Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > აინშტაინისა და ნიკოლა ტესლას დღემდე გასაიდუმლოებული


Posted by: gray*wolf 10 Sep 2015, 13:54



იცოდით ეს ? rolleyes.gif

Posted by: graviton 10 Sep 2015, 14:16
რა კავშირში უნდა იყოს ეს ყეველაფერი აინშტაინთან და ტესლასთან...
მათ საერთო არასოდეს ჰქონიათ...
ბოლო წლებში ტესლა უპატრონოდ იყო მიტოვებული და ბოლოს 1943 წელს
ყველასგან მიტოვებული მკვდარი ნახეს სასტუმროს ნომერში...
მეორეც სად აინშტაინი და ექსპერიმენტი?

უყვართ ადამიანებს ჭორები და რაქნან?

Posted by: RedShark 10 Sep 2015, 14:39
"ფილადელფიის ექსპერიმენტი" მეტი არაფერია თუ არა ჩვეულებრივი მითი, ისეთვე როგორც მითები უცხოპლანეტელებზე და ა.შ.

რეალურად, მაგ მითში მოხსენიებულ ხომალდ "ელდრიჯზე" განმაგნიტების ("დეჰაუსიზაცია") ექსპერიმენტებს ატარებდნენ ხომალდის მაგნიტური ველის შესამციერებლად, მაგნიტურ და ინდუქციურ დეტონატორიანი გერმანული ნაღმებისგან დაცვის და ასევე ხომალდის კომპასის დევიაციის შემცირების მიზნით.

ხო კიდევ, მაგ ექსპერიმენტებთან არც ანიშტაინს და არც ტესლას საერთო არაფერი აქვთ...

Posted by: nforumi 10 Sep 2015, 16:13
RedShark
მიყვარს კომპეტენტური პასუხი,

მაგრამ რას იზამ:
QUOTE
უყვართ ადამიანებს ჭორები და რაქნან?
graviton

Posted by: არწივი9 10 Sep 2015, 18:01
graviton
QUOTE
მეორეც სად აინშტაინი და ექსპერიმენტი?

spy.gif

Posted by: procesora 12 Sep 2015, 00:12
აინშტაინი არ ვიცი მაგრამ ტესლა კი ატარებდა ბევრ ცდებს... იმდენი ატარა მერე აუკრძალეს და დაუხურეს ლაბორატორია... biggrin.gif ...... ისეთ ცდებს ატარებდა ღამღამობით, ხელოვნული განმუხტვებით ღამე ცას ანათებდა.... არაფერი მითი და ჭორები არ აქვს ტესლას ცდებს მაგრამ ეგ ლინკი რაც დადე მანდ გემის გაქრობაზე ეგ შეიზლება მართლა ჭორი იყოს ან ვიღაცის ნაბოდიალები... wink.gif

ტესლამ მართლა ბევრი რამ გამოიგონა და გაუმჯბესა ტეხნიკის დარგში იმ დროს... აინშტაინი მე დიდ ვინმედ არ მიმაჩნია მასთან შედარებით.


Posted by: SunGirl 12 Sep 2015, 00:25
ტესლას გამოგონებები რო ვნახე სხვამ რაღა გამოიგონათქო ვფიქრობდი. ცდებსაც ატარებდა ბუნებრივია აბა ისე რანაირად. საცოდავი მაგის სამეზობლო biggrin.gif

Posted by: Dirac 12 Sep 2015, 01:38
procesora
QUOTE
ტესლამ მართლა ბევრი რამ გამოიგონა და გაუმჯბესა ტეხნიკის დარგში იმ დროს... აინშტაინი მე დიდ ვინმედ არ მიმაჩნია მასთან შედარებით.

აინშტაინი მეცნიერი იყო, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი, ტესლა იყო გამომგონებელი. ტესლა როგორც მეცნიერი იყო ჩლუნგი, მეცნიერის არაფერი ეცხო, ისეთი იდიოტობები აქვს ნათქვამი რომ მეხუთე კლასელი ბავშვისთვისაც სამარცხვინოა, მაგრამ გამომგონებლად არაუშავდა.

SunGirl
QUOTE
ტესლას გამოგონებები რო ვნახე სხვამ რაღა გამოიგონათქო ვფიქრობდი.

რაც ნახე უმეტესობა სხვისი გამოგონილია. თუ გინდა ჩამოთვალე და გეტყვი ვინ გამოიგონა.


Posted by: RedShark 12 Sep 2015, 01:49
procesora
QUOTE
ტესლამ მართლა ბევრი რამ გამოიგონა და გაუმჯბესა ტეხნიკის დარგში იმ დროს... აინშტაინი მე დიდ ვინმედ არ მიმაჩნია მასთან შედარებით.

რა კრიტერიუმებით ადარებ ერთმანეთს აინშტაინს და ტესლას? biggrin.gif
ერთი ფიზიკოს– თეორეტიკოსია, მეორე პრაქტიკოსი ინჟინერ – გამომგონებელი....

ერთის მხრივ რომ არა ფიზიკოს - თეორეტიკოსები, ტესლა და სხვა ბევრი პრაქტიკოსი ინჟინერ გამომგონებლები ბევრს ვერაფერს შექმნიდნენ, რადგან საამისოდ საჭირო ბაზას სწორედ თეორეტიკოსები ქმნიან...

მეორე მხრივ პრაქტიკოსი ინჟინრების გარეშე თეორიები თეორიებად დარჩებოდა...

მაგალითად, კომპიუტერი რომლითაც ახლა აქ პოსტავ აგებულია ნახევარგამტარებით, რომლებიც კვანტური ფიზიკის თეორიის განვითარების შედეგად მიღებული პროდუქტია (უფრო კონკრეტულად - მყარი სხეულების კვანტური თეორიის), ხოლო თავის მხრივ კვანტურ ფიზიკას საფუძველი ჩაუყარეს ფიზიკოს თეორეტიკოსებმა: აინშტაინი, პლანკი, კომპტონი, ბროილი, ბორი, შრედინგერი, დირაკი, პაული... ... კვანტური ფიზიკის გარეშე ინჟინრები ვერ შეძლებდნენ ნახევარგამტარების პრაქტიკაში გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს რომ ვიცხოვრებდით ისევ ლამპების ეპოქაში (რომლებიც ასევე თეორეტიკოსთა შრომებზეა ბაზირებული) და არ იარსებებდა თანამედროვეობა ისეთი როგორიც არის... smile.gif

ასე რომ, მეცნიერ თეორეტიკოსი vs ინჟინერ პრაქტიკოსი შედარება/დაპირისპირება ფუნდამენტალურად არასწორია...

Posted by: nforumi 12 Sep 2015, 10:51
RedShark
QUOTE
ერთის მხრივ რომ არა ფიზიკოს - თეორეტიკოსები, ტესლა და სხვა ბევრი პრაქტიკოსი ინჟინერ გამომგონებლები ბევრს ვერაფერს შექმნიდნენ, რადგან საამისოდ საჭირო ბაზას სწორედ თეორეტიკოსები ქმნიან...

მერე ამის მიხვედრას ფილტვი ხომ უნდა ფილტვი biggrin.gif

Posted by: graviton 12 Sep 2015, 12:53
Dirac
QUOTE
აინშტაინი მეცნიერი იყო, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი, ტესლა იყო გამომგონებელი. ტესლა როგორც მეცნიერი იყო ჩლუნგი, მეცნიერის არაფერი ეცხო, ისეთი იდიოტობები აქვს ნათქვამი რომ მეხუთე კლასელი ბავშვისთვისაც სამარცხვინოა, მაგრამ გამომგონებლად არაუშავდა.

+1,
უყვართ ჭორები და რა ქნან...
ტესლა ექსპერიმენტატორ ფიზიკოსიც კი არ იყო, თორემ თეორეტიკოსობას ვინ ჩივის..
კარგი გამომომგონებელი იყო, ედისონზე მცოდნე...მაგრამ
იმ საუკუნის შესაბამისად აფერისტობაზეც უარს არ ამბობდა.....

ფიქრიც კი აინშტაინის და ტესლას შედარების, სირცხვილია...
ამით ადამიანები უფრო საკუთარ უვიცობას ამჟღავნებენ, ვიდრე მათ შორის
რაიმე საერთოს ძებნას...

Posted by: RedShark 13 Sep 2015, 09:37
nforumi
QUOTE
მერე ამის მიხვედრას ფილტვი ხომ უნდა ფილტვი

biggrin.gif

Posted by: Oldboy 13 Sep 2015, 09:40
QUOTE
ტესლა როგორც მეცნიერი იყო ჩლუნგი, მეცნიერის არაფერი ეცხო, ისეთი იდიოტობები აქვს ნათქვამი რომ მეხუთე კლასელი ბავშვისთვისაც სამარცხვინოა, მაგრამ გამომგონებლად არაუშავდა

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: nforumi 13 Sep 2015, 10:06
არ არის საჭირო არავის ლანძღვა, ყველა თავის ადგილზე იყო ის რაც იყო. ასე რომ არა, სულ არ გვეცოდინება მის შესახებ.

და კიდე, თუ ვინმეზე "ვაფანატებთ", ეს არ ნიშნავს რომ ის ყველაზე მაგარი იყო.

ობიექტურად შეფასება კი ძალიან ძნელია, თუ ერთ კონკრეტულ კრიტერიუმს არ შევიმუშავებთ, რის მიხედვით უნდა შევაფასოთ. თუ არა, გამოდის ვადარებთ ვაშლი უფრო გემრიელია თუ რკინა უფრო მძიმე!

