოსთან არაფერი აკავშირებს.
* * *
nin75
QUOTE
ჯორჯიტა არის წერეთელზე, გამოფენას რომ გასცდები

ჯორჯიტა მარჯანიშვილის თეატრთანაც არ არის? თუ რა ჰქვია იმ სუპერმარკეტს?

Posted by: Maykuna 22 Jan 2009, 09:33
ხალხო ორი კითხვა მაქვს სად ვიყიდო პერგამენტის ქაღალდი რომელიც ნამცხვრის ფორმაში იდება, საკანცელარიოში ვნახე ფალიაშვილზე A4 ზომის ქონდათ და არ ვიყიდე მე მგონი რულონი ჯობია და მეორე, სოიოს სოუსი რომელიც "დოლარ სთორში" იყიდება თუ გაგისინჯიათ, ღირს ყიდვა?
* * *
QUOTE
ფოლგა სად ვიყიდო ვერ მივაგენი ვერსად

ფოლგას ყიდიან გარდა დოლარ სთორისა რომელიც პანდის ეზოშია ასევე ამ ეზოში არის კიდევ ოპტოვიკი - პარკების, ბამბუკის ჩხირების, ერთჯერადი ჭურჭელის,ცელოფნების და ფოლგების მაღაზია სადაც ფოლგები და შესახვევი ცელოფნები იყიდება სიგრძის და სისქის მიხედვით მაგ. ფოლგის ფასი იწყება 2 ლარიდან

Posted by: pipa 22 Jan 2009, 11:03
QUOTE
პერგამენტის ქაღალდი რომელიც ნამცხვრის ფორმაში იდება,


გუდვილშია რულონებით, 200 მეტრიანები და სხვა ზომისაც

Posted by: n_j 22 Jan 2009, 11:05
Maykuna
QUOTE
სად ვიყიდო პერგამენტის ქაღალდი რომელიც ნამცხვრის ფორმაში იდება,

ეს ვნახე ჯორჯიტაში, რულონი ღირდა 8 ლარი და ცოტა მეტი, რ მახსოვს ზუსტად, მაგრამ კარგი ქაღალდი ჩანდა

ისე მე როცა არ მაქვს სპეციალური ქაღალდი, ვხმარობ ქსეროქსის ქაღალდს და რავიცი, ცუდი არ არის

Posted by: Maykuna 23 Jan 2009, 20:10
QUOTE
სოიოს სოუსი რომელიც "დოლარ სთორში" იყიდება თუ გაგისინჯიათ, ღირს ყიდვა?

ამაზეც მიპასუხეთ რა ასე მგონია მანდ საკვები პროდუქტების ყიდვა საერთოდ არ შეიძლება საპნებს კი ვყიდულობ

Posted by: nin75 23 Jan 2009, 20:18
Maykuna

იგივე სოიოს სოუსი რაც დოლარ სთორში ვნახე იგივე იყიდებოდა გუდვილში - იაფად იყო გუდვილში ოღონდsmile.gif

ვიყიდე ბრაუნების ფხვნილი (ნამცხვრის) აქ დავდე ბიზნეს ლანჩში შეგიძლია ნახო - ძალიან გემრიელია smile.gif

საერთოდ რაც იყიდება საკვები პროდუქტები - აუცილებლად ვადებს დააკვირდი

პ.ს. რა კულინარიის თემაა მაგრამ სარეცხი ფხვნილი რომელიც მანდ იყიდება აქაურ არიელს და სხვა ყველა დანარჩენს ნამდვილად სჯობს - ჩემმა დამ გარისკა და ძალიან აქებს - ასევე აბაზანის და სამზარეულოს სახეხ-საპრიალებელი საშუალებები

Posted by: Maykuna 23 Jan 2009, 20:53



რაც იყიდება საკვები პროდუქტები - აუცილებლად ვადებს დააკვირდი[/quote]
yes.gif

Posted by: miau 28 Jan 2009, 01:35
Maykuna
QUOTE
ამაზეც მიპასუხეთ რა ასე მგონია მანდ საკვები პროდუქტების ყიდვა საერთოდ არ შეიძლება საპნებს კი ვყიდულობ

nin75 -ს აზრს ვიზიარებ, ვადებს დააკვირდი, გარდა ამისა, მანდ იყიდება ხოლმე ლიმონის და ლაიმას წვენი და ძალიან კარგია, ასევე ვყიდულობ სოიოს სოუსს, მიყიდია მოლუსკების კონსერვი, რაღაც შპროტსა გავს biggrin.gif
რა ვიცი, ღირს.. smile.gif
საპნები ძალიან მომწონს, ასევე თმის ნიღაბი ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იყიდებოდა ძალიანკარგი გამათეთრებელი, რომელიც წუთში გაქრა. smile.gif

Posted by: nin75 28 Jan 2009, 01:41
miau
QUOTE
რომელიც წუთში გაქრა


როგორც გაქრა ჯორჯიტაში კუსკუსი smile.gif
ვიკითხე სად დევს ვეღარ ვპოულობთქო smile.gif
კონსულტანტმა ღიმილით მითხრა
ვიღაც მოვიდა და რაც იყო დარჩენილი 5-6 კოლოფი სულ იყიდაო smile.gif
იყიდიდდა აბა რა - გუდვილში 15 ლარი ღირს და ჯორჯიტაში 5 ლარი ღირდა smile.gif

ასე რომ არ მიკვირს არაფერი


Posted by: n_j 28 Jan 2009, 12:16
nin75
QUOTE
იყიდიდდა აბა რა - გუდვილში 15 ლარი ღირს და ჯორჯიტაში 5 ლარი ღირდა

მე ჯორჯიტაში კუსკუსი 1.80 ლარადაც მიყიდია, იყო ასეთი მშვენიერი დროც yes.gif
თუმცა რაღაც ვერ დავამუღამე ეს კუსკუსი, საჩემო არ არის


გუშინ კიდევ ვნახე ისეტი უცხო ხილი როგორიცაა კუმკვატები, რამბუტანი, კარამბოლა და ფიზალისი

Posted by: nin75 28 Jan 2009, 17:20
n_j
QUOTE
მე ჯორჯიტაში კუსკუსი 1.80 ლარადაც მიყიდია, იყო ასეთი მშვენიერი დროც


არ მიკვირს იცი...

ჯორჯიტაში სექტემბრის ბოლოს ბათუმში ვიყავი (თბილისის ჯორჯიტაში წინა კვირას ვიყავი პირველად smile.gif ) და რასაც იქ ვყიდულობდი მთელი 3 კვირის განმავლობაში (დავიზეპირე ლამის ფასები smile.gif ) და შემდეგ იგივე აქ რომ შევადარე ძალიან გამიკვირდა.. საკმაოდ მომატებულია ფასები

კუსკუსი გემრიელია ორთქლზე მოხარშული ყველანაირი დანამატების გარეშე - ანუ ბევრი ამზადებს შემდეგნაირად - ხარშავენ რამე ხორცის ნახარშში.. მე მიყვარს ორთქლზე მოხარშული (ოღონდ ყვითელი კუსკუსი) გარნირად ძალიან კარგია ყველაფერთან მიდის - მე მიყვარს ყველთან ერთად, თუმცა საფრანგეთში როდესაც ვსწავლობდი და ვერაფერი ჩემი მოსაწონი არ იყო სამზარეულოში - კუსკუსი - მაიონეზი და კეტჩუპი და ყველი- ამას მივირთმევდი მთელი თვენახევარი smile.gif

Posted by: nini_blini 29 Jan 2009, 22:30
ვაა ეს ჯორჯოტა რაღაც ჯადოსნური მაღაზია წარმომიდგენია თქვენი პოსტების შემყურე biggrin.gif ნეტა რამე დამჭირდეს რომ წავიდე და მეც ვნახო ერთი რა არის ან სად არის biggrin.gif

და აი კითხვაც: ბრინჯის ძმარი გაგიგიათ? ხომ არ იცით სად ვიშოვო და ჯორჯიტაში ხო არაა შემთხვევით და ნეტა რა ღირს მიახლოებით??

chups.gif

Posted by: n_j 30 Jan 2009, 12:58
nini_blini
ჯორჯიტაში არ არის რამდენადაც მახსოვს, ბევრნაირი ძმარია და დავათვალიერე კარგად, ბრინჯის არ იყო

Posted by: POMPADOUR MADAM DE 31 Jan 2009, 00:01
nini_blini
შეიძლება იყოს ან დოლარ-ში ან გუდვილში
ჩინელებს თუ აქვთ რამე მაღაზია პროდუქტების შეიძლება იქ იყოს

Posted by: nini_blini 31 Jan 2009, 01:14
მადლობა ინფოსთვის tongue.gif თურმე სუშის ბრინჯს უნდა რომ შეკრას და ისეთი უცნაური გახდეს რეზინასავით და გეგმაში მაქვს მისი გაკეტება და მერე შეყვარებულთან მარიაჟობა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: miau 31 Jan 2009, 01:21
nini_blini
QUOTE
და აი კითხვაც: ბრინჯის ძმარი გაგიგიათ? ხომ არ იცით სად ვიშოვო და ჯორჯიტაში ხო არაა შემთხვევით და ნეტა რა ღირს მიახლოებით??


დოლარსტორი შეგიძლია გამორიცხო, იქ დანამდვილებით ვიცი, რომ არ არის. smile.gif

თუ სადმე გადააწყდი, ჩვენც შეგვატყობინე. wink.gif

Posted by: citizen of georgia 31 Jan 2009, 13:30
რავი, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო არის ვაშლის ძმარი. თან გახდომას უწყობს ხელს... ბულგარული ან გერმანული ნახეთ. უკიდურეს შემთხვევაში თურქული. ქართული საერთოდ არ ვარგა sad.gif

Posted by: Bivrili 5 Feb 2009, 18:39
იქნებ ვინმემ მითხრას კურაგა რა არის და სად შეიძლება რომ ვიყიდო?...


Posted by: Breaky 5 Feb 2009, 18:58
Bivrili

კურაგა არის გარგარის ჩირი და იყიდება ბაზარში იქ, სადაც სხვა ჩირებსაც ყიდიან ხოლმე.
მარკეტებშიც შემხვედრია დაფასოებული.

Posted by: POMPADOUR MADAM DE 5 Feb 2009, 19:49
ნუ ესეიგი
ჯორჯიტაში ვიყავი წინა კვირას
ის პროფესიონალური არაჟანი ანუ ნაღებია გემოთი რა
იყო სადღაც 30-40 შეკვრა
მივედი დღეს
მინდოდა მეყიდა
ა ღ ა რ არის!!!!


Posted by: rtuli 5 Feb 2009, 20:15
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ა ღ ა რ არის!!!!

lol.gif

აბა შენ რა გეგონა,აქ რომ გავარეკლამეთ,რა მოუვიდოდა biggrin.gif


პ.ს. არა რა ,მართლა კარგი იყო ეს არაჯანი up.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 5 Feb 2009, 20:21
rtuli

აბაა
თან რა გემრიელი
დედაჩემი რომელიც ნაღებს ვერ იტანს
ეს მოეწონა
და სოუზიც კი გააკეთა რაღაც კერძისთვის ბლენდერით lol.gif
და დღეს მითხრა წამოდი ვიყიდოთო და
სადაა...ფაფუუუუ

იყო კიდევ ეგეთივე პროფესიონალური არაჟანი მაგრამ იმის ნახევარი და 6.80 ღირდა...... და არ ვიყიდე.......

Posted by: n_j 6 Feb 2009, 13:13
POMPADOUR MADAM DE
აუ, მე ვაპირებდი მაგის საყიდლად წასვლას!
ნეტა აღარ შემოიტანენ?

Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Feb 2009, 13:27
n_j

არის ხომ ვთქვი იგივე პროფესიონალური არაჟანი ოღონდ პატარაა და თან ძვირი ღირს
ანუ ის იყო ჩვეულებრივი 1 ლიტრიანი ქაღალდის და 2 ლარი ღირდა
და ეს იქნება 500-400 გრ/ ანუ იმ 1 ლიტრიანიც ნახევარი და 6 და რაღაცა ღირდა

ვიკითხე და ჯერ ახალ პროდუქციას არ ველოდებითო...

Posted by: Bivrili 6 Feb 2009, 13:27


Breaky


user posted image


მადლობა...
გაიხარე...

Posted by: Taro 13 Feb 2009, 11:02
ფლიზ მითხარით რა ვაკის ყველიანი სოსისები სად შეიძლება ვიყიდო

მარტო ქარხანაში ვნახე და რა წამიყვანს იქ

Posted by: iza 23 Feb 2009, 10:39
ხალხო, ამიხსენით არტიშოკი რა არის და სად უნდა ვიყიდო??? rolleyes.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 23 Feb 2009, 13:46
iza

ესაა შეიძლება პოპულში ან გუდვილში იყოს ზუსტად ვერ გეტყვი არ შემიმჩნევია

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%80%D1%82%D0%B8%D1%88%D0%BE%D0%BA

Posted by: pipa 23 Feb 2009, 13:49
iza
QUOTE
ხალხო, ამიხსენით არტიშოკი რა არის და სად უნდა ვიყიდო???

დამწნილებული იყიდება გუდვილში

Posted by: ekuna1 13 Mar 2009, 11:05
როგორ შეაფასებდით ქართულ ზეთს - "მზიური"?

Posted by: guro789 13 Mar 2009, 11:29
QUOTE
ნიკორას კანჭი და ნეკნები უფუფ რა მაგარია?



მართალია ძაან მაგარია,
მაგრამ იქნებ ვინმე რეცეპტების კარგი
საიტი მასწავლოთ რომ მეუღლეს ამოვუბეჭდო და გემრიელი
ახალ-ახალი საჭმელები გმიკეთოს!!

Posted by: SHARIANI 17 Mar 2009, 01:55
Taro
QUOTE
ფლიზ მითხარით რა ვაკის ყველიანი სოსისები სად შეიძლება ვიყიდო

მარტო ქარხანაში ვნახე და რა წამიყვანს იქ

მოგიწევს biggrin.gif

Posted by: Taro 17 Mar 2009, 21:25
guro789
QUOTE
იქნებ ვინმე რეცეპტების კარგი საიტი მასწავლოთ რომ მეუღლეს ამოვუბეჭდო და გემრიელი ახალ-ახალი საჭმელები გმიკეთოს!!  


http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695387
http://cook.boom.ge
http://www.meals.ru/
http://allcooking.ru/
http://www.cucinaitaliana.ru/

Posted by: kukuruku 25 Mar 2009, 17:07
გადავატრიალე მთელი ფორუმის კულინარია და ენისგან დამზადებული კერძები ვერ ვიპოვე.
თუა სადმე და მე ვერ ვოპოვე,დამილინკეთ.
გმადლობთ .

Posted by: Frankens†ein 26 Mar 2009, 11:45
თქვენი დახმარება მინდა smile.gif

რამდენიმე დღის წინ ვიყავი მესხეთში, ადიგენში...

სუფრაზე მოიტანეს რაღაც ორი სახეობის საჭმელი, რომლებსაც როგორც მითხრეს ერქვა სუჯუხი (თუ სწორად მახსოვს) და ბასტურმა...

რაღაც დაპრესილის მაგვარი იყო და თხელ ნაჭრებად იყო დაჭრილი...

სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ვერ გავსინჯე მაშინ...
არადა მაგრად დამაინტერესა...

ხომ არ იცით სად შეიძლება ამ პროდუქტების შეძენა?




კიდე მაინტერესებს კაიმაღი თუ იყიდება თბილისის რომელიმე სუპერმარკეტში


Posted by: pipa 26 Mar 2009, 11:47
Frankens†ein
QUOTE
სუფრაზე მოიტანეს რაღაც ორი სახეობის საჭმელი, რომლებსაც როგორც მითხრეს ერქვა სუჯუხი (თუ სწორად მახსოვს) და ბასტურმა...


ორივე იყიდება ბაზარში, დეზერტირების

Posted by: Frankеns†еin 26 Mar 2009, 12:09
pipa
QUOTE
დეზერტირების

დეზერტირების ბაზარი არსებობს კიდე?

როგორც მახსოვს დაანგრიეს ეგ

Posted by: pipa 26 Mar 2009, 12:13
Frankеns†еin
ნუ სადაც ვაჭრობენ რა, მაგ ტერიტორიაზე smile.gifმერე ვკითხავ მძღოლს კონკრეტულად სად, თუ ვერ მიაგენი.მარა ვიცი, რომ პროდუქტი მოაქვს დეზერტრების ტერ-დან

Posted by: rtuli 26 Mar 2009, 12:30
Frankеns†еin
QUOTE
ხომ არ იცით სად შეიძლება ამ პროდუქტების შეძენა?

პასაჯის უკან, კიდე არის მეორე ბაზრობაზე შესასვლელი,აი იქ იყიდება ბევრი სახეობის პროდუკტი შენ რომ დაგაინტერესა

Posted by: pipa 26 Mar 2009, 12:34
rtuli
შენ გეცოდინება, ფრუქტოზა სად შევიძინო?

Posted by: rtuli 26 Mar 2009, 12:42
pipa
QUOTE
შენ გეცოდინება, ფრუქტოზა სად შევიძინო?

არასოდეს დამჯირვებია,არვიცი sad.gif

Posted by: ხორხე 26 Mar 2009, 12:44
Frankеns†еin
QUOTE
დეზერტირების ბაზარი არსებობს კიდე?

როგორც მახსოვს დაანგრიეს ეგ


ვაბშე ყველა ბაზრებში იყიდება

ზოგ მაღაზიებშიც შემხვედრია, ნუ ბასტურმა და სუჯუხი რომელი რომელია არვიცი მაგრამ ორივე ვიცი biggrin.gif

კაი რამეა, "ზაკუსკაა"

არაყს უხდება, ლუდსაც yes.gif gigi.gif

Posted by: pipa 26 Mar 2009, 12:45
rtuli
QUOTE
არასოდეს დამჯირვებია,არვიცი

ყველაფერს მოველოდი, მაგრამ შენგაან პასუხს-არ ვიცი, მაგას არა 2kiss.gif

Posted by: Frankеns†еin 26 Mar 2009, 13:00
rtuli
pipa
მადლობა


ხორხე
QUOTE
ბასტურმა და სუჯუხი რომელი რომელია არვიცი მაგრამ ორივე ვიცი

მეც ეგრე ვარ...

მოწითალო როა ეგ ბასტურმაა მგონი...

QUOTE
კაი რამეა, "ზაკუსკაა"

არაყს უხდება, ლუდსაც

ხო, ლუდზე მითხრეს მეც biggrin.gif

Posted by: rtuli 26 Mar 2009, 13:01
pipa
QUOTE
ყველაფერს მოველოდი, მაგრამ შენგაან პასუხს-არ ვიცი, მაგას არა

დღეს უნდა გავიდე და დავინტერესდები აუცილებლად 2kiss.gif


Posted by: tos-ka 26 Mar 2009, 15:45
rtuli
QUOTE
დღეს უნდა გავიდე და დავინტერესდები აუცილებლად 


ეგ სითხე მეც ძალიან მაინტერესებს. ვერც მე მივაგენი ვერსად. sad.gif

Posted by: pipa 26 Mar 2009, 16:16
tos-ka
QUOTE
ეგ სითხე მეც ძალიან მაინტერესებს. ვერც მე მივაგენი ვერსად

აბსტრაქტულა მითხრეს, ვაჟაზეა პატარა სუპერმარკეტშიო smile.gif

Posted by: bachi24 26 Mar 2009, 16:42
Frankеns†еin
QUOTE
მოწითალო როა ეგ ბასტურმაა მგონი...

ორივე წითელიაbiggrin.gif მიდი და მიხვდი ეხლაbiggrin.gif ისე მეც მიყვარს, აი ის მეორე, რომ ჭრი და იშლებაbiggrin.gif ვერ ვარჩევ სუჯუხია თუ ბასტურმა

Posted by: niki_ niki 26 Mar 2009, 17:31
tos-ka
rtuli
pipa

ფრუქტოზა მე ფხვნილი ვიცი, მე ვხმარობ და სუპერმარკეტებში იყიდება smile.gif

Posted by: pipa 27 Mar 2009, 10:26
niki19m
QUOTE
ფრუქტოზა მე ფხვნილი ვიცი, მე ვხმარობ და სუპერმარკეტებში იყიდება

адрес сестра, адрес baby.gif yes.gif

Posted by: pipa 30 Mar 2009, 10:36
ვიპოვე ფრუქტოზა, იყიდება გუდვილში, 500 გრამი ღირს 8.75

Posted by: rtuli 30 Mar 2009, 11:06
pipa
QUOTE
ვიპოვე ფრუქტოზა, იყიდება გუდვილში, 500 გრამი ღირს 8.75

მე ვერ ვნახე სადაც მეგულებოდა.

ისე,რამდენადაც ვიცი ფრუკტოზას დიაბეტიკები ხმარობენ.

Posted by: pipa 30 Mar 2009, 11:15
rtuli
ფილადელფია ვნახე დიდი პოპულში, კოლმეურნეობაზე 6.75 ღირს

კიდევ ვირაცას აინტერესებდა ყველიანი სოსისი,იყიდება ვაჟაზე მარკეტ "გრანდში"

Posted by: rtuli 30 Mar 2009, 11:51
pipa
QUOTE
ფილადელფია ვნახე დიდი პოპულში, კოლმეურნეობაზე 6.75 ღირს

მაგლობა ინფორმაციისთვის 2kiss.gif

ერთი ჩიზკეიკი ჩემზეა smile.gif

Posted by: tos-ka 1 Apr 2009, 11:55
pipa
QUOTE
ვიპოვე ფრუქტოზა, იყიდება გუდვილში, 500 გრამი ღირს 8.75


მადლობა, მართალია ჩემგან ძალიან შორია, მაგრამ გავალ მაინც, მასტიკისთვის მჭირდება. თან იქნებ გლუკოზას სიროფიც ქონდეთ smile.gif

Posted by: pipa 1 Apr 2009, 11:59
tos-ka
QUOTE
მადლობა, მართალია ჩემგან ძალიან შორია, მაგრამ გავალ მაინც, მასტიკისთვის მჭირდება

არაფრის.ორნაირია, რა სხვაობაა ვერ გავიგე ერთი ლარია განსხვავება.გერმანულად აწერია და ვერ მივხვდი, ნუ კონსულტანტმაც რა თქმა უნდა არ იცოდა

Posted by: ju_sa 3 Apr 2009, 14:59
ginger----имбирь----კოჭა gigi.gif


თბილისში სად შეიძლება ვიპოვო???

Posted by: rtuli 3 Apr 2009, 15:09
ju_sa
QUOTE
ginger----имбирь----კოჭა 


თბილისში სად შეიძლება ვიპოვო???

გუდვილში ცოცხლად მინახავს.
პასაჟში დასაწყისში,სადაც ტორტების და ნამცხვრების მაღაზიებია ,იქ კუთხეში სუნელებს ყიდიან და მაგათ აქვთ დაფქვილი კოჭა.

Posted by: pipa 3 Apr 2009, 15:12
კოჭაოო

biggrin.gif

век живи , век учись

Posted by: rtuli 3 Apr 2009, 15:19
pipa
QUOTE
კოჭაოო

учимся говорить правильно biggrin.gif

Posted by: niki_ niki 3 Apr 2009, 15:56
pipa
tos-ka
rtuli

დიაბეტიანები ხმარობენ და მეც, არის გერმანული წარმოების და ვყიდულობ სუპერმარკეტებში, არის პოპულშიც და ღირს 8-9 ლარამდე

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Apr 2009, 00:14
Breaky, დაერხა შენი სუნელების კაცს, ,,შირნჰოფერის" საფირმო მაღაზიაში შემოიტანეს სუნელები, მათ შორის პიცის სუნელიც biggrin.gif wink.gif

Posted by: rtuli 4 Apr 2009, 01:04
WOMAN IN LOVE
QUOTE
დაერხა შენი სუნელების კაცს

no.gif მაგ სუნელების კაცს პირადად ვიცნობ თავის ოჯახიანად და 100 % ვიცი რომ,რაც საქართველოში შესაძლებელია სუნელების მოყვანა,თვითონ თესავს და მოყავს!
ანუ აქედან დასკვნა რომ,ეკოლოგიურად სუფთა პროდუკტია+ყოველთვის ახალი დაფქვილი,რაც დიდი პლიუსია სუნელისთვის და რაც მთავარი არა ნაჩალიჩები,ანუ ურევენ რაღაცეებს სხვები რომ გააბევრონ და მოგება მეტი ნახონ.
QUOTE
,,შირნჰოფერის" საფირმო მაღაზიაში შემოიტანეს სუნელები

აი ამათმა საიდან შემოიტანეს საკითხავია!?
მერე ვადაც სანახავია!?
შენახვის პირობებიც გასათვალისწინებელია!?


პ.ს. კიდევ კარგი არვმუშაობ ისეთ სამსახურში,ვისაც მსგავსი კონტროლი ევალებათ პროდუკტზე
დარჩებოდა მოსახლეობა პროდუკტის გარეშე და შემომტანები გაკოტრდებოდნენ biggrin.gif

Posted by: Breaky 4 Apr 2009, 10:35
WOMAN IN LOVE

არ მოაკლდება მაგას მაინც კლიენტები, დარწმუნებული ვარ. აი შირნჰოფერის მაღაზია რომ ბევრგან იყოს, კიდევ ხო.
თან შემოტანილის გარდა ადგილობრივი სუნელებიც აქვს მაგას ყველანაირი.

biggrin.gif
* * *
უი აი, დაუწერია რთულასც wink.gif

Posted by: Do-re-mi 5 Apr 2009, 00:58
საუკეთესო სუნელი - ეს არის სვანიური მესტიიდან, ძაან მნიშვნელოვანია რომელ რეგიონში მოდის, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე, მე სვნაეთში ხშირად დავდივად და ჩემი ცოლი პირველი მაგას მაბარებს ხოლმე idea.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Apr 2009, 17:19
rtuli
Breaky
პროდუქციის ხარისხზე თავს ვდებ biggrin.gif

Do-re-mi
QUOTE
ეს არის სვანიური მესტიიდან

ასე ქვია?

Posted by: Breaky 5 Apr 2009, 18:30
WOMAN IN LOVE

შემოტანილის ხო, მაგრამ ქართული სუნელებიც აქვთ? თუ კი, იმჰო, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ შირნჰოფერს ერთი მაღაზია აქვს
სულ და ადგილობრივი სუნელები კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება.

Posted by: rtuli 7 Apr 2009, 20:05
niki19m
pipa
tos-ka
QUOTE
ფრუქტოზა

მეც ვნახე ვაგზლის ბაზარში 500 გრ. 7,50 ლარი ღირდა

Posted by: tos-ka 8 Apr 2009, 12:37
rtuli
QUOTE
ფრუქტოზა


მეც ვნახე ვაგზლის ბაზარში 500 გრ. 7,50 ლარი ღირდა


ვაგზლის ბაზარი რომ დიდია? იქნებ უფრო ზუსტად მიმასწავლო?
მე ვერ მივაგენი თქვენს "ტოჩკას" sad.gif არა და გამყიდველებს რომ ვეკითხები ან ფრუქტოზა ან გლუკოზას ხსნარი ხომ არ გაქვთ-მეთქი, თვალები საცრისოდენა უხდებათ smile.gif))))))))

Posted by: pipa 8 Apr 2009, 12:40
tos-ka

გუდვილში არის დანამდვილებით ვიცი, თუ მოხვდი იქ იკიტხე, დიაბეტიანების თაროსთანაა

Posted by: rtuli 8 Apr 2009, 12:44
tos-ka
QUOTE
ვაგზლის ბაზარი რომ დიდია?

სულ ბოლოში ოპტავოებია და მანდ კორპუსის მშენებლობა მიდის,აი იქ ეზოში აქვთ.

Posted by: pipa 11 Apr 2009, 14:23
მასკარპონე იყიდება გუდვილში, საშუალო ზომის ყუთი(მგონი 500 გრ) 8.85 დიდი 16 მგონი
სახარინი თხევადი 4.85 ლარი

Posted by: pompaduri 13 Apr 2009, 07:53
კურდღლის ხორცი შად შეიძლება ვიყიდო? ადრე მამაჩემს მოქონდა. ახლა ვერსად ვნახეთ. თან ბებიაჩემი იტყოდა ბაზარში კუდმოჭრილ კატას კურდღლად ყიდდნენო

Posted by: Manoni24 20 Apr 2009, 20:28
თუ ვინმემ იცის გურჯაანის ნაყინის საიტი, ან მისამართი, ან ტელეფონის ნომერი მომწერეთ, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: rtuli 20 Apr 2009, 22:40
QUOTE
თუ ვინმემ იცის გურჯაანის ნაყინის საიტი, ან მისამართი, ან ტელეფონის ნომერი მომწერეთ, წინასწარ დიდი მადლობა



ცნობათა ბიურო :




09

Posted by: cheshire cat 21 Apr 2009, 20:41
ვაშლის ძმარი ხომარ იცით სად შეიძლება ვიყიდო?
სანდო, სამკურნალოდ რომ გამოიყენებოდეს ისეთი.

Posted by: javar 26 Apr 2009, 00:30
პოპკორნის მარცვალს სად ყიდულობთ?

Posted by: miau 26 Apr 2009, 01:37
cheshire cat
QUOTE
ვაშლის ძმარი ხომარ იცით სად შეიძლება ვიყიდო?


ჯობს თავად დაამზადო, ცოტა დიდი დრო კი ჭირდება ისე... sad.gif ამ დღეებშI შემიძლია დავდო რეცეპტი.
თუ სამკურნალოდ გინდა, ასე ჯობს და ისე, პოპულში სხვადასხვა ჯიშისა და ჯილაგის, ფასისა და შეფუთვის ვაშლის ძმარი იყიდება და შეგიძლია შეარჩიო. smile.gif

Posted by: Varvara 26 Apr 2009, 01:49
javar

ბატიბუტის სიმინდი არ წავა?

Posted by: javar 26 Apr 2009, 01:53
Varvara

კი, რა მნიშვნელობა აქვს?

Posted by: cheshire cat 26 Apr 2009, 08:19
QUOTE (miau @ 26 Apr 2009, 01:37 )
cheshire cat
QUOTE
ვაშლის ძმარი ხომარ იცით სად შეიძლება ვიყიდო?


ჯობს თავად დაამზადო, ცოტა დიდი დრო კი ჭირდება ისე... sad.gif ამ დღეებშI შემიძლია დავდო რეცეპტი.
თუ სამკურნალოდ გინდა, ასე ჯობს და ისე, პოპულში სხვადასხვა ჯიშისა და ჯილაგის, ფასისა და შეფუთვის ვაშლის ძმარი იყიდება და შეგიძლია შეარჩიო. smile.gif

სპეციფიური გასაკეთებელი არაა?
გამოსახდელებით და რაღAცეებით.
მაშინ დაველოდები რეცეპტს.
\ისე ტაბლეტებიც ვნახე აფთიაქში
საკვები დანამატია.
მოქმედება იგივე - ნივთ.ცვლის მოწესრიგება
მადის დაქვეითება
სისხლის გაწმენდა.
დაველოდევი რეცეპტს.გმადლობ.

Posted by: donvaso 26 Apr 2009, 15:50
გამარჯობა.....
კომშის გამხმარ ფოთლებს სად ვიშოვი?????
ძაან მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ..... smile.gif

Posted by: rtuli 26 Apr 2009, 15:53
donvaso
QUOTE
კომშის გამხმარ ფოთლებს სად ვიშოვი

ყველაზე სწრაფი მოქმედებაა,09შიდარეკო ,იქ მოგიძებნიან სად შეიძლება შეიძინო,შეიძლება აფტიაკების ქსელში იყოს.

Posted by: javar 26 Apr 2009, 21:02
დღეს გავიარე ქალაქში რამოდენიმე ადგილზე სადაც მეგულებოდა პოპკორნი და მინდა გითხრათ, რომ თურმე მწვავე დეფიციტია და არსად არ იშოვება; განსაკუთრებით უცხოური(ტექნოლოგიურად დაფასოებული)

Posted by: keti8181 27 Apr 2009, 11:10
ვინმემ ხომ არ იცის სად შეიძლება იყოს Uncle bens ნახევარ ფაბრიკატი ბრინჯი? რომელსაც რამდენიმე წუთი ჩირდება ჰაერღუმელში და მზადაა?

Posted by: SummerLove 28 Apr 2009, 22:49
იცით რა მაინტერესებს ქოქოსის ყიდვა ვაგზლის გარდა სად შეიძლება?

Posted by: Varvara 28 Apr 2009, 23:58
javar

ბატიბუტის სიმინდს ბაზარში იშოვი

Posted by: rtuli 29 Apr 2009, 00:10
Varvara
QUOTE
javar

ბატიბუტის სიმინდს ბაზარში იშოვი

გუშინ დეზერტირების ბაზარში 4 ლარი ღირდა კილო.

Posted by: სპორტი 29 Apr 2009, 00:54
SummerLove
QUOTE
იცით რა მაინტერესებს ქოქოსის ყიდვა ვაგზლის გარდა სად შეიძლება?

ნავთლუღში

Posted by: SummerLove 29 Apr 2009, 01:31
QUOTE (სპორტი @ 29 Apr 2009, 00:54 )
SummerLove
QUOTE
იცით რა მაინტერესებს ქოქოსის ყიდვა ვაგზლის გარდა სად შეიძლება?

ნავთლუღში

lol.gif
აუ არადა როგორ მეზარება ვაგზალზე მაგის გამო გასვლა ...

არსად არ იყიდება ნეტა? user.gif

Posted by: Taro 29 Apr 2009, 03:10
QUOTE (სპორტი @ 29 Apr 2009, 00:54 )
SummerLove
QUOTE
იცით რა მაინტერესებს ქოქოსის ყიდვა ვაგზლის გარდა სად შეიძლება?

ნავთლუღში

user posted image

Posted by: shilaida 29 Apr 2009, 09:42
SummerLove
QUOTE
არსად არ იყიდება ნეტა? 


გუდვილშიsmile.gif

Posted by: izabel 29 Apr 2009, 15:45
მაინტერესებს ტუნის(თევზის) კონსერვები თუ არის საქართველოში და საიდან შემოდის?

Posted by: სპორტი 30 Apr 2009, 19:58
SummerLove
Taro
ე ბიჯო, მართლა იყიდება biggrin.gif
არ მითქვამს კაიფის პონტში smile.gif

izabel
QUOTE
მაინტერესებს ტუნის(თევზის) კონსერვები თუ არის საქართველოში და საიდან შემოდის?

რუსულად Тунец ჰქვია და ადრე ხშირად მინახავს.
ბოლო დროს არ წავწყდომივარ user.gif

Posted by: pipa 30 Apr 2009, 20:32
izabel
QUOTE
მაინტერესებს ტუნის(თევზის) კონსერვები თუ არის საქართველოში და საიდან შემოდის?

გუდვილშია უამრავი, სავარაუდოდ გერმანიიდან, ნუ გერმანულად აწერია კონსერვებს

Posted by: izabel 30 Apr 2009, 22:41
სპორტი
pipa
უღრმესი მადლობა.

Posted by: cheshire cat 1 May 2009, 19:45
პირველი ან მეორე ხარისხის შეფუთული (საცხობის არ)
ფქვილი თუ შეგხვედრიათ სადმე?
ვიცი,რომგაცილებით სასარგებლოა,ვიდრე უმაღლესი.
ნაკლებად დამუშავებული ქიმიურად.

Posted by: pipa 1 May 2009, 20:09
cheshire cat
QUOTE
პირველი ან მეორე ხარისხის შეფუთული (საცხობის არ) ფქვილი თუ შეგხვედრიათ სადმე?

გუდვილში(ისე ხშირად ვახსენებ მალე ეგონებათ რეკლამას ვუწევ) არის ბევრნაირი უცხოური ფქვილი, გერმანულად აწერია და არ ვიცი, ერთია რომ რაღაც სტრანნი, მთლად უმაღლესი ვერაა ეგეთი ფქვილი ჩამიგდო დ ედაჩემმა ურიკაში

Posted by: GREEN DAY 6 May 2009, 16:12
პიცის სუნელი სად ვნახო ხო არ იცით? biggrin.gif

Posted by: rtuli 6 May 2009, 16:33
GREEN DAY
თუ ბაზილიკოს გულისხმობ მაშინ პოპულში იკითხე.

Posted by: GREEN DAY 8 May 2009, 01:21
ორეგანიც მინდა და ერთად მინდა რო იყოს და ეჭვი მაქვს ვერ ვნახავ პოპულში sad.gif ერთგან ვიყავი უკვე

Posted by: Giorgi1970 8 May 2009, 18:18
აჭარული ბაქლავა შეკვეთით. გამომეხმაურეთ საკონდიტრო მაღაზიების მფლობელები. ხარისხი და გემო გარანტირებულია yes.gif

Posted by: womanly 10 May 2009, 14:12
გამარჯობათ დიდო კულინარებო ნუ გადავიკითხე მაგრამ ვერ ვიპოვე და იქნებ ვინმემ მითხრათ ფლოვის სუბელები სად იყიდება? პოპულში არქონდათ და სახვაგან არ ვიცი სად შეიძლება იყოს. მადლობთ წინასწარ

Posted by: pipa 10 May 2009, 15:27
womanly
QUOTE
ფლოვის სუბელები

ფლავის სუნელები პასაჟში სუნელების კაცს აქვს

Posted by: pvm 13 May 2009, 01:43
QUOTE
კაი ძმარი არის პრობლემა თბილისში... ცხადია, თუ თვითონ არ აძმარებ კარგ კახურ ღვინოს
მე ვყიდულობ ხოლმე იტალიურს, aceto di vino bianco 
ან კიდევ (და ეს ძალიან მაგარია!) - aceto balsamico di Modena
არის ხოლმე ბიგ ბენშიც და პოპულიშიც.


Posted by: Neno_ 13 May 2009, 09:43
ხომ არ იცით სად ვიყიდო შაქრის შემცველი? სახარინი არ მინდა. ფრუქტოზა ქვია მგონი არა? rolleyes.gif

გუდვილში კაი იქნება და სვხაგან? ნეტა პოპულის ქსელში აქვთ? და პირდაპირ ეგრე ვიკითხო? user.gif

Posted by: Harry Potter 16 May 2009, 21:48
მეგობრებო Zucchini ქართულად როგორ არის? smile.gif

აი რაღაც მობადრიჯნო მატი რომაა, გრძელები რომ იზრდება და დიდი, მწვანე biggrin.gif

აი ესა http://images.google.com/images?hl=en&um=1&sa=3&q=zucchini&btnG=Search+images

Posted by: rtuli 16 May 2009, 22:03
Harry Potter
QUOTE
Zucchini

ყაბაყი smile.gif

Posted by: Harry Potter 16 May 2009, 22:14
rtuli

გმადლობ smile.gif

Posted by: bigmummy 18 May 2009, 20:14
Harry Potter


rtuli

არა,ეს ცუკინია და არა ყაბაყი, თუმცა იგივე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყაბაყი,გოგრა და კიტრი smile.gif

Posted by: Maykuna 21 May 2009, 08:53
თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო წყალმცენარე ნორი სუშისთვის

Posted by: fiamifero 21 May 2009, 15:37
Maykuna
ჩემი და სუშისთვის რაღაცეებს ბიგ ბენში და ბაბილონში ყიდულობდა ადრე და ახლა არ ვიცი


ლაღიძის ლიმონათი იყიდება სადმე თუ იცით??

Posted by: GlamourGirl 17 Jun 2009, 20:22
ვინმემ თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო "ტკბილი ქვეყნის" პროდუქცია? ტორტები მაინტერესებს

Posted by: n_j 18 Jun 2009, 14:15
GlamourGirl
მითანას ძეხვეულის მაღაზიები რომაა მანდ აქვთ. ტორტები კი პოპულშიც არის

Posted by: RENE_Z 23 Jun 2009, 09:55
ხალხო, ვინმემ თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო ბრეცელები.
საერთოდ თუ აცხობენ აქ და თუ იყიდება ჩვენთან ნამდვილი გერმანული ბრეცელი chups.gif

Posted by: ata9 23 Jun 2009, 12:29
ვენდობი გლეხურ პროდუქტებს. სანტე და ყველა დანარჩენი სოიოს ფხვნილისაა. მარკეტებში კარგად იციან შეფუთვა და ხალხის დაბოლება. ერბოც კი მთიდან ჩამოვატანინე. კონსერვანტებით გაჯერებული მარგარინი კარაქი არ არის. აქ არ აქცევენ ყურადღებას და არც აწერენ შემადგენლობას. არც იმას აწერს ვინმე გენური ინჟინერიის პროდუქტია თუ არა მაგალითად ჩიფსები. ხოდა ვჭამთ და ვიბერებით. მერე დიეტებს ვეძებთ. კარდად დააკვირდით რითი იკვებებით. ამიტომაც არის ათასი ალერგიები და დაავადებები. ერთი დაუკავშირდით რძის მწარმოებელ ფირმებს და მოთხოვეთ ინფორმაცია რითი ამზადებენ პროდუქციას და თვითონ დარწმუნდებით. და კიდევ მოითხოვეთ მარკეტებში ვეტერინარის ცნობა და ყავთ თუ არა საერთოდ ეგეთი თანამშრომელი. აქვს ტუ არა ლაბორატორია და რეალურად მოწმდება თუ არა ხორცი. ბეჭდის დარტყმა მეც შემიძლია......
* * *
ვინმემ იცის ტირამისუს რეცეპტი? დამეხმარეთ რა?

Posted by: n_j 23 Jun 2009, 16:52
RENE_Z
QUOTE
ხალხო, ვინმემ თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო ბრეცელები.
საერთოდ თუ აცხობენ აქ და თუ იყიდება ჩვენთან ნამდვილი გერმანული ბრეცელი

ამას წინათ ბიზნეს კურიერში ვნახე რომ ვაკეში არის ბრეცელ ჰაუსი, გერმანელი მცხობელით. ზუსტი მისამართი სამწუხაროდ არ ვიცი და თუ გაიგებ აქაც დაწერე

Posted by: RENE_Z 24 Jun 2009, 10:04
n_j
QUOTE
ამას წინათ ბიზნეს კურიერში ვნახე რომ ვაკეში არის ბრეცელ ჰაუსი, გერმანელი მცხობელით. ზუსტი მისამართი სამწუხაროდ არ ვიცი და თუ გაიგებ აქაც დაწერე

ჭავჭავაძის 5- ში გაიხსნა

Posted by: migamqardi 2 Jul 2009, 09:39

ერთი გამაგებინეთ, ახლა რომ თვალის გამახარებელი პომიდორი იყიდება და, რომ გაჭრი და შიგნით ხის ტოტებივით არის რაღაც გადგმული, ეგ გენმოდიფიცირებულია თუ კიდევ სხვა უბედურება სჭირს, უფრო ნაკლები ან მეტი?

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Jul 2009, 00:48
RENE_Z
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო ბრეცელები

წერეთლის 87, შირნჰოფერის საფირმო მაღაზიაში, ფქვილი ჩამოდის ავსტრიიდან, ცხვება აქ, შეიარე და ნახავ რა ნაირ-ნაირი პურ-ფუნთუშეულია smile.gif
ata9
QUOTE
ვინმემ იცის ტირამისუს რეცეპტი? დამეხმარეთ რა?

ჩაყევი ამ რეცეპტებს და რამდენიმესაც კი აღმოაჩენ smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246

Posted by: migamqardi 3 Jul 2009, 20:36
QUOTE
თვალის გამახარებელი პომიდორი იყიდება და, რომ გაჭრი და შიგნით ხის ტოტებივით არის რაღაც


აუ, ამ პომიდორზე მართლა ვერავინ ვერაფერს მეტყვის?

Posted by: kokogorgo 16 Jul 2009, 16:13


ვინმემ თუ იცის, სად შემიძლია ვიყიდო გამხმარი სოკო?

Posted by: miau 18 Jul 2009, 10:44
kokogorgo

"ჯორჯოტაში" არის გამხმარი სოკო - დიდუბეში რომ გამოფენასთან.

Posted by: Baltimore 22 Jul 2009, 23:07
გამარჯობათ, არ ვიცოდი რომელ თემაში მომეთავსებინა და ამიტომ აქ ვწერ:
იცნობთ ამ ბოსტნეულს? საქართველოში მოიპოვება? ქართულად რა ქვია? მოგიმზადებიათ? გემრიელია?
უამრავი კითხვა! yes.gif

http://img188.imageshack.us/i/29903436.jpg/

Posted by: nanana 22 Jul 2009, 23:12
Baltimore
ცუკინია ანუ ყაბაყის ბიძაშვილი. ყაბაყი მინახავს, და ეგ არა საქართველოში

Posted by: Baltimore 22 Jul 2009, 23:18
nanana
მეც უცბათ მაგას მოვამსგავსე, მაგრამ სხვა რამეა, ინგლისურად okra ჰქვიაო. სხვა ენებზე ვერ მოვიძიე ამის სახელი.
ვინმემ იცით ამისი მომზდების წესი?

Posted by: nanana 22 Jul 2009, 23:26
Baltimore
მაშინ ისევ ინტერნეტში უნდა მონახო recipes with okra yes.gif

Posted by: rtuli 22 Jul 2009, 23:46
nanana
Baltimore
QUOTE
okra ჰქვიაო

Бамия, окра, гомбо
რა გემრიელი ბოსტნეულია!
აქ საქართველოში არ არის,უფრო არაბეთში,აფრიკაში,ამერიკაში არის,ნუ ევროპაში არვიცი(იქნება ალბათ).
лебанон армениен ოჯახში მაქვს გასინჯული,ფაკტიურად მწვანე ლობიოს რეცეპტით მოამზადა,ბევრ პამიდორში და კარტოფილში+სუნელებში up.gif

Posted by: miau 22 Jul 2009, 23:47
Baltimore
http://forum.ge/?f=82&showtopic=33696789 - ამ თემაში ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე smile.gif

Posted by: bukabuka85 2 Aug 2009, 01:53
ხალხო ვნმე თუ დამეხმარებით სად ვიყიდო ჰომუსი. ვინც იცის ალბათ გაიგებს ვინც არ იცის ეგეტი არაბუი საჭმელია რაა !
თურქულ რესტორნებში ვიკიტხე არ აქვთ სუპერმარკეტებშიც სადაც მე ვიყავი ვერ ვიშოვე. ვინმე ხო ა წააწყდით სადმე და ხო ვერ მეტყვით სად ?

Posted by: masho_masho 3 Aug 2009, 16:06
აუუ გეხვეწებით მითხარით ბანანი სად ვიყიდოოო biggrin.gif ვერსად ვერ ვნახე,არც პოპულში ქონდათ sad.gif((((

Posted by: ketato617 5 Aug 2009, 15:47

ფოლგის შეძენა სად შეიძლება? იქნებ დამეხმაროთ............................

Posted by: kokogorgo 17 Aug 2009, 15:17
ketato617
QUOTE
ფოლგის შეძენა სად შეიძლება? იქნებ დამეხმაროთ


ბაზრობაზე, დინამოს მხრიდან რომ შედიხარ, პირველ რიგში, კედლის გასწვრივ, პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთებია.



Posted by: perpetua2 26 Aug 2009, 10:04
ვინც იცით, დამეხმარებით რა, სად ვიყიდო ჩამოსასხმელი წითელი ღვინო?
ადრე ვიყიდე დელისის მეტროთან, ვაჟაზე, იყო ღვინის კარგი მაღაზია, მაგრამ არ ვიცი ეხლა სად გადავიდნენ? chups.gif

Posted by: Varvara 26 Aug 2009, 12:04
რა ღვინო გინდა გააჩნია. ელკანას ღვინოები ამას ცინათ ლესელიძეზე ღვინის სამყარო ქვია მგონი მაღაზიას, იქ ვიყიდეთ.

Posted by: perpetua2 26 Aug 2009, 14:55
Varvara
QUOTE
რა ღვინო გინდა გააჩნია. ელკანას ღვინოები ამას ცინათ ლესელიძეზე ღვინის სამყარო ქვია მგონი მაღაზიას, იქ ვიყიდეთ.


გმადლობ! 2kiss.gif
მინდა წითელი (შავი) საფერავი ან სხვა რომელიმე ღვინო, ისეთი რომ არც ძალიან ძვირი დამიჯდეს, ლესელიძეზე წითელი აქვთ?
და რა ღირს? smile.gif)

Posted by: Varvara 26 Aug 2009, 19:20
ბოდიში სახელი შემეშალა მაღაზიის - “ვინოთეკა” - ლესელიძის 33, ტ.: 47 60 11; ამ ნომერზე დარეკე და ყველაფერს გეტყვიან. გვიანობამდე მუშაობენ.

კი წითელიც აქვთ ელკანასი და თეთრიც. ფასი რა მივეცით აღარ მახსოვს..........

Posted by: perpetua2 26 Aug 2009, 19:46
Varvara
გმადლობ! 2kiss.gif smile.gif))))

Posted by: datiko 29 Aug 2009, 10:59
ქართული ღორს ხორცი სად შეიძლება რომ ვიყიდო
-------------------------------------------------------------

Posted by: miau 29 Aug 2009, 12:41
datiko

ვარკეთილის ბაზარშიო ერთი ნაცნობი ყავს ბიძაცემს და იმისგან ყიდულობს ხოლმე არაჩვეულებრივ სამწვადეს smile.gif

Posted by: datiko 29 Aug 2009, 12:51
miau
ვარკეთილი ნამეტანი შორია
ახლომახლო?

Posted by: rtuli 29 Aug 2009, 13:25
datiko
QUOTE
ახლომახლო?

დეზერტირებში მიდი,აგურისშენობის მეორე სართულზე შეგიძლია შეიძინო კარგი ხორცი yes.gif

Posted by: datiko 29 Aug 2009, 14:35
rtuli
ვიწრო კარები და კიბე რომ არის?
მანდ არ არის ქართული

Posted by: miau 29 Aug 2009, 14:41
datiko
ვერ იცნობ ქართულია თუ არა? smile.gif ბრაზილიური გაყინულია და უკიდურეს შემთხვევაში განაყინი - განაყინ ხორცს კი მიხვდები რომელია და ახალ ხორცსაც ემჩნევა, ნებისმიერ შემთხვევაში, ბაზარში იპოვნი კარგ ორცს.

Posted by: auau 29 Aug 2009, 16:49
datiko
ალბათ მაინც სჯობია გაიჭირვო და მიხვიდე ვარკეთილში.მეტროდან ქვემოთ რო ჩამოხვალ ცნობილი "თათრების ბაზარია" და იქ
ნახავ.

Posted by: datiko 29 Aug 2009, 18:02
მიაუ
რამდენჯერაც მეგონა რო ქართულია,შეწვის მერე ბრაზილია აღმოჩნდა.როგორ ცნობ?

Posted by: miau 29 Aug 2009, 19:18
datiko
QUOTE
რამდენჯერაც მეგონა რო ქართულია,შეწვის მერე ბრაზილია აღმოჩნდა.როგორ ცნობ?


აბა როგორ გითხრა ახლა როგორ უნდა გამოიყურებოდეს, biggrin.gif
უფრო ცოცხალი, ხასხასა ფერი აქვს გაუყინავ ხორცს და უფრო მკვრივია smile.gif

Posted by: tavadze 31 Aug 2009, 01:15
miau - თქვენსკენ ვიყიდეთ ამ ბოლოს რამდენჯერმე გაყინული ბრაზილიური სამწვადე. ჩაბასტურმებული აქვთ და ყოველთვის ძალიან გემრიელი იყო.
ისე, ქართული ღორის ხორცი უკვე დეფიციტია ბაზრებზე - სულ ბრაზილიურია.

Posted by: miau 31 Aug 2009, 10:10
tavadze
QUOTE
თქვენსკენ ვიყიდეთ ამ ბოლოს რამდენჯერმე გაყინული ბრაზილიური სამწვადე. ჩაბასტურმებული აქვთ და ყოველთვის ძალიან გემრიელი იყო.


რა გითხრა, მაგ ხორცს აშკარად სხვა გემო აქვს smile.gif

Posted by: psyxo 1 Sep 2009, 23:44
კარგო ხალხო !
დამეხმარეთ, სად იღება ჭვავის ფქვილი და რა ღირს ?
მაქვს საოჯახო საცხობი აპარატი და მაგარი პურს აცხობს.
ხოდა მგონია რომ კაი ჭვავის პური გამოვა.

Posted by: exploit 4 Sep 2009, 22:57
ავოკადო ვიყიდე ოღონდ არ ვიცი როგორ ჯობია მივირთვა კურკა უნდა გადავაგდო სავარაუდოდ
კანიც შემოვაცალე შიგნით ნაწილი მომწვანოა ნაწილი მოყვითალო
რამე სხვა ინგრედიენტები ხომ არ უნდა დავამატო თუ პირდაპირ დავჭრა და ვჭამო?

ისე გემო დიდად არ მომეწონა sad.gif

არ დამცინოთ! user.gif

Posted by: BadbadGirl 4 Sep 2009, 23:35
exploit
არ უნდა დაჭრა smile.gif კურკას თუ დარგავ დიდი შანსია რომ გაღვივდება და ხე ამოვა biggrin.gif biggrin.gif

რბილი თუა ან კოვზით ამოიღე და ისე მიირთვი ან კიდე ახალ თეთრ პურზე გადაუსვი, ოდნავ მარილი და პილპილი მიაყარე.

სალათებშია კარგი, და სუშიში yes.gif yes.gif

Posted by: Antigone 4 Sep 2009, 23:38
exploit
QUOTE
ისე გემო დიდად არ მომეწონა sad.gif

მე მომეციიიიიიიი

Posted by: picaso2008 5 Sep 2009, 00:08
მე სადაც ვცხოვრობ ძალიან ბევრი ავოკადოა. სახლში რომ მივდივარ და საჭმელი არა მაქვს ავოკადოს სალათს გავაკეთებ ხოლმე.
ავიღებ ერთ კიტრს, ერთ პომიდორს, ერთ ავოკადოს, ერთ მაგრად მოხარშულ კვერცხს, მწვანე ხახვის რამოდენიმე ღერს, ერთ კბილ ნიორს, მწვანე სალათის ფურცლებს.
ყველაფერს წვრილად დავჭრი და ავურევ. მწვანე სალათის ფურცლებს ცოტა მსხვილად დავჭრი. ყველაფერს ერთმანეთში ავურევ და დავაყრი მარილს და შავ პილპილს.
ზედ მოვასხავ რაიმე "დრესინგს" (მე მიყვარს "Blue cheese dressing"-ი)
ავოკადო ძალიან სასარგებლო და გემრიელი საჭმელია.

Posted by: exploit 5 Sep 2009, 00:48
BadbadGirl
გაიხარე მაგრამ მგონი picaso2008 ის რეცეპტით უფრო გემრიელი გამოვა


QUOTE
დრესინგს

ეს რაღაა?


Antigone
არ ვარ თბილისში თორემ მოგცემდი 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 5 Sep 2009, 01:12
exploit
პიკასომ სალათი დაგიწერა, მე კიდე ბუტერბროტი smile.gif მაგალითად სამსახურში წასარებად, ან უცებ ”წასაჭამად” biggrin.gif biggrin.gif

დრესინგი იგივეა რაც სოუსი, შეიძლება მომზადებული იყოს მაიონეზით, ან ზეითუნის ზეთში არეული სუნელებით, ან შენელებული ბალზამიკო სოუსით და ა.შ. . როგორც წესი სალათებზე ან ბუტერბროტებზე მოსასხმელად გამოიყენება.

Posted by: exploit 5 Sep 2009, 01:23
BadbadGirl
დიდი დიდი მადლობა 2kiss.gif


Posted by: rtuli 5 Sep 2009, 01:32
exploit
QUOTE
რამე სხვა ინგრედიენტები ხომ არ უნდა

აი ჩემი ვარიანტი სალათის
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695360&st=390

Posted by: exploit 5 Sep 2009, 01:39
rtuli
ვაა ეგ უფრო მაგარი ჩანს შევინახავ მაშინ ავოკადოს რამდენიმე დღეში წავალ სუპერმარკეტში საჭმელების დასახვეტად და მაგ ინგრედიენტებსაც მოვიტან bis.gif

Posted by: gast 5 Sep 2009, 01:46
BadbadGirl

QUOTE
არ უნდა დაჭრა, რბილი თუა ან კოვზით ამოიღე და ისე მიირთვი ან კიდე ახალ თეთრ პურზე გადაუსვი, ოდნავ მარილი და პილპილი მიაყარე.

იი, რავა ყველა სასტაული შენ უნდა მოიგონო? gigi.gif უნდა დაჭრას მა რა უნდა ქნას? პურზე გადაისვას რა კარაქია? gigi.gif

აი, ნახე http://images.google.com/images?q=avocado%20recipes&um=1&ie=UTF-8&sa=N&hl=en&tab=wi

exploit

ეტყობა მწიფე არ არის ჯერ და მიტომ არ მოგეწონა, მაგას ტავისებური გემო აქვს, კაი მწიფე უნდა იყოს თან, რბილი yes.gif

Posted by: exploit 5 Sep 2009, 01:55
gast
QUOTE
პურზე გადაისვას რა კარაქია?

კარაქია აბა რაარის იგივე გემო აქვს user.gif

ეტყობა არაა მწიფე ესეთია ზუსტად
user posted image

Posted by: BadbadGirl 5 Sep 2009, 05:27
gast
შენ თუ სასწულად გეჩვენება არ ვიცი მაგრამ ჩემთვის უკვე ყოველდღიურობაა. შეგშურდეს ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
კაი მწიფე უნდა იყოს თან, რბილი yes.gif

მწიფეა ზუსტად კარაქივით რომ ისმევა (და აგიტომაც ვერ ვჭამ) smile.gif მკვახეთი თუ მოინდომებ შეიძლბა ვინმე დაალურჯო ისეთი მაგარია biggrin.gif biggrin.gif
* * *
rtuli
თევზს რა მაგრად უხება , ეგ სალათაც ძალიან გემრილი ჩანს :სიომგა მიყვარს სმაილიკი:smile.gif სუშიშიც რა გემრიელიააა smile.gif

Posted by: lovesick 6 Sep 2009, 05:59
გაჭერი და კოვზით ჭამე ჩვეულებრივად biggrin.gif როგორც გოგრას ჭამ ისე

Posted by: miau 6 Sep 2009, 10:01
ძველ საბჭოთა წიგნში თვალი მოვკარი ცნობას, როგორ დაურგიათ ავოკადოები აფხაზეთში და როგორ ხარობს...
სადაც აფხაზეთში უპრობლემოდ ხარობს ავოკადო, აჭარაშიც თავისუფლად შეიძლება გავრცელება smile.gif
სუბტროპიკულ ზონაში ხარობს smile.gif
აქამდე აზრად რატომ არავის მოსვლია? - სერიოზული ბიზნესია, ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ. smile.gif

Posted by: Antigone 6 Sep 2009, 13:12
QUOTE
სერიოზული ბიზნესია, ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ. smile.gif

და თან ანტიგონეს როგორ გაუხარდებოდა..... ავოკადოს გულსთვის გუდვილში სიარული მეზარება, სხვაგან არ იშოვება

Posted by: miau 6 Sep 2009, 14:11
Antigone
QUOTE
და თან ანტიგონეს როგორ გაუხარდებოდა..... ავოკადოს გულსთვის გუდვილში სიარული მეზარება, სხვაგან არ იშოვება


მე მახსოვს, თავიდან კივი რომ შემოიტანეს რა ფასი ედო და ახლა რა ღირს biggrin.gif
ეს ერთი და ისიც მეორე - აქ ყველაფერი რაღაც თავისებულრია, მაგალითად, ციტრუსს და იგივე კივის სიტკბო არა აქვს, მაგრამ არომატი აქვს უნაზესი smile.gif

ავოკადო ავოკადოდ და ზეთისხილის პლანტავიების გაშენებას გეგმავენ თურქები კახეთში, ამბობენ, რომ ზუსტად შესაბამისი ადგილია და კარგი ვარინტიაოოო smile.gif
ვნახოთ, იქნებ ქართული წარმოების ზეთისხილიც გაიჩითოს ჩვენს ბაზარზე biggrin.gif

Posted by: buzghuntia 6 Sep 2009, 17:55
დასავლეთ საქართველოშიც მოდის ავოკადო, შედარებით მცირე ზომისაა, არ ვიცი კლიმატის გამო თუ რატომ...

ელკანას პროდუქცია ხომ არ იცით სად იყიდება...

Posted by: Varvara 6 Sep 2009, 23:50
miau

ავოკადოს კურკით გახარება ყოფილა ძაან ადვილი ქოთანში. ასე რომ ჭამის მერე კურკა არ გადააგდოთ და სადმე ჩარგეთ.

Posted by: miau 7 Sep 2009, 10:36
ახლა ჩემი ახლობელი სოხუმელიც დამეთანხმა, რომ ავოკადო კი ერგოთ ჩვნეთან, მაგრამ ხალხი აზრზე არ იყო რაში გამოდგებოდაო biggrin.gif აევე გუავა... smile.gif

Posted by: Destiny32 15 Sep 2009, 04:19
მაღაზიაში არაფერს არ ვყიდულობ პოსლეზე ვიღებ jump.gif jump.gif jump.gif jump.gif მიჭირს და რა ვქნა . . .

Posted by: kukuruku 17 Sep 2009, 16:44
ვინმემ თუ იცის სად შეიძლება ვიყიდო კარგი ხარისხის კაკაო წონით, დავუშვათ, კილოგრამი ან მეტი, ასევე კაკაოს ზეთი?

Posted by: miau 17 Sep 2009, 17:45
kukuruku

კაკაოს ცხიმი - ქიმრეაქტივის მაღაზიაა ვაჟაზე და არაჩვეულებრივი ხარისხისაა.

კაკაო ასაწონი - ვაგზალზე ვყიდულობ, კიდობანის მხრიდან კიბით არის ასასვლელი და იქ არის ქალი, რომელიც ყიდის გრინფილდის ჩაის და ჩინურ ასაწონ ჩაის (ჩაი არის საოცრება smile.gif ), აქვე იყიდება ასაწონი კაკაო და ძალიან მაღალი ხაირისხისაა.

Posted by: kukuruku 17 Sep 2009, 19:02
miau
QUOTE
კიდობანის მხრიდან კიბით არის ასასვლელი

კიდობანი როა, იქ უნდა ავიდე მეორეზე და იქ ვიკითხო? დახლივით აქვს თავისი მუდმივი ადგილი და ნებისმიერ დროს იქაა, თუ სადმე ისე ზის, სადაც დაედგომება? იმას ვშიშობ, რომ მივიდე და არ დამხვდეს. biggrin.gif

Posted by: miau 17 Sep 2009, 20:50
kukuruku
არა, არა, ვაგზლის ბაზრობაზეა კიბით გადასასვლი, ზუსტად ვერ აღგიწერ ნამდვილად sad.gif
ის ქალი კი სულ იქ არის.

Posted by: rtuli 17 Sep 2009, 20:54
kukuruku
QUOTE
კაკაო წონით

დინამო სტადიონის მოპირდაპირე მხარეს,სადაც არის ,,დოლარ სტორის,,შესასვლელი,იქ შეხვალ ბევრი მაღაზიებია,აუყვები და პატარა საკონდიტრო მაღაზიას დაინახავ,მანდ 3 ფერის კარგი ხარისხის კაკაო იყიდება,თუ გინდა მეშოკით იყიდე biggrin.gif smile.gif

Posted by: kukuruku 17 Sep 2009, 20:54
miau
QUOTE
არა, არა, ვაგზლის ბაზრობაზეა კიბით გადასასვლი, ზუსტად ვერ აღგიწერ ნამდვილად

ხო, ეგრე ვერ მივაგნებ...
მაინც გმადლობ. smile.gif

rtuli
უი, რა კაია! დიდი მადლობა! smile.gif

Posted by: gurmani 18 Sep 2009, 18:06
QUOTE (taso @ 14 Dec 2006, 14:50 )
killer
QUOTE
ვის პროდუქციებს ენდობით და რატომ?

რუსეთის პირველ არხზე გადის პროგრამა "კონტროლნაია პაკუპკა", აი იმ გადაცემას თუ გიყურებია ძალიან ბევრ რამეში მოგეხმარება... უბრალოდ ეხლა არ ვიცი, რამდენად ემთხვევა აქაური და მაქაური სურსათების დასახელებები, მაგრამ არა მგონია რომ მთლად არ დაემთხვას... თან კიდე საინტერესო რამეებს ყვებიან... როგორ უნდა გაარჩიო კარგი და ცუდი... პატარ-პატარა ზაკუსკების კეთებასაც ასწავლიან... მოკლედ კაი რამეა... გამოგადგებათ გურმანებო smile.gif

სხვა არხებზეც არის მსგავსი გადაცემები, მაგალითად "ზნაკ კაჩესტვა"


სხვა არხებზეც არის მსგავსი გადაცემები, მაგალითად "ზნაკ კაჩესტვა"
* * *
ნიკორას გაყინული ლათინოამერიკული ხორცი აქვს
ხორცი ერთხელ უნდა გაიყინოს, ესენი გაყინულს ალღობენ, აფასოებენ და ყიდიან. ანუ ხორცი უკვე "მკვდარია"
ვინც ვერ გაიგო კიდევ ავხსნი: ხორცი დაკვლის შემდეგ უნდა გაიყინოს და დახლზე არ უნდა ეყაროს. მომზადების წინ გაალღობთ და მოამზადებთ. მეორედ გაყინვა კი "კლავს" ხორცს. გაყინული ხორცი 1 წლის გან,ავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს
ამიტომ ნიკორაში ყიდვას ჯობია გაყინული (გაულღობელი) ხორცი ბაზარში, ვიდრე გალღობილი, დაფასოებული და ხელახლა მაცივარში მოთავსებული.
გუდვილში კომფორტია და მოსახერხებელია, თორემ ფასები მინიმუმ 40 %-ით მეტია
დეზერტირებში დავრეკავ ხოლმე დილით და 7 ლარად საუკეთესო დარბილებულ ბარკალს ან საფარავს მახვედრებენ

Posted by: kukuruku 18 Sep 2009, 18:31
miau
rtuli
გოგოებო, აი რას ამბობენ ფალსიფიცირებულ კაკაოზე და ყავაზე: http://forum.ge/?showtopic=34012279&view=findpost&p=15582890

Posted by: miau 19 Sep 2009, 12:27
kukuruku

ყავას ჩვენ ჯორჯიტაში ვყიდულობთ (ხსნადს ვგულისხმობ) და ნალექიანი სერიოზული პრობლემაა, ერთადერთი ადგილია სასტუმრო "ამბასადორი", სადაც ყავას რომ ვსვამ, მართლა ყავის სურნელი აქვს და ისიც, როგორც ვიცი, საქართველოში არ ყიდულობენ.

ხორცს რაც შეეხება - ნაცნობი ღორის ხორცის გამყიდველი გვყავს ვარკეთილში და ცხვარი და ძროხა - სამგორის ბაზარში, ორივეს წინასწარ ვურეკავთ და ახალ-ახალ ხორცს გვიმზადებენ. smile.gif - ძალიან კარგი გამოსავალია.

Posted by: Hermes007 19 Sep 2009, 20:45
შეკითხვა მაქვს, ამ განყოფილებაში მოდრი ვინ არის?

Posted by: N&M 22 Sep 2009, 13:00

მაპატიეთ აქ დასაწერი კითხვა არაა მაგრამ, ვფიქრომ ყველაზე კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში აქ შემოდის და იქნებ მიპასუხოთ აბრეშუმის კაბის გარეცხვა მინდა და აწერია hand wash only non detergent soap და ამ საშუალების ანალოგი ქართულ ბაზარძე რა არის, სად უნდა ვიყიდო და რა საშუალებაა??

Posted by: miau 22 Sep 2009, 13:04
N&M

ანალოგიური არ ვიცი, მაგრამ "ჯორჯიტაში" და "დოლარ სთორში" შეიარე, მე ქიმიკატებს მანდ ვყიდულობ ხოლმე და საკმაოდ კარგი არჩევანია smile.gif

Posted by: rtuli 22 Sep 2009, 13:26
N&M
QUOTE
აბრეშუმის კაბის გარეცხვა მინდა და აწერია hand wash only non detergent soap და ამ საშუალების ანალოგი ქართულ ბაზარძე რა არის, სად უნდა ვიყიდო და რა საშუალებაა??

იყიდება დელიკატური ტანსაცმელისთვის ფხვნილი,ან სითხე აი ეგ იყიდე.
ანუ სუპერმარკეტებში არის ყველგან.მე ,,ვორსინკა,,მაქვს,შალეულისთვის და დელიკატურ სარეცხისთვის.სხვა ბევრი კარგი საშვალებებიც იყიდება,თვალი შეავლე.
წარმატებები smile.gif

Posted by: amadeus 22 Sep 2009, 14:50
ამაზონზე იყიდეთ ყავა

ნაღდია

ეფი

და

ხარისხიანი

Posted by: El Topo 22 Sep 2009, 15:39
საპატრიარქოს მიერ გამომცხვარი პურის შეძენა სად შეიძლება?

Posted by: N&M 22 Sep 2009, 21:00
miau
rtuli
QUOTE
იყიდება დელიკატური ტანსაცმელისთვის ფხვნილი,ან სითხე აი ეგ იყიდე.
ანუ სუპერმარკეტებში არის ყველგან.მე ,,ვორსინკა,,მაქვს,შალეულისთვის და დელიკატურ სარეცხისთვის.სხვა ბევრი კარგი საშვალებებიც იყიდება,თვალი შეავლე.
წარმატებები


დიდი მადლობა რჩევისთვის!

Posted by: tos-ka 23 Sep 2009, 10:33
miau
rtuli
სანდო წყაროებიდამ ვიცი, რომ ჯორჯიტაში როგორც იქნა ჩამოვიდა ახალი საქონელი. 1 ტრაილერი უკვე დაცლილიაო!
ისა და კუსკუსი სულ არ გაზიდოთ, მეც დამიტოვეთ

Posted by: rtuli 23 Sep 2009, 11:20
tos-ka
QUOTE
სანდო წყაროებიდამ ვიცი, რომ ჯორჯიტაში როგორც იქნა ჩამოვიდა ახალი საქონელი. 1 ტრაილერი უკვე დაცლილიაო!

მე გუშინ ვიყავი როცა ცლიდნენ ტვირთს wink.gif 2kiss.gif
მადლობა ირმა,ასეთი ინფო ყოველთვის საჭიროა.
გუშინ გამყიდველს გამოუცხადე აღელვებული :რაარის ტორნადომ გადაუარა მარკეთს?ისეთი სიცარიელე იგრძნობოდა მაღაზიაში.
დღეს ან ხვალ გავალ კიდე smile.gif

Posted by: tos-ka 23 Sep 2009, 11:28
rtuli
QUOTE
მადლობა ირმა,ასეთი ინფო ყოველთვის საჭიროა.


არაფერს, ძვირფასო 2kiss.gif
ეხლა ვადგენ რა ჩამოიტანეს wink.gif

Posted by: Varvara 23 Sep 2009, 22:54
ხომ არ იცით რუხი ფქვილის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: RENE_Z 24 Sep 2009, 19:48
QUOTE
საპატრიარქოს მიერ გამომცხვარი პურის შეძენა სად შეიძლება?

სიონთან რომ გახსნეს "სოფლის ნობათი"ს მაღაზია სანაპიროს მხრიდან , მანდ ვნახე

Posted by: n_j 25 Sep 2009, 11:58
tos-ka
რამდენი ხანია ბალზამიკოს ძმარს ველოდები ჯორჯიტაში, ალბათ ჩამოიტანდნენ მაგასაც jump.gif

Posted by: givillo 25 Sep 2009, 12:19
ხალხნო, არ ვიცი რა ქვია, ქურაში გამოსაყენებელი პარკი სად ვიყიდო - ვერ მიავგენით ვერსად.

Posted by: rtuli 25 Sep 2009, 12:31
givillo
QUOTE
ქურაში გამოსაყენებელი პარკი სად ვიყიდო - ვერ მიავგენით ვერსად.

არშემხვედრია არსად,მეც ვეძებდი.

Posted by: tos-ka 25 Sep 2009, 13:04
n_j
QUOTE
tos-ka
რამდენი ხანია ბალზამიკოს ძმარს ველოდები ჯორჯიტაში, ალბათ ჩამოიტანდნენ მაგასაც 

ბავრი რამეა ჩამოტანილიო, მაგრამ დახლებზე ოქტომბრიდან გამოვიტანთო smile.gif
ცოტაც უნდა დაველოდოთ smile.gif

Varvara
QUOTE
ხომ არ იცით რუხი ფქვილის ყიდვა სად შეიძლება?

თუ შეძლებ და სოფლად დაფქვილს იშოვი, თორემ აქ წისქვილები რუხს აღარ უშვებენ. შეიძლება რომელიმე დიდ სუპერმარკეტშიც ქონდეთ.

Posted by: Varvara 25 Sep 2009, 14:49
QUOTE (tos-ka @ 25 Sep 2009, 13:04 )
Varvara
QUOTE
ხომ არ იცით რუხი ფქვილის ყიდვა სად შეიძლება?

თუ შეძლებ და სოფლად დაფქვილს იშოვი, თორემ აქ წისქვილები რუხს აღარ უშვებენ. შეიძლება რომელიმე დიდ სუპერმარკეტშიც ქონდეთ.

უღრმესი მადლობა. რუხი ფქვილი რომ ფიზიკურად არ არსებობს და საცხობებს რომ არ აქვთ ცნობილი ფაქტია. ამას დიაბეტიანებისთვის სავალალო შედეგები მოაქვს.

დედაჩემისთვის ნამდვილი რუხი ან შავი პურის ყიდვა ძალიან გაპრობლემდა (ყველა ცომი შეღებილია).

ისე, სუპერმარკეტებზე არც მიფიქრია, გავივლი ერთი გუდვილში და თუ იქნება, დავწერ.

Posted by: LA FEMME 25 Sep 2009, 22:38
კულინარებო რომელ ქათმს ყიდულობთ შესაწვავად? მე საშინლად არ მომწონს ”დილა” და ”ფაზენდა”, არა და ყველა მარკეტში ეგენი აქვთ...

Posted by: rtuli 25 Sep 2009, 23:13
LA FEMME
QUOTE
კულინარებო რომელ ქათმს ყიდულობთ შესაწვავად?

,,მუხრანის,, ან გამარჯვების ქატამს ,,ვყიდულობ,,,ცოტა ხელის შევლება ჭირდება,ანუ წვრილი ბუმბულების გაცლა,ჩიჩაყვის ამოღება,გატუსვა,ფეხების და თავის დამუშავება smile.gif yes.gif
მე მაგალითად გატუსვის მერე სიმინდის ფქვილით+მარილი ვზელავ და მერე ვრეცხავ,კანი უფრო კარგათ სუფთავდება.

Posted by: LA FEMME 25 Sep 2009, 23:27
მასე ქათმის დამუშავებას გუშინ ვუყურე, ბიცოლაჩემი აკეთებდა და თვალები გადმომცვივდა biggrin.gif ზურგის გახეხვა რომ დაუწყო მარილით მაგრა ვიკაიფე.მე გაყინულ ქათამს ვყიდულობ ხოლმე არა და ბიცოლამაც ეგ მირჩია...smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Sep 2009, 23:28
n_j
QUOTE
რამდენი ხანია ბალზამიკოს ძმარს ველოდები ჯორჯიტაში, ალბათ ჩამოიტანდნენ მაგასაც

ჯორჯიტას გადაღმა ,,შირნჰოფერის" საფირმო მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო wink.gif

Posted by: rtuli 25 Sep 2009, 23:30
LA FEMME
QUOTE
მე გაყინულ ქათამს ვყიდულობ ხოლმე არა და ბიცოლამაც ეგ მირჩია...

ეგ გაყინული ქათმები შეიძლება 30 წლის უკან გაყინეს და ახლა ჩვენზე ასაღებენ yes.gif
ისევ ჩვენი ქატამი ჯობია,ყვითელ ფქვილზე და ვიტამინებზე გაზრდილი,ახალი დაკლული მაინც არის smile.gif

Posted by: n_j 26 Sep 2009, 10:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
რამდენი ხანია ბალზამიკოს ძმარს ველოდები ჯორჯიტაში, ალბათ ჩამოიტანდნენ მაგასაც


ჯორჯიტას გადაღმა ,,შირნჰოფერის" საფირმო მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო

უი მართლა? მე მანდ ძეხვების იქით არ მივდივარ ხოლმე, აწი ვნახავ, თუმცა ჯორჯიტაში მითხრეს 1 ოქტომბრიდან გვექნება ახალი რამეებიო

Posted by: LA FEMME 26 Sep 2009, 11:48
QUOTE
ეგ გაყინული ქათმები შეიძლება 30 წლის უკან გაყინეს და ახლა ჩვენზე ასაღებენ

wow.gif

Posted by: datiko 26 Sep 2009, 21:28
თურქული ყველი ბიაზი თუ გინახავთ სადმე

Posted by: Corleone 2 Oct 2009, 17:13
უი თურმე აქ უნდა დამეწერა.
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ --- ლაიმის წვენს ვეძებ დაიკირების დასამზადებლად და ვერსად ვერ ვიპოვე 100% ლაიმის წვენი. რაღაც ვნახე სადაც 50% ლაიმია და 50% მწვანე ორანჯი. იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ.
ანუ რომელ სუპერმარკეტს მივმართო. გუდვილშიც კი არ ქონდათ.

მადლობა.

Posted by: rtuli 2 Oct 2009, 18:41
Corleone
QUOTE
ანუ რომელ სუპერმარკეტს მივმართო. გუდვილშიც კი არ ქონდათ.

მე ადრე სუპერმარკეტ ,,ჯორჯიტაში,, ვნახე,ლაიმის ფორმის პლასტმასის ჯურჯელში,მაგრამ იქ ისე სწრაფად იყიდება ყველაფერი რომ ეხლა თუ ექნებათ არვიცი.შეიარე,წერეთელზეა ,,შინხოფერის,,მოპირდაპირე მხარეს.

Posted by: Corleone 3 Oct 2009, 12:33
b]rtuli[/b]
QUOTE
მე ადრე სუპერმარკეტ ,,ჯორჯიტაში,, ვნახე,ლაიმის ფორმის პლასტმასის ჯურჯელში,მაგრამ იქ ისე სწრაფად იყიდება ყველაფერი რომ ეხლა თუ ექნებათ არვიცი.შეიარე,წერეთელზეა ,,შინხოფერის,,მოპირდაპირე მხარეს.

ნეტა ცოტა ადრე მენახა ეს პასუხი, გუშინ სწორედ შინჰოფერში ვიყავი. მადლობა.

Posted by: esselte 3 Oct 2009, 16:45
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ სად შეიძლება ვიყიდო ზღვის პროდუქტები?
ძალიან მინდა სუშის გაკეთება და პროდუქტებს ვერ ვშოულობ.
ზღვის წყალმცენარე_ნორი და სუშის თევზ(ებ)ს ვერსად მივაგენი. გუდვილში ვიყავი და არ ქონდათ.
ჩვეულებრივ, სასურსათო მაღაზიაში ვიცი კითხვასაც კი არ აქვს აზრი...
ჯანჯაფილიც უნდა, მარინადი...

Posted by: Camel 6 Oct 2009, 14:01
Lime Juice სადმე ხომ არ გინახავთ???

Posted by: aduuda24 7 Oct 2009, 16:00
გუდვილის ფარში საერთოდ არ მომწონს და არც პოპულის. საბურთალოს ქუჩაზე მარკეტში ყოველდგე დზალიან მაგარი ხორცი არის და ახალი

Posted by: suchi 8 Oct 2009, 16:16
მე გადავჭერი ეს პრობლემა: ავიღე და თვითონ გავაკეთე ორგანული პროდუქტების მაღაზია. 2 შვილი მყავს და არ მინდა კიბო დაემართოთ


Posted by: Mako Subladze 8 Oct 2009, 20:46
suchi
QUOTE
თვითონ გავაკეთე ორგანული პროდუქტების მაღაზია

სად?

Posted by: suchi 9 Oct 2009, 13:56
ბერძენიშვილის და მოსაშვილის კუთხეში ორგანიკა

Posted by: SgtHoot 10 Oct 2009, 21:05
ვინმემ არ იცის Dr.Pepper - ის ყიდვა სად შეიძლება ?

Posted by: datiko 11 Oct 2009, 12:53
Corleone
QUOTE
ლაიმის წვენს ვეძებ

ქართულად ?

Posted by: MIQELA13 12 Oct 2009, 19:49
გუშინ მაღაზიაში კვერცხი ვიყიდე და ყველა 2 გულიანი აღმოჩნდა



ჩერნობილიდან იყო თუ რა პონტია ??? spy.gif


ვინმეს შეგხვედრიათ ესეთI ?///'









http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru




Posted by: სააა 12 Oct 2009, 19:57
შეყვარებული ხარ idea.gif


__________

Posted by: ninoma 12 Oct 2009, 20:04
მასეთი კვეცხი არ არის იშვიათობა.ნუ გაგიკვირდებათ.
თქვენ რომ ჩემი ქათმის დადებული კვერცხი გენახათ, ნამდვილად გაოცდებოდით.
კვერცხი იყო ბატის კვერცხზე გაცილებით დიდი. ნაჭუჭის შიგნით იყო ჩვეულებრივი ზომის კვერცხი და პლიუს ცილა და გული. სულ ორჯერ დადო ასეთი კვერცხი.მეტი აღარ დავაცალე და თავი წავაცალეთ. იმ დროს ფოტოაპარატი არ მქონდა, რომ სურათი გადამეღო.

Posted by: MIQELA13 12 Oct 2009, 20:05


















OFFTOPIC:
QUOTE
შეყვარებული ხარ idea.gif

idea.gif

Posted by: quso13 12 Oct 2009, 20:05
ცოცხალი ქინძი მართლა მავნებელია ჯანმრთელობისთვის. არადა მაგრად მიყვარს cry.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Oct 2009, 20:07
quso13
კი, სმენას აქვეითებს yes.gif

Posted by: Goddess 12 Oct 2009, 20:07
quso13
და საიდან მოიტანე ეს სიბრძნე? მთელი მოდგმა მიირთმევდა და არ გამიგია ვინმესთვის ევნოს...

Posted by: MIQELA13 12 Oct 2009, 20:08
QUOTE (ninoma @ 12 Oct 2009, 20:04 )
მასეთი კვეცხი არ არის იშვიათობა.ნუ გაგიკვირდებათ.
თქვენ რომ ჩემი ქათმის დადებული კვერცხი გენახათ, ნამდვილად გაოცდებოდით.
კვერცხი იყო ბატის კვერცხზე გაცილებით დიდი. ნაჭუჭის შიგნით იყო ჩვეულებრივი ზომის კვერცხი და პლიუს ცილა და გული. სულ ორჯერ დადო ასეთი კვერცხი.მეტი აღარ დავაცალე და თავი წავაცალეთ. იმ დროს ფოტოაპარატი არ მქონდა, რომ სურათი გადამეღო.

QUOTE
კვერცხი იყო ბატის კვერცხზე გაცილებით დიდი. ნაჭუჭის შიგნით იყო ჩვეულებრივი ზომის კვერცხი და პლიუს ცილა და გული

WHF ?eek.gif
ეგეც ანომალიააააააააააა

QUOTE
მეტი აღარ დავაცალე და თავი წავაცალეთ

რატო ვითომ .ცოცხალი ევოლუცის მაგალითი იყო user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Oct 2009, 20:09
ninoma
QUOTE
კვერცხი იყო ბატის კვერცხზე გაცილებით დიდი. ნაჭუჭის შიგნით იყო ჩვეულებრივი ზომის კვერცხი და პლიუს ცილა და გული

გარე ნაჭუჭსა და ჩვეულებრივი ზომის კვერცხს შორის რა იყო?
QUOTE
მეტი აღარ დავაცალე და თავი წავაცალეთ

sad.gif რათა, რათა, რათთთაა? sad.gif

Posted by: quso13 12 Oct 2009, 20:15
ხო რავიცი მეც სულ ვჭამ მაგრამ რამე გვერდითი მოვლენები არ შემიმჩნევია. ოჯახში სულ მეჩხუბებიან ნუ ჭამო და რავიცი აბა

Posted by: ninoma 12 Oct 2009, 20:16
[გარე ნაჭუჭსა და ჩვეულებრივი ზომის კვერცხს შორის რა იყო?]
ცილა და გული
[რათა, რათა, რათთთაა?]
ანომალია რომ იყო იმიტომ.

Posted by: miau 12 Oct 2009, 20:21
MIQELA13
არსებობს ქათმის ჯიში, რომელიც ორგულა კვერცხს დებს.

smile.gif
* * *

როგორ ფიქრობთ, ეს თემა პროდუქტების ძებნას შევუერთო?

Posted by: MIQELA13 12 Oct 2009, 20:25
QUOTE
ანომალია რომ იყო იმიტომ.

მაინც არ უნდა მოგეკლათ


user.gif


QUOTE
არსებობს ქათმის ჯიში, რომელიც ორგულა კვერცხს დებს.

ანუ ანომალია არ არის


QUOTE
როგორ ფიქრობთ, ეს თემა პროდუქტების ძებნას შევუერთო?

კი.კაის იზამ

Posted by: miau 12 Oct 2009, 21:56
MIQELA13
QUOTE
ანუ ანომალია არ არის


რა თქმა უნდა, ეს არ არის ანომალია, დაახლოებით იგიევა, რაც ტყუპი biggrin.gif მე კი ვარ ტყუპისცალი, მაგრამ ასე ანომალურადაც არ ვთვლი თავს gigi.gif
მახსოვს, ბებიამ სპეციალურად იყიდა ისეთი ქათამი, ორგულა კვერცხებს რომ დებდა. smile.gif

Posted by: MIQELA13 12 Oct 2009, 23:40
QUOTE (miau @ 12 Oct 2009, 21:56 )
MIQELA13
QUOTE
ანუ ანომალია არ არის


რა თქმა უნდა, ეს არ არის ანომალია, დაახლოებით იგიევა, რაც ტყუპი biggrin.gif მე კი ვარ ტყუპისცალი, მაგრამ ასე ანომალურადაც არ ვთვლი თავს gigi.gif
მახსოვს, ბებიამ სპეციალურად იყიდა ისეთი ქათამი, ორგულა კვერცხებს რომ დებდა. smile.gif

კაი შედარება იყო მომეწონა biggrin.gif
ვინ გაკადრა ცუდი ხარო biggrin.gif
2kiss.gif

ხო ნუ მე არ გამიგია ეტყობა.აწი მეცოდინება. user.gif givi.gif

Posted by: oups 22 Oct 2009, 16:02
rtuli
QUOTE
მუხრანის,, ან გამარჯვების ქატამს ,,ვყიდულობ,,,ცოტა ხელის შევლება ჭირდება,ანუ წვრილი ბუმბულების გაცლა,ჩიჩაყვის ამოღება,გატუსვა,ფეხების და თავის დამუშავება smile.gif yes.gif მე მაგალითად გატუსვის მერე სიმინდის ფქვილით+მარილი ვზელავ და მერე ვრეცხავ,კანი უფრო კარგათ სუფთავდება.


ერთადერთხელ გადავწყვიტე მუხრანის ქათმის ყიდვა და მეტჯერ აღარც ვიყიდი, თითქოს კარგი იყო, მოპიტკვინებული, ახალთახალი, მარა სახლში რო მოვიტანე და გასუფთავება დავიწყე კურტუმოდან დაიწყეს მატლებმა ამოსვლა, ნუ რა რეაქცია მექნებოდა რთული წარმოსადგენი არ არის ალბათ.

Posted by: rtuli 22 Oct 2009, 16:18
oups
QUOTE
ახალთახალი, მარა სახლში რო მოვიტანე და გასუფთავება დავიწყე კურტუმოდან დაიწყეს მატლებმა ამოსვლა, ნუ რა რეაქცია მექნებოდა რთული წარმოსადგენი არ არის ალბათ.

ამისგან მხოლოდ მაღაზიების მაცივრები თუ დაგვიცავენ,ბაზარში ახდილი როცა უდევთ ბუზი ისე ჩაიპარება და კვერცხს დადებს,ვერც შეამჩნევს გამყიდველი.თუმცა არც ის მომენტია გამორიცხული როცა დაკლეს და წამოსაღებათ გაამზადეს მაშინ მოხდა ბუზი ქათამში და კვერცხი დადო(მერე იქიდან მომენტალურად მატლებში გადაიქცევიან).

მოკლედ ხდება ხოლმე,რას ვიზავთ sad.gif

Posted by: hirondelle 22 Oct 2009, 17:16
კარგი იქნებოდა ჰერმეტიულ ცელოფნებში რომ ახვევდნენ, ეს არც ისე ძვირია და ჰიგიენაც დაცული იქნებოდა

Posted by: oups 22 Oct 2009, 17:23
rtuli
QUOTE
ამისგან მხოლოდ მაღაზიების მაცივრები თუ დაგვიცავენ,ბაზარში ახდილი როცა უდევთ ბუზი ისე ჩაიპარება და კვერცხს დადებს,ვერც შეამჩნევს გამყიდველი.თუმცა არც ის მომენტია გამორიცხული როცა დაკლეს და წამოსაღებათ გაამზადეს მაშინ მოხდა ბუზი ქათამში და კვერცხი დადო(მერე იქიდან მომენტალურად მატლებში გადაიქცევიან).

მოკლედ ხდება ხოლმე,რას ვიზავთ sad.gif


ხო რა, ამიტომ ცოცხალი მიყიდო მგონი ყველაფერს ჯობია და იქვე დააკვლევინ-გააპუტინებ და ეგრე რა, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული რომ ბუზის ბუდე არ იყო ოდესღაც

Posted by: rtuli 23 Oct 2009, 02:42
oups
QUOTE
ამიტომ ცოცხალი მიყიდო მგონი ყველაფერს ჯობია და იქვე დააკვლევინ-გააპუტინებ და ეგრე რა, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული რომ ბუზის ბუდე არ იყო ოდესღაც

მაშინ ერთ რამეს გასწავლი,ოღონდ არშეშინდე yes.gif smile.gif
მოკლედ,იცოდე რომ როცა სახლის ქათამი გაშვებულია,ის სვავს გარეთ წყალს,შეიძლება ეს წყალი შეიცავდეს პატაწინა წითელ ჭიებს(პატარა,წვრილ მატლებს გავს),ეგენი ხვდებიან ქათმის კუჭში და იქ იკეთებენ ბუდეს yes.gif .იმის თქმა მინდა როცა ქათამს გამოშიგნავ და კუჭს გაუჭრი კარგათ ხელი შეავლე,კოლტი თუ შეამჩნიე(ანუ გამაგრებული მუწუკივით)გაჭერი დანით( დარწმუნდე მანდ ხომ არდაიდეს ბუდე ჭიებმა).
ჩემს პრაკტიკაში მქონდა მსგავს სიტუაციასტან შეხება და გამოცდილებას გიზიარებ yes.gif smile.gif .

Posted by: ფიმ ფამ ფლუ 23 Oct 2009, 10:03
malina
QUOTE
ხორცს სად ყიდულობთ ?

ნიკორაში, პოპულში ან გუდვილშიყოველთვის ახალი კარგია

lol.gif თვითონ ფირმის საწყობში ეგ ხორცი და საერთოდ ყველაფერი რომ მოდის გაყინულია smile.gif და მოდის ძაან დიდ გზაზე. უფერო სისხლი აქვს გარეცხვისას ჯერ მარტო მგაით უნდა მიხვდე რომ კაი ხნის გარეცხილია გაწმენდილია და გაყინულია კაი ხნით smile.gif

თბილისში და მითუმეტეს მაღაზიებში იშვიათად თუ შეხვდე ახალ ხორცს sad.gif ბოსტნეულზე არ მაქვს ლაპარაკი მარა არც ეგ მომწონს რაღაც... ბრინჯშს და წიწიბურას პირს აღარ ვადებ არადაძალიან მიყვარს... არაა სანდო დაფასოებული ფროდუქტი მითუმეტეს ბრინჯი წიწიბურა სოიო... კიდევ რაღაც მოგრძო პამიდორების ჯიში წამოვიდა და საერთოდ სულ სხვა რამის გემო აქვს biggrin.gif მარტო ვარდისფერ პამიდორსღა ვჭამ არ მიყვარს მარა მაგასღა აქვს პამიდორის გემო mo.gif

Posted by: oups 23 Oct 2009, 11:29
QUOTE (rtuli @ 23 Oct 2009, 02:42 )
oups
QUOTE
ამიტომ ცოცხალი მიყიდო მგონი ყველაფერს ჯობია და იქვე დააკვლევინ-გააპუტინებ და ეგრე რა, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული რომ ბუზის ბუდე არ იყო ოდესღაც

მაშინ ერთ რამეს გასწავლი,ოღონდ არშეშინდე yes.gif smile.gif
მოკლედ,იცოდე რომ როცა სახლის ქათამი გაშვებულია,ის სვავს გარეთ წყალს,შეიძლება ეს წყალი შეიცავდეს პატაწინა წითელ ჭიებს(პატარა,წვრილ მატლებს გავს),ეგენი ხვდებიან ქათმის კუჭში და იქ იკეთებენ ბუდეს yes.gif .იმის თქმა მინდა როცა ქათამს გამოშიგნავ და კუჭს გაუჭრი კარგათ ხელი შეავლე,კოლტი თუ შეამჩნიე(ანუ გამაგრებული მუწუკივით)გაჭერი დანით( დარწმუნდე მანდ ხომ არდაიდეს ბუდე ჭიებმა).
ჩემს პრაკტიკაში მქონდა მსგავს სიტუაციასტან შეხება და გამოცდილებას გიზიარებ yes.gif smile.gif .

wow.gif და კუჭს რო რაღაც აპკი აქვს მიკრული იმაზე იბუდებენ თუ თვითონ კუჭის ხორცში თუ რაც ქვია მაგას.

ეს რა მითხარი, გავგიჟდი

phim pham phlu
QUOTE
ბრინჯშს და წიწიბურას პირს აღარ ვადებ

ბრინჯი გასაგებია მარა წიწიბურას რა სჭირს ეგ არ ვიცი

Posted by: rtuli 23 Oct 2009, 12:01
oups
QUOTE
და კუჭს რო რაღაც აპკი აქვს მიკრული იმაზე იბუდებენ თუ თვითონ კუჭის ხორცში თუ რაც ქვია მაგას.

ის აპკი ძვრება ჩვეულებრივად.აი ძირითადატ იბუდებენ კუჭში ჩასვლამდე ნაწლავის ადგილზე,ხელით დაასკანირე და ეგარის.მე ისე მივეჩვიე ნაყიდსაც ხელს ვავლებ.
QUOTE
ეს რა მითხარი, გავგიჟდი

ჩვეულებრივი მოვლენაა biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: oups 23 Oct 2009, 13:08
rtuli
QUOTE
ის აპკი ძვრება ჩვეულებრივად.აი ძირითადატ იბუდებენ კუჭში ჩასვლამდე ნაწლავის ადგილზე,ხელით დაასკანირე და ეგარის.მე ისე მივეჩვიე ნაყიდსაც ხელს ვავლებ.


გაიხარე, აწი ასე მოვიქცევი, არადა კუჭი სიგიჟემდე მიყვარს biggrin.gif

Posted by: Miss_Nata 26 Oct 2009, 20:37
თუ შეიძლება რომ მიმასწავლოთ,სად შემიძლია ყავისფერი ბრინჯის ყიდვა???
წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: natelikaaa 27 Oct 2009, 16:50
vinmem icit sad sheidzleba viyido araxisis karaqi?????

Posted by: suchi 27 Oct 2009, 17:51
QUOTE
QUOTE
ახალთახალი, მარა სახლში რო მოვიტანე და გასუფთავება დავიწყე კურტუმოდან დაიწყეს მატლებმა ამოსვლა, ნუ რა რეაქცია მექნებოდა რთული წარმოსადგენი არ არის ალბათ.


ამისგან მხოლოდ მაღაზიების მაცივრები თუ დაგვიცავენ,ბაზარში ახდილი როცა უდევთ ბუზი ისე ჩაიპარება და კვერცხს დადებს,ვერც შეამჩნევს გამყიდველი.თუმცა არც ის მომენტია გამორიცხული როცა დაკლეს და წამოსაღებათ გაამზადეს მაშინ მოხდა ბუზი ქათამში და კვერცხი დადო(მერე იქიდან მომენტალურად მატლებში გადაიქცევიან).

მოკლედ ხდება ხოლმე,რას ვიზავთ 


ბუზებისგან დაცვა ელემენტარული ჰიგიენის ამბავია. + მაცივარში მატლები და კვერცხები წყვეტენ ცოცხალ-ქმედებას. მაგრამ, ეს ნიშნავს რომ ქათამი მინიმუმ 4-5 დღისაა ინვაზიიდან და არა დაკვლიდან.
რაც შეეხება ყიდვისას შესანიშნავად რომ გამოიყურება ქათამი, აი აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემაა:

ნამდვილ ქათამს, რამოდენიმე სააათში, მაცივარშიც კი უჩნდება კანის ნეკროზული ლაქები. (უმაცივროდ 4-5 საათი, მაცივარში +7-8 გრადუსზე დაახლოებით 18-24 საათში) რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ გამოყენებისთვის უვარგისია.
აი, ,,მშვენიერ ქათმებს,, კი ამუშავებენ ანტიბიოტიკებით, ფურაცელინით, ბალზამით, კონსერვანტი კონცეტრატებით, და ატომური ბომბებით smile.gif კიდევ მრავალი საშინელებით. რეინჯი იმისდა მიხედვითააა, ფაბრიკაა თუ კერძო ტიპი, ძაან პრო..ჭია თუ ნაკლებად, და ა.შ.

ასე, რომ, ქათმის ყიდვამდე 4 ჯერ დაფიქრდით!





Posted by: rtuli 27 Oct 2009, 18:49
suchi
QUOTE
აი, ,,მშვენიერ ქათმებს,, კი ამუშავებენ ანტიბიოტიკებით, ფურაცელინით, ბალზამით, კონსერვანტი კონცეტრატებით, და ატომური ბომბებით  კიდევ მრავალი საშინელებით

ამაში არგეთანხმები(მქონდა შეხება).
ერთადერთს რასაც აკეთებენ ეს არის დაფერილობას,ანუ ცნობილია რომ ჩვენ ვთვლით რომ ქათამი ყვითელი ფერის უნდა იყოს(არვიცი რატომ,მხოლოდ სიბერეში გადასულ ქათამს აქვს ყვითელი ფერის ქონი!) და ამიტომ დაკვლის მერე,დასუფთავების მერე ,ყრიან პიშევოი კრასკით შეღებილ წყალში,აჩერებენ გარკვეულ დროს და ეგარის smile.gif .
დააკვირდი აბა ბაზარში,ზოგი ქატამი ოდნავ ყვითელია ზოგი კი ძალიან ყვითელი,ამ დროს სხვადასხვა დროს არის ამოღებული იმ ყვითელი წყლიდან.


Miss_Nata
QUOTE
სად შემიძლია ყავისფერი ბრინჯის ყიდვა???

მე ,,დინამო,, სტანიონის მოპირდაპირე მხარეს ,,,დოლარ სტორის,, ტერიტორიაზე ვყიდულობ

Posted by: miau 27 Oct 2009, 18:55
natelikaaa
QUOTE
vinmem icit sad sheidzleba viyido araxisis karaqi?????


დოლარსთორშიც არის, არ არსებობს, გუდვილში არ იყოს და ჯორჯიტაშI smile.gif

QUOTE
თუ შეიძლება რომ მიმასწავლოთ,სად შემიძლია ყავისფერი ბრინჯის ყიდვა???


ერტხელ ბაზრობაზეც შემხვდა smile.gif ჯორჯიტაში იყო და ახლა არ ვიცი, არ მომხვედრია თვალში. გუდვილში იკითXე ან პოპულისიტიში.
საერთოდ, თუ სადმე რამეს ვერ შოულობთ, ამ სამ მარკეტს მიაშურეთ. biggrin.gif

Posted by: n_j 27 Oct 2009, 19:04
natelikaaa
ჯორჯიტაში არის ხოლმე
* * *
QUOTE
აი, ,,მშვენიერ ქათმებს,, კი ამუშავებენ ანტიბიოტიკებით, ფურაცელინით, ბალზამით, კონსერვანტი კონცეტრატებით, და ატომური ბომბებით  კიდევ მრავალი საშინელებით

მოკლეთ ან ჭამა მოგვკლავს ან უჭმელობა რა biggrin.gif

Posted by: suchi 28 Oct 2009, 03:57
QUOTE
ამაში არგეთანხმები(მქონდა შეხება).
ერთადერთს რასაც აკეთებენ ეს არის დაფერილობას,ანუ ცნობილია რომ ჩვენ ვთვლით რომ ქათამი ყვითელი ფერის უნდა იყოს(არვიცი რატომ,მხოლოდ სიბერეში გადასულ ქათამს აქვს ყვითელი ფერის ქონი!) და ამიტომ დაკვლის მერე,დასუფთავების მერე ,ყრიან პიშევოი კრასკით შეღებილ წყალში,აჩერებენ გარკვეულ დროს და ეგარის  .
დააკვირდი აბა ბაზარში,ზოგი ქატამი ოდნავ ყვითელია ზოგი კი ძალიან ყვითელი,ამ დროს სხვადასხვა დროს არის ამოღებული იმ ყვითელი წყლიდან.


არ ვიცი რა შეხება გქონდა და საიდან იცი იმ ხსნარის ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს თვალწინ დაკლული და გაპუტული ქათამი წამოვიღე და 3-4 საათში ის დაემართა რაც ზემოთ დავწერე.
ბაზარში და მაღაზიებში დღეები უდევთ და ისევ საყვარლად ყვითლები არიან. უბრალოდ გამორიცხულია!
ისე თუნდაც საღებავი იყოს, რატო უნდა ვჭამო საღებავი? თუ მომინდა ავიღებ და გუაშს ვხუხავ! რატომ უნდა გამჭყიპოს ვიღაცამ?

+ მაღაზიაში შევიტანე საცდელი პარტია ორგანული წიწილების და მაცივარში მაინც დანეკროზდნენ! ეს წიწილები აცრილებიც არ იყვნენ. ასე რომ 100% სუფთა იყო. და მაინც დანეკროზდნენ. ნამდვილ პროდუქტს ეგ ახასიათებს. მოვხსენი იასნია, იმიტომ რომ როგორც თქვი ხალხს ყვითელი პუდრა-პამადიანი წიწილები ევასებათ smile.gif და 2 კვირა მაგარ ქათამს მივირთმევდით smile.gif

გამოსავალია ან 1-2 საათის დაკლულის ყიდვა ან ღრმა ანუ შოკური გაყინვა. ამით პროდუქტი არანაირად არ კარგავს ფასეულობას
* * *
აუუუუუუუუუუ! კი მაგრამ ის პიშევოი ხსნარი თუნდაც რა ვედროში უსხიათ? რომელი ბებოს მორეულია სად ნამყოფი ხელებით??????????
ნეტა ვაბშე არ მებაზრა ამ თემაზე, ეს რომ არ გამეგო

Posted by: rtuli 28 Oct 2009, 13:17
suchi
QUOTE
იმიტომ რომ როგორც თქვი ხალხს ყვითელი პუდრა-პამადიანი წიწილები ევასებათ

ეს ზუსტად მყიდველის მოთხოვნილებაა და ამიტომ მწარმოებელი ხელს უწყობს თავის პროდუქციის სატანადო ვიდზე მოიყვანოს.

QUOTE
გამოსავალია ან 1-2 საათის დაკლულის ყიდვა ან ღრმა ანუ შოკური გაყინვა.

აი აქ ცოტას შეგედავები.
არსებობს ხორცის დაძველების მეთოდი.ანუ ხორცეულს მაცივარში 0 გრადუსზე ამყოფებენ რამოდენიმე დღეს(ხორციდან გამომდინარე დღეები მატულობენ,ანუ მაგალითად სტეიკის ხორცისთვის 28 დღეა საჭირო რომ დააძველო!,ქათამს 2-3 დღე ყოფნის).მიზეზი მარტივია :სწრაფად მზადდება და უფრო გემრიელდება ხორცი. დაძველების მეთოდს იყენებენ მსოფლიო კულინარიაში.
smile.gif
დანარჩენ ინფოს ამის შესახებ თუ გაინტერესებს მოძებნე ინტერნეტში.
QUOTE
დანეკროზდნენ

ასე რომ ეს სიტყვა ,,დანეკროზება,, ცოტა სხვა ამბავშია გამოსაყენებელი. smile.gif

Posted by: n_j 28 Oct 2009, 13:17
suchi
დ აბა რა ვქნათ? სად ვიშოვოთ ეს ორგანული წიწილები?

Posted by: MEZGVAURI 28 Oct 2009, 21:26
გოგოებო და ბიჭებო: კუნჟუტს სად ყიდულობთ? მგონია რომ გუდვილში უნდა იყოს..

Posted by: mekvle 29 Oct 2009, 02:48
თუშური სამზარეულოს თემაში კი დავპოსტე, მაგრამ აქ უფრო სრულყოფილად მოგაწვდით ინფორმაციას, ახლობლებმა მთხოვეს დახმარება:

იყიდება თუშური გუდის ყველი (ძროხისა), თვლიანი და ერბოიანი!

ჩამოტანილია ქვემო ალვნიდან!

ფასი _ 1 კგ. 10 ლარი;

სულ არის 5 თავი.

ტელ.: 855 14-05-10
* * *
QUOTE (El Topo @ 22 Sep 2009, 14:39 )
საპატრიარქოს მიერ გამომცხვარი პურის შეძენა სად შეიძლება?

მე მაღაზია "ორგანიკაში" შევიძინე და კმაყოფილი ვარ!
* * *
QUOTE (mekvle @ 29 Oct 2009, 01:48 )
თუშური სამზარეულოს თემაში კი დავპოსტე, მაგრამ აქ უფრო სრულყოფილად მოგაწვდით ინფორმაციას, ახლობლებმა მთხოვეს დახმარება:

იყიდება თუშური გუდის ყველი (ძროხისა), თვლიანი და ერბოიანი!

ჩამოტანილია ქვემო ალვნიდან!

ფასი _ 1 კგ. 10 ლარი;

სულ არის 5 თავი.

ტელ.: 855 14-05-10
* * *
QUOTE (El Topo @ 22 Sep 2009, 14:39 )
საპატრიარქოს მიერ გამომცხვარი პურის შეძენა სად შეიძლება?

მე მაღაზია "ორგანიკაში" შევიძინე და კმაყოფილი ვარ!

დავაზუსტებ ერთ დეტალს _ ყველი დამზადებულია მთათუშეთის სოფელ ვესტომთაში, ალპურ საძოვრებზე. ასეთ ყველს ამ ფასად თბილისში ვერ ნახავთ.

Posted by: Varvara 6 Nov 2009, 13:22
suchi

არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მაინც გქონდეს ინფორმაცია რა იცი რა ხდება ... იმასაც ამბობენ რომ ბაზარში ქათმები რომ არ გაუფუჭდეთ ფორმალინიან ხსნარში ინახავენო .......

ერთადერთი რაც არ მესმის ისაა, რომ სხვის დაავადმყოფებაზე ფული როგორ უნდა გააკეთო.

Posted by: miau 7 Nov 2009, 00:48
mekvle
QUOTE
დავაზუსტებ ერთ დეტალს _ ყველი დამზადებულია მთათუშეთის სოფელ ვესტომთაში, ალპურ საძოვრებზე. ასეთ ყველს ამ ფასად თბილისში ვერ ნახავთ.


ნამდვილად! yes.gif

Posted by: n_j 7 Nov 2009, 10:56
MEZGVAURI
QUOTE
გოგოებო და ბიჭებო: კუნჟუტს სად ყიდულობთ? მგონია რომ გუდვილში უნდა იყოს..

პასაჟის გასასვლელთან სუნელების კაცი რომაა, იქ ვიყიდე მე
* * *
Corleone
QUOTE
ლაიმის წვენს ვეძებ დაიკირების დასამზადებლად

Camel
QUOTE
Lime Juice სადმე ხომ არ გინახავთ

თუ კიდევ ეძებთ, ჯორჯიტაში ვნახე 2 დღის წინ

Posted by: MEZGVAURI 7 Nov 2009, 21:42
n_j
მადლობაsmile.gif

.............................................

Posted by: MAGIC_WOMAN 10 Nov 2009, 00:53
გოგოებო და ბიჭებო ხომ არ იცით სად შეიძლება კეფირის თუ რძის სოკო (არ ვიცი ზუსტად როგორ ქვია) სად ვიშოვოო??????

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Nov 2009, 01:15
MAGIC_WOMAN
კიდევ თუ აქვს მიაუს...

http://forum.ge/?showtopic=33873078&f=&st=0&#entry10480322

Posted by: MAGIC_WOMAN 10 Nov 2009, 01:24
WOMAN IN LOVE
გაიხარე 2kiss.gif

Posted by: amadeus 10 Nov 2009, 11:05
MEZGVAURI
გილოცავ მართვის მოწმობის აღებას, ეჰ ნეტა მეც ამაღებინა. smile.gif

ცოცხალი ჯარიმა დავდივარ წლებია biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 10 Nov 2009, 13:13
amadeus
მადლობ smile.gif თეორიის სწავლა გეზარება ნამდვილად-რახან ვერ აგიღია პრავა აქამდე-ლოგიკურია smile.gif
აქ თემაში რო მილოცავ აქაც არ აირტყა ჯარიმა biggrin.gif

Posted by: rtuli 10 Nov 2009, 14:08
MEZGVAURI
QUOTE
გილოცავ მართვის მოწმობის აღებას, ეჰ ნეტა მეც ამაღებინა.

უი,მეც გილოცავ!
სულ მწვანეზე გევლოს !

Posted by: MEZGVAURI 10 Nov 2009, 14:26
rtuli
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: amadeus 10 Nov 2009, 16:17
MEZGVAURI
მე აქაც და პატრულთანაც მწვანე მაქვს ანთილი, თბილისის საპატრულო ჩემი მეგობარია ხოლო აქოური მოდერები ჩემი ბიძაშვილები biggrin.gif


Posted by: MEZGVAURI 10 Nov 2009, 16:49
amadeus
ვაჰ ჩვენ ბოდიშით biggrin.gif ძაან მაგარი ხარ, შენ პრავა რათ გინდა?

Posted by: blokator 16 Nov 2009, 00:09
ადრე გამოდიოდა ვერცხლისფერ ცელოფნებში შეფუთული,ფქვილის მაგვარი კონსტიტენციის იყო მოყავისფრო ფერის,თბილ წყალში გახსნიდი და სქელი ფაფა კეთდებოდა.უფრო სწორად კი არ გამოდიოდა ჰუმანიტარული დახმარება იყო,ამერიკა გვაწვდიდა,და ,,წითელი ჯვარი''ს ნიშანიც ეხატა მგონი.მოკლედ თუ ვინმეს გახსოვთ,იქნებ მომაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია ზემოთხსენებულის შესახებ...თუნდაც ლინკი,თუ არ ვცდები სოიოსგან იყო დამზადებული და ,,ჯემეტი'' ერქვა ზსტად ვიცი,ოღონდ ლათინურად როგორ ეწერა არ მახსოვს

ძალიან მჭირდება...

Posted by: miau 16 Nov 2009, 00:44
აგერ, პროდუქტების ძებნას შევუერთებ და აქ გაგცემენ პასუხს smile.gif

წარმოდგენა კი არა მაქვს რაზე გაქვს საუბარი sad.gif გადავქექე მთელი საძიებო პროგრამები და ვერ ვნახე sad.gif

რაღაც გაურკვეველ ენაზე მომცა რაღაც , მაგრამ რა ენაა, ეგეც ვერ დავადგინე, მგონი ჰოლანდიური

Posted by: blokator 16 Nov 2009, 01:24
გუგლით მეც დიდიხანია უკვე ვეძებ,მაგრამ ამაოდ sad.gif ჯემეტი ერქვა სახელი მაგრამ ლათინური ასოებით როგორ ეწერა ვერ ვიხსენებ,ამიტომაც ვერ ნახულობს გუგლი.ეჰ რამდენი ხანია უკვე ვეძებ sad.gif პოლიკნინიკებში არიგებდნენ ისე ადრე და ეხლა რომ ჰუმანას ფხვნილებია,შვრიის ჰუმანა გავს მაგრად სუნით და გემოთიც წააგავს biggrin.gif

Posted by: miau 16 Nov 2009, 01:39
blokator

ვააა, რა საინტერესოა.... რაში იყენებდით?

Posted by: ju_sa 26 Nov 2009, 12:46
თეთრი ანჩოუსები იყიდება ამ ბედკრულ ქვეყანაში? დაკონსერვებული არა ოღონდ... cry.gif

Posted by: MEZGVAURI 26 Nov 2009, 12:55
ju_sa
ეჰ ეგეთ რამე-რუმეებს გუდვილში თუ წააწყდები თორე ანჩოუსი კი არა კურდღელი ვერსად მიპოვია. მაგასაც გუდვილში ვეძებდი

Posted by: ju_sa 26 Nov 2009, 16:48
MEZGVAURI

ეხ სამწუხაროა... sad.gif არადა მქონდა იმედი.. ვნახავ მაინც გუდვილში...
baby.gif

Posted by: Varvara 28 Nov 2009, 02:00
ju_sa

გამშრალი დაფასოებული ბევრ მაღაზიაში მინახია

Posted by: marmeladova 12 Dec 2009, 19:44
ხალხო ნორი სად ვიყიდო ... ??? ...

Posted by: hirondelle 12 Dec 2009, 20:23
ju_sa
QUOTE
თეთრი ანჩოუსები იყიდება ამ ბედკრულ ქვეყანაში?

ხამსა იკითხე ბაზარში, იგივეა

Posted by: rtuli 12 Dec 2009, 20:44
hirondelle
QUOTE
ხამსა იკითხე ბაზარში, იგივეა

არვიცოდი rolleyes.gif

Posted by: hirondelle 12 Dec 2009, 21:14
rtuli
QUOTE
არვიცოდი

ზოგმა არ იცის და თავი მოაქვს რაღაცით, საკუთარი ხალხის და ქვეყნის დამცირების ხარჯზე გონია რაიმეს წარმოადგენს, თავი ანჩოუსი გონია და არც კი იცის რომ ეს იგივე ხამსაა

პს. მიხვდები ალბათ ვინებზეა საუბარი smile.gif

Posted by: Harry Potter 16 Dec 2009, 03:32
სადმე იშოვება ჩინური სოუსები? smile.gif Hoisin sauce, Coy sauce, Oyster sauce, Dark sesame oil? biggrin.gif ა? biggrin.gif

Posted by: (c)TG 16 Dec 2009, 04:10
Harry Potter
QUOTE
Coy sauce

QUOTE
Dark sesame oil?

ესენი გუდვილში ვნახე და დანარჩენი ორი არ დამინახავს, შეიძლება ეგენიც იყო

Posted by: rtuli 16 Dec 2009, 20:39
Harry Potter
QUOTE
Hoisin sauce, Coy sauce, Oyster sauce, Dark sesame oil?  ა? 

ჩინურ რესტორანს ხსნი biggrin.gif

შტატებიდან ხელცარიელი რატომ მოდიხარ,წამოგეღო boli.gif

hirondelle
QUOTE
თავი ანჩოუსი გონია და არც კი იცის რომ ეს იგივე ხამსაა

პს. მიხვდები ალბათ ვინებზეა საუბარი 

gigi.gif

Posted by: Harry Potter 16 Dec 2009, 21:18
rtuli
QUOTE
ჩინურ რესტორანს ხსნი biggrin.gif


არა ჩემთვის მინდა biggrin.gif უნდა ვიმზარეულო biggrin.gif

QUOTE
შტატებიდან ხელცარიელი რატომ მოდიხარ,წამოგეღო boli.gif


ჩამოვედი უკვე 5 თვეა smile.gif

Posted by: rtuli 16 Dec 2009, 21:24
Harry Potter
QUOTE
ჩამოვედი უკვე 5 თვეა 

უი, საერთოდ?
დაამთავრე სწავლა?
მგონი იურიდიულზე სწავლობდი rolleyes.gif

Posted by: Harry Potter 17 Dec 2009, 01:47
rtuli
კი საერთოდ smile.gif მარა არ დამიმთავრებია, აქედან ვაგრძელებ დისტანციური სწავლებით smile.gif

Posted by: hirondelle 17 Dec 2009, 04:15
rtuli
ეგ სიგნაჩაში უნდა ჩავიწერო ადგილობრივი სნობების (ანჩოუსების) დასანახად yes.gif gigi.gif

Posted by: lilucia 18 Dec 2009, 17:22
ხალხო კარგი პიცა სად შეიძლება ჭამოს ადამიანმა? კაი, რბილი და გემრიელი, ისეთი არა ყბა რო მოგძვრება

Posted by: Maksime 24 Dec 2009, 23:39
არ ვიცი, შეიძლება არასწორი მისამართია!?... დონატები სად ცხვება ყველაზე კარგი? იქნებ ვინმემ დამაკვალიანოს....

Posted by: მ.დ.უ 25 Dec 2009, 10:22
კარგი კრემიანი პონჩიკები სად იყიდება?



Posted by: Harry Potter 26 Dec 2009, 20:35
ინდურ სამზარეულოს მივადექი biggrin.gif ჰოდა მაინტერესებს ესენი თუ იშოვება თბილისში:

ginger paste - http://images.google.ge/images?hl=ka&um=1&sa=1&q=ginger+paste&btnG=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&start=0 (იგივე ოღონდ ნივრის)


* * *
turmeric - http://images.google.ge/images?hl=ka&source=hp&q=turmeric&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi

Posted by: ninoma 26 Dec 2009, 21:10
QUOTE
turmeric

რომელ საჭმელში იყენებთ?


Posted by: Harry Potter 26 Dec 2009, 23:53
ninoma
QUOTE
რომელ საჭმელში იყენებთ?


curry-ს რეცეპტში წერია და შესაბამისად მასში biggrin.gif

Posted by: rtuli 27 Dec 2009, 00:06
Harry Potter
QUOTE
ninoma

კურკუმაა რუსულად და ქათმის ხორცს უხდება ძალიანsmile.gif
შესაძლებელია ზაფრანას მაგივრად გამოიყენო კერძის ნაზი ყვითელი ფერის მისაცემადsmile.gif

Posted by: Harry Potter 27 Dec 2009, 00:19
rtuli

სად ვიშოვო? biggrin.gif თბილისში იშოვება? biggrin.gif

Posted by: rtuli 27 Dec 2009, 02:22
Harry Potter
QUOTE
თბილისში იშოვება? 

