forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (289) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  United States Of America
 
ყველაფრისმოცდნეთა ოსკარი უნდა გადაეცე
Ambitious_Person [ 12 ]  [9.76%]
Dimentius [ 95 ]  [77.24%]
-Alex- [ 16 ]  [13.01%]
Total Votes: 123
  
Waiting-for-kharcho
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 219631
რეგისტრ.: 11-June 16

გამოგზავნილია: 19 Mar 2017, 22:31  #50184721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

წინა თემები
USA
United States Of America
USA
United States Of America
United States Of America
United States Of America
United States Of America
აქტიური იუზერები 2kiss.gif
Lucky9090
Lanski_m
^O^
dimentius
-zeppelin-
Waiting-for-kharcho
thug
DaNGeR_DaNGeR
lilu777
laliko

წარმატებები ყველას!!


--------------------
Women call me ugly until they figure out how much money I make. Then they call me ugly and poor
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8630
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2017, 22:40  #50184796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Waiting-for-kharcho
Poll ში წამომჭიმე და 4 პოსტის გამო აქტიური იუზერებიდან ამომიღე .აი ეგაა ახლა ობიექტურობა?




ჩემი ხმა დიმენტიუსს.ოღონდ სეეიოზული მნიშვნელობით .


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

elchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5526
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2017, 22:43  #50184820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს სურათიც მოუხდება ამ თემას.

user posted image



--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6889
წევრი No.: 49708
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 19 Mar 2017, 23:12  #50185026      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოცვას ვაძლიერებ პირველი მაისისთვის! pop.gif


--------------------
სოკოს ლიმონათი
GI2RGI _///M
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1824
წევრი No.: 125837
რეგისტრ.: 12-January 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 01:01  #50185799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
//////////////////////////////////////////////////////


--------------------
ავიღოთ რამდენიმე ლიტრი რძე, გარშემო შემოვაკრათ ძუძუ, ზევიდან დავაშენოთ ძროხა, ვსიო ცხოველი მზადაა, გავასეირნოთ

ჩუმად ყოფნა კარგია, ზოგს დებილი გონიხარ, ზოგს გენიოსი. სინამდვილეში ჩუმად ზიხარ და მარტორქებზე ფიქრობ.

ტრიციტიში ცოტა ფულია შენი კარგის ტრაკი მ..........ან
godblessamerica
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 197
წევრი No.: 229361
რეგისტრ.: 20-February 17

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 01:06  #50185830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ იცოდეთ,პასპორტზე ვადა გამდის,ახალი პასპორტი მინდა ავიღო,ნიუ იორკში უნდა ჩავიდე საკონსულოში პირადად? რამე სხვა გზა არი ან ფოსტით?ან სკაიპით საქართველოში მინდობილობა რომ გავუკეთო ცემებს? იცით ვინმემ?
მე რაც ინტერნეტში გავარკვიე,ონლაინ სერვისი არი,ოღონდ თუ ბიომეტრიული პასპორტი გაქ,მე კიდევ ძველი პასპორტი მაქვს

This post has been edited by godblessamerica on 20 Mar 2017, 01:20
elchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5526
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 01:06  #50185836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველას დაგლოცავთ, მნიშვნელობა არა აქვს ვინ სად ცხოვრობს.
აგსრულებოდეთ ოცნებები და თქვენი ადგილი გეპოვნოთ.

ეს ყველა ჭიქა თეთრი ღვინისთვის არის განკუთვნილი, რომ ყოფილიყო სიმეტრიული სურათი, ამიტომ ჩამოვასხი მათში 4 სხვადასხვა ღვინო.

ღვინის ჭიქას დიდი მნიშვნელობა აქვს. :old:

მოკლედ, ამჯერად წარმოგიდგენთ 2012 წელს ჩემს მიერ დაყენებულ ოთხ ნატურალურ ღვინოს.

მარცხნიდან მარჯვნივ:
1-ჩვენი თითა 40%, აქაური რისლინგი 60%.
ძალიან არომატული და სასიამოვნო მისართმევია.
თევზეული, ფრინველი და კურდღელი, მისწრებაა ამ ღვინისთვის.
ასევე ხილთან ერთადაც შეიძლება მისი დაგემოვნება.
9.7% გამოვიდა მასში ალკოჰოლის შემცველობა.

2-ადესა, ანუ CONCORD.
სასწაულად არომატული რამე გამოვიდა.
ალკოჰოლის რაოდენობა 10,2%.

3-ადესა 60% და RUBY RED 40%

შუშხუნას წააგავს ძლიერ.
უფრო სადესერტო ღვინო დადგა.
ალკოჰოლი-10,3%.