Posted by: მეგატვინი 13 Sep 2015, 15:11
Dirac
QUOTE
ისეთი იდიოტობები აქვს ნათქვამი რომ მეხუთე კლასელი ბავშვისთვისაც სამარცხვინოა


მაინც რა აქვს ნათქვამი ? biggrin.gif

Posted by: ლოგიკⒶ 13 Sep 2015, 16:02
როგორ მეზიზღება ეს ექსპერიმენტი ხომ ვერ წარმოიდგენთ... ყველა ვინც მეცნიერებაში არაა ჩახედული მაგრამ აინტერესებს მეცნიერება რატომღაც უყურებს ამ ვიდეოს და ფიზიკაზე ლაპარაკის დაწყებისას მომენტალურად ამ "ექსპერიმენტს" ახსენებენ... ერთი 10 კაცს მაინც ნათქვამიაქ ამის შესახებ და ისეთი ხალხია დამაჯერებლად ვერც აუხსნი რომ ცდებიან


სიმშვიდეს მაკარგინებს ამ თემაზე საუბარი facepalm.gif

Posted by: Dirac 13 Sep 2015, 16:37
მეგატვინი
QUOTE
მაინც რა აქვს ნათქვამი ?

ელექტრონი არ არსებობსო, ეთერი ატარებსო დენს, ატომი არ იშლებაო. მოვლენების რიცხობრივად შეფასების უნარი საერთოდ არ ქონდა, თორემ კატასტროფულ ექსპერიმენტებს არ ჩაატარებდა. კიდე კარგი ბირთვულ ფიზიკამდე ვერ გაქაჩა თორემ დედამიწას ააფეთქებდა.

ნუ სხვა მხრივაც შერეკილი რომ იყო ეგ სხვა საკითხია, გენიოსობა არაფერშუაშია სიგიჟესთან. ნეიმანი იყო ნამდვილი გენიოსი მაგრამ ტელსასავით მტრედს არ ჩინჩლავდა.

Posted by: ბეჟანბეჟანი 13 Sep 2015, 16:43

ლოგიკⒶ
QUOTE
როგორ მეზიზღება ეს ექსპერიმენტი ხომ ვერ წარმოიდგენთ... ყველა ვინც მეცნიერებაში არაა ჩახედული მაგრამ აინტერესებს მეცნიერება რატომღაც უყურებს ამ ვიდეოს და ფიზიკაზე ლაპარაკის დაწყებისას მომენტალურად ამ "ექსპერიმენტს" ახსენებენ... ერთი 10 კაცს მაინც ნათქვამიაქ ამის შესახებ და ისეთი ხალხია დამაჯერებლად ვერც აუხსნი რომ ცდებიან

ამ თემაზე ფილმიც აქვს ჰოლივუდს გადაღებული.

Posted by: RedShark 13 Sep 2015, 16:45
ბეჟანბეჟანი
QUOTE
შეიძლება ტესლასა და აიშტაინს შეხება მარლა არ ქონიათ, მაგრამ შენი ფორმულირება მათი კავშირის უგულებელსაყოფად, მცდარია. თეორია პრაქტიკაში თუ არ გადაიტანე, გინდა ყოფილა და გინდა არა.

მთლიანად წაიკითხე ჩემი პოსტი? biggrin.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 13 Sep 2015, 16:47
QUOTE
მთლიანად წაიკითხე ჩემი პოსტი?

ახლა მიდოდა წაშლა.
რა ოპერატიულად გამომეხმაურე smile.gif

Posted by: graviton 13 Sep 2015, 20:11
ეს იყო ტესლას ერთადერთი მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელისთვისა კაცობრიობა
დღემდე მადლიერი უნდა იყოს და დაივიწყოს მისი მრავალი აფერისტობა...

Posted by: procesora 13 Sep 2015, 21:55
QUOTE
აინშტაინი მეცნიერი იყო, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი, ტესლა იყო გამომგონებელი. ტესლა როგორც მეცნიერი იყო ჩლუნგი, მეცნიერის არაფერი ეცხო,

დიდს არაფერს დავამატემ....
აინსტაინი იყო ტეორიტოკოსი .... ტესლა პრაქტიკოსი..
აინშტაინი რასას ამბობდა დამტკიცებული არ ჰქონდა... ტესლამ რაც ჩაატარა და გამოიგონა დღემდე კაცობრიობა იყენებს.



ასიხრონური ძრავები რომელიც ტეხნიკის ლამის 98%ში გამოიყენება ტესლას გამოგონებაა... ასევე ცვლადი დენის გენერატორბი რომელის დღესდღეობით მთელი მსოფლიო იყენებს... ედისნის უბრალო ნათურები რომელიც ტესლამ გაუმჯობესა დღეს-დღეობითაც გამოიყენება... უსადენო ტელეფონები რომელიც ტესლამ 1903 წელს თქვა რო შესაძლებელია ამის გაკეთებაო. რომელსაც მობილურები ჰქვიან დღესდღეობით მინიმუმ 15 წელია არსებობს არადა საუკუნის უკან თქვა კაცმა თქვა გავაკეთებო, უბრალოდ ხელშეწყობა არ ჰქონდა , ლაბორატორიები რამდნჯერმე დაუხურეს.... ასევე ტესლას ცნობილი ტრანსფორმატორი რომელიც დღემდე ტაბუ სრულიად საიდუმლო ადევს და დღემდე საიდუმლო არის.. ფიზიკოსი რომელის საუკუნის უკან სასწაულებს აკეთებდა და შენ ჩლუნგს უწოდებ... უბრალოდ შენს უცოდინარობაზე მიუთითებს... აინშტაინმა სახელი ფარდობითობის თეორიით გაითქვა .. თეოორიით რომელიც ვარაუდებზეა დაწერილი და რეალურად რამდენად მართალია ეს კიდევ დამტკიცებული არ არის ასე რომ ტესლასთან აინშტაინი კიდევ საუკუნე ვერ მივა და ასე რომ ტესლას დღევანდელისთვის ბევრად მეტი აქვს გამოგონილი და და შექმნილი ვიდრე აინშტაინს მთელი ცხოვრების მანზილზე...
მე პირადად ორივეს ნაშრომებს კარგად ვიცნობ დასკვნებსაც შესაბამისად ვაკეთებ ასე რომ ჯერ უნდა გაანალიზო და დასკვნა ბოლოს უნდა გააკეტო თორემ ჩემთვის გინდ ერთი და გინდ მეორე ერთიდა იგივეა არც ერთია ბიზაშვილი ჩემი და არც მეორე... war.gif

Posted by: ლოგიკⒶ 13 Sep 2015, 23:43
არარის საჭირო რადიკალიზმი და ან ერთი მეცნიერის ან მეორის დაკნინება... ორივეს თავისი როლი ქონდა და ორივე დიდი მეცნიერი იყო თავის სფეროში

რათქმაუნდა ტესლამ გაცილებით უფრო დიდი გავლენა იქონია კაცობრიობაზე და მის გამოგონებებს ბევრად დიდი როლი აკისრია ყოველდღიურ ცხოვრებაში თუმცა აინშტაინმა ბევრად უფრო რთული პრობლემები ამოხსნა



procesora
QUOTE
თეოორიით რომელიც ვარაუდებზეა დაწერილი და რეალურად რამდენად მართალია ეს კიდევ დამტკიცებული არ არის

ეტყობა არ დაინტერესებულხარ ამ სფეროთი იმიტომ რომ ფარდობითობის თეორია დიდი ხნის დამტკიცებულია უამრავი ექსპერიმენტით მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო აკუმულირდება ამ ექსპერიმენტების რაოდენობა და მრავალფეროვნება... ამ თეორიაში ეჭვის შეტანა გამოწვეულია არა მტკიცებულებების არქონით არამედ პიროვნული სუბიექტური ფაქტორებით

Posted by: Dirac 14 Sep 2015, 04:38
QUOTE (procesora @ 13 Sep 2015, 21:55 )
QUOTE
აინშტაინი მეცნიერი იყო, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი, ტესლა იყო გამომგონებელი. ტესლა როგორც მეცნიერი იყო ჩლუნგი, მეცნიერის არაფერი ეცხო,

დიდს არაფერს დავამატემ....
აინსტაინი იყო ტეორიტოკოსი .... ტესლა პრაქტიკოსი..
აინშტაინი რასას ამბობდა დამტკიცებული არ ჰქონდა... ტესლამ რაც ჩაატარა და გამოიგონა დღემდე კაცობრიობა იყენებს.



ასიხრონური ძრავები რომელიც ტეხნიკის ლამის 98%ში გამოიყენება ტესლას გამოგონებაა... ასევე ცვლადი დენის გენერატორბი რომელის დღესდღეობით მთელი მსოფლიო იყენებს... ედისნის უბრალო ნათურები რომელიც ტესლამ გაუმჯობესა დღეს-დღეობითაც გამოიყენება... უსადენო ტელეფონები რომელიც ტესლამ 1903 წელს თქვა რო შესაძლებელია ამის გაკეთებაო. რომელსაც მობილურები ჰქვიან დღესდღეობით მინიმუმ 15 წელია არსებობს არადა საუკუნის უკან თქვა კაცმა თქვა გავაკეთებო, უბრალოდ ხელშეწყობა არ ჰქონდა , ლაბორატორიები რამდნჯერმე დაუხურეს.... ასევე ტესლას ცნობილი ტრანსფორმატორი რომელიც დღემდე ტაბუ სრულიად საიდუმლო ადევს და დღემდე საიდუმლო არის.. ფიზიკოსი რომელის საუკუნის უკან სასწაულებს აკეთებდა და შენ ჩლუნგს უწოდებ... უბრალოდ შენს უცოდინარობაზე მიუთითებს... აინშტაინმა სახელი ფარდობითობის თეორიით გაითქვა .. თეოორიით რომელიც ვარაუდებზეა დაწერილი და რეალურად რამდენად მართალია ეს კიდევ დამტკიცებული არ არის ასე რომ ტესლასთან აინშტაინი კიდევ საუკუნე ვერ მივა და ასე რომ ტესლას დღევანდელისთვის ბევრად მეტი აქვს გამოგონილი და და შექმნილი ვიდრე აინშტაინს მთელი ცხოვრების მანზილზე...
მე პირადად ორივეს ნაშრომებს კარგად ვიცნობ დასკვნებსაც შესაბამისად ვაკეთებ ასე რომ ჯერ უნდა გაანალიზო და დასკვნა ბოლოს უნდა გააკეტო თორემ ჩემთვის გინდ ერთი და გინდ მეორე ერთიდა იგივეა არც ერთია ბიზაშვილი ჩემი და არც მეორე... war.gif

ელექტრო ძრავა პირველად შექმნა ფარადეიმ. ტესლაზე ადრე მრავალფაზიანი ძრავა შექმნა ფერარისმა. ტესლამ შეიძლება ფერარისის გამოგონება გააუმჯობესა. მაგრამ ამ ხალხის გარდა ბევრი სხვაც მუშაობდა მაგაზე. როგორც ყველა "გამოგონებაში", ძრავას გამოგონებაშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ელექტრომაგნიტური ტალღა პირველად გადასცა ჰერცმა, თეორიულად კიდე მაქსველმა შეისწავლა. მაგაზე იძახიან ტესლამ უმავთულო კავშირი მოიგონაო. ტესლა ვერანაირ მობილურ ტელეფონს ვერ გამოიგონებდა. დაპირებებით ბევრს პირდებოდა დამფინანსებლებს და მერე ეუბნებოდა მარსიანელებს ველაპარაკებოდიო, მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო.