თბილისი გადაკარგულ კუნძულად მიგაჩნია boli.gif biggrin.gif

არის ყველაფერი,გასვლა და ყიდვა უნდა,თუნდაც სუნელების კაცთან მიდი,პასაჟის შესასვლელიდან ბოლოში, კუთხეში ზის(ნამცხვრები სადაც იყიდება მანდ) yes.gif


Posted by: Harry Potter 27 Dec 2009, 11:41
rtuli

არა biggrin.gif პროსტა ნუ სტერეოტიპული წარმოდგენა მაქვს, რო არაფერი იშოვება ეგზოტიკური რამე-რუმეებიდან რა biggrin.gif

ოკ, გმადლობ მაშასადამე biggrin.gif

Posted by: Mako Subladze 27 Dec 2009, 13:22
Harry Potter
QUOTE
არა  პროსტა ნუ სტერეოტიპული წარმოდგენა მაქვს, რო არაფერი იშოვება ეგზოტიკური რამე-რუმეებიდან რა

ამიტომ ხშირად უნდა დატოვო კომპი და გახვიდე გარეთ, სუფთა ჰაერზე. yes.gif 2kiss.gif

Posted by: Harry Potter 27 Dec 2009, 15:24
Mako Subladze
QUOTE
ამიტომ ხშირად უნდა დატოვო კომპი და გახვიდე გარეთ, სუფთა ჰაერზე. yes.gif 2kiss.gif


biggrin.gif კარგი, ორშაბათიდან დავიწყებ biggrin.gif

Posted by: Mako Subladze 27 Dec 2009, 17:47
Harry Potter
QUOTE
კარგი, ორშაბათიდან დავიწყებ 

მასე ქენი.

Posted by: auau 27 Dec 2009, 20:25
Harry Potter
თბილისში აბსოლუტურად ყველაფერს იშოვნი, ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩვენს ბაზარზე!

Posted by: (c)TG 28 Dec 2009, 04:30
Harry Potter
შარზე ხარ? lol.gif

Posted by: dariala 28 Dec 2009, 15:11
აბა ვის უნდა ყაზბეგური კარტოფილი და ქაცვის წვენიიიი smile.gif ეფაააააააად, ეფაააააააად biggrin.gif
მოკლედ: იყიდება ყაზბეგიდან ჩამოტანილი კარტოფილი, ერთი კილოს ფასია 70 თეთრი. ასევე იყიდება ქაცვის წვენი, ერთI ლიტრის ფასია 7 ლარიოოო.

Posted by: Harry Potter 28 Dec 2009, 15:15
©TG

არა რატო? smile.gif არ ვიცნობ თბილისის ბაზარს და რა ვქნა? smile.gif

Posted by: jorjika 28 Dec 2009, 15:37
სად იყიდება თბილისში ნორმალური ვისკი?
ადრე სადაც ვყიდულობდი რამდენიმე ადგიალს, ყველგან გააფუჭეს
ვარისხევში რომ გაიხსნა მაღაზია, ვინმემ რამე თუ იცით?
რა პროდუქცია აქვთ, რა ფასებია...

* * *
UP
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: (c)TG 29 Dec 2009, 01:11
dariala
QUOTE
მოკლედ: იყიდება ყაზბეგიდან ჩამოტანილი კარტოფილი, ერთი კილოს ფასია 70 თეთრი. ასევე იყიდება ქაცვის წვენი, ერთI ლიტრის ფასია 7 ლარიოოო.

ისა და ქაცვის წვენი რას ნიშნავს, გამოწურულია ცოცხალი ქაცვი თუ რანაირად? და სად მოვაკითხო? დალევა შეიძლება პირდაპირ თუ რამე უნდა გავაკეთო? თუ გინდა პმ მომწერე მისამართი
Harry Potter
დაიარე თავისუფალ დროს მეგა მარკეტები და მერე რამე რომ დაგჭირდება, უცებ გაიხსენებსად რა არის ან აქ იკითხე და არ დაგზარდებიან თუმცა რაღას ვწერ, ხო ისედაც იკითხე punch.gif

Posted by: fighter 30 Dec 2009, 00:53
ვინმემ ხომ არ იცი სად შეიძლება ვიყიდო ჩინზანო. სადაც მეგონა, რომ იქნებოდა ყველგან ვნახე და ვერსად მივაგენი. დუტი ფრიში იქნება ალბათ, მაგრამ მაგის გულისთვის საქართველოდან ვერ გავფრინდები smile.gif

Posted by: dariala 30 Dec 2009, 01:06
ჩემს ახლობელს შეუძლია ყაზბეგიდან გამოგიგზავნოთ smile.gif
ქაცვის ნაყოფებს წურავენ, ბოთლებში ასხამენ და მშრალ და ბნელ ადგილას ინახავენ.
შეგიძლიათ ჩაასხათ რამე ჭურჭელში, დააყაროთ შაქარი გემოვნებით. დადგამთ რამოდენიმე დღე და ურევთ ხანდახან შაქრის გახსნამდე. მერე გემოვნების მიხედვით კოვზობით ჩაისხამთ ჭიქაში ან უფრო დიდ ჭურჭელში, მაგალითად გრაფინში დაასხამთ წყალს და მიირთმევთ. გემოთი ხომ არაჩვეულებრივია, თან არის ძალიან სასარგებლო. ავიტამინოზის დროს არის უებარი, ასევე არეგულირებს წნევას და რა ვიცი... ბევრი სასარგებლო თვისება აქვს მოკლედ smile.gif
ხუმრობით ამ წვენს მოხეურ ფანტასაც ეძახიან biggrin.gif
ერთი ლიტრის ფასია 5 ლარი
ასევე შეიძლება კარტოფილის ჩამოტანაც. როგორც ვიცი 70 თეთრს აფასებენ smile.gif
პ.ს. თუ თემა არ შეესაბამება განყოფილების წესებს ვთხოვ მოდერატორს დახუროს და გააქროს საერთოდ smile.gif

Posted by: sharlot 30 Dec 2009, 11:00
ნამცხვრისთვის ჩასაფენ კალკას თუ რაც ჰქვია იმას სად ყიდულობთ ხოლმე ?

Posted by: miau 30 Dec 2009, 12:16
sharlot
QUOTE
ნამცხვრისთვის ჩასაფენ კალკას თუ რაც ჰქვია იმას სად ყიდულობთ ხოლმე ?


ფოლგა და ჩასაფენი ქაღალდები დოლარსთორის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება, თვითონ დოლარსთორშიცაა, კალკა და პერგამენტი კი რა გითხრა - ბებიაჩემს იმხელა მარაგი აქვს წინა საუკუნეში დაგროვილი, რომ დღესაც მაქვს და კარგა ხანს არ დამჭირდება ყიდვა biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Dec 2009, 12:48
სილიკონის საცხობი ფორმა გაქვთ ვინმეს? ვიყიდო? თუნუქისას ჯობია?

Posted by: tos-ka 30 Dec 2009, 13:10
WOMAN IN LOVE
QUOTE
სილიკონის საცხობი ფორმა გაქვთ ვინმეს? ვიყიდო? თუნუქისას ჯობია?


მე დიდად არ მომეწონა, თუნუქის ვარჩიე 2kiss.gif

Posted by: S_H_I_N_Y 30 Dec 2009, 14:11
sharlot

მე გუდვილში ვყიდულობ საცხობ ქაღალდს და აი ძალიაააან მომწონს smile.gif
რაც ეგ მაქვს კარაქის და ზეთის წასმა დავივიწყე (ვერ ვიტან მაგ პროცესს) საერთოდ არ იკრავს bis.gif

Posted by: sharlot 30 Dec 2009, 15:44
miau
S_H_I_N_Y
დიდი მადლობა. დედის მარაგები გათავდა, იდმეია წესლ არ დამჭირდება (მეყოფა დარჩენილი), თორემ ამბავი მოიტანეს ქალაქში საცობებიაო. მერე გავალ 2-3ში თავისუფალი გზებით smile.gif

Posted by: Who_Am_I 31 Dec 2009, 14:33
აუ ეგ მეც მაინტერებს
------------------------------

Posted by: lilucia 7 Jan 2010, 13:37
არავინ იცის სად შეიძლება ჭამოს ადამიანმა კაი პიცა?

Posted by: miau 7 Jan 2010, 14:28
პანეტერიაში აცხობენ კარგ პიცას ან სახლში smile.gif smile.gif

Posted by: n_j 9 Jan 2010, 13:27
ლავაშები აღარ იყიდება თუ მე ვხედავ ვერსად? ჩვეულებრივ მარაზიებშიც ქონდატ ხოლმე, არ აქვტ ახლა, არც პოპულში აღარ არის, სად ვიშოვო?

Posted by: rtuli 9 Jan 2010, 13:38
n_j
QUOTE
ჩვეულებრივ მარაზიებშიც ქონდატ ხოლმე, არ აქვტ ახლა, არც პოპულში აღარ არის, სად ვიშოვო?

პოპულში კარგახანია აღარ არის,ამ დღეებში არგავსულვარ თორე ჩვენთან დოლიძეზე ,,ვეჯინში,, სულ აქვთ.
კიდე ვაგზალზე არის ყოველთვის,აგურის შენობის მეორე სართულზე ,სადაც შებოლილ ლორებს ყიდიან მანდ.

Posted by: pathfounder 9 Jan 2010, 13:42
[QUOTE]ნამცხვრისთვის ჩასაფენ კალკას თუ რაც ჰქვია იმას სად ყიდულობთ ხოლმე ? [/QUOTE]
ლენინის დროინდელი მაქ რულონით))))

quote]სად შეიძლება ჭამოს ადამიანმა კაი პიცა? [/quote]
რაინერის პიცერიაში,ბიარგარდენია ბარნოვზე.ძალიან დიდი არჩევანი არის პიცის და ლაზანია და ეგეთი რაღაცეებია.

Posted by: n_j 9 Jan 2010, 13:54
rtuli
მადლობა
მაგ აგურის შენობაში საუკუნეა არ შევსულვარ, ხვალ ბაზარში ვაპირებ წასვლას და შევივლი ერთი

Posted by: bastunia 9 Jan 2010, 18:57
ნორმალური ხარისხის საჭელი სოდა რომელია თუ იცით და სად შეიძლება მისი ყიდვა?

Posted by: miau 9 Jan 2010, 19:25
n_j
QUOTE
ლავაშები აღარ იყიდება თუ მე ვხედავ ვერსად?


ვარკეთილის ბაზრის შესასვლელში არის ალიან კარგი ხარისხის.
ჩვენსკენ მარკეტებშიც არის smile.gif

Posted by: Varvara 9 Jan 2010, 21:01
დელისის მეტროსთანაც მოაქვთ მაღაზიებში. მობილურის ნოემრიც უწერია თავისი იმ ფირმას. თუ ამ დღეებში მოვხვდები იმ გასტრონომში, დაგიწერთ ნომერს....

Posted by: natali kalandadze 10 Jan 2010, 03:18
რამდენჯერმე შემხვდა რეცეპტი ინდაურის ფარშის გამოყენებით, რა ფორმით იყიდება დეიდებო ეს ფარში?

Posted by: n_j 10 Jan 2010, 15:23
miau
QUOTE
ვარკეთილის ბაზრის შესასვლელში არის ალიან კარგი ხარისხის.
ჩვენსკენ მარკეტებშიც არის 

დიდი მადლობა მაგრამ ეგ ბაზარი საერთოდ არ ვიცი სად არის , სამწუხაროდ, თან ჩემგან შორია ვარკეტილი, ლავაშისთვის ვერ გავალ sad.gif
Varvara
დაწერე აბა

Posted by: pathfounder 11 Jan 2010, 06:47
jorjika
http://www.tbilmarket.com/index.php?cPath=156
QUOTE

სად იყიდება თბილისში ნორმალური ვისკი


Posted by: Melano 11 Jan 2010, 10:04
სად შიძლება ავოკადო ვიკიდო თბილისში??

Posted by: xorumi 19 Jan 2010, 20:47
ხალხო თუ იცით გლეხ კაცს დედა თბილიში სადმე ლუდი გინესის ყიდვა შეუძლია? მე ვერსად მივაგენი user.gif

user posted image

Posted by: kataxxl 20 Jan 2010, 01:25
თბილისში მადეირა თუ იყიდება სადმე? sad.gif

მიმასწავლეთ თუ სადმე იყიდება spy.gif

Posted by: miau 20 Jan 2010, 12:41
Melano
QUOTE
სად შიძლება ავოკადო ვიკიდო თბილისში??


გუდვილში და პოპული-სიტიში

Posted by: Varvara 20 Jan 2010, 14:52
xorumi

პეროვსკაიაზე არ გინახავს? ადრე ყიდიდნენ მაგრამ ამბობდნენ რომ ძაან აზავებენ წყლითო.....

Posted by: chupa82 20 Jan 2010, 16:03
xorumi
QUOTE
პეროვსკაიაზე არ გინახავს

იქ მაქვს დალეული pub ,,ნალში"
* * *
აქვე ვიკითხავ სად შეიძლება ნაღები ვიყიდო, კრემისთვის რომ გამოვიყენო მერე?

Posted by: salamikvelas 20 Jan 2010, 16:33
marmeladova
QUOTE
ხალხო ნორი სად ვიყიდო ... ??? ...

ვერსად.
აქ არსად არ იყიდება. არც გუდვილი არც პოპული არც ბაზრობა უკვე დიდიხანია ვათვალიერებ

Posted by: n_j 20 Jan 2010, 16:52
chupa82
QUOTE
აქვე ვიკითხავ სად შეიძლება ნაღები ვიყიდო, კრემისთვის რომ გამოვიყენო მერე?

ბაზრობაზე, სუპერმარკეტებში, საკონდიტრო მარაზიებში.
თხევადი ნაღები ჯობია ფხვნილებს, მაგრამ მანდაც არის განსხვავება, სამარხვოს რომ ეძახიან, მცენარეულ ნარებს, არ გირჩევ, ვალიო, პარმალატი ან სკანდინავიურია კიდევ ერთი, მგონი არლა ჰქვია, ის იყიდე

Posted by: მადეირა 20 Jan 2010, 17:40
kataxxl
QUOTE
თბილისში მადეირა თუ იყიდება სადმე?

spy.gif

Posted by: xorumi 20 Jan 2010, 22:51
Varvara
QUOTE
პეროვსკაიაზე არ გინახავს? ადრე ყიდიდნენ მაგრამ ამბობდნენ რომ ძაან აზავებენ წყლითო.....

კაი იქნება აბა biggrin.gif გაიხარე

chupa82
QUOTE
იქ მაქვს დალეული pub ,,ნალში"

მადლობა smile.gif

გავივლი ერთი ვნახავ როგორია smile.gif

Posted by: kataxxl 21 Jan 2010, 00:09
მადეირა

ღვინოა პორტუგალიური smile.gif

ძაან მაგარია

მაგრამ როგორც სჩანს ამ დამპალ ქვეყანაში არ იყიდება

მარტო ჩაჯმული ფალსიფიცირებული ქართული ღვინოებია ლოლ

Posted by: მადეირა 21 Jan 2010, 01:07
kataxxl
ვიცი კაცო (ოღონდ მადეირყლია) პორტვეინია (ჩემი ნიკის პატრონს არ მეცოდინება? wink.gif ) და იცი ლეგენდა მაგაზე?

ამბობენ ერთმა ამერიკელმა შეუკვეთა მადეირული ღვინო ოკეანე რომ გადასცურა გემმა აღმოჩნდა რომ ის შემკვეთი მოკვდა – ღვინო უკან დააბრუნეს და როცა გასინჯეს სულ სხვა გაცილებით მაგარი აღმოჩნდა – ამდენმა რყევამ დააყენა ნამდვილი მადეირა – ხოდა ახლა საცავებში პერიოდულად აჯანჯღარებენ smile.gif

Posted by: miau 21 Jan 2010, 02:37
მადეირა

დაგფლუდესავით, ჰო? gigi.gif

Posted by: unknown lady 23 Jan 2010, 23:42
ცეზარის რეცეპტი მიმასწავლეთ ერთი თუ შეიძლება biggrin.gif

დეტალურად რომ იყოს აღწერილი, სრულიად აზრზე ვინც არ არის იმისთვის და ვისაც არც დიდად აინტერესებს , just დაავალეს givi.gif

Posted by: rtuli 23 Jan 2010, 23:49
unknown lady
QUOTE
ცეზარის რეცეპტი მიმასწავლეთ ერთი თუ შეიძლება

აქ ორი რეცეპტი დევს დაათვალიერე
http://forum.ge/?showtopic=33695360&f=&st=345&#entry12325243

Posted by: unknown lady 24 Jan 2010, 00:30
rtuli


მადლობა , გაიხარე smile.gif

Posted by: bukabuka85 29 Jan 2010, 20:45
გამარჯობათ. ალბათ გეცოდინებათ არის ასეთი არაბული, ებრაული საჭმელი "ჰომუსი" ჰოდა საზღვარ გარეთ ეგ ჰომუსი რესტორნების გარდა სუპერმარკეტებშიც იყიდება კონსერვებში და დიდი ეჭვი მაქ საქართველოშიც შეიძლება სადმე იყიდებოდეს.
მოკლედ ხომ ვერ დამეხმარებით და ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ვიყიდო "ჰომუსი"

Posted by: hirondelle 29 Jan 2010, 21:17
bukabuka85
QUOTE
მოკლედ ხომ ვერ დამეხმარებით და ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ვიყიდო "ჰომუსი"

ალბათ ჰუმუსი გაქვს მხედველობაში, რომელიც შენ თვითონ შეგიძლია სულ იოლად მოამზადო თუ იყიდი ბაკლას (ინგლისურად Chickpea, ფრანგულად Pois chiche და თურქულად Nohut)

და ასე გამოიყურება

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 29 Jan 2010, 21:51
bukabuka85
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო "ჰომუსი"

არვიცი სად იყიდება მაგრამ დამიჯერე მარტივად მზადდება+ბევრად გემრიელი გამოგივა სახლში.
მე გამოვჯამრთელდები და ამ დღეებში მინდა მოვამზადო,ყველაფერი მაქვს მაგისთვის.
აი აქ ზალიან მარტივი რეცეპტია(ფაკტიურად საბაზო და გემოვნების მიხედვით შეანელე).
http://cooking.wild-mistress.ru/wm/cooking.nsf/publicall/2008-01-11-16591.html

თუ სად იყიდება მასალა გეტყვი,ინგლისურად Chickpea, ფრანგულად Pois chiche და თურქულად Nohut)-არის პოპულში
და кунжут-Sesame იყიდება ვაგზლის ტერიტორიაზე,ან პასაჟში სუნელების ბუტიკში.მე ხშირად ვხმარობ და კილოში 6-7 ლარი მაქვს მიცემული.


Posted by: Belle 31 Jan 2010, 23:30
ხომ არ იცით თბილისში corn starch (სიმინდის სახამებელი) სად იყიდება? ჩინური კერძებში სოუსის შესასქელებლად იხმარება, სთირ-ფრაის რეცეპტებში.
მე მგონი კარტოფილის სახამებლით მთლად ადვილად ვერ შეცვლი, გემოც კარგი აქვს...

Posted by: rtuli 1 Feb 2010, 00:56
Belle
QUOTE
corn starch

მე ჯორჯიტაში შევიძინე,კარგი ხნის უკან.ეხლა არვიცი თუ არის.
მაგრამ კარტოფილის სახამებელიც წავა,მე მომიმზადებია და იმდენად ბევრი ინგრიდიენტებია სტირ- ფრაიში+სოიოს სოუსი რომ,სახამებლის გემოს სულ ვერ იგრძნობ.

Posted by: Baltimore 2 Feb 2010, 17:02
rtuli
QUOTE
თუ სად იყიდება მასალა გეტყვი,ინგლისურად Chickpea, ფრანგულად Pois chiche და თურქულად Nohut)-არის პოპულში


მშრალი, ხმელი მარვცლებია თუ ჩაკონსერვებულია?
* * *
bukabuka85
QUOTE
ვიყიდო "ჰომუსი"


rtuli
QUOTE
დამიჯერე მარტივად მზადდება+ბევრად გემრიელი გამოგივა სახლში


smile.gif

Posted by: rtuli 2 Feb 2010, 18:48
Baltimore
QUOTE
მშრალი, ხმელი მარვცლებია თუ ჩაკონსერვებულია?

მშრალი მარცვლებია,მე 1 კგ. შეკვრით ვყიდულობ.
გუშინაც მის დამატებით მოვამზადე წვნიანი.
ისე მუხუდოა ქართულად yes.gif

Posted by: Baltimore 2 Feb 2010, 19:08
QUOTE (rtuli @ 2 Feb 2010, 18:48 )
Baltimore
QUOTE
მშრალი, ხმელი მარვცლებია თუ ჩაკონსერვებულია?

მშრალი მარცვლებია,მე 1 კგ. შეკვრით ვყიდულობ.
გუშინაც მის დამატებით მოვამზადე წვნიანი.
ისე მუხუდოა ქართულად yes.gif

მე მაგ მარცვლებს ღამით წყალში ვალბობ და მეორე დღეს ვფქვავ, რაღაცეებთან ვურევ და ჩინებული ვეგეტარიანული-სამარხვო ბურგერები გამომდის.
ისე კი, მისი გამოყენების ყველაზე საუკეთესო და გემრიელი რეცეპტი ესაა:
ფალაფელი


Posted by: Varvara 9 Feb 2010, 13:20
ხომ არ იცით ბერძენიშვილის ქუჩაზე რომ ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტის მაღაზია იყო სად გადავიდა?
* * *
მომწერეს უკვე - მაღაზია ორგანიკა დაიხურაო.

Posted by: sexi-bicola 14 Feb 2010, 01:40
ნაღებს სად ყიდულობთ
და საერთოდ ნაღები რა არის და რომელი ფირმისაა და რა ღირს
მოკლედ აზრზე არ ვარ

Posted by: miau 14 Feb 2010, 11:32
sexi-bicola
QUOTE
ნაღებს სად ყიდულობთ
და საერთოდ ნაღები რა არის და რომელი ფირმისაა და რა ღირს
მოკლედ აზრზე არ ვარ


პარმალატი და კიდევ სკანდინავიური ნაღები სხვადასხვა შეფუთვით.
"პოპულში", "გუდვილში"," ჯორჯიტაში". დიდ სუპერმარკეტებში ყველგანაა.

Posted by: kokicha64 14 Feb 2010, 16:39
გამარჯობათ,ხომ ვერ დამეხმარებით ვინმე?მინდა კაფეში ლაღიძის წ###ბის გაყიდვა და ვის მივმართო ანუ ოფიციალურად ვის აქვს უფლება,მე რომ არავინ მომედავოს ხომ გამიგეთ?იქნებ მისამართი ან ტელეფონი მომცეთ,წინწსწარ გიხდით მწდლობას,

Posted by: Maykuna 15 Feb 2010, 12:05
QUOTE
მუხუდო

აი ეს მუხუდო სად შეიძლება შევიძინო პოპულში ვიკითხე და არა აქვთ აქ ვაკის გუდვილში ეჭვი მეპარება მაინც ვიკითხავ დღეს უნდა გავიდე კიდევ სად მოვძებნო ამ მარხვაში გამომადგებოდა. დიდი სიამოვნებით ვცდი ამ ფალაფელებს სოიოს ვერ იტანენ ჩემთან

Posted by: rtuli 15 Feb 2010, 12:15
Maykuna
QUOTE
პოპულში ვიკითხე

მანდ ვინც მუშაობს, არაფერი იციან,მითუმეტეს მუხუდო თუ იკითხე ქართულად biggrin.gif
პოპულში ვყიდულობ ,აი ასეთია:
http://www.radikal.ru

Posted by: Maykuna 15 Feb 2010, 12:30
რომელ პოპულში იყო? მე კოლმეურნეობის მოედანზე და ვაკის პოპულები დავიარე თან ვეკითხებოდი თან ვეძებდი მაგრამ ასეთი ბურთებიანი biggrin.gif პარკები ვერ ვნახე

Posted by: rtuli 15 Feb 2010, 12:44
Maykuna
QUOTE
რომელ პოპულში იყო?

დოლიძეზე,პავლოვზე მანდ ვყიდულობ user.gif

Posted by: lizofobi 15 Feb 2010, 16:30
არ იცით ადგილი, სადაც სუფთად გაკეთებულ მწნილეულობას ყიდიან? ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი მინდა user.gif

Posted by: tasikuna-taso 15 Feb 2010, 16:34
Maykuna

ეს თუ იყო მუხუდო არ ვიცოდი.

მე ერთხელ თვალი მოვკარი უბრალო სასურსათო მაღაზიაში, ასაწონი ედგათ ტომრით.

Posted by: Maykuna 15 Feb 2010, 23:32
QUOTE
მე ერთხელ თვალი მოვკარი უბრალო სასურსათო მაღაზიაში, ასაწონი ედგათ ტომრით

და სად მდებარეობს ეგ უბრალო მაღაზია?

Posted by: ketula 17 Feb 2010, 19:09
მე ვეძებ მცხობელს და იქნებ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გყავთ სანაცნობოში ან ისე გაგიგიათ ვინმე, დამეხმარეეეეეეთ....!!!!!!!!!

Posted by: (c)TG 20 Feb 2010, 05:34
Maykuna
tasikuna-taso
QUOTE
უბრალო სასურსათო მაღაზიაში, ასაწონი ედგათ ტომრით.

ბაზარშიც ვნახე ლობიოს გამყიდველებთან, მუხუდო და ბარდა ამერია ერთმანეთში biggrin.gif ბარდის სუპისთვის მინდოდა და ეგ ვიყიდე ანუ მუხუდო, სუპი გამოვიდა რაღაცა გაუგებრობა და გადავყარე/გადავღვარე, და ისე, რა მზადდება მუხუდოსგან? ცოტა კიდე დამრჩა, აივანზე ჩიტებმაც არ ჭამეს user.gif

Posted by: Maykuna 20 Feb 2010, 12:43
QUOTE
ბაზარშიც ვნახე ლობიოს გამყიდველებთან,

რამე სპეც ადგილია? ლობიოს ყიდიან მთელ ბაზარში
QUOTE
რა მზადდება მუხუდოსგან?

ფალაფელი ( ებრაული სამარხო გუფთები), წვნიანებში იყენებენ და ჰუმუსი (ერთგვარი საწებელი საკმაოდ ნოყიერი)

Posted by: tasikuna-taso 20 Feb 2010, 12:52
QUOTE
და სად მდებარეობს ეგ უბრალო მაღაზია?



ქუთაისში.

ვფიქრობ აქ არ ცხოვრობთ და მუხუდოსთვის ხომ ვერ ჩამოხვალთ

Posted by: Maykuna 20 Feb 2010, 18:12
QUOTE
ვფიქრობ აქ არ ცხოვრობთ და მუხუდოსთვის ხომ ვერ ჩამოხვალთ

smile.gif no.gif

Posted by: buttercup 22 Feb 2010, 21:24
არტიშოკი მენატრება ძალიან. შესაძლბელია თბილისში სადმე შოვნა??


http://www.radikal.ru
V

Posted by: farfallina 22 Feb 2010, 22:26
გოგოებო იქნებ ვინმემ მითხრათ დურუმის ფქვილი თუ იყიდება საქართველოში სადმე? პასტა მინდა გავაკეთო სახლში. გამიგია რომ თბილიშსიც არის იტალიური მარკეტი და თუ ვინმემ იცით ეს ფქვილი თუ იყიდება? მადლობა

Posted by: Baltimore 24 Feb 2010, 01:35
Maykuna
QUOTE
ფალაფელი ( ებრაული სამარხო გუფთები),


ფალაფელი ებრაულია?
როგორც მე ვიცი, არაბები ამბობენ ჩვენიაო.

Posted by: ladyt 24 Feb 2010, 06:15
სუშის მასალა ნორის ქაღალდს და საშიმი(თევზ) ვასაბი და ასე შემდეგ ვგულისხმობ.. სად შეიზლება შევიზინო ,რომე მარკეტში?

Posted by: rtuli 24 Feb 2010, 14:23
ladyt
QUOTE
სუშის მასალა ნორის ქაღალდს და საშიმი(თევზ) ვასაბი და ასე შემდეგ ვგულისხმობ.. სად შეიზლება შევიზინო ,რომე მარკეტში?

სუშის სჭირდება ძალიან ახალი თევზი,აქედან გამომდინარე საქართველოში არ არის სუშის მასალა,მითუმეტეს საშიმისთვის.

ნორი იყო ერთი პერიოდი გუდვილში და აღარ არის კარგა ხანია.

Posted by: miau 24 Feb 2010, 20:15
farfalina
QUOTE
გოგოებო იქნებ ვინმემ მითხრათ დურუმის ფქვილი თუ იყიდება საქართველოში სადმე? პასტა მინდა გავაკეთო სახლში. გამიგია რომ თბილიშსიც არის იტალიური მარკეტი და თუ ვინმემ იცით ეს ფქვილი თუ იყიდება?


გაგიგებ, იმ მარკეტში თუ ყიდიან მაგ პროდუქტს.
* * *
buttercup
QUOTE
არტიშოკი მენატრება ძალიან. შესაძლბელია თბილისში სადმე შოვნა??


ცოცხალი სახით არ შემხვედრია და დამარინადებული იყიდება შირნჰოფერში, ჯორჯიტაში, პოპულისიტიში.

არადა, რა უპრობლემოდ ხარობს საქართველოში sad.gif

კომუნისტების დროინდელი წიგნებუიდან შევიტყვე, რომ გუავაც ხარობს და არტიშოკიც.

Posted by: ladyt 24 Feb 2010, 20:37
QUOTE
rtuli

დიდი მადლობა

Posted by: farfallina 24 Feb 2010, 23:44
ძალიან დიდ მადლობა გაიხარეეე 2kiss.gif

Posted by: (c)TG 25 Feb 2010, 04:08
Maykuna
QUOTE
რამე სპეც ადგილია? ლობიოს ყიდიან მთელ ბაზარში

ვაგზალზე ვნახე ბაზარში, არა რა სპეც, ვიღაც იდგა, ქალი ლობიო, ბრინჯი და რაღაც მარცვლები სადაც იყიდება. რა ვიცი, მე მივადექი პირდაპირ biggrin.gif ქონა ლობიოს ყიდვა მინდოდა და ბარდასაც ვიყიდითქო და მუხუდო შემრჩა ხელში. რანაირად მიგასწავლო, არ ვიცი, პირდაპირ შემომსასვლელთან იდგა

Posted by: რაჟდენ 27 Feb 2010, 20:17
ტაკს,მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მინდა მოვიმარაგო ბლომად ლუდი,ოღონდ მინდა ლაითი ლუდი,ფერიცა და გემოც ძალიან ლაითი რომ ჰქონდეს,არ დამათროს და ადვილად ისმეოდეს.უმჯიბესია,პატარა ბოთლებში ან ბანკებში იყოს.ერთი ან ორი ყუთის აღება მინდა.
სად ვიშოვო მასეთი ლუდი? რა ჰქვია,არ იცით?
გასართობად,საწრუპავად რომ გამოდგებოდეს და ძალიან მყრალი გემო არ ჰქონდეს,შამპანურის ფერი იყოს და მსუბუქი - მასეთი მინდა


Posted by: mako050 5 Mar 2010, 02:41
ავოკადო სად იყიდება თბილისში?......................

Posted by: HoNeY 12 Mar 2010, 10:19
მოკლედ
ძააალიან მინდა გამოვაცხო ეგ ხაჭოს ნამცხვარი
http://forum.ge/?showtopic=33937461&view=findpost&p=17590255
მაგრამ ეგ "დასპირტული ხილი" რა პონტია ? ანუ როგორ უნდა დავსპირტოთ შეგიძლიათ მასწავლოთ როგორ აკეთებთ ?

Posted by: Maykuna 17 Mar 2010, 22:21
QUOTE
ავოკადო სად იყიდება თბილისში?............

ვაკის გუდვილში იყო გუშინ

Posted by: თოფიჩაM 19 Mar 2010, 03:52
მეგობრებო, ხომ არ იცით ქალაქში სამაიკროვეივო პოპქორნი თუ იყიდება სადმე პაკეტებში?

მადლობელი წინასწარ.......smile.gif

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 15:27
"свежие дрожжи" (აზრზე არ ვარ ქართულად რა ქვია) სადმე იყიდება?

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Mar 2010, 15:30
djindjidrinji
ვაგზალზე, როგორც ვიცი, მგონი პასაჟში smile.gif
რაჟდენ
QUOTE
ლაითი ლუდი,ფერიცა და გემოც ძალიან ლაითი რომ ჰქონდეს,არ დამათროს და ადვილად ისმეოდეს

ეგეთია ,,ქარვა" და სწორედ ზემოთჩამოთვლილი თვისებების გამო არ მომწონს biggrin.gif

Posted by: trendy 30 Mar 2010, 15:31
djindjidrinji
QUOTE
"свежие дрожжи" (აზრზე არ ვარ ქართულად რა ქვია) სადმე იყიდება?

პასაჟში სუნელების კაცთან(იმედია იცი ეგ კაცი) მიხვალ და კითხავ, მერე ეგ მიგასწავლის, იქვეა smile.gif

მე ვიყიდე, აგურივით ბრიკეტია

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 15:49
WOMAN IN LOVE
trendy

ეს სუნელების კაცი ლეგენდაა უკვე, არადა მე აზრზე არ ვარ სად მივაგნო, გამანათლეთ ფლზ!

და რამე განსხვავება არის ამ свежие дрожжиს და ჩვეულებრივ მშრალ საფუარს შორის?

Posted by: trendy 30 Mar 2010, 16:08
djindjidrinji
ბავშვთ სამყაროდან რომ არის პასაჟში შესასვლელი შედი და იარე ქვემოთ, სანამ არ დაინახავ ნამცხვრის ფირფიტებს და ტორტის ბისკვიტებს, იქ დაინახავ დახლს სადაც უამარავი სუნელია smile.gifკითხე იმ კაცს სად ვიშოვო ცოცხალი დროჟი და გეტყვის, მაგ დახლიდან მარცხნივ გახვალ და ქუჩაზე გასასვლელში ფქვილი და დროჟი იყიდება, კითხე ექნებათ

QUOTE
свежие дрожжиს და ჩვეულებრივ მშრალ საფუარს შორის?

მშრალი საფუარი ხანდახან არ აფუებს, ან ვადა აქვს გასული ან სხვა მიზეზი, ეს ეგრევე აფუშგფუშებს

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 16:57
djindjidrinji
QUOTE
და რამე განსხვავება არის ამ свежие дрожжиს და ჩვეულებრივ მშრალ საფუარს შორის?

დიდი სხვაობაა ძალიან smile.gif
პირველ რიგში სულ სხვა გემოს აძლევს გამომცხვარ ნაწარმს,სხვა დადებით თვისებებზე აღარ ვილაპარაკებ.
ეცადე რეცეპტს მიყვე და ბევრი არ მოგივიდეს,თორე მერე სპირტიანი სუნივით ექნება გამომცხვარ ნაწარმს.

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 18:22
trendy
rtuli

უფ, გაიხარეთ. მე ცომის ჭამა ვიცი მარტო, უნდ დავძლიო ცომოფობია და ცხობაც ვისწავლო biggrin.gif

და მაგ ცოცხალ დროჟს ვადა არა აქვს?

Posted by: cucqa 30 Mar 2010, 18:48
ვინმემ ხომ არ იცით smile.gif სად ვიყიდო ლობსტერი. smile.gif და დაახლოებით რა ღირს საშუალო ზომის? smile.gif თუ ცალობით არ იყიდება და წონით იყიდება რა ღირს ერთი კილო smile.gif

user posted image

Posted by: sopo_sopooo 1 Apr 2010, 12:53
ბელას ტორტის საიტი არ იცით?



..............................................................

Posted by: katinka 7 Apr 2010, 16:26
მაგარი ტორტებს მოცხბელი აღმოვჩინე ჩემი დაბადებისდღისთVის მაგასთან ვუკვეთავ ყოველთვის 345584 შეგიძლიათ დაურეკოთ და მგონი ძვირადაც არ აკეთებს 895283919

Posted by: psyxo 8 Apr 2010, 22:01
ხინლკის ფარშის მთიულურ ვარიანტში(ძველი ხელნაწერი შემხვდა სადღაც) ეწერა.....

სქონლის ხორცი მსუქანი
ხახვი
წითელი დაფქული წიწაკა
კვლიავი
ცოტა ძირა
ეგაა...! ყველანაირი ქონდრის და მწვანილის გარეშე. დოზირება არ მახსოვს ......
ხოდა ეგ კვლიავი რა არის?
დღეს გავედი ბაზარზე და 3ლარი დამიფასეს სადღაც 10-12 გრამი(სვანურია და მხოლოდ სვანეთში მოიპოვებაო მცირედო). ვინ რა იცის მასზე და რა რუსული ან ლათინური შესატყვისი აქვს?
მე პირველად გავიგე მისი არსებობა ცხადად, სახელით... ალბათ კი მიგემნია მანამდე მარა არ ვიცოდი რა იყო.
შემიძლია ფოტოც დავდო მარა მანამდე იქნებ იცით ეს საკითხი?

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Apr 2010, 22:07
QUOTE (psyxo @ 8 Apr 2010, 22:01 )
ხინლკის ფარშის მთიულურ ვარიანტში(ძველი ხელნაწერი შემხვდა სადღაც) ეწერა.....

სქონლის ხორცი მსუქანი
ხახვი
წითელი დაფქული წიწაკა
კვლიავი
ცოტა ძირა
ეგაა...! ყველანაირი ქონდრის და მწვანილის გარეშე. დოზირება არ მახსოვს ......
ხოდა ეგ კვლიავი რა არის?
დღეს გავედი ბაზარზე და 3ლარი დამიფასეს სადღაც 10-12 გრამი(სვანურია და მხოლოდ სვანეთში მოიპოვებაო მცირედო). ვინ რა იცის მასზე და რა რუსული ან ლათინური შესატყვისი აქვს?
მე პირველად გავიგე მისი არსებობა ცხადად, სახელით... ალბათ კი მიგემნია მანამდე მარა არ ვიცოდი რა იყო.
შემიძლია ფოტოც დავდო მარა მანამდე იქნებ იცით ეს საკითხი?

მე ის ვიცი, რომ ზირას ჩაყრით ხინკალს გააბანძებთ. ხინკალში აი ეს მწვანილი იდება, რომელიც მართლაც დიდებულ გემოს აძლევს ხინკალს
Thymus vulgaris

Posted by: psyxo 8 Apr 2010, 23:03
Dr_Zuzumbo
QUOTE
მე ის ვიცი, რომ ზირას ჩაყრით ხინკალს გააბანძებთ

ზირა (ანუ ძირა შილაფლავის ძირა)

QUOTE
Thymus vulgaris

და მაგას ქართულად ან სასაქონლო სახელი რა ჰქვიან? ცერეცოს თესლი?

და კვლიავი მაინც რომ ვერ გავიგე რომელია ?

ეგ ხომ არ არის ტიმინ? რუსული მდნარი ყველი რომ იყიდებოდა ს "ტიმინომ" მარცვლები ჰქონდა არომატული. ვერ ვცნობდი, ხან კამას ვამსგავსებდი, ხან ქინძის ნაირსახეობას ე ი ეგაა კვლიავი ?

არადა რაღაც მომენტში ძირა მეგონა დაფქული ცერეცოს თესლი..
რაღა ფერების და ბგერების პალიტრა, და გემოებშიც მთელი ნოტები აკორდები და სიმფონიებია... user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Apr 2010, 23:23
QUOTE (psyxo @ 8 Apr 2010, 23:03 )
და მაგას ქართულად ან სასაქონლო სახელი რა ჰქვიან? ცერეცოს თესლი?

და კვლიავი მაინც რომ ვერ გავიგე რომელია ?

ეგ ხომ არ არის ტიმინ? რუსული მდნარი ყველი რომ იყიდებოდა ს "ტიმინომ" მარცვლები ჰქონდა არომატული. ვერ ვცნობდი, ხან კამას ვამსგავსებდი, ხან ქინძის ნაირსახეობას ე ი ეგაა კვლიავი ?

არადა რაღაც მომენტში ძირა მეგონა დაფქული ცერეცოს თესლი..
რაღა ფერების და ბგერების პალიტრა, და გემოებშიც მთელი ნოტები აკორდები და სიმფონიებია... user.gif

ტმინ კაკრაზ ზირაა, ყველშიც ხმარობენ მის თესლს და ჩრდილოეთ ევროპელები პურსაც ურთავენ. მძაფრი არომატი აქვს. http://ru.wikipedia.org/wiki/Тмин
Thymus vulgaris კი ბექქონდარაა. და თესლი კი არა, მისი მწვანე ფოთლები იდება ხინკალში
http://en.wikipedia.org/wiki/Thymus_vulgaris

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Apr 2010, 23:34
psyxo
http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=217

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Apr 2010, 23:47
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 8 Apr 2010, 23:34 )
psyxo
http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=217

ვაი, ვაი, ნამდვილი ხინკალი მხოლოდ თუშური ყოფილა. help.gif
ეეეჰ, რატომ საფლავში არ გადაბრუნდება ჩემი მოხევე ბებია cry.gif
მარცხნივ, ბიბიაჩემი, ანა ღუდუშაური- ხინკლის დიდოსტატი იყო. მე მხოლოდ მისი მოკრძალებული შეგირდი ვარ user.gif

Posted by: psyxo 8 Apr 2010, 23:58
WOMAN IN LOVE
სულ დავიბენი მაგ ლინკით
ე ი ზირა არის მთის ქონდარი -ველური წყლის ქონდარი(ეს ადრეც ვიცოდი რომ თუშები მთის ქონდრით აზავებდნენ ხინკლის ფარშს) ზირა და კვლიავის სახელით არ ვიცნობდი ე ი Dr_Zuzumbo გვირჩევს რომ ეგ ძირა(კვლიავი) რომელისც დღეს მე შევიძინე ხინკლის ფარშს გააბანძებს.
მაშ ბექქონდარა ანუ მთის ქონდარი წყლის ქონდარი რაღაა მაგ ფორუმიდან გამოდის რომ ეგაა კვლიავი?.
მოკლედ ჩვენს შორის ვიღაც დაბერდა და აბანოდან მოდის biggrin.gif , ნუთუ მე sad.gif ....
ერთ რამეში კი დავრწმუნდი საიტიდან ვიზუალურად, რომ რაც ვიყიდე დღეს ეგ თუშების რეცეპტით ხინკლის ფარშისათვისაა (დავდებ ფოტოსაც).




* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ვაი, ვაი, ნამდვილი ხინკალი მხოლოდ თუშური ყოფილა.

ხოდა მე კაი ხინკალი მაინტერესებს და ვინმეს კი არ ვეჯიბრები ვსწავლობ მოკლედ, პენსიაზე გავედი და ბავშვობის ჩანაფიქრებს ვისრულებ gigi.gif
ხოდა ძალიან გამიხარდება რაც მეტი ვარიანტი დაიდება და განიხილება(ცხოვრებაში სპეციალობით კულინარიიდან ძალიან შორსა ვარ) მიყვარს ეს გემოები და რა ვქნა ....

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Apr 2010, 00:09
psyxo
აი ესაა ბექქონდარა http://en.wikipedia.org/wiki/Thyme რუსულად- Тимьян
ზირა რუსულად არის Тмин

Posted by: nadin 9 Apr 2010, 11:35
QUOTE
ზირა რუსულად არის Тмин

no.gif no.gif
кмин или же римский тмин არის ზირა,
Тмин არის კვლიავი,
тимьян ბეგქონდარა

* * *
მე არ ვარ მოხევე, მათი რძალი ვარ 25 წელია, ვინც კი ჩემს გარშემოა და აკეთებს( მოხევეები რა თქმა უნდა) ხინკალს, უკეთებენ კვლიავსაც და ბეგქონდარსაც, მაგრამ არცერთის სიჭარბე არ უნდა იყოს yes.gif
* * *
psyxo
QUOTE
მხოლოდ სვანეთში მოიპოვებაო მცირედო).


მარტო სვანეთში რატომ- ხევშიც არის კვლიავი, მაგრამ თბილისში მე ვერ მივაკვლიე რომ მეყიდა, იყო რუსეთის დაფასოებული , მაგრამ დიდად არ მომეწონა.

Posted by: ninavia 9 Apr 2010, 12:47
კვლიავი-ორწლოვანი სურნელოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა ,მისი ნაყოფი მდიდარია ეთეროვანი ზეთებით ,იყენებენ კვების მრეწველობასა და მედიცინაში . ცხვრის კვლიავი -მრავალწლოვანი ბალახი იმავე ოჯახისა ,გავრცელებულია ალპურ ზონაში ,ითვლება ცხვრის საუკეთესო საკვებად.

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Apr 2010, 14:05
QUOTE (nadin @ 9 Apr 2010, 11:35 )
QUOTE
ზირა რუსულად არის Тмин

no.gif no.gif
кмин или же римский тмин არის ზირა,

რა კმინ, რის კმინ?
ინტერნეტი სავსეა ზირაზე მასალით. ლათინურად Cárum, ხოლო რუსულად тмин ეწოდება

Тмин (лат. Cárum) — род многолетних или двулетних растений семейства Зонтичные (Apiaceae), из которых наиболее известен вид Тмин обыкновенный (Carum carvi), используемый как специя.
Представители рода произрастают в умеренном климате Европы и Азии.

http://ru.wikipedia.org/wiki/Тмин

შეგიძლიათ საერთოდ ისპანახიც ჩადოთ ხინკალში- ვერავინ ვერ დაგიშლით ამას, მაგრამ ზირას იმდენად მძაფრი გემო და არომატი აქვს, რომელიც ჩემი აზრით ხინკალს არაფრს არ მატებს და პირიქით აკლებს. არავითარი სურვილი არა მაქვს მისი გამოყენების.

ბექქონდარა სხვა საქმეა- შესანიშნავად უხდება ხორცის კერძებს და მრავალი ქვეყნის ეროვნულ კერძებშიც გამოიყენება. ფინეთის ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში იყიდება ქოთნებში. 50 ხინკალზე ორ ქოთანს ვყიდულობ, ხელით ვაცლი ხოლმე ფოთლებს, რადგან ღერო ძალიან ხისტი აქვს და ასე ვუშვები ფარშს. ბექქონდარა სამზარეულოში ისეთ საამურ სუნს აყენებს, რომ ჩემ ძაღლსაც კი უბრწყინდება თვალები.

რა ისეთი გადაულახავი პრობლემა გახდა ბექქონდარას სახლის პირობებში გამოზრდა. თუ ფინელებმა შეძლეს ეს, ქართველეს ლურსმანი არჭვიათ თავში?

Posted by: psyxo 9 Apr 2010, 14:49
Dr_Zuzumbo
QUOTE
ფინეთის ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში იყიდება ქოთნებში. 50 ხინკალზე ორ ქოთანს ვყიდულობ

გმადლობ! ტყუილა არ გამიხსნია თემა ბევრ რამეში გავერკვიე . up.gif
ე ი ბექქონდარა ქოთანში სახლის პირობებშიც შემიძლია მოვაშენო? ერთი ორჯერ კი ვკითხე მემწვანილეებს მთის ქონდარი(ადრე მითხრა ეგა ერთმა ფშაველმა) მეთქი და ტყემალზე შეჯდნენ არ გაეგოთ ზოგმა ეგ ომბალოა და რამეო... ე ი ეგა ყოფილა ბექქონდარა.

nadin
QUOTE
მაგრამ თბილისში მე ვერ მივაკვლიე რომ მეყიდა

დეზერტირების ბაზარი რომ იყო მარჯვნივ არკაში შეხვალ, თევზების რიგს მიადგები და მარცხნივ ეგ რიგი რომ მთავრდება მანდ სუნელების მაგარი კაი ტოჩკაა. მანდ ვიყიდე კვლიავი და ძალიან არომატულია. იქნებ ბექქონდარას ამბვიც მანდ გავარკვიო.

Posted by: nadin 9 Apr 2010, 15:58
Dr_Zuzumbo
[quote]რა კმინ, რის კმინ?[/quot
მე არ მომიგინია, მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში ასეთი განმარტებაა-
ნამდვილი ზირა- римский тмин, кмин- Cuminum cyminum
კვლიავი -тмин- Carum carvi
კუთხურად კი ასეთი განმარტებაა- სვანეთში - გიცრული, ხევსა და მთიულეთში კვლიავი, რაჭაში ზირა , ფშავ-ხევსურეთში კი კვლია

smile.gif
ინტერნეტში მართალი ბრძანდებით ორივე მცენარეზე უხვადაა მასალა

Posted by: miau 9 Apr 2010, 16:00
უერთდება პროდუქტების საძეიებელს.

Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 01:13
ხალხო, цельнозерновая мука სად იღება?

Posted by: trendy 13 Apr 2010, 14:17
djindjidrinji
QUOTE
цельнозерновая мука

წესით დიაბეტიკების განყოფილებაში უნდა იყოს

მომზადების წესიც ყოფილა smile.gif

http://forum.say7.info/topic17329.html

Posted by: sixamano 17 Apr 2010, 20:29
იქნებ დამეხმაროთ,ევროპაში ვინც ცხოვრობს ან ცხოვრობდა ხაჭოს თუ ყიდულობდით?ადრე კულინარებში დაწერა ვიღაცამ ლიდლში მივაგენიო და იქნებ მეც ამიხსნას?

Posted by: n_j 20 Apr 2010, 17:26
ნედლი ჯინჯერი სად შეგხვედრიათ ამ ბოლო დროს? ვეძებ

Posted by: Maykuna 21 Apr 2010, 09:56
ვაკის გუდვილში ვიყიდე ბოლოს ოღონდ ვერ ვიხსენებ მე მგონი ერთი თვის წინ იყო

Posted by: n_j 21 Apr 2010, 13:00
Maykuna
მადლობა, smile.gif
----------------------

Posted by: bell 15 May 2010, 20:51
სოიოს სოუსი ყველა მარკეტში იყიდება თუ პოპულში და გუდვილში უნდა ვეძებო?

კიდევ მაინტერესებს სადმე თუ იყიდება ყველი ტოFუ

და მისო?

Posted by: volli35 15 May 2010, 21:07
bell
QUOTE
სოიოს სოუსი ყველა მარკეტში იყიდება თუ პოპულში და გუდვილში უნდა ვეძებო?

ძირითადად პოპულში გუდვილში და ბიგ-ბენში მინახავს .... ისე მე ხანდახან ჩინურ რესტორნებშიც ვყიდულობ თუ მარკეტებში ვერ ვიშოვე ..... მარაზიებში არ შემხვედრია არასოდეს

Posted by: rtuli 15 May 2010, 21:14
volli35
QUOTE
მარაზიებში არ შემხვედრია არასოდეს

დოლიძეზე ,,ვეჟინში,, სულ არის.

QUOTE
bell

QUOTE
სოიოს სოუსი ყველა მარკეტში იყიდება თუ პოპულში და გუდვილში უნდა ვეძებო?

,,დოლარ სტორის ,,ტერიტორიაზე სულ არის...
მისო და ტოფუ არ არის საქართველოში,ნუ მე არსად მინახავს ნამდვილად...

Posted by: volli35 15 May 2010, 21:18
rtuli
ჰოოოოოოოო მე ვაკის ტერიტორიაზე უფრო მიწევს ბოდიალი და ამიტომ ვერ ვიცი "ვეჟინის" ამბები .... საერთოდ სიარული მეზარება ამიტომ რაც ახლოს მაქვს იქ შევდივარ

Posted by: bell 15 May 2010, 21:59
volli35
QUOTE
ძირითადად პოპულში გუდვილში და ბიგ-ბენში მინახავს .... ისე მე ხანდახან ჩინურ რესტორნებშიც ვყიდულობ თუ მარკეტებში ვერ ვიშოვე ..... მარაზიებში არ შემხვედრია არასოდეს


მადლობა, გავითვალისწინებ 2kiss.gif
არ ვიცოდი რესტორანშიც თუ ყიდდნენ


rtuli
QUOTE
მისო და ტოფუ არ არის საქართველოში,ნუ მე არსად მინახავს ნამდვილად...
ცუდია sad.gif


ისე შენი აზრით ტოფუს სახლში მომზადება შესაძლებელია?
http://www.youtube.com/watch?v=3kARjk3k3EY&feature=related
აი ტუტორიალი

Posted by: rtuli 15 May 2010, 22:11
bell
გაიხარე!
რა მარტივი ყოფილა smile.gif

ჩვეულებრივი ყველის ამოყვანის მეთოდია...
ოღონდ როცა დედას ცაასხავ დააყენებ,აღარ უნდა გააცხელო და ამოიყვანო ,უბრალოდ წნეხის ქვეს დაიწურება smile.gif

რავქნა ექსპერიმენტი ჩავატარო boli.gif


ისე მე დიდათ არ ვარ ტოფუთი მოხიბლული no.gif

Posted by: bell 15 May 2010, 22:20
rtuli
QUOTE
ისე მე დიდათ არ ვარ ტოფუთი მოხიბლული

მე არ გამისინჯია
მაგრამ ყველეულზე მეკეტება და რო ვუყურებ მინდება ძალიან

ვერ გავიგე რამდენიმე რაღაც
1) სად უნდა ვიყიდო ის კალცის ფხვნილი
2) რა არის დედა?
3) რაში უნდა გავაკეთო sad.gif
4) მარილი რამდენი უნდა გავუკეთო?

Posted by: rtuli 15 May 2010, 22:34
bell
QUOTE
ვერ გავიგე რამდენიმე რაღაც
1) სად უნდა ვიყიდო ის კალცის ფხვნილი
2) რა არის დედა?
3) რაში უნდა გავაკეთო
4) მარილი რამდენი უნდა გავუკეთო?

კალციუმის სანაცვლოდ იხმარეთო 250 მლ. ლიმონის წვენიო,წყლის გარეშეო.
ანუ კალციუმი+წყალი ან მხოლოდ ლიმონის წვენი smile.gif
ეს არის ფაკტიურად ,,ყველის დედა,, ,ნუ აქ ყველის ამოსაყვანად სხვა სითხეს ხმარობენ smile.gif
მარილი არ უნდა.
მზადდება ქვაბში...
მერე ტილოში გადაიტან,მერე საცერში ჩადებ და წნეხს დაადებ.

Posted by: bell 15 May 2010, 23:02
rtuli
QUOTE
კალციუმის სანაცვლოდ იხმარეთო 250 მლ. ლიმონის წვენიო,წყლის გარეშეო.

ვნახე ეხლა, ნეტა მჟავე არ იქნება?
ან უმარილოთ რა გამოვა sad.gif

კიდე ის მაინტერესებს სოიო ასეთი სახით როგორც ვიდეოშია აქ იყიდება? მე არ ვხმარობ საერთოთ, მაგრამ სხვანაირი მინახია გასაყიდად

Posted by: rtuli 16 May 2010, 15:20
bell
QUOTE
კიდე ის მაინტერესებს სოიო ასეთი სახით როგორც ვიდეოშია აქ იყიდება? მე არ ვხმარობ საერთოთ, მაგრამ სხვანაირი მინახია გასაყიდად

არვიცი ნამდვილად,სოიოს არ ვყიდულობ no.gif

Posted by: tasikuna-taso 16 May 2010, 16:35
QUOTE
ისე შენი აზრით ტოფუს სახლში მომზადება შესაძლებელია?


მაპატიეთ უვიცობა, მაგრამ ეს ტოფუ რა არის. სოიოს ყველი?

Posted by: rtuli 16 May 2010, 17:20
tasikuna-taso
QUOTE
ტოფუ რა არის. სოიოს ყველი?

yes.gif
ჩინურ,იაპონურ და კორეულ სამზარეულოში ხშირად გამოიყენებენ....
ჩვეულებრივი სოიოს გემო აქვს ...
შემწვარიც მიჭამია,სალათებშიც,წვნიანებშიც....
სუპერ სადიეტოა,ძალიან დაბალ კალორიული+სასარგებლოც smile.gif

Posted by: tasikuna-taso 16 May 2010, 19:00
QUOTE
ჩინურ,იაპონურ და კორეულ სამზარეულოში ხშირად გამოიყენებენ....
ჩვეულებრივი სოიოს გემო აქვს ...
შემწვარიც მიჭამია,სალათებშიც,წვნიანებშიც....
სუპერ სადიეტოა,ძალიან დაბალ კალორიული+სასარგებლოც 


რა საინტერესოა.
თანაც თურმე რა მარტივად მზადდება.

Posted by: rtuli 16 May 2010, 19:19
bell
უი ეხლა გამახსენდა,იყიდე სოიოს მზა რძე გუდვილში და სცადე მომზადება yes.gif

Posted by: bell 16 May 2010, 20:11
rtuli
QUOTE
უი ეხლა გამახსენდა,იყიდე სოიოს მზა რძე გუდვილში და სცადე მომზადება

yes.gif
უნდა ვცადო აუცილებლად, ისე ნეტა იმ სოიოთი რაც იყიდება თუ გამოვა, მეღამი მაქვს გაკეთების smile.gif

Posted by: svandro 17 May 2010, 18:40
გამარჯობა, მეგობრებო!
ვეძებ რამდენიმე ინგრედიენტს და იქნებ, დამეხმაროთ და მითხრათ, რა სად შეიძლება ვიშოვო ამ თბილისში თუკი შეიძლება ვიშოვო? :-)
მოკლედ ასე:
ტომატილოები - ტომატილლოს - ვიცი რომ ახალს ვერ ვიყიდი და ხომ არ შეგხვედრიათ სადმე, თუნდაც კონსერვის სახით?
მწვანე პომიდორში ნუ აგერევათ, იმავე ოჯახიდანაა, მაგრამ არა მწვანე პომიდორი.
ანდა შემცვლელი ხომ არ იცით?

ხომ არ გაგიკეთებიათ შინ ტორტილლები და ხომ არ გაქვთ ტორტილლების დასაპრესი ანდა რა შინაურ მეთოდს იყენებთ დასაპრესად? (გაბრტყელებას არ ვგულისხმობ)

ანაჰაიმ ჩილის - ამის შემცვლელად ჩვენი მწვანე წიწაკები წავა?

Posted by: rtuli 17 May 2010, 18:51
svandro
QUOTE
ტომატილოები - ტომატილლოს

QUOTE
შინ ტორტილლები

QUOTE
ანაჰაიმ ჩილის

ეს იმ ენაზე დაწერე საიდანაც მოდის,ანუ რა ენაზეც გაგიგია smile.gif
მე ვერ მივხვდი რაზე გაქვს საუბარი sad.gif

Posted by: volli35 17 May 2010, 20:06
QUOTE
გამარჯობა, მეგობრებო!
ვეძებ რამდენიმე ინგრედიენტს და იქნებ, დამეხმაროთ და მითხრათ, რა სად შეიძლება ვიშოვო ამ თბილისში თუკი შეიძლება ვიშოვო? :-)
მოკლედ ასე:
ტომატილოები - ტომატილლოს - ვიცი რომ ახალს ვერ ვიყიდი და ხომ არ შეგხვედრიათ სადმე, თუნდაც კონსერვის სახით?
მწვანე პომიდორში ნუ აგერევათ, იმავე ოჯახიდანაა, მაგრამ არა მწვანე პომიდორი.
ანდა შემცვლელი ხომ არ იცით?

ხომ არ გაგიკეთებიათ შინ ტორტილლები და ხომ არ გაქვთ ტორტილლების დასაპრესი ანდა რა შინაურ მეთოდს იყენებთ დასაპრესად? (გაბრტყელებას არ ვგულისხმობ)

ვერაფერი ვერ გავიგე .....
ანაჰაიმ ჩილის - ამის შემცვლელად ჩვენი მწვანე წიწაკები წავა?

ვერაფერი ვერ გავიგეეეეეე
rolleyes.gif

Posted by: rtuli 17 May 2010, 20:53
svandro
QUOTE
ტომატილოები - ტომატილლოს

QUOTE
ანდა შემცვლელი ხომ არ იცით?

ამისთვის ლათინურ ამერიკაში მოგიწევს წასვლაsmile.gif
http://en.wikipedia.org/wiki/Tomatillo

QUOTE
ანაჰაიმ ჩილის - ამის შემცვლელად ჩვენი მწვანე წიწაკები წავა?

ეს კი გვაქვს ოხრად ,
მერე რა რომ მექსიკის მიწაზე არ არის ამოსული biggrin.gif
http://en.wikipedia.org/wiki/Anaheim_pepper

QUOTE
ხომ არ გაგიკეთებიათ შინ ტორტილლები და ხომ არ გაქვთ ტორტილლების დასაპრესი ანდა რა შინაურ მეთოდს იყენებთ დასაპრესად? (გაბრტყელებას არ ვგულისხმობ)

აი ლინკი, რეცეპტებიც არის და ის საპრესიც 3,14 წუთზე არის ნაჩვენები wink.gif
http://www.youtube.com/watch?v=JDegTyqL55o


პ.ს. აიღე ბილეთი და ჩადი მექსიკაში,მაგის მომზადებელი შენ არახარ biggrin.gif smile.gif
ჩემი მჭადი მირჩევნია !

Posted by: irinol-ka 17 May 2010, 22:38
rtuli
bell
კი იყიდება სოიო ასეთი სახით, მე ვიყიდე მარტში ვაგზალზე ბაზრის აყოლებაზე, ტომრებით აქვთ სხვადასხვა მარცვლეული. თეთრი ლობიოს მსგავსი წვრილი მარცვლებია, ღირს 2.5-3 ლარი. მეც დავალბე, მოვხარშე, ზედმეტი წყალი გადავუწურე, გავატარე, ფარშივით შევაზავე და მერე კატლეტები გავაკეთე, მარხვის დროს კარგი იყო. ერთადერთი ის არ მომეწონა რომ შეწვის დროს იშლებოდა, არადა საკმაოდ მკვრივი იყო ტაფაზე დადებამდე.

Posted by: svandro 18 May 2010, 12:21
გამარჯობა, მეგობრებო,

ტექს-მექს კერძისთვის ორი რამ მაინტერესებს

ქართულად როგორ არის ტომატილლოს (ვიცი, რომ ეს იგივე არ არის, რაც მწვანე პომიდორი) და სად შეიძლება ვიყიდო, თუნდაც დაკონსერვებული სახით.

ანაჰაიმ ჩილის - ჩვენებური მწვანე წიწაკა შეცვლის ამას?

ხომ არ შეხვედრიხართ სადმე ენჩილადების პრესს - გასაბრტყელებლად.

Posted by: bell 18 May 2010, 22:36
irinol-ka
QUOTE
კი იყიდება სოიო ასეთი სახით, მე ვიყიდე მარტში ვაგზალზე ბაზრის აყოლებაზე, ტომრებით აქვთ სხვადასხვა მარცვლეული. თეთრი ლობიოს მსგავსი წვრილი მარცვლებია, ღირს 2.5-3 ლარი. მეც დავალბე, მოვხარშე, ზედმეტი წყალი გადავუწურე, გავატარე, ფარშივით შევაზავე და მერე კატლეტები გავაკეთე, მარხვის დროს კარგი იყო. ერთადერთი ის არ მომეწონა რომ შეწვის დროს იშლებოდა, არადა საკმაოდ მკვრივი იყო ტაფაზე დადებამდე.

ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე2kiss.gif , ჩემი ბიომრავალფეროვნების მასწავლებელმაც კი ვერ გამცა ამ კითხვაზე პასუხი, ბევრი პროდუქტები რომ იყიდება იქ ამბობ ხო?

პ.ს როგორი გემო აქვს?

Posted by: irinol-ka 19 May 2010, 10:19
bell
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
QUOTE
ბევრი პროდუქტები რომ იყიდება იქ ამბობ ხო?

პ.ს როგორი გემო აქვს?


კი მანდ არის, მინდა გითხრა რომ იმაზე კარგი გემო აქვს ვიდრე სოიოს ფარშს, და რაც მთავარია ბევრად ნატურალურია ვიდრე ეგ სოიოს ჩინური ფარში

მიხარია რომ გაგახარე და დაგეხმარე ცოტათი მაინც 2kiss.gif

Posted by: GRINGO-ს ძმა 21 May 2010, 12:34
საჭმლის საღებავი სად შეიძლება ვიყიდო?

აი რაღაც ასეთი მინდა, როგორიც სურათშია.

ანუ სითხე უნდა იყოს და ზუსტად ეგ ფერები.


Posted by: ERTI 23 May 2010, 16:45
სად შეიძლება დამატკბობელი სტევიოზიდის შოვნა?

Posted by: მარმელადი 25 May 2010, 17:48
კუკურმა სად იყიდება, იცით ვინმემ?

Posted by: n_j 26 May 2010, 11:18
მარმელადი
ანუ კურკუმა? ყველგან სადაც სუნელებს ყიდიან

Posted by: მარმელადი 26 May 2010, 19:27
n_j
QUOTE
ანუ კურკუმა? ყველგან სადაც სუნელებს ყიდიან


კონკრეტულად. სად.
ბაზარში რამდენჯერაც ვიკითხე, იმდენჯერ დიდი პირი დააღეს და ერთხელ მიხაკის შემოტენა უნდოდათ, კურკუმაც ეს არის და მურკუმაცო biggrin.gif

Posted by: pakuna1987 26 May 2010, 19:42
იქნებ დამეხმაროთ პროგრამა მინდა ვიდეოები 3Gp პორმატზე რომ გადაიყვანოს და ხომ არ გაქვს ? sad.gif

Posted by: n_j 26 May 2010, 20:14
მარმელადი
პასაჟი ალბათ იცი? ყოფილი დეზერტირების ბაზრის მხარეს გასასვლელი რომ აქვს, პროდუქტი და ტკბილეული იყიდება, იქ კუთხეში სუნელების ჯიხურია, თითქმის ყველანაირი სუნელი და საკონდიტრო მასალა აქვს. იმ კაცს მიაკითხე

Posted by: (c)TG 28 May 2010, 04:05
მარმელადი
QUOTE
ბაზარში რამდენჯერაც ვიკითხე, იმდენჯერ დიდი პირი დააღეს

ბაზარში არა და ვაგზალზე (ბაზრობაზე) ზემოთ იყიდება პროდუქტები და რაღაცეები და იქ აქვთ სუნელების მაღაზიებში. ანუ ზემოთ მინის მაღაზიები რომ არის, სუნელებში აქვთ. ბაზარში არ მინახავს არასდროს

Posted by: matusala_5 10 Jun 2010, 00:39
ოსპის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: izabel 11 Jun 2010, 21:53
მაინტერესებს გამზადებული ხუმუსი თუ იყიდება და სად?

Posted by: ia_Baggins 14 Jun 2010, 14:04
http://forum.ge/?showtopic=33782179&view=findpost&p=20148687

Posted by: coliani 23 Jun 2010, 14:32
მაინტერესებს საქართველოში სოიო იყიდებაა??
აქ ყიდია და აწერია სოიოს ფარში და ვითოს სოიო თუ იყიდება მაინტერესებს??

Posted by: BlackA6565 26 Jun 2010, 11:06
გამარჯობა. მე მაინტერესებს რა არის Corn starch? რა ქვია მას ქართულად. და თუ იყიდება საქართველოში. წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: mamalo 26 Jun 2010, 12:54
სიმინდის სახამებელია მე როგორც მივხვდი, სად იყიდება არ ვიცი

Posted by: rtuli 26 Jun 2010, 12:59
BlackA6565
QUOTE
სიმინდის სახამებელია მე როგორც მივხვდი

+1
ჯორჯიტაში მაქვს შეძენილი,ეხლა არვიცი არის თუ არა და პასაჟის სუნელების კაცსს აქვს yes.gif

Posted by: BlackA6565 26 Jun 2010, 13:44
rtuli
mamalo
დიდი მადლობა ორივეს. სახელი მეც მივხვდი მაგრამ არ ვიცოდი სად იყიდებოდა. მადლობა smile.gif
* * *
rtuli
QUOTE
+1
ჯორჯიტაში მაქვს შეძენილი,ეხლა არვიცი არის თუ არა და პასაჟის სუნელების კაცსს აქვს 


ხო მართლა ფასი ხომ არ იცი??
* * *
user posted image
* * *
user posted image
........................................................................ ფასი ?

Posted by: hirondelle 2 Jul 2010, 22:09
არ იყიდოთ რუსული პროდუქტები, საშიშია ჯანმრთელობისთვის


Posted by: iza 4 Jul 2010, 13:52
მჭირდება ბერძნული ნიგოზი, სასწრაფოდ. სად ვიყიდო??? დრო არ მაქვს, რომ მაღაზიებში ვეძებო. ვინც ზუსტად იცით, სად იყიდება, მიპასუხეთ.

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.

Posted by: iza 5 Jul 2010, 15:54
აქ არავინ შემოდის??? rolleyes.gif

Posted by: hirondelle 5 Jul 2010, 16:00
ბერძნული ნიგოზი რომელია?


________________________

Posted by: matusala_5 5 Jul 2010, 16:05
ეგ რაღაცა მუსკატის კაკალს რო გავს ის არის ხო?

Posted by: iza 5 Jul 2010, 16:33
hirondelle

QUOTE
ბერძნული ნიგოზი რომელია?



http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D1%80%D0%B5%D1%85_%D0%B3%D1%80%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%B8%D0%B9

აი ეს

Posted by: trendy 5 Jul 2010, 16:36
iza
გვეღადავები?

ჩვეულებრივი კაკალს რუსულად ეგრე ჰქვია lol.gif

Posted by: tos-ka 5 Jul 2010, 16:36
iza
QUOTE
მჭირდება ბერძნული ნიგოზი, სასწრაფოდ. სად ვიყიდო??? დრო არ მაქვს, რომ მაღაზიებში ვეძებო. ვინც ზუსტად იცით, სად იყიდება, მიპასუხეთ.

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.


თუ მაინცდამაინც საბერძნეთიდან ჩამოტანილი არ გინდა, ეგ ჩვეულებრივი ნიგოზია. ბაზარშიც იყიდება და დიდ სუპერმარკეტებშიც

Posted by: hirondelle 5 Jul 2010, 16:36
QUOTE (iza @ 5 Jul 2010, 16:33 )
hirondelle

QUOTE
ბერძნული ნიგოზი რომელია?



http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D1%80%D0%B5%D1%85_%D0%B3%D1%80%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%B8%D0%B9

აი ეს

ეგ ხომ ჩვეულებრივი ნიგოზია
რუსები ეძახიან ოღონდ "გრეცკი არეხს" yes.gif

Posted by: iza 5 Jul 2010, 16:38
trendy

QUOTE
ჩვეულებრივი კაკალს რუსულად ეგრე ჰქვია



არა ხალხო არა, ერთ-ერთი რეცეპტისთვის მჭირდება და იქ ცალსახად წერია ბერძნული ნიგოზი ან ბერძნული თხილიო. ბერძნული თხილი ვიცი და ნიგოზი არა. მერე მოვძებნე ვიკიპედიაში სურათი მაინც რომ მენახა, როგორ გამოიყურება.

ჩვეულებრივი ნიგოზი რომ სხვანაირია??? ეს უფრო მოგრძო ჩანს user.gif
* * *
hirondelle

QUOTE
რუსები ეძახიან ოღონდ "გრეცკი არეხს"



გერმანელებიც ეგრე ეძახიან???

ასეა გერმანულად - Griechischer Nuß

Posted by: hirondelle 5 Jul 2010, 16:45
iza
QUOTE
Griechischer Nuß

კი, რუსულში გერმანულიდან არის შესული yes.gif

Posted by: trendy 5 Jul 2010, 16:45
iza
QUOTE
გერმანელებიც ეგრე ეძახიან???

ეტყობა საერთო მიღებული სახელია, თორემ გრეცკი არეხ არის კაკალი

Posted by: iza 5 Jul 2010, 16:47
hirondelle

QUOTE
კი, რუსულში გერმანულიდან არის შესული


აუ biggrin.gif

trendy

QUOTE
ეტყობა საერთო მიღებული სახელია, თორემ გრეცკი არეხ არის კაკალი


კარგი, მადლობა ყველას!

Posted by: hirondelle 5 Jul 2010, 16:50
აგერ ქართულადაც ხოა

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

Posted by: matusala_5 5 Jul 2010, 17:31
iza

ეგ არ არის ჩვეულებრივი ნიგოზი.მას ქვია მუსკატის კაკალი.მე მაქვს ნახული და მართლა ნიგოზი მეგონა (უფრო პატარაა ზომით)და რომ გავტეხე სხვა სუნელი აღმოჩნდა.(მომწარო გემი აქვს)..ეხლაც მაქვს სახლში თუმცა არ გამომიყენებია,ლამაზ ბოთლში სხვა რაღაცეებთან ერთად დიზაინის ფუნქციას მისრულებს... baby.gif



განსაკუთრებით გავრცელებულია აღმოსავლეთში, საიდანაც მერვე საუკუნიდან გავრცელდა ევროპაში,
ფართოდ გამოიყენება ინდურ, ინდონეზიურ, არაბულ და სხვა აღმოსავლურ კულინარიაში,
აქვს ძალიან მდიდარი ქიმიური შემადგენლობა, თუმცაღა მასში მცირე სახით შედის შხამის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებაც.
დიდი რაოდენობით მუსკატის კაკალი შხამია.
ამიტომ გამოიყენება ძალიან მცირე დოზებით, განსაკუთრებით ტკბილეულის , შოკოლადისა და სხვა სახის პროდუქტების მოსამზადებლად.
ასევე გამოიყენება კომპოტებისა და მურაბების, ასევე სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად,
აგრეთვე ხორციან და თევზიან კერძებთან.


* * *
http://pix.ge/x/b/y/y71uv/


აი ეს არის

Posted by: iza 5 Jul 2010, 21:42
matusala_5


ვაიმეეეე, ძლივს არ გავერკვიეე, გაიხარე ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა 2kiss.gif

Posted by: rtuli 6 Jul 2010, 09:18
matusala_5
QUOTE
ეგ არ არის ჩვეულებრივი ნიგოზი

იზამ დადო ლინკი სადაც აწერია грецкий орех-რაც ქართულად ნიშნავს კაკალს,ჩვეულებრივს......
მუსკატის კაკალი კი არის რუსულად-мускатный орех!

iza
ისე თავად რეცეპტის ლინკი დაგედო და ყველაფერი გაირკვევოდა smile.gif

Posted by: matusala_5 6 Jul 2010, 09:30
rtuli
ხო არასწორი სახელით ეძებდა,რადგან ბევრი საბერძნეთში მცოვრები ქართველი შეცდომით ბერძნულ კაკალს უძახის თავის ფორმის გამო(ძალიან გავს კაკალს)ბერძნული კაკალი კი ჩვეულებრივი ბერძნული ჯიშის ნიგოზია,ეს კი მუსკატის კაკალია,რომელიც დაფქული სახით უმნიშვნელო რაოდენობით,როგორც მიხაკ- დარიჩინი ისე გამოიყინება კულინარიაში...

Posted by: rtuli 6 Jul 2010, 10:04
matusala_5
QUOTE
ბერძნული ჯიშის ნიგოზია

არ არსებობს ბერძნული ჯიშის ნიგოზი smile.gif
არსებობს:
Cashew-Кешью
Brazil nut -Бразильский орех
Pine nut -Кедровый орех
Chestnut-Каштан
hazelnuts -фундук
Peanut -Арахис
Almond -Миндаль
pecans-пекан
beechnuts-буковые орешки
pistachios-фисташки
walnut-грецкий орех

Posted by: matusala_5 6 Jul 2010, 10:13
rtuli
ბერძნული ჯიში ეს არის ჩვეულებრივი ნიგოზი ....რომელიც ქართულისგან მარტო იმით განსხვავდება რომ საბერძნეთშია დაკრეფილი..(არსებობს ასეთი რაიონი-გითიო სადაც მე თვითონ ვნახე მისი ხეები ისეთივეა როგორც საქართველოში)მაგრამ რადგან მათ მოყავთ ეძახიან ბერძნულ ნიგოზს...
* * *
ანუ ნიგოზი ყველგან ერთნაირია თუ არ ჩავთვლით მის მოყვანის ადგილმდებარეობას...

Posted by: rtuli 6 Jul 2010, 10:23
matusala_5
QUOTE
ბერძნული ჯიში ეს არის ჩვეულებრივი ნიგოზი ....რომელიც ქართულისგან მარტო იმით განსხვავდება რომ საბერძნეთშია დაკრეფილი..(არსებობს ასეთი რაიონი-გითიო სადაც მე თვითონ ვნახე მისი ხეები ისეთივეა როგორც საქართველოში)მაგრამ რადგან მათ მოყავთ ეძახიან ბერძნულ ნიგოზს...

მივხვდი smile.gif
,,კუთხურად,, ეძახიან მოკლედ ქართველები....ისე მე და ქარტული ენა ძნელად ვმეგობრობთ მაგრამ,თავად ქართველები ხშირად ამახინჯებენ(ცვლიან)(განსაკუთრებულად ვინც საზრვრებს მიღმა იყო ნამყოფი) დასახელებებს და ამით, პირადათ მე ,გაურკვევლობის წინაშE ვდგები smile.gif

Posted by: catherina_10 9 Jul 2010, 17:04
ხომ არ იცით შაქრის შემცველი სახარინი ან ფრუქტოზა (დიაბეტიანისთვის მურაბის გაკეთება მინდა) მაგდაგვარი წონით სად შემიძლია შევიძინო?

Posted by: tavadze 11 Jul 2010, 11:57
ვისაც ეგვიპტური ანუ ე.წ. ფარაონთა ჩაი უნდა, გუშინ ვნახე ვაგზალზე, ყავის მაღაზიაში. თუ ვინმე დაინტერესტდება, ავუხსნი ზუსტად. 100 გრამი 3 ლარი ღირდა.

Posted by: iza 11 Jul 2010, 14:30
matusala_5

QUOTE
ბერძნული ჯიში ეს არის ჩვეულებრივი ნიგოზი ....რომელიც ქართულისგან მარტო იმით განსხვავდება რომ საბერძნეთშია დაკრეფილი..(არსებობს ასეთი რაიონი-გითიო სადაც მე თვითონ ვნახე მისი ხეები ისეთივეა როგორც საქართველოში)მაგრამ რადგან მათ მოყავთ ეძახიან ბერძნულ ნიგოზს...
* * *
ანუ ნიგოზი ყველგან ერთნაირია თუ არ ჩავთვლით მის მოყვანის ადგილმდებარეობას...


2kiss.gif

Posted by: GlamourGirl 22 Jul 2010, 17:47
თუ იცით პურები რომ არის, პიტას (Pita) ეძახიან, თბილისში სად შეიძლება ვიყიდო? მე ვერსად ვერ ვნახე და იქნებ ვინმემ იცით რამე მაღაზია სადაც აქვთ user.gif
ასეთები:

Posted by: aschenputell-TARA 22 Jul 2010, 22:17
ტირამისუს გაკეთება მინდა და იქნებ ვინმემ იცოდეთ მარკარპონე სად იყიდება ?

Posted by: volli35 22 Jul 2010, 22:36
aschenputell-TARA
QUOTE
ტირამისუს გაკეთება მინდა და იქნებ ვინმემ იცოდეთ მარკარპონე სად იყიდება ?

მასკარპონეს ველოდე 2 კვირა და დღეს როგორც იქნა მიიღეს ვაკის გუდვილში .... ოღონდ რატომღაც გაძვირებულია . 8.75 ლარი ღირს ... არადა 5.80 ღორდა წინაზე რომ ვიყიდე

Posted by: aschenputell-TARA 22 Jul 2010, 22:50
უღრმესი მადლობა.!! გაიხარეთ!! biggrin.gif

Posted by: svistoki 5 Aug 2010, 13:35
ვინმემ იცით რომელიმე ბარი, ან რესტორანი, სადაც კარგი ბურახი აქვთ? თითქმის არსად გამიგია, არადა ყველაზე მეტად ეს სასმელი მსიამოვნებს.
სად შეიზლება კაცმა კარგი ბურახი დალიოს?

Posted by: jub1ko 16 Aug 2010, 22:49
გამარჯობათ მინდა საფერავის ყიდვა შემოდგომისთვის და თU ფასი იცით ან ვინმეს გირგიათ და გაყიდვას აპირებთ დაწერეთ

Posted by: MANASE 16 Aug 2010, 23:06

jub1ko

ჯერ ცოტა ადრეა ფასზე საუბარი

Posted by: шапокляк 16 Aug 2010, 23:12

შარშან ჩემს თნამშრომელს ჩამოჰქონდა კახეთიდან ლიტრი 5 ლარად.

Posted by: jub1ko 16 Aug 2010, 23:21
მადლობა .... მაგრამ თვითონ ყურძენის ყიდვა მინდა .... საერთოდ რა ღირს?

Posted by: TaroX 12 Sep 2010, 08:31
svistoki

ბათუმში ჩითავს გრიბოედოვზე ლოთი ქალი ყიდის

Posted by: MELANQOLIC 25 Sep 2010, 12:14
საფერავი მაქვს საკუთარი ვენახიდან, დავკრიფე და ჩამოვიტანე თბილისში. დავაყენე ჩემს მარანში. სუფთა წვენი 2 ტონა გამოვა. ვაპირებ რეალიზებას, იქნება უმაღლესი ხარისხის.

Posted by: Tabo 25 Sep 2010, 14:06
რაღაც ძალიან დელიკატესს ვაკეთებ და მოულოდნელად დამჭირდა ნიანგის ხორცი, ჩვენთან სადმე შესაძლებელია ამის შეძენა? გუდვილში ან სადმე ?

Posted by: alahambra 25 Sep 2010, 20:49
ვინმემ მითხარით რა 250 გრ მშრალ დროჟს რა რაოდენობის ცოცხალი დროჟი(კუბიკებში რომ არის) შეესაბამება?
არ დაგეზაროთ რა..smile.gif))

Posted by: rtuli 25 Sep 2010, 21:24
alahambra
QUOTE
ვინმემ მითხარით რა 250 გრ მშრალ დროჟს რა რაოდენობის ცოცხალი დროჟი(კუბიკებში რომ არის) შეესაბამება?

250 * 2,4=600გრ.

Posted by: alahambra 25 Sep 2010, 23:56
rtuli
დიდი მადლობა smile.gif 2kiss.gif

Posted by: juv 28 Sep 2010, 16:22
საქონლის ფილტვს რამდენად ვიყიდი ყველაზე იაფად და რა ადგილას ?

Posted by: qenati 2 Oct 2010, 12:49
სად ვიშოვო მწვანე რეჰანი? დიდი ხანია ვეძებ. ბაზარში არისო მაგრამ ვერ ვნახეsad.gif

Posted by: rtuli 2 Oct 2010, 12:58
qenati
QUOTE
სად ვიშოვო მწვანე რეჰანი? დიდი ხანია ვეძებ. ბაზარში არისო მაგრამ ვერ ვნახე

შაშკვლავი იკითხე smile.gif

Posted by: qenati 2 Oct 2010, 14:53
QUOTE
შაშკვლავი იკითხე

მადლობა. არ ვიცოდი შაშკვლავი თუ ერქვა. smile.gif

Posted by: qenati 4 Oct 2010, 09:40
ბარემ როზმარინის პოვნაშიც დამეხმარეთ რა... მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: rtuli 4 Oct 2010, 10:44
qenati
QUOTE
ბარემ როზმარინის პოვნაშიც დამეხმარეთ რა... მადლობა წინასწარ 

პოპულში,გუდვილში,ჯორჯიტაში,პასაჟში სუნელების კაცთან იყიდება გამხმარი ფოთლების სახით,პარკში მოთავსებული,ან მინის ქილაში....

Posted by: qenati 4 Oct 2010, 11:03
QUOTE
პოპულში,გუდვილში,ჯორჯიტაში,პასაჟში სუნელების კაცთან იყიდება გამხმარი ფოთლების სახით,პარკში მოთავსებული,ან მინის ქილაში....


დიდი მადლობა.

Posted by: ერთი 4 Oct 2010, 11:45
გამარჯობათ!
არ ვიცი სწორად ვკითხულობ თუ არა,მარა იქნებ ვინმე მირჩიოთ - ბლენდერები როა,რა ფირმის ჯობია,როგორი ვიყიდო და სად შეიძლება უფრო კაი ფასში...

მადლობა წინასწარ !

Posted by: rtuli 4 Oct 2010, 12:50
ერთი
QUOTE
იქნებ ვინმე მირჩიოთ - ბლენდერები როა,რა ფირმის ჯობია,როგორი ვიყიდო და სად შეიძლება უფრო კაი ფასში...

TEFAL BRAUN და KENWOOD კარგებია
მე ეს შევიძინე 220 ლარად კიდობანში
http://pix.ge/

Posted by: qenati 4 Oct 2010, 13:22
მე PHILIPS-ს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ
* * *
სად ვიშოვო ასათქვეფი ნაღები?? მადლობა,

Posted by: Hitzor 12 Oct 2010, 21:36
სად შეიძლება ვიყიდო ჰუმუსი ან ჰუმუსის პროდუქტები
---------

Posted by: ATJAZZ 13 Oct 2010, 18:14
გამარჯობათ მაინტერესებს Prince Polo -- შკოლადი (პოლონურია) თბილისში სად შეიძლება ვიშოვო ან რაიმე ფირმა ხომ არაა სადმე რომელცას შეუძლია ჩამოტანა ?
დიდი მადლობა წინასწარ

აი ვიდეოც


* * *
ძალიან მნიშვნელოვანია გთხოვთ მიპასუხეთ

Posted by: perpetua2 13 Oct 2010, 22:44
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო ჰუმუსი ან ჰუმუსის პროდუქტები

ეგ რაღაა?

Posted by: rtuli 13 Oct 2010, 23:07
Hitzor
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო ჰუმუსი ან ჰუმუსის პროდუქტები
---------

თურქულ მაღაზიაში მარჯანიშვილზე შეგიძლია შეიძინო პროდუკტები ჰუმუსისთვის,ან გუდვილს მიაკითხე....
chickpeas-მე პოპულში ვიყიდე
tahini-ეს ვერ ვნახე და ჩემს დას ჩამოვატანინე თურქეთიდან

ხვალ მოვამზადებ...ძალიან მიყვარს smile.gif
perpetua2
QUOTE
ეგ რაღაა?

http://www.mediterraneandiet.com/2008/12/17/hummus/

Posted by: T_e_a 15 Oct 2010, 21:30
ახალი ქინდერის შოკოლადი, შეკვრაში როა, ვერც გუდვილში ვნახე და ვერც პოპულში... არის საერთოდ რომელიმე მაღაზიაში? გინახავთ ვინმეს?

Posted by: trendy 15 Oct 2010, 22:59
T_e_a
QUOTE
ახალი ქინდერის შოკოლადი,

შირნხოფერში იყიდება, ერთი კვირის წინ ვიყიდე 4 ლარი და რაღაცა ღირს

Posted by: paradise_seeker 16 Oct 2010, 01:36
მწვანე ფორთოხლის წვენს ვეძებ: ) ლაიმის გარეშე.. ნამდვილ მწვანე ფორთოხლის წვენს

პრივეტში რომ აქვთ ბათუმში ისეთს..

სანდორა უშვებსო..

Posted by: volli35 17 Oct 2010, 21:29
ხალხნო ცოცხალი როზმარინი (ქართულად არ და ვერ ვიცი) იყიდება თბილისში???? დამაკვალიანეთ რაააააააააა

Posted by: cheese1 18 Oct 2010, 19:49
volli35
რო დაგუგლავ აი ამას აგდებს და ეს ნამდვილად ქონდარია ასე რომ ცოცხალი ქონდარი smile.gif ალბათ... იტალიურ სამზარეულოში უყვართ ძაან

http://www.radikal.ru

Posted by: ninoma 19 Oct 2010, 00:15
volli35
QUOTE
ქონდარი თუ იყო როზმარინი რომელიმე ენაზე

არ დაიჯერო, სულ განსხვავებული არომატები აქვთ.
ქონდარს ნაზი, როზმარინს მძაფრი, მაგრამ არა ქონდარის.(მგონი ვერ დავწერე გასაგებად)

Posted by: volli35 19 Oct 2010, 00:19
ninoma
QUOTE
არ დაიჯერო, სულ განსხვავებული არომატები აქვთ.
ქონდარს ნაზი, როზმარინს მძაფრი, მაგრამ არა ქონდარის.(მგონი ვერ დავწერე გასაგებად)

მე ზუსტად გაგიგე რაც დაწერე .... მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა ისევ აქტუალური ხდება
QUOTE
ხალხნო ცოცხალი როზმარინი (ქართულად არ და ვერ ვიცი) იყიდება თბილისში???? დამაკვალიანეთ რაააააააააა

დეკემბრამდე მაქვს დრო

Posted by: ATJAZZ 19 Oct 2010, 11:58
QUOTE
გამარჯობათ მაინტერესებს Prince Polo -- შკოლადი (პოლონურია) თბილისში სად შეიძლება ვიშოვო ან რაიმე ფირმა ხომ არაა სადმე რომელცას შეუძლია ჩამოტანა ?
დიდი მადლობა წინასწარ

აი ვიდეოც


* * *
ძალიან მნიშვნელოვანია გთხოვთ მიპასუხეთ



ვინმემ რომ მეც მიპასუხოს არა? smile.gif

არ ვიკბინები




Posted by: T_e_a 19 Oct 2010, 15:25
QUOTE (trendy @ 15 Oct 2010, 22:59 )
T_e_a
QUOTE
ახალი ქინდერის შოკოლადი,

შირნხოფერში იყიდება, ერთი კვირის წინ ვიყიდე 4 ლარი და რაღაცა ღირს

გამეკაიფე? არ იყო მანდ, ტყუილად წავედი დღეს...

Posted by: trendy 19 Oct 2010, 15:28
T_e_a
QUOTE
გამეკაიფე?

რას ნიშნავს გაგეკაიფე?

ვიყავი, ვიყიდე და დაგიწერე.თუ აღარ იყო, არ ნიშნავს რომ გეკაიფება აქ ვინმე.

Posted by: jarjosini 23 Oct 2010, 22:06
გამარჯობათ, ერთი დებილური შეკითხვა მაქვს. ხომ არ იცით ანანასის სიროკი თუ იყიდება თბილისში სადმე? ან ვაფშე მასეთი თუ არსებობს?

Posted by: Ziku 24 Oct 2010, 00:29
QUOTE (jarjosini @ 23 Oct 2010, 22:06 )
გამარჯობათ, ერთი დებილური შეკითხვა მაქვს. ხომ არ იცით ანანასის სიროკი თუ იყიდება თბილისში სადმე? ან ვაფშე მასეთი თუ არსებობს?

იყიდება როგორ არა მე დელისზე ვყიდულობ ხოლმე იოლში და სალვი შიც არის smile.gif

Posted by: nanukaj 2 Nov 2010, 15:43
გთხოვთ დამაკვალიანოთ, სად შეიძლება შევიძინო ყველი "ბოკუ"
* * *
ან "ბუკო" ზუსტად არ ვიცი სახელი

Posted by: volli35 2 Nov 2010, 17:11
nanukaj
BUKO იყიდება პოპულში, გუდვილში, იოლში ... ეს ადგილები ვიცი მე

Posted by: nanukaj 3 Nov 2010, 15:26
volli35


დიდი მადლობა,

გუდვილიში გუშინ ვიყავი, არ ჰქონდათ, ვაჟაზე პოპულშიც შევიარე, არც იქ. ახლა იოლში ვცდი.

Posted by: Jebrail 6 Nov 2010, 21:46
საბურთალოზე კარგი ჩაი სად იყიდება ? spy.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 8 Nov 2010, 13:30
მარციპანის ყიდვა სად შეიძლება თუ იცით ვინმემ? გუდვილის გარდა.

Posted by: amadeus 20 Nov 2010, 13:13
QUOTE (Jebrail @ 6 Nov 2010, 21:46 )
საბურთალოზე კარგი ჩაი სად იყიდება ? spy.gif

თუ ენდობი ზუგდიდლებს,
გირჩევ ჩაის გურიელს.

Posted by: n_j 20 Nov 2010, 13:49
DON PEDRO SANGRE
QUOTE
მარციპანის ყიდვა სად შეიძლება თუ იცით ვინმემ? გუდვილის გარდა.

პასაჟის სუნელების კაცთან, 1 კგ 15 ლარი

Posted by: matusala_5 20 Nov 2010, 18:48
ჯიმარტიში მასკარპონე არის თუ იცით,დღეს ვერ ვნახე ვერსად.

Posted by: მიჩინიო 21 Nov 2010, 11:42
Кунжут (сезам, Sesamum indicum) - ეს ქართულად რა არის და სად ვიშოვო იცით ვინმემ?

Posted by: karahindiba 22 Nov 2010, 14:32
ნამცხვრის გსახსნელი ფორმა, კარგი ხარისხის სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: rtuli 22 Nov 2010, 19:22
karahindiba
QUOTE
ნამცხვრის გსახსნელი ფორმა, კარგი ხარისხის სად შეიძლება რომ ვიყიდო?

ალბათ ტორტის იგულისხმე smile.gif
გუდვილში და სუპერში არის yes.gif


Posted by: volli35 22 Nov 2010, 22:07
karahindiba
QUOTE
ნამცხვრის გსახსნელი ფორმა, კარგი ხარისხის სად შეიძლება რომ ვიყიდო?

ბაზრობაზეც, გუდვილშიც, სუპერშიც ...

Posted by: kosta777 2 Dec 2010, 01:23
ვეძებ ცოცხალ ტმინს, იქნებ იცოდეთ სად შეიძლება ვიყიდო. ცოტა ხნის წინ წავკისში ასასვლელ გზაზე, მცენარეები სადაც იყიდება, წავაწყდი როზმარინს, რომელიც ქოთანში იყო ჩარგული და როგორც ოთახის მოსართავი მცენარე ისე იყიდებოდა. იქნებ ასეთი ადგილი იცოდეთ ვინმემ სადაც მსგავს მცენარეებს ყიდიან იქნებ ტმინსაც წავაწყდე.

Posted by: gloneli 2 Dec 2010, 01:59
იქნებ ვინმემ იცოდეთ,cranberry ქართულად რომელი კენკრის სახელია?რუსულად ვნახე და კლიუკვა ქვია.ნამდვილად ვიცი რომ მოცვი არ არის.გარეგნულად ასკილს გავს.

Posted by: ninoma 2 Dec 2010, 09:37
gloneli
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეთ,cranberry ქართულად რომელი კენკრის სახელია?

შტოში

Posted by: kosta777 2 Dec 2010, 11:01
ტმინი არ იყიდება სადმე ცოცხალი ტმინი, ტმინი, ტმინი???

Posted by: gloneli 2 Dec 2010, 14:47
ninoma
სად არ ვეძებე და ქართულ დასახელებას ვერ მივაგენი.
გაიხარე.
რაში გამოიყენება,მხოლოდ წვენი შეიძლება გამოვიყენოთ(კომპოტი,კისელი და ა,შ)თუ ხილადაც?ისე ძალიან გავს ასკილს.

Posted by: volli35 3 Dec 2010, 00:33
"შებოლილ სუნელზე" რა გსმენიათ?? და თუ გსმენიათ სად იშოვებაო ამაზე რას იტყვით??????

Posted by: tekle555 15 Dec 2010, 12:39
თუ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება ვი ყიდო მოსართავი სიროფები ნაცხვრისთვის მაგალითად ტარტარეტკა რომ მოვრთო კრემი ზემოდან წვრილად რომ იყოს მოსხმული ერთ ადგილას ვჭამე და არ მასწავლეს ალუბლის სიროფით იყო მორთული და თუ იცით მითხარით
პ.ს რეცეპტებიც მომწერეთ გმადლობთ გელოდებით.....


Posted by: fermina 15 Dec 2010, 13:42
QUOTE (volli35 @ 3 Dec 2010, 00:33 )
"შებოლილ სუნელზე" რა გსმენიათ?? და თუ გსმენიათ სად იშოვებაო ამაზე რას იტყვით??????

ესე იგი თუ შენ იმას გულისხმობ, რაც მე მგონია, თბილისში არსად შემხვედრია, სექტემბერში კი ასტანაში სუპერმარკეტში ვნახე ბოთლით რაღაც სითხე, თუ არ ვცდები "პიშჩევოი დიმ" ერქვა თუ რაღაც ამდაგვარი, მოკლედ შებოლილის ეფექტის მისაღებად გამოიყენებოდა.

Posted by: volli35 15 Dec 2010, 13:51
fermina
QUOTE
ესე იგი თუ შენ იმას გულისხმობ, რაც მე მგონია, თბილისში არსად შემხვედრია, სექტემბერში კი ასტანაში სუპერმარკეტში ვნახე ბოთლით რაღაც სითხე, თუ არ ვცდები "პიშჩევოი დიმ" ერქვა თუ რაღაც ამდაგვარი, მოკლედ შებოლილის ეფექტის მისაღებად გამოიყენებოდა.

შეიძლება ეგეცაა ... მე მხოლოდ თეორიულად ვიცი რა მინდა ... მეგობარმა მითხრა ნუცუბიძეზე ხმარობენ ლობიანებშიო და ხალხს ატყუებენ ლობიოა შებოლილი სპეც შებოლვითო

Posted by: fermina 15 Dec 2010, 14:18
volli35

დიახ ზუსტად მასე მითხრეს მეც "კერიას" ლობიანზე, არსებობს ასეთი ესენციაო, ვინ შეგიბოლავს კვამლზე ამდენ ლობიოსო, და ამიტომ მივაქციე ყურადღება მაღაზიაში ამ პროდუქტს.

Posted by: tekle555 16 Dec 2010, 13:06
თუ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება ვი ყიდო მოსართავი სიროფები ნაცხვრისთვის მაგალითად ტარტარეტკა რომ მოვრთო კრემი ზემოდან წვრილად რომ იყოს მოსხმული ერთ ადგილას ვჭამე და არ მასწავლეს ალუბლის სიროფით იყო მორთული და თუ იცით მითხარით
პ.ს რეცეპტებიც მომწერეთ გმადლობთ გელოდებით.....


Posted by: tavadze 18 Dec 2010, 13:41
თბილისში ან თუნდაც ახლო-მახლო დასახლებებში კარგი კუპატი გეგულებათ სადმე? baby.gif baby.gif მოვიდა სეზონი და... დიდუბის ბაზარზე კი მივაკვლიე ერთ იმერელ ქალს, მაგრამ იქნებ უკეთესიც მასწავლოთ. თუ ვინმე დაინტერესდებით იმ ქალით (უფრო სწორად - მისი კუპატებით) დაგიწერთ.

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Dec 2010, 14:46
tavadze
პინგვინებში შედი, კაი მეგრული კუპატები აქვთ, მოგყიდიან.

Posted by: tavadze 18 Dec 2010, 15:48
WOMAN IN LOVE
QUOTE
tavadze
პინგვინებში შედი, კაი მეგრული კუპატები აქვთ, მოგყიდიან.

მაგათ კაი სამზარეულო აქვთ და კუპატიც ნორმალურია, მაგრამ მე სხვანაირი მინდა. მაგას იქნებ იმ იმერელი ქალის კუპატი სჯობდა.
მაგათ ჯიგარი აქვთ კაი კეცზე, აი, დღის მეორე ნახევარში კი კატლეტი აღარაა უკვე სანდო - შეიძლება, განათბობი შემოგაპარონ.

Posted by: volli35 18 Dec 2010, 16:52
tavadze
QUOTE
მოვიდა სეზონი და

ვახ რააააააა http://www.SmileS.ge

ისე კარგი კუპატი აქვთ მაცივრებში ...

Posted by: tavadze 19 Dec 2010, 00:39
volli35
QUOTE
ისე კარგი კუპატი აქვთ მაცივრებში ...

ეგ სად - თევდორე მღვდლის ქუჩაზე? rolleyes.gif მეტრო წერეთელის ზევით?

Posted by: volli35 19 Dec 2010, 00:47
tavadze
QUOTE
მეტრო წერეთელის ზევით?

ხო ხო .... მანდ .... დილას უნდა მიაკითხო და ახალი გაკეთებულები შეგხვდება ... ეხლა ვერ მოგატყუილებ რომ ესაა კუპატების კუპატი .... მაგრამ გემრიელობაა რომაა უნდა დამიჯერო ... სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ ..... http://www.SmileS.ge

Posted by: tavadze 19 Dec 2010, 00:55
volli35
QUOTE
მაგრამ გემრიელობაა რომაა უნდა დამიჯერო ... სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ ...

ჰოდა, კიდეც გიჯერებ. გაიხარე. გავივლი, როცა მივიცლი.

Posted by: Bassi 22 Dec 2010, 15:34
თუ იცით ტირამისუს პეჩენიები სად იყიდება ?

Posted by: n_j 22 Dec 2010, 18:10
Bassi
ნიკორას მაღაზიებში თითქმის ყოველთვის აქვთ ხოლმე

Posted by: tavadze 23 Dec 2010, 03:25
ვისაც კარგი ცხარე, შხამარა ძმარი გინდათ - ყვავს რომ დააჩხავლებს, ისეთი, biggrin.gif ნავთლუღის ბაზარზე იყიდება. ჩემთვის მოსაწონი ცხარეზე ცხარე და დურბელა ძმარი თბილისში სხვაგან ვერსად მივაკვლიე. ადრე ჩემთან მეტროსთან კი ჰყიდდა ერთი კარგ ძმარს, მაგრამ ახლა იმასაც არ მოაქვს, თუმცა უკვე არც მედარდება, რადგან დიდი ძებნის მერე მანდ მივაკვლიე სრულიად შემთხვევით. მოკლედ, სამგორის მეტროს წინ, გამზირიდან ქვევით რომ ჩადიხართ - ბოსტნეულის ოპტავოი სადაცაა (მანდ მეტროს ზედა მხარესაცაა ბაზრობა - რკინიგზისკენ, მაგრამ ის არა - ქვევით!), ხორცეულ-თევზეული სადაც იყიდება, ე, მაგ ადგილსაა. ოღონდ ქვედა შესასვლელიდან უნდა შეხვიდეთ და პირდაპირ ზედ მიადგებით, თუმცა არც ზედა კარიდან დაიკარგებით - იქაც რომ იკითხოთ ანუ მაგ თევზეულ-ხორცეულთან, ყველა მიგასწავლით, ღვინოები სად იყიდება. მანდ ძირითადად კახეთიდან ჩამოტანილი ძმარი აქვთ. მე უმეტესად შილდისას ვყიდულობ, თუმცა ბევრნაირია და ძაან ცხარეც თუ არ გინდათ, არჩევაც შეიძლება. მაქვე ხმელი თესლებიც იყიდება - ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, მსხვილად დაფქული წიწაკა... ფასებს გააჩნია - ზოგი რაღაც დიდი ჭიქა 50 თეთრი ღირს, ზოგი - ლარი. მოკლედ, ვისაც ბლენდერი გაქვთ და ახალ-ახალი სუნელები გინდათ, გამოგადგებათ. wink.gif თან იცი, რომ ნამდვილი სუნელი გექნება და შერეული არ ექნება არაფერი.

Posted by: Bassi 23 Dec 2010, 08:59
n_j
გაიხარე, მადლობა smile.gif

Posted by: patriciia 23 Dec 2010, 15:57

ბურტყვილა, დონდოლო, სკვანტილა, ტიტა, დვალური, თიკნისყურა, საწრიპინა
მთიანი აჭარის ფხალეულია

Posted by: rockataka 23 Dec 2010, 16:03
QUOTE
ბურტყვილა, დონდოლო, სკვანტილა, ტიტა, დვალური, თიკნისყურა, საწრიპინა

QUOTE
ესენი იცის აქ ვინმემ?, რუსული ან ლათინური დასახელელები?

მე, ქართულადაც კი არ ვიცი no.gif

Posted by: rtuli 23 Dec 2010, 18:08
patriciia
QUOTE
ბურტყვილა, დონდოლო, სკვანტილა, ტიტა, დვალური, თიკნისყურა, საწრიპინა
მთიანი აჭარის ფხალეულია

ყველა დასახელება არის ტიპიური კუთხური და როგორ გინდა ვთარგმნოთ smile.gif

დარწმუნებული ვარ კახეთში,ქართლში ან იმერეთში სულ სხვა დასახელებით იცნობენ smile.gif

ნაცარქათამაც ფხალეულია,უგემრიელესი და თუ იცი smile.gif?

Posted by: rockataka 24 Dec 2010, 00:59
rtuli
QUOTE
ნაცარქათამა

ქართლში ეძახიან მასე ერთ-ერთ მცენარეს და გემრიელი ფხალი მზადდება chups.gif

Posted by: tavadze 24 Dec 2010, 01:40
rockataka
QUOTE
ქართლში ეძახიან მასე ერთ-ერთ მცენარეს

ჩვენტანაც იგივე სახელითაა ცნობილი. დედაჩემი ახსენებდა, კარგი ფხალიაო.

Posted by: <<დოლორეს>> 24 Dec 2010, 02:44
QUOTE
ფხალი


არადა მხალი ქვია მაგას boli.gif


წკაპო gigi.gif

Posted by: Mako Subladze 24 Dec 2010, 13:00
წკაპო რატომ არ ჩანს?
თუ მე აღარ შემხვედრია?

Posted by: nite 24 Dec 2010, 13:07
patriciia
QUOTE
დვალური,

polygonum bistorta

სხვები თუ დავძებნე ბოტანიკურ ლექსიკონში დაგიწერ

Posted by: n_j 24 Dec 2010, 19:16
თეთრი შოკოლადი სად ვიშოვო ტბილისში? ვერსად ვერ ვნახე, მარტო ნესტლეს ქოქოსიანი აქვთ და ეგ არ მინდა

Posted by: volli35 24 Dec 2010, 19:20
n_j
ბაზრობაზე მიყიდა დეიდაჩემმა თეთრი შოკოლადის ღილები ... ფასი 7.50 ლარი 1 კგ
იმედია ეს გჭირდება

Posted by: ბესიკის26 24 Dec 2010, 19:30
n_j
იმ სუნელების კაცთან შევიძინე დღეს შოკოლადის "ზოდები".ეს მირჩიეს.

Posted by: n_j 24 Dec 2010, 21:00
volli35
ბესიკის26
გმადლობთ, სუნელების კაცთან ამ ბოლო დროს იმდენჯერ ვიყავი და ყოველთვის მავიწყდება ეგ ვკითხო

Posted by: volli35 24 Dec 2010, 21:16
n_j
ხო მე მაგ ოცნების კაცთან არ დავდივარ .... ჩემი სასტავი მყავს იქ .... ასე ვთქვათ სუნელების ქალი tongue.gif ... ჰოდა იქედან ვმარაგდებით ოჯახობა ეგეთობებით

Posted by: rtuli 24 Dec 2010, 23:49
ბესიკის26
QUOTE
იმ სუნელების კაცთან შევიძინე დღეს შოკოლადის "ზოდები".ეს მირჩიეს.

რა ღირდა? ზოდი?

volli35
QUOTE
თეთრი შოკოლადის ღილები

მე შევიძინე შარშან და გემო არ მომეწონა sad.gif...მიდევს ეხლაც უქმად...
რავი ეტყობა შემომტან ფირმას გააჩნია rolleyes.gif

მაგ სუნელების კაცმა გააჯაზა ,მოუმატა ფასებს ყველაფერზე...არ გაიშვა ქართული ბიზნესი vis.gif
სხვაგან ვყიდულობ ბევრად იაფად მაგრამ კარგად ვერ ვხსნი სად მდებარეობს ეს მაღაზიები sad.gif

Posted by: ბესიკის26 24 Dec 2010, 23:56
rtuli
QUOTE
რა ღირდა? ზოდი?

ხო,2კგიანი შეფუთვაში იყო.აი პლიტკასავით იყო გახვეული ოღონდ 2კგ იანი გიგანტი.(ეს ის ხომ არაა შენ რომ თქვი მაჩუქესო?
მართლა მოუმატა ფასებს,კიდე ვიყიდე როლიკი როა,ცომს რომ ბადესავით ჭრის(ფაუსტინას ჰქონდა ადრე გაკეტებული ვაშლიანი)

Posted by: rtuli 25 Dec 2010, 00:04
ბესიკის26
QUOTE
ხო,2კგიანი შეფუთვაში იყო.აი პლიტკასავით იყო გახვეული ოღონდ 2კგ იანი გიგანტი.(ეს ის ხომ არაა შენ რომ თქვი მაჩუქესო?

yes.gif
უგემრიელესია,ჟოლოს გემო დაკრავს ...
რა დაგიფასა?

ეგ როლიკი მეც ვნახე,ნუ ჩემთვის 20 ლარიო მითხრა smile.gif

Posted by: ბესიკის26 25 Dec 2010, 00:14
rtuli
QUOTE
ნუ ჩემთვის 20 ლარიო მითხრა

ჩემთვისაც იგივე დააფასა.მერე რაღაცეები რომ შევიძინე 18ში მომცა.
შოკოლადი 1კგ 10 ლარი ღირდა.sad.gif
ხო,კიდე რა მინდოდა მეკითხა.გადავყევი ძებნას შოკოს წვეთების.ჯერ უკვირდათ რას ვეკითხებოდი და მერე ძლივს მივაგენი ერთგან,მაგრამ როგორიც ყუთზე ახატია-მართლა წვეთის ფორმიანი,ისეთები არ იყო შიგ.იყო პაწაწუნა ღილებივით.8ლარი ღირდა კგ.კარგია და თერმოგამძლეო მითხრეს.

Posted by: rtuli 25 Dec 2010, 00:22
ბესიკის26
QUOTE
შოკოლადი 1კგ 10 ლარი ღირდა.

ნუ 100გრ. 1 ლარი გამოდის...პლიტკას კი ჯობია ფასში smile.gif

Posted by: volli35 25 Dec 2010, 00:24
rtuli
მეც მიდევს ჯერ არ გამომიყენებია ეგ ღილები ... ამიტომ გემო არ ვიცი

ისე სუნელების კაცთან იმიტომაც არ ვიყიდე რომ ჩემს ქალს იგივენიცა უფრო იაფად აქვს ... ნუ 1-2 ლარის განსხვავება თითქმის ბევრ რამეზე

აუ მეც მინდა როლიკი რა ძალიან ზალიან .... ახალი წლების მერე მივაკითხავ მაგათ ... თორემ ეხლა გამჭყლეტავენ ... და დაიქცევა "ოჯახი" tongue.gif

Posted by: ბესიკის26 25 Dec 2010, 00:29
volli35
ოცნების კაცმა მოგვაბეზრა თავი.გადავიდეთ ოცნების ქალებზე wink.gif
სად ზის შენი ქალი?

rtuli
QUOTE
ნუ 100გრ. 1 ლარი გამოდის...პლიტკას კი ჯობია ფასში 

ჯობია რათქმა უნდა და თან თეთრ პლიტკასაც ძნელად ან ვერ იშოვი,სულ რაღაც ურევია და ხელს გიშლის

Posted by: volli35 25 Dec 2010, 00:41
ბესიკის26
აი ეგ პაწუკა შოკოლადის წვეთები მაქვს მეც ... ოღონდ ფასი არ მახსოვს ... :სტაროსწ+სკლეროზ:

ვაიმე ჩემი ქალი ცოტა რთულად ასახსნელ ადგოლასაა .... შევეცდები PM გადაგივსო თორემ აქ გავილახები იმდენი რომ ვწერო http://www.SmileS.ge

Posted by: patriciia 25 Dec 2010, 01:29
nite
QUOTE
polygonum bistorta

მადლობა დიდი
მაგას მივაგენი
სკვატილა ბისკანტურა ყოფილა მეორენაირად, მაგასაც მივაგენი და ტიტა
ის ტიტა არ გეგონოთ

Posted by: ბესიკის26 25 Dec 2010, 01:35
volli35
ერთი აბდლური უნდა შეგეკითხო ამ შუაღამეზე(იმედია მოდერებს ძინავთ).შენს სმაილიკებში რომ შევდივარ მერე იქ მასეთებს ვერსად ვპოულობ,მასეთ საყვარლებს.

Posted by: xachapuridze 25 Dec 2010, 01:56
patriciia
QUOTE
ბურტყვილა, დონდოლო, სკვანტილა, ტიტა, დვალური, თიკნისყურა, საწრიპინა

ბურტყვილა, ბურტყულა=ფუჩფუჩა=бородавник, бородавочник = ლამპსანა ცომმუნის ლ და ლ გრანდიფლორა. ქართლსა და კახეთში - ვაზისძირა იმერ. პურტყულა, გურ. ბურტყილა აჭარ. ტეხილა...
დონდოლო= კენკეშა=колокольчик млечноцветный=ცამპანულა ლაცტიფლორა მ. ბ. გუდამაყ. კანკეშა, ხევს. კირზა, მთ. მუკუდო, ლეჩხ. ძოწია, რაჭ. მუყუდო, აჭარ. დონდოლო...
სკვანტილა= ბუსკანტურა=колокольчик чесночницелистный=ცამპანულა ალლარიაეფოლია წილლდ რაჭ. სკვანტილა, სკვანტილო, კვანტილა,მურკაფხალა, ზ. იმერ. ჯდომიერა, ჯდომელა...
ტიტა=тюльпан= ტულიპა
დვალური=დვალურა=раковые шейки горец, мясокрасный პოლყგონუმ ცარნეუმ ბისტროტა
თიკნიყურა=წითელი წალიკა=гречиха развесистая горец развесистый=პოლიგონუმ ლაპატჰიფოლიუმ ლ... მთიულ. თიკნიყურა, ციკნიყურა,იმერ. მამლიყივილა, რაჭ. სალდა, სარდალა, გურ. დედალი წალიკა
საწრიპინა=ტყის ფურისულა=первоцвет воронова= პრიმულა წორონოწიი ლოს-ლოს= კახ. ფურის ძუძუ, ფურის ია, აჭარ. საწრიპინა,რაჭ. იმერ., ლეჩხ. ფილისულა, ფირისულა, გურ. ქვ. იმერ. ქვ. აჭარ. სახემშვენიერა.
უუუფფფ!(ვკოცნი ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონს! )

Posted by: volli35 25 Dec 2010, 01:56
ბესიკის26
QUOTE
ერთი აბდლური უნდა შეგეკითხო ამ შუაღამეზე(იმედია მოდერებს ძინავთ).შენს სმაილიკებში რომ შევდივარ მერე იქ მასეთებს ვერსად ვპოულობ,მასეთ საყვარლებს.


ხო სანამ ძინავთ გიპასუხებ ... ზემოთ ჩამონათვალში ნახე წერია {სხვა} ...და მანდ შეხვალ მერე {უსახელოში} ... მონიშნავ ... დააკოპირებ პირდაპირ რასაც ამოგიგდებს აქ ჩააგდებ ... სულ ესაა http://www.SmileS.ge

Posted by: tavadze 25 Dec 2010, 02:05
volli35
QUOTE
ხო სანამ ძინავთ გიპასუხებ ... ზემოთ ჩამონათვალში ნახე წერია {სხვა} ...და მანდ შეხვალ მერე {უსახელოში} ... მონიშნავ ... დააკოპირებ პირდაპირ რასაც ამოგიგდებს აქ ჩააგდებ ... სულ ესაა

ეგ არა მარტო ბესიკის26-მა მეც ვისწავლე. დიდი მადლობა. biggrin.gif

Posted by: Solveig 25 Dec 2010, 02:13
სკვანტილა იმერეთშიც იციან.

მაყაშვილის ლექსიკონია საჭირო. იქ არის კუთხური დასახელებებიც.


უი, დაუწერია უკვე ხაჭაპურიძეს smile.gif

Posted by: givillo 25 Dec 2010, 03:34
xachapuridze ბურტყვილა და პუწუწულა smile.gif) სულაც არ მაინტერესებდა, მაგრამ ძალიან მასიამოვნა ტქვენმა პოსტმა - ჩემგანაც მადლობა smile.gif
(დავაკოპირე და შევიანხე)

Posted by: volli35 25 Dec 2010, 12:53
tavadze
ჰოდა ძალიან კარგი ... http://www.SmileS.ge ....

პ.ს. ისწავლეთ სანამ ცოცხალი ვარ http://www.SmileS.ge

Posted by: patriciia 25 Dec 2010, 18:42
xachapuridze
ვაიმე, გენაცვალე, გეხუტუნე, რა ქალი ხარ!!!!!!!!!!
მპუა, მპუა, მპუა!
QUOTE
უუუფფფ!(ვკოცნი ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონს! )

მე კი შენ გკოცნი და პირობას ვდებ, გადავაბრუნებ ყველაფერს და ვიშოვი!
სამი მათგანი კი მოვიძიე, მაგრამ დანარჩენებზე გული მეთანაღრებოდა
მინდა სრულყოფილად იყოს......
დიდი დიდი დიდი მადლობა
კიდევ დავწერ რაღაცებს, რა.......
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: xachapuridze 25 Dec 2010, 21:30
patriciia
გიბრუნებ კოცნებს და მპუებს 2kiss.gif 2kiss.gif
უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნებით მოვაჭრეებს თუ ეტყვი, მოგიტანენ (ადრე ჰქონდათ და ალბათ ახლაც ექნებათ).

Posted by: patriciia 25 Dec 2010, 21:53
xachapuridze
QUOTE
უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნებით მოვაჭრეებს თუ ეტყვი, მოგიტანენ (ადრე ჰქონდათ და ალბათ ახლაც ექნებათ).

კარგი იდეაა
ჯავახიშვილი შევიძინე ეგრე
აუცილებელია ამ კერძების აღდგენა
მეზობელ განყში დავწერე
ახლა ყველა გამონაყარსა და გამოხრუკულ სახეზე წუწუნებს
ადრე კი მთის ულამაზესი ყვავილებით ნაკვები და მჟავე წყლებით დარწყულებული ქალები მოეწონებოდათ უდაბნოში გამოხრუკულ მუსლიმებს, აბა, რა იქნებოდა?!
:ლამაზიაგურჯისქალი: biggrin.gif

Posted by: OHO 26 Dec 2010, 00:59
QUOTE
ტიტა

თუ ყვავილი იგულისხმება მაშინ ტულპან არის რუსულად ... თუ სხვა რამე არ ვიცი ...

Posted by: patriciia 26 Dec 2010, 12:22
OHO
QUOTE
თუ ყვავილი იგულისხმება მაშინ ტულპან არის რუსულად ... თუ სხვა რამე არ ვიცი ...

რა ვიცი, ეგენი რას ჭამენ
ეგრე ბებიაჩემი იების ფხალსაც აკეთებდა.......ანუ, მინდვრის ფხალს რასაც ეძახიან, იმაში იაც შედის........
ხო, ახლა კეჟერა ფხალის თარგმანი მინდა.
ვიფიქრე, გავედი ფონს-მეთქი და ახლა იწყება თურმე რაც იწყება, ღადრის კვერი და ხამსაlol.gif

Posted by: xachapuridze 26 Dec 2010, 14:42
patriciia
კეჟერა=კოლრაბი, ხვიტი=кольраби репная капуста=ბრრასსიცა ოლერაცეა ლ. ვარ. გონგყლოდეს ლ..= იმერ. კანაფო, კანაფო ფხალი, კანაფხალი, ზ. იმერ. კაჭარა, გურ. კეჟერა; შდრრ. ძვ ქართ კალნაბი.
ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რას თარგმნი?