4-დირბულა.

აი რა უნდა დავწერო ეხლა ამაზე???

ლიტრა ნახევარში მამის მოკვლას მოგინდება, სუფთა კარაბინაა. :d030:

ალკოჰოლი 13%.

user posted image



lilu777
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5362
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 06:03  #50186485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Waiting-for-kharcho

შენ რატომ გახსენი ვითომ? smile.gif ასე გიხაროდა? smile.gif


--------------------
What separates the winners from the losers is how a person reacts to each new twist of fate.
Money was never a big motivation for me, except as a way to keep score. The real excitement is playing the game.
Everything in life is luck.
Donald Trump
dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2129
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 07:00  #50186499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ambitious_Person
QUOTE
ისე არამგონია ფიზიკურად რუსებს ვგავდეთ .თან იმათ აქცენტიც სხვა აქვთ სულ რომ სხლავდნენ ინგლისურს და რატო ეშლებათ?


კი არ ეშლებათ უბრალოთ არ იციან საქართველო საერთოდ. საბჭოთა კავშირი და რუსეთი კი კველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში და რა საკვირველია რომ იციან.
როგორც მაგალითად შენ არ იცი როგორ გამოიყურება სხვა მცირე ერი. როგორც მაგალიტად არავინ იცის სამხრეთ აფრიკელს შორის და სვაზილანდის მკვიდრს შარის განსხვავება საქართველოში ))))
არ ცნობენ საქართველოს საერთოდ, შეიძლება 100-დან 5-10 იცოდეს. იმ ათიდანაც ლამის ყველა Russian Georgia? შეგეკითხება.

რაც შეეხება მსგავსებას კი ვგავართ. ჩრდილო ოსები, დაღესტნელები, კაბარდოელები, კარაჩაევო-ჩერქესები და ა.შ. რუსეთის მოქალაქეები არიან და მათთან გვაქვს ფიზიკური მსგავსება.


* * *
meu
QUOTE
აქაურობას რო ვუყურებ ერთი რამ მიკვირს, ვინც ამერიკაში წავიდა ფორუმზე ყოფნის დრო ერთი ორად გაზარდეს და რაშია საქმე?


ურთიერთობა ადამიანისთვის აუცილებელი თვისებაა.
განსხვავებული სოფლმხედველობის გამო მე მაგალითად ვერ ვნახე ამერიკელი ვისთანაც ვიმეგობრებდი და დროს გავატარებდი.ისევ ჩემს ქართველ მეგობრებთან მირჩევნია დაურეკო და ვესაუბრო ვიდრე ამერიკელ ნაცნობს. ამიტომაც ურთიერთობისთვის აქ შემოვდივარ.



* * *
SiBNELE
QUOTE
მოკლედ ეს სითი ბანკი რა ტილიანი ვინმე ყოფილა, არიქა ჩემს კომპანიასთან მეგობრობს თქო ვიფიქრე და ორჯერ ჰარდ ინქუირის გამიკეთეს კრედით სკორზე სულ რაღაც $300 სექიურდ კრედიტ კარტისთვის და მაინც არ მომცეს, ორივეჯერ გადმომირეკეს და გადაამოწმეს ის ინფორმაცია რაც შევიყვანე აპლიკაციის სევსებისას, სოშალის ასლს და მისამართის ბილებს ითხოვენ ახლა. ამასობაში ბანკ ოფ ამერიკამ პირველივე ცდით მომცა სექიურდ ქრედით ქარდი და ჩეისმა იმენა ქრედით ქარდი. უნდა გავაუქმო ეს სითი ბანკი, მხოლდო სექიურდისთვის დავრეგისტრირდი და რაღათ მინდა


დაანებე შენით კრედით კარტებზე განაცხადის გაკეთებას, თორემ ამ ხარდ ინქუირის გიკეთებენ რომელიც ძაან ცუდია და 4 წელი რჩება კრედიტ რეპორტში.
ყველაზე ადვილი გზა კრედით სქორისთვის არის:

1. უბრალოდ გახსენი checking account შენთვის სასურველ ბანკში.
2. გახსენი secured credit card
3. სამსახური ნახე და თხოვე რომ ხელფასი direct deposit გაგიკეთონ შენს საბანკო ანგარიშზე.
4. უბრალოდ დაელოდე რამოდენიმე თვე და სახლში სხვადასხვა ბანკები დაგიწყებენ გამოგზავნას შემოტავაზებების. შენით ხელოვნურად ვერ დააჩქარებ პროცესს უბრალოდ რამოდენიმე თვე დაელოდე.
5. რომ მოგივა წერილები მხოლოდ ის კრედიტ კარტები აიღე რომლებიც არის PRE Approved, ასეთ შემთხვევაში ჰარდ ინქუირის არ გიკეთებენ და ეგრევე გაძევენ კრედიტ კარტას.