QUOTE
ფიზიკოსი რომელის საუკუნის უკან სასწაულებს აკეთებდა და შენ ჩლუნგს უწოდებ

არ იყო ფიზიკოსი, ფიზიკის აზრზე არ იყო. გეუბნები რომ ეგონა რომ ეთერს გადაქონდა ელექტრული დენი. ამ დროს კიდე ხალხი ველის კვანტურ თეორიას ქმნიდა, ატომურ დონეზე პრაქტიკულად ყველაფერი ცნობილი იყო, ატომს შიგნით შეაღწიეს, პოზიტრონი აღმოაჩინეს, ეს კიდე მეცხრამეტე საუკუნის ეთერ და მაყვალაზე ლაპარაკობდა.


ფარდობითობის თეორიაზე რა სისულელეც დაწერე მაგაზე პასუხის გაცემა არ ღირს. ჯობია წაიკითხო რამე ამ საკითხზე.

Posted by: nforumi 14 Sep 2015, 10:24
Dirac
QUOTE
ჯობია წაიკითხო რამე ამ საკითხზე.

wink.gif


წაიკითხო რამე, ეგრე იოლია?

Posted by: LATITUD3777 14 Sep 2015, 10:35
QUOTE (procesora @ 12 Sep 2015, 00:12 )

ტესლამ მართლა ბევრი რამ გამოიგონა და გაუმჯბესა ტეხნიკის დარგში იმ დროს... აინშტაინი მე დიდ ვინმედ არ მიმაჩნია მასთან შედარებით.

+++++


http://fastpic.ru/

აინშტაინი არ იყო ისეთ მთავრობის კონტროლში როგორც ტესლა, ბევრი რამ დაუმალეს საზოგადეობას თავის დროზე რაც დღეს შეიძლებოდა უფასოდ ყოფილიყო თანაც ულევ ენერგიაზე იყო საუბარი yes.gif


Posted by: nforumi 14 Sep 2015, 12:27
LАTITUDE
QUOTE
ულევ ენერგიაზე იყო საუბარი

ეს ზღაპრები საიდან მოგაქვთ?

Posted by: graviton 14 Sep 2015, 14:37
nforumi
QUOTE
ეს ზღაპრები საიდან მოგაქვთ?

უყვართ ჭორები და რა ქნან...?

Posted by: LATITUD3777 14 Sep 2015, 17:19
QUOTE (graviton @ 14 Sep 2015, 14:37 )
nforumi
QUOTE
ეს ზღაპრები საიდან მოგაქვთ?

უყვართ ჭორები და რა ქნან...?





https://www.facebook.com/OccupyTesla?fref=pb&hc_location=profile_browser

ესეც ტესლაზე მიძღვნილი ფეიჯი, ნუ როგორ შეიძლება ეს კაცი არ აღიარო, ჯერ იუთუბზეც არის სხვა სიუჟეტები, და ათასობით სტატიაა ნეტშიც ახსნილი და არგუმენტირებული, გადაღეჭილი თემაა, და ვინმე 2 ფორუმელი ვერ გადააკეთებს ჭეშმარიტ ფაქტებს yes.gif

Posted by: asphurcela 14 Sep 2015, 17:23
QUOTE
ესეც ტესლაზე მიძღვნილი ფეიჯი

ნუ ფეისბუკზე თუ არის გვერდი მიძღვნილი, ზნაჩით აღიარებულია.
QUOTE
ჯერ იუთუბზეც არის სხვა სიუჟეტები

იუთუბით უკვე 100% უტყუარია.

QUOTE
და ვინმე 2 ფორუმელი ვერ გადააკეთებს ჭეშმარიტ ფაქტებს

smile.gif
ეგ ორი ფორუმელი აღიარებული ფიზიკოსია wink.gif და გაცილებით მეტი აქვთ ჩახედული მაგ საკითხში ვიდრე აქ მპოსტავ სხვებს.
ამიტომ დაუჯერე ბიძია კომპეტენტურ ხალხს და არა იუტუბის სისულელეებს, ფრი ენერგი პროექტებით როა გადაზიპინებული smile.gif

Posted by: nforumi 14 Sep 2015, 21:18
asphurcela
QUOTE
ფრი ენერგი პროექტებით როა გადაზიპინებული

რა იცი, იქნებ მიაგნეს ენერგიის მუდმივობის კანონის არამუდმივობის მტკიცებულებას?

Posted by: zviiigo 14 Sep 2015, 23:58
nforumi
მე მივაგენი chups.gif
მთავარი აქცენტი გაკთებული ავტომობილზე
და ასევე შეიძლება იხმარო ენერგიის გამოსამუშავებლად
100% თ ვარ დარწმუნებული რომ იმუშავებს ბევრჯერ
გადავწონე და ხელისშემშლელი ფაქტორი ჯერჯერობით არ მიპოვია
ნახევრად ელექტრო და ნახევრად მაგნიტური ძრავაა
ასევე მაქვს მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავა რომელიც მხოლოდ მაგნიტურ მექანიკურია
მაგრამ ეჭვი მეპარება რაღაცეებში
ფული მჭირება უბრალოთ ცოტაოდენი და აუცილებლად გავაკეთებ mad.gif

Posted by: nforumi 15 Sep 2015, 00:35
zviiigo
QUOTE
მე მივაგენი 
მთავარი აქცენტი გაკთებული ავტომობილზე
და ასევე შეიძლება იხმარო ენერგიის გამოსამუშავებლად
100% თ ვარ დარწმუნებული რომ იმუშავებს ბევრჯერ
გადავწონე და ხელისშემშლელი ფაქტორი ჯერჯერობით არ მიპოვია
ნახევრად ელექტრო და ნახევრად მაგნიტური ძრავაა
ასევე მაქვს მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავა რომელიც მხოლოდ მაგნიტურ მექანიკურია
მაგრამ ეჭვი მეპარება რაღაცეებში
ფული მჭირება უბრალოთ ცოტაოდენი და აუცილებლად გავაკეთებ 

მაგის დაფინანსებაზე უარს ვინ გეტყვის, აუხსნა ოღონდ რისთვის გინდა

Posted by: graviton 15 Sep 2015, 12:46
zviiigo
QUOTE
მთავარი აქცენტი გაკთებული ავტომობილზე
და ასევე შეიძლება იხმარო ენერგიის გამოსამუშავებლად
100% თ ვარ დარწმუნებული რომ იმუშავებს ბევრჯერ
გადავწონე და ხელისშემშლელი ფაქტორი ჯერჯერობით არ მიპოვია

არ იმუშავებს... რადგან გაქვს ერთი მთავარი და გადამწყვეტი,
ხელისშემშლელი ფაქტორი...
* * *
LАTITUDE
QUOTE
ესეც ტესლაზე მიძღვნილი ფეიჯი, ნუ როგორ შეიძლება ეს კაცი არ აღიარო, ჯერ იუთუბზეც არის სხვა სიუჟეტები, და ათასობით სტატიაა ნეტშიც ახსნილი და არგუმენტირებული, გადაღეჭილი თემაა, და ვინმე 2 ფორუმელი ვერ გადააკეთებს ჭეშმარიტ ფაქტებს

ამ გვერდების მოყვანას თავი დაანებე,. აბა შენი სიტყვებით
დაგვიწერე, ტესლას თუნდაც ერთი, მეცნიერული აღმოჩენა, მიღწევა...

ტექნიკურ პატენტებზე მერე ვილაპარაკოთ...

Posted by: graviton 16 Sep 2015, 14:43
QUOTE
ამ გვერდების მოყვანას თავი დაანებე,. აბა შენი სიტყვებით
დაგვიწერე, ტესლას თუნდაც ერთი, მეცნიერული აღმოჩენა, მიღწევა...

რაშია საქმე,.. ერთI სEკითხვა დავსვი და რატომ გაქრით გუშინდელი თოვლივით...
ნუთუ ამხელა ბუმბერაზ კაცს, ტესლას ერთი საბუნებისმეტყველო აღმოჩენა არ აქვს...?
კაცი აინშტაინს შეადარეთ და ახლა ერთი მეცნიერული აღმოჩენის მოგონება გაგიჭირდათ?

არა აქვს ამ ადამიანს მეცნიერული, თუნდაც ექსპერიმენტული აღმოჩენა...
და უფრო მეტიც ის ჩაიციკლა იმ დროის ელექტრომაგნიტურ პროცესების ტექნიკურ საკითხებში,
რომელიც იმ დროისთვის უკვე არ წარმოადგენდა იმ დროის ფუნდამენტურ ფიზიკას...

როგორც გამომგონებელი ის ალბათ ყველაზე მცოდნე იყო და მეცნიერების ტექნიკური დანერგვის ტვალსაზრისით ბევრი გააკეთა....
მაგრამ მასზე ჭორების შექმნით, ადამიანები უფრო საკუთარ უვიცობას ამჟღავნებენ...
რაც უფრო სიმართლით არის მოსილი ადამიანი, მით ღირსეულია...