Posted by: patriciia 26 Dec 2010, 15:54
xachapuridze
QUOTE
ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რას თარგმნი?

ქართული სამზარეულოს რეცეპტებს
მეც ისეთმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, დღეში 100 გვერდს ვკითხულობ, ნაირნაირ სტატიებს
ღომი, მაგალითად
თონე და რა ვიციbiggrin.gif
ვპოულობ ანალოგიებს და განმარტებებს ვწერ, თუმცა ეს არავის სჭირდება
ამიწევენ ყურებს ვოლუნტარიზმისთვის, ვატყობ მე.....მაგრამ რა ვქნა?!
მაგალითად, უცხოელი კითხულობს "ღომი"...როგორ გაიგოს რა არის ეს?!
არადა, არის იქ რაღაც მსგავსი, მინიშნება უნდა და მოიყვან აზრზე
უსაინტერეოესი რაღაცებია
უF, იდეები მომივიდა ოხრად
ამ უზარმაცეს ადამიანს

Posted by: OHO 26 Dec 2010, 18:12
patriciia
QUOTE
ხო, ახლა კეჟერა ფხალის თარგმანი მინდა.
ვიფიქრე, გავედი ფონს-მეთქი და ახლა იწყება თურმე რაც იწყება, ღადრის კვერი და ხამსა

ისე როცა სიტყვის თარგმანი არ არსებობს იმ ენაზე ... როგორ იგონებენ იცი? აი მაქსიმალურად მიახლოებულ შესატყვის და ადვილადგამოსათქმელ/დასამახსოვრებელ ახალ სიტყვას გამოიგონებენ ხოლმე და თუ რამდენიმეს მოეწონა და გავრცელდა ვოალაა smile.gif დამკვიდრდება ხოლმე ის სიტყვა ... განსაკუთრებით ტეხნიკურ ლექსიკას ეხება ეგ ... ასე რომ ცადე არე გინდა? კარგავ რამეს? smile.gif хоть один да прорастет wink.gif


Posted by: patriciia 26 Dec 2010, 18:54
OHO
QUOTE
ისე როცა სიტყვის თარგმანი არ არსებობს იმ ენაზე

მე დეფინიციებს მივმართავ
მაგრამ ამას დრო უნდა
მე კი სულ დედლაინები მახრჩობს
ვინ დაგაცდის გამოგონებას და კაი ცხოვრებას

Posted by: xachapuridze 26 Dec 2010, 18:54
პატრიციია
QUOTE
ღადრის კვერი და ხამსა

ღადარ-ი1 (ღადრისა) ნაკვერცხალი და ნაცარი არეული (საბა), _ ნაკვერჩხლიანი ნაცარი. [დედას კვერი] ჩაუფლავს ღაღარში და ესეც მოუთმენლად უცდის: `როდის გამოცხვება ჩემი კვერიო?~ (აკაკი). [მოხუცმა] ღადარი გააჩაღა (კ. კალ.). à ღადრის მჭადი ღადარში გამომცხვარი მჭადი. მე-კი ჩემი მირჩევნია, თბილი ღადრის მჭადი (გ. ტაბ.).
ღადრიან-ი (ღადრიანისა) რასაც ღადარი აყრია, აქვს. ღადრიანი კვერი.
ხამსა1 (ხამსისა) იხ. ქაფშია. [ქალს] კალთაში ხამსის საჭერი ბადე გაეშალა და გამალებით კემსავდა.
ქაფშია (ქაფშიისა) [Eნგრაულის ენგრასიცჰოლუს] ზოოლ. ზღვის წვრილი თევზი, ძლიერ სწრაფად მრავლდება; გავრცელებულია შავ ზღვაში, აზოვის ზღვაში, ხმელთაშუა ზღვაში და სხვ.; სარეწაო მნიშვნელობისაა.

* * *
კვერ-ი2 (კვერისა) 1. ,,პური მრგვალი~ (საბა). პატარა ბრტყელი მრგვალი პური (მჭადი ...). ობლის კვერი გვიან ცხვებაო (ანდაზა). დედა-ჩემის გამომცხვარი კვერი ახალციხეს თბილი ჩამყვაო (ანდაზა). ქალმა ... გამოუცხო ყველიანი პურის კვერი და მოართვა (ე. ნინოშ.). როცა პურს აცხობდა, მიხოსთვის უეჭველად ქადის კვერს გამოაცხობდა (თ. რაზიკ.). 2. გადატ. რაიმე მასა, დამრგვალებული და გაბრტყელებული. უკანა კედელზე მიკრული წივის კვერები მზეზე ხმება (ბ. ჩხ.). ... და ყოველი თაფლითა შეზილოს ... და ნდომისა ჟამსა ერთი კვერი ... იხმაროს («წიგნი სააქიმოი»). à ყველის კვერი ერთი ცალი ყველი, ყველის თავი, _ კვერეული. à მუხლის კვერი მუხლის თავი. პაპუა და სოსია მუხლის კვერებზე მიფოფხდნენ ლეშის ახლო (თ. რაზიკ.). à ტკბილის კვერი 1. კუთხ. (იმერ.) ტყლაპი თათარასი (ფელამუშისა) ანდა ხილის მოხარშული ფაფისა. ყველი, ტკბილის კვერი, ჯანჯუხა და ბია ოლიკომ მოარბენინა (ნ. ლორთქ.). 2. ძვ. თათარა (საბა). à ბედის კვერი იხ. ბედის-კვერი.
კვერეულ-ი (კვერეულისა) 1. მრგვლად ამოყვანილი ყველი, ყველის თავი. დვრიტიდან ამოიღეთ ერთი თხილის ოდენი, გახსენით ლამბაქზე რძეში და მიეცით ერთიან, რაკი ჩაყველდება..., ამოიღებთ კვერეულად ყველსა (ბ. ჯორჯ.). `ჯერ ერთი კვერეულიც არ მოგიწურავს და მე აგერ მეხუთეს ვწურავ!~ (შ. არაგვ.). 2. ცვილი, ჭურჭელში მრგვლად დაყალიბებული. 3. იგივეა, რაც კვერი2 (მნიშვ. 2). გაცივებული მასალა სქელდება და იმისაგან პატარა, ხელის გულის სიფართე კვერეულებს აკეთებენ [აჭარლები] (თ. სახოკ,).

* * *
კვერ-ი2 (კვერისა) 1. ,,პური მრგვალი~ (საბა). პატარა ბრტყელი მრგვალი პური (მჭადი ...). ობლის კვერი გვიან ცხვებაო (ანდაზა). დედა-ჩემის გამომცხვარი კვერი ახალციხეს თბილი ჩამყვაო (ანდაზა). ქალმა ... გამოუცხო ყველიანი პურის კვერი და მოართვა (ე. ნინოშ.). როცა პურს აცხობდა, მიხოსთვის უეჭველად ქადის კვერს გამოაცხობდა (თ. რაზიკ.). 2. გადატ. რაიმე მასა, დამრგვალებული და გაბრტყელებული. უკანა კედელზე მიკრული წივის კვერები მზეზე ხმება (ბ. ჩხ.). ... და ყოველი თაფლითა შეზილოს ... და ნდომისა ჟამსა ერთი კვერი ... იხმაროს («წიგნი სააქიმოი»). à ყველის კვერი ერთი ცალი ყველი, ყველის თავი, _ კვერეული. à მუხლის კვერი მუხლის თავი. პაპუა და სოსია მუხლის კვერებზე მიფოფხდნენ ლეშის ახლო (თ. რაზიკ.). à ტკბილის კვერი 1. კუთხ. (იმერ.) ტყლაპი თათარასი (ფელამუშისა) ანდა ხილის მოხარშული ფაფისა. ყველი, ტკბილის კვერი, ჯანჯუხა და ბია ოლიკომ მოარბენინა (ნ. ლორთქ.). 2. ძვ. თათარა (საბა). à ბედის კვერი იხ. ბედის-კვერი.

კვერეულ-ი (კვერეულისა) 1. მრგვლად ამოყვანილი ყველი, ყველის თავი. დვრიტიდან ამოიღეთ ერთი თხილის ოდენი, გახსენით ლამბაქზე რძეში და მიეცით ერთიან, რაკი ჩაყველდება..., ამოიღებთ კვერეულად ყველსა (ბ. ჯორჯ.). `ჯერ ერთი კვერეულიც არ მოგიწურავს და მე აგერ მეხუთეს ვწურავ!~ (შ. არაგვ.). 2. ცვილი, ჭურჭელში მრგვლად დაყალიბებული. 3. იგივეა, რაც კვერი2 (მნიშვ. 2). გაცივებული მასალა სქელდება და იმისაგან პატარა, ხელის გულის სიფართე კვერეულებს აკეთებენ [აჭარლები] (თ. სახოკ,).

Posted by: pteranouka 26 Dec 2010, 20:19
patriciia
QUOTE
მაგალითად, უცხოელი კითხულობს "ღომი"...როგორ გაიგოს რა არის ეს?!


ღომი ყველაზე მარტივი რამეა სათარგმნად
ღომი არის პოლენტა და ვსიო! smile.gif
მე ვთარგმნი XIX საუკუნეში ჩაწერილ რეცეპტებს-ხოლმე და ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ძირითადა ფრანგულად ქართულად ვთარგმნი ქართულ რეცეპტებს, ამიტომ ორმაგად უფრო საინტერესოა smile.gif ღომზე კი ყველგან წერია პოლენტა, უბრალოდ მერე როცა დაწვრლებთ განმარტავენ, მერე წერენ ხოლმე ღომს

Posted by: xachapuridze 26 Dec 2010, 20:29
pteranouka
QUOTE
ღომზე კი ყველგან წერია პოლენტა, უბრალოდ მერე როცა დაწვრლებთ განმარტავენ, მერე წერენ ხოლმე ღომს

და კიდევ მამალიგა(мамалыга).
Мамалы́га (рум. mămăligă, мэмэлигэ) — круто заваренная каша из кукурузной муки, молдавское, румынское, абхазское и западноукраинское национальное блюдо. По вкусу, консистенции и внешнему виду отличается от всех остальных каш. Режется вощёной ниткой или специальным деревянным ножом.
(აბხაზსკოე იცის ახლა ამის დამწერმა).

Posted by: patriciia 26 Dec 2010, 21:00
pteranouka
xachapuridze
არა, ესენი ისე, სიტყვაზე ვახსენე
პოლენტა და grits
და ხამსა ხო საერთოდ ცნობილი თევზია
Kapshia _ Black Sea anchovy. Engraulis encrasicholus ponticus)
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Dec 2010, 16:54
დღეს ამ ფირმის ეს ორმაგი ფორმა ვიყიდე
http://www.ballarini.it/ita/prodotti_scheda.php/nomeLinea=patisserie/prodotto=tortiera-2-fondi-con-cerniera/idprodotto=187/idlinea=24

Posted by: tos-ka 27 Dec 2010, 17:58
ბესიკის26
rtuli
QUOTE
ეგ როლიკი მეც ვნახე,ნუ ჩემთვის 20 ლარიო მითხრა



ახალი კიდობანის უკან რომ ბაზრობაა, (ტკბილეულის გამყიდველები ყველანი მანდეთ გადავიდნენ) იქ აქვთ ეგ საჭრელი და თან 12 ლარად. ფოთლების გამოსაჭრელებიც აქვთ და "სუნელების კაცი" რომ 20 ლარად ყიდის, იმათთან 13 ლარად შევიძინე. დოლარ-სთორის გვერდით საბითუმოშიც აქვთ 15 ლარად. ლილოშიც მოვკარი თვალი, მაგრამ მანდ რა ღირს ვერ გეტყვით, ნაახალწლევს გავისეირნებ ტორტის გასახსნელი ყალიბის შესაძენად და ასორტიმენტს მერე მოგახსენებთ smile.gif ასე რომ 'სუნელების კაცს" თუ სხვაგან ვერაფერი მოვიხელე, მერე ვაკითხავ.

b]volli35[/b]
QUOTE
ისე სუნელების კაცთან იმიტომაც არ ვიყიდე რომ ჩემს ქალს იგივენიცა უფრო იაფად აქვს ... ნუ 1-2 ლარის განსხვავება თითქმის ბევრ რამეზე

ვაიიი, მე რომ დავეძებ ნამდვილად ის ქალია! მეც მინდა რა, კოორდინატები smile.gif

Posted by: Qwerty-1 5 Jan 2011, 05:30
ჯინჯერი იშოვება საქართველოში?

Posted by: guruliqali 5 Jan 2011, 09:35
Qwerty-1
იშოვება, სუნელებს სადაც ყიდიან, აწერია "კოჭა, ჯანჯაფილი, имбирь”.

Posted by: n_j 5 Jan 2011, 11:37
ცოცხალ როზმარინს სად ვიყიდი თბილისში?

ან ცოცხალ ჯინჯერს? ადრე პოპულში ჰქონდათ ხოლმე მაგრამ მეზარება მარტო მაგის სანახავად მისვლა

Posted by: HarrisonHill 14 Jan 2011, 16:37
ბანანის ჩირი ხომ არ იცით სად იყიდება?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


აი ასეთი user.gif

Posted by: n_j 14 Jan 2011, 22:38
HarrisonHill
ერთხელ ჯორჯიტაში ვიყიდე და არ მომეწონა, მეტი არასდროს გამისინჯავს და არ ვიცი ის არ ვარგოდა თუ საერთოდ ასეთი უნდა იყოს. ეხლა აქვთ თუ არა არ ვიცი.

Posted by: anachka3 19 Jan 2011, 13:09
სად არის ,,ბელას ტორტის" ფილიალები იქნებ ვინმემ მომწეროს პლზ baby.gif baby.gif

Posted by: bachi24 20 Jan 2011, 13:11


anachka3
ერთი ვიცი , ყოფილი საბურთალოს ბაზრის წინ, შარტავაზე

Posted by: TaTa_TaTuLi 20 Jan 2011, 13:37
anachka3
QUOTE
სად არის ,,ბელას ტორტის" ფილიალები

1. ვაჟაზე მოდულის მოპირდაპირე მხარეს არის დაახლოებით, შეიძლება ოდნავ ქვემოთ ან ოდნავ ზემოთ
2. ვაკეშია მთავარი საცხობი, მგონი ფალიაშვილზე
უფრო ზუსტად ჩემმა თანამშრომელმა იცის, იქიდან მოიტანა ამასწინათ. თუ გინდა ვკითხავ smile.gif

Posted by: anachka3 22 Jan 2011, 02:43
bachi24
TaTa_TaTuLi
დიდი მადლობა გოგოებო, გუშინ მეც დავინახე ვაჟაზე...

Posted by: ia_Baggins 22 Jan 2011, 21:52
ეს იშოვება ჩვენთან? sad.gif

http://pix.ge/

Posted by: Summer26 23 Jan 2011, 01:05
გამარჯობათ,სად შეიძლება ვიყიდო წყალმცენარეები სუშისთვის? და სხვა ინგრედიენტები სუში რომ გავაკეტო სახლში. დამეხმარეთ გთხოვ)))

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2011, 02:44
Summer26
ანუ ნორის ფოთოლს ეძებ. ადრე გუდვილში იყიდებოდა, მაგრამ მე სუში არანაირად არ მხიბლავს, ამიტომ არ ვიცი ახლა სად შეიძლება მისი შოვნა

http://forum.ge/?showtopic=33782179&view=findpost&p=7819922
http://tomushka.blogspot.com/2009/04/blog-post_8782.html

Posted by: Summer26 23 Jan 2011, 23:46
WOMAN IN LOVE,ხო,ალბათ ესე ქვია)))) მადლობ.
და იქნებ ვინმე იცით სადმე ვაგზალზე თუ არის?....
თორემ საშინლად მეზარება ეხლა ესე შორს წასვლა..(((

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Jan 2011, 11:30
Summer26
QUOTE
ვაგზალზე

ერთდერთი ვარიანტია ჯიმარტი

Posted by: pteranouka 24 Jan 2011, 21:23
იქნებ დამეხმაროთ

მაინტერესებს ქართულად როგორ არის cerfeuil (ფრ.)

შესახედავად სასწაულად გავს ოხრახუშს, მაგრამ ოხრახუში სხვანაირად არის ფრანგულად

ფრანგულ ქართულ ლექსიკონში წერია ოფოფა.
ფრანგულ რუსულში კი кервель
ინგლისურად არის Chervil

ხომ ვერ მეტყვით ქართულად რა უნდა იყოს, ეს ოფოფა რაღაც ყურსაც ვერ ხვდება და თან ცოტა არ იყოს მეეჭვება, მაინც დიდი ხნის არის ეს ლექსიკონი


ესეც ლინკები:

http://en.wikipedia.org/wiki/Chervil

http://www.certiferme.com/jardin/fiche-cerfeuil-11.html

ეს კი რეცეპტი smile.gif

supi (CixirTma)

daWeriT da garecxeT wiwila, CadeT qvabSi Tbili wyliT, daumateT karaqi da xaxvi. aduReT, Semdeg ki daumateT ZmarSi gaTqvefili kvercxi, fqviliT, ofofiTa (cerfeuil) da oxraxuSiT da miirTviT.

Posted by: karahindiba 27 Jan 2011, 16:42
სეზამი, იგივე კუნჟუტი სად შეიძლება ვიპოვნო?

Posted by: n_j 27 Jan 2011, 18:00
karahindiba
ე.წ. სუნელების კაცსაც აქვს, დოლარსთორის გვერდით მდებარე საკონდიტროშიც მოიკითხე

Posted by: Maykuna 27 Jan 2011, 18:14
სად შეიძლება გოგრის თესლები წონით შევიძინო, და კიდევ კრემჩიზისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი. გუდვილში არის ერთი ვარიანტი მინის ჭიქაში მაგრამ ეგ არ მინდა

Posted by: n_j 27 Jan 2011, 18:44
Maykuna
გოგრის თესლები ალბათ ჩირეული, თხილეული და ქიშმიში რო იყიდება ხოლმე იმათ ექნებათ, ქრიმ ჩიზი, პანდას უკან რომ პროდუქტების რიგია, გადახურული, იქ იკითხე

Posted by: Maykuna 27 Jan 2011, 21:29
n_j
QUOTE
ჩირეული, თხილეული და ქიშმიში რო იყიდება ხოლმე იმათ ექნებათ


ვნავავ მანდაც

QUOTE
ქრიმ ჩიზი, პანდას უკან რომ პროდუქტების რიგია, გადახურული, იქ იკითხე

მანდ მარტო ბუკო კლასიკი ქონდათ
მადლობა smile.gif

Posted by: karahindiba 3 Feb 2011, 15:14
სალამი, თუ იცით სად შეიძლება შევიძინო უმარილო ფისტაშკები? სადაც არ ვნახე ყველგან მარილთან ერთად იყო მოხალული sad.gif

Posted by: kactus 3 Feb 2011, 19:57
ხომ არ იცით,იმბირს რა ჰქვია ქართულად და სად შეიძლება მისი ფესვის შეძენა?

Posted by: volli35 3 Feb 2011, 20:00
kactus
QUOTE
სად შეიძლება მისი ფესვის შეძენა?

რა ქვია და ილი ...... გუდვილში რომ ვნახე ვიცი ... ვაკის გუდვილში .... ფასი არ ვიცი ოღონდ

Posted by: ბესიკის26 3 Feb 2011, 21:07
QUOTE
იმბირს რა ჰქვია ქართულად და სად შეიძლება მისი ფესვის შეძენა?

karahindiba

volli35
QUOTE
რა ქვია და ილი

no.gif
ჯანჯაფილი ქართულად და ginger ინგლისურად.
პასაჟის სუნელების კაცს აქვს.

Posted by: volli35 3 Feb 2011, 21:12
ბესიკის26
აბა ილი რომელია რუსულად????

Posted by: n_j 4 Feb 2011, 00:25
volli35
ილი არის კარდამონი smile.gif

Posted by: kactus 4 Feb 2011, 10:13
ბესიკის26
ე.ი. ჯანჯაფილი ხო? დიდი მადლობა.ძალიან კარგი ყოფილა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისა და დაჩქარებისთვის.ერთი რეცეპტი მასწავლეს.წონის კორექციის მსურველებო,თუ დაგაინტერესებთ,დავდებ.

Posted by: volli35 4 Feb 2011, 11:31
kactus
QUOTE
ერთი რეცეპტი მასწავლეს.წონის კორექციის მსურველებო,თუ დაგაინტერესებთ,დავდებ.

გვაინტერესებს უკვე რა თქმა უნდა ..... აუცილებლად თან http://www.SmileS.ge
n_j
QUOTE
ილი არის კარდამონი

მადლობა

Posted by: shilaida 4 Feb 2011, 12:36
kactus
quote].წონის კორექციის მსურველებო,თუ დაგაინტერესებთ,დავდებ. [/quote]


გისმენთsmile.gif)

Posted by: kactus 4 Feb 2011, 13:45
გავასუფთაოთ ჯანჯაფილის ფესვი და დავაქუცმაცოთ.1 ჩაის კოვზს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი,ვაყენებთ ჩაის მსგავსად,შემდეგ დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის ნაჭერი.მივირთვათ დილით ყავის, ან ჩაის მაგივრად.ჯერ არ მიცდია.ნეტავ,როგორი გემო აქვს?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 6 Feb 2011, 13:06
kactus

არა მგონია ძნელი დასალევი იყოს, სად იყიდება ეს ჯანჯაფილის ფესვიიი???/

ნამდვილად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას??? smile.gif



Posted by: anisha 6 Feb 2011, 17:08
თითქმის ყველაფერს პოპულში ვყიდულობ, ან მარკეტში. კოსმეტიკას რაც შეეხება ჯი-პი-სი ში. იქაურ პროდუქციას უფრო ვენდობი,

Posted by: Giga 7 Feb 2011, 17:46
მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს, თუ იშოვება თბილისში ე.წ. "შოკოლადის ჩიპსები", და თუ კი, სად და თუ მოიპოვება მათი ნახევრადტკბილი ვარიანტი?

წინასწარ მადლობა.
user posted image

Posted by: shilaida 7 Feb 2011, 17:58
იშოვება!
სავაჭრო ცენტრ "პანდას"უკან,საკონდიტრო,პატარა მაგაზიებია,იქ შეგიძლიათ შეძენა.
http://www.elit-chocolate.com/eng/endustriyel_urunler.php?ugid=204&tip=

Posted by: tamunia891 7 Feb 2011, 18:15
მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო ე.წ. კრიტარაკი. ბერძნულ სამსარეულოში ხშირად იყენებენ მას. საკმაოდ გემრიელია და უხდება ქათმისგან მომზადებულ კერძებს.

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Feb 2011, 01:18
Giga
წერეთელზე, თურქული საკონდიტროს მაღაზიაში ვიყიდე ზუსტად ეგეთი, 1 კილოიანი შეკვრა 7 ლარად. ნახევრად ტკბილი რას ნიშნავს? ტკბილია.

Posted by: Giga 8 Feb 2011, 01:56
WOMAN IN LOVE
ბრაუნის რეცეპტში წერია, რომ ნახევრადტკბილი არ უნდა იყოსო smile.gif) 170 g semisweet chocolate chips smile.gif http://allrecipes.com/Recipe/Brookes-Best-Bombshell-Brownies/Detail.aspx - აქsmile.gif

Posted by: guruliqali 9 Feb 2011, 09:12
Giga
პანდას უკან საბითუმოში მივეცი ერთ კოლოფში 8 ლარი, წერეთლის 89-ში ღირს 7. ოღონდ უთხარით, რომ თერმული შოკოლადის მარცვლები გინდათ. ასაწონიც აქვთ უფრო მოზრდილი ზომის, მაგრამ ეგ თერმული არააო, ანუ რისთვის გინდათ გააჩნია.

Posted by: tamunia891 11 Feb 2011, 11:44
არავინ იცით? საბერძნეთიდან თუ შეიძლება ჩამოტანა?? რომ გამოვიწერო და ჩამოვიტანო?

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Feb 2011, 00:57
tamunia891
ეგ არის ბრინჯის ფორმის მაკარონი, მე თბილისში, თურქულ მარკეტებში ვყიდულობ.

Posted by: dangerous-woman 12 Feb 2011, 09:35
გუდვილში მიყიდია რამდენჯერ, მანდ ნახე, სხვაგან არ ვიცი

Posted by: tamunia891 12 Feb 2011, 13:36
WOMAN IN LOVE

იცი რა მაკარონია თუ რაცაა სხვანაირად იხარშება და თუ უშუალოდ ეგ არაა არ გამოდის მასეთი. შენ რაც გიყიდია კრიტარაკია? თორე ბრინჯის ფორმის მაკარონი სხვა რომ მიყიდია სულ სხვანაირი რამე გამოდის. smile.gif smile.gif

dangerous-woman
QUOTE
გუდვილში მიყიდია რამდენჯერ, მანდ ნახე, სხვაგან არ ვიცი


ზუსტად კრიტარაკი რომ ერქვა ისეთი ნახე??? გამიხარდეს???

Posted by: katinka 18 Feb 2011, 21:30
ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო სატაცური(ასპარაგუსი) ?

Posted by: n_j 18 Feb 2011, 21:49
katinka
გაყინულს თუ იშოვი სადმე ეხლა, ახალი გაზაფხულზე იყიდება ხოლმე

Posted by: dangerous-woman 26 Feb 2011, 00:27
სახელი არ მახსოვვვვვვვვვვვვვვსსსსს

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Feb 2011, 01:04
tamunia891
ავკრიფოთ გუგლის სერჩში κριθαρακι

http://www.google.com/images?hl=en&sugexp=ldymls&xhr=t&q=%CE%BA%CF%81%CE%B9%CE%B8%CE%B1%CF%81%CE%B1%CE%BA%CE%B9&cp=3&qe=u8O5u7PBs7u5&qesig=4bFSbrPbkV7HfWnyANS8Fg&pkc=AFgZ2tl0bcYLPRmxkzEvSqaVGYJJ0M0bh1o3MDk_sSdhisTh-fSWdZz3Yo_Of4cSAmtUcYZKpcxjmg6xHtJwnt0_aevvVyWEkA&gbv=2&bav=on.1,or.&um=1&ie=UTF-8&source=og&sa=N&tab=wi&biw=1360&bih=607

ესაა პასტა, რომელსაც მარცვლის ფორმა აქვს. მე დიდად არც საბერძნეთში მომწონდა და რა გითხრა აბა?

Posted by: miau 26 Feb 2011, 14:30
WOMAN IN LOVE
QUOTE
tamunia891
ეგ არის ბრინჯის ფორმის მაკარონი, მე თბილისში, თურქულ მარკეტებში ვყიდულობ.


დასტურ! yes.gif

მამაჩემს კიდევ ვერ დავაჯერე, რომ ბრინჯი არ არის biggrin.gif

Posted by: orchidea 26 Feb 2011, 14:46
მეც მიგზავნიდენ ამას საბერძნეტიდან და რაღაც ვერ მოვიწონე გარნირებად და ბავსვებისთვის სუპებში და ფაფაში კარგი იყო
ნუ მაინც ავკრძალე მისი გამოგზავნა რადგან მაგის ნაცვლად უკეთესი რამ შეიზლება გადმოაგორო აქეთ

Posted by: madlen_nuka 26 Feb 2011, 18:00
"ნიკორას" ხორცპროდუქტებს კი ვყიდულობ, მაგრამ ბოლომდე ხარისხიანი არც ის მგონია...ას, სოფლის პროდუქტი მართლა ყველაზე გემრიელი და ნატურალურია.

Posted by: dali19 28 Feb 2011, 14:07
xachapuridze
იქნებ იცოდეთ რა რის სუნელი ჩამანი, რომელი მცენარეა?

Posted by: xachapuridze 28 Feb 2011, 14:30
pteranouka
QUOTE
ფრანგულ ქართულ ლექსიკონში წერია ოფოფა.

მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში წერია:
ოფოფა=скандикс=Scandix. რაჭ.ყვავისფრჩხილა

кервель огородный =ჭყიმა-მხალი
ჭყიმა-მხალი=журица, кервель огородный =Anthricus cthtfolium. გურ. ჭყიმა, ჭყანა

dali19
QUOTE
იქნებ იცოდეთ რა რის სუნელი ჩამანი, რომელი მცენარეა?

რა ენაზეა?

Posted by: Angel1 28 Feb 2011, 16:27
სკვანტილა-ბუსკანტურა,დონდოლო-კენკეშა,თიკნიყურა- რაჭ-კესანე, გურიაში-სასტვენა,ფშ-შავჩოხა. იმერ-წიწილკურა,მთ-წითელი წალიკა, ტიტა-ხატოტი.
* * *
ბუსკანტურა-Campanula alliariaefolia willda
კენკეშა-Campanula lactiflora m.b.
კესანე-Myiosotis
ტიტა-მთ.რაჭა-მატიტელა-Bunias orientalis L.

Posted by: forMJJ 28 Feb 2011, 21:05
გამარჯობათ.
ხომ ვერ მეტყვით ნაღები სად ვიყიდო? = X რაღაც რეცეპტში ეწერა და ...
(კონკრეტუ;ად ამაში > biggrin.gif http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=321&Itemid=55 ) პოპულში ვიკითხე და რაღაც ჩვეულებრივი რძე მაჩვენეს და კიდე ფხვნილი, ყავისთვის არისო/... და აქედან არცერთი არ უნდა იყოს...


Posted by: tasikuna-taso 28 Feb 2011, 21:19
QUOTE
ჩვეულებრივი რძე


ალბათ ეს. ჩვეულებრივი რძე არ იქნებოდა. ნაღებიც თხევადი მასაა.

Posted by: forMJJ 1 Mar 2011, 17:43
QUOTE
ალბათ ეს. ჩვეულებრივი რძე არ იქნებოდა. ნაღებიც თხევადი მასაა.


რავიცი აბა, რძე ეწერა, სოფლის ნობათის ....

Posted by: B u g s y 4 Mar 2011, 18:02
რეჰანი და ქონდარი ხომ არ იცით ინგლისურად?

შაშკვლამი ვიცი - ბაზილიკია

Posted by: rtuli 4 Mar 2011, 18:15
B u g s y
QUOTE
რეჰანი და ქონდარი ხომ არ იცით ინგლისურად?

http://forum.ge/?f=82&showtopic=34089657

Posted by: SweetGirl 4 Mar 2011, 18:31
გამარჯობა! ძალიან მიყვარს ქუხნაში ფუსფუსი და ხანდახან შემოგირბენთხოლმე სხვადასხვა კითხვით
ეხლა კი რა მაინტერესებს

რა არის
ვაჟინი
ნაღები (ე.წ. ''სგუშონკაა'' ეს?)
სქელი ნაღები
შესქელებული რძე( ''სგუშონკაა'' მგონი ეს და დანარჩენები რაღაა მაშინ???)
ფსტა
ცუკატი
მუსკატი
კოჭა
ილი

და ბარემ ისიც მითხარით სად შეიძლება შეძენა

ჟელატინი ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიებშიც აქვთ ხო?

ლიმონმჟავა იყიდება საქართველოში?

Posted by: B u g s y 4 Mar 2011, 18:39
QUOTE (rtuli @ 4 Mar 2011, 18:15 )
B u g s y
QUOTE
რეჰანი და ქონდარი ხომ არ იცით ინგლისურად?

http://forum.ge/?f=82&showtopic=34089657

მადლობთ, მაგრამ შეცდომებია მანდ როგორც ჩანს
იგივე რეჰანზე ბაზილიკ წერია (არადა ჩახოხბილში არ წავა ბაზილიკი givi.gif )
ბაზილიკ - შაშკვლამია yes.gif user.gif

ქონდარზე სამი სხვადასხვა მწვანილი წერია thyme; Savory; Oregano
გაიგე ახლა რომელი უნდა უქნა ლობიოს gigi.gif

Posted by: xachapuridze 4 Mar 2011, 21:41
B u g s y
QUOTE
ქონდარზე სამი სხვადასხვა მწვანილი წერია thyme; Savory; Oregano

thyme - ბეგქონდარა
Savory - ქონდარი
Oregano - ომბალო

Posted by: B u g s y 4 Mar 2011, 22:51
xachapuridze
დიდი მადლობა smile.gif
ლობიოში ქონდარი აჯობებს თუ ომბალო? baby.gif

Posted by: xachapuridze 4 Mar 2011, 22:58
B u g s y
QUOTE
ლობიოში ქონდარი აჯობებს თუ ომბალო? 

ჩემი აზრით, ქინძი და ქონდარი. ომბალო მარტო ტყემალში ვიცი.

Posted by: B u g s y 4 Mar 2011, 23:35
xachapuridze
QUOTE
ჩემი აზრით, ქინძი და ქონდარი. ომბალო მარტო ტყემალში ვიცი.

აა ახლა ვნახე ქონდარი გერმანულად Bohnenkraut ანუ ლობიოს ბალახი ქვია biggrin.gif
მაგრამ საიდან მოარტყეს, არც ლობიოს გაკეთება იციან და ქონდარის ხომ აზრზე არ არიან, რით დაუკავშირეს ერთმანეთს საინტერესოა



პს. რეჰანზე არავითარი იდეა არა გაქვთ? ინგლისურ დასახელებაზეbaby.gif

Posted by: miau 5 Mar 2011, 00:28
არსებობს აპინული თემა უცხო პროდუქტების შესახებ. იქნებ იქ გადავინაცვლოთ. მგონი გარკვეულიც უნდა იყოს პრობლემა.

რაც შეეხება ზემოხსენებულ სანელებლებსა და სხვადასხვა პროდუქტის განმარტებებს, ლექსიკონში გადავიტან.

Posted by: tarsha 6 Mar 2011, 01:02
ხო ვერ მეტყვით ქოქოსის ფანტელის შეძენა სად შეიძლება? სურსათის მაღაზიებში იყიდება? ან პოპულში...

Posted by: life4fun 6 Mar 2011, 17:10
გამარჯობათ თანაფორუმელებო. smile.gif


გამხმარი მწვანილის შესახებ იცით ვინმემ რამე? საერთოდ თუ არსებობს ვინმე საქართველოში ვინც ამ პროდუქტს ქმნის და ყიდის?

Posted by: :boli: 8 Mar 2011, 20:27
გამარჯობათ მზარეულებო და მსუნაგებო

კარგი თაფლი სად ვიყიდო ვერ მიმასწავლით? ნამდვილი თაფლი მინდა და არა ძალით თაფლი. http://rasieren24.net/wp-content/uploads/honig.jpg აი ასეთი მასა რომ იყოს, ჩაშაქრებული არ მინდა, ბლანტი მინდა. რომელ თაფლს მირჩევთ? ცაცხვი? წაბლი?...

გმადლობთ წინასწარ

Posted by: margusha 8 Mar 2011, 20:44
boli.gif

შ.პ.ს მეთაფლია ვაჟა-დფშაველას 15

ან კომპანია ტენტორიუმი, მაგრამ მანდ ნახევარი ლიტრა თაფლი ღირს სადღაც 120 ლარი.

Posted by: :boli: 8 Mar 2011, 21:10
margusha
QUOTE
მანდ ნახევარი ლიტრა თაფლი ღირს სადღაც 120 ლარი

რა ნამუსით გადამივა ყელში რო წარმოვიდგენ ერთ ლუკმაზე 15 ლარს ვჭამ biggrin.gif განა რა ფუტკარი აკეთებს 120 ლარიან თაფლს biggrin.gif

ჩვეულებრივი თაფლი მინდა რა... ჯიგრული და ნორმალურ ფასში.

Posted by: margusha 8 Mar 2011, 21:19
boli.gif

ციმბირის თაფლია ეგრე კი არაა, თავისი პროპოლისებით, ყვავილის მტვერით და ამბებით.biggrin.gif

QUOTE
რა ნამუსით გადამივა ყელში რო წარმოვიდგენ ერთ ლუკმაზე 15 ლარს ვჭამ


ზატო როგორ აგიმაღლდება თვითშეფასება yes.gif

QUOTE
ჩვეულებრივი თაფლი მინდა რა... ჯიგრული და ნორმალურ ფასში.


მაშინ მეთაფლიაში მიდი, რა ვიცი 60 დასახელების პროდუქტი აქვთ თაფლის.
ან კიდე სამედიცინო ინსტიტუტის გვერდით ეკლესია რომაა, მანდვეა მაღაზია, მონასტერიდან ჩამოტანილი პროდუქტები აქვთ და მანდაც კარგ თაფლს იყიდი.

Posted by: :boli: 8 Mar 2011, 21:40
margusha
QUOTE
ციმბირის თაფლია

არ მინდა ციმბირის biggrin.gif ცხრუკვეთის იყოს თუ გინდა biggrin.gif

QUOTE
ან კიდე სამედიცინო ინსტიტუტის გვერდით ეკლესია რომაა, მანდვეა მაღაზია, მონასტერიდან ჩამოტანილი პროდუქტები აქვთ და მანდაც კარგ თაფლს იყიდი.


ეკლესიის წინ თუ ასათიანზე?

Posted by: margusha 8 Mar 2011, 23:52
boli.gif

კიბეებზე რომ ადიხარ პირდაპირ ეკლესიაა და იქვე მარჯვნივ მაღაზიაbiggrin.gif

Posted by: tavadze 9 Mar 2011, 00:23
boli.gif - გაზაფხულის ქუჩაზე "ელკანას" აქვს ბიონაწარმის მაღაზია. მაგათაც კარგი თაფლი აქვთ და აი, ამ ბმულზეც ნახე ტელეფონი - ლანჩხუთელები არიან და მაგათ თაფლსაც აქებენ.
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3451&start=0

Posted by: Lieder_Tim 9 Mar 2011, 02:05
boli.gif
თამარ მეფის და აღმაშენებლის კვეთაზეა თაფლის მაღაზია
და მეფუტკრეთა კავშირში (თამარაშვილის ქ. N15ა)

Posted by: komisia 9 Mar 2011, 12:58
boli.gif
ეგეთი მასა ვერ იქნება ახლა იმიტომ, რომ ზამთარია. სიცივეში ბლანტდება თაფლი yes.gif
გზაფხულის თაფლიც "ჩაშაქრებულია" ახლა boli.gif

პ.ს.
მე ვყიდი ისე თუ გინდა, კგ-ს 10 ლარად boli.gif რა თქმა უნდა ნატურალურია user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Mar 2011, 13:13
სიცივეში კი არ ბლანტდება, არამედ საერთოდ, თაფლის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში 2 თვის შემდეგ ბლანტდება. რაც უფრო მეტია თაფლში გლუკოზის პროცენტი, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს თხევადობას ე.ი. პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად შეაგროვა ფუტკარმა ნექტარი, რა პროცენტითაა ნექტარში გლუკოზა.

Posted by: melodyman/ 9 Mar 2011, 13:46
komisia

QUOTE
მე ვყიდი ისე თუ გინდა, კგ-ს 10 ლარად  რა თქმა უნდა ნატურალურია


რომელი თაფლია?

ბავშვისთვის მინდა და იმედია კარგს ამირჩევთ smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Mar 2011, 13:58
QUOTE (komisia @ 9 Mar 2011, 13:24 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ნებისმიერ შემთხვევაში 2 თვის შემდეგ ბლანტდება

no.gif

yes.gif
თუ არ გაბლანტდა, ზნაჩიტ რაღაცა ცუდი შემოგასაღეს. ერთ ერთი მეთოდია- გლუკოზის ხელოვნურად ჩამატება

Posted by: ilelagi 14 Mar 2011, 16:48
komisia
QUOTE
მე ვყიდი ისე თუ გინდა, კგ-ს 10 ლარადრა თქმა უნდა ნატურალურია

თუ მეფუტკრე ბრძანდებით ამ ლინკზე შემოდით:
http://forum.ge/?showtopic=33873980&st=150&#entry24456873
პ.ს. მეც ვყიდი თაფლს რაჭულს(ცაცხვის) 1ლ=18 ლარი, ანუ 1კგ=12 ლარი.
პატივისცემით

Posted by: komisia 15 Mar 2011, 21:43
ilelagi
QUOTE
თუ მეფუტკრე ბრძანდებით ამ ლინკზე შემოდით

ჩემი ნათესავიც მეფუტკერე და იმის თაფლს ვყიდი givi.gif

Posted by: trance_man 17 Mar 2011, 14:40
ვურჩიოთ ერთმანეთს ყავის აპარატები, განვიხილოთ მოდელების დადებითი/უარყოფითი მხარეები

ყავის აპარატის ყიდვა მინდა (გამოწერა) ხოდა თქვენი გამოცდილება მაინტერესებს. ვაპირებ ვიყიდო http://www.amazon.com/gp/product/B000F49XXG/ ეს აპარატი

100 $ ის ფარგლებში...

Technical data

* Power output: 1000 watts
* Pump or steam: Pump
* Maximum pump pressure: 15 bars
* Color: Black
* Water tank capacity: 4-3/8 cups
* Manufacturer: DeLonghi
* Country of manufacture: Italy
* Timer: No
* Coffeemaker attached: No
* Removable water tank: Yes
* Built-in grinder: No
* Steam wand: Yes
* Espresso pod adapter: Yes
* Self-priming pump: Yes

Posted by: Kirchi 17 Mar 2011, 14:48
აუ მე ეს მინდა
http://www.amazon.com/gp/product/B000N31HEM/ref=s9_simh_gw_p79_d0_i3?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-3&pf_rd_r=0Y96A1C06NFFKAJN1WQ7&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938811&pf_rd_i=507846

user posted image
ოღონდ ჯერ არა საახალწლოთ smile.gif



trance_man
მაგ ფასში ცუდი არ ჩანს უბრალოდ ცალკე გრინდერი გინდა - საფქვავი
მე რო მკითხო უფრო პრაკტიკულია როდესაც ჩაშენებულია გრინდერი...

Posted by: ketato617 17 Mar 2011, 15:40
trance_man
მეც ეგ მინდა რამდენი ხანია.... და ჯერ თავს ვიკავებ დენის გადამყვანის გამო. რაღაც მოუხერხებელი ხომ არ იქნება სამზარეულოში?

Kirchi
შენ ხომ გაქვს აპარატი?

Posted by: trance_man 17 Mar 2011, 15:56
Kirchi

ხო ეგეტი ჰი-ენდ კარგია Super-Automatic კი საკამოდ ბევრ $ მოიტხოვს მეც დიდი ისამოვნებით ვიყიდდი tongue.gif


ketato617

videoebi/reviewbi vnaxe youtubze aqeben am fasshi da ar vici ra... mgoni ro mec magas viyidi arada SAECO minda tongue.gif

Posted by: Kirchi 17 Mar 2011, 16:00
ketato617
QUOTE
შენ ხომ გაქვს აპარატი?

კი მე semi-automatic მაქვს
super automatic მინდა smile.gif
თან რძესაც თვითონ რო აგვარებდეს smile.gif

მოკლედ დაახლოვებით ესეთია:

1) თვითონ ფქვავს როცა საჭიროა
2) თვითონ ტკეპნის
3) ხარშავს (ესპრესო, ორმაგი(მგონი) და ამერიკანო) პორციებს
4) კაპუჩინოს რძეს თვითონ თქვეფს და ამატებს

რძის რეზერვუარი ეხსნება და მაცივარში შეიძლება შენახვა
შლაკებს ცალკე აგროვებს

ამ აპარატის პლიუსი არის ნაკლები mess ანუ არც ტკეპნა გინდა არც მერე დაფანთული ყავის მოწმენდა და არც ჭურჭლის გასვრა რძისთვის

+ ამ ყველაფერს აქვს ორი ბოილერი - ერთი ორთქლის და ერთი წყლის = ეს უკეთესია რათქმა უნდა

Posted by: ketato617 17 Mar 2011, 16:04
trance_man
ალბათ მეც გამოვწერ ზაფხულისთვსი რემონტს რომ მოვრჩები,.... მგონი ნორმალური აპარატი უნდა იყოს, ფასიც მისაღებია

Posted by: trance_man 17 Mar 2011, 16:46
Kirchi

xo iasno eg yvelafers jobs, menudan ro irchev marto espresso ginda tu cappuccino da ukve chiqashi gamzadebuli ro chamodis...

user posted image

ketato617
xo zafxulamde albat me ver movitben da tu viyide davcer rogori iqneba tongue.gif

აუ ახლა რა დიდი სიამოვნებიტ დავლევდი სტარბაქსის მოკას კარამელიტა და ყინულიტ biggrin.gif

Posted by: ketato617 18 Mar 2011, 13:06
trance_man
არა ზაფხულამდე შანსი არ მაქვსსანამ რემონტს არ მოვრჩები, რომ ჩამოვიტანო ეხლა მაგას ადგილს ვერ მოვუნახავ, ისეთ დღეშია ჩემი სახლი....

ასე რომ თუ იყიდი აუცილბლად გამიზიარე შთაბეჭდილებები და გამოცდილება.

Posted by: ladywin 18 Mar 2011, 13:30
ვერ მივხვდი სად შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა და ამიტომ გავხსენი ცალკე თემა, მოდერებს ვთხოვ ძალიან ნუ გამოწყრებიან cry.gif

თუ იცით სად შეიძლება რომ შევიძინო აი ასეთი ქათმის მინი სატუსი ? rolleyes.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

რამდენი ხანია ვეძებ დავერ ვიშოვე sad.gif
* * *
http://smajliki.ru/smilie-184516263.html

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Mar 2011, 14:39
QUOTE
კი მე semi-automatic მაქვს
super automatic მინდა
თან რძესაც თვითონ რო აგვარებდეს

აი, სრულ ავტომატს ნაღდად არ გირჩევთ. თავის რომ დავანებოთ ყავის გაკეთების "რიტუალით" ტკბობის მაგიას, ავტომატის პროფილაქტიკა არის მაგარი თავის ტკივილი.
მოკლედ, ნახევრად ავტომატი, რომელიც პროფესიონალების მთავარ აგრეგატს წარმოადგენს კაფეტერიებშიც, არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

ყველა ბრენდი აქაა http://www.italiankitchenaids.com/
ჩემი ჯილა ესაა
user posted image

Posted by: lucky555 18 Mar 2011, 19:48
ყრია ამაზონზე კაპიკეპში, I mean, ცენტებში biggrin.gif

Posted by: ladywin 18 Mar 2011, 20:12
lucky555
QUOTE
ყრია ამაზონზე კაპიკეპში, I mean, ცენტებში

მადლობა მაგრამ გამოუწერავად მერჩია შეძენა biggrin.gif

Posted by: Maykuna 18 Mar 2011, 20:41
QUOTE
მადლობა მაგრამ გამოუწერავად მერჩია შეძენა

ვერც ჩამოიტან, აკრძალულია ასეთი აალებადი ნივთების ტრანსპორტირება

Posted by: ladywin 18 Mar 2011, 21:59
Maykuna
QUOTE
ვერც ჩამოიტან, აკრძალულია ასეთი აალებადი ნივთების ტრანსპორტირება

ესიგი არ ყოფილა საშველი cry.gif
* * *
http://smajliki.ru/smilie-184516263.html

Posted by: Kirchi 18 Mar 2011, 23:13
Dr_Zuzumbo
ყველაფერს თავისი პლიუსი და მინუსი აქვს
ნებისმიერი კომფორტი არის რამის ფასად
ამ შემთხვევაში ვიცი რომ მისი რეგულარული წმენდა/პროფილაქტიკა უფრო ხშირი უნდა იყოს და რისკიც უფრო დიდია
მაგრამ პლიუსი ისაა რომ კომფორტულად და სწრაფად ჩამოისხავ ყავას ან კაპუჩინოს

ყავის მომზადების მაგიაც მოსაბეზრებელია როდესა 6 ან მეტი სტუმარი გყავს
რავიცი
მე რათქმა უნდა წავიკითხავ კიდევ ბევრ რევიუს
მინიმუმ 4 წელი უნდა იმუშავოს ხო რომ ღირდეს ყიდვა
ანუ მაინც გამძლეობას შევხედავ რომელ აპარატს აქებენ თუმცა მგონია რომ მე სუპერ ავტომატი მაინც ირჩევნია ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო

ისე დავადასტურებ რომ ნახევრად ავტომატი მუშაობს გადასარევად და ბიუდჯეტური მოდელიც არის რაც მე მაქვს
მეტიც
თურმე (არ ვიცოდი) საჭიროა თვეში ერთხელ მისი გაწმენდა ანტი კალკით
და მე 2 წელი ვამუშავე გაუწმენდავად smile.gif
და გაიჭედასავით და მერე გავწმინდე
ანუ კარგად გამძლე აპარატებია რა


ისე როგორც ვიცი მანუალები არის ყველაზე გაუფუჭებელი მოდელები biggrin.gif
Lever Coffee Maker
და ყველაზე მაგიური მართლა მაგაზე იქნება ყავის დამზადება მართლა მხიბლავს

თუმცა ისევ და ისევ ყველას თავისი პლიუს მინუსი აქვს

Posted by: taso 19 Mar 2011, 11:33
QUOTE
კარგი თაფლი სად ვიყიდო? ნამდვილი - ნატურალური, ბლანტი და არა ჩაშაქრებული

თაფლი რომელიც არ შაქრდება ის არც კარგია და მითუმეტეს არც ნატურალური : )

Posted by: cheshire cat 19 Mar 2011, 21:33
საერთოდ ჩაშაქრება უხარისხობის ნიშანი არ არის.
უფრო პირიქითაც.
გლუკოზის მაღლ შემცველობაზე მიუთითებს.
კარგი თფლ;ის ერთ–ერთი უტყუარი ნიშანი ყოფილა ის, რომ კოვზიდან ჩამოღენთილი ჯეერ არ უნდა გაწყდეს დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ კი უნდა აიკეცოს, თითქოს ზამბარააო, ისე.
ანი კი არ ჩამოწყდეს მძიმედ, არამედ აიკეცოს ზევით – როგორც ამიხსნეს,მ შაქრის შემცველობის შემთვევაში (ა ნუ თუ შაქარნაჭამია) ვერ იკეცება.

Posted by: mamuloo 20 Mar 2011, 10:53
ჯიმარტში არის კარგი პროდუქტი, ფასებიც ნორმალურია

Posted by: dastambo 20 Mar 2011, 11:53
რა ციმბირის თაფლი
საბერძნეთის უნივერსიტეტში ქართულ ფუტკარზე და თაფლის თვისებებზე ლექციები იკითხება....
აქედან მიყავდათ რუსებს და ევროპელებს ქართული ფუტკარი
ჩვენ არ ვაფასებთ საკუთარს

Posted by: patrioti1990 22 Mar 2011, 00:22
QUOTE (margusha @ 8 Mar 2011, 21:19 )
boli.gif

ციმბირის თაფლია ეგრე კი არაა, თავისი პროპოლისებით, ყვავილის მტვერით და ამბებით.biggrin.gif

QUOTE
რა ნამუსით გადამივა ყელში რო წარმოვიდგენ ერთ ლუკმაზე 15 ლარს ვჭამ


ზატო როგორ აგიმაღლდება თვითშეფასება yes.gif

QUOTE
ჩვეულებრივი თაფლი მინდა რა... ჯიგრული და ნორმალურ ფასში.


მაშინ მეთაფლიაში მიდი, რა ვიცი 60 დასახელების პროდუქტი აქვთ თაფლის.
ან კიდე სამედიცინო ინსტიტუტის გვერდით ეკლესია რომაა, მანდვეა მაღაზია, მონასტერიდან ჩამოტანილი პროდუქტები აქვთ და მანდაც კარგ თაფლს იყიდი.

უნივერსიტეტისbiggrin.gif:D:D და არა ინსტიტუტის

Posted by: anakatrin 22 Mar 2011, 20:44
თუ შეიძლება ამ თემაში ვიკითხავ ყავის აპარატის შესახებ

მაქვს Saeco-ს ყავის მანქანა,ყიდვის შემდეგ უპრობლემოდ მუშაობდა.რაღაც პერიოდის მერე ყავის აპარატი თავის ორიგინალ ყუთში შევფუთე და შევინახე,რომ დამჭირდა და ამოვფუთე ყავას აღარ აკეთებს sad.gif დენი შედის,ღილაკები მწვანედაა ანთებული მარა ყავას აღარ ამზადებს.ამ აპარატში შეიძლება ყავის მარცვლების ჩაყრა და მომზადებისას ავტომაურად ფქვავს ან შესაძლებელია სპეციალურ უჯრაში დაფქვილი ყავა ჩაიყაროს და იმისგან მოამზადოს ყავა.ამზადებს როგორც ჩვეულებრივ გაფილტრულ ყავას ასევე:ესპრესოს,ლატეს და კაპუჩინოს.ვერცერთი ფუნქციით ვეღარ ამზადებს ყავას sad.gif მარცვალს რომ ჩავყრი,იფქვება,ჩადის შიგ მარა ყავას არ აკეთებს.

რა შეიძლება რომ სჭირდეს?თუ ვინმეს შეგიძლიათ მირჩიეთ რა რამე
ან სად შეიძლება რომ მივიტანო შესაკეთებლად,სადმე არიან ასეთი აპარატის ხელოსნები?
მადლობა წინასწარ

აი ასეთია ჩემი ყავის აპარატი

Posted by: Kirchi 22 Mar 2011, 21:37
anakatrin
არ ვიცი აქ ვინმე თუ აკეთებს მაგას
თუმცა ალბათ ხელს მოკიდებენ მაცივრების და სარეცხი მანქანების ხელოსნები

მე უცნაური რამ დამემართა შეიძLება კავშირში იყოს
მოკლედ გაიჭედა აპარატი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს და 2 წელი ვამუშავე ისე
და ანტიკალკიც არ მქონდა სახლში
ვიფიქრე დავშლი მეთქი და შევხედავ როგორაა მოწყობილი givi.gif
დავშალე - გავწმინდე (ჩემი ჭკუით) - ამოვიღე ძაან ბევრი კალკი იყო კოვზით მომიწია ამოღება და მერე გავავლე წყალი ბოილერს
ავაწყე და რად გინდა - არ მუშაობს :O
ნასოსი მუშაობს, ჩართვის ხმაც ისმის მაგრამ წყალი არ მოდის :O

მოკლედ იმის მერე კიდევ 4 ჯერ დავშალე და სწორედ იყო აწყობილი რა
და უბრალოდ წყალი არ მოდიოდა
მერე ავიღე და გავანებე თავი
ერთი ორ დღეში ვცადე უბრალოდ დამაინტერესა თუ ჩაირთვება მეთქი და ამუშავდა
მართლა უცნაური რამ არის

გირჩევდი ჯერ გუდვილში ანტიკალკი იყიდო - და ინსტრუქციის მიხედვით ჩაასხა და გაწმინდავს თუ რამე კალკი არის სადმე
შემდეგ თუ არ ქნა დააცადე და მერე ისევ სცადე biggrin.gif
და მერე ხელოსნებთან მიიტანე smile.gif


პ.ს.
ისე სანამ ვდარდობდი ამ ჩაურთველ აპარატზე იმ ორ დღეში მაგარი რესურსები ვნახე ინტერნეტში
http://coffeetime.wikidot.com/how-to-s
smile.gif
მარა რათ გინდა სულ ტყვილა ვკითხულობდი - ორ დღეში თავისით ჩაირთო

ისე მე მაქვს ერთი ვერსია რომელიც მგონია სწორი -
იმ ორ დღეში ბოლოს ჩასხმულ ანტიკალკმა გაწმინდა ის ადგილები სადაც წყალი არ გამოდიოდა უკვე და გაიტანა რა

Posted by: anakatrin 23 Mar 2011, 01:01
Kirchi
QUOTE
ნასოსი მუშაობს, ჩართვის ხმაც ისმის მაგრამ წყალი არ მოდის :O

აი ზუსტად ესეა ჩემიც,გადამწვარი რომ იყოს ან რაიმე სხვა ქონდეს გაფუჭებული ხომ საერთოდ ვერ ჩაირთვებოდა.წყალი ვერ გადის,ყავა ჩადის და წყალი არა.დაშლით მეც ხშირად ვშლიდი და ვასუფთავებდი,კვირაში ერთხელ ან ორჯერ ,,სეტკას" ვასუფთავებდი რომ ყავის ნარჩენები არ გაჭედილიყო(ინსტრუქციაში წერია რომ აუცილებელია იმ ,,სეტკის" გასუფთავება)
ანტიკალკი არ გამომიყენებია,თვითონ ბოილერში წყლის ფილტრი ყენდება და იმით ვსარგებლობდი,მაგრამ საქართველოში არ მინახავს გაყიდვაში და ეხლა აღარ მაქვს ის ფილტრი,ნეტა გუდვილში ან ჯიმარტში თუ იქნება?
ისე შეიძლება რომ არ ვსარგებლობდი ყავის მანქანით და შევინახე კალკმა დაახშო წყლის სადინარი?
ძაან არ მინდა რომ ვეღარაფერი ეშველოს,გემრიელ ყავას აკეთებდა sad.gif

რომელი ანტიკალკი გამოიყენე სითხე,ფხვნილი თუ ტაბლეტები?

გერმანიაში ნაყიდი კენვუდის უჟანგავი მეტალის კომბაინი აქ ვერაფრით ვერ ჩავრთე,გამოვიგლოვე biggrin.gif რაღაც დაემართათქო,არა და ის კომბაინიც იქ უპრობლემოდ მუშაობდა.შევამოწმებინე და აღმოჩნდა რომ არაფერი არ ქონდა დაზიანებული უბრალოდ დამიწებულ ჩამრთველში უნდა შეერთებულიყო აუცილებლად biggrin.gif ინსტრუქცია რომ წავიკითხე მინიშნებული იყო ეგ პუნქტი,მანამდე არც მიმიქცევია ყურადღება,მე მეგონა ყველა ჩამრთველი დამიწებულია

ზემოთ ყავის აპარატის ლინკი რომ დადე ძაან მაგარია
Delonghi-ც და Saeco-ც ორივე ძლიერია ყავის მანქანების წარმოებაში.მე როცა ვიყიდე ჩემი ყავის მანქანა მაშინ მასეთი აპარატები 2000 ევროზე მეტი ღირდა,მაგდენის გადახდა ვერც გავქაჩე და ვერც ისე გავგიჟდი რომ ყავის მანქანაში 2000 ევრო გადამეხადა givi.gif

ყავის მანქანისთვის კარგ ყავას სად ყიდულობ?მარცვალსაც და დაპრესილ ყავასაც თუ მირჩევ რომელი ვიყიდო დიდად მადლობელი დაგრჩები.

მწვანე ჯაკობსი მოვსინჯე,მიქეს კარგიაო მარა საერთოდ არ მომეწონა.
Braun-ის ჩვეულებრივი ყავის მანქანა მაქვს თავისი თერმოსით და თუ არ ეშველა ჩემს Saeco-ს მეტი რა გზა მაქვს მომიწევს მხოლოდ ფილტრის ყავის მირთმევა user.gif

Posted by: Kirchi 23 Mar 2011, 01:38
anakatrin
QUOTE
საქართველოში არ მინახავს გაყიდვაში და ეხლა აღარ მაქვს ის ფილტრი,ნეტა გუდვილში ან ჯიმარტში თუ იქნება?

არ ვიცი მაგრამ ამაზონიდან რო ჩამოიტასნო მგონი აჯობებს
მე თუ ვიყიდი შემდეგ აპარატს აუცილებლად ფილტრიანს შევარჩევ

QUOTE
ისე შეიძლება რომ არ ვსარგებლობდი ყავის მანქანით და შევინახე კალკმა დაახშო წყლის სადინარი?

რავიცი შეიძლება

ისე ერთი ეჭვიც მაქვს - რავი იქნებ მე რო დავშალე და წყალი დავცალე ბოილერიდან რო ვწმინდავდი - მერე "რაღაცნაირად" წნევა ვერ შეიქმნა ან საჰაერო ბალიში შეიქმნა შიგნით რომელიც დაბრკოლებას ქმნიდა წყლისთვის -
ვიცი მისტიკური ახსნაა მაგრამ არანაკლებ მისტიკური იყო ის რომ 2 დღეში თავისით ჩაირთო - ვერაფერი გავიგე და ეხლა ვმკითხაობ

QUOTE
რომელი ანტიკალკი გამოიყენე სითხე,ფხვნილი თუ ტაბლეტები?

ყველაფერი გამოვიყენე - ჯერ ძმარი

მერე ორი ტაბლეტი (ზედ ყავის აპარატი ეხატა)
მერე ფხვნილი
ძალიან განვიცდიდი რო არ ირთვებოდა givi.gif

QUOTE
ყავის მანქანისთვის კარგ ყავას სად ყიდულობ?მარცვალსაც და დაპრესილ ყავასაც თუ მირჩევ რომელი ვიყიდო დიდად მადლობელი დაგრჩები.

თუ დამიჯერებ სიმართლეს გეტყვი არა იმიტომ რომ სტარბაქსი ცნობილი ბრენდია ან რამე ეგეთი უბრალოდ მე რაც შემიკვეთია და ჩამომიტანია სტარბაქსის
comodo dragon
&
Sumatra
&
French Roast
ამათზე კაი ყავა მე არ დამილევია - ანუ ჩემ გემოვნებაში ეს ჯდება
http://www.starbucksstore.com/

და ისე Illy და Lavazza იყიდება გუდვილში და კიდევ რამოდენიმე ცნობილი ბრენდი თბილისში რომლებიც ასევე ძალიან კარგებია
გუდვილშიც არის, და სხვა მაღაზიებშიც - ბოლო დროს უფრო და უფრო მეტ ადგილას ვხედავ

ისე მე მგონი ჯობია დასაფქველი იყიდო - მე დასაფქველი მირჩევნია

Posted by: anakatrin 23 Mar 2011, 01:55
Kirchi
QUOTE
არ ვიცი მაგრამ ამაზონიდან რო ჩამოიტასნო მგონი აჯობებს

ეგ აზრი არც მომსვლია smile.gif მადლობა,გავითვალისწინებ
ჩემს ყავის მანქანას ბოილერი აქვს გამჭვირვალე,კალკი რომ იყოს დიდი რაოდენობით აუცილებლად გამოჩნდებოდა,მე ის მეფიქრება თვითონ მილში ხომ არაა ჩალექილითქო
QUOTE
ძალიან განვიცდიდი რო არ ირთვებოდა

ეგრე ვარ მეც,ყავა ვისაც ძალიან უყვარს კი მიხვდება რაცაა ყავის მანქანის გაფუჭება cry.gif
იმდენჯერ ჩავრთე და გამოვრთე იმ იმედით აი ახლა ჩაირთვებათქო...,იმედი რომ გადამეწურა ჩავდე ისევ თავის ყუთში და შევინახე.ხვალ თუ მოვახერხე ანტიკალკის ყიდვა აუცილებლად ვცდი და დავწერ შედეგებს

დასაფქველი ყავა ყოველთვის ჯობია,მარცვალს ვყიდულობდი ხოლმე მეც,მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი კარგი ან კატასტროფულად ძვირია ან საერთოდ ვერ იშოვი

Posted by: kakuniko 23 Mar 2011, 02:12
anakatrin
მეც ანალოგიური პრობლემა მაქვს ყავის აპარატთან დაკავშირებით,ვიკითხე სპეცილიზირებულ მაღაზიაში საიდანაც ეს აპარატი გამოვიტანე და ამიხსნეს რომ ხმარობ თუ არ ხმარობ ეს აპარატი სულ ჩართული უნდა გქონდეს ქსელშიო.3 დღე მქონდა ჩართული და მეოთხე დღეს დაიწყო ჩვეულებრივად მუშაობა,აბა სცადე შენც.

Posted by: anakatrin 23 Mar 2011, 02:28
kakuniko
ქსელში კი მქონდა ჩართული მარა უკან რომ გამოსართველი კნოპკა აქვს იმას ვუთიშავდი ყოველთვის როცა არ მჭირდებოდა,მე მაინც კალკის ამბავი უფრო მგონია როგორც წინა პოსტებში Kirchi-მ აღნიშნა.ორივე რჩევას ვცდი,იქნებ რომელიმემ უშველოს
მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: Tiano 23 Mar 2011, 09:29
იცით რა მაინტერესებს, გუდვილში რომ გერმანული თაფლი იყიდება ის როგორია? ფასი საკმაოდ მაღალი აქვს და ხარისხი ნეტა როგორია ვინმემ თუ იცით ამის შესახებ?

Posted by: g_o_g_i_n_a 23 Mar 2011, 10:06
ეხხ რა კარგი იყო პაპაჩემს რომ ქონდა სკები
ნატურალური თაფლი მქონდა თანაც ულევი და თან უფასოდ
ახლა რაც აღარ აქვს სკები სად არ ვიყიდე თაფლი მაგრამ
ისეთი გემოსი მაინც ვერსად ვნახე და მაგრა მენატრება ხოლმე
იმ გემოს თაფლი sad.gif

Posted by: forever`s_NEVER 23 Mar 2011, 11:02
სვანეთში ვყიდულობ. ბარჯაშში smile.gif კუბდარზე რომ ჩერდებიან სამარშრუტო ტაქსები, ხაიშამდე არ მისული ერთ.ერთ სოფელში, აი იქ. ხაიშშიც არის კარგი თაფლი.
დიდი მომხმარებელი არ ვარ. ერთი ზაფხულიდან მეორე ზაფხულამდე მყოფნის.

Posted by: მიჩინიო 31 Mar 2011, 02:27
კარდამონი სად იღება თბილისში? GTC & Goodwill თუ სადმე სხვაგანაც?

Posted by: guruliqali 31 Mar 2011, 09:34
მიჩინიო
სუნელების კაცსაც აქვს, პასაჟის ქვედა შესასვლელთან ტორტის ბისკვიტების და სხვა საკონდიტრო რამე-რუმეების რიგში, ისე მემგონი უმეტესობა სუნელების გამყიდველს უნდა ჰქონდეს, თან ამ პერიოდში.

Posted by: apoptozi 1 Apr 2011, 03:38
გამარჯობათ

იქნებ ვინმეს შეხვედრია ან იცის თბილიში სად იყიდება ლობსტერები (დიდი კიბორჩხალები)

Posted by: LTB1948 1 Apr 2011, 17:03
მგონი არ იყიდება, მე ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები, MAგრამ ლობსტერი არ შემხვედრია

Posted by: miau 4 Apr 2011, 22:47
ungewöhnlich

არსებობს განყოფილების წესები და თუ გადავავლებთ თვალს, თავად მივხვდებით. smile.gif
ცალკეულ პროდუქტებზე, პირად პრობლემებზე, მითუმეტეს რჩევებსა და შეკითხვებზე თემის გახსნა არ შეიძლება.
* * *
kactus
volli35

ილი არის კარდამონი და იმბირი - ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, ინგლ. ჯინჯერი.
* * *
n_j

ჯანჯაფილი (ჯინჯერი) - პოპულისიტიშია, როზმარინი - შეგიძლია პატარა ბუჩქი იყიდო და სახლში მუდმივად გექნება smile.gif

Posted by: ბრტყელტუჩა 5 Apr 2011, 23:28
ხომ არ იცით shortening ქართულად რა სახის ცხიმია???

http://en.wikipedia.org/wiki/Shortening


Posted by: sobaka 6 Apr 2011, 20:51
ვინმემ ხომ არ იცით სადმე სოიოს ყველი,მარკეტებში როა შეფუთული ეგ არა ოღონდ,ჩემ სახლთან იყიდებოდა,იქვე პატარა "ქარხანაში"ამზადებნენ და სად გადავიდნენ არ ვიცი,ისეთი მაგარი იყო!!!!

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Apr 2011, 23:44
sobaka
QUOTE
სოიოს ყველი

ანუ ტოფუ? აქ ამზადებდნენ? პირველად მესმის.

Posted by: sobaka 7 Apr 2011, 10:05
კი,კორპუსის ქვეშ იყო გახსნილი,არა მარტო მაგას...რძეც ქონდათ და კარგად შენელებული სოიოს "ბაჟეც"
აგურებივით ყველის ბრეკეტები იკო,ყოველ დღე ახალ-ახალს აკეთებდნენ :cry:

Posted by: n_j 7 Apr 2011, 11:39
miau
QUOTE
ჯანჯაფილი (ჯინჯერი) - პოპულისიტიშია

პოპული სიტი რომელია , კოლმეურნეობაზე რომაა, დიდი?

მადლობა ინფოსტვის smile.gif

Posted by: miau 7 Apr 2011, 20:57
n_j
QUOTE
პოპული სიტი რომელია , კოლმეურნეობაზე რომაა, დიდი?

კი, ეგაა ზუსტად. smile.gif

Posted by: XUC-013 7 Apr 2011, 23:22
უკაცრავათ ერთი კითხვა მაქვს ხომ არ იცით " ფართუკები " რა ადგილზე იყიდება ... ?
და კიდევ " ფართუკი" წინსაფარი ... ინგლისურად როგორ არის ?

Posted by: TIRAMISU 9 Apr 2011, 16:15
ვინმე თუ ხართ დამეხმარეთ, ხორცი არ მინდა ... smile.gif, ტორტი მინდა შეუკვეთო და "ითი"-ს ნომერი მითხარით ? smile.gif

Posted by: n_j 10 Apr 2011, 20:52
TIRAMISU
ითის მაღაზიები
1. მის: ლეონიძის ქ. #10. ტელ: (+995 32) 99-60-91
2. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #41. ტელ: (+995 32) 39-56-89
3. მის: მცხეთის ქ. #6. ტელ: (+995 32) 30-96-82
თბილისი
0171
საქართველო

http://www.iti.ge

Posted by: ika_f2005 11 Apr 2011, 13:09
რამოდენიმე კითხვა მაქვს, იქნებ დამეხმაროთ

1. თბილისში სადმე სასტეიკედ თუ იყიდება 21 დღიანი, ე.წ ჰანგ ხორცი, (ჩამოკიდებული აქვთ 21 დღე და იღებს ძალიან მაგარ არომატს, ცხიმი უფრო შედის ხორცში და ხდება მარმარილოსნაირი ტექსტურის, და გამოდის ძააააალიან არომატული)

2. გუდვილი, გ მარტ, იბერულას გარდა სად შეიძლება კარგი საქონლის ხორცის ყიდვა, ისე რო იცოდნენ კარგად დაჭრა, იცოდნენ ზუსტად რომელი ნაჭერი გამოვა რბილი, რომელი არა, კუნთ მოცილებული, ცოტა ცხიმიც რო აქვს, მოკლედ კაი სასტეიკე ნაჭრები რომ იყოს, + ამ ყველაფერს სისქესაც და ზომებსაც რო გიკეთებდეს როგორსაც გინდა...ყველა სუპერმარკეტში, და იბერულაშიც საოცრად დაჭრილები აქვთ , პახოდუ იმ სისქეზე აქვთ სულ რო ხორცი იჩეხება რა შუაზე რო გაყო, დაჭრით კიდე არ გიჭრიან რა ზომებზეც გინდა, უყრიათ ბალთავოი ნაჭრები და მიდიიი

3. ჩილის დათესვას ვაპირებ ისედაც, მაგრამ მაინტერესებს მაინც იქნებ იცოდეს ვინმემ, სად შეიძლება ნედლი ჩილის ყიდვა, ან საერთოდ იყიდება ხოლმე?

4. ყველის ყველაზე დიდი არჩევანი სად არის? არა ქართულ ყველზე მაქვს საუბარი, ოღონდ რომ იცოდნენ რა რომელი ყველია, მწარმოებლის სახელებით და ეს ჰოლანდიურიათი არა, სახეობებშI რომ ერკვეოდნენ

მადლობა წინასწარ

Posted by: pteranouka 11 Apr 2011, 14:24
ika_f2005
QUOTE
1. თბილისში სადმე სასტეიკედ თუ იყიდება 21 დღიანი, ე.წ ჰანგ ხორცი, (ჩამოკიდებული აქვთ 21 დღე და იღებს ძალიან მაგარ არომატს, ცხიმი უფრო შედის ხორცში და ხდება მარმარილოსნაირი ტექსტურის, და გამოდის ძააააალიან არომატული)


რამდენადაც ვიცი, ვერსად იშოვნი ეგეთ ხორცს, უცხოელები სულ მაგაზე წუწუნებენ, რომ ყველგან ახალდაკლული ხორციაო


Posted by: Esprit 15 Apr 2011, 08:59
გამარჯობა!
იქნებ ვინმემ იცოდეთ, სად შეიძლება ვიშოვო მზესუმზირის ნატურალური ზეთი? თუნდაც კახეთში ყიდიდეს ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა, თუ გეგულებათ სადმე ვინმე, იქნებ მომწეროთ რა პირადში.
დიდი მადლობა წინასწარ გულისხმიერებისთვის!

Posted by: imichael 16 Apr 2011, 00:51
შემოიხედე გენაცვალეში აჭარულ ხაჭაპურს ამზადებენ ხომ არ იცით? smile.gif

Posted by: Gode 16 Apr 2011, 02:18
პატივცემულო კულინარებო, ერთი კითხვა მაქვს: ლემონ გრასში და ელვისში, პლასტმასის ბოთლებით უდგათ ტკბილი საწებელი (მგონი კენკრითაა) ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ამ საწებლის შეძენა. იქ რო ვკითხე, რას ამბობ, რა შეძენა, ჩვენი ტაილანდელ/მალაიზიელ/ინდონეზიელი მზარეული აკეთებს ბაბუისგან გადმოცემული რეცეპტის მიხედვითო, მარა რაღაც მეუბნება რო ეგრე არაა user.gif

Posted by: მოწყენილი ბოქლომი 16 Apr 2011, 12:20
ეს იყიდება საქართველოში?..

http://www.radikal.ru

http://www.google.ru/images?hl=ru&xhr=t&q=quinoa&cp=6&newwindow=1&um=1&ie=UTF-8&source=og&sa=N&tab=wi&biw=1280&bih=810
* * *
და კიდე ესეც მაინტერესებს იყიდება თუ არა..

http://www.google.ru/search?hl=ru&newwindow=1&biw=1280&bih=810&site=search&tbm=isch&sa=1&q=frozen+vegetables&btnG=%D0%9F%D0%BE%D0%B8%D1%81%D0%BA&aq=f&aqi=&aql=&oq=


Posted by: miau 16 Apr 2011, 12:38
მოწყენილი ბოქლომი

გაყინული ბოსტნეული დიდ მარკეტებში იყიდება. "პოპულისიტი", "გუდვილი" და ა.შ.

პირველი რა არის, სახელი შეგიძლია დაწერო? თეთრ ბულგურს გავს და თუ ეგაა - კი.


Posted by: მოწყენილი ბოქლომი 16 Apr 2011, 12:41
miau

quinoa ჰქვია smile.gif

ქართულად მაინტერესებს..


Posted by: miau 16 Apr 2011, 14:13
მოწყენილი ბოქლომი
quinoa - лебеда - ბაღის თათაბო (ა. მაყაშვილის ლექსიკონიდან)
ესეც MedGeoNet-დან:

http://www.medgeo.net/2010/01/20/tatabo/

არის მეორე ვერსია ჩვეულებრივ რუსულ-ქართულ ლექსიკონში (გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი 1983 წ. ) - ნაცარქათამა, რაც მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში და ზემოხსენებულ საკმაოდ საინტერესოსაიტზე არ დასტურდება და მე პირადად ალექსანდრე მაყაშვილის ლექსიკონს ძალიან ვენდონბი.
* * *
ნაცარქათამა რასაც ჰქვია, მეც მომიგროვებია ბებიასთან ერთად და უგემრიელესი მხალია, მზადდება ჩვეულებრივ მხალივით, ძალიან კარგია თუ აურევ სვადასხვა სახის მხალეულს და ცოტა ნაცარქათამასაც დაამატებ. შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი სარეველაა, რომელიც ყაყაჩო-მხალის მსგავსად ამოდის მინდვრად.

Posted by: მოწყენილი ბოქლომი 16 Apr 2011, 14:19
miau

უღრმესი მადლობა smile.gif
სად იყიდება ხომ არ იცი?..
ბაზარში, რომ მივალ რა ვუთხრა?.. ან მაღაზიაში?..
აქ მგონი რაღაც სხვა სახელი ექნებათ შერქმეული biggrin.gif

Posted by: miau 16 Apr 2011, 14:23
მოწყენილი ბოქლომი

არაფერს. smile.gif
არ ვიცი, ამ პროდუქტით არ დავინტერესებულვარ, ისე, ბაღებში, როგორც დეკორარტიული მცენარე მინახავს smile.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2011, 14:56
miau
QUOTE
quinoa - лебеда - ბაღის თათაბო (ა. მაყაშვილის ლექსიკონიდან)
ესეც MedGeoNet-დან:

http://www.medgeo.net/2010/01/20/tatabo/

არის მეორე ვერსია ჩვეულებრივ რუსულ-ქართულ ლექსიკონში (გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი 1983 წ. ) - ნაცარქათამა, რაც მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში და ზემოხსენებულ საკმაოდ საინტერესოსაიტზე არ დასტურდება და მე პირადად ალექსანდრე მაყაშვილის ლექსიკონს ძალიან ვენდონბი.

დაგეტყო კომოდერობა biggrin.gif

მოწყენილი ბოქლომი
QUOTE
სად იყიდება ხომ არ იცი?..
ბაზარში, რომ მივალ რა ვუთხრა?.. ან მაღაზიაში?..
აქ მგონი რაღაც სხვა სახელი ექნებათ შერქმეული

ბურღულის სახით ვერსად ვერ შეიძენ საქართველოში.
თუ მხალის სახით გინდა უნდა გახვიდე მინდორში ,ან ვინმეს ვენახებში,პლანების შორის უყვარს ამოსვლა ნაცარქათამას smile.gif...ჰოდა, კალათაც წაიღე smile.gif
გემრიელი მხალია,ძალიან,ხახვში მოშუშული love.gif ,ჩემს მამიკოს უყვარდა ძალიან user.gif

Posted by: miau 16 Apr 2011, 15:22
rtuli
QUOTE
დაგეტყო კომოდერობა


რასაც ვაკეთებ, ეს კომოდერის ვალდებულებაარ არის, ყველას შეუძლია სხვას მისცეს რჩევა და დააკვალიანოს. 2kiss.gif
ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებდი და ვაკეთებ, მაგრამ თუ არ იყვირე და თითი არ იქნიე, ვერავინ ხედავს და რას ვიზამთ... აქ ყოფნა მაინცდამაინც პოსტების წერით უნდა აისახებოდეს. smile.gif
biggrin.gif

Posted by: imichael 16 Apr 2011, 15:22
"შემოიხედე გენაცვალე"-ში აჭარულ ხაჭაპურს ამზადებენ ხომ არ იცით?

spy.gif

Posted by: miau 16 Apr 2011, 15:24
rtuli
QUOTE
თუ მხალის სახით გინდა უნდა გახვიდე მინდორში ,ან ვინმეს ვენახებში,პლანების შორის უყვარს ამოსვლა ნაცარქათამას ...ჰოდა, კალათაც წაიღე
გემრიელი მხალია,ძალიან,ხახვში მოშუშული,ჩემს მამიკოს უყვარდა ძალიან


ნინო, ნახავ, ეს ნაცარქაამა არ არის, სულ სხვა მცენარეა, რაღაც მოწითალო ფერის, გაზონებს რომ აფორმებენ biggrin.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2011, 15:42
miau
QUOTE
ნინო, ნახავ, ეს ნაცარქაამა არ არის

ვერ მივხვდი,ის რაც იკითხა სხვა მცენარეა?
ვერ მივხვდი rolleyes.gif

Posted by: miau 16 Apr 2011, 15:43

Atriplex hortensis - თათაბო ბაღის

http://pix.ge/
http://pix.ge/
ისე, მწვანე რომ იყოს, კი გავს რაღაცით ნაცარქათამას, მოხევეები კი ეძახიან ნაცარქათამას თათაბოს, მაგრამ chenopodium - ნაცარქათამა, რუსულად - марь,
მოკლედ სხვა მცენარეა მაინც biggrin.gif

Posted by: მოწყენილი ბოქლომი 16 Apr 2011, 16:55
rtuli
QUOTE
უნდა გახვიდე მინდორში ,ან ვინმეს ვენახებში,პლანების შორის უყვარს ამოსვლა ნაცარქათამას ჰოდა, კალათაც წაიღე


givi.gif


* * *
კალმარი სად იყიდება?..

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Mr Adam 16 Apr 2011, 18:33
http://www.google.ru/search?hl=ru&newwindow=1&biw=1280&bih=810&site=search&tbm=isch&sa=1&q=Splenda&aq=f&aqi=g1&aql=&oq=
გოგრის კონსერვი


ესენი სად ვიშოვო?..
* * *
http://www.radikal.ru

ესეც მაინტერესებს იყიდება თუ არა..


პ/ს user.gif cry.gif

Posted by: ninavia 18 Apr 2011, 17:35
ხალხო ! ეგ ჯიჯილაყაა ,მოწითალი ფერის.არის ორი სახის ერთი მხალი, მეორე დეკორატიული. ქათანაცარა კი ვერცხლისფერ-თეთრი ფერისაა.

Posted by: mantulia 19 Apr 2011, 12:40
ხალხნო იმედი მაქვს დამეხმარებით და იცით რაც მაინტერესებს smile.gif

ოფისში რომ დავდგა ლავაძას აპარატი, რომელიღაცა ფირმა აკეთებს ამას. თუ იცით ამ ფირმის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: miau 19 Apr 2011, 12:48
ninavia

ამოვიღე ეკოფარმის საიტიდან, სხვა საძიებლებშიც ასეთ გამოიყურება ნაცარქათამა. smile.gif ისე, გეთანხმები, შესახედავად ჯიჯილაყას გავს მწვანე რომ იყოს biggrin.gif

QUOTE
ქათანაცარა კი ვერცხლისფერ-თეთრი ფერისაა.


მინდორში რომ ვკრეფდით ხოლმე მეც მასეთი ვიცი, მაგრამ აქ რაღაც სხვას აჩვენებს.


Posted by: Pink Fleud 20 Apr 2011, 03:32
სარკოს მწვანე ტყემალს ვეძებდი. სად არ ვეძებე და არ იყო sad.gif მერე პოპულშI აღმოვაჩინე სარკოსნაირი მწვანე ტყემალი, 500მლ 2.50 ღირს და ძაან გემრიელია love.gif

Posted by: Mr Adam 21 Apr 2011, 20:30
http://www.google.ru/search?um=1&hl=ru&newwindow=1&biw=1280&bih=855&site=search&tbm=isch&btnG=%D0%9F%D0%BE%D0%B8%D1%81%D0%BA&aq=f&aqi=&oq=&q=Lentils

ოსპი იყიდება აქ?..

Posted by: miau 21 Apr 2011, 20:41
Mr Adam

კარგი ხარისხის იყიდება სუპერმარკეტ "თურსაში", რომელიც დიღომშია და ახლა არ ვიცი, როგორც ტავად მითხრეს, გადასვლას აპირებდნენ დიდუბე პლაზაში.

Posted by: Mr Adam 21 Apr 2011, 21:03
miau

გუდვილშიც შევივლი მერე ერთი..

http://www.radikal.ru
ერთი ესეც მითხარი სადმე თუ გეგულება და აღარ შემოვალ აქ საერთოდ biggrin.gif


Posted by: miau 21 Apr 2011, 21:30
Mr Adam

არ ვიცი, დიდ მარკეტებში უნდა იყოს. smile.gif

QUOTE
ერთი ესეც მითხარი სადმე თუ გეგულება და აღარ შემოვალ აქ საერთოდ


ასეთი რა გაწყენინეთ? biggrin.gif

Posted by: Mr Adam 21 Apr 2011, 21:51
miau

QUOTE
ასეთი რა გაწყენინეთ?


ზემოთ პოსტებზე არ მიპასუხეთ და მეთქი თავი მოვაბეზრე user.gif rolleyes.gif

Posted by: rtuli 21 Apr 2011, 22:43
Mr Adam
როგორ გეტყობა ახალი ჩამობრძანებული რომ ხარ შტატებიდან smile.gif
დროა გადმოხვიდე ქართულ რეალობაში(არგეწყინოს ოღონდ).

გაიარე გუდვილში და პოპული სითიში,იქ გადახედე რა არის საქართველოს მარკეტებში.
ისე ამერიკული პროდუკტი არ გვაქვს,წინასწარ გპასუხობ smile.gif

პ.ს. კვერცხის ცილებზე მაგრად გამეცინა,ოღონდ მართლა smile.gif

Posted by: Mr Adam 22 Apr 2011, 00:16
rtuli

წავედი მე "უკან" mo.gif



QUOTE
კვერცხის ცილებზე მაგრად გამეცინა


მე კიდე მაგრად გამიტყდა : /


Posted by: M43DL0 22 Apr 2011, 04:52
მოკლედ
გადავატრიალე გუგლი მუგლი, იაჰუ მიუა, ყველაფერი...
მაგრამ ვერ ვიპოვე ზუსტად ის რაც მე მინდოდა

ვიცი რომ უნდა ქათმის ბარკლები
მაგრამ , რაღაცაში ხოა ამოვლებული, როგორ გავაკეთო ის უგემრიელესი "რაღაც" , აიიი იმ გარეთა გართავსის გამო მიყვარს ეგ ქათმის ბარკლები რა smile.gif

ვინმემ მაპოვნინეთ, მითხარით თუ იცით...2 საათიდან ვეძებ დღეს, მაგრამ ამაოდ, და საერთოდ ორ კვირაზე მეტია რაც ვეძებ
user posted image
user posted image
user posted image

აი ესაა... ეს sad.gif(((




Posted by: Mr Adam 22 Apr 2011, 10:54
M43DL0

ააააა.. მეც ვგიჟდები ტეხას ჩიქენებზე biggrin.gif love.gif


Posted by: miau 22 Apr 2011, 11:19
M43DL0

გუგლის არქივებიდან wink.gif
http://www.southernfriedchickenrecipe.com/Fried-Chicken-Recipes/southern-fried-chicken/texas-fried-chicken.php
http://www.tasteofhome.com/Recipes/Dijon-Chicken


Posted by: M43DL0 22 Apr 2011, 13:40
miau
ამ რეცეპტით და მასზე აღბეჭდილი სურათით არ გამოდის ესეთი ხრაშუნა რა sad.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 24 Apr 2011, 02:01
ხალხ, გორგონძოლა სად ვიყიდო? ნიოკისთვის მინდა. გუდვილში (ვაკეში) არ არის. ხო, და პარმეზანიც რააა smile.gif

Posted by: miau 24 Apr 2011, 02:05
აჯღაბუჯღა

პარმეზანი იყიდება პოპულისიტიშიც, ჯორჯიტაშიც იყო, გუსვილშიც და ელკანას მაღაზიაშიც უნდა იყოს მისი ხიზაბავრული ვერსია, რომელიც მე ძალიან მომწონს love.gif
გორგონძოლა ადრე ჯორჯიტაში იყო, წესით პოპულისიტიშც უნდა იყოს და პოპულის კარგ ვერსიებშიც. smile.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 24 Apr 2011, 03:20
miau
დიდი მადლობა. smile.gif---------------------------------

Posted by: ბესიკის26 27 Apr 2011, 22:05
ვინმემ თუ იცით-თურქულ მარკეტში დაწნეხილი საფუარი არის?

Posted by: rtuli 27 Apr 2011, 23:15
ბესიკის26
QUOTE
ვინმემ თუ იცით-თურქულ მარკეტში დაწნეხილი საფუარი არის?

მე არმინახავს sad.gif

Posted by: HarrisonHill 27 Apr 2011, 23:51
მოკლედ თბილისში ბანანის ჩირი ვერსად ვიპოვე. მერამდენე წელია უკვე ვეძებ. არავის გეგულებათ სადმე? მახსოვს 3 წლის წინ ვიყიდე სადღაც. პაკეტში იდო. მთლიანი ბანანები იყო ოღონდ ძალიან პატარები. უგემრიელესი რამეა. იმის მერე აღარსად მინახავს sad.gif

Posted by: rezo77_77 30 Apr 2011, 16:55
HarrisonHill


ეგ პოპულში იქნება, ყოველ შემთხვევაშ მე რომ მანდ ვმუშაობდი გვქონდა. smile.gif

და ჯანჯაფილი სად შეიძლება რომ შეიძინოს ადამიანმა? ანუ იგივე იმბირი? საკოლმეურნეო ბაზრებში იქნება?

Posted by: mainc 11 May 2011, 17:08
http://www.google.com/search?hl=en&sugexp=ldymls&xhr=t&q=canola+oil&cp=7&qe=Y2Fub2xhIA&qesig=Pd43mqcdAbPlkDshbj7M8A&pkc=AFgZ2tkogfz6w4KQ4YTteKKb0mmtta6GCL2GeXbn5LgbXqHHXHhorVRL1dJ_yhgzzRDMZGkBUsUpHMhdJL_rrfBVUjTH1Hrk6g&pq=convert+lb+to+kg&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&biw=1280&bih=933

რაფსის ზეთი იყიდება ჩვენთან?
იგივე canola oil ?

Posted by: shilaida 12 May 2011, 09:20
mainc
QUOTE
რაფსის ზეთი იყიდება ჩვენთან?
იგივე canola oil ?

თუ იქნება,ისევ გუდვილშიsmile.gif)

Posted by: გიო777 13 May 2011, 09:28
მეგრული აჯიკის რეცეპტი დადეთ ვინმემ...

Posted by: miau 13 May 2011, 11:15
გიო777
QUOTE
მეგრული აჯიკის რეცეპტი დადეთ ვინმემ...

http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15163342

Posted by: Gode 19 May 2011, 16:06
ხალხო, ადრე ვიკითხე და კიდე ვიკითხავ, იქნებ ვინმემ გაარკვია რამე smile.gif

ელვისში და ლემონგრასში აქვთ პლასტმასის ბოთლებში ტკბილი სოუსი, მოსასხმელი. მემგონი კენკრისაა. ეგენი სად შეილება შევიძინო, ან თუ შეძენა არა, გაკეთების რეცეპტი თუ იცით ვინმემ. user.gif

Posted by: miau 19 May 2011, 16:50
Gode
QUOTE
ელვისში და ლემონგრასში აქვთ პლასტმასის ბოთლებში ტკბილი სოუსი, მოსასხმელი. მემგონი კენკრისაა. ეგენი სად შეილება შევიძინო, ან თუ შეძენა არა, გაკეთების რეცეპტი თუ იცით ვინმემ.


მოტკბო საწებელი ბევრის, რა ქვია არ ვიცი და აბა როგორ გიპასუხო smile.gif

Posted by: Gode 20 May 2011, 10:41
miau
სახელი არც მე ვიცი sad.gif რაღაც მალინისფერია და მემგონი კენკრისაა. მსგავსი რაღაცეები სად იყიდება თუ იცი მერე იქ რამდენიმე მცდელობით გავარტყამ ალბათ user.gif

Posted by: miau 20 May 2011, 10:59
Gode

რა გითხრა, დიდ მარკეტებში თუ ნახავ. smile.gif "ჯორჯიტა" "პოპუისიტი" "ჯიმარტი" "გუდვილი" და სხვა.

Posted by: classical 26 May 2011, 20:57
რამდენი ხანია მინდა ცხვრის ხორცით გაკეთებული შაურმის ჭამა და ვერსად ვერ წავაწყდი რომ აკეთებდნენ აღმაჩენებელზე მეგულებოდა თითქოს და არ ყოფილა cry.gif
* * *
QUOTE (M43DL0 @ 22 Apr 2011, 04:52 )
მოკლედ
გადავატრიალე გუგლი მუგლი, იაჰუ მიუა, ყველაფერი...
მაგრამ ვერ ვიპოვე ზუსტად ის რაც მე მინდოდა

ვიცი რომ უნდა ქათმის ბარკლები
მაგრამ , რაღაცაში ხოა ამოვლებული, როგორ გავაკეთო ის უგემრიელესი "რაღაც" , აიიი იმ გარეთა გართავსის გამო მიყვარს ეგ ქათმის ბარკლები რა smile.gif

ვინმემ მაპოვნინეთ, მითხარით თუ იცით...2 საათიდან ვეძებ დღეს, მაგრამ ამაოდ, და საერთოდ ორ კვირაზე მეტია რაც ვეძებ
user posted image
user posted image
user posted image

აი ესაა... ეს sad.gif(((

ტეხასური ქათამი არის გეპეის მეექვსე კორპუსთან yes.gif

Posted by: CDMA 29 May 2011, 08:57
ხალხო, რამდენი ხანია არსად არ არის TABASCO -ს სოუსები, არც გუდვილში, არც პოპულში, არც ჯიმარტში და არსად. შემომტანს აღარ შემოაქვსო.

ხო არ იცით სად შეიძლება ყიდვა?

დაჟე ინეტით გამოწერა ვსინჯე და გადამზიდავმა დამიბლოკა sad.gif

user posted image

Posted by: rtuli 29 May 2011, 15:00
CDMA
QUOTE
ხო არ იცით სად შეიძლება ყიდვა?

პავლოვზე პოპულში არის და გუდვილშიც იყო.....
ნუ ენდობი ბატ მომსახურე პერსონალს,არაფრის გაგებაში არ არიან sad.gif...თავად უნდა მოძებნო yes.gif

Posted by: CDMA 30 May 2011, 22:59
rtuli

პოპული - გლდანი, დიღომი, დიდუბე, მარჯანიშვილი, ყველგან ვნახე smile.gif

გუდვილში რამის ყოველდღე შევდივარ

კი იყო ოდესღაც, მარა კაი ხანია არაა smile.gif

პავლოვის პოპულში ხვალ შევალ, მადლობა ინფოსთვის.

Posted by: tavadze 30 May 2011, 23:49
CDMA - ვაგზლის ჯი-მარტიშიც ვნახე და არც ისე დიდი ხნის წინ.

Posted by: baia_ia 1 Jun 2011, 11:21
პროშუტო სად ვიყიდო თბილისში ვინმე ხომ ვერ მიმასწავლით??????

Posted by: shilaida 2 Jun 2011, 22:17
baia_ia
QUOTE
პროშუტო

პიცისთვის გინდა ალბათsmile.gif))მე წარმატებით ვიყენებ შირნჰოფერის თხელ ბეკონს,დაფასოებულია,უკვე დაჭრილიsmile.gif

Posted by: n_j 2 Jun 2011, 22:46
baia_ia
შირნჰოფერში იყიდება, 50 ლარი კგ, გრამობითაც აქვთ, თუ გინდა 2 ნაჭერს მოაჭრევინებ

Posted by: baia_ia 3 Jun 2011, 10:45
shilaida
n_j
მადლობ დახმარებისთვის
დიახ პიცისთვის მინდა და აქ ვერსად ვიშოვე sad.gif

Posted by: namu550d 4 Jun 2011, 13:24
გამარჯობათ, ვენაში ყავა ვიყიდე დასაფქვევი, იმედი მქონდა თბილისში დავაფქვევინებდი, მაგრამ რაღაც ჩემი მცდელობა ამ მხრივ უშედეგოგ დამთავრდა. მინდა, რომ ყავა დავაფქვევინო გარკვეულ ზომაზე, მაგალითად ფილტრიანი მოსადუღებლით, რომ მოვამზადო. ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება ეს მოვახერხო????

Posted by: imisklaria 9 Jun 2011, 14:54
ვყიდი 1კგ-იან პაკეტებში მოთავსებულ ქართულ გაყინულ ხილს. თითო კილოს, გუდვილის გაყინულ ხილზე 2 ლარით ნაკლებ ფასად.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პმ

Posted by: ciba 19 Jun 2011, 19:24
გამარჯობათ, თუ იცი სად ვიყიდო თეთრი ჩამოსასხმელი ნახევრად-ტკბილი ღვინო ნორმალურ ფასად და ხარისხიანი?

Posted by: IuHuUuU 21 Jun 2011, 14:05
უკაცრავად ლობსტერი სად იყიდება ჩვენთან? გაყინულებია? ისე არ არის?

Posted by: iko-iko 21 Jun 2011, 14:17
Gode
"ნარშარაბი" იგივე მაშარაფი ხომ არ არის? ან იქნებ ეგ წავიდეს იმ პონტში რაც ელვისში აქვთ? ძვირიც არ ღირს და ცადე აბა.

Posted by: taso 5 Jul 2011, 15:21
:boli :
margusha
QUOTE
ან კომპანია ტენტორიუმი, მაგრამ მანდ ნახევარი ლიტრა თაფლი ღირს სადღაც 120 ლარი.

QUOTE
რა ნამუსით გადამივა ყელში რო წარმოვიდგენ ერთ ლუკმაზე 15 ლარს ვჭამგანა რა ფუტკარი აკეთებს 120 ლარიან თაფლს

არადა 37 ლარი ღირს...
სადედე ფუტკრის რძით, პროსპოლისებითა და ყვავილის მტვრით სადღაც მაქსიმუმ 70 ლარამდე

Posted by: frodo26 6 Jul 2011, 08:09
თაფლის არაყის ყიდვა მინდა , ყოველგვარი მაიმუნობების გარეშე smile.gifნაღდი რო იყოს
ან კონიაკის სპირტის ხარისხიანის
დამეხმარეთ რა

Posted by: buttercup 27 Jul 2011, 13:16
კანელონები სად ვიყიდო?

---
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 27 Jul 2011, 14:31
frodo26
QUOTE
თაფლის არაყის ყიდვა მინდა , ყოველგვარი მაიმუნობების გარეშე

გურიაში არავინ გყავს ნაცნობი? ეს ბმული ნახე
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3451&postdays=0&postorder=asc&start=15

Posted by: Mr Adam 29 Jul 2011, 10:03
კაპარჭინა იყიდება აქ? ანუ ე.წ. ლეშა (რუსულად)










Posted by: kudobakan 8 Aug 2011, 20:57
ჩიზქეიქი (ყველის ნამცხვარი ალბათ), მზა, იყიდება თბილისში სადმე? გუდვილში , ჯიმარტში და ა.შ. თუ არის სადმე? და რა ღირს?
დაშეკვეთით სად და რამდენად დავამზადებინო ვერ მეტყვით?

Posted by: tamcho 9 Aug 2011, 16:41
QUOTE
ჩიზქეიქი (ყველის ნამცხვარი ალბათ) მზა, იყიდება თბილისში სადმე? 



გუდვილში იყიდება, თურმე, საიტზე უწერიათ.


user posted image






პ.ს. ისე, ეგ ტარტარეტკა რამ დააწერინა ამხელა "ფილარმონია-გუდვილ " ხალხს gigi.gif

Тарталетка (фр. Tartelette, уменьш. от Tarte)




Posted by: rtuli 9 Aug 2011, 16:59
tamcho
QUOTE
პ.ს. ისე, ეგ ტარტარეტკა რამ დააწერინა ამხელა "ფილარმონია-გუდვილ " ხალხს

ხოდა გოიმებისგან რომ შედგება სასტავი, შედეგიც შესაბამისი აქვთ vis.gif
აბა მიდი და უთხარი რამე, აქეთ ლექციას წაგიკითხავენ მაღალ ტონალურობაში+დაგაჯერებენ რომ ტარტარეტკაა აშკარად+ბოდიშსაც მოგახდევინებენ biggrin.gif

Posted by: sabagvetadze 17 Aug 2011, 02:16
მოკლედ, როგორ ხართ ხალხო? იმედია, კარგად smile.gif

ერთი პატარა კითხვა მაქვს: ეხლა გერმანიაში ვარ და აქ ასეთი პროდუქტი ვიყიდე Buttermilch და ისე დასალევად გემო მაინცდამაინც არ მომწონს, სხვა რამ მირჩევნია, და მაინტერესებდა რაში შეიძლება გამოვიყენო, ანუ, უმად ისმევა? რამდენად კალორიულია? უნდა ავადუღო? მოკლედ, ვიკიპედიაში მოვძებნე მაგრამ ბევრი არაფერი წერია.


Posted by: Zichi 17 Aug 2011, 03:39

Posted by: Suleluka 24 Aug 2011, 15:00
სად შეიძლება ვიყიდო მარცეპანის მოსამზადებელი ნუშის ფქვილი?

Posted by: იაკინთე II 24 Aug 2011, 15:33
sabagvetadze
QUOTE
ერთი პატარა კითხვა მაქვს: ეხლა გერმანიაში ვარ და აქ ასეთი პროდუქტი ვიყიდე Buttermilch და ისე დასალევად გემო მაინცდამაინც არ მომწონს

ეგ იგივე თხელი მაწონია რა
გემო თუ არ მოგწონს ჩააცივე, რამე სიროფი გაურიე და ისე მიირთვი

ძალიან სასარგებლოა

Posted by: sabagvetadze 28 Aug 2011, 23:24
QUOTE (იაკინთე II @ 24 Aug 2011, 15:33 )
sabagvetadze
QUOTE
ერთი პატარა კითხვა მაქვს: ეხლა გერმანიაში ვარ და აქ ასეთი პროდუქტი ვიყიდე Buttermilch და ისე დასალევად გემო მაინცდამაინც არ მომწონს

ეგ იგივე თხელი მაწონია რა
გემო თუ არ მოგწონს ჩააცივე, რამე სიროფი გაურიე და ისე მიირთვი

ძალიან სასარგებლოა

დიდი მადლობა smile.gif 'ალადიკებში' ვიყენებ smile.gif)

Posted by: gloneli 6 Sep 2011, 16:43
იაკინთე II
QUOTE
ეგ იგივე თხელი მაწონია რა

BUTTERMILK-არის სითხე,რომელიც კარაქის ამოყვანის მერე რჩება.მაწონი სხვაა.უფრო კეფირია.

Posted by: Keti-Ket 9 Sep 2011, 13:06
კულინარებო, სეზამი (ქუნჯუთი) ან ქუნჯუთის ზეთი სად ვიშოვო? smile.gif

Posted by: NiaNia007 9 Sep 2011, 19:49
QUOTE (buttercup @ 27 Jul 2011, 13:16 )
კანელონები სად ვიყიდო?

---
http://www.radikal.ru

ჯი მარტში ან გუდვილში შეგიძლია შეიძინო

Posted by: rivennar 11 Sep 2011, 17:09
ჩურჩხელა სად ვიყიდო ხომ არ იცით? სამშაბათს მინდა წავიღო გერმანიაში...

Posted by: Keti-Ket 11 Sep 2011, 18:55
rivennar
QUOTE
ჩურჩხელა სად ვიყიდო ხომ არ იცით?

ჯი მარტში. ისე ბაზარშიც იყიდება smile.gif

Posted by: იაკინთე II 12 Sep 2011, 22:44
gloneli
QUOTE
BUTTERMILK-არის სითხე,რომელიც კარაქის ამოყვანის მერე რჩება.მაწონი სხვაა.უფრო კეფირია.

ხო კი, ვიცი, უბრალოდ ხაზი მინდოდა გამესვა მის სარგებლიანობაზე რძესთან შედარებით
თან ცხიმიანი არ არის

ქართულად რა ქვია ნეტა?

Posted by: Ziku 16 Sep 2011, 12:37
გამარჯობათ Спаржa იყიდება სადმე თბილისში ?

Posted by: rtuli 16 Sep 2011, 13:45
Ziku
QUOTE
Спаржa

სატაცური smile.gif
QUOTE
იყიდება სადმე თბილისში ?

იყიდება ბაზარში,მაგალითად ყოფილი დეზერტირების ბაზარში...
ეხლა აღარ არის სატაცურის სეზონი,ნედლს ვერ ნახავ...
დაკონსერვებული კი მე პირადად არ მომწონს,შეიძლება იყოს გუდვილში არ ვიცი...

Posted by: Ziku 16 Sep 2011, 13:51
rtuli
სახელი ნამდვილად არ ვიცოდი ქართულად smile.gif დაკონსერვებული არ გამისინჯია,მადლობა გაიხარე ვნახავ smile.gif

Posted by: Monsieur L afféaux 18 Sep 2011, 01:43
გერმანიაში, პროდუქტებთან დაკავშირებით insiders' view მაინტერესებს. ძირითადად სულ ბიო-პროდუქტებს ვყიდულობ, რომლებიც ძალიან ძვირია, მაინტერესებს, ზოგადად რა განსხვავებაა, თქვენ რომელ პროდუქტებს ყიდულობთ, კმაყოფილი ხართ თუ არა, რომელი სჯობს ხარისხით და ა.შ. მოკლედ, თუ არ გეზარებათ, ზოგადად მომწერეთ რას ფიქრობთ ჩვეულებრივ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელ ქსელს ანიჭებთ უპირატესობას, Ja-ს პროდუქცია ძალიან იაფია და ამიტომ მეეჭვება, რომ სასარგებლო იყოს, რას ფიქრობთ Rewe, Lidl, Aldi ,Tegut-ის შესახებ და მოკლედ, თქვენს გამოცდილებას თუ გამიზიარებთ, ძალიან გამიხარდება smile.gif smile.gif

Posted by: umbr_ella 20 Sep 2011, 20:57
rtuli
QUOTE
სატაცური

ამის დასაწერად შემოვდიოდი. ნედლის სეზონი როდისაა? ჩვეულებრივ მარკეტში არ ექნებათ? დაკონსერვებული გერმანიაშიც არ გამისინჯავს და აქ რა გამასინჯებს :|

http://imageshack.us/photo/my-images/694/asparagusspargelasperge.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/685/spargel.jpg/

Posted by: მონიკა 20 Sep 2011, 21:24
gloneli
sabagvetadze
QUOTE
Buttermilch

ქართულად დო ქვია smile.gif

Posted by: umbr_ella 20 Sep 2011, 22:09
ქართულში, Sahne-ს რა აქვს შესატყვისი? ნუ, მაგის ნაცვლად რა შეიძლება გამოვიყენო?

Posted by: rtuli 21 Sep 2011, 21:48
umbr_ella
QUOTE
ამის დასაწერად შემოვდიოდი. ნედლის სეზონი როდისაა?

აპრილი-მაისი


QUOTE
ქართულში, Sahne-ს რა აქვს შესატყვისი?

ნაღებია ჩვეულებრივი smile.gif

Posted by: LUCKY7 21 Sep 2011, 22:06
ნამდვილი შოკოლადი, ყოველგვარი მინარევების, გარეშე სად შეიძლება ვიყიდო? სახისთვის მინდა და აუცილებელია, რომ ნატურალური იყოს.

Posted by: umbr_ella 22 Sep 2011, 02:23
rtuli
QUOTE
აპრილი-მაისი

უF, დამიგვიანია sad.gif დაველოდები მომავალ წელს smile.gif
QUOTE
ნაღებია ჩვეულებრივი

ნუ ხო, ვცადე ეგ მაგრამ გემო მაინც ვერ დავიჭირე იგივე. თუმცა, მადლობა პასუხისთვის wink.gif

Posted by: rtuli 22 Sep 2011, 02:55
umbr_ella
QUOTE
ნუ ხო, ვცადე ეგ მაგრამ გემო მაინც ვერ დავიჭირე იგივე

გააჩნია რამდენ პროცენტიანი იხმარე smile.gif

Posted by: umbr_ella 22 Sep 2011, 08:29
rtuli
QUOTE
გააჩნია რამდენ პროცენტიანი იხმარე

და რომელი უნდა გამოვიყენო? ნუ, რამდენ პროცენტიანი?

და უი, ვიცი რო არაა და ახლა რომელიმემ რო მომწეროს, არის, ფეხით წამვალ თბილისში ახლავე biggrin.gif მარა მართლა თუ იცით ვინმემ სად შეიძლება ვიყიდო Feldsalat ?
http://imageshack.us/photo/my-images/691/feldsalat.jpg/

Posted by: aguilera 24 Sep 2011, 19:52
გამარჯობა,ხომ ვერ მეტყვით,სად შევძინო კრემ ჩიზი და მწვანე ფისტაშკა.მადლობა

Posted by: Romina 15 Oct 2011, 09:44
ვინმემ თუ იცით სეზამის მარცვლები თბილისში სად შეიძლება ვიყიდო მითხარით რა, please... smile.gif

Posted by: liongirl 15 Oct 2011, 19:12
ხომ ვერ მეტყვით რომელია ყველაზე საუკეთესო ხარისხის საფუარი და სად უნდა ვიყიდო? მადლობა წინასწარ

Posted by: pepela15 18 Oct 2011, 18:54
სადაა ნორმალური საფუარი .......................

Posted by: rtuli 19 Oct 2011, 00:35
liongirl
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით რომელია ყველაზე საუკეთესო ხარისხის საფუარი და სად უნდა ვიყიდო? მადლობა წინასწარ

მშრალი საფუარი ყველა მარკეტებშია,მე სწრაფად ხსნადს ვიყენებ ასე აწერია:быстро растворимые дрожию
ძალიან კარგია დაწნეხილი საფუარი თურქულია,მარგარინის შეკვრას გავს...იყიდება პასაჟის ტერიტორიაზე,სადაც პროდუკტია...ინახება მაცივარში.

Posted by: LUCKY7 19 Oct 2011, 16:46
თავშავა (ბაზილი) ეს რა არის და თუ იყიდება საქართველოში?

Posted by: lizaveta 20 Oct 2011, 19:43
დამეხმარეთ რაააა?!სასწრაფიდ მჭირდება ველადეს ჩაი და მუსკატის კაკალი, სად შევიძინო?

მადლობა წინასწარ

Posted by: liongirl 20 Oct 2011, 22:42
rtuli
QUOTE
მშრალი საფუარი ყველა მარკეტებშია,მე სწრაფად ხსნადს ვიყენებ ასე აწერია:быстро растворимые дрожию
ძალიან კარგია დაწნეხილი საფუარი თურქულია,მარგარინის შეკვრას გავს...იყიდება პასაჟის ტერიტორიაზე,სადაც პროდუკტია...ინახება მაცივარში.

მადლობა. მსგავს საფუარს ვიყენებ მეც, დაწნეხილიც მიხმარია, მაგრამ მაგ ყველაფერზე ძალიან ცუდი რაღაცეები გავიგე, საშინელება ყოფილა ჯანმრთელობისთვის... ამბობენ ჰოლანდიური რომელიღაც სახელი არ მახსოვს სხვებთან შედარებით უკეთესიაო და მაგას ვეძებ. ისე იქნებ ვინმემ იცოდეს სვიის მცენარეული გამაღვივებელთან დაკავშირებით რამე? საპატრიარქოს პურები რომ ცხვება იმას ვგულისხმობ...

Posted by: rtuli 20 Oct 2011, 23:19
liongirl
QUOTE
მადლობა. მსგავს საფუარს ვიყენებ მეც, დაწნეხილიც მიხმარია, მაგრამ მაგ ყველაფერზე ძალიან ცუდი რაღაცეები გავიგე, საშინელება ყოფილა ჯანმრთელობისთვის... ამბობენ ჰოლანდიური რომელიღაც სახელი არ მახსოვს სხვებთან შედარებით უკეთესიაო და მაგას ვეძებ. ისე იქნებ ვინმემ იცოდეს სვიის მცენარეული გამაღვივებელთან დაკავშირებით რამე? საპატრიარქოს პურები რომ ცხვება იმას ვგულისხმობ...

შენ ჩემო კარგო მაშინ ცოცხალი საფუარი უნდა დაამზადო,ხაშს რომ ეძახდნენ ჩვენი წინაპრები smile.gif
ამ საკითხში ფარფალინაა პროფი yes.gif

მე მაქსიმალურად ცოტას ვიყენებ საბუარს,ფაკტიურად პორციის მეოთხედს და მთელი ღამით ვტოვებ ცომს ამოსასვლელად,ასე უფრო გემრიელი ცომი გამოდის+უფრო ჯანსაღიც smile.gif

Posted by: liongirl 21 Oct 2011, 00:22
rtuli
QUOTE
შენ ჩემო კარგო მაშინ ცოცხალი საფუარი უნდა დაამზადო,ხაშს რომ ეძახდნენ ჩვენი წინაპრები
ამ საკითხში ფარფალინაა პროფი 

მე მაქსიმალურად ცოტას ვიყენებ საბუარს,ფაკტიურად პორციის მეოთხედს და მთელი ღამით ვტოვებ ცომს ამოსასვლელად,ასე უფრო გემრიელი ცომი გამოდის+უფრო ჯანსაღიც

მადლობა ნინ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mashikooo 24 Oct 2011, 02:12
მაინტერესებს, თბილისში სად შეიძლება ვიყიდო ადრე რომ I ხარისხის ფქვილს ეძახდნენ, ანუ სახინკლე ცომის ფქვილი(ოღონდ ტომრით არა!!!!). ასევე, თუ იყიდება ჭვავის ფქვილი, ვინმე სახლში თუ აცხობს პურს, იქნებ იცით და დამაკვალიანეთ.

მადლობა წინასწარ

Posted by: rtuli 24 Oct 2011, 22:11
mashikooo
QUOTE
მაინტერესებს, თბილისში სად შეიძლება ვიყიდო ადრე რომ I ხარისხის ფქვილს ეძახდნენ

პასაჟის გარეთა მხარეს ჯიხურებში არის.
QUOTE
თუ იყიდება ჭვავის ფქვილი

ეგ ბედნიერება არ გვაქვს sad.gif

Posted by: sio-beqa 11 Nov 2011, 11:48
სად ჯობია სამწვადის შეძენა ოღონდ ახალი დაკლულის?

Posted by: rtuli 12 Nov 2011, 00:28
sio-beqa
QUOTE
სად ჯობია სამწვადის შეძენა ოღონდ ახალი დაკლულის?

კახეთში....კერძოდ სოფელ ჩაილურთან მისული,გზის ორივე მხარეს იყიდება სუპერ სამწვადე,ახალი ხორცი smile.gif

Posted by: lasha77 13 Nov 2011, 00:34
სად შეილება სოფლის პროდუქთის შოვნააა არის ისეთი ადგილი სადაც სოფლის პროდუქცია ჩამოაქვთ და ყიდიან

Posted by: lasha77 13 Nov 2011, 00:34
სად შეილება სოფლის პროდუქთის შოვნააა არის ისეთი ადგილი სადაც სოფლის პროდუქცია ჩამოაქვთ და ყიდიან
* * *
სად შეილება სოფლის პროდუქთის შოვნააა არის ისეთი ადგილი სადაც სოფლის პროდუქცია ჩამოაქვთ და ყიდიან
* * *
სად შეილება სოფლის პროდუქთის შოვნააა არის ისეთი ადგილი სადაც სოფლის პროდუქცია ჩამოაქვთ და ყიდიან

Posted by: inspeqtori 13 Nov 2011, 14:19
რაჭული ლორის ყიდვა სადმე შეიძლება თბილისის ფარგლებში? spy.gif

Posted by: anano21 13 Nov 2011, 21:32
......................................................................

Posted by: saly 16 Nov 2011, 16:48
მზეკაბანი ძალიან კარგი ხარისხის ფქვილია .

Posted by: rumpleteazer 19 Nov 2011, 00:03
სადმე ხომ არ შეგხვედრიათ კაკაოს მარცვლები, მოუხალავი
ძალიან მჭირდება mo.gif

Posted by: jorgito 20 Nov 2011, 20:36
ხომ არ იცით ვინმემ კარალიოკის არყის მომზადების პროცედურა? იქნება ამიხსნათ ორიოდ სიტყვით ...

Posted by: butch_gio 23 Nov 2011, 00:14
პროდუქტი არაა მაგრამ მაინც smile.gif

ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო მომპასის კამფეტები?

Posted by: malinamali 23 Nov 2011, 21:37
მაინტერესებს ასეთი სუნელი "სოლონჯი" თუ გაგიგიათ სად იყიდება? დიდად მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: magnet 24 Nov 2011, 19:12
ამერიკაში ყველა სერიალში და ფილმში საჭმელს რომ აყოლებენ მწვანე ლობიოს გავს, ბარდა
pea ინგლისურად. სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: nadin 27 Nov 2011, 02:25
malinamali
QUOTE
მაინტერესებს ასეთი სუნელი "სოლონჯი" თუ გაგიგიათ სად იყიდება? დიდად მადლობელი დაგრჩებით.

იგივე უცხო სუნელია

Posted by: tavadze 27 Nov 2011, 02:48
jorgito
QUOTE
ხომ არ იცით ვინმემ კარალიოკის არყის მომზადების პროცედურა? იქნება ამიხსნათ ორიოდ სიტყვით ...

ჯერ უნდა ჩაყარო ქვევრში, კასრში - რამე ამგვარში დაახლოებით 1 თვე. მერე იხდება ჩვეულებრივ, როგორც ჭაჭა და დანარჩენები.
კონკრეტულად რა გაინტერესებს?

Posted by: Camel 27 Nov 2011, 23:52
ვასაბი სად იყიდება იცით ვინმემ? საერთოდ რამე სპეციალური მაღაზია სპეციების არსებობს?

Posted by: magnet 28 Nov 2011, 23:20
ამერიკაში ყველა სერიალში და ფილმში საჭმელს რომ აყოლებენ მწვანე ლობიოს გავს, ბარდა
pea ინგლისურად. სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: jorgito 29 Nov 2011, 19:52
tavadze
QUOTE
ჯერ უნდა ჩაყარო ქვევრში, კასრში - რამე ამგვარში დაახლოებით 1 თვე. მერე იხდება ჩვეულებრივ, როგორც ჭაჭა და დანარჩენები.
კონკრეტულად რა გაინტერესებს?

გაიხარე.
რამე სპეციალური საწური არსებობს?- დავუშვათ, როგორც ყურძნის... თუ უნდა დაიჭყლიტოს?

Posted by: rtuli 29 Nov 2011, 22:24
jorgito
QUOTE
ხომ არ იცით ვინმემ კარალიოკის არყის მომზადების პროცედურა? იქნება ამიხსნათ ორიოდ სიტყვით ...

QUOTE
tavadze

QUOTE
ჯერ უნდა ჩაყარო ქვევრში, კასრში - რამე ამგვარში დაახლოებით 1 თვე. მერე იხდება ჩვეულებრივ, როგორც ჭაჭა და დანარჩენები.
კონკრეტულად რა გაინტერესებს?


გაიხარე.
რამე სპეციალური საწური არსებობს?- დავუშვათ, როგორც ყურძნის... თუ უნდა დაიჭყლიტოს?

ლაგოდეხში ასე აყენებდნენ ჩემი პაპა და ბებო კარალიოკის არაყს:
კრეფავდნენ კარალიოკს,მარანში შლიდნენ(სასურველია ტბილ ადგილას) და კარგად ამწიფებდნენ.
მერე ოთხად ჭრიდნენ და ბოჩკაში ყრიდნენ+წყალს ასხავდნენ 1 ვედრო წყალში ხსნიდნენ 2-2,5 კგ.შაქარს.წყალი იმდენი რომ სქელი წვნიანი მასა დადგეს.
აფარებდნენ რამეს და აცდიდნენ დუღილს,დღეში ერთხელ ურევდნენ ან 2-ჯერ.
უნდა დადუღდეს ეს მასა.
მერე ხდიდნენ არაყს smile.gif

Posted by: JustKid 30 Nov 2011, 18:38
არაქისის კარაქი სადმე იყიდება და დაახლოებით რა ღირს ? smile.gif

Posted by: rtuli 30 Nov 2011, 22:51
JustKid
QUOTE
არაქისის კარაქი სადმე იყიდება და დაახლოებით რა ღირს ?