ზოგადი რჩევები:
- არ გახსნა ბევრი კრედიტ კარტა და ანგარიში. მხოლოდ რასაც იყენებ იმდენი იქონიე. ვინაიდან ანგარიშები რომლებსაც არ იყენებ და მათზე არანაირი აქტიობა არ ხდება კრედიტ სქორზე ცუდად აისახება.
- არც ანგარიების დახურვა ვარგა კრედიტ სკორისთვის.
- 6-ზე მეტი ანგარიში არ გახსნა ცუდია კრედიტ სქორისთვის.
- კრედიტ კარტის ბალანსი გეჭიროს 30-40% ფარგლებში, ეს იმაზე მეტყველებს რომ ზომიერი მომხმარებელი ხარ.
- კრედიტ სქორის ყველაზე კარგი აწევის საშუალებაა მანქანის ყიდვა და თვიურად სტაბილურად გადახდა.
- რაც მეტი ხელფასი გექნება მით უფრო მიმზიდველი ხარ ყველა ბანკისთვის და შესაბამისად ლიმიტებსაც გიზრდიან და შემოტავაზებებს გაძლევენ.
- ნუ ელოდები კარგ კრედით სქორს მალევე, ეს თავისით მოვა სადღაც 1,5-2 წლისთავზე, ისე რომ ვერც შეამჩნევ. მტავარია დროზე იხადო.


* * *

laliko
QUOTE
იცი რა მაინტერესებს ვთქვათ შენ გაქვს საშუალო კრედით სქორი და შენს მეუღლეს ვაფშე არა და უნდა რო წამოიწყოს თავისი კრედიტ ისტორია.


კი ცალკე მოუწევს კრედით სქორის შენება მეუღეს.

ერთადერთი რაც შეგიძლია შენს საკრედიტო ბარათის ანგარიშს მიაბა და მისცე authorized user კრედით კარტა, მარა ამით ძირითადი ბარათის მფლობელს უფრო ერიცხება ქულები ვიდრე authorized user-ს.
შეგიძლია ასევე მეუღლეს მისცე დიდი თანხა და შეატანინო saving account-ზე. 20.000+ რომ ქონდეს უკვე ბანკები შემოთავაზებებს გაუგზავნიან.
ყველას ჯობია პირადი ბანკირი გყავდეს. მე ძირითად ბანკად Chase მაქვს. პირადი ბანკირი რომ გყავდეს ამისთვის Preferred client უნდა იყო და უფასოდ მოგემსახურებიან და კარგ და კომპეტენტურ რჩევებს მოგცემენ. Preferred client რომ გახდე რამოდენიმე წელი უნდა გქონდეს ბანკთან ურთიერთობა და გარკვეული თანხა ამ ბანკში.
* * *
elchi
მე ნაპაშიც ვიყავი ღვინის ტურში, რომ კიტხო უმაღლესი ღვინის მწარმოებლები არიან. მაგრამ არ მომეწონა მათი ღვინო, ძაან მშრალი ჰავაა და ღვინო გამოსდით რაღაცნაირი სქელი. ასევე რაღაცნაირი ცხიმოვანია, რომ დალევ ჭიქა შიგნიდან გეგონება ზეთიანია. ასევე მშრალი ჰავის გამო შაქრიანობა დიდი აქვთ და სპირტიანობაც.

მე ძირითადად იტალიურ ღვინოებს ვსვავ, წითელს ვანიჭებ უპირატესობას. უფრო მსუბუქი ნაკლებად სპირტიანი და ხილის არომატებითც უფრო იგრძნობა.

საქართველოში კასის რაიონში მქონდა ხეივანი ყოველ წელს ვაკეთებდი 1,3-1,5 ტონა ღვინოს.
გორული მწვანე, ჩინური და თავკვერი მქონდა ყურძნის ჯიშებიდან.
ნაპის ღვინოებზე კარგს კი ვაყენებდი იმ ძველ პადვალში ))))
elchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5526
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 08:57  #50186596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dimentius

ჯილა ქართლელი ვარ, ჰო და სულ რუისელი, მაგრა მეზარება აბდაუბდა ლაპარაკი, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, წესით და რიგით ჭკუა უნდა მომეკითხებოდეს.
ასეთი რამე ვქნათ, ამბიშეს პერსნს ერთ ამბავს მოვუყვები და მერე შენ რას იტყვი ამ ყველაფრის შემდეგ, იმის მიხედვით დავფიქრდები, მივიღო თუ არა პოლში მონაწილეობა.