Posted by: RedShark 16 Sep 2015, 15:19
procesora
QUOTE
დიდს არაფერს დავამატემ....
აინსტაინი იყო ტეორიტოკოსი .... ტესლა პრაქტიკოსი..
აინშტაინი რასას ამბობდა დამტკიცებული არ ჰქონდა... ტესლამ რაც ჩაატარა და გამოიგონა დღემდე კაცობრიობა იყენებს.

ნწ ნწ ნწ... ეგ თეორეტიკოსი ეგა!... mad.gif

პ.ს. biggrin.gif


Posted by: procesora 16 Sep 2015, 18:50
biggrin.gif
კარგი რა.... არ დავაკონკრეტებ ზოგიერთის აზრს მაგრამ..........
ისე ორივე სერიოზური პიროვნებები იყვნენ... მაგრამ დღეს-დღეობით ტესლას გამოგონება იქნება თუ ვინმეს გამოგონებულის გაუმჯობესობა.. რა მნიშვნელობა აქვს, ხომ აქვს გამოყენება დღემდე კაცობრიობას და ეხლა დებილი იყო თუ შერეკილი ან თუნდაც ვერ ერკვეოდა ფიზიკის კანონებში, ფაქტია რომ მუშაობს და რაც გინდათ ის დაარქვით..
QUOTE
როგორც გამომგონებელი ის ალბათ ყველაზე მცოდნე იყო და მეცნიერების ტექნიკური დანერგვის ტვალსაზრისით ბევრი გააკეთა....
მაგრამ მასზე ჭორების შექმნით, ადამიანები უფრო საკუთარ უვიცობას ამჟღავნებენ...
რაც უფრო სიმართლით არის მოსილი ადამიანი, მით ღირსეულია...

up.gif

ხელს ბევრს უშლიდნენ იმიტომ კი არა რომ ხალხს აშინებდა ღამღამობით.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif , ბევრი ფაქტორები იყო. ის თუ რამეს აკეთებდა აკეთებდა და ფიქრობდა ხარისხზე და ასევე უშრეტი ენერგის შექმნითაც იყო დაკავებული , არ დააცადეს და რა იცით იქნებ ეგეც გაეკეთებინა....

უბრალო სპირალური ნათურა რომელიც დღემდე იყენებს მსოფლიო. ედისონის ნათურა ჰქვია მაგრამ ტსლას ნათურა უნდა ერქვას ვიდრე ედისონის. ედისონის ნათურა რომელიც ედისონმა თავდაპირველად შექმნა 2 კვირაში იწვოდა და მეტად ვერ აუმჯობესებდა, ტესლამ ისე გააკეთა ნათურა აღარ იწვეოდა, ამით ედისონიც გადაიკიდა, იმიტომ რომ კაცს ბიზნესი ჩაუგდო...ხშირ-ხშირად ნათურებს აღარ ყიდლობდა ხალხი... lol.gif
ასევე მუდმივი დენის გენერატორები რომელიც ელექტრო ენერგიას შორმანძილზე ვერ გადაცემდენ ტესლამ ცვლად დენად გადააკეთა.... ეხლა პირველი გამოგონება ვის ეკუთვნის არ იცი მაგრამ ფაქტია რომ მან ცვლადი დენის გენერატორები გაუმჯობესა და ეს გენერატორები დღეს მსოფლიოში გამოიყენება 100%-ით....
ბოლო წლებში როცა დაფინანსებები შეუწყვიტეს და ლაბორატორიებს უხურებდნენ , კაცი სხვაგან ეძებდა ფინანსებს და პირებს რომლებიც დააფიანსებდნენ... ეხლა რამდენად მართალია თუ ჭორია შეერთებულ შტატებს შეეშინდათ ვინმეს არ გადაებირებინა და რამე ნახაზები არ მიეცა ვინმესთვის ... მოკლედ ასე რომ კაცი კაცი გაურკვეველ ვითარებაში სასტუმროში გარდაიცვალა.... მოიშორეს... wink.gif
ბევრი რამე ტყვილა უნდა ვწერო იმიტომ რომ შემოვა ვიღაც რომელიც გუშინ რა ხდებოდა ის არ იცის .... ომის კანონის ფორმულაც არ უსწავლია სკოლაში, დაწერს რაღაც კომენტარს და მერე წავა აქ სიაფანდური ტესტების განხილვა....
კარგი იქნება ყველა თემაში კომპენტეტული ადამიანი თუ დაწერს თავის აზრს...

Posted by: SunGirl 16 Sep 2015, 20:38
QUOTE (Dirac @ 12 Sep 2015, 01:38 )

SunGirl
QUOTE
ტესლას გამოგონებები რო ვნახე სხვამ რაღა გამოიგონათქო ვფიქრობდი.

რაც ნახე უმეტესობა სხვისი გამოგონილია. თუ გინდა ჩამოთვალე და გეტყვი ვინ გამოიგონა.

ოკ biggrin.gif უსადენო ელენერგია, რენტგენი, რადიო, რობოტოტექნიკა, ძრავი/გენერატორი, ლაზერი და ა.შ ვიცი ხო რო რაღაცეებში ედავებიან მაგრამ ფაქტია კაი ტიპი იყო.

I came here to listen a lot of nonsenses. So do't make me disappointed biggrin.gif აბა გისმენ !! biggrin.gif

Posted by: Dirac 17 Sep 2015, 09:13
SunGirl
QUOTE
ოკ  უსადენო ელენერგია, რენტგენი, რადიო, რობოტოტექნიკა, ძრავი/გენერატორი, ლაზერი და ა.შ ვიცი ხო რო რაღაცეებში ედავებიან მაგრამ ფაქტია კაი ტიპი იყო.


არცერთი არაა ტესლას "გამოგონება".

უსადენო ელენერგია - არ ვიცი იცი თუ არა ეს რას ნიშნავს. უსადენოდ გადაეცემა ელექტრომაგნიტური ტალღები, ტალღებს აქვთ ენერგია. ელექტრომაგნიტური ტალღები თეორიულად შეისწავლა მაქსველმა და ჰერცმა დაადასტურა ექსპერიმენტულად. ასე რომ ჰერცმა უსადენოდ გადასცა ელ-ენერგია ტესლაზე ადრე.

რენტგენი - გერნამენილი მეცნიერის სახელია რომელიმაც შეისწავლა ეს გამოსხივება. რენტგენამდე უკრაინელი მეცნიერიც სწავლობდა. ტესლაც რაღაცა პერიოდი ეჩალიჩებოდა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული გაუკეთებია. ტესლას გარდა ბევრი სხვაც მუშაობდა და უფრო მეტი წვლილი შეიტანეს.

რადიო - პოპოვი და მანამდე კიდე ათასი ადამიანი მუშაობდა.

რობოტოტექნიკა - ეგ რაღაა? რობოტები შექმნა?

ძრავი/გენერატორი - გამოიგონა ფარადეიმ. გააუმჯობესებაში წვლილი შეიტანეს ძალიან ბევრმა ინჟინერმა და მეცნიერმა. ტესლა ერთერთი იყო.

ლაზერი - ტესლა არაფერ შუაშია.



ადამიანი გარკვეული პერიოდი რომ რაღაცა პრობლემაზე მუშაობდა, ეს არ ნიშნავს რომ მისი გამოგონილი-შექმნილია. მე ერთ დროს ვსწავლობდი ტრანზისტორებს, მერე ფეთქებად ნივთიერებებს, მერე fuel cell-ს, მერე რაკეტებში ცეცხლის მოქმედებას მეტალზე, მერე ლითიუმის ბატარეებს, ახლა კიდე მზის ბატარეებზე ვმუშაობ. პატიოსნად ვაცხადებ რომ არცერთი მათგანი არ გამომიგონია. ჩემს დაბადებამდე არსებობდა ყველა მათგანი. ყველას შეაქვს პატარა წვლილი. რაც უფრო რთულდება ტექნოლოგია, მით უფრო ნულს უახლოვდება ერთი ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი.

Posted by: asphurcela 17 Sep 2015, 09:21
QUOTE
რობოტოტექნიკა

QUOTE
ლაზერი

biggrin.gif
მიკროკონტროლერები და პროცესორი გამოგრჩა
facepalm.gif
და საქართველო ტესლას წილხვედრია.

ვინ იგონებს ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი კითხვა: რატომ?

Posted by: RedShark 17 Sep 2015, 16:10
QUOTE
და საქართველო ტესლას წილხვედრია.

biggrin.gif

Posted by: nforumi 17 Sep 2015, 17:27
asphurcela
QUOTE
ვინ იგონებს ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი კითხვა: რატომ?

ვინც ამეებს იგონებს იმათ ვითომ მიზეზი ჭირებათ ამისთვის?

ალბათ უბრალოდ ზღაპრები უყვართ, ვინმეს გაკერპება და თაყვანისცემა. ვინ სტალინს აღმერთებს და ვინ ტესლას, ჭირდებათ და smile.gif

Posted by: asphurcela 17 Sep 2015, 17:53
nforumi
QUOTE
ვინც ამეებს იგონებს იმათ ვითომ მიზეზი ჭირებათ ამისთვის?

ვფიქრობ რაღაც მიზანი აქვთ. ვთქვათ სპონსორის დათრევა, კაპანაძისნაირების პონტში რა.

RedShark
ტესლას მადლი გფარავდეს wink.gif


Posted by: RedShark 17 Sep 2015, 18:03
asphurcela
QUOTE
ტესლას მადლი გფარავდეს

მადლობა,
ტესლას ულევი ენერგია არ მოგკლებოდეს givi.gif

Posted by: არწივი9 17 Sep 2015, 18:32
Dirac
QUOTE
რენტგენი - გერნამენილი მეცნიერის სახელია რომელიმაც შეისწავლა ეს გამოსხივება. რენტგენამდე უკრაინელი მეცნიერიც სწავლობდა

ვინ მაინც? rolleyes.gif

Posted by: nforumi 17 Sep 2015, 19:17
asphurcela
QUOTE
ვფიქრობ რაღაც მიზანი აქვთ. ვთქვათ სპონსორის დათრევა, კაპანაძისნაირების პონტში რა.