პოპულსში და გუდვილში,დაახლოებით 4 ლარამდე

Posted by: tamo7779 30 Nov 2011, 23:49
JustKid
არის ტკბილიც და ნატურალური გემოსიც

Posted by: zhuzho 1 Dec 2011, 20:34
საქართველოში არის თუ არა უწიპწო მსხვილმარცვალა ყურძენი? სამურაბედ გამოიყენება...

Posted by: tamo7779 1 Dec 2011, 22:26
ყვითელი პომიდორი იყიდება სადმე?

Posted by: jorgito 1 Dec 2011, 23:16
rtuli
QUOTE
ლაგოდეხში ასე აყენებდნენ ჩემი პაპა და ბებო კარალიოკის არაყს:
კრეფავდნენ კარალიოკს,მარანში შლიდნენ(სასურველია ტბილ ადგილას) და კარგად ამწიფებდნენ.
მერე ოთხად ჭრიდნენ და ბოჩკაში ყრიდნენ+წყალს ასხავდნენ 1 ვედრო წყალში ხსნიდნენ 2-2,5 კგ.შაქარს.წყალი იმდენი რომ სქელი წვნიანი მასა დადგეს.
აფარებდნენ რამეს და აცდიდნენ დუღილს,დღეში ერთხელ ურევდნენ ან 2-ჯერ.
უნდა დადუღდეს ეს მასა.
მერე ხდიდნენ არაყს

მადლობა კეთილო ადამიანო smile.gif თუ გამოვხადე დაგპატიჟებ

Posted by: esselte 2 Dec 2011, 20:40
Camel
QUOTE
ვასაბი სად იყიდება იცით ვინმემ? საერთოდ რამე სპეციალური მაღაზია სპეციების არსებობს?


ერისთავის ქუჩაზე, მრგავლ ბაღთან არის მაღაზია, იაპონური კერძებისათვის ბევრი ინგრედიენტის ნახვა შეიძლება. ვასაბიც იქნება smile.gif

Posted by: Lieder_Tim 3 Dec 2011, 20:56
ნამცხვრის სილიკონები ვეძებე დღეს. ტყუილად
Rtuli-მ მიმასწავლა, მაგრამ იქ ვერ მივაღწიე და თან ბოლომდე ვერ მივხვდი სად არის sad.gif
იმედია კიდევ არ დამზარდება

Posted by: guruliqali 4 Dec 2011, 18:48
Lieder_Tim
რთული უკვე გიპასუხებდა, წერეთელზე საკონდიტრო მაღაზიაში დღეს ვნახე ყველა ზომის და ფორმის სილიკონის ფორმები, შენთვის ნაცნობი ტერიტორიაა და ადვილად მიაგნებ, ცოტა ძვირია, თუმცა შეიძლება ხარისხით განსხვავდება სხვებისგან.

Posted by: Lieder_Tim 4 Dec 2011, 20:45
guruliqali
QUOTE
წერეთელზე საკონდიტრო მაღაზიაში

მე შენი სახლის პირდაპირ რომ თურქიშ მარკეტია იქ ვიკითხე და არაო sad.gif სხვა არ ვიცი

Posted by: guruliqali 4 Dec 2011, 23:28
Lieder_Tim
პირდაპირ არ გეუბნები, ჩემს მხარეს, წერეთლის 89-ში, კაპაროლის გვერდით საკონდიტრო მაღაზიაა ვარდისფერი "კარატი" თუ რაღაც ამდაგვარი აწერია, იქ იკითხე, მე მგონი 7-მდე მუშაობენ.

Posted by: Lieder_Tim 5 Dec 2011, 22:40
guruliqali
ვიყავი sad.gif
შედეგი - 0
მიზეზი: ტარტალეტკის ფორმაო არისო, მართკუთხედი - არაო

Posted by: Baltimore 6 Dec 2011, 10:34
კულინარებო, ხომ არ იცით თბილისში წითელი ოსპის შეძენა სადმე შესაძლებელია?
წინასწარ მადლობა!

Posted by: rtuli 6 Dec 2011, 13:51
Lieder_Tim
QUOTE
ვიყავი
შედეგი - 0
მიზეზი: ტარტალეტკის ფორმაო არისო, მართკუთხედი - არაო

ვერ გავიგე რას ეძებ?
მართკუტხედ ტარტის ფორმას?

Baltimore
QUOTE
კულინარებო, ხომ არ იცით თბილისში წითელი ოსპის შეძენა სადმე შესაძლებელია?
წინასწარ მადლობა!

პოპულში არის და რაც მთავარია თურქულ მარკეტში,ჯორჯიტა მაღაზიაც მანდ არის...ანუ წერეთელზე.

Posted by: Lieder_Tim 7 Dec 2011, 00:12
rtuli
QUOTE
ვერ გავიგე რას ეძებ?
მართკუტხედ ტარტის ფორმას?

QUOTE
მართკუტხედ ტარტის ფორმას

ოღონდ მომცრო ზომის mo.gif

Posted by: rtuli 7 Dec 2011, 01:00
Lieder_Tim
QUOTE
მართკუტხედ ტარტის ფორმას


ოღონდ მომცრო ზომის

დღეს სუპერში ვნახე უამრავი ყალიბები... ვაჟაზე yes.gif

Posted by: Baltimore 7 Dec 2011, 04:31
rtuli
QUOTE
თურქულ მარკეტში,ჯორჯიტა მაღაზიაც მანდ არის...ანუ წერეთელზე.


ძალიან დიდი მადლობა!
თურქული მარკეტი სად არის? წერეთელზე? უფორო ზუსტად, რა ადგილას? არასდროს არ შევსულვარ და დამაინტერესა.
პოპული ყველაზე მეტად მეიოლება.

Posted by: n_j 7 Dec 2011, 10:10
Baltimore
QUOTE
თურქული მარკეტი სად არის? წერეთელზე?

დიდუბე პლაზაში, გამოფენისა და ტაო ბანკის შუა

Posted by: NINEL 9 Dec 2011, 20:27
ყველაზე კარგი და სუფთა ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი რომელია იქნებ მირჩიოთ

Posted by: bachi24 11 Dec 2011, 12:19
შავი ზღვის ქუჩასთან, ბოჭორმის ქუჩის მხრიდან, ეროვნული კომისიის შენობაში გაიხსნა (ასე 2 თვეა ალბათ) დელიკატესების მაღაზია
იქაა თევზეული, (ყველანაირი) ყველეული, კამფიტურები,ზეთები, ნაღები,მოკლედ ისეთი პროდუქტი,რაც ზოგი გუდვილში და ჯიმარტში არ შემხვედრია, კულინარებს დაგაინტერესებთ მგონი

Posted by: Baltimore 15 Dec 2011, 04:20
თუ იცით, ჩვენთან სადმე იყიდება ულაქტოზო რძე? ფხვნილი და ჩვილების საჭმელი კი არა, ჩვეულებრივად დაფასოებული რძე, მხოლოდ ლაქტოზის გარეშე.

Posted by: irinka1980 22 Dec 2011, 23:33
ერთ-ერთ რუსულ საიტზე წავაწყდი საინტერესო რეცეპტს, შემადგენლობაშია "კერი:,", ეს სანელებელია? ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო

Posted by: n_j 22 Dec 2011, 23:49
irinka1980
კარი curry კურკუმას ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა სანელებლის ნაკრებია

Posted by: irinka1980 24 Dec 2011, 14:21
n_j
ჩვენთან იყიდება?
სად?

პ.ს მადლობა გამოხმაურებისთვისს 2kiss.gif

Posted by: volli35 25 Dec 2011, 01:19
irinka1980
QUOTE
ჩვენთან იყიდება?
სად?

მე მინახავს გუდვილში .... აი პატარა ბოთლებით რომ იყიდება სხვადასხვა სანელებლები იქ ... იმედია იშოვი

Posted by: bikako25 25 Dec 2011, 12:27
ფორუმელებო და თანამოქალაქენო. სად ვიყიდი საქონლის ან ღორის ნაწლავებს. ოღონდ რათქმაუნდა შიგთავსის გარეშეsmile.gif კუპატებს რო აკეთებენ აი ეგეთსhttp://www.radikal.ru
* * *
[b]B
სამგორის ბაზრობაზე და ვაგზალზე.
* * *
Baltimore
სამგორის ბაზრობაზე და ვაგზალზე მინახავს.

Posted by: Felisa 12 Jan 2012, 15:35
bachi24
QUOTE
შავი ზღვის ქუჩასთან, ბოჭორმის ქუჩის მხრიდან, ეროვნული კომისიის შენობაში გაიხსნა (ასე 2 თვეა ალბათ) დელიკატესების მაღაზია
იქაა თევზეული, (ყველანაირი) ყველეული, კამფიტურები,ზეთები, ნაღები,მოკლედ ისეთი პროდუქტი,რაც ზოგი გუდვილში და ჯიმარტში არ შემხვედრია, კულინარებს დაგაინტერესებთ მგონი

ზუსტად რომელ ნომერშია იქნებ მითხრა

Posted by: TechnoVikinGi 13 Jan 2012, 14:52
Felisa
ბოჭორმის 50/18, ვიტრინები მოხატულია პროდუქტებით.

უფრო ზუსტად დავწერ: 300 არაგველის მეტროს როგორც გასცდები ისნისკენ ქეთევან წამებულით მე-3 შუქნიშანთან მარჯვნივ? კუთხეში ახალი მაგისტილის შენობა დგას შუშის.

ირაკლი იკითხე და კოორდინაციას გაგიწევ wink.gif

Posted by: Felisa 13 Jan 2012, 17:37
TechnoVikinGi
QUOTE
ბოჭორმის 50/18, ვიტრინები მოხატულია პროდუქტებით.

უფრო ზუსტად დავწერ: 300 არაგველის მეტროს როგორც გასცდები ისნისკენ ქეთევან წამებულით მე-3 შუქნიშანთან მარჯვნივ? კუთხეში ახალი მაგისტილის შენობა დგას შუშის.

ირაკლი იკითხე და კოორდინაციას გაგიწევ

უი მანდვე ვცხოვრობ smile.gif დიდი მადლობა smile.gif

Posted by: karlsoni 18 Jan 2012, 00:59
curry - ლექსიკონში ნათარგმნია, როგორც კერი.
ვინმემ იცით ეს რა სუნელია და სხვა სახელიც თუ აქვს ქართულად?

Posted by: rtuli 18 Jan 2012, 01:13
karlsoni
QUOTE
ვინმემ იცით ეს რა სუნელია და სხვა სახელიც თუ აქვს ქართულად?

ეს არის სხვადასხვა სუნელების ნაზავი და გამოიყენება ძირითადათ ინდურ სამზარეულოში.
ქართულად არ ითარგმნება,ზუსტად ისეთივე გაგება აქვს როგორც მაგალითად ხარჩოს სუნელი,ან ხმელი სუნელი...ანუ ეს ხომ სუნელების ნაზავებია და ფაკტიურად ვიცით რაც შედის მაგაში.იგივეა კარიშიც ან კერი არვიცი ზუსტად როგორ გამოვთქვა სწორედ.

Posted by: karlsoni 18 Jan 2012, 01:16
rtuli
QUOTE
ეს არის სხვადასხვა სუნელების ნაზავი და გამოიყენება ძირითადათ ინდურ სამზარეულოში.
ქართულად არ ითარგმნება,ზუსტად ისეთივე გაგება აქვს როგორც მაგალითად ხარჩოს სუნელი,ან ხმელი სუნელი...ანუ ეს ხომ სუნელების ნაზავებია და ფაკტიურად ვიცით რაც შედის მაგაში.იგივეა კარიშიც ან კერი არვიცი ზუსტად როგორ გამოვთქვა სწორედ.

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: tamo7779 18 Jan 2012, 23:07
karlsoni
კარი smile.gif
მიყვარს ძალიან.
კვერცხთანაც, კარტოფილსაც უხდება, რაგუსაც

Posted by: UFolk 19 Jan 2012, 23:28
///////////////////////////////////////////////

Posted by: svaniani 22 Jan 2012, 23:44
ვყიდულობ სმარტში ,ბაზარში და პოპულში

Posted by: bachi24 23 Jan 2012, 14:52
ესეთი პასტა აქ სად იყიდება ხომ ვერ მეტყვით?

https://www.google.com/search?hl=ru&q=orzo+pasta&gs_sm=s&gs_upl=1449l1449l0l2715l1l1l0l0l0l0l412l412l4-1l1l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.,cf.osb&biw=1280&bih=933&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=pDsdT4DQMJCF-wbDopDICg

Posted by: orzo 23 Jan 2012, 19:30
QUOTE (bachi24 @ 23 Jan 2012, 14:52 )
ესეთი პასტა აქ სად იყიდება ხომ ვერ მეტყვით?

https://www.google.com/search?hl=ru&q=orzo+pasta&gs_sm=s&gs_upl=1449l1449l0l2715l1l1l0l0l0l0l412l412l4-1l1l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.,cf.osb&biw=1280&bih=933&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=pDsdT4DQMJCF-wbDopDICg

მე რატომ მფლუდავ mad.gif


givi.gif

გუდვილში თუ ნახავ დიღომში user.gif

Posted by: rtuli 23 Jan 2012, 20:19
bachi24
QUOTE
ესეთი პასტა აქ სად იყიდება ხომ ვერ მეტყვით?

თურქულ მარკეტში ვნახე თურსაში.

Posted by: eleven 23 Jan 2012, 20:35
bachi24

კონკრეტულად ამ ბრენდს მე პოპულში ვყიდულობ.


Posted by: bachi24 24 Jan 2012, 00:08
orzo
biggrin.gif

eleven
rtuli
მადლობა

Posted by: eleven 24 Jan 2012, 01:04
1. რა არის ღვიის კენკრა, ბეგქონდარა და როზმარინი? და სად შევიძინო?

2. თევზი კამბალა სად შევიძინო?

3. ზეითუნის ზეთი მინდა კარგი ხარისხის, სად შევიძინო და რა დასახელების?

Posted by: TechnoVikinGi 24 Jan 2012, 18:05
eleven

ბოჭორმის ქ 50/18

Posted by: tamo7779 24 Jan 2012, 19:11
TechnoVikinGi
რა ხდება ამ ადგილას? ანუ რა მაღაზიაა?

Posted by: eleven 24 Jan 2012, 20:57
TechnoVikinGi

ყველაფერი რაც ჩამოვთვალე მანდ იყიდება?

Posted by: tamo7779 24 Jan 2012, 21:40
eleven
ეგ ყველააფერი ბაზრობაზეც იყიდება.
ამ ქუჩას რარაც ხშირად ახსენებენ,საინტერესოა რა მაღაზიაა

Posted by: eleven 24 Jan 2012, 23:11
tamo7779

თევზი კამბალა იყიდებაა? მე არ დავდივარ საყ6იდლებზე ბაზრობაზე, დედაჩემს მოაქვს ხოლმე, და ეგეთი ტევზი არასდროს მოუტანია, დარწმუნებული ხარ რო ეგ თევზი არის მანდ?

Posted by: n_j 24 Jan 2012, 23:29
რუკოლას თბილისში სად ვიყიდი, ან საერთოდ სხვადასხვა ჯიშის სალათებს, იმის გარდა რაც ბაზარში იყიდება,ფართო ფოთლიანი

Posted by: Lemon Curd 25 Jan 2012, 12:58
n_j
QUOTE
რუკოლას თბილისში სად ვიყიდი, ან საერთოდ სხვადასხვა ჯიშის სალათებს, იმის გარდა რაც ბაზარში იყიდება,ფართო ფოთლიანი


გამარჯობა, მგონი ამ საიტზე შეიძლება სხვადასხვა სალათების შეკვეთაო. სიმართლე გითხრა მე არ შემიკვეთია და არ ვიცი როგორია, თუმცა თბილისში რომ ვიყავი, ვაპირებდი და დამახსოვრებული მქონდა სახელი smile.gif
http://sense.ge/index.php?act=page&id=22&lang=ge

Posted by: n_j 25 Jan 2012, 21:15
Lemon Curd
მადლობა smile.gif
========================

Posted by: tamo7779 25 Jan 2012, 21:40
Lemon Curd
რა საინტერესო საიტია.
კურდღლის ხორცი 18 ლარი ძალიან ძვირია - თუ გაყინულია.
eleven
კამბალას დაგიზუსტებ

Posted by: Lemon Curd 25 Jan 2012, 23:16
n_j
QUOTE
Lemon Curd
მადლობა
========================


არაფერს smile.gif არ ვიცი ოღონდ გამოგადგება თუ არა და საერთოდ კიდევ ფუნქციონირებს თუ არა, ისე სწრაფად იხსნება და იხურება მაღაზიები ჩვენთან ...

tamo7779
QUOTE
Lemon Curd
რა საინტერესო საიტია.
კურდღლის ხორცი 18 ლარი ძალიან ძვირია - თუ გაყინულია.

ხო მართალი ხარ, რა ამბავია. მე მანდ უფრო სალათებმა დამაინტერესა იმიტომ, რომ როგორც წესი მარტო ერთი სახის სალათი მინახავს არადა უამრავი სხვადასხვა ჯიში არსებობს და ასჯერ უფრო გემრიელი ვიდრე ეს მწვანე სალათია. რატომ არ თესავენ თუ რგავენ, ნეტა ახალ ჯიშებს რა საინტერესოა, ის ერთადერთი სალათი თუ მოდის სხვებიც ხომ მოვა

Posted by: TechnoVikinGi 25 Jan 2012, 23:59
eleven
tamo7779

როზმარინი არის ჩვეულებრივი და ბიო-როზმარინი, ზეითუნის ზეთებიც არის როგორც ჩვეულებრივი ასევე პირველადი დაწურვის.

მაღაზიაა დელიკატესების, ყველა სახის საკვები პროდუქტები დაწყებული ზღვის პროდუქტებით დამთავრებული საკონდიტრო ნაწარმით.

შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე და ნახოთ ზოგადად რა პროდუქციაა განთავსებული, ყოველ თვე ასორტიმენტი იზრდება და საიტზე განთავსებული პროდუქციით არ შემოიფარგლება კომპანია.

თუ მოხვალთ ირაკლი იკითხეთ და კოორდინაციას გაგიწეევთ smile.gif

საიტი: www.ecsge.ge
* * *
ხოო მართლა 28-იდან დაიდება განახლებული პროდუქცია, ბევრ საინტერესო და უცხო პროდუქტებს წააწყდებით.

Posted by: n_j 26 Jan 2012, 11:09
Lemon Curd
tamo7779
მინიმუმ 20 ლარიდან ვიღებთ შეკვეთასო უწერია და კერძო პირებს ნაკლებად გამოადგებათ, ამდენ სალათს ვერ შევუკვეთავ და კომბოსტოს და პამიდორს ინტერნეტით ვინ ყიდულობსuser.gif სადმე მაღაზიაში არ იყიდება ნეტავ?

Posted by: Lemon Curd 29 Jan 2012, 22:30
n_j
QUOTE
Lemon Curd
tamo7779
მინიმუმ 20 ლარიდან ვიღებთ შეკვეთასო უწერია და კერძო პირებს ნაკლებად გამოადგებათ, ამდენ სალათს ვერ შევუკვეთავ და კომბოსტოს და პამიდორს ინტერნეტით ვინ ყიდულობსსადმე მაღაზიაში არ იყიდება ნეტავ?


ხო ეგ ცუდიაsad.gif ისე თანამშრომლებთან ერთად ვაპირებდი ადრე შეკვეთას, 2-3 თუ შეუკვეთავ უკვე ბევრი აღარაა, ნუ მერე რა თქმა უნდა, დაგვეზარა...
მაღაზიაში არ ვიცი ნამდვილად, იქნებ ვინმემ იცოდეს...

Posted by: mavina 1 Feb 2012, 16:45
გუდვილის პროდუქტებს ვენდობი, იმიტო რო რაც მიყიდია ყველა კარგი ხარისხის გამომდგარა
* * *
სად შეიძლება კარგი მაკარონის ყიდვა?

Posted by: marao111 3 Feb 2012, 14:07
მე რაიონში ვცხოვრობ და სულ ახალ ხორცს ვყიდულობ, ყველს და კვერცხს ადგილობრივ ბაზარში ვყიდულობ

Posted by: tuta_tuta 3 Feb 2012, 16:14
ერთი ორჯერ მოვკარუ ყური რომ სადღაც იყიდება ქართული პარმეზანის ყველი...

ზუსტად სად ეს ვერ გავიგეეsmile.gif))))) იქნებ ვინმემ იცით


...........

გავიგე უკვე სადაცაა ::smile.gif)))))))))
იქნებ სხავსაც დაგაინტერესოთ და მოგწერთ რომ ნუცუბიძის ქუჩაზე მეორე პლატოს ასახვევამდე, არის " ყველის კუთხე" და იქ

.დ მიცკევიჩის დასაწყისში.

ბევრად უფრო იაფი ღირს და ძალიან გემრიელიაოოოsmile.gif)

Posted by: tatia@ 4 Feb 2012, 23:31
ძალიან მომწონს პოპული და ხშირად ვყიდულობ პროდუქტს

Posted by: buka79 5 Feb 2012, 15:06
პოპულში არამარტო ცუდი მოლარეები ზიან არამედ პროდუქტიც არასახარბიელოა.იმდღეს სალათის ყიდვა მინდოდა და იქ ისეთი რამ შევნიშნე რომ გადავიფიქრე და აღარც არასდროს მოვისურვებ მანდ შესვლას

Posted by: pantera1974 8 Feb 2012, 23:12
QUOTE
სად ყიდულობთ პროდუქტებს?

ხორცს აგრარულ ბაზარში ნაცნობ ყასაბთანsmile.gif)) ყველს ერთ იმერელ ქალთან იმასაც ბაზარში. რძის პროდუქტებს "სოფლის ნობათი" მომწონს და ყველგან იყიდება დიდ სუპემარკეტებშიც დავდივარ როცა ბევრი რამე მჭირდება და ბლომად მაქვს ფული მაგალითად მასკარპონეს ბაზარში ვერ ვიყიდი ან კუთხის მარკეტში
* * *
QUOTE
სუპემარკეტებშიც დავდივარ როცა ბევრი რამე მჭირდება და ბლომად მაქვს ფული

და ვირთხები რომელში არიან? რომელ სუპერმარკეტში?

Posted by: rusudani7 9 Feb 2012, 14:06
დღეს თუ არის რაიმე ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი, კარგი იქნება თუ გამოქვეყნდება ჩამონათვალი, ბავშვებს რომ მაინც ვაჭამოთ

Posted by: pantera1974 10 Feb 2012, 19:51
rusudani7
ჩვენ სოფლიდან მოგვაქვს ყველი უსასუქო ფქვილი მწვანილი ლობიო ბოსტნეული კარაქი რძე , ქათამი და და ბევრი რამ კიდე და მგონია რომ ეგ მაინც გვშველის თორე რავიცი რა გვეშველებოდა,

Posted by: Trump 11 Feb 2012, 00:00
იქნებ დამეხმაროთ , ვეძებ ბარის სპეციალურ ხელსაწყოებს , რამე მაღაზია ხომ არ გეგულებათ სადაც იქნება : გრძელი კოვზი , ჩასაჭყლეტი , შეიქერი , გამოსაწური და ასე შემდეგ..

Posted by: Maykuna 11 Feb 2012, 12:51
სოიოს სოუსი გამითავდა , (მეუღლემ ჩამომიტანა)

, ჰოდა სად შეიძლება აქ ვიყიდო

Posted by: Natia_N_N 15 Feb 2012, 16:18
Maykuna
შინჰოფერში და გუდვილშიც

მე მაინტერესებს გამხმარი ჩირები მინდა, სხვადასხვა ფერის და ნორმალურ ფასში სად ვიყიდო?, ანუ ე.წ. ცუკატები მინდა. გუდვილში მანქანის ფასი ადევს 100 გრამს

Posted by: frontushka 15 Feb 2012, 16:24
Natia_N_N
დეზერტირების ბაზარი რომ იყო ადრე, მანდ იყიდება, გვერდით კორპუსი დგას, მგონი თევზეულის ბაზარია შიგნით, ჩირები გარეთვე მაქვს ნანახი
იმედია მიგახვედრე, რა ადგილსაც ვგულისხმობ smile.gif

Posted by: bimi 15 Feb 2012, 17:34
მაინტერესებს ვინ აკონტროლებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას,

Posted by: Blur 15 Feb 2012, 18:05
ტკბილი სოიოს სოუსი სად იყიდება ხომ არ იცით ვინმემ? აქ რაც გავსინჯე ყველა მარილიანია და წყალივით თხელი, მე უფრო სქელი კონსისტენციისას და რაც მთავარი ტკბილი გემოთი ვეძებ.

Posted by: ditrixa 22 Feb 2012, 22:43
მეგობრებო, ხომ არ იცით სად შეიძლება სიმინდის მარცვლების ყიდვა?

რო მოვხარშო რა .. ისეთი არ მინდა ცივად რო იყიდება

მადლობა

Posted by: გიო777 24 Feb 2012, 23:39
QUOTE (ditrixa @ 22 Feb 2012, 22:43 )
მეგობრებო, ხომ არ იცით სად შეიძლება სიმინდის მარცვლების ყიდვა?

რო მოვხარშო რა .. ისეთი არ მინდა ცივად რო იყიდება

მადლობა

ნავთლუღში ნახე? ან ვარკეთილში? სუპერმარკეტებში არ იქნება

Posted by: tamo7779 25 Feb 2012, 09:55
Natia_N_N
ფანდაში. იკითხე და გეტყვიან ზუსტად


Posted by: Suleluka 2 Mar 2012, 16:26
კარიცა - კარდამონი - მუსკატის კაკალი - მგონი ყველა ერთი და იგივეა, ფასი ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ 100 გრ რა ღირს?

Posted by: mashikooo 5 Mar 2012, 13:55
QUOTE (Suleluka @ 2 Mar 2012, 16:26 )
კარიცა - კარდამონი - მუსკატის კაკალი
სხვადასხვაა- მუსკატს პატარა კაკლის ფორმა აქვს; კარდამონი-ილი- მზესუმზირის ხელა თეთრი მარცვლებია; კარიცა-დარიჩინი- ხის ყავისფერი ქერქია, დაფქვილიც იყიდება.
ფასი, გააჩნია, სად იყიდი და ვის გამოშვებას, გუდვილში, ჯორჯიტაში, ინდურ ბაზრობაზე გამოფენაზე, თუ ბაზრობაზე(უფრო ბაზრისკენ რომ არის, გვერდითი შესასვლელიდან, პროდუქტები იყიდება ყველანაირი, ფარდების მაღაზიასთან არმისული, ერთი ხეიბარი კაცი ყიდის, 2 ვაჟით, მთელი თბილისი იცნობს მათ), გერმანულ-ფრანგულ-იტალიურ-ინდურ ბოთლ-კოლოფ-პაკეტებში თუ წიგნიდან ამოხეულ "კულიოკში" smile.gif , მაქსიმუმ 3-5 ლარი ალბათ
* * *
QUOTE (Trump @ 11 Feb 2012, 00:00 )
იქნებ დამეხმაროთ , ვეძებ    ბარის სპეციალურ  ხელსაწყოებს  , რამე მაღაზია ხომ არ გეგულებათ სადაც იქნება  : გრძელი კოვზი , ჩასაჭყლეტი , შეიქერი ,  გამოსაწური და ასე შემდეგ..

წერეთელზე(ზუსტ ნომრებს ვერ დავაფიქსირებ) არის რამოდენიმე თურქული მაღაზია, 3-4 , სამრეწველო დანიშნულების სამზარეულო მოწყობილობების. ბევრი რაღაცეები აქვთ.
და კიდევ მელიქიშვილზე, 51 სკოლის და საქართველის ბანკის შენობებს შორის რომ შესასვლელია, იქ არის მაღაზია სამრეწველო დანიშნულების ყავის ((ill და სხვა ფირმები) დანადგარები და სხვა რაღაცეები იყიდება, კითხვა შეიძლება, ეგენიც თუ არის...

Posted by: Suleluka 5 Mar 2012, 14:25
mashikooo
დიდი მადლობა, მაგრამ მგონი ეხლა უფრო დავიბენი rolleyes.gif
ვაგზალზე სადაც საკონდიტრო "რაღაცეები" იყიდება მანდ ვიყიდე პატარა შეკვრით ალბათ 20-50გრ-იანით, ძალიან მომეწონა ვაშლის პეროგში. ახლობელს რომელსაც სანელებლების საბიოთუმო ბაზართან აქვს შეხება ვთხოვე წონით თუ იყიდება კარიცა მოეტანა ჩემთვის, მომიტანა და მითხრა რომ კარიცაა, იგივე მუსკატი კაკალი... ჩემი ვაშლის პეროდი ვინც გასინჯა კარიცით, აა ეს პეროგი კარდამონით არისო, მე ვუთხარი კარიცაა თქო ხო რა იგივეაო...
ეხლა ეს 1 კგ ვიყიდე ე.წ კარიცა, ოღონდ მუსკატის კაკალი-დაფქვილ მდგომარეობაშI და მგონი სულ სხვა გემო აქვს

Posted by: mashikooo 5 Mar 2012, 14:42
აბსოლუტურად სხვადასხვაა ეს სანელებლები! სხვათა შორის მუსკატი ვაშლის ღვეზელს მართლა ძალიან უხდება.
ილის და მუსკატის გემო იგრძნობა კარგ !!!! პასკაში
ფერითაც შეიძლება მიხვედრა: დაფქვილი დარიჩინი შოკოლადის ფერია, ილი- ჭუჭყიან-მოთეთროა, იმიტომ რომ თეთრი გარსი აქვს და შიგნით წვრილი შავი მარცვლები და მუსკატი დარიჩინზე ოდნავ ღია ფერია.
როგორ აგიხსნათ ასე, ძნელია. აი, იმ კაცთან თუ მიხვალთ, ბაზრობაზე, პასაჟში, დახლზე გაჩვენებთ ყველას, დაგასუნინებთ და გემოსაც გაგასინჯებთ. მიხვდით, რომელ ადგილს ვგულისხმობ?
1კგ-? wow.gif საკუთარ საფუნთუშე-საკონდიტროს ხსნით? smile.gif სანელებლები ახალი ჯობს

Posted by: Suleluka 5 Mar 2012, 15:09
mashikooo
ხო ყველამ ეგ მითხრა ვინც ნახა რამდენი ვიყიდე biggrin.gif rolleyes.gif
კილო 18 ლარი, ჩემთან ახლოს მაღაზიებში არ იყიდება და თითქმის ყველაფერს ეგეთი რაოდენობებით ვყიდულობ smile.gif
მოსტაფილოსფრო-მოკაკაოსფრო არის და ძალიან არომატული smile.gif

Posted by: mashikooo 5 Mar 2012, 15:09
QUOTE (Lieder_Tim @ 5 Dec 2011, 22:40 )
ტარტალეტკის ფორმაო არისო, მართკუთხედი - არაო

ანუ მთლიანი ფორმა გინდათ, ღვეზელ-ტორტივით, თუ პატარა ოთხკუთხედებად ჩალაგებული? პატარები გერმანულ მაღაზიაში ვნახე საახალწლოდ, ეს მაღაზია უზნაძის ქუჩაზეა, ნომერი არ ვიცი, მაგრამ აღმაშენებლიდან დაახლოვებით "ბატასთან" უნდა ჩაუხვიოთ და ლუწ მხარესაა, გარედან არც ეტყობა მაინცდამაინც, 2 საფეხური კიბეა ასასვლელი. შერეული მაღაზიაა და შიგნითა ოთახში იდო

Posted by: selia 5 Mar 2012, 17:52
ირისი სად შეიძლება ვიყიდო?
.........................................................

Posted by: mashikooo 6 Mar 2012, 11:19
Suleluka
QUOTE (Suleluka @ 2 Mar 2012, 16:26 )
კარიცა - კარდამონი - მუსკატის კაკალი - ყველა ერთი და იგივეა?
დარიჩინი(კორიცა რუსულად)-
http://pl.wikipedia.org/wiki/Cynamonowiec_cejlo%C5%84ski
ჯაოზი,( მუსკატის კაკალი)-
http://es.wikipedia.org/wiki/Myristica
ილი, (კარდამონი)-
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%B4%D0%B0%D0%BC%D0%BE%D0%BD
ვიკიპედიის ვარიანტები სხვადასხვა ენებზეა, არჩეულია ის, რომელიც საუკეთესოდაა ილუსტრირებული, ჩანს დაუფქვავიც და დაფქვილიც. წაკითხვისთვის გადართვას რაღა უნდა! smile.gif
სხვათა შორის, აქ პირველად ვნახე, რომ დარიჩინს მოსტაფილოსფერო ელფერი დაკრავს! მე ასეთი არ შემხვედრია, სულ კაკაოსფერები მაქვს ხოლმე.
ასე რომ, უდავოა, შენაძენი დარიჩინია.

Posted by: Suleluka 6 Mar 2012, 11:43
mashikooo
ვიზუალურად პირველს ჰგავს, მოსტაფილოსფერო ფერი ამას უფრო აქვს
user posted image
კარგად უნდა ვკითხო იმას ვინც მომიტანა, მაშინ ყველა ერთი და იგივე მეგონა და დიდად არ გამიმახვილებია ყურადღება.
გაიხარე 2kiss.gif

Posted by: mashikooo 6 Mar 2012, 17:48
QUOTE (Suleluka @ 6 Mar 2012, 11:43 )
ვიზუალურად პირველს ჰგავს, მოსტაფილოსფერო ფერი ამას უფრო აქვს

მეც ზუსტად დარიჩინს ვფიქრობ.
თან იცი რა, პირადად მე არ მინახავს გასაყიდად დაფქვილი ილი...დარიჩინის და მიხაკის დაფქვა კი ბატონო, მიღებულია, მაგრამ ილი და მუსკატი ნაკლებად

Posted by: tamo7779 7 Mar 2012, 12:06
mashikooo
Suleluka
მიყიდია ორივე. დაფქვილიმუსკატი - რუსულად აწერია - ორნაირი შეფუთვაა.
ილი კი აქ დაფქვილი, უწარწეროდ

Posted by: TT-KK 9 Mar 2012, 17:25
ყველი მასკარპონე სადმე იყიდება?

Posted by: tamo7779 9 Mar 2012, 20:31
TT-KK
ჯიმარტ-გუდვილი

2 ვარიანტი:იტალიური და გერმანული

https://goodwilldelivery.ge/product.aspx?id=1586 ეს არის გერმანული. იტალურიური 20 ლარი ღირს 500გრამიანი. მე სხვაობა ვერ გავიგე, ერთნაირად უგემრიელესი გამოვიდა

Posted by: eleven 9 Mar 2012, 21:09
კარგი ხარისხის მუქი შავი ჩაი მინდა, ისეთი ჩემმა ჩაის მოყვარულმა მამამთილმა რომ ვერ დაიწუნოს smile.gif არომატების გარეშე. მაგრამ კარგი ხარისხის. გემრიელი. მირჩიეთ რამე, დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო smile.gif

Posted by: TT-KK 9 Mar 2012, 21:10
მადლობა tamo7779
QUOTE
https://goodwilldelivery.ge/product.aspx?id=1586 ეს არის გერმანული. იტალურიური 20 ლარი ღირს 500გრამიანი. მე სხვაობა ვერ გავიგე, ერთნაირად უგემრიელესი გამოვიდა

არადა საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასში

Posted by: eleven 9 Mar 2012, 22:43
TT-KK

არ ვიცი რის გაკეთებას აპირებ მაგ მასკარპონეთი მაგრამ ჩვენ ტირამისუს ვაკეთებთ უფრო იაფიანი ვარიანტით და უგემრიელესია. ასე რომ ფულს ნუ გადაყრი.

Posted by: ninicool 9 Mar 2012, 23:34
eleven
QUOTE
კარგი ხარისხის მუქი შავი ჩაი მინდა, ისეთი ჩემმა ჩაის მოყვარულმა მამამთილმა რომ ვერ დაიწუნოსარომატების გარეშე. მაგრამ კარგი ხარისხის. გემრიელი. მირჩიეთ რამე, დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო

მე თურქეთიდან ჩამომიტანეს ძალიან კარგი ჩაი, საქართველოში კარგი ჩაი მე არ მიყიდია ჯერ, ფასის მიუხედავად. მეც იგივე პრობლემა მაქვს, არც ერთი ჩაი არ მომწონს, ნაგავი იყიდება და რა მოგეწონება, ბავშვობაში რომ მახსოვს მოსკოვიდან ჩამოტანილი ჩაის გემო, ისეთი ჩაი მხოლოდ თურქეთიდან ჩამოტანილს ჰქონდა. რკინის კოლოფში იყო დასაყენებელი არაერთჯერადი. ეხლა საქართველოში არ ვარ, რომ ვნახო იმ ჩაის სახელი.

Posted by: rtuli 10 Mar 2012, 01:47
eleven
QUOTE
კარგი ხარისხის მუქი შავი ჩაი მინდა, ისეთი ჩემმა ჩაის მოყვარულმა მამამთილმა რომ ვერ დაიწუნოს  არომატების გარეშე. მაგრამ კარგი ხარისხის. გემრიელი. მირჩიეთ რამე, დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო 

არვიცი,მე მაგალითტად ილგრეის ვსვავ......მაგრამ კარგი ჩაი უნდა დააყენო კიდევაც smile.gif
მაგალითად თურქები+მეც ასე ვაყენებ...ჩაის ფერს საფერეში ვყრი+ნახევარი ჩ.კ.საქარს ვაყრი,ადუღებულ წყალს ვასხავ და მეორე ჩაიდანზე ვდგავ რომელშიც წყალი დუღსს,ანუ ორთქლის აბაზანაზე ვაყენებ,ასე 5-10 წუთის განმავლობაში....სუპერ გემრიელი გამოდის.
ან,უნდა სფუთო დასაყენებელი ჩაიდანი და დააცადო დაყენება.
ხო, ჩაიდანი სადაც აყენებ ჩაის ,უნდა იყოს ცხელი..ანუ ადაღებული წყალი გამოავლე და მერე დააყენე ჩაი.

Posted by: TT-KK 10 Mar 2012, 02:41
eleven
QUOTE
არ ვიცი რის გაკეთებას აპირებ მაგ მასკარპონეთი მაგრამ ჩვენ ტირამისუს ვაკეთებთ უფრო იაფიანი ვარიანტით და უგემრიელესია. ასე რომ ფულს ნუ გადაყრი.


სწორედ ტირამისუს გასაკეთებლად მთხოვეს შეძენა, უფრო იაფიანში გერმანულ მასკარპონეს გულისხმობ?


QUOTE
კარგი ხარისხის მუქი შავი ჩაი მინდა, ისეთი ჩემმა ჩაის მოყვარულმა მამამთილმა რომ ვერ დაიწუნოსარომატების გარეშე. მაგრამ კარგი ხარისხის. გემრიელი. მირჩიეთ რამე, დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო

საქართველოში ყველაზე კარგი ჩაი არის ახმადის "ელ გრეი", მაგრამ მაგას ბერგამოტის არომატი აქვს, უარომატო ახმადის " N1"-ია, ოღონდ ერთჯერადი არა, დასაყენებელი.

Posted by: eleven 10 Mar 2012, 08:46
ninicool
QUOTE
ბავშვობაში რომ მახსოვს მოსკოვიდან ჩამოტანილი ჩაის გემო,


აი ამას ამბობს სულ ჩემი მამათილი, ადრე რომ ჩაი იყოოო smile.gif

rtuli
QUOTE
.ჩაის ფერს საფერეში ვყრი+ნახევარი ჩ.კ.საქარს ვაყრი,ადუღებულ წყალს ვასხავ და მეორე ჩაიდანზე ვდგავ რომელშიც წყალი დუღსს,ანუ ორთქლის აბაზანაზე ვაყენებ,ასე 5-10 წუთის განმავლობაში....

რა მასალის ჭურჭელში ყრი? ფაიფური, ალუმინი, შუშა?

მე მახსოვს სკოლაში გვასწავლეს შენ რომ გიწერია მეორე ვარიანტი ეგრე დაყენება, ოღონდ ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს ფაიფურისო და გარედან ჩაის ტილო (გასამშრალებლად რომ იყენებენ) უნდა შემოახვიო და ესე გააჩეროო.

ოლგრეი სად იყიდება?

TT-KK

ხო გერმანული, აი წინა გვერდზე ლინკი რომ დაგიდეს გუდვილის, ეგაა ზუსტად რასაც ჩვენ ვხმარობთ smile.gif
QUOTE
ახმადის " N1"-ია,

ეგ გასინჯული ექნება smile.gif

Posted by: buka79 11 Mar 2012, 16:40
ახმადის ჩაი მართლაც ძალიან გემრიელია.გვრიინ ფილდიც კარგია-რავიცი მე ძალიან მომწონს.თქვენც დააგემოვნეთ იქნებ მოგეწონოთ wink.gif wink.gif

Posted by: TT-KK 12 Mar 2012, 17:35
eleven
QUOTE
ოლგრეი სად იყიდება?

EARL GREY AHMAD TEA პოპულშიც არის, მწვანე ფერის მუყაოს კოლოფშიც არის და თუნუქის კოლოფშიც - სასაჩუქრედ ეს ჯობია. ნამდვილად აქვს "ძველებური" ჩაის გემო და სხვათაშორის ბერგამოტის არომატიც ძალიან უხდება, კიდევ უფრო აკეთილშობილებს,

Posted by: ninicool 12 Mar 2012, 18:00
TT-KK
QUOTE
ბერგამოტის არომატიც ძალიან უხდება

yes.gif ეგ არომატი მეც ძალიან მომწონს

Posted by: მონიკა 20 Mar 2012, 22:30
რევანდი სად შეიძლება ვიყიდო?
.........................

Posted by: stenka 27 Mar 2012, 18:04
მოკლედ მესაჭიროება ნაპოლეონის ფირფიტები....

ვიცი რომ იყიდება გამომცხვარი ფირფიტები პატარა მაღაზიებში...მაგრამ მე ცოტა შორს წაღება მინდა და გზაში რომ არ შემომეფშვნას რამე ესეთს ვეძებ...უფრო ცივილიზებულ ფორმებში biggrin.gif




user posted image

user posted image

სადმე თუ იყიდება რამე მსგავსი yes.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2012, 19:05
stenka
QUOTE
ვიცი რომ იყიდება გამომცხვარი ფირფიტები პატარა მაღაზიებში...მაგრამ მე ცოტა შორს წაღება მინდა და გზაში რომ არ შემომეფშვნას რამე ესეთს ვეძებ...უფრო ცივილიზებულ ფორმებში

მერე რა პრობლემაა,თავად მიეცი ცივილური ფორმა yes.gif

Posted by: stenka 27 Mar 2012, 21:22
rtuli
QUOTE
მერე რა პრობლემაა,თავად მიეცი ცივილური ფორმა 

ეგეც შეიძლება მაგრამ მე საერთოდ უწვალებლად მიყვარს ყველაფერი biggrin.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2012, 21:31
stenka
QUOTE
მაგრამ მე საერთოდ უწვალებლად მიყვარს ყველაფერი 

A cat in gloves catches no mice.

Posted by: Silverdrop 1 Apr 2012, 10:04
ბანანის სიროფი მინდა ვიყიდო. გუდვილში არ არის. ((
მადლობა წინასწარ!

Posted by: LTB1948 3 Apr 2012, 12:18
დღეს ემთხვევით ბახტრიონის დასაწყისში ბუკიას ბაღთAნ მოვხვდი და იქ ახალი მაღAზიაა, გარდენი, ჰოდა შევიჭყიტე... ყველანაირი ხილი და ბოსტნეულია რაც კი შეუძლია ადამიანს წარმოიდგინოს და და ვაღა პირი. იქამდე 2 ავოკადო უკვე მქონდა ნაყიდი გუდვილში 3 და 90 ად და მანდ 3 ლარი და 5 თე|თრი ღირს. მოკლედ ბევრი რამეა. სალათი აისბერგი, დაიკონი, პაპაია, გუავა ლაიმი, სატაცური.... პირი დავაღე გაოცებისგან, საქართველოში სულ მიჭირს პროდუქტის მოძიება და ძალიან გამეხარდა რომ მსგავსი მაღAზია გაიხსნა, მოკლედ, თუ რამე დაგჭირდეთ ხილი, ბოსტნეული და სალათის ფურცელი, შეგიძლიათ მაგ მაღAზიაში მოიძიოთ. ბახტრიონის დასაწყისშია, ბუკიას ბაღის პირდაპირ....

Posted by: TENGIZI87 3 Apr 2012, 19:04
მაკარონის მოხარშვა მასწავლეთ რაა? ფლიიზ ..

Posted by: LTB1948 4 Apr 2012, 11:58

TENGIZI87
აქ რათა smile.gif)

რა უნდა, დაადგი 3 ლ წყალი 500 გრ მაკარონზე, ადუღდება და ჩაყარე მარილი, ცოტა ზეთიც შეიძლება რომ არ გაეწეპოს მაკარონო. მერე ჩAყარე მაკარონი, რამდენიმე წუით. შეამოწმე, თუ მოხარშულია გადაწურე და ეგააა.....

Posted by: Peppi 4 Apr 2012, 12:04
TENGIZI87
QUOTE
მაკარონის მოხარშვა მასწავლეთ რაა? ფლიიზ ..

ხვალ ვრცლად დაგიწერ - არის რამდენიმე პუნქტი ყურადღება მისაქცევიsmile.gif

LTB1948
QUOTE
ცოტა ზეთიც შეიძლება რომ არ გაეწეპოს მაკარონო

აი, აქ ვერ დაგეთანხმები და კატეგორიულად წინააღმდეგიც ვარ ზეთის დუღილის, თან მაკარონისთვის..

Posted by: LTB1948 4 Apr 2012, 12:25
Peppi
გეთანხმები, ცხიმის გაცხელაბს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ვინც იკითხა კაცია, და არ დადგება ქურასთAნ და მორევას არ დაიწყებს რომ პასტა არ გაეწებოს, მით უმეტეს თუ სპაგეტია უნდა ხარშვისას ყურადღების მიქცევა უნდა. 2 წვეთი ზეთი კი შრომას გაუადვილებსsmile.gif) თორემ მე ცივი დაწურვის ზეითუნს ვხმარობ და თან სოუსს რომ შეგრილდება მერე ვამატებ და ხახვსაც კი არ ვხრაკავ....

Posted by: Peppi 4 Apr 2012, 16:23
LTB1948
QUOTE
მაგრამ ვინც იკითხა კაცია, და არ დადგება ქურასთAნ და მორევას


smile.gif მშვენიერია, მაგრამ რადგან ამ რეკომენდაციას ბევრი სხვაც წაიკითხავს, ყოველთვის ზუსტად და ალბათ, სრულადაც უნდა დავწეროთ, პრინციპში, როგორც აკეთებ სხვა დროსsmile.gif

Posted by: waiter 4 Apr 2012, 16:58
LTB1948
სხვათაშორის იტალიაში ვცხოვრობდი რაღაც პერიოდი და იტალიელებიც სპაგეტის მოხარშვისას ზეთს ცოტას უმ ატებენ წყალში და არასროს არ იკრავს ესე სპაგეტი, მით უმეტეს ალ დენტე როცა აკეთებ, მაკარონი სლიკინა უნ და იყოს, რის ეფექტსაც ზეთი გაძლევს

Posted by: TENGIZI87 5 Apr 2012, 22:18
Peppi
LTB1948
გაიხარე მადლობა

QUOTE
რა უნდა, დაადგი 3 ლ წყალი 500 გრ მაკარონზე, ადუღდება და ჩაყარე მარილი, ცოტა ზეთიც შეიძლება რომ არ გაეწეპოს მაკარონო. მერე ჩAყარე მაკარონი, რამდენიმე წუით. შეამოწმე, თუ მოხარშულია გადაწურე და ეგააა.....

რომ გადავწურავ მოხრაკვა არ უნდაა ?? იმავე ქვაბში ზეთი და ხახვი და მერე რომ აურიო?

Posted by: tamo7779 8 Apr 2012, 18:52
მშრალი სპირტის მარაგი ამომეწურა sad.gif
სად ვიყიდო?

Posted by: italiashka 15 Apr 2012, 13:53
საღებავები სად შეიძლება ვიყიდო? თბილისში იშოვება საერთოდ?
აი ტორტის ან ნამცხვრის ბისკვიტის საღებავი, მაგალითად smile.gif

Posted by: selia 16 Apr 2012, 00:18
italiashka
პასაჟში სუნელების კაცთან
და თურქებთანაც წერეტელზე, შირნჰოფერის გვერდით, არკასავიტ შესასვლელი აქვს მაღაზიას. მარცხნივ

Posted by: italiashka 1 May 2012, 21:12
TENGIZI87
მაკარონი უმჯობესია იყოს იტალიური...
აუცილებლად უნდა იხარშოს იმდენი ხანი, რაც მითითებულია შეფუთვაზე. ერტი წუთის მერე უკვე ჩახარშულად ითვლება...
წყალი რომ ადუღდება უნდა ჩაიყაროს მარილი და მერე მაკარონი, ხარშვისას რამდენჯერმე მოურიეთ რომ არ მიიკრას...
მერე გადაწურავთ "დრუშლაკზე" და ვუალა! მზადაა smile.gif)


პ.ს. ნორმალურად მოხარშული მაკარონი ისეთი რბილი არ უნდა იყოს, ბებიები რო გვიხარშავდნენ ხოლმე...
უნდა იგრძნობოდეს რო ჩაკბიჩე )))))

Posted by: BAXY 10 May 2012, 20:16
LTB1948
რა მაგარია აისბერგი თუ აქვთ! ძაან მიყვარს ეგ ჯიში ,გემრიელია! წავალ აუცილებლად ვიყიდიიი smile.gif

Posted by: Chursiko 14 May 2012, 21:43
'ტუნა ფიში" იყიდება სადმე?? არასდროს არ შემხვედრია და არც მიძებნია და არის სადმე ნეტა? გუდვილში?

Posted by: rtuli 14 May 2012, 21:52
Chursiko
QUOTE
ტუნა ფიში"

თინუსი მხოლოდ კონსერვების სახით არის ზეთში და თავის წვენში...სუშისთვის და შესაწველად მოგიწევს იაპონიაში გადასვლა smile.gif

Posted by: Natia_N_N 15 May 2012, 18:28
Chursiko
ტუნა მიყიდია გაყინულიც, თუნდაც ბაზრობაზე, მარა ვერ აგიხსნი რომ მომკლა - ორიენტაციის უნდარი არ მაქვს biggrin.gif

Posted by: Gordon Freeman 16 May 2012, 20:01
ხალხნო, სად ვიშოვო ეხლა SUSHI-სთვის ნორი?
სახლში მარაგი ამოიწურა და ... help.gif

Posted by: Peppi 16 May 2012, 22:14
Gordon Freeman
თუ მაღაზიაში არ არის - ნორის გარეშე გააკეთე.. მაგ. ნიგირი, ოში ან ჩირაში ზუში ..(ხელით მოხვეული, დაპრესილი ან გაფანტული)

Posted by: menka 16 May 2012, 22:22
რომელ მაღაზიაში იყიდება ეგ მაინტერესებს,ადრე მრგვალ ბაღთან იყო ხოლმე, და აღარაა

Posted by: ninicool 17 May 2012, 00:04
ერთხელ ვჭამე სუში, გავბრიყვდი და მეორედ რა მაჭმევს. იმ გემოს რა დამავიწყებს.

ვასაბი მომწონს მარტო.

Posted by: TechnoVikinGi 17 May 2012, 10:58
Gordon Freeman
http://ecsge.ge/index.php?Cat=Contact&LanG=1

ყველაფერს ნახავ რაც დაგჭირდება სუშის დასამზადებლად: ნორი, სუშის ბრინჯი, ბრინჯის ძმარი, გველთევზა, ორაგული, სუში ები, ნობაში ები, ამა ები და ბევრი საინტერესო რამ wink.gif
საიტზე ყველაფერი არ დევს რაც რეალურად არის შოუ რუმში

Posted by: fermina 17 May 2012, 12:17
ninicool
QUOTE
ერთხელ ვჭამე სუში, გავბრიყვდი და მეორედ რა მაჭმევს. იმ გემოს რა დამავიწყებს.


მეც biggrin.gif

თავს იმით ვინუგეშებ, რომ ალბათ ცუდი სუში იყო smile.gif და კიდევ იმით, რომ თევზი დიდად არ მიყვარს და რატომ უნდა მომწონებოდა-მეთქი rolleyes.gif

Posted by: n_j 20 May 2012, 22:48
TechnoVikinGi
QUOTE
http://ecsge.ge/index.php?Cat=Contact&LanG=1

ყველაფერს ნახავ რაც დაგჭირდება სუშის დასამზადებლად: ნორი, სუშის ბრინჯი, ბრინჯის ძმარი, გველთევზა, ორაგული, სუში ები, ნობაში ები, ამა ები და ბევრი საინტერესო რამ
საიტზე ყველაფერი არ დევს რაც რეალურად არის შოუ რუმში

აქ წასვლა მინდა და მაინტერესებს ფასები როგორია? წინასწარ რომ განვეწყო biggrin.gif

Posted by: Felisa 23 May 2012, 15:48
QUOTE
აქ წასვლა მინდა და მაინტერესებს ფასები როგორია? წინასწარ რომ განვეწყო

მეც ველი პასუხს smile.gif
როზმარინს სად ვიყიდი?

Posted by: n_j 23 May 2012, 21:45
Felisa
QUOTE
როზმარინს სად ვიყიდი

ხმელს თუ ნედლს? ხმელი ყველაგან სადაც სუნელებია


სწორედ დღეს რატატუიზე მომწერა ერთმა მკითხველმა, ნორის ამაზონიდან ვიწერ, თან უფრო იაფიაო smile.gif აქამდე როგორ არ მომაფიქრდა smile.gif

Posted by: rtuli 23 May 2012, 22:44
n_j
QUOTE
აქამდე როგორ არ მომაფიქრდა

ნინ,კატალოგი ვნახე მაგ მაღაზიის,შავი ზღვის ქუჩაზე რომ არის....ჰოდა ნორიც აქვთ smile.gif...მოკლედ შენ თუარ დამასწარი მე მივალ ამ კვირის ბოლოს yes.gif და ვნახავ.

Posted by: anuka555 24 May 2012, 13:49
კაი კიევური ტორტები სად იყიდება ხომ არ იციით?
როშენის ფირმას აქვს თავისივე ყუთებში შეფუთული,ძალიან გემრიელია და ვეღარ მივაგენი.sad.gif
ხომ არ იციით სად შეიძლება ვნახო ????
უკაცრავად თუ უადგილო ადგილას დავპოსტე sad.gif ბოდიში მოდერს
* * *
http://www.radikal.ru
აი ასეთი იყო sad.gif

Posted by: шапокляк 27 May 2012, 00:11


ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ვიშოვო თხის რძე?
თბილისში ან თბილისთან ახლოს.

Posted by: WOMAN IN LOVE 27 May 2012, 00:52
rtuli
n_j
ფასები მეც მაინტერესებს rolleyes.gif

Felisa
ქოთნით მაქვს ცოცხალი აივანზე smile.gif

anuka555
ასეთი შეფუთვით არსად მინახავს

Posted by: guruliqali 27 May 2012, 07:00
anuka555
მე უკრაინიდან ჩამომაქვს ხოლმე სახლისთვის, ბევრნაირი იყიდება, მაგრამ უკრაინელები ამაზე მეუბნებიან, რომ კლასიკური კიევის ტორტია, სამწუხაროდ, აქ არ შემხვედრია.
http://www.radikal.ru
* * *
шапокляк
მე ვიცნობ ერთ ოჯახს, თხები ჰყავს და რძესაც ყიდიან, თბილისშია, 9-ძმის ქუჩაზე, დღეს გავიგებ ტელეფონის ნომერს და მოგწერ საღამოს. მგონი, ადრეც შევპირდი აქ ვიღაცას...

Posted by: n_j 27 May 2012, 10:20
rtuli
ნორი მაქვს ჯერ-ჯერობით, სხვა ფოე-ფოე ინგრედიენტები მაინტერესებდა smile.gif

WOMAN IN LOVE
აუუ, მე იმხელა ბუჩქი გამიხმა, sad.gif ვერ გავიგე რატომ... რამდენიმე ტოტი გამოიტანა ახალი და ისიც გახმა ცოტა ხანში sad.gif

ეხლა ბაზილიკს დავტრიალებ თავზე და რუკოლა დავთესე, ველოდები smile.gif პიტნა არ ამოდის რატომღაც sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 May 2012, 10:25
n_j
მაღაზიაში ნაყიდი ბუჩქი მეც გამიხმა sad.gif მაღაზიაში აღარ ვიყიდი მცენარეებს, ყველაფერს დედა ეტირა, არადა ვუვლიდი sad.gif
დეზერტირთან ვნახე მერე როზმარინი, 3 ლარად ვიყიდე და კია მშვენივრად
პიტნას მოგცემ ქოთნიანად, თუ გინდა smile.gif
ბაზილიკი და ხუჭუჭა ოხრახუში მაქვს მეც დათესილი და ველოდები. დიდი თქეში რომ იყო, მაშინ ჩამირეცხა წვიმამ, პირდაპირ იმ ქოთანს ასხამდა ჭავლი ეტყობა

Posted by: miau 27 May 2012, 11:29
n_j
,
QUOTE
    რუკოლა დავთესე


რა საინტერესოა smile.gif

პიტნის ძირები მეც შემიძლია მოგცე ნინო. როზმარინს - ველოდებით biggrin.gif თინამ მთელი ბოსტანი გააშენა - ქინძი, რეჰანი, წიწაკა და პიტნა. ეს უკანასკნელი საოცრად არომატულია.

Posted by: n_j 27 May 2012, 14:00
WOMAN IN LOVE
პიტნა ადრე სოფლიდან ჩამოვიტანე და გამიხმა ისიც, ვიფიქრე რომ ქოთანი იყო პატარაrolleyes.gif წელს კიდევ ჩავფალი რამდენიმე ძირი, მაგრამ ეს სხვა ჯიშის პიტნაა, ევროპული, თესლი ვიყიდე და მესამედ ვთესავ, არ ვიცი რა სჭირს sad.gif როზმარინი კი მეც დეზერტირებთან ვიყიდე, 5 ლარად, შეიძლება ბევრ წყალს ვუსხამდით და ამოლპაrolleyes.gif არ გამომდის რა ეს მებოსტნეობა და არც ვეშვები
miau
ჩემმა დადამთილმა ჩამომიტანა 2 დღის წინ, ნახევარი ჩაის კოვზიც არ იქნებოდა იმხელა პაკეტშიrolleyes.gif თავს დავტრიალებ, ყოველდღე წყალს ვუსხამ ცოტას. ძალიან მინდა ამოვიდეს smile.gif

Posted by: guruliqali 27 May 2012, 17:01
шапокляк
QUOTE
თხის რძე

მოგწერეთ

Posted by: miau 28 May 2012, 16:47
n_j
QUOTE
არ გამომდის რა ეს მებოსტნეობა და არც ვეშვები


biggrin.gif მეც მასე ვარ. მებაღეობასა და მებოსტნეობას ჩემი მშობლები ეწევიან. ძირითადად ამ საქმით მამაა გატაცებული. თინას სპეციალიზაცია მწვანილია და დეკორატიული ხელოვნება - მამაჩემის biggrin.gif
ჰო, მარიკას ეხერხება სასწაულად ეს საქმე - უფესვოდ რომ ჩარგოს, მაინც ხარობს მცენარე.

Posted by: anuka555 28 May 2012, 21:17
WOMAN IN LOVE
არც სხვა ადგილას არიცი რომ იყოოს კიევურიი?თუნდაც სხვა შეფუთვით ან შეუფუთავადsmile.gif

Posted by: ninicool 28 May 2012, 22:02
miau
QUOTE
ჰო, მარიკას ეხერხება სასწაულად ეს საქმე - უფესვოდ რომ ჩარგოს, მაინც ხარობს მცენარე.

მეზობელმა ბინა გაყიდა. კარგი ორანჟერეა ჰქონდა და ზოგიერთი ყვავილი მე დამიტოვა, სიკვდილის პირას მივიდნენ ჩემს ხელში, თითქმის გამხმარი გადავეცი სასწრაფო წესით ჩემს მეზობელს და ისე ააყვავა, ვეღარ იცნობდი.
სამსახურშიც გამიხმა კაქტუსი.

Posted by: miau 29 May 2012, 23:20
ninicool
QUOTE
ეზობელმა ბინა გაყიდა. კარგი ორანჟერეა ჰქონდა და ზოგიერთი ყვავილი მე დამიტოვა, სიკვდილის პირას მივიდნენ ჩემს ხელში, თითქმის გამხმარი გადავეცი სასწრაფო წესით ჩემს მეზობელს და ისე ააყვავა, ვეღარ იცნობდი.
სამსახურშიც გამიხმა კაქტუსი.


მეც მასე ვარ ხოლმე biggrin.gif

Posted by: GREENBULLA 31 May 2012, 12:38
მიწისთხილის კარაქი სად იყიდება cry.gif ? ვაკეში გუდვილში ვერ ვიშოვე

Posted by: tamo7779 31 May 2012, 18:43
GreeNBulla
გუდვილში ვყიდულობ ყოველთვის -დიღომშიც არაა ვითომ?
სეზამის არ გინდა? - ესეც გემრიელია

Posted by: GREENBULLA 31 May 2012, 19:09
tamo7779
ნებისმიერი იყოს პროსტა მიწისტხილის კარაქი იყოს

Posted by: miau 31 May 2012, 21:30
GreeNBulla
QUOTE
ნებისმიერი იყოს პროსტა მიწისტხილის კარაქი იყოს


დოლარსთორში იყო, ახლა არ ვიცი...
სეზამის კარაქი სხვაა და არაქისისა სხვა, იმიტომ გკითხა თამომ, სეზამის გაწყობსო? smile.gif

Posted by: GREENBULLA 1 Jun 2012, 00:25
miau
სეზამი როგორია შეგიძლია ორი სიტყვიტ ამიხსნა ? mo.gif

Posted by: ninicool 1 Jun 2012, 00:30
GreeNBulla
QUOTE
სეზამი როგორია შეგიძლია ორი სიტყვიტ ამიხსნა ?

სეზამი, იგივე ქუნჯუთი, ძალიან გემრიელი და ძალიან წვრილი მაცვლებია. გამოიყენება პურ-ფუნთუშეულზე მოსაყრელად.

Posted by: miau 1 Jun 2012, 00:30
GreeNBulla
QUOTE
სეზამი როგორია შეგიძლია ორი სიტყვიტ ამიხსნა ?


სეზამი, იგივე ქუნჯუთი http://ru.wikipedia.org/wiki/Кунжут

ქუნჯუთ-ი [სპარს.] - ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისაგანაც იღებენ ზეთს; ხარობს ცხელ ქვეყნებში.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

http://www.poleznenko.ru/kunzhut-poleznye-svojstva.html

წვრილი მარცვლებია, ფუნთუსებს აყრიან, აზიურ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება.

Posted by: italiashka 1 Jun 2012, 12:27
ხალხო ნორის სად შოულობთ? smile.gif



დედაჩემი რამდენი წელია ეძებს და ჩამოტანაც ავიწყდება ხოლმე biggrin.gif
* * *
QUOTE (TechnoVikinGi @ 17 May 2012, 10:58 )
Gordon Freeman
http://ecsge.ge/index.php?Cat=Contact&LanG=1

ყველაფერს ნახავ რაც დაგჭირდება სუშის დასამზადებლად: ნორი, სუშის ბრინჯი, ბრინჯის ძმარი, გველთევზა, ორაგული, სუში ები, ნობაში ები, ამა ები და ბევრი საინტერესო რამ wink.gif
საიტზე ყველაფერი არ დევს რაც რეალურად არის შოუ რუმში

და ნორმალური ფასებია?
აი ნორი რა ღირს მაგალითად? თუ ძვირია, აზრი არ აქვს, არ ვიყიდი... იტალიაში მივდივარ და იქიდან ჩამოვიტან ემრე... კაპიკები ღირს

Posted by: tamo7779 4 Jun 2012, 12:16
GreeNBulla
თურქები იყენებენ ძალიან ხშირად - ფუნთუშებზე
ძალიან გემრიელია
ორნაირი იყიდება
1: კუნჟუტის ხალვა-კრემი - იგივე მასაა რაც ნუტელას შოკოლადის კრემი
2: კუნჟუტის ხალვა კრემი + დაჭრილი ფისტაშკები, ესეც იგივე მასაა რაც ნუტელა

ორივე ტკბილია. მე მაგალითად ხალვა არ მიყვარს,მაგრამ ეს მომწონს.
350 გრამია და 4,50 და ფისტაშკებიანი 5,50 ლარი ღირს

არახისი არამგონია შეგიცვალოს, მაგრამ ესეც გემრიელია

Posted by: matusala_5 4 Jun 2012, 16:22
QUOTE
სეზამის კარაქი სხვაა და არაქისისა სხვა, იმიტომ გკითხა თამომ, სეზამის გაწყობსო?

თვითონ მარცვლები კი უხდება პურ- ფუნთუშეულს მაგრად yes.gif
მაგრამ მისი კარაქს სხვაც რომ ჭამს ცუდად ვხდები lol.gif (ერთეხელ გავსინჯე და...)

მისკოს ფირმის პროდუქტი საქართველოში არის?
ესეთი მინდა ძალიან
http://www.radikal.ru

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jun 2012, 18:05
არაქისის კარაქი ნიკორას ქსელშიც იყიდება
ქუნჯუთი და ტახინა - თურქულ მარკეტში
* * *
matusala_5
ეგეთიც თურქულ მარკეტში აქვთ, ბრინჯის ფორმის პასტაზე არ ამბობ?

Posted by: matusala_5 4 Jun 2012, 19:40
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეგეთიც თურქულ მარკეტში აქვთ, ბრინჯის ფორმის პასტაზე არ ამბობ?

კი ბრინჯის ფორმა აქვს,მაგრამ ბრინჯზე და მაკარონზე ბევრად უფრო გემრიელია გემრიელია.chups.gif
ვიყავი წერეთელზე ამას წინათ,მაგრამ არ მომხვდა მაშინ თვალში,ეხლა მოვძებნი ...

გაიხარე დიდი მადლობა !

Posted by: GREENBULLA 5 Jun 2012, 09:16
დიდი მადლობა ყველას დავიწყე ეხლა უკვე მეორეს ძებნაც biggrin.gif

Posted by: Sokka 14 Jun 2012, 02:21
საბურთალოზე (ან სადმე.. gigi.gif) ლაიმი და ახალი პიტნა სად შეიძლება ვიშოვო?

და რომი სადმე არ იშოვება პატარა ბოთლებში?

Posted by: n_j 14 Jun 2012, 23:14
Sokka
პიტნა ბევრგან იყიდება, სადაც მწვანილებია, ლაიმი არ ვიცი მაგრამ მაისი წვენი იყიდება პატარა ბოთლებით ჯორჯიტაში,როგორც მახსოვს სუფთა წვენია, ასე ეწერა

Posted by: Amuza 3 Jul 2012, 16:49
სად ვიყიდო ზღვის პროდუქტები (კრევეტები, მიდიები, კალმარები) რეალურ ფასად? გუდვილი არ მითხრათ ოღონდ რააა, კრევეტები ღირს 60 ლარამდე და გაყინული სამეფო კრევეტები თავიანად 35 ლარი....

Posted by: Lilian 4 Jul 2012, 10:04
ფრანგული კონიაკების შეძენა სად შეიძლება საქართველოს ფარგლებში? ხარისხიც რომ შესაბამისი იყოს.
camus Hennesy ეს ორი მაგალითად.
აქ მაინც არ იციტ?

Posted by: tamar1586 4 Jul 2012, 13:11
გამარჯობა, კულინარებო,

Cheddar cheese - ს სად ვიყიდი თბილისში? ან თუ ვერ ვიყიდი, რომელი ყველით შემიძლია რომ შევცვალო?

მაკ&ჩიზ მომენატრა ძალიან და უნდა გავაკეთო.

დიდი მადლობა წინასწარ! wink.gif

Posted by: n_j 4 Jul 2012, 13:25
tamar1586
ფირფიტებად იყიდება, მდნარი, სენდვიჩებისთვის

Posted by: TechnoVikinGi 4 Jul 2012, 14:01
italiashka
30 ლარი ღირს 50 ფურცელი

Posted by: tamar1586 4 Jul 2012, 14:47
n_j
გმადლობ! პოპულში მიმასწავლეს wink.gif

Posted by: lasha707 4 Jul 2012, 17:11
killer
QUOTE
სად ყიდულობთ პროდუქტებს?

ნავთლუღის ბაზარში ყველაზე ხარისხიანი პროდუქტია და თანაც საკმაოდ იაფია.

Posted by: iverson 6 Jul 2012, 20:00
QUOTE
საღებავები სად შეიძლება ვიყიდო? თბილისში იშოვება საერთოდ?
აი ტორტის ან ნამცხვრის ბისკვიტის საღებავი, მაგალითად smile.gif


QUOTE
პასაჟში სუნელების კაცთან

selia
სად არის ეს "სუნელების კაცი"? user.gif აი კიდობნის მხრიდან რო შეხვიდე და სულ ბოლოშI რო გახვიდე ტორტის ფორმები და ბისკვიტი რო იყიდება მანდ?


და სადმე საბურთალოზე ხო არ იყიდება? და კიდე თეთრი ფხვნილი რომლისგანაც კრემს აკეთებენ ასეთი რამე თუ გაგიგიათ user.gif

გუდვილში არ იყო



Posted by: mainc 9 Jul 2012, 18:29
პროდუქტი არ არის,მართალია, მაგრამ

ანტრეში რომ გემრიელი სოუსია, სალათებს რაც მოყვება ხოლმე, მაგის რეცეპტი ხომ არ იცით?
ლიმონი აქვს და სოიო მგონი მმ

Posted by: ladywin 12 Jul 2012, 12:11
ასეთი ქილები სად შევიძინოოო??


http://imageshack.us/photo/my-images/268/dsc027972b2528copy2529.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: სატა 14 Jul 2012, 13:05
არ იცით აქ ლობსტერი სად იყიდება??? : )))

Posted by: ჯიო 16 Jul 2012, 13:49
შაურმის თურქული წიწაკები სად იშოვება ხომ არ იცით ? :S

Posted by: tamo7779 27 Jul 2012, 00:35
iverson
კი, მაგაზეა საუბარი:სუნელების კაცი პასაჟშია. კიდობნის მხრიდან თუ შედიხარ, მაშინ ბოლომდე უნდა გაირო და მარჯვენა კიდეშია.
ეს ფხვნილები, (ცოტა რომ უნდა და ბევრი რომ გამოდის) - კრემები რომ კეთდება - არ ვარგა, ნუ სასარგებლო არაა.

ladywin
დიდ ბაზრობაზე (კიდობნის უკან) გადახურული რიგი რომაა: ჭურჭელი, შეფუთვები, და ბოლოში კანცელარია რომაა, აი მანდ. მარჯვენა რიგში, მარჯვენა დახლია, მგონჯი მეორე - რუსი ქალია. ჰქონდა გაზაფხულზე მსგავსი ქილები თან, სხვადასხვა ზომის

Posted by: iverson 27 Jul 2012, 09:52
tamo7779
ხო ზუსტად 20 დღის წინ ვიყავი მასთან smile.gif))) ყველა ფერის საღებავი ვიყიდე და ის კრემის ფხვნილიც. მაშინ არ ვიცოდი რომ მავნეა :/ მაგრამ საბედნიეროდ მოხარშული კრემი კარგი გამოვიდა და არ გამომიყენებია ^^ ეგ ფხვნილი მექნება ხოლმე როგორც პლან B user.gif

ძალიან კარგი გამყიდველი იყო "გულისყურით მომეკიდა" და ტორტის შუშხუნა თუ რა ქვია ის მაჩუქა biggrin.gif

Posted by: ketevani85 30 Jul 2012, 11:07
წერეთელზე კარგი საცხობი არ იცით, სადაც შევძლებ ნამცხვრის ყიდვას?
ან იქნებ ნომერი იცოდეთ.
ყვითელ ფურცლებში ვერაფერი ვნახე

Posted by: guruliqali 30 Jul 2012, 11:11
ketevani85
წერეთელზე მე მხოლოდ "მეგამარკეტში" ვყიდულობ ნამცხვრებს yes.gif

Posted by: ketevani85 30 Jul 2012, 11:20
guruliqali
და რა ადგილასაა?
ფასები ნორმალურია, მაგ. ერთი ნაჭერი რა ღირს საშუალოდ

Posted by: guruliqali 30 Jul 2012, 12:06
ketevani85
მეგამარკეტი სავაჭრო ცენტრ "მეგალაინშია" კერესელიძის ქუჩაზე.
ტელეფონი (მეგამარკეტის) არის 235 67 67, მეგალაინის - 235 70 00. შეგიძლია დარეკო, ფასები გაარკვიო, შეუკვეთო.
ფასები საშუალოზე ძვირია, სხვადასხვა ნამცხვრებს აცხობენ - სამარხვო პეროგით დაწყებული ტორტების ჩათვლით. ტორტს ნაჭრებითაც ყიდიან და მთლიანადაც, როგორც გინდა.

Posted by: ketevani85 30 Jul 2012, 12:11
guruliqali

გაიხარე smile.gif

Posted by: guruliqali 30 Jul 2012, 12:16
ketevani85
იმედი მაქვს, მოგეწონება, მე მომწონს მაგათი ნამცხვრები და რაც მთავარია, სტაბილურად კარგია, ხარისხი არ გაუფუჭებიათ.

Posted by: TechnoVikinGi 30 Jul 2012, 13:14
SataN-666
http://ecsge.ge/index.php?Cat=ProD&cat_id=25&sub_id=91&prod_id=92&LanG=2

450 გრამია წონა, ფასი 31,20

Posted by: mainc 30 Jul 2012, 17:37
ჩინური სოკო სად იყიდება ,ხომ ვერ მეტყვით? რომ არ ვეძებო მარკეტ-მარკეტ
ბამბუკის წვნიანისთვის მინდა шиитаке ან тонгу

Posted by: n_j 30 Jul 2012, 19:01
mainc
შიიტაკე შირნჰოფერში იყიდება, გამხმარი

Posted by: sallli1 30 Jul 2012, 19:26
ხამანწკები გემრიელია? არ მიჭამია არასდროს და ეხლა რაც თმაზე პრობლემები მაქვს ეექიმმა ერთერთი ეგ გმომერა და საზიზღრობაა? biggrin.gif

Posted by: Bestpc 30 Jul 2012, 20:36
user posted image

ეს ადრე 1თვის წინ ვიყიდე გუდვილში 1 კვირის წინ ვიყავი და არ ქონდათ ვერც მიხვდა ის გოგონა რაზე ვეუბნებოდი smile.gif)) ბურბუშელა მიწის თხილით და წიწაკით მექსიკური სტილი

მოკლედ Lorenz ფირმის პროდუქტი სად შეიძლება ვიყიდო ???

Posted by: mainc 31 Jul 2012, 14:33
n_j
მადლობა

Bestpc
ასეთი მიწისთხილი სხვა ბრენდის შევიძIნე გუდვილში, მიდი სადაც ასეთი პროდუქტია , ჩირები,მიწისთხილები და ა.შ. და თავად იპოვი, თორე კონსულტანტები მართლა ვერ დაგეხმარებიან ხშირად , რამდენიც არ უნდა უხსნა : ]

Posted by: GIO_GEORGIO 31 Jul 2012, 23:24
QUOTE (Sokka @ 14 Jun 2012, 02:21 )
საბურთალოზე (ან სადმე.. gigi.gif) ლაიმი და ახალი პიტნა სად შეიძლება ვიშოვო?

და რომი სადმე არ იშოვება პატარა ბოთლებში?

ლაიმიც, პიტნაც და სპეციალური დამწვარი შაქარიც ბარებში მოიკითხე, 1 ლიტრიანი რომი goodwill-ში 40 ლარად და ტონოკიც goodwill-ში 2.2 ღირს თუ არ ვცდები რკინის ქილებში. ესეც შენი მოხიტო smile.gif

მე ეგრე შევაგროვე ინგრედიენტები

გუდ ლაქ

Posted by: TechnoVikinGi 4 Aug 2012, 10:33
http://ecsge.ge/index.php?Cat=ProD&cat_id=165&sub_id=479&prod_id=496&LanG=1

ამისგან მოჰიტოს ამზადებენ ბარებში, სამწუხაროდ მე არ გამომივიდა sad.gif

Posted by: dzirkoka 6 Aug 2012, 16:19
გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო,

ვერ მიმასწავლით შვრიის ქატო და სიმინდის კრახმალი სად ვიყიდო?

Posted by: n_j 6 Aug 2012, 17:19
dzirkoka
სიმინდის სახამებელი აქვს პასაჟის ბოლოს, სუნელებით მოვაჭრე კაცს, ქათოთი არ დავინტერესებულვარ, ვერ გეტყვით

Posted by: guruliqali 6 Aug 2012, 18:58
dzirkoka
"თურსაშიც" არის, თურქულ მარკეტში, წერეთელზე, დიდუბე პლაზაში.

Posted by: dzirkoka 9 Aug 2012, 14:39
n_j პასაჟი, ელიავას შესასვლელთან, რომ სავაჭრო ცენტრია ეგ არის?

guruliqali
კრახმალო ხო?

შვრიის ქატოზე (იგივე Овсяные отруби) ესეიგი არავის არაფერი სმენია? sad.gif

Posted by: Lasha_giorgadze 10 Aug 2012, 14:38
გამარჯობათ, ხო არ იცით სად შემიძლია ვიყიდო დაფქული წიწიბურა ?

Posted by: guruliqali 10 Aug 2012, 14:48
dzirkoka
QUOTE
პასაჟი, ელიავას შესასვლელთან, რომ სავაჭრო ცენტრია ეგ არის?

არა, ელიავას შესასვლელთან არის "მეგალაინი", პასაჟი კი - დინამოს მოპირდაპირედ ქუჩა რომ ადის და ბაზრობაზე შესასვლელია ხელმარჯვნივ, ეს ბაზრობაა, ან ყოფილი "დეზერტირების" შესასვლელის მოპირდაპირე მხარედანაც შეგიძლია შეხვიდე, სუნელებით მოვაჭრე კაცი ტორტის ბისკვიტების და სხვა საკონდიტრო რამე-რუმეების რიგის ბოლოშია.
დიახ, მეც სახამებლის შესახებ დავწერე, თურქულ მარკეტ "თურსაში" იყიდება დაფასოებული სახით, შვრიის ქატო კი არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ.
Lasha_giorgadze
მე არ შემხვედრია არსად. ადრე მე თვითონ ვფქვავდი, როცა მჭირდებოდა.

Posted by: Lasha_giorgadze 10 Aug 2012, 14:57
guruliqali
პურივით თუ გამოგიცხვია ნორმალურია ? წისქვილში ალბათ დამიფქვავენ ხო ?

Posted by: guruliqali 10 Aug 2012, 15:04
Lasha_giorgadze
არა, პურივით არა, ბავშვებს ფაფას ვუკეთებდი, ამიტომ ცოტ-ცოტას ელექტროსაფქვავში უპრობლემოდ ვფქვავდი, ისე, საინტერესო იქნება, წისქვილში დაგიფქვავენ ალბათ,

Posted by: iverson 10 Aug 2012, 19:23
შაქრის პუდრა სად ვიყიდო??

საბურთალოზე გუდვილში აღარ იყო და პოპულში და უბნის მაღაზიებში არამგონია იყოს :S თუ იქნება?

Posted by: guruliqali 10 Aug 2012, 20:21
iverson
ბევრგან იყიდება, მათ შორის უბნის მაღაზიებშიც, რუსულენოვანი წარწერით არის.

Posted by: ninicool 10 Aug 2012, 21:05
iverson
QUOTE
შაქრის პუდრა სად ვიყიდო??

საბურთალოზე გუდვილში აღარ იყო და პოპულში და უბნის მაღაზიებში არამგონია იყოს :S თუ იქნება?

თუ საფქვავი არ გაქვს და სასწრაფოდ გჭირდება შაქრის პუდრა, ხის დაფაზე დაყარე შაქარი და ცომის გასაბრტყელებელი გადაატარე იმდენჯერ, სანამ პუდრას არ მიიღებ. მშრალი უნდა იყოს ყველაფერი (ბებიაჩემმა მასწავლა)

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Aug 2012, 21:38
iverson
თურქულ მარკეტში (წერეთელზე) ნამდვილად ვიცი რომ იყიდება, თან დრ. ოტკერის, ანუ კარგი smile.gif

Posted by: Neffele 11 Aug 2012, 18:11
WOMAN IN LOVE

უკაცრავად მარა ეს თურქული მარკეტი რომელია ? ცოტა კონკრეტულად რომ მითხრათ, წერეთელზე რა ადგილზეა ? facepalm.gif

და კიდე რა მაინტერესებს , ეს შაქრის ფხვნილი წონით გინახავთ რო სადმე იყიდებოდეს? მე რაც ვნახე სულ პატარა პაკეტებში 100-200 გრ იყიდებოდა ხოლმე..

Posted by: Neffele 12 Aug 2012, 21:50
iverson

დღეს ვიყიდე შაქრის პუდრა წონით, ""პასაჯში'"- უკვე ცნობილ სუნელების კაცთან - 1კგ- 3 სალრი.

Posted by: iverson 13 Aug 2012, 10:04
Neffele
WOMAN IN LOVE
ninicool
guruliqali

ვა მადლობთ ანუ დეფიციტური არ არის როგორც მეგონა jump.gif

ჩოპერში დავფქვი და გავცერი იმ დრეს. მაგრამ ნელა მიდიოდა პროცესი სადღაც 30გრამი ერთ დაფქვაზე

Posted by: ninicool 13 Aug 2012, 10:16
iverson
QUOTE
ჩოპერში დავფქვი და გავცერი იმ დრეს.

20 ლარი ღირს მგონი საფქვავი biggrin.gif
პუდრას ძებნას საფქვავის ყიდვა არ ჯობია?

Posted by: iverson 14 Aug 2012, 09:57
ninicool
ვა იმინა შაქრის საფქვავი იყიდება? eek.gif სად? user.gif

Posted by: rtuli 14 Aug 2012, 10:20
iverson
QUOTE
ვა იმინა შაქრის საფქვავი იყიდება?  სად?

smile.gif
შინჰოფერის მაღაზიის გვერდზე რომ საკონდიტრო მასალების მაღაზიაა მანდ იყიდება და ღირს 2700$ yes.gif

მე მჭირდება სასწაულად ბევრი შაქრის ფხვნილი ტორტების საფარის გასაკეთებლად,თან ზალიან წმინდა 00 დაფქვის...ვფქვავ ყავის ელეკტრო საფქვავში ვიტეკის ფირმის მაქვს,მერე ვცრი ისეთი წმინდა დოლბანდში ცაყრილს რომ,1 კგ.შაქრის ფხვნილის გაცრას ვუნდები 1 საათს მინიმუმ+მთელი სამზარეულო იფარება შაქრის ფხვნილის მტვერით და ჩემზე ზედმეტია საუბარი,ამიტომ გავხდი ასეთი ტკბილი და თაფლი givi.gif

Posted by: iverson 14 Aug 2012, 10:45
rtuli
QUOTE
ამიტომ გავხდი ასეთი ტკბილი და თაფლი

biggrin.gif

QUOTE
ვფქვავ ყავის ელეკტრო საფქვავში ვიტეკის ფირმის მაქვს

რამდენს ფქვავს ერთდროულად?

მე მაქვს რაღაც CCCPის დროინდელი ყავის საფქვავი 3 კოვზზე მეტი არ უნდა ჩადო და უნდა დაასვენო მერე mo.gif

Posted by: rtuli 14 Aug 2012, 11:25
iverson
QUOTE
რამდენს ფქვავს ერთდროულად?

50 გრ.ეტევა.....4 პორციის მერე უნდა დაასვენო,თორე გადახურდება მატორი...
პ.ს.რატ გინდა ვერ ვხვდები smile.gif,თუ საკონდიტრო საქმისთვის გჭირდება,ანუ ბიზნესისთვის,მაშინ უნდა გაიღო 2700$ sad.gif smile.gif

Posted by: iverson 14 Aug 2012, 12:13
rtuli
არაა მასტიკის გაკეთება მინდა ისევ ზეფირით ტორტისთვის user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Aug 2012, 22:35
Neffele
თურქული მარკეტი არის წერეთელზე, დიდუბე პლაზას შენობაში, გამოფენის გვერდით და შირნჰოფერის წინ. მანდ დაფასოებული იყიდება. წონით რაც იყიდება, როგორც ვიცი, უხარისხოა.

Posted by: ninicool 15 Aug 2012, 01:08
iverson
QUOTE
ვა იმინა შაქრის საფქვავი იყიდება?

არა, ყავის biggrin.gif

* * *

QUOTE
არაა მასტიკის გაკეთება მინდა ისევ ზეფირით ტორტისთვის

მე მეგონა პონჩიკებზე მოსაყრელად გინდოდა. სხვა რამეშიც თუ გამოიყენებოდა შაქრის პუდრა, ვერც წარმომედგინა biggrin.gif

Posted by: iverson 15 Aug 2012, 11:24
ninicool
QUOTE
სხვა რამეშიც თუ გამოიყენებოდა შაქრის პუდრა, ვერც წარმომედგინა

აი ასეთი საფარი რო გაუკეთო ტორტს გინდა 1 ტონა პუდრა biggrin.gif


user posted image

Posted by: dzirkoka 15 Aug 2012, 13:36
iverson
მაგას მგონი პუდრა კი არა, მარციპანი უნდა.

Posted by: iverson 16 Aug 2012, 09:57
dzirkoka
არა ორნაირად კეთდება ზეფირი+პუდრითაც შეიძლება მარციპანის გაკეთება უფრო ძნელია :3

Posted by: MALOY 17 Aug 2012, 23:54
იქნებ ვინმემ იცის სად შეიძლება ''овсяные отруби''ს ყიდვა.

Posted by: dzirkoka 18 Aug 2012, 13:50
MALOY
მეც მაგას ვეძებ, გუდვილში 1 თვეა აღარ შემოდის . . . . .
თუ რამეს გაიგე მეც მითხარი

Posted by: MALOY 18 Aug 2012, 15:07
dzirkoka
გუდვილში არც ყოფილა არასდროს,არის მხოლოდ ნარევი.

Posted by: dzirkoka 18 Aug 2012, 16:15
MALOY
იყო. გერმანულები შემოდიოდა ცალკე შვრიის ქატო. ნარევი ნორდიკის და რაღაც ფაფებია.

Posted by: MALOY 18 Aug 2012, 19:25
dzirkoka
მე არ მინახავს.იმედია შემოიტანენ ისევ.ისე რა უბედურებაა არც ერთ დიდ ჰიპერმარკეტში არ იშოვება.

Posted by: dzirkoka 18 Aug 2012, 20:31
MALOY
სითი ფარმაში ვიყიდე დღეს კოსტავაზე. ბოლო ორი წამოვიღე. იმედია ქსელში ექნებათ სხვა მაღაზიებში.

Posted by: MALOY 18 Aug 2012, 20:45
dzirkoka
მართლაა????ვაიმე რააა მაგარია.თუ არ შეწუხდები დადე რა სურათი.რა ღირდა?

Posted by: dzirkoka 19 Aug 2012, 12:33
MALOY
ნორდიკის, მუყაუს ყუთებშია 700გრ. 6.50ლარი
ფოტოს ვერ დავდებ, ტექ მიზეზების გამო.

Posted by: Gillen 22 Aug 2012, 02:22
ფენოვან ცომს სად ვიყიდი?? user.gif

Posted by: guruliqali 22 Aug 2012, 06:50
Gillen
ნიკორას მაღაზიებში აქვთ.

Posted by: Gillen 22 Aug 2012, 22:31
guruliqali

მადლობა.
კარგი ცომია ნეტა? კრუასანები მინდა ვცადო

Posted by: tiago 24 Aug 2012, 22:07
სიმინდის კრახმალი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Gillen 24 Aug 2012, 23:11
tiago

QUOTE
სიმინდის კრახმალი სად შეიძლება შევიძინო?


პოპულში

Posted by: mashikooo 27 Aug 2012, 08:48
სადდ შეიძლება ნაღებზე მოსასხმელი კარამელის სიროპის ყიდვა?

Posted by: elizabeth3 27 Aug 2012, 16:02
გამარჯობა smile.gif ძალ;იან დიდი ბოდიში ალბათ იქნებოდა ეს კითხვა დასმული, მაგრამ მართლა არ მაქვს დრო ამდენი გვერდის დასათვალიერებლად და ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ჯანჯაფილი?
მართლა ძალიან მჭირდება და წინასწარ დიდი მადლობა smile.gif და დაფქვილი თუ იცით სად იყიდება ხომ საერთოდ გადავირევი სიხარულით smile.gif

Posted by: mashikooo 27 Aug 2012, 18:44
Lasha_giorgadze
QUOTE (Lasha_giorgadze @ 10 Aug 2012, 14:38 )
გამარჯობათ, ხო არ იცით სად შემიძლია ვიყიდო დაფქული წიწიბურა ?

დიდი დიღომის გუდვილში ვნახე დღეს, 0,5კგ შეფუთვის გერმანული; მგონი, ~ 6 ლარი, ზუტად არ მახსოვს
* * *
elizabeth3
QUOTE (elizabeth3 @ 27 Aug 2012, 16:02 )
სად შეიძლება შევიძინო ჯანჯაფილი?
მართლა ძალიან მჭირდება და წინასწარ დიდი მადლობა smile.gif და დაფქვილი თუ იცით სად იყიდება ხომ საერთოდ გადავირევი სიხარულით smile.gif
ქართული- ჯანჯაფილი, რუსული - იმბირი, ინგლისური - ჯინჯერ, ნედლი სახით ჯობს(IMHO) smile.gif და ამ სახით - ანუ ფესვი, როგორც წესი, იყიდება გუდვილსა და პოპულიში, ღირს ხოლმე ~ კგ. 9-10 ლარი; აქვს პასაჟის "სუნელების კაცსაც" ხოლმე და იქ გაცილებით ძვირია, ერთხელ მითხრა 100გრ -2 ლარი;
წესით ხმელიც კი უნდა ჰქონდეს იმავე სუნელების კაცს.
* * *
QUOTE (mashikooo @ 27 Aug 2012, 08:48 )
ნაღებზე მოსასხმელი კარამელის სიროპის ყიდვა?
იქნებ სხვასაც აინტერესებს, ვნახე გუდვილში ~ 6 ლარი ღირს 125 გრ..

Posted by: n_j 28 Aug 2012, 22:21
QUOTE
0,5კგ შეფუთვის გერმანული; მგონი, ~ 6 ლარი

რა გიჟური ფასია sad.gif

Posted by: rtuli 28 Aug 2012, 22:41
n_j
QUOTE
0,5კგ შეფუთვის გერმანული; მგონი, ~ 6 ლარი

რა გიჟური ფასია

ეს გუდვილია+საქართველო sad.gif

Posted by: nia4u 1 Sep 2012, 20:25
გოგოებო, ვანილის ნაყოფი სად ვიყიდო თბილისში,შავი რომ არის და გრძელი?
rolleyes.gif

სუნელების კაცს ექნება ან გუდვილს?

Posted by: mashikooo 2 Sep 2012, 04:34
QUOTE (nia4u @ 1 Sep 2012, 20:25 )
გოგოებო, ვანილის ნაყოფი სად ვიყიდო თბილისში,შავი რომ არის და გრძელი?
სუნელების კაცს ექნება ან გუდვილს?
ჯორჯიტაში ნამდვილად მინახავს

Posted by: kranci 2 Sep 2012, 12:04
სალამი
ნატურალური თაფლი სად შეიძლება რომ ვიყიდო?
კარგი თაფლი მინდაuser.gif

Posted by: n_j 2 Sep 2012, 19:21
nia4u
ჯორჯიტაში ეხლა არ აქვთ, მაგრამ სუნელების კაცს ჰქონდა ბოლო დროს 4 ლარად 1 ცალი, არადა მახსოვს გუდვილში დავგოიმდი და 10 ლარი მივეცი 1 ცალში ერთხელ, სხვა რამის ფასში ამერია და მერე ჩეკს რომ დავხედე გული გამისკდა biggrin.gif


Posted by: nia4u 2 Sep 2012, 19:33
n_j
დიდი მადლობა ინფოსთვის,გაიხარე!
2kiss.gif

Posted by: elizabeth3 3 Sep 2012, 11:36
mashikooo
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: nia4u 3 Sep 2012, 22:58
mashikooo
ვაიმე,ახლა ვნახე შენი პოსტი,დიდი მადლობა ინფოსთვის 2kiss.gif

Posted by: zvianga 4 Sep 2012, 14:37
პოპულში რამის ყიდვა შეიძლება საერთოდ?

Posted by: pathfounder 4 Sep 2012, 15:24
გუშინ პოპულის გაყიდვაში შავ ხორცი იყო,დავასურათე კიდეც.


Posted by: fermina 5 Sep 2012, 22:55
ცხვრის/ბატკნის ხორცი ბაზრის გარდა სადმე ხომ არ გეგულებათ? რომელიმე ადვილად მისადგომ მაღაზიაში, მაგ. საბურთალოზე?

Posted by: tamo7779 8 Sep 2012, 17:38
fermina
თურქებთან აღმაშენებელზე
* * *
kranci
მე თამარ მეფეზე ვყიულობ, არაის პირდაპირ. თამარ მეფის ხიდზე რომ გადახვალ, მეოდანს რომ გადაკვეთავ, მარცხენა მხარესაა

Posted by: fermina 8 Sep 2012, 19:04
tamo7779

მადლობა, ეგ არც მიფიქრია. smile.gif

Posted by: kranci 8 Sep 2012, 19:24
tamo7779
მადლობა2kiss.gif
მაგრამ ვიყიდე უკვე.
ეგ მაღაზიაც მერე გამახსენდა, "თაფლის სახლი" არ ქვია?

Posted by: tamo7779 8 Sep 2012, 21:43
fermina
ახალი აქვთ, კარგი ხორცია

kranci
კი biggrin.gif მე რომ ყველაფერი დავწერე სახელის გარდა biggrin.gif
ყოველთვის აქ ვყიდულობ, ცოლ-ქმარი არიან და კარგად უხსნიან კიეც მყიდველს - თუ სჭირდება შერჩევა ან რამე.....

Posted by: fermina 8 Sep 2012, 21:49
tamo7779

ანუ აღმაშენებელზე მე თურქული კაფეები ვიცი და დავაზუსტებ ბარემ, მაღაზიაც არის?

Posted by: tamo7779 9 Sep 2012, 08:04
fermina
კი, არაერთი
მეტროდან ვორონცოვისკენ რომ წახვიდე, მაკდონალდის მხარეს მანდ სულ ჰქონდათ ხორცი. ტროტუარიდან ჩანს ისე უკიდიათ.
ბარაქა რომ იყო ადრე, იქვე ქვემოთ ჩასასვლელი მარკეტია, წლების მანძილზე მამარაგებდა კუნჟუტით biggrin.gif მაგრამ ფაფუ
ისე, გახსენებაზე, სად ვიყიდო კუნჟუტი/სეზამი?
ირანელებთან ვიყიდე ბოლოს, მაგრამ ეს ერთჯერადები არ მომწონს

Posted by: guruliqali 9 Sep 2012, 10:57
tamo7779
QUOTE
სად ვიყიდო კუნჟუტი/სეზამი?

"თურსაში"(თურქული მარკეტი წერეთელზე) ქონდათ დაფასოებული.

Posted by: mashikooo 9 Sep 2012, 20:21
QUOTE (fermina @ 8 Sep 2012, 21:49 )
tamo7779
ანუ აღმაშენებელზე მე თურქული კაფეები ვიცი და დავაზუსტებ ბარემ, მაღაზიაც არის?
აღმაშენებლის 80-82 არის ალბათ მიახლოებით(??) , ხორციც აქვთ, ქუნჯუთიც და სხვა რამეებიც. ქუნჯუთის რა მოგახსენოთ, არ ვიცი, მაგრამ ხორცი ნამდვილად კარგი აქვთ.

Posted by: fermina 9 Sep 2012, 21:03
tamo7779
mashikooo

დიდი მადლობა, გავივლი აუცილებლად, ბაზარში ბოდიალს ნამდვილად მირჩევნია. smile.gif

Posted by: Jack. 10 Sep 2012, 18:51
გამარჯობა, თბილისში რომელიმე მარკეტების ქსელში ან სადმე, რაქი იყიდება? ( თურქული არაყი )

Posted by: tamo7779 11 Sep 2012, 21:05
guruliqali
გაიხარე, როგორ არ გამახსენდა 1 კვირის წინ ვიყავი smile.gif

Posted by: ninicool 13 Sep 2012, 11:52
ამხანაგებო, thyme რა არის კონკრეტულად, ქართული შესატყვისი თუ აქვს და სად უნდა ვეძებოთ?

thyme тимьян

thyme - {ბოტ} ურცი, ქონდარა.


Posted by: mashikooo 17 Sep 2012, 01:53
QUOTE (ninicool @ 13 Sep 2012, 11:52 )
thyme რა არის კონკრეტულად, ქართული შესატყვისი თუ აქვს და სად უნდა ვეძებოთ?
thyme - {ბოტ} ურცი, ქონდარა.
ეძებეთ ბოსტანში; ანდა "ბაჯისთან". ქონდარია, ქონდარი!!!

*****
კარფურის მომხმარებლებო, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები??? რა უცხო პროდუქტები შეიძინეთ და რა ფასებში?

Posted by: ანუმატ 18 Sep 2012, 20:20
გამარჯობა,

ტკბილეულის მაღაზია არის სადმე თბილისში თუ იცით? ან შოკოლადის მაღაზია. უფრო აქცენტი შოკოლადზე მაქვს, კარგი ხარისხის შოკოლადი მინატერესებს.

Posted by: ninicool 18 Sep 2012, 20:32
mashikooo
QUOTE
ეძებეთ ბოსტანში; ანდა "ბაჯისთან". ქონდარია, ქონდარი!!!

აბა კვლიავი რაღა ჯანდაბაა?
ხინკლის ვიდეორეცეპტის ქართულ ვერსიაში კვლიავია მითითებული და იგივე ინგლისურად ნათარგმნში thyme

დიდი მადლობა პასუხისთვის თუქისს

Posted by: T E L A 18 Sep 2012, 21:30
anumat avalehsek
QUOTE
გამარჯობა,

ტკბილეულის მაღაზია არის სადმე თბილისში თუ იცით? ან შოკოლადის მაღაზია. უფრო აქცენტი შოკოლადზე მაქვს, კარგი ხარისხის შოკოლადი მინატერესებს.

როზალი სამბას პროდუქცია როგოც ვიცი ნამდვილად ბელგიურ ნედლეულზეა დამზადებული,თან თუ სასაჩუქრედ გინდათ იდეალური შეფუთვები აქვთ.ფალიაშვილის 92ში არის მათი მაღაზია

Posted by: mashikooo 19 Sep 2012, 21:24
ninicool
QUOTE (ninicool @ 13 Sep 2012, 11:52 )
thyme რა არის კონკრეტულად, ქართული შესატყვისი თუ აქვს და სად უნდა ვეძებოთ?
thyme   тимьян
thyme - {ბოტ} ურცი, ქონდარა.
აი სურათი ვიკიპედიიდან - http://ne.wikipedia.org/wiki/File:Thyme-Bundle.jpg -რას გავს აბა?????
http://en.wikipedia.org/wiki/Thyme
რაც შეეხება კვლიავს: გემოვნებზე კი არ დაობენ, მაგრამ.... ბაზრობაზე, "სუნელების კაცებთან" უნდა მეყიდა და მითხრეს, ფრთხილად გამოიყენეთ, ძალიან სპეციფიური გემო აქვსო, არ მოგეწონებათო. რა თქმა უნდა სკეპტიკურად შევხედე, გავიფიქრე, ნეტავ შენ რა გესმის, 100 კულინარი ხოტბას ასხამს -მეთქი. მეც მქონდა სწორედ ხინკალზე გაგებული.
სპეციფიური????? ჩემი აზრით- საზიზღარი....
ხინკალი ჩვენ რომ ძირას ვუწოდებთ იმითია ძალიან კარგი; რუსულად -тмин.(არ აგერიოთ შუააზიურ ზირაში,ამბობენ რომ სხვადასხვაა)ძირაა -წვრილ-წვრილი, მოგრძო, ყავისფერი თესლებით; აი კვლიავის თესლი ძირაზე 3-4-ჯერ დიდია, უფრო ღია ფერის, ბრტყელი და IMHO, ხველების მიქსტურის საზიზღარი გემო აქვს lol.gif lol.gif

Posted by: volfmai 20 Sep 2012, 18:48
კულინარიული საიტების შესანიშნავი კატალოგი http://www.webcatalog.ge/141-katalogebi/catalog/en/102-kulinaria.html

Posted by: ანუმატ 23 Sep 2012, 01:02
T E L A
აუცილებლად ვნახავ, დიდი მადლობა.

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Sep 2012, 01:08
anumat avalehsek
QUOTE
ტკბილეულის მაღაზია არის სადმე თბილისში თუ იცით? ან შოკოლადის მაღაზია. უფრო აქცენტი შოკოლადზე მაქვს, კარგი ხარისხის შოკოლადი მინატერესებს.

შოკოლადის სახელოსნო არსებობს თბილისში, დიღომში. თვითონ ამზადებენ შოკოლადის ნუგბარს
http://www.facebook.com/handmadechocolate
* * *
tamo7779
QUOTE
ისე, გახსენებაზე, სად ვიყიდო კუნჟუტი/სეზამი?

კარფურში ასაწონი იყიდება, თან ორნაირი

mashikooo
QUOTE
კარფურის მომხმარებლებო, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები??? რა უცხო პროდუქტები შეიძინეთ და რა ფასებში?

სანელებლების განყოფილება აქვთ სერიოზული! საერთოდაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უკვე 2-ჯერ ვიყავი. მეორეჯერ იმდენი ხალხი იყო, ურიკით გვერდს ვერ ვუქცევდი. ეგეთი ვაჭრობა არ მხიბლავს, შუა კვირაში, დღისით უნდა წავიდე. მასკარპონე 250-გრამიან შეფუთვაში აქვთ მხოლოდ და ძვირია, გუდვილში ჯობია ყიდვა. წიწიბურაც ძალიან ძვირია (რატომღაც).

Posted by: ninoma 23 Sep 2012, 02:42
ninicool
QUOTE
აბა კვლიავი რაღა ჯანდაბაა?

მე როგორც ამიხსნა მთიულმა, კვლიავს ეძახიან მთაში და ბარში ძირას.
მე მასე ვიყიდე, ოღონდ დაუფქველი ანუ თესლები.
მთიდან ჩამოტანილი კვლიავი და აქ ნაყიდე ძირა რომ შევადარე, სულ ოდნავ განსხვავდებოდა ზომით(კვლიავი ოდნავ დიდი იყო)
და გემოთი კვლიავი უფრო არომატული იყო ვიდრე ძირა, მაგრამ დიდი სხვაობა არ იგრძნობოდა.
აქ thyme-ი რომ ვიყიდე სულ სხვა გემო ჰქონდა, უფრო მძაფრი და არ მესიამოვნა.
ხინკალს უხდება ძირის თესლები.

Posted by: tamo7779 23 Sep 2012, 08:47
WOMAN IN LOVE
შენ ფასიც გეცდნება კუნჟუტის smile.gif
კარფური უნდა დავლაშქრო
მადლობა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Sep 2012, 11:03
tamo7779
ფასი არ მახსოვს, მაგრამ გრამობით იყიდება, 100 გრამი რომ ააწონინო, არა მგონია, ძალიან ძვირი გამოვიდეს smile.gif ქოქოსის ფანტელი აქვთ, წვრილიც და მსხვილიც, აგრეთვე ნუშის მრავალსახეობა, ოღონდ ყიდვამდე გასინჯეთ smile.gif დაფქული ნუშიც აქვთ და ვფიქრობ, ნუშის ნამცხვარი ან მაკარუნები ხომ არ მეცადა?

Posted by: ანუმატ 23 Sep 2012, 17:45
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა.

Posted by: tamo7779 23 Sep 2012, 23:57
WOMAN IN LOVE
ვნახე smile.gif
ვიყიდე smile.gif
თეთრი აქვთ და მგონი მოხალული (?)
თუ არ ჩავთვლით რომ ამ მგონი მოხალულზე 3 ბუზი კომფორტულად იყო მოკალათებული, დანარცენი ყველაფერი ოკ smile.gif
ლარი ღირს დაახლოებით - 100გრამი. იაფია ძალიან

Posted by: mashikooo 24 Sep 2012, 09:41
ჰმ, ჰმ, ყველა ეს ასაწონი პროდუქტი
QUOTE
ქოქოსის ფანტელი აქვთ, წვრილიც და მსხვილიც, აგრეთვე ნუშის მრავალსახეობა,
გადახსნილი აქვთ ბუზების გულის მოსაგებად?
მე "სუნელების კაცებთან" ნაყიდ ძირის თესლებში(დაუფქვავს ვყიდულობ და ვარჩევ) ჩიტის სკინტი ვიპოვე; მეგობარმა - ექიმმა გამაშაყირა, რას ნერვიულობ, წინა წლის მოსავლისაა და ჩიტის გრიპის ვირუსები უკვე დაიხოცებოდაო...

Posted by: tamo7779 24 Sep 2012, 10:54
mashikooo
კიიიიიი
თუმცა აქვთ დაფასოებულიც, გვერდით უწყვიათ
მაგრამ, ფაქტიურად მნიშვნელობა არ აქვს რომელს იყიდი. პაკეტში დღესაა, თორე გუშინ უპაკეტოდ იყო smile.gif

Posted by: Kirchi 2 Oct 2012, 00:36
ასპარაგუსი ვინმეს სადმე შეგხვედრიათ თბილისში?

Posted by: rtuli 2 Oct 2012, 00:41
Kirchi
QUOTE
ასპარაგუსი ვინმეს სადმე შეგხვედრიათ თბილისში?

გუდვილში დაკონსერვებული სახით....კოშმარია sad.gif
ცოცხალი სატაცური ჯერ არ არის,გაზაფხულზე smile.gif

Posted by: Kirchi 2 Oct 2012, 00:48
rtuli
დიდი მადლობა
გასაგებია

დაკონსერვებული თუ არის ეგაც კარგია
წავიკითხე მის დადებით თვისებებზე და დამაინტერესა

Posted by: mashikooo 5 Oct 2012, 03:02
QUOTE (rtuli @ 2 Oct 2012, 00:41 )
Kirchi
QUOTE
ასპარაგუსი ვინმეს სადმე შეგხვედრიათ თბილისში?
გუდვილში დაკონსერვებული სახით ცოცხალი სატაცური ჯერ არ aრის,გაზაფხულზე smile.gif
საკუთარი 2 თვალით ვნახე ამ კვირას კარფურში ცოცხალი , ფასი არ მიკითხავს. ისე, გუდვილში მინახავს ხოლმე, ცოტა წვრილებიც, მომწვანო ფერი რომ დაჰკრავს და მსხვილებიც, თეთრები.

Posted by: Kirchi 5 Oct 2012, 11:09
mashikooo
მადლობა გავივლი აუცილებლად
ხვალ მანდ არ შეისვლება შაბათია smile.gif სხვა დღეს წავალ

Posted by: Kirchi 6 Oct 2012, 21:04
აღარ იყო ასპარაგუსი
ორი კვირა იდოო და არავის არ უყიდიაო
მერე ძლივს გაიყიდაო და სავარაუდოთ არც შემოვაო ისევ sad.gif
ეჰ
არტიშოკი და ასპარაგუსი ვნახე კონსერვირებული და უნდა გავსინჯო მერე

Posted by: Mr Adam 16 Oct 2012, 21:24
ბროკოლი სად იყიდება ხალხო? user.gif

Posted by: tamo7779 23 Oct 2012, 20:53
Mr Adam
გუდვილში, კარფურში, ბაზარში

Posted by: n_j 23 Oct 2012, 21:07
QUOTE
აღარ იყო ასპარაგუსი
ორი კვირა იდოო და არავის არ უყიდიაო
მერე ძლივს გაიყიდაო და სავარაუდოთ არც შემოვაო ისევ

ვინ იყიდიდა, 43 ლარი ღირდა 200 გრამი sad.gif
https://www.facebook.com/photo.php?fbid=392375990830205&set=pb.154415841292889.-2207520000.1351012021&type=1&theater

Posted by: Kirchi 24 Oct 2012, 00:50
n_j
QUOTE
ვინ იყიდიდა, 43 ლარი ღირდა 200 გრამი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=392...&type=1&theater

გამოჩნდა ისევ გამოჩნდა
კარფურში ორნაირი იყიდება
უბრალოდ დავაკვირდი სხვა და სხვა დღეებში და საათებში ხან ერთი არის ხან მეორე ხან არცერთი

ესეიგი
47 ლარი ღირს კილო მგონი
მაგრამ რავი ერთი 100-200 გრამი კაი ბლომად ღეროებს შეიცავს
დილით ერთი ოთხი ღერო ყოფნის ერბოკვერცხს თუ სხვა მარტივ რამეს

მანდ არის ესეიგი ორნაირი
წვრილები - იყიდება ხორცის და თევზის სექციებს შორის კონტეინერებში
თითო 150 გრამს შეიცავს დაახლოვებით
ეგ კარგია

და მსხვილები იყიდება ასაწონ დახლზევე

მსხვილები არ ვარგა და იგივე ღირს - უფრო უხეშია

ძალიან ძვირი ღირს ისე

~150 გრამიანი კონტეინერი 6.XX ღირს

Posted by: rtuli 24 Oct 2012, 11:28
Kirchi
QUOTE
მსხვილები არ ვარგა და იგივე ღირს - უფრო უხეშია

smile.gif

უხეში გარსი უნდა გაიფცქვნას კარტოფილის სათლელით,იქამდე სანამ ნაზი გული არ გამოუჩნდება yes.gif ასეთი ჯიშია სატაცურის smile.gif

Posted by: Kirchi 24 Oct 2012, 11:45
rtuli
აჰა გასაგებია smile.gif))


არტიშოკებიც ვნახე და ეგაც რაღაც სასარგებლო პროდუქტია მგონი
იმედია გამზადებას შევძლებ რაღაც უხეშია ეგაც smile.gif

Posted by: elizabeth3 24 Oct 2012, 13:50
ხალხო ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო ტორტის კრემისთვის ფერის შესაცვლელი საღებავები (საჭმელი საღებავები რა თქმა უნდა ) biggrin.gif

Posted by: natia555 24 Oct 2012, 13:57
კარგი ფენოვანი ხაჭაპურის ყიდვა სად შეიძლება??

Posted by: Kirchi 24 Oct 2012, 14:20
QUOTE
კარგი ფენოვანი ხაჭაპურის ყიდვა სად შეიძლება??

natia555


აქ ვიყიდე ფენოვანი ლორით
https://maps.google.com/maps?q=%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D+4+%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A0,+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D&hl=en&ie=UTF8&ll=41.729123,44.750219&spn=0.001593,0.002411&sll=37.0625,-95.677068&sspn=54.753001,79.013672&oq=%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A3&t=h&hnear=Nutsubidze+Plato+4th+Mkr&z=19
კაი იყო
30 რო აწერია წითელსახურავიანი

მეგის მოპირდაპირე მხარეს 29 რო აწერია კი "კერია" ქვია მგონი მანდ კაი რაღაცეები ცხვება - ფენოვანი თუ აქვთ არ ვიცი


Posted by: natia555 24 Oct 2012, 14:45
Kirchi
მადლობაა smile.gif
////

Posted by: guruliqali 24 Oct 2012, 15:25
elizabeth3
QUOTE
ტორტის კრემისთვის ფერის შესაცვლელი საღებავები (საჭმელი საღებავები

წერეთელზე 89 ნომერში საკონდიტრო მაღაზიაში აქვთ ზუსტად ვიცი, ოღონდ დიდი შეფუთვები ქონდათ და საკმაოდ მეძვირა, მე არ ვიყენებ და შეიძლება ხარისხი აქვთ განსაკუთრებული. ისე კი, "პასაჟში" ტორტის ბისკვიტების რიგში ე. წ. სუნელების კაცსაც ექნება.

Posted by: elizabeth3 24 Oct 2012, 15:42
guruliqali
ძალიან დიდი ამდლობა და ყველა ამ სუნელების კაცზე რომ ლააპრაკობს ვინაა? ან სად ვიპოვო ?? biggrin.gif

Posted by: guruliqali 24 Oct 2012, 15:54
elizabeth3
"პასაჟში" საკონდიტრო რამე-რუმეების რიგები გეცოდინება, ქვემოდან რომ შედიხარ, უნდა აუყვე და ტანსაცმელების რიგებში შესასვლელამდე ხელმარცხნივ შენიშნავ ამ დახლ-განყოფილებას, უამრავი საკონდიტრო ნივთით (საცხობი ფორმები, სადღესასწაულო სანთლები, ფერად-ფერადი გასაფორმებლები...) და დახლზე გაფენილი სუნელებით. ასაკიანი გამყიდველია, ერთი, ხან ორი ახალგაზრდა ბიჭი ყავს დამხმარედ. ადვილად მიაგნებ და როგორც კი შენიშნავ, მიხვდები რომ ეს არის "სუნელების კაცი" smile.gif.

Posted by: elizabeth3 25 Oct 2012, 16:18
guruliqali
ვაიმე რა კარგი კაცია ეს "სუნელების კაცი" რამდენი რამ აქვს
ერთი რამის საყიდლად მივედი და ლამის სულ შემომეყიდა ყველაფერი smile.gif

Posted by: Dek-Deko 26 Oct 2012, 20:38
ბრინჯის და სიმინდის სახამებელი საქართველოში შეგხვედრიათ სადმე? მჭირდება და ვერ ვშოულობ sad.gif

Posted by: guruliqali 26 Oct 2012, 21:45
Dek-Deko
სიმინდის სახამებელი "თურსაში" ვიყიდე, 1 კგ ღირს 2,5 ლარი, დაფასოებული აქვთ სხვადასხვა შეფუთვა.

Posted by: Dek-Deko 27 Oct 2012, 20:05
guruliqali
QUOTE
სიმინდის სახამებელი "თურსაში" ვიყიდე, 1 კგ ღირს 2,5 ლარი, დაფასოებული აქვთ სხვადასხვა შეფუთვა.

მართლა ეკა??? სად არის ეგ თურსა?

Posted by: ninicool 27 Oct 2012, 20:35
Dek-Deko
QUOTE
მართლა ეკა??? სად არის ეგ თურსა?

წერეთელზე დიდუბეში გამოფენას რომ გაცდები

Posted by: guruliqali 27 Oct 2012, 22:02
Dek-Deko
QUOTE
წერეთელზე დიდუბეში გამოფენას რომ გაცდები
yes.gif
"დიდუბე პლაზაში", წერეთელზე, თუ დინამოს მხრიდან მოდიხარ, გამოფენამდეა. შწენობის პირველ სართულზეა - კლუბი"ტრიუმფი", "ჯორჯიტა" "ახალი ნათება" ... უნდა შეხვიდე "დიდუბე პლაზას" შესასვლელიდან და შენობის შიდა სივრცეშია ეს მაღაზია. რამდენად გასაგებად დავწერე, არ ვიცი.

Posted by: Dek-Deko 28 Oct 2012, 13:44
ninicool
guruliqali
მადლობა

Posted by: bell 1 Nov 2012, 14:06
თუ იცით შაქრის პუდრი კილოიანი შეფუთვით ან ასაწონი თუ იყიდება სადმე?

Posted by: rtuli 1 Nov 2012, 17:56
bell
QUOTE
თუ იცით შაქრის პუდრი კილოიანი შეფუთვით ან ასაწონი თუ იყიდება სადმე?

პასაჟის მერე ტანსაცმელის ბაზრობის ბაზარია,ხელ მარჯვნივ ბუტიკებია,მანდ საკონდიტრო ჯიხურებია და არის ...ღირს 3 ლარი კილო

Posted by: DORABELLA 1 Nov 2012, 20:10
გოგოებო, მოგესალმებით.
იქნებ იცოდეთ, სადმე შემიძლია ვიყიდო ყველი პარმეზანი?
და კიდევ, კულინარიულ გადაცემებში და ჟურნალებში, ხშირად ამბობენ ხოლმე ან წერენ ,,ბაზილიკ'' და გვიჩვენებენ მწვანე ფერის მწვანილს. არადა ,,ბაზილიკ'' რეჰანია და ჩვენთან სადმე შეიძლება ვიყიდო ასეთი მწვანე რეჰანი?

Posted by: qenati 1 Nov 2012, 21:59
DORABELLA

ბაზილოკო არის მწვანე რეჰანი. ბაზარში შაშკვლავი იკითხე

Posted by: DORABELLA 1 Nov 2012, 23:25
qenati
დიდი მადლობა.
რატომღაც ვიფიქრე, რომ რაღაც ეგზოტიკური მწვანილი იქნებოდა.

Posted by: nuca 5 Nov 2012, 14:02
გოგოებო ბევრი ვეძებე და ვერ მივაგენი, აქ მაინც ვიკითხავ იქნებ ვინმემ იცოდეთ

სადმე იყიდება ნაყინის ხის ჩხირები? ესკიმოს ჩხირებს ვგულისხმობ.

აი ესეთს

user posted image

Posted by: mainc 5 Nov 2012, 17:56
ელვისში რომ ტაილანდური მაკარონია, ყვითელი, სადმე ხომ არ შეგინიშნავთ? კარფურშიც უშედეგოდ ვეძებე წინა დღეს..

Posted by: nuca 5 Nov 2012, 20:48
გოგოებო ბევრი ვეძებე და ვერ მივაგენი, აქ მაინც ვიკითხავ იქნებ ვინმემ იცოდეთ

სადმე იყიდება ნაყინის ხის ჩხირები? ესკიმოს ჩხირებს ვგულისხმობ.