მოსულა?


Ambitious_Person

წინა თემაში ჩემი გამოჩენა იყო და ჰარიქა დაწერე რა ხდება მანდაო.
კი ავყარე ტლინკები, მაგრამ წავიკითხე მაინც ის თემა ბოლომდე.
გადავწყვიტე, მეც რაღაცეები დავწერო-გაჩვენოთ და ვურჩიო ისეთი რამ დაინტერესებულს, რაც მართლა გამოადგება.

გინდა ერთი ამბავი მოგიყვე?

მერე სხვებსაც მოვაყრი.

ეს ადრე დავწერე ემიგრანტების საითზე, ცოტას გაერთობით და თქვენც დადეთ მომავალში სურათები-ვიდეოები და ყველაგერი, რაც გადაგხდათ აქ ცხოვრებისას.

რავი აბა, მე დასამალი არაფერი მაქვს.

დავაკოპირებ იმ ძველ პოსტს.







ერთ ისტორიას სანფრანცისკოდანაც მოგაწვდით.

დაახლოებით 10 წლის წინ, პირველად დავდგი ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის, ერთერთ ულამაზესი ქალაქის აეროპორტში.
ჩამოვედი კალიფორნიაში და სახელად იმ ქალაქს, რომელშიც "მე" შევდგი ფეხი, ჩემდა "გასაკვირად", ეხლაც სანფრანცისკო ჰქვია.

დაახლოებით ორ თვეში, კარგი სამსახური ვიშოვე.
რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების რესტორანში, მენეჯერად გამამწესეს.
ალბათ იყო იღბალიც, მაგრამ ვთვლი, რომ სიპატიოსნემ და დაუზარლობამ, თავისი შედეგი გამოიღო.
მოკლედ, რესტორნის პატრონებმა, რამოდენიმე "გამოცდის შემდეგ", ჩამაბარეს "ყველაფრის გასაღებები" და ააყოლეს სანტა-ბარბარაში, იქაც ჰქონდათ საკუთარი სახლი./სად აღარა ჰქონდათ ის იკითხეთ?/

რესტორანში მუშაობა, ადვილი არ არის.
უნდა იყვე აბსოლუტურად კომუნიკაბელური და ძლიერ მომთმენი.
ჩემი ტემპერამენტის პატრონს მიჭირდა თავიდან, მაგრამ წესრიგის მოყვარული ვარ და მალე მოვაჭკვიანე "პერსონალიც" და მომხმარებელიც.
"ჩემი" წესები შემოვიღე.
ვერავინ შემოვიდოდა, ჯინსებით, ბოტასებით და მთლად უარესი-"სპორტიულებით". ავწიე მომსახურების დონე, გავზარდე ოფიციანტების რაოდენობა, დავახარჯვინე პატრონებს რამოდენიმე ათასი დოლარი რესტორანის გასალამაზებლად, დავაყენე დაცვა,ანუ პოლიციელები, /მანამდე "შავები" ნარკოტიკს ჰყიდიდნენ რესტორანში და სხვა გზა არ მქონდა/, შევცვალე მზარეულები და დაახლოებით ერთ თვეში, "მკვდარი" გავაცოცხლე.
ხალხმა, მოსვლა დაიწყო.
დაახლოებით ექვს თვეში, ერთი საღამოს შემოსავლით, მთელი თვის გადასახადს ვაგროვებდი.

წავიდა საქმე, რომ იტყვიან.
მცნობდა ყველა, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსული თითქმის ყველა ემიგრანტი.
/თუ გყავთ ვინმე ნაცნობი სანფრანცისკოში, ჰკითხეთ:RUSSIAN BEAR-ში, 2000-დან 2003-მდე ვინ იყო მენეჯერითქო./
მეც, ჩემს წილად, წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და ამით ძლიერ ვამაყობდი.
მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველ საღამოს "თბილისო" ემღერათ ქართულად ჩემს მუსიკოსებს და ერთი კაი ბაღდადურითაც დამეგვირგვინებინა ჩემი იქ "ყოფნა".

ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენით.
ეხლა, მივყვეთ ცხოვრებააააააააას.
მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქართველთან, რომლებიც იმსახურებდნენ პატივისცემას, მშრომელი და გამრჯე ხალხი იყვნენ.
იყო იქაც, "ყვითელი" მასა, მაგრამ ვერ "ვქაჩავდი" მათთან ურთიერთობას.
ყველასთვის ნათქვამი მქონდა, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, წესიერი და შრომისმოყვარე, გამოეგზავნათ ჩემთან.

"პატარა" ბიჭმა მომაკითხა.
გიორგი მქვიაო.
მართალი გითხრათ მესიამოვნა.
პირველ რიგში, რომ ქართველი იყო, მეორე ის რომ ღმერთს გარეგნობა არ დაუშურებია მისთვის და მესამეც, გიორგი რომ ერქვა.
შევთავაზე ოფიციანტად ემუშავა და პირობა მივეცი, ყველანაირად დავეხმარებოდი, ოღონდ არ უნდა ეზარმაცა და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ადამიანებთან ურთიერთობაში:-ტყუილი არ ეკადრებინა, არც თავისი თავისთვის და არც ჩემთვის.
ძალიან დავიახლოვე.
პატარა ძმას ვეძახდი და ყველა, პატარა გიორგის ეძახდნენ.
21-ისა არ იყო.
არ შეიძლებოდა გიორგი ბარში გამეშვა ან სასმელი მიმებარებინა.
/კანონ-მორჩილი ვარ, აქ კი, კანონი კრძალავს 21-წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის, ალკოჰოლურ სამელებთან ურთიერთობას./
მაინც "გამიძვრებოდა" ხოლმე და იკმაყოფილებდა "წყურვილს".
ბოლოს, იმდენი "მოვახერხე", კოსტუმი ჩავაცვი და ჩემს თანაშემწედ დავნიშნე.
მქონდა დიდი წინააღმდეგობა პატრონებისგან/ტი ჩიო, გრუზინსკუიუ მაფიუ ძელაეშ ზდეს?/, მერე "კლიენტებმაც" გაახურეს, ძირითადად სომხები იყვნენ.
მოკლედ, ჩემი გავიტანე.
გიორგი "გავაბლატავე". :drinks:

ე, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბიჭსა დიდი გასაჭირი სჭირდა.

"ქალიშვილი" იყო.
არ იყო ნამყოფი ქალთან./დავათვრე და ვათქმევინე./

-ბიჯო, ვერა ჰხედამ, ქალები ზედ "გახტებიან", მოკიდე ხელი რომელიმეს და წაიყვა სახლში, მე აქ დავრჩები, მაინც სულ აქ არა ვარ რესტორანში?/ მაშინ ერთად გვქონდა ნაქირავები ოთახი/
-გიო, ვერა რა, ვერა ვბედავ.

ეხლა რაშია საქმე.
პირველია და ეშინია კაცსა, ვინიცობაა რამე "უშნო" მოუვიდეს და მეორე დღეს მთელი ქალაქი გაიგებს.
იქაც ვერ აყენებდნენ ენას, ყველაფერს ლაპარაკობდნენ.

-რა გიყო ბიჯო, საიდან მოგიყვანო ეხლა მეე, მუნჯი, ყრუ და ბრმა და თანაც ლამაზი გოგო?
-წადი სადმე, ამერიკულ ბარებში, გაიცნობ ვინმეს და რაც გინდა ის გიქნია. მაშინ ეგ მომივიდა ჰაზრათ.

სამი დღის მერე, შუა ღამეა, მაგარი ნაცემი აღებს კარებს.
კინაღამ გავრეკე, მართლა როგორც ძმას ისე ვექცეოდი.
-რა გჭირს მითხარი ახლავე.
-სტრიპ-ბარში ვიყავი და დაცვამ გამლახაო.
-ტყავის "კურტკა" სადა გაქვს?
-არ ვიცი, "პრაივეთ" ოთახში, რომ შევიყვანე "მოცეკვავე" ქალი, ალბათ იქ დარჩაო.

საბუთებიც იმ აყროლებულ ქურთუკში ჰქონია.
-გახსოვს რა ერქვა იმ ბარს?
-არა, აბა საიდან.
-ხთფუუუ, ადე გამომყევი.
-იქ ვერ შემოვალ.
-რათა, იძალავე?
-არა, ხელი მოვკიდე.
-ხელი თუ ხელები?
-აღარ მახსოვს, ისეთი ლამაზი იყო, არაფერი აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, დაცვის ბიჭებმა, ორი დიდი ზანგი იყო, სულ ჰაერში მცემეს, სანამ გარეთ გადმომაგდებდნენო.