არ ვიცი, არ მგონია ვინმეს სერიოზულად ქონდეს ასეთ რამეებე ნაფიქრი და გეგმის რეალიზაციის ეტაპი იყოს რაც ხდება.

მე მგონია ვიღაცას უბრალოდ მოსდის თავში რაღაც, იმ მომენტში ეჩვენება რომ ძალიან ჭკვიანური რაღაც მოიფიქრა და იწყებს მტკიცებას. მერე კიდე სიჯიუტის გამო ვეღარ თმობს საკუთარ პოზიციას.


Posted by: RedShark 17 Sep 2015, 19:21
nforumi
QUOTE
არ ვიცი, არ მგონია ვინმეს სერიოზულად ქონდეს ასეთ რამეებე ნაფიქრი და გეგმის რეალიზაციის ეტაპი იყოს რაც ხდება.

მე მგონია ვიღაცას უბრალოდ მოსდის თავში რაღაც, იმ მომენტში ეჩვენება რომ ძალიან ჭკვიანური რაღაც მოიფიქრა და იწყებს მტკიცებას. მერე კიდე სიჯიუტის გამო ვეღარ თმობს საკუთარ პოზიციას.

ორივე ფაქტორია,
მაგალითად, როგორც ვიცი კაპანაძემ თურქებს ფული აახია )))
და მეორე ფაქტორის მაგალითად კიდევ ეს ფორუმიც საკმარისია ))))

Posted by: nforumi 17 Sep 2015, 20:22
RedShark
QUOTE
ორივე ფაქტორია,
მაგალითად, როგორც ვიცი კაპანაძემ თურქებს ფული აახია )))
და მეორე ფაქტორის მაგალითად კიდევ ეს ფორუმიც საკმარისია ))))



კაი ბატონო, იყოს მასე, არცერთი არაა გამორიცხული.

Posted by: Dirac 17 Sep 2015, 20:34
QUOTE (არწივი9 @ 17 Sep 2015, 18:32 )
Dirac
QUOTE
რენტგენი - გერნამენილი მეცნიერის სახელია რომელიმაც შეისწავლა ეს გამოსხივება. რენტგენამდე უკრაინელი მეცნიერიც სწავლობდა

ვინ მაინც? rolleyes.gif

https://en.wikipedia.org/wiki/Ivan_Puluj

Posted by: არწივი9 17 Sep 2015, 22:16
QUOTE (Dirac @ 17 Sep 2015, 19:34 )
QUOTE (არწივი9 @ 17 Sep 2015, 18:32 )
Dirac
QUOTE
რენტგენი - გერნამენილი მეცნიერის სახელია რომელიმაც შეისწავლა ეს გამოსხივება. რენტგენამდე უკრაინელი მეცნიერიც სწავლობდა

ვინ მაინც? rolleyes.gif

https://en.wikipedia.org/wiki/Ivan_Puluj

არც კი ვიცოდი მასზე რამე აქამდე rolleyes.gif

Posted by: nforumi 17 Sep 2015, 22:29
არწივი9
QUOTE
არც კი ვიცოდი მასზე რამე აქამდე 

მთავარია გვესმოდეს რომ ყველაფერი არ ვიცით...

უფრო სწორად, უფრო მეტი არ ვიცით, ვიდრე ვიცით...


სოკრატეობას ვერ გვქაჩავთ, მაგის პრეტენზია არ მაქვს ...

Posted by: SunGirl 18 Sep 2015, 00:09
QUOTE (Dirac @ 17 Sep 2015, 09:13 )
SunGirl
QUOTE
ოკ  უსადენო ელენერგია, რენტგენი, რადიო, რობოტოტექნიკა, ძრავი/გენერატორი, ლაზერი და ა.შ ვიცი ხო რო რაღაცეებში ედავებიან მაგრამ ფაქტია კაი ტიპი იყო.


არცერთი არაა ტესლას "გამოგონება".

უსადენო ელენერგია - არ ვიცი იცი თუ არა ეს რას ნიშნავს. უსადენოდ გადაეცემა ელექტრომაგნიტური ტალღები, ტალღებს აქვთ ენერგია. ელექტრომაგნიტური ტალღები თეორიულად შეისწავლა მაქსველმა და ჰერცმა დაადასტურა ექსპერიმენტულად. ასე რომ ჰერცმა უსადენოდ გადასცა ელ-ენერგია ტესლაზე ადრე.

რენტგენი - გერნამენილი მეცნიერის სახელია რომელიმაც შეისწავლა ეს გამოსხივება. რენტგენამდე უკრაინელი მეცნიერიც სწავლობდა. ტესლაც რაღაცა პერიოდი ეჩალიჩებოდა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული გაუკეთებია. ტესლას გარდა ბევრი სხვაც მუშაობდა და უფრო მეტი წვლილი შეიტანეს.

რადიო - პოპოვი და მანამდე კიდე ათასი ადამიანი მუშაობდა.

რობოტოტექნიკა - ეგ რაღაა? რობოტები შექმნა?

ძრავი/გენერატორი - გამოიგონა ფარადეიმ. გააუმჯობესებაში წვლილი შეიტანეს ძალიან ბევრმა ინჟინერმა და მეცნიერმა. ტესლა ერთერთი იყო.

ლაზერი - ტესლა არაფერ შუაშია.



ადამიანი გარკვეული პერიოდი რომ რაღაცა პრობლემაზე მუშაობდა, ეს არ ნიშნავს რომ მისი გამოგონილი-შექმნილია. მე ერთ დროს ვსწავლობდი ტრანზისტორებს, მერე ფეთქებად ნივთიერებებს, მერე fuel cell-ს, მერე რაკეტებში ცეცხლის მოქმედებას მეტალზე, მერე ლითიუმის ბატარეებს, ახლა კიდე მზის ბატარეებზე ვმუშაობ. პატიოსნად ვაცხადებ რომ არცერთი მათგანი არ გამომიგონია. ჩემს დაბადებამდე არსებობდა ყველა მათგანი. ყველას შეაქვს პატარა წვლილი. რაც უფრო რთულდება ტექნოლოგია, მით უფრო ნულს უახლოვდება ერთი ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი.

Robotics smile.gif მაპატიე ინგლისურად ვკითხულობ და გამართულად ვერ გადმომაქვსხოლმე tongue.gif

არ ვიცი ვერ შეგედავები შენს არგუმენტებზე. ამ განყოფილებაში ძირითადად ვკითხულობხოლმე ჩემთვის თავმდაბლურად biggrin.gif

და ფაქტია რო ძალიან პოპულარულია ეს ტესლა და აბა რამ გამოიწვია ??

Posted by: Dirac 18 Sep 2015, 04:32
SunGirl
სერიოზული ინჟინერი იყო, ბევრ რამეზე მუშაობდა, მაგრამ როგორც ვთქვი რაღაცა წვლილი შეიტანა როგორც სხვა მეცნიერებმა. ტესლას გაღმერთება შედარებით ახალი მოვლენაა, ინტერნეტის ფართოდ გავრცელების მერე მოხდა. ადამიანებს სჭირდებათ სუპერგმირები, ყველანაირი გამოგონება მას მიაწერეს. თან თვითონ ბევრ სისულელეს ამბობდა თავისუფალ ენერგიაზე და უცხოპლანეტელებზე. ასეთი თემები იზიდავს კონსპირაციის მოყვარულ ხალხს, თითქოს მთავრობა ებრძოდა ტესლას. კონსპირაციის მოყვარულებს ფარდობითობის თეორია არ უყვართ, ამას ვერ ვხსნი კარგად რატომ. ალბათ მათვის ეს რაღაცა კონსპირაციის ნაწილია. ტესლაც რაღაცა სისულელეებს ბოდავდა ფარდობითობის თეორიის საწინააღმდეგოდ. ეტყობა ამან მრთლად დაარწუნა ეს ხალხი ტესლას სუპერგენიოსობაში.

Posted by: Komponent 18 Sep 2015, 08:35
რას მიადექით ფრი ენერგიის ხალხს? ეგენი დაბრუნდებიან სერიოზული არგუმენტებით და მერე ცუდად იქნება თქვენი საქმე. gigi.gif

Posted by: RedShark 18 Sep 2015, 09:25
Komponent
QUOTE
რას მიადექით ფრი ენერგიის ხალხს? ეგენი დაბრუნდებიან სერიოზული არგუმენტებით და მერე ცუდად იქნება თქვენი საქმე.

ყველაზე მთავარი არგუმნენტი მაინც არ ექნებათ biggrin.gif

Posted by: nforumi 18 Sep 2015, 11:01
Dirac
QUOTE
ტესლას გაღმერთება შედარებით ახალი მოვლენაა

მასკმა რატომ დაარქვა ტესლა თავის მანქანას?


Posted by: Dirac 18 Sep 2015, 14:57
nforumi
მასკმა ეგ კომპანია იყიდა, თვითონ არ დაუარსებია.

Posted by: nforumi 18 Sep 2015, 15:26
Dirac
QUOTE
მასკმა ეგ კომპანია იყიდა, თვითონ არ დაუარსებია.

მაშინ ვინც დაარქვა, იმან რატომ დაარქვა ?

Posted by: Dirac 18 Sep 2015, 16:22
nforumi
ალბათ კომპანიის დამაარსებლებმა ტესლას საპატივსაცემოდ. ფიზიკაშიც მაგნიტური ველი ტესლებში იზომება.

Posted by: nforumi 18 Sep 2015, 16:41
Dirac
QUOTE
ალბათ კომპანიის დამაარსებლებმა ტესლას საპატივსაცემოდ. ფიზიკაშიც მაგნიტური ველი ტესლებში იზომება.