აი ესეთს

user posted image

Posted by: patara tagunia 7 Nov 2012, 18:56
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო ე.წ. თუნუქის ფურცელი? : (

Posted by: tamo7779 9 Nov 2012, 20:44
nuca
არ დამცინებ ჰო? biggrin.gif
მე სამედიცინო შპატელს ვიყენებ მე. ნუ შუაზე ვჭრი რა თქმა უნდა. ისე ძალიან გრძელია

patara tagunia
კიდობნის ქვეშ და პანდაში (ორივე დინამოს პირდაპირაა - წერეთელზე)

Posted by: sandr_x 16 Nov 2012, 03:50
ნუტელა 5 კგ ბანკა რო არის რა ღირს იცის ვინმემ ? smile.gif

Posted by: rosti 16 Nov 2012, 11:26
ხალხნო ესპრესოს აპარატის ყიდვა მინდა და მოკლედ ამაზონზე რაცაა ყველა ამერიკისთვისაა ან კანადისთვის რომლებიც 110-120 ვოლტზე მუშაობენ და რა ვარიანტები არსებობს კიდე ონლაინ?
ტრანსფორმატორის ყიდვას კიდე აზრი არა აქ ფასისა და გაბარიტების გამო.

Posted by: karahindiba 28 Nov 2012, 20:37
სალამი ხომ არ იცით მარციპანი სად შეიძლება რომ შევიძინო? ადრე გუდვილში ვყიდულობდი ხოლმე, პატარა ბურთებად იყო დაფასოებული და ახლა ვერსად ვერ ვნახე sad.gif

Posted by: tripali 6 Dec 2012, 18:00
ირმის ჩალაღაჯი სად იყიდება არ იცით ვინმემ?

Posted by: Maykuna 6 Dec 2012, 18:04
QUOTE
ხალხნო ესპრესოს აპარატის ყიდვა მინდა და მოკლედ ამაზონზე რაცაა ყველა ამერიკისთვისაა

მე მაქვს ესპრესოს აპარატი ნაყიდი amazon.uk ზე ვიყიდე ნახე აბა 220ვ ზე მუშაობს კმაყოფილsmile.gif)

Posted by: tamo7779 7 Dec 2012, 14:05
karahindiba
ანუ ხელოვნური მარციპანი, ნუშის გარეშე ჰო?
დიდუბეში. გამოფენის პირდაპირაა დაახლოებით თურქების მაღაზიაა. რაღაცნაირი გადახურული შესდასვლელი აქვს

Posted by: forumeli007 7 Dec 2012, 16:10
ძალიან გთხოვთ, თუ იცით კარგი საკონდიტრო მაღაზია, ან სად შეიძლება ვიყიდო ფორმები, ცომის საჭრელები, და სხვადასხვა საჭიროები საკონდიტრო ნივთები, იქნებ მეც დამაკვალიანოთ?

წინასწარ მადლობა

Posted by: tamo7779 7 Dec 2012, 16:21
forumeli007
გააჩნია რა გინდა.....
მე ვარჩევ ხოლმე აქედან:
1. პასაჟში რომ შედიხარ, ბაზრის მხრიდან, სუნელების კაცის შესახვევს გაცდები და მეორე შესასველია პასაჟში. შეხვალ და მარცხენა მხარეს კუთხეშია ეს მაღაზია, 1000 წვრილმანი ერქვა ადრე.
2. პანდაში. ესეც წვრილმანების მაღაზიას გავს, მაგრამ აქვთ ხოლმე კარგი რაღაცეები: მარჯვენა, პირველ რიგს გაყვები, მაღაზიაც მარჯვენა მხარესაა. მარცხენა მხარეს ბაზრის პროდუქტები იყიდება და ამ დახლის პირდაპირაა.
3. დანიური საახლი
4. სუპერი
5. მარჯანიშვილს მეტროდან ვორონცოვისკენ რომ მიდიხარ, მარჯვენა მხარეს, მგონი მეორე ჩასახვევამდე არ მისული, კუთხეშია თურქების მაღაზია
6. წერეთელზე, გამოფენის მოპირდაპირე მხარესაა დაახლოებით. აქაც თურქები არიან დიდი მარაზიაა, რაღაცნაირი გადახურული შესასვლელი აქვს.

მეტი არ მახსენდება. მაგრამ კიდევ იქნება 1-2 ვარიანტი smile.gif

Posted by: forumeli007 7 Dec 2012, 16:46
tamo7779
უუუუუღრმესი მადლობა!!!! შენ გაიხარე!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ძალიან დამეხმარეთ მართლა!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tamo7779 8 Dec 2012, 18:43
forumeli007
smile.gif კარგა თუ იპოვი იმას რასაც ეძებ smile.gif
არაფრის smile.gif

Posted by: dzirkoka 11 Dec 2012, 11:53
გამაჯობა,

სეზამის ზეთი და ბრინჯის ძმარი სად ვიყიდო?

Posted by: rtuli 11 Dec 2012, 14:41
dzirkoka
QUOTE
სეზამის ზეთი და ბრინჯის ძმარი სად ვიყიდო?

გუდვილი და კარფური

Posted by: tamar1586 11 Dec 2012, 15:10
გამარჯობა,

ჩინური კერძი - გუნბაო თუ იცით, "ახალ აზიაში" ამზადებენ, ძალიან გემრიელია, ხორცით, ბულგარული წიწაკით, მიწისთხილით, კიტრით და სოუსით.
ჰოდა, აი ის სოუსი ან სად ვიყიდო, ან როგორ მოვამზადო თუ იცით დამაკვალიანეთ რა, თორემ გადაცხოვრდება ჩემი ქმარი ჩინურ რესტორანში და დავრჩები მარტო gigi.gif

Posted by: dzirkoka 11 Dec 2012, 15:42
rtuli
გმადლობ.
ერთსაც გკითხავ, შაქრის ფანქრები თუ იყიდება თბილისში?

Posted by: Peppi 11 Dec 2012, 15:47
tamar1586
მარტო მიწისთხილით, თU ქეშიუც აქვს? .. ეს კიტრი რაღაც ახალია.. (ქათმის ხორცს გულისხმობ, ხო?)

მოგაწვდი რეცეპტს რომელიმე ტრადიციული ვარიანტის smile.gif

პ.ს. წავედი ეხლა ჯანჯაფილს ვიყიდი, უნდა დავამწნილო - სუშისთვისsmile.gif

Posted by: rtuli 11 Dec 2012, 18:11
dzirkoka
QUOTE
შაქრის ფანქრები თუ იყიდება თბილისში?

პირველად გავიგე rolleyes.gif

Posted by: tamo7779 11 Dec 2012, 18:49
dzirkoka
სეზამის ზეთი - ირანელებთან - ფანდაში. 1 ჭიქა 2,5 თუ 3,5 ღირს

Posted by: Nko 11 Dec 2012, 19:12
ტირამისუს გაკეთება მინდა საახალწლოდ და თუ იცით, მასკარპონეს ისევ დეფიციტი ხომ არაა?

კარფურში იქნება?

Posted by: Maykuna 11 Dec 2012, 19:34
QUOTE
ირანელებთან - ფანდაში


ეს სად არის?

Posted by: tamar1586 11 Dec 2012, 22:25
Peppi
QUOTE
მარტო მიწისთხილით, თU ქეშიუც აქვს? .. ეს კიტრი რაღაც ახალია.. (ქათმის ხორცს გულისხმობ, ხო?)

მარტო მიწისთხილი აქვს იმ რესტორნის ვარიანტს, კი.
კიტრი ცოცხლად აქვს, ხრაშუნობს ჭამისას.
ქათმის ხორცითაც აკეთებენ და ღორის ხორცითაც. ღორის უფრო გემრიელია მაგრამ ჯანსაღობის გათვალისწინებით ქათმის სჯობს ალბათ.

QUOTE
მოგაწვდი რეცეპტს რომელიმე ტრადიციული ვარიანტის

ვაიმე, მაგ სიკეთეს თუ იზამ რომ დავხელოვნდები დაგპატიჟებ და დაგაგემოვნებინებ 2kiss.gif

Posted by: dzirkoka 12 Dec 2012, 11:00
tamo7779
სად მდებარეობს ეს ფანდა?

rtuli
დაახლოვებით ასეთი რამ არის http://www.oetker.ru/oetker_ru/html/default/debi-83lme2.ru.html
ალბათ ჩვეულებრივი მინანქარია.

Posted by: rtuli 12 Dec 2012, 12:06
dzirkoka
QUOTE
დაახლოვებით ასეთი რამ არის http://www.oetker.ru/oetker_ru/html/defaul...-83lme2.ru.html
ალბათ ჩვეულებრივი მინანქარია.

აისინგია smile.gif
ცილა+შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი smile.gif

Posted by: nanana 12 Dec 2012, 15:03
tamo7779
QUOTE
სეზამის ზეთი - ირანელებთან - ფანდაში. 1 ჭიქა 2,5 თუ 3,5 ღირს


ფანდა სად არის? და რა არის სართოდ?


250 გრ სეზამის ზეთში მივეცი 15 ფუნტი. ჰაროდსში, მაგრამ მაინც.

Posted by: frontushka 12 Dec 2012, 20:52
nanana
QUOTE
ფანდა სად არის? და რა არის სართოდ?


ალბათ პანდა იგულისხმა, კიდობნის გვერდითაა, მანდ არის ირანელების მაღაზია

Posted by: tamo7779 13 Dec 2012, 22:00
Nko
ახლა კვირა დღეს არ ვყოფივარ და იმისწინა კვირა დღეს იყო მასკარპონე კარფურში

dzirkoka
nanana
frontushka
Maykuna

კიკი. პანდა.
დინამოს პირდაპირ წერეთელზე.
კიდობნიდან მეორე შესასვლელში,რომ შეხვალთ მარცხენა მხარესაა შესასვლელი: პროდუქტების რიგია, და ამ რიგამდე არ მისული, მარჯვენა მხარესაა მაღაზია: ხალვა - რომელიც არ მიყვარს - საკმაო კარგი აქვთ. ასევე ტხილეულობა (ახლა არ აქვთ, მარტო ფისტაშკები აქვთ) ხალვა აქვთ ნუტელასავით - ეს მეცკი მომწონს. ასევე პეცენიები, და ოკოლადიც აქვთ. ალოეს წვენი აქვთ თაფლით. ტუნეცის საკმაოდ კარგი კონსერვი აქვთ - დაჩილული. კიდევ რას ვყიდულობ? მგონი მეტს არაფერს... თუმცა რაღაც პროდუქტები კიდევ აქვთ: მარილი, მჟავე კიტრი, რაღაც სიოაოც აქვთ - არ ვიცი რომ არ მაინტერესებს.


Posted by: jozefina 13 Dec 2012, 22:33
ხალხ, მაინტერესებს თურქული მაღაზიის გარდა, სად იყიდება ფილოს ცომი? სმარტის ქსელში არის?

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Dec 2012, 01:43
jozefina
ბოლოს თურქულშიც აღარ ჰქონდათ. სხვაგან არსად მინახავს, საერთოდ არ იციან, რა არის ფილო.

Posted by: თბილი_სი 14 Dec 2012, 02:19
Nko
მასკარპონე მე მკითხე biggrin.gif

გუდვილში ყველაზე იაფია! 8 ლარი და რაღაცა თეთრი ღირს მთელი 500 გრამიანი შეფუთვა! biggrin.gif
მაშინ როცა, ეს ფასი 250 გრამი ღირდა ყოველთვის. რომ ვყიდულობდი, თვალებს არ ვუჯერებდი, მეთქი ფასი ხო არ შეეშალათ, რა ხდებათქო smile.gif

ეხლაც არის. მაგრამ დროზე უნდა იყიდო, საახალწლოდ ბევრი ყიდულობს და იაფი როა მალე შეიძლოება დამთავრდეს.

კარფურშიც არის, მაგრამ რა თქმა უნდა გუდვილში გირჩევთ და მერე სმარტში. იქაც არაა ძვირი, მაგრამ სხვა ფირმისაა, იყიდება 250 გრამიანი შეფუთვა და შესაბამისად 12 ლარზე მეტი ჯდება 500 გრამი.

Posted by: jozefina 14 Dec 2012, 13:23
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბოლოს თურქულშიც აღარ ჰქონდათ. სხვაგან არსად მინახავს, საერთოდ არ იციან, რა არის ფილო.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: ai: 14 Dec 2012, 14:01
პროდუქტი არაა, მაგრამ კრეპის გამოსაცხობ აპარატს ვეძებ და ვინმეს ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: Nko 14 Dec 2012, 16:50
tamo7779
თბილი_სი
ვაი, გაიხარეთ, დიდი მადლობა...

ვიყიდი და შევინახავ მაცივარში... არ მგონია გაფუჭდეს 2 კვირა... ვნახავ რამდენ გრადუსზე უნდა შევინახო...


Posted by: nat_nat777 15 Dec 2012, 00:28
ფილო სად ვიყიდო ?

და კიდევ გვაინტერესებს ოჯახს შესაწვავი პარკი... დედა ცოცხალი თავით არ წვავს ღუმელში არაფერს დასვრა-დაშხეფება-გაცხიმიანების შიშით biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamo7779 15 Dec 2012, 18:29
nat_nat777
ბაზრობაზეც იყიდება, ორჯონიკიძეზე, პასაჟის პირდაპირ, გაყოლებაზე, მეტროს მხრიდან თუ მიდიხარ, მარჯვენა მხარეა, კოსმეტიკისრიკ\გებამდე არ მისული, პარკების რიგია და იქ.
გუდვილშიც იყიდება. კარფურში არ ვიცი - ჯერ არ დამჭირვებია რაც გაიხსნა,რომ მეკითხა smile.gif მაგრამ გადასაკრავი პარკები, თეფშზე გადასაკრავები არ ჰქონდა ადრე კარფურს

Posted by: n_j 15 Dec 2012, 20:25
nat_nat777
QUOTE
შესაწვავი პარკი...

თურქულ მარკეტში წერეთელზე, 1.50 ლარი ღირს 8 ცალი

Posted by: nat_nat777 15 Dec 2012, 22:25
tamo7779
n_j

მადლობა ყუარდღებისთვის smile.gif

ისე, ჯანმრთელობისთვის მავნე არ იქნება ხო ? smile.gif რაღაცა ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ასე რომ იყოს, ალბათ არავინ მოიხმარდა smile.gif

Posted by: fiamifero 16 Dec 2012, 16:43
Cream of tartar-ს ვეძებ, სადმე ხომ არ გეგულებათ??

Posted by: john le care 19 Dec 2012, 17:31
კინოას ვეძებ და სადმე ხომ არ გეგულებათ თბილისურ მაღაზიებში. მარცვლეულია სამხერთ ამერიკიდან ვინც არ იცის.

Posted by: Calvados 20 Dec 2012, 14:09
იქნებ იცით, სად შეიძლება გავყიდო ნუში? ანუ შესაძლოა იბარებდეს რომელიმე საკონდიტრო, ანდაც კოსმეტიკისთვის....თუ იცით, იქნებ მომწეროთ . . .

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2012, 00:26
nat_nat777
jozefina
გუშინ ვიყავი თურსაში და მიუღიათ ფილო - 500-გრამიან შეფუთვაშიც აქვთ (28 ფურცელი) და 800-გრამიანშიც (44 ფურცელი)

fiamifero
QUOTE
Cream of tartar

არსად არ მინახავს თბილისში

Posted by: jozefina 23 Dec 2012, 02:14
WOMAN IN LOVE
QUOTE
გუშინ ვიყავი თურსაში და მიუღიათ ფილო - 500-გრამიან შეფუთვაშიც აქვთ (28 ფურცელი) და 800-გრამიანშიც (44 ფურცელი)

დიდი მადლობა და კიდევ ერთს გკითხავ, ჩემმა მეზობელმა ამჩვენა რაღაც პაკეტი უყიდია, აწერია რომ ფილოს ცომია და იყიდა ჯიხურები რომ არის გახსნილი "ნუგეში" და იქნებ გენახათ არის თუ არა ის რაც საჭიროა

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2012, 12:55
jozefina
ფილოს ცომი არის უთხელესი, სიფრიფანა, გამჭვირვალე

Posted by: jozefina 23 Dec 2012, 18:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
ფილოს ცომი არის უთხელესი, სიფრიფანა, გამჭვირვალე

არა ეგეთი არაა, სხვანაირია.

მადლობა მაშინ თურქულში გავალ და ვიყიდი 2kiss.gif

Posted by: mashikooo 24 Dec 2012, 03:09
QUOTE (tamar1586 @ 11 Dec 2012, 15:10 )
ჩინური კერძი - გუნბაო თუ იცით, "ახალ აზიაში" ამზადებენ, ძალიან გემრიელია, ხორცით, ბულგარული წიწაკით, მიწისთხილით, კიტრით და სოუსით. სოუსი ან სად ვიყიდო, ან როგორ მოვამზადო თუ იცით დამაკვალიანეთ რა
ვუერთდები ამ თხოვნას! მეც მინდა რეცეპტი, დადეთ გეთაყვა, ვინც იცის?!

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Dec 2012, 11:38
jozefina
აი, ასეთია ფილო

Posted by: pipa 28 Dec 2012, 23:52
ტარხუნის სოუსი სადმე იყიდება? Eრთ კაფეშI უგემრიელესი სალათია ,ბაზამიკოთი დ. ტარხუნის ბლანტი ზეთIA თუ სოუსი იმით არის შEზავებული

Posted by: tamo7779 30 Dec 2012, 22:15
კურდღლის ხორცი პოპულში იყიდება ისევ? ხვალ მინდა და სად ვიყიდო? ან გუდვილში თუ შეგიმჩნევიათ ამ დღეებში?
და სავოიარდი ვერ ვიშოვე კარფურში sad.gif

Posted by: guruliqali 30 Dec 2012, 22:29
tamo7779
სავოიარდი შინჰოფერში ქონდათ. "ჯორჯიტაში" არის ხოლმე ყველაზე კარგ ფასად.

Posted by: tamo7779 30 Dec 2012, 23:30
guruliqali
მშვენიერ smile.gif იმედია დამხვდება ხვალ smile.gif დიდი მადლობა

Posted by: ani7777 6 Jan 2013, 03:26
სად შეიძლება ვიყიდო ფრანგული და შვეიცარული ყველი თბილისში?

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jan 2013, 10:26
გუდვილში და კარფურში. შირნჰოფერშიც კაი ყველებია, ავსტრიული.

Posted by: aleko91 6 Jan 2013, 20:59
მარწყვს ვიყიდი სადმე? მნიშვნელობა არ იქნება სადაური და რა გემო ექნება, ლიჟბი მარწყვი იყოს user.gif

Posted by: tamo7779 7 Jan 2013, 00:26
aleko91
კარფურში არის კილოიანები 12 ლარი ღირს და გუდვილში არის ნახევარკილოიანი შეფითვები

Posted by: CyberMom 13 Jan 2013, 17:59
ძალიან გთხოვთ მითხრათ რა ქვია ქართულად ფენხელს. რუსული სიტყვაა, ქართულად სასაცილოდ ჟღერს მაგრამ რუსული შრიფტი რატომღაც ვერ დავაყენე.

Posted by: giorga123 13 Jan 2013, 19:04

CyberMom
QUOTE
ფენხელს.
- ცერეცო


Posted by: gadya 14 Jan 2013, 15:38
ზამთარში, ამ პერიოდში ცოცხალი კენკრა სად შეიძლება იშოვო?
ჟოლო მაგალითად, ბევრ კაფეებში საკონდიტრო ნაწარმში არის და სულაც არ გავს დაკონსერვებულს ან მურაბას...

ხოდა, საიდან მოაქვთ? საკუთარი სათბურები აქვთ დავიჯერო? biggrin.gif

Posted by: guruliqali 14 Jan 2013, 15:42
gadya
გაყინული სახით იყიდება დიდ სუპერმარკეტებში.

Posted by: gadya 14 Jan 2013, 15:46
guruliqali
ვიყიდე ერთხელ ეგ, რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ფირმისაც კი biggrin.gif
არცერთი არ იყო ისეთი როგორიც იქ ტორტებშია, მეტიც - საერთოდ გემო არ ქონდა არაფრის sad.gif
გუდვილში ვიყიდე, ედეკას გაყინული კენკრა, მეორე ფირმაც გერმანული იყო სახელი არ მახსოვს

Posted by: CyberMom 14 Jan 2013, 22:12
giorga123
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: abelo 14 Jan 2013, 22:50
თბილისში სად შეიძლება კედრის კაკლის (pinolo) ყიდვა?

თუ გასუფთავებული არ იქნება ქერქისგან, უკეთესია ))

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Jan 2013, 00:23
abelo
კარფურში აქვთ წონით გარჩეული. 100 გრამი სადღაც 17 ლარი ღირს (ძვირია ეგ საერთოდ)
თურსაშიც აქვთ დაფასოებული, რამდენი გრამია აღარ მახსოვს, მაგრამ იქაც კაი ძვირია.

Posted by: abelo 15 Jan 2013, 10:59
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა)),
ჰო ძვირია, მაგრამ მომიწევს მაინც ყიდვა, ნიგვზით გაკეთებულ პესტოს მიპროტესტებს ოჯახიsmile.gif

Posted by: CyberMom 16 Jan 2013, 18:59
ჩემო ლამაზებო და გემრიელებო, იყიდება თუარა თბილისში ნაღების ფხვნილი ნაყინისთვის? და სად შეიძლება ვიშოვნო? ყავისთვის რომელსაც ვხმარობ, იმას აწერია ყავისთვისო და მაინტერესებს ნაყინისთვის რომელი გამომადგება?

Posted by: :spу: 16 Jan 2013, 22:30
მეგობრებო, სად შეიძლება ნახევრადფაბრიკატი ხაშის ყიდვა?

Posted by: Kirchi 16 Jan 2013, 22:32
:spу:
ნიკორაში იყიდება მოხარშულ/გაყინული
ნიორი მოყვება უფასოდ smile.gif

Posted by: :spу: 16 Jan 2013, 22:35
Kirchi
QUOTE
ნიკორაში იყიდება მოხარშულ/გაყინული
ნიორი მოყვება უფასოდ smile.gif

ერთი პერიოდი აღარ იყო და დაიწყეს ისევ? მაგარია! რა ღირს?

Posted by: Kirchi 16 Jan 2013, 22:38
:spу:
კი 3 დღის წინ ვიყიდე აქვთ ისევ
საკაიფოა როგორც ყოველთვის (თუმცა ცოტა ძვირი როგორც ყოველთვის)
ეხლა შეფუთვა შეეცვალა

Posted by: :spу: 16 Jan 2013, 22:39
Kirchi
QUOTE
თუმცა ცოტა ძვირი როგორც ყოველთვის

მაინც? ნუ ისე მინდა, რაც არ უნდა ღირდეს გადავიხდი : ))

Posted by: Kirchi 16 Jan 2013, 22:45
:spу:
მგონი 8 ლარის ფარგლებში ერთი "ვედრო" biggrin.gif რაღას მსგავსი შეფუთვაა
რამდენი გრამია არ ვიცი ვიზუალურად 1 კილომდე მგონია

Posted by: :spу: 16 Jan 2013, 22:49
Kirchi
აჰა, მადლობა

ახლა ვნახე საიტზე კი 1 კილო ყოფილა http://nikora.ge/index.php?m=36&cat_id=78&pid=617

Posted by: Kirchi 16 Jan 2013, 22:50
:spу:
ვა მე ცოტა სხვა შეფუთვაში ვიყიდე
მაიონეზის "ვედროს" გავს თავის სახელურით
მაგრამ ვიზუალურად ეგრეა მაგდენი იქნება კი

Posted by: :spу: 16 Jan 2013, 22:52
Kirchi
ახლა სპეციალურად უნდა დავლიო რომ მერე პახმელიაზე ხაში გამისწორდეს : ))

Posted by: CyberMom 18 Jan 2013, 07:10
თბილისში ვიშოვნი ცოცხალ ბაზილიკს და რუკოლის ფოთლებს? კარფურში არცერთი არიყო.

Posted by: mzi 18 Jan 2013, 11:24
ნეკერჩხლის სიროპი სად ვიყიდოოოოოო tongue.gif

Posted by: guruliqali 18 Jan 2013, 11:59
mzi
"ჯორჯიტაში" ჰქონდათ ადრე, ნანახი მაქვს, საკმაოდ ძვირი ღირდა,
CyberMom
არსად შემხვედრია.

Posted by: kozet 21 Jan 2013, 11:19
მარცვლოვანი კულტურაა, რუსულად - киноа, ლათინურად- Chenopodium quinoa , ხომ არ იცით ქართული დასახელება?

Posted by: rtuli 21 Jan 2013, 13:52
kozet
QUOTE
მარცვლოვანი კულტურაა, რუსულად - киноа, ლათინურად- Chenopodium quinoa , ხომ არ იცით ქართული დასახელება?

დამაინტერესა და გამოძიება ჩავატარე smile.gif
მოკლედ ასეთი შედეგი მივიღე:
Киноа (лат. Chenopodium quinoa) — зерновая культура, однолетнее растение, вид рода Марь (Chenopodium) семейства Маревые (Chenopodiaceae), произрастающее на склонах Анд в Южной Америке.

(Chenopodium) -ეს არის მთავარი ოჯახის გვარი და მერე იყოფა ძალიან ბევრ დასახელებებზე და საქართველოში რამოდენიმე სახეობა არსებობს smile.gif,ხოლო იმენნა კინოა საქართველოში არ არის და შესაბამისად არც სახელის შესატყვისი გვაქვს smile.gif
დანარჩენს აქ გაეცანი ,იმედი მაქვს გაეცნობი და მიხვდები რომ არც თუ ისე უცნობი წარმომადგენელია smile.gif,მე მაგალითად მხალის სახეობად ვიცნობ(ნაცარქათამას სულ ვეძახდით) და ძალიან გემრიელია love.gif
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90

ესეც smile.gif
ნაცარქათამა
(марь; Chenopodium უმთავრესად Ch. album L.) ქართლური, კახური – მხალი; თუშური – თათაბო; მოხევური – თათამაი, ერბოვანა; მესხური – ნაცარბნევია, ნაცარბნია; ჯავახური – ქათმათო; იმერული – ქათანაცარა, ქათამნაცარა;
ლეჩხუმური – მოჭარხლუე;
გურული – ქორაფა, ნაცარა;
მეგრული – ჩე ჯუმენე, ქოროფე, ქეროფე;
სვანური – მესგელა, მესგვლა, მუსკვილა.
თათაბო
(лебеда садовая; Atriplex hortensis L.) მოხევური – თათამაი; გარეკახური – რუსული მხალი; რაჭული, ლეჩხუმური – ქორაფი; მეგრული – ქოროფე, ქეროფე. Synonym: ნაცარქათამა, თათამაი See also:…
ნაცარა
(жабник; Filago) Synonym: ნაცარქათამა, ჟუნჟრუკი =მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). -…

Posted by: BIZ-OO1 21 Jan 2013, 18:14
rtuli
იცი, ეგენი მეც ვნახე, მაგრამ რუსულ საიტებზე უამრავ რეცეპტშია ნახსენები კინოა, თანაც ამ მცენარის მარცვალი და არა ფოთოლი. როგორც მარცვლეულ მცენარეს ისე იყენებენ და არა როგორც მხალეულს. ნეტა გუდვილში ან სადმე ჰიპერმარკეტში არ იქნება?

kozet ვარ

Posted by: giorga123 21 Jan 2013, 18:31
kozet
კინოას თუ გამოიწერ ამაზონიდან, აქ ვეძებე და არსად არ აქვთ.არადა და პროტეინის წყაროა

Posted by: n_j 21 Jan 2013, 18:36
ქართულადაც ქინოა/ქინვა/კინოად მოიხსენებენ ხოლმე.

Posted by: rtuli 21 Jan 2013, 19:04


kozet
QUOTE
rtuli
იცი, ეგენი მეც ვნახე, მაგრამ რუსულ საიტებზე უამრავ რეცეპტშია ნახსენები კინოა, თანაც ამ მცენარის მარცვალი და არა ფოთოლი. როგორც მარცვლეულ მცენარეს ისე იყენებენ და არა როგორც მხალეულს. ნეტა გუდვილში ან სადმე ჰიპერმარკეტში არ იქნება?

kozet ვარ

ამიტომაც დავწერე რომ ოჯახიდან არის smile.gif

ბურღულის სახით საქართველოში არ მინახავს,არ უღირთ შემოტანა ისეთი პროდუქციის რასაც ფართო გამოყენება არ აქვს...
იგივე ხდებოდა წითელ,თეთრ ოსპზე და სხვადასხვა ჯიშის ბრინჯზე,იქამდე სანამ ,არ გაჩნდნენ მომხმარებლები...თურქების და პაკისტანელების სახით+ინდუსების smile.gif

Posted by: _D_I_T_O_ 22 Jan 2013, 02:08
ოჯახში დამზადებული მურაბების (შინდი, ლეღვი, კომში, მსხალი, მალინა)
ყიდვა მინდა და ხომ არ იცით ვინმე ყიდიდეს ოჯახიდან?! smile.gif)

Posted by: nia4u 22 Jan 2013, 18:22
ხალხნო,
კარგი, ლამაზი და ხარისხიანი ე.წ. პერსონიკები სად შეიძლება ვიყიდო?
და ფასებიც იქნებ იცოდეთ...
smile.gif

Posted by: Yomarbazi 23 Jan 2013, 20:15
ზღვის პროდუქტების კოქტეილი ვიყიდე
როგორ რა გავაკეთო არ ვიცი იქნებ რაიმე რეცეპტი მასწავლოთ

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2013, 20:34
QUOTE
პერსონიკები

რა არის საერთოდ?

Posted by: nia4u 24 Jan 2013, 00:56
WOMAN IN LOVE
QUOTE

QUOTE
პერსონიკები

რა არის საერთოდ?



biggrin.gif მაგიტო ჩამოვარდა დუმილი და არ მიპასუხა არავინ?

პერსონიკები ეძახიან მგონი, ქართულად არ ვიცი რა ქვია,
პერსონალურად რომ უდებ სტუმარს, ოთხკუთხედი ან ოვალური...
ვაიმე, ვერ ვხსნი lol.gif facepalm.gif

Posted by: tavadze 24 Jan 2013, 01:36
nia4u
QUOTE
პერსონალურად რომ უდებ სტუმარს, ოთხკუთხედი ან ოვალური...

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ, მე მაპატიეთ, ვერ შევძელი თავის შეკავება, რომ არ გამცინებოდა. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
რაა ეს ქარტული სიტყვა, რა! biggrin.gif

Posted by: ninicool 24 Jan 2013, 08:48
nia4u
QUOTE
პერსონალურად რომ უდებ სტუმარს, ოთხკუთხედი ან ოვალური...

მაგიდაზე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 14:13
tavadze
70-იანი წლების ვაი ტერმინები..ტარელკები, სკარავოდკები, პერსონკები facepalm.gif
nia4u
აბა საერთო სინზე უზბეკეთშიც არაღ დებენ ფლავს ყველამ ერთად რომ მიირთვას ხუთი თითით wink.gif თეფში არ გაწყობს?

Posted by: ninicool 24 Jan 2013, 14:56
mia_nano
QUOTE
აბა საერთო სინზე უზბეკეთშიც არაღ დებენ ფლავს ყველამ ერთად რომ მიირთვას ხუთი თითით  თეფში არ გაწყობს?

პერსონიკებზე იდება მერე თეფში, მე კი ვიცი რაც არის, მაგრამ ვერ ვხსნი.

* * *

ესაა დაახლოებით. მაგიდა რომ არ დაისვაროს, იმისთვის გამოიყენება

http://www.ebay.com/itm/Monogrammed-Personalized-Place-Mat-/230916142142?pt=Table_Linens&hash=item35c3acb43e
user posted image

Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 15:08
ninicool
შენ ალბათ ..დგამს.. გულისხმობ smile.gif . ის კომუნისტური ..პერსონკები.. კი 1-2-რე თეფშებს ერქვა smile.gif
* * *
QUOTE
ესაა დაახლოებით. მაგიდა რომ არ დაისვაროს, იმისთვის გამოიყენება

yes.gif yes.gif ჰო, მაგას ვეძახით ახლა ..დგამებს.. მოქართულებულად smile.gif

Posted by: ninicool 24 Jan 2013, 15:11
mia_nano
QUOTE
შენ ალბათ  ..დგამს.. გულისხმობ  . ის  კომუნისტური ..პერსონკები.. კი  1-2-რე თეფშებს ერქვა 

დგამი არ ვიცი რა არის, მაგრამ, კითხვის ავტორიც იგივეს გულისხმობდა სავარაუდოდ.
mia_nano
QUOTE
ჰო, მაგას ვეძახით ახლა ..დგამებს..  მოქართულებულად

მე კი არც ერთ ენაზე არ ვიცოდი და ძლივს ვიპოვე biggrin.gif

Posted by: nia4u 24 Jan 2013, 21:34

lol.gif lol.gif lol.gif

ninicool
თქვენ სწორად ჩასწვდით კითხვის არსს, მეგობარო... yes.gif

mia_nano
QUOTE
tavadze
70-იანი წლების ვაი ტერმინები..ტარელკები, სკარავოდკები, პერსონკები 
nia4u
აბა საერთო სინზე უზბეკეთშიც არაღ დებენ ფლავს ყველამ ერთად რომ მიირთვას ხუთი თითით  თეფში არ გაწყობს?


ძალიან ხუმარა ხარ, გატყობ
wink.gif

QUOTE
შენ ალბათ ..დგამს.. გულისხმობ


დგამი უფრო ავეჯს შეეფერება, ვიდრე იმას, რასაც მე ვგულისხმობდი yes.gif
და რა შუაშია 70-იანი წლები, ვერ ვხვდები?!
მაიცდამაინც ინგლისური ტერმინები უნდა გამოვიყენო, წარსულის გადმონაშთად რომ არ ჩავითვალო?


ninicool

QUOTE
მე კი ვიცი რაც არის, მაგრამ ვერ ვხსნი.


მე მეგონა, მარტო მე დამემართა
2kiss.gif

QUOTE
tavadze


შენ რაღა გაცინებს, დაგვეხმარე, სიტყვის მოძებნაში მაინც
2kiss.gif



აჟიოტაჟი კი გამოვიწვიე, მაგრამ გაგამხიარულეთ smile.gif
რაც მაინტერესებდა, ის კი მაინც ვერ გავიგე sad.gif


Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 22:20
nia4u
ხუმარის რა მოგახსენო, მაგრამ არასწორად დასვი კითხვა. გეთქვა თეფშის დაბლა დასაფენიო... ,,პერსონიკები,, იკითხე და მაგას კიდევ გიმეორებ ადრე ეძახდნენ ,,პერსონკებს,, და მოიაზრებოდა 1-2 და თუ გაგიმართლებდა 1-2-3- ფინჯნით wink.gif
QUOTE
დგამი უფრო ავეჯს შეეფერება

მართალი ხარ, მაგრამ წარმოიდგინე სწორედ მაგ სახელით მოიაზრება ეგ ლამაზი დასაფენები და ვაჟაზე იყო სუპერში, ახლა არ ვიცი რა ხდება

Posted by: tavadze 24 Jan 2013, 23:18
nia4u
QUOTE
შენ რაღა გაცინებს, დაგვეხმარე, სიტყვის მოძებნაში მაინც

ძნელი დავალებაა. biggrin.gif მართლა არ ვიცი ზუსტი შესატყვისი. ალბათ, მართლაც უფრო თეფშის დასაფენი შეეფერება.
mia_nano
QUOTE
tavadze
70-იანი წლების ვაი ტერმინები..ტარელკები, სკარავოდკები, პერსონკები

80-იანებშიც კაი მოწონებაში იყო, ნუ გეშინია.
სტაქნები, საინები, კრუშკები - უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება...

Posted by: nia4u 25 Jan 2013, 01:27

mia_nano

QUOTE
ვაჟაზე იყო სუპერში

მასე გეთქვა თავიდანვე 2kiss.gif


tavadze

QUOTE
80-იანებშიც კაი მოწონებაში იყო, ნუ გეშინია.
სტაქნები, საინები, კრუშკები - უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება...



სად იყო 70-იანები და 80-იანები, ილია რომ სტოლზე და სტაქნებზე წერდა...


ისე, ხუმრობა იქით იყოს და იქნებ შევურჩიოთ რამე კარგი შესატყვისი... ამ რაღაცას... biggrin.gif


Posted by: mia_nano 25 Jan 2013, 11:11
nia4u
QUOTE
მასე გეთქვა თავიდანვე

ვერ მივხვდი მართლა smile.gif სულ ადრე, არ იყო ჯერ მასიურად და მეგობარმა გვაჩვენა, შვილმა ჩამომიტანა გერმანიიდან თეფშის დგამებიო და ვეძახით ახლა გარშემო ,,თეფშის დგამებს,, smile.gif სუპერშიც ასე ვიკითხე, წითლით გაწყობილი მინდოდა და არ იუცხოვა იმ გოგონამ...ეს სახელი თუ არ გაწყობთ გადანათლეთ უკეთესით biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: jumi 26 Jan 2013, 17:04

QUOTE
რატომ?  მე რამდენჯერაც ვიყიდე მანდ ყოველთვის კმაყოფილი დავრჩენილვარ


ნიკორა სად იმყოფება?
* * *
QUOTE
ნიკორაში, პოპულში ან გუდვილში ყოველთვის ახალი კარგია


ნიკორა სად იმყოფება?

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Jan 2013, 17:13
jumi
ნიკორას მაღაზიები სად მდებარეობს, ეგ გაინტერესებს?

Posted by: matusala_5 26 Jan 2013, 19:31


შავ მწარე შოკოლადს (მაღალი ხარისხის)სად ყიდულობთ? smile.gif





QUOTE
ნიკორა სად იმყოფება?

Posted by: guruliqali 27 Jan 2013, 01:18
matusala_5
QUOTE
შავ მწარე შოკოლადს (მაღალი ხარისხის)სად ყიდულობთ?

"შირნჰოფერში" ვყიდულობ, %-ული შემადგენლობის მიხედვით ვარჩევ ხოლმე.

Posted by: loveway 28 Jan 2013, 16:34
გამარჯობა
ალკოჰოლური სასმელი
ჯინი და ვრსმუტი (აი მატინს რო ჭირდება)
იაფად სად ვიყიდო???

Posted by: loveway 28 Jan 2013, 16:34
გამარჯობა
ალკოჰოლური სასმელი
ჯინი და ვრსმუტი (აი მატინს რო ჭირდება)
იაფად სად ვიყიდო???

Posted by: matusala_5 28 Jan 2013, 20:39
guruliqali
QUOTE
"შირნჰოფერში" ვყიდულობ, %-ული შემადგენლობის მიხედვით ვარჩევ ხოლმე.

ვიყავი გუშინ წერეთელზე ,მაგრამ მხოლოდ ეს ერთი იყო 75% დანამატების გარეშე..
http://www.radikal.ru

Posted by: guruliqali 28 Jan 2013, 21:07
matusala_5
ჰო, მეც მიყიდია ეს, ალუბლითაც არის.

Posted by: San1 29 Jan 2013, 21:29
მეგობრებო, ტეკილა სად შეიძლება ვიყიდო? ცოტა დიდი არჩევანი რო იყოს, მაღაზიებში ნაბოლარა ბოთლი რო უდევთ ეგეთი არ მინდა

Posted by: McCartny 30 Jan 2013, 21:09
მართალია პროდუქტი არაა მაგრამ იქნებ იცოდეთ ვინმემ
ასეთი ხომ არ იყიდება სადმე თბილისში?
http://www.radikal.ru

Posted by: tamo7779 31 Jan 2013, 11:18
McCartny
ასეთი პატარა არ მინახია. და 28 დიამეტრიანი (მაქს.) კიდობანში ვნახე ქვედა სართულზე

Posted by: McCartny 31 Jan 2013, 14:02
tamo7779
არაა 28 ძალიან დიდია... sad.gif
28ზე პატარები არ არის?

Posted by: tamo7779 4 Feb 2013, 10:49
McCartny
მე არ მინახია, არ მომხვედრია თვალში sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Feb 2013, 13:51
McCartny
რა ვიცი, სადაც მე არ დავძრწი biggrin.gif ეგეთი ფორმა არსად მინახავს

Posted by: natka-q 6 Feb 2013, 10:57
შაქრის პასტით დეკორატიული ფიგურების გაკეთებას ვგეგმავ, მაგრამ ფერები არ მაქვს, სად ყიდულობთ ხოლმე საკვებად ვარგის საღებავებს?

Posted by: Angel-A 6 Feb 2013, 12:09
პასაჟში, სუნელების კაცს აქვს..
იცი, ალბათ ამ კაცის ადგილი, ხო?
დეზერტირის ბაზრრის მხრიდან რომ შედიხარ პასაჟში, იქვეა კუთხეში, მარცხენა მხარეს...
ასაკოვანი კაცია და ბიჭთან ერთად არის ხოლმე...

Posted by: natka-q 6 Feb 2013, 12:47
Angel-A
ვიცი, როგორ არ ვიცი. პოპულარობით მგონი ბრედ პიტსაც კი არ ჩამოუვარდება.


მადლობა.

Posted by: Angel-A 10 Feb 2013, 20:53
natka-q
QUOTE
ვიცი, როგორ არ ვიცი. პოპულარობით მგონი ბრედ პიტსაც კი არ ჩამოუვარდება.

biggrin.gif
მეც დავლაშქრე ამას წინათ,
ყველაფერი ჰქონდა, რაც მინდოდა smile.gif

Posted by: tamo7779 11 Feb 2013, 14:37
natka-q
biggrin.gif აბაააა, რა მონთხოვნაა ამ მამა-შვილზე biggrin.gif

Posted by: damomoda 11 Feb 2013, 17:20
არის ისეთი მარკეტი სადაც მხოლოდ ევროპიდან ან ამერიკიდან იმპორტირებული მაღალი ხარისხის პროდუქტები იყიდება?

Posted by: DiamondMan 19 Feb 2013, 20:36
თუ შეიძლება მითხარით ამისგან პიურე როგორ დავამზადო?

ვერაფერი გავიგე ამ გერმანულის smile.gif

http://www.discounter-preisvergleich.de/Kartoffelpueree-ALDI-Sued-1398.html

Posted by: MALOY 20 Feb 2013, 14:12
გოგოებო სად ვიყიდო кукурузный крахмал?

Posted by: guruliqali 20 Feb 2013, 14:48
MALOY
სიმინდის სახამებელს "თურსაში" ვყიდულობ ხოლმე, თურქულ მარკეტში წერეთელზე. დაფასოებული იყიდება.

Posted by: CZ88 20 Feb 2013, 15:27
DiamondMan
QUOTE
თუ შეიძლება მითხარით ამისგან პიურე როგორ დავამზადო?

თუ რძით აკეთებ შემდეგნაირად უნდა მოიქცე:

ნახევარი ლიტრი რძე აადუღე და 1 პარკი მაგ პიურიდან ჩააფრქვიე , თან უწყვეტად ურიე ციცხვით , რომ არ დაკურკუშდეს.
როგორც კი ადუღდება (ეს ხდება ძალიან მალე, იწყებს თუხთუხს), გადმოდგი ქურიდან და გააჩერე მინიმუმ 3-4 წუთი. შეგიძლია ჩაამატო ცოტა
კარაქი, მუსკატის კაკალი დაფქვილი, შავი წიწაკა და თუ აკლია, მარილიც დაამატო.

თუ რძიანი არ გსურს, იგივე, ოგონდ წყალზე.

Posted by: DiamondMan 20 Feb 2013, 23:45
CZ88
დიდი მადლობა ,
ასე კარგად რომ ამიხსენი
smile.gif

Posted by: Angel-A 20 Feb 2013, 23:47
QUOTE
ტკბილი კარტოფილი - გერმანულად Süßkartoffel, ინგლისურად sweet potato, ლათინურად Ipomoea batatas:

ვინმემ ხომ არ იცით, თბილისში თუ იყიდება?

Posted by: CZ88 21 Feb 2013, 02:51
DiamondMan
QUOTE
დიდი მადლობა  ,

არაფერია სამადლობელო love.gif

Posted by: frontushka 22 Feb 2013, 22:04
Angel-A
QUOTE

QUOTE
ტკბილი კარტოფილი - გერმანულად Süßkartoffel, ინგლისურად sweet potato, ლათინურად Ipomoea batatas:

ვინმემ ხომ არ იცით, თბილისში თუ იყიდება?



გუშინ ვნახე კარფურში smile.gif

Posted by: Angel-A 23 Feb 2013, 00:08
frontushka
დიდი მადლობა,
იმდენი ხალხი ეძებს ამას smile.gif
2kiss.gif

Posted by: TooPowa 3 Mar 2013, 02:39
არახისის კარაქი სად იყიდება? და ფასები როგორაა? გუდვილში 35 ლარი ღირდა 300 გრამი ადრე user.gif

Posted by: tamo7779 3 Mar 2013, 23:56
TooPowa
ტკბილი და უტკბო - გუდვილში ვიყიდე ადრე, ნუტელას გვერდით, საშუალო ზომის ნუტელას მსგავს ქილაში ვიყიდე. 10 ლარამდე ღირდა.

Posted by: ninicool 4 Mar 2013, 00:12
TooPowa
QUOTE
არახისის კარაქი სად იყიდება? და ფასები როგორაა? გუდვილში 35 ლარი ღირდა 300 გრამი ადრე

არაქისი ჩოფერში დიდხანს დაამუშავეთ და არაქისის კარაქს მიიღებთ.
ამ ვიდეოს პირველი ნაწილი ნახეთ.


Posted by: 1 ღერი nervi 4 Mar 2013, 22:22
ლაზანიას ფირფიტები სად იყიდება?

Posted by: n_j 4 Mar 2013, 22:53
QUOTE
არახისის კარაქი

რა 35 და 10 ლარი ხალხო? რა ამბავია sad.gif კარფურში ვიყიდე 300 თუ 400 გრამიანი, 5 ლარიც არ ღირდა . ოღონდ არავის არ მოსწონს და ვერა და ვერ გავასაღე

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 13:09
ამას ქართულად რა ჰქვია?


.....

Posted by: rtuli 5 Mar 2013, 13:12
დოლორეს
QUOTE
ამას ქართულად რა ჰქვია?


მუხუდო 2kiss.gif

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 13:22
rtuli
მადლობა ნინ 2kiss.gif
როგორი გემრიელა და მაღარლკალორიული სამწუხაროდ mo.gif

Posted by: tamo7779 6 Mar 2013, 16:08
1 ღერი nervi
გუდვილში, ბაზრობაზე. ადრე იყიდებოდა

Posted by: გობალა 7 Mar 2013, 23:14
გამარჯობა
მჭირდება ნადვილი ბრინჯი და სად ვიყიდო?
ნიკორაში იყიდებაო, შევიარე და მართლა ბევრნაირი იყო. ძვირიანბიდან ველაზე იაფი იყო ინდური და პაკისტანური. 6 ლარის ფარგლებში კილო. სხვები ძვირი იყო უფრო
სანდოა ეს ინდური ან პაკისტანური? ვიყიდო?

რავი გუდვილშიცაა ნამდვილი 4 ლარადო და იქ ხო არ მირჩევთ უფრო?

Posted by: nia4u 8 Mar 2013, 01:00
ბარემ მეც ამიხსენით,რას ნიშნავს ნამდვილი ბრინჯი?
აბა, რა იყიდება?

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Mar 2013, 01:24
QUOTE
ნამდვილი ბრინჯი

rolleyes.gif
არბორიო გინდა, ბასმატი, ჟასმინი, სუშის, წითელი, ველური თუ რომელი?

Posted by: kotelnikovi 8 Mar 2013, 03:46
შაურმაში რომ მწარე წიწაკებია პატარები ეგენი სად იყიდება? ან მჟავეებში ან სადმე სხვაგან არ იცით?

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Mar 2013, 17:15
kotelnikovi
თურქულ მაღაზიაში იყიდება, წერეთელზე, დიდუბე პლაზას შენობაში

Posted by: Angel-A 9 Mar 2013, 14:58
დოლორეს
როგორ აკეთებთ მუხუდოს?
მე ცოტ-ცოტას ვაღვივებ ორი-სამი დღის განმავლობაში, მერე წამოვადუღებ 3-5 წუთი და მწვანილებით, ხახვით და ნივრით ვაკეთებ, ძალიან გემრიელია.
იქნებ უკეთესი რეცეპტი იყოს...
არაა კალორიული, როგორც მე ვიცი,
სამაგიეროდ ცილების წყაროა

Posted by: დოლორეს 9 Mar 2013, 16:30
Angel-A
QUOTE
არაა კალორიული, როგორც მე ვიცი,

მე აქედან ვხალმძღვანელობ ხოლმე და პირადად ჩემთვის საკმაოდ ბევრია 282 კკ - 100 გრამისთვის.
http://www.mujerdeelite.com/guia_de_alimentos/314/garbanzo
QUOTE
როგორ აკეთებთ მუხუდოს?

ხან როგორ ხან როგორ.წინა ღამით ვალბობ ცივ წყალში(ოღონდ 2-3 დღე ნაღდად არ სჭირდება)მერე ვიყენებ ქათმის სუპშიც,მარტო ბოსტნეულის სუპშიც.ზოგჯერ ვამატებ სალათებშიც.განსაკუთრებით უხდება ქათმის ხორციან სალათას.ძირითადად კი მაინც პარკოსნების მსგავსად ვიყენებ.გამიკეტებია ბოსტნეულის სუპში ბრინჯთან და ბარდასთან ერთადაც.ამ ქვეყანაში ეროვნულ კერძს ,,პუჩეროს'' უკეთებენ ხოლმე.
QUOTE
მერე წამოვადუღებ 3-5 წუთი და მწვანილებით, ხახვით და ნივრით ვაკეთებ, ძალიან გემრიელია.

კი,ასეც კარგი იქნება,მშრალად - ,,ლობიოს კირკაჟი '' მსგავსად.

Posted by: Angel-A 9 Mar 2013, 21:05
დოლორეს
მადლობა smile.gif
ისე, ნიგოზიც მოუხდება, ფხალივით...

Posted by: დოლორეს 10 Mar 2013, 02:30
Angel-A
არაფერს. smile.gif
უფ,ზემოთ შემშლია პოსტვისას.282 კი არა 383 აქვს,უარესი biggrin.gif

Posted by: ქეთუ 11 Mar 2013, 13:13
ფილადელფია კარფურში რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: zuraxucooo 20 Mar 2013, 15:06
http://visitors2cash.com/ref.php?refId=92571

Posted by: nino877 22 Mar 2013, 14:51
მოგესალმებით ვეძებ 2 რამეს

2000 წლებში აჭარის წინ რომ იყო კაფე "პრინცი" თუ გახსოვთ და გიჭამიათ
გადახვეული პიცა იყო
აზრზე არ ვარ რა ერქვა
2 ლარი ღირდა შაურმასავით იყო
და შუაზე გაჭრილი
მაიონეზი და მჟავე კიტხი ქონდა შიგნით ეგეთი სიგემრიელე არაფერი მიჭამია

არ გახსოვთ რა ერქვა?
ან მსგავსი რამე ხომ არ შეგხვედრიათ?

და მეორე
ბრინჯის ფორმის მაკარონი
ლაფშას რომ ეძახიან საქართველოში სადმე იყიდება?


Posted by: rtuli 22 Mar 2013, 16:08
nino877
QUOTE
ბრინჯის ფორმის მაკარონი

QUOTE
ლაფშას რომ ეძახიან საქართველოში სადმე იყიდება?

yes.gif
მე თურსაში ვყიდულობ,დიდუბე პლაზაში

Posted by: SWETY 22 Mar 2013, 16:22
nino877
კაფურში არის ვიცი, თუმცა მე არ მიყიდია ჯერ იქ მარაგი მქონდა იმდენი სტამბულიდან biggrin.gif
ძალიან მაგრად ვხმარობ ყველანაირ საჭმელში, ისე გარნირადაც, ბავშვების სუპეულობაში, გემრიელი რამაა

Posted by: nino877 22 Mar 2013, 17:12
SWETY
rtuli
ხო ეგვიპტეში ვჭამე პირველად უგემრიელესი იუყო
აშკარად ჯერ მოხალული იყო და მერე სუნელებში და ოდნავ ტომატაბრაზნი რაღAცაში biggrin.gif

ნეტავ რა ქვია ,მე თავიდან ბრინჯი მეგონა მაგრამ ნურას უკაცრავად მაკარონიაო biggrin.gif

Posted by: SWETY 23 Mar 2013, 10:28
nino877
თურქულად რაღაც სტრანნი სახელი აქვს ვერ დავიმახსოვრე.
კი კი მართალი ხარ მე ვაკეთებ მასე ზუსტად. ვხალავ თუ ვხრაკავ როგორც ითქმის, ვხარშავ, მერე ხახვი და სტაფილო მოხრაკულს უმატებ, სულელებს (მეგრულს
biggrin.gif ) და მწვანილს და უგემრიელეს. თუ ჩინურ სამზარეულოს გავყვები ეს გარნირად და ფოლგაში შემწვარი ჩაბასთურმებული. დაბეგვილი ხბოს ხორცი ამასთან აუფ რა არის. ბებიაჩემი როგორც იტყოდა თითებს ჩაიკვნეტ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nino877 23 Mar 2013, 14:40
SWETY
https://www.google.ge/search?hl=ru&q=orzo&bav=on.2,or.r_cp.r_qf.&biw=1333&bih=645&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=FoZNUceJCeyf7Aa3nID4Cw
ვიპოვეეე
ORZO ქვიაა

დღეს გავალ კარფურში და ვიყიდი
Kristens ხო მიდიხარ და მიყიდე რაა

Posted by: orzo 23 Mar 2013, 23:30
nino877
QUOTE
ORZO ქვიაა

აგერ ვარ givi.gif

Posted by: nino877 24 Mar 2013, 10:27
orzo
QUOTE
აგერ ვარ

biggrin.gif

კაი იყო

Posted by: Esuriens 30 Mar 2013, 23:05
100% ნატურალური ბიო თაფლი სად ვიყიდო? ძალიან მჭირდება.

Posted by: lasha-17 10 Apr 2013, 21:07
ზეითუნის ზეთი სად ვიყიდო და დაახლოებით რა ღირს? smile.gif

Posted by: ninicool 10 Apr 2013, 23:55
lasha-17
QUOTE
ზეითუნის ზეთი სად ვიყიდო და დაახლოებით რა ღირს?

რომელიღაც აფთიაქში 250 გრ 4-5 ლარი ღირდა, თან ექსტრა ვირჯინ ეწერა, თუმცა ვერ დავიჯერე.

Posted by: Angel-A 11 Apr 2013, 16:16
lasha-17
როგორც მასწავლეს, ბერძნული კალამანტას ზეთია ყველაზე კარგი, რაც აქ შემოდისო.
მე გუდვილში ვიყიდე

Posted by: wewewe14 11 Apr 2013, 18:42
მათვის ვინც დაინტერესებულია კულინარიით და გემრიელი კერძების მომზადებით შეუძლია შევიდეს საიტზე www.produqti.ge ზე და შეიძინოს საიტიდანვე სასურველი პროდუქტი ადგილზე მიტანით, ასევე საიტზე ფუნქციონირებს მზარეულის რჩევები და რეცეპტები, შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დაეკონტაქტოთ საიტიდანვე მზარეულს და მიიღოთ კონკრეტული რჩევა უფასოდ.

Posted by: ninicool 20 Apr 2013, 18:20
ხომ არ იცით ხახვის ფხვნილის შეძენა სად შეიძლება?

Posted by: პოსტოჰოლიკ 22 Apr 2013, 13:26
ხომ არ შეგხვედრიათ ან იქნებ იცოდეთ სად შეიძლება კანჭის ყიდვა? თუნდაც გაყინულის

Posted by: DORABELLA 22 Apr 2013, 15:12
სად შეიძლება ვიყიდო ყველი ,,მასკარპონე''?
და კიდევ რა მაინტერესებს იცით? აი სალთების რეცეპტებში რომ წერენ იოგურტს, რა იოგურტზეა ლაპარაკი, ა? აქამდე ვიცოდი, რომ ყველა იოგურტი ტკბილი იყო და სალათისთვის თუ ყოფილა რომელიმე, არ ვიცოდი.

Posted by: tamo7779 22 Apr 2013, 19:33
DORABELLA
ჩვეულებრივი იოგურტი ტკბილი არაა. მაწონია ფაქტიურად.
მასკარპონეს იყიდი: გიდვილში, კარფურში, სმარტში, დინამოს პირდაპირ პანდაში რომ სურსათის რიგია აქაც.


Posted by: DORABELLA 22 Apr 2013, 20:24
tamo7779
QUOTE
ჩვეულებრივი იოგურტი ტკბილი არაა. მაწონია ფაქტიურად.

ალბათ მაინც რაღაც განსხვავება ინქება.
QUOTE
მასკარპონეს იყიდი: გიდვილში, კარფურში, სმარტში, დინამოს პირდაპირ პანდაში რომ სურსათის რიგია აქაც.

უი, რა კარგია. რაღაც კრემის რეცეპტებია ხოლმე მასკარპონეთი და ისე მაინტერესებს, როგორი გამოდის?
დიდი მადლობა

Posted by: tamo7779 22 Apr 2013, 20:37
DORABELLA
იყიდება უცხოური წარმოების ცჰვეულებრივი იოგურტი და ის გაუკეთე. რა ტქმა უნდა ხილის დანამატების გარეშეა smile.gif
გემრიელი გამოდის. მე მარტო მასკარპონე არ გამიკეთებია, ნაღებთან ერთად ვაკეთებ და უგემრიელესი გამოდის.
არაფრის smile.gif

Posted by: DORABELLA 22 Apr 2013, 20:55
tamo7779
QUOTE
იყიდება უცხოური წარმოების ცჰვეულებრივი იოგურტი და ის გაუკეთე. რა ტქმა უნდა ხილის დანამატების გარეშეა smile.gif
გემრიელი გამოდის. მე მარტო მასკარპონე არ გამიკეთებია, ნაღებთან ერთად ვაკეთებ და უგემრიელესი გამოდის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

Posted by: MONTY 22 Apr 2013, 21:49
კალამარი თუ აქვთ რომელიმე რესტორანს საქართველოში ? იაპონური კალამარი თუ არ იქნება უკეთესი იქნება მაგრამ იაპონურიც წავა biggrin.gif

Posted by: LUTA 22 Apr 2013, 22:05
ninicool
QUOTE
ხომ არ იცით ხახვის ფხვნილის შეძენა სად შეიძლება?


ნინ, ხახვის ფხვნილი სავარაუდოდ სუნელებში უნდა იყოს . ნიორის ფხვნილს მოვკარი თავალი სუნელებში.


პოსტოჰოლიკ
QUOTE
ხომ არ შეგხვედრიათ ან იქნებ იცოდეთ სად შეიძლება კანჭის ყიდვა? თუნდაც გაყინულის

გაყინული ალბათ დიდი სუპერმარკეტებში იქნება . ყასაბთანაც მოიკითხე .

Posted by: ninicool 22 Apr 2013, 22:08
LUTA
QUOTE
ნინ, ხახვის ფხვნილი სავარაუდოდ სუნელებში უნდა იყოს . ნიორის ფხვნილს მოვკარი თავალი სუნელებში.

თბილისის კარფურში არ იყო, ნივრის ფხვნილი კი მაქვს ჯერ. ბულგარულ კარფურში იყო ხოლმე. იქნებ აქაც მოიტანონ.

Posted by: guruliqali 22 Apr 2013, 22:16
ninicool
ნივრის ფხვნილს რაში იყენებ? სულ მინდა ვიკითხო.
"თურსაში" მინახავს ნივრის ფხვნილი, იქნებ შევიარო ამ დღეებში და ხახვის ფხვნილს ვიკითხავ შენთვის.

Posted by: ninicool 22 Apr 2013, 22:20
guruliqali
QUOTE
ნივრის ფხვნილს რაში იყენებ? სულ მინდა ვიკითხო."თურსაში" მინახავს ნივრის ფხვნილი, იქნებ შევიარო ამ დღეებში და ხახვის ფხვნილს ვიკითხავ შენთვის.

მე თითქმის ყველაფერში ნივრის ნაცვლად, განსაკუთრებით მარინადებში. ხორცს რომ ვამარინადებ, იმას ძალიან უხდება. ნიორი მეზიზღება, მაგრამ ნივრის ფხვნილი ძალიან მომწონს.
ბავშვებს ჩიფსები და სუხარიკები ძალიან უყვართ და ხახვის ფხვნილიც ამისთვის მინდა, უნდა გავუკეთო.

Posted by: guruliqali 22 Apr 2013, 22:30
ninicool
მადლობა, ძალიან მაინტერესებდა, ალბათ ნიორთან შედარებით ნაკლებადმძაფრი გემო აქვს.

Posted by: ninicool 22 Apr 2013, 22:35
guruliqali
QUOTE
მადლობა, ძალიან მაინტერესებდა, ალბათ ნიორთან შედარებით ნაკლებადმძაფრი გემო აქვს.

კი, გამოშრობის შედეგად სიმძაფრეს კარგავს და ძალიან არომატულია. შემწვარ კარტოფილსაც ვუკეთებ ხოლმე, ძალიან კარგ გემოს აძლევს.


Posted by: kactus 22 Apr 2013, 23:49
იმბირის ყიდვა სად შეიძლება?ქართულად ჯანჯაფილი ჰქვია?

Posted by: tamo7779 22 Apr 2013, 23:57
kactus
ყველგან. ფხვნილი და ფესვი იყიდება: კარფურში, გუდვილში, სუნელების კაცთან

Posted by: kactus 23 Apr 2013, 09:57
tamo7779
2kiss.gif

QUOTE
სუნელების კაცთან

ვინ არის ეს მითიური სუნელების კაცი?! biggrin.gif

Posted by: tamo7779 23 Apr 2013, 11:23
[b]kactus[/b
ბაზრის მხრიდან თუ შედიხარ პასაჟში, ქვემოდან პირველივე შესახვევში გახვალ ბოლომდე (პატარა შესასვლელია) და მარცხენა მხარეს შიდაკუთხეში აქვთ დახლი. მამაშვილი არიან.
აქვთ სანთლები, ტორტის გასაფორმებლები, შუშხუნები, და ნაირნაირი სუნელები. ყველაფერი აქვთ ცოტა ძვირი ვიდრე სხვაგან. მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი აქვთ ლამის.

Posted by: user12345 25 Apr 2013, 13:27
კულას წითელი აჯიკა რომ არის
შედარებით მოზრდილ, მრგვალ ქილაში
ეგენი სტაბილურად სად იყიდება ხოლმე?

Posted by: KOMBAT 26 Apr 2013, 01:42
აუ მე მაინტერესებს რუკოლა, მგონი ქართულად მასეა, იყიდება სადმე ? კაფეებში კი აქვთ მაგრამ მარკეტში არ მინახავს :/



და კიდევ pine nuts ქართულად არც ვიცი როგორაა :/ თუ იცით :3

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2013, 02:17
KOMBAT
რუკოლა კარფურში აქვთ
QUOTE
pine nuts

კედრის კაკალი
კარფურში იყიდება სუნელების ბიჭთან, 100 გ 18 ლარი ღირს

Posted by: KOMBAT 26 Apr 2013, 02:22
WOMAN IN LOVE

აუ მარტო კარფურში აქვთ რუკოლა ? :/

რა ჯანდაბაა მეზარება ამ სიშორეზე რუკოლასთვისგასვლა :| :|

QUOTE
100 გ 18 ლარი ღირს



ო.O


მადლობ

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2013, 02:46
KOMBAT
შეიძლება სხვაგანაცაა, ვერ გეტყვი. ბოლოს მანდ ვიყავი და ჰქონდათ

Posted by: nia4u 26 Apr 2013, 17:25
user12345
კულას საფირმო მაღაზია არის გაგარინის მოედანზე და იქ ალბათ იქნება აუცილებლად smile.gif

Posted by: Vivo per Lei 26 Apr 2013, 22:05
ხალხო, გამარჯობა, ორეგანო სად ვიყიდო?
სმარტში, საბურთალოს გუდვილში არ იყო.. შორს წასვლა მეზარებაsad.gif

Posted by: ninicool 26 Apr 2013, 22:22
Vivo per Lei
QUOTE
ხალხო, გამარჯობა, ორეგანო სად ვიყიდო?სმარტში, საბურთალოს გუდვილში არ იყო.. შორს წასვლა მეზარება

კარფურში არის და რა გითხრათ. თუ წასვლა გეზარებათ, ვინმეს დააბარეთ.

Posted by: n_j 26 Apr 2013, 23:10
Vivo per Lei
ნედლი არა მგონია სადმე იშოვო და ხმელი არის ყველგან სადაც სუნელებია, ვაგზალზე მოიკითხე, აუცილებლად იქნება

Posted by: tamo7779 26 Apr 2013, 23:26
Vivo per Lei
პასაჟშიც და პანდაშიც არის

Posted by: Vivo per Lei 26 Apr 2013, 23:52
tamo7779
n_j
ninicool
მადლობა, შევივლი ხვალ რომელიმე ადგილასsmile.gif

Posted by: T3M1K0 27 Apr 2013, 17:16
გამარჯობათ, კოფეინში რო სენდვიჩების პურებია მრგვალი, ზევიდან თითქოს რაღაც რო აქ მარცვლები... ეგეთები სად იყიდება??



Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2013, 02:16
T3M1K0
QUOTE
ზევიდან თითქოს რაღაც რო აქ მარცვლები.

ქუნჯუთის მარცვლები გინდა? თურსაში და კარფურში იყიდი

Posted by: T3M1K0 28 Apr 2013, 13:03
WOMAN IN LOVE
კარფურში რაღაც ვერ ვნახე... და თურსა სად არის??


არააქ მარცვლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აი ეგეტი პურები მინდა რა სენდვიჩის, მრგვალი, ცოტა სქელი... ნიკორაში რო იყიდება ჰამბურგერის მრგვალი პურები ის არის საშინელებაა ბამბასავითაა ეგრევე დნება..

Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2013, 09:32
T3M1K0
კარფურში იცი სადაა? ხილ-ბოსტნეულის განყოფილების გვერდით სანელებლებით და თხილეულით ვაჭრობს ინდოელი ბიჭი. ერთ დიდ კვადრატში დგას biggrin.gif აი მაგას აქვს ასაწონი ქუნჯუთი. თურსა არის თურქული მარკეტი, მდებარეობს წერეთელზე, დიდუბე პლაზას პირველ სართულზე.

ვიღაცა ეძებდა ნივრისა თუ ხახვის ფხვნილს. ჯორჯიტაში აქვთ, გუშინ ვიყავი. მინის პატარა შეფუთვაშია, 2 ლარი და რაღაც თეთრები ღირს.

Posted by: mashikooo 4 May 2013, 11:34
მოგესალმებით ყველას და ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს გისურვებთ!
სად შეიძლება ვიყიდო ნორი?

Posted by: suiciderspoon 5 May 2013, 15:16
შაფრანი რა არი, სად ყიდულობთ და როგორ იყენებთ პასკაში? :ჰმ:


Posted by: DORABELLA 5 May 2013, 16:40
suiciderspoon
QUOTE
შაფრანი რა არი, სად ყიდულობთ და როგორ იყენებთ პასკაში? :ჰმ:

აქედან მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ,,შაფრანი'' -- ზაფრანაა. yes.gif
არის ასევე ვაშლის ჯიშიც

Posted by: matusala_5 11 May 2013, 16:21
ჯინჯერი იგივე იმბირი გუდვილში არაა((((((((((ხომ არ იცით სხვაგან თუ იყიდება?

Posted by: tamo7779 11 May 2013, 17:52
matusala_5
გუდვილში პროდუქტები ქრება უკვე sad.gif
კარფურში გინახავ ხვალ თუ გინდა.

Posted by: matusala_5 11 May 2013, 18:02
tamo7779
QUOTE
კარფურში გინახავ ხვალ თუ გინდა. 
       

კი როგორ არ მინდა ,წინასწარ მადლობა 2kiss.gif

Posted by: ninicool 11 May 2013, 21:08
matusala_5
QUOTE
კი როგორ არ მინდა ,წინასწარ მადლობა

ადრე ვიყიდე კარფურში, ოღონდ დაფქული, გააჩნია, თქვენ როგორს ეძებთ.

Posted by: matusala_5 11 May 2013, 21:43
ninicool
QUOTE
ადრე ვიყიდე კარფურში, ოღონდ დაფქული, გააჩნია, თქვენ როგორს ეძებთ. 
       

დაფქული და ხმელი ფესვები მაქვს ,მაგრამ ფრეშ ფესვებს ვეძებ,წონით რომ იყიდება,გუდვილში ბოლოს ერთი კილოგრამი 6,60 თეთრი ღირდა.

Posted by: miha-miha587 12 May 2013, 16:17
ნუშის ექტრაქტი სადმე თუ იყიდება?
ან ესენცია

Posted by: rtuli 12 May 2013, 19:13
miha-miha587
QUOTE
ნუშის ექტრაქტი სადმე თუ იყიდება?
ან ესენცია

პასაჟში მიმართე სუნელების კაცსს...

Posted by: WOMAN IN LOVE 12 May 2013, 19:44
matusala_5
QUOTE
ჯინჯერი

კარფურში თითქმის ყოველთვის აქვთ

Posted by: tamo7779 12 May 2013, 20:35
matusala_5
არ ქონდათ sad.gif

miha-miha587
გუდვილში ვყიდულობ: ნუშის, რომის და ლიმონის ესენციას.

Posted by: mashikooo 12 May 2013, 20:53
ნორიიიიიიიიიიი!
სუშის მოყვარულებო, მირჩიეთ რამე, დამაკვალიანეთ! ვაზის ფოთლით ხომ ვერ გავაკეთებ?! wink.gif

* * *
ჯინჯერს (ჯანჯაფილს) ძვირად, 10 ლარად ყიდის ხოლმე "სუნელების კაცი" და ზუსტად დღეს ვნახე ბაზრის გაჩერების წინ, დაახლოებით ის სადაც შიგნით სათბურის სოკო იყიდება, ქალს ჰქონდა ტროტუარზე გამოტანილი 10 ლარად. მგონი ეგ სულ მანდ ზის, სხვა დროსაც მინახავს

Posted by: matusala_5 12 May 2013, 22:32
WOMAN IN LOVE
QUOTE
კარფურში თითქმის ყოველთვის აქვთ 
       

დღესაც ქონდათ.
tamo7779
QUOTE
არ ქონდათ

კარფურში ვიყიდე დღეს ,ეტყობა ვერ მიაგენი სადაც იდო lol.gif
mashikooo
QUOTE
ჯინჯერს (ჯანჯაფილს) ძვირად, 10 ლარად ყიდის ხოლმე "სუნელების კაცი" და ზუსტად დღეს ვნახე ბაზრის გაჩერების წინ, დაახლოებით ის სადაც შიგნით სათბურის სოკო იყიდება, ქალს ჰქონდა ტროტუარზე გამოტანილი 10 ლარად. მგონი ეგ სულ მანდ ზის, სხვა დროსაც მინახავს

10 ლარი ძვირია ,კარფურში 6,50 ღირს ,გუდვილში 6,60

Posted by: tamo7779 13 May 2013, 09:01
matusala_5
მართლაააააა? საააად?!
ფრეში იყო?

Posted by: matusala_5 13 May 2013, 12:59
tamo7779
QUOTE
მართლაააააა? საააად?!ფრეში იყო? 

კი.
იცით სად იდო? აი მწვანილებს რომ წონიან მის უკან დახლმაცივარი დგას გრძელი ,დაფასოებულები იყო 400-500გრამიან შეფუთვებში.

Posted by: tamo7779 13 May 2013, 15:26
matusala_5
გაიხარე smile.gif
არადა ამ მწვანილებთან ორჯელ ვიყავი sad.gif

Posted by: დოლორეს 13 May 2013, 19:29
სალამი.
იმერეთში ასე ეძახიან და დღემდე მეც ასე ვიცი,რომ ეს არის კამა:

http://www.radikal.ru


ხოლო ეს ცერეცო:

http://www.radikal.ru



ახლა ზუსტად მჭირდება ცოდნა რომელი რომელია.დავეჭვდი ამ ორი მცენარის ,,იმერული სახელწოდებების'' ჭეშმარიტებაში და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დავიწყე დავიწყე ესპანური,ლათინური და ქართული შესატყვისების შეჯერება.თურმე ესპანურადაც ისე უკუღმა ვეძახი,როგორც ქართულად _ კამას ცერეცოს ვეძახი და ცერეცოს კამას. facepalm.gif
გამოცდილო კულინარებო თქვენ გეცოდინებათ დაზუსტებით რომელი რომელია და დამეხმარეთ. bis.gif

Posted by: rtuli 13 May 2013, 20:52
დოლორეს
QUOTE
იმერეთში ასე ეძახიან და დღემდე მეც ასე ვიცი,რომ ეს არის კამა:

ცერეცოა smile.gif

კამა კი ქვევით არის yes.gif

განსხვავდება ძალიან სუნით და თვითონ ფოთლითაც,კამას ნაზი და წვრილი ფოთოლი აქვს,ცერეცოს უფრო გრუბი და ცოტათი მომსხვილო(კამასთან შედარებით)...თვითონ ღეროებიც ცერეცოსი უფრო გრუბია და კამის უფრო ნაზია...

ცერეცოს რაღაცნაირად ვალერიანის სურნელიც დაკრავს smile.gif,ნუ მე თითქოს ასე ვგრძნობ yes.gif

Posted by: დოლორეს 14 May 2013, 13:10
rtuli
ხო,აი რა ზუსტად აღწერე ორივე.რატომ იციან უკუღმა ამ იმერეთში. biggrin.gif
სწორი ვარიანტი კამა მყვარებია გამოდის.ხშირად ვიყენებ.მადლობა :*
ტყემალში რომელი გამოიყენება?

Posted by: nia4u 16 May 2013, 11:36
დოლორეს
ტყემალში კამა უნდა აყვავებული, ლამაზი და სურნელოვანი smile.gif

Posted by: matusala_5 16 May 2013, 17:30
nia4u
QUOTE
ტყემალში კამა უნდა აყვავებული, ლამაზი და სურნელოვანი 

გეშლება პირიქით ტყემლის საწებლის ერთ ერთი აუცილებელი ინგრედიენტია ცერენცო და არა კამა .

* * *
თუმცა შეიძლება იძახიან ცერენცო ვაძლევთო და სინამდვილეში კამას აძალევენ,ავირიე ეხლა მეც)))))))))
* * *
თუმცა შეიძლება იძახიან ცერენცო ვაძლევთო და სინამდვილეში კამას აძალევენ,ავირიე ეხლა მეც)))))))))

Posted by: mashikooo 16 May 2013, 20:02
matusala_5
ცერენცო? ნეტავ ეს რა ახალი მწვანილია?


Posted by: matusala_5 16 May 2013, 21:01
mashikooo
QUOTE
ცერენცო? ნეტავ ეს რა ახალი მწვანილია?

არა რა ახალი ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ტყემლის საწებლის მოსამზადებლად(კიდე სხვა რა კერძში გამოიყენება არ ვიცი)კამას გავს ძალიან ერთად თუ მიდევს წინ ორივე გავარჩევ უპრობლემოდ,მაგრამ ცალცალკე ვერ ვცნობ))))))))) კამა უფრო მოტკო გემო აქვს.

Posted by: დოლორეს 17 May 2013, 14:27
QUOTE
ცერენცო

rolleyes.gif

mashikooo
QUOTE
ცერენცო? ნეტავ ეს რა ახალი მწვანილია?

ცერეცო იგულისხმება. yes.gif არც ისე უცხოდ ჟღერდა.

პ.ს. დავამატე ჩემი შვილის ბოსტნეულის კრემში.მშვენივრად მიირთვა. chups.gif

Posted by: დოლორეს 17 May 2013, 17:30
ამას ქართულად რა ჰქვია?

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B8%D0%BD%D0%BE%D0%B0

...........


Posted by: Dek-Deko 17 May 2013, 21:39
აქაც ვიკითხავ ბარემ... ვეძებ სართულებიან (სასურველია 3) ტორტის დასადგამს. სასურველის იყოს ასეთი, თუმცა გაჭირვებაში სხვანაირებიც წავა yes.gif მოკლედ, თუ სადმე გინახავთ რომ იყიდებოდეს ან თუ ვინმეს აქვს და მათხოვებს დასაჩუქრდება wink.gif
user posted image

Posted by: Alice_In_Wonderland 18 May 2013, 02:25
ხო არ იცით ვინმე კარგ სიმინდის ფქვილს რო ყიდიდეს? ხევსურეთი-უხევსურეთობის ამბავია და მიშველეთ user.gif

Posted by: tamo7779 18 May 2013, 09:00
ვეღარ ვპოულობ და სიმინდის სახამებელი სად ვიყიდო?

Posted by: rtuli 18 May 2013, 09:42
Alice_In_Wonderland
QUOTE
ხო არ იცით ვინმე კარგ სიმინდის ფქვილს რო ყიდიდეს? ხევსურეთი-უხევსურეთობის ამბავია და მიშველეთ 

დეზერტირების ბაზრის მეორე სართულზე,ყველაზე საუკეთესო სიმინდის ფქვილსს აარჩევ,როცა შეხვალ სიმინდის ფქვილებს სადაც ყიდიან,მარჯვენა მხარეს მეორე გამყიდველთან მიდი....
საერთოდ კარგი იქნება რომ დააგემოვნო სანამ იყიდი,მოტკბო გემო თუ დაკრავს ის საუკეთესოა....მთავარია მწარე არიყოს smile.gif

tamo7779
QUOTE
ვეღარ ვპოულობ და სიმინდის სახამებელი სად ვიყიდო?

სუნელების კაცთან ან თურსაში,დიდუბე პლაზაში რომ მდებარეობს smile.gif

Posted by: nia4u 18 May 2013, 15:40
matusala_5
არ მეშლება, საყვარელო, არ ვიცი, ვინ რას ეძახის, მაგრამ ტყემალში კამაა საჭირო!
გარჩევა ამ ორი მწვანილის, ჩემი აზრით, ძალიან ადვილია!
ცერეცოს (და არა ცერენცოს!) ისეთი სუნი აქვს, ძნელია, სხვაში აგერიოს! smile.gif

Posted by: tamo7779 18 May 2013, 16:00
rtuli
მადლობა ნინ smile.gif
................................

Posted by: Tornikee 18 May 2013, 17:02
ვეგეტარიანული საჭმელები (როგორიცაა მაგალითად ტოფუ) სადმე იყიდება თბილისში?

Posted by: Alice_In_Wonderland 19 May 2013, 14:01
rtuli

დიდი მადლობა, ისე ამიხსენი რო მიგნება არ უნდა გამიჭირდეს smile.gif 2kiss.gif

Posted by: matusala_5 19 May 2013, 17:46
nia4u
ქუთაისში ცერენცოს ეძახიან ))))))))) ანუ ზედმეტია,აწი მაინც მეცოდინებ,მაგრამ იქ კამას არ აძლევენ ტყყემალს,იძახიან ცერენცო მივეცითო,გემრიელი კი გამოდის9 რასაც არ უნდა აძლევდნენ lol.gif)

Posted by: KOMBAT 19 May 2013, 22:55
mashikooo

გრანდ გურმეში აქვთ, რუსთაველზეცაა მაღაზია და მრგვალ ბაღთან ვაკეში.

Posted by: ForeverAutumn 22 May 2013, 03:21
QUOTE
ამას ქართულად რა ჰქვია?

ქათანაცერა


matusala_5 ცერენცო ქუთაისში არა და მგონი ოკრიბლები იტყვიანყენ

Posted by: mashikooo 26 May 2013, 10:15
QUOTE (KOMBAT @ 19 May 2013, 22:55 )
mashikoooგრანდ გურმეში აქვთ, რუსთაველზეცაა მაღაზია და მრგვალ ბაღთან ვაკეში.
ვიყავი მრგვალ ბაღთან და ვნახე ყველაფერი სუშისთვის! სუშისტების სამოთხეა ნამდვილი lol.gif !
ახლა. ვისაც გიყიდიათ, ნორი - ამ კოლოფის შენახვა რამდენ ხანს შეიძლება? და უნდა გაითუთქოს ხომ, ხმარებამდე??

Posted by: jack_pot 27 May 2013, 09:40
ვინმემ ხო არ იცით სად შეიძლება შევიძინო ბროწეულის ღვინო?

Posted by: Sortman 27 May 2013, 20:08
user posted image

Posted by: italiashka 27 May 2013, 22:13
ქაღალდის თეფშები სად ვიყიდო?
და ფასი ხომა რ იცით?

Posted by: tamo7779 27 May 2013, 23:16
italiashka
ნახატებით? უნახატო ქაღალდის თეფშები არ მახსოვს რომ მენახოს (ადრე იყიდებოდა).
იყიდება: გუდვილში, კარფურში,
პანდაში (დინამოს პირდაპირ) ,
კიდობანში 0 სართულზე;
დიდ ბაზრობაზე, ორჯონიკიძის ქუჩიდან ნებისმიერი კიბეებით რომ ჩახვიდე, პირველივე რიგია, უამრავი აქვთ, სულ ნაირნაირ ფასებში.
ორჯონიკიძეზე - ჰიგიენა/პარფიუმერიის ორი რიგი რომაა. მარჯვენა მხარეს შესასვლელში პარკები და რულონები აქვთ.
აღმაშენებლის გამზირზე, თამარმეფის ხიდიდან თუ მიდიხარ, პეესპე-ავერსის ოფისების შემდეგ ამავე მხარეს - ბი ჰეფი-ში.

ფასები 1 ლარიდან 10 ლარამდეა.

Posted by: KOMBAT 28 May 2013, 02:32
mashikooo
QUOTE
ისაც გიყიდიათ, ნორი - ამ კოლოფის შენახვა რამდენ ხანს შეიძლება? და უნდა გაითუთქოს ხომ, ხმარებამდე??



რაღაც თავისი პატარა პაკეტი უნდა მოყვეbოდეს რომელიც შიგ ყუთშივე თუ პარკშივე დევს ნორისტან ერტად რო არ განოტივდეს. მე 2010ში ამერიკაში ვიყიდე და ჯერ კიდევ მაქვს და კარგადაა

Posted by: TokoAssassin 2 Jun 2013, 15:19
მეგობრებო სად შეიძლება ნახშირის გრილის შეძენა? (პატარა ზომის მინდა, პიკნიკებზე, სტეიკის და ბურგერის კატლეტების შესაწვავად და ა.შ.)

user posted image

Posted by: guruliqali 2 Jun 2013, 18:26
TokoAssassin
თურქულ მარკეტში "თურსაში" არის.

Posted by: TokoAssassin 2 Jun 2013, 19:24
QUOTE (guruliqali @ 2 Jun 2013, 18:26 )
TokoAssassin
თურქულ მარკეტში "თურსაში" არის.

მადლობა, ხვალ ვნახავ smile.gif იმედია ნორმალურ ფასებში იქნება smile.gif

Posted by: tamo7779 2 Jun 2013, 20:06
TokoAssassin
კარფურშია სხვადასხვა ზომის, თუ არ ვცდები. FB-ნახეთ აბა....

Posted by: likaterine 6 Jun 2013, 21:27
სუშისთვის მასალები სად იშოვება თბილისში?

Posted by: mashikooo 8 Jun 2013, 01:05
QUOTE (likaterine @ 6 Jun 2013, 21:27 )
სუშისთვის მასალები სად იშოვება თბილისში?
QUOTE
(KOMBAT @ 19 May 2013, 22:55 )mashikoooგრანდ გურმეში აქვთ, რუსთაველზეცაა მაღაზია და მრგვალ ბაღთან ვაკეში.
ვიყავი მრგვალ ბაღთან და ვნახე ყველაფერი სუშისთვის! სუშისტების სამოთხეა ნამდვილი

Posted by: what 15 Jun 2013, 20:49
likaterine
QUOTE
სუშისთვის მასალები სად იშოვება თბილისში?


ავლაბარში დრიმ თაუნის კორპუსის პირველ სართულზეა გახსნილი სპეც. მაღაზია საიდანაც რესტორნებს გააქვთ იქ ნახე

Posted by: abes777 16 Jun 2013, 12:34
ვინც კარგი ხარისხის ღვინოს ეძებთ, შემეხმიანეთ. (ქორწილისთვის, წვეულებისთვის, ნებისმიერი სუფრისთვის) ასევე შეთავაზება მაქვს რესტორნებთანაც. რქაწითელის სუფთა ღვინო მაქვს. დიდი რაოდენობის მსურველთათვის ლაბორატორიაში შემოწმებით. 591227222

Posted by: ilikeit 16 Jun 2013, 15:12
ხომ არ იცით ყავისფერი შაქარი სად შემიძლია ვიყიდო? sad.gif

Posted by: mashikooo 19 Jun 2013, 22:37
QUOTE (ilikeit @ 16 Jun 2013, 15:12 )
ხომ არ იციმონით ყავისფერი შაქარი სად შემიძლია ვიყიდო? sad.gif
გუდვილში, მგონი ~7 ლარია 0,5 კგ

Posted by: ninicool 19 Jun 2013, 22:49
mashikooo
QUOTE
გუდვილში, მგონი ~7 ლარია 0,5 კგ

ვაიმე, რა გვეშველება.

Posted by: ilikeit 19 Jun 2013, 23:59
mashikooo
QUOTE
გუდვილში, მგონი ~7 ლარია 0,5 კგ

მადლობა!

Posted by: Qvacika 21 Jun 2013, 20:05
იქნებ იცოდეთ, თბილისში არსებობს ირანული ტკბილეულის მაღაზია? ნამცხვრები, რახათ ლუქუმები, ფახლავები და სხვ, რომ იყიდებოდეს?
ვიღაცამ მითხრა ადრე, სადღაც ვაკეში არისო, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი და ვერც ის გავიხსენე თუ ვინ მითხრა sad.gif

Posted by: nia4u 22 Jun 2013, 12:58
Qvacika
ირანულია თუ თურქული არ ვიცი, მაგრამ აღმაშენებლის გამზირზე რაღაც კაფეა და იქ იყიდებოდა-ხოლმე,
ოღონდ სახელი არ მახსოვს.მეტროდან გამოსული მარჯვნივ რომ გაუყვები, ახლოა,
თუ ზუსტად მახსოვს, მოზარდმაყურებლამდე არ მისული...

Posted by: fermina 22 Jun 2013, 17:46
Qvacika
მე-9 საავადმყოფოს პირდაპირ იყო რამდენიმე თვის წინ, თუ არ დაიკეტა...

Posted by: tamo7779 23 Jun 2013, 07:48
Qvacika
nia4u
აღმაშენებელზე თურქებისაა საპორე ქვია (მგონი ამაზე ამბობ) რამდენადაც ვიცი.და ირანული მაღაზიაა პანდაში,დინამოს პირდაპირ, ტკბილეულობა კი აქვთ მაგრამ ნამცხვრები არა.

Posted by: Qvacika 23 Jun 2013, 15:41
nia4u
fermina
tamo7779
უღრმესი მადლობა თქვენ, სამივეს დიდი სიამოვნებით მოვინახულებ!

Posted by: bomb-xXx 24 Jun 2013, 21:03
აბა იქნებ ესეც იცოდეთ და დამეხმაროთ.............. სად იყიდება ლაქტოზი? მგონი რძის შაქარს ეძახიან.. გთხოვთ დამეხმარეთ..............

Posted by: ~სესილია~ 26 Jun 2013, 17:39
გამარჯობა

იქნებ რომელიმეს გაქვთ ინფორმაცია

მაინტერესებს ჩემი ორგანიზაციის ლოგოთი ,,მინი შაქრის'' პაკეტებს სად დავამზადებინებ?
აი ლავაცას ტიპის შაქარს? (lavazza sugar sticks)

გთხოვთ ან აქ ან PM-ში მომაწოდეთ ინფორმაცია

დიდი მადლობა

Posted by: bomb-xXx 29 Jun 2013, 00:04
ლაქტოზი სად იყიდება არავუინ იცი? ???/ sad.gif

Posted by: GREENBULLA 2 Jul 2013, 15:04
მუსკატის კაკალი და ეგზოტიკური სანელებლები ხომ არ იცით სად იყიდება ? smile.gif მიახლოებით ფასი ხო არ გეცოდინებათ ?

Posted by: mashikooo 12 Jul 2013, 08:58
ყველანაირ სანელებელს -ეგზოტიკურ და არაეგზოტიკურს -ყიდის ე.წ. "სუნელების კაცი" ე.წ. "ტრამვაი-ტროლეიბუსების ბაზრობა-" ზე რომ დგას ბაზრის მხრიდან შესასვლელთან პატარა მოედანივით რომაა პროდუქტების და და ფარდების მაღაზიას შორის. ძალიან საინტერესო სტენდი აქვს ვიღაც ინდოელს(მგონი) კარფურში. მუსკატის კაკალი არც ისე ეგზოტიკურია, ყოველთვის იშოვება/ოდა და ძვირი არ ღირს, მით უმეტეეს, რომ დოზა მისი გამოყენების საკმოდ მცირეა.

Posted by: bomb-xXx 14 Jul 2013, 16:12
აბა სესნსორები იაფად სენსორები ... მოძრაობის სენსორი თითო 10 ლარი 4 ცალი 30 ლარი და 13 ცალი 100 ლარი...

Posted by: ninicool 14 Jul 2013, 17:47
bomb-xXx
QUOTE
აბა სესნსორები იაფად სენსორები ... მოძრაობის სენსორი თითო 10 ლარი 4 ცალი 30 ლარი და 13 ცალი 100 ლარი...

ეგ რაღაა? :გოიმისსმაილი:

Posted by: bomb-xXx 14 Jul 2013, 22:52
QUOTE (ninicool @ 14 Jul 2013, 17:47 )
bomb-xXx
QUOTE
აბა სესნსორები იაფად სენსორები ... მოძრაობის სენსორი თითო 10 ლარი 4 ცალი 30 ლარი და 13 ცალი 100 ლარი...

ეგ რაღაა? :გოიმისსმაილი:

რა სმაილი??? სად დაინახე სმაილი.....................

Posted by: ninicool 14 Jul 2013, 23:45
bomb-xXx
QUOTE
აბა სესნსორები იაფად სენსორები ... მოძრაობის სენსორი თითო 10 ლარი 4 ცალი 30 ლარი და 13 ცალი 100 ლარი...

ეს რას ნიშნავს?

Posted by: Trance In Trance 16 Jul 2013, 14:38
ნედლი თინუსი სად შემიძლია შევიძინო?
შემოდის საერთოდ?

Posted by: mashikooo 18 Jul 2013, 20:46
Trance In Trance
QUOTE
გრანდ გურმეში აქვთ, რუსთაველზეცაა მაღაზია და მრგვალ ბაღთან ვაკეში.
ვიყავი მრგვალ ბაღთან და ვნახე ყველაფერი სუშისთვის! სუშისტების სამოთხეა ნამდვილი, თინუსიცარის.

Posted by: fermina 19 Jul 2013, 10:15
ხომ არ იცით საზამთროს მურაბა სად შეიძლება ვიყიდო, სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავთ? ადრე რომელიღარ კომპანია უშევბდა და შემხვედრია გასაყიდად, ამ ბოლო დროს აღარ.

Posted by: guruliqali 19 Jul 2013, 12:11
fermina
QUOTE
საზამთროს მურაბა

არსად არ შემხვედრია, "კულას" აქვს მურაბები, მაგათი კაკლის მურაბა მომწონს. იქნებ საზამთროსიც ქონდეთ.

Posted by: fermina 19 Jul 2013, 12:14
guruliqali


მადლობა, მეც ეგ ვიფიქრე smile.gif კარგი მურაბები აქვთ.

Posted by: Trump 19 Jul 2013, 13:05
ემზარ სალათის დრესსინგი სად იყიდება ? გუდვილში არ არის , პოპულიში აზრიც არა აქვს.. სადმე იცით საბურთალოსკენ იყოს?

Posted by: ^Nos_ka 19 Jul 2013, 16:22
ნუშის რძე ( Alond milk) თუ იყიდებ სადმე?

Posted by: Jack_Sparrow 19 Jul 2013, 16:28
Вустерширский соус

Worcestershire sauce,



http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D1%83%D1%81%D1%82%D0%B5%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%81%D0%BE%D1%83%D1%81


ხომარიცით სად შეიძლება ყიდვა ? გუდვილში თუ მიდიხართ ვინმე არ დაიზაროთ ნახეთ რაა პლზ

Posted by: nia4u 19 Jul 2013, 18:20
tos_ka
აფთიაქში უნდა დაამზადებინო,თუ არსებობს კიდევ ასეთი აფთიაქები
ან შენ თვითონ უნდა დაამზადო smile.gif

Posted by: ninicool 19 Jul 2013, 20:24
tos_ka
QUOTE
ნუშის რძე ( Alond milk) თუ იყიდებ სადმე?

http://www.youtube.com/results?search_query=homemade+almond+milk+recipe&oq=homemade+almond+milk&gs_l=youtube.1.1.0l4j0i5l2.1460.7794.0.10117.20.14.0.3.3.0.735.2229.2-2j0j1j1j1.5.0...0.0...1ac.1.11.youtube.-8WPHpq1PEg

Posted by: randman 23 Jul 2013, 22:48
მზა კრემი ან გლაზური და შოკოლადის ფხვნილი(chocolate cake mix) სად ვიყიდო ეგ პროდუქტები?

Posted by: ,Katie 24 Jul 2013, 13:25
საცხობი ფხვნილი რა ჯანდაბაა? mad.gif



,

Posted by: ninicool 24 Jul 2013, 20:24
,Katie
გამაფხვიერებელია იგივე, სოდა, ლიმონმჟავა და ფქვილი.

Posted by: ,Katie 24 Jul 2013, 22:54
ninicool

მადლობა,
რაღაც ვიყიდე,მაღაზიაშიმირჩიეს, 20 თეთრი ღირდა.
ნამცხვრისთვის მინდოდა user.gif

Posted by: guruliqali 24 Jul 2013, 23:35
,Katie
კარგია, გამოიყენე, სოდის მაგივრობას სწევს და მწარე სპეციფიურ გემოს არ აძლევს, ამოაფუებს კარგად.

Posted by: ninicool 25 Jul 2013, 00:22
,Katie
QUOTE
მადლობა, რაღაც ვიყიდე,მაღაზიაშიმირჩიეს, 20 თეთრი ღირდა.ნამცხვრისთვის მინდოდა

კარფურში მგონი 5 თეთრი ღირს. Baking powder ეწერება ინგლისურად.

Posted by: sallli1 25 Jul 2013, 17:38
თუ გაგიგიათ ასეთი რამ б ნატურალური სელის ზეთის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: guruliqali 25 Jul 2013, 21:08
sallli1
"შირნჰოფერში" მინახავს წერეთელზე, ახლა არ ვიცი აქვთ თუ არა. ჯორჯიტაშიც.

Posted by: JustKid 26 Jul 2013, 20:01
half-and-half cream or light cream რომელია ან სად იყიდება ან თუ შეიძლება სახლში მოვამზადო?

Posted by: Jaavaaxaa 29 Jul 2013, 19:03
ვყიდულობ სუპერმარკეტებში.
გუდვილი, პოპული , ფურშეტი და ა.შ
სხვათაშორის სუპერმარკეტი ,,ფურშეტი" ძალიან მომწონს. ხარისხიანი და კარგი პროდუქტებია.
არასდროს მქონია პრობლემა ..
ხორცი არ მიყიდა მხოლოდ და ამბობენ ძალიან კარგიაო. მომავალში რომ ვიყიდი ვნახოთ როგორი კმაყოფილი ვიქნები smile.gif

Posted by: ninicool 29 Jul 2013, 20:31
JustKid
QUOTE
half-and-half cream or light cream რომელია ან სად იყიდება ან თუ შეიძლება სახლში მოვამზადო?

half-and-half cream არის დაბალპროცენტიანი ნაღები (10-18%); light cream არის შედარებით მაღალპროცენტიანი (18-30%) და არსებობს აგრეთვე heavy cream - მაღალპროცენტიანი ნაღები (33% და ზევით)

Posted by: klo-C 30 Jul 2013, 13:41
ხალხო გამარჯობათ, რამდენიმე ახალი რეცეპტი ვნახე ინტერნეტსი მაგრა, ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს რაც არასოდეს გამომიყენებია
მაგალითად : როზმარინი, ჯანჯაფილი, ორეგანო
სად შეიზლება ეგეთი რაღაცაები რომ ვიყიდო?

Posted by: guruliqali 30 Jul 2013, 14:52
klo-C
QUOTE
სად შეიზლება ეგეთი რაღაცაები რომ ვიყიდო?

"გუდვილი", "თურსა" და "ჯორჯიტაში" შეგიძლია იკითხო, აუცილებლად ექნებათ.

Posted by: KOMBAT 1 Aug 2013, 01:11
tos_ka
QUOTE
ნუშის რძე ( Alond milk) თუ იყიდებ სადმე?



ადრე ვნახე ვაგზალზე რო ცენტრალი თუ რაღაც იყო, ეხა გუდვილია, მანდ. შუშის ბოთლებში იყო და ვყიდულობდი ხოლმე, კაი ხანია დავაებე თავი და ეხახ არვიცი თუ აქვთ.

პს. თუ ვერ ნახავ ვერსად და გიყვარს, სოიოს ვანილა რძე სცადე, ძალიან კარგია ეგეც, და სასარგებლო. ეგ ნანდვილად აქვთ გუდვილსი

Posted by: JustKid 1 Aug 2013, 10:24
ninicool


QUOTE
half-and-half cream არის დაბალპროცენტიანი ნაღები (10-18%); light cream არის შედარებით მაღალპროცენტიანი (18-30%) და არსებობს აგრეთვე heavy cream - მაღალპროცენტიანი ნაღები (33% და ზევით)



დიდი მადლობა და აქ იყიდება ყველანაირი?

Posted by: MicroLab 2 Aug 2013, 01:44
კულინარებს მივესამები, საქონლის ხორცს ვხარშავ, არ არის რბილი და როგორ მივაღწიო მის გარბილებას?

Posted by: nia4u 2 Aug 2013, 12:58
MicroLab
გუშინ ვუყურე სწორედ, კუხნია.ტვ-ზე, კორპის საცობი უნდა ჩააყოლო ხარშვისასო,
ერთ-ერთმა შეფ-მზარეულმა გვასწავლა smile.gif

Posted by: KOMBAT 3 Aug 2013, 14:07
პროდუქტი არაა მაგრამ სად ვიყიდო ტარტის ფორმაააააა? ვერსად ვნახე

Posted by: pleita 3 Aug 2013, 17:36
ბავშვებო მოსახარში რაჭული ლორი სად შევიძინო??? help.gif

Posted by: KOMBAT 4 Aug 2013, 12:23
pleita
დეზერტირებზე რომ ახალი თესლი შენობაა მანდ ქონდათ მეორე სართულზე :3

Posted by: makbet 6 Aug 2013, 16:36
ვინმემ ხომ არ იცის ჩაროზი "გურია" თუ გამოდის ისევ?

Posted by: ForeverAutumn 10 Aug 2013, 19:16
QUOTE
pleita
დეზერტირებზე რომ ახალი თესლი შენობაა მანდ ქონდათ მეორე სართულზე :3

ფასი ქე ექნება ალბათ ერთი 40 ლარი))


ხომ არავინ იცით, ბელორუსიიდან რამე საკვები პროდუკტი შემოდის ჩვენსკენ ?

Posted by: ninicool 11 Aug 2013, 09:33
KOMBAT
მე ალბათ უფრო ამ პოსტის გამო მეგონე კაცი

http://forum.ge/?f=82&showtopic=33696789&st=1935#
* * *
JustKid
QUOTE
დიდი მადლობა და აქ იყიდება ყველანაირი?

არ ვიცი, მაგრამ ჰევი ქრიმისგან შეგიძლიათ გააკეთოთ half-and-half cream რძის დამატებით. რომელიღაც ვიდეოში თქვეს, აღარ მახსოვს. დოზებს გაგიგებთ და მოგწერთ.

Posted by: Mainteresebs7777777 12 Aug 2013, 17:08
QUOTE (klo-C @ 30 Jul 2013, 13:41 )
ხალხო გამარჯობათ, რამდენიმე ახალი რეცეპტი ვნახე ინტერნეტსი მაგრა, ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს რაც არასოდეს გამომიყენებია
მაგალითად : როზმარინი, ჯანჯაფილი, ორეგანო
სად შეიზლება ეგეთი რაღაცაები რომ ვიყიდო?

ორეგანო - კარფურში. დიდი მრგვალი დახლივითაა და სხვადასხვა ე.წ. "კოლონიალური საქონელი" იყიდება.
* * *
ჭვავის ფქვილი სად იყიდება, ვინმემ ხომ არ იცით?
ოღონდ ნაღდი (ან ნაღდთან მიახლოვებული მაინც, ნაკლებად შეღებილი))..

Posted by: rtuli 14 Aug 2013, 02:11
Mainteresebs7777777
QUOTE
ჭვავის ფქვილი სად იყიდება, ვინმემ ხომ არ იცით?
ოღონდ ნაღდი (ან ნაღდთან მიახლოვებული მაინც, ნაკლებად შეღებილი))..

ფაკტიურად არსად sad.gif
სოფლებში თუ მოყავს ვინმეს,არავინ ყიდის...........

Posted by: Mainteresebs7777777 14 Aug 2013, 11:25
QUOTE (rtuli @ 14 Aug 2013, 02:11 )
Mainteresebs7777777
QUOTE
ჭვავის ფქვილი სად იყიდება, ვინმემ ხომ არ იცით?
ოღონდ ნაღდი (ან ნაღდთან მიახლოვებული მაინც, ნაკლებად შეღებილი))..

ფაკტიურად არსად sad.gif
სოფლებში თუ მოყავს ვინმეს,არავინ ყიდის...........

ცუდია.. ისე საინტერესოცაა რატომ არ შემოაქვს ვინმეს?.. რამე სირთულე ახასიათებს მაგ პროდუქტს?

Posted by: Princess of Persia 16 Aug 2013, 12:16
გამარჯობა. ამ მცენარეს რა ქვია ქართულად? ჩვენთან შეიძლება სადმე ამის შეძენა? მწნილის სახით ძალიან მომწონს, მაგრამ აქ ვერ ვიპოვე, ახლობელი მიგზავნის ყოველთვის სომხეთიდან. user.gif

user posted image

Posted by: X-woman 16 Aug 2013, 21:22
გამარჯობა მზარეულებო და გურმანებო,

სამი პროდუქტის შესახებ მაქვს შეკითხვა:
1. არის გუდვილში ე.წ. curry? ან სად შეიძლება შეძენა.
2. მინდა ვიყიდო კუსკუსი და გუდვილში ვნახე მხოლოდ რუსული რაღაც пшено და ყვითელია, კუსკუსს ჰგავს. თუ იცით, ერთი და იგივეა?
3. მწვანილის თესლებზე წავიკითხე წინა პოსტები ცოტა და ბაზილიკის თესლი არის სამთო ქიმიის შენობაში? თუ სად შეიძლება კიდევ მისი შეძენა? ან როზმარინი და ტიმიანი. ხმელი კია გუდვილში, მაგრამ რაღაც მომინდა ჩემით მათი მოყვანა.

მადლობა წინასწარ.

Posted by: KOMBAT 16 Aug 2013, 21:42
X-woman
QUOTE
არის გუდვილში ე.წ. curry? ან სად შეიძლება შეძენა.



არის ფხვნილი, ადრე ვნახე,

მანდ თუ გათავდა ან რამე, კარფურში არის.

QUOTE
მინდა ვიყიდო კუსკუსი და გუდვილში ვნახე მხოლოდ რუსული რაღაც пшено და ყვითელია, კუსკუსს ჰგავს. თუ იცით, ერთი და იგივეა?



არა ფშენო სხვა რამეა, კუსკუსი სხვა


მსამეზე არვიცი პასუხი, მაგრამ ეხა რო გაიარო ბაზარში, არის ცოცხალი ბაზილიკი, აკა შაშკვლავი ქართულად smile.gif

Posted by: მერკუციო 23 Aug 2013, 22:41
ხალხნო, გემრიელი წიწიბურა ხომ არ გეგულებათ სადმე ბაზარში ან სხვაგან? მომკლა პოპულის რაღაც უგემურმა გაუგებრობამ sad.gif

Posted by: rtuli 24 Aug 2013, 04:17
მერკუციო
QUOTE
ხალხნო, გემრიელი წიწიბურა ხომ არ გეგულებათ სადმე ბაზარში ან სხვაგან? მომკლა პოპულის რაღაც უგემურმა გაუგებრობამ


smile.gif

სხვაგან შეიძინე ,გუდვილში ან კარფურში smile.gif
ისე ჯასტ რჩევა :
გემრიელი რომ იყოს+ოდნავ მოთხილო სურნელით,ჯერ წიწიბურა ტაფაზე მოხალე და მერე მოხარშე yes.gif

Posted by: Blur 27 Aug 2013, 15:02
X-woman
QUOTE
მინდა ვიყიდო კუსკუსი და გუდვილში ვნახე მხოლოდ რუსული რაღაც пшено

დიღმის გუდვილში ნამდვილად არის კუსკუსი, ოღონდ აწერია შეფუთვაზეც კუსკუსი.
пшено ეს მგონი სხვაა

მერკუციო
QUOTE
ემრიელი წიწიბურა ხომ არ გეგულებათ სადმე ბაზარში ან სხვაგან

იარმარკას ფირმას აქვს გემრიელი წიწიბურა

Posted by: მერკუციო 27 Aug 2013, 20:09
Blur
QUOTE
იარმარკას ფირმას აქვს გემრიელი წიწიბურა

სად ყიდულობთ?

Posted by: Angel-A 28 Aug 2013, 23:07
მერკუციო
QUOTE

QUOTE
იარმარკას ფირმას აქვს გემრიელი წიწიბურა

სად ყიდულობთ?

ეგეც კარგია, მაგრამ макфа-ს წიწიბურა ჯობია.
მარკეტებში იყიდება

Posted by: Blur 29 Aug 2013, 10:33
მერკუციო
QUOTE
სად ყიდულობთ?

რავიცი ჩვეულებრივ უბნის მაღაზიებში, გუდვილშიც მინახავს.
ზოგადად მაგ ფირმას კარგი პროდუქცია აქვს.

Angel-A
QUOTE
макфа-ს წიწიბურა ჯობია.

ეს არ გამისინჯავს, ვცდი ამასაც

Posted by: bucho 29 Aug 2013, 16:49
გამარჯობა,ეს ხილი დუბაიში ვჭამე და სახელს ვერ ვიხსენებ.იქნებ თქვენ იცოდეთ და დამეხმაროთ,ძალიან მაგარი რამე კი იყო smile.gif

Posted by: მერკუციო 30 Aug 2013, 12:50
rtuli
QUOTE
გემრიელი რომ იყოს+ოდნავ მოთხილო სურნელით,ჯერ წიწიბურა ტაფაზე მოხალე და მერე მოხარშე

Blur
QUOTE
იარმარკას ფირმას აქვს გემრიელი წიწიბურა

Angel-A

ვიყიდე იარმარკას წიწიბურა. მოვხალე. გამოვიდა.. დიდი არაფერი
ბავშვობიდან მონატრებული სურნელი მთელს სახლში რომ დგებოდა თურქეთში გაყიდეს? sad.gif

Posted by: rtuli 31 Aug 2013, 21:53
მერკუციო
QUOTE
ვიყიდე იარმარკას წიწიბურა. მოვხალე. გამოვიდა.. დიდი არაფერი
ბავშვობიდან მონატრებული სურნელი მთელს სახლში რომ დგებოდა თურქეთში გაყიდეს? 

biggrin.gif

კარგი წიწიბურა ძვირი ღირს,რაც შემოაქვთ რუსეთიდან იმას უნდა დავჯერდეთ sad.gif

პ.ს.თურქებს არუყვართ წიწიბურა smile.gif

Posted by: tikusha 4 Sep 2013, 15:43
ხშირად ვკითხულობ სოიოს სოუსზე აქ, რომ ხშირად იყენებთ და სად ყიდულობთ??

Posted by: ninicool 4 Sep 2013, 15:49
tikusha
QUOTE
ხშირად ვკითხულობ სოიოს სოუსზე აქ, რომ ხშირად იყენებთ და სად ყიდულობთ??

მე პირადად კარფურში ვყიდულობ.



Posted by: henri fordi 5 Sep 2013, 17:27
ხალხო და ჯამაათნო დამეხმარეთ, თბილისში სად შეიძლება ვიყიდო პეპსინი(მგონი ასე ქვია) wink.gif
ყველის ამოსაყვანი ნივთიერება მესაჭიროება მოკლედ და სად იყიდება ხომ არ იცით? და ზუსტად რა ქვია ?

Posted by: elarji 5 Sep 2013, 19:25
შხორცს ვყიდულობ სუპერ მარკეტში ძესვეულს ვყიდულობდი შიქხოფერში
საუბედუროდ დაიკეტა ხომ არ იცით გაიხსნება თუ არა

Posted by: nadin 7 Sep 2013, 02:48
elarji
კი გაიხსნება- ლოიდლის სახელით,სავარაუდოდ ორ კვირაში

Posted by: Todrika1 9 Sep 2013, 17:16
სუშის ინგრედიენტები სად შეიძლება რო ვიყიდო თბილისში: სუშის ბრინჯი, სუშის ძმარი, ტუნა, ორაგული და სხვა თევზები?

Posted by: Mainteresebs7777777 10 Sep 2013, 10:37
ნამდვილი კაკაო მარცვლები (აი "raw cocoa" - ს რომ ეძახიან ამერიკელებიsmile.gif ) და დაფქვილიც , ნამდვილი შოკოლადი და კარგი, მაღალი ხარისხის ყავა - სად შეიძლება რომ ვიყიდო თბილისში, ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: sunseeeker 10 Sep 2013, 16:39
სად შეიძლება ვიყიდო წებოვანი ბრინჯი?

Posted by: ninoma 10 Sep 2013, 18:35
bucho
QUOTE
,ეს ხილი დუბაიში ვჭამე და სახელს ვერ ვიხსენებ.იქნებ თქვენ იცოდეთ და დამეხმაროთ,

yellow dates იგივე ფინიკი.

Posted by: sunseeeker 10 Sep 2013, 19:56
Todrika1
მაგათ გუდვილში ნახავ ყველაფერს თუმცა თევზი გაყინული უნდა გამოიყენო? არ გირჩევ კარგად არც დამუშავდება და არ გაწყინოს ,სუშის ორაგული ახალი უნდა იყოს თანაც გაყინულს ის გემო არ აქვს,კვებით ღირებულებაზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი.რაც შეეხება ძმარს,ამაში სოიოს სოუსს გულისხმობ ? მომჟაო გემოს ძალიან მარილიანი სითხეა

Posted by: ilikeit 11 Sep 2013, 13:48
Asafoetida - ეს რა არის ან სად შეიძლება ვიყიდო? sad.gif


Posted by: didi bege 11 Sep 2013, 22:44
რვაფეხებს სად ყიდულობთ ახალგაზრდებო ეფა(თ)დ

Posted by: Mainteresebs7777777 12 Sep 2013, 11:13
რვაფეხა?... ყიდვით არ მიყიდია.. მაგრამ ნახვით მგონი ვნახე რაღაც პერიოდის წინ. ბოჭორმას ქუჩაზე ახალი კორპუსის (ადრე სტადიონი სადაც იყო), ძირში არის მაღაზია. ჯორჯიან დელიკატესო.. თუ რაღაც მაგდაგვარი.. მახსოვს რაღაც საინტერესო რაღაცეები ჰქონდათ, და ფასებიც - იციცხლე! (ალბად ვალები აქვთsmile.gif )

აი კაკაო კი არ ქონდათ. ხომ არ იცის ვინმემ სად ყიდიან ქალაქში ნამდვილ კაკაოს მარცვლებს და ფხვნილს?

Posted by: mashikooo 12 Sep 2013, 19:48
QUOTE (sunseeeker @ 10 Sep 2013, 19:56 )
Todrika1
.რაც შეეხება ძმარს,ამაში სოიოს სოუსს გულისხმობ ?
ვფიქრობ. ძმარში გულისხმობს ბრინჯის ძმარს, რომელიც, როგორც სხვა დანარჩენი სუშის ინგრედიენტი, იყიდება მრგვალი ბაღის გვერდით( და ამბობენ, რუსთაველზეცო. მაგრამ ეგ არ ვიცი) სპეციალიზირებულ მაღაზიაში. მაგათ ყინულზე დადებული თინუსიც აქვთ და ჩრდილოეთის ორაგულიც(სიომგა, ე.წ.). ამ თინუსს რომ დავხედე, ნამდვილად!!! არ გამიჩნდა სურვილი, უმად დამეწყო სანსვლა, როგორც ეს რეცეპტურებშია გათვალისწინებული...

Posted by: rtuli 13 Sep 2013, 00:29
Mainteresebs7777777
QUOTE
აი კაკაო კი არ ქონდათ. ხომ არ იცის ვინმემ სად ყიდიან ქალაქში ნამდვილ კაკაოს მარცვლებს და ფხვნილს?

მარცვლები არსად მინახავს,ფხვნილი კი არის პასაჟში სუნელების კაცთან.........

mashikooo
QUOTE
ამ თინუსს რომ დავხედე, ნამდვილად!!! არ გამიჩნდა სურვილი, უმად დამეწყო სანსვლა, როგორც ეს რეცეპტურებშია გათვალისწინებული...

გეთანხმები....სუშის თევზი ახალი დაჭერილი უნდა იყოს,ჩვენამდე მხოლოდ გაყინული სახით მოდის .........

Posted by: KOMBAT 13 Sep 2013, 01:25
rtuli
QUOTE
გეთანხმები....სუშის თევზი ახალი დაჭერილი უნდა იყოს,ჩვენამდე მხოლოდ გაყინული სახით მოდის .........



მთლად მასეც არაა. ახალ-დაჭერილ თევზს ვერ გაუშვებ სუშიში, თავისი დამუშავება უნდა - აუცილებლად ყინავენ ჯერ რომ ყველა ბაქტერია/მიკრობი მოიკლას და მხოლოდ მერე ამზადებენ სუშის.

არ მაქვს საუბარი ეხლა რაღაც ფუგუებზე და ექსტრემალურ კერძევ რომ ამზადებენ ცოცხალი თევზებისგან.
არავინ მოგატყუოთ სუში ბარში რომ სულ ცინცხალი თევზია, უბრალოდ არ შეიძლება აუცილებლად უნდა გაიყინოს, თან თავის გაყინვის დონე აქვს რაღაც.

ამერიკაში ვმუშაობდი სუში ბარში ბირმელებთან და გავლილი მაქვს მტელი ეს ტექნოლოგიები.

Todrika1

გრან გურმეში ვაკეში მრგვალბაღთან არის ყველაფერი სუშისთვის, მაგრამ არ გირჩევ მაინც სახლის პირობებში უმი ტევზის გამოყენებას, შეეცადე შებოლილი გაუკეთო, შარია მაინც, მითუმეტეს არ იცი როდინდელი ტევზია და სადაური და ა.შ.

sunseeeker
QUOTE
რაც შეეხება ძმარს,ამაში სოიოს სოუსს გულისხმობ ? მომჟაო გემოს ძალიან მარილიანი სითხეა


არა ძმარია სუშის ბრინჯისთვის რომ წებოვანი გახდეს და არ დაიშალოს, სოიოს სოუსს კიდე უბრალოდ მზა სუშის ზედ ასხამენ, ან აწობენ ან რავი როგორც გინდა biggrin.gif


rtuli
mashikooo
sunseeeker
Todrika1


და საერთოდაც რჩევასავით ამ "სუშის ძმარს" იმხელა ფასს ადებენ და არიქა მარტო ამიც გამოვაო, არაფერიც!
მე ჩვეულებრივ ძმარს ვუკეთებ ყოველთვის ღვინის ან ვაშლის, დაუმატებ შაქარს და დაადგამ ცეცხლზე რომ შეთბეს და შაქარი გადნეს და დაუმატებ მოხარშულ ბრინჯს და კარგად ამოურევ.
ტრუხაა ეს "ბრინჯი სუშისთვის"და ძმარი სპეციალური

ოღონდ ბრინჯი უნდა იყოს მრგვალი )


და აი დავურთავ აქვს ჩემსას ))

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/IMG_0490.jpg.html

Posted by: rtuli 13 Sep 2013, 09:50
KOMBAT
QUOTE
მთლად მასეც არაა. ახალ-დაჭერილ თევზს ვერ გაუშვებ სუშიში, თავისი დამუშავება უნდა - აუცილებლად ყინავენ ჯერ რომ ყველა ბაქტერია/მიკრობი მოიკლას და მხოლოდ მერე ამზადებენ სუშის.

ნუ აქ ტექნოლოგიაზე არ ვსაუბრობდით smile.gif......გაყინულ თევსზეა საუბარი რომელიც აქ ჩამოაქვთ,ყველაფერს თავისი შენახვის ვადა აქვს,გაყინულ პროდუკტსაც smile.gif
* * *
QUOTE
ბირმელებთან

smile.gif
ეს იაპონელების ნაირსახეობაა biggrin.gif ,ვხუმრობ რათქმაუნდა ..........

მე მხოლოდ იაპონურ რესტორანში და სუში ბარში მივირთმევდი სუშის,სულ სხვანაირი იყო ,რაგაცნაირი განსხვავებული smile.gif..........ეს იცი როგორი თემაა ,მაგალითად მეგრულ ხარჩოს და ღომს იაპონელი რომ დაგიმზადებს biggrin.gif .........

Posted by: Mainteresebs7777777 13 Sep 2013, 10:47
QUOTE (rtuli @ 13 Sep 2013, 00:29 )
Mainteresebs7777777
QUOTE
აი კაკაო კი არ ქონდათ. ხომ არ იცის ვინმემ სად ყიდიან ქალაქში ნამდვილ კაკაოს მარცვლებს და ფხვნილს?

მარცვლები არსად მინახავს,ფხვნილი კი არის პასაჟში სუნელების კაცთან.........

პასაჟი?... ეგ რომელი?..
სუნელების კაცი მხოლოდ ერთი ვიცი- ვაგზლის მოედანთან, სასტუმრო კოლხეთის და დეზერტირების ბაზრის მოპირდაპირედ, ტოლვილების ბაზრობას რომ ეძახიან. იქ არის ერთი ხანში შესული კაცი, ნამდვილი ვანილის ჩხირებიც კი რომ აქვს.
მაგას გულისხმობთ?