წავედით, შევედი, გამოვიტანე "გაჭირვებულის ტყავსაფარი" და გამოვწიეთ სახლისკენ.
გზაში ტვინს ვუბურღავ:-ნუ მარცხვენ მსოფლიო მასშტაბითთქო.

გავიდა ორი კვირა და ახალი შარი აიკიდა.
გამეპარა რესტორნიდან.
სანამ გაიძურწებოდა, "საღამოსთვის" გადანახული, ფრანგული კონიაკი, გამომიწრუპა, რამოდენიმე ბოთლი ლუდიც დააყოლა და ჯიბეში 2800$-ით, სხვა "რუსულ" რესტორნისკენ გასწია.
ეს ფული, ადვოკატისთვის უნდა მიეცა ორშაბათს.

ტელეფონზე არ მპასუხობს, არავითარი ინფორმაცია.
გადავაქოთე მთელი რუსული რესტორნები.
RUSSIA HOUSE-იდან მიპასუხეს, აქა არის და დროზე წაიყვანე, თორემ მოკლავენ სომხებიო.
ვიცნობდი იმ რესტორანში ხალხს.
გადავურეკე და ვეკითხები.
-რას აკეთებს ამისთანას?
-გოგოს შემოარტყა, შუა დარბაზშიო./სომეხი იყო ეს გოგო./

ეჰ, სანამ მე მივედი.
ჩემი გიორგი უკვე კაი მაგარი მიჟეჟილი დამხვდა.
წამოვიყვანე.
30$-ღა ჰქონდა ჯიბეში.

ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რითი შევძლებდი, ამ "ატეხილის" შველას.

ორშაბათობით, ბიზნესი დაკეტილი გვქონდა.

-ადე, მე გამოგყვები, წავიდეთ ქალაქის ცენტრში, იქნებ შენს "საბედოს" იქ გადააწყდე.
-მართლა გამომყვები, არ მატყუებ?
-წამო ჰო, ამაღამ უნდა დაგავაჟკაცო, ჯანდაბას ჩემი თავი, შენი ცოდვით აღარა ვარ.

გამოიპრანჭა, წავედით და მივედით.
სადაც მივედით, ყველგან გვითხრეს:-აბა, აბა, დაახვიეთ აქედანაო.
არ იყო ეს ვაჟბატონი 21 წლის და არ გვიშვებდნენ ბარებში.

4-5 ბარიდან, რომ გვიპინტრიშეს, მე უკვე "მკაცრად" გადავწყვიტე სახლში წამოსვლა.
-გიო, ერთიც ვცადოთ რა.
დავიწვი მისი გაჭირვებით.

იმ პერიოდში, სხვა სამსახურიც მქონდა.
სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი.
ვამზადებდით ნეონის სარეკლამო დაფებს და ყველანაირ ბიზნესის შენობებს, გარედან თუ შიგნიდან, ვალამაზებდით.
/ისე, ბევრი "შედევრი" მაქვს დატოვილი სანფრანცისკოში, ბერკლიში, ოკლენდში და ლოს-ანჯელესშიც არის ჩემი გაკეთებული ნეონის SIGN-ები./

ერთ გეების ბარში, რამოდენიმე კვირის წინ გაკეთებული მქონდა აბრა.
პატრონს ვიცნობდი.
კორეელი ქალ-კაცა იყო./ეხლაც არ ვიცი, რომელია./

შევედით ამ ბარში.
გიორგი, გაგებაში არ არის, სად მოხვდა.
პატრონი იქ იყო, რომ დამინახა მიცნო.
ავუხსენი, რომ ძმა მესტუმრა და წამოვიყვანე ბარში.
რათქმაუნდა დამიჯერა, რომ ის 23 წლისაა.
ბარმენს უთხრა:-ამ ხალხს, 6 ჰაინეკენი უფასოდ ჩვენგანო.
მე, ლუდსა ვწრუპავ და თან დამსწრე "საზოგადოებას" ვათვალიერებ.
გიორგის, თვალები აცა-ბაცა გაურბის.

როგორც იქნა მეშველა.
თვალე დაადგა ერთ ულამაზეს არსებას.
-აი, ეგ მინდა, რასაც მოითხოვს ვიხდი.
-მოიცა ბიჯო, იქნებ იმას არ უნდა შენთან?
-მიდი რა გიო, ეგ დამათრევინე.
-შენ დაითრევ და იცი, როგორ?
-მიდი, გაეცანი და დაპატიჟე სასმელზე, დასვი და შეეკითხე.
-ენგრევე უარი აჯახე პირველ შემოთავაზებულ თანხაზე, ნახევარი შესთავაზე და მერე გააგრძელე ლაპარაკი.
-ბევრი არ დაროშო.