ალბათ...

ვარაუდით შეიძლება მასე ვივარაუდოთ, კი.

Posted by: zviiigo 19 Sep 2015, 00:36
graviton
რა ფაქტორი ? drug.gif ბენზინი ? ელექტროენერგია თავისი ფულიანი ბიძიებით ?
შეუძლებელია რომ არ იმუშაოს მარტივი ფიზიკაა
მე მთავარი აქცენტი მაქვს გაკეთებული ცხენებზე rolleyes.gif
და
ტეორიულად ბევრი ცხენი უნდა მომცეს მაგრამ ბრუნზე მეეჭვება შეიძლება
ცოტა ბრუნი მომცეს განსხვავებით შიდაწვის ძრავებისაგან მაგრამ არსებობს ამისთვის ტრანსმისია

Posted by: Komponent 19 Sep 2015, 09:59
zviiigo
შენგან არ გამიკვირდება ძალიან, იმიტომ რომ უცხოპლანეტელებსაც ნახულობ.

Posted by: graviton 20 Sep 2015, 21:36
zviiigo
QUOTE
რა ფაქტორი ?   ბენზინი ? ელექტროენერგია თავისი ფულიანი ბიძიებით ?

არა აბსოლუტურად არა... ვერ მიხვდები.
.
QUOTE
შეუძლებელია რომ არ იმუშაოს მარტივი ფიზიკაა
მე მთავარი აქცენტი მაქვს გაკეთებული ცხენებზე

შეუძლებელია იმუშავოს.... აბა გაგვიზიარე და გეტყვით რატომ არ იმუშავებს...

Posted by: nforumi 21 Sep 2015, 11:53
graviton
QUOTE
შეუძლებელია იმუშავოს.... აბა გაგვიზიარე და გეტყვით რატომ არ იმუშავებს...

რა გინდა კაცო შენ, ამბობს რომ მარტივი ფიზიკაა, უბრალოდ ენერგიის მუდმივობის კანონის გარეშე...

biggrin.gif

Posted by: zviiigo 21 Sep 2015, 23:47
graviton
შენ ხომ არ დააპატენტებ დსმა კიდე up.gif
Komponent
პარამეცნიერებებს რატომ მიქექავ cdma ? drug.gif

Posted by: ლოგიკⒶ 22 Sep 2015, 02:02
zviiigo
შენ კი ფიქრობ რომ ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონს გვერდი აუარე მაგრამ დამიჯერე რომ ეს ასე არ იქნება


მაგნიტურ ელექტრულიო რომ ამბობ ალბათ ფიქრობ რომ მაგინეტბი წრიულად დაატრიალებენ ობიექტს და პერპეტუმობილი გექნება?

Posted by: nforumi 22 Sep 2015, 09:44
QUOTE
პერპეტუმობილი

უკვდავი იდეაა

smile.gif


Posted by: Komponent 22 Sep 2015, 21:51
zviiigo
ისეთი პრობლემები გაქ, აქ რაცარუნდა რჩევები მოგცეთ ვერ დაგეხმარებით. ყველაზე კარგი იქნება, მოგვიწყო შოუ (ჩვენება) კაპანაძესავით.

უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით რა ხდება შენსკენ?

(ფორუმს საქექი იმიტომ აქვს, რომ უნდა გავქექოთ. თუ გტანჯავს აღარ ვიზავთ).



Posted by: graviton 23 Sep 2015, 15:54
zviiigo
QUOTE
შენ ხომ არ დააპატენტებ დსმა კიდე

არა, ნუ გეშინია, მე პატენტებს პატივს არ ვცემ,.. მე ფუნდამენტური მეცნიერება მიყვარს,..
თანც, თუ აქ დაწერ, უკვე დათარიღდება და ყველანაირ ვარიანტში შენ იქნები პირველი...
ამიტომ დაწერე,...
თორემ, აქ, ერთიც წერდა მუდმივი მაგნიტებით შევქმნი მოტორსო...
მერე, მე სუპერმაგნიტებიც ვაჩუქე, და მერე მიხვდა რომ არაფერი გამოდის და საღ გზას დაადგა,
რადგან, თუ მბრუნავ მაგნიტურ ველს არ შექმნი, ვერაფერს გააწყობ.....

Posted by: Achilles 23 Sep 2015, 22:17
graviton
QUOTE
თორემ, აქ, ერთიც წერდა მუდმივი მაგნიტებით შევქმნი მოტორსო...
მერე, მე სუპერმაგნიტებიც ვაჩუქე, და მერე მიხვდა რომ არაფერი გამოდის და საღ გზას დაადგა,
რადგან, თუ მბრუნავ მაგნიტურ ველს არ შექმნი, ვერაფერს გააწყობ.....

დედამიწა ხომ ბრუნავს უკვე გვაქვს რაღაც ხელჩასაჭიდი, შეგვიძლია ერთი დიდი როტორი ჩავდგათ მის შუაგულში თუმცა ასე ადრე თუ გვიან შეიძლება ჩვენი დედამიწა გასჩერდეს biggrin.gif

მზის ირგვლივ რატომ ბრუნავს მაგას დაახლოებით ვხვდები, მაგრამ თავისი ღერძის გარშემო რატომ აი ეგ ან არ მახსოვს ან ვერ ვხვდები მე მგონი ორივე შემთხვევა უბრალოდ არსებობს და მეტი არც არაფერი არ ვიცით.

ხო მართლა კიდე ერთი რამ ვერ გამიგია. როგორც ვიცით დედამიწა მზისგან უამრავ სითბოს ღებულობს, მზის სხივი ხვდება მიწას ათბობს და ასე შემდეგ ..... მაინტერესებს სად მიდის ეს სითბო საბოლოოდ, გროვდება თუ ისევ გასცემს დედამიწა კოსმოსში, რამდენადაც ვიცი ვაკუუმი იდეალური იზოლატორია და დედამიწამ რომ სითბო პირდაპირი გზით კოსმოსში გასცეს არის გამორიცხული. მაშინ სად მიდის ამდენი სითბო რომელსაც მზისგან ვღებულობთ? იქნებ გლობალური დათბობა ზუსტად ამის ბრალია?

პ.ს. მაინტერესებს ამ პოსტის მერე უნიჭო აინშტაინი ვარ თუ გარიყული თავხედი ტესლა )))

Posted by: nforumi 24 Sep 2015, 10:00
Achilles
QUOTE
დედამიწამ რომ სითბო პირდაპირი გზით კოსმოსში გასცეს არის გამორიცხული.

რატომ ?

QUOTE
რამდენადაც ვიცი ვაკუუმი იდეალური იზოლატორია

ვინ თქვა ეს?

Posted by: asphurcela 24 Sep 2015, 10:24
QUOTE
დედამიწა ხომ ბრუნავს უკვე გვაქვს რაღაც ხელჩასაჭიდი, შეგვიძლია ერთი დიდი როტორი ჩავდგათ მის შუაგულში თუმცა ასე ადრე თუ გვიან შეიძლება ჩვენი დედამიწა გასჩერდეს

უკვე ჩადო ბუნებამ და ამიტომ აქვს დედამიწას მაგნიტური ველი.

QUOTE
მზის ირგვლივ რატომ ბრუნავს მაგას დაახლოებით ვხვდები, მაგრამ თავისი ღერძის გარშემო რატომ აი ეგ ან არ მახსოვს ან ვერ ვხვდები მე მგონი ორივე შემთხვევა უბრალოდ არსებობს და მეტი არც არაფერი არ ვიცით.

ხელს არაფერი უშლის რომ გაჩერდეს მილიარდობით წლები.

QUOTE
ხო მართლა კიდე ერთი რამ ვერ გამიგია. როგორც ვიცით დედამიწა მზისგან უამრავ სითბოს ღებულობს, მზის სხივი ხვდება მიწას ათბობს და ასე შემდეგ ..... მაინტერესებს სად მიდის ეს სითბო საბოლოოდ, გროვდება თუ ისევ გასცემს დედამიწა კოსმოსში,


მზიდან დედამიწაზე მოდის 173 000 ტერავატი სიმძლავრე (ტერა ნიშნავს ათი ხარისხად 12-ს, ანუ 12 ნული კიდევ მიამატე და იმდენი ვატი)
აქედან 52 000 ტერავატი უკან აირეკლება კოსმოსში (დედამიწის ზედაპირიდან, ატმოსფეროდან)
78 000 ტერავატი გადადის სითბოში და ამიტომ გვაქვს რაღაც საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირთან.
39 000 ტერავატი ხმარდება ოკეანეებიდან/ზღვებიდან წყლის აორთქლებას.
3600 ტერავატი მიდის ქარზე და ოკეანეებში ტალღების წარმოქმნაზე.
40 ტერავატი ხმარდება ფოტოსინთეზს მცენარეებში.
3 ტერავატი მიდის ზღვის მიქცევა მოქცევაზე.
(წყარო: Aldo Vieera da Rosa, Fundamentals of Renewable
Energy Processes. Second Edition, Academic Press. 2009)

QUOTE
რამდენადაც ვიცი ვაკუუმი იდეალური იზოლატორია

იზოლატორი ნიშნავს, რომ მასში ელექტრული დენი და სითბო არ გადის.
ამ დროს ორივე გადის. მაშასადამე არ არის ის იზოლატორი, არათუ იდეალური, საერთოდ არ არის.
ვაკუუმურ მილაკში მშვენივრად გადიან ელექტრონები კათოდიდან ანოდისაკენ.
ვაკუუმი მშვენივრად ატარებს ინფრაწითელ სხივებს, რომლებსაც სითბური ენერგია გადააქვთ.

QUOTE
დედამიწამ რომ სითბო პირდაპირი გზით კოსმოსში გასცეს არის გამორიცხული.

არათუ გამორიცხულია, არამედ ამას აკეთებს და რომ არ აკეთებდეს აი მერე დაგვერხეოდა.

QUOTE
მაშინ სად მიდის ამდენი სითბო რომელსაც მზისგან ვღებულობთ? იქნებ გლობალური დათბობა ზუსტად ამის ბრალია?