Posted by: sunseeeker 13 Sep 2013, 10:55
QUOTE
არა ძმარია სუშის ბრინჯისთვის რომ წებოვანი გახდეს და არ დაიშალოს
ბრინჯის განსაკუთრებული სახეობაა "წებოვანი ბრინჯი" რომელსაც იყენებენ მსგავს საკვებში როგორიცაა სუში და არამგონია წებოვნებას ძმარი აძლევდეს თვითონ ბრინჯია წებოვანი
QUOTE
და აი დავურთავ აქვს ჩემსას ))

user posted image
უფფფფფფ გემრიელი ჩანს მომადგა ნერწყვები givi.gif givi.gif
QUOTE
მეგრულ ხარჩოს და ღომს იაპონელი რომ დაგიმზადებს

მაგარი შედარებაა! წარმოვიდგინე როგორ აკეთებს იაპონელი ელარჯს და ავყირავდი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: KOMBAT 13 Sep 2013, 13:20
rtuli
QUOTE
მე მხოლოდ იაპონურ რესტორანში და სუში ბარში მივირთმევდი სუშის,სულ სხვანაირი იყო ,რაგაცნაირი განსხვავებული ..........ეს იცი როგორი თემაა ,მაგალითად მეგრულ ხარჩოს და ღომს იაპონელი რომ დაგიმზადებს  .........



biggrin.gif

ჰომ

sunseeeker
QUOTE
ბრინჯის განსაკუთრებული სახეობაა "წებოვანი ბრინჯი" რომელსაც იყენებენ მსგავს საკვებში როგორიცაა სუში და არამგონია წებოვნებას ძმარი აძლევდეს თვითონ ბრინჯია წებოვანი

შეიძლება წებოვანი ბრინჯის სახეობა არსებობდეს კიდეც, მაგრამ ჩვეულევრივ ბრინჯს წებოვნობას ეგ აძლევს რაც მე დავწერე smile.gif


Posted by: mashikooo 14 Sep 2013, 22:58
rtuli
KOMBAT
QUOTE (rtuli @ 13 Sep 2013, 09:50 )
KOMBAT
ნუ აქ ტექნოლოგიაზე არ ვსაუბრობდით smile.gif......გაყინულ თევსზეა საუბარი რომელიც აქ ჩამოაქვთ,ყველაფერს თავისი შენახვის ვადა აქვს,გაყინულ პროდუკტსაც smile.gif
როგორი დაცულიც არ უნდა იყოს შენახვა/დაჭერა/დაკვლის ტექნოლოგიები lol.gif lol.gif lol.gif ვერ გავრისკავ და არც არავის ვურჩევ უმი თევზის და ხორცის ჭამას... ნუ, რა თავისგაგიჟებაა, კარპაჩო და მსგავსი თუ არ მივირთვი?? მაგის ფული მქონდეს და შებოლილ ჩრდილოურ ორაგულს, ხამონს და პარმულ ლორს მივირთმევ, ბოლზე გადატარებული მაინც არის lol.gif
QUOTE
მთლად მასეც არაა. ახალ-დაჭერილ თევზს ვერ გაუშვებ სუშიში, თავისი დამუშავება უნდა - აუცილებლად ყინავენ ჯერ რომ ყველა ბაქტერია/მიკრობი მოიკლას და მხოლოდ მერე ამზადებენ სუშის.
არ დაიჯერო, რა....მხოლოდ სერიოზული თერმული დამუშავება სპობს იმას, რაც შენ ახსენე და უარესს -ჭიების კვერცხებს და ლავრებს......
დანარჩენი - როგორც თქვენ გსურთ smile.gif

Posted by: bucho 15 Sep 2013, 18:18
ninoma
QUOTE
yellow dates იგივე ფინიკი.

დიდი მადლობა, დიდი ხანია ვეძებდი ამ კითხვაზე პასუხს smile.gif

Posted by: მერკუციო 17 Sep 2013, 22:35
ხალხნო, პიტა იყიდება სადმე?

user posted image

Posted by: kukaracha_mokles 18 Sep 2013, 01:01
გამარჯობათ მცოდნე ხალხო ნატურალურ თაფლს სად ვიყდიდი კარგსს და ვიტამინებით სავსესს?
მასწავლეთ თუ გეგულებათ სადმე

Posted by: rtuli 18 Sep 2013, 01:08
მერკუციო
QUOTE
ხალხნო, პიტა იყიდება სადმე?

მრგვალ ბაღთან იყო smile.gif

Posted by: t-90 18 Sep 2013, 01:20
ავოკადოს ვეძებ და გთხოვთ მიმასწავლოთ ქალაქისკენ თუ სადმე იყიდება.

Posted by: ilikeit 18 Sep 2013, 01:24
t-90
QUOTE
ავოკადოს ვეძებ

კარფურში ვყიდულობ ხოლმე.

Posted by: მერკუციო 18 Sep 2013, 01:55
rtuli
QUOTE
მერკუციო
QUOTE
ხალხნო, პიტა იყიდება სადმე?

მრგვალ ბაღთან იყო

უფრო კონკრეტულად? smile.gif
ანუ ხომ ხვდები მე მარტო პურის ყიდვა მინდა.

და მანგოც მაინტერესებს

Posted by: t-90 18 Sep 2013, 02:06
ilikeit
QUOTE
კარფურში ვყიდულობ ხოლმე.

QUOTE
ქალაქისკენ

მანდ პროსტო არ ვხვდები ხოლმე და მარტო ავოკადოს გულისთვის წასვლა კიდე გლობალურად მეზარება.

Posted by: მერკუციო 18 Sep 2013, 09:05
t-90
ნაძალადევის კარფურში მიდი, ქარვასლაში.

Posted by: t-90 18 Sep 2013, 09:52
მერკუციო
გასაგებია. გმადლობ.

Posted by: ForeverAutumn 20 Sep 2013, 00:16
ვინმემ იცით თუ იშოვება ამ ქვეყანაში ნედლი წიწიბურა ?

Posted by: mashikooo 20 Sep 2013, 19:41
QUOTE (ForeverAutumn @ 20 Sep 2013, 00:16 )
ვინმემ იცით თუ იშოვება ამ ქვეყანაში ნედლი წიწიბურა ?
მე მაქვს ნანახი გუდვილში გერმანული დაფასოების( ანუ მაგენი ევროპროდუქციას რომ უწოდებენ smile.gif ) 0,5 კგ პაკეტი, ფასი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემს ყველანაირ ფანტაზიას ასცდა lol.gif lol.gif lol.gif. ღია მოჭუჭყიანო სალათისფერი იყო; ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ფერის უნდა იყოს მოუხალავი, ნედლი წიწიბურა,თუმცა შეიძლება ვცდები...

Posted by: ForeverAutumn 20 Sep 2013, 20:26
mashikooo 50ლარი ღირდა ალბათ))

კი მწვანე ფერისაა იტოგში. მაგრამ მაგის თესლი არ ამოდის

Posted by: kotelnikovi 24 Sep 2013, 23:55
შაურმაში რომ წიწაკებია პატარები სად იყიდება ეგენი>?

Posted by: rtuli 25 Sep 2013, 00:06
kotelnikovi
QUOTE
შაურმაში რომ წიწაკებია პატარები სად იყიდება ეგენი>?

არასოდეს მიყიდია შაურმა smile.gif....რა წიწაკებზეა საუბარი?,მწნილივით რომ არის ძალიან პატარები?
ასეთი წიწაკების მწნილი თურსაში იყიდება ,დიდუბე პლაზაში ....

Posted by: mashikooo 26 Sep 2013, 04:20
QUOTE (ForeverAutumn @ 20 Sep 2013, 20:26 )
mashikooo 50ლარი ღირდა ალბათ))

კი მწვანე ფერისაა იტოგში. მაგრამ მაგის თესლი არ ამოდის

50 სულაც არა, მაგრამ ეგზოტიკური ბრინჯებივით კი ღირდა

Posted by: kotelnikovi 27 Sep 2013, 11:41
rtuli
კი კი ეგ პატარები, დიდი მადლობა მაგრად მიყვარს და აუცილებლა უნდა ვიყიდო smile.gif

Posted by: zutnix 29 Sep 2013, 12:51
QUOTE (giorga123 @ 21 Jan 2013, 18:31 )
kozet
კინოას თუ გამოიწერ ამაზონიდან, აქ ვეძებე და არსად არ აქვთ.არადა და პროტეინის წყაროა

კინოა კარფურში იყიდება

http://pix.ge/

Posted by: Hеisenberg 2 Oct 2013, 09:42
ლიბანურ(ზოგადად ახლო აღმოსავლეთის) სამზარეულოში არის ძალიან პოპულარული სოუსი სახელად ამბა.
მანგოს, მდოგვის და სხვადასხვა სუნელების კომბინაციაა. ერთ-ერთი სუნელია სახელად ჰილბე.
ბევრი ძებნის და ჩხრეკის შემდეგ მივედი ამ აზრამდე, რომ ჰილბე რუსულად არის Пажитник, ინგლისურად fenugreek, ლათინურად Trigonella foenum-graecum.
და იგივეა ან ძალიან ახლოსაა ჩვენს უცხო სუნელთან.
მაინტერესებს ვინმემ რამე თუ იცით ამასთან დაკავშირებით.
რამდენად სწორია ჩემი მიხვედრა?

Posted by: ForeverAutumn 2 Oct 2013, 13:30
mashikooo
გასაგებია) ანუ 25 ლარამდე თუ არ მეშლება.

რუსეთში იყიდება მწვანე გრეჩიხა და უკრაინაში მგონი . გამოწერა ჯობია

Posted by: 23. 4 Oct 2013, 18:04
სამწვადე ღორის ხორცის ყიდვა სად ჯობია? კახითისკენ სადაც მივდივარ კი იქნება გზაზე მაგრამ ხორცის აზრზე არ ვარ, რომელი ნაწილი ჯობია ისიც არ ვიცი. მირჩიეთ რა...

Posted by: DOLPHIN 11 Oct 2013, 10:19
ვეძებ შავი კვლიავის ზეთს .

Posted by: mashikooo 16 Oct 2013, 09:28
მირჩიეთ, რომელ კვების ობიექტში ვიყიდი ნატურალური ახალი პროდუქტებისგან დამზადებულ ხაშს ტრავმატოლოგიური პაციენტისთვის? ( გაყინულს და ნიკორას ნუ შემომთავაზებთ lol.gif lol.gif )

Posted by: fermina 16 Oct 2013, 10:00
mashikooo

თავად გააკეთე, მთავარია კარგად გასუფთავებული მასალა იყიდო, ან თავად გარეცხო ძალიან კარგად და მერე არაფერი ფილოსოფია მაგას არ უნდა, უბრალოდ უნდა მოხარშო კარგად, ნიორი-მარილი და ეგაა. ზოგი რძესაც ამატებს მგონი.

Posted by: Dek-Deko 17 Oct 2013, 00:34
meringue-ს ფხვნილი იყიდება თბილისში თუ იცით?

Posted by: Велики 18 Oct 2013, 17:03
გამარჯობათ, რუსული Мишка косолапый იშოვება სადმე თბილისში?


კრასნი აქტიაბრის



Posted by: ForeverAutumn 19 Oct 2013, 00:55
QUOTE (zura1 @ 29 Sep 2013, 12:51 )
QUOTE (giorga123 @ 21 Jan 2013, 18:31 )
kozet
კინოას თუ გამოიწერ ამაზონიდან, აქ ვეძებე და არსად არ აქვთ.არადა და პროტეინის წყაროა

კინოა კარფურში იყიდება

http://pix.ge/

კინოაზე სერიოზული რამ არსებობს.

Posted by: Q 7 19 Oct 2013, 18:23
ქართულად არ ვიცი როგორ არის,
lemongrass - იყიდება თბილისში ხომ არ იცით
https://www.google.at/search?q=lemongrass&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=K29iUqjxE8LVtAb-oYGADw&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1127&bih=609&dpr=1

http://www.bbcgoodfood.com/glossary/lemon-grass

Posted by: rtuli 19 Oct 2013, 20:50
Q 7
QUOTE
ქართულად არ ვიცი როგორ არის,
lemongrass - იყიდება თბილისში ხომ არ იცით
https://www.google.at/search?q=lemongrass&s...7&bih=609&dpr=1

http://www.bbcgoodfood.com/glossary/lemon-grass

პერიოდულად არის კარფურში

Posted by: ForeverAutumn 19 Oct 2013, 21:24
Q 7ბარამბოს ბალახი არანაკლებია

Posted by: Q 7 19 Oct 2013, 22:59

rtuli
ForeverAutumn
მადლობა

rtuli
ვიცი რომ ბევრ რამეში იყენებენ და მაგის ჩაიც არსებობს,
რა კერძში გამოგიყენებიათ და ქართულად რა ქვია ხომ არ იცით ?

Posted by: მერკუციო 20 Oct 2013, 09:11
Q 7
QUOTE
ქართულად არ ვიცი როგორ არის

ლიმონის სორგო ქვია მაგას.
რუსულად - Цимбопогон

Posted by: rtuli 20 Oct 2013, 14:19
Q 7
QUOTE
რა კერძში გამოგიყენებიათ და ქართულად რა ქვია ხომ არ იცით ?

ქართულად არვიცი რა ქვია sad.gif
არაა პოპულარული საქართველოში...
ფაკტიურად რასაც ლიმონის არომატი უხდება ყველგან გამოიყენება,ჩაიდან დაწყებული ზღვის პროდუკტით დამთავრებული...


Posted by: მერკუციო 20 Oct 2013, 19:56
rtuli
ლიმონის სორგო ქვია.
რუსულად - Цимбопогон

Posted by: sunseeeker 20 Oct 2013, 23:01
QUOTE
ლიმონის სორგო ქვია

სორგო არასოდეს მსმენია ლიმონის ბალახი ჰქვია ქართულად და სადაც იყიდება იქაც ლიმონის ბალახს ეძახიან როგორც წესი>>სხვათაშორის ბევრი დადებით თვისება აქვს და ძალიან სასარგებლოა სიმსივნეებთან ბრძოლისათვის

http://geonews.ge/category/18/health/news/168990/onkologia-balaxi.html

Posted by: Pleiades 21 Oct 2013, 16:55
კეჟერა ფხალი თბილისში სადმე შეიძლება იშოვოს ადამიანმაააა? sad.gif

Posted by: მერკუციო 21 Oct 2013, 21:10
user posted image

ხალხნო ამას რუსულად ქვია -Бадьян(или звёздчатый анис).

ქართულად - ბადიანი, ვარსკვლავისებრი ანისული

და ასეთივე ვარსკვლავების სახით, ანუ არადაფქვილი, სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: rtuli 22 Oct 2013, 00:47
მერკუციო
QUOTE
ხალხნო ამას რუსულად ქვია -Бадьян(или звёздчатый анис).

ქართულად - ბადიანი, ვარსკვლავისებრი ანისული

და ასეთივე ვარსკვლავების სახით, ანუ არადაფქვილი, სად იყიდება ხომ არ იცით?

პასაჟში სუნელების კაცთან yes.gif

Posted by: მერკუციო 22 Oct 2013, 01:03
rtuli
QUOTE
პასაჟში სუნელების კაცთან

პასაჟI დიდია და უფრო კონკრატულად, თუ არ შეწუხდებით smile.gif

Posted by: rtuli 22 Oct 2013, 01:22
მერკუციო
QUOTE
პასაჟI დიდია და უფრო კონკრატულად, თუ არ შეწუხდებით

პირველივე შესასვლელია ცენტრალური პასაჟში და სულ ბოლოში ზის კაცი სუნელებით,ეს რიგი ნამცხვრებისაა ...
არ შეგეშლება smile.gif

Posted by: საკურა. 23 Oct 2013, 14:54
გამარჯობათ....
სხვა უფრო შესაფერისი თემა ვერ ვიპოვე....
ფუტკრის (უფრო სწორად ყვავილის) მტვერის შეძენა სად შეიძლება ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: Q 7 23 Oct 2013, 14:59
საკურა.
აქ უნდა ქონდეთ წესით > http://tentorium.ge/

Posted by: საკურა. 23 Oct 2013, 15:08
Q 7
აქ ადრე ვიკითხე და არ ქონდათ.....
დავუკავშირდები კიდევ....მადლობა........


ვინმე, ვინც თაფლს ყიდის არ იცით? რიგით პირებს უფრო ექნებათ მგონია, ვისაც ფუტკარი ყავს..........

Posted by: D3v1LL 28 Oct 2013, 14:32
გამარჯობათ, ხომ ვერ მეტყვით ვირთევზა სად შეიძლება ვიყიდო და რა ღირს კილო ?

Posted by: TaTa_TaTuLi 28 Oct 2013, 17:23
საკურა.
QUOTE
ვინმე, ვინც თაფლს ყიდის არ იცით?

ჩვენ ვისთანაც ვიღებთ, მართლა ძალიან მოგვწონს, ნატურალურია
ბავშვებისთვის განსაკუთრებით ვარჩევდით ყოველთვის და რაც ამ ოჯახს მივაგენით, სულ მათთან ვყიდულობთ
თუ კიდევ გაინტერესებს, ნომერს მოგწერ PM-ში

Posted by: mashikooo 30 Oct 2013, 23:21
ვირთევზა - რუსულად -"ტრესკა", თითქმის ყველა თევზის ტოჩკაზე იყიდება ამის გაყინული ფილე, თეთრი, საშუალო ზომის ნაჭრები, ფასი არ ვიცი. smile.gif

Posted by: Ðito 4 Nov 2013, 12:32
ნუშის კარაქი სად იყიდება არავინ იცით? rolleyes.gif

Posted by: kotelnikovi 10 Nov 2013, 00:48
კაი მზესუმზირა ან ბატი ბუტი სად ვიყიდო? მოსახალი მინდა ორივე, ანუ კონკრეტული თუ იცით ვინმე

Posted by: sunseeeker 10 Nov 2013, 03:05
QUOTE
კაი მზესუმზირა ან ბატი ბუტი სად ვიყიდო? მოსახალი მინდა ორივე, ანუ კონკრეტული თუ იცით ვინმე

მსგავსი პროდუქტების საყიდლად არ უნდა გამოიყენე არც მარკეტი ,არც სუპერმარკეტი, არც ჰიპერმარკეტი და არც არანაირი მსგავსი biggrin.gif წადი ბაზარში! (ჰო ასეთი ადგილიც არსებობს biggrin.gif) თუ რათქმაუნდა ხარისხიან პროდუქტს ეძებ და იქ იმდენ რამეს ნახავ თვითონ გაგიკვირდება

Posted by: 2pachenessy 12 Nov 2013, 03:04
მაინტერესებს როზმარინი სად შევიძინო ?? ან ქართულად რა ქვია ამ ცენარეს ძალიან მჭირდება წინასწარ მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: Blur 12 Nov 2013, 10:12
kotelnikovi
QUOTE
ბატი ბუტი სად ვიყიდო

კარფურში აქვთ წონით, გუდვილში შეფუთული იყიდება (მიკროტალღურისაც არის და ჩვეულებრივ გასაკეთებელიც) ორივეთი საკმაოდ ბუთქუნა ბატი-ბუტი გამოდის.

sunseeeker
QUOTE
მსგავსი პროდუქტების საყიდლად

QUOTE
წადი ბაზარში

ბაზარში რაც იყიდება ყვითელი სიმინდი იმითი არ გამოდის ისეთი დიდი ბატიბუტები, როგორც ბატიბუტის სპეციალური სიმინდით.

Posted by: miramax 12 Nov 2013, 11:03
ფქვილის დისტრიბუციასთან არავის არ გაქვთ რამე კავშირი?
შეკვეთა მინდა სამსახურისთვის და არსებულ ნომრებზე ვერ ვუკავშირდები

მზეკაბანს და პროგრესს ვგულისხმობ

Posted by: leluka 15 12 Nov 2013, 17:13
გუდვილში ყველაზე კარგი ხორცია ყოველთვის და საუკეტესო პროდუქტები.. smile.gif

Posted by: Black Cat 15 Nov 2013, 22:41
ფინიკი სად იშოვება ხომ არ იცით? (ჩირი არა ოღონდ)


Posted by: rtuli 16 Nov 2013, 15:11
2pachenessy

QUOTE
მაინტერესებს როზმარინი სად შევიძინო ?? ან ქართულად რა ქვია ამ ცენარეს ძალიან მჭირდება წინასწარ მადლობა დახმარებისთვის.

კოლმეურნეობის მოედანზე იყიდება ქოთნებში ცოცხალი,მშრალი კარფურში ან გუდვილში სუნელების სექციაში.
ქართულად არ ითარგმნება მგონი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98


Posted by: 2PAC 20 Nov 2013, 18:24
rosemary and thyme

საიდან მოვიტანო ეგენი

ეს როზმარი ქონდრის მამიდაშვილი ხომ არაა?

რამე შემცვლელი მწვანილები ხომ არ იცით?

help.gif


Posted by: tamo7779 20 Nov 2013, 18:34
როზმარინი იყიდება გუდვილში და კარფურში და მეორე იგივე ტმინი, იგივე ძირა

Posted by: 2PAC 25 Nov 2013, 11:07
tamo7779
მადლობა











+30 ძირა

Posted by: dadu411 25 Nov 2013, 16:36
ვინმემ ამიხსენით რა არის ეს ცომის გამაფხვიერებელი ყველგაან იყიდებაა ? და როგორ უნდა ვიკითხოო

Posted by: nia4u 25 Nov 2013, 22:22
dadu411
პატარა პაკეტებით იყიდება ყველგან, როგორც ვანილები და საფუარები,
რუსულად აწერია "რაზრიხლიტელ" smile.gif

Posted by: iPod 30 Nov 2013, 11:27
ხო არიცით სად შეიძლება ვიშოვო ესეთი noodles?
user posted image

Posted by: tikusha 30 Nov 2013, 11:34
ჟელატინის ფხვნილი ასაწონიც იყიდება? პატარა პაკეტებში ვნახე 1 სუფრის კოვზი ძლივს გამოვა ეგ

Posted by: sunseeeker 30 Nov 2013, 15:51
tikusha
ამდენი რად გინდა ჟელატინი ? biggrin.gif არა ასაწონი მე პირადად არსად არ მინახავს >>> ისედა საკმაოდ ბევრი ყრია რუსული შეფუთვის შელატინის პაკეტებში

Posted by: tikusha 2 Dec 2013, 10:17
sunseeeker
ყვითელი პაკეტია რომ არის იმაზე ამბობ?? რა ბლომად ყრია 1 სუფრის კოვზი ძლივს გამოვა

Posted by: rtuli 2 Dec 2013, 16:04
tikusha
QUOTE
ელატინის ფხვნილი ასაწონიც იყიდება? პატარა პაკეტებში ვნახე 1 სუფრის კოვზი ძლივს გამოვა ეგ

იყიდება,სუნელების კაცთან პასაჟში...ჩინური არ იყიდო,რუსული აიღე ძალიან სერიოზულია yes.gif

Posted by: Black Cat 3 Dec 2013, 21:44
QUOTE
ფინიკი სად იშოვება ხომ არ იცით? (ჩირი არა ოღონდ)


Posted by: kotelnikovi 13 Dec 2013, 12:59
თუ იცით მინდა რამე ძააან მწარე წიწაკა ან საწებელი და სად ვიყიდო და რომელი?
* * *
თუ იცით მინდა რამე ძააან მწარე წიწაკა ან საწებელი და სად ვიყიდო და რომელი?

Posted by: Andy Warhol 16 Dec 2013, 14:51
ეს კარაქი გავსინჯე ამას წინებზე. მოკლედ კარაქის უნახავი გამხადა.
დანიური ფირმისს საკმაოდ ცნობილი ბრენდი ყოფილა,ნეტა თუ იყიდება საქ-ში ?

Posted by: rtuli 16 Dec 2013, 17:40
Andy Warhol
QUOTE
ეს კარაქი გავსინჯე ამას წინებზე. მოკლედ კარაქის უნახავი გამხადა.
დანიური ფირმისს საკმაოდ ცნობილი ბრენდი ყოფილა,ნეტა თუ იყიდება საქ-ში ?

მე არ მომეწონა რატომღაც....არის ყველგან ეს კარაქი yes.gif

Posted by: shilaida 16 Dec 2013, 18:04
Andy Warhol
ჯეიმი ოლივერი სულ ამას იყენებს ტავის გადაცემაშI:)))

Posted by: ^Nos_ka 20 Dec 2013, 11:44
ცოცხალი ბაზილიკი სად ვიშოვო? კარFურის გარდა

Posted by: gio_ooo 20 Dec 2013, 17:08
სად ყიდულობთ პროდუქტებს? რომელ ადგილს ანიჭებთ უპირატესობას?

Posted by: YabalaxianiGuruli 21 Dec 2013, 23:05
შეგიძლიათ მითხრატ სად შევიძინო სამარხვო ნაღები?საერთოდ არსებობს?

Posted by: rtuli 22 Dec 2013, 01:03
YabalaxianiGuruli
QUOTE
შეგიძლიათ მითხრატ სად შევიძინო სამარხვო ნაღები?საერთოდ არსებობს?

პასაჟში არის თხევადი 1ლ. ყუთში...სუნელების კაცსს მიმართე

Posted by: Pleiades 25 Dec 2013, 13:38
ძალიან იშვიათ პროდუქტზე არ ვკითხულობ, უბრალოდ მწვადისთვის ზუთხის ხორცი სად შეიძლება ვიყიდო? ანუ გაყინული, ფილედ დაფასოებული ან მსგავსი რამ.. smile.gif

Posted by: rtuli 26 Dec 2013, 01:49
Pleiades
QUOTE
ძალიან იშვიათ პროდუქტზე არ ვკითხულობ, უბრალოდ მწვადისთვის ზუთხის ხორცი სად შეიძლება ვიყიდო? ანუ გაყინული, ფილედ დაფასოებული ან მსგავსი რამ..

მე გუდვილში ხშირად მხვდება ცოცხალი სახით smile.gif,ნახე თუ არის...

ისე ცნობისთვის,ზუთხი შემოდის ჩვენთან სასომხეთიდან,იქ ყავთ მოშენებული smile.gif

Posted by: ErK 13 Jan 2014, 05:15
ტოპინამბური - მიწის მსხალი - არის სადმე?

Posted by: nadin 13 Jan 2014, 09:26
ErK
იგივე მიწავაშლა ქართულად, შემხვედრია ბაზარში, უფრო გვიან შემოდგომით.

Posted by: Angel-A 21 Jan 2014, 01:31
ჭვავს თესავენ საქართველოში თუ იცით?
ვინმე ხომ არ გყავთ მომწოდებელი?

Posted by: =NASA= 24 Jan 2014, 12:01
Collagen Sausage Casing Skins სად შეიძლება ვიყიდო?
ეს არის ღორის ნაწლავის შემცვლელი, არც გარეცხვა უნდა და არც წინასწარი მომზადება. კუპატებისთვის და ძეხვეულისთვის. თბილისში იყიდება სადმე თუ იცით? ლინკი:
http://www.amazon.co.uk/s/ref=sr_pg_1?rh=i%3Aaps%2Ck%3Acollagen+casing&keywords=collagen+casing&ie=UTF8&qid=1390550257

წარმოდგენა, რომ შეგექმნათ.
იქედან კი ვიწერ, მაგრამ აქ თუ არის აქ ვიყიდიდი.

Posted by: sunseeeker 24 Jan 2014, 12:47
ErK
QUOTE
ტოპინამბური - მიწის მსხალი - არის სადმე?

QUOTE
იგივე მიწავაშლა ქართულად, შემხვედრია ბაზარში, უფრო გვიან შემოდგომით.

ჩემს სოფელში არის ოხრად და უფასოდ lol.gif ოღონდ იქ მიწის ვაშლს ეძახიან biggrin.gif

Posted by: lasha9 24 Jan 2014, 15:47
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/

Posted by: Algophobia 24 Jan 2014, 22:16
შეგიძლიათ მითხრათ სად შევიძინო ავოკადო ?

Posted by: TaTa_TaTuLi 24 Jan 2014, 22:54
Algophobia
QUOTE
სად შევიძინო ავოკადო ?

მე გუდვილში ვყიდულობ

Posted by: Algophobia 24 Jan 2014, 22:55
TaTa_TaTuLi
QUOTE
მე გუდვილში ვყიდულობ

დიდი მადლობა

Posted by: ქეთუ 26 Jan 2014, 13:24
პარმეზანი ყველი მარტო გუდვილშია?


ადრე წონის ქონდათ და ეხლა დაფასოებული იყო შEფუთული....



რა ამბავია ისე 1კილო 90ლარი.... drug.gif

Posted by: მერკუციო 29 Jan 2014, 10:32
ჩინურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება ე.წ. "ბრინჯის ქაღალდი" - ბრინჯის ფქვილით და სხვა ინგრედიენტებით მომზადებული თხელი, თითქმის გამჭვირვალე ფენები, რომლებშიც სხვადასხვა გულსართს ახვევენ.

ჰოდა, ხომ არ მოგიკრავთ თვალი სადმე?

Posted by: kupara 29 Jan 2014, 19:19
ვირის ხორცის თემა რომ გახსნათ საშაურმეებზე კარგი იქნება მგონი...

Posted by: gulua1 1 Feb 2014, 17:03
გამარჯობა

ხომ არ იცით საკვები სპირტი სადმე იყიდება ნორმალურ მაღაზიაში? ბაზრობისას ვერ ვენდობი

Posted by: rtuli 1 Feb 2014, 18:06
gulua1
Vajaze qimreaktivebis magaziashi

Posted by: gulua1 1 Feb 2014, 18:16
rtuli

QUOTE
gulua1
Vajaze qimreaktivebis magaziashi

ქიმრეაქტივების მაღაზიაში? rolleyes.gif

უფრო ზუსტად ხომ ვერ მეტყვით რა ადგილზეა

ამ პასუხზეც უკვე მადლობელი ვარ

chest.gif

Posted by: მერკუციო 1 Feb 2014, 18:40
=NASA=
QUOTE
Collagen Sausage Casing Skins სად შეიძლება ვიყიდო?
ეს არის ღორის ნაწლავის შემცვლელი, არც გარეცხვა უნდა და არც წინასწარი მომზადება. კუპატებისთვის და ძეხვეულისთვის. თბილისში იყიდება სადმე თუ იცით? ლინკი:
http://www.amazon.co.uk/s/ref=sr_pg_1?rh=i...&qid=1390550257

წარმოდგენა, რომ შეგექმნათ.
იქედან კი ვიწერ, მაგრამ აქ თუ არის აქ ვიყიდიდი.

მეც იქიდან ვიწერ, აქ ბევრი ძებნის მერე ხელი ჩავიქნიე

Posted by: ErikTon 3 Feb 2014, 18:00
ძალიან მინდა გავიგო ერთი კერძი როგორ კეთდება და თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ რა.. smile.gif

თურქულია და "ჩოლბა" ქვია.. თურქეთში ძალიან "პოპულარული" კერძია...
მაქვს სამნაირი ნანახი/გასინჯული... ერთი სულ წყალივით იყო... მეორეში გრძელი ბრინჯი ეყარა (მგონი ბრინჯი) მთლიანები...
და მესამე იყო თითქოს ჩვენი პატარა თეთრი ბრინჯით გაკეთებული... ოდნავ მოწითალო წვენით...
ხოდა ძალიან მომეწონა და ეს მინდა გავიგო როგორ კეთდება... თუ იცით ვინმემ დამიწერეთ რა user.gif

Posted by: Blur 3 Feb 2014, 18:22
ErikTon
QUOTE
"ჩოლბა" ქვია.

თუ ჩორბაზე საუბრობ, თურქულად ჩორბა წვნიანს ნიშნავს და შესაბამისად ბევრნაირი შეიძლება იყოს. კონკრეტული რომელიმეს რეცეპტი არ ვიცი დაგიწერენ ალბათ.

Posted by: ErikTon 3 Feb 2014, 21:07
QUOTE (Blur @ 3 Feb 2014, 18:22 )
ErikTon
QUOTE
"ჩოლბა" ქვია.

თუ ჩორბაზე საუბრობ, თურქულად ჩორბა წვნიანს ნიშნავს და შესაბამისად ბევრნაირი შეიძლება იყოს. კონკრეტული რომელიმეს რეცეპტი არ ვიცი დაგიწერენ ალბათ.

მადლობა smile.gif
------------------------------------------
* * *
QUOTE
ძალიან მინდა გავიგო ერთი კერძი როგორ კეთდება და თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ რა.. smile.gif

თურქულია და "ჩოლბა" ქვია.. თურქეთში ძალიან "პოპულარული" კერძია...
მაქვს სამნაირი ნანახი/გასინჯული... ერთი სულ წყალივით იყო... მეორეში გრძელი ბრინჯი ეყარა (მგონი ბრინჯი) მთლიანები...
და მესამე იყო თითქოს ჩვენი პატარა თეთრი ბრინჯით გაკეთებული... ოდნავ მოწითალო წვენით...
ხოდა ძალიან მომეწონა და ეს მინდა გავიგო როგორ კეთდება... თუ იცით ვინმემ დამიწერეთ რა user.gif

აი ეს ჩორბაა ხალხო სურთით მივაგენი bis.gif bis.gif

როგორ კეთდება დამიწერეთ თუ იცით რაა user.gif

user posted image
* * *
http://www.douniacuisine.com/Recette/110/chorba-frik.php

Posted by: rtuli 5 Feb 2014, 03:26
ErikTon
QUOTE
აი ეს ჩორბაა ხალხო სურთით მივაგენი

ეზოგელინი ქვია smile.gif

აი რეცეპტი
http://forum.ge/?showtopic=34026647&f=&st=15&#entry16041604
ესეც ჩემი მომზადებული
http://forum.ge/?showtopic=34081583&f=&st=480&#entry18323088



gulua1
QUOTE
ქიმრეაქტივების მაღაზიაში? 

ვაჟა-ფშაველაზე რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ვისოლის კალონკის საწინააღმდეგო მხარეზე.

Posted by: ErikTon 5 Feb 2014, 14:34
rtuli
გაიხარე გაიხარე გაიხარეეე bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
(ძალიან გემრიალეია.) chups.gif
* * *
თურქული წიწაკები ხომ არ იცით სად იყიდება და თუ იყიდება საერთოდ? (მწარე)

Posted by: tamo7779 5 Feb 2014, 14:55
ErikTon
მაღაზია თურსა-ში. დიდუბე პლაზას შენობაში. წერეთელზე, გამოფენის გვერდით.

Posted by: ^Nos_ka 7 Feb 2014, 00:07
სად მეკითხა არ ვიცოდი
აი ასეთს ვეძებ საუკუნეა, იქნება იცოდეთ სად ვიყიდო? თურსაში
Fოლგის ჰქონდათ და ქაFის, მასეთები არ მინდა, პლასტმასი მინდა

http://www.radikal.ru

Posted by: ashley judd 8 Feb 2014, 20:03
საღებავები ნამცხვრებში რომ ხმარობენ სად იყიდება და რა ღირს?

Posted by: gulua1 9 Feb 2014, 18:42
rtuli
QUOTE
ვაჟა-ფშაველაზე რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ვისოლის კალონკის საწინააღმდეგო მხარეზე.


კი შეგაწუხე

მაგრამ რამდენად საიმედოა მანდ ნაყიდი სპირტი? ხალხი არ დავწამლო... sad.gif

Posted by: Trump 10 Feb 2014, 12:34
ხომ არ იცით სადმე იყიდებოდეს კარგი მურაბები , ჯემები , პავიდლოები. ხარისხიანი და სუფთა ?

Posted by: rtuli 11 Feb 2014, 11:30
gulua1
QUOTE
მაგრამ რამდენად საიმედოა მანდ ნაყიდი სპირტი? ხალხი არ დავწამლო... 

როგორც საკუთარ თავსს ვენდობი ისე ვენდობი ჩემსს მეგობარსს რომელიც იქ წლებია მუშაობსს და პასუხისმგებელია ხარისხზე....მე ლიქიორებისთვის მხოლოდ მანდ ვიღებ სპირტსს უკვე წლებია smile.gif

Trump
QUOTE
ხომ არ იცით სადმე იყიდებოდეს კარგი მურაბები , ჯემები , პავიდლოები. ხარისხიანი და სუფთა ?


დიდუბე პლაზაში თურსაში,კარფურში და გუდვილში smile.gif

Posted by: Trump 11 Feb 2014, 11:48
rtuli
QUOTE
დიდუბე პლაზაში თურსაში,კარფურში და გუდვილში



მე ოჯახური ვიგულისხმე.

Posted by: gulua1 11 Feb 2014, 20:25
rtuli


QUOTE
როგორც საკუთარ თავსს ვენდობი ისე ვენდობი ჩემსს მეგობარსს რომელიც იქ წლებია მუშაობსს და პასუხისმგებელია ხარისხზე....მე ლიქიორებისთვის მხოლოდ მანდ ვიღებ სპირტსს უკვე წლებია smile.gif


გრანდიოზული მადლობა

chest.gif

ლიმონჩელოზე დაპატიჟებული ხარ smile.gif

პ.ს. ორი მაღაზიაა გვერდიგვედრ ალბათ დიდში უნდა შევვარდე არა?

Posted by: Fufuu 13 Feb 2014, 17:21
მოსახალი პოპკორნი ხომ არ იცით ვინმემ სად შემიძლია ვიყიდო ?

Posted by: 2PAC 14 Feb 2014, 10:55
ხალხნო და ჯამაათნო

მირჩიეთ, მიშველეთ


სად ვიყიდო ან რა ქვია საკვებ საღებავს ( თუ ეგრეც ქვია? smile.gif ) ცომი უნდა შევღებო კვასკვასა წითლად


help.gif

Posted by: gulua1 14 Feb 2014, 13:39
Fufuu
QUOTE
მოსახალი პოპკორნი ხომ არ იცით ვინმემ სად შემიძლია ვიყიდო ?

სურსათის ბაზრობებზე

3 ლარის ფარგლებში ღირს

Posted by: ქეთუ 15 Feb 2014, 13:31
Fufuu თურქულ მაღაზიებშიც არის დაფასოებული.


სად ვიყიდი ფილოს ფირფიტებს და ლაზანიას ფირფიტებს?

ფილოს ფირფიტები კარფურში ვიკითხე და ალბათ ფენოვანი ცომი გინდათო biggrin.gif


ხოდა იქნებ დამაკვალიანოთ.

Posted by: rtuli 18 Feb 2014, 02:54
ქეთუ
QUOTE
სად ვიყიდი ფილოს ფირფიტებს და ლაზანიას ფირფიტებს?

თურსა და ჟორჯიტა ერთ ადგილას მდებარეობსს,დიდუბე პლაზაში წერეთელზე smile.gif...იქ არის

Posted by: nia4u 19 Feb 2014, 17:44
Fufuu
QUOTE
მოსახალი პოპკორნი ხომ არ იცით ვინმემ სად შემიძლია ვიყიდო ?

ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, საბატიბუტე სიმინდი smile.gif
საკოლმეურნეო ბაზრებში,სადაც ხორბალი,სუნელები და მსგავსი რამეები იყიდება,
ასევე დანიურ სახლში იყო-ხოლმე,საბურთალოზე,პაკეტებით...

Posted by: ქეთუ 21 Feb 2014, 20:53
rtuli
QUOTE
თურსა და ჟორჯიტა ერთ ადგილას მდებარეობსს,დიდუბე პლაზაში წერეთელზე smile.gif...იქ არის

კი ვიცი ორივე, მადლობა 2kiss.gif

Posted by: Blur 24 Feb 2014, 10:07
ქეთუ
QUOTE
ლაზანიას ფირფიტებს

ეს ბევრგან არის უკვე, ბარილამ თითქმის ყველა დიდ მაღაზიაში შეიტანა. ფილო კი
QUOTE
თურსა და ჟორჯიტა
ამათ გარდა არსად გამიგია ვინმეს ეთქვას ვიყიდეო

Posted by: T@D 25 Feb 2014, 17:34
გამარჯობაsmile.gif
კურკუმა ხომ არ იცით გუდვილის გარდა სად იყიდება?

Posted by: rtuli 26 Feb 2014, 02:54
T@D
QUOTE
კურკუმა ხომ არ იცით გუდვილის გარდა სად იყიდება?

დინამოს მოპირდაპირე მხარეს პანდას ტერიტორიაზე და კარფურში

Posted by: Speedo 6 Mar 2014, 00:32
ეს სად ვიიდო არ იცით ვინმემ?

http://www.radikal.ru

Posted by: Blur 6 Mar 2014, 10:09
Speedo
სახლშI გასაკეთებლად არ ვიცი, ისე კი ბევრგან დგას უკვე მაგათი "ჯიხურები", რუსთაველის კინოშI, დიღმის გუდვილში, კუს ტბაზე და ა.შ. ბევრგანაა მოკლედ

Posted by: boby123 8 Mar 2014, 01:51
gamarjobat sad sheidzleba vishovo am periodshi alucha?

Posted by: Zanh 15 Mar 2014, 16:07
http://en.wikipedia.org/wiki/Golden_syrup
ეს სად ვიყიდო თბილისში?

Posted by: ირაო 15 Mar 2014, 20:54
გაყინული ქაბაბი რომ იყიდება,რომელი სუნელებით არის შეზავებული ხომ ვერ მეტყვით.
ისეთი სურნელი ტრიალებს სახლში. love.gif

Posted by: GlamourGirl 16 Mar 2014, 01:25
ვინმემ ხომ არ იცით ამ მცენარეს რა ჰქვია? ძირითადად სალათებში გამოიყენება ევროპაში, ვიკიპედიაზე ინგლისურად კი ვნახე, მაგრამ ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცით? http://en.wikipedia.org/wiki/Valerianella_locusta

Posted by: tikusha 17 Mar 2014, 14:38
ირაო
ქაბაბს კოწახური სჭირდება smile.gif

Posted by: lazy 17 Mar 2014, 17:33
წყლის პერი სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით?
აი ესაა

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/61/Eendekroos_dicht_bijeen.JPG/270px-Eendekroos_dicht_bijeen.JPG

Posted by: nia4u 18 Mar 2014, 20:54
lazy
QUOTE
წყლის პერი სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით?

ფლორა და ფაუნაში უფრო დაგაკვალიანებენ და შეიძლება მწვანე აფთიაქებში იყოს გამხმარი, როგორც სამკურნალო ბალახი.
კულინარიაში არ გამიგია, რომ იყენებდნენ, შეიძლება ვცდები smile.gif

Posted by: lazy 19 Mar 2014, 01:09
nia4u
გამხმარი არ მინდა , სუფთა წვნიანი , ახალი პერი მინდა : (

Posted by: nia4u 19 Mar 2014, 12:06
lazy
ხოდა,ფლორა და ფაუნაში იკითხე-მეთქი smile.gif
და რად გინდა, იჭმევა ეგ?

Posted by: nailart 20 Mar 2014, 02:00
damexmareT ra, ''tartar cream'' ra aris da sad viyido? da kidev sad viyidi sakvebis zeTovan saRebavebs? vgulisxmon ''vegatable oil color''?

Posted by: ირაო 20 Mar 2014, 19:30
tikusha
QUOTE
ქაბაბს კოწახური სჭირდება


კოწახური რომ უხდება ვიცი,მაგრამ კოწახურს აქვს ასეთი სუნი?

Posted by: nia4u 21 Mar 2014, 14:01
nailart
QUOTE
damexmareT ra, ''tartar cream'' ra aris da sad viyido? da kidev sad viyidi sakvebis zeTovan saRebavebs? vgulisxmon ''vegatable oil color''?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, პასაჟში ცნობილ "სუნელების კაცს" ექნება,
იმიტომ, რომ ეგეტი რაღცეები, თითქმის ყველაფერი აქვს.
ასევე წერეთელზე, თურქულ მარკეთ "თურსაში" იკითხე.
''tartar cream''-ესეც ფხვნილია, როგორც მახსოვს.

Posted by: nailart 22 Mar 2014, 01:26
nia4u
მადლობა გენაცვალე.

Posted by: nia4u 22 Mar 2014, 12:46
nailart
არაფრის smile.gif
იმედია,სწორად მიგასწავლე smile.gif

Posted by: Aspie 23 Mar 2014, 15:01
ჰიმალაის მარილზე რა გსმენიათ და სად იშოვება ხომ არ იცით?

Posted by: nia4u 24 Mar 2014, 13:49
Aspie
QUOTE
ჰიმალაის მარილზე რა გსმენიათ და სად იშოვება ხომ არ იცით?

http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657
ამ თემას თუ გადაიკითხავ, ბევრ ინფორმაციას გაიგებ ჰიმალაის მარილზე
და იმასაც გასწავლიან, სად და როგორ იშოვო smile.gif

Posted by: Aspie 24 Mar 2014, 18:07
nia4u
დიდი მადლობა smile.gif
რომელ გვერდზეა შეგიძლია მონახო?
120 გვერდია და სად ვიპოვო.. biggrin.gif

Posted by: EgemoN 24 Mar 2014, 20:34
ყველი კამამბერი სად იყიდება, ხომ არ იცით ვინმემ? smile.gif

Posted by: nia4u 24 Mar 2014, 20:37
Aspie
QUOTE
რომელ გვერდზეა შეგიძლია მონახო?
120 გვერდია და სად ვიპოვო..

მარტო ეგ გაინტერესებს,სად იყიდო?
მაგ თემაში დასვი ეგ კითხვა და მაგ თემის გოგოები გიპასუხებენ,
ეგენი ხმარობენ და შესაბამისად, ყიდულობენ კიდეც მაგ მარილს
და დაგაკვალიანებენ სად და როგორ smile.gif

Posted by: Lady_Bird 2 Apr 2014, 11:26
ახალ კომბოსტოს სად ვიყიდი? ხომ არ შეგინიშნავთ სადმე? და ასიბერგს სად ყიდულობთ ვერსად ვერ ვნახე

Posted by: rtuli 2 Apr 2014, 13:30
Lady_Bird
QUOTE
და ასიბერგს სად ყიდულობთ ვერსად ვერ ვნახე

კარფურში იყო....დეზერტირების ბაზარშიც....

თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ სულ არის....თურქეთიდან შემოაქვთ,პარტია როცა იყიდება,მერე ცოტახნით ქრება ,სანამ მეორე პარტიას არ შემოიტანენ..........

Posted by: tavadze 2 Apr 2014, 13:42
Aspie
QUOTE
ჰიმალაის მარილზე რა გსმენიათ და სად იშოვება ხომ არ იცით?

რა გსმენიაო, მაგაზე პასუხს მითიტებულ თემაში იპოვი, შოვნით კი საქართველოში არ იშოვება, როგოერც მე ვიცი. სამაგიეროდ, სამკურნალოდ არის უკვე - დავით ტატიშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც მარილის ოთახიც აქვთ (ძალიან კარგია გულის, ასთმური დაავადებების სამკურნალოდ) და ჰიმალაური მარილით მკურნალობენ, რომელიც ავსტრიელებმა შემოიტანეს აზიიდანო. საგანგებოდ ვიკითხე, აქ თუ იყიდება-მეტქი და არაო.

Posted by: ninicool 2 Apr 2014, 20:47
EgemoN
QUOTE
ყველი კამამბერი სად იყიდება, ხომ არ იცით ვინმემ?

ეგეც კარფურში იქნება, თუმცა მე არ შემიმჩნევია, ანუ არ დავკვირვებივარ.

მიყვარს

Posted by: EgemoN 5 Apr 2014, 16:33
ninicool
QUOTE
ეგეც კარფურში იქნება, თუმცა მე არ შემიმჩნევია, ანუ არ დავკვირვებივარ.


არ იყო სამწუხაროდ, შეიძლება მაშინ არ ქონდათ, მე როცა ვნახე. გუდვილშიც არ არის. სადმე სხვაგან შეიძლება იყოს?

Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 00:07

სატაცურს ვერსად მივაგენი, სად იყიდებაა?



EgemoN
კარფურში ვიყიდე გუშინ.

Posted by: buskunia 18 Apr 2014, 23:33
სალამი

მაინტერესებს ''ბობლა'' თევზები საიდან შემოდის? სად იღებენ ვაჭრები რომ ყიდიან?

Posted by: ggogeshvili 21 Apr 2014, 01:37
ვისაც გსურთ საუკეთესო ჰოთ-დოგები, ასაწყობი ინგრედიენტებით ამერიკულ სტილში Ponnath სოსისით და პანეტერიის პურით ეწვიეთ Hot Dog Stop ყიფშიძეზე ლუკოილთან

Posted by: Zevsi_kele 23 Apr 2014, 05:21
გამარჯობა მეგობრებო.

მაინტერესებს სად შემიძლია ვიყიდო მიწის თხილი, ნიგოზი, ნუში, თხილი და სხვა თხილეული დაბალ ფასად. არ ვგულისხმობ ბაზარში გადამყიდველებს. არის რამე ბაზარი სადაც ოფტამ ყიდიან დაბალ აფსად ან პერიოდულა მოაქვთ და აბარებენ? ანუ მაინტერესებს ის ტოჩკები სადაც ბაზარში მოვაჭრეები ყიდულობენ იაფად. განსაკუთრებით მაინტერესებს ფისტაშკები. ჩვენთან ძირითადად ირანიდან შემოდის უკვე მოხალულ-დამარულებული როგორც გავარკვიე. საიდან იბარებენ მაგას ცოცხალი თავით არ მეუბნებიან ვაჭრები. იქნებ თქვემ მიშველოთ რა.

Posted by: CDMA 10 May 2014, 08:42
კამემბერი ადრე პოპულში მინახია.

სატაცურს რაც შეეხება, შიგდაშიგ კარფურში აქვთ ხოლმე.


ხალხო, ინდური სანელებლები აქ სადმე იყიდება?
Tandoori chicken masala, chaat masala, garam masala და კიდე რაღაცეები მჭირდება.

ინდოეთიდან ჩამომიტანენ, არაა პრობლემა მაგრამ ეხლა აქ არის შოვნის შანსი?

Posted by: rtuli 10 May 2014, 18:20
CDMA
QUOTE
ალხო, ინდური სანელებლები აქ სადმე იყიდება?
Tandoori chicken masala, chaat masala, garam masala და კიდე რაღაცეები მჭირდება.

ინდოეთიდან ჩამომიტანენ, არაა პრობლემა მაგრამ ეხლა აქ არის შოვნის შანსი?

კარფური

Posted by: shilaida 10 May 2014, 20:00
სატაცური დღეს ვნახე კარურში, 26 ლარი ერთი შეკვრა ღირდა თუ კილოგრამი ,მაგას ვერ მივხვდიsmile.gif))

Posted by: fermina 10 May 2014, 21:47
QUOTE
სატაცური


კაი ძვირი ყოფილა... არადა ძალიან გემრიელი გამოვიდა ამას წინათ გავაკეთე, ოღონდ ავსტრიიდან ჩამოიტანეს სპეციალურად ბიო სატაცური დ მეც შემხვდა ცოტა. smile.gifთავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, ჯერ სატაცური რა უნდა იყოს და ისიც ბიო-მეთქი, მაგრამ კარტოფილთან, კვერცხთან ერთად და ყველის სოუსით უგემრიელესი გამოვიდა.

Posted by: nia4u 10 May 2014, 21:58
QUOTE
სატაცური დღეს ვნახე კარურში, 26 ლარი ერთი შეკვრა ღირდა თუ კილოგრამი ,მაგას ვერ მივხვდი

ახლა არ ვიცი,მაგრამ სააღდგომოდ ბევრი იყო გლდანის ბაზარში, პირდაპირ გაჩერებაზეც იყიდებოდა და სხვა რამდენიმე ადგილას.
ორი თუ სამი ლარი ღირდა კონა.
რა ამბავია 26 ლარი?!
facepalm.gif

Posted by: fermina 10 May 2014, 22:13
nia4u

არადა ევროპაშიც ძვირი ღირს როგორც ვიცი.

თეთრი გათლილი., უფრო მსხვილი ღერებიც იყო და მწვანე, მეტად ნედლი და უფრო წვრილები. როგორც მივხვდი, უბრალოდ შუაზე გაჭრილი იყო ძირები და თავები.

ბაზარში შენ რომ ნახე, როგორ გამოიყურებოდა?

უფ, მომინდა ისევ, არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა.

მოკლედ გლდან მაქვს დასალაშქრი, ტაფების ამბავში და იქნებ სატაცურიც გამოვაყოლო ხელს smile.gif

Posted by: nia4u 10 May 2014, 22:50
fermina
QUOTE
ბაზარში შენ რომ ნახე, როგორ გამოიყურებოდა?

მე ადრეც მინახავს,
ანუ ყოველ წელს ვნახულობ smile.gif
ჩვეულებრივად მოყავთ აქ სოფლებში,
მაგრამ ისეთი პოპულარული ვერ გახდა აქ, როგორც ევროპაში smile.gif
QUOTE
მწვანე, მეტად ნედლი და უფრო წვრილები

აი,ასეთები იყო და წვეროებისკენ მოიასამნისფერო დაკრავს.
ტვ-ში რაც მინახავს, უფრო მსხვილებია-ხოლმე
და აქ უფრო წვრილი,თხელი და ნაზი smile.gif
კონები იყო, საჩვენებელი და ცერა თითი რომ შეაერთო, დაახლოებით მაგხელა smile.gif
მაგ ძირებს მგონი ყრიან საერთოდ, უხეშია შედარებით და აქ ყიდიან? biggrin.gif
გემოთი, მგონია, რომ აქაური ემჯობინება, მაგრამ ვერ შევადარებ, ის არ გამისინჯავს biggrin.gif
QUOTE
მოკლედ გლდანი მაქვს დასალაშქრი, ტაფების ამბავში და იქნებ სატაცურიც გამოვაყოლო ხელს

ტაფები ნაღდად დაგხვდება და სატაცური არ ვიცი, შეიძლება უკვე მოილია, მეც კაი ხანია აღარ გავსულვარ smile.gif

Posted by: fermina 10 May 2014, 23:25
nia4u

კი, ძირები ცოტა უხეშია, თეთრი, გათლილივით იყო. ჯერ ძირები ჩავყარე ქვაბში, 5 წუთის მერე ჩავამატე მწვანე ღერებიც, სულ ერთიანად 10-11 წუთი ვადუღე მარილიან-შაქრიან წყალში. ძალიან ზომიერად მოხარშული გამოვიდა, ხრაშუნა, თან უმიც არ იყო. მე თეთრიც და მწვანეც ორივე მომეწონა.

ოღონდ განსაკუთრებული გემო მისცა ჰოლანდიური ყველის სოუსმა, რომელიც პაკეტებში იყიდება, წყალში უნდა გახსნა, წამოადუღო და ეგ არის.

კიდევ რაღაც უცნაური მწვანილი ვუქენი და მოხარშული კვერცხი და შემწვარი ახალი კარტოფილი biggrin.gif

ჰოდა ამდენი რაღაც თუ უქენი კი გამოვიდოდა კარგიო, იტყვით ახლა.

მაგრამ უყველაფროდ, მარილითაც გავსინჯე და მაინც კარგი იყო.

Posted by: nia4u 11 May 2014, 12:24
fermina
QUOTE
კიდევ რაღაც უცნაური მწვანილი ვუქენი

ამან დამაინტერესა biggrin.gif
QUOTE
მოხარშული კვერცხი

ისე, უმეტეს შემთხვევაში, კვერცხმოსხმულს წვავენ, ასე გამიგია smile.gif

Posted by: fermina 11 May 2014, 13:39
nia4u


http://www.radikal.ru

აი ეს ტიპია. chive ქვია ინგლისურად, ქართულად - არ ვიცი. მოუხდა ძალიან. დაჭრილი მოხარშული კვერცხი და ეგ მწვანილი ავურიე, მოვაყარე სატაცურს და მოვასხი ჰოლანდიური ყველის სოუსი. შემწვარი ახალი კარტოფილიც.

Posted by: wolfchant 11 May 2014, 18:29
კოპოლივას მჟავე კიტრი იყიდებოდა ადრე, ტკბილი რაღაც საოცრება იყო ერთ ბანკას მოვიყუდებდი და მთლიანად ვცლიდი ხოლმე ყველაფრით, მაგრამ მერე ჩემს ქვევით, ნიკორაში და ლამის ყველგან, ეგეთები გაქრა და მარტო salted და with chilli pepper ები იჩითება და რა მაიუმუნობაა ეს sad.gif სად წაიღეს, რატომ აღარაა და სადმე იყიდება ეგეთები?

Posted by: Lаki 11 May 2014, 19:35
ჭვავის ფქვილი იყიდება სადმე?

ქუთაისში თუა, ის უფრო მაინტერესებს.

თუ არა და თბილისი ფასები და ადგილი მითხარით, ვიყიდი 1–2 ტომარას და წავიღებ user.gif

Posted by: tikusha 11 May 2014, 22:03
Lаki
ქუთაისში მეც მაინტერესებს smile.gif

Posted by: CDMA 11 May 2014, 23:54
rtuli

ნწუ

მე რაც დავწერე, ეგენი არის ე.წ. masala, ანუ უკვე გამზადებული ნარევი.

კარფურში იყიდება ცალცალკე კომპონენტები, ნარევი კი არა.


Posted by: გობალა 12 May 2014, 16:31
ნამდვილი შოკოლადი სად შეიძლება შევიძინოთ?
როგრც ვიცი, ყველა შოკოლადს რაც საქართველოში იყიდება, კაკაოსთან არაფერი აქვს საერთო და სოიოს ფქვილითა და საღებავებით კეთდება

მგონი გუდვილშია რაღაც პაწუკა მაღაზია ხო? მარა მაგასაც არ ვენდობი biggrin.gif

Posted by: nia4u 12 May 2014, 18:55
გობალა
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/16847-qghmerthebis-sakvebiq-khelnakethi-shokoladis-sakhelosno-thbilisshi.html
ნახე აბა smile.gif

Posted by: tamo7779 12 May 2014, 21:11
მარწყვის წვენი სადმე შეგხვედრიათ? რომელ ფირმას აქვს?

Posted by: N-Economist 13 May 2014, 16:48
QUOTE (tamo7779 @ 12 May 2014, 21:11 )
მარწყვის წვენი სადმე შეგხვედრიათ? რომელ ფირმას აქვს?

კულას აქვს მინის ბოთლებში, კარფურში ნანახი მაქვს, სხვაგან არ ვიცი

Posted by: DORABELLA 13 May 2014, 17:17
wolfchant
QUOTE
კოპოლივას მჟავე კიტრი იყიდებოდა ადრე, ტკბილი რაღაც საოცრება

QUOTE
სადმე იყიდება ეგეთები?

მეც მხოლოდ ტკბილი მიყვარს ძალიან და სხვა ვერანაირს ვერ ვჭამ ისეთი სიამოვნებით როგორც ტკბილს!
ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ვიყიდე ,,ლორადო''-ს ფირმის კიტრის მწნილი 6-9 თუ 9-12 სმ-იანები. ნუ ეს იყო რაღაც საოცრება! გირჩევთ გასინჯოთ.
გვერდიც ჰქონიათ და აგერ ის მწნილი, რომელსაც მე ვყიდულობ:
http://www.lorado.org/products
ყვითელი ხაზი უნდა დაყვებოდეს შავ ქაღალდს შუშის ქილაზე!

Posted by: Katao 13 May 2014, 17:20
ხო არ იცით სად შეიძლება ვიყიდო კენკრის სუბლიმირებული (Freeze-dried) ჩირი? მადლობა.

Posted by: tamo7779 14 May 2014, 17:12
N-Economist
მადლობა smile.gif
უკვე ვიყიდე smile.gif

Posted by: nia4u 15 May 2014, 11:35
გოგოებო, რომელ იოგურტს ამჯობინებთ?
იმიტომ ვკითხულობ, რომ ეს რაღაც გემოები რომ აქვს ხილის, ეგ ალბათ ესენცია და ქიმიაა,ხო?
და ჯანსაღი იოგურტი რომელია?
ანუ სუფთა, მინარევებისა და გემოების გარეშე?
და ბერძნული იოგურტი შემხვდა რამდენჯერმე სტატიებში და ეგ რომელიღაა?

მოკლედ, მირჩიეთ, რომელი იოგურტი ვიყიდო smile.gif

Posted by: radioheadache 16 May 2014, 02:39
პიცასთან ერთად რომ მოაქვთ ზეთები, მჟავე და ცხარე, სადმე იყიდება თუ იცით?
* * *
QUOTE (radioheadache @ 16 May 2014, 02:39 )
პიცასთან ერთად რომ მოაქვთ ზეთები, მჟავე და ცხარე, სადმე იყიდება თუ იცით?

?

Posted by: wolfchant 17 May 2014, 23:02
DORABELLA
QUOTE

მეც მხოლოდ ტკბილი მიყვარს ძალიან და სხვა ვერანაირს ვერ ვჭამ ისეთი სიამოვნებით როგორც ტკბილს!
ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ვიყიდე ,,ლორადო''-ს ფირმის კიტრის მწნილი 6-9 თუ 9-12 სმ-იანები. ნუ ეს იყო რაღაც საოცრება! გირჩევთ გასინჯოთ.
გვერდიც ჰქონიათ და აგერ ის მწნილი, რომელსაც მე ვყიდულობ:
http://www.lorado.org/products
ყვითელი ხაზი უნდა დაყვებოდეს შავ ქაღალდს შუშის ქილაზე!

საინტერესოაა, ვცდი, მადლობა რჩევისთვის smile.gif
უბრალოდ კოპოლივას ის ტკბილი სახეობა თითქოს აორთქლდა სადღაც არადა მივეჩვიე მაგრა biggrin.gif

Posted by: nunu1985 18 May 2014, 01:29
ფახლავას მოსამზადებელი filo pastry ასეთი ცომი თუ იცითსად შეიძლება ვიყიდო? ძალიან თხელი ცომის ფირფიტებია იქნებ გამოგიყენებიათ ფახლავას გარდა სხვა რამეების მოზადებაც შეიძლება, ან შეგხვედიათ მაინც

Posted by: rtuli 18 May 2014, 20:15
nunu1985
QUOTE
ფახლავას მოსამზადებელი filo pastry

წერეთელზე დიდუბე პლაზაა,იქ თურქული მარკეტია თურსა....არის ღირსს 4,50 ლარი

Posted by: nunu1985 19 May 2014, 01:32
rtuli
მადლობა ვნახავ აუცილებლად, ისე მაგ თურსაში ადრე ბატიბუტის სიმინდი ვიყიდე ეგეთი კაი სხვაგან ვეღარ აღმოვაცინე უფრო ძვირიანიც ვცადე იაფიანიც მაგრამ არ ივარგა smile.gif))

Posted by: ჯი-ნია-ნი 23 May 2014, 16:40
გოგოებო, სმუზი სადმე შეგხვედრიათ?

მეზარება ჩემით გაკეთება და გამზადებული თუ არის? <3

Posted by: Christopher Robin 23 May 2014, 22:45
ჯონჯოლის
მწნილი დახუფული
ხომ არ იცით სად ვიყიდო?
ბაზარში რომ იყიდება ის შეიძლება ქილაში ჩავდო და მოვხუფო?
თუ ცოტა ხანი ძლებს ეგენი...

Posted by: nia4u 24 May 2014, 16:13
✎Christopher Robin
QUOTE
ჯონჯოლის
მწნილი დახუფული
ხომ არ იცით სად ვიყიდო?
ბაზარში რომ იყიდება ის შეიძლება ქილაში ჩავდო და მოვხუფო?
თუ ცოტა ხანი ძლებს ეგენი...

დახუფულს ყიდიან-ხოლმე ბაზარში ან სოფლებში სამლიტრიანებით.
უკვე მწნილი რომ მოხუფო, არა მგონია, გაძლოს,
ახალს დებენ ქილებში, ასტერილებენ და ხუფავენ და მასე ინახება.

Posted by: nia4u 31 May 2014, 00:25
ხალხო,
გოგოებო,
დაფასოებული ქატო ხომ არ შეგიმჩნევიათ სადმე?
ინტერნეტში რუსული წარმოების ქატოების სურათები ვნახე,
ხორბლის, შვრიის,ქერის და ნაირნაირები, ხლებცებს გავდა.
აქ ხომ არ შეგხვედრიათ?

Posted by: 1nhale 1 Jun 2014, 14:04
გამარჯობათ, ერთ-ერთ პროდუქტს ვეძებ ვერსად ვერ ვიშოვე და იქნებ თქვენ გქონდეთ რაიმე ინფორმაცია თუ სად შეიძლება იყიდებოდეს ან თუ იყიდება საერთოდ საქართველოში? კვერცხის ცილები მოთავსებული ბოთლში... liquid egg white ასე აწერია თითონ ბოთზე smile.gif

Posted by: tavadze 1 Jun 2014, 19:37
nia4u
QUOTE
ხალხო,
გოგოებო,
დაფასოებული ქატო ხომ არ შეგიმჩნევიათ სადმე?

ხალხებში გავდივარ, გოგოებში - არა და ამიტომ გიპასუხებ. biggrin.gif
კარფურში ჰქონდათ, დიაბეტიანთა კუთხეში დაფასოებული ქატო.

Posted by: nia4u 2 Jun 2014, 13:10
tavadze
QUOTE
ხალხებში გავდივარ, გოგოებში - არა და ამიტომ გიპასუხებ

biggrin.gif
ისევ შენ, სხვა კაციშვილი არაა პასუხის გამცემი smile.gif
მადლობა smile.gif

Posted by: Lady_Bird 3 Jun 2014, 15:09
ტარტის ფორმას სად შევიძენ იქნებ მიმასწავლოთ

Posted by: SHARKK 3 Jun 2014, 15:47
სტეკისთვის წინასწარ გამზადებული ხორცი სად შეიძლება შევიძინო ?

Posted by: Sally1 3 Jun 2014, 23:44
მაინტერესებს ზღვის პროდუქტები რვაფეხა , კრევეტები , კალმარი და ა. შ სად უნდა შევიძინო ? smile.gif

Posted by: Lady_Bird 4 Jun 2014, 15:41
Sally1

გუდვილში, სმარტში, კარფურში

Posted by: mzi 4 Jun 2014, 18:03
კუსკუს სად ყუდულობთ? love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Patagonia 6 Jun 2014, 23:35
კურკუმა იყიდება სადმე?
კარფურში ან რომელიმე ჰიპერმარკეტში?

P.S. ჯანჯაფირიც მაინტერესებს.

Posted by: nia4u 6 Jun 2014, 23:44
mzi
QUOTE
კუსკუს სად ყუდულობთ?

Patagonia
QUOTE
კურკუმა იყიდება სადმე?
კარფურში ან რომელიმე ჰიპერმარკეტში?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ორივე დიდუბე პლაზაში, თურქულ მარკეტში იქნება smile.gif
QUOTE
ჯანჯაფირიც მაინტერესებს.

ჯანჯაფილი უკვე ყველგან იყიდება, დაფქვილიც და ნედლიც,
სუნელებთან ან ბოსტნეულის სექციებში...

Posted by: mashikooo 7 Jun 2014, 03:05
კუსკუსი გუდვილშიც მინახავს; და ჯანჯაფილი ყველაზე იაფი კარფურშია.
....
ხალხო, შეკითხვა მაქვს მიდიებზე - სმარტში 1 კგ ევროპული გაყინული მიდია 20 ლარზე ცოტა მეტი ღირს(ნუ, 150გრ ხომ მაინც ყინულია შიგ?); იქვე, რუსეთში დაფასოებულ ქილაში, რომელსაც ნეტო წონა 350გრ აწერია და 4 ლარზე ცოტა ნაკლები ღირს, საკმაოდ მჭიდროდ ჩაწყობილი, სიმპატიური მიდიები არის ალბათ მარინადში. მიდიების სუფთა წონა 250 გრ-ც რომ იყოს, კგ. 16 ლარზე ნაკლები გამოდის. რა ხდება, ქილით ყიდვა უდრო სარფიანია, თუ რაიმე "პადვოხია" და მე ვერ ვხვდები??? ვინმეს გიყიდიათ მიდიები ქილაში?

Posted by: Patagonia 7 Jun 2014, 10:11
nia4u
QUOTE
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ორივე დიდუბე პლაზაში, თურქულ მარკეტში იქნება

შესაძლებელია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Power_N 8 Jun 2014, 16:43
ვინმემ ხომ არ იცით პესტოს და ბაზილიკოს სოუსის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: positive 16 Jun 2014, 19:35
სალამი
რა მინდოდა მეკითხა, თუ იცით, სად შეიძლება ვიყიდო, ან რა რეცეპტით კეთდება ის მონარინჯისფრო და შავი ფერის სოუსები, პიცაზე მოსასხმელად რომ მოაქვთ ხოლმე..
ან რა ქვია )

Posted by: Harry Green99 16 Jun 2014, 21:02
ძირითადად სმარტში თუ რამე უმნიშვნელო დამჭირდა უბანში ჩავირბენ ხოლმე მაღაზიაში და ეგ არის biggrin.gif

Posted by: Blur 17 Jun 2014, 10:13
positive
QUOTE
მონარინჯისფრო და შავი ფერის სოუსები, პიცაზე მოსასხმელად რომ მოაქვთ ხოლმე..

შავი ფერის არ ვიცი რომელზე ამბობ, ორი სოუსი ვიცი შავი ფერის ბალზამიკო და სოიო და არცერთი არ არის პიცისთვის. საქართველოში ორნაირი ზეთი მოაქვთ პიცაზე მოსასხმელად ერთი წიწაკიანი და სუნელებიანი და მეორე ნივრიანი, ან შერეული. ეს უკანასკნელი უფრო გემრიელია.

Posted by: positive 17 Jun 2014, 10:35
Blur
QUOTE
საქართველოში ორნაირი ზეთი მოაქვთ პიცაზე მოსასხმელად ერთი წიწაკიანი და სუნელებიანი და მეორე ნივრიანი, ან შერეული.

მაგ ზეთის მომზადების რეცეპტი ხომ არ იცი
ან თუ იყიდება რა ქვია?

Posted by: Blur 17 Jun 2014, 11:18
positive
გასაყიდად არ მინახავს არსად. აი რეცეპტი ინტერნეტში ვნახე http://fraeulein-anders.blogspot.com/2011/02/make-your-own-pizza-oil.html
ადვილი გასაკეთებელია, წიწაკის და ნივრის რაოდენობას შენი გემოვნებით დაარეგულირებ

Posted by: positive 17 Jun 2014, 11:55
Blur
QUOTE
გასაყიდად არ მინახავს არსად. აი რეცეპტი ინტერნეტში ვნახე http://fraeulein-anders.blogspot.com/2011/...-pizza-oil.html
ადვილი გასაკეთებელია, წიწაკის და ნივრის რაოდენობას შენი გემოვნებით დაარეგულირებ

ძალიან დიდი მადლობა <3
kiss.gif

Posted by: Mr Adam 18 Jun 2014, 15:03
ტოფუ იყიდება თბილისში?

...........................

Posted by: მერკუციო 19 Jun 2014, 23:52
ჩილი სად ვიყიდო თბილისში?
ხარისას გასაკეთებლად მინდა
http://lenacab.livejournal.com/143584.html

Posted by: nia4u 20 Jun 2014, 15:57
Желирующий сахар - ეს რომელია?
გამაჟელევებელი შაქარი biggrin.gif
აქ იყიდება ალბათ და გიხმარიათ?
კვიტინი და მსგავსი რამე მეგონა, მაგრამ რეცეპტში კილო ხილზე კილო ეს Желирующий сахар წერია და 7 წუთი ხარშვა smile.gif

Posted by: nia4u 21 Jun 2014, 20:48
დღეს და ხვალ სემოვლენ გოგოები და ბიჭებიც და
თუ ვინმემ იცით ეს,
QUOTE
Желирующий сахар - ეს რომელია?
გამაჟელევებელი შაქარი biggrin.gif
აქ იყიდება ალბათ და გიხმარიათ?
კვიტინი და მსგავსი რამე მეგონა, მაგრამ რეცეპტში კილო ხილზე კილო ეს Желирующий сахар წერია და 7 წუთი ხარშვა

მითხარით, რა...
smile.gif

Posted by: neknek 22 Jun 2014, 09:58
ყავისფერი შაქარი სად ვიყიდო? და რა ღირს ხომ არ იცით?

კიდევ whipping cream, heavy cream , იგივე ნაღებია ხომ?

Posted by: cheshire cat 22 Jun 2014, 15:31
გუდვილშია ყავისფერი შაქარი
არც თუ ისე დიდი შეკვრა სადღაც 6 ლარიდან.

Posted by: 88888 22 Jun 2014, 16:27
nia4u
QUOTE
Желирующий сахар - ეს რომელია?
გამაჟელევებელი შაქარი 
აქ იყიდება ალბათ და გიხმარიათ?
კვიტინი და მსგავსი რამე მეგონა, მაგრამ რეცეპტში კილო ხილზე კილო ეს Желирующий сахар წერია და 7 წუთი ხარშვა

ახლა დავძებნეbiggrin.gif
ეს არის შაქარი რომელსაც გარკვეული პროპორციის დაცვით დამატებული აქვს ლიმონმჟავა და პექტინი)))
აქ რამდენად იშოვება არ ვიცი...
როცა მას იყენებ, დიდხანს ხარშვა არ უნდა ჯემებს და მურაბებს))))
მგონი შეიძლება კვიტინით ჩაანაცვლო...

Posted by: NiniKan 22 Jun 2014, 18:09
გამარჯობათ, სად შეიძლება ვიყიდო გაყინული კურდღელი? სმარტში, გუდვილში, კარფურში და დიდუბის ბაზარზე არაა... დეფიციტშია მგონი... თუ იცით ვინმემ დამეხმარეთ მუდმივად დამჭირდება თან... მადლობაა წინასწქრ

Posted by: oo la la 22 Jun 2014, 21:32
თუ იცით ბროწეულს ვიყიდი სადმეე???
თუ შემოდგომას დაველოდო ?

Posted by: nia4u 23 Jun 2014, 01:03
NiniKan
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო გაყინული კურდღელი?

გაყინული არ ვიცი, მაგრამ მუდმივად თუ გჭირდება, აქ იყო თემა, ვიღაცას ქონდა ფერმა და აბარებდა ხორცს და იმ თემის ავტორს იქნებ დაუკავშირდე.
ვეცდები, მოგიძებნო, თუ გაწყობს smile.gif

88888
QUOTE
ახლა დავძებნე
ეს არის შაქარი რომელსაც გარკვეული პროპორციის დაცვით დამატებული აქვს ლიმონმჟავა და პექტინი)))
აქ რამდენად იშოვება არ ვიცი...
როცა მას იყენებ, დიდხანს ხარშვა არ უნდა ჯემებს და მურაბებს))))
მგონი შეიძლება კვიტინით ჩაანაცვლო...

ეს ყველაფერი მეც კი დავძებნე smile.gif
აქაური ამბები მაინტერესებდა და პირადი გამოცდილებები...
კვიტინი კარგია, ხშირად ვიყენებდი-ხოლმე ადრე, მაგრამ სულ საძებარია ეგეც
და თან სამარხვო არ არის...
მადლობა დახმარებისთვის 2kiss.gif
* * *
NiniKan
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო გაყინული კურდღელი?

გიპოვე smile.gif
http://forum.ge/?f=82&showtopic=34483516&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34583104&st=45
ერთიდაიგივე ფერმაზეა ორივე ტემა, ტელეფონიც მითითებულია და ფეისბუქის გვერდიც და ნახე smile.gif

Posted by: mashikooo 23 Jun 2014, 11:58
QUOTE (oo la la @ 22 Jun 2014, 21:32 )
თუ იცით ბროწეულს  ვიყიდი სადმეე??? თუ შემოდგომას დაველოდო ?
ამჟამად ბაზარშიც არის და სუპერმარკეტებშიც. უბრალოდ ფასია მეტი, ვიდრე შემოდგომაზე wink.gif

Posted by: merciamercia 4 Jul 2014, 02:31
სვანური მარილი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: ninicool 5 Jul 2014, 01:21
neknek
QUOTE
whipping cream,  heavy cream ,

ცხხიმიანობის პროცენტულ მაჩვენებელშია სსხვაობა. ორრივე ნაღებია.

Posted by: Besa 7 Jul 2014, 13:35
Кунжут - სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: nia4u 7 Jul 2014, 21:24
merciamercia
QUOTE
სვანური მარილი სად შეიძლება ვიყიდო?

მარკეტებში იყიდება დაფასოებული, სხვადასხვა ფირმის, სხვა სუნელებთან ერთად.
ასევე ბაზარში, სუნელებთან
და ასევე ქუჩა-ქუჩაც დააქვთ ჩალისშლიაპიან ქალბატონებს და უკან შლეიფად მიყვებათ-ხოლმე სურნელი...
ოღონდ, უმეტეს შემთხვევებში, სურნელების იქით საქმე ვეღარ მიდის...
ანუ არ ვარგა-ხოლმე sad.gif
ან ნაცნობ მესუნელესთან გირჩევ ან დაფასოებულს smile.gif

Posted by: merciamercia 7 Jul 2014, 23:07
nia4u
QUOTE
მარკეტებში იყიდება დაფასოებული, სხვადასხვა ფირმის, სხვა სუნელებთან ერთად.ასევე ბაზარში, სუნელებთანდა ასევე ქუჩა-ქუჩაც დააქვთ ჩალისშლიაპიან ქალბატონებს და უკან შლეიფად მიყვებათ-ხოლმე სურნელი...ოღონდ, უმეტეს შემთხვევებში, სურნელების იქით საქმე ვეღარ მიდის...ანუ არ ვარგა-ხოლმე  ან ნაცნობ მესუნელესთან გირჩევ ან დაფასოებულს   

ხო, ვიყიდე და მემგონი ძველია სუნიც არ ააქვს biggrin.gif ამიტომ ვიკითხე სად შეიძლებოდა კარგი სუნელების ყიდვა. რაც ვიყიდე საჭმლისთვის სუნელები არცერთს სუნი არ აქვს biggrin.gif
სუნელების კაცი რომაა პასაჟში მაგას აქვს კარგი თუ იცი?

Posted by: nia4u 7 Jul 2014, 23:58
merciamercia
კი, მაგ კაცს ყველაფერი კარგი აქვსო
და კიდევ ნავთლუღის ბაზარში არის ერთი ქალი, თავაძე აქებდა
აი, ამ თემაში
http://forum.ge/?f=82&showtopic=34645054&st=15
smile.gif
და შემიძლია კიდევ რეცეპტი მოგაშველო smile.gif

Posted by: merciamercia 8 Jul 2014, 01:19
nia4u
QUOTE
კი, მაგ კაცს ყველაფერი კარგი აქვსო

ხო, მაგ კაცთან ვყიდულობდი ქოქოსის და კაკაოს ზეთებს და მაქედან ვიცი.
QUOTE
და შემიძლია კიდევ რეცეპტი მოგაშველო   

არ გაწვალებ ტყუილად, ყიდვა მირჩევნია, უღრმესი მადლობა 2kiss.gif

Posted by: rtuli 8 Jul 2014, 21:33
merciamercia
QUOTE
სუნელების კაცი რომაა პასაჟში

გარდაიცვალა 2 თვის წინ sad.gif ,დარჩა კარგი სახელი და ბიზნესი,შვილები უძღვებიან smile.gif

Posted by: merciamercia 8 Jul 2014, 21:55
rtuli
QUOTE
გარდაიცვალა 2 თვის წინ 

უი, საწყალი, შემეცოდა sad.gif(
QUOTE
დარჩა კარგი სახელი და ბიზნესი,შვილები უძღვებიან 
       

ისევ პასაჟში არიან?

Posted by: nia4u 10 Jul 2014, 00:50
QUOTE
სუნელების კაცი

QUOTE
გარდაიცვალა 2 თვის წინ

სამწუხაროა! ღმერთმა აცხონოს! sad.gif
ქალებში ასეთი პოპულარული, სულ ერთი-ორი კაცი ვიცი საქართველოში! smile.gif

Posted by: manine2013 11 Jul 2014, 19:32
მარციპანს სად ამზადებენ? ნამდვილს ნუშის ფქვილისგან, ყიდვა მინდა smile.gif

Posted by: nia4u 11 Jul 2014, 21:17
manine2013
QUOTE
მარციპანს სად ამზადებენ? ნამდვილს ნუშის ფქვილისგან, ყიდვა მინდა

სავარაუდოდ, იქნება ან სუნელების კაცის მაღაზიაში, რომელიც, იმედი მაქვს, ისევ არსებობს, მისი გარდაცვალების შემდეგ sad.gif )
ან დიდუბე პლაზასი, თურქულ მაღაზიაში ან გუდვილში.

ეს კი რეცეპტი, ყოველი შემთხვევისთვის smile.gif
რეცეპტი შექმნილია ჩვენი თანაფორუმელის და არაჩვეულებრივი რეცეპტების ავტორის, ტოსკას მიერ smile.gif

შექმნილია tos-ka,
შემოგთავაზებთ მარციპანის მომზადების უადვილეს რეცეპტს

ნუში 500 გრამი ან შესაბამისი ოდენობით ნუშის ფქვილი
შაქრის პუდრა 200–300 გრამი
შაქარი 200 გრამი
1 ჭიქა წყალი
მინის ღრმა ჯამი მარციპანის მოსაზელად, მიქსერი
მომზადების წესი
ნუშის ფქვილის მომზადება: კანის გასაცლელად ნუში 15–20 წამით უნდა ჩაიყაროს მდუღარე წყალში. დაფუფქულს კანი ადვილად გასძვრება. შემდეგ უნდა გამოვაშროთ ღუმელში. უკეთესია თუ ნუშს 10–15 დღით ადრე მოვამზადებთ და ბუნებრივად გაშრება ჰაერზე. კანგაცლილი ნუში დავფქვათ ყავის საფქვავით რაც შეიძლება წვრილ ფრაქციად.

ნუშის ფქვილი და შაქრის პუდრა მოვათავსოთ მინის ჯამში და მიქსერის დახმარებით კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.

1 ჭიქა წყლისა და 200 გრამი შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი, ცხელივე ჩავუშვათ ნუშის მასაში წვრილი ჭავლით და თან განუწყვეტლად ვურიოთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შეგრილებული მასა ბოლოს ხელით უნდა გადავზილოთ. საბოლოოდ მივიღებთ რბილი პლასტილინის კონსინსტენციას.

მარციპანი შეიძლება ხანგრძლივად შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ოღონდ აუცილებლად უნდა შევფუთოთ ცელოფანში, ჰერმეტულად, რომ არ გამოშრეს.

დამატებითი ინფორმაცია
თუ მარციპანი მაინც გამოშრა, არ არის პრობლემა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და წყალში ან რაფინირებულ ზეთში დასვენებული ხელით გადაზილეთ. მასა ისევ დაიბრუნებს ელასტიურობას დ ბზინვარებას.
http://forum.ge/?f=82&showtopic=34203192&st=540

http://www.perfectcook.org/index.php/search/search
აი, ამ ლინკზე კი მოცემულია, როგორც ზემოთხსენებული რეცეპტი, ასევე ტორტის მარციპანით გაფორმების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი smile.gif

Posted by: manine2013 11 Jul 2014, 22:51
nia4u
მზა მირჩევია ვიყიდო დროის არ ქონის გამო, მაგრამ როცა დრო მექნება აუცილებლად ვცდი გაკეთებას, უღრმესი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Stoned 15 Jul 2014, 21:38
გამარჯობათ smile.gif
ლიმნის პეროგის გაკეთება გეცოდინებათ შეგიძლიათ მასწავლოთ? smile.gif

Posted by: nia4u 17 Jul 2014, 23:37
Stoned
აქ გირჩიე smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33782179&st=5190&#entry41677397

Posted by: მერკუციო 19 Jul 2014, 18:51
ძირა თესლის სახით სად შევიძინო?
დაუფქვავი ანუ.

Posted by: Trance In Trance 20 Jul 2014, 13:42
ამას სად ვიყიდი?
user posted image

Posted by: ninicool 20 Jul 2014, 19:20
Trance In Trance
QUOTE
ამას სად ვიყიდი?

კარფურში მაქვს თვალი მოკრული.

Posted by: Trance In Trance 20 Jul 2014, 20:50
ninicool
2kiss.gif

Posted by: MAFIONA 21 Jul 2014, 11:40
გამაჯობა გოგოებო და ბიჭებო,

ინგლისურ ენოვან რეცეპტებში ძალიან ხშირად მხვდება ტერმინი baking powder და ხომ ვერ მიკარნახებდით რა არის ეს, ქართული შესატყვისი თუ აქვს რაიმე, სადმე თუ იყიდება და თუ არა მაშინ რითი შემიძლია მისი ჩანაცვლება და რა პროპორციებით. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: Gillen 21 Jul 2014, 12:38
QUOTE (MAFIONA @ 21 Jul 2014, 11:40 )
გამაჯობა გოგოებო და ბიჭებო,

ინგლისურ ენოვან რეცეპტებში ძალიან ხშირად მხვდება ტერმინი baking powder და ხომ ვერ მიკარნახებდით რა არის ეს, ქართული შესატყვისი თუ აქვს რაიმე, სადმე თუ იყიდება და თუ არა მაშინ რითი შემიძლია მისი ჩანაცვლება და რა პროპორციებით. დიდი მადლობა წინასწარ.

ძალიან ბევრგან იყიდება. იკითხეთ ცომის გამაფხვიერებელი.

Posted by: MAFIONA 21 Jul 2014, 14:37
QUOTE
ძალიან ბევრგან იყიდება. იკითხეთ ცომის გამაფხვიერებელი.

დიდი მადლობა : )

Posted by: nia4u 21 Jul 2014, 17:10
MAFIONA
QUOTE
baking powder

რუსულებიც არის. რუსულად ქვია - "Разрыхлитель", არის პატარა პაკეტებში...

Posted by: tavadze 21 Jul 2014, 23:33
ქოქოსის ზეთი, ოღონდ მხოლოდ ცივად გამოხდილი, თუ შეგხვედრიათ საქართველოში?

Posted by: tamo7779 1 Aug 2014, 14:29
კულონარებო, შავი და ყვითელი პომიდორი სად იყიდება და რა ფასებშია ხომ არ იცით? და მოთხოვნა თუ არის?

Posted by: n-e-r-v-o-z-a 3 Aug 2014, 21:52
ხომ არ იცით სად იყიდება სულაკი?

იმედია იცით რაც არის

Posted by: Niko_Bandito 5 Aug 2014, 20:57
http://fanebi.net/ ეს სტატია აუცილებელია მისთვის ვისაც უნდა რომ ჰქონდეს საიტი, რომელიც იქნება პროფესიონალურ დონეზე დამზადებული გამართულად მომუშავე და მოწყობილი . . . (გაადაავლეთ თვალი და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება) ჩვენ ვქმნით პროდუქციას რომელიც ეხმარება მომხმარებელს და ხელს უწყობს მაქიმალურ მოგებაში . . .

თქვენ გჭირდებათ საიტის შექმნა, მისი განვითარება და მხარდაჭერა? - დიზაინ სტუდია "KA Grup Design Studio" საუკეთესოდ მოგეხმარებათ, ამ საკითხის მოგვარებაში!
კომპანიის ძიების დროს, რომელსაც თქვენ ანდობთ საიტთან დაკავშირებულ სამუშაოს, ანუ მის შექმნასა და შემდგომ მხარდაჭერას, თქვენთვის მთავარია მომსახურების ხარისხი თუ კომპანიის სიდიდე? იქნებ თვენ უკვე შეხვდით დიდ კომპანიას, რომელიც აღმოჩნდა კარგად გამართული ფულის საჭრელი მანქანა? თუ თქვენთვის მთავარია პრფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც სრულად მოახდენენ თქვენს მხარდაჭერას გლობალური ქსელის უკიდეგანო სივრცეში? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "KA Grup-Design"სტუდიაში, თქვენ კმაყოფილი დარჩებით თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანით!

ჩვენ ვართ აქტიურ თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი, რომელთა მთავარი მიზანი არაა შეკვეთების რაოდენობებზე გამოდევნება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი და ჩვენი მაღალკვალიფიცირებული კადრების მეშვეობით ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს.

ჩვენ არ ვყოფთ საიტებს ნორმალურ და "ისე რა" საიტებად. დიზაინ სტუდია "KA grup-Design" ქმნის მხოლოდ ხარისხიან, კარგ, მომუშავე და ლამაზ საიტებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს სრულ მომსახურებას საიტების შექმნა, განვითარება, მხარდაჭერასა და ინტერნეტ-მარკეტინგში.

ჩვენი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავის ბიზნესს და რათქმაუნდა თავის დროს. ჩვენი კლიენტებისთვის მათი საიტები, ეს არის ბიზნეს-ინსტრუმენტი, რომელშიც ისინი გონიერების ფარგლებში აბანდებენ თავის ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს. ჩვენ კი ჩვენისმხრივ ყველანაირად ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტების ნდობა და ვთავაზობთ მათ კომპლექსურ მომსახურებას, რაც ყოველთვის ეხმარება ჩვენი კლიენტების ბიზნესის განვითარებასა და სასურველი მოგების მიღებას.

Posted by: MRlurch 9 Aug 2014, 00:24
დორბლი მომდის რო ვუყურებ რა ჯდება ამის ჭამა და სად აქვთ ხო არ იცით? rolleyes.gif რამენი love.gif

user posted image

Posted by: kato783 13 Aug 2014, 15:26
გამარჯობა, ყველი ფილადელფია სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: BELLA-DONNA 14 Aug 2014, 17:28
გამარჯობათ. მთიულური ნაზუქები სად შეიძლება ვიყიდო, ხომ ვერ მეტყვით? ან ვინმე თუ აკეთებს სახლში...

Posted by: bullet_90 22 Aug 2014, 02:14
იქნებ დამეხმაროთ სასწრაფოდ მესაჭიროება პალმის ზეთი ვინმემ თუ იცით სად შეიძლება შევიძინო გამაგებინეთ..

Posted by: Albert Camus 22 Aug 2014, 19:22
ხალხ , კალიუმიანი მარილი სად შეიძლება ვიყიდო შეგიძლიათ რომ მითხრათ ? user.gif

Posted by: merciamercia 5 Sep 2014, 01:06
დაფქულ ნიორს კარფურში ან გუდვილში შევიძენ თუ იცით? ან სადმე სხვაგან?

Posted by: lazy 10 Sep 2014, 11:50
კეფირი კარგი სოფლის ნამდვილი სად ვიშოვო თბილისში ? : ( მაღაზიაში არ მინდა, თმისთვის მინდა მაქსიმალურად ბუნებიდან მოწველილი ძროხებისგან დამზადებული sad.gif

Posted by: urabus 11 Sep 2014, 17:22
გამარჯობათ

თბილისში სად შეიძლება რომ შევიძინო ჰიმალაიური მარილი??? დიდი მადლობა!

Posted by: nia4u 12 Sep 2014, 11:19
urabus
QUOTE
თბილისში სად შეიძლება რომ შევიძინო ჰიმალაიური მარილი??? დიდი მადლობა!

http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657 აი, ამ თემაში დაგაკვალიანებენ მაგ საკითხზე.
მე როგორც ვიცი, თბილისში არ იყიდება და იწერენ-ხოლმე...

Posted by: secretcircle 17 Sep 2014, 18:11
merciamercia
კარფურში იყო ნამდვილად.

Posted by: merciamercia 17 Sep 2014, 21:16
secretcircle
QUOTE
კარფურში იყო ნამდვილად.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: dadn 4 Oct 2014, 17:04
ხალხოო.. ვეძებ ნამდვილ მეგრული ან დასავლურ გემრიელ აჯიკას (წიწაკის პუდრისგან გაკეტებულს არა ბაზარში და სუპერმარკეტებში რომაა) , იქნება ვინმე აკეთებს მომწვანო ფერის სუნელების ნუ როგორიც უნდა იყოს ან სადმე ამდაგვარი ხომ არ შეგიმჩნევიათ,უკვე მერამდენე წელია ჩემები მიგზავნიან მარა ის ვერაა რაც მეგრელების ოჯახში მაქვს გასინჯული....

150 გვერდს ნუ გადამაკითხებთ cry.gif

Posted by: ashley judd 4 Oct 2014, 22:18
კარგი ჩამოსასხმელი ქართლის ღვინო სად იყიდება?

Posted by: MacBook 6 Oct 2014, 09:53
სად შეიძლება ვიყიდო ირმის, კურდღლის, ტახის ან მსგავსი ეგზოტიკური ხორცები?


ევროპაში იყიდებოდა ეგეთები და კაფეებშიც იყო და აქ ვერსად მივაგენი... ირმის მომწონს ყველაზე მეტად...

Posted by: Moor 6 Oct 2014, 10:36
MacBook

http://www.slideshare.net/xato71/saqartvelos-witeli-wigni-5121547

Posted by: MacBook 6 Oct 2014, 11:00
Moor

ყველა ირემი ხომ არაა წითელ წიგნში არა? 2 კვირის წინ ვჭამე საფრანგეთში ირმის ხორცი კაფეში... საფრანგეთზე მაგრები ვართ? smile.gif

სადმე არ უნდა იყიდებოდეს? biggrin.gif

Posted by: Donzvio 7 Oct 2014, 17:49
მოგესალმებით,
Delonghi -ს ყავის აპარატის კოვზი რაც აპარატს უმაგრდება (ფილტრი),ხომ არ იცით ვინმემ ცალკე ხომ არ იყიდება
ან სტანდარტული ზომის კოვზი აქვს თუ არა ყველა Delonghi -ს

Posted by: smith14 17 Oct 2014, 11:46
გამარჯობა ლომებო!

დამბალი ხაჭო სადმე იშოვება თბილისში?



Posted by: Melano 18 Oct 2014, 21:32
smith14
QUOTE
გამარჯობა ლომებო!დამბალი ხაჭო სადმე იშოვება თბილისში?

ყაზბეგის ქუჩაზე
"ქართული ყველის სახლში" მიდი
კომპოზიტორების სახლის ქვეშ არის მაღაზია

Posted by: tamo7779 26 Oct 2014, 14:43
მასკარპონე სად არის კარგ ფასში?

Posted by: teo-data 26 Oct 2014, 21:07
გოგოებო, იცით რა მაინტერესებს? ტორტის მორთვა როგორ ხდება მარციპანით და მასტიკით, ანუ სად ვიყიდო ესენი თუ უნდა გავაკეთო მეთვითონ?

Posted by: tamo7779 27 Oct 2014, 11:24
გაზის საკონდიტრო 'საჟიგალკა' სად შეიძლება ვიყიდო?
http://www.radikal.ru


teo-data
მარციპანი - ნუშიანი მასაა. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მე გემო არ მხიბლავს, თუმცა ლამაზია უდაოდ.
მასტიკა იყიდება საკონდიტრო მაღაზიებში, თუმცა სახლში გაკეთება ჯობს მაინც.... მე არ განიკეთებია - საჩემო არაა რა biggrin.gif

Posted by: nia4u 27 Oct 2014, 15:49
teo-data
QUOTE
გოგოებო, იცით რა მაინტერესებს? ტორტის მორთვა როგორ ხდება მარციპანით და მასტიკით, ანუ სად ვიყიდო ესენი თუ უნდა გავაკეთო მეთვითონ?

ორივე შეიძლება - ან იყიდო ან შენ თვითონ გააკეთო.
თუმცა, თუ პირველად აკეთებ,იყიდე ცოტა, რომ ძალიან არ იწვალო smile.gif
ორივე ერთდროულად არ არის საჭირო, ან მარციპანი იყიდე ან მასტიკა.
ცემი აზრით ახალბედასთვის მასტიკა ჯობია, უფრო მარტივია smile.gif
რომ იყიდი, მერე მოძებნე ვიდეოები იუთუბიზე, როგორ რთავენ, ადვილია smile.gif

Posted by: __AXL__ 13 Nov 2014, 00:18
სუფთა შავი შოკოლადი სად იყიდება და რა ღირს ვინმემ ხომ არ იიცით?? აი მწარე შოკოლადი ვაფშე რომ არ ქონდეს შაქარი. მიპაასუხეთ ვინმემ რა smile.gif

Posted by: nia4u 14 Nov 2014, 19:40
__AXL__
წერეთელზე რომ არის თურქული მაღზია, თურსა ქვია მგონი, მანდ უნდა იყოს,
პატარა წვეთებივით შოკოლადებია და წონით იყიდება.
ფასი არ ვიცი, მაგრამ აქაური კულინარიის ჯადოქრები, როგორც მახსოვს, მაგ შოკოლადს ხმარობენ...

Posted by: buttercup 17 Nov 2014, 15:19
ქალბატონებო, სეზამის მარცვლები (თუ თესლები) სად ვიყიდო?

Posted by: guruliqali 17 Nov 2014, 15:59
buttercup
QUOTE
სეზამის მარცვლები (თუ თესლები) სად ვიყიდო?

"თურსაში" წერეთელზე.

Posted by: s-n-r 17 Nov 2014, 18:00
მომდევნო ორი დღე-ღამის განმავლობაში ღამის საათებშიც მომიწევს მუშაობა.
იქნებ მირჩიოთ ისეთი საკვები / ენერგეტიკული სასმელი, ადვილად რომ არ დამეძინოს და აზროვნებაც რომ შევძლო.
თქვენი იმედი მაქვს user.gif

Posted by: tamo7779 19 Nov 2014, 15:03
buttercup
მაცივრები რომაა - თევზი და ხორცი იყიდება, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ამ მაცივრის შესასვლელის ზუსტად მოპირდაპირე მხარეს აქვს 'მაღაზია' ნიკა ქვია. თუ არ აქვს - მოგიტანს. კარგ ფასში აქვს. თურსაში ოქროს ფასამდე აწიეს.

Posted by: DUT520 23 Nov 2014, 21:54
გამარჯობათ,

ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო თეთრი მისო პასტა (http://vegetarian.about.com/od/glossary/g/misoglossary.htm)

მადლობა წინასწარ.

Posted by: merciamercia 25 Nov 2014, 23:26
ინდურ სუნელებს და სანელებლებს ვიყიდი სამდე თბილისში, თუ ძალიან მოვინდომე? biggrin.gif

Posted by: tarsinho 26 Nov 2014, 14:28
tamo7779

სმარტში იყიდება 500-იანი 10 ლარი ღირს თუ არ ვცდები

-------

user posted image

ასეთი გასახსნელი არ იცით სადმე თუ იყიდება ?

Posted by: aninia 26 Nov 2014, 14:47
merciamercia
პასაჟში ნახე, სადაც ტორტის ბისკვიტები და საკონდიტრო რამე-რუმეები იიყიდება, კაცი ჰყიდის სუნელებს და აქ "სუნელების" კაცს ეძახიან. მაგას ექნება ინდური სანელებლები. ყველაფერია ქვს ხოლმე , რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისეთებიც. smile.gif

Posted by: merciamercia 26 Nov 2014, 19:12
aninia
QUOTE
პასაჟში ნახე, სადაც ტორტის ბისკვიტები და საკონდიტრო რამე-რუმეები იიყიდება, კაცი ჰყიდის სუნელებს და  აქ "სუნელების" კაცს ეძახიან. მაგას ექნება ინდური სანელებლები. ყველაფერია ქვს ხოლმე , რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისეთებიც. 

მაგ კაცთან ვყიდულობ სუნელებს, მაგრამ ინდური არაფერი მინახავს მაგასთან... ვკითხავ შემდეეგ მისვლაზე biggrin.gif მადლობა :***

Posted by: Patagonia 4 Dec 2014, 15:18
რომელ კარაქს მირჩევთ, ნაკლები რაოდენობით რომ შეიცავდეს მცენარეულ მინარევებს?

აგრეთვე

ზეთიც მაინტერესებს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ჯანმრთელობისთვის შედარებით უსაფრთხო რომელია?

Posted by: nia4u 6 Dec 2014, 03:07
Patagonia
ძალიან რთულ კითხვას სვამ და ამიტომ ვერ გპასუხობს ვერავინ biggrin.gif
როგორც ვიცი, კარაქი პრეზიდენტი არის კარგი...
არ უნდა ეწეროს სპრედი...
შემადგენლობაში არ უნდა იყოს მცენარეული ცხიმი...
და ბოლოს, ფასითაც მიხვდები... wink.gif

ზეთი, ალბათ, არაქართული, არააზერბაიჯანული, არაირანული, არათურქული, არაუკრაინული ...
თუ იპოვი ასეთს...
ჯანსაღი საკვები მსოფლიო და კაცობრიობის ტკივილია
sad.gif

Posted by: nadin 6 Dec 2014, 19:47
Patagonia
ვალიო კარგი კარაქია. ყველა გაცხელებული ზეთი საშიშია ჯანმრთელობისთვის, კარგია ცივად გამოხდილი ზეთები,

Posted by: rtuli 7 Dec 2014, 15:19
Patagonia
QUOTE
რომელ კარაქს მირჩევთ, ნაკლები რაოდენობით რომ შეიცავდეს მცენარეულ მინარევებს?

აგრეთვე

ზეთიც მაინტერესებს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ჯანმრთელობისთვის შედარებით უსაფრთხო რომელია?

ვალიო,პრეზიდენტი და კიდე არის ფრანგული კარაქი სახელი დამავიწყდა smile.gif.....ფასი 25 ლარამდე კილო

მცენარეულ ზეთსს ვიყენებ წლებია მხოლოდ სიმინდისს,არაქართულსს

Posted by: =NASA= 8 Dec 2014, 01:32
გამარჯობათ, სად შეიძლება ვიყიდო კაკაოს კარაქი (ცხიმი)?
შოკოლადისთვის მჭირდება, სახლში მინდა დავამზადო.

Posted by: ekobeko4 11 Dec 2014, 15:51
სად იყიდება ნაწლავები კუპათისათვის? ყოფილი დეზერტირების ბაზრის გარდა

Posted by: norse 12 Dec 2014, 15:20
Patagonia
ქართულებიდან სანტინოს კარაქს ვიყენებ.ნუ, რაც გოგოებმა ჩამოგითვალეს ზემოთ,ეგენი ჯობია ცალსახად

Posted by: Patagonia 12 Dec 2014, 16:22
nia4u
QUOTE
ძალიან რთულ კითხვას სვამ და ამიტომ ვერ გპასუხობს ვერავინ 
როგორც ვიცი, კარაქი პრეზიდენტი არის კარგი...
არ უნდა ეწეროს სპრედი...
შემადგენლობაში არ უნდა იყოს მცენარეული ცხიმი...
და ბოლოს, ფასითაც მიხვდები... 

ზეთი, ალბათ, არაქართული, არააზერბაიჯანული, არაირანული, არათურქული, არაუკრაინული ...
თუ იპოვი ასეთს...
ჯანსაღი საკვები მსოფლიო და კაცობრიობის ტკივილია


rtuli
QUOTE
ვალიო,პრეზიდენტი და კიდე არის ფრანგული კარაქი სახელი დამავიწყდა .....ფასი 25 ლარამდე კილო

მცენარეულ ზეთსს ვიყენებ წლებია მხოლოდ სიმინდისს,არაქართულსს

norse
QUOTE
ქართულებიდან სანტინოს კარაქს ვიყენებ.ნუ, რაც გოგოებმა ჩამოგითვალეს ზემოთ,ეგენი ჯობია ცალსახად


ძალიან დიდი მადლობა, მხოლოდ დღეს დავიფლუდე რატომღაც და დროზე ვერ გიპასუხეთ.
მოკლედ პრეზიდენტს და ვალიოს ვიყენებ მეც და კიდევ რაღაც ფრანგულს როგორც რთულიმ თქვა, მეც ვერ ვიხსენებ სახელს.
ანუ სწორ გზაზე ვარ, ხოდა ქართულებიდან სანტინოს გავითვალისწინებ.
დედაჩემს შატილი მოჰქონდა სულ და გემრიელი იყოო ძალიან. მაგრამ მერე შემადგენლობას გადავავლე თვალი და სპრედია რომელშიც 60% მცენარეული ცხიმებია.
დანარჩენ 40% ცხიმი აწერია, მაგრამ რისი ცხიმია ვინ იცის, შეიძლება რძის არის, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის რომ რძის არის.

არადა დედაჩემი იძახის, შატილი ყველაზე გემრიელიაო biggrin.gif

სიმინდის ზეთებზე კაი ინფო მომეცით, გავითვალისწინებ.


ზეითუნის ზეთებზეც თქვით ერთიორი სიტყვა, რომელ ბრენდს მირჩევთ, (ნუ ფასის და ხარისხის ოპტიმალური შეჯერებით)



Posted by: nia4u 12 Dec 2014, 16:43
Patagonia
QUOTE
დედაჩემს შატილი მოჰქონდა სულ და გემრიელი იყოო ძალიან. მაგრამ მერე შემადგენლობას გადავავლე თვალი და სპრედია რომელშიც 60% მცენარეული ცხიმებია.

შატილი და სხვა კარაქებიც რამდენიმენაირია, არის ერთიდაიგივე დასახელების სპრედიც და კარაქიც.
შატილსაც აქვს 82% კარაქი, რაც სპრედთან შედარებით გემოთიც ნორმალურია.
ასევე "ტიფლისი" - სპრედი 2 ლარი და რაღაც ღირს და ნაღების კარაქი - 3 და 40 თეთრი.
ასევეა სხვა კარაქებშიც,
ასე რომ თავად განსაჯეთ...
ისე, ამ ბოლო ხანებში შატილი ვიყიდე მეც, შემომეყიდა რამდენჯერმე, 82%-იანი...
QUOTE
ზეითუნის ზეთებზეც თქვით ერთიორი სიტყვა, რომელ ბრენდს მირჩევთ, (ნუ ფასის და ხარისხის ოპტიმალური შეჯერებით)

ეგ ესპანური ცივი დაწურვის უნდა იყოს საუკეთესო,
სახელი ფასი არ მახსოვს ახლა, დავაზუსტებ და დავწერ.
ძაან საგანგაშო ფასი არ აქვს, მაგრამ ყველაფერში მაგას ვერც გამოიყენებ, მხოლოდ ცივად, სალათებში და ა.შ.
სიმინდის ზეთით მეც კმაყოფილი ვარ, ოდნავ ძვირია, მაგრამ უფრო სქელი და ნოყიერია,
ჩვეულებრივად ვხმარობ ცივსაც და გაცხელებულსაც ანუ შეწვა-ხარშვაში...

Posted by: Patagonia 12 Dec 2014, 16:47
nia4u
QUOTE
შატილსაც აქვს 82% კარაქი, რაც სპრედთან შედარებით გემოთიც ნორმალურია.

ზუსტად 82%-იანს ვყიდულობდი, მაგრამ ამ 82 პროცენტიანსაც სპრედი აწერია, აქედან 40% იყო ცხიმი (ოღონდ რა ცხიმი არ უწერიათ)
შატილის ნაღების კარაქი ალბათ არ იქნება არანაირი სპრედი და სავარაუდოდ 82%-ივე კარაქის ცხიმი იქნება (imho)

QUOTE
ეგ ესპანური ცივი დაწურვის უნდა იყოს საუკეთესო,
სახელი ფასი არ მახსოვს ახლა, დავაზუსტებ და დავწერ

ok smile.gif

Posted by: IngaKh 12 Dec 2014, 17:21
QUOTE (Patagonia @ 12 Dec 2014, 16:22 )
nia4u
QUOTE
ძალიან რთულ კითხვას სვამ და ამიტომ ვერ გპასუხობს ვერავინ  
როგორც ვიცი, კარაქი პრეზიდენტი არის კარგი...
არ უნდა ეწეროს სპრედი...
შემადგენლობაში არ უნდა იყოს მცენარეული ცხიმი...
და ბოლოს, ფასითაც მიხვდები... 

ზეთი, ალბათ, არაქართული, არააზერბაიჯანული, არაირანული, არათურქული, არაუკრაინული ...
თუ იპოვი ასეთს...
ჯანსაღი საკვები მსოფლიო და კაცობრიობის ტკივილია


rtuli
QUOTE
ვალიო,პრეზიდენტი და კიდე არის ფრანგული კარაქი სახელი დამავიწყდა .....ფასი 25 ლარამდე კილო

მცენარეულ ზეთსს ვიყენებ წლებია მხოლოდ სიმინდისს,არაქართულსს

norse
QUOTE
ქართულებიდან სანტინოს კარაქს ვიყენებ.ნუ, რაც გოგოებმა ჩამოგითვალეს ზემოთ,ეგენი ჯობია ცალსახად


ძალიან დიდი მადლობა, მხოლოდ დღეს დავიფლუდე რატომღაც და დროზე ვერ გიპასუხეთ.
მოკლედ პრეზიდენტს და ვალიოს ვიყენებ მეც და კიდევ რაღაც ფრანგულს როგორც რთულიმ თქვა, მეც ვერ ვიხსენებ სახელს.
ანუ სწორ გზაზე ვარ, ხოდა ქართულებიდან სანტინოს გავითვალისწინებ.
დედაჩემს შატილი მოჰქონდა სულ და გემრიელი იყოო ძალიან. მაგრამ მერე შემადგენლობას გადავავლე თვალი და სპრედია რომელშიც 60% მცენარეული ცხიმებია.
დანარჩენ 40% ცხიმი აწერია, მაგრამ რისი ცხიმია ვინ იცის, შეიძლება რძის არის, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის რომ რძის არის.

არადა დედაჩემი იძახის, შატილი ყველაზე გემრიელიაო biggrin.gif

სიმინდის ზეთებზე კაი ინფო მომეცით, გავითვალისწინებ.


ზეითუნის ზეთებზეც თქვით ერთიორი სიტყვა, რომელ ბრენდს მირჩევთ, (ნუ ფასის და ხარისხის ოპტიმალური შეჯერებით)

Mე კალამატას ზEითუნის ზეთს ვყიდულობდი გუდვილში და კარფურში. Mგონი ბერძნულია. Fასი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო- 5-დან 7 ლარამდე 250 გრამიან შUშIს ბოთLშIა. Bიო ზეIთუნის ზეთიც აქვს მაგ ფირმას 500 Gრამიანი- 16-17 ლარამდე Gირდა.

Posted by: udzila1 13 Dec 2014, 20:04
ნატურალური და სუფთა დუშეთის ბაზარში

Posted by: SpiderS2099 14 Dec 2014, 03:07
კარაქი "Meggie" კარგია ბუტერბროდისთვის იოგურტის და ნივრით. შესაწვავად ნაღების "Meggie", " Lurpak", პრეზიდენტი, ვალიოც ... რომელიც ასევე კრემებში და ნამცხვრებშიც კარგია. ანკორი მაგრად გააფუჭეს. ზეთი მზესუმზირას და სიმინდის " thomy", გუდვილში არის ზოგჯერ. ზეითუნის უმჯობესია არარაფინირებული, ცივი დაწურვით, მომწვანო- მოყავისფრო, საკმაოდ ბლანტი ზეთი, ესპანური, იტალიური, ბერძნული წარმოშობის, შუშის ტარაში. (ჯორჯიტაში კარგი ასორტიმენტი აქვთ). yes.gif

Posted by: tokuna11 20 Dec 2014, 20:56
ნამდვილი დარიჩინი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: nia4u 23 Dec 2014, 20:21
tokuna11
QUOTE
ნამდვილი დარიჩინი სად შეიძლება ვიყიდო?

ქარხნულად დაფასოებული იყიდება მაღაზიებში, დაფქვილიც და მთლიანი ქერქებიც,
ქართული წარმოებისაც და არაქართულიც.
ასევე, ბაზრებში სუნელებთან ერთად აქვთ-ხოლმე დაუფასოებელი, შინაურულად...

Posted by: ofazi 10 Jan 2015, 14:42
შვრიის ქატოს ვეძებ. ხომ არავინ იცით სად იყიდება?

Posted by: nia4u 10 Jan 2015, 15:20
ofazi
აფთიაქებში იყიდება, ბავშვის კვების ფაფებში.
ფარმადეპოშიც მაქვს ნანახი და ჯიპიაიშიც, დაახლოებით 7 ლარამდე ღირდა ყუთით,
იქნებოდა ალბატ 300-400 გრამი, წონა ზუსტად არ მახსოვს smile.gif
ორნაირი ფირმის იყო და არც სახელები მახსოვს, კონსულტანტი დამეხმარა ორივეგან...

Posted by: ofazi 10 Jan 2015, 16:37
nia4u

დიიდი მადლობა smile.gif მე მაღაზიაში ვეძებდი...

Posted by: Chempiona 12 Jan 2015, 12:26
უკრაინული სალა სად შეიძლება რომ შევიძინო??????????

Posted by: kato_stropa 19 Jan 2015, 15:14
ხალხო! შინაურობაში,მოხუფული მწვანე ლობიო და წიწაკა ზეთში ხომ არ გაქვთ გასაყიდი? user.gif user.gif თვალებში მიბნელდება,ისე მინდა help.gif help.gif წიწაკა ვერცერთ მაღაზიაში ვერ ვნახე,თქვენ ხომ არ გეგულებათ სადმე?

2 ღამეა მესიზმრება ...user.gif

Posted by: KOMBAT 20 Jan 2015, 23:28
kato_stropa

ნახევარი ქილაღა დამრჩა თორემ მოგცემდი : D

ისე, თავისუფლებაზე ყველის მაღაზიაა ერთი, არისტეუსი ქვია თუ არ ვცდები, "საბვეი"-ის გვერდზეა, იქ ვნახე წიწაკა ზეთში, ოღონდ არ გამისინჯავს და არვიცი როგორია და ნახე აბა

Posted by: manine2013 25 Jan 2015, 13:27
ზღვის კომბოსტოს, იგივე ლამინარიას ვიყიდი თბილსში სადმე?

Posted by: gvantsula 26 Jan 2015, 11:50
Mოგესალმებით, ხომ ვე. Mეტყვით სად შEიძLება შEვიძIნო ჩOფერის ახალი დანა??? ისე Gატყდა რომ ვერაფერი გაამრთEლებს. Black & decker -ის ჩOფერია. Mადლობა წინასწარ.

Posted by: black_mamba24 2 Feb 2015, 11:51
მეგობრებო, ხომ ვერ მირჩევთ, სად შეიძლება ვიყიდო ქათმის ფილე, ოღონდ გაყინული არა, "სვეჟი" მინდა smile.gif

Posted by: psychopanda 4 Feb 2015, 22:18
ტაპიოკას (თუ მანიოკას) ბურღული თბილისში სადმე იყიდება თუ იცით??????

Posted by: Gillen 5 Feb 2015, 23:18
Patagonia
QUOTE
ზეითუნის ზეთებზეც თქვით ერთიორი სიტყვა, რომელ ბრენდს მირჩევთ, (ნუ ფასის და ხარისხის ოპტიმალური შეჯერებით)


მე დიველას ზეითუნის ზეთს ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ.

Posted by: kato_stropa 6 Feb 2015, 11:05
manine2013
http://www.ecsge.ge/ აქ ნახე აბა

psychopanda
მანიოკა. რავიცი,მე მეეჭვება,მაგრამ კიდობანში სუნელების კაცს შეიძლება ჰქონდეს. კუთხეში ლომბარდები რომაა,მანდ ჩადი და ტორტრბს და ბისკვიტებს და მსგავს რამერუმეს რომ ყიდიან მანდ იკითხე სუნელების მაღაზია. მაგ კაცს ყველაფერი აქვს და არ გამიკვირდება,მანიკაც რომ ჰქონდეს.
თუ საიდუმლო არაა,რის გაკეთებას აპირებ? smile.gif

Posted by: HFS 8 Feb 2015, 12:22
სასენდვიჩ საჰოთდოგე პურს სად ვიყიდი ? ? "?"

Posted by: tavadze 8 Feb 2015, 17:35
black_mamba24
QUOTE
მეგობრებო, ხომ ვერ მირჩევთ, სად შეიძლება ვიყიდო ქათმის ფილე, ოღონდ გაყინული არა, "სვეჟი" მინდა

ბიო-ბიოს ჯიხურებში აქვთ ნედლი ფილე, თუ მიუსწარი, ეგ ჯიხურები კი უკვე საკმაოდ მომრავლდა ქალაქში.

Posted by: Patagonia 9 Feb 2015, 14:47
Gillen
QUOTE
მე დიველას ზეითუნის ზეთს ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ.

მადლობა,
გუშინ ვიყიდე Luglio-ს ცივად გამოწურული ზეთი. ვნახოთ როგორი იქნება.

Posted by: GuiTar 12 Feb 2015, 00:11
ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო პური ჰოთდოგისათვის ??

Posted by: psychopanda 12 Feb 2015, 18:42
kato_stropa
პუდინგის გაკეთება მინდოდა, ვერ მოვიცალე მოსაძებნად. ადრე ჯორჯიტაში ქონდათო და წერეთელზე გასვლა ევრ მოვახერხე. ფალიაშვილზე უნდა შევიარო ერტი ჯორჯიტაში, თუ ექნება გავაკეთებ და გაჩვენებთ შედეგს smile.gif

Posted by: Trump 16 Feb 2015, 11:36
ოსპი სად იყიდება ხომ არ იცით?


-----------

Posted by: Blur 16 Feb 2015, 13:06
Trump
QUOTE
ოსპი სად იყიდება ხომ არ იცით?

დაფასოებული იარმარკას ფირმის გუდვილში და კარფურში მინახავს. ასაწონი არ ვიცი თუ აქვთ

Posted by: nia4u 16 Feb 2015, 18:48
Trump
QUOTE
ოსპი სად იყიდება ხომ არ იცით?

დაფასოებული მარკეტებში.
ასაწონი - მსგავსი ბურღულეული სადაც იყიდება, იქ.
არის წითელი და მწვანე ოსპი.
დაახლოებით 4-4,50 ლარი ღირს ასაწონი.
მწვანე უფრო სუპებისთვის და წვნიანი კერძებისთვის ჯობია,
წითელი (სინამდვილეში უფრო სტაფილოსფერია) - სალათებში, კატლეტებში და ა.შ.

Posted by: Egyptian 18 Feb 2015, 10:06
რომელია ყველაზე კარგი ჩაი? sad.gif
ანუ რომელს აქვს ყველაზე ნაკლები საღებავი? :შ
არსებობს ასეთი?
ეს შვრიის ფანტელი გენმოდიფიცირებულია?
http://www.goodwilldelivery.ge/upload/4600819812427d506a4.jpg
:?

Posted by: tavadze 18 Feb 2015, 12:42
Egyptian
QUOTE
რომელია ყველაზე კარგი ჩაი?
ანუ რომელს აქვს ყველაზე ნაკლები საღებავი?

საღებავზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ამ ბოლოს აღმოვაჩინე "სისაურების ყავა" - ცენტრალში, კარფურის წინ აქვთ პატარა მაღაზია, ღია დახლი... ყავას და ჩაის ჰყიდიან, ორივე ძალიან მომეწონა, თუმცა ბევრნაირი ასორტი აქვთ, ფასებიც - განსხვავებული. ჩაი შედარებით იაფიანი ვიყიდე - საცდელად, და კარგია. ალბათ, უფრო ძვირიანი უფრო კარგიც იქნება. მაგალითად, შოტლანდიური ჩაი ჰქონდათ 7 ლარად.
ოღონდ არ აგერიოთ "სისაურების ხინკალში" - ესენი ნახევარფაბრიკატებით ვაჭრობენ. იმათაც კარგი პროდუქცია აქვთ, მაგრამ თურმე სხვადასხვა ფირმები ყოფილა.
შეგიძლია, რთულისაც დაუპიემო (თუმცა იშვიატადაა ფორუმზე) - ვაგზალზე მაგან იცის კარგი ადგილი. ამას წინათ გაგვასინჯა ინგლისური ჩაი და მართლა ძაან მაგარი იყო, 10 ლარი ღირსო...