წავიდა, მოიყვანა და ჰაი სასწაული.
უკიდეგანოდ ლამაზია ის არსება.
არაფერი არ აკლია, პირიქით.
ჩემზე მაღალია/182+++++++++++++/

ამოვიოხრე ცოლიანმა და უკვე გეგმის შესრულებას მოვკიდე ხელი.

გავედით გარეთ და გიორგი ტაქსის გასაჩერებლად გაუშვი.

ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს.
ქალი, მართლა ვიცი "რაც" არის.

მაგრამ ესეთი "სრულყოფილება", რომელიც გვერდით მიდგას, საფუძვლიან ეჭვს აღმიძრავს.
ვეღარ მოვისვენე და ვეკითხები:- ისა და, კაცისა გააქვს?
-კი მააქვსო.

-გიორგი, ხელების ქნევას თავი დაანებე შე ბლუ, შუა გზაზე დადექი და ნებისმიერი ტრანსპორტი გააჩერე, დროულად გავეცალოთ აქაურობასმეთქი.
-რა მოხდა, ფასი გაზარდა?
-ჰო, გაზარდა ძალიან.
--რამდენით?, მაინც გადავიხდი.
-რას გადაიხდი შე შობელძაღლო, ამაღამა, ერთდროულათ დაკარგავ ორ "ქალიშვილობას".
-კაცია, კაცი, "კუკლა" იცი რა არის?
-ვერ გავიგე.
-ეჰ, კიდე კაი გამოგყევი, თორე არ მოხვიდოდი სახლში "დვაინოი" დავაჟკაცებული.
-წამო, წამაეთრიე სახლში და შენი ხმა აღარ გავიგონო.



საწყალი, დაბეჩავებული დადიოდა დაახლოებით ერთი თვე.
ქალისა და კაცის ერთდროულად ხსენებაზე, ისტერიკა ემართებოდა ხოლმე.

P.S. ესეც აქაური ისტორია.

2009, ოქტომბერი.





dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2129
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 09:27  #50186667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
elchi
QUOTE
ჯილა ქართლელი ვარ, ჰო და სულ რუისელი


მეც ქართლელი ვარ კასპის რაინიდან ოღონდ.
ძაან ბევრი ნაცნობი მყავს ქარეილი-გორის რაიონიდან.
რუისელიც იყო ერთი "ლობიოს" ეძახდნენ, სახელი სურაჯი ერქვა ))) ინდური კინო ყვარებია მამამისს.

ხო იცი ეგ ქარელი-გორის-აგარა საბჭოტა კავშირს რომ ამარაგებდა გიჟებით ))))

QUOTE
ასეთი რამე ვქნათ, ამბიშეს პერსნს ერთ ამბავს მოვუყვები და მერე შენ რას იტყვი ამ ყველაფრის შემდეგ, იმის მიხედვით დავფიქრდები, მივიღო თუ არა პოლში მონაწილეობა.

რამე კომენტარს ელოდები ჩემგან ამ ამბავზე თუ რა აზრი გამოვიტანე?
Iron Butterfly
>fukitol<


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8839
წევრი No.: 14790
რეგისტრ.: 23-November 05

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 09:28  #50186670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაგა უცბად რომ შეიცვალა და ძალიან რელიგიური გახდა, მაშინ შევშინდი პირველად. ჩავედი ლონდონში. ყვებოდა და ბოლომდე არ ყვებოდა თავის შინაგან გამოცდილებებზე, გახსივოსნებაზე და ა.შ. დადიოდა ძალიან ნელა, გასხივოსნებულ-განდობილის გამომეტყველებით, შემაშინებელი ღიმილით, აი ზოგიერთ სექტანტს რომ დასთამაშებს.

ამოციური სფერო ჰქონდა და ახლაც აქვს ნაკლებად მოდულირებადი, გასადავებულ-გაბრტყელებული, ავლენს ფსიქოზის ისეთ ბაზისურ სიმპტომებს, როგორიცაა პარალოგიური აზროვნება, ფსევდოფილოსოფიური აზროვნება, რეზონიორობა, აქვს საკუთარი გამორჩეულობის შეგრძნება, რომელიც ნარკოზის და ახლა ლსდ-ის შემდეგ როგორც ჩანს მესიანიზმში გადაიზარდა...