დავწერე ზემოთ უკვე სად რა სიმძლავრე მიდის.

QUOTE
პ.ს. მაინტერესებს ამ პოსტის მერე უნიჭო აინშტაინი ვარ თუ გარიყული თავხედი ტესლა ))

ელიავას ჟეშტიანჩიკი smile.gif

Posted by: mamon 24 Sep 2015, 10:53
Achilles
QUOTE
დედამიწა ხომ ბრუნავს უკვე გვაქვს რაღაც ხელჩასაჭიდი, შეგვიძლია ერთი დიდი როტორი ჩავდგათ მის შუაგულში თუმცა ასე ადრე თუ გვიან შეიძლება ჩვენი დედამიწა გასჩერდეს biggrin.gif


http://www.bibliotekar.ru/encSlov/5/16.htm

Posted by: Achilles 24 Sep 2015, 22:35
asphurcela

QUOTE
იზოლატორი ნიშნავს, რომ მასში ელექტრული დენი და სითბო არ გადის.
ამ დროს ორივე გადის. მაშასადამე არ არის ის იზოლატორი, არათუ იდეალური, საერთოდ არ არის.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ვაკუუმურ ამომრთველებზე გსმენია რამე?

35 000 V ვ-ზე რამდენიმე კილო ამპერი დენის გაწყვეტა შეუძლია, იცი ეს რას ნიშნავს? ))))))))))))))))))))

QUOTE
ელიავას ჟეშტიანჩიკი

მე თუ ჟეშტიანჩიკი ვარ შენ ისეთი რაღაც თქვი დურგალი ან მალიარი გამოდიხარ biggrin.gif ისე ორივე ჟეშტიანჩიკობაზე რთულია მარა იყოს ჯანდაბას biggrin.gif

Posted by: zviiigo 25 Sep 2015, 23:43
ლოგიკⒶ
არა არა არააააა არა ეგ ყუთუბეს უნიჭო ვიდეოები გადაქექილი მაქვს facepalm.gif
მაგრამ მაგ პრინციპში არის მაინც განვითარების პატარა ნაპერწკალი
Komponent
რავი ჩვენს ტექნოლოგიებს დასციანიან ისეთი არაფერი
graviton
პატარა მომუშავე კონცეპტს გავაკეთებ და აუცილებლად დავდებთ ნუ ღელავთ

Posted by: Komponent 26 Sep 2015, 14:23
არ კეთდება მაგრამ, მართლა რომ ვინმემ გააკეთოს პერპენტუმმობილი ან მსგავსად სასურველად მომუშავე ძრავი, რა მოხდება? (საინტერესოა).

Posted by: nforumi 26 Sep 2015, 17:04
Komponent
QUOTE
არ კეთდება მაგრამ, მართლა რომ ვინმემ გააკეთოს პერპენტუმმობილი ან მსგავსად სასურველად მომუშავე ძრავი, რა მოხდება? (საინტერესოა).

ვიფრენთ უფრთებოდ


smile.gif

Posted by: Komponent 26 Sep 2015, 17:59
nforumi
QUOTE
ვიფრენთ უფრთებოდ

მთლა მასეც არ იქნება, ერთორ დღეში მოსწყინდება ხალხს.
რაღაც მაინც შეიცვლება. თუმცა, კარგად ვერ წარმომიდგენია როგორი სიტუაცია იქნება.

Posted by: nforumi 26 Sep 2015, 18:55
Komponent
QUOTE
მთლა მასეც არ იქნება, ერთორ დღეში მოსწყინდება ხალხს.
რაღაც მაინც შეიცვლება. თუმცა, კარგად ვერ წარმომიდგენია როგორი სიტუაცია იქნება.

პერპეტუმობილე არ არის უფრთებო ფრენაზე უფრო შესაძლებელი, პირიქით კი შეიძლება smile.gif

Posted by: zviiigo 27 Sep 2015, 00:31
nforumi
ვიფრენთ ion thruster ის საშუალებით up.gif
უფრთოდ
მაგრამ ალხლაც შეგვიძლია
და ვაბშე
რა
ფრენაზე
საუბრობთ
drug.gif

Posted by: nforumi 27 Sep 2015, 09:16
zviiigo
QUOTE
ion thruster

ეს რა არის?


Posted by: არწივი9 27 Sep 2015, 13:49
QUOTE (nforumi @ 27 Sep 2015, 08:16 )
zviiigo
QUOTE
ion thruster

ეს რა არის?

https://en.wikipedia.org/wiki/Ion_thruster

Posted by: Komponent 27 Sep 2015, 22:02
მონათესავე თემა, ამ თემაში კიდევ ერთი თემაა.
https://forum.ge/?f=23&showtopic=34148116&st=0
ალბათ, კიდევ არსებობს მსგავსი თემები.

Posted by: graviton 27 Sep 2015, 22:16
zviiigo
QUOTE
პატარა მომუშავე კონცეპტს გავაკეთებ და აუცილებლად დავდებთ ნუ ღელავთ

ესე იგი არასოდეს,... ასეთები ამ ფორუმზე ათობით მომისმენია...
მაგრამ არავის შემდეგ აღარც გახსენებია...
და არც შენ იქნები გამონაკლისი...

Posted by: nforumi 27 Sep 2015, 22:20
QUOTE (არწივი9 @ 27 Sep 2015, 13:49 )
QUOTE (nforumi @ 27 Sep 2015, 08:16 )
zviiigo
QUOTE
ion thruster

ეს რა არის?

https://en.wikipedia.org/wiki/Ion_thruster

აუჰ, რამხელაა, მაგას რა წაიკითხავს ახლა, არ მაქვს დრო.

მოკლედ გეთქვა, ორი სიტყვით.

Posted by: zviiigo 28 Sep 2015, 00:54
graviton
ცდები yes.gif
ნაწილებს ვაგროვებ რომლებიც დამჭირდება
და ვცდილობ ფული ვიშოვო რომ მასალები ვიყიდო
ჩარხი მაქვს რაცმთავარია yes.gif
nforumi
ელექტრო ძრავაა რომელიც დადებითი იონების სწრაფად გამოდევნით ჩქარდება
და იხმარება შატლებში თანამგზავრებში და დანარჩენი არ ვიცი up.gif (კოსმოსში ხმარობენ მოძრაობისათვის და დედამიწაზე დასტარტვისათვის)
და არც ბევრ დენსაც არ ჭამს 400 ცხენიანი თესლას ბატარია ყელში ამოუვა ქსენონის ძრავას

Posted by: nforumi 28 Sep 2015, 10:46
zviiigo
QUOTE
ელექტრო ძრავაა რომელიც დადებითი იონების სწრაფად გამოდევნით ჩქარდება
და იხმარება შატლებში თანამგზავრებში და დანარჩენი არ ვიცი  (კოსმოსში ხმარობენ მოძრაობისათვის და დედამიწაზე დასტარტვისათვის)
და არც ბევრ დენსაც არ ჭამს 400 ცხენიანი თესლას ბატარია ყელში ამოუვა ქსენონის ძრავას


და ფიქრობ რომ მასეთი მოწყობილობა გვაძლევს მეტ ენერგიას, ვიდრე მოიხმარს?

Posted by: არწივი9 28 Sep 2015, 16:12
zviiigo
QUOTE
და იხმარება შატლებში თანამგზავრებში და დანარჩენი არ ვიცი

შატლებში არ გამოიყენება no.gif
ამ ძრავას აქვს ძალიან მცირე წევა და არ შეუძლია დედამიწიდან თავისი თავის დაძვრა, არამცთუ რაიმე სასარგებლო ტვირთისა, მაგრამ სამაგიეროდ დიდ სიჩქარეებს კრეფს


Posted by: SPIRIT CRUSHER 28 Sep 2015, 16:23
საყურებლად საინტერესო იყო ნამდვილად

Posted by: zviiigo 29 Sep 2015, 23:50
არწივი9
ცემეცალა ცემეცალა baby.gif
nforumi
მდაა რა შეუაშია იონური ძრავა ჩემს გამოგონებასთან ? ups.gif



p.s იონურ ძრავასთან მაქვს რაღაც იდეა და წესით უნდა იმუშაოს
იონების უფრო სწრაფად გამოდევნა

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 23:55
zviiigo
QUOTE
რა შეუაშია იონური ძრავა ჩემს გამოგონებასთან ? 

არ გვიმხელ რა გამოგონება გაქვს და ...

Posted by: zviiigo 2 Oct 2015, 00:17
ალგეტყვით tongue.gif
..............................................................

Posted by: asphurcela 2 Oct 2015, 09:24
Achilles
QUOTE
ვაკუუმურ ამომრთველებზე გსმენია რამე?

35 000 V ვ-ზე რამდენიმე კილო ამპერი დენის გაწყვეტა შეუძლია, იცი ეს რას ნიშნავს? ))))))))))))))))))))

რას ხედავ სასაცილოს? spy.gif
სანამ რამეზე გაიცინებ. ეგებ წაგეკითხა 1-2 წიგნი ან რამე.

იზოლატორი ნიშნავს მასალას, რომელიც დენს არ ატარებს.
ვაკუუმურ ჩამრთველებზე მსმენია და 35 000 ვოლტთანაც მიმუშავია.
ვაკუუმური ჩამრთველი/ამომრთველი იმითაა ნორმალური, რომ მასში არ არის მაიონიზირებელი ატომები და შედეგად რკალური განმუხტვა მალევე მიილევა.
მაგრამ არ არისო მაგას ვერავინ გეტყვის.
ვაკუუმში დენი (დამუხტული ნაწილაკი) გადის უპრობლემოდ, მთავარია საკმარისი პოტენციალთა სხვაობა იყოს საჭირო მანძილზე.
მაგალითი: ვაკუუმური მილაკები, კინესკოპიანი ტელევიზორები და ოსცილოგრაფები. (იმედია გსმენია მაგათზე რამე).