Posted by: Egyptian 18 Feb 2015, 13:24
tavadze
მადლობ პასუხისთვის
ვნახავ სისაურების ყავას
შვრიის ფანტელი მირჩიეს zerte
მარა სად იყიდება არ ვიცი ;დ
სუპერმარკეტებში იქნება ალბატ
* * *
ბროკოლს სად ყიდულობთ ხოლმე?
________________

Posted by: manine2013 18 Feb 2015, 16:24
kato_stropa
QUOTE
manine2013
http://www.ecsge.ge/ აქ ნახე აბა

ეხლა ვნახე, მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif ჯორჯიტაშიაო ოღონდ მხოლოდ დაკონსერვებული :/

Posted by: nia4u 18 Feb 2015, 20:20
Egyptian
QUOTE
რომელია ყველაზე კარგი ჩაი?

მე გრინფილდს ვანიჭებ უპირატესობას smile.gif
ბევრნაირი ვარიანტი აქვთ და ყველა მომწონს yes.gif
საღებავის გამოცნობა ადვილია - ნამდვილი ჩაი ცივ წყალში ფერს არ უშვებს yes.gif

tavadze
QUOTE
ამ ბოლოს აღმოვაჩინე "სისაურების ყავა" - ცენტრალში, კარფურის წინ აქვთ პატარა მაღაზია, ღია დახლი

სხვაგანაც აქვთ ფილ;იალები, აი, აქ არის ჩამოთვლილი
http://www.yell.ge/company.php?lan=geo&id=127391
ეს კი მათი ფეისბუქგვერდია
https://www.facebook.com/coffeesisauri/timeline
და ასევე აქვთ დაფასოებული ყავის წარმოებაც, რომელსაც სხვა მაღაზიებშიც შეიძლება წააწყდეთ smile.gif

Posted by: GuiTar 23 Feb 2015, 00:47
QUOTE
ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო პური ჰოთდოგისათვის ??

მითხარით რა sad.gif(

Posted by: Trump 23 Feb 2015, 16:37
ხამანწკები სად იყიდება ხომ არ იცით? ამიგოს?

Posted by: KOMBAT 23 Feb 2015, 21:52
Trump
QUOTE
ხამანწკები სად იყიდება ხომ არ იცით? ამიგოს?



კარფურშიც არისდა გუდვილშიც

Posted by: Voldemar 25 Feb 2015, 14:54
შეგიძლიათ მითხრათ ესენი მაღაზიაში როგორ მოვძებნო:
heavy cream
cultured buttermilk

მეორე მგონი კეფირია და პირველს რაქვია ქართულად?

მადლობა წინასწარ

Posted by: ninoma 26 Feb 2015, 02:17
Voldemar
QUOTE
heavy cream

ნაღები, ოღონდ მაღალ პროცენტიანი.

Posted by: klo-C 27 Feb 2015, 14:50
ხალხიო ალუბლებს სად ვიყიდი ცოცლად შენახულს?
აი ნამცხვრებში რომ უშვებიან ხოლმე.
იყიდება სადმე?

Posted by: TaTa_TaTuLi 27 Feb 2015, 18:44
QUOTE
ალუბლებს სად ვიყიდი ცოცლად შენახულს?

გუდვილში smile.gif

Posted by: მერკუციო 9 Mar 2015, 14:44
გარამ მასალა
http://en.wikipedia.org/wiki/Garam_masala

სუნელების ნაკრებია როგოც ჩანს.
ხოდა იყიდება აქ სადმე?

Posted by: nia4u 9 Mar 2015, 18:44
მერკუციო
ადრე დაწერა რთულიმ, რომ კარფურში იყიდება.
ისე, ახლა 18 მარტამდე ინდური ბაზრობაა სპორტის სასახლეში და შესასვლელშივე აქვთ სუნელები და ჩაი.
კონკრეტულად ეს არ მიკითხავს, მაგრამ ალბათ ექნებათ...
ისე მანდ ჩამონათვალიც არის შემადგენლობის
და რომ გადავხედე, ყველაფერი იყიდება ცალცალკე და თავადაც შეგიძლია შეკრიბო... smile.gif

Posted by: ninoma 9 Mar 2015, 19:42
მერკუციო
QUOTE
გარამ მასალა

QUOTE
სუნელების ნაკრებია როგოც ჩანს

10 ცალ ილის(cardamom)გამოაცალე თესლები
1ცალი დარიჩინის ჯოხი(დმტვრეული)
1ჩ.კ. მიხაკი(ღერებით)
1/2ჩ.კ. ჯავზი(nutmeg) დამტვრეული
1ს.კ. cumin seeds(ამის მაგივრად კვლიავის მარცვლები შეგიძლია გამოიყენო. caraway)
1ს.კ. fennel seeds
ეს ყველაფერი მოხალე ტაფაში, საშუალო ცეცხლზე მსუბუქად. გააციე და დაფქვით.
გამოდის 1/2 cup
ვფიქრობ, სახლში გაკეთებული ბევრად არომატული იქნება ნაყიდზე.

Posted by: nia4u 9 Mar 2015, 19:47
ეს გარამ მასალა კი მაქვს მე, მაგრამ ვერ ვიყენებ ვერაფერში... sad.gif
ისეთი სანელებლებია, რომ ასოციაციურად დესერტისკენ მივყავარ სურნელს...

Posted by: მერკუციო 9 Mar 2015, 20:03
nia4u
რატომ? მოტკბოა?

ninoma
nia4u
ორივეს მადლობა smile.gif

Posted by: nia4u 9 Mar 2015, 20:08
მერკუციო
QUOTE
რატომ? მოტკბოა?

ეს სუნელები - დარიჩინი, მიხაკი, ჯავზი, ილი - ძალიან სურნელოვანია, პასკებში და ფუნთუშებში ვიყენებ-ხოლმე და ალბათ მაგიტომ...
თორემ ხალხი ხორცეულთან ხმარობს დიდი წარმატებით...
შენ რომელი კერძისთვის დაგჭირდა?

Posted by: ninoma 9 Mar 2015, 20:10
მერკუციო
QUOTE
რატომ? მოტკბოა?

no.gif
ილი, დარიჩინი,მიხაკი და ჯავზი უმეტესად ნამცხვარში გამოიყენება.
პასკის განუყოფელი სანელებლებია.

Posted by: kato_stropa 9 Mar 2015, 21:14
nia4u
QUOTE
მიხაკი, ჯავზი

ხორცეულთან არაჩვეულებრივია,განსაკუთრებით ქათამს უხდება,დაბასტურმებულს

Posted by: VAMPIRE_W 11 Mar 2015, 10:22
ქოქოსის ფანტელები წონით არ იყიდება?
100 გრამი დაფასოებული ვნახე, და არ ვიცი ეგ უნდა გამოვიყენო ნამცხვარში თუ ასაწონი მოვძებნო?

Posted by: nia4u 11 Mar 2015, 12:05
VAMPIRE_W
შეგიძლია, ეგ გამოიყენო და შეგიძლია, შენ თვითონ დაამზადო, ძალიან ადვილია smile.gif
წესი ამ თემაში ნახე, ვიდეოც არის...
https://forum.ge/?f=82&showtopic=34723182
თუ მაინცდამაინც ასაწონი გინდა, სავარაუდოდ, თურქულ მარკეტში იქნება, წერეთელზე, თუმცა ზუსტად არ ვიცი...

Posted by: VAMPIRE_W 11 Mar 2015, 14:56
nia4u
ახლა ვიყავი მარკეტში და ძვირია საკმაოდ.
25 გრამი 60 თეთრი ღირს. მე კიდე 400 გრამი მჭირდება.
ესე იგი 10 ლარი დამიჯდება.
იქნებ წონით უფრო იაფი იყოს... sad.gif
თუ არა და სხვა რამეს გავაკეთებ. : D

Posted by: nia4u 11 Mar 2015, 15:00
VAMPIRE_W
QUOTE
მე კიდე 400 გრამი მჭირდება.

მაგდენი თუ გჭირდება, ჯობია, შენით გააკეთო, ზემოთ დაგიდე წესი smile.gif

Posted by: tikusha 12 Mar 2015, 23:01
VAMPIRE_W
იყიდე ასაწონი, იაფი ღირს ძალიან

Posted by: KOMBAT 14 Mar 2015, 15:26
VAMPIRE_W

დელისთან, აი ვაკე-საbურთალოს გზას რომ გაუყვები (ანუ პავლოვის და ვაჟას შორის რომ მონაკვეთია) მანდ არის ერთი მაღაზია საკონდიტრო და იქ არის ხოლმე სულ ეგ ფანტელები წონით. ბოლოს 1 კგ 7 ლარი ღირდათუ სწორად მახსოვს

Posted by: MRlurch 15 Mar 2015, 09:59
ვინმემ თუ იცის ნეკერჩხლის სიროფი იყიდება ჩვენთან სადმე? ფენქეიქების გაკეთება ვისწავლე როგორც იქნა და მაინტერესებს ერთი ამ სიროფთან ერთად biggrin.gif.

Posted by: beqaG 15 Mar 2015, 11:37
კურკუმა სად შეიძლება იყიდოს კაცმა?

Posted by: KOMBAT 15 Mar 2015, 14:03
MRlurch
QUOTE
ვინმემ თუ იცის ნეკერჩხლის სიროფი იყიდება ჩვენთან სადმე? ფენქეიქების გაკეთება ვისწავლე როგორც იქნა და მაინტერესებს ერთი ამ სიროფთან ერთად



კარფურში არის საკონდიტრო რაღაცეებთან და 9 ლარის ფარგლებში ღირს


beqaG
QUOTE
კურკუმა სად შეიძლება იყიდოს კაცმა?


ადრე თითქმის ყველა დიდ მარკეტებში იყოახლა ვეღარ ვნახე და ბაზარში ვიყიდე მე :ვ


Posted by: MRlurch 15 Mar 2015, 14:05
KOMBAT
გუდვილი ან ფრესკოში ხო არ გეგულება? ახლოსაა ეგ ორი ჩემთან biggrin.gif

Posted by: KOMBAT 15 Mar 2015, 14:13
MRlurch
არვიცი : )


უნდა ნახო






Posted by: TaTa_TaTuLi 15 Mar 2015, 14:19
KOMBAT
QUOTE
ადრე თითქმის ყველა დიდ მარკეტებში იყოახლა ვეღარ ვნახე და ბაზარში ვიყიდე მე :ვ

ბაზარში სად? დაფქვილი?


MRlurch
QUOTE
გუდვილი ან ფრესკოში ხო არ გეგულება?

არ აქვთ. ახლახანს ვიკითხე. აზრზე არ არიან.
ადრე კარფურში ვიყიდე, ვეკუაზე, ახლა აღარც ამათ აქვთ.

Posted by: beqaG 15 Mar 2015, 14:41
KOMBAT
QUOTE
ადრე თითქმის ყველა დიდ მარკეტებში იყოახლა ვეღარ ვნახე და ბაზარში ვიყიდე მე :ვ

რომელ ბაზარში, რა ღირს?

Posted by: TaTa_TaTuLi 15 Mar 2015, 14:48
MRlurch
შემეშალა smile.gif
კურკუმაზე beqaG-ს უკითხავს smile.gif

Posted by: KOMBAT 15 Mar 2015, 17:34
TaTa_TaTuLi
beqaG

მე ვაგზალზე ვიყიდე, სადმე, სადაც სუნელები იყიდება.
დაფქული, საფასოებული - 80 თეთრი

Posted by: beqaG 15 Mar 2015, 18:09
KOMBAT
დიდი მადლობა!

ისე იცოდეთ, ინდოეთში თურმე კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია,
და რატომ თურმე?! ე.ი ღარიბი თუ მდიდარი, სოფლელი თუ ქალაქელი, ყველას დეფოლთ სანელებლად აქვთ კურკუმა.
ანუ ყველაფერზე კურკუმას უშვებიან. ხოდა მეცნიერებმაც დაამტკიცეს რომ კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელსო.


Posted by: KOMBAT 15 Mar 2015, 18:47
beqaG
QUOTE
ისე იცოდეთ, ინდოეთში თურმე კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია,
და რატომ თურმე?! ე.ი ღარიბი თუ მდიდარი, სოფლელი თუ ქალაქელი, ყველას დეფოლთ სანელებლად აქვთ კურკუმა.
ანუ ყველაფერზე კურკუმას უშვებიან. ხოდა მეცნიერებმაც დაამტკიცეს რომ კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელსო.



ნამდვილად. ერთერთი ყველაზე სასარგებლოა და მეც ვცდილოვ ყველაფერში გამოვიყენო ბრინჯიდან დაწყებული ხორცეულობით დამთავრებული.

კურკუმა, დარიჩინი და ჯინჯერი :3

Posted by: TaTa_TaTuLi 15 Mar 2015, 20:02
KOMBAT
QUOTE
სადაც სუნელები იყიდება

მადლობთ smile.gif
მაგრამ მაინც ვერ გავიგე sad.gif ვაგზალი დიდია და სუნელებიც ბევრგან იყიდება, არა მგონია ყველას ჰქონდეს rolleyes.gif
დაბლა, წერეთლისკენ რომაა რაღაც 'შიდა' ბაზარი, ზოგი იქვე ფქვავს სუნელებს, მანდ ხომ არ იყიდება?

Posted by: zazams 15 Mar 2015, 20:23
მოგესალმებით ყველას,

არ ვიცი რამდენად ეხება აქაურ თემატიკას. დახმარება მჭირდება, სილიკონის ან ტეფალის ფორმები თუ მზადდება შეკვეთით საქართელოში და თუ არსებობს ამის ქარხანა. ისეთი ფორმა მჭირდება რომელიც გაყიდვაში არ არის და საჭიროებს სპეც შეკვეთით დამზადებას.

წინასწარ მადლობა

Posted by: nia4u 15 Mar 2015, 21:51
beqaG
KOMBAT
TaTa_TaTuLi
ახლა ზუსტად, 18 მარტამდე, სპორტის სასახლეში არის ინდური გამოფენა-გაყიდვა და სანელებლებიც აქვთ smile.gif
ასე რომ, იქ შეგიძლიათ, შეიძინოთ კურკუმაც და სხვა რამე-რუმეებიც smile.gif

Posted by: beqaG 15 Mar 2015, 22:16
nia4u
QUOTE
სპორტის სასახლეში არის ინდური გამოფენა-გაყიდვა და სანელებლებიც აქვთ

კაი ინფოა, დანქე yes.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 16 Mar 2015, 21:47
nia4u

ვნახავ ხვალ smile.gif მადლობა, ნია smile.gif

Posted by: Blur 20 Mar 2015, 11:51
ხომ არ იცით პასკებისვის ქაღალდის ფორმები სად იყიდება?

Posted by: SRB100 22 Mar 2015, 23:21
გამარჯობათ, ჩიზქეიქის დასამზადებლად მინდა Graham Cracker Crumbs, ხოდა ქართულად როგორ არის ხომ არ იცით, როგორ უნდა ვიკითხო მაღაზიაში?
ასევე, მაინტერესებს, Basil Leaves, ჩვენებური წიწმატია? გუუგლი როგორც რეჰანს ისე მითარგმნის)))))
დამეხმარეთ, პლიზ :*

Posted by: nia4u 23 Mar 2015, 13:49
SRB100
QUOTE
Graham Cracker Crumbs

ეს, თუ არ ვცდები, დაფხვნილი პეჩენია ან კრეკერია.
https://www.google.ge/search?q=Graham+Cracker+Crumbs&es_sm=93&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=8d8PVc_LDsmqUcmDgugP&ved=0CBwQsAQ&biw=1440&bih=809
ამ სურათებიდანაც ეგრე ჩანს და ქართულ რეცეპტებშიც ეგ გამოიყენება.
მე მგონია, რომ ჩვეულებრივი ქრხნული "პეჩენია" უნდა იყიდო და თვითონ დაფხვნა -
ან ბლენდერით ან პარკში ჩაყარე და ცომის გასაბრტყელებელი ან რამე მსგავსი გადაატარე მსუბუქად...
ძალიან სახალისო საქმეა! yes.gif

რაც შეეხება
QUOTE
Basil Leaves

ეს არის ბაზილიკის ფოთლები,
მართლაც რეჰანის "ახლო ნათესავია" smile.gif
მწვანე რეჰანი ანუ შაშკვლავი - შეგიძლია იყიდო ბაზარშიც მემწვანილეებთან და მარკეტებშიც ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში smile.gif

Posted by: SRB100 23 Mar 2015, 14:25
nia4u
ძაან დიდი მადლობა, დაახლოებით მეც ეგრე ვფიქრობდი და გადავამოწმე smile.gif

Posted by: tamo7779 23 Mar 2015, 16:46
Blur
პასაჟში, ბიჭებთან.
სხვადასხვა ზომის.



მუსკავადა სად შევიძინო?

Posted by: Blur 24 Mar 2015, 11:12
tamo7779
QUOTE
პასაჟში, ბიჭებთან.

biggrin.gif სად არიან ეს ბიჭები უფრო ზუსტად მითხარი რაა

Posted by: tamo7779 24 Mar 2015, 14:02
Blur
პასაჟში ყველა გეტყვის სად არიან, მაღაზიაც აქვთ და დახლიც.
თუ ბაზრის მხრიდან შედიხარ (დეზერტირებს ვგულისხმობ), პირველივე შესასვლელში უნდა შეხვიდე, გაყვები რიგს და რიგი რომ გაიშლება მარცხენა მხარეს აქვთ დახლი.

Posted by: catherina_10 25 Mar 2015, 00:28
-ცხვრის ყალიბი სად ვიყიდო პასკისთვი?ს

Posted by: LuciDiTy 29 Mar 2015, 18:08
SRB100
გრაჰემის ქრამსების შოვნას საქართველოში ვერ მოახერხებ. მე ვეძებე და ვერ ვნახე. შეგიძლია ჩაანაცვლო სხვა არატკბილი, არამარილიანი კრეკერებით. მე ყველაზე კარგად ჩიზქეიქისთვის ვხმარობ liebniz-ის კრეკერებს და ძAლიან კარგი გამოდიტ!

სელის მარცვლების ან ფქვილის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: jangulashvili 30 Mar 2015, 02:37
მარწყვი არის სადმე გაყიდვაში? გუდვილში ან ფრესკოში ან სადმე არის? და როგორი ფასებია ხო არ იცით?

Posted by: BUGSY_SIEGEL 30 Mar 2015, 11:29
ქათმის მკერდსა და ქათმის ფილეს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: SOSIBOSI 1 Apr 2015, 15:58
ვინმემ ხომ არ იცით ე.წ. "ბოგდანოვკის" ყველი სად იყიდება, სად არის საბითუმო რეალიზაციის ადგილები?

Posted by: tamo7779 1 Apr 2015, 18:31
catherina_10
ნავთლუღის ბაზარში. იკითხე მეორადების რიგი. 2 ადგილასაა რკინის მეორადები და ერთ ქალს აქვს სულ...... მე 2 თვის წინ ვიყიდე დაახლოებით.... საარდჰომოდ გააძვირებენ ალბათ...

BUGSY_SIEGEL
ფილე უძვლოა.

Posted by: KOMBAT 2 Apr 2015, 13:55
სიმინდის სახამებელი(კრახმალი) ჰომ არ იცით სად ვიყიდო ?

ვერსად ვნახე :/

Posted by: tamo7779 3 Apr 2015, 14:54
KOMBAT
პასაჟში, სუნელების ბიჭებთან და თურქებტანაც ვიყიდე ადრე...

კუნჟუტი იგივე სეზამი, - მარცვლები. სად ვიყიდო კარგ ფასში?

Posted by: nadya-nadya 4 Apr 2015, 00:38
tamo7779
პასაჟში, იქვე, სუნელების ბიჭებთან ახლოს შიგნით რიგში არის მაღაზია საკონდიტრო და სადღესასწაულო რამე-რუმეები იყიდება და იქ ვნახე გუშინ დაფასოებული ჰქონდათ ცელოფნებში სხვადასხვა წონის, მოუხალავი. ფასი არ მიკითხავს სამწუხაროდ sad.gif


Posted by: tamo7779 4 Apr 2015, 16:06
nadya-nadya
15 ლარი გამოდის კილო - 100 გრამიანებს ასე აქვს ფასი და დიდი შეფუთვები თუ აქვთ არ ვიცი ფასი.....
ნაკლები ფასით მაინტერესებს.
მადლობა smile.gif

Posted by: Blur 6 Apr 2015, 11:47
tamo7779
ეს რა მაგარი მაღაზია მიმასწავლე პასაჟში. ლამის დავრჩი შიგნით biggrin.gif დახლთან იმხელა რიგი იდგა არჩევის საშუალება არც იყო, მაღაზიაში შევედი და სულო და გულო რაც გინდა ინატრე biggrin.gif
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა wink.gif

Posted by: fermina 6 Apr 2015, 12:09
nadya-nadya
Blur
QUOTE
პასაჟში, იქვე,  სუნელების ბიჭებთან ახლოს შიგნით რიგში არის მაღაზია საკონდიტრო და სადღესასწაულო რამე-რუმეები იყიდება

ვგიჟდები მაგ მაღაზიაზე, ეგეც სუნელების ბიჭებისაა smile.gif

Posted by: Blur 6 Apr 2015, 14:54
fermina
ბავშვთან ერთად ვიყავი, დაბ. დღის რაღაცეები რო დაინახა გადაირია და მე შიგნით რო შევედი იქ გადავირიე biggrin.gif თუმცა უკან მოსულს ცოტა ჩამიშალეს სიამოვნება, პასკის ფორმები იქ რომ 75 თეთრი ღირდა იგივე ზომა 60-ად იყიდება გუდვილშიო biggrin.gif

Posted by: fermina 6 Apr 2015, 15:22
Blur
QUOTE
პასკის ფორმები იქ რომ 75 თეთრი ღირდა იგივე ზომა 60-ად იყიდება გუდვილშიო


არ არის გამორიცხული, რაღაც კონკრეტული პროდუქტი გუდვილში უფრო იაფი იყოს, მაგრამ ამხელა არჩევანი რომ არის სამაგიეროდ rolleyes.gif

ჩემი ოცნებაა, ასეთი მაღაზია მქონდეს (ერთადერთი რამ, რაზეც მიფიქრია და წარმომიდგენია ვაჭრობა-კომერციის სფეროში). უფრო სწორად სუნელების მაღაზია მინდა love.gif

Posted by: Blur 7 Apr 2015, 10:04
fermina
QUOTE
ამხელა არჩევანი რომ არის სამაგიეროდ

love.gif მინდა ვიყო კონდიტერი დამემართა ამდენი რამე რომ დავინახე biggrin.gif

Posted by: KOMBAT 7 Apr 2015, 11:05
Blur
fermina


მეც ვგიჟდები მაგათ მაღაზიაზე და პროდუქტებზე, თუმცა დავფიქსირე რომ ზედმეტად ძვირი ფასი ადევს :დდ 1-2 რაღაცა რომ იყიდო შეიძლება არ გამოჩნდეს განსხვავება ფასში მაგრამ ცოტა ბევრი რომ აიღო, ეგრევე ურტყამს :დდ

მე მაგალითად სილიკონის ფორმა მინდოდა, მაგათთან 7 ლარი ღირდა, და კიდე ქაფქეიქების ქაღალდის ფორმები 20 ცალი 50 თეთრი, ჰოდა შემთხვევით მოვხვდი აქეთა ბაზარი როა კიდობანი მაგას რომ გაივლი ცოტა იქაც საკონდიტრო მაღაზიების და ეგ ფორმა ვიყიდე 3 ლარად და ის ქაღალდი 20 თეთრად, ეს რაც გამახსენდა და კიდე ბევრი რამეა ძვირიანი, სუნელებზე აღარ ვიძახი არაფერს smile.gif) ასე რომ ნელნელა გადავინაცვლე იქითა მხარეს თორემ მეც სულ მაგათი კლიენტი ვიყავი :დ

Posted by: tamo7779 8 Apr 2015, 11:13
Blur
არაფრის smile.gif
მაგათთან კარგია მისვლა ისეთ რამეზე რასაც სხვაგან ვერ შოულობ, ანდ არამდენიმე 'პრეტენზიული' სუნელი როცა გინდა. იცი რომ მიხვლა ერთ ადგილას და უეჭველი ექნებათ. ისე ფასები არ აქვთ კარგი, მაგრამ ის ამართლებთ რომ ყველაფერი აქვთ smile.gif

KOMBAT
პანდის მხარეზე ამბობ?

Posted by: KOMBAT 9 Apr 2015, 22:32
tamo7779
QUOTE
პანდის მხარეზე ამბობ?



სადაა პანდა? არვიცი რა ქვია :სსს




Posted by: Camel 12 Apr 2015, 00:16
იძებნება ჩამოსასხმელი კარგი ღვინო.. იყოს თუნდაც ძვირი ,მაგრამ ხარისხიანი

Posted by: POISON 24 Apr 2015, 03:44
ხომ არ იცით კონსერვირებული ალუბალი სად შეიძლება ვიყიდო.დიდ ქსელურ მარკეტებში ვერსად ვნახე

Posted by: tamo7779 24 Apr 2015, 15:34
POISON
კომპოტივით. ანუ მაღალი შუშის ქილა, და ალუბალია ნახევრამდე, ან ცოტა ნაკლები. კარფურში ვიყიდე რამდენჯერმე. პუდინგი, სახამებელი, გამაფხვიერებელი, ანანსის კონსერვეი სადაც აქვთ, თხილეულის პირდაპირ. (თბილისი მოლში)

Posted by: kato_stropa 25 Apr 2015, 00:11
POISON
http://www.ecsge.ge/index.php?LanG=1

აქ ნახე. ამათ აქვთ,რამდენიმეხნის წინ ვიყავი,გოძილები და რვაფეხები შევიძინეთ და მანდ მოვკარი თვალი. მწვანე ალუბლებიც კი ჰქონდათ,კოქტეილებისთვის. biggrin.gif კონსერვირებულიც აქვთ და გაყინულიც

Posted by: POISON 26 Apr 2015, 09:15
tamo7779

kato_stropa

დიდი დიდი მადლობა
love.gif

Posted by: Jonatahn_smith 28 Apr 2015, 17:06
ბამბუკის მარინადს და ჩინურ შავ სოკოს სად ვიყიდი?

კარფურს და გუდ ვილს აღარ აქვს..

Posted by: BasketballGuitar 9 May 2015, 15:14
ბევრი შოკოლადი სად იყიდება იაფად მითხარით რა... ერთი ყუთი მინდა სხვადასხვა რა ალპენ გოლდი სნიკერსი და რამე მსგავსები...

Posted by: nia4u 13 May 2015, 15:34
ბაზარში ვინც დადიხართ, ომბალო არის უკვე?
თუ ტყუილად წავბოდიალდები?

Posted by: nadin 13 May 2015, 18:57
nia4u
შაბათს ვნახე გლდანში

Posted by: nia4u 13 May 2015, 20:42
nadin
უფ, გაიხარე!
გლდანში ვაპირებ გასვლას ხვალ...
მადლობააა! smile.gif

Posted by: 死海. 20 May 2015, 01:31
ჟოლო ან მარწყვი შემოვიდა უკვე? ბაზარში თუ არა, სხვაგან სად შეიძლება იყოს?

Posted by: IngaKh 20 May 2015, 12:21
QUOTE (死海. @ 20 May 2015, 01:31 )
ჟოლო ან მარწყვი შემოვიდა უკვე? ბაზარში თუ არა, სხვაგან სად შეიძლება იყოს?

ჟოლო არ მინახავს ჯერ და მარწყვი 2-3 კვირის შემოსულია გლდანის ბაზარში.

Posted by: tamo7779 21 May 2015, 00:26
死海.
მარწყვი უკვე კარგადაა შემოსული....

ზღვის მარილი სად იყიდება?

Posted by: nadin 21 May 2015, 01:51
tamo7779
ფურშეტში იყიდება

Posted by: tavadze 21 May 2015, 02:02
tamo7779
QUOTE
ზღვის მარილი სად იყიდება?

კარფურშიც ჰქონდათ.

Posted by: pharaon 23 May 2015, 02:52
შაურმის მომზადების რეცეპტი სად შეიძლება ვნახო და საჭირო მოწყობილობები სად შეიძლება მოვიძიო?
ამ ბიზნესზე ვფიქრობ და საჭირო ინფორმაციას ვეძებ..

Posted by: nia4u 23 May 2015, 18:23
pharaon
QUOTE
ამ ბიზნესზე ვფიქრობ და საჭირო ინფორმაციას ვეძებ..

https://forum.ge/?showforum=41
აი, აქ გახსენი თემა და რჩევებიც წამოვა, ინფორმაციაც და ცოოოტა ნერვებსაც მოგიშლიან, მაგრამ არ აყვე... smile.gif

Posted by: pharaon 23 May 2015, 21:20
QUOTE
QUOTE ამ ბიზნესზე ვფიქრობ და საჭირო ინფორმაციას ვეძებ..
ბიზნესი და ეკონომიკააი, აქ გახსენი თემა და რჩევებიც წამოვა, ინფორმაციაც და ცოოოტა ნერვებსაც მოგიშლიან, მაგრამ არ აყვე... 

მადლობა))

Posted by: tamo7779 23 May 2015, 21:46
nadin
tavadze
მადლობა
მე რატომ არ შემხვდა კარგურში sad.gif

Posted by: tavadze 23 May 2015, 23:37
tamo7779
QUOTE
მე რატომ არ შემხვდა კარგურში

კონსულტანტებს ჰკითხე, თორემ ეგრე არც მე შემხვედრია, ისე ჰქონდათ მიკრუნჩხული. biggrin.gif

Posted by: nadin 24 May 2015, 09:31
tavadze
კარფურში გამოჩნდა ისევ ზღვის მარილი? ამ ბოლო პერიოდში აღარ ქონდათ,
tamo7779
კარფურში უკეთისია თუ არის ისევ, იქ ფრანგული იყო, ფურშეტში უკრაინულია

Posted by: tamo7779 25 May 2015, 15:24
tavadze
nadin
მადლობა smile.gif
თუ მოვიცალე დღეს, გავალ აუცილებლად

Posted by: nadin 27 May 2015, 01:15
tamo7779
კარფურშიც არის პატარა შეფუთვით მაგიდის ფრანგული ზღვის მარილი

Posted by: tamo7779 27 May 2015, 23:42
ვიპოვე კონსულტანტი, მარილი - ვერა sad.gif

Posted by: nadin 28 May 2015, 00:09
tamo7779
კარფურში არის 125 გრ შეფუთვის ფრანგული ზღვის მარილი, სადაც ყველა მარილი აწყვია, იქ დევს ესეც. ფურშეტშიც ის ცელოფნის შეფუთვითაა, თითონ ფურშეტის ლოგოთია

Posted by: VAMPIRE_W 28 May 2015, 12:55
პროვანსული ბალახების ნაკრები (herbes de province)

რა ბალახები შედის ამაში და სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: nia4u 28 May 2015, 14:59
VAMPIRE_W
QUOTE
პროვანსული ბალახების ნაკრები (herbes de province)
რა ბალახები შედის ამაში

რამდენი დიასახლისიც არის პროვანსში, იმდენნაირი ნარევი არსებობსო, ამბობენ,
მაგრამ მეტნაკლებად გავრცელებული ვარიანტის შემადგენლობა ამ ლინკზეა smile.gif
http://ratatui.me/ratatouille/
აქვე არის რატატუის კარგი რეცეპტი და მისი პატარა ისტორიაც smile.gif

QUOTE
სად შეიძლება ყიდვა?

სავარაუდოდ, გუდვილში, კარფურში, ასევე წერეთელზე თურქულ მარკეტში,
ასევე შეიძლება ქონდეთ ვაგზალზე, ე.წ. "სუნელების კაცთან"...

პ.ს. თუმცა, რატატუის გაკეთება თუ გინდა, ამ ბალახების გარეშე, ჩვენებური სუნელებით და რეჰანითც არაჩვეულებრივი გამოვა smile.gif

Posted by: VAMPIRE_W 28 May 2015, 15:16
nia4u
უღრმესი მადლობა.
კარგი რეცეპტია, უფრო იოლად გასაგები.
აჯაფსანდალი ჩემი საყვარელი კერძია, და რატატუი ძალიან გავს აჯაფსანდალს, ამიტომ დარწმუნებული ვარ მომეწონება. biggrin.gif

ჩაშუშულ ვარიანტს თუ აკეთებ, როგორც აჯაფსანდალი ისე კეთდება ხო ალბათ?
უნდა დაჭრა კუბიკებად ყველაფერი, ჩაშუშო და ბოლოს პამიდვრის სოუსი მოასხა?

Posted by: nia4u 28 May 2015, 15:27
VAMPIRE_W
QUOTE
უნდა დაჭრა კუბიკებად ყველაფერი, ჩაშუშო და ბოლოს პამიდვრის სოუსი მოასხა?

პომიდორსაც თავიდანვე ვასხამ მე.
ანუ იგივეა თითქმის, ოღონდ აჯაფსანდალში ყველაფერი არეულია და ქვაბში კეთდება+კარტოფილი აქვს,
რატატუიში კი ყველაფერი მწყობრად და ლამაზად ალაგია და ღუმელში ცხვება smile.gif
QUOTE
კარგი რეცეპტია, უფრო იოლად გასაგები.

ზოგადად, კარგი საიტია, ჩვენი თანაფორუმელი n.j. არის ავტორი,
ყველა რეცეპტი სანდოა, გასაგებად დაწერილი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით... smile.gif

Posted by: LIKACSI 30 May 2015, 10:45
რომელ მარკეტში შეგხვედრიათ წითელი წიწაკის ზეთი?

სად შეიძლება მისი შეძენა თბილისში?

გმადლობთ წინასწარ.

Posted by: MRlurch 31 May 2015, 14:18
white vinegar ო რეცეპტში ამბობს ერთი და სად ვიშოვო რა ხილია ეგ givi.gif givi.gif .

Posted by: Zanh 31 May 2015, 17:35
ნაღებს კარაქი იგივე ნამდვილი კარაქია თუ რას წარმოადგენს ?

MRlurch
თეთრი ძმარი, გუდვილში ჰქონდათ ადრე

Posted by: nia4u 1 Jun 2015, 13:18
Zanh
QUOTE
ნაღებს კარაქი იგივე ნამდვილი კარაქია თუ რას წარმოადგენს ?

ნაღების კარაქი არის ნამდვილი კარაქი, 82 პროცენტიანი.
ოღონდ საქართველოსი მარტო სათურს არ უნდა ენდო და შემადგენლობაც უნდა წაიკითხო
და თუ შემადგენლობაში რამე მცენარეულს წააწყდები, ის კარაქი აღარ არის, რაც არ უნდა ეწეროს! smile.gif

Posted by: iraklious 4 Jun 2015, 21:53
გამარჯობა!

ვინმემ მითხარით რა სად შეიძლება თბილისში როზმარინი ვიყიდო (მწვანილად, ცოცხალი)
ან თუ იშოვება სადმე აქ თესლები რომ დავთესო ეზოში. თუ არის სადმე მითხარით რა ამაზონიდან რომ არ გამოვიწერო.

Posted by: nadin 4 Jun 2015, 22:26
iraklious89
ყოფილი დეზერტირების ბაზრის წინ იყიდება

Posted by: iraklious 4 Jun 2015, 22:38
QUOTE (nadin @ 4 Jun 2015, 22:26 )
iraklious89
ყოფილი დეზერტირების ბაზრის წინ იყიდება

მადლობა!

და თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად მითხარი რა)

Posted by: Gillen 5 Jun 2015, 16:50
iraklious89

კოლმეურნეობაზე ყვავილები სადაც იყიდება, იქ ნახავ პატარა ქოთნებში.
გამოფენაზეც იყო ადრე, უკვე მოზრდილი ბუჩქები.

Posted by: ilikeit 12 Jun 2015, 22:26
სიმინდის სახამებელი ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო? help.gif

Posted by: nadin 13 Jun 2015, 16:54
ilikeit
თურსაში, iraklious89
iraklious89
ყვავილის ნერგები და სხვადასხვა მცენარე იყიდება ბავშვთა სამყაროდან პირდაპირ წადი და ყოფილი ბაზრის წინ, ბევრს აქვს


Posted by: tamo7779 16 Jun 2015, 20:31
VAMPIRE_W
ჯორჯოტაში...........................

Posted by: Annabell 18 Jun 2015, 16:15
გამარჯობათ

დახმარება მეც მჭირდება.
თუ ვინმემ იცის


გლუტენის ანუ წებოვანასაგან გამონთავისუფლებული ფქვილი სად შეიზლება ვიყიდო თბილისში?


Posted by: ddd111 18 Jun 2015, 23:33
სუფთა თაფლის ყიდვა სად შეიძლება არ იცით? სანდო ადამიანი რომ ყიდიდეს ვინმე. თუ იცით ვინმემ გთხოვთ კორდინატები მითხრათ.

Posted by: Annabell 19 Jun 2015, 02:11
ddd111
სუფთაში რას გულისხმობ

ფუტკარი პესოკ-წყლით რომ არ იყოს გამოკვებილი?

Posted by: ddd111 19 Jun 2015, 09:44
QUOTE (Annabell @ 19 Jun 2015, 02:11 )
ddd111
სუფთაში რას გულისხმობ

ფუტკარი პესოკ-წყლით რომ არ იყოს გამოკვებილი?

ხო რა. ნატურალური მაქსიმალურად. სამკურნალოდ დამინიშნეს და მჭირდება.

Posted by: Kanski 9 Jul 2015, 03:53
კაი ჯანმრთელი სპარჟიკები სად ვიყიდო? მწვანე და ახალი, ცოცხალი რა, სიკვდილის პირას როა ეგეთები არ მინდა

Posted by: nia4u 9 Jul 2015, 12:28
Kanski
QUOTE
კაი ჯანმრთელი სპარჟიკები სად ვიყიდო? მწვანე და ახალი, ცოცხალი რა, სიკვდილის პირას როა ეგეთები არ მინდა

"სპარჟიკები" ანუ სატაცური, აქაური, ახალი და ცოცხალი უკვე მოილეოდა, ადრე გაზაფხულზე იყიდებოდა ბაზარში...
ახლაც თუ არის, ისევ ბაზარში უნდა ეძებო...მე აღარ შემხვედრია კაი ხანია...

Posted by: Kanski 9 Jul 2015, 12:46
QUOTE (nia4u @ 9 Jul 2015, 12:28 )
Kanski
QUOTE
კაი ჯანმრთელი სპარჟიკები სად ვიყიდო? მწვანე და ახალი, ცოცხალი რა, სიკვდილის პირას როა ეგეთები არ მინდა

"სპარჟიკები" ანუ სატაცური, აქაური, ახალი და ცოცხალი უკვე მოილეოდა, ადრე გაზაფხულზე იყიდებოდა ბაზარში...
ახლაც თუ არის, ისევ ბაზარში უნდა ეძებო...მე აღარ შემხვედრია კაი ხანია...

სადმე მაღაზიებში არ იქნება? გუდვილი კარფური და ა.შ.? აი იმენა გია ფერის მწვანე მინდა რო იყოს

Posted by: Bones 9 Jul 2015, 12:50
QUOTE (Kanski @ 9 Jul 2015, 12:46 )
QUOTE (nia4u @ 9 Jul 2015, 12:28 )
Kanski
QUOTE
კაი ჯანმრთელი სპარჟიკები სად ვიყიდო? მწვანე და ახალი, ცოცხალი რა, სიკვდილის პირას როა ეგეთები არ მინდა

"სპარჟიკები" ანუ სატაცური, აქაური, ახალი და ცოცხალი უკვე მოილეოდა, ადრე გაზაფხულზე იყიდებოდა ბაზარში...
ახლაც თუ არის, ისევ ბაზარში უნდა ეძებო...მე აღარ შემხვედრია კაი ხანია...

სადმე მაღაზიებში არ იქნება? გუდვილი კარფური და ა.შ.? აი იმენა გია ფერის მწვანე მინდა რო იყოს

არა-მარინირებული რამდენიმე კვირის წინ კარფურში შევნიშნე, რამდენად ღია იყო არ მახსოვს.

Posted by: nia4u 9 Jul 2015, 12:51
Kanski
მანდ შეიძლება იყოს, ოღონდ ალბათ გაყინული...
დარეკე,ამ სიცხეში ტყუილად რომ არ გახვიდე და გეტყვიან...

Posted by: Kanski 9 Jul 2015, 13:06
Bones
nia4u

მადლობა
up.gif

Posted by: Bones 9 Jul 2015, 15:19
მომცრო თუნუქის ან მინის ქილების ყიდვა სად შეიძლება ?

Posted by: TaTa_TaTuLi 14 Jul 2015, 17:51
ddd111
QUOTE
სუფთა თაფლის ყიდვა სად შეიძლება არ იცით? სანდო ადამიანი რომ ყიდიდეს ვინმე. თუ იცით ვინმემ გთხოვთ კორდინატები მითხრათ.

მე ვისგანაც ვყიდულობ, ისეთი ხალხია, მართლა ვენდობი და რა ვიცი...

Posted by: TramwayMan 20 Jul 2015, 03:41
გამარჯობა, სად შეიძლება ვასაბის (იაპპონური მდოგვის მსგავსი საწებელი) შეძენა?

Posted by: anibani18 20 Jul 2015, 09:28
პროვანსული ბალახები სად ვიყიდო? მიმასწავლეთ, გეთაყვა smile.gif

Posted by: anibani18 21 Jul 2015, 13:51
ვიყიდე უკვე ჯორჯიტაში. სუნელების ფართო არჩევანი აქვთ smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 21 Jul 2015, 22:21
TramwayMan
აეროპორტისკენ რომ მიდიხარ, შავი ზღვის ქუჩაზე აეროპორტის მხარეს კი არა მოპირდაპირე მხარეს. ანუ გზაჯვარედინისან მარჯვნივ უნდა გადაუხბიო და სადღაც 300 მეტრში არის დელიკატესების მაღაზია. იყიდება სუშის ყველა ინგრედიენტი და სხვა საბითუმო საქონელი. მანდ არის ვასაბის ფხვნილი. წყალს დაასხავ და მოზელ.

Posted by: TramwayMan 22 Jul 2015, 18:45
Maiko Shamugia
აა ფხვნილით უნდა გავაკეთო ანუ? ისე არ იყიდება უკვე მზა ბანკით ან რამხე ხო?
დიდი მადლობა, შავი ზღვის ქუჩა ქეთევან წამებულს რომ გამოეყოფა მაგას გულისხმობ ხომ? მაგას გუგლში ბოჭორმის ქუჩაც აწერია და ლეხ კაჩინსკისაც დდდდდ

Posted by: Maiko Shamugia 23 Jul 2015, 00:39
TramwayMan
QUOTE
აა ფხვნილით უნდა გავაკეთო ანუ?

yes.gif

გამზადებული არ მინახავს. სუშისთვის გინდა? მე პლასტერინივით ვზელ და სუშს ვუდებ ხოლმე გვერდით smile.gif) თან ფხვნილი დიდხანს ინახება .



QUOTE
ქეთევან წამებულს რომ გამოეყოფა მაგას გულისხმობ ხომ? მაგას გუგლში ბოჭორმის ქუჩაც აწერია და ლეხ კაჩინსკისაც დდდდდ


მასე დაწვრილებით არ ვიცი ეგ ტერიტორია. მოკლედ ყველა მიგასწავლის. აეროპორტის ასახვევის მოპირდაპირე მხარეა smile.gif


Posted by: pleita 23 Jul 2015, 17:50
ბავშვებო რუკოლა სად ვიყიდო?? ლისის სათბურში მიმასწავლეს, მაგრამ დაკეტილი იგო, სხვაგან? და სატაცურს ახლა თუ ვნახავ სადმე?

Posted by: Zext 26 Jul 2015, 20:49
turmeric clove cinnamon

ეს ინდური სუნელები სად შემიძლია ვიშოვო ? ქართულად არც ვიცი რა ქვია

Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2015, 21:37
Zext
კარფურში მოიკითხე აბა . მანდ აქვთ ბევრნაირი სახეობა . აი გრამობით რომ ყიდიან დიდი კასრებით უდევთ სუნელები და თხილეული.

Posted by: Zext 26 Jul 2015, 21:49
Maiko Shamugia
მადლობ








____________________________

Posted by: Miss_Marple 31 Jul 2015, 19:24
გამარჯობათ
ნედლი ჯანჯაფილი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: TaTa_TaTuLi 31 Jul 2015, 20:22
Miss_Marple
QUOTE
ნედლი ჯანჯაფილი სად შეიძლება შევიძინო?

გუდვილში, კარფურში

Posted by: nutsiko 31 Jul 2015, 22:03
დიდი ბოდიში, არც ვიცი, სად ვიკითხო.

იქნებ იცოდეთ, ოჯახიდან ვინმე თუ ჰყიდის თაფლს?


Posted by: nino877 8 Aug 2015, 22:55
ჩინურ კერძებში რომ სოკოა შავი იმას რა ქვია
დამეხმარეთ .

* * *
Maiko Shamugia
TramwayMan
მე ვყიდულობდი სმარტში სადაც ამზადებენ სუშის.50თეთრი ღირდა მახსოვს.შეგიძლია იყიდო რამდწნიც გინდა.და საერთოდაც ეგწნი ყიდიან სუშის ყველანაირ ინგრედიენტს.

Posted by: ninoma 9 Aug 2015, 06:11
nino877
QUOTE
ჩინურ კერძებში რომ სოკოა შავი იმას რა ქვია

მგონი shiitake-ია.

Posted by: nino877 9 Aug 2015, 13:49
ninoma
http://www.google.ru/search?q=shiitake&newwindow=1&prmd=in&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0CAYQ_AUoAWoVChMIio35tNybxwIVAT8UCh0zBAJ_&biw=360&bih=615&dpr=2

არა არარის ეგ sad.gif

Posted by: Annabell 10 Aug 2015, 10:20
QUOTE (nino877 @ 9 Aug 2015, 13:49 )
ninoma
http://www.google.ru/search?q=shiitake&newwindow=1&prmd=in&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0CAYQ_AUoAWoVChMIio35tNybxwIVAT8UCh0zBAJ_&biw=360&bih=615&dpr=2

არა არარის ეგ sad.gif

Mu Err

.........................................................

Posted by: casalinga 10 Aug 2015, 18:48
მშრალი ხერესი სად შემიძლია ვიყიდო?

Posted by: amoeka 15 Aug 2015, 19:43
კუსკუსი სად ვიყიდო მიპასუხეეთ
/////////////

Posted by: Gillen 21 Aug 2015, 02:39
amoeka
QUOTE
კუსკუსი სად ვიყიდო მიპასუხეეთ


კარფურში იყიდება

Posted by: amoeka 21 Aug 2015, 07:45
Gillen
მადლობა, მოვიარე ფურშეტი, ფრესკო, არსად არ იყო

Posted by: teona-uta 25 Aug 2015, 12:14
მოგესალმებით ყველას ფორუმის ძველი , მაგრამ დაკარგული წევრი smile.gif

ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ მირჩიოთ კვების კომპანიები, რომლებიც სხვადსხვა კომპანიებს მზა საკვებით ამარაგებენ smile.gif

მადლობას გიხდით წინასწარ


Posted by: Miss_Marple 26 Aug 2015, 21:19
QUOTE (TaTa_TaTuLi @ 31 Jul 2015, 20:22 )
Miss_Marple
QUOTE
ნედლი ჯანჯაფილი სად შეიძლება შევიძინო?

გუდვილში, კარფურში

მადლობა war.gif

Posted by: vitombejiti 31 Aug 2015, 12:23
გამარჯობა,

იქნებ დამეხმაროთ. სად შემიძლია ვიყიდო გაუყინავი ზღვის პროდუქტები? კრევეტები და მიდიები განსაკუთრებით? ასევე ვეძებ ცერეცოს ბოლქვს, ვერსად ვერ ვიშოვე და თუ მიმასწავლით გამიხარდება, კარფურში არ იყო არცერთი sad.gif

Posted by: Stoned 31 Aug 2015, 17:33
მოგესალმებით,)
Blueberry (Blueberries) რა ქვია ქართულად და სად იყიდება?

Posted by: Annabell 2 Sep 2015, 01:14
QUOTE (Stoned @ 31 Aug 2015, 17:33 )
მოგესალმებით,)
Blueberry (Blueberries) რა ქვია ქართულად და სად იყიდება?

მოცვი

სად იყიდება არ ვიცი .........................................

Posted by: DODI 5 Sep 2015, 21:03
სად ვიყიდო ვანილის ე.წ. ჩხირები???; ფურშეტს, ფრესკოს, გუდვილს არ აქვს!!!

Posted by: nadin 5 Sep 2015, 21:44
Annabell
გლდანის ბაზარში

Posted by: fermina 5 Sep 2015, 21:49
DODI
პასაჟში ე.წ. "სუნელების კაცთან" ნახე? როგორც წესი, ყველაფერი აქვს ხოლმე, თითქოს ვანილის ჩხირებიც მახსოვს.

https://www.facebook.com/GiviPapasSunelebi/photos/pb.167548393422195.-2207520000.1441475493./224397424403958/?type=3&theater

დაურეკე წინასწარ, ტყუილად რომ არ მიხვიდე.

Posted by: LofFLOWER 6 Sep 2015, 08:53
რომის შეძენა სად შეიძლება თბილისში
???????

Posted by: TramwayMan 8 Sep 2015, 04:22
nino877
მადლობა ვიკითხავ სმარტში.

Posted by: vasili111 10 Sep 2015, 19:18
სად შეიძლება იაპონური კულინარიისთვის ინგრედიენტების შეძენა?

Posted by: Special_1 11 Sep 2015, 20:44
სადმე ქოქოსის ზეთის ყიდვა შემიძლია? აი დაახლოებით ასეთს ვგულისხმობ

Posted by: cheburasha 16 Sep 2015, 13:32
თქვენი გამოცდილებით მირჩიეთ სად შეიძლება ვიყიდო მოივა ან ბარაბულკა გაუყინავი (აი ყინულზე რო ინახავენ )

Posted by: Mr.Drummer 21 Sep 2015, 11:28
გამარჯობა,

კარგი სვანური მარილი და ზოგადად სუნელები სად იყიდება თბილისში ?
2-3 სხვადასხვა გემოს სვანური მარილი მაქვს გასინჯული , მაგრამ ბაზარში მხოლოდ 1 სახეობა მხვდება

Posted by: Patagonia 22 Sep 2015, 23:37
კურკუმა (კოჭა) სად ვიყიდო?
ინდური სანელებელი

Posted by: tamo7779 22 Sep 2015, 23:41
Patagonia
ჯორჯიტაში. დიდუბე პლაზას შენობაში, პირველ სართულზე.

Posted by: Patagonia 23 Sep 2015, 00:03
tamo7779
გასაგებია, დიდი მადლობა

Posted by: Mr.Drummer 27 Sep 2015, 11:08
QUOTE
გამარჯობა,

კარგი სვანური მარილი და ზოგადად სუნელები სად იყიდება თბილისში ?
2-3 სხვადასხვა გემოს სვანური მარილი მაქვს გასინჯული , მაგრამ ბაზარში მხოლოდ 1 სახეობა მხვდება


Posted by: nia4u 1 Oct 2015, 23:30
Patagonia
QUOTE
კურკუმა (კოჭა) სად ვიყიდო?
ინდური სანელებელი

კურკუმა სხვაა და კოჭა სხვა!
yes.gif

Posted by: ninc_lfc 4 Oct 2015, 11:00
სუპერმარკეტებში ყველა თაფლს ნატურალური აწერია და არის ნეტა რომელიმე? დღეს მინდა ვიყიდო და რომელი ავირჩიო არ ვიცი. ნატურალური მინდა :/

Posted by: nia4u 4 Oct 2015, 21:35
ვინმეს სადმე ხომ არ შეგხვედრიათ უკურკო ალუბლის ჩირი?

Posted by: niniaa 6 Oct 2015, 18:49
გოგოებო,სად იყიდება სეზანის ზეთი?

Posted by: niniaa 8 Oct 2015, 21:52
რატომ ჩაკვდა ასე ეს განყოფილება? აქ ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა...gigi.gif
სეზამის ზეთს თბილისში ვერ ვიყიდი?

Posted by: LuciDiTy 10 Oct 2015, 20:16
niniaa
QUOTE
სეზამის ზეთს თბილისში ვერ ვიყიდი?

საკმაოდ მარტივი საშოვნელია. ჯორჯიტაშიც ჰქონდათ და რაც მთავარია, აფთიაქებში იყიდება, მაგალითად, სითი ფარმაში არის მთელი სტენდი ზეთების.

Posted by: პროფაზა 10 Oct 2015, 22:12
ლეღვის მურაბა არ იყიდება სადმე? user.gif

Posted by: niniaa 11 Oct 2015, 00:31
LuciDiTy
QUOTE
საკმაოდ მარტივი საშოვნელია. ჯორჯიტაშიც ჰქონდათ და რაც მთავარია, აფთიაქებში იყიდება, მაგალითად, სითი ფარმაში არის მთელი სტენდი ზეთების.


--------------------

მადლობა
პროფაზა
QUOTE
ლეღვის მურაბა არ იყიდება სადმე? 

კულას მაღაზიაში ნახეთ, მაგათ ჰქონდათ ხოლმე,კაკლის მურაბაც და სხვა მურაბებიც.

Posted by: პროფაზა 12 Oct 2015, 00:25
niniaa
მადლობა.


--

__

Posted by: niniaa 12 Oct 2015, 20:44
ვინაიდან თემა არის ყველაფერი უცხო პროდუქტების შესახებ, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ ვინმეს ჰქონია შეხება სეზამის სიროფთან/ საერთოდ ითვლება, რომ ძნელად საშოვნელია/და იცის მისი გამოყენების წესის შესახებ,იქნებ არ დაიზაროს და დამეხმაროს....

Posted by: nia4u 17 Oct 2015, 19:33
niniaa
გუგლმაც კი ვერაფერი მითხრა მაგ პროდუქტზე, მეც ძალიან დავინტერესდი... smile.gif

Posted by: Annabell 18 Oct 2015, 20:42
QUOTE (nia4u @ 17 Oct 2015, 19:33 )
niniaa
გუგლმაც კი ვერაფერი მითხრა მაგ პროდუქტზე, მეც ძალიან დავინტერესდი... smile.gif

Turqul namcxvrebshi tu namcxvrismagvarobebshi iyeneben xolme

Daablendere sezami da moxarshe shaqartan ertad.

Sxva ra unda ikos sesamis sirofi? Da daamate Vanili aromatisatvis.

Posted by: nia4u 19 Oct 2015, 00:08
Annabell
QUOTE
Turqul namcxvrebshi tu namcxvrismagvarobebshi iyeneben xolme
Daablendere sezami da moxarshe shaqartan ertad.
Sxva ra unda ikos sesamis sirofi? Da daamate Vanili aromatisatvis.

შენ ვერ გაიგე რა ხდება, ჩემო კარგო smile.gif
niniaa-ს აქვს უკვე სეზამის სიროფი და ეძებს მისი გამოყენების წესებს...
ასე რომ რეცეპტები ურჩიე მას, თუ შეგიძლია smile.gif
სამწუხაროდ, თურქული არ ვიცი და თურქულ ინტერნეტრესურსებს ვერ ვეცნობი... smile.gif

Posted by: niniaa 20 Oct 2015, 12:53
Annabell
QUOTE
Turqul namcxvrebshi tu namcxvrismagvarobebshi iyeneben xolme

Daablendere sezami da moxarshe shaqartan ertad.

Sxva ra unda ikos sesamis sirofi? Da daamate Vanili aromatisatvis.

სიროფი ,,სულტანის" ფირმისაა,მუქი ჩაის ფერისაა,ბლანტი სითხეა,არომატული სუნით,85 გრ...მე მაინტერესებს როგორ უნდა გამოვიყენო: რა დოზით უნდა ჩავასხა ცომში ,თუ ,მაგ / ბლინის ზეთში/ შეწვის დროს უნდა დავამატო,თუ ამოსავლებ სიროფში... მოკლედ,გამოყენების წესები მაინტერესებს,რაც ვერსად ვერ ვნახე...

Posted by: Annabell 20 Oct 2015, 16:50
QUOTE (niniaa @ 20 Oct 2015, 12:53 )
Annabell
QUOTE
Turqul namcxvrebshi tu namcxvrismagvarobebshi iyeneben xolme

Daablendere sezami da moxarshe shaqartan ertad.

Sxva ra unda ikos sesamis sirofi? Da daamate Vanili aromatisatvis.

სიროფი ,,სულტანის" ფირმისაა,მუქი ჩაის ფერისაა,ბლანტი სითხეა,არომატული სუნით,85 გრ...მე მაინტერესებს როგორ უნდა გამოვიყენო: რა დოზით უნდა ჩავასხა ცომში ,თუ ,მაგ / ბლინის ზეთში/ შეწვის დროს უნდა დავამატო,თუ ამოსავლებ სიროფში... მოკლედ,გამოყენების წესები მაინტერესებს,რაც ვერსად ვერ ვნახე...



Blinebis shesawvav cxel zetshi ro chaasxa sirofi agifetqdeba tafa lol.gif
Ra saswaulobebs wert xolme lol.gif

gerkulesshi magalitad shegidzlia magit daatkbo.

Tafls rogorc ikeneb egre Egec cxobashi.

Dawolis win sagamos gadahkari xolme, viagras ar chamouvardeba yes.gif

Posted by: Girl 24 Oct 2015, 16:33
სად ვიშოვო სეზამის მარცვლები? გუდვილში არ იყო.

niniaa
გუდვილში ქონდათ. გუშინ ვიყავი ქავთარაძეზე. მე სEზამის მარცვლებს ვეძებ და ვერ ვიშოვე.

Posted by: N-Economist 26 Oct 2015, 16:50
QUOTE (Girl @ 24 Oct 2015, 16:33 )
სად ვიშოვო სეზამის მარცვლები? გუდვილში არ იყო.

კარფურში ვიყიდე ადრე, და თურქულ მარკეტშიც ქონდათ, წერეთელზე

Posted by: tamo7779 27 Oct 2015, 15:07
Girl
მე ვყიდულობ დღეს, დიდ შეფუთვას და გაგიყოფ თუ გინდა. 1 კგ 7 ლარი

Posted by: POISON 27 Oct 2015, 17:25
გამარჯობათ, ხომ ვერ დამეხმარებით - ქართულად როგორ იქნება Turmeric (Куркума). წინასწარ მადლობელი

Posted by: nia4u 27 Oct 2015, 17:43
POISON
კურკუმაა ქართულადაც

Posted by: ninicool 27 Oct 2015, 20:47
Girl
QUOTE
გუდვილში ქონდათ. გუშინ ვიყავი ქავთარაძეზე. მე სEზამის მარცვლებს ვეძებ და ვერ ვიშოვე.

დღეს ვნახე კარფურში, თან ორგვარი ჰქონდათ, უმი და მოხალული

Posted by: POISON 30 Oct 2015, 04:40
nia4u
დიდი მადლობა
2kiss.gif

Posted by: tavadze 1 Nov 2015, 02:34
Girl
QUOTE
სად ვიშოვო სეზამის მარცვლები? გუდვილში არ იყო.

ვაგზალზე,პასაჟში, იმ ცნობილ სუნელების კაცს ჰქონდა - გუშინ მოვხვდი იქ და ბარემ ვიკითხე. biggrin.gif

Posted by: gulua1 1 Nov 2015, 16:57
გამარჯობა

შავი მოცვის ყიდვა სად შეიძლება თბილისში?



Posted by: nia4u 1 Nov 2015, 17:16
gulua1
QUOTE
შავი მოცვის ყიდვა სად შეიძლება თბილისში?

ბაზარში, მაგრამ, მგონი, მოილია უკვე...
ისე გუდვილში ან სადმე მსგავსსი შეიძლება კიდევ იყოს...

Posted by: gulua1 1 Nov 2015, 19:44
nia4u
QUOTE
ბაზარში, მაგრამ, მგონი, მოილია უკვე...

დავიარე დღეს თითქმის ყველა ბაზარი და ვერ ვნახე sad.gif

QUOTE
ისე გუდვილში ან სადმე მსგავსსი შეიძლება კიდევ იყოს...

მადლობა smile.gif


სეზამი ვარკეთილის "თათრების ბაზრობაზე" ვნახე დღეს smile.gif

Posted by: tavadze 3 Nov 2015, 01:07
gulua1
QUOTE
შავი მოცვის ყიდვა სად შეიძლება თბილისში?

მე მგონი, მოცვი ბუნებაში უკვე ყველგან მოილეოდა და ბაზრობებზე აღარ იქნება. ისევ დიდ სუპერმარკეტებში თუ წააწყდები.

Posted by: gulua1 3 Nov 2015, 19:27
tavadze
მადლობთ


chest.gif chest.gif chest.gif

Posted by: buttercup 5 Nov 2015, 14:19
გამარჯობა,

სად ყიდულობთ რუკოლას?

და кедровие орешки-ს?

მადლობა

Posted by: nia4u 5 Nov 2015, 17:44
buttercup
QUOTE
кедровие орешки

ქართულად არის კედრის კაკალი ან თესლი და ესეც და რუკოლაც დიდ მარკეტებში იყიდება (გუდვილი და მსგავსი...)

Posted by: fermina 5 Nov 2015, 17:53
buttercup
QUOTE
სად ყიდულობთ რუკოლას?

გუდვილში თითქმის სულ აქვთ ქავთარაძეზე, ჰერბიას შეფუთვაში.

ისე ველურად იზრდება თითქმის ყველგან, მთელ თბილისში. ვაჟაზე ჩემ ეზოში გამოდი და დაგაკრეფინებ biggrin.gif

Posted by: buttercup 5 Nov 2015, 18:21
fermina


უი, ჩვენს კლიმატში თუ ხარობს, მაშინ აივანზეც შეიძლება მოშენება smile.gif

Posted by: fermina 5 Nov 2015, 18:26
buttercup
არ ვიყენებდით საქართველოში დიდად, არადა მწვანილეულის კულტურა კი გვაქვს და არ ვიცი რატომ.... ჰოდა მას მერე რაც შემოვიდა, დავაკვირდით და სად არ ვნახე, ნუცუბიძის პლატოზე, მთაწმინდაზე, ვაჟაზე, ქავთარაძეზე გაზონებში და ისე მოდებული... smile.gif

Posted by: buttercup 6 Nov 2015, 12:27
nia4u


მადლობა

------------------------------------------

Posted by: didi bege 17 Nov 2015, 09:28
რვაფეხები ეფად სად ვიყიდო,
და ზოგადად ცოტა ეგზოტიკური ზღვის პროდუქტები რატო ღირს ასეთი სასწაული ფასები

Posted by: Mad Angel 27 Nov 2015, 16:57
მოგესალმებით,

ვინმემ ხომ არ იცით ჩვენთან "ბაზილიკი" თუ იშოვება სადმე??

ეს ტიპია, რეჰანის "ბიძაშვილია"
user posted image

დიდი მადლობა წინასწარ!!!

Posted by: lasha114 29 Nov 2015, 18:06
QUOTE (cheburasha @ 16 Sep 2015, 13:32 )
თქვენი გამოცდილებით მირჩიეთ სად შეიძლება ვიყიდო მოივა ან ბარაბულკა გაუყინავი (აი ყინულზე რო ინახავენ )

კარფურში, მოივა არ არის მაგრამ ბარაბულკა, სტავრიდა, კეფალი და სარღანი აქვთ.

Posted by: Corleone 29 Nov 2015, 19:58
მეგობრებო, მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო იშვიათი ქართული ყველის სახეობები? პირველ რიგში მჭირდება მესხური ყველი. რა თქმა უნდა ხარისხიანი და სასურველია არა თბილისში კუსტარულად ნაწარმოები. წინასწარ მადლობა დაკვალიანებისთვის. smile.gif

Posted by: tamo7779 30 Nov 2015, 14:59
რამდენიმე წლის წინ ნაყიდი მქონდა ვარდისფერი შოკოლადი (გასადნობას) ისე როგორც ვყიდულობთ თეთრს და ყავისფერს. ჰოდა ახლა აღარ იყიდება (ჩემთვის ნაცნობ ადგილას) და თქვენ სადმე თუ გინახიათ? ნაძვის ხეები მინდა გავაკეთო.....

Posted by: fermina 2 Dec 2015, 15:13
ჯინჯერის ორცხობილების (gingerbread) მზა ცომი ხომ არ გეგულებათ სადმე? იქნებ რომელიმე მარკეტი ყიდის, ან საცხობი?

Posted by: Kanski 2 Dec 2015, 15:42
QUOTE (Mad Angel @ 27 Nov 2015, 16:57 )
მოგესალმებით,

ვინმემ ხომ არ იცით ჩვენთან "ბაზილიკი" თუ იშოვება სადმე??

ეს ტიპია, რეჰანის "ბიძაშვილია"
user posted image

დიდი მადლობა წინასწარ!!!

ეს მეც მინდოდა ვიკითხე 1-2გან და ვერ ვიპოვე, გორდონის რეცეპტით მინდოდა რაღაცის გაკეთება და ვერ ვიშოვე ნახევარი ინგრედიენტები

Posted by: nia4u 2 Dec 2015, 16:09
Corleone
QUOTE
მეგობრებო, მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო იშვიათი ქართული ყველის სახეობები? პირველ რიგში მჭირდება მესხური ყველი. რა თქმა უნდა ხარისხიანი და სასურველია არა თბილისში კუსტარულად ნაწარმოები. წინასწარ მადლობა დაკვალიანებისთვის. 

https://www.facebook.com/cheesehouse
აქ მგონია, რომ ექნებათ...
https://www.facebook.com/mzianeti/
და ესეც ნახეთ, აბა...

Mad Angel
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით ჩვენთან "ბაზილიკი" თუ იშოვება სადმე??
ეს ტიპია, რეჰანის "ბიძაშვილია"

Kanski
QUOTE
ეს მეც მინდოდა ვიკითხე 1-2გან და ვერ ვიპოვე,

ცოცხალ ბაზილიკს ჩვენთან საკმაოდ ძნელად იპოვით ან ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ხმელი შედარებით ადვილი საშოვნია.
შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ ჩვენებური შაშკვლავით...

Posted by: jazzanova55 3 Dec 2015, 15:29
თბილისში ხომ არ შეგხვედრიათ, ძირთეთრა იყიდებოდეს სადმე ? რუსულად პასტერნაკს ეძახიან , ინგლისურად parsnip
* * *
QUOTE (Mad Angel @ 27 Nov 2015, 16:57 )
მოგესალმებით,

ვინმემ ხომ არ იცით ჩვენთან "ბაზილიკი" თუ იშოვება სადმე??

ეს ტიპია, რეჰანის "ბიძაშვილია"
user posted image

დიდი მადლობა წინასწარ!!!

გეგეშიძის ბაღთან , ვაკეში არის ხილ-ბოსტნეულის დახლი და იქ იყიდებოდა ხოლმე ცოცხალი ბაზილიკი 2 წლის წინ. ახლა არ ვიცი , აქვს თუ არა

Posted by: nutsiko 8 Dec 2015, 20:51
ხალხო, სად ვიყიდო კუსკუსი და ჩიჩევიცა (მგონი ოსპი ჰქვია).
ფრესკოში გადავაწყდი და აღარ ჰქონდათ. თან ლამის გრამები იყიდებოდა.
სადმე იქნება თუნდაც ერთი კილო რომ ვიყიდო?

Posted by: TaTa_TaTuLi 8 Dec 2015, 23:01
nutsiko
წითელი ოსპი ყოველთვის აქვთ მწვანე მარკეტში.
ისე, ყველა ფერის ოსპი პასაჟის გარეთ რომ დახლებია, იქ აქვს ერთს.

Posted by: witcher 9 Dec 2015, 12:46
კაი ნამდვილი ლორი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: kupirira 9 Dec 2015, 12:55
ნუშის ფხვნილი თუ გიყიდიათ ვინმეს, თბილისში? სად შეიძლება ვიშოვო? sad.gif((

Posted by: nia4u 10 Dec 2015, 19:28
nutsiko
გლდანში თუ ხვდები, სავსეა სხვადასხვა ფერის ოსპით.
ასევე, მაღაზიებში, რუსული, შავი ფერის შეფუთვაში რომ ბურღულეული იყიდება, იარმარკა, მაგ ფირმისაც არის.
დაახლოებით 5 ლარამდე ღირდა კილო,
ზუსტად არ მახსოვს...

Posted by: nutsiko 10 Dec 2015, 20:04
nia4u
მადლობა smile.gif

გავალ და ვიყიდი.

Posted by: jazzanova55 11 Dec 2015, 23:11
QUOTE
kupirira

ნუშის ფხვნილი არ უნდა იყოს ძნელი საშოვნელი , კარფურში მიყიდია წითელ შეფუთვაში.

QUOTE
nutsiko

ჩიჩევიცა შავი ფერისაა და მგონი ყველაზე ძვირადღირებული, ბელუგას ეძახიან. იარმარკას შეფუთვაში იყიდება სუპერმარკეტებში

Posted by: nutsiko 12 Dec 2015, 14:39
jazzanova55
დიდი მადლობა. ნიკორაში მივაგენი smile.gif ოღონდ მეტი რაოდენობით მინდოდა )

Posted by: IngaKh 12 Dec 2015, 14:53
QUOTE (nutsiko @ 12 Dec 2015, 14:39 )
jazzanova55
დიდი მადლობა. ნიკორაში მივაგენი smile.gif ოღონდ მეტი რაოდენობით მინდოდა )

გლდანის ბაზარში, მაღაზია ,,სუზალაში" ასაწონი წითელი ოსპი აქვთ, 5, 2 ლარად.

Posted by: anibani18 16 Dec 2015, 15:39
ძვირფასო კულინარებო, დაფქვილი კოჭა სად შემიძლია შევიძინო? მინდა gingerbread გამოვაცხო

Posted by: WP-Rex 16 Dec 2015, 16:08
anibani18
QUOTE
დაფქვილი კოჭა ს

ცენტრალურ კარფურში მინახავს ბევრჯერ.

Posted by: GoodFella 17 Dec 2015, 18:54
იქნებ იცოდეს ვინმემ:

ხარისხიანი,დასალევი სპირტი 96%,ბოთლებში(სამედიცინო,აფთიაქებში რო იყიდება,ეგეთი არა) იყიდება სადმე?


Posted by: TAT_TAT_TAT 23 Dec 2015, 16:46
GoodFella

სამედიცინოს წინ,ქიმრეაქტივების მაღაზიაა.მე იქ ვყიდულობ,სუფთა სპირტს.სრულიად უსაფრთხოა და ბევრი ხმარობს ამ ფორუმიდანაც ლიქიორებში smile.gif

Posted by: კუსლარხევი 25 Dec 2015, 14:09
მოკლედ ეზოში კარალიოკის ხე მიდგას რომელმაც სადღაც 80-100 კილომდე მოსავალი მისხა. დავკრიფე კარგა მწიფე ჩვჭყლიტე კასრში ცოტა სპეციალური ღვინის საფუარი მივეცი და სახლში შემოვიტანე თორე მარანში ზედმეტად ციოდა. ველოდები. ეხლა დადუღებას.

საინტერესოა რა გამოვა

Posted by: donkosta 29 Dec 2015, 15:47
სალამი

ნორი სად შეიძლება ვიშოვო?

ერისთავის ქუჩაზე იაპონურ მაღაზიას ვეღარ მივაგენი, ალბათ დაიხურა

სხვაგან იცით სადმე?

სუშის გასახვევზეა საუბარი

Posted by: neMile 30 Dec 2015, 22:21
QUOTE
ნორი სად შეიძლება ვიშოვო?

ერისთავის ქუჩაზე იაპონურ მაღაზიას ვეღარ მივაგენი, ალბათ დაიხურა

სხვაგან იცით სადმე?

სუშის გასახვევზეა საუბარი


მეც მაინტერესებს და იქნებ რამე მაღაზიაც მიმასწავლოთ მასალები სადაც შემეძლება შევიძინო სუშისთვის, თევზით დაწყებული ავაკადოთი დამთავრებული? ;В

Posted by: shilaida 30 Dec 2015, 23:40
neMile
სუში რუმში მოიკითხეთ, როგორც მახსოვს "მასალასაც" ყიდიან smile.gif

Posted by: amg63 1 Jan 2016, 14:00
სომხური ბასთურმა სად ვიყიდო ? სუპერმარკეტებში თხლად დაჭრილი რომ იყიდება ეგ არ მინდა.

Posted by: Maiko Shamugia 7 Jan 2016, 23:11
neMile
შავი ზღვის ქუჩაზე ისანში არის დელიკატესების მაღაზია, სადაც იყიდება სუშისთვის საჭირო ინგრედიენტები და არა მარტო. მე სპეციალურად მივდივარ ხოლმე. ნორი თბილისი მოლის კარფურშიც ვნახე ბოლოს. სუშირუმშიც ყიდიან, მაგრამ შედარებით ძვირად.

Posted by: G-MAX 10 Jan 2016, 19:20
ლაქტოზა სად შეიდზლება ვიყიდო ხო ვერ მეტკვით

Posted by: Citizen931 12 Jan 2016, 02:02
ხალხო და ჯამაათნო, ვინმემ იცით სად იყიდება ისეთი კანფეტი, ენას და კბილებს რომ ალურჯებს ან ამწვანებს. მოკლედ ფერს რომ აძლევს :-)

Posted by: tako9796 15 Jan 2016, 15:07
Citizen931
ანუ ქიმიური?
ნებისმიერი იაფფასიანი biggrin.gif

თუ სხვა რამე იგულისხმე მაშინ არ ვიცი.

თან დავფიქსირდები

Posted by: Power_VANO 18 Jan 2016, 11:09
ესპანური ლორი იშოვება ჩვენთან?

ჰამონ იბერიკო ან ჰამონ სერანო მაინც.

Posted by: ჰეისან 18 Jan 2016, 18:44
Power_VANO
"ევროპროდუქტი"-ს ქსელში არ აქვთ?

Posted by: Power_VANO 18 Jan 2016, 23:24
ჰეისან
QUOTE
"ევროპროდუქტი"-ს ქსელში არ აქვთ?

მადლობა ინფოსთვის smile.gif
ჰქონიათ როგორც ჩანს: https://www.facebook.com/EuroproductGeo/photos/a.1593820504172441.1073741829.1587212001499958/1707095059511651/?type=3&permPage=1
მაგრამ კილო 30 ლარიო. რეზერვა აწერია მეორე სურათზე, სერანოა ე.ი. ბრენდი არის Dibe, დავსერჩო უნდა ერთი ინფო.


+ აქაც ვიპოვნე, პრემიუმფუდში: https://www.facebook.com/PremiumFoods.ge/ ფასი არ უწერიათ ამათ ოღონდ, ბრენდი Zaino. აქაც ვიკითხო უნდა.

Posted by: Power_VANO 20 Jan 2016, 17:06
განვაახლებ ინფოს ცოტა, გამოადგება სხვასაც.

დღეს ევროპროდუქტში ვიყავი, სერანოც აქვთ, იბერიკოც და "ჯენერალ" გარეული ტახის ჰამონიც.

100 გრამი იბერიკო ღირდა 7.50 ₾, სერანო 5.40 ₾, ტახიც მგონი 5 ₾.
თუ სრულ ზომას იყიდით ძალიან დიდი ფასდაკლება გვაქვსო, ერთი ბარკალი სერანო 250 ₾-ის ფარგლებში იქნებაო, იბერიკო ცოოტა მეტშიო.

გასასინჯად 100 გრამი სერანო წამოვიღე, იბერიკოს ბარკალს აღარ ჰქონდა არაფერი დარჩენილი. იბერიკოზეც გავუვლი ამ დღეებში. დაძველება ორ წლამდე აქვს ამ სერანოსო, "რეზერვა / გრანდ რეზერვა" გამოდის იდეაში რა.

ბრენდი არის Legado: http://www.elpozo.com/comunicacion/legado-iberico-de-elpozo,-el-preferido-de-los-consumidores_________-114.aspx



პრემიუმ ფუდსს რაც შეეხება, მომწერეს რომ სერანო რეზერვა გვაქვს მხოლოდ, იბერიკო ამ ეტაპზე არ ჩამოგვაქვს, რადგანაც ძალიან ძვირი გამოდის საქართველოს ბაზრისათვისო.

იბერიკოსი გვაქვს მხოლოდ დაჭრილი ჩორიზოები, 100 გრამიან შეფუთვებშიო.

მწარმოებელი არის "Nico Jamones". http://www.nicojamones.com
Zaino კი ჩვენი ბრენდიაო (private label).
ფასს რაც შეეხება"
"წინა ფეხი (4.5კგ) - 185ლ, უკანა ფეხი (6.5კგ) - 280ლ. მოყვება დასადგამი,დანა. სახლში მიტანის სერვისი უფასოდ."

Posted by: komate 23 Jan 2016, 14:00
ვეძებ მისო პასტას და მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: GPS navigation 24 Jan 2016, 14:31
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მომწეროთ იმ ფქვილის სახელები რომლებიც თვითფუებადია და იყენებენ ძირითადად ნამცხვრებში. სურათიც თუ გექნებათ ან სახლში გაქვთ და სურათის გადაღება შეგიძლიათ ძალიან დამავალებთ. ჩემ უცხოელ თანამშრომელს ჭირდება და ვერ მოძებნა ძალიან ჭირდება. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: nia4u 25 Jan 2016, 16:48
Power_VANO
QUOTE
პრემიუმ ფუდ

ამათ მაღაზია არ აქვთ, თუ იცი?
მხოლოდ ონლაინ ყიდიან?

GPS navigation
ამ ფორუმზე არ გამიგია, რომ ვინმეს ეხმაროს, არც მე შევხვედრივარ სადმე ან არ დავკვირვებივარ...
ზედა პოსტში ორი მაღაზიაა ნახსენები, იქნებ დაგერეკა და გეკითხა მაგათთვის...

Posted by: ჰეისან 26 Jan 2016, 01:19
Power_VANO
როგორ მოგეწონა? smile.gif მე ფანატი გავხდი მაგ ხამონის... გაუფილტრავ ლუდთან მაგარი მისაყოლებელია biggrin.gif მე ვიტყოდი, მაგარი სასუსნავია და ლუდია მეთქი მაგაზე მისაყოლებელი biggrin.gif

Posted by: Power_VANO 26 Jan 2016, 09:52
nia4u
QUOTE
ამათ მაღაზია არ აქვთ, თუ იცი?მხოლოდ ონლაინ ყიდიან?

ჰო, მაღაზია არ აქვთ როგორც ჩანს, სახლში მოგიტანთ უფასოდ, თუ იყიდიო. მერე 100 გრამიანებზე მივწერე სად შეიძლება მეთქი ნახვა და აღარ უნახავთ ჩემი პოსტი.
დიდ ჰამონებს როგორც ჩანს მხოლოდ ონლაინ ყიდიან და 100 გრამიანები შეიძლება კარფურში, გუდვილში და ა.შ. იყოს, ეგ სუპერმარკეტები უწერიათ პარტნიორებში.
თან ჩორიზო იდეაში სოსისივითაა რა.
მაგათ სერანო აქვთ მხოლოდ, დიდი ბარკლები.


ჰეისან
მართლა კარგია, ძალიან კარგი რამეა, თან იმის კვალობაზე, რომ ყველაზე დაბალი ხარისხის იბერიკო შემოაქვთ ჩვენთან, ფასის გამო.
ევროპროდუქტებს რაც აქვთ იბერიკო, არის de cebo, ყველაზე დაბალი კლასის იბერიკო. თვითონ ღორი, რომლის ბარკლებიცაა, არის 50%-იანი იბერიკო, ანუ ნაჯვარია თეთრ ღორთან და de cebo ნიშნავს, რომ ღორი გაზრდილია მხოლოდ ფერმაში, ძირითადად მშრალ საჭმელზე.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გემრიელი ლორია, ორი აზრი არაა მაგაზე smile.gif ეგეთი ხარისხის ლორი სხვა არ შემოდის აქ ალბათ საერთოდ.
უბრალოდ თუ ყიდულობ მთელი ბარკალი უნდა იყიდო და შენით დაჭრა ხოლმე. 100-200 გრამის ყიდვა ძვირიც გამოდის და ვერც ჭრიან თვითონ ძალიან თხლად და კარგად, დანები არ აქვთ შესაბამისი და არც იციან დაჭრის ტექნოლოგია.
დაახლოებით 270-300 ლარის გამოვა მთელი ბარკალი იბერიკოო ეგრე მითხრეს.

სერანოც გავსინჯე ევროპროდუქტების, მაგრამ იბერიკო მომეწონა უფრო smile.gif

Posted by: jazzanova55 27 Jan 2016, 21:46

QUOTE
GPS navigation

self-raising flour თბილისში არ შემხვედრია, არც არის საჭირო : 1 ჭიქა ჩვეულებრივ ფქვილში შეურიოს 1,5 -2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და იგივე შედეგი გამოვა.

Posted by: nia4u 27 Jan 2016, 22:24
jazzanova55
GPS navigation
QUOTE
არც არის საჭირო

აი, მაგას ვფიქრობდი მეც, რატომ არის საჭირო, როცა შეიძლება გამაფხვიერებლით,
სოდით ან საფუარით იგივე შედეგის მიღება...

Posted by: _DelgadA_ 28 Jan 2016, 11:07
nia4u

ფეისბუქის გვერდიდან შეგიძლიათ შეკვეთა, მალევე გიპასუხებენ.
ან სამუშაო დროს დარეკეთ მობილურზე 579 27 28 26 და უფასოდ მოგიტანენ როცა ეტყვი.

მეც შევუკვეთე და ჯერ კიდევ მაქვს, ძალიან გემრიელია, ევროპროდუქტისას მართლა ჯობს.
ესაა ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/premiumfoods.ge

Posted by: Power_VANO 28 Jan 2016, 12:58
_DelgadA_
სერანო აქვთ მარტო პრემიუმფუდში სამწუხაროდ sad.gif იბერიკო უფრო გემრიელია, მაგრამ ძვირი ჯდება და არ ჩამოგვაქვსო, პრემიუმფუდსმა.

Posted by: vasovaso92 28 Jan 2016, 14:31
მაიონეზს რო ხსნი რამდენ ხანში უნდა ჭამო გახსნიდან რო არ მოიწამლო spy.gif

Posted by: nia4u 28 Jan 2016, 16:06
_DelgadA_
მადლობა smile.gif
////////////////////
////////////////
/////////////

Posted by: ჰეისან 28 Jan 2016, 17:58
Power_VANO
ჰო, მართალი ხარ... მთლიანი ბარკალი ჯობია ითრიო და შენით დაჭრა სახლში. ამბობენ, თუ დაა-Slice-ებ და ეგრევე არ შეჭამ, მერე გემო უფუჭდება, შრებაო. ანუ, ჭამის წინ უნდა შემოხსნა დამცავი პოლიეთილენი და ეგრევე შესანსლო ახალმოჭრილი ლორი, თორემ მერე მუღამს ჰკარგავსო. არადა, ღვთაებრივი სიამოვნებაა, მაგას რომ ჩაღეჭავ და გაუფილტრავ ლუდს რომ მიაწრუპავ ზედ biggrin.gif

Posted by: vasovaso92 28 Jan 2016, 18:22
მიპასუხეთ მაიონეზზე რაც დავწერე mad.gif

Posted by: IngaKh 28 Jan 2016, 19:20
QUOTE (vasovaso92 @ 28 Jan 2016, 18:22 )
მიპასუხეთ მაიონეზზე რაც დავწერე mad.gif

მე მესამე დღესაც მიჭამია და არ უწყენია. gigi.gif

Posted by: Power_VANO 28 Jan 2016, 22:32
vasovaso92
QUOTE
მიპასუხეთ მაიონეზზე რაც დავწერე 

მაიონეზი ახალიც კი არ ვარგა, ცარიელი არაჯანსაღი სასტიკად ცხიმოვანი საკვებია smile.gif
ისე კი, წესით ეგეთ მალფუჭებად პროდუქტებს ზედ აწერიათ ხოლმე გახსნის შემდეგ რამდენი ხნით შეიძლება შენახვა.


ჰეისან
ჰო ეგრეა კი, არომატი აღარ აქვს ისეთი მერე. ეხლა რომ წამოვიღე გასასინჯად ხო დავაჭრევინე იქ. პირველ დღეს ცხიმისგან თავისი ნესტი ჰქონდა, მერე გაშრა და არომატი და გემო აღარ ჰქონდა ისეთI როგორც პირველ დღეს.

Posted by: ჰეისან 28 Jan 2016, 22:54
Power_VANO
რაღაც გადაცემას ვუცქირე მაგ ხამონთან დაკავშირებით და იქ აქცენტი სწორედ მაგაზე იყო გაკეთებული, საცა დააჭრევინებთ იქვე იტაკეთ პირშიო biggrin.gif მეთქი ხუმრობს ტიპი... თურმე მართლა მასე ყოფილა.

Posted by: vasovaso92 31 Jan 2016, 14:10
კვერცხის ცილა იყიდება სადმე?
-----------------------------------------

Posted by: tamo7779 31 Jan 2016, 22:12
vasovaso92
მაცივარშოი თუ ინახავ დიდხანს შეიძლება შეინახო. მაიონეზში იმდენი ნაგავია რა გააფუჭებს 3 და გინდაც 20 დღეში (გახსნილს).

შეცვალე: მდოგვი + არაჟანი + მაწონის სოუსით. smile.gif სცადე მაინც თუ მოგეწონება....

Posted by: vasovaso92 1 Feb 2016, 20:51
მარტო კვერცხის ცილა სად იყიდება?

Posted by: Power_VANO 2 Feb 2016, 22:46
vasovaso92
წესით არსად. მალფუჭებადია კვერცხი და მაშინ კონსერვანტებში უნდა აბანავონ.

Posted by: WP-Rex 6 Feb 2016, 13:09
რაჭული ლორის ყიდვა სადმე შეიძლება თბილისის ფარგლებში?

Posted by: nia4u 14 Feb 2016, 21:44
WP-Rex
QUOTE
რაჭული ლორის ყიდვა სადმე შეიძლება თბილისის ფარგლებში?

ფეისბუქზე წავაწყდი ახლა და ისეთი სურათებია, ლამის ამაღამვე დავურეკო biggrin.gif
ნახე აბა
http://www.mymarket.ge/ka/product/view/8796239/

რაჭული ლორი ვიჩინა - ასე ქვიათ ფეისბუქში smile.gif

Posted by: tako9796 17 Feb 2016, 01:36
ყავისფერი შაქარი სად იყიდება გუდვილის გარდა?ან რა ღირს?
წონით არსებობს თუ იცით სადმე?

Posted by: Power_VANO 17 Feb 2016, 11:59
tako9796
QUOTE
ყავისფერი შაქარი სად იყიდება გუდვილის გარდა?ან რა ღირს?წონით არსებობს თუ იცით სადმე?

კარფურშიცაა და ფრესკოშიც.

მაგრამ დააკვირდი, 90% კომერციული ყავისფერი შაქრისა ნამდვილი არაა და წარმოებაში გამოიყენება "ჭენჭო" (ინგლისურად molasses). რეალურად თეთრი შაქრის კრისტალების დაფერვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ.
მაგას ადვილად მიხვდები თუ უბრალოდ წყალში ჩაყრი ყავისფერ შაქარს, გათეთრდება ეგრევე smile.gif

არამგონია ჩვენთან ნამდვილი ყავისფერი შაქარი იყიდებოდეს სადმე.

Posted by: jazzanova55 18 Feb 2016, 13:37
tako9796
წონით არსად მინახავს, საერთოდ ყავისფერი შაქარი სველი და ნესტიანია, ამიტომ წონით ვერც გაყიდი, ქვასავით გახდება. კარფურში მინახავს დემერერა, მსხვილკრისტალებიანი ყავისფერი შაქარი რუსული შეფუთვით, ფასი არ მახსოვს.
* * *
Power_VANO
QUOTE
წარმოებაში გამოიყენება "ჭენჭო" (ინგლისურად molasses)


ასე ჰქვია მაგ პროდუქტს? რამდენი ხანია შესატყვისს ვეძებ smile.gif)

Posted by: Power_VANO 18 Feb 2016, 15:30
jazzanova55
QUOTE
ასე ჰქვია მაგ პროდუქტს? რამდენი ხანია შესატყვისს ვეძებ )

ჰო, ქართულად ეგრე ჰქვაი როგორც ვიცი, რუსულად - Меласса.

QUOTE
ფასი არ მახსოვს.

4-5 ლარი 800 გრამი სადღაც. უაზროდ ძვირია იმის კვალობაზე, რომ ბუნებრივი ყავისფერი შაქარი არ არის.

Posted by: tako9796 18 Feb 2016, 17:05
Power_VANO
მადლობა.
ჭენჭო კი არა ყავიაფერი შაქარი რომ არსებობს ეგეც არ იციან vis.gif




facepalm.gif


American cookies გასაკეთებლად მინდა და როგორც ჩანს ეგ აუცილებელი ი გრედიენტია ხომ?
tongue.gif

Posted by: nia4u 18 Feb 2016, 17:35
tako9796
QUOTE
American cookies გასაკეთებლად მინდა და როგორც ჩანს ეგ აუცილებელი ი გრედიენტია ხომ?

საიდან ჩAნს, რომ აუცილებელი ინგრედიენტია? smile.gif

არანაირი აუცილებლობა არ არის,
უფრო მეტიც, ზოგ რეცეპტში ნახევარ-ნახევარია მითითებული ყავისფერიდა თეთრი შაქარი,
ზოგან კი მხოლოდ თეთრია,
ასე რომ, ყავისფერი შაქრის უქონლობა მაგ ნამცხვრის გამოცხობაში ხელს ვერ შეგიშლის! smile.gif
წარმატებები!

Posted by: tako9796 18 Feb 2016, 17:55
nia4u
თითქოს მის გარეშე "არ გამოვა" ის,რასაც ისინი ამზადებენ.
ანუ ჩვეულებრივ შემიძლია თეთრი შაქრით შევცვალო რეცეპტი?

Posted by: nia4u 18 Feb 2016, 18:38
tako9796
გამოვა, უბრალოდ ყავისფერი შაქარი მეტად ტკბილია და მეტად სასარგებლო,
როგორც გითხარი და შენც თუ დაგუგლავ, ნახავ, რომ ბევრ რეცეპტში მხოლოდ თეთრი შაქარია გამოყენებული.... smile.gif

Posted by: jazzanova55 18 Feb 2016, 23:56
ყავისფერი შაქარი არ არის მეტად ტკბილი, პირიქით. ასე რომ თეთრით ჩანაცვლებისას, ცოტა რაოდენობა უნდა მოაკლოთ. არაფერი დაშავდება, გარდა იმისა რომ ყავისფერი შაქარი ოდნავ კარამელისებურ გემოს და სინესტეს აძლევს.

Posted by: tako9796 18 Feb 2016, 23:57
jazzanova55
გასაგებია,
მადლობა.
ვცდი აუცილებლად

Posted by: Power_VANO 19 Feb 2016, 00:03
დღეს მოვხვდი კარფურში და შევხედე ყავისფერ შაქრებს:

დემერერას წვრილკრისტალიანი ყავისფერი შაქარი, 800 გრამი ღირდა 5.50 ლარი.

მისტრალის მსხვილკრისტალიანი - 9.90 ლარი, ასევე 800 გრამი smile.gif

დემერერას წვრილკრისტალი, ასევე მისტრალის წვრილკრისტალიანი ნაყიდი მაქვს და 100% ჭენჭოში ამოვლებულია, შეღებილი თეთრი შაქრებია ნამდვილად - ფულის საკეთებელი მანქანა მოკლედ smile.gif

აი ის მსხვილკრისტალიანი არ ვიცი, შეიძლება ნამდვილიც იყოს, ფასიდან გამომდინარე. შეიძლება ეგეც შეღებილი იყოს, თუმცა ვიზუალურად რომ დავაკვირდი თითქოს უფრო ღია ყავისფერი კრისტალები იყო.

ზედ სამწუხაროდ შემადგენლობა არ აწერიათ დეტალურად, ვერ გაიგებ რეალურად შეღებილია თუ ნამდვილი სანამ არ იყიდი და წყალში არ ჩაყრი ცოტას.


tako9796
QUOTE
მადლობა.ჭენჭო კი არა ყავიაფერი შაქარი რომ არსებობს ეგეც არ იციან   

არაფრის smile.gif

Posted by: petra79 19 Feb 2016, 22:59
ფერმას მივაგენი,ნატური რძით ყველი მინდა გავაკეთო,ესპანეთში ვართ,და კვეთის პრობლემა გვაქ,ჭყინტი,იმერული,რამე ეგეთი ქართული ყველი გვინდა,ხაჭაპური რო გამოცხვეს,ანუ კვეთის დამზადებაში დახმარებას ვითხოვთ თხოვნით

Posted by: nia4u 20 Feb 2016, 02:07
petra79
QUOTE
კვეთის დამზადებაში დახმარებას ვითხოვთ თხოვნით

აქ ერთი ძალიან კარგი კულინარი - ლუტა პოსტავს ხოლმე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს,
რძეს ფერმაში ყიდულობს, კვეთს კი - ქარხნულს, რენეტი ქვია,
და არაჩვეულებრივი იმერული ყველი ამოყავს და არამარტო იმერული smile.gif
დაგიდებთ მის რეცეპტს და ქვემოთ კომენტარებია, იქაც არის რაღაც რჩევები და წაიკითხეთ smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398
ასევე ამ თემაში, რომელშიც თქვენც დაგიპოსტავთ, არის რჩევები, თუ გადაიკითხავთ, იმიტომ, რომ
საზღვარგარეთიდანაც წერენ აქ
https://forum.ge/?f=82&showtopic=33790056&st=0


Posted by: N-Economist 23 Feb 2016, 17:15
სუშის ინგრედიენტების მაღაზია ხომ არ იცით სად არის?

Posted by: anibani18 24 Feb 2016, 11:23
მზარეულებოოო smile.gif აგარ-აგარ (არ ვიცი ესე ქვია თუ არა ქართულად) სად შეიძლება შევიძინო? ზეფირი მინდა მოვამზადო smile.gif

Posted by: tavadze 24 Feb 2016, 13:55
nia4u
QUOTE
ლუტა პოსტავს ხოლმე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს,

ირლანდიაში ცხოვრობს. იტალიაში გათხოვილია, თუმცა ირლანდიაში მუშაობენ.
N-Economist
QUOTE
სუშის ინგრედიენტების მაღაზია ხომ არ იცით სად არის?

ადრე მრგვალ ბაღთან იყო რაღაც მაღაზია, მაგრამ ახლაც თუ არის, არ ვიცი.

Posted by: Rin 24 Feb 2016, 15:14
N-Economist

სმარტში იყიდება,

-----------------
ჩიზქეიქისთვის და ტირამისუსთვის საჭირო ყველი სად შეიძლება ვნახო?

Posted by: nia4u 24 Feb 2016, 17:54
tavadze
QUOTE
ირლანდიაში ცხოვრობს. იტალიაში გათხოვილია, თუმცა ირლანდიაში მუშაობენ.

რა ვიცი, იტალია მახსოვდა smile.gif
შენ როგორ ხარ? 2kiss.gif
anibani18
QUOTE
აგარ-აგარ (არ ვიცი ესე ქვია თუ არა ქართულად)

კი ქართულადაც მასე ქვია, მაგრამ სად იყიდება ან იყიდება თუ არა აქ საერთოდ, არ ვიცი...

Posted by: jazzanova55 24 Feb 2016, 22:00
Rin

ანუ მასკარპონე ყველა სუპერმარკეტშია, მაგრამ კარფურში აქვთ ზანეტის ფირმის შედარებით იაფად.

Posted by: tavadze 25 Feb 2016, 02:40
nia4u
QUOTE
რა ვიცი, იტალია მახსოვდა 
შენ როგორ ხარ?

ქმარი იტალიელია ნაღდად, მაგრამ იქ მუშაობდა. შეიძლება, დაბრუნდნენ უკვე იტალიაში, მეგდენი არ ვიცი.
მე ვტოკამ ვირი კუდივით. biggrin.gif
თქვენ როგორ ხართ?
ჰოდა, რა მაინტერესებს - ამას წინათ კარფურში წავაწყდი დაფასოებულ გაყინულ ღორჯოს. ვინმეს თუ გაგისინჯავთ, როგორია? მდინარეზე დაჭერილი რომ უგემრიელესია, ვიცი, მაგრამ ასე გაყინული მაინტერესებს და სანამ შევიძენ, ეგებ ვინმემ დამაკვალიანოთ. wink.gif

Posted by: anibani18 25 Feb 2016, 09:10
nia4u
რით შეიძლება რომ ჩავანაცვლო? smile.gif

Posted by: irinol-ka 25 Feb 2016, 11:40
anibani18
აგარ-აგარი მე ადრე შევიძინე პასაჟში სუნელების განთქმულ დახლზე, გივი პაპასთან.

Posted by: anibani18 25 Feb 2016, 13:17
irinol-ka

დიდი მადლობა! იმედია ახლაც არსებობს ეს დახლი.

Posted by: N-Economist 26 Feb 2016, 10:26
QUOTE (tavadze @ 25 Feb 2016, 02:40 )
ჰოდა, რა მაინტერესებს - ამას წინათ კარფურში წავაწყდი დაფასოებულ გაყინულ ღორჯოს. ვინმეს თუ გაგისინჯავთ, როგორია? მდინარეზე დაჭერილი რომ უგემრიელესია, ვიცი, მაგრამ ასე გაყინული მაინტერესებს და სანამ შევიძენ, ეგებ ვინმემ დამაკვალიანოთ. wink.gif

მე ვიყიდე ამას წინათ გაყინული ღორჯო გუდვილში, გემრიელი იყო მაგრამ ძალიან პატარებია და გასუფთავებაზე დავიტანჯე, თან ბევრი ფხა ქონდაsmile.gif

Posted by: nia4u 26 Feb 2016, 15:25
anibani18
QUOTE
რით შეიძლება რომ ჩავანაცვლო?

აგარ-აგარი არის ჟელატინი, რომელიც მზადდება წყალმცენარეებისგან ანუ არის მცენარეული და, შესაბამისად, სამარხვო.
ხოლო ჟელატინი არის საქონლის ძვლისგან დამზადებული ანუ არასამარხვო.
ასე რომ თუ სამარხვო ტკბილეულის დამზადებას არ აპირებ, შეგიძლია, ჩვეულებრივი ჟელატინით ჩაანაცვლო smile.gif

Posted by: ia_Baggins 27 Feb 2016, 02:25
სალამი ხალხებო

შებოლილი ტოფუ, ტაჰინი და ქეშიუ მაინტერესებს თუ იყიდება თბილისში სადმე ხომ არ იცით?

Posted by: sulana 27 Feb 2016, 05:30
QUOTE (N-Economist @ 23 Feb 2016, 17:15 )
სუშის ინგრედიენტების მაღაზია ხომ არ იცით სად არის?

შერატონთან ყოფილა რააღაც მაღაზია მანდ მიმასწავლეს ( ზუსტი მისამართი არ ვიცი )
მეც მინდა გავლა ვერ მოვაბი თავი და თუ ნახავ ზუსტი ადრესი დაპოსტე

Posted by: jazzanova55 28 Feb 2016, 17:40
ia_Baggins
ტაჰინი წერეთელზე ,თურქულ სუპერმარკეტ ''თურსაში'' იყიდება , ქეშიუც შეიძლება ჰქონდეთ. აი ტოფუ ნამდვილად არ ვიცი სად იქნება.

Posted by: ia_Baggins 28 Feb 2016, 23:38
jazzanova55
დიდი მადლობა პასუხისთვის, გავივლი მანდ აუცილებლად
და ტოფუს წამოვიყოლებ მაშინ

Posted by: Everyday 1 Mar 2016, 20:19
არაფრით არ იყიდოთ რუსული რძის პროდუქტები

http://utro.ru/articles/2016/02/29/1272744.shtml

Posted by: nia4u 1 Mar 2016, 20:31
Everyday
QUOTE
არაფრით არ იყიდოთ რუსული რძის პროდუქტები

ეჰ, ქართული ხო ისეთია, უკეთესს რას შეჭამს კაცი.... sad.gif
ტრანსცხიმების რაოდენობით ქართული პროდუქცია უსწრებს რუსულს yes.gif
მომხმარებელი.გე-ზე დევს ინფოები...

Posted by: Everyday 1 Mar 2016, 20:59
nia4u
რუსებისგან სწავლობენ ჩვენებიც
არცერთი არაა სანდო

Posted by: matusala__5 6 Mar 2016, 09:18
ასეთი ტიპის ორთქლის ქვაბებს თბილისში შეხვედრიხართ სადმე?


http://www.amazon.com/gp/product/B00QHWZYH4/ref=s9_simh_hd_bw_b1DOT_p79_d0_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=merchandised-search-2&pf_rd_r=0JTTSDSJ5R5CJYPKJKG1&pf_rd_t=101&pf_rd_p=2223022782&pf_rd_i=289817

ამაზონზე დიდი არჩევანია,მაგრამ იქედან ჩამორიხინებას აქ ყიდვა მირჩემნია.

Posted by: severuss 7 Mar 2016, 22:17
გამარჯობათ. პალმის ზეთს იყენებს ვინმე? და რაში გამოიყენება?

Posted by: Rin 8 Mar 2016, 21:37
მგონი კოჭა ქვია ქართულად. დაფქულის ყიდვა სად შეიძლება?

http://www.socalpain.com/wp-content/uploads/2015/03/Turmeric.jpg

Posted by: david1010 10 Mar 2016, 23:16
Rin
კოჭა იგივე ჯანჯაფილი გუდვილში და კარფურში არის დაფასოებულიც და წონითაც.

Posted by: 365 22 Mar 2016, 13:20
გამარჯობათ, სად არის შესაძლებელი თბილისში არაქისის ზეთის ყიდვა?

Posted by: Lithium13 27 Mar 2016, 23:29
გარგარი სად შეიძლება ვიშოვო? ხვალ მჭირდება

Posted by: KOMBAT 29 Mar 2016, 00:54
365
365


ჯორჯიტაში წერეთელზე ან ევროკავკასუსში (აბაშიძეზეა ვაკის პარკისკენ)




სმარტშიც ქონდათ ბევრი სხვადასხვანაირი ზეთი და იქაც შეიძლება იყოს

Posted by: 365 29 Mar 2016, 14:10
KOMBAT
მადლობა, სიმინდის ზეთზეც ხომ ვერ დამაკვალიანებ, რომელი ვიყიდო შესაწველად მინდა

Posted by: KOMBAT 29 Mar 2016, 17:55
365
QUOTE
რომელი ვიყიდო შესაწველად მინდა





აუ ზეითუნი ზეთზე დავწერე თურმე, აღარ წავშლი, სიმინდი არვიცი არ ვხმარობ. მგონი 1 სახეობაა ყველა და ფირმა უკეთესი არვიცი

QUOTE
შესაწველად


არვიცი რა არის და smile.gif))

შესაწვავად თუ გინდა, უბრალოდ ზეითუნის ზეთი იყიე (olive oil ან refined olive oil)

სალათებისთვის და ცვი მოხმარებისთვის ყველაზე კარგია ვირჯინ ოლივ ოილ.


პს. თუ შეწვის დროს ცუდი სუნი გაუშვა ძალიან, ესე იგი არ არის კარგი ზეთი.

და კიდევ - რომ შეამოწმო ნამდვილია თუ არა, 2-3 ღამით მაცივარში ჩადე და სუფთა ზეითუნის ზეთი თეთრ ნალექს იკეთებს, (მერე ოთახის ტემპერატურაზე ჩვეულებრივდება ისევ)

ჰოდა ასე smile.gif

Posted by: Gunner1991 30 Mar 2016, 00:06
გამარჯობა, ბეგქონდარა სად შეიძლება ვიყიდო ხომმ არ იცით? ... ტესლი მაინც :/

Posted by: Extra_Terrestrial 30 Mar 2016, 00:44
ბაზარში იშოვება სატაცური?
თუ კი სად )))

Posted by: nia4u 30 Mar 2016, 00:55
Extra_Terrestrial
QUOTE
ბაზარში იშოვება სატაცური?

გლდანის ბაზარში აქვთ-ხოლმე, მაგრამ წელს არ ვიცი, უკვე შემოვიდა თუ არა...
ისე, ყოველ წელს აქვთ-ხოლმე....

Posted by: anibani18 5 Apr 2016, 11:00
ძვირფასებო, ლავანდის მშრალი ღეროები და ყვავილები სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: BceOK 6 Apr 2016, 01:49
სად იყიდება ?

user posted image

Posted by: forever`s_NEVER 6 Apr 2016, 09:44
ტასიმოს ყავის კაფსულებს ვეძებ თბილისში, თუ სადმე წააწყდით, მომწერეთ.

user posted image

Posted by: vako61 13 Apr 2016, 20:41
ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი შოკოლადი
http://kingdom.ge/

Posted by: buttercup 14 Apr 2016, 10:42
კულინარებო soplidan.ge თუ შეგიკვეთავთ პროდუქცია და თუ კი, კმაყოფილი ხართ?

Posted by: Trump 21 Apr 2016, 13:16
Worcestershire sauce

სადმე იყიდება ?

Posted by: eve616 22 Apr 2016, 12:00
კრევეტები კრევეტები კრევეტები

სად შევიძინო ? არის გაუყინავი სადმე ? გაყინული როგროც ვიცი თურსა, გუდვილი , კარფურში არის გაუყინავი უდევთ თევზებთანე ერთად მაგრამ რაღაც დიდებია, პატარებს ვეძებ და თუ არსებობს ასეთები საქართველოში გაუყინავი ? მოკლედ ვის გქონიათ შეხება კრევეტებთან დიდად მადლობელი დაგრჩებით ინფორმაციისათვის.


http://radikal.ru/big/85cf4a83ef2c4aba8b25a0ae38041e73

Posted by: radiogogo 23 Apr 2016, 23:30
სად შეიძლება შევიძინო
ჩიას მარცვალი?

Posted by: stefani 25 Apr 2016, 18:13
anibani18
QUOTE
ძვირფასებო, ლავანდის მშრალი ღეროები და ყვავილები სად შეიძლება ვიყიდო?

შარშან "გარდენია"-ში ჰქონდათ,იმედია წელსაც ექნებათ smile.gif

Posted by: eka3 25 Apr 2016, 20:13
QUOTE (Trump @ 21 Apr 2016, 13:16 )
Worcestershire sauce

სადმე იყიდება ?

ნიკორაში ვნახე Worcestershire sauce

Posted by: აჯღაბუჯღა 27 Apr 2016, 00:50
ცივად გამოწურული მზესუმზირის ზეთი სად შეიძლება ვნახო? კახური თუნდაც...

Posted by: banannaco 8 May 2016, 00:37
კედრის კაკალი ხომ არ იცით სად იყიდება თბილისში? (pine nut ინგლისურად)


Posted by: Kerberus 8 May 2016, 17:40
გამხმარი სოკო სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: Liverpooler 15 May 2016, 13:15
Жидкий дым - liquid smoke - "თხევადი ბოლი" სითხე სად შეიძლება რომ თბილისში შევიძინო ხომ არ იცით ვინმემ?

user posted image

Posted by: TAT_TAT_TAT 18 May 2016, 12:31
Liverpooler
სადგურზე ვნახე,რუსული წარმოების,პატარა ბოთლებით.დეზერტირების ბაზრის პირდაპირ .

ესეთი იყო მგონი ზუსტად

Posted by: Liverpooler 19 May 2016, 17:48
TAT_TAT_TAT
დიდი მადლობა <3

Posted by: პუსკუ 26 May 2016, 00:40
მოგესალმებით!!!! მიწავაშლა ხომ არ შეგხვედრიათ სადმე ????????????

Posted by: психопатка 28 May 2016, 13:53
მაინტერესებს კაკაოს ცხიმი/კაკაოს კარაქი სად შეიძლება შევიძინო? შოკოლადისთვის მჭირდება და ვერ ვნახე ვერსად და მირჩიოთ იქნებ

Posted by: Lanchxutis Guria 30 May 2016, 00:29
ხუჭუჭა კომბოსტო (kale) სად იყიდება?

Posted by: NUMB 30 May 2016, 09:53
მატჩა(მწვანე ჩაი) სად შეიძლება ვნახო? ფხვნილი უნდა იყოს. იაპონურ მწვანე შოკოლადს აკეთებენ მისით.

Posted by: 17041969 30 May 2016, 10:04

психопатка
კაკაოს ცხიმი იმ აფთიაქებშია, სადაც წამლებს ამზადებენ. ასეთები ცოტაა ძალიან და თანაც დიდი რაოდენობით არ მოგყიდიან. არის ვაგზალზე, პასაჟსი, სუნელების კაცთან და საბურთალოზე, რესპუბლიკურის წინ, ვაჟაზე არის ქიმრეაქტივების მაღაზია. იქაც ააქვთ.

Posted by: BadbadGirl 7 Jun 2016, 09:23
მეგობრებო,
შვრიის რძე და იოგურტი თუ იყიდება თბილისში სადმე?

Posted by: nia4u 7 Jun 2016, 15:08
BadbadGirl
ჩამოხვედი? 2kiss.gif

QUOTE
შვრიის რძე და იოგურტი თუ იყიდება თბილისში სადმე?

არ შემხვედრია...
შვრიის რძის რეცეპტი გიპოვე, ძალიან ადვილია, თუ გამოგადგება...
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=2500&catid=59&Itemid=181

Posted by: Rin 8 Jun 2016, 11:11
გაიზ ყავისფერი შაქრის ყიდვას აქვს აზრი თუ უბრალოდ შეღებილია და არ ღირს?

Posted by: zanduki 8 Jun 2016, 11:20
Rin
გემო განსხვავდება, ღირს ყიდვა

Posted by: merciamercia 11 Jun 2016, 23:15
ნივრიანი კარაქი სად შეიძლება ვიყიდო? user.gif

Posted by: jazzanova55 27 Jun 2016, 15:41
NUMB

აქ არამგონია სადმე მიაგნო, ძალიან ძვირი პროდუქტია, ინტერნეტით თუ გამოიწერ. უმაღლესი ხარისხის დასალევად გამოიყენება , შედარებით დაბალი ხარისხის- ცხობაში და დესერტებში. მე ტირამისუს და ბლომანჟეს ვამატებ და უგემრიელესია.

Posted by: DReamsabout 29 Jun 2016, 16:12
მეგობრებო, შვრიის ქატო სად ვიყიდო, ხომ არ იცით?

Posted by: nadin 29 Jun 2016, 16:14
DReamsabout
კარფურში არის

Posted by: nia4u 29 Jun 2016, 17:45
DReamsabout
QUOTE
მეგობრებო, შვრიის ქატო სად ვიყიდო, ხომ არ იცით?

აფთიაქებშიც არის და მარკეტებშიც,
კოლოფებში არის დაფასოებული, ოვსიანნიე ოტრუბი ქვია რუსულად,
ოტრუბი არის ქატო და სხვა მარცვლეულისაც შეიძლება რომ იყოს...

Posted by: DReamsabout 29 Jun 2016, 19:37
nadin

nia4u
დიდი მადლობა

Posted by: Power_VANO 30 Jun 2016, 10:39
Xanthan gum, რუსულად Ксантановая камедь სადმე იყიდება ჩვენთან?

ქართულად რა ჰქვია არ ვიცი smile.gif

Posted by: DReamsabout 30 Jun 2016, 18:30
მეგობრებო, ვერც კარფურში ვერ ვიშოვე და ვერც აფთიაქებში შვრიის ქატო, კიდევ რამე გზა ხომ არ იცით?

Posted by: Power_VANO 30 Jun 2016, 20:51
DReamsabout
ნორდიკის ფაფები ნახე კარფურში, არცერთი არაა შვრიის ქატოსი სუფთა? smile.gif

8 წუთი რომ აწერია ეგაა შვრია + შვრიის ქატო, სუფთა ქატო არაა.

Posted by: sophka 1 Jul 2016, 00:23
QUOTE (психопатка @ 28 May 2016, 13:53 )
მაინტერესებს კაკაოს ცხიმი/კაკაოს კარაქი სად შეიძლება შევიძინო? შოკოლადისთვის მჭირდება და ვერ ვნახე ვერსად და მირჩიოთ იქნებ

ავერსსა და ფარმადეპოში იყიდა ადრე ჩემმა დამ... ოღონდ შოკოლადისთვის თუ გამოდგება მაგდენი არ ვიცი : )
* * *
QUOTE (DReamsabout @ 30 Jun 2016, 18:30 )
მეგობრებო, ვერც კარფურში ვერ ვიშოვე და ვერც აფთიაქებში შვრიის ქატო, კიდევ რამე გზა ხომ არ იცით?

მე ვიყიდე ამას წინათ ფრესკოში ზუსტად ასე ეწერა 'შვრიის ქატო'- ნორდიკისაა : )
* * *
და სხვათაშორის ადრე ვიყიდე სუფთა ქატო ნორდიკის ნიკორაში : )) პურის გამოსაცხობად : ))

Posted by: nia4u 1 Jul 2016, 00:34
DReamsabout
QUOTE
მეგობრებო, ვერც კარფურში ვერ ვიშოვე და ვერც აფთიაქებში შვრიის ქატო, კიდევ რამე გზა ხომ არ იცით?

ვააა, მე რამდენჯერ შემხვდა და...
აბა ეს ნახე
http://www.agroselprom-a.com/ge/catalog.php?iid=25&category=%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&action=item&title=%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98
http://geolatex.ge/ge/products/kveba/sante?product=769

Posted by: DReamsabout 1 Jul 2016, 10:11
მადლობა მეგობრებო. გუდვილში ვიყიდე რაღაც გერმანული წარმოებისა.

Posted by: frajock 1 Jul 2016, 17:07
http://radikal.ru/big/d0af48638c88436c85d5a9a1cc05e1b2



აქედან ყველაზე ცხარე რომელია და სად იყიდება თუ იცით ?

Posted by: Liverpooler 2 Jul 2016, 14:04
გამარჯობა. აისბერგის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით ვინმემ? ვაგზლის ბაზარში ვერ ვნახე აშკარად არ იყოოო

Posted by: Power_VANO 2 Jul 2016, 22:36
Xanthan gum-ს ჰქვია თურმე ქსანტანის გუმფისი biggrin.gif
არავის გაგიგიათ აქ რომ იშოვებოდეს ხომ?

გამოწერა დამჭირდება ე.ი.

Posted by: CIS 7 Jul 2016, 11:11
სად ვიყიდო ბადაგონის ღვინო იაფად ქარხნულები მინდა ბოთლში

Posted by: NUMB 11 Jul 2016, 12:32
merciamercia
QUOTE
ნივრიანი კარაქი სად შეიძლება ვიყიდო?

კარფურში შემხვდა. სანტეს აქვს მგონი.

jazzanova55
მეღსი. იაპონური შოკოლადის გაკეთება მინდოდა user.gif


სიმინდის სახამებელი სად იშოვება? ხილის ნამცხვრისთვის მინდა. კარტოფილის სახამებელი ყველგანაა და ის რომ გამოვიყენო, ვითომ ძალიან გააფუჭებს? spy.gif

Posted by: aninia 11 Jul 2016, 17:18
Liverpooler
QUOTE
აისბერგის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით ვინმემ?


გუდვილში ხშირად შემხვედრია. კარფურშიც იქნება, დარწმუნებული ვარ.

Posted by: malvina 12 Jul 2016, 13:07
გამარჯობა, custard powder vanilla ასეთი რაღაც სად შეიძლება ვიყიდო? გუდვილში იქნება თუ იცით? მადლობა

Posted by: sophka 12 Jul 2016, 17:48
NUMB

ნახე დიდ სუპერმარკეტებში იქნება აუცილებლად, ისე თურქულ მარკეტშიც უნდა იყოს. corn flour ან cornstarch ასე ეწერება..
მე ადრე თურქულში ვიყიდე, ოღონდ რამდენი წლის წინ აღარც მახსოვს..

არ მგონია კარტოფილის სახამებლით ჩანაცვლების იდეა კარგი, რავიცი, მაინც ვინმე გამოცდილს ჰკითხე, გირჩევს : )
* * *
malvina
ალბათ იქნება, მე არასდროს გამომიყენებია, ისე თუ ვერ იშოვი აი ლინკი შენვე შეგიძლია მოამზადო, სიმინდის სახამებლის, შაქრის, მარილის, რძის ფხვნილის და ვანილის ნარევია...
https://snapguide.com/guides/make-your-own-custard-powder-in-5-minutes/

Posted by: jazzanova55 15 Jul 2016, 22:58
NUMB
თურქულ სუპერმარკეტ თურსაში აქვთ სიმინდის სახამებელი . შეიძლება გუდვილსაც ჰქონდეს. ალბათ კრემ პატისიესთვის გინდა. ისე მე კარტოფილით ჩამინაცვლებია სხვა რეცეპტში და შედეგი იგივეა. შეიძლება აქაც გამოდგეს. დანიშნულება ორივეს ერთიდაიგივე აქვს

Posted by: Kokoschka 18 Jul 2016, 01:30
ხალხო, ქოქოსის ფანტელი დიიდი შეკვრით იყიდება სადმე? sad.gif კილოიანი რომ იყოს მაინც.

Posted by: ninA26 18 Jul 2016, 03:48
სად შევიძინო თბილისში? https://theleft.co/wp-content/uploads/2016/01/KIND-Fruit-Nut-All-Natural-Non-GMO-Gluten-Free-Bars-0.jpg

Posted by: ათი777 21 Jul 2016, 19:29
შემეშალა მე მაპატიეთ რაღაც არასწორედ დავწერე

Posted by: nia4u 21 Jul 2016, 20:22
Kokoschka
QUOTE
ქოქოსის ფანტელი დიიდი შეკვრით იყიდება სადმე?

წონით იყიდებოდა,
როგორც მახსოვს ჯორჯიტაში...
თვითონ დაამზადე wink.gif

Posted by: Kokoschka 22 Jul 2016, 05:09
QUOTE
წონით იყიდებოდა,
როგორც მახსოვს ჯორჯიტაში...
თვითონ დაამზადე 


მადლობა ^_^ ჩემით მეზარება :დდ

Posted by: Power_VANO 23 Jul 2016, 17:28
მეგობრებო, საკვები გლიცერინი (100% გლიცეროლი) სად იშოვება ჩვენთან ხომ არ იცით?