მოკლედ ყველამ ძაან დავაგვიანეთ. მაშინვე უნდა ამეტეხა განგაში, მაგრამ თითქოს ჩაწყნარდა, გარეგნულად სწავლას და ახლა მუშაობას ახერხებდა, რაც შიზოფრენიის შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელია და დავწყნარდი. მაგრამ ტქუილად. გაგას აქვს ფსიქოზი. ფსიქოზი ბევრ ნაირია: შიზოფრენია, შიზო-აფექტური, "წაშლილი-დუნედმავალი" და ნარკოტიკული. ნარკოტიკული ფსიქოზი ორ ნაირია: 1. უშუალოდ "კაიფში" ფსიქოზური მოვლენები ხშირია. 2. მაგრამ როდესაც წამლის უშუალო ზემოქმედება გადის და ფსიქოზური სიმპტომები რჩება, მაშინ ისმება დიაგნოზი : ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზი (აი სი დი დიაგნოსტიკურ სისტემაში ნომრით F 19.5), ან გაჭიანურებულად და გვიან განვითარებული ნარკოტიკული ფსიქოზი (F 19.7). სიმპტომები, რომლებიც საეჭვოა, შემდეგია: განსაკუთრებით აფექტის სფერო (ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ემოციური სფერო: ის ნაკლებად მოდულირებადი, "გასული", განდობილ-გაცისკროვნებული და გაყინული ემოციური სფერო, რომლითაც დღემდე გამოირჩევა), აზროვნება (სიმბოლური ენა, სიმბოლური აზროვნება,) ე.წ. ზეღირებულოვანი იდეები, ფსევდოფილოსოფიური იდეები (კაცი-შვილს რომ ვერ გაგვიგია, რა უნდა, რას ქადაგებს ან თავს ვიტყუებთ, რომ "გავიგეთ", და ამით სულ ტყუილად ვიმშვიდებდით ამდენი წელი თავს), ამ იდეების გამუდმებული პრეზენტაცია - ე.წ. რეზონიორობა.... ეს ბაზისური სიმპტომები. გამწვავების დროს ამას თან ერთვის განდიდების ბოდვა (მესიანიზმი, სამყაროს გადარჩენის, ღმერთისგან გამორჩეულობის და ა.შ.), დევნის ბოდვა (იმდენად "დიდია", რომ მტრები ყავს და ებრძვიან), უამრავი ნიშნები, რომელსაც ხედავს - ამას ქვია ბოდვითი აღქმა, განცდა იმისა, რომ რაღაც ხდება, რაღაც, რაშიც მთავარი როლი მას მიუძღვის და ა.შ.


როდესაც საქმე ნარკოტიკებშია, შიზოფრენიის დიაგნოზი (ჯერ) არ ისმება, აკადემიურად თუ მივუდგებით საკითხს. თუმცა ნარკოტიკული ფსიქოზის და შიზოფრენიის საზღვრები ძალიან არამკაფიოა და ერთმანეთში გადადის.

მოკლედ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა: რამდენიმე კვირით გადმოვიდეს პარტიზნებზე და დაიწყოს ნეიროლეპტიკის (ანტიფსიქოზური მედიკამენტის) სმა (ჩამოტანილი მაქვს, დიღომში მაქვს, ეტყობა გული მიგრძნობდა) სმა. რამდენიმე კვირა არ დაჯდეს საჭესთან და მერე კარგად დავილაპარაკოთ.
გაგასთან ახლა ჩემ ლაპარაკს და დისკუსიას აზრი არ აქვს. ჩემი პაციენტები მეყოფა, იმის ნერვები არ მაქვს, გაგას ვუმტკიცო რომ ავად არის და წმ. გიორგი არ არის (ახლა შეიძლება ასე აღარ ფიქრობს, ელ ეს დის მოქმედება რემ შესუსტდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხო იფიქრა?


--------------------
When Life Just Blows .... Fukitol® !

I'm Gonna Git You Sucka
cuore
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11056
წევრი No.: 126302
რეგისტრ.: 22-January 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 10:05  #50186779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ love.gif love.gif
..........................................................
dimentius
კავთისხევიდან ხომ არ ხარ ან ხოვლედან smile.gif

This post has been edited by cuore on 20 Mar 2017, 10:07
dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2129
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 10:15  #50186820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cuore
QUOTE
კავთისხევიდან ხომ არ ხარ ან ხოვლედან 


ჯავახიშვილის მშობლიური სოფლიდან.
lilu777
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5362
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 11:43  #50187238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Zurgze coteli xali com ar galkvs smile.gif)))

Es axali stilia AK amxela poemebis cera? smile.gif)))
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (289) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0352 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]