ხოდა სანამ რამეზე გაიცინებ, აწონ დაწონე, კითხე უფროსებს მაინც, რა იცი რა ხდება. smile.gif

Posted by: nforumi 2 Oct 2015, 09:40
asphurcela
როგორ თქვა აინშტაინმა?
"რა კარგია გაუნათლებლობა, ყველაფერი იციო" smile.gif


Posted by: asphurcela 2 Oct 2015, 09:49
nforumi
yes.gif
რას ვიზამთ, ხდება ხოლმე.
წესით ამ დროს უნდა ადგე და მთელი ფუნდამენტური ფიზიკა გადმოულაგო, 2+2= 4 დან მაქსველის განტოლებებამდე.
აუხსნა მასალის ɛ დიელექტრიკული შეღწევადობა რა არის. აჩვენო, რომ ყველაზე დაბალი ეპსილონი ვაკუუმს აქვს, და რომ არა მისი ყველაზე სიმცირე, სინათლის სიჩქარე ვერ იქნებოდა ჩვენს სამყაროში მაქსიმალური. რომ იზოლატორი მით კარგია, რაც დიდია ეს ɛ.

მაგრამ აქვს ამ ყველაფერს აზრი?
ვფიქრობ არა.

Posted by: nforumi 2 Oct 2015, 15:46
asphurcela
QUOTE
აუხსნა მასალის ɛ დიელექტრიკული შეღწევადობა რა არის. აჩვენო, რომ ყველაზე დაბალი ეპსილონი ვაკუუმს აქვს, და რომ არა მისი ყველაზე სიმცირე, სინათლის სიჩქარე ვერ იქნებოდა ჩვენს სამყაროში მაქსიმალური. რომ იზოლატორი მით კარგია, რაც დიდია ეს ɛ.

ესენი მეც არ მახსოვს...

ისე არა მარტო ეს, ალბათ 80% იმის რაც ვიცოდი ერთ დროს.

Posted by: Komponent 18 Mar 2016, 18:51
http://viralsurvival.com/2014/06/12/self-running-generator-free-electricity-for-all/
ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგე კარგად.

Posted by: mamon 19 Mar 2016, 00:35
zviiigo
QUOTE
ლექტრო ძრავაა რომელიც დადებითი იონების სწრაფად გამოდევნით ჩქარდება
და იხმარება შატლებში თანამგზავრებში და დანარჩენი არ ვიცი

მგონი არსად არ იხმარება გარდა ექსპერიმენტული პროექტებისა. რადგან წევა აქვს მიზერული. მიკროგრამები.
* * *
asphurcela
QUOTE
ვაკუუმურ ჩამრთველებზე მსმენია და 35 000 ვოლტთანაც მიმუშავია.
ვაკუუმური ჩამრთველი/ამომრთველი იმითაა ნორმალური, რომ მასში არ არის მაიონიზირებელი ატომები და შედეგად რკალური განმუხტვა მალევე მიილევა.

რას ამბობ... არ მჯერა... რკალი თუ შექიმნა თავისით არ ჩაქრება. თ უარა მაგ.: ზეთიანი რკალსაქრობები ან სხვა იზოლატორის "ბარიერი, სპეციალური ფორმის კონტაქტორება ან/და დაშორება. 35 000 ვ არაფერი გრანდიოზული არაა. გარღვევით 1 სმ თუ გაარღვევს... აი 10^6 და მეტ ძაბვებზე არის ლამაზი ფეიერვერკი...

რა აქ მოსატანია და ერთხელ ფაზა ფაზაზე გადავამოკლე. 250ა კონტაქტორი დავწვით და ქვესადგურმა შეძლო გათიშვა (500ა ავტომატით). ვითომ არაფერი და ავტომატი დაიწვა "ამაზე გათვლილი"!

პ.ს. არ ვიცი იცით თუ არა, რომ ვაკუუმი ყველაზე კარგი გამტარია - 0 ომი წინაღობით...
მე მგონი თუ იონურმა ქარმა მეორადი ემისიით ამოტყორცნილი იონ-ელექტორენებით რკალი წარმოქმნა და გარღვევა გამოიწვია "ფინიტო ლა კომედია"...

Posted by: ლოგიკⒶ 19 Mar 2016, 00:47
Komponent
მორიგი ფიზიკის კანონების დარღვევაა

Posted by: Komponent 19 Mar 2016, 15:26
ა, კიდო
https://www.youtube.com/watch?v=S7yXa6_dkbY
http://www.timer.ge/magniti-romelic-eleqtroenergias-gamoimushavebs-teqnikuri-universitetis-eqsperimenti/

არ მეცალა ამათ ამოსაჭრელად, დაწვრილებით გაეცანით.
სტატიას ისეთი კომენტარები აქვს, ჩვვენ მგონი ჭურში ვართ. smile.gif

კომენტარებში ლინკებია, იყოს აქაც
http://georgiantechno.ucoz.com/news/sakartvelos_t_39_eknobank_39_i/2011-06-27-4
http://georgiantechno.ucoz.com/load/
https://www.youtube.com/watch?v=y6q_l6FpacU
http://psoriaz.ffnatural.net/
ეს ბოლო ლინკი, რეკლამაა მოვიდა ფორუმ გეზე, ამაზეც მაინტერესებს კომენტარი.

Posted by: Achilles 20 Mar 2016, 14:57
asphurcela
tu wignebis kitxva ici isic unda icode rom ucxos eliavas jeshtianchiki ar uwodo

ase rom jer sakutar tavs mixede da mere daarige sxvebi

tu rame dagainteresebs kide pm

Posted by: asphurcela 21 Mar 2016, 04:59
mamon
QUOTE
პ.ს. არ ვიცი იცით თუ არა, რომ ვაკუუმი ყველაზე კარგი გამტარია - 0 ომი წინაღობით..

spy.gif
გამტარის განმარტება შემახსენე, თუ შეიძლება.

Posted by: Lithium13 22 Mar 2016, 00:51
////////////////////////////////

Posted by: Ruleli 29 Mar 2016, 18:21
მდააააა....

ეგრეთ წოდებულ "ტუნგუსკას მეტერორიტზე" ვერაფერს მეტყვით?


Posted by: mamon 29 Mar 2016, 19:40
asphurcela
QUOTE
გამტარის განმარტება შემახსენე, თუ შეიძლება.


თუკი თავისუფალ ელექტრონებს გულისხმობთ, სამწუხაროდ ვაკუუმს არ გააჩნია ეს უკანასკნელნი, ამასთან თუკი მოვახერხებთ და შევითანთ ვაკუუმში ბედკრულ ელექტრონებს წინაღობა რომელსაც ისინი ვაკუუმისგან შეხვდებიან იქნება...

ამიტომაც მე არ ვთვლი ვაკუუმს ცალსახა იზოლატორად. უფრო პრიქით... user.gif მომიტევეთ ჩემი მიკერძოებული ...

Posted by: nforumi 5 Apr 2016, 20:36
mamon
QUOTE
არ ვთვლი ვაკუუმს ცალსახა იზოლატორად

ცალსახა იზოლატორი რაღაა ?

Posted by: ლოგიკⒶ 17 Jun 2017, 01:39
zviiigo
QUOTE
მე მივაგენი 
მთავარი აქცენტი გაკთებული ავტომობილზე
და ასევე შეიძლება იხმარო ენერგიის გამოსამუშავებლად
100% თ ვარ დარწმუნებული რომ იმუშავებს ბევრჯერ
გადავწონე და ხელისშემშლელი ფაქტორი ჯერჯერობით არ მიპოვია
ნახევრად ელექტრო და ნახევრად მაგნიტური ძრავაა
ასევე მაქვს მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავა რომელიც მხოლოდ მაგნიტურ მექანიკურია
მაგრამ ეჭვი მეპარება რაღაცეებში
ფული მჭირება უბრალოთ ცოტაოდენი და აუცილებლად გავაკეთებ


QUOTE
პატარა მომუშავე კონცეპტს გავაკეთებ და აუცილებლად დავდებთ ნუ ღელავთ



ჰა რაქენი ვერ შექმენი ეგ ძრავი? თუ არ შეგიქმნია მაშინ მექანიზმი მაინც დაწერე როგორ მუშაობს

Posted by: Jarvis 17 Jun 2017, 22:18
QUOTE (Ruleli @ 29 Mar 2016, 18:21 )
მდააააა....

ეგრეთ წოდებულ "ტუნგუსკას მეტერორიტზე" ვერაფერს მეტყვით?

toris chaquchi yofila.gairkva ukve
* * *
QUOTE (mamon @ 29 Mar 2016, 19:40 )
asphurcela
QUOTE
გამტარის განმარტება შემახსენე, თუ შეიძლება.


თუკი თავისუფალ ელექტრონებს გულისხმობთ, სამწუხაროდ ვაკუუმს არ გააჩნია ეს უკანასკნელნი, ამასთან თუკი მოვახერხებთ და შევითანთ ვაკუუმში ბედკრულ ელექტრონებს წინაღობა რომელსაც ისინი ვაკუუმისგან შეხვდებიან იქნება...

ამიტომაც მე არ ვთვლი ვაკუუმს ცალსახა იზოლატორად. უფრო პრიქით... user.gif მომიტევეთ ჩემი მიკერძოებული ...

albat swored eg shetana gachirdeba.tanac mowesrigebuli mozraobao tu ragac egetebio ,egre maxsovs.

Posted by: nocs_13 18 Jun 2017, 05:14
ერთი შემახსენეთ, ტესლა ის არაა კვდრებთან სატელეფონო კავშირგაბმულობის აპარატს რომ იგონებდა?
* * *
QUOTE
არ გვიმხელ რა გამოგონება გაქვს და ...

მაგას რაფერ დაგიმალავ... აჰა... https://vid.me/E4fw

Posted by: asphurcela 18 Jun 2017, 10:32
QUOTE
ცალსახა იზოლატორი რაღაა ?

ალბათ "ცალსახად ვერ დავარქმევ იზოლატორს" იგულისხმება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)