აფთიაქებში რაღაც რუსული წარმოების აქვთ მხოლოდ, რომელსაც აწერია, რომ გარე გამოყენებისთვის არის + შემადგენლობა დკონკრეტებული არაა.
PSP-ში კი მითხრეს, 1 ქალს მიაქვს და სვამსო. იმდენი ხანია სვამს, რომ არ შეიძლებოდეს, აქამდე რამე დაემართებოდა ალბათო, ლოლ biggrin.gif


nia4u
შენზე მითხრეს, ეცოდინებაო user.gif

Posted by: nia4u 27 Jul 2016, 16:23
Power_VANO
QUOTE
შენზე მითხრეს, ეცოდინებაო 

biggrin.gif
სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები...
წარმოდგენა არ მაქვს...

Posted by: Internet_Contraband 28 Jul 2016, 00:59
ხალხო. ჩინური კომბოსტო იყიდება სადმე?

Posted by: Power_VANO 28 Jul 2016, 11:03
Internet_Contraband
კარფურში იყო (თბილისი მოლში) ნამდვილად კაი ხნის მანძილზე. შეიძლება ახლაც იყოს.


nia4u
QUOTE
სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები...წარმოდგენა არ მაქვს...

ოკ user.gif

Posted by: Kokoschka 30 Jul 2016, 05:43
Internet_Contraband

მე რუსთაველის სმარტში ვყიდულობ

Posted by: mariam_kartveli 9 Aug 2016, 20:00
QUOTE (anuka555 @ 24 May 2012, 13:49 )
კაი კიევური ტორტები სად იყიდება ხომ არ იციით?
როშენის ფირმას აქვს თავისივე ყუთებში შეფუთული,ძალიან გემრიელია და ვეღარ მივაგენი.sad.gif
ხომ არ იციით სად შეიძლება ვნახო ????
უკაცრავად თუ უადგილო ადგილას დავპოსტე sad.gif ბოდიში მოდერს
* * *
http://www.radikal.ru
აი ასეთი იყო sad.gif

აუუ მეც ვეძებ ვინმემ არ იცისსსს დავიჯერო sad.gif((

Posted by: Internet_Contraband 13 Aug 2016, 02:20
Power_VANO
Kokoschka
გმადლობთ

ბარემ ამდაგვარი დიდი თეთრი ბოლოკები ხო არ გინახავთ სადმე ვინმეს:

user posted image

Posted by: Tamazi555 13 Aug 2016, 17:24
сад икидеба да киевши вогзалзе гачеребаса да метрос часасвлелтан,манд ар удзвелдебат,магазиебши ки шейдзлеба 2 ан 3 дгиса икос,паси 190грн,плюсь твитмпринавис билети туда обратно 200€,нагди ег ари да,исе сурогати ту гинда ки ишови тбилисшиц,акаурс,маграм ни то...

Posted by: toyota555 13 Aug 2016, 20:39
დავფიქსირდები, მაინტერესებს სად შეილება ზუკოს ან იუპის წვენის ფხვნილების ყიდვა თბილისში? 90-იან წლებში ვინც ხართ დაბადებული იმათ გემახსოვრებათ ალბათ))) ნოსტალგიის გახსენება მინდა რამდენი წელია თბილისში არ შემხვედრია ეს პარაშოკები

Posted by: Power_VANO 15 Aug 2016, 12:47
ნიანგის/ალიგატორის ხორცი ჩვენთან არ შემოდის ხომ არსად? smile.gif




toyota555
აკრძალვაში იქნება ალბათ ეგენი, ისეთი შხამებია biggrin.gif

Posted by: Tamazi555 17 Aug 2016, 15:08
исе,ту нацноби гкавс киевши,гикидос да гамоатанос тбилисис рейсс,ара мгония амазе винмем уари утхрас

Posted by: Kokoschka 18 Aug 2016, 19:28
toyota555
ვაგზალზე გაიარე smile.gif)

Posted by: Attolini 23 Aug 2016, 01:21
მაგარი ხორბლის ფქვილი სად იყიდება?

Posted by: IngaKh 23 Aug 2016, 11:25
QUOTE (Attolini @ 23 Aug 2016, 01:21 )
მაგარი ხორბლის ფქვილი სად იყიდება?

გუდვილში არისო გერმანული, დინკელ აწერიაო, 1კგ 12 ლარად. იუზერ სევგის უწერია ,,ტუტე მჟავური ბალანსის" ბოლო გვერდზე.

Posted by: dsaltxuca 24 Aug 2016, 10:19
გამარჯობათ მეგობრებო, სუნელები:
чаман
сумах
სად შეიძლება რომ ვიყიდო?
სუფთა რომ იყოს.
ორივე ვიცი რომ სომხური სუნელებია და მინდა ვიშოვო.
მადლობა წინასწარ.

Posted by: matusala___5 27 Aug 2016, 22:34
სოსისების და ძეხვეულის პარკები (რაშიც ფარშია მოთავსებული)სადმე იყიდება?

Posted by: Mad Angel 28 Aug 2016, 16:33
კეთილო ხალხო,

მეუღლე მყავს ლიტველი და გამიწყალა გული, გინდა თუ არა ბაზილიკი მიშოვეო.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვანილია, ჩვენებურად შაშკვლავი ქვია.

ხომ არ გეგულებათ სადმე რომ იყიდებოდეს. დიდ სუპერმარკეტებში ვერ ვნახე, ვერც ბაზარში.

მადლობა წინასწარ.

Posted by: kactus 28 Aug 2016, 19:21
Mad Angel
QUOTE
კეთილო ხალხო,

მეუღლე მყავს ლიტველი და გამიწყალა გული, გინდა თუ არა ბაზილიკი მიშოვეო.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვანილია, ჩვენებურად შაშკვლავი ქვია.

ხომ არ გეგულებათ სადმე რომ იყიდებოდეს. დიდ სუპერმარკეტებში ვერ ვნახე, ვერც ბაზარში.

მადლობა წინასწარ.

spy.gif
შაშკვლავის მეტი რა არის,კაცო?!
მწვანილი სადაც იყიდება,ყველგან აქვთ.
როგორ,ბაზარში ვერ ნახე? ალბათ,ხუმრობ. boli.gif

Posted by: aloha__ 4 Sep 2016, 15:26




წიწაკა ჯალაპენო სად ვიშოვო, ხომ ვერ დამაკვალიანებთ?


ძალიან მაგარია smile.gif

Posted by: sagsagittarius 11 Sep 2016, 15:06
Gamarjoba, vinmem tu icit tbilisshi aziuri prpduqtebis magazia, chinuri samzareulos ingredientebi rom iyidebodes, soios sousi, chinuri soko, bambuki da ase shemdeg. Teoriulad vici rom arsebobs tbilisshi ragac sawyobivit, sadac iyideba msgavsi produqcia, nagdi, magali xarisxis, vinmem tu icit dzalian gtxovt gamomexmauret.

Posted by: Uxbal 11 Sep 2016, 16:37
მშრალი ყინული სად იშოვება ხომ არ იცი? jump.gif

Posted by: HarrisonHill 12 Sep 2016, 17:34
გათლილი სტაფილოები სად იშოვება?

აი პატარები როა. Baby carrots

Posted by: ninuchia-80 15 Sep 2016, 01:16
Romel zeitunis zets iyenebt ufro?
Mirchiet ra
Madloba

Posted by: Keti-Ket 22 Sep 2016, 17:14
ნატურალური, ნამდვილი თაფლი სად ვიყიდო გარანტირებულად რაღაც ხელოვნური მინარევების გარეშე რომ იყოს. ფასიც არაასტრონომიული biggrin.gif

Posted by: toyota555 22 Sep 2016, 17:18
Keti-Ket

აბა აქ ნახე ესენი ოჯახებიდან ყიდიან
http://www.mymarket.ge/ka/search/?CatID=531

Posted by: ellen86 26 Sep 2016, 13:18
სუშის ინგრედიენტები სად იყიდება?

Posted by: ikaika32 27 Sep 2016, 23:29
ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქცია ვისაც აინტერესებს გადახედეთ, ვაწარმოებთ და დისტრიბუციაც შეგვიძლია.
ვებგვერდი gbz.com.ge
დამ. ინფორმაციისთვის 595218442

Posted by: Princess of Persia 28 Sep 2016, 12:12
გამარჯობა. ხომ ვერ მეტყვით სად შევიძინო კარგი ჩურჩხელა? უცხოელ მეგობრებს მინდა წავუღო გასასინჯად და არ მინდა შევრცხვე... ჰოდა მე პირადად საერთოდ არ მივირთმევ სამწუხაროდ და ვერც ვხვდები კარგი როგორია და ცუდი... მირჩიეთ რამე რა sad.gif მადლობა წინასწარ

Posted by: Bridgeman 28 Sep 2016, 12:51
გლდანში კაი ლობიანის საცხობი არსად გეგულებათ?

Posted by: Universe 3 Oct 2016, 23:53
გუნაბი რაა, მითხარით ვინმემ რა, იქით არ იციან... რომელიმე სხვა ენაზე რა ქვია?

Posted by: nia4u 3 Oct 2016, 23:56
Universe
QUOTE
გუნაბი რაა, მითხარით ვინმემ რა

უნაბი ხომ არა?

Posted by: Universe 4 Oct 2016, 00:05
nia4u
ვაიმე, გაიხარე! როგორ გამახარე 2kiss.gif რამდენი დღეა ვეძებ. გამყიდვლები გ-უნაბიაო მეუბნებოდნენ.

მადლობა smile.gif

Posted by: nia4u 4 Oct 2016, 00:06
Universe
უნაბი გულისთვის არის კარგიო... 2kiss.gif love.gif
http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/samkurnalo-mcenareebi/4004-unabi-chinuri-finiki-da-sicockhlis-khe.html

Posted by: ninikoniniko-eqimi 7 Oct 2016, 12:17
გამარჯობათ ''პიშევოი კრასიწელ'' სად შემიძლია რომ ვიყიდო?
სხვადასხვა ფერები? და რა ეღირება დაახლოებით?

Posted by: nia4u 11 Oct 2016, 18:52
ninikoniniko-eqimi
QUOTE
გამარჯობათ ''პიშევოი კრასიწელ'' სად შემიძლია რომ ვიყიდო?

საკვები საღებავი ქვია მაგას ქართულად და ნებისმიერ საკონდიტრო სექციაში ექნებათ...
* * *
Universe
biggrin.gif შენ გამახსენდი...
http://www.reitingi.ge/thavis-movla/9552-unabi-sicockhlis-khe-mcenare-romelic-sastsaulebs-akhdens.html?lang=ka-GE

Posted by: Universe 11 Oct 2016, 22:13
nia4u
biggrin.gif მადლობა :*

იმდენს ვკითხე იმ დღეებში, რომ ბოლოს მიყიდეს რამდენიმე კილო, ჭამეო smile.gif) არადა უგემურია ჩემთვის, მარტო სახელი მაინტერესებდა.

Posted by: buttercup 12 Oct 2016, 14:26
დავიტანჯე რუკოლას ძებნით sad.gif soplidan.ge-ს ჰქონდა და გააქრეს. ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: aloha__ 16 Oct 2016, 21:48
QUOTE (aloha__ @ 4 Sep 2016, 15:26 )
წიწაკა ჯალაპენო სად ვიშოვო, ხომ ვერ დამაკვალიანებთ?


ძალიან მაგარია smile.gif





ამაზე მითხარით რა რამე, ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს და საბვეის და დომინოს პიცის გარდა ვერსად ვნახულობ sad.gif

Posted by: Keti-Ket 18 Oct 2016, 15:55
მეგობრებო, მატე თუ მათე არ ვიცი ქართულად ზუსტად როგორ გამოითქმის, სადმე გეგულებათ?

https://www.google.com/search?q=mate&oq=mate&aqs=chrome..69i57j69i60.1055j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8#q=%D0%9C%D0%B0%D1%82%D0%B5&stick=H4sIAAAAAAAAAONgecTozC3w8sc9YSmrSWtOXmM04eIKzsgvd80rySypFFLjYoOyZLh4pTj1c_UNUtKLDbM0GKS4uRBcHgB7aehCSAAAAA

Posted by: nia4u 18 Oct 2016, 18:04
Keti-Ket
ჩაიმანიაში იყო-ხოლმე და შეგიძლია დაურეკო ამბის გასაგებად
მატეა ქართულადაც smile.gif
http://teamania.ge/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: A_R_E_S 19 Oct 2016, 14:55
სად შეიძლება 70%-იანი ძმრის ყიდვა? ე.წ. "უკსუსნაია კისლატა" biggrin.gif გუდვილში არ ჰქონდათ, სადმე მაღაზიაში არსებობს საერთოდ ჩვენთან?

Posted by: Keti-Ket 21 Oct 2016, 22:02
nia4u
მადლობა დიდი, დავრეკე და აქვთ ნამდვილად.

Posted by: Jayceon 23 Oct 2016, 18:31
გამარჯობა,ქოქოსის ფხვნილის შეძენა მინდა ნამცხვარზე რო მოვაყარო ზემოდან და სად შეიძლება რომ ვიყიდო? დამაკვალიანეთ ძალიან გთხოვთ : )) მადლობა წინასწარ. tongue.gif

Posted by: jazzanova55 24 Oct 2016, 11:41
Jayceon

კარფურში იყიდება , ასაწონი შედარებით იაფია , მაგრამ ერთხელ ვიყიდე და გემო არ მომეწონა. ჯობია წითელ 200 გრამიან შეფუთვაში, ჰერმეტული შეფუთვა უკეთესად ინახავს გემოს. ასევე იყიდება ქართული წარმოების , პატარა ბოთლებში. მაგრამ არ გამისინჯავს.

Posted by: nia4u 24 Oct 2016, 18:52
Jayceon
არამხოლოდ კარფურში!
უბნის პატარა მაღაზიებშიც კი აქვთ ხოლმე, სადაც ვანილები, საფუარები და მსგავსი რამეები იყიდება smile.gif
ისე, თუ არ დაგეზარება, ქოქოსი რომ იყიდო და თვითონ გახეხო, ბევრად უფრო ჯანსაღი, გემრიელი და არომატულია smile.gif
არც ძალიან ძნელი smile.gif

Posted by: Annukik 24 Oct 2016, 22:21
QUOTE (Jayceon @ 23 Oct 2016, 18:31 )
გამარჯობა,ქოქოსის ფხვნილის შეძენა მინდა ნამცხვარზე რო მოვაყარო ზემოდან და სად შეიძლება რომ ვიყიდო? დამაკვალიანეთ ძალიან გთხოვთ : )) მადლობა წინასწარ. tongue.gif

სუნელების კაცააც აქვს დანამატების გარეშე, ბევრად იადი ჯდება ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი პაკეტი
* * *
Nutritional yeast ქართულად რა არის ან სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: Jayceon 25 Oct 2016, 18:46
jazzanova55
nia4u
Annukik
ძალიან დიდი მადლობა სამივეს bis.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nia4u 25 Oct 2016, 19:24
Annukik
QUOTE
Nutritional yeast

საფუარია მგონი, ჩემს ტრანსლეიტ გუგლეს თუ დავუჯერებთ biggrin.gif
და თუ მართლა საფუარია, იყიდება ყველგან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით smile.gif

Posted by: Annukik 26 Oct 2016, 01:40
QUOTE (nia4u @ 25 Oct 2016, 19:24 )
Annukik
QUOTE
Nutritional yeast

საფუარია მგონი, ჩემს ტრანსლეიტ გუგლეს თუ დავუჯერებთ biggrin.gif
და თუ მართლა საფუარია, იყიდება ყველგან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით smile.gif

კი საფუარია,მაგრამ სხვანაირი, ვეგანურ/სამარხვო კერძებში გამოიყენება დიდი რაოდენობით,ყველის მსგავს გემოს აძლევს კერძებს,მაგრამ ქართულ სახელს ვერ ვპოულობ და ვერც თვითონ პროდუქტს

Posted by: Daთa 26 Oct 2016, 13:21
რამე კარგი სასმელი მინდა შოკოლადის
ცალობაში ვყიდულობდი ხოლმე ნესტლეს შოკოლადებს წითელი შეფუთვით იყო მაგრამ ან კარგად არ მაქვს ნანახი არ უბრალოდ მართლა არაა დიდი შეკვრები რო ვიყიდო და ეგეთივე გემრიელი და თან სასარგებლოც რომ იყოს რამე მირჩიეთ რა.
ნესქუიკის გემო ნორმალურია მაგრამ ნესტლე ძაან მაგარი გემრიელია smile.gif
ან რაიმე სხვა სახის სასმელი რამე შეიძლება გავიმზადო ხოლმე?
ყავა და ჩაი მინდა ჩავანაცვლო მომბეზრდა ეს ორი სასმელი mo.gif

Posted by: nia4u 26 Oct 2016, 14:28
Annukik
ვეგანური თუ, ტუტე-მჟავური ბალანსის თემაში იკითხე,
ეცოდინებათ აუცილებლად smile.gif

Posted by: jazzanova55 31 Oct 2016, 10:59
Annukik


თარგმანი არ ვიცი ზუსტად ქართულად , მაგრამ ჯანსაღი საკვების განყოფილებაში უნდა მოძებნო, რომელიც ყველა დიდი სუპერმარკეტს აქვს. ახლადგახსნილი ჰოლანდ& ბარეტი საბურთალოს სითი მოლში ხომ ზუსტად ჯანსაღ კვებაზეა ორიენტირებული, ასე რომ შეიძლება მანდ ჰქონდეთ ბრიტანული Engevita-ს სახელით.

Posted by: Annukik 1 Nov 2016, 14:02
QUOTE (jazzanova55 @ 31 Oct 2016, 10:59 )
Annukik


თარგმანი არ ვიცი ზუსტად ქართულად , მაგრამ ჯანსაღი საკვების განყოფილებაში უნდა მოძებნო, რომელიც ყველა დიდი სუპერმარკეტს აქვს. ახლადგახსნილი ჰოლანდ& ბარეტი საბურთალოს სითი მოლში ხომ ზუსტად ჯანსაღ კვებაზეა ორიენტირებული, ასე რომ შეიძლება მანდ ჰქონდეთ ბრიტანული Engevita-ს სახელით.

ვიყავი მანდ და სამწუხაროდ არ შემიმჩნევია,ალბათ მაგ სახელით იყო და იმიტომ. დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 2 Nov 2016, 14:41
სპირტი სად იყიდება არ იცით? სასმელი რომ გავაკეთო

Posted by: guruliqali 3 Nov 2016, 13:59
Charlotte_ Sometimes
QUOTE
სპირტი სად იყიდება არ იცით? სასმელი რომ გავაკეთო 

ვაჟაზე "ქიმრეაქტივებში" (გამოცდილი კულინარებისგან ვიცი).

Posted by: boombayah 5 Nov 2016, 18:02
ვაშლის ძმარი სად შევიძინო? ნატურალური (with mother ქართულად არ ვიცი რა ქვია)

Posted by: nia4u 5 Nov 2016, 19:25
boombayah
პროდუქტის მაღაზიებში იყიდება ღვინის ძმართან ერთად,
პატარა უბნის მაღაზიებშიც კი აქვთ-ხოლმე.
არის თურქულებიც და ქართული წარმოებისაც,
თუ სწორად მახსოვს, თიანეთში ამზადებენ.
დაახლოებით 2 ლარამდე ღირს ნახევარლიტრიანი ბოთლი smile.gif
ნაყიდს თუ არ ენდობი, თAვად უნდა დაამზადო,
არ არის ძნელი smile.gif

Posted by: vasovaso92 7 Nov 2016, 09:55
კვერცხის ცილა იყიდება ცალკე?თუ იყიდება ბარემ დაწერეთ სად იყიდება და ფასიც biggrin.gif

Posted by: nika406 8 Nov 2016, 13:12
კურდგლის ხორცი გასაყიდათ..........

Posted by: 17041969 9 Nov 2016, 11:19
QUOTE (nika406 @ 8 Nov 2016, 13:12 )
კურდგლის ხორცი გასაყიდათ..........


რა ღირს?

Posted by: Nutsa2015 14 Nov 2016, 16:39
მანგოლა გაგიათ სალათის ფოთოლი? ჭარხლის ფოთოლს გავს მაგრამ არ არის ჭარხალი.

Posted by: Geradeaus 14 Nov 2016, 22:26
მეგობრებო ძალიან დიდის მონდომებიტ ვეძებ ოღონდ ქართული სახელი არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ

Cornstarch რას ნიშნავს რა არის სად ვიყიდო თბილისში

Posted by: nia4u 15 Nov 2016, 00:11
Geradeaus
QUOTE
Cornstarch

ტრანსლეიტგუგლეს თუ დავუჯერებთ biggrin.gif , სიმინდის სახამებელია და იყიდება პროდუქტის შესაბამის სექციებში.
თუ მაინცდამაინც ვერ იშოვე, ზოგიერთ შემთხვევაში, კარტოფილის სახამებლით შეგიძლია ჩანაცვლო smile.gif

Posted by: Geradeaus 15 Nov 2016, 00:28
nia4u
QUOTE
ტრანსლეიტგუგლეს

ხოდა მეც ამან დამაბნია, სიმინდის სახამებელი არ გამიგია biggrin.gif
მადლობა ვიკითხავ მაშინ

Posted by: NatiaGull 15 Nov 2016, 19:16
კოლიოსთვის ხორბალი სად უნდა ვიყიდო ?

ჩვეულებრივი უნდა თუ რამე სპეციალური ხორბალია მაგისთვის ?

Posted by: SоLо 17 Nov 2016, 11:55
მოგესალმებით ,

ფილოს ფურცლები (egg roll wrapper) სადმე იყიდება თბილისში ?


user posted image


user posted image

Posted by: IngaKh 17 Nov 2016, 12:10
QUOTE (SоLо @ 17 Nov 2016, 11:55 )
მოგესალმებით ,

ფილოს ფურცლები (egg roll wrapper) სადმე იყიდება თბილისში ?


user posted image


user posted image

წერეთელზე თურქულ სუპერმარკეტ თურსაში

Posted by: SоLо 17 Nov 2016, 12:19
IngaKh

30 დიდი მადლობა


Posted by: jazzanova55 19 Nov 2016, 00:30
Geradeaus

სიმინდის სახამებელი ცოტა ძნელად იშოვება, მე თურსაში ვყიდულობ ხოლმე. კარტოფილის კი ბევრგანაა.

Posted by: nia4u 20 Nov 2016, 18:57
NatiaGull
QUOTE
კოლიოსთვის ხორბალი სად უნდა ვიყიდო ?

სპეციალურ დღეებში, როცა საკურთხი მზადდება, იყიდება ხოლმე თითქმის ყველა ბაზარში და უბნის მაღაზიებსაც აქვთ ხოლმე,
უნდა იყოს მშრალი და რაღაცნაირად ქერქგაცლილი. ასეთი ხორბლით უფრო თეთრი და გემრიელი გამოდის.
ჩვეულებრივ დღეებში ჩვეულებრივი ხორბალი უნდა იყიდო,
ტომრებით უდგათ, ბურღულეულთან, ნიგოზთან და სუნელებთან...
ეცადე, რომ შედარებით სუფთა იყოს,
გადაარჩიე, გარეცხე, თუ დრო გაქვს, თბილ წყალში ჩაალბე ერთი-ორი საათით,
ან პირდაპირ მოხარშე ბევრ წყალში.
ხარშვის დროს ცივი წყალი ამატე, რომ მალე მოიხარშოს.
ასევე იყიდება - ხოლმე პარკებით სველი ხორბალი, რომელზეც ამტკიცებენ ეს არის კოლიოსიო.
სველი იმიტომ არის,რომ წინა დღეს თვითონ გამყიდველი წამოადუღებს.
ასეთ ხორბალს კატეგორიულად არ ვყიდულობ და არც თქვენ გირჩევთ -
ვიღაცის ნაწუნკლი, კაცმა არ იცის, როდის, როგორ გარჩეული და როგორ ჭურჭელში მოხარშული ხორბალი სულ არ მეპიტნავება!..

თუ სასწაული მოხდა და ბაზარში ვერ წავედი, მაღზიებში დაფასოებული იყიდება დაღერღილი ხორბალი ფაფებისთვის, რუსული წარმოების,
იმას ვხარშავ, ოღონდ არა წანდილისთვის, არამედ ერბოიანი ფაფისთვის...

Posted by: Power_VANO 20 Nov 2016, 21:01
vasovaso92
QUOTE
კვერცხის ცილა იყიდება ცალკე?თუ იყიდება ბარემ დაწერეთ სად იყიდება და ფასიც 

არა, რა თქმა უნდა biggrin.gif
ცალკე ცილა თუ გინდა, შრატის ან რძის პროტეინის ფხვნილი უნდა იყიდო, სხვა გზა არაა. ამაზონზე არის მინარევების და დამატკბობლების გარეშე რამდენიმე ბრენდი. ცოტა ძვირია სხვებთან შედარებით, მაგრამ კარგებია. დაგილინკავ თუ დაგაინტერესებს.


Geradeaus
QUOTE
სიმინდის სახამებელი

დიღმის გუდვილში იყიდება, დანახული მაქვს.

კარფურშიც მგონი მომიკრავს თვალი, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად. გუდვილშI კი არის. ფიტნეს შოკოლადები, მიუსლები, დიაბეტური რაღაცები, სტევია და ა.შ. არის მაგ სექციაში სადაც ეგ დევს. საჭმელების მხარეს რომაა იმ შესასვლელიდან რომ შედიხარ, მეორე-მესამე რიგია მარცხნივ.

Posted by: Jack_Sparrow 22 Nov 2016, 20:20
SоLо
QUOTE
ფილოს ფურცლები


თურსაში ვნახე მეც მაგრამ მთლად "ისეთი" არაა, იყო ორი ვერიანტი , ერთი ბაქლავის ცომი და მეორე სამკუთხედებად დაჭრილი თხელი ცომი... მეორე ვიყიდე და თხელი კი იყო მაგრამ გამომსრალი იყო... ანუ ისეთი შდაბეჭდილება დამრჩა როგორც სომხური ლავაში მაგრამ ძალიან თხელი... ცუდი იმით იყო რომ როდესაც ახვევ კუთხეებში ტყდებოდა ...

შეიძლება მეორე (ბაქლავის) უფრო ცომის მაგვარი მასაა ანუ გამომსრალი არაა

Posted by: nadin 23 Nov 2016, 01:46
Geradeaus
სიმინდის სახამებელი არის თურსაში თურქული წარმოების, ფურშეტში უკრაინული წარმოების

Posted by: Trump 24 Nov 2016, 09:55
კარგი საზამთროს მურაბა სადმე გეგულებათ გასაყიდად?

Posted by: Liverpooler 24 Nov 2016, 19:50
გამარჯობა,
ჩინური მარილი (აჯინომოტო) თუ იცით სად იყიდება?მადლობა

Posted by: Shake 2 Dec 2016, 01:28
არ ვიცი ეს სად უნდა დამეწერა, მაგრამ რადგანაც საჭმელია ვიფიქრე იქნებ აქ იციან თქო. 3 თვე ვიყავი ამერიკაში და იქ ვჭამდი ჩიფს - Cheetos და ხომ არ იცით თბილისში არის სადმე რომ ვიყიდო?

Posted by: Egyptian 7 Dec 2016, 12:02
წელს რა ღირს გოჭი არ იცით? ;დ
__________________

Posted by: ფორთო 14 Dec 2016, 16:21
ფუტკრის ცვილი სად ვიშოვო ?? ??????????????????????????

Posted by: nia4u 14 Dec 2016, 18:50
ფორთო
QUOTE
ფუტკრის ცვილი

თაფლის გამყიდველებს ან ვისაც ფუტკარი ყავს უნდა სთხოვო და ჩამოგიტანენ,
ან შეიძლება ქონდეთ კიდეც...

Posted by: alikantura 18 Dec 2016, 14:55
მაინტერესებს სად ყიდულობთ ხოლმე პარმეზანის ყველს.
გუშინ კარფურში ვიყიდე და კილო 40 ლარი ღირდა.
ყველგან ესეთი ფასი აქვს ხოლმე? თუ რამე უფრო იაფადაც არის.

Posted by: IkaMac 19 Dec 2016, 12:14
შმრატცი ბრინზა სად ვიყიდო?





.................................

Posted by: Keti-Ket 22 Dec 2016, 12:12
მეგობრებო, იშვიათად დავდივარ ამბაზარ-მაზარებში ამიტომ ასეთი უცნაური კითხვა biggrin.gif
პატარა ზომის ინდაურები სად იყიდება ან ნაწილებად დაჭრილი ინდაურის ხორცი?

Posted by: Tamazi555 23 Dec 2016, 13:23
мдогвис марцвали сад шейдзлеба ром викидот?

Posted by: tavadze 24 Dec 2016, 02:27
ბარდის ფქვილი თუ შეგხვედრიათ სადმე თბილისში? როგორც ინდური რესტორანის ხალხმა მიტხრა, სადღაც კი ყიდულობენ თბილისში, მაგრამ ადგილი არ იცოდნენ. სახელიც მითხრეს, რა ჰქვია მაგ ფქვილს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

Posted by: naniko1122 25 Dec 2016, 22:52


შაქრის ლერწმის სიროფი სად იყიდება?

Posted by: levani169 26 Dec 2016, 21:41
ნიკორას და სმარტის ქსელში ვყიდულობდი ხოლმე იტალიურ შოკოლადის კანფეტს "ვიტორსი-ს" კომპანიის,ხოდა ახლა ვეღარ ვხედავ ვერსად და ხომ არ შეგიმჩნევიათ სადმე?(14 ლარი ღირდა ამ ზაფხულს)

Posted by: _DelgadA_ 26 Dec 2016, 21:44
alikantura

http://premiumfoods.ge/production/page/6/
აბა,აქ იკითხე,შემომტანები არიან.ფბ გვერდიც აქვთ.

Posted by: BIG DUKE 30 Dec 2016, 22:25
გაყინული პიცა იყიდება სადმე? და თუ კი, საკაიფოა? biggrin.gif

Posted by: გიო777 4 Jan 2017, 20:45
სად იყიდება ხაში გასუფთავებული კარგად?
.........................

Posted by: kriketi-1985 6 Jan 2017, 21:38
მანგოს ფხვნილი სად ვიშოვო, ხომ არ იცით? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Trump 11 Jan 2017, 15:36
აბაშიძეზე რიგის ჩასახვევთან , ნანა დეიდა იყო ირანელების მაღაზიაში მწნილეულს ყიდიდა - ხო არ იცით ეს მაღაზია სად გადავიდა?

Posted by: jazzanova55 19 Jan 2017, 23:50
tavadze

მუხუდოს ფქვილს ანუ gram flour გულისხმობ? ეგ მეც მაინტერესებს , ასე რომ თუ ვინმე იცის გაგვანდეთ. ისე ალბათ მაგის დაფქვაც შეიძლება წისქვილებში

Posted by: tavadze 21 Jan 2017, 12:21
jazzanova55
QUOTE
tavadze

მუხუდოს ფქვილს ანუ gram flour გულისხმობ?

სახელი არ ვიცი. კი მითხრეს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.
მუხუდო და ბარდა ერთია, ხო? მე რასაც ვეძებ, ღია მწვანე ფერის მარცვლებია.

Posted by: 365 21 Jan 2017, 13:35
სიმინდის კრახმალი და ნაღები ან ნაღების ფხვნილი სად ვიყიდო ცოტა ნორმალურ ფასად

Posted by: jazzanova55 21 Jan 2017, 17:35
tavadze
არა, მუხუდო თეთრი ფერისაა. ბარდა peas არის და კი არის მწვანე ფერის. არც მაგის ფქვილი მინახავს სადმე

365
სიმინდის სახამებელს თურსაში ვყიდულობ ხოლმე, აი ნაღები იაფად მწვავე თემაა..

Posted by: tavadze 21 Jan 2017, 22:55
jazzanova55
QUOTE
ბარდა peas არის და კი არის მწვანე ფერის.

აი, ეგ მაინტერესებს.
საახალწლოდ ერთი იუზერი (ნიკი არ მახსოვს, სამწუხაროდ) ინდაურის გაყინულ ნაჭრებს ეძებდა და კარფურში შვილის ფასი დაუფასეს - პატარა ნაჭერი 29 ლარი. დღეს ნავთლუღის ბაზარში, სამხედროების ბაზრობის შესასვლელში, მარცხენა მხარეს ვნახე ინდაურის კარგა დიდი ბარკლები და ფრთები კილო 5 ლარად, კურტუმო - 4 ლარად. მანდვე, მეორე მხარეს კურდღელიც ჰქონდათ. ფასი არ მახსოვს, მაგრამ უსაშველო ძვირი ნამდვილად არ იყო.

Posted by: nia4u 21 Jan 2017, 23:55
tavadze
QUOTE
სახელი არ ვიცი. კი მითხრეს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.
მუხუდო და ბარდა ერთია, ხო? მე რასაც ვეძებ, ღია მწვანე ფერის მარცვლებია.

მწვანე, მგონი, ბარდა იქნება ანუ "გაროხი"
მუხუდო არის ნუტი იგივე, ცოტა უფრო მსხვილი და მოყვითლო ფერის მარცვლებია,
ეგეც პარკოსანია...

პ.ს. ირაკლი, შენ ჭურის ყველი გეცოდინება რა არის და რომელია?
იგივე წათხში შენახულია თუ რამე სხვაა?
ახლობელმა მითხრა, გურიიდან ჩამომიტანესო
და როგორც ამიხსნა, წათხის უნდა იყოს...

Posted by: HarrisonHill 22 Jan 2017, 20:40
მიწის თხილის კარაქი სად იყიდება კარგ ფასში?

Posted by: tavadze 22 Jan 2017, 20:55
nia4u
QUOTE
პ.ს. ირაკლი, შენ ჭურის ყველი გეცოდინება რა არის და რომელია?
იგივე წათხში შენახულია თუ რამე სხვაა?
ახლობელმა მითხრა, გურიიდან ჩამომიტანესო
და როგორც ამიხსნა, წათხის უნდა იყოს...

ჭური თუ გითხრა, კარგად კი აუხსნია, მე და ჩემმა მზემ. biggrin.gif
სავარაუდოდ, ლაპარაკია დერგში შენახულ ყველზე, თორემ სხვა არაფერი მაგონდეა მაგის მსგავსი. დერგი შენც ქე გეცოდინება, რაცაა - ჭურის მსგავსად, თიხისგან გამოძერწილი სპეციალური ჭურჭელი ყველის შესანახად. წათხში ინახება მანდაც და ალბათ, ეგაა.
ეჰ, სადღა არიან დერგის მკეთებლები ან ვინღა იყენებს უკვე. sad.gif ჩვენში მწნილსაც ინახავდნენ მაგაში, მაგრამ ძირითადად ყველისთვის იყო განკუთვნილი.

Posted by: nia4u 22 Jan 2017, 21:22
tavadze
ანუ სწორად ვიფიქრე, დერგში წათხში...
გაიხარე!
ისე აღფრთოვანებულმა მითხრა, რაღაც ახალი მეგონა... biggrin.gif

Posted by: pleita 26 Jan 2017, 23:42
ბავშვებო ჭანჭურის პოვიდლო სად ვნახოო????

Posted by: Keti-Ket 29 Jan 2017, 12:53
კეშიუ შედარებით იაფად სად იყიდება თუ იცით? ანუ გუდვილის ფასი მეძვირება

Posted by: Power_VANO 29 Jan 2017, 15:23
Keti-Ket
კარფურში გუდვილზე იაფია შედარებით.

მოხალულიცაა ხოლმე მარილიანი და სუფთა კერნელიც.

Posted by: elen7 30 Jan 2017, 14:14
სად ვიყიდო კარგი სუნელები?


ფასს არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: elen7 1 Feb 2017, 23:01
ნუთუ არავინ იცით sad.gif
---------------------

Posted by: nia4u 2 Feb 2017, 01:28
elen7
ესე დანამდვილებით ვერავინ გეტყვის, უნდა ეძებო და ნახავ სადმე ვინმე კეთილსინდისიერ გამყიდველს...
აი, ჩვენი იუზერი თავაძე ნავთლუღში ყიდულობს, აქ წერს სად და ვისთან...
https://forum.ge/?f=82&showtopic=34645054&st=75
ჩემთვის დეიდაჩემი ყიდულობს, ვიღაც ქალია, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება, დაურეკავენ და თვითონ მოდის...
ან სოფლიდან ჩამომაქვს, ოღონდ იქაც ნაცნობისგან ვყიდულობ...
თუ სასწრაფოდ მჭირდება, მაშინ მაღაზიაში ვყიდულობ, ვერცხლისფერ შეფუთვაში რომ სუნელები იყიდება...

ამაზე გამახსენდა ახლა ბიჭვინთის ბაზარი,
1988 წელს ვიყავით მე და დედაჩემი ბოლოს, მე პატარა ვიყავი, მაგრამ ბაზარი მახსოვს, ძალიან ლამაზი და ფერადი...
და იქაური ბაზრიდან ისეთი სუნელები ჩამოვიტანეთ, მთელ უბანში იდგა სუნი...
მერე, აფხაზეთი რომ დავკარგეთ, იქიდან ჩამოტანილი სუნელები და ჯავზის კაკალი ჯერ კიდევ გვქონდა... sad.gif

Posted by: elen7 3 Feb 2017, 01:49
nia4u
დიდი მადლობა, არამგონია მაგ მაღაზიას მივაგნო მაგრამ ვეცდები.

Posted by: IngaKh 3 Feb 2017, 12:40
QUOTE (elen7 @ 30 Jan 2017, 14:14 )
სად ვიყიდო კარგი სუნელები?


ფასს არ აქვს მნიშვნელობა

დაფქვილი სუნელების ყიდვას ჯობს დასაფქვავი სუნელები იყიდოთ და თავად დაფქვათ, მხოლოდ მაშინ თუ იქნებით მის ხარისხიანობაში დარწმუნებული. გლდანის ბაზარში ვყიდულობ დასაფქვავ ხმელ ქინძს და უცხო სუნელს, დავფქვავ, შემდეგ გავცრი და სულ სხვა გემო და არომატი აქვსხოლმე.

Posted by: Power_VANO 8 Feb 2017, 09:50
elen7
კარფურშიც იყიდება დასაფქვავი (და დაფქვილიც) სუნელები.

Posted by: 200000 8 Feb 2017, 19:59
ვარდისფერი მარილი სად შეიძლება ვიყიდო ?

Posted by: nia4u 8 Feb 2017, 20:41
200000
QUOTE
ვარდისფერი მარილი სად შეიძლება ვიყიდო ?

ჰიმალაის მარილს თუ გულისხმობ, რამდენადაც ვიცი, აქ არ იყიდება და იწერენ-ხოლმე...
ამ თემაში იკითხე, აქაურები აქტიურად მოიხმარენ და დაგაკვალიანებენ... smile.gif
https://forum.ge/?f=82&showtopic=34450657&st=2760

Posted by: 200000 8 Feb 2017, 21:25
QUOTE (nia4u @ 8 Feb 2017, 20:41 )
200000
QUOTE
ვარდისფერი მარილი სად შეიძლება ვიყიდო ?

ჰიმალაის მარილს თუ გულისხმობ, რამდენადაც ვიცი, აქ არ იყიდება და იწერენ-ხოლმე...
ამ თემაში იკითხე, აქაურები აქტიურად მოიხმარენ და დაგაკვალიანებენ... smile.gif
https://forum.ge/?f=82&showtopic=34450657&st=2760

მადლობა smile.gif

Posted by: Universe 11 Feb 2017, 15:30
ნახშირმჟავას ამონიუმი, საფუარის სანაცვლოდ, გამოგიყენბით? როგორი რაა, სად იყიდება, რა სტრუქტურას იძლევა?

Posted by: toyota555 11 Feb 2017, 18:18
პოტენციის ასამაღლებლად რა პროდუქტები ჯობია ხო არ იცით? სმეტანის ბანანის და თხილის გარდა?

Posted by: rossonera 13 Feb 2017, 21:50
რიკოტას ყველის ყიდვა თუ არის სადმე შესაძლებელი თბილისში ხომ არ იცით?

Posted by: MeBeforeYou 13 Feb 2017, 22:23
ლაზანიას ფირფიტები რომელი ფირმის ვიყიდო?
ბარილა მახსოვდა აქ კარგი და არის რამე უკეთესი?

rossonera
ფილადელფია კი იყო გუდვილში და იქნება ეგეც, კარფურშიც იქნება ყველა ვარიანტში.

Posted by: nia4u 13 Feb 2017, 22:49
rossonera
QUOTE
რიკოტას ყველის ყიდვა თუ არის სადმე შესაძლებელი თბილისში ხომ არ იცით?

რიკოტა, როგორც მე ვიცი, ნადუღია... არა? smile.gif

Posted by: jazzanova55 14 Feb 2017, 09:37
MeBeforeYou

ბარილაზე ორჯერ ნაკლები ღირს Arrighi , საბოლოო შედეგი ისეთივე გამოდის
* * *
nia4u
დამზადების მეთოდი რამდენად მსგავსია რა ვიცი, მაგრამ პროდუქტი კი ძალიან წააგავს და არ ღირს 5 ჯერ მეტის გადახდა , ისევე როგორც მოცარელას მაგივრად მირჩევნია კარგი სულგუნი დავახეხო პიცას smile.gif))


ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის მასკარპონეა და მისი ცეცხლის ფასი sad.gif

Posted by: MeBeforeYou 14 Feb 2017, 13:07
jazzanova55
სად შეიძლება ამ ფირმის ყიდვა? გუდვილში არის თუ იცი?

მასკარპონეს ფასი არ თქვათ sad.gif
ერთი ტირამისუ კი ჯდება ლამის 50 ლარი :დ

Posted by: nia4u 14 Feb 2017, 15:56
jazzanova55
MeBeforeYou
არასდროს მიყიდია მასკარპონე, რა ვქნა, ვერ ვიმეტებ მაგისთვის სიმწრით ნაშოვნ ფულს!
biggrin.gif

QUOTE
დამზადების მეთოდი რამდენად მსგავსია რა ვიცი, მაგრამ პროდუქტი კი ძალიან წააგავს და არ ღირს 5 ჯერ მეტის გადახდა ,

რიკოტაზე და ნადუღზე ამბობ ხო?
მე ლუტასგან ვიცი, რომ იგივეა...
ისე რიკოტა თუ იყიდება სადმე, მივასწავლოთ იმ იუზერს, ვინც კითხულობდა...

Posted by: MeBeforeYou 14 Feb 2017, 20:45
nia4u
მე ჩიზქეიქს ვაკეთებდი რიკოტათი.
ეხლა როცა სახლში ვაკეთებ, ნადუღი+ხაჭო+ ვანილი+ ნაღები
მშვენიერ კონსისტენციას ვიღებ.
როცა სახლისთვის ვაკეთებ, მშვენივრად მადგება რავიცი.

Posted by: jazzanova55 15 Feb 2017, 21:46
MeBeforeYou
გუდვილში არა, კარფურში ვყიდულობ ხოლმე მაგას და კიდევ მეორე ფირმისას, სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ორივე ბარილაზე იაფია.

nia4u
რავი, რიკოტა მინახავს იგივე ფირმის , რაც მასკარპონეა ან მოცარელა, მაგრამ ყოველთვის არ ჩანს ხოლმე.

მასკარპონე თუ ვიყიდე, ჩიზქეიქისთვის ვერ ვიმეტებ, მხოლოდ ტირამისუ !! biggrin.gif

Posted by: walkingaway 21 Feb 2017, 01:45
მოკლედ იუთუბიზე დევს ამის ბევრი ვიდეოები, ყველა ამას მიირთმევს თავის ჭამის არხზე , ძაან მწარეა ზოგი ვერც ჭამს ბოლომდე
Samyang Ramen / Spicy Chicken Roasted Noodles ასე ჰქვია ინგლისურად. სად შეიძლება ამის ყიდვა ან არის რომ საერთოდ სადმე, ანაკომის სუფს ემჯობინება მაინც
lol.gif
http://pix.ge/



Posted by: VAMPIRE_W 26 Feb 2017, 19:57
ხომ არ იცით ვინმემ სად შეიძლება იყიდებოდეს ეს ჩაი?

"ლაო ჩაი" ასე ქვია როგორც გავიგე, ვიღაც ჩინელს შემოუტანია საქართველოში.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: FranziskanerWeissbier 4 Mar 2017, 20:46
მეგობრებო ხომ არაფერი იცით საქართველოში რამდენად ან სად იშოვება ლუდის ალაოს დასამზადებელი ქერი (თავთავების ორი რიგით) ან დამზადებულის შეძენა თუ შეიძლება?

Posted by: nia4u 5 Mar 2017, 14:08
FranziskanerWeissbier
სავარაუდოდ და ლოგიკით, ლუდსახარშებს უნდა ქონდეთ მაგაზე ინფო...

Posted by: Mstyle 6 Mar 2017, 11:31
მეგობრებო, ნუტ-ს ქართულად რა ეწოდება და სად იყიდება?
ბარდად მითარგმნის, არადა არ არის ბარდა. ხუმუსს რომ ამზადებენ აი ის ინგრედიენტი მაინტერესებს

Posted by: Universe 6 Mar 2017, 20:49
ავოკადო სად ექნებათ? რამდენიმე მარკეტში ვნახე, არ ჰქონდათ.

Posted by: jazzanova55 6 Mar 2017, 21:38
Mstyle
ეგ არის მუხუდო, იყიდება კარფურში ძვირად, მაგრამ თურსაშია შედარებით იაფად, წონითაც და დაფასოებული . მანდვეა იყიდი ტაჰინისაც
* * *
Universe

გუდვილში და კარფურში, გარეთა დახლებზეც დამინახავს და ვაგზლის ბაზრობაზეც კი.

Posted by: Universe 6 Mar 2017, 21:55
jazzanova55
კარფურის ერთ-ერთ პატარა მაღაზიაშიც ვნახე, არ იყო...
დიდში გავალ, რადგან ამბობ არისო smile.gifმადლობა

Posted by: nia4u 7 Mar 2017, 15:34
Mstyle
QUOTE
ბარდად მითარგმნის, არადა არ არის ბარდა. ხუმუსს რომ ამზადებენ აი ის ინგრედიენტი მაინტერესებს

მუხუდო...

Posted by: eldiablo 7 Mar 2017, 16:20
Universe
QUOTE
ავოკადო სად ექნებათ? რამდენიმე მარკეტში ვნახე, არ ჰქონდათ.

გუშინ იყო სავარაუდოდო დღესაც გვექნება... დიღმის კარფურში გამოდი და ნახავ..

Posted by: Dachiperadze 8 Mar 2017, 03:34
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს სადმე თუ გეგუელბათ ( ან ვინმე თუ გეგულებათ ) ადგილი სადაც შესაძლებელია ნატურალური საკვები საღებავის ყიდვა, ოღონდ არა საკვებისთვის არამედ სითხისთვის (სპირტი).. ოღონდ ნატურალური მინდა თუნდაც ძვირიანი

Posted by: FranziskanerWeissbier 8 Mar 2017, 11:19
ხომ არ იცით მინის ბოთლები თავისი თავსახურებითა და სახუფით სად შეიძლება ვიყიდო? დიდი რაოდენობით არ მჭირდება, ერთი კომპანია ყიდის მაგრამ 2312 ცალია მინიმალური რაოდენობა შესაძენიო და მაგდენი არ მჭირდება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shilaida 8 Mar 2017, 15:18
FranziskanerWeissbier
მაღაზიათა ქსელ სუპერში, კარფურში, გუდვილშიsmile.gif
ვაგზლის ბაზრობაზეც იქნება და ყველა დიდ მარკეტშია smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 8 Mar 2017, 15:57
shilaida
დიდი მადლობა. ფასებიც ხომ არ იცი მიახლოებით? დაახლოებით 40 ცალი მჭირდება და იმედია ძვირი არ დამიჯდება ძალიან biggrin.gif

Posted by: shilaida 8 Mar 2017, 23:51
FranziskanerWeissbier
ფასები საავრაუდოდ 3 ლარიდან, სხვადასვა ადგილას მაინც იქნება ფასში სხვაობაsmile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 9 Mar 2017, 01:12
QUOTE (shilaida @ 8 Mar 2017, 23:51 )
FranziskanerWeissbier
ფასები საავრაუდოდ 3 ლარიდან, სხვადასვა ადგილას მაინც იქნება ფასში სხვაობაsmile.gif

მადლობა.
-----------------------------------------------------------

Posted by: ნასა 9 Mar 2017, 18:45
almond butter - ნუშის კარაქი იყიდება სადმე?

Posted by: toyota555 9 Mar 2017, 23:46
ესეიგი მაინტერესებს რამე ისეთი პრეპარატი ან საკვები თუ იყიდება პოტენცია რომ დამიქვეითოს? ანუ სულ ამდგარი მაქვს და დავიღალე ამდენი სექსით რამე ხო არ იცით? უკაცრავათ თუ არასწორად ვპოსტავ უბრალოდ უკვე დავიღალე ასეთი ცხოვრებით................

Posted by: nia4u 18 Mar 2017, 17:02
კახური ზეთი თუ გიყვართ, გამოვიდა ქართული წარმოების, სიღნაღში დამზადებული "კახური ზეთი"
ძალიან სიმპატიური ოქროსფერ-მწვანე ეტიკეტით.
ღირდა 4 ლარამდე.
შევიძინე უნივერსამში,
მაგრამ ალბათ სხვაგანაც იქნება.
ძალიან სასიამოვნო კახური ზეთის დამახასიათებელი გემოთი.
დააკვდა ჯონჯოლს!!! biggrin.gif

Posted by: kriketi-1985 30 Mar 2017, 11:41
Molasses სად შეიძლება შევიძინო?
მადლობა წინასწარ

Posted by: frajock 1 Apr 2017, 15:20
შვედური თევზის კონსერვია ქვია Surströmming / Сюрстрёмминг თბილისში იყიდება სადმე ?

Posted by: ATILA_travian 2 Apr 2017, 23:08
გამარჯობათ ლაიმის ფოთლები გაყინული სად შეიძლება, რომ შევიძინო? ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა

Posted by: Jane_L 3 Apr 2017, 10:55
გამარჯობა smile.gif მოკლედ სუშის მომზადება უნდა ვცადო და მინდა ფინანსურად მზად ვიყო ინგრედინტებისთვის...
სად იყიდება ნორი, ბრინჯის ძმარი და ორაგული, რომელიც სუშისთვის გამოდგება? ფასებიც თუ გახსოვთ დაახლოებით, ვინც ხშირად აკეთებთ დამავალებთ smile.gif)

Posted by: popusha 4 Apr 2017, 01:27
მელასა სად ვიყიდო ხომ არ იცით?

ძალიან მჭირდება

Posted by: Picvaso 14 Apr 2017, 19:37
გამარჯობა.
საკვები არომატიზატორები სად შეიძლება რომ ვიყიდო?
საკონდიტრო მაღაზიაში თუ რამე სპეც მაღაზიებია?

Posted by: leluuu 19 Apr 2017, 03:10
ნედლი ბაზილიკი და როზმარინი სად შეიძლება რომ ვიყიდო?
* * *
QUOTE (Picvaso @ 14 Apr 2017, 19:37 )
გამარჯობა.
საკვები არომატიზატორები სად შეიძლება რომ ვიყიდო?
საკონდიტრო მაღაზიაში თუ რამე სპეც მაღაზიებია?

Dgf Icc Georgia - არაყიშვილის 7 ან პასაჟში ძმებს აქვთ მაღაზია დიდი, ყველა მიგასწავლის, თუმცა შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქცია აქვთ (რუსული და თურქული)

Posted by: Cymbaline 19 Apr 2017, 22:48
გამარჯობა,
კაკაოს კარაქი იყიდება სადმე? smile.gif

Posted by: eve616 20 Apr 2017, 14:59
გამარჯობა

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ სად შეიძლება შევიძინო წყალმცენარე ნორი, სუშის ბრინჯი, ბრინჯის ძმარი და სუში როლის გასახვევი დაფა არ ვიცი რა ქვია ზუსტად biggrin.gif მოკლედ სუშისთვის საჭირო ინგრედიენტები სად შევიძინო? <3
* * *
კიდევ მაინტერესებს ტოFუ სად შეიძლება ვიპოვო? sad.gif

Posted by: Cymbaline 21 Apr 2017, 19:52
eve616
ავლაბარში დელიკატესების სახლი. დაგუგლე

Posted by: dantist778 22 Apr 2017, 23:29
გამარჯობა,იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ, კურკუმა სად იყიდება? სუფთა,ყოველგვარი მინარევების და მამაძაღლობების გარეშე smile.gif

Posted by: Cymbaline 23 Apr 2017, 21:28
dantist778
კარფურში წონით აქვთ სუფთა კურკუმა. მარა ქარის რას ერჩი? გემოვნების ამბავში უკეთესია, თან არაფერი მამაძაღლობა არაა შიგნით, ნიორი და სხვადასხვა კაი სანელებლებია.

Posted by: dantist778 23 Apr 2017, 23:05
Cymbaline
გაიხარე მადლობა smile.gif არ ვერჩი არაფერს,უბრალოდ სამკურნალოდ მესაჭიროება სუფთა კურკუმა,ეგაა და ეგ

Posted by: eve616 23 Apr 2017, 23:29
Cymbaline
მადლობა. მეგონა მანდ მხოლოდ მოლუსკები და კრევეტები იყო . ტყუილად არ მივალ ანუ ხო? ტოფუც იქნება? ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს sad.gif

Posted by: Cymbaline 24 Apr 2017, 19:12
eve616
ნორი აქვთ, უეჭველი, ბრინჯიც.
დანარჩენი არ ვიცი
სუშის დაფა ჟორჟიტაში ვიყიდე წერეთელზე

Posted by: leluuu 25 Apr 2017, 19:32
მარციპანის ფიგირებს ამზადებს ვინმე თუ იცით?

Posted by: eve616 26 Apr 2017, 17:47
Cymbaline
მადლობა დიდი <3

Posted by: nia4u 28 Apr 2017, 13:33
dantist778
QUOTE
გამარჯობა,იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ, კურკუმა სად იყიდება? სუფთა,ყოველგვარი მინარევების და მამაძაღლობების გარეშე

12 მაისს იწყება ინდური გამოფენა-ბაზრობა სპორტის სასახლეში.
მაგათ აქვთ ხოლმე ყოველთვის.


Posted by: Universe 3 May 2017, 00:04
ნატურალური, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი იშოვება ჩვენთან?

Posted by: nia4u 3 May 2017, 16:55
Universe
ვინმე კერძოსგან თუ იყიდი ან შენ თვითონ დაამზადებ, ძნელი არ არის smile.gif

Posted by: Universe 3 May 2017, 22:15
nia4u
დრო სჭირდება, თორემ მარტივი კია.

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: nia4u 7 May 2017, 20:28
თხის რძე იკითხა ადრე მგონი ვიღაცამ
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10701778/

იყიდება ეკოლოგიორად სუფთა და ლაბორატორიულად დადასტურებული, თხის რძე, ყველი, ნადუღი,შესაძლებელია ადგილზე მიტანა. ფერმა მდებარეობს თბილისში.

595 26 27 46 ლევანი.

Posted by: WP-Rex 21 May 2017, 14:27
ხალხო ბარაბულკა, იგივე ხონთქარა მომენატრა ძალიან და ვერსად ვერ ვშოულობ არ იცით ვინმემ სად იყიდება?

Posted by: FranziskanerWeissbier 23 May 2017, 21:16
ბოთლების სახუფს და თავსახურებს ვერსად გავჩითავ თბილისში? biggrin.gif

Posted by: Hider_M 23 May 2017, 23:31
მეტალის ჩხირები(ჩოფსთიქს) სად ვიყიდო არ იცით ვინმემ?

Posted by: FranziskanerWeissbier 25 May 2017, 22:08
ცვილი სად შეიძლება ვიყიდო? biggrin.gif
--------------------------------------------

Posted by: nia4u 26 May 2017, 12:21
FranziskanerWeissbier
ფუტკრის ცვილი მეფუტკრეებთან უნდა ეძებო,
ვინც თაფლს ყიდის, მას უნდა სთხოვო და მოგიტანენ... smile.gif
QUOTE
ცვილი სად შეიძლება ვიყიდო? 

და რატო იცინი, არ გჯერა, რომ იშოვი?
biggrin.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 26 May 2017, 13:10
nia4u
ნწ biggrin.gif პროსტა დავსვი სმაილი biggrin.gif
------------------------------------------

Posted by: chanelgirl999 9 Jun 2017, 14:53
,,კვიტინი''- მურაბებს და ჯემებს ჟელესნაირს რომ ხდის, სად იყიდება?

Posted by: nia4u 9 Jun 2017, 16:20
chanelgirl999
უბნის მაღაზიებში, მარკეტებში ვანილების, ჟელეების, სუნელების და ეგეთი რამე-რუმეების სექციაში.
ოღონდ შეიძლება სხვა სახელით იყოს smile.gif

Posted by: didi bege 11 Jun 2017, 22:06
ბერძნული ზეითუნის ზეთი თუ გეგულებათ სადმე, ან აქ რაც იყიდება ყველაზე კარგი რომელი ბრენდია
ზეითუნებში

Posted by: IngaKh 12 Jun 2017, 19:08
QUOTE (didi bege @ 11 Jun 2017, 22:06 )
ბერძნული ზეითუნის ზეთი თუ გეგულებათ სადმე, ან აქ რაც იყიდება ყველაზე კარგი რომელი ბრენდია
ზეითუნებში

ბერძნული ზეთია კალამატა. შუშის ბოთლებშია.

Posted by: გობალა 25 Jun 2017, 19:09
სანდო რძის პროდუქტები რომელ ფირმას აქვს? ბავშვისთვის მინდა

და კიდევ, სოფლის ნობათის პროდუქციას აწერია ხოლმე "დააკვირდით, პროდუქტი არის ა თუ ბ"... ა უფრო ნატურალურია, ბ- მგონი ფხვნილით გაკეთებული... არადა ა კატეგორიის "სოფლის ნობათის" პროდუქცია მე ჯერ მაღაზიაში არ მინახავს და გვეკაიფებიან?

Posted by: nia4u 4 Jul 2017, 01:50
გობალა
QUOTE
ა კატეგორიის "სოფლის ნობათის" პროდუქცია მე ჯერ მაღაზიაში არ მინახავს და გვეკაიფებიან?

არა მხოლოდ "სოფლის ნობათის", არამედ არცერთი სხვა ფირმის ა კატეგორიის პროდუქტი მე არსად შემხვედრია,
ამიტომ - გვეკაიფებიან! yes.gif
QUOTE
ბავშვისთვის მინდა

სანტინო.
შემადგენლობას დახედე, ზედმეტი არაფერი უნდა ერიოს...


Posted by: vasovaso92 4 Jul 2017, 17:39
კვერცხის ცილა ცალკე იყიდება?
------------------------------------------

Posted by: nia4u 6 Jul 2017, 18:00
vasovaso92
QUOTE
კვერცხის ცილა ცალკე იყიდება?

შენი ნიკი რომ დავინახე, ეგრევე მივხვდი, რო კვერცხის ცილის ამბავს კითხულობდი!
lol.gif facepalm.gif

Posted by: ket_a 6 Jul 2017, 20:41
სალამიი

იცით ვინმემ? ე.წ. "პროპოშნიკს" (ღვინის სახსნელს) ქართულად რა ქვია?
rolleyes.gif

Posted by: vasovaso92 7 Jul 2017, 15:29
nia4u
რა სასაცილო ხარ smile.gif

Posted by: nia4u 8 Jul 2017, 11:09
vasovaso92
დაშლილი კვერცხის ყიდვა შენ გინდა და კიდე მე ვარ სასაცილო?!
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: vasovaso92 8 Jul 2017, 14:57
nia4u
მერე შენ რა smile.gif
--------------------

Posted by: Shake 11 Jul 2017, 09:38
მეგობრებო ბავშობაში ვჭამდი ნუშის ნამცხვრებს, ახლა გამახსენდა ეს გემოა და ხომ არ იცით სად იყიდება? "მინდალნიეს" ეძახდნენ კიდე.

აი ეს არის http://unknowblog.ru/zhitelyam/images/vupichka/1366104457_16.045446.jpg

ოღონდ კაი ადგილას რო იყიდებოდეს და იჭმეოდეს biggrin.gif

Posted by: John Jolie 16 Jul 2017, 11:49
პროდუქტი არა და, ტორტის კრემის ასეთი მოსართავები იშოვება აქ სადმე ?

https://www.amazon.com/gp/product/B01FRBWKAY/ref=ox_sc_act_title_6?smid=A25XQEGZUG2SF1&psc=1

Posted by: _TEMO_ 16 Jul 2017, 16:58
თურქული აირანის ყიდვა პიტნით სად შეიძლება თბილისში ხომ არ იცით?

Posted by: zurabmw10 21 Jul 2017, 15:03
ნიკორა ძალიან მაგარია მე ძალიან მომწონს

Posted by: RedandRockin 23 Jul 2017, 15:22

ფილოს ცომს და ბრინჯის ფირფიტებს სად ვიშოვი თბილისში ?

Posted by: Semele 23 Jul 2017, 15:38
ket_a
შტოპორზე ამბობ?


აუ აქაც დავწერ, ნეკერჩხლის სიროფი სად ვიყიდო ხალხნო ?

RedandRockin
QUOTE
ბრინჯის ფირფიტებს სად ვიშოვი თბილისში ?

კარფურში ვნახე, ოღონდ თბილისი მოლის კარფურში yes.gif

Posted by: RedandRockin 23 Jul 2017, 23:05
Semele
QUOTE
კარფურში ვნახე, ოღონდ თბილისი მოლის კარფურში 


მადლობა smile.gif

იმედია ფილოს ცომიც ექნებათ. შავ სეზამის მარცვლებზეც არ ვიტყოდი უარს biggrin.gif

Posted by: WP-Rex 23 Jul 2017, 23:29
RedandRockin
QUOTE
ბრინჯის ფირფიტებს სად ვიშოვი თბილისში

რისთვის გინდა?
ნაძალადევის კარფურში ვიყიდე ფრანგული წარმოების.
დავალბე ინსტრუქციის მიხედვით, მაგრამ მსგავს უგემური თუ რამე მეჭამოს რა...
რაღა ცელოფანი და რაღა ეგ>.

მეორეჯერ მაგისკენ გამხედავი არ ვარ.

Posted by: RedandRockin 24 Jul 2017, 23:19
WP-Rex
QUOTE
რისთვის გინდა?


სპრინგ როლები chups.gif

QUOTE
მსგავს უგემური თუ რამე მეჭამოს

ჰმმ, გემო ქონდა მკაფიოდ ცუდი, თუ გემო რომ არ ჰქონდა ეგ არ მოგეწონა?

წესით, თუ კარგად შენახულია, მხოლოდ ბრინჯის გემო უნდა დაკრავდეს rolleyes.gif

Posted by: _DelgadA_ 26 Jul 2017, 11:20
ავოკადო სად ვიყიდო?

ბავშვისთვის მინდა და კარგს ვეძებ

Posted by: jazzanova55 5 Aug 2017, 22:01
RedandRockin

ფილოს ცომი თურქულ სუპერმარკეტ თურსაში მინახავს.

_DelgadA_
აქ რაც ავოკადო იყიდება, ასე მგონია ერთი შემომტანი ყავს, რას ნიშნავს კარგი? ხელით უნდა მოსინჯოთ, ოდნავ რბილი უნდა იყოს თუ არადა სახლში დაამწიფებთ

Posted by: WP-Rex 5 Aug 2017, 22:22
პიპლ,
სახლში კუპატის გაკეთება მინდა და გამზადებულ-გასუფთავებულ-გარეცხილი ნაწლავი იყიდება გუდვილში ან კარფურში ან სადმე?
ბაზარი არ მიხსენოთ.

Posted by: Mstyle 16 Aug 2017, 10:53
კულინარებო, დამეხმარეთ
სად იყიდება არა უმაღლესი ხარისხის ფქვილი? და საერთოდაც რუსულად ცელნაზერნავაიას რომ უწოდებენ ეგ ფქვილი თუ იყიდება ჩვენთან?

Posted by: VAIVAI 16 Aug 2017, 20:59
ხალხნოუ,

ხომ არ გინახავთ სადმე შტოში (Клюква) რომ იყიდებოდეს, ცოცხალი და არა გაყინული და ა.შ.

Posted by: severuss 21 Aug 2017, 01:18
სალამი


ალკოჰოლური სასმელების გამოწერა რომელი საიტიდან შეიძლება?

Posted by: dancing in the moonlight 23 Aug 2017, 13:41
ნორი სად ვიყიდო? კარფურში 100ცალიანი აქვთ92 ლარად და მაგდენი არ მინდა

Posted by: RedandRockin 28 Aug 2017, 15:12
WP-Rex
QUOTE
მსგავს უგემური თუ რამე მეჭამოს რა...


მეც არ მომეწონა. უფრო თხელი უნდა ყოფილიყო წესით და ნაკლებად ხელოვნური გემო ჰქონოდა. თბილისში ნაშოვნის კვალობაზე ეგეც კარგია ალბათ biggrin.gif

Posted by: WP-Rex 28 Aug 2017, 18:39
ხალხო, კაი ნავაროჩენი ბანკები და ბოთლები მინდა აჯიკის და კეტჩუპისთვის და სად მოგიკრავთ თვალი?

Posted by: GEORGEXIII 28 Aug 2017, 19:00
კაი სამწვადე ხორცი სად იშოვება?

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 23:00
GEORGEXIII
კახეთშიიი............

Posted by: GEORGEXIII 31 Aug 2017, 00:43
MmSs
მადლობა მეგობარო მარა თბილისსში მინდა...

Posted by: MmSs 31 Aug 2017, 00:52
QUOTE (GEORGEXIII @ 31 Aug 2017, 00:43 )
MmSs
მადლობა მეგობარო მარა თბილისსში მინდა...

gigi.gif
ვიხუმრე რა თქმა უნდა...


Posted by: shepherd 31 Aug 2017, 22:27
GEORGEXIII
QUOTE
კაი სამწვადე ხორცი სად იშოვება?

სპლიყვთან yes.gif

გლდანში

MmSs
QUOTE
კახეთშიიი............

givi.gif

Posted by: la reine 31 Aug 2017, 22:38
shepherd

მართლა?
კონკრეტულად სად?

ფასი?
მეტი თუ ნაკლები?

Posted by: GEORGEXIII 31 Aug 2017, 22:52
shepherd
ერთხელ ჩავედი და რაღაც არ მევასა...


ვცდი მაშინ კიდევ...

Posted by: shepherd 31 Aug 2017, 23:15
la reine
QUOTE
მართლა?
კონკრეტულად სად?

ფასი?
მეტი თუ ნაკლები?

შენ ხო არ მელაპარაკები,
დაგავიწყდა?

Posted by: <<Innamorata>> 31 Aug 2017, 23:23
dancing in the moonlight
ვაკის კარფურში 29.90 ღირს 50 იანიი...

Posted by: la reine 31 Aug 2017, 23:24
shepherd

უი ნიკს ახლა გავხედე:/
კაი ხო.
კულინარიაში გელაპარაკები, პოლიტიკაში-არა.


Posted by: zigmundi32 31 Aug 2017, 23:29
სამწვადე ხორცი თბილისში ყველა ერთია, უკრაინული ჯიშის ფერმის ღორები
მწვადის სუნი მომენატრა ნაკვერჩხალზე შეწვისას.

Posted by: shepherd 1 Sep 2017, 00:04
la reine
http://radikal.ru

Posted by: lanthanō 3 Sep 2017, 15:23
99% იან შოკოლად ვეძებ და ვერ ვიშოვე.
თბილისში გინახავთ ამ ბოლო დროს სადმე?

Posted by: ArxeoptericS 7 Sep 2017, 11:59
ავოკადოს საბაზრო ფასი რა არის? მხოლოდ ჰიპერმარკეტში შეიძლება ყიდვა თუ შესაძლებელია ასევე ნავთლუღშიც ვიყიდო?

Posted by: <<Innamorata>> 7 Sep 2017, 23:52
lanthanō
მხოლოდ კაკაოს მარცვლები: )) გუდვილში..

ჩემთვის ჩამოაქვთ ხოლმე... აქ ვერ ვშოულობ.. ბელარუსულ მაღაზიაში არ მინახავზ , შეუძლება იქ ჰქონდეთ..

Posted by: mustafa_ibrahim 8 Sep 2017, 12:22
მოგესალმებით
თბილისში თუ ვიყიდი სადმე დამუშავებულ და გასუფთავებულ ნაწლავებს, სახლში რომ სოსისი ან ძეხვი რომ გავაკეთო.
არის ხელოვნურიც და ბუნებრივიც, სადმე ხომარ გეგულებათ

Posted by: რუსა_ 14 Sep 2017, 20:26
რუხი პურის ფქვილი სადმე იყიდება?

Posted by: FranziskanerWeissbier 14 Sep 2017, 20:36
ადრე იყიდებოდა ხოლმე გამომშრალი კალმარები აი როგორც ანჩოუსები ეგრე და ხომ არ მოგიკრავთ თვალი სადმე? კარგა ხანია ვეღარ ვნახულობ biggrin.gif

Posted by: tothetop 18 Sep 2017, 21:24
მეგობრებო ინგლისურად all purpose flour რომელი ფქვილია?
სიმინდის კრახმალი არსებობს საერთოდ და თუ კი სად იყიდება?
შავი პატოკა,ან ქართულად მოლაზესი სად შეიძლება იყიდებოდეს არ იცით?

რომელიმე კითხვაზე პასუხი თუ იცით დიდი მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: takome 28 Sep 2017, 10:07
გამარჯობა, სად შეიძლება ვიყიდო ჩიას თესლი(Chia seeds) ?

Posted by: Fieke 28 Sep 2017, 19:02
tothetop
სიმინდის სახამებელს იყიდი ნებისმიერ დიდ მარკეტსა თუ ბაზარში.

takome
ნეოფარმი უშვებს და აფთიაქებში მოიკითხეთ უნდა იყოს წესით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: sandre545 1 Oct 2017, 00:15
მეგობრებო მოლუსკების ყიდვა სად შეიძლება, პატარები მინდა კაი ხარისხის და რა ეღირება მაინტერესებს დაახლოებით.

კრემით, რო. კეთდება მაგისთვის მინდა

Posted by: jazzanova55 2 Oct 2017, 11:56
tothetop

All purpose flour თვითონ სიტყვა გეუბნება: ფქვილი რომელიც ყველაფერში გამოიყენება. არსებობს კიდევ strong bread flour, self-raising flour, cake flour მაგრამ ეგენი დაივიწყე, ჩვენთან არ იშოვება და რჩება მხოლოდ ერთი სახეობის ფქვილი.

არსებობს სიმნდის და კარტოფილის სახამებელი და უმეტეს რეცეპტებში ერთმანეთს ანაცვლებენ .

მოლაზესი აქ ნამდვილად არ მინახავს

Posted by: Mstyle 6 Oct 2017, 14:43
ხალხნო, დამბალხაჭო ფრომაჟერის გარდა სად იყიდება?

Posted by: ცქიფო 11 Oct 2017, 13:51
QUOTE
თბილისში თუ ვიყიდი სადმე დამუშავებულ და გასუფთავებულ ნაწლავებს, სახლში რომ სოსისი ან ძეხვი რომ გავაკეთო.
არის ხელოვნურიც და ბუნებრივიც, სადმე ხომარ გეგულებათ


Posted by: mustafa_ibrahim 13 Oct 2017, 14:28
QUOTE
თბილისში თუ ვიყიდი სადმე დამუშავებულ და გასუფთავებულ ნაწლავებს, სახლში რომ სოსისი ან ძეხვი რომ გავაკეთო.
არის ხელოვნურიც და ბუნებრივიც, სადმე ხომარ გეგულებათ

ეს კითხვა კვლავ აქტუალურია

Posted by: me12 2 Nov 2017, 13:49
ზღვის პროდუქტების მარკეტი არის თბილისში რამე დიდი მრავალფეროვანი პროდუქტებით?

Posted by: WP-Rex 2 Nov 2017, 13:52
mustafa_ibrahim
QUOTE
თბილისში თუ ვიყიდი სადმე დამუშავებულ და გასუფთავებულ ნაწლავებს, სახლში რომ სოსისი ან ძეხვი რომ გავაკეთო.
არის ხელოვნურიც და ბუნებრივიც, სადმე ხომარ გეგულებათ

ეს კითხვა კვლავ აქტუალურია

მე ამაზონიდან ჩამოვიტანე.
ბუნებრივიც და ხელოვნურიც.
ხელოვნური რა, საქონელის კალოგენისგან კეთდება, ასე რომ ესეც ბუნებრივია.

Posted by: mustafa_ibrahim 3 Nov 2017, 13:03
me12
QUOTE
ზღვის პროდუქტების მარკეტი არის თბილისში რამე დიდი მრავალფეროვანი პროდუქტებით?

ახლახანს გაიხსნა ბელიაშვილზე დიდი თევზის მარკეტი, ექსტრიმის გვერდით, აქვთ დიდი ასორტიმენტი
WP-Rex
მადლობა

Posted by: WP-Rex 3 Nov 2017, 14:22
mustafa_ibrahim
QUOTE
ახლახანს გაიხსნა ბელიაშვილზე დიდი თევზის მარკეტი, ექსტრიმის გვერდით, აქვთ დიდი ასორტიმენტი

და აბსოლუტურად ღორული ფასებით.

Posted by: tothetop 3 Nov 2017, 15:35
Fieke
jazzanova55
მადლობა პასუხისთვის

ერთი კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეთ,ძალიან მაინტერესებს
https://www.youtube.com/watch?v=w9nTvaT3gRw&index=1&list=LLqJZtqk9zOtd2_3XmjjMXLQ
აი ამ ვიდეოში 4:10-ზე რომ იყენებს vanilla cream filling რა არის?
ანუ ვანილის კრემიაო ხომ?მაგრამ ეგეთი მაგარი როგორაა?შეიძლება მაგის გაკეთება ან ყიდვა?

Posted by: nia4u 7 Nov 2017, 19:17
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეთ,ძალიან მაინტერესებს
https://www.youtube.com/watch?v=w9nTvaT3gRw...zOtd2_3XmjjMXLQ
აი ამ ვიდეოში 4:10-ზე რომ იყენებს vanilla cream filling რა არის?
ანუ ვანილის კრემიაო ხომ?მაგრამ ეგეთი მაგარი როგორაა?შეიძლება მაგის გაკეთება ან ყიდვა?

https://www.youtube.com/watch?v=YEh2YtFDnG4
აი,რუსულად არის იგივე ვიდეო და ეგ არის ვანილის კრემის პომადკა ,
რომლის რეცეპტიც სავარაუდოდ, ამავე კონდიტერს ექნება და შეიძლება მოძებნა...
იყიდება თუ არა, არ ვიცი...

Posted by: Trance In Trance 8 Nov 2017, 17:07
აუ ეს მომაძებნინეთ რა
tumeric ასე ქვია ინგლისურად

ჩვენთან სად შეიძლება ვნახო, რა ვიკითხო

user posted image

Posted by: nia4u 8 Nov 2017, 17:43
Trance In Trance
სურათი არ გამიხსნა,
მაგრამ სახელის მიხედვით კურკუმაა და იყიდება აქ თითქმის ყველგან...
https://en.wikipedia.org/wiki/Turmeric

Posted by: Trance In Trance 8 Nov 2017, 18:21
nia4u
ვა მადლობა დიდი up.gif



Posted by: Tom Brady 9 Nov 2017, 17:02
ნიტრიტის მარილი (Нитритная соль) სად შეიძლება შევიძინო ?

ღორის და სხვა ხორცეულის კონსერვანტად რომ იყენებენ მაგ მარილს ვგულისხმობ.

გარდა ამისა იქნებ მითხრათ ამ სანელებლებს ქართულად რა ქვია და სად შეიძლება მათი შეძენა?

1) Кардамон 2) Розмарин 3) Тимян 4) Шафран

აგრეთვე მაინტერესებს სად შეიძლება ნიორის და ხახვის გრანულების შეძენა ანუ ამ ორის მშრალი ფხვნილის ?


WP-Rex

QUOTE
მე ამაზონიდან ჩამოვიტანე.
ბუნებრივიც და ხელოვნურიც.
ხელოვნური რა, საქონელის კალოგენისგან კეთდება, ასე რომ ესეც ბუნებრივია.


ანუ თბილისში არ იშოვება ??

Posted by: nia4u 9 Nov 2017, 23:57
Tom Brady
მარილის ამბავი არ ვიცი,
სანელებლებს რაც შეეხება,
აპინულ თემებში არის ლექსიკონი ყველა ენაზე...
და ეგ ყველაფერი იყიდება სუნელებში,მაგ.ვერცხლისფერ პაკეტებში რომ სუნელებია,მგონი საოჯახო თუ ოჯახური ქვია...

Posted by: WP-Rex 10 Nov 2017, 11:01
Tom Brady
QUOTE
ანუ თბილისში არ იშოვება ??

ნამდვილი ბაზარში იქნება, მაგრამ ივარგებს?
უცხოურს უფრო ვენდობი.

Posted by: Tom Brady 10 Nov 2017, 16:39
nia4u

QUOTE
სანელებლებს რაც შეეხება,
აპინულ თემებში არის ლექსიკონი ყველა ენაზე...
და ეგ ყველაფერი იყიდება სუნელებში,მაგ.ვერცხლისფერ პაკეტებში რომ სუნელებია,მგონი საოჯახო თუ ოჯახური ქვია...



დიდი მადლობა.

WP-Rex

QUOTE
ნამდვილი ბაზარში იქნება, მაგრამ ივარგებს?
უცხოურს უფრო ვენდობი.


ე.წ. ნამდვილი და თან აქაური არც მინდა.

ძროხის კოლაგენზე დამზადებულს ვეძებ.

ეგეც ნამდვილია მამენტ biggrin.gif



ნიტრიტის მარილის ამბავი მაინტერესებს ყველაზე მეტად.

Posted by: WP-Rex 10 Nov 2017, 16:59
Tom Brady
QUOTE
ძროხის კოლაგენზე დამზადებულს ვეძებ.
ეგეც ნამდვილია მამენტ

კი ნამდვილია. აქ არ მინახავს.
ამაზონზე ყრია.

Posted by: Tom Brady 10 Nov 2017, 18:54
WP-Rex

თუ არ შეწუხდები იქნებ ბმული დადო, ძალიან დამავალებ.

დიდი მადლობა წინასწარ.

პ.ს. რასაც შენ გლოცავ იმ ბომბა აჯიკის გამო 2kiss.gif მეორე წელია მეშვიდე ცაზე ვარ სიამოვნებისგან.

წელს 20 კილო გავაკეთე biggrin.gif

Posted by: WP-Rex 10 Nov 2017, 20:23
Tom Brady
ეს ჩამოვიტანე ნაღდი https://www.amazon.com/Natural-Casings-Sausage-Oversea-Casing/dp/B00EZTIGNA/ref=sr_1_1_a_it?ie=UTF8&qid=1510330674&sr=8-1&keywords=sausage+casing

და ეს კოლაგენის https://www.amazon.com/LEM-Products-Edible-Collagen-Casing/dp/B002L80D1A/ref=sr_1_21?ie=UTF8&qid=1510330831&sr=8-21&keywords=sausage+casing

QUOTE
რასაც შენ გლოცავ იმ ბომბა აჯიკის გამო

მჯერა biggrin.gif ერთი 10 კაცი კიდეა ეგეთი, ვინც მლოცავენ მაგ რეცეპტის გამო)))

ძალიან ცხარე მიყვარს მე, რომ გასინჯავ და 1-2 წამით რომ დაგაყრუებს, ისეთი biggrin.gif

Posted by: Tom Brady 10 Nov 2017, 20:34
WP-Rex

გაიხარე , დიდი მადლობა.

ნიტრიტის მარილსაც მანდ დავძებნი, უეჭველი იქნება.

რა უკუღმართი ქვეყანა გვაქვს ისე sad.gif ელემენტარული რაღაცეები არ იშოვება.

Posted by: LUCKY7 12 Nov 2017, 01:58
პელმენებისთვის ცომი სად ვიყიდო?
...

Posted by: jazzanova55 17 Nov 2017, 12:45
tothetop

კრემი არარის, fondant icing -ი ანუ შაქრის პუდრის პასტა , აქაც იყენებენ საკონდიტროები, მაგრამ ცალკე სად იყიდება არ ვიცი , ბონა სერას შეიძლება ჰქონდეს თამარაშვილზე

Posted by: tothetop 18 Nov 2017, 20:28
მეგობრებო იქნებ იცოდეთ
მელასა,იგივე შავი პატოკა შეიძლება სადმე ვიშოვო? ძალიან მჭირდება
ან თეთრი ჭარხალი სადმე თუ იყიდება

Posted by: winipux 19 Nov 2017, 01:11
გამარჯობათ ხომ ვერ მიმასწავლით სად იშოვება ტხევადი საკონდტრო საღებავები?მადლობა წინასწარ

Posted by: mustafa_ibrahim 22 Nov 2017, 10:16
მოგესალმებით
ასეთი რამის ყიდვა თუ შეიძლება საქართველოში?
user posted image

Posted by: nia4u 24 Nov 2017, 21:18
mustafa_ibrahim
QUOTE
ასეთი რამის ყიდვა თუ შეიძლება საქართველოში?

რა არის ეს?

Posted by: trendygirl.me 25 Nov 2017, 16:29
გამარჯობათ, ადრე ორ ნაბიჯში იყო YAKMOZ ფირმის დაკონსერვებული ხალაპენო. ეხლა აღარ არის. კარფურშიც არ აქვთ, სად შეიძლება კიდევ იყოს?

Posted by: mustafa_ibrahim 26 Nov 2017, 09:22
nia4u
QUOTE

რა არის ეს?

ეს არ ე.წ. ტანდირი, აზიური თონეა, გაახურებ და მერე გინდა ქათამი შეწვი შიგნით, გინდა მწვადი, ხაჭაპური...

Posted by: Mstyle 28 Nov 2017, 15:53
ხალხნო, ყველი ტოფუ გეგულებათ თბილისში სადმე?

Posted by: The Game N.W.A. 29 Nov 2017, 16:11
სიმინდის სიროფს სად ვიშოვი?
(corn syrup)

Posted by: ცქიფო 13 Dec 2017, 11:02
WP-Rex
QUOTE
ეს ჩამოვიტანე ნაღდი https://www.amazon.com/Natural-Casings-Saus...=sausage+casing

არც ვიცოდი ასეთი რამის გამოწერა შესაძლებელი თუ იყო... გამოვიწერე და ჩამომივიდა, დიდი მადლობა.


Posted by: WP-Rex 13 Dec 2017, 11:44
ცქიფო
QUOTE
არც ვიცოდი ასეთი რამის გამოწერა შესაძლებელი თუ იყო... გამოვიწერე და ჩამომივიდა, დიდი მადლობა.

არაფერს. გახსენი უკვე? მაინტერესებს გახსნამდე ნაწლავისთვის დამახასიათებელი მყრალი სუნი არ ქონდა პაკეტს?

Posted by: Mstyle 21 Dec 2017, 11:52
ინდაურის ბარკალი თუ იყიდება სადმე იცით? ან ძალიან პატარა ინდაურები

Posted by: MyHope 21 Dec 2017, 12:16
ინდაურზე გამახსენდა..
კარგად რომ შეიბრაწოს ინდაური საჭიროა გარშემო მრგვალად დაჭრილი კარტოფილი შემოულაგოთ და ერთი ჭიქა წყალიsmile.gif

Posted by: ჰერმიონ 25 Dec 2017, 10:54
მეგობრებო, ჟოლო ამ დროს იყიდება სადმე? გაყინული არა )

Posted by: TikitaLomos 27 Dec 2017, 15:10
მეგობრებო თეთრი ბოლოკი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Keti-Ket 28 Dec 2017, 22:11
ჰერმიონ
დაახლოებით სამი კვირის წინ დეზერტირების ბაზარში და მის მიმდებარე პუნქტში შემხვდა

Posted by: Just_Test 29 Dec 2017, 00:33
გოზინაყი ნიგვზით სად იყიდება ვერ მეტყვით ? ტკბილ ქვეყანას ქონდა ხოლმე მარა ვერ ვიშოვე ვერსად

Posted by: Keti-Ket 8 Jan 2018, 21:24
Just_Test
კარფურს და გუდვილს ჰქონდა

Posted by: nia4u 11 Jan 2018, 17:22
Just_Test
"ტკბილი ქვეყნის" იყიდებოდა წელსაც ჩვეულებრივად, ყუთებით, მარკეტებშიც და ბაზრობებზეც...
ხოლო წონით მხოლოდ არაქისის იყო smile.gif

Posted by: tavadze 11 Jan 2018, 23:56
Mstyle
QUOTE
ინდაურის ბარკალი თუ იყიდება სადმე იცით? ან ძალიან პატარა ინდაურები

ინდაურის ბარკლებს ვხედავ ხოლმე გლდანში, სუზალას მაღაზიაში (ბაზრის ტერიტორიაზევეა). იშვიატად ნავთლუღშიც მომიკრავს თვალი ბაზრობაზე და უნივერსამის ქსელშიც.
გლდანში 5 ლარამდე ღირს. ფრთებიც აქვთ იმათ.

Posted by: Perske 27 Jan 2018, 14:57
UP
....................................................

Posted by: HarrisonHill 29 Jan 2018, 19:43
მექსიკური ტორტილა ხომ არ იცით სადმე იყიდება თუ არა?

სომხური ლავაშივითაა, უბრალოდ სიმინდის ფქვილისგან კეთდება

Posted by: მერკუციო 30 Jan 2018, 23:48
ხალხნო, სად ვიყიდო ტაპიოკა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Cosmonomad 1 Feb 2018, 15:15
მეგობრებო, ხომ არ იცით შტოშის წვენი თუ იყიდება სადმე?

Posted by: nia4u 2 Feb 2018, 19:00
Cosmonomad
აუ, შტოშს და შტოშის წვენს მეც შევიძენდი, მარა სადაა...
მხოლოდ აფთიაქებში იყიდება ექსტრაქტი, ტაბლეტებში biggrin.gif
არადა, ძაან მაგარი კენკრა...უკენკრესი yes.gif

Posted by: sophka 3 Feb 2018, 10:56
nia4u
მწვანე აფთიაქის აქვს, შეგიძლია შეუკვეთო მშრალი ნაყოფი, ქართული წარმოების.
უბრალოდ, ძალიან ძვირიააsmile.gif
ისე, მე ბაზარშიც შემხვედრია. ჰოდა, ჩამოკიდებული მარლაში გახვეული ალბათ დიდხანსაც შეინახება, ან გამხმარი.

https://mwvane-aftiaqi.com/product.php?id=40
ესეც ლინკი

Posted by: nia4u 3 Feb 2018, 18:52
sophka
QUOTE
მწვანე აფთიაქის აქვს, შეგიძლია შეუკვეთო მშრალი ნაყოფი, ქართული წარმოების.
უბრალოდ, ძალიან ძვირიაა
ისე, მე ბაზარშიც შემხვედრია. ჰოდა, ჩამოკიდებული მარლაში გახვეული ალბათ დიდხანსაც შეინახება, ან გამხმარი.

მადლობა... smile.gif
მე ვიცოდი, რომ საქართველოში არ ხარობს... smile.gif

Posted by: Andy Warhol 4 Feb 2018, 19:44
თხევადი კვამლი თუ იცით სად იყიდება ? შებოლილის გემო რო ქონდეს.

Posted by: Cosmonomad 4 Feb 2018, 23:09
ჯანსაღ პროდუქტს სად ყიდულობთ ხალხო? არსებობს რამე ადგილი, სადაც ნაყიდი პროდუქტის ხარისხს ენდობით?
ამ ბოლო დროს წიკები დამეწყო, ყველაფერს რასაც ვჭამ, მგონია რომ ნაგავია

Posted by: nia4u 5 Feb 2018, 00:31
Andy Warhol
QUOTE
თხევადი კვამლი თუ იცით სად იყიდება ? შებოლილის გემო რო ქონდეს.

პასაჟში სუნელების კაცი თუ გაგიგია, მაგათ ქონდათ ხოლმე...
ფეისბუქგვერდი აქვთ - გივი პაპას სუნელები ქვია და შეგიძლია კითხო იქ...

Cosmonomad
QUOTE
ჯანსაღ პროდუქტს სად ყიდულობთ ხალხო?

ძალიან რთული საკითხია ეგ sad.gif
მე ვენდობი ნაცნობ გამყიდველებს, ნაცნობების გამოცდილებას,
ან საწარმოს ან მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას,
ან არადაინტერესებული პირების რეკომენდაციებს...

Posted by: Mstyle 5 Feb 2018, 16:26
Cosmonomad
კონკრეტული პროდუქტები შემიძლია გირჩიო თორემ ისე ძალიან ზოგადი და რთული საკითხია

Posted by: Cosmonomad 5 Feb 2018, 19:40
Mstyle
ნებისმიერი რამ sad.gif
მაგალითად, ქათმის ხორცი ან კვერცხი, მგონია რომ ყველა ჰორმონებითაა გაბერილი და არაფერ საარგებლოს არ შეიცავს.
რაჭაში ბებიაჩემის დაკლული ქათმის გემო რომ მახსოვს და მერე ეს, საძაგლობაა.

ბაზარში რაც იყიდება ბოსტნეული, მგონია რომ სასუქებითაა სავსე. ფშავში ისეთი კარტოფილი ვჭამე,აარასდროს ისეთი გემრიელი ბაზარში არ მიყიდია.
ადგილები მინდა ისეთი,სადაც იცით რომ შედარებით ჯანსაღი პროდუქტი იყიდება, ბაზარი, მაღაზია, არააქვს მნიშვნელობა, ვისაც ენდობით
* * *
არის თუ არა რომელიმე ძეხვეული ნორმალური?
ხსნადი ყავა მინდა კიდევ რამე, რომელსახ ტალახის გემო არ ექნება

Posted by: Keti-Ket 5 Feb 2018, 21:30
Cosmonomad
მეც ძალიან მაინტერესებს ეგ საკითხი, ასე რომ თუ ვინმე გვირჩევს მართლა ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს

Posted by: nia4u 6 Feb 2018, 00:42
Cosmonomad
QUOTE
ხსნადი ყავა მინდა კიდევ რამე, რომელსახ ტალახის გემო არ ექნება

რომელს სვამ, ტალახის გემო რომელს აქვს?
მე მაგალითად იაკობს ვყიდულობ ან ნესკაფე გოლდს,
სულ არ მეტალახება... smile.gif

Posted by: fladan 6 Feb 2018, 02:12
სალამი ხალხო, ნორი სად შეიძლება ვიყიდო

Posted by: Cosmonomad 6 Feb 2018, 10:53
QUOTE (nia4u @ 6 Feb 2018, 00:42 )
Cosmonomad
QUOTE
ხსნადი ყავა მინდა კიდევ რამე, რომელსახ ტალახის გემო არ ექნება

რომელს სვამ, ტალახის გემო რომელს აქვს?
მე მაგალითად იაკობს ვყიდულობ ან ნესკაფე გოლდს,
სულ არ მეტალახება... smile.gif

ნესკაფე ახლა არ ვიცი როგორია, მაგრამ ადრე ვსვამდი და მახსოვს, მაგითაც არ ვყოფილვარ დიდად აღფღოვანებული.
და მეც იაკობს ვსვამდი ისე, მაგრამ დიდად არ მომწონდა. რამდენჯერმე ვიყიდი ცალობით რომ იყიდება, მგონი 40 თეთრი ღირს და ეგ გაცილებით გემრიელია და იგრძნობ ყავის გემოს, ვიდრე მთლიანი შეკვრით ნაყიდში.

Posted by: tatanashvili1 9 Feb 2018, 19:00
დიდი ძიების შემდეგ მე ის ვიპოვეე biggrin.gifuser posted image

Posted by: FranziskanerWeissbier 10 Feb 2018, 17:55
ეს ყავისფერი ბრინჯი ყველგან ასეთი არაადეკვატური ფასი ღირს? 8-10 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე ვერსად mad.gif mad.gif

Posted by: eldiablo 10 Feb 2018, 18:59
Cosmonomad
QUOTE
ქათმის ხორცი

ამაზე შემიძლია გითხრა რო საუკეთესო ნედლი ქათამი საგარეჯოს აქვს. ყველას ჯობია აბსოლიტურად მარა ყველა მარკეტში არარის როგორც ვიცი. საკმაოდ კარგად ვერკვევი ამ საკითხში და დამეჯერება, ყველა ფირმის ქათამთან მქონია შეხება ბოლო 2 წლის მანძილზე და საუკეთესოა. ყველაზე ახლოს ეს არის ნამდვილ სოფლის ქათამთან გემოთიც და ხარისხითაც. ვიდზე რო შეხედავთ ალბათ ყველაზე ცუდი ვიდი აქ სხვებთან შედარებით მარა საუკეთესოა..
P>... ხო ჩემი ფირმა არარის და არანაირი სარგებელი არმაქ აქედან. ამ სფეროში ვმუშაობდი დიდი ხანი და.

Posted by: Cosmonomad 10 Feb 2018, 19:25
QUOTE
ყველაზე ახლოს ეს არის ნამდვილ სოფლის ქათამთან გემოთიც და ხარისხითაც.
რითაა ახლოს? ჰორმონებით არაა გაჭყეპილი და ორ-სამ დღეში დაზრდილი?
ფერმის ქათამია, ვინმეადგილობრივი აბარებს თუროგორაა? არც მსმენია საგარეჯოს ქათამზე, სიმართლე გითხრა.

შესახედაობას რას დავეძებ, მთავარია გული ჰქონდეს კაი smile.gif

Posted by: eldiablo 10 Feb 2018, 19:29
Cosmonomad
QUOTE
რითაა ახლოს?

წერია იმ წინადადებაში რაც დააციტირე. ფერმის ქათამია მარა არც 2-3 დღეშია გაზრდილი და არც იმდენი ვიტამინებითა და ჰორმონებითაა გაჭყეპილი როგორც სხვა ფერმის ქათმები. ეხლა სუფთა ქათამს მარკეტში ვერსად ვერ იყიდი. არგსმენია იმიტო რო ცოტააა სხვა ფერმებთან შედარებით დიდხანს ჭირდებათ დრო რო გაიზარდონ და ვიდზეც ვერარის ისეთი როგორც მაგალითად ნოზძაზე ან ბიო, ამიტო ნაკლებად არის ცნობილი..

Posted by: nia4u 10 Feb 2018, 20:42
eldiablo
სად იყიდება მაგალითად? რომელიმე ქსელი ან მაერკეტი კონკრეტულად...
ან როგორ მივხვდეთ, რომ საგარეჯოსია?
მუხრანის ქათმებს ქონდათ ხოლმე ფეხზე მობმული იარლიყი...

Posted by: eldiablo 10 Feb 2018, 21:14
nia4u
შეფუთვას აწერია.. მე პირადად თბილისი მოლის კარფურში ვყიდულობ ხოლმე. ეს ის იშვიათი რამეა რასაც კარფურში ვყიდულობ. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nia4u 10 Feb 2018, 21:23
eldiablo
გაყინულია?
ალბათ სხვა კარფურებშიც იქნება...

Posted by: sophka 10 Feb 2018, 21:51
nia4u
ნია გაყინული არაა, გასუფთავებული და შეფუთულია.
მეც მიყიდია ისე ეგ საგარეჯოს ქათამი ისთფოინთის კარფურში და არ იყო ცუდი.
თუმცა ნოზაძეც ძალიან მომწონს, მისი ფილეც.
სიჯანსაღეზე არ ვიცი. ვერაფერს ვიტყვი.


Posted by: nia4u 10 Feb 2018, 22:09
მადლობა, ბავშვებო, ვსინჯავ აუცილებლად

Posted by: noniko 11 Feb 2018, 00:36
გამარჯობა თქვენი დახმარება მჭირდება როგორ არის ქართულად чаман ან სად შეიძლება შეძენა?

Posted by: sophka 11 Feb 2018, 01:15
noniko
უცხო სუნელი, ნებისმიერ ადგილს სადაც სუნელებია ან დიდ მარკეტებში დაფასოებული.

Posted by: Cosmonomad 11 Feb 2018, 01:48
eldiablo
დიდი მადლობა, აუცილებლად დავაგემოვნებ

Posted by: noniko 11 Feb 2018, 09:33
ჩამანი უცხო სუნელია? სურათზე ისე სხვანაირად გამოიყურებოდა ვერც მივხვდი თორემ უცხო სუნელი კი ვიცი და სახლშიც მაქვს. დიდი მადლობა

Posted by: nia4u 11 Feb 2018, 18:55
noniko
sophka
კიდევ ჩამანს ეძახიან სუნელების ნარევს, რაშიც ხორცს აბასტურმებენ, სადაც უცხო სუნელს სხვა სანელებლებიც ემატება smile.gif

Posted by: noniko 11 Feb 2018, 23:22
nia4u
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: nipara 14 Feb 2018, 12:48
საინტერესო თემაა. დავფიქსირდები

Posted by: kompmany 20 Feb 2018, 17:17
სად იყიდება ასაწონი კარაქი? (ფინური, ზელანდიური, რუსული) სანდო რომ იყოს რა...

Posted by: nia4u 20 Feb 2018, 21:52
kompmany
ასაწონი არ ვიცი, მაგრამ სანდო ევროპროდუქტში ალბათ smile.gif

Posted by: drehzahlbegrenzer 21 Feb 2018, 00:48
ხომ არ იცით club mate, smugglers-ის გარდა თუ იყიდება სადმე

Posted by: AnneSh 22 Feb 2018, 00:16
უშაქრო, დიაბეტური ნაყინი თუ იცით ვინმემ სად შეიძლება რომ ვიყიდო help.gif

Posted by: nadin 22 Feb 2018, 00:27
kompmany
ევროპროდუქტში ვალიოს კარაქია ასაწონი

Posted by: nia4u 22 Feb 2018, 01:01
AnneSh
QUOTE
უშაქრო, დიაბეტური ნაყინი

ადრე ქონდა ბარამბოს და ამ ზაფხულს ვეღარ ვნახე ვერსად,
მგონი აღარ გამოდის.
თუ წააწყდე სადმე, გამაგებინე მეც smile.gif
ახლა გამახსენდა, რომ იბერიაზე გადიოდა რეკლამა, რომელიღაც კაფესი და იქ იყო,
მორელის ჯელატო? თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა...

Posted by: Sergosergo 22 Feb 2018, 23:02
ხიზილალა იაფად.ვისაც გსურთ მომწერეთ!!

Posted by: nipara 23 Feb 2018, 09:36
Sergosergo
რა ხიზილალაა? რამდენად?

Posted by: Sergosergo 25 Feb 2018, 10:25
nipara
140 გრამიანი 30 ლარად.შესაძლებელია იაფად.გააჩია მოთხოვნის ინტენსივობას.user posted image
* * *
user posted image 140 გრამიანი 30 ლარად.შესაძლებელია იაფად.გააჩია მოთხოვნის ინტენსივობას.

Posted by: Mstyle 6 Mar 2018, 17:45
დაუმუშავებელი, ყავისფერი ბრინჯი წონით გეგულებათ სადმე?

Posted by: eve616 7 Mar 2018, 11:35
გამარჯობა
არტიშოკი იყიდება სადმე?

Posted by: Maiko Shamugia 7 Mar 2018, 16:54
eve616

გუდვილიში დამინახავს ადრე, ამ ბოლო დროს არ დავკვირვებივარ , არ შემიმჩნევია

Posted by: eve616 7 Mar 2018, 17:11
Maiko Shamugia
მადლობა <3
იქნებ ვინმემ ისეთი ადგილიიიცით სადაც უფრონხშირად შეიძლება გადავეყარო biggrin.gif

Posted by: nipara 7 Mar 2018, 17:15
eve616
შვიათად ეძრობა ხოლმე დიღმის გუდვილში. ერთი ორჯერ აგროჰაბში ვნახე. აგროჰაბში უფრო ხშირად აქვთ მასეთი უცხო ხილბოსტნეული

Posted by: Quantum 20 Mar 2018, 22:06
გამარჯობა.

მოხარშულ ან შემწვარ სიმინდს ვიშოვი ეხლა სადმე მეგობრებო?

Posted by: nipara 21 Mar 2018, 10:40
Quantum
მოხარშული იყიდება დაფასოვებული ვაკუუმში, კარფურში. ტკბილი სიმინდია. უცხოურია რაღაც.

Posted by: s-n-r 22 Mar 2018, 01:08
ქილებში დაფასოებული (შედარებით) გემრიელი კიტრის მწნილი იყიდება სადმე? user.gif
მიმდებარე მაღაზიებში ძირითადად რაღაც სოლედოს და ელდორადოს გამოშვება აწყვია, არაფრად არ ვარგა. მარნეულისას არა უშავს, მაგრამ მგონი ზედმეტად აქვთ მოხარშული და ცოტა უფრო მეტი სიცხარეც არ აწყენდა.
კიდევ რომელი მწარმოებლისას მირჩევთ?

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Mar 2018, 01:14
s-n-r
სუპრიმოსი არაა ცუდი biggrin.gif
----------------------------------

Posted by: nia4u 22 Mar 2018, 22:45
s-n-r
მარნეულზე უკეთესი ჯერ ვერ ვნახე...
ტყემალიც მაგათი ჯობია ყველას და კიტრის მწნილიც...ჩემი აზრითა და გემოვნებით smile.gif
* * *
Quantum
QUOTE
მოხარშულ ან შემწვარ სიმინდს ვიშოვი ეხლა სადმე მეგობრებო?

ბონდუელის ნორჩი სიმინდის მარცვლები არის დაკონსერვებული...
ასევე მარცვალი თეთრი სიმინდი იყიდე და მოხარშე, ოღონდ დიდხანს კი უნდა ხარშვა,
მერე მარილს მოაყრი და კაია! smile.gif

Posted by: sophka 24 Mar 2018, 20:44
s-n-r
საშუალო ზომის ქილა იყიდე, 700თუ 800 გრ.მგონი, პატარა კიტრები უფრო გემრიელი და ხრაშუნებია მარნეულის ვიდრე დიდები.

nia4u
მართლაც ყველაზე გემრიელი მარნეულის ტყემალი და კიტრია.

აი, კულას პომიდვრის საწებლები უფრო მომწონს.

Posted by: nia4u 25 Mar 2018, 01:19
sophka
მე მარნეულის სამლიტრიანები მომწონს - მწნილი მწნილად და სამლიტრიანი ხრახნიანი ქილა - ქილად!
yes.gif bis.gif
რკინის ყუთისაც კარგია, ოღონდ გასაყიდი ვერ ვნახე,
თვითონ მაღაზიები ყიდულობენ და მერე წონით ყიდიან...


Posted by: mustafa_ibrahim 26 Mar 2018, 11:03
ხალხო. კარგი ნახშირი სად შეიძლება იყიდოს კაცმა. კარფურში რომ იყიდება და ნახევარი ნაცარი ყრია არ მინდა, დაპრესილი ბრიკეტები თუ იყიდება სადმე? დიდხანს რომ ინარჩუნებს ტემპერატურას.

Posted by: nipara 26 Mar 2018, 11:46
mustafa_ibrahim
თურსაში აქვთ კარგი, და გუდვილში.

Posted by: mustafa_ibrahim 26 Mar 2018, 23:37
nipara
მადლობა .

Posted by: Trump 27 Mar 2018, 10:49
maple syrup სადმე გინახავთ იყიდებოდეს?

Posted by: nipara 27 Mar 2018, 10:59
Trump
დიღმის გუდვილში იყო კაი ხნის წინ ვნახე. ბლინებს აკვდება smile.gif
აგერ დაურეკე ამათ იქ თუ ვერ ნახე http://organika.ge/product/maple-syrup/

Posted by: Trump 27 Mar 2018, 11:09
nipara


დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Grlfona 28 Mar 2018, 04:33
greek yogurt არაჟანია?

Posted by: nia4u 28 Mar 2018, 06:43
Gr1fona
არა, ბერძნული იოგურტი არის არატკბილი, დანამატრების გარეშე იოგურტი,
მგონი მაწონთან უფრო ახლოა, ვიდრე არაჟანთან... yes.gif

Posted by: alahambra 28 Mar 2018, 18:31
QUOTE
reek yogurt არაჟანია?


მაწონია,კამეჩის მაწონს ჰგავს

Posted by: Quantum 28 Mar 2018, 21:57
nipara
nia4u

მადლობა დიდი! smile.gif))

ტაროების შოვნა შანსი არაა ხო ეხლა smile.gif

Posted by: nia4u 29 Mar 2018, 01:10
Quantum
სპორტის სასახლის წინ ყიდიან მოხარშულ ტაროს პატარა ურიკით, კვირას ვნახე...
ქვაბით, ცხელ-ცხელს...

Posted by: Grlfona 29 Mar 2018, 02:32
alahambra
nia4u
მადლობა

Posted by: dendo 29 Mar 2018, 09:59
მზა პროდუქტებს ვეღარ ვყიდულობ სახალხო კონტროლს რომ ვუყურე მის მერე

Posted by: Quantum 29 Mar 2018, 21:18
nia4u
მადლობა დიდი smile.gif)

......................

Posted by: tatanashvili1 6 Apr 2018, 22:34
გამარჯობათ მეგობრებო. ამ დროს პარმაზანს რომელ მაღაზიაში ვიყიდი?

Posted by: Keti-Ket 7 Apr 2018, 14:04
tatanashvili1
კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტსაც უნდა ჰქონდეს წესით

Posted by: Sabra 15 Apr 2018, 15:31
ჰუმუსი მინდა და ხომ ვერ მირჩევთ ინგრედიენტები სად ვიყიდო?

Posted by: kriketi-1985 16 Apr 2018, 00:59
QUOTE (Sabra @ 15 Apr 2018, 15:31 )
ჰუმუსი მინდა და ხომ ვერ მირჩევთ ინგრედიენტები სად ვიყიდო?

მუხუდოს ყველა დიდ მარკეტში იყიდი, კარფური, გუდვილი... ხოლო ტაჰინი თურსაში შევიძინე ამას წინათ, დიდუბე პლაზაში. დანარჩენს ისედაც იოლად იშოვი smile.gif

Posted by: Keti-Ket 16 Apr 2018, 21:41
QUOTE
ტაჰინი

აი ამ ტაჰინის გამო არ გავაკეთე დღემდე ჰუმუსი, არად მომწონს, თან როგორი სასარგებლოა. მერე რაღაც რეცეპტი ვიპოვე ისპანახით და მაგის გაკეთებას ვფიქრობ

Posted by: Sabra 17 Apr 2018, 12:11
kriketi-1985
მადლობა, ვნახავ და იმედია გამომივა

Posted by: kriketi-1985 18 Apr 2018, 12:58
Sabra
არაფრის wink.gif თუ ტაჰინის თავად მომზადება გინდა, ასაწონი სეზამიც იყიდება კარფურში, მე ორჯერ ვცადე და ორჯერვე ჩავფლავდი, ამიტომ დავიწყე მზა ტაჰინის ძებნა ;D

Posted by: tatanashvili1 20 Apr 2018, 08:53
მოგესალმებით ყველას ))) რენატის ტაბლეტები სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 14:33
tatanashvili1
QUOTE
რენატის ტაბლეტები

რა არის ეს?

Posted by: tatanashvili1 20 Apr 2018, 16:25
nia4u
ყველის გაკეთება მინდა და რძეში უშვებიან . იუთუბზე ვუყურე რამოდენიმე ვიდეოს. პეპსინის ბიძაშვილია თუარვცდები ))). იდეაში პეპსინიც იგივე შედეგს იძლევა უბრალოდ დოზა არ ვიცი რამდენი რამდენზე უნდა

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 17:06
ქართულად არც იგუგლება, შეიძლება არც არის აქ...
პეპსინი შემიძლია გაგიგო რამდენი რამდენზე უნდა...

Posted by: tatanashvili1 20 Apr 2018, 17:27
nia4u
დიდი მადლობელი დაგჩები))). მოცარელას გაკეთება მინდა. ლიტრაზე რამდენი გრამი უნდა ან როგორ უნდა გამოვიყრნო თუ არ შეგაწუხრბ ორიოდე სიტყვით ამიხსენი

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 17:57
tatanashvili1
მოცარელა არ ვიცი და ჩვეულებრივ იმერულზე გადავრეკავ სოფელში და დოზებს გაგიგებ...
მე თვითონ აზრზე არ ვარ...

Posted by: tatanashvili1 20 Apr 2018, 18:04
nia4u
თუ ქრ შეწუხდები მადლობელი დაგჩები)) ვიცი რო ცოტქ მეტი რო მოგივიდესსსს ცუდ ფემოს აძლევს და ამიტომ მინდა დეტალურად გავიგო

Posted by: nipara 21 Apr 2018, 09:29
tatanashvili1
Rennet არის ყველის კვეთი. ყველაზე კარგი ხარისხი, ფრანგული შეგიძლია მოიკითხო კუს ტბის ასახვევში. რომ შეხვალ ვაკიდან ასახვევშივე პირდაპირ პატარა შენობაა და იქ ზიან კომპანიაა რომელსაც შემოაქვს კვეთები. დიდ მარკეტებშიც შეიძლება ქონდეთ, გუდვილში ან აგროჰაბში. პეპსინია იგივე, უბრალოდ რომელი ყველის გაკეთებაც გინდა იმის კვეთი უნდა იყიდო.

Posted by: ninicool 21 Apr 2018, 10:46
tatanashvili1
QUOTE
თუ ქრ შეწუხდები მადლობელი დაგჩები)) ვიცი რო ცოტქ მეტი რო მოგივიდესსსს ცუდ ფემოს აძლევს და ამიტომ მინდა დეტალურად გავიგო

წესით შეიძლება თავად პეპსინსვე ეწეროს დოზა ლიტრ რძეზე.

Posted by: tatanashvili1 21 Apr 2018, 13:53
nipara
მადლობა გამოხმაურებისთვის. მოცარელას გაკეთევა მინდა და ყველა რეცეპტი რაც ვბახე ყველას ამ რენეტით აკეთებენ. აგროჰაბში, გუდვილში და კარფურში ვერ ვიპოვე (((ninicool ვიყიდე პეპსინი და არ აწერია დოზებიsad.gif

Posted by: ninicool 21 Apr 2018, 15:22
tatanashvili1
QUOTE
ვიყიდე პეპსინი და არ აწერია დოზები

იქნებ ეს რეცეპტი გამოგადგესთ

http://aww.ge/kulinariumi123moamzadeth-ugemrielesi-motsarela-sakhlis-pirobebshi-martivia/

Posted by: Keti-Ket 21 Apr 2018, 21:51
tatanashvili1
მოცარელას მთავარი განმასხვავებელი არატრადიციულისგან რაღაც ცხოველური წარმოშობის კვეთი ყოფილა, რომელიც განაპირობებს ნამდვილი მოცარელას განსხვავებულ გემოს არატრადიციული მეთოდით დამზადებულისგან

Posted by: tatanashvili1 21 Apr 2018, 23:19
Keti-Ket
ესეიგი მე ეხა ტყვილა ვწვალობ მაიმც ვერ გავაკეთებ სანამ ამ რენატის ტაბლეტს არ ვიშოვი. საქართველოში აშკარად არ იყიდება შემოვიარე დღეს ყველაფერი.დაილოცოს ებაის მადლი biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 21 Apr 2018, 23:24
tatanashvili1
მინიმუმ იმის გარანტია მაინც გექნება რომ მცენარეული ცხიმებით სავსე მოცარელას არ მიირთმევ biggrin.gif

Posted by: ninicool 21 Apr 2018, 23:26
nia4u
QUOTE
ქართულად არც იგუგლება, შეიძლება არც არის აქ...
პეპსინი შემიძლია გაგიგო რამდენი რამდენზე უნდა...

მე დავგუგლე ინგლისურად და მერე გადავედი რუსულ ვერსიაზე, სახელი აქვს განსხვავებული.

https://en.wikipedia.org/wiki/Rennet

რენინი, იგივე ქიმოზინი ყოფილა. პრინციპში, იგივე გზით მიიღება, როგორც პეპსინი (ერთი თვალის გადავლებით, ღრმად შესწავლა მეზარება smile.gif )

Posted by: nia4u 23 Apr 2018, 17:18
tatanashvili1
დაგიგვიანე პასუხი, მაგრამ არ დამვიწყნია smile.gif

მოკლედ, პეპსინის ხსნარი ბოთლით არის ორნაირი - პლასტმასის სახურავით და ლითონის სახურავით.
ლითონის სახურავიანი მოყვითლო ფერს აძლევს ყველსო და ამიტომ პლასტმასიანი ჯობიაო.
დაახლოებით 7 ლიტრა რძეზე ერთი სავსე თავსახური პეპსინი უნდა ჩაასხაო.


Posted by: Lady Gaga 23 Apr 2018, 20:01
მოსახარში რაჭული ლორი სად იყიდება?

Posted by: tatanashvili1 24 Apr 2018, 00:57
Lady Gaga
ამ ბოლოს აგროჰაბში იყიდებოდა

Posted by: Cosmonomad 25 Apr 2018, 14:09
გამარჯობა, მეობრებო, ხომ ვერ მიმასწავლით სად ვიყიდო შავი შოკოლადი, ისეთი არ მინდა ოღონდ რომ აწერია "შეიძლება შეიცავდეს რძეს" და ბლა ბლა.
მოკლედ, რძის, რძის ფხვნილის და მსგავსი რაღაცების გარეშე მინდა.

Posted by: buxxx 28 Apr 2018, 18:52
ხომ არ იცით შემთხვევით სად იყიდება ნახშირის ასანთები სითხე?
https://www.google.ge/search?q=bbq+lighter+fluid&rlz=1C1CHBD_enGE735GE735&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=ztkSfNTQMS84WM%253A%252CKVNClDbAI3x_eM%252C_&usg=__LrCaq6tjLFst778x7RD18VlVaMA%3D&sa=X&ved=0ahUKEwi1zdf8mN3aAhXLbZoKHXrfCMMQ9QEIOzAC#imgrc=_
ასეთები, ნავთი და ბენზინი არ მინდა გემოს მისცემს რაც შეიწვება იმას. მინდა რამე სპეციალური.

Posted by: Mako Subladze 28 Apr 2018, 20:28
buxxx
სპირტსაც ხომ ეკიდება ცეცხლი.
სინჯე.

Posted by: buxxx 28 Apr 2018, 20:43
Mako Subladze
QUOTE
სპირტსაც ხომ ეკიდება ცეცხლი.
სინჯე.

სპირტით ვცადე ბევრჯერ მაგრამ სპირტი ძალიან მალე იწვება და არ ეკიდება ნახშირს
ვიდეოებს რაც ვუყურე ეგ სითხეები კარგია, ასხავენ ელოდებიან ცოტას შეიწოვს და მერე რომ უკიდებენ დიდხანს და ნელა იწვება ასწრებს ნახშირი ანთებას

Posted by: nipara 28 Apr 2018, 21:42
buxxx
თურსაში შედი წერეთელზე იქ არის, ჟელირებული სითხეა. კაი ხანს გეყოფა ნახევარ ლიტრიანი ბოთლი. არ ბოლავს, სუნი არა აქვს. მოცისფრო ალი აქვს. ვერც დაინახავ მოეკიდა თუ არა. მაგარი რამეა მე მგაგას ვხმარობ სულ. არც გეშინია რო აალდეს და ხელი დაგწვას. თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს.

Posted by: AnneSh 28 Apr 2018, 21:50
იქნებ ვინმემ იცოდეთ, მდოგვის ფხვნილი სად შეიძლება რომ ვიშოვო?

Posted by: buxxx 28 Apr 2018, 22:05
nipara
QUOTE
თურსაში შედი წერეთელზე იქ არის, ჟელირებული სითხეა. კაი ხანს გეყოფა ნახევარ ლიტრიანი ბოთლი. არ ბოლავს, სუნი არა აქვს. მოცისფრო ალი აქვს. ვერც დაინახავ მოეკიდა თუ არა. მაგარი რამეა მე მგაგას ვხმარობ სულ. არც გეშინია რო აალდეს და ხელი დაგწვას. თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს.

გაიხარე ვნახავ აუცილებლად.
პირდაპირ ნახშირზე ხმარობ თუ უკიდებ კიდევ რამეს? ჩვეულებრივ ნახშირს ანთებს ხო კარგად დანიავება და რამე ჩალიჩი უნდა?

Posted by: nipara 29 Apr 2018, 08:03
buxxx
კბილის პასტის კონსისტენციაა, ცოტა თხელი უფრო. დაასხავ პირდაპირ ნახშირზე და ცეცხლს მიუკიდებ და ეგარი. რო მიუნთებ არ ეტყობა ალი, არ გეგონოს რო არ აინთო და ხელი ან მოგიხვდეს დაგეწვება. დაუნიავებ მერე და თუ ნახე რო ცოტაა დაუმატე ჟელე. მარა ბევრი არ გინდა დაელოდე და გააკეთებს თავის საქმეს.
* * *
AnneSh
გუდვილში. ფხვნილიც და დაფქულიც. სუნელების სექციაშია ოხრად.

Posted by: ჟან_შარდენი 30 Apr 2018, 12:14
თხის რძე სად შეიძლება ვიყიდო ?

Posted by: Keti-Ket 30 Apr 2018, 21:58
ჟან_შარდენი
აგროჰაბმა შემოიტანა რამდენიმე დღის წინ

Posted by: Keti-Ket 22 May 2018, 22:44
ხალხნო, რიკოტა სად გეგულებათ და ფასიც თუ იცით?

Posted by: kompasa mio 24 May 2018, 18:47
ჭარხლის ბადაგი სად შეიძლება ვიშოვო
იგივე მელასა

წესით უნდა იყოს აქაც, ამაზონიდან არ გამომაწერინოთ baby.gif

Posted by: sTrSandro 25 May 2018, 16:04
გამარჯობათ ესეთ ბოთლებს სად ამზადებენ ან სად კეთდება ხომ არ იცით ?


user posted image

Posted by: nia4u 25 May 2018, 20:40
Keti-Ket
QUOTE
ხალხნო, რიკოტა სად გეგულებათ და ფასიც თუ იცით?

მე რამდენადაც ვიცი, იგივე ნადუღია...
ბაზარში იყიდება და 4-5 ლარი ღირს კილო...

Posted by: cvanca 26 May 2018, 15:49
გამარჯობათ, ხომ ვერ მეტყვით თბილისში სად შეიძლება ვიყიდო მდინარის თევზი, რომელიც არ იქნება გაყინული და ჰორმონებით გაზრდილი? შემოდგომით ვყიდულობდი დეზერტირების ტერიტორიაზე, ალაზნის თევზი ჰქონდათ, მაგრამ ეხლა აღარ არიან